Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. სარკინიგზო ავარიის შედეგად თბილისში ორი ადამიანი დაიღუპა. დღეს ფეიქრების ქუჩასთან სამგზავრო მატარებელი სამუშაო პლატფორმას შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, მატარებლის მგზავრებს შორის დაშავებულები არ არიან. „პუბლიკა” დამატებითი დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ცდილობს. პუბლიკა
  2. „დღეს „ოცნება“ მთლიანად სიყალბეზე არის დაფუძნებული არა მხოლოდ იმიტომ, რომ ყალბია თქვენი რიტორიკა მშვიდობასთან დაკავშირებით, არამედ იმიტომ, რომ აბსოლუტურად ყალბია თქვენი რიტორიკა, როდესაც ადამიანებს კეთილდღეობაზე ესაუბრებით,-ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მან „ქართული ოცნების“ წევრებს მიმართა, რომ შუშის კოლბა გახდა ხელისუფლების დღევანდელი სახის და ფორმის სიმბოლო. „ეს არის ქვეყანა, სადაც ბავშვები შიმშილობენ. რომელ კეთილდღეობაზე ელაპარაკებით ადამიანებს, დღეს შუშის კოლბა გახდა თქვენი დღევანდელი სახის და ფორმის სიმბოლო. გამოდით შუშის კოლბებიდან, შედით რეგიონებში ოჯახებში. ოჯახი აღარ დარჩა, სადაც მშობელი იძულებული არ არის, საკუთარი შვილი დატოვოს, ევროპაში ან აშშ-ში წავიდეს იმისთვის, რომ თავის შვილს ჰქონდეს ელემენტარულად საჭმლის საშუალება. ამ ხალხს თქვენ ელაპარაკებით „გლობალური ომის პარტიაზე“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დასრულებაზე? რისი დამსრულებლები ხართ ხალხო, ნახეთ თქვენთან ნახევარზე მეტი ან „ნაცების“ მსახური იყო ან „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დამფინანსებელი იყო. დიახ, ეს არის სრული სიყალბე. თქვენ დღეს სიყალბეზე დგახართ“, - განაცხადა ბუჩუკურმა. კრიტიკის საპასუხოდ, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ანა ბუჩუკურს მიმართა, რომ სიყალბე და ღალატი მათ პარტიასთან ასოცირდება. „ეჭვი მაქვს, რომ სიტყვა სიყალბე არის თქვენი პიარტექნოლოგის რჩევა. შესაძლოა, იგივე ამერიკელი ტექნოლოგი გყავთ, ვინც სხვას. სიყალბე იცით, რა იყო ქალბატონო ანა? თქვენი პარტიის თავმჯდომარე უმრავლესობის სხდომაზე, რომელსაც თქვენ ესწრებოდით ყველას რომ გვარწმუნებდა, რომ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტი უნდა მოგვეხსნა, რომ მოვუხსენით და იქ მიგვატოვა. ეს იყო თქვენი პარტიის თავმჯდომარის სიყალბე. ამიტომ, ჩემი რჩევა იქნებოდა, 2 სიტყვა თქვენმა პარტიამ არ გამოიყენოს - ეს არის სიყალბე და ღალატი. ეს არის ის ორ სიტყვა, რომელიც თქვენს პარტიასთან ასოცირდება. ამიტომ, შეეშვით ამ ტერმინოლოგიას იმიტომ, რომ ბუმერანგივით ყოველ ჯერზე უკან მოგიბრუნდებათ“, - მიმართა პაპუაშვილმა ბუჩუკურს. იპნ
  3. დაახლოებით ათ დღეში იწყება სწავლა. სად არის პროექტი, რომელიც უნდა დაწყებულიყო 2022 წელს და რომლითაც უნდა მომხდარიყო საჯარო სკოლებში ბავშვთა კვების უზრუნველყოფა?! ანა ბუჩუკური, პარტია "გახარია საქართველოსთვის" გუნდის წევრი, დეპუტატი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/552344054033589/
  4. თქვენი მშვიდობაც არის ეფემერული იმიტომ, რომ ამ ვითარებაში, როდესაც მთელი მშვიდობის გარანტია იდგა იმაზე, რომ საქართველო მწყობრად თავის ინტერესებს ახორციელებდა, ევროკავშირისკენ მიდიოდა, აწარმოებდა პრაგმატულ პოლიტიკას რუსეთთან, თქვენ სრულიად ამოატრიალეთ და საქართველო დატოვეთ მარტო ერთი ერთზე ოკუპანტ ძალასთან ერთად. თეონა აქუბარდია, “გახარია საქართველოსთვის” გუნდის წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1061486802055114/
  5. „ოცნება“ აპირებს გააფართოოს ამნისტიის არეალი - გადაწიოს თარიღი 1 ივლისის შემდეგ და ამნისტია შეახოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მიერ ძალადობისკენ მოწოდებას. ყოველგვარი ანალიზის გარეშე, პოლიტიკური გემოვნებით ემატება სხვა საშიში მუხლებიც, - ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა, ამნისტიის შესახებ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ გუნდმა, შესაბამისი ექსპერტების მონაწილეობით დაიწყო მუშაობა ნამდვილ, სამართლიან, განმეორებითი დანაშაულის ანალიზზე დაფუძნებულ ამნისტიაზე, რომელსაც არჩევნების შემდეგ დააინიცირებენ. "ეს იქნება პირველი ამნისტია, რომელიც დაასრულებს საარჩევნო და სხვა პოლიტიკური მოტივაციით ამნისტიის მავნე პრაქტიკას ქვეყანაში. ამასთან, მოვუწოდებთ პროკურატურას ამჯერად მაინც გამოიკვლიოს „ოცნების“ მიერ ზონდერების ამნისტიის ინიცირების თაღლითური გარიგება. ჩვენს ხელთ არსებული იფორმაციით, „ოცნება“ აპირებს გააფართოოს ამნისტიის არეალი - გადაწიოს თარიღი 1 ივლისის შემდეგ და ამნისტია შეახოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მიერ ძალადობისკენ მოწოდებას. ყოველგვარი ანალიზის გარეშე, პოლიტიკური გემოვნებით ემატება სხვა საშიში მუხლებიც. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაცია ერთხელ უკვე გამართლდა - „ოცნებამ“ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან შეთანხმებით, საკუთარი მოქალაქეების ცემის სანაცვლოდ ზონდერებს დაუსჯელობის პირობა წინასწარ მისცა და ამნისტიას დაპირდა. გარიგების მონაწილეებმა პირობა შეასრულეს - სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ძალადობებზე რეაგირება არ მოახდინა, ხოლო არაუფლებამოსილი უწყების - შსს-ს მიერ ფორმალურად დაწყებულ გამოძიებებს „ოცნებამ“ ამნისტია შეახო. პროკურატურის მიერ ამნისტიის თაღლითურ გარიგებაზე სათანადო რეაგირება მომავალში მაინც დაუსჯელს არ დატოვებს ჩადენილ ძალადობებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კიდევ უფრო გამყარდება ეჭვი, რომ პროკურატურაც ამ გარიგების მონაწილეა. ზონდერების დაცვის და მოქალაქეების მოტყუების ამნისტია უნდა ჩანაცვლდეს სამართლიანი, კვლევაზე დაფუძნებული ამნისტიით, რაზეც მუშაობა უკვე დავიწყეთ.", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
  6. რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეზე თავდასხმა განახორციელეს, დაიღუპა ორი ადამიანი, ორი კი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ოლქის ხელმძღვანელზე, ივან ფედოროვზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაღუპულებს შორის 8 წლის ბავშვია. „სამწუხაროდ, დაიღუპა 2 ადამიანი, მათ შორის 8 წლის ბიჭი. დაჭრილია კიდევ ორი, მათ შორის 12 წლის გოგონა. ბავშვი ამჟამად რეანიმაციაშია“, - აღნიშნა ფედოროვმა. მისი თქმით, აფეთქების ტალღამ და ნამსხვრევებმა მრავალსართულიანი შენობები დააზიანა. იპნ
