Jump to content
Planeta.Ge

შანკარადევა

პლანეტელი
  • პოსტები

    672
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი შანკარადევა

  1. თქვენი ეს მოსაზრება სხვათაშორის რაღაცა ძალიან ახლოსაა ბრიტანელი ეზოთერიკის და ნეო-გნოსტიკოსის - დევიდ აიკის იდეებთან. თითქოს დეჟა ვუ მჭირს. სუფთა დევიდ აიკი ხართ მგონი.))
  2. ეძღვნება ელენა ბლავატსკაიას ხსოვნას წინასიტყვაობა ქრისტიანი დოგმატიკოსები ამტკიცებენ, რომ რეინკარნაცია ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას, მოდით განვიხილოთ ეს საკითხი. მართლმადიდებლური არგუმენტი: „ამდენად, ადამიანის ინდივიდუალობაც ილუზიაა. მაშ, ვინაა სიყვარულის სუბიექტი? თუ მოყვარული სხეულებრივი ადამიანია, მაშინ გამოდის, რომ უყვარს ილუზიას, ხოლო თუ მოყვარული ატმანია მაშინ საკუთარ სიყვარულთან ანუ ეგოცენტრიზმთან და თვითგაღმერთებასთან გვაქვს საქმე, ე.ი. თუ ადამიანს უყვარს სხვა ადამიანი, როგორც ინდივიდუმი, მას უყვარს მირაჟი და ილუზია, ხოლო, თუ ადამიანს ატმანი უყვარს, მაშინ, რადგან ატმანი ერთია, ამიტომ მას საკუთარი თავი უყვარს. ინდუიზმის უმთავრესი „დოგმატია“: „შენ ხარ ის“ (სანსკ. „ტატ ტვამ ასი“). რა სიყვარულზე შეიძლება ამ შემთხვევაში ვილაპარაკოთ, როცა სიყვარულის ობიექტი და სუბიექტი ერთი და იგივეა: ატმანს უყვარს საკუთარი თავი ბრაჰმანის სახით და პირიქით. მაშ ვინ უყვარს და ვის ერწყმის იოგი, თუ ყოველივე ილუზიაა, ხოლო მისი ატმანი აბსოლუტის იგივეობითია? ამის გამოა, რომ იოგი სიყვარულსაც ისეთივე დამღუპველ ვნებად მიიჩნევს, როგორც სიძულვილს, რადგან იგი მას მატერიალურ ე.ი. ილუზორულ სამყაროზე აჯაჭვავს.“ (წყარო: მართლმადიდებელი აპოლოგეტის ზურაბ ეკალაძის მართლმადიდებლური სტატია - „რეინკარნაცია და ქრისტიანობა“ www.orthodoxy.ge) კონტრარგუმენტი #1: ჯერ ეს ერთი დავიწყოთ იმით, რომ ადამიანის ინდივიდუალობა ილუზია არაა, ადამიანს ვედების მიხედვით გააჩნია ორგვარი მე, ესენია; ჭეშმარიტი მე - ჯივატმანი (ინდივიდუალური ცოცხალი სული) და ცრუ-ეგო - ასმიტა-შაკტი (აჰამკარა). ცრუ-ეგო დროებითია (და ნადგურდება ხორციელი სხეულის სიკვდილის შემდეგ), ჯივატმანი, ჭეშმარიტი მე, ინდივიდუალური სული - მარადიულია. ინდივიდუალური სული განაგრძობს არსებობას ფიზიკური სხეულის სიკვდილის შემდეგ. ახლა რაც შეეხება იმას რაც თქვენ თქვით ბრაჰმანთან დაკავშირებით, იდეა, რომ ადამიანის ატმანი და ბრაჰმანი (აბსოლუტი) იდენტურია (ერთი და იგივეა), განეკუთვნება ადვაიტა-ვედანტას იმპერსონალისტურ ფილოსოფიას. ადვაიტას მისდევს ინდუისტების ძალიან მცირე ნაწილი. ინდუისტების 71% (700 მილიონი ადამიანი), მისდევს ვაიშნავურ რელიგიას (ვიშნუიტურ მონოთეიზმს). ვიშნუს (კრიშნას) მიმდევარი, ვაიშნავი, არასოდეს არ იტყვის, რომ ადამიანი და ღმერთი ერთი და იგივეა, ვაიშნავური ბჰაქტი-იოგა მკაფიოდ გამოხატავს აზრს იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობს მარადიული სხვაობა ადამიანის სულსა და უფლის (იშვარას) სულს შორის, ადამიანის მიზანი ვიშნუ-ბჰაქტის თანახმად, არის იყოს დევა-დასა - უფლის (ღვთის) მარადიული მსახური და ჰქონდეს უფალთან მარადიული სიყვარული. ვიშნუიზმის მიხედვით არსებობს უფალთან ურთიერთობის 5 ფორმა: შანტა-ბჰავა - ნეიტრალური დამოკიდებულება, დასა-ბჰავა - იყო უფლის მსახური, საკჰია-ბჰავა - იყო უფლის მეგობარი, ვატსალია-ბჰავა - იყო უფლის შვილი ან მოიქცე ისე თითქოს უფალი არის შენი შვილი ან ძმა და მადჰურია-ბჰავა - უფალთან ურთიერთობა, როგორც შეყვარებულთან. ვაიშნავიზმში ამას ეწოდება - რასა. „რასა“ ნიშნავს გემოს, ვაიშნავური სწავლების მიხედვით არსებობს ღვთაებრივი სიყვარულის ნექტარის მრავალი ფორმა და მათ შორის უმაღლესი ფორმაა - მადჰურია. ვაიშნავიზმში უფალი მოიაზრება, როგორც სამყაროს დამცველი და უზენაესი განმცხრომელი (ადი-პურუშა). შივაიზმი არსებობს როგორც მონოთეისტური (შივა-ბჰაქტი), ასევე იმპერსონალისტური, პანთეისტური (ბჰაირავა-ტანტრა). მიუხედავად ამისა, თვით იმპერსონალისტურ სწავლებებშიც კი არსებობს ბჰაქტი-იოგა, იმპერსონალისტურ სწავლებებში ფუნდამენტურია გიანა-იოგა (ჯნანა-იოგა) - შემეცნების იოგა, იოგა, რომელიც გვემხარება აბსოლუტის ინტელექტუალურ შემეცნებაში, მაგრამ არის ბჰაქტიც. შრი შანკარა აჩარია, ადვაიტა-ვედანტას ერთ-ერთი ფუძემდებელი და შრი ბადარაიანა არ უარყოფდნენ ბჰაქტი-იოგას, რადგანაც ადვაიტას მიხედვით არსებობს ყოფიერების სამი საფეხური, რეალობის სამი დონე, უმდაბლესიდან უმაღლესამდე: 1) პრატიბჰასიკა - ფიზიკური რეალობა, 2) ვიავაჰარიკა - იშვარა (პიროვნული უფალი და ნატიფი სამყარო) და 3) პარამარტჰიკა - უმაღლესი რეალობა, აბსოლუტური ჭეშმარიტება - პარაბრაჰმანი (უპიროვნო აბსოლუტი). შრი შანკარას მიხედვით პირველ ადგილზე დგას გიანა-იოგა, მეორე ადგილას ბჰაქტი-იოგა, მესამე ადგილას კარმა-იოგა. გიანა-იოგები ერწყმიან უპიროვნო ბრაჰმანს, ბჰაქტი-იოგები მიდიან იშვარას სამყაროში (ჰირანიაგარბჰას - ოქროსფერი კოსმიური კვერცხის დონეზე), ხოლო კარმა-იოგები რეინკარნაციას განიცდიან ინდრას პლანეტაზე ან დედამიწაზე კარგ სხეულებში და კომფორტულ მატერიალურ პირობებში. შრი ბადარაიანა, შრი გაუდაპადა და შრი შანკარა ბჰაქტის გზას და იშვარას (პიროვნულ ღმერთს) არ უარყოფდნენ. შანკარა ამბობდა: „ბრაჰმანი რეალურია, სამყარო - არარეალურია“, ვიშნუ-ბჰაქტები ამბობენ: „სამყარო რეალურია, ღმერთი (იშვარა) რეალურია“, პარაადვაიტას, აგჰორას და შაკტიზმის მიმდევრები ამბობენ: „ბრაჰმანი რეალურია, სამყარო რეალურია“ და „შაკტი განუყოფელია ბრაჰმანისგან“. შაკტების მტკიცებით მაიადევი (ილუზიის ენერგია) ბრაჰმანის განუყოფელი ნაწილია. სიყვარული არ არის დამღუპველი. არსებობს სამი სახის სიყვარული; კამა (ფიზიკური სექსუალური ვნება), ბჰაქტი (ადამიანური სიყვარული, უფლის ერთგულება) და პრემა (უმაღლესი ღვთაებრივი სიყვარული). კამა ესაა სიყვარული, რომელიც დაფუძნებულია უმეცრების მოდუსზე და ვნების მოდუსზე, ბჰაქტი ესაა სიყვარული, რომელიც წარმოადგენს ვნების და სათნოების მოდუსების ნარევს, ხოლო პრემა ესაა აბსოლუტურად სუფთა სულიერი სიყვარული ყოველგვარი ვნების გარეშე (რაჯასის გარეშე). სიყვარულის უმაღლესი ფორმაა - პრემა (ნირგუნა-სატვიკა-ბჰაქტი). ინდუიზმი (სანატანა დჰარმა) არ უარყოფს სიყვარულს, უბრალოდ საქმე იმაშია, რომ ინდუიზმი უარყოფს ბრმა რწმენას და სენტიმენტალიზმს, სიყვარული უნდა ეყრდნობოდეს სულიერ ცოდნას და ღრმა ცნობიერებას. რწმენა ცოდნის გარეშე, ინდუიზმის პოზიციიდან, არის აბსურდი. პრობლემა იმაშია, რომ ვედური ფილოსოფია და თეოლოგია რადიკალურად განსხვავდება აბრაამულისგან, ეს ქმნის სერიოზულ გაუგებრობებს ვედების შესწავლისას (იმ შემთხვევაში, თუ მკვლევარი არის აბრაამული მონოთეიზმის მიმდევარი პროფანი). მართლმადიდებლური არგუმენტი: „ინდუიზმში აბსოლუტი ერთადერთ ყოფიერებად, ერთადერთ ჭეშმარიტად არსებულ არსად მოიაზრება. ინდუიზმისათვის პიროვნება თვითგამოხატვა კი არ არის, არამედ თვითშეზღუდვაა. ინდური ტრიმურტი სამი პიროვნება კი არ არის, არამედ იგი აბსოლუტის მყოფობის სამ მოდუსს წარმოადგენს - ბრაჰმას, ვიშნუსა და შივას (შექმნა, შენახვა, მოსპობა) მათი მრავალნაირი ავატარების (გამოვლინებების) სახით. ამდენად, ამგვარი ღვთაების სიყვარული - ესაა უპიროვნო ძალის, ან ნიღბის სიყვარული“ (წყარო: მართლმადიდებელი აპოლოგეტის ზურაბ ეკალაძის მართლმადიდებლური სტატია - „რეინკარნაცია და ქრისტიანობა“ www.orthodoxy.ge) კონტრარგუმენტი #2: ინდუისტურ მონოთეიზმში (ძირითადად ვიშნუიზმში) და პოლითეიზმში (ბრაჰმანიზმში) ბჰაქტი ანუ პიროვნული უფლის სიყვარული არ არის ილუზიის სიყვარული. თვით პანთეისტურ ინდუიზმშიც კი ბჰაქტი არ ნიშნავს ილუზიის სიყვარულს, როგორც უკვე ითქვა, ადვაიტას მიხედვით არსებობს რეალობის სამი დონე: ფიზიკური სამყარო - არარეალური, იშვარა (დემიურგი) - პირობითად რეალური და პარაბრაჰმანი - აბსოლუტურად რეალური. რეალობა არ იყოფა ორ ნაწილად; რეალობად და ილუზიად, მაიას ტრანსფორმაციის შედეგად ფორმირდება სამი რეალობა, პირველია უპიროვნო მსოფლიო სული, მეორეა ნატიფი სამყარო და იშვარა და მესამეა ფიზიკური კოსმოსი. სამყარო იყოფა სამ დონედ ასევე: 1) იშვარა - კაუზალური სამყარო, 2) სუტრატმა - ასტრალური რეალობა და 3) ვაიშვანარა - ფიზიკური კოსმოსი, რომელიც ბრაჰმანის გამოვლინებაა, ისევე როგორც ზედა ორი დონე. კოსმოსი ესაა ღმერთის ღვთაებრივი სხეული. ადამიანის კაუზალურ სხეულს ეწოდება - პრაჯნია, ასტრალურს - ტაიჯასა, ხოლო ფიზიკურს - ვიშვა. ავატარა ესაა ღვთაებრივი პიროვნების გამოვლინება. შაკტიზმში და შივაიზმში, მით უმეტეს ვიშნუიზმში, არც ადამიანის მე და არც პიროვნული უფლის მეობა არ არის ცრუ და მოჩვენებითი. სამყაროც რეალურია და უფალიც. უბრალოდ საქმე იმაშია, რომ სამყარო ისეთივე რეალური არაა როგორც უფალი, უფალი არის უმაღლესი რეალობა, სამყარო - უმდაბლესი. სამყარო ფიზიკური, ესაა იშვარას ქმნილება, მისი უმდაბლესი მატერიალური გამოვლინება, ბაჰირანგა-შაკტი - მატერიალური ბუნება, მატერიალური ენერგია. თვითშეზღუდვა არის ცრუ-ეგო (აჰამკარა), რომელსაც მოაქვს ძალიან ნეგატიური რეზულტატები და ანგრევს, აბინძურებს ადამიანის ცნობიერებას. ეგოცენტრიზმი არის აფექტი, რომელიც უნდა დაძლეულ იქნას, ცნობიერება უნდა