-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
პარლამენტის თავმჯდომარემ დაგვაბრალა, თითქოს, ჩვენ არ გვსურს ბავშვები დავიცვათ პროპაგანდისგან - დღეს, „ოცნებამ" პროცედურული მანიპულაციებით არ მოგვცა საშუალება, მხარი დაგვეჭირა იმ კონკრეტული კანონპროექტებისათვის, რომლებიც დაკავშირებულია ბაღებსა და სკოლებში ბავშვების პროპაგანდისგან დაცვასთან, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფმა განაცხადა. მათი განცხადებით, „ქართული ოცნების" რეალური მიზანი არა ოჯახების დაცვა ან ბავშვთა უფლებებია, არამედ წინასაარჩევნოდ ამ თემით სპეკულირებაა. „დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ დიდი ტყუილი იკადრა და დაგვაბრალა, თითქოს, ჩვენ არ გვსურს ბავშვები დავიცვათ პროპაგანდისგან. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დღეს „ოცნება“ დგას სრულად ტყუილზე და დეზინფორმაციაზე, რომელიც ძალიან ხშირად, სწორედ გიორგი გახარიას და ჩვენს გუნდს ეხება. საზოგადოებას გვინდა გავახსენოთ, რომ ჩვენ ვიღებდით მონაწილეობას ოჯახური ღირებულებების დაცვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო საჯარო განხილვებში სწორედ იმის გამო, რომ ოჯახური ღირებულებების დაცვა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია. თუმცა, „ოცნების" რეალური მიზანი არა ოჯახების დაცვა ან ბავშვთა უფლებებია, არამედ წინასაარჩევნოდ ამ თემით სპეკულირება, რაც საკონსტიტუციო განხილვებშიც კარგად გამოჩნდა. იმისათვის, რომ „ოცნებისთვის“ არ მიგვეცა ბავშვთა უფლებებით მორიგჯერ სპეკულაციის საშუალება, დღეს გვსურდა მხარდაჭერის დაფიქსირება იმ კანონპროექტებისთვის, რომლებიც ემსახურება ჩვენი ბავშვების, ვიმეორებ, ბავშვების დაცვას პროპაგანდისგან. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ბავშვები დავიცვათ ნებისმიერი პროპაგანდისგან. დღეს "ოცნებამ" პროცედურული მანიპულაციებით არ მოგვცა საშუალება, მხარი დაგვეჭირა იმ კონკრეტული კანონპროექტებისათვის, რომლებიც დაკავშირებულია ბაღებსა და სკოლებში ბავშვების პროპაგანდისგან დაცვასთან. ყველაზე სამწუხარო რეალობა არის ის, რომ „ოცნება“ დღეს ამ კანონებს იღებს არა იმიტომ, რომ ბავშვები ადარდებს, არამედ იმიტომ, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის ყველაზე მგრძნობიარე საკითხებს იყენებენ თავიანთი ვიწროპოლიტიკური და საარჩევნო მიზნებისთვის. მხარი რატომ არ დავუჭირეთ სხვა პროექტებს? ძალიან ნათელია, რომ ეს კანონები „ოცნებას“ სჭირდება არჩევნებზე ხმების მოტყუებით მოსაპოვებლად. 26 ოქტომბერს არჩევნებით, თქვენთან ერთად, უნდა დავასრულოთ „ოცნების“ სიყალბე და ტყუილები," - განაცხადეს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის წევრებმა.