  7. „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული ამნისტიის პროექტი არ არის სამართლიანი - ის არ ეფუძნება დანაშაულის განმეორებით კვლევას, როგორც ეს ნორმალურ ქვეყნებში ხდება და ორიენტირებულია ე.წ. ზონდერების დაცვისკენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა. მისი თქმით, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ჩაერთვება კანონის განხილვაში და “ქართულ ოცნებას” ამხელს იმაში, რომ რეალურად ამ კანონს ზონდერების დასაცავად იღებს და სამართლიანობის პრინციპისგან ის შორს არის. „ქართული ოცნების“ ამნისტია არ არის სამართლიანი. ის არ ეფუძნება დანაშაულის განმეორებით კვლევას, როგორც ეს ნორმალურ ქვეყნებში ხდება და ორიენტირებულია ე.წ. ზონდერების დაცვისკენ. იმ ზონდერების, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს საპროტესტო აქციების განმავლობაში ფიზიკურად უსწორდებოდნენ. მათი არათუ დასჯა, არამედ დაცვაც მიმდინარეობს ახლა კანონით. ამ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ეს წინასაარჩევნო განაცხადია. შესაბამისად, როგორც პირველ, ასევე მეორე პლენარულ მოსმენაზე ჩვენ ჩავერთვებით კანონის განხილვაში. ვამხელთ „ქართულ ოცნებას“ იმაში, რომ ზონდერების დასაცავად იღებს, რეალურად ამ კანონს და სამართლიანობის პრინციპისგან ის შორს არის. მათ შორის, პარტია “გახარია საქართველოსთვის” ვაპირებთ, არჩევნებით მშვიდობიანად გადაბარების შემდგომ დავაინიციროთ იმ ტიპის ამნისტია, რომელიც იქნება დანაშაულის განმეორებით კვლევაზე დაფუძნებული და რომელსაც ექნება სამართლიანობის განცდა ჩვენი მოსახლეობის მხრიდან“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ. იპნ
  8. „ოცნების“ ყალბი რიტორიკა ტერიტორიულ მთლიანობაზე ილუზორულია - არსებული პოლიტიკა ოკუპანტ რუსეთს ეხმარება გავლენების გაზრდაში მთელი საქართველოს მასშტაბით და ანექსიური პროცესების გაძლიერებაში, საკუთრივ ოკუპირებულ აფხაზეთში, - ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე, ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა. აქუბარდია გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ როგორ აძლიერებს რუსეთი პოლიტიკური და ფინანსური ბერკეტების გამოყენებით ზეწოლას აფხაზურ საზოგადოებაზე, რათა დე ფაქტო პარლამენტმა მიიღოს ე.წ. აგენტების კანონი პროტესტის შედეგად შეჩერებული ე.წ. კანონი აპარტჰოტელებზე და უცხოელ ინვესტორებზე. „მაშინ, როცა „ოცნებამ“ რუსული კანონი მიიღო, რუსეთი ახლა გაზრდის ზეწოლას მის მისაღებად ოკუპირებულ აფხაზეთში, რასაც დიდი წინააღმდეგობა ჰქონდა წარსულში და შეჩერებული იყო. შესაბამისად, რუსეთი აძლიერებს აფხაზეთის ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებს, ხოლო „ოცნების“ მთავრობა დასავლეთთან დაპირისპირებით კიდევ მეტად ასუსტებს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. მეტიც, თავად აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი შამბაც კი, თავის ინტერვიუში, ფაქტობრივად, აღიარებს დასავლეთის როლს არაღიარების პოლიტიკის პროცესში, სადაც აფხაზეთის გაეროში წევრობის მიზანზე საუბრობს. შესაბამისად, დასავლეთისგან იზოლაციის პროცესში „ოცნების“ პოლიტიკის შედეგად, კიდევ უფრო ძლიერდება რუსეთის პოზიციები, როგორც ოფიციალურ თბილისზე, ისე ოკუპირებულ აფხაზეთზე და ამ ვითარებაში მეტი საფრთხე ექნება ჩვენს მიზანს რეალური სუვერენიტეტის და მშვიდობიანად ქვეყნის გამთლიანების შესახებ ევროპულ ოჯახში წევრობით. ამიტომ, 26 ოქტომბრის არჩევნები ქვეყანაში ნამდვილი მშვიდობის, ნამდვილი სუვერენიტეტის და ევროპულ ოჯახში გაწევრიანებით ჩვენი ქვეყნის ინტერესების რეალიზაციის რეალური შესაძლებლობაა. ჩვენ თქვენთან ერთად შევძლებთ საქართველოს ინტერესების არათუ დაცვას, არამედ, წინ წაწევას!“- განაცხადა თეონა აქუბარდიამ. იპნ
  9. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთი პოლიტიკური და ფინანსური ბერკეტების გამოყენებით აძლიერებს ზეწოლას აფხაზურ საზოგადოებაზე, რათა დეფაქტო პარლამენტმა მიიღოს ე.წ. აგენტების კანონი, როგორც ეს თბილისში მოხდა, პროტესტის შედეგად შეჩერებული ე.წ. კანონი აპარტჰოტელებზე და უცხოელ ინვესტორებზე., - ამის შესახებ, დეპუტატმა და პარტია "გახარია საქართველოსთვის" გუნდის წევრმა თეონა აქუბარდიამ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთი აძლიერებს აფხაზეთის ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებს, ხოლო „ოცნების“ მთავრობა დასავლეთთან დაპირისპირებით კიდევ მეტად ასუსტებს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. "დღეს მინდა მოგითხროთ იმის შესახებ, თუ რამდენად ყალბია „ოცნების“ ილუზორული განაცხადი ტერიტორიული მთლიანობაზე. ასევე, თუ როგორ "ეხმარება" არსებული პოლიტიკა ოკუპანტ რუსეთს გავლენების გაზრდაში მთელი საქართველოს მასშტაბით თუ ანექსიური პროცესების გაძლიერებაში, საკუთრივ, ოკუპირებულ აფხაზეთში. ბუნებრივია, მაშინ, როცა „ოცნებამ“ მიიღო რუსული კანონი, რუსეთი ახლა გაზრდის ზეწოლას მის მისაღებად ოკუპირებულ აფხაზეთში, რასაც დიდი წინააღმდეგობა ჰქონდა წარსულში და შეჩერებული იყო. შესაბამისად, რუსეთი აძლიერებს აფხაზეთის ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებს, ხოლო „ოცნების“ მთავრობა დასავლეთთან დაპირისპირებით კიდევ მეტად ასუსტებს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. მეტიც, თავად აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი შამბაც კი, თავის ინტერვიუში, ფაქტობრივად, აღიარებს დასავლეთის როლს არაღიარების პოლიტიკის პროცესში, სადაც აფხაზეთის გაეროში წევრობის მიზანზე საუბრობს. შესაბამისად, დასავლეთისგან იზოლაციის პროცესში „ოცნების“ პოლიტიკის შედეგად, კიდევ უფრო ძლიერდება რუსეთის პოზიციები, როგორც ოფიციალურ თბილისზე, ისე ოკუპირებულ აფხაზეთზე და ამ ვითარებაში მეტი საფრთხე ექნება ჩვენს მიზანს რეალური სუვერენიტეტის და მშვიდობიანად ქვეყნის გამთლიანების შესახებ ევროპულ ოჯახში წევრობით. ამიტომ, 26 ოქტომბრის არჩევნები ქვეყანაში ნამდვილი მშვიდობის, ნამდვილი სუვერენიტეტის და ევროპულ ოჯახში გაწევრიანებით ჩვენი ქვეყნის ინტერესების რეალიზაციის რეალური შესაძლებლობაა. ჩვენ თქვენთან ერთად შევძლებთ საქართველოს ინტერესების არათუ დაცვას, არამედ წინ წაწევას!", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1279622600113006
  10. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჩატარებული გამოძიებით პედოფილიის, სექსუალური გამოძალვის და გარყვნილი ქმედების 8 ფაქტი გამოავლინა და სამეგრელოს რეგიონში მცხოვრები 32 წლის მამაკაცი დააკავა. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა რ. ქ. -მ გამიზნულად შექმნა ყალბი „ფეისბუქ“ და „ინსტაგრამ“ მომხმარებლის ანგარიშები, რისი მეშვეობითაც სისტემატურად უკავშირდებოდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მცხოვრებ 10 წლიდან 18 წლამდე ასაკის ათეულობით გოგონას, მათ უგზავნიდა 15 წლის ასაკის ბიჭის ფოტოსურათებს, ეცნობოდა როგორც მათი თანატოლი, მოიპოვებდა ნდობას და აიძულებდა მათი ინტიმური შინაარსის ფოტოსურათების და ვიდეოების გამოგზავნას, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდა ოჯახის წევრების მოკვლით. ასევე აშანტაჟებდა, რომ მეგობრებთან და ნათესავებთან გაავრცელებდა მათ შიშველ ფოტოსურათებს, რომელთაც შექმნიდა მათი საჯაროდ განთავსებული ფოტოების მონტაჟის გზით. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, შიშის ქვეშ მყოფი მსხვერპლი ბავშვებისგან, ინტიმური ფოტოსურათების და ვიდეოების მოპოვების შემდეგ, ამავე ფოტოების გავრცელების მუქარით, ბრალდებული არასრულწლოვანებს აიძულებდა მათი სხეულის ინტიმურ ნაწილებზე სექსუალური ხასიათის მოქმედებასა და სხეულის შიგნით სექსუალური ხასიათის შეღწევას, ამ მოქმედებების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალის გადაღებას და მასთან გადაგზავნას. გამოძიებამ პედოფილიაში მხილებული ბრალდებულის 8 დანაშაულებრივი ეპიზოდი გამოავლინა. „2024 წლის მარტში, ბრალდებულმა სოციალურ ქსელ ,,ინსტაგრამის“ საშუალებით, ყალბი მომხმარებლის გვერდიდან ,,xvicha232” საკუთარ ნათესავს, დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ არასრულწლოვან 15 წლის გოგოს მისწერა, რომელსაც თავისი ვინაობა დაუმალა და თანატოლად გაეცნო. მოგვიანებით მიმოწერისას ბრალდებულმა 15 წლის გოგოს, მცირეწლოვანი – 13 წლის დისთვის, შიშველ მდგომარეობაში ფოტოების გადაღება და მასთან გაგზავნა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა მისი მოკვლით. მუქარით შეშინებულმა არასრულწლოვანმა დის ნაცვლად ბრალდებულს საკუთარი შიშველი სხეულის ფოტოები გადაუგზავნა, რის შემდეგაც მამაკაცი სისტემატურად სთხოვდა მას ახალი ფოტო, ვიდეო მასალის გაგზავნას. სოციალურ ქსელში ბრალდებულის დაბლოკვის შემდეგ, მამაკაცმა საკუთარ 15 წლის ნათესავ გოგოს, შიშველი სხეულის ფოტოები, სოფელში არასრულწლოვნის მეზობლებთან, მეგობრებთან და ნაცნობებთან გაუვრცელა. 2023 წლის დეკემბრის თვეში ბრალდებულმა ყალბი „ინსტაგრამ” გვერდიდან გაცნობის მიზნით მისწერა აღმოსავლეთ საქართველოში მცხოვრებ 11 წლის გოგოს, მოიპოვა მისი ნდობა, რის შემდეგაც მასთან კომუნიკაციის ამსახველი ინფორმაციის ნათესავებთან გავრცელების მუქარით, ბავშვს ინტიმური შიშველი სხეულის ფოტოები გადააღებინა და გადააგზავნინა. აღნიშნულის შემდეგ ბრალდებულმა სოციალური ქსელის მეშვეობით ფოტოები ბავშვის სრულწლოვან დას გაუგზავნა და გავრცელების მუქარით მისი სურვილების შესრულება მოსთხოვა. დაზარალებულმა დებმა იმის შიშით, რომ მცირეწლოვანის ფოტოსურათები არ გავრცელებულიყო, ბრალდებულის მითითებისამებრ ერთმანეთის სხეულის ინტიმურ ნაწილებზე სექსუალური ხასიათის მოქმედება და სხეულის შიგნით სექსუალური ხასიათის შეღწევა სცადეს და ამის ამსახველი ვიდეოჩანაწერი ბრალდებულს გადაუგზავნეს. 2023 წლის ივნისის თვეში ბრალდებულმა მის მიერ დარეგისტრირებული ყალბი „ფეისბუქ” და „ინსტაგრამ” მომხმარებლების მეშვეობით გაცნობის მიზნით მისწერა ქვემო ქართლში მცხოვრებ 13 წლის ბავშვს, მოიპოვა მისი ნდობა, რის შემდეგაც მასთან კომუნიკაციის ამსახველი ინფორმაციის გავრცელების მუქარით მოიპოვა მისი შიშველი სხეულის ფოტოსურათები, რის შემდგომაც ბრალდებული ბავშვს სისტემატურად, შემდგომი რამდენიმე თვის განმავლობაში მუქარით და შანტაჟით აიძულებდა მის შიშველ სხეულზე სექსუალური ხასიათის მოქმედებას და იძულებით აგზავნინებდა ამის ამსახველ ვიდეოჩანაწერებს და სასქესო ორგანოს ფოტოსურათებს. 2023-2024 წლებში, ბრალდებულმა ანალოგიური დანაშაულებრივი სქემით მოატყუა აჭარაში, ქუთაისსა და რუსთავში მცხოვრები მცირეწლოვანი და არასრულწლოვანი 4 გოგონა, რომელთაც შანტაჟით გამოსძალა შიშველი სხეულის ფოტოები, ვიდეოკამერის წინ აიძულა სექსუალური ხასიათის მოქმედებები და ამის ამსახველი ჩანაწერები გადააგზავნინა, რასაც თან ერთოდა ბავშვებზე სისტემატური მუქარა. უწყების ინფორმაციით, მამაკაცს ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1571 -ე მუხლის 1-ლ ნაწილით, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 139-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 141-ე მუხლის 2-ე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით ჩადენა დანაშაული 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიების მიერ აღმოჩენილი მცირეწლოვანი და არასრულწლოვანი ბავშვების ინტიმური ხასიათის ათეულობით ფოტო და ვიდეო მასალა კანონით დადგენილი წესით განადგურდება. დაზარალებულ ბავშვებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური დანაშაულისგან მიყენებული ტრავმის გასაქარწ####ბლად სახელმწიფოს ხარჯით ფსიქორეაბილიტაციის კურსის გავლას შესთავაზებს. საქმეზე გამოძიება გრძელდება. უწყება დანაშაულის მომეტებული საშიშროებიდან გამომდინარე, საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
  11. გაფართოების საკითხებში სპეციალურ კომისარს დავნიშნავ, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სლოვენიაში გამართულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „მინდა, რომ ჩვენი მუშაობა (გაფართოების შესახებ) კიდევ უფრო დაჩქარდეს. კომისიის მომავალ შემადგენლობაში გაფართოება მუდმივ სამუშაოდ უნდა იქცეს, რათა მას სრული ყურადღება მიექცეს. სწორედ ამიტომ, გაფართოების საკითხებში სპეციალურ კომისარს დავნიშნავ. მოდით, ერთად დავწეროთ ისტორია“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი „დემოკრატიების საზოგადოებაა“ და შესაბამისად, ქვეყნებს, რომლებიც გაწევრიანებას ცდილობენ, საჭირო რეფორმების გატარება მოუწევთ. „ჩვენ ძლიერი, კონკურენტუნარიანი და უსაფრთხო ევროპისკენ ვისწრაფვით, რომელიც დასავლეთ ბალკანეთს მოიცავს, ისევე როგორც უკრაინასა და მოლდოვას და ყველას, რომელთა ევროპული მისწრაფებებიც მათ ქმედებებს შეესაბამება“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა. იპნ
  12. საქართველო მართლაც გარდამტეხ მომენტშია. „ქართულმა ოცნებამ" შეწყვიტა ოცნებად ყოფნა, ის კოშმარად იქცა - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მან თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციის "გარდამტეხი წელი" ორგანიზატორებსა და მონაწილეებს უმასპინძლა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ტრაგედიაა, როდესაც კონკრეტული პირები მთავარ პარტნიორებს წლების განმავლობაში ომის პარტიას უწოდებენ და არაფერს ამბობენ მეზობელ ქვეყანაზე, რომელსაც ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებული აქვს. სალომე ზურაბიშვილის თქმით, სჯერა, რომ მოსახლეობა თავის სიტყვას იტყვის არჩევნებზე და ის ენდობა ქართველ ხალხს, ამასთან, მან მოუწოდა კონფერენციის მონაწილეებს, რომ პროცესი აკონტროლონ, უნდა იყონ ყურადღებით და წარმომადგენლობითად, როგორც დღეს. „მოხარული ვარ, რომ გმასპინძლობთ ორბელიანების სასახლეში მაშინ, როდესაც თქვენი კონფერენცია უკვე მერვედ ტარდება თბილისში. ყოველ ჯერზე, თქვენ თბილისში, ძალიან მნიშვნელოვან მომენტში ჩამოდიხართ. ნამდვილად, ყოველ ჯერზე ეს მნიშვნელოვანი მომენტი იყო ამ ქვეყნის ისტორიაში. მაგრამ ვფიქრობ, რომ წელს ძალიან განსაკუთრებული პერიოდია. არა მხოლოდ მნიშვნელოვანი, არამედ გადამწყვეტი და საქართველოსთვის ეგზისტენციალური მომენტია. დარწმუნებული არ ვარ, რომ ბოლო პერიოდში გვქონია ისეთი გადამწყვეტი მომენტები, როგორიც 26 ოქტომბერს გვექნება. საქართველო მართლაც გარდამტეხ მომენტშია. „ქართულმა ოცნებამ" შეწყვიტა ოცნებად ყოფნა, ის კოშმარად იქცა, რომელიც საქართველოს აშორებს იმას, რაც იყო მისი დიდი ხნის მიზანი და არა ოცნება. ეს არასდროს ყოფილა ოცნება. ეს იყო მიზანი, ეს იყო ამბიცია, ეს იყო მისწრაფება, არა