გასუფთავდეს აფექტებისგან, ამაშია საქმე და არა იმაში, რომ „პიროვნება თვითშეზღუდვაა“. ადამიანს აქვს ორი მე, როგორც უკვე ითქვა ზემოთ, არის ცრუ-ეგო - აჰამკარა და ჭეშმარიტი მე - ჯივატმა (ჯივა ატმანი - ცოცხალი სული). ადამიანთა უმრავლესობა ვერ ხედავს სხვაობას ეგოიზმსა და სულიერ მეს შორის და ეს განპირობებულია იმით, რომ ისინი ან არ იცნობენ ინდუისტურ ანთროპოლოგიას ან უბრალოდ უარყოფენ მას (შესაძლოა ვერ იგებენ, ესეც არაა გამორიცხული). პრობლემა ძევს ეგოში და არა სულიერ მეში. თქვენ უბრალოდ ეგოსა და სულს შორის სხვაობას ვერ ხედავთ, რაც ცხადია მხოლოდ თქვენი პრობლემაა, თქვენი და არა ვედისტების (ინდუისტების). ცრუ-ეგო (აჰამკარა) ზღუდავს სულიერ მეს (ჯივატმას). იმედია ახლა გასაგებია, უბრალოდ პრობლემა იმაშია, რომ იმისათვის რათა შეიმეცნო ადამიანმა ვედური თეოლოგია და ფილოსოფია, ერთ წიგნზე მეტი უნდა წაიკითხო და გქონდეს ხანგრძლივი ცოცხალი ურთიერთობა კონკრეტულად ინდუისტებთან. ინდუისტური თეოლოგიის, მითოლოგიის, ფილოსოფიის და მეტაფიზიკის შესასწავლად ადამიანს შეიძლება მთელი სიცოცხლე არ ეყოს, ესაა პრობლემა. აბრაამიზმი იოლი შესასწავლია, ვედური (დჰარმული) რელიგია - რთული. მართლმადიდებლური არგუმენტი: „ქრისტიანობაში ღვთისადმი სიყვარულს პიროვნული ხასიათი აქვს. ადამიანის პიროვნებას უყვარს ღვთაებრივი პიროვნება. ადამიანის პიროვნება ქრისტიანობის მიხედვით, ესაა ხატი ღვთისა, რომელსაც გააჩნია სიყვარული, სიბრძნე, თვითშემეცნება, შემოქმედებითი ძალა და თავისუფლება. ღვთის პიროვნება კი აბსოლუტური არსია“ (წყარო: მართლმადიდებელი აპოლოგეტის ზურაბ ეკალაძის მართლმადიდებლური სტატია - „რეინკარნაცია და ქრისტიანობა“ www.orthodoxy.ge) კონტრარგუმენტი #3: ბჰაქტი-იოგაშიც არის პიროვნული უფლის, როგორც შემოქმედის მიმართ პიროვნული სიყვარული, მათ შორის ადვაიტას იმპერსონალიზმშიც. მართლმადიდებლური არგუმენტი: „პლატონურ ჰილეფობიას და ინდუისტურ აკოსმიზმს ქრისტიანობა უპირისპირებს მოძღვრებას ადამიანის მატერიალური სხეულის, როგორც სულის საოცარი ინსტრუმენტის შესახებ. ქრისტიანული ანთროპოლოგიის ცენტრალური ცნება პიროვნებაა, რომელიც სულისა და სხეულის ერთიანობაა. სული და სხეული ერთდროულად წარმოიშობიან და ერთდროულად თანაარსებობენ სიკვდილამდე. სიკვდილი მათი დროებითი განშორებაა, რომელიც საყოველთაო აღდგომამდე გრძელდება, რომლის დროსაც მოხდება ადამიანის ერთადერთი ჭეშმარიტი რეინკარნაცია, ანუ მისი სული კვლავ შეიმოსავს ახალ, უხრწნელ, გასულიერებულ და ფერნაცვალებ სხეულს მარადიული ასიცოცხლისათვის“(წყარო: მართლმადიდებელი პოლოგეტის ზურაბ ეკალაძის მართლმადიდებლური სტატია - „რეინკარნაცია და ქრისტიანობა“ www.orthodoxy.ge) კონტრარგუმენტი #4: დავიწყოთ იმით, რომ დჰარმული რელიგიების მიხედვით სამყარო (მულტისამყარო) არის ციკლური, დრო და სივრცე არის ციკლური, სამყაროს ასაკი არის არა 7807 წელი, არამედ მრავალი მილიარდი წელი. თქვენ მიუთითებთ იმაზე, რომ უნდა დადგეს ერთ მშვენიერ დღეს „უკანასკნელი სამსჯავრო“ და ამის შემდეგ ყველაფერი დამთავრდება. ეს ასე არაა (ვედების მიხედვით). ვედების მიხედვით გლობალური ისტორიული პროცესი არის ციკლური. მეორეც; სხეული ფიზიკურის აღდგომა არ მოხდება, რადგანაც ხორციელი ფორმის „გასულიერება“ შეუძლებელია, ასეა ვედების მიხედვით. ხორციელი სხეული არის სულის (ატმანის) დროებითი ჭურჭელი. სული განიცდის რეინკარნაციას უსაწყისოდ, მაგრამ არა უსასრულოდ. სული მოგზაურობს სამყაროში სხეულიდან სხეულში, პლანეტიდან პლანეტაზე და აგროვებს გამოცდილებას. ამის გარდა, პლატონის ფილოსოფია ძალიან ჰგავდა ვაიშნავურს, ვაიშნავურ რელიგიაშიც არსებობს დუალიზმი სულიერ და მატერიალურ სამყაროებს შორის და კეთილი დემიურგის იდეა. მართლმადიდებლური არგუმენტი: „რეინკარნაციის თეორია ოჯახის ცნების პროფანაციას ახდენს. უბიწოება უფრო სულის მდგომარეობაა, ვიდრე სხეულისა, მაგრამ სადაა იგი, რა ფასი აქვს ქალწულობას, თუკი პატარა გოგონას სულმა წარსულ ცხოვრებაში უკვე ყველა სახის ცოდვა იგემა? სადაა მეუღლეთა ერთგულება, თუკი თითოეულმა მათგანმა უწინ უკვე მრავალგზის იქორწინა სხვებთან და მომავალშიც სხვაზე იქორწინებს?“(წყარო: მართლმადიდებელი აპოლოგეტის ზურაბ ეკალაძის მართლმადიდებლური სტატია - „რეინკარნაცია და ქრისტიანობა“ www.orthodoxy.ge) კონტრარგუმენტი #5: მნიშვნელობა აქვს კარმას, საკითხი თავიდანვე არასწორადაა დასმული. რეინკარნაცია არის არა რელიგიური დოგმა, არამედ ბუნების კანონი. ყოველი ახალი ინკარნაციისას ცოცხალ სულს ეძლევა ახალი სხეული და ახალი შანსი. როგორც ვედები ამბობენ“ აწმყო არის წარსულის რეზულტატი და მომავლის მიზეზი“. გაუგებარია რას გულისხმობთ სიტყვებში „რა ფასი აქვს“ ან „სადაა მეუღლეთა ერთგულება?