Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. აშშ უკრაიანას დახმარების მორიგ პაკეტს გამოუყოფს, რომლის ჯამური ღირებულებაც 250 მილიონ დოლარამდე იქნება. „უკრაინსკა პრავდა“ წერს, რომ ამ პაკეტის ფარგლებში კიევი მიიღებს: საზენიტო რაკეტებს RIM-7; რაკეტებს Stinger; ტყვია-წამალს HIMARS-ის სისტემისთვის; 155 და 105 მმ კალიბრის არტილერიის ტყვია-წამალს; ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს TOW; ტანკსაწინააღმდეგო სისტემებ Javelin და AT-4; ჯავშანმანქანებს Bradley; ჯავშანტრანსპორტიორებს M13 და სხვა აღჭურვილობას. ვაშინგტონში აცხადებენ, რომ გააგრძელებენ პარტნიორებთან ერთად მუშაობას, რათა უკრაინის სამხედრო მოთხოვნილებები დააკმაყოფილონ. ნეტგაზეთი
  2. „მტრის პირველი მიზანია წაშალოს ჩვენი ძეგლები, რადგან ძეგლების წაშლა ჩვენი იდენტობის წაშლაა. და მე არ ვიცი, ლავროვი სად ხედავს საქართველოს იდენტობას, რომელიც ვითომცდა უცებ გვიბრუნდება, – არსად დაკარგულა. მე შევახსენებ მას, რომ ჩვენი იდენტობა ძალიან ძლიერად დგას და დგას სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ძლიერი საზოგადოება და ძლიერი შეგნება”. ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის აღდგენა-შენარჩუნების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისა და ქვეყნისათვის გაწეული სამსახურისათვის ნინო კორძახიას, სალომე ცისკარაულის, მარი-ჟორჟ პაჟელ ბრუსის, კატრინ ლეონარდის და პრჟემისლავ ნოცუნის ღირსების მედლებით დააჯილდოვების დროს გააკეთა. დაჯილდოების ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა და პრეზიდენტმა მათ სახელმწიფო ჯილდოს მიღება მიულოცა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა: ,,მოგესალმებით, პირველ რიგში, მინდა ყველას მოგილოცოთ ახლა უკვე ოფიციალურად, არხოტში ცისკარაულების კოშკის რეაბილიტაციისთვის [ევროპა ნოსტრას] ჯილდოს გადაცემა. ვიცი, რომ იქ ბევრნი იყავით ჩასული, მეც მინდოდა თქვენთან ერთად ყოფნა, მაგრამ სამწუხაროდ, არ მოხერხდა. ამ პერიოდში, ცოტა რთულია ასეთი გამგზავრება ქალაქიდან. ამიტომ მინდოდა, რომ აქ აღგვენიშნა ეს ჯილდო და სიმბოლურად, ამ სასახლეში მეთქვა ორიოდე სიტყვა სწორედ ამ ჯილდოს და პრემიის, ასევე საქართველოს ევროპა ნოსტრასთან თანამშრომლობის მნიშვნელობის შესახებ, რომელიც სიმბოლურად ჩვენი ევროპაში და ევროპის ჩვენთან შემოსვლაა. ეს არ არის პირველი ჯილდო, ეს თანამშრომლობა წლების მანძილზე გრძელდება და მინდა, ძალიან დიდი მადლობა ვუთხრათ ,,ევროპა ნოსტრას“ იმისთვის, რომ ასეთ ყურადღებას აქცევს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ქართულ ძეგლებს და ამ მიმართულებით მისი ინსტიტუტების მუშაობას. მე არ ჩამოვთვლი ყველა იმ (ათამდე) ჯილდოს, რომელიც საქართველოს გადაეცა. ეს ამ დარგში ჩვენი და ევროპის ძალიან მნიშვნელოვანი და მჭიდრო ურთიერთობაა, რომლის გარეშეც ჩვენ არ უნდა განვაგრძოთ არსებობა, რადგან ეს თანამშრომლობა როგორც ჩვენთვის ასევე, ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვისაც აუცილებელია, რადგან ეს არ არის ცალმხრივი ურთიერთობა, ეს არის ორმხრივი და ძალიან მნიშვნელოვანი ურთიერთობა. ამ პროექტში ასევე ჩართული იყო საერთაშორისო ორგანიზაცია „ალიფი“, რომელიც სწორედ კონფლიქტურ ზონებში ძეგლების აღდგენაზე მუშაობს და საფრანგეთის, ბრიტანეთის, პოლონეთის რამდენიმე ევროპული ორგანიზაცია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქმიანობა მათი მხრიდან, რომელიც უნდა აღინიშნოს. ძეგლთა დაცვა, ჩვენი ისტორიის ფონზე, ჩვენი ქვეყნისათვის სახელმწიფოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმიანობაა, რადგან ჩვენი იდენტობა ჩვენი ძეგლების დაცვაზე დგას, არა ძეგლებზე (ძეგლები არსებობს და იარსებებს რაღაც ფორმით), მაგრამ ძეგლის დაცვა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შეგნებული გვაქვს მათი დატვირთვა ჩვენი არსებობისთვის, ჩვენი წარსულისა და ჩვენი მომავლისთვის. ყველამ კარგად ვიცით, თუმცა ზოგჯერ ვიღაცებს ავიწყდებათ, რომ მტრის პირველი მიზანია წაშალოს ჩვენი ძეგლები, რადგან ძეგლების წაშლა ჩვენი იდენტობის წაშლაა. და მე არ ვიცი, ლავროვი სად ხედავს საქართველოს იდენტობას, რომელიც ვითომცდა უცებ გვიბრუნდება, – არსად დაკარგულა. მე შევახსენებ მას, რომ ჩვენი იდენტობა ძალიან ძლიერად დგას და დგას სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ძლიერი საზოგადოება და ძლიერი შეგნება. (რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, „რასაც ახლა საქართველოს ხელისუფლება აკეთებს, ეროვნული იდენტობის გაცნობიერებაა” – რედაქციის შენიშვნა) ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს ძეგლთა დაცვისა და ჩვენი კულტურის დაცვის მიმართულებით, ამდენად, მნიშვნელოვანია ჩვენი