მხოლოდ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, (30 წელზე მეტი ხნის წინ) არამედ საუკუნეების მანძილზე საქართველო ყოველთვის დასავლეთისკენ, ევროპისკენ ბრუნდებოდა და თავს ევროპულ ქვეყნად ხედავდა. ის ყოველთვის დასავლეთს უყურებდა, რადგან ყოველთვის სურდა დამოუკიდებელი ყოფილიყო იმპერიებისგან, განსაკუთრებით ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისგან. დღეს კი, რაც ხდება, საქართველოსთვის ტრაგედიაა. ტრაგედიაა, როცა ზოგი, არ ვამბობ, რომ ჩვენ, მაგრამ ზოგი ჩვენს მთავარ პარტნიორებს წლების განმავლობაში ომის პარტიას უწოდებს და არაფერს ამბობს მეზობელ ქვეყანაზე, რომელსაც ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებული აქვს. ეს ტრაგედიაა, როცა იწყებ არევას და არ იცი სადაა შენი მთავარი ორიენტაცია. ეს ტრაგედიაა ადამიანისთვის, ინდივიდისთვის და ეს კიდევ უფრო დიდი ტრაგედიაა ქვეყნისთვის. განსაკუთრებით ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, რომელმაც საუკუნეების მანძილზე ყოველთვის იცოდა, როგორ დაიცვას თავისი დამოუკიდებლობა, თავისი ღირებულებები და კულტურული ფასეულობები. ამ ფასეულობებს შორის ერთ-ერთს ქართველები საუკუნეების მანძილზე აფასებდნენ - ეს იყო შემწყნარებლობა, მრავალფეროვნება. ასე რომ, ქვეყანა, რომელიც დღესაა წარმოჩენილი, არ არის ქართული ქვეყანა, ეს რაღაც განსხვავებულია. ეს არის ქვეყანა, რომელიც მზად იქნება დაემორჩილოს ოკუპანტს, მზად იქნება დათმობაზე წავიდეს ოკუპანტთან, მზად იქნება ზურგი შეაქციოს მათ, ვინც მხარს უჭერდა საქართველოს და ქართულ სახელმწიფოს ამ წლების განმავლობაში და ნამდვილად, თქვენ ყველას თქვენი წვლილი გაქვთ შეტანილი სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობაში. ჩვენ ვხედავთ ქვეყანას, სადაც თითქმის ყველა ინსტიტუტი დაცარიელდა შინაარსისა და დამოუკიდებლობისგან. ერთი გადარჩა მეტ-ნაკლებად - პრეზიდენტის ინსტიტუტი, მაგრამ მასაც თავს დაესხნენ. ყველას გახსოვთ იმპიჩმენტის პროცედურა და ყველამ იცით, რომ რეალური ძალაუფლების კუთხით, გარდა სიტყვის ძალისა, პრეზიდენტის ინსტიტუტს თანდათან უარი უთხრეს თითქმის ყველა უფლებამოსილებაზე, რითაც შესაძლებელი იქნებოდა წინააღმდეგობის გაწევა იმაზე, რაც ქვეყანაში ხდება. ჩვენ ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება", მმართველი პარტია, ნამდვილად მიიწევს ჯერ, ნაბიჯ-ნაბიჯ, შემდეგ კი დაჩქარებული გზით რაღაცისკენ, რაც სრულიად უცხოა ამ ქვეყნისთვის. როცა გვაქვს „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის უახლესი გამოსვლები, რომელიც პრაქტიკულად ომს უცხადებს ჯერ ჩვენს პარტნიორებს და მათ ომის პარტიებს უწოდებს, მაგრამ ასევე ომს უცხადებს საკუთარ მოსახლეობას, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ძალებს, როცა წინასწარ აცხადებენ, რომ ისინი მიიღებენ საკონსტიტუციო უმრავლესობას (რაც მათი ოცნებაა) და პოლიტიკურ პარტიებს აკრძალავენ, ან მართლმსაჯულების სისტემაში გაატარებენ, რომელიც უკვე აღარ არსებობს. ჩვენ გუშინ და გუშინ წინ ვნახეთ საკონსტიტუციო სასამართლო, თუ როგორ ცდილობს ახლა მთელი რეალობის საწინააღმდეგოდ გაამართლოს, რომ რუსული კანონი ნამდვილად არ ართმევს საქართველოს ევროპულ მომავალს, რომ ის არ მოქმედებს ჩვენს მთავარ ორიენტაციაზე. ასე რომ, ეს ყველაფერი მიუღებელია. ეს, პირველ რიგში, მიუღებელია ქართველი ხალხისთვის; და ქართველმა ხალხმა ქუჩაში გამოსვლით უკვე ორჯერ თქვა - შარშან და წელს ძალიან მკაფიოდ, რომ არ ეთანხმება იმას, რაც ამ ქვეყანაში ხდება; ისინი არ იღებენ საქართველოს ამ ახალ იმიჯს და რომ არ არიან მზად ამ ავტორიტარულ ახალ რეჟიმს და ძალაუფლებას დაემორჩილონ. ქართველი ხალხის, ქართველი ახალგაზრდობის შემდეგი ნაბიჯი (მაგრამ არა მარტო ახალგაზრდობა. ჩვენ გვაქვს ტენდენცია ვთქვათ, რომ ეს მხოლოდ ახალგაზრდები იყვნენ, მაგრამ ეს ძალიან მასიური პროტესტი იყო) ისაა, რომ მოსახლეობა უნდა გამოვიდეს და იგივე თქვას ყველაზე დემოკრატიული მეთოდით, არჩევნებით. ეს არის გზა საქართველოს სტაბილურობისაკენ. მე არ ვარ მათ შორის, ვინც ამბობს: „აბა, ვნახოთ, რა იქნება არჩევნებზე და მეორე დღეს ვნახოთ, რა იქნება ქუჩებში". არა, რაც მოხდება, მოხდება არჩევნებზე, ბიულეტენებში. ამ ქვეყანაში არ არსებობს ძალა, რომელსაც შეუძლია ხალხის ნება დაძლიოს. არ არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ გააყალბოს არჩევნები იმ დონემდე, რომ წავიდეს საქართველოს მოსახლეობის ნების მასიური გამოხატვის წინააღმდეგ. მჯერა, რომ საქართველოს მოსახლეობა თავის სიტყვას იტყვის არჩევნებზე. ასე რომ, როცა მკითხავთ - 'რა შეგვიძლია გავაკეთოთ', თქვენ ბევრი გააკეთეთ იმისთვის, რომ საქართველო იქ მისულიყო, სადაც არის და ბევრი გააკეთეთ მენტალიტეტის შესაქმნელად და მხარდასაჭერად, რადგან ვფიქრობ, რომ სიღრმისეულად ქართული მენტალიტეტია იყო თავისუფალი, დამოუკიდებელი და არ მიიღოს ავტორიტარული რაიმე ფორმა იქნება ეს შიდა თუ გარედან მომდინარე. თქვენ მხარს გვიჭერდით ინსტიტუტების მხარდაჭერით, სახელმწიფოს განვითარების მხარდაჭერით, ჩვენი ახალგაზრდებისთვის ევროპაში თავისუფლად მოგზაურობის შესაძლებლობით, ევროპასა და ამერიკაში თავისუფლად სწავლის შესაძლებლობით, თქვენ დაგვეხმარეთ ქართველი ხალხის დამოუკიდებლობის უდიდესი ნების მხარდაჭერასა და კონსოლიდაციაში. ასე რომ, მე ვენდობი ქართველ ხალხს, ვენდობი რას იტყვის ის არჩევნებში ხმის მიცემით. ასე რომ, ამ საკითხში თქვენი საჭიროება არ დგას. თქვენ უნდა აკონტროლოთ; თქვენ უნდა იყოთ ყურადღებით და წარმომადგენლობითად, როგორც დღეს ხართ. მაგრამ გადაწყვეტილება ჩვენზეა. არჩევნების მეორე დღეს, თქვენ მე მიპოვით, რადგან მოგეხსენებათ, მე სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან ვიმუშავე, რათა ყველა პროევროპული პარტია ქართული ქარტიის ირგვლივ გაერთიანებულიყო, რომელიც რეალურად ჩვენი გზაა ევროკავშირის ზოგიერთი რეკომენდაციის დასაკმაყოფილებლად და მოლაპარაკებების გასაახლებლად, გასახსნელად, როგორც ეს იყო ჩვენი პარტნიორების, უკრაინისა და მოლდოვას შემთხვევაში. ეს ქარტია იმ კარის გასაღებია, რომელიც საქართველოსთვის უნდა გაიხსნას. როგორც კი ქართველი ხალხი ღიად დაუჭერს მხარს როგორც ქარტიას, ასევე ამ გზას, მე ვიქნები ამ ქარტიის ელჩი ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებთან. ასე რომ, ევროპელებს მოუწევთ მოლაპარაკებების დაწყება რაც შეიძლება მალე და ჩვენ სწრაფად უნდა შევასრულოთ ის, რაც წერია ქარტიაში, რომელიც ძალიან დეტალურია. ჩვენმა ამერიკელმა მეგობრებმა უნდა შეასრულონ ,,მეგობარი აქტი", რაც ასევე ძალიან ნათლად ჩანს, რომ პოზიტიურ მხარეზეა. უარყოფითი ასპექტები არ არის ჩემი განსახილველი, მაგრამ დადებითი ასპექტები არის. მას შემდეგ რაც ქართველი ხალხი გააკეთებს იმას, რაც უნდა გააკეთოს, ჩვენ დაგვჭირდება თქვენი მხარდაჭერა, როგორც არასდროს, ჩვენი განვითარების შემდეგი ეტაპისთვის. ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ სტაბილურ გარემოში და თქვენ გჭირდებათ საქართველო, რომელიც მტკიცედ დაუბრუნდება თავის დემოკრატიულ გზას, საქართველო, რომელიც არის სტაბილური პარტნიორი, საქართველო, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ. თუ მსოფლიოს რუკას გადავხედავთ, ეს წელი მხოლოდ ჩვენთვის არ არის გადამწყვეტი; ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ეს გადამწყვეტია უკრაინისთვის და ყველამ ვიცით, რომ თავისუფალი სამყაროს მომავალი დიდად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა მოხდება უკრაინაში. ჩვენთან უფრო ახლოს, შავი ზღვის რეგიონის მომავალი - და ეს თქვენთვისაც მნიშვნელოვანია - დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოხდება უკრაინაში, მოლდოვაში და საქართველოში. ჩვენ ვართ ისინი, ვისაც შეგვიძლია ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებს და ნატო-ს პარტნიორებს თავისუფალი, უსაფრთხო და თანამშრომლობითი შავი ზღვა შევთავაზოთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დასავლური სამყაროს მომავლისთვის, ევროპისთვის და ასევე შეერთებული შტატებისთვის. ჩვენ ყველანი ერთ სიტუაციაში ვართ. ჩვენ ჩვენი ნაწილი უნდა გავაკეთოთ, თქვენ კი თქვენი. მე ძალიან ოპტიმისტი ვარ, რადგან არ მჯერა ოცნებების, მაგრამ მჯერა იმის, რაც იყო ამ ქვეყნის ბედისწერა და რჩება ბედისწერად. ეს ქართველმა ხალხმა კარგად იცის“ – განაცხადა პრეზიდენტმა. იპნ
  13. “ოცნება” გარდაუვალი მარცხის წინაშე დგას, რადგან საკუთარი ხალხის, საკუთარი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიდის. თეონა აქუბარდია, “გახარია საქართველოსთვის" გუნდის წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1606220913294818/
  14. ინტერვიუ უფლებადამცველ სოფიო ხორგუანთან. უფლებადამცველი ქალაქ ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში არსებულ სიტუაციაზე, მათ შორის საარჩევნოდ ადგილობრივების განწყობებზე საუბრობს. - ხშირად აკრიტიკებთ ხელისუფლებას, რა არის თქვენი მთავარი პრეტენზია? - არ უნდა იყოს კონფლიქტი მოქალაქესა და სახელმწიფოს შორის. სახელმწიფო არ უნდა იყოს ის, ვისიც უნდა გეშინოდეს. ის უნდა გეიმედებოდეს, ვისაც შენი პრობლემების მოგვარებას დაავალებ, კი არ სთხოვ, არამედ დაავალებ. ეს არის თანამედროვე სახელმწიფო,მაგრამ ხელისუფლებას არ ახსოვს, რომ ის მოქალაქეების მსახურია. ყველგან ზერელე და გულგრილი დამოკიდებულებაა იმ საქმისადმი, რომელსაც უნდა ემსახურებოდნენ. ადამიანი გამქრალია პოლიტიკიდან. ადამიანი, როგორც ღირებულება, გამქრალია პოლიტიკიდან. ყოველდღიურობა რთულია და პრობლემებთან მოქალაქე დარჩენილია მარტო. მაგალითს მოგიყვანთ. ერთ-ერთ სოფელში არ არის წყალი და მოქალაქეებმა მოძებნეს ნაწილობრივი დაფინანსება დონორი ორგანიზაციიდან, ჭაბურღილების გაკეთებით წყლის პრობლემას მოაგვარებდნენ შედარებით იაფად, მაგრამ მუნიციპალიტეტის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ახალციხიდან წყალი მილებით უნდა გაეყვანათ, დაახლოებით 2 მილიონი ჯდება და ეს ფული არ გვაქვს. სხვა სოფელში 30 მეტრიანი სპორტული მოედნის ნაცვლად, 25-იანი გააკეთეს, 600 მეტრიანი გზის ნაცვლად, 500 დააგეს - 5 მეტრი მოიპარეს, 100 მეტრი მოიპარეს. ამ დროს კი ახალციხის მუნიციპალიტეტმა სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორს ახალი მანქანა უყიდა. კიდევ ერთი მაგალითი, რეგიონში რომ ჰკითხოთ რომელიმე პოლიტიკოსს, თბილისზე არ ვლაპარაკობ, ჩათვლის თუ არა თავისი შვილის წარმატებად, სკოლის დამთავრების შემდეგ ნინოწმინდის კოლეჯში სწავლას? ჰკითხეთ! და ამ დროს ნინოწმინდაში კოლეჯი საერთოდ არ არსებობს, დაპირდნენ 2020 წელს, მაგრამ “გადააგდეს” ხალხი. ეს გაუცხოება პოლიტიკოსსა და მოქალაქეებს შორის არის ძალიან მძიმე მემკვიდრეობაა, რომელიც უნდა მოვიშოროთ. როდესაც ვამბობ, რომ მინდა დასავლური დემოკრატიული სახელმწიფო, ვგულისხმობ სახელმწიფოს, სადაც წარმატებულია ის, ვინც შრომობს, აქვს უნარები, კეთილსინდისიერია, ბეჯითია, მონდომებულია. ჩვენთან ძირითადად წარმატებულია ის, ვინც მლიქვნელია, გაძრომა-გამოძრომა იცის, ვინც მტაცებელია, წარმატებას რომ მიაღწიო, მტაცებელი უნდა იყო. ფსევდო ელიტები, ბაბუა საბჭოთა ნომენკლატურა, მამა ცეხავიკი, მერე ცეხავიკი პარლამენტში შევიდა, ფული იშოვა, შვილს განათლება საზღვარგარეთ მისცა და ახლა მისი შვილისთვის უნდა გავამზადოთ ადგილი, ყველას და ყველაფერს მოერგნენ. ამიტომ ბევრი მოქალაქე მიდის აქედან და ინტელექტუალურ რესურსს სხვა ქვეყანას ახმარს, სადაც ადამიანი ფასდება უნარებით, წესიერებით, შრომით და კეთილსინდისიერებით. იქაც რთულია ადგილის დამკვიდრება, მაგრამ აქ თითქმის შეუძლებელია. უსამართლო გარემო გვაქვს. გამოდის, რომ კორუმპირებული მტაცებლების იყო და არის ეს სახელმწიფო და მომავალშიც უნდათ, რომ მათი იყოს. კორუფცია არის სამშობლოს ღალატი ისეთ ქვეყანაში, როგორშიც ჩვენ ვართ. უფრო მეტიც, როდესაც მოხელე ხარ ან პოლიტიკური თანამდებობა გიჭირავს, შენი მოვალეობაა ამ ქვეყნის მოვლა და საქართველოს ხალხზე ზრუნვა და ამ დროს ამას უყურებ, როგორც, მორიგ კარიერულ ნაბიჯს სადმე. არ გაქვს გამძაფრებული განცდა სამშობლოსა და ხალხის მსახურების და მაინც “ჩალიჩობ” ამ ადგილის დაკავებას, ეს უნამუსობა მგონია მე. - სოფო, როგორია კავშირი რეგიონსა და ცენტრს შორის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის” მიღების დროს გამართული პროტესტების გათვალისწინებით? რა გავლენა იქონია ახალგაზრდების ჯგუფებზე? - მოდით, სამცხე-ჯავახეთის მაგალითზე მოგიყვებით, ეთნიკურად მრავალფეროვანი რეგიონია, სხვადასხვა ორგანიზაციები აქ ძალიან ბევრ საინტერესო, უფრო სოციალურ პროექტს ახორციელებდა და იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც ისწავლეს თბილისში, ჰქონდათ შესაძლებლობა იქ ემუშავათ და ჰქონდათ შესაძლებლობა თავისი ადგილი დაემკვიდრებინათ, სამსახურის ჰქონოდათ და რეგიონში დარჩენილიყვნენ. სახელმწიფო და საჯარო სამსახურები მათთვის დახურულია, იქ ლამის საბჭოთა პერიოდიდან მუშაობს ერთი და იგივე ხალხი, 30 წელია გამგეობაში რომ მუშაობენ. ამ მოვლენების მერე ახალგაზრდებს, რომლებიც ამბობდნენ, ჩვენ არ გვაინტერესებს პოლიტიკა, ეს ჩვენ არ გვეხება, პოლიტიკა პირდაპირ შეეხო. ჩერჩილის ნათქვამი „თუ არ გაინტერესებთ პოლიტიკა, ის დაინტერესდება თქვენით.” მათ საკუთარ თავზე იგრძნეს. რას ნიშნავს ცუდი პოლიტიკა, საკუთარ თავზე გამოსცადეს. ეს გახდა სტიმული ახალგაზრდებისთვის, დაინტერესდნენ პოლიტიკით. ჯანმრთელი პოლიტიკის პირობებში ახალგაზრდას არ უნდა აინტერესებდეს პოლიტიკა, მისი ინტერესია ისწავლოს, იმოგზაუროს, გაერთოს - ბუნებრივია. ამის შესაძლებლობას არ აძლევს ჩვენი პოლიტიკა ახალგაზრდებს. მათ უთხრეს - თქვენ რა გესმით? ჩვენ ვწყვეტთ. ჩვენ ვიცით, რა სჯობს თქვენთვის. დიდი ამბავი თუ დაიხურება ორგანიზაციები და არ გექნებათ სამსახური. მერე კონცერტს ჩაგიტარებთ წინასაარჩევნოდ, ვიღაცას შეიძლება წინასაარჩევნოდ დროებითი სამუშაო მისცენ ან დაურიგონ რაღაც და მორჩა, ისევ იგივე გაგრძელდება. ხელისუფლებას ეს უნდა, უნდა სტატუს კვო შეინარჩუნოს. მაგრამ შეეშალათ, ბევრი ახალგაზრდა გაანაწყენეს. ამ ვითარებაში შესაძლებელია მეტად ჩაერთონ პოლიტიკაში. იაქტიურონ და მოსთხოვონ იმ ხალხს, ვისაც ყველანი ვქირაობთ, იმის შესრულება ჯეროვნად, რისთვისაც არიან დაქირავებულები. - ორი თვე დაგვრჩა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, როგორია მოლოდინი? - ეს არის ეგზისტენციალური არჩევნები. განწყობაც ისეთია, როგორიც იყო 2012 წელს. 2012 წელსაც ხალხი ღიად არ ლაპარაკობდა და თავის პროტესტს არ გამოხატავდა, მაგრამ გაბრაზება ხელისუფლებაზე შიგნით ჰქონდა შენახული და 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს საქართველოს მოქალაქე დაირაზმა და თქვა, რომ მე არ მინდა მოძალადე ხელისუფლება. ასე დაირაზმება ახლაც, ჩუმად რომ არის, ის მოქალაქე. გამოვა და აუცილებლად გასცემს პასუხს მატყუარა და ცინიკურ ხელისუფლებას. მოქალაქეს რომ ეუბნებიან, შენ თუ ახლა ხმას არ მომცემ, იმ 300 ლარს წაგართმევ, ასე რომ ამცირებ საკუთარ მოქალაქეს - ამის გამო პასუხს მიიღებენ! დღეს ასე დგას საკითხი, როგორც სახელმწიფო გადავრჩებით თუ არ გადავრჩებით? მჯერა, გადავრჩებით თანამედროვე სახელმწიფოს შენების გზაზე წინსვლით! ჩვენი იდენტობის მდგენელია, რომ ჩვენ ვართ ევროპული კულტურისა და ღირებულებების ხალხი. ჩვენ ცივილიზებული სამყაროს ნაწილად მივიჩნევთ თავს და ვიღაცას უნდა ჩვენი იდენტობის ნაწილი წაგვართვას და დაგვაბრუნოს იქ, რაც არ იყო ჩვენი! 70 წლიანი რუსეთის საბჭოთა და მანამდე ცარიზმის რუსეთის მარწუხებში დაგვაბრუნოს, უღმერთობისა და უსამშობლოობის ხანაში. მაგრამ ჩვენს თაობას გაუმართლა, ახლა გვაქვს შესაძლებლობა მტკიცედ, ნამდვილად და შინაარსით გავხდეთ ჩვენი კუთვნილი სამყაროს ნაწილი. - როგორ უნდა დავიცვათ არჩევნები? ხელისუფლება მუდმივად იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს და სხვა მექანიზმებს თავის სასარგებლოდ. რა განსხვავებაა მომავალ არჩევნებსა და წინა არჩევნებს შორის? რატომ არის მომავალი საპარლამენტო არჩევნები ეგზისტენციალური? - არჩევნების გაყალბებასაც აქვს საზღვარი. შეუძლებელია, ისე გააყალბო, ეს შესამჩნევი არ გახდეს. ეს საზღვრები მცირდება იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე მიდის არჩევნებზე. რაც უფრო მეტი მოქალაქე მივა არჩევნებზე, მით ნაკლები შესაძლებლობა აქვს ხელისუფლებას, გააყალბოს არჩევნები. თანუმეტესადელექტრონული არჩევნები გვაქვს. ავრცელებენ ხმებს, რომ შეუძლიათ გაიგონ, ვინ გააფერადა მოქალაქემ, ამობრუნებული ბიულეტენის მოთავსება სთხოვონ ან ფოტოს გადაღება მოსთხოვონ - ეს სისხლის სამართლის დანაშაულია. თუ ვინმე ამას აკეთებს უნდა იცოდეს, რომ პასუხს აგებს. არასდროს არავინ პასუხი რომ არ აგო, ამიტომაც ვართ, იქ, სადაც ვართ. პრეცედენტი უნდა შევქმნათ, დამნაშავე მოხელეებმა და პოლიტიკოსებმა პასუხი უნდა აგონ. თუმცა, ამ არჩევნებზე უნდა წავიდეთ, როგორც ზეიმზე, ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა ის ნატვრა და სურვილი ავიხდინოთ, რაზეც ვოცნებობთ ჩვენ და ოცნებობდნენ ჩვენი წინაპრები. დევნილი ვარ აფხაზეთიდან, ყველა, ვინც აფხაზეთის ომში დაიღუპა, სისხლის ნათესავივით მიყვარს და ასე მგონია, ვალი მაქვს მათი ოჯახების წინაშე. ეს ხალხი იბრძოდა რუსეთის, ოკუპანტის წინააღმდეგ. მათი ეს ოცნება ამ არჩევნებით შეგვიძლია ავისრულოთ. ამისთვის კი მხოლოდ არჩევნებზე წასვლა მოგვეთხოვება და სწორი არჩევანის გაკეთება. - ოპოზიციის ლიდერები არიან ის სახეები, რომლებიც წინა საპარლამენტო არჩევნების დროსაც ოპოზიციაში იყვნენ და ხელისუფლებას ეწინააღმდეგებოდნენ. ახლა რა ვითარებაშია ოპოზიცია? - უნდა დავაკვირდეთ და ხმა მივცეთ ისეთ ძალას, რომელიც შანს მისცემს ახალგაზრდებს ჩაერთონ პოლიტიკაში. ასაკსაც რომ თავი დავანებოთ, მისცემს ისეთ ადამიანებს პოლიტიკაში შემოსვლის შესაძლებლობას, ვისაც აქვს რესურსი ემსახუროს სახელმწიფოს და ქვეყანას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს არჩევნები არის,პრაქტიკულად,იმის დადასტურება, რომ ვიმსახურებთ უკეთეს სახელმწიფოს. არჩევნებზე მისვლით ჩვენ ვამბობთ, რომ თანამედროვე და ევროპულ სახელმწიფოს ვიმსახურებთ. დაძაბულობის და შიშის განცდის შექმნა არ მინდა, პირიქით, ეს უნდა იყოს ზეიმი. იმიტომ რომ მე გამიმართლა, პირდაპირ ვამბობ ჩემს სათქმელს - კი ევროპას - ეს არის ეს არჩევნები. კი ევროპულ სახელმწიფოს, სადაც მშვიდობა არის, კეთილდღეობა არის, სადაც ადამიანი დაცულია, სადაც ახალგაზრდა კარგ განათლებას იღებს, მოგზაურობს, თავისი უნარების განვითარებისა და რეალიზების შესაძლებლობა აქვს. შემდეგ კი საცოდავ მიზერულ პენსიაზე კი არ იცხოვრებ, აი ჩვენი ემიგრანტები ხომ პენსიონერებს უვლიან საზღვარგარეთ. მათ აქვთ შესაძლებლობა საკუთარი პენსიით დამხმარე ქალები დაიქირაონ. ეს არის ევროპა - სტაბილურობა, განვითარება, მშვიდობა. ჩვენ შეგვიძლია იმით, რომ წავიდეთ არჩევნებზე და ხმა მივცეთ, საკუთარ ქვეყანას მოვუყვანოთ ევროპული სახელმწიფო. დავიწყოთ ამ გზაზე სვლა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამიტომ მგონია, რომ ეს არ უნდა იყოს შიშის და დაზაფვრის პერიოდი, პირიქით, საზეიმო პერიოდის მოლოდინი, რომ ცოტაც დაგვრჩა. ცოტაც უნდა გავიჭირვოთ და ჩვენს ქვეყანას გავიყვანთ სამშვიდობოს და სწორ გზაზე დავაყენებთ. ეს განწყობა მინდა და მგონია, რომ შესაძლებელია ამ არჩევნებზე. ინტერპრესნიუსი
  15. აშშ-მა ვენესუელას პრეზიდენტის თვითმფრინავის კონფისკაცია მოახდინა. „სი-ენ-ენის“ ცნობით, ამერიკულმა მხარემ თვითმფრინავის კონფისკაცია ჩაატარა დომინიკის რესპუბლიკაში, სადაც ხომალდი უკვე რამდენიმე თვეა იმყოფება. კონფისკაციის მიზეზი, გამოცემის წყაროების ცნობით, ისაა, რომ ვაშინგტონმა თვითმფრინავი ამერიკული სანქციების დარღვევით შეძენილად მიიჩნია. თვითმფრინავი „Dassault Falcon 900“ დაახლოებით 13 მილიონი დოლარი ღირს. „ეს ნათელი გზავნილია, რომ არავინ დგას კანონზე მაღლა, ვერავინ გაექცევა ამერიკულ სანქციებს“, – ამბობს ანონიმური ამერიკელი ოფიციალური პირი. აშშ-ვენესუელას ისედაც ცივი ურთიერთობები მას შემდეგ გაუარესდა, რაც ახლანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში, ოფიციალური ცნობით, მოქმედმა პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ იმარჯვა. ოპოზიცია არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს. ნეტგაზეთი
  16. იუსტიციის მინისტრის მოადგილე, თამარ ტყეშელაშვილი „იმედის” ეთერში ამბობს, რომ რუსული კანონის რეესტრში რეგისტრაციისთვის ამ დროის მონაცემებით 469 ორგანიზაციამ მიმართა. მისი თქმით, დღის ბოლოს გააჟღერებენ საბოლოო რაოდენობას იმ ორგანიზაციებისა, რომლებმაც სამინისტროს „ნებაყოფლობით” მიმართეს. იუსტიციის სამინისტრომ რუსული კანონის რეესტრის ვებგვერდი 5 აგვისტოს აამოქმედა. ორგანიზაციებისთვის რეგისტრაციის ბოლო ვადა 2 სექტემბერი იყო. თუკი ორგანიზაცია არ დარეგისტრირდება რეესტრში კანონის დაუმორჩილებლობისთვის გათვალისწინებული ჯარიმები 5 0000 ლარიდან 25 000 ლარამდე მერყეობს. პროცედურის მიხედვით, ორგანიზაციამ ჯერ რეგისტრაცია უნდა გაიაროს, შემდეგ კი სპეციალურ ვებგვერდზე ფინანსური დეკლარაცია ატვირთოს. დოკუმენტაციის შესასწავლად იუსტიციის სამინისტროს ერთი თვე აქვს, სწორედ ამ პროცესში ენიჭება მას უფლებამოსილება, გამოითხოვოს პერსონალური ინფორმაცია, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები. მათ შორისაა: ფიზიკური პირის რასობრივი და ეთნიკური კუთვნილება, სქესობრივი ცხოვრება, პოლიტიკური შეხედულება, რელიგიური, ფილოსოფიური ან სხვაგვარი მრწამსი, აგრეთვე – ბიომეტრიული და გენეტიკური მონაცემები. კანონში წერია, რომ ყველა პირი, ორგანო თუ ორგანიზაცია ვალდებულია, გასცეს ეს ინფორმაცია. იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაცია თავისი ნებით არ დარეგისტრირდება, სამინისტროს უფლება აქვს, აწარმოოს მონიტორინგი და თავად გამოავლინოს ამგვარი ორგანიზაცია. თუ გამოვლინდა, რომ ორგანიზაციამ თავი აარიდა რეგისტრაციას, მას მაინც დაარეგისტრირებენ და მოსთხოვენ დეკლარაციის წარდგენას. რეგისტრაციიდან თავის არიდების ან საფინანსო დეკლარაციის წარდგენის ვადის დარღვევისთვის ორგანიზაცია დაჯარიმდება 25 ათასი ლარით; დეკლარაციის წარუდგენლობის, ხარვეზების გამოუსწორებლობისთვის 10 ათასი ლარით; თუ მომდევნო თვეებშიც ორგანიზაციამ იგივე პრაქტიკა გააგრძელა, მას ყოველ მომდევნო თვეს 20 ათასი ლარით დააჯარიმებენ. თუ პერსონალურ ინფორმაციას არ გასცემ, 5 ათასი ლარით დაგაჯარიმებენ და ეს ფიზიკურ პირსაც შეეხება. იმ შემთხვევაში თუკი ორგანიზაცია ჯარიმებს არ გადაიხდის, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები სხვადასხვა ინტერვიუში განმარტავენ, ეს გამოიწვევს ქონების დაყადაღებას და ორგანიზაციები საქმიანობას ვეღარ შეძლებენ. პუბლიკა
  17. დროა, უკრაინის პარტნიორებმა უარი თქვან უსაფუძვლო შიშებზე და გააუქმონ შეზღუდვები ქვეყნის გაერო-ს წესდებით გათვალისწინებულ უფლებაზე, რომელიც მოიცავს რუსეთის ტერიტორიაზე ნებისმიერ ლეგიტიმურ სამხედრო ობიექტზე დარტყმის უფლებას, - ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება რუსეთის მიერ უკრაინაზე დღეს განხორციელებულ თავდასხმას. „რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 35 რაკეტა და 23 დრონი გაუშვა დღეს დილით ადრე, როცა ხალხს ეძინა. საბედნიეროდ, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინა, მაგრამ სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანდა. ზოგიერთი ბალისტიკური რაკეტა, რომელიც დღეს დილით უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობისკენ იყო მიმართული, ჩრდილოეთ კორეული KN-23 იყო. ფხენიანისა და მოსკოვის რეჟიმებს არ აქვთ შეზღუდვები უკრაინის ნებისმიერ ადგილას შორ მანძილზე დარტყმებზე. თუმცა, ამ ორი ბარბაროსული ომის მანქანებისგან თავის დასაცავად, უკრაინა იძულებულია იბრძოლოს ზურგზე მიბმული ხელებით - ეს აბსურდი არ არის?“ - წერს კულება სოციალურ პლატფორმა X-ზე. მისი თქმით, რუსეთის მიერ ჩრდილოეთ კორეის საბრძოლო მასალის გამოყენება უკრაინის წინააღმდეგ ომში არა მხოლოდ არღვევს საერთაშორისო კანონს და საფრთხეს უქმნის უკრაინელების სიცოცხლეს, არამედ აქვს პოტენციალი მნიშვნელოვნად გააუარესოს უსაფრთხოების ვითარება კორეის ნახევარკუნძულზე, აზია-წყნარ ოკეანეში და მთელ მსოფლიოში. „პუტინსა და კიმ ჩენ-ინს შორის მზარდი სამხედრო თანამშრომლობა სერიოზულ საფრთხეს უქმნის როგორც ევროპას, ისე აზიას. მოვუწოდებთ ჩვენს აზიელ პარტნიორებს, განიხილონ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდა. რაც უფრო ძლიერი იქნება უკრაინა და რაც უფრო ნაკლებად წარმატებული იქნებიან რუსი და ჩრდილოეთ კორეელი დიქტატორები, მით უფრო სტაბილური და უსაფრთხო იქნება ევროპა და აზია“, - აღნიშნა კულებამ. შეგახსენებთ, რუსებმა დღეს დილით უკრაინის დედაქალაქ კიევს რაკეტებითა და დრონებით შეუტიეს. ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად სულ მცირე ორი ადამიანი დაშავდა, ხანძარი გაჩნდა და დააზიანა სახლები და ინფრასტრუქტურა. უკრაინული მხარის ინფორმაციით, მათმა საჰაერო თავდაცვამ 10-ზე მეტი ფრთოსანი რაკეტა, 10-მდე ბალისტიკური რაკეტა და დრონი გაანადგურა. ipn
  18. შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი დიანა იანსე ამბობს, რომ საქართველოში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით შვედეთი ფოკუსირებას აკეთებს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის გაძლიერებაზე. „ჩვენ ერთ-ერთი მთავარი დონორი ვართ საქართველოში. დროთა განმავლობაში ჩვენ საგრძნობლად შევამცირეთ სამთავრობო უწყებებისთვის გაწეული მხარდაჭერა. და ჩვენ ახლა ვაკეთებთ რეფოკუსირებას და ვაძლიერებთ სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით“, — განუცხადა „ნეტგაზეთს“ დიანა იანსემ. დიანა იანსე საქართველოში შვედეთის ყოფილი ელჩია. ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებზე საქართველოს შანსებზე საუბრისას, იანსემ ხაზი გაუსვა რეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობას. „მოლაპარაკებების გახსნა მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, თუ რა ხდება აქ და თუ სად მიიყვანს ხელისუფლება საქართველოს. არის მკაფიო რეკომენდაციები, რომლებიც უნდა შესრულდეს. ჩვენ უბრალოდ გვინდა, დავინახოთ ნაბიჯები ამ მიმართულებით. რა თქმა უნდა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არის გასაღები ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში. ასე რომ, ეს არის გადამწყვეტი“, — განაცხადა დიანა იანსემ. რუსული კანონის მიღების შემდეგ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოს თავდაცვის ძალების დახმარება ევროპის სამშვიდობო ფონდიდან. ბლოკი ასევე განიხილავს საქართველოს მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეჩერებას. საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვისა და რიგი ფინანსური დახმარებების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს აშშ-მა და გერმანიამ. ბოლო ათწლეულების განმავლობაში შვედეთის მხარდაჭერამ საქართველოსთვის 3 მილიარდი შვედური კრონა (თქმის 800 მლნ ლარი) შეადგინა. 2024 წელს საქართველოსთან თანამშრომლობა რეფორმებში, სავარაუდოდ, 200 მილიონ კრონას აღემატება, რაც შვედეთს სიდიდით მესამე ორმხრივ დონორად აქცევს. შვედეთის დახმარების მნიშვნელოვანი ნაწილი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე მიდის. netgazeti
  19. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, დიპლომატი დენიელ ფრიდი, რომელიც საქართველოში საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს, ამბობს, რომ აშშ-სა და ევროპას მოუწევთ, საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაყრდნობით მიიღონ. მისი განცხადებით, „საქართველოს ძლიერება ეფუძნება საქართველოს დემოკრატიას და ამერიკელებს ძალიან არ უნდათ, საქართველოს შესახებ იფიქრონ, რომ ის კარგავს დემოკრატიას და ხდება კიდევ ერთი ავტოკრატიული ქვეყანა, რომელიც საბოლოოდ დაემორჩილება რუსეთის მმართველობას”. დენიელ ფრიდმა კომენტარი ასევე გააკეთა მმართველი პარტიის პროპაგანდისტულ ნარატივზე „გლობალური ომის პარტიის” შესახებ.
  20. „ქართული ოცნების“ წევრების მიერ ინიცირებული და პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით დამტკიცებული „ამნისტიის შესახებ“ პროექტი მეორე მოსმენის ფარგლებში დაკორექტირდება. კანონპროექტში შესატანი ცვლილებები იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ გააცნო. კანონპროექტით ამნისტია ცივი იარაღის ტარებისათვის მსჯავრდებულ პირებზე გავრცელდება, მხოლოდ გარკვეული დათქმით. როგორც გორდულაძემ განმარტა, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სასჯელისგან ის პირები გათავისუფლდებიან, რომლებმაც ჩაიდინეს 238/1 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რაც გულისხმობს ცივი იარაღის ტარებას ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის მსჯავრდებული პირის მიერ. ამნისტიის პროექტი 220/1 მუხლს (გულგრილობა) შეეხება. კერძოდ, ამ მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდებული პირები სრულად გათავისუფლდებიან. როგორც მომხსენებელმა განაცხადა, თუ რა პრინციპით შეეხება ამნისტია აღნიშნული მუხლის მეორე ნაწილს, ეს კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვის დროს გადაწყდება. პროექტით, სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევისათვის მსჯავრდებული პირები სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სასჯელისგან გათავისუფლდებიან მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დაზარალებულების თანხმობა იქნება. ასევე, დაზარალებულების თანხმობით გათავისუფლდებიან დოკუმენტის გაყალბებისთვის მსჯავრდებული და ბრალდებული პირები. შემდეგი ცვლილება ნარკოტიკულ დანაშაულს შეეხება. კერძოდ, თუ სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 261-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 265-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები ჩადენილია ჯგუფურად, მაშინ სასჯელი ვადა აღარ განახევრდება, არამედ შემცირდება 1/6-ით. დაზარებული თანხმობით სასჯელი გაუნახევრდებათ პირებს, რომლებმა ჩაიდინეს 116 მუხლის (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით ) პირველი ნაწილით და 276 მუხლის (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა) მეექვსე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. ipn
  21. აზერბაიჯანში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ილჰამ ალიევის პარტიამ „ენი აზერბაიჯან“ უმრავლესობა შეინარჩუნა და მმართველი პარტია ახალ პარლამენტში 125 ადგილიდან 68-ს დაიკავებს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა 37% მივიდა. აზერბაიჯანში ხმის მიცემის პროცესი გუშინ, 1-ელ სექტემებერს, ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დასრულდა. არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც მიმდინარე წლის ივლისში ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტის დათხოვნა დაამტკიცა. ეს აზერბაიჯანის პირველი საპარლამენტო არჩევნებია მას შემდეგ, რაც 2023 წლის სექტემბერში დაწყებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის შემდეგ სომეხმა მოსახლეობამ, 100 ათასზე მეტმა ადამიანმა ფაქტობრივად სრულად დატოვა მთიანი ყარაბაღის ტერიტორია. რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ყარაბაღშიც ჩატარდა. 2024 წლის დასაწყისში აზერბაიჯანში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებიც გაიმართა. შედეგად, ილჰამ ალიევი კიდევ მომდევნო 7 წლით გახდა ქვეყნის პრეზიდენტი. 62 წლის ალიევი აზერბაიჯანს 20 წელზე მეტია, მართავს. ძალაუფლება მან მამისგან, ჰეიდარ ალიევისგან გადაიბარა. ჰეიდარ ალიევი აზერბაიჯანის კომუნისტური პარტიის ლიდერი იყო, შემდეგ კი დამოუკიდებელი აზერბაიჯანის პირველი პრეზიდენტი. ალიევის მმართველობა აზერბაიჯანში კანონების მუდმივად გამკაცრებით და ოპოზიციონერებისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტების დაპატიმრებების ფონზე მიმდინარეობს. პუბლიკა
  22. „ნამდვილი გლობალური ომის პარტიის შტაბ-ბინა მოსკოვშია. ბოლოსდაბოლოს, რუსეთის ჯარების მიერ არის ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების 20% და არა — ამერიკულის“, — განაცხადა ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ კრამერმა თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელსაც მაკკეინის ინსტიტუტი, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) მასპინძლობენ. წელს პირველად, კონფერენციაზე სპიკერებად მიწვეული არ არიან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, რაც კრამერმა პოლარიზებული წინასაარჩევნო პერიოდით ახსნა. კრამერის თქმით, განსაცვიფრებელია, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან ტერმინი „გლობალური ომის პარტია“ სავარაუდოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს მიემართება. „არავის სურს ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის გავრცელება სხვაგან. ამერიკას და არავის სურს საქართველო ომში ჩათრეული ნახოს. სხვაგვარად ვარაუდი სრული სისულელეა. აბსურდია ჩვენი გლობალური ომის პარტიის ნაწილად მიჩნევა“, — თქვა მან. „ქართული ოცნების” პროპაგანდაა, რომ თითქოს არსებობს გლობალური ომის პარტია, რომელშიც შედიან ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, ადგილობრივი და უცხოური მედიასაშუალებები, ოპოზიციონერები, ასევე საქართველოს დასავლელი მეგობრები, ევროპარლამენტარები, სენატორები და ა.შ. ამ ყველას კი ერთი მიზანი ამოძრავებთ – ცდილობენ, საქართველო ჩართონ რუსეთის წინააღმდეგ ომში მეორე ფრონტად. სინამდვილეში, ყველას, ვისაც „ოცნება” “გლობალური ომის პარტიაში” მოიაზრებს, ერთი რამ აერთიანებთ – სხვადასხვა დროს სხვადასხვა საკითხის გამო საქართველოს ხელისუფლება გაუკრიტიკებიათ. ნეტგაზეთი
  23. დასავლეთისგან შებრუნების პროცესი რამდენიმე წელია მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენი, აშშ-ის მთავრობასთან ურთიერთობების შეცვლის ნამდვილი გამომწვევი იყო „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონი, - ამის შესახებ საქართველოში აშ-ის ყოფილმა ელჩმა, იან კელიმ თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციაზე - „2024- გადამწყვეტი წელი“- განაცხადა. ყოფილმა ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს გენში აქვს პროდასავლურობა და ამ გზაზე მას შეერთებული შტატები არა მხოლოდ რიტორიკულ, არამედ მნიშვნელოვან ფინანსურ მხარდაჭერას უწევს, თუმცა ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა, განსაკუთრებით კი „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ მიღებამ გამოიწვია ის, რომ შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მთავრობას პირდაპირი დახმარება შეუწყვიტა. „თითქოს ვგრძნობ, რომ სამყარო თავდაყირა დატრიალდა საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ პროდასავლური ხაზი გრძელდება, ის, რაც ხდება ხელისუფლების დონეზე ხდება, ნამდვილად დამაბნეველია. დასავლეთისგან შებრუნების პროცესი რამდენიმე წელია მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენთან, აშშ-ის მთავრობასთან ურთიერთობების შეცვლის ნამდვილი გამომწვევი იყო უცხოური აგენტების შესახებ კანონი. არასდროს ვიფიქრებდი, რომ ვიხილავდი მომენტს, როდესაც საქართველოს მთავრობას ყველა პირდაპირ დახმარებას შევუწყვეტდით, მაგრამ სწორედ აქ ვართ - ჩვენ შევუწყვიტეთ საქართველოს მთავრობას პირდაპირი დახმარება, გავაუქმეთ „ღირსეული პარტნიორის“ პროგრამა“, - აღნიშნა ყოფილმა ელჩმა. ამასთან, იან კელიმ ხაზი გაუსვა, რომ შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მხარდამჭერ პროგრამებს. იპნ
  24. "ოცნება" არის ძალაუფლების დაკარგვის შიშში, რადგან მათი მხარდაჭერა ისტორიულ მინიმუმზეა. ზაზა თავაძე, პარტია "გახარია - საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1045174107247404/
  25. რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინამ დროებით იერიში მიიტანა ელექტროსადგურებზე, რომლებიც მოსკოვიდან 2 საათის სავალზეა განთავსებული. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ Telegram-ზე გავრცელებული განცხადებით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდეს 158 უკრაინული თვითმფრინავი რუსეთის 15 რეგიონში, მათ შორის ცხრა – რუსეთის დედაქალაქსა და მის რეგიონში. რუსეთის ოფიციალური პირების თქმით, კონაკოვოს ელექტროსადგური და მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა თავდასხმის კონკრეტული სამიზნეები იყვნენ. Reuters-ის ცნობით, მოსკოვის მერმა, სერგეი სობონიანმა განაცხადა, რომ უკრაინელების მხრიდან დრონებით თავდასხმამ ერთ-ერთ ქარხანაში ხანძარი გამოიწვია. უკრაინის თავდასხმა რუსეთზე მოჰყვა რუსეთის მხრიდან უკრაინაზე მასობრივ საჰაერო შეტევას გასულ კვირას – ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 160-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა, 780 მართვადი ბომბი და 400 დრონი უკრაინის წინააღმდეგ. პუბლიკა
×
×
  • შექმენი...