“, ცოცხალი სულები განიცდიან რეინკარნაციას, მიუხედავად იმისა უნდათ ეს ადამიანებს თუ არა. ამის გარდა, ვიშნუ-პურანაში შრი ვიშნუ ამბობს, რომ მთელი სამყარო არის ერთი ოჯახი, მთელი კოსმოსი დასახლებულია ცოცხალი სულებით, რომლებიც ყველანი მისი შვილები არიან. რა მნიშვნელობა აქვთ მატერიალურ ურთიერთობებს და ქალწულობას, თუ გლობალურ მასშტაბში ეს ყველაფერი სრულებით უმნიშვნელოდ მოსჩანს? არავითარი. მთავარია არა „მეუღლეთა ერთგულება“ ან „ქალიშვილობა“, არამედ ბჰაქტი, გიანა და მუქტი (მოკშა). პრიორიტები არ გივარგათ. ბიბლიაში ძევს რეინკარნაციის შესახებ აშკარა თუ ცალსახა მინიშნებანი. „როცა ისინი მოდიოდნენ იესომ დაუწყო ლაპარაკი ხალხს იოანეზე: „რის სანახავად გახვედით უდაბნოში? ქარისაგან შერხეული ლერწმისა?“ (მათეს სახარება, თავი 11, სტროფი 7). „ვინაიდან ეს ის არის, ვისზედაც დაწერილია: აჰა, მე ვგზავნი შენს წინაშე ჩემს ანგელოზს, რომელიც განამზადებს შენს გზას შენს წინაშე“ ((მათეს სახარება, თავი 11, სტროფი 10). „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: დედაკაცთაგან ნაშობთა შორის არ აღმდგარა იოანე ნათლისმცემელზე უფრო დიდი; მაგრამ ცათა სასუფეველში უმცირესი მასზე დიდია“ (მათეს სახარება, თავი 11, სტროფი 11). „თუ მიღება გსურთ, იგია ელია რომელიც უნდა მოვიდეს“ (მათეს სახარება, თავი 11, სტროფი 14). „ჰკითხეს მას მოწაფეებმა: რატომ ამბობენ მწიგნობრები რომ პირველად ელია უნდა მოვიდესო?“ (მათეს სახარება, თავი 17, სტროფი 10). „ხოლო მან მიუგო პასუხად: „ელია ნამდვილად მოვა და აღადგენს ყოველივეს“ (მათეს სახარება, თავი 17, სტროფი 11). „მაგრამ თქვენ გეუბნებით, რომ ელია უკვე მოვიდა, მაგრამ ვერ იცნეს იგი და ისე მოექცნენ როგორც უნდოდათ; კაცის ძესაც ასევე მოელის მათგან ტანჯვა“ (მათეს სახარება, თავი 17, სტროფი 12). „მაშინ მიხვდნენ მოწაფეები, რომ ის იოანე ნათლისმცემელზე ელაპარაკებოდა“ (მათეს სახარება, თავი 17, სტროფი 13). „ის ივლის მის წინაშე ელიას სულით და ძალით“ (ლუკას სახარება, თავი 1, სტროფი 17). „ჰკითხეს მას: რატომ ამბობენ მწიგნობრები რომ პირველად ელია უნდა მოვიდესო?“ (მარკოზის სახარება, თავი 9, სტროფი 11). „მან უპასუხა მათ: „მართალია, პირველად ელია უნდა მოვიდეს და აღადგინოს ყოველივე. კაცის ძეზე კი როგორღაა დაწერილი, რომ მას მართებს ბევრი ტანჯვა და დამცირება?“ (მარკოზის სახარება, თავი 9, სტროფი 12). „მაგრამ თქვენ გეუბნებით, რომ ელია უკვე მოვიდა და მას ისე მოექცნენ როგორც უნდოდათ და როგორც დაწერილია მასზე“ (მარკოზის სახარება, თავი 9, სტროფი 13). „როცა მოდავესთან ერთად მთავართან მიდიხარ, ეცადე გზაშივე გათავისუფლდე მისგან, რომ მან არ მიგიყვანოს მოსამართლესთან, მოსამართლემ არ მიგცეს ბოქაულს და ბოქაულმა არ ჩაგაგდოს საპყრობილეში“ (ლუკას სახარება, თავი 12, სტროფი 58). „გეუბნები: იქიდან ვერ გამოხვალ, ვიდრე უკანასკნელ გროშს არ გადაიხდი“ (ლუკას სახარება, თავი 12, სტროფი 59). „შეურიგდი შენს მეტოქეს სასწრაფოდ, ვიდრე მასთან ერთად გზას ადგახარ, რომ მეტოქემ არ გადაგცეს მსაჯულს, ხოლო მსაჯულმა არ გადაგცეს მსახურს და არ ჩაგაგდონ საპყრობილეში“ (მათეს სახარება, თავი 5, სტროფი 25). „ჭეშმარიტად გეუბნები შენ: იქიდან ვერ გამოხვალ ვიდრე უკანასკნელ კოდრანტს არ გადაიხდი“ (მათეს სახარება, თავი 5, სტროფი 26). ზემოთთქმულიდან აშკარაა რომ ა) იოანე ნათლისმცემელი იყო ელია წინასწარმეტყველის რეინკარნაცია რამეთუ ეს სავსებით აშკარაა და პირდაპირაა ნათქვამი ფაქტობრივად და ბ) მეტოქე იგავიდან ესაა ინდივიდუალური კარმა ანუ გატრა კარმა, რომელიც შედგება სამი კარმისაგან, კარმული ე.ი. ბედისწერის ენერგიის სამი სახეობისაგან; წარსულის კარმა - პრარაბდხა კარმა, კარმა, რომლის ნაყოფები უკვე მოცემულია, აწმყოს კარმა - სანჩიტა კარმა, კარმა რომლის ნაყოფები ჯერ მიუმწიფებელია, მაგრამ ახლა ახლა იწყებს მომწიფებას და მომავლის კარმა - აგამინ კარმა, კარმა, რომელიც მომავალში მოიღებს ნაყოფებს, შემდეგ ინკარნაციაში, გზა ესაა რეინკარნაციის ბორბალი, ადამიანის ინდივიდუალური საფშვინველის კოსმიური გზა, მსაჯული ესაა მატერიის მეუფე, ბოროტი დემიურგი, მსახური ესაა არქონტი ანუ ბნელი ანგელოზი, რომელიც ბოროტ დემიურგს ემსახურება, საპყრობილე ესა არის ხორციელი ფიზიკური მატერიალური სხეული, ხოლო უკანასკნელი კოდრანტის გადახდა ეს არის კარმული ვალის სრულად აღსრულება, კარმული ენერგიის ნაკადის შეჩერება - სამვარა და კარმული ენერგიის ნატიფი გარსის - სამსკარას