არასამთავრობო სექტორის შენარჩუნება, უცხოელი პარტნიორების მხარდაჭერით მათი გაძლიერება, რაც იყო და რამაც აქამდე მოგვიყვანა და რაც უთუოდ გაგრძელდება, რადგან ეს ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მოსახლეობის ძალიან მკაფიო სურვილი და ნებაა, რომელსაც ვერავინ შეცვლის. და ამ ყველაფრის სიმბოლო სწორედ არხოტში გუშინწინდელი ღონისძიებაა, რომ ჩვენ ვდგავართ იქ, სადაც უნდა ვიდგეთ; ჩვენ გვყავს ის პარტნიორები, რომლებიც უნდა გვყავდეს; ჩვენ ვაფასებთ პარტნიორებს და ვიცით ასევე ჩვენი წარსულის და ჩვენი ძეგლების ფასი; ვიცით სად ვიყავით, სად ვართ და სად მივდივართ“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. XVI-XVII საუკუნის ცისკარაულების კოშკის რეაბილიტაციის პროექტი 2023 წელს დასრულდა. ეს პროექტი ფრანგული არასამთავრობო ორგანიზაციის REMPART, ეროვნული ფონდების საერთაშორისო ორგანიზაციის INTO, მისი წევრის – საქართველოს ეროვნული ფონდისა და საერთაშორისო ფონდის ALIPH სამმხრივი თანამშრომლობის ნაყოფია. პუბლიკა
  3. “49 ბენეფიციარს 303 შემთხვევაში უფინანსდება ისეთი დაავადება, რომელიც პროგრამით განსაზღვრული არ არის” – სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით დაგეგმილი და გატარებული ღონისძიებების პროდუქტიულობა და ეფექტიანობა. აუდიტის ფარგლებში შესწავლილ იქნა შემდეგი საკითხები: პოლიტიკა და მისი აღსრულების მექანიზმები; სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მომსახურების ხელმისაწვდომობა; ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფა. აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები: 2015-2020 და 2022-2030 წლების სტრატეგიებში ერთი და იგივე მიმართულებები რჩება მნიშვნელოვან გამოწვევად, როგორიცაა ადამიანური რესურსის ნაკლებობა, ამბულატორიული მომსახურების გაძლიერება და შესაბამისი სამედიცინო სერვისებით უზრუნველყოფა, მომსახურების ხარისხის ამაღლება, მომსახურებაზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდა და სხვ.; 2022-2030 წლების ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის ფარგლებში 2022 წლისთვის დაგეგმილი 8 აქტივობიდან, 2023 წლის მდგომარეობით შეუსრულებელია − 5, ნაწილობრივ განხორციელდა − მხოლოდ 2. მაგალითად, ფსიქიკური ჯანდაცვის სფეროში პაციენტთა უფლებების დაცვისა და მომსახურების ხარისხის შეფასების მიზნით არ შექმნილა მონიტორინგის ჯგუფი და არ გაუმჯობესებულა მედიკამენტების შესყიდვის მექანიზმი. დაფინანსების მოდელი სათემო ამბულატორიული სერვისის მიმწოდებლებისათვის მომსახურების დაფინანსების გლობალური ბიუჯეტის პრინციპი წარმოშობს არაერთგვაროვანი მიდგომის რისკებს. კერძოდ, პაციენტების რაოდენობის მიხედვით მიმწოდებლისთვის ხარჯი განსხვავებულია: მეტი პაციენტი გულისხმობს მეტ დანახარჯს, დაფინანსება კი უცვლელია. მაგალითად, სერვისის მიმწოდებლების მიხედვით, 2019 წელს ერთ პაციენტზე წლის განმავლობაში, საშუალოდ, დახარჯული თანხა მერყეობდა 106-იდან 465 ლარამდე; დაწესებულებების მიხედვით განსხვავებულია წარმოდგენილი ხარჯების სტრუქტურა და თითოეული შემადგენელი კომპონენტის პროცენტული წილი მთლიან ხარჯთან მიმართებით, რაც გამოწვეულია იმით, რომ ზოგიერთ სერვისში არ არსებობს სამედიცინო დაწესებულებებისთვის განსაზღვრული ხარჯების თანაფარდობის დასაშვები ზღვარი; მედიკამენტების შესყიდვა/გაცემის მექანიზმების გაანალიზების შედეგად აღმოჩნდა, რომ დაწესებულებებს არ აქვთ ერთნაირი მიდგომა და სახელმწიფოს წილით შექმნილი დაწესებულებები მედიკამენტებს ყიდულობენ კონსოლიდირებული შესყიდვით, იმ შემთხვევაში, თუ კერძო დაწესებულებისთვის წამლების შეძენა მოხდებოდა იმავე პრინციპით, წამლებზე გაწეული ხარჯი 35%-ით შემცირდებოდა. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ზედამხედველობის მექანიზმი პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი ნოზოლოგიები განსაზღვრულია დადგენილებით. კრიზისული ინტერვენციის კომპონენტის შესრულების მონაცემთა ბაზაში დაფიქსირებული დიაგნოზების მიხედვით აღმოჩნდა, რომ 2018-2022 წლებში, 43 ბენეფიციარს 335 შემთხვევაში მინიჭებული აქვს ისეთი ნოზოლოგია, რომელიც პროგრამით არ არის განსაზღვრული. ასევე: მოზრდილთა სტაციონარის 2018-2022 წლების მომსახურების შესრულების ბაზების ანალიზით გამოვლინდა, რომ 49 ბენეფიციარს 303 შემთხვევაში უფიქსირდება და გლობალური ბიუჯეტის დაფინანსების მოდელის ფარგლებში უნაზღაურდება ისეთი ნოზოლოგია, რომელიც არ არის განსაზღვრული პროგრამით; მოზრდილთა სტაციონარის 902 ბენეფიციარი (ამ კომპონენტის უნიკალური ბენეფიციარების 5,9%), სტაციონარში ყოფნის პერიოდში ასევე ფიქსირდება სათემო ამბულატორიის, კრიზისული ინტერვენციის ან მობილური გუნდების კომპონენტების ფარგლებში წარმოდგენილ საანგარიშგებო დოკუმენტებში. ანგარიშის თანახმად, ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების 58 მდგომარეობიდან, რომელსაც ფარავს ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამა, გაიდლაინი – კლინიკური მდგომარეობის მართვის რეკომენდაცია, შექმნილია მხოლოდ 15 შემთხვევაში. ავტორი: ეკა დარჩიაშვილი