-
მუქარის გამჟღერებლის მთავარი როლის მორგება პაპუაშვილისთვის უნდოდათ, მაგრამ პირველივე მცდელობაზე მოსრიალდა ... დღეს კობახიძის გამოყვანით ცდილობდნენ მისი ბოდვები პაპუაშვილის მუქარასთან გაეტოლებინათ და ფასი დაეკარგათ იმ მუქარისთვისაც. ინტერესთა კონფლიქტის მქონე პაპუაშვილი აპირებს ამნისტიის არეალი გააფართოვოს და თავის 26 ივლისის დანაშაულებრივ განცხადებას ამნისტია შეახოს. მის მუქარას ისეთი ხანდაზმულობის ვადა აქვს, რომ ოცნების შეცვლის შემდეგ სამართლიანი მართლსაჯულების პირობებში მოუწევს პასუხისგება. ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1248904212804986/
-
PHR: ქალმა ფეხბურთელებმა სექსუალური შევიწროების საქმე ქუთაისის სააპელაციოშიც მოიგეს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ინფორმაციით, ქალმა ფეხბურთელებმა სექსუალური შევიწროების საქმე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოშიც მოიგეს. ორგანიზაციის ცნობით, გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. მათი თქმით, სხდომის თავმჯდომარე იყო ირმა პერანიძე, ხოლო მოსამართლეები: მალხაზ ჩუბინიძე და ინდირა მაშანეიშვილი. საქმეზე მუშაობდნენ PHR-ის ადვოკატები სოფი მენაბდიშვილი, ანა თავხელიძე და ანა აბაშიძე. პუბლიკა -
პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ განცხადებით, პარტიის წევრებს „ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე ნაწილზე მხარდაჭერა სურდათ, თუმცა ამის საშუალება არ მიეცათ. კერძოდ, როგორც გახარიას პარტიაში ნეტგაზეთს უთხრეს, ისინი პაკეტში შემავალ ორ კანონპროექტს უჭერდნენ მხარს: „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს და „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ ცვლილებებს. თუმცა, მათი თქმით, იმისა გამო რომ პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს ერთიანად უყარა კენჭი და არა ცალ-ცალკე კანონპროექტებს, მათ მთლიან პაკეტს მხარი აღარ დაუჭირეს. „იმისათვის, რომ „ოცნებისთვის“ არ მიგვეცა ბავშვთა უფლებებით მორიგჯერ სპეკულაციის საშუალება, დღეს გვსურდა მხარდაჭერის დაფიქსირება იმ კანონპროექტებისთვის, რომლებიც ემსახურება ჩვენი ბავშვების, ვიმეორებ ბავშვების დაცვას პროპაგანდისგან. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ბავშვები დავიცვათ ნებისმიერი პროპაგანდისგან. დღეს ოცნებამ პროცედურული მანიპულაციებით არ მოგვცა საშუალება, მხარი დაგვეჭირა იმ კონკრეტული კანონპროექტებისათვის, რომლებიც დაკავშირებულია ბაღებსა და სკოლებში ბავშვების პროპაგანდისგან დაცვასთან. ყველაზე სამწუხარო რეალობა არის ის, რომ „ოცნება“ დღეს ამ კანონებს იღებს არა იმიტომ, რომ ბავშვები ადარდებს, არამედ იმიტომ, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის ყველაზე მგრძნობიარე საკითხებს იყენებენ თავიანთი ვიწრო პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებისთვის. მხარი რატომ არ დავუჭირეთ სხვა პროექტებს? რადგან ძალიან ნათელია, რომ ეს კანონები „ოცნებას“ სჭირდება არჩევნებზე ხმების მოტყუებით მოსაპოვებლად. 26 ოქტომბერს არჩევნებით თქვენთან ერთად უნდა დავასრულოთ „ოცნების“ სიყალბე და ტყუილები“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში. ნეტგაზეთმა პარტიის წევრს, მიხეილ დაუშვილს ჰკითხა, არსებობს თუ არა ისეთი რისკი დღეს, რის გამოც საჭიროა ამ კანონის მიღება და ხედავდნენ თუ არა სკოლებსა და ბაღებში, რომ ე.წ. ლგბტ პროპაგანდა ვრცელდებოდა. პასუხად მიხეილ დაუშვილმა განგვიცხადა, რომ მიუხედავად იმისა, „რამდენადაც მაღალი ან დაბალია“ საფრთხე, ისინი მზად იყვნენ მხარი დაეჭირათ პაკეტის იმ ნაწილზე, რომელიც სკოლებსა და ბაღებს შეეხებოდათ „ჩვენ საკონსტიტუციო საჯარო განხილვებშიც ვმონაწილეობდით და მკაფიოდ დავინახეთ, რომ „ოცნების“ მთავარი მიზანი არის არა ბავშვების უფლებების დაცვა, არამედ ჩვენი მოქალაქეებისთვის ყველაზე მგრძნობიარე საკითხები რაც არის, მათზე მანიპულირებით და მოტყუებით ხმების მობილიზება. ამის მიუხედავად, ამ პროექტში რაც იყო ჩვენთვის გაზიარებადი პროექტები, ეს იყო ბაღებსა და სკოლებში ბავშვების დაცვა, მიუხედავად იმისა, დღეს რისკი თუ საფრთხე პროპაგანდისა და ამ საფრთხეების რეალიზების შესაძლებლობა რამდენადაც მაღალი ან დაბალია. ვინაიდან ჩვენ ამაზე კომუნიკაცია გვქონდა ადამიანებთან, ვინაიდან ჩვენი მოქალაქეებისთვის და მათ შორის ჩვენი მხარდამჭერებისთვის ეს თემები არის სენსიტიური, აქედან გამომდინარე ჩვენ ჩავთვალეთ საჭიროდ ჩვენი პოზიციის დაფიქსირება. სამწუხაროდ, ეს საჭირბოროტო საკითხი არის“, – განუცხადა ნეტგაზეთს მიხეილ დაუშვილმა. რაც შეეხება იმას, რომ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მეორე მოსმენით მიღება დაგმო ევროკავშირმაც და ფუნდამენტური უფლებებისთვის ძირის გამომთხრელად შეაფასა, დაუშვილი ამბობს: „ევროკავშირმა შეფასება გააკეთა მთლიან პროექტთან და ძირითად კანონპროექტთან დაკავშირებით. ჩვენი პოზიცია არის მკაფიო და ჩვენი პოზიცია არის ყველასთვის, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ“, – აცხადებს მიხეილ დაუშვილი. დღეს, 4 აგვისტოს, პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული ჰომოფობიური საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ცენზურას აწესებს და ლგბტ ადამიანების უფლებებს უზღუდავს. საკანონმდებლო პაკეტს მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა.„ოცნება“ ამტკიცებს, რომ ჰომოფობიურის საკანონმდებლო პაკეტის მიზანი ქალისა და კაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვაა.აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი არის „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული საკონსტიტუციო ცვლილებების გაგრძელება, რომლითაც მმართველი პარტია აცხადებს, რომ „ლგბტ პროპაგანდას“ ებრძვის, რეალურად კი ლგბტ თემს უფლებებს უზღუდავს, ასევე -აწესებს ცენზურას. აღნიშნულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე კრიტიკული დასკვნა მოამზადა ვენეციის კომისიამ, რომელიც აღნიშნავს, რომ ცვლილებები გააღვივებს მტრულ დამოკიდებულებას ლგბტ ადამიანების მიმართ. არ არსებობს რომელიმე ავტორიტეტული სამეცნიერო ორგანიზაციის კვლევა, რომელიც ამბობს, რომ რაიმე სახის “პროპაგანდას” ადამიანის სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის შეცვლა შეუძლია. მსოფლიოს არაერთ წერტილში, მათ შორის აშშ-ში, ამ თემით მანიპულირებს მრავალი ულტრაკონსერვატიული ჯგუფი, თუმცა — მყარი მეცნიერული დასაბუთების გარეშე. არიან ისეთებიც, რომლებიც ამტკიცებენ ან წარსულში ამტკიცებდნენ, რომ გარკვეულ “თერაპიებს” ლგბტ ადამიანების ორიენტაციის ან იდენტობის შეცვლა ძალუძთ. არაერთმა ასეთმა ფსევდოთერაპევტმა მოგვიანებით ბოდიში მოიხადა მავნე და საშიში პრაქტიკის გამოყენებისთვის, ზოგიერთი კი იმაშიც გამოტყდა, რომ თავად გეია. ამ თემაზე: როგორ მანიპულირებს “ოცნება” ამერიკული კვლევით და “ლგბტ პროპაგანდით” სიმართლე ე.წ. ლგბტ პროპაგანდაზე ნეტგაზეთი
-
აშშ-მ დაასანქცირა რუსი პროპაგანდისტი და რუსული პროპაგანდისტული მედიები „რია ნოვოსტი“, „RT“, „ტვ-ნოვოსტი“, „Rutply“ და „სპუტნიკი“. მიზეზი, ოფიციალური განცხადების თანახმად, „მოსკოვის მიერ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობებია“. ამის შესახებ „მედუზა“ წერს. ფიზიკურ პირებს სანქციის სახით სავიზო შეზღუდვები დაუწესდათ. სიმონიანის გარდა სანქცირებულნი არიან მისი ჰოლდინგის ტოპ-მენეჯერები. გარდა ამისა, ვაშინგტონი ათმილიონიან ჯილდოს აწესებს ინფორმაციისთვის, რომელიც ამერიკულ არჩევნებში უცხოურ ჩარევას ეხება. თავად სიმონიანმა ამ გადაწყვეტილებაზე მცირე კომენტარი გააკეთა: „გაიღვიძეს“. netgazeti
-
ISFED: 16-მა პარტიამ 7.3 მლნ ლარის შემოწირულება მიიღო, აქედან 84% — „ოცნებამ"
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიში წარმოადგინა, რომელიც მოიცავს პერიოდს 1 ივნისიდან 27 აგვისტომდე, ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე. ორგანიზაციის შეფასებით, ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებას საქართველო ძლიერი პოლიტიკური პოლარიზაციის პირობებში ხვდება. ISFED ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ წინასაარჩევნო ღონისძიებების დაწყებისთანავე „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები საკუთარ ამომრჩეველს, საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემთხვევაში, ძირითადი ოპოზიციური გაერთიანებების ანტიკონსტიტუციურად გამოცხადებას დაჰპირდნენ. ორგანიზაციის შეფასებით, პოლიტიკურ პოლარიზაციას კიდევ უფრო აღრმავებს საზოგადოების მკვეთრი წინააღმდეგობის მიუხედავად, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება, რომელსაც თან ახლდა კონსპირაციული თეორიებით ანტიდასავლური რიტორიკის გაძლიერებაც. „სამართლიანი არჩევნები” მიუთითებს, რომ ყოველივე აღნიშნულს საერთაშორისო საზოგადოებაში მკვეთრად უარყოფითი რეაქცია და ევროკავშირისა და დასავლური სახელმწიფოების მიერ საქართველოს მიმართ პოლიტიკის გადახედვა მოჰყვა. ISFED საუბრობს 2024 წლის 16 აგვისტოს ცესკოს მიერ მიღებულ დადგენილებაზე, რომლითაც იცვლება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციების გასანაწილებელი წილისყრის ვადები და ეს პროცედურა ყველა საარჩევნო უბანში წინასწარ, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-7 დღეს, ჩატარდება. „სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ დადგენილება ეწინააღმდეგება საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობას, ასევე, შესაძლოა, მან საფრთხე შეუქმნას კომისიის წევრთა დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას საარჩევნო ადმინისტრაციის ქვედა დონეზე. წილისყრის პროცედურის არჩევნებამდე ჩატარებამ, შესაძლოა, კომისიის წევრებზე ზეწოლის პირდაპირი რისკი შექმნას. გარდა ამისა, წილისყრის კენჭისყრის დღემდე გამართვა მნიშვნელოვნად გაართულებს ამ პროცესზე დაკვირვებას. ანგარიშის თანახმად, საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, წინასაარჩევნო კამპანიისთვის მზადება გააქტიურდა. პოლიტიკურმა პარტიებმა რეგიონული ოფისების გახსნა, ძირითადად, ივნისიდან დაიწყეს, ხოლო წინასაარჩევნო ღონისძიებები აქტიურ ფაზაში ივლისიდან შევიდა. ორგანიზაციის თანახმად, ზოგიერთი ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების საარჩევნო ღონისძიებების მიმდინარეობისას დაფიქსირდა წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლისა და ძალადობის რამდენიმე ფაქტი, ასევე საოფისე ფართების დაქირავებისას წარმოშობილი სირთულეები და ოფისზე თავდასხმის შემთხვევებიც. დაკვირვების პერიოდში „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლებმა ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ხუთი ფაქტი გამოავლინეს, რომელთაგან სამი მმართველ პარტიას, ხოლო ორი ოპოზიციურ პოლიტიკურ გაერთიანებას უკავშირდებოდა. ანგარიშში წერია, რომ ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანიის მოახლოებასთან ერთად, ტრადიციულად, გახშირდა მმართველი პარტიის მიერ მასშტაბური სახელმწიფო პროექტების ინიციირება. მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო კამპანია არჩევნებამდე 60 დღით ადრე იწყება, მსგავსი ინიციატივების/პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნო მიზნით გამოყენების ნიშნებს შეიცავს და შლის ზღვარს მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის. publika -
ნინო თიბილაშვილმა პარიზის პარალიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ნინო თიბილაშვილმა პარიზის პარალიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველმა პარასპორტსმენმა ფინალურ ბლოკში ფრანგი მოწინააღმდეგე, ბრიანა ვიდი დაამარცხა. როგორც ცნობილია, ნინო თიბილაშვილი ტოკიოს პარალიმპიური თამაშების პრიზიორია. პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს ნაკრებს ამ დრომდე, ორი მედალი ჰქონდა. ოქროს მედალი ბირთვის კვრაში გიგა ოჩხიკიძემ მოიპოვა, ბრინჯაოს მედალი მიიღო პარატაეკვონდოისტმა ანა ჯაფარიძემ. -
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება თანამდებობას ტოვებს. მან პოსტის დატოვების შესახებ უკვე მიმართა პარლამენტს. ინფორმაცია უკრაინის რადას თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა გაავრცელა და აღნიშნა, რომ პარლამენტი კულებას განცხადებას უახლოეს სხდომაზე განიხილავს. ამასთან, როგორც მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, 4 სექტემბერს უკრაინის პარლამენტმა დაითხოვა რამდენიმე სხვა მინისტრიც და სახელმწიფო ქონების ფონდის ხელმძღვანელი. 3 სექტემბერს თანამდებობები დატოვეს ვიცე-პრემიერმა ოლგა სტეფანიშინამ. პუბლიკა
-
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის თქმით, „ჩვენ გვაშფოთებს ამ კანონმდებლობის აღსრულება იმ ორგანიზაციების მიმართ, ვინც ნებაყოფლობით არ დარეგისტრირდა”. ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე „ამერიკის ხმის” დასმულ შეკითხვაზე პასუხად განაცხადა. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ურთიერთობების გადახედვის პროცესი გრძელდება და ის დამატებით ნაბიჯებს „არ გამორიცხავს”. ის იმეორებს, რომ სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის გადაწყვეტილებით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მრავლისმომცველი გადახედვის პროცესშია და სახელმწიფო დეპარტამენტმა უკვე მიიღო ზომები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, ურთიერთობების გადახედვის პროცესი გრძელდება და ის დამატებით ნაბიჯებს „არ გამორიცხავს”. პუბლიკა
-
გლდანში, მამის მკვლელობისთვის დაკავებული 26 წლის რეზი გამხიტაშვილი ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შეურაცხადია. შესაბამისად, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა. გამხიტაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებით მკურნალობას ფსიქიატრიულ დაწესებულებაში სრულ გამოჯანმრთელებამდე გაივლის. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბრალდებულის ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ განუცხადა, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნის თანახმად, გამხიტაშვილი დანაშაულის ჩადენის დროს, მის ქმედებას ვერ აცნობიერებდა. „ბრალდებული ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ აცნობიერებდა თავის ქმედებას. საქმეში ჩართვის დროსვე მქონდა მოლოდინი, რომ ექსპერტიზა დანაშაულის ჩადენის დროს ბრალდებულის შეურაცხადობას დაადგენდა. ასეთ მდგომარეობაში მყოფ პირს კი ციხეში მრავალი წლით გაშვების ნაცვლად, განკურნება სჭირდება. აღსანიშნავია, რომ სიტუაციის გაცნობის შემდეგ ბრალდების მხარემაც ყველაფერი გააკეთა, რომ საქმეზე კანონიერი გადაწყვეტილება ყოფილიყო მიღებული. იმედი მაქვს, რომ გამხიტაშვილის მიმართ ეფექტური მკურნალობა ჩატარდება და ის მალე გამოჯანმრთელდება. ბრალდებულის ქმედება სასჯელის სახით ითვალისწინებდა 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას”, - განაცხადა კაკაბაძემ. ცნობისთვის, მკვლელობა გლდანში, მიმდინარე წლის 23 თებერვალს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, 50 წლის გელა გამხიტაშვილი შვილმა, 26 წლის რეზი გამხიტაშვილმა ცივი იარაღით, დანით მოკლა. ის სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს. გამხიტაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარუდგინეს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა. იპნ
-
რუსლან აბაშიძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს. აღნიშნულის შესახებ რუსლან აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს. „მინდა საზოგადოებას ჩემი გადაწყვეტილების შესახებ ვაცნობო. დღეს მე ვტოვებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას. 2019 წლიდან, დღემდე, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, ჩემს გუნდთან ერთად, ჩვენი საზოგადოების ინტერესების დასაცავად ბევრ გამოწვევას ღირსეულად ვუპასუხეთ. საფუძველი ჩავუყარეთ ბევრ ახალ ინიციატივას და გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგები. მადლობა მინდა გადავუხადო აფხაზეთის მთავრობის წევრებს, ერთობლივად განხორციელებული საქმიანობისთვის, სამშვიდობო პოლიტიკის, ინსტიტუციური გაძლიერების, დევნილი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის, ეკონომიკური საქმიანობისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით განხორციელებული უმნიშვნელოვანესი პროგრამებისა და პროექტებისთვის. განსაკუთრებული თანადგომისა და მხარდაჭერისთვის მადლობა მინდა გადავუხადო აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს. მადლობა საქართველოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას ჩვენი საქმიანობის მხარდაჭერისთვის. მადლობას ვუხდი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომელთა ჩართულობით, ამ წლების განმავლობაში, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მხარდასაჭერად არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი და ღონისძიება განხორციელდა. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო აფხაზეთის საზოგადოებას. ჩემთვის დიდი პატივი და ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობა იყო ვყოფილიყავი მათ სამსახურში და ერთად გვეკეთებინა საქმე, რომელიც კიდევ უფრო მიგვაახლოებდა მიზანთან, რომელსაც გაყოფილი საზოგადოებების გაერთიანება და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა წარმოადგენს. მჯერა რომ, ჩვენი ხელისუფლების თანმიმდევრული სამშვიდობო პოლიტიკითა და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით, მოხდება ჩვენი ერთობლივი მიზნის განხორციელება - ქვეყნის დეოკუპაცია, მშვიდობიანი განვითარება და სტაბილურობის უზრუნველყოფა. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ჩემი გუნდის წევრებს, უდიდესი მადლობა ჩემს ოჯახს“,- წერს რუსლან აბაშიძე. იპნ
-
ის, რომ ოპოზიციაში იყოს მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობა” ეს არის “ოცნების” ოცნება. ივანიშვილისთვის ყოველთვის მომგებიანი პოზიცია იყო, რომ მეორე მხარეს არჩევანი ყოფილიყო მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობა”. დღევანდელ “ოცნებაში” ნახევარზე მეტი არიან ის ადამიანები, რომლებიც ემსახურებოდნენ და აფინანსებდნენ “ნაციონალურ მოძრაობას”. ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/2619261984943365/
-
"გუშინ 2 სექტემბერს ჭუბერის მოსახლეობამ გზის გაკეთების მოთხოვნით გადაკეტა ჯვარი-მესტიის ცენტრალური გზა. ათწლეულებია ეს ადამიანები ითხოვენ გაკეთდეს სოფლამდე მისასვლელი მონაკვეთი, თუმცა მხოლოდ დაპირებები ესმით, გამონაკლისი არც 2021 წლის არჩევნები ყოფილა. აღნიშნული გზა სიცოცხლისთვის სახიფათოა, ზამთარში ფაქტობრივად შეუძლებელია გადაადგილება და არაერთი სავალალო შემთხვევაც მომხდარა. ამიტომ მოსახლეობის მხრიდან გზის გადაკეტვა და საპროტესტო გამოსვლა იყო სრულიად ლეგიტიმური. მათ გვერდით მათივე თხოვნით , პირველ რიგში, ვიდექი როგორც რიგითი სვანეთის მკვიდრი, ნაწილობრივ სოფელ ჭუბერში გაზრდილი, სადაც ძალიან ბევრი კარგი ვისწავლე და ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანები ცხოვრობენ. გარდა იმისა, რომ ადამიანებისთვის აღვიქმები როგორც სამოქალაქო აქტივისტი, ვისაც შეუძლიათ ნებისმიერ დროს მიმართონ ნებისმიერი სამართლიანი მოთხოვნისას, ვარ მესტიის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი და ადამიანურთან ერთად, ჩემი საქმიანი ვალდებულებაა ვიდგე ხალხის გვერდით, რაც როგორც აღმოჩნდა არ ესმის მესტიის მერიის წარმომადგენლობას. ჩემმა აქციაზე ყოფნამ ძალიან გააღიზიანა ადგილობრივი ხელისუფლება და იმის უფლებაც კი მისცეს თავს საყვედური ეთქვათ ჭუბერლებისთვის ვიკა ფილფანი რატომ გყავდათ აქციაზეო, რაც არის ტოტალიტარიზმის უკიდურესი გამოვლინება. იმდენად მტკივნეული აღმოჩნდა ჩემი აქციაზე ყოფნა რომ ვიდეოების დადებიდან 1 საათში ორგანიზებულად შემომიისეს ვიდეოს კომენტარებში ტროლ-ბოტები, მათთვის დამახასიათებელი ამორალური ტექსტებით და უწმაწური შეურაცხყოფებით, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს სახელმწიფო მანქანის ამორალური ბრძოლის მეთოდებს და მე კიდევ უფრო მარწმუნებს, რომ რასაც ვაკეთებ სწორად ვაკეთებ. რამდენიც არ უნდა ეცადოთ, ყოველთვის ვიდგები იმ ადამიანების გვერდით ვისაც აქვს სამართლიანი მოთხოვნა, ვიბრძოლებ მათთან ერთად ნებისმიერ დროს ნებისმიერ ადგილას!" ვიკა ფილფანი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" გუნდის წევრი. ბმული: https://www.facebook.com/vika.pilpani/posts/8093872013982362
-
ჩვენს ნამდვილ მშვიდობას, სუვერენიტეტს, რომელიც აფხაზეთის და ცხინვალის გარეშე წარმოუდგენელია, მათ შორის ევროპულ მომავალსაც, რაც ჩვენი ცივილიზაციური არჩევანია “ოცნება” უქმნის საფრთხეს, ამიტომაც დარწმუნებული ვარ, რომ “ოცნება” ვერ გაიმარჯვებს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, რაც არ უნდა ძალა გამოიყენოს. თეონა აქუბარდია, “გახარია საქართველოსთვის” გუნდის წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/771854074947550/
-
ივანიშვილი და მისი “ოცნება” გაცვდა, ეს არის დამარცხებული პოლიტიკური ძალა, რომელიც ახლა იმყოფება მარცხის გააზრების ძალიან მტკივნეულ პროცესში. ერთ მხარეს გაიხედებით და არის გაჭირვება, სიღატაკე, დაუსრულებელი პროექტები და მეორე მხარეს “ოცნების” უზარმაზარი ბილბორდი, სადაც ღირსება, კეთილდღეობა აწერია და რეალურად ეს ღირსება და კეთილდღეობა არსებობს მხოლოდ “ოცნების” მაღალჩინოსნებისთვის. ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/482634404686930/
-
უკრაინის სამმა მინისტრმა გადადგომა მოითხოვა. ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას (პარლამენტის) თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკი “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს. მისი თქმით, გადადგომის შესახებ განცხადებები გააკეთეს: უკრაინის მრეწველობის სტრატეგიული დარგების საკითხების მინისტრმა ალექსანდრ კამიშინმა, უკრაინის იუსტიციის მინისტრმა დენის მალიუსკამ, და უკრაინის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა რუსლან სტრელეცმა. “ასევე გადადგომის შესახებ განცხადება შემოვიდა უკრაინის სახელმწიფო საკუტრების ფონდის თავმჯდომარისგან ვიტალი კვალისგან. ყველა განცხადება ერთ-ერთ უახლოეს სხდომაზე იქნება განხილული,” - წერს სტეფანჩუკი. იპნ
-
წალენჯიხის მერის მოადგილის, თამარ ბელქანიას ცნობით, ინწრას ხეობაში პოლონელი ტურისტი ჩანჩქერში გადავარდა და დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. პუბლიკა
-
სერგეი შამბა ადასტურებს, რომ რუსეთმა აფხაზეთს გარკვეული ფინანსური დახმარება შეუჩერა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი შამბა ადასტურებს, რომ რუსეთმა მიმდინარე წლის 1-ელი სექტემბრიდან აფხაზეთის დაფინანსება შეზღუდა და აფხაზურ მხარეს გარკვეული ვალდებულებების შესრულება მოსთხოვა. შამბას თქმით, მოსკოვში, არაერთხელ განაცხადეს, რომ „აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული სანქციები“. „1-ელი სექტემბრიდან მათი განხორციელება უკვე დაიწყო. მოგეხსენებათ, გარკვეული სოციალური დაფინანსება უკვე შეჩერებულია, რომელიც ეხება ექიმებს, მასწავლებლებს, ძალოვან სტრუქტურებს და სხვა. ეს აშკარად პირველი ასეთი ნაბიჯებია“, - ციტირებს მედია შამბას. მან, ასევე, კომენტარი გააკეთა ე.წ. პარლამენტის ზოგიერთი წევრისა და ოპოზიციური პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებისთვის რუსეთის მოქალაქეობის შესაძლო ჩამორთმევაზე. შამბას განმარტებით, დღევანდელ მსოფლიოში მოქალაქეობის ჩამორთმევა სრულიად მიღებული სანქციაა. „ეს ის საკითხია, რომელზეც ჩვენ ვერანაირად ვერ ვიმოქმედებთ. თუ ზოგ ადამიანს რუსეთის მიმართ მტრულად განწყობილად განიხილავენ, მათ მიმართ სანქციებს გამოიყენებენ“, - განაცხადა შამბამ. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსკოვი გეგმავდა აფხაზეთისთვის 1-ელი სექტემბრიდან ფინანსური დახმარების შეწყვეტას მანამ, სანამ აფხაზური მხარე არ შეასრულებს გარკვეულ ვალდებულებებს, მათ შორის სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ურთიერთ აღიარების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება, რუსი იურიდიული პირების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლის უზრუნველყოფა, კომერციული უძრავი ქონების (აპარტამენტების) ბაზარზე რუსი ინვესტორებისთვის შეზღუდვების მოხსნა. იპნ -
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურის, კაპრალ ზურაბ ფისენკოს გარდაცვალების გამო და თანგრძნობას უცხადებს მის ოჯახსა და ახლობლებს. „უწყების მიერ გავრცელებული განცხადებიდან საზოგადოებისათვის უკვე ცნობილია, რომ კაპრალი ფისენკო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავდა, მიიღო სხეულის დამწვრობა და საქართველოში გაწეული სამედიცინო მომსახურების შემდგომ გადაყვანილ იქნა თურქეთის სპეციალიზებულ კლინიკაში. მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების გაწევის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში. იპნ
-
იუკნევიჩიენე: არ გამოვრიცხავ, რომ დავიწყოთ მსჯელობა უვიზო რეჟიმის შეწყვეტაზე
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე აღნიშნავს, რომ საქართველოს ევროკავშირში წევრობა „დებიძინიზაციის გარეშე” შეუძლებელია. მისი თქმით, ქვეყანაში სიტუაცია გაუარესებულია და არ გამორიცხავს, რომ უვიზო რეჟიმის შეჩერებაზეც დაიწყოს მსჯელობა. მე არ ვიცი, ამაზე უფრო როგორ უნდა გართულდეს სიტუაცია და არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენ დავიწყოთ მსჯელობა უვიზო რეჟიმის შეწყვეტის თაობაზე. საქართველო ლიდერი იყო ევროპული რეფორმების მხრივ, ახლა კი სომხეთი უფრო წინ არის, ვიდრე საქართველო”, – განაცხადა მან [„მთავარი არხის” თარგმანი]. თბილისში მეორე დღეა მე-8 საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც ვიზიტით იმყოფებიან ევროპარლამენტარები და დასავლელი პოლიტიკოსები. გუშინ მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმაც, სალომე ზურაბიშვილმა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე პრაქტიკულად ომს უცხადებს საქართველოს პარტნიორებს, თუმცა ამავე დროს ომს უცხადებს საკუთარ მოსახლეობას. პუბლიკა