ჩამოცილება - ნირჯარა. მართლმადიდებლური არგუმენტი: „უმთავრესი ისაა, რომ მეტემფსიქოზის აღიარება ამახინჯებს ადამიანის ზნეობრივ ცხოვრებას. ქრისტიანული მოძღვრების მიხედვით, ცოდვა ყველაზე დიდი უბედურებაა, რომელიც თუ სინანულით არ წარიხოცა, მარად რჩება ადამიანის სულში. ცოდვა ღვთისგან განდგომა და დემონთან საიდუმლო კავშირია. რეინკარნაციის მომხრენი საპირისპიროს ამტკიცებენ. მათი აზრით, ცოდვა სვლის შეფერხებაა სულის მოგზაურობის გზაზე, რომელსაც სასჯელად გარდასხეულება მოსდევს. ამდენად, სწორედ ცოდვაა ის ძალა, რომელიც „რეინკარნაციის ბორბალს“ ატრიალებს“ (წყარო: მართლმადიდებელი აპოლოგეტის ზურაბ ეკალაძის მართლმადიდებლური სტატია - „რეინკარნაცია და ქრისტიანობა“ www.orthodoxy.ge) კონტრარგუმენტი #6: ვედების მიხედვით ადამიანს შეუძლია განახორციელოს ოთხი სხვადასხვა სახის მოქმედება, სხვაგვარად რომ ვთქვათ, არსებობს ცოცხალი არსების მოქმედების 4 ფორმა. აკარმა - ესაა მოქმედება სულიერი კანონების მიხედვით. კარმა - ესაა მოქმედება მატერიალური სამყაროს კანონების მიხედვით. ვი-კარმა - ეს არის ეგოისტური მოქმედება, ბუნების კანონების საპირისპიროდ სვლა. უგრა-კარმა - არის სასჯელი, კოსმიური სასჯელი, რომელიც მოჰყვება ნებისმიერ ვი-კარმას. უგრა-კარმა არის ვი-კარმას რეზულტატი. როცა ადამიანი მოქმედებს ეგოისტურად, ანადგურებს გარშემო ყველაფერს და ზიანს აყენებს სამყაროს, ის იღებს კარმულ რეაქციებს - უგრა-კარმას, რასაც ასევე ეწოდება - „ანართჰ“, თარგმანში - შეცდომა/შეცოდება. ცოდვა არის ადჰარმა (ტოტალური ანტითეიზმი), ასურა-დჰარმა (ათეიზმი და მატერიალიზმი), ჩალა-დჰარმა (ფილოსოფიური სპეკულაციები) და უპა-დჰარმა (რელიგიის იმიტაცია, რელიგიური სპეკულაციები). ასურები იმიტომაც არიან დემონები, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან მარადიულ ვედურ დჰარმას, ებრძვიან უფალს (იშვარას) და ზიანს აყენებენ მის ქმნილებებს (ჯივებს). დემონიზმი არის მატერიალიზმი, შური, ეგოცენტრიზმი, უმეცრება და სიძულვილი. ესაა ცოდვა. მართლმადიდებლური არგუმენტი: „უნდა აღინიშნოს, რომ ორიგენე სულაც არ იზიარებდა რეინკარნაციის თეორიას, ის მხოლოდ სულთა წინასწარ არსებობას აღიარებდა და ამტკიცებდა, რომ სულის სხეულთან დაკავშირება მათი (სულების) დაცემის შედეგია და რომ მეორედ მოსვლისას აღდგება და ცხონდება ყველა სული თვით ცოდვილთა და დემონთა ჩათვლით (ე.წ. აპოკატასტასისის თეორია). სწორედ ეს გაუკუღმართებული სწავლება დაიგმო ეკლესიის მიერ და თანაც მრავალგზის და ბევრად უფრო ადრე, ვიდრე V მსოფლიო საეკლესიო კრება შედგებოდა“ (წყარო: მართლმადიდებელი აპოლოგეტის ზურაბ ეკალაძის მართლმადიდებლური სტატია - „რეინკარნაცია და ქრისტიანობა“ www.orthodoxy.ge) კონტრარგუმენტი #7: ჯერ ეს ერთი ორიგენიც იზიარებდა რეინკარნაციის დოქტრინას, მეორეც რეინკარნაციის ანუ მეტემფსიქოზის დოქტრინის მომხრენი იყვნენ ძველი საბერძნეთი ყველაზე გამოჩენილი ფილოსოფოსები - პლატონი, პითაგორა, ემპედოკლე და ჰერაკლიტე, აგრეთვე პლუტარქე, მესამეც ის რომ რეინკარნაციის გარეშე ყველაფერი აზრს კარგავს, არსებობს სამი ხარვეზი, სამი პრობლემა რომელთა გამოც მართლმადიდებლური სწავლება ეწინააღმდეგება სამსარას ანუ რეინკარნაციის დოქტრინას, პირველი ისაა, რომ მართლმადიდებელმა დოგმატიკოსებმა არ იციან რა არის სული, რა არის საფშვინველი და რამდენი სხეული გააჩნია ადამიანს, ისინი (მართლმადიდებელნი) ალოგიკურად და ირაციონალურად უდგებიან სპირიტოლოგიის საკითხს, მათი დოქტრინები სულისა და საფშვინველის ბუნებასთან მიმართებაში ძირშივე მცდარია. სული არაფერთან არაა დაკავშირებული, ცოდვა ეხება არა სულს არამედ საფშვინველს (გონებას) და სხეულს (სხეულებს), როდესაც ადამიანი ცოდვებს ჩადის და ნეგატიურ კარმულ ენერგიას იგროვებს, ეს ნეგატიური ენერგია სადღაც უნდა წავიდეს, გაქრეს, რადგანაც ნეგატიური კარმული ენერგია, საფშვინველის მეტაფიზიკურ გარსზე ბნელი კარმის ანაბეჭდები იწვევენ საფშვინველისა და მისი შინაგანი პოტენციური ენერგიის მოქცევით დეფორმაციას, ეს ერთი და მეორეც არა მარტო ნეგატიური კარმა, არამედ ზოგადად მთლიანად კარმა, კარმული ენერგია და მისი ანაბეჭდი განაპირობებს, იმას რომ საფშვინველი მატერიის ტყვეობისაგან საბოლოოდ ვერ აღწევს თავს, არამედ კვლავ და კვლავ ხორციელდება. ადამიანური არსებები ესენი არიან ენერგიის ცენტრები, ფოკუსები, რომელთაც გააჩნიათ მეტაფიზიკური გრავიტაცია და სივრცისა და დროის გამრუდების უნარი, საფშვინველი პულსირებს, ხან იკუმშება (სანკუჩიტა) და ხანაც ფართოვდება (ვაკასა) და გააჩნია პირადი ინდივიდუალური ნებელობა (სანკალპადევა), ის არის ჯნატა - თვითშემცნობი იდეალური მეტაფიზიკური სუბიექტი, სამყაროში ყველაფერი იდეაა, თითოეულ საგანს, მატერიის თითოეულ ნაწილაკს გააჩნია საკუთარი პერსონალური ეიდოსი, ეიდოსების რიცხვი უსასრულოა, მაგრამ ყველა ამ იდეას გააჩნია საერთო უნივერსალური პირველსაწყისი - უმაღლესი პირველ-ეიდოსი - აგაფონი ანუ პირველერთიანი (ადი-ეკა). საფშვინველი (მანასი - გონება) მატერიალური ძალების (მატერიალური ენერგიების) ზეგავლენით კარგავს თავის პირვანდელ სინათლეს, საფშვინველი (მანასი) იქამდე იმოგზაურებს ერთი სხეულიდან მეორეში და დაიტანჯება, სანამ მთელი კარმული ენერგია, მთელი კარმული ანაბეჭდები, სამსკარები (ვასანები) არ განადგურდებიან ასკეზის მეოხებით, იქამდე სანამ ადამიანი არ მიაღწევს ავატარას და მაჰასიდხის მდგომარეობას ანუ არ გახდება ჯივანმუქტა, ვერ განთავისუფლდება სამსარასაგან, ნებისმიერი ქმედება ადამიანისა წარმოშობს კარმას, დადებითსა თუ უარყოფითს და ეს კარმული ანაბეჭდები იწვევენ საფშვინველის დეფორმაციას და გამრუდებას რასაც რაღათქმაუნდა თან ახლავს ადამიანის მიერ საკუთარი ჭეშმარიტი ღვთაებრივი ბუნების დავიწყება, უარყოფითი კარმის გამო ადამიანი საშინლად ისჯება მიწიერ სამყაროშიც და გარდაცვალების შემდეგ ჯოჯოხეთის სფეროებშიც, ხოლო დადებითი კარმის გულისათვის ეძლევა ჯილდო, ის ჯილდოვდება, როგორც მიწიერ სამყაროში, ასევე გარდაცვალების შემდეგაც, ბოროტი ქმედებები განსაზღვრავენ იმას თუ რა სახის და რამდენი რაოდენობით უბედურებები დაემართება ადამიანს ფიზიკურ სამყაროში და რამდენი ხანი დარჩება იგი ჯოჯოხეთში, ე.ი. რამდენი ხანი მოუწევს მას ჯოჯოხეთის სფეროებში ტანჯვა-პატიმრობა, ხოლო დადებითი კარმა განაპირობებს იმას თუ რა სახის და რამდენი სიკეთე და ბედნიერება დაემართება ადამიანს მიწიერ სიცოცხლეში და გარდაცვალების შემდეგ, მაგრამ პრობლემა იმაშია რომ არც სამოთხეში და არც ჯოჯოხეთში და არც ადამიანთა სამყაროში ადამიანის არსება მარადიულად და მუდმივად არ რჩება და ასე უსასრულოდ ქვეყნიერების აღსასრულამდე სხეულიდან სხეულში, სამყაროდან სამყაროში ხეტიალისათვისაა განწირული, საბოლოო განთავისუფლება მარტო იოგას ასკეტურ ბერ-მონაზვნური ხელოვნების ძალისხმევით არის შესაძლებელი, როდესაც ადამიანი საბოლოოდ თავისუფლდება, ის ხდება ჯივანმუქტა, სამუდამოდ ტოვებს მატერიალურ ბუნებას და შედის ზესულიერი მარადისობის ოკეანის წიაღში, სადაც ყველგან და ყოველთვის მარტო მარადისობა, ცნობიერება, უსაზღვრო ნეტარება, სინათლე, სიმშვიდე, ჰარმონია, სიყვარული და თანაგრძნობაა, ყველა სათნოება ერთში გაერთიანებული და იძენს აბსოლუტურ და უსასრულო ნეტარებას და ამასთან არასდროს არ რჩება მარტო, არამედ მის გვერდით მუდამ იმყოფებიან გასხივოსნებული ღვთაებრივი საფშვინველები და მასთან ერთად ნეტარებენ. რაც შეეხება აპოკატასტასისს, ბოროტების საბოლოო განადგურება მარტო მისი აბსოლუტური გარდასახვით ანუ ტრანსფორმაციით, სრული ინვერსიით არის შესაძლებელი, იმდენად რამდენადაც ბოროტება ესაა სიკეთის ინვერსია და გარდასახვა, აქედან - საყოველთაო ცხონების ანუ აპოკატასტასისის დოქტრინა. თუ ჯოჯოხეთი მარადიულია, ესე იგი უსასრულოა და აბსოლუტურია დროსა და სივრცეში, თუ ეს ასეა, მაშინ ბოროტება ყოფილა მარადიული, უსასრულო და აბსოლუტური, ეს კი ეწინააღმდეგება არა მარტო ზოგადად დჰარმული რელიგიების ძირეულ პრინციპებს, არამედ კონკრეტულად ქრისტიანულ ეზოთერიკასაც (ქრისტიანულ თეოსოფიას, გნოსტიციზმს და ქრისტიანულ ნეოპლატონიზმს). ორიგენე ამტკიცებდა რომ ნებისმიერი სული, მათ შორის ადამიანისაც, უქმნელია და უსაწყისო და ეს ჭეშმარიტებაა, ქრისტიანული მოძღვრება ადასტურებს სულის წინარეარსებობას, აი რა წერია ბიბლიაში წინარეარსებობასთან დაკავშირებით: „როგორც ამოგვარჩია ჩვენ მასში სოფლის შექმნამდე, რათა წმიდანი და უბიწონი ვყოფილიყავით მის წინაშე სიყვარულით“ (ეფესელთა მიმართ, თავი 1, სტროფი 4). „ქრისტეა ყოველივე და ყოველივეში“ (კოლასელთა მიმართ, თავი 3, სტროფი 11). „ერთია ღმერთი და მამა ყოველთა, რომელიც ყოველთა ზედაა, ყველას მიერ და ყველა ჩვენგანში“ (ეფესელთა მიმართ, თავი 4, სტროფი 6). „ნუთუ არ იცით რომ ღვთის ტაძარი ხართ და ღვთის სული ცოცხლობს თქვენში?