  4. დღეს, 7 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის გათამაშების პირველი ტურის შეხვედრას გამართავს. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე გაიმართება. ამასთან, რესპუბლიკის მოედანზე მოეწყობა შესაბამისი სივრცე, სადაც დიდ ეკრანზე მატჩის ყურება იქნება შესაძლებელი. იპნ
  5. “ოცნებას” თუ ამხელა მხარდაჭერა აქვს, რატომ დასდევენ ადამიანებს, რატომ ემუქრებიან, ნაცების კამპანიას რატომ აწარმოებენ ? ვფიქრობ, რომ ივანიშვილი სამარცხვინო კამპანიას აწარმოებს, მშიშარა კაცის, ლაჩარი ადამიანის როლში არის გამოსული. ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" გუნდის წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1057272879107636/
  6. ევროკავშირი საზღვრის მართვის ორი ახალი ინიციატივის დასაწყებად ემზადება. უფრო კონკრეტულად კი, საუბარია ევროპის სამოგზაურო ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემასა (ETIAS) და შესვლის/გასვლის სისტემებზე (EES). ორივე სისტემა მიზნად ისახავს გააძლიეროს ევროპული უსაფრთხოება და მათი უსაფრთხოება, ვინც მოგზაურობს. ETIAS არის შესვლის ახალი მოთხოვნა მოგზაურებისთვის, რომლებსაც არ სჭირდებათ ვიზა ევროპის 30 ქვეყანაში შესასვლელად ხანმოკლე ყოფნისთვის. მათ შორისაა შენგენის ზონის 27 ქვეყანა, ასევე ბულგარეთი, კვიპროსი და რუმინეთი. ETIAS არ არის ვიზა და მისი შემოღება არ ცვლის მოგზაურთა უვიზო სტატუსს. ევროპის ქვეყნები, რომლებიც ითხოვენ ETIAS-ს, არის: ავსტრია, ბულგარეთი, ხორვატია, ჩეხეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, იტალია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიეტუვა, ჰოლანდია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, ავსტრია, დანია, უნგრეთი, ლუქსემბურგი, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია. საქართველო იმ ქვეყნების სიაში შედის, ვისაც ETIAS-ის ავტორიზაცია სჭირდება. რაც შეეხება EES-ს, მასზე რეგისტრაცია განხორციელდება ყოველ ჯერზე, როცა მოგზაურები გარე საზღვრებს გადაკვეთენ. ETIAS მოგზაურობის ავტორიზაციაზე განაცხადისას, მოგზაურებმა უნდა მიაწოდონ თავიანთი პერსონალური ინფორმაცია, მათ შორის - მისამართი, პასპორტის დეტალები, მიმდინარე პროფესია და ინფორმაცია კონფლიქტის ზონებში წარსულში მოგზაურობის ან ნასამართლეობის შესახებ. ETIAS-ით არ გროვდება ბიომეტრიული მონაცემები, როგორიცაა თითის ანაბეჭდები. EES, თავის მხრივ, შეაგროვებს მოგზაურთა სახის გამოსახულებას და თითის ანაბეჭდებს. ის ასევე შეაგროვებს სამოგზაურო დოკუმენტის მონაცემებს, ასევე თარიღსა და ადგილს, სადაც მოგზაური შევიდა და გავიდა ევროპის ქვეყნების ტერიტორიაზე აღნიშნული სისტემის გამოყენებით. ცნობილია, რომ ETIAS და EES ერთდროულად არ ამოქმედდება. თავდაპირველად ამოქმედდება EES და რამდენიმე თვის შემდეგ - ETIAS-ი. ევროკავშირი პროგრამის დაწყების ზუსტ თარიღს წლის ბოლომდე გამოაცხადებს. ავტორი: ეკა დარჩიაშვილი
  7. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ შემომწირველი ალექსანდრე ბაღათურია ბათუმის მუნიციპალური ქონებით უნებართვოდ სარგებლობს. უფრო კონკრეტულად, ორგანიზაციის ინფორმაციით, ბათუმის მერიამ 2021 წელს, ბაღათურიას მფლობელობაში არსებულ შპს „ახალი ბულვარს“ უსასყიდლოდ გადასცა მიწის ნაკვეთი, სადაც აღნიშნული კომპანია 2023 წლიდან კომერციულ საქმიანობას ახორციელებს. „ბათუმის მერიამ შპს „ახალი ბულვარს“ 2021 წლის 1-ელ სექტემბერს, 2 წლის ვადით, უსასყიდლოდ, უზუფრუქტის წესით სარგებლობის უფლებით გადასცა 8339 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ავტოდრომი. კომპანიამ ამ ტერიტორიაზე მოაწყო კარტინგის კლუბი და კომერციულ საქმიანობას 2023 წლის 1-ელი სექტემბრიდან დღემდე, უკანონოდ აგრძელებს. შპს „ახალი ბულვარის“ დამფუძნებელი და 100% წილის მფლობელი, ალექსანდრე ბაღათურია პოლიტიკური შემწირველია - 2016 წლიდან დღემდე მან „ქართულ ოცნებას“ და მის მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს 253,000 ლარი შესწირა (მათ შორის, 15,000 ლარი - მიმდინარე წლის 6 აგვისტოს). მიწის ნაკვეთით სარგებლობის ვადა კომპანიას 2023 წლის 1 სექტემბერს ამოეწურა, თუმცა კარტინგის კლუბი დღემდე ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. უფრო მეტიც, შპს „ახალი ბულვარი” 2024 წლის 25 მარტამდე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უზუფრუქტის წესით მოსარგებლედ იყო რეგისტრირებული და ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ მხოლოდ ჩვენი მიმართვის შემდეგ დაიწყო ორგანიზაციულ-სამართლებრივი პროცედურები მოცემული ჩანაწერის გასაუქმებლად. საჯარო წყაროებით ვერ მოვიძიეთ ამ მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული ავტოდრომის სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია 2023 წლის 1-ელ სექტემბრის შემდეგ. 2024 წლის 23 თებერვალს მივმართეთ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას და ვთხოვეთ, მოეწოდებინათ სარგებლობის უფლებასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია და დოკუმენტები. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ 2024 წლის 11 მარტს გვაცნობა, რომ ამ მიწის ნაკვეთზე გაცემული სარგებლობის უფლების ვადა 2023 წლის 1-ელ სექტემბერს ამოიწურა და მიმდინარე წლის 11 მარტის მდგომარეობით ის სარგებლობაში არ არის გაცემული. ამ პასუხმა დაადასტურა ჩვენი ვარაუდი, რომ პოლიტიკური შემწირველის კომპანია უკანონოდ სარგებლობს მუნიციპალური ქონებით. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ქალაქ ბათუმის მერიის შიდა აუდიტის სამსახურს, მიიღონ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები“,- ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. BPN.GE
  8. 2024 წლის აგვისტოში წლიურად, ყველაზე გაძვირებულ 10 საკვებ პროდუქტს შორის ლიმონიც მოხვდა. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, წელს აგვისტოში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, პროდუქტის ფასი 18.4%-ით გაიზარდა. „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა თუ როგორია ლიმონის იმპორტის მაჩვენებლები და რა ჯდება 1 კგ პროდუქტის შემოტანა ქვეყანაში. სტატისტიკის მიხედვით, წელს, იანვარ-ივლისში საქართველომ 1.446 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 2 063 ტონა ლიმონი შეიძინა, რაც მცირედით ჩამორჩება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, თუმცა, თანხობრივად აღემატება. კერძოდ, შარშან 7 თვეში საქართველომ 2 206 ტონა პროდუქტში 994.5 ათასი აშშ დოლარი გადაიხადა, გამოდის, შარშან 1 კგ იმპორტირებული ლიმონის ფასი 45 ცენტი იყო, წელს 70 ცენტია (შენიშვნა: ფასი დაანგარიშებულია საშუალო მონაცემებით, გადასახადების გარეშე). რაც შეეხება ქვეყნებს, წელს იმპორტირებული პროდუქტის 65% თურქეთზე მოდის, რომელსაც სამხრეთ აფრიკა მოჰყვება 22%-ით. უფრო კონკრეტულად, წელს, იანვარ-ივლისში ლიმონი შემდეგი ქვეყნებიდან შემოვიდა: თურქეთი - 1 347 ტონა (522.2 ათასი აშშ დოლარი) – 1 კგ საშუალოდ 39 ცენტი; სამხრეთი აფრიკა - 456.8 ტონა (396.2 ათასი აშშ დოლარი) – 1 კგ საშუალოდ 87 ცენტი; ნიდერლანდები - 154.2 ტონა (448.8 ათასი აშშ დოლარი) – 1 კგ საშუალოდ 2.9 აშშ დოლარი; ეგვიპტე - 103.7 ტონა (76.8 ათასი აშშ დოლარი) – 1 კგ საშუალოდ 74 ცენტი. ასევე, მცირე რაოდენობით იმპორტი განხორციელდა პერუდან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებიდან და ჩინეთიდან. შენიშვნა: ფასი დაანგარიშებულია საშუალო მონაცემებით, გადასახადების გარეშე. ავტორი: ნინი ქეთელაური
  9. როცა წარმატებას აღწევ, მადა გეხსნება და მეტი გსურს - რაც მთავარია, მოთამაშეებმა დაიჯერეს, რომ ბევრი შეუძლიათ, - ამის შესახებ ერთა ლიგაზე ჩეხეთთან პირველი ტურის მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა განაცხადა. როგორც სანიოლმა აღნიშნა, ჩეხეთის სპეციფიკური გუნდი ჰყავს და საქართველოს ნაკრებს წარმატებისთვის შეიძლება უფრო მეტი ძალისხმევა დაგვჭირდეს, ვიდრე ჰამბურგში. „მოგეხსენებათ, მეტოქის რიგებში, ფაქტობრივად, იგივე ფეხბურთელები ითამაშებენ, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზეს. აქედან გამომდინარე, დაახლოებით იმავე თამაშს ველით. ჩეხეთი სპეციფიკური გუნდია. ახლა წარმატებისთვის იქნებ უფრო მეტი ძალისხმევა დაგვჭირდეს, ვიდრე ჰამბურგში, სადაც ძალიან გაგვიჭირდა. მოთამაშეებმა იციან, როგორი სტილის მატჩს უნდა ველოდოთ და ეს ჩვენი უპირატესობაა, ვიცოდეთ, რისი გაკეთება მოგვიწევს. როცა წარმატებას აღწევ, მადა გეხსნება და მეტი გსურს. ვეცდებით, კიდევ მივაღწიოთ ამას! ამ შემადგენლობიდან ოცმა ფეხბურთელმა ჩემპიონატზე ითამაშა. იციან, მათგან ისეთივე მონდომებასა და პროფესიონალიზმს მოვითხოვთ. ფსიქოლოგია სამწვრთნელო პროცესში ყოველთვის მნიშვნელოვანია. მოთამაშეებმა დაიჯერეს, რომ ბევრი შეუძლიათ, რაც მთავარია. ერთა ლიგა ზოგიერთი გუნდისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, ჩვენ კი ამის ფუფუნება არ გვაქვს. უნდა ვისწავლოთ და გავაცნობიეროთ, მაღალი მიზნებისთვის რამდენად ვიბრძოლებთ", - განაცხადა ვილი სანიოლმა, რომლის კომენტარსაც sportall.ge ავრცელებს. შეგახსენებთ, 7 სექტემბერს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის გათამაშების პირველი ტურის შეხვედრას ჩეხეთის ნაკრებთან გამართავს. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე გაიმართება. იპნ
  10. ბუნდესტაგის წევრი, ნილს შმიდი აღნიშნავს, რომ მთავრობის მიმდინარე პოლიტიკის პირობებში არ არსებობს ვარიანტი, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს. ამის შესახებ მან თბილისში ვიზიტის ფარგლებში პრესკონფერენციაზე ისაუბრა. საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდნენ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა ურთიერთობათა კომიტეტის ფრაქციათა სპიკერები დებორა დიურინგი, იურგენ ჰარდტი, ულრიხ ლეხტე და ნილს შმიდი. მათ მოგვიანებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ ხელისუფლების ამჟამინდელი კურსი ბლოკავს საქართველოს ევროკავშირისკენ გზას. პუბლიკა
  11. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, მარგარიტის სხინასი ორშაბათს ერევანს ეწვევა, რათა დაიწყოს დიალოგი ევროკავშირსა და სომხეთს შორის ვიზალიბერალიზაციის შესახებ, - ამის შესახებ ევროკომისიის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც დღეს გამოქვეყნდა. „მარგარიტის სხინასი ერევანში, სომხეთი შეხვდება სომხეთის პრეზიდენტს ვაჰაგნ ხაჩატურიანს, პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს, სომხეთის ვიცე-პრემიერს მჰერ გრიგორიანს, საგარეო საქმეთა მინისტრს არარატ მირზოიანს, სიტყვით გამოვა სიტყვით ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში და მონაწილეობას მიიღებს ვიზალიბერალიზაციის დიალოგის დაწყებაში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. იპნ
  12. მეგობრებო, მთავარია თქვენ მოხვიდეთ არჩევნებზე - ქართველი ხალხის გასაკეთებელს ვერავინ გააკეთებს, პარტნიორები მოგვეხმარებიან ხმების დაცვაში, მაგრამ გადაწყვეტილებას ჩვენს ნაცვლად ვერავინ მიიღებს, არც უნდა მიიღოს, ეს ქვეყანა არის ჩვენი! ხელისუფლების ერთადერთი წყარო არის ხალხი. ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1078979910304047/
  13. “ოცნება” არათუ ევროკავშირში ვერ შეიყვანს საქართველოს, არამედ ჩვენს პარტნიორებთან გაფუჭებულ ურთიერთობებსაც ვეღარ გამოასწორებს. ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/952330260053619/
  14. საქართველოს პროკურატურის ცნობით, გამოძიების მიერ საბანკო სექტორიდან ამოღებული ინფორმაციის ანალიზით დგინდება, რომ შპს ,,მორგან ლიმიტედის“ სახელით მოქმედი თაღლითური ქოლ-ცენტრის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პირმა, რომელიც გატარებული ღონისძიების ფარგლებში მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია, ევროპელი მოსახლეობისგან თანხების თაღლითურად დაუფლების პერიოდში ჯამში მილიონ დოლარზე მეტი თანხა ჩარიცხა დავით კეზერაშვილის, კეზერაშვილის დის და კეზერაშვილის დის შვილის საბანკო ანგარიშებზე. როგორც საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, ამ მიმართულებით აქტიურად გრძელდება გამოძიება, მათ შორის უცხოელი კოლეგების ჩართულობით და შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისთანავე, საზოგადოებას დამატებით ეცნობება. „საქართველოს პროკურატურამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავებთან თანამშრომლობით, საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, რომელშიც ასევე ჩართული არიან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა. ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებულია და ბრალი წარედგინა ქოლ-ცენტრების საქმიანობაში ჩართულ 4 პირს, ასევე დაუსწრებლად წარედგინა ბრალი ორ ფიზიკურ პირს და ერთ იურიდიულ პირს. ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ უკრაინის მოქალაქის მიერ საქართველოში დაფუძნებული კომპანიის - შპს ,,მორგან ლიმიტედი“-ს ბაზაზე, საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ, ჩამოყალიბდა და 2019-2021 წლებში ფუნქციონირებდა შეთანხმებულად მოქმედი სტრუქტურული ფორმის მქონე დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის მიზანს მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღება და შემდგომში ფულის გათეთრება წარმოადგენდა. შპს ,,მორგან ლიმიტედი“-ს სახელით იჯარით აღებულ ფართში მოწყობილი ქოლ-ცენტრის თანამშრომლები, სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით, უკავშირდებოდნენ ევროპული ქვეყნების მოქალაქეებს და მოტყუებით იყოლიებდნენ, წინასწარ შექმნილ ყალბ სავაჭრო პლატფორმებზე განეხორციელებინათ თითქოსდა მომგებიანი ინვესტიცია. თაღლითური ქოლ-ცენტრის თანამშრომლები დისტანციურად უკავშირდებოდნენ დაზარალებულებს ელექტრონულ მოწყობილობებზე, არეგისტრირებდნენ მათ სავაჭრო პლატფორმებზე, კრიპტო ბირჟებზე და დაზარალებულების თანხით შეძენილ ვირტუალურ აქტივებს რიცხავდნენ კრიმინალური ორგანიზაციის კონტროლირებად ელექტრონულ საფულეებზე. აღნიშნულის პარალელურად, ყალბ პლატფორმებზე სიმულაციური ქმედებებით დაზარალებულებს აჩვენებდნენ ინვესტირებული თანხების ზრდას, ხოლო დაბანდებული თანხისა და მოგების უკან დაბრუნების მოთხოვნის შემთხვევაში, წყვეტდნენ ყოველგვარ კომუნიკაციას. აღნიშნული გზით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თაღლითურად დაეუფლნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, სლოვენიისა და სლოვაკეთის რესპუბლიკების მოქალაქეების კუთვნილ დაახლოებით 3 170 000 ევროს. თაღლითურად დაუფლებული აქტივებისთვის კანონიერი სახის მისაცემად ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა მოახდინეს ხსენებული თანხების მათ მიერ კონტროლირებად საბანკო ანგარიშებზე განთავსება და ჩართვა ეკონომიკურ ბრუნვაში, მათ შორის უძრავ-მოძრავი ქონებების შეძენის გზით. გამოძიების მიერ საბანკო სექტორიდან ამოღებული ინფორმაციის ანალიზით დგინდება, რომ შპს ,,მორგან ლიმიტედის“ სახელით მოქმედი თაღლითური ქოლ-ცენტრის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პირმა, რომელიც გატარებული ღონისძიების ფარგლებში მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია, ევროპელი მოსახლეობისგან თანხების თაღლითურად დაუფლების პერიოდში ჯამში მილიონ დოლარზე მეტი თანხა ჩარიცხა დავით კეზერაშვილის, კეზერაშვილის დის და კეზერაშვილის დის შვილის საბანკო ანგარიშებზე. ამ მიმართულებით აქტიურად გრძელდება გამოძიება, მათ შორის უცხოელი კოლეგების ჩართულობით და შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისთანავე, საზოგადოებას ეცნობება დამატებით. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ასევე დადგენილია, რომ ერთ-ერთი დაკავებულის ხელმძღვანელობით ქ. თბილისში დღეის მდგომარეობითაც მოქმედებდა მსხვილი თაღლითური ქოლ-ცენტრი, რომელშიც მიმდინარე წლის 5 სექტემბერს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია ასეულობით კომპიუტერი და მობილური ტელეფონი, შავი ჩანაწერები და დანაშაულთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია. იდენტიფიცირებული არიან თაღლითური ქოლ-ცენტრის საქმიანობაში ჩართული სხვა პირებიც. ბრალდებულთა კუთვნილი საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია ჯამში 800 000 აშშ დოლარზე მეტი ფულადი თანხა, ძვირადღირებული ნივთები და სატრანსპორტო საშუალებები. სასამართლო განჩინების საფუძველზე, ყადაღა დაედო ბრალდებულების და მათთან დაკავშირებული პირების კუთვნილ რამდენიმე მილიონი ლარის ღირებულების აქტივებს - ბრალდებულების საბანკო ანგარიშებს და მათ საკუთრებაში არსებულ უძრავ და მოძრავ ქონებას, რითაც არ მიეცათ მათი შემდგომი განკარგვისა და გადამალვის შესაძლებლობა. დანაშაულებრივი წარმომავლობის ქონებების სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს. პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 9 დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აქვე საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2021-2024 წლებში, პროკურატურამ, ე.წ თაღლითური ქოლ-ცენტრების წინააღმდეგ საქართველოს ტერიტორიაზე რამდენიმე ფართომასშტაბიანი ღონისძიება ჩაატარა. ჩატარებული ღონისძიებების ფარგლებში, პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩართულობით, რამდენიმე ლოკაციაზე განხორციელდა ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების, ათეულობით ფიზიკური პირის, მათი საცხოვრებელი ბინების, ავტომანქანების და სამუშაო ადგილების ჩხრეკა. ამოღებულია ასეულობით ელექტრონული მატარებელი, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა. ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის და ფულის გათეთრების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმიანობაში ჩართული ჯამში 89 ფიზიკური და 7 იურიდიული პირის მიმართ დაიწყო. დაზარალებულად ცნობილია ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ასეულობით მოქალაქე, რომელთა ზიანის საერთო ოდენობა აღემატება - 30 მილიონ ლარს. ასევე, ყადაღა დაედო სავარაუდოდ დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ აქტივებს, რომელთა ღირებულება 90 მილიონ ლარს აღემატება. ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ ეტაპისათვის, საქართველოს პროკურატურა მონაწილეობს ორ საერთაშორისო ერთობლივ საგამოძიებო ჯგუფში და ევროჯასტის კოორდინაციით ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს გამოძიებას ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით“, -აცხადებენ საქართველოს პროკურატურაში.
  15. NATO Secretary General Jens Stoltenberg speaks during a press conference ahead of the alliance's Defence Ministers' meeting at the NATO headquarters in Brussels on March 15, 2022. (Photo by Kenzo TRIBOUILLARD / AFP) ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკის ოლქში ბევრს მიაღწია. თუმცა, ამასთან, აღნიშნავს, რომ რთულია განისაზღვროს, როგორ განვითარდება სიტუაცია აღნიშნულ ტერიტორიაზე. ნატოს გენერალური მდივნის თქმით, უკრაინას აქვს უფლება, დაიცვას საკუთარი თავი, მათ შორის, დისტანციური რაკეტებით რუსეთის სამხედრო ობიექტებზე დარტყმითაც. პუბლიკა
  16. The Washington Post საქართველოში მიმდინარე მოვლენებს სარედაქციო სტატიით ეხმაურება, სადაც „ქართულ ოცნებას“ პრორუსულ და ავტორიტარულ ჯგუფად მოიხსენიებს. სტატიაში საუბარია, 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე და ნათქვამია, რომ ეს შესაძლოა ბოლო მოწოდება იყოს ქართული დემოკრატიისთვის, ხოლო აშშ-ს შეუძლია მეტი გააკეთოს მის გადასარჩენად. ამასთან, The Washington Post წერს რუსული კანონის შესახებ და ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ აღნიშნული რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ შემუშავებული კანონმდებლობის მიხედვით მიიღო. პუბლიკაციაში განხილულია ის პროცესები, რომლებიც საქართველოში რუსული კანონის მიღებას ახლდა თან. საუბარია პროტესტსა და ვეტოს დაძლევაზე, კანონის საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვაზე და ასევე მექანიზმზე, თუ როგორ მუშაობს კანონი. ამასთან, სტატიაში აღნიშნულია, რომ მსგავსი კანონები სხვადასხვა რეპრესიულ საზოგადოებებში სამოქალაქო ჯგუფების სტიგმატიზაციისა და მათი დაფინანსების ჩახშობისთვის გამოიყენეს. პუბლიკაციაში ასევე ხაზგასმულია პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადება, სადაც ის საუბრობს ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე – აღნიშნულს გამომცემბლობა მუქარადა აფასებს. პუბლიკაციაში ვკითხულობთ, რომ მუქარა ეხება ყველა ოპოზიციურ პარტიას, მათ შორის „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დააფუძნა და რომელიც ამჟამად პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებითაა ციხეში. სტატიაში აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნების“ უკან მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დგას, რომელიც ნიშნავდა ოპოზიციას, როგორც გლობალური კონსპირაციის მონაწილეებს, ამასთან, WP წერს, რომ „ქართული ოცნების“ მტკიცებით, ოპოზიციამ, სააკაშვილის მეთაურობით 2008 წლის აგვისტოს ომის პროვოცირება მოახდინა – აღნიშნულს მედია „აბსურდს“ უწოდებს. დასასრულს, The Washington Post-ის სტატიაში ვკითხულობთ, რომ გამოკითხვების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეების 2/3 თვლის, რომ ქვეყანა არასწორ გზაზე დგას და დროა, მმართველი გუნდი შეიცვალოს. აღნიშნულია, რომ მსგავსი განწყობები განსაკუთრებით მძაფრია ახალგაზრდებში და ისინი მოახლოებულ არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით წარდგენას აპირებენ. პუბლიკა
  17. სენატორმა ჯინ შაჰინმა National Journal-თან ინტერვიუში ისაუბრა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, გამოთქვა შეშფოთება რუსულ კანონთან, ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან და მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით. სენატორმა აღნიშნა, რომ მთავრობის განცხადებები არ ქმნის სურათს, რომ არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად ჩატარება. შაჰინის თქმით, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების განცხადებით, კანონის მოქმედების ფონზე ისინი ვერ შეძლებენ ქვეყანაში ოპერირებას, ხოლო მიღებული კანონი ჰგავს რუსეთში მიღებულს, რომელმაც გააქრო ძალიან ბევრი სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები რუსეთში. ჯინ შაჰინის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ირწმუნება, რომ რუსული კანონი გამჭვირვალობას ემსახურება, თუმცა რეალურად, კანონის მიზანი ეს არ არის. ჯინ შაჰინის განცხადებით, კიდევ უფრო შემაშფოთებელია იმის დანახვა, რომ ვიზიტის შემდეგ საქართველო ხელისუფლება ყველა ოპოზიციური პარტიის დაშლაზე საუბრობს. არჩევნებთან დაკავშირებით, შაჰინი გამოთქვამს შეშფოთებას და აღნიშნავს, რომ უფრო მეტი ნაბიჯი იდგმება დემოკრატიის უკან დახევისკენ, რაც არ შეესაბამება ქართველი ხალხის ნებას. მისი თქმით, საკმაოდ რთულია იმის დანახვა, როგორ შეინარჩუნებს საქართველო დემოკრატიას იმ შემთხვევაში, თუ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ იქნება.
  18. ამერიკელი სენატორის ჯინ შაჰინის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თხოვნა იყო, რომ აშშ-ს შეეწყვიტა სამოქალაქო საზოგადოების ყველა ორგანიზაციის დაფინანსება, რომლებიც შესაძლოა, კრიტიკულად იყვნენ განწყობილი ქართული ოცნების ხელისუფლების მიმართ. ამის შესახებ შაჰინმა National Journal-თან ინტერვიუში განაცხადა, სადაც საქართველოში ვიზიტი შეაჯამა. დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი და რესპუბლიკელი კონგრესმენი მაიკ ტერნერი საქართველოში ვიზიტით 9-11 აგვისტოს იმყოფებოდნენ. ისინი შეხვდნენ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, ხოლო „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა დელეგაციასთან შეხვედრაზე უარი თქვა. ჯინ შაჰინმა თქვა, რომ მთავრობის თავმჯდომარეს გაუზიარა შეშფოთება უცხოელი აგენტების კანონთან დაკავშირებით. „ისინი აცხადებენ, რომ ეს კანონი გამჭვირვალობისთვისაა, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის. საუბარია სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებაზე, ნებისმიერ განსხვავებულ აზრთან დაპირისპირებაზე. პრემიერ-მინისტრთა შეხვედრაზე ჩვენ ვსაუბრობდით აშშ-სთან საქართველოს ურთიერთობებზე, გამოვხატეთ შეშფოთება ამ ურთიერთობების გაუარესებაზე და ქართული ოცნების ნების არარსებობაზე, უპასუხოს ამ წუხილებს. და მისი ერთი თხოვნა იყო, რომ შევწყვიტოთ ყველა სამოქალაქო საზოგადოების დაფინანსება, რომლებიც შესაძლოა კრიტიკულები იყვნენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ. კონგრესმენი ტერნერი ძალიან მკაფიო იყო. მან თქვა: „ეს არის დემოკრატია”. იგი განსხვავებული აზრის ჩახშობას არ გულისხმობს. კრიტიკა დემოკრატიის ნაწილია“, — განაცხადა შაჰინმა. სენატორის კიდევ უფრო შემაშფოთებლად აფასებს საქართველოს ხელისუფლების რიტორიკას ყველა ოპოზიციური პარტიის აკრძალვაზე. „პრინციპში, ისინი საუბრობენ ავტოკრატიად გადაქცევაზე. მათ უნდათ იყვნენ დიქტატურა და არა დემოკრატია“, — დასძინა შაჰინმა. ჯინ შაჰინს ესმის, რომ საქართველოს რთული გეოგრაფიული მდებარეობა აქვს, მაგრამ მისთვის გაუგებარია, რატომ იმეორებს საქართველოს რუსულ კანონებს, როდესაც როცა რუსეთის ფედერაციას ოკუპირებული აქვს მისი ტერიტორიის 20%. სენატორმა განმარტა აშშ-ის მხრიდან საქართველოში სამხედრო წვრთნების „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადება: „როგორც თავდაცვის მინისტრს და პრემიერს ვუთხარით, ჩვენთვის ძნელია გავამართლოთ ჯარების მონაწილეობა და სამხედრო წვრთნები მთავრობასთან, რომელიც აცხადებს, რომ შეერთებული შტატები მის დამხობას ცდილობს. თქვენ გაქვთ ეს შეთქმულების თეორია, რომ შეერთებული შტატები ხელისუფლების დამხობას ცდილობს. ჩვენ არ გვინდა რაიმეს გაკეთება, რაც ხელს შეუწყობს ამ შეთქმულების თეორიას“, — განაცხადა ჯინ შაჰინმა. ნეტგაზეთი ამ თემაზე:
  19. AFP-ის ინფორმაციით, გერმანიის მთავრობის სპიკერმა პარასკევს, ფრანკფურტში გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა დაადასტურა. შეხვედრას „ერთი-ერთზე“ სახე ექნება და გაიმართება მას შემდეგ, რაც უკრაინის სამხედრო მხარდამჭერები, მათ შორის, შეერთებული შტატები, შეიკრიბებიან გერმანიაში აშშ-ს საჰაერო ბაზაზე, რათა კოორდინაცია გაუწიონ კიევის მხარდაჭერას. მედიის ცნობით, შეხვედრაზე ზელენსკის დასწრება ხაზს უსვამს სიტუაციის სერიოზულობას. პუბლიკა
  20. „აზოვის“ მებრძოლებმა დონეცკის ოლქის ნიუ-იორკის დასახლების ნაწილი დაიბრუნეს. უკრაინის ეროვნული გვარდიის მე-12 სპეცდანიშნულების ბრიგადის "აზოვის" ჯარისკაცებმა ტორეცკის მიმართულებით ნიუ-იორკის დასახლების ნაწილი თავდაცვის ძალების კონტროლის ქვეშ დააბრუნეს და უკრაინელი სამხედროები რუსული ალყიდან გაათავისუფლეს, - ინფორმაციას „აზოვი“ „ტელეგრამ“ არხზე ავრცელებს. „ბრიგადის მებრძოლების მაღალი საბრძოლო სულისკვეთების, გამბედაობისა და პროფესიონალიზმის წყალობით, "აზოვმა" მოახერხა სიტუაციის სტაბილიზაცია, ნიუ-იორკის ნაწილის კონტროლის ქვეშ დაბრუნება და მტრის მიერ ალყაში მოქცეული თავდაცვის ძალების გათავისუფლება“, - აცხადებენ ბრიგადაში. ამასთან, მათი ინფორმაციით, დასახლება ნიუ-იორკში ვითარება კვლავ დაძაბულია და დღის განმავლობაში რუსები ბრიგადის პასუხისმგებლობის ზონაში15-მდე შეტევას ახორციელებენ. „მტერმა არაერთხელ განაცხადა, რომ მან მთლიანად აქვს ოკუპირებული ნიუ-იორკი, თუმცა ეს არის ოკუპანტების მორიგი მანიპულირება. თავდაცვის ძალები დასახლების ნაწილს აკონტროლებს და ყველაფერს აკეთებს უკრაინის ტერიტორიების გასათავისუფლებლად“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. იპნ
  21. დღეს ივანიშვილი გვართმევს თავისუფლებას, ნამდვილ მშვიდობას, ნამდვილ სუვერენიტეტს და იმ მომავალს, რომელიც ევროკავშირში ჩვენ და ჩვენ შვილებს გველოდება. თეონა აქუბარდია, “გახარია საქართველოსთვის” გუნდის წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/523430596741795/
  22. “ოცნებისთვის” სასურველია და კომფორტულია იყვნენ პირველ, მეორე და მესამე “ნაციონალურ მოძრაობასთან” - "ლელოსთან” ერთად, ეს არის მათი მიზანი. მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1055584389623962/
  23. გახარიას გუნდის წევრების შეხვედრა ბეჩოს თემში (ფოტოები)
  24. უკრაინის პარლამენტმა ირინა ვერეშჩუკი დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრის პოსტიდან გაათავისუფლა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ფრაქცია „ხალხის ხმის“ დეპუტატზე, იაროსლავ ჟელეზნიაკზე დაყრდნობით ავრცელებს. დეპუტატის თქმით, გადაწყვეტილებას ხმა 255-მა სახალხო დეპუტატმა დაუჭირა. შეგახსენებთ, უკრაინის უმაღლესმა რადამ 4 სექტემბერს გამართულ სხდომაზე განცხადებას ირინა ვერეშჩუკის განცხადებას ვიცე-პრემიერ-მინისტრის და უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ მხარი არ დაუჭირა იპნ
  25. "ოცნება" ტყუილებით ცდილობს საზოგადოებაზე ზემოქმედება მოახდინოს და ამ ტყუილებს წინა საარჩევნო მიზნებისთვის იყენებს. ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1502265804501763
×
×
  • შექმენი...