“ (პავლე, 1 კორინთელთა, თავი 3, სტროფი 16). „ნუთუ არ იცით რომ თქვენი სხეულები ტაძარია თქვენში მცხოვრები სულიწმინდისა“ (პავლე, 1 კორინთელთა, თავი 6, სტროფი 19). „იმ დღეს გაიგებთ რომ მე მამაჩემში ვარ და თქვენ ჩემში და მე თქვენში“ (იოანეს სახარება, თავი 14, სტროფი 20). „მერწმუნეთ რომ მე მამაში ვარ და მამა ჩემში“ (იოანეს სახარება, თავი 14, სტროფი 11). „უთხრა მათ იესომ: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სანამ აბრაამი იქნებოდა მე ვიყავი“ (იოანეს სახარება, თავი 8, სტროფი 58). „თვითონ თქვენშია ღვთის სასუფეველი“ (ლუკას სახარება, თავი 17, სტროფი 21). ყოველივე ზემოთთქმული ამტკიცებს ადამიანის სულის (ჯივატმანის), ინტელექტისა (ბუდჰის) და გონების (მანასის) უქმნადობას და უსაწყისობას და ადამიანის სულიერი არსების ღვთაებრიობას. რეინკარნაციის შესახებ სახარებებში უამრავი ინფორმაცია არის, მაგრამ ყველაფერს დანახვა უნდა უბრალოდ, „ძველ ტანისამოსს არავინ დაადებს ახალი ქსოვილის საკერებელს, ვინაიდან ახლად დაკერებული მოიხევა სამოსელისაგან და ნახვრეტი უარესი გახდება“ (მათეს სახარება, თავი 9, სტროფი 16). „არც ახალ ღვინოს ჩაასხამენ ძველ ტიკებში, თორემ ტიკები დასკდება, ღვინოც დაიღვრება და ტიკებიც დაიღუპება; არამედ ახალ ღვინოს ახალ ტიკებში ასხამენ და ორივე ინახება“ (მათეს სახარება, თავი 9, სტროფი 17). „ძველ ტანსაცმელს არავინ დაადებს საკერებელს ახალი ქსოვილისგან; თორემ ახალი დაკერებული მოხევს ძველს და უარესად გაიგლიჯება“ (მარკოზის სახარება, თავი 2, სტროფი 21). „არავინ ჩაასხამს ახალ ღვინოს ძველ ტიკებში, თორემ ღვინო ტიკებს დახეთქავს და ღვინოც დაიკარგება და ტიკებიც. არამედ ახალ ღვინოს ახალ ტიკებში ასხამენ“ (მარკოზის სახარება, თავი 2, სტროფი 22). „იგავიც უთხრა მათ: „არავინ მოხეცს საკერებელს ახალ სამოსელს და არ დაადებს ძველ სამოსელს, თორემ ახალსაც დაგლეჯს და ძველსაც არ გამოადგება ახალი სამოსლის საკერებელი“ (ლუკას სახარება, თავი 5, სტროფი 36). „არავინ ჩაასხამს ახალ ღვინოს ძველ ტიკებში, თორემ ახალი ღვინო ტიკებს დახეთქავს და ღვინოც დაიკარგება და ტიკებიც“ (ლუკას სახარება, თავი 5, სტროფი 37). „არამედ ახალი ღვინო ახალ ტიკებში უნდა ჩაისხას“ (ლუკას სახარება, თავი 5, სტროფი 38). „არც ერთი ძველის მსმელი არ მოისურვებს ახალს, რადგან იტყვის: ძველი სჯობიაო“ (ლუკას სახარება, თავი 5, სტროფი 39). ეს სიტყვები მათეს, მარკოზისა და ლუკას სახარებებიდან ამტკიცებენ რეინკარნაციის არსებობას. ვედურ ბჰავიშია-პურანაში არსებობს ინფორმაცია კალი-იუგას რელიგიების შესახებ, მათ შორის ქრისტიანობის შესახებაც. მართლმადიდებლური არგუმენტი: „ბოროტება არ ისპობა, პირიქით, სულ უფრო და უფრო მრავლდება. აქედან კი ლოგიკურად გამომდინარეობს ბუდიზმის უმთავრესი დასკვნა, რომლის თანახმადაც ამგვარი მდგომარეობიდან საუკეთესო გამოსავალა სამყაროდან გაქცევა, სიცოცხლის სურვილის მოსპობა - ნირვანაა. რეინკარნაციის აღიარება გულისხმობს, როგორც სულის არსებობის მაღალი ფორმებიდან დაღმასვლის შესაძლებლობას, ისე მის პირუკუ პროცესსაც“ (წყარო: მართლმადიდებელი აპოლოგეტის ზურაბ ეკალაძის მართლმადიდებლური სტატია - „რეინკარნაცია და ქრისტიანობა“ www.orthodoxy.ge) კონტრარგუმენტი #8: სამსარა ეს არის დაბნელებული და დაბინძურებული ცნობიერება, ნირვანა - სუფთა და აფექტებისგან თავისუფალი ცნობიერება. ნირვანა არაა სიცოცხლის მოსპობა ან „გაქცევა“ კოსმოსიდან არარაობაში. ბუდისტური ფილოსოფიის მიხედვით თითოეული სატვა (ცოცხალი არსება) არის პოტენციური ბუდა (ან ბოდჰისატვა). როდესაც ცოცხალი არსება აღწევს გასხივოსნებას, მისი ვიჯნანა (ცნობიერება) იწმინდება სიბინძურისგან (ეგოიზმიგან, სიძულვილისგან, უმეცრებისგან, მატერიალური სურვილებისგან) და ფხიზლდება. ცოცხალი არსება კი არ ხდება ბუდა, ის იხსენებს, რომ უკვე არის ბუდა, ის ფხიზლდება. ბუდა ნიშნავს გამოფხიზლებულს, რომელმაც იცის, რომ სამყარო არის სიზმარი და სხვა არაფერი. ბოროტება არ მრავლდება, ყოველი ახალი ინკარნაცია არის ახალი დასაწყისი, ეს ნიშნავს იმას, რომ ნეგატიური კარმა კი არ იზრდება, არამედ რეინკარნაციის პროცესში ნეიტრალდება. ცოცხალ არსებას აქვს უნარი დააგროვოს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი კარმა, რადგანაც ახალი ინკარნაცია ესაა ახალი შანსი. ბუდისტური ფილოსოფიის მიხედვით არსებობს 6 სამყარო, დევა-ლოკა (ღმერთების სამყარო), ასურა-ლოკა (დემონთა სამყარო), პრეტა-ლოკა (აჩრდილთა სამყარო), ცხოველთა სამყარო, ნარაკა-ლოკა (ჯოჯოხეთის სულთა სამყარო) და მანუშია-ლოკა (მოკვდავ ადამიანთა სამყარო). ადამიანები არიან დეგრადირებული დევები (ღმერთები). ნებისმიერ დევას შეუძლია დაიბადოს დემონად, დემონს - ადამიანად, ცხოველს - ჯოჯოხეთის არსებად და ა.შ. ამას ეწოდება უნივერსალური ტრანსმორფიზმი. არსებობს ნირვანას, ცნობიერების გასუფთავების სამი ვერსია, სამი დონე: ნირვანა, პარა-ნირვანა და მაჰა-ბოდჰი-ნირვანა. მაჰა-ბოდჰი-ნირვანა არის ცნობიერების გაწმენდის ყველაზე სრულყოფილი და აბსოლუტური ფორმა. გნოსტიკოსი ფილოსოფოსი კარპოკრატე, ასწავლიდა სულთა გადასახლების შესახებაც. კარპოკრატეს თანახმად, იესო ქრისტემ საიდუმლოდ ამცნო მოციქულებს და უბრძანა მათ, ასევე საიდუმლოდ ემცნოთ ღირსეულთათვის, რომ ბოროტება და სიკეთე არსებობს ადამიანთა შეხედულებებში, ბუნებით კი არაფერია ბოროტი. სრულყოფილება მდგომარეობს მხოლოდ ცოდნაში, ამიტომაც ადამიანთა სულები სხეულიდან სხეულში გადადიან მანამ, სანამ არ გამოსცდიან ყოველივეს, რაც მისაწვდომია კაცისთვის და ამ გზით არ მიიღებენ სრულყოფილ ცოდნას. როგორც ვხედავთ რეინკარნაციის დოქტრინა სულაც არ არის დამახასიათებელი მხოლოდ აღმოსავლური მოძღვრებებისთვის, რეინკარნაციის იდეას იზიარებდნენ ადრექრისტიანულ ეპოქაში და შუასაუკუნეებში მცხოვრები გნოსტიკოსი და მანიქეველი აპოლოგეტები. ადრექრისტიანულ ეპოქაში არსებობდა ქრისტიანთა ორი ჯგუფი: ბუკვალისტები, რომლებიც უარყოფდნენ რეინკარნაციას და გნოსტიკოსი ალეგორისტები, რომლებიც აღიარებდნენ რეინკარნაციას, საბოლოოდ ამ ორ ჯგუფს შორის დაპირისპირებამ რომის იმპერია კრახამდე მიიყვანა, ბუკვალისტებმა დახოცეს ალეგორისტები და მათ ძვლებზე ააშენეს რელიგიური დიქტატურა, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო და ათასობით უდანაშაულო „ერეტიკოსი“ იმსხვერპლა. რეინკარნაციას აღიარებენ არა მხოლოდ დჰარმული რელიგიები, რეინკარნაციის კონცეფციას იღებდნენ ნეოპლატონიზმის და გნოსტიციზმის მიმდევრებიც.
  3. „ბავარიელი ილუმინატების“ ორდენი დაარსდა ადამ ვაისჰაუპტის მიერ ინგოლშტადტის უნივერსიტეტი 1776 წლისს 1 მაისს და თავდაპირველად მხოლოდ 5 წევრისაგან შედგებოდა. ვაისჰაუპტმა მასონური „საიდუმლოებანი“ სერიოზულ შინაარს მოკლებულად მიიჩნია და შეიმუშავა საკუთარი დოქტრინა. პროფესორი ადამ ვაისჰაუპტი დეიზმისა და განმანათლებლობის ლიბერალურ იდეათა ცნობილი მიმდევარი იყო, იგი მიზნად ისახავდა საკუთარი ორდენის გამოყენებას აღნიშნულ მოძღვრებათა გავრცელებისა და პოპულარიზაციისათვის. 1777 წელს ჰერცოგი კარლ IV თეოდორი გახდა ბავარიის მმართველი, მან აქტიური ბრძოლა დაიწყო განმანათლებლური აბსოლუტიზმისა და ფარული ორგანიზაციების გავრცელების წინააღმდეგ ბავარიის საგრაფოში. რომის პაპმა პიუს VI-მ დაგმო საიდუმლო ორდენის მოძრაობა, ილუმინატები კათოლიკური ეკლესიის მტრებად გამოაცხადა და გაასამართლა კიდეც ორდენის წევრები. საბოლოოდ, ორდენი დაიშალა, ადამ ვაისჰაუპტი ბავარიიდან გაიქცა და მთელი სიცოცხლე (გარდაიცვალა 1830 წლის 18 ნოემბერს) დევნილობაში გაატარა. ორდენს ჰყავდა წარმომადგენლები ევროპის მრავალ ქვეყანაში. „ბავარიელ ილუმინატებთან“ და ზოგადად, ფარულ ორგანიზაციებთან მრავალი შეთქმულების თეორიაა დაკავშირებული. ხშირ შემთხვევაში, ფარულ ორგანიზაციათა საქმიანობის მთავარ მოტივად სახელდება მსოფლიოზე გაბატონების, ადამიანურ, სამეცნიერო და ფინანსურ რესურსთა ტოტალური კონტროლის სურვილი. 1797 წელს აუგუსტინ დე ბარუელმა გამოაქვეყნა წიგნი „შენიშვნები იაკობინელების ისტორიის შესახებ“ (ფრანგ. Mémoires pour servir à l’Histoire du Jacobinisme), სადაც ის აღწერს ილუმინატთა ხელმძღვანელობით განხორციელებულ გლობალურ შეთქმულებას, რის შედეგსაც წარმოადგენდა საფრანგეთის დიდი რევოლუცია. ილუმინატების შემდეგ სამიზნედ ავტორი მიიჩნევდა სახელმწიფოებრიობისა და ქრისტიანობის განადგურებას. თითქმის იმავე პერიოდში, დე ბარუელისაგან დამოუკიდებლად, შოტლანდიელი მასონი და ედინბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფილოსოფიის პროფესორი ჯონ რობისონი მუშაობდა საკუთარ წიგნზე „მსოფლიოს რელიგიათა და ევროპის ხელისუფალთა დასამხობად მიმართული შეთქმულების თეორიის არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებანი“ (ინგლ. Proofs of a Conspiracy Against all the Religions and Governments of Europe). შოტლანდიელ პროფესორს მტკიცედ სჯეროდა, რომ ფარული შეთქმულების მიზანს წარმოადგენდა მსოფლიოს ყველა რელიგიის შეცვლა ჰუმანიზმით და „ახალი მსოფლიო წესრიგის“ დამყარება. მასონობა, თავისუფალი მასონობა (ფრანგ. franc-maçonnerie, ინგლ. Freemasonry) სიტყვასიტყვით ნიშნავს ქვისმთლელს. ძმობაზე და სამსახურზე დამყარებული ორგანიზაციაა, მორალურ-ეთიკური მოძრაობა, აღმოცენებული XVIII საუკუნეში (1717 წლის 24 ივლისი, პირველი ოფიციალური დიდი ლოჟა დიდ ბრიტანეთში) დახურული ორგანიზაციის სახით, საკუთარი რიტუალებით და სიმბოლოებით, რომლებიც გადმოღებულია ნაწილობრივ ქრისტიანობიდან. მასონური ეთიკა და ფილოსოფია აგებულია მონოთეისტურ შეხედულებებზე. დღევანდელ დღეს თავისუფალი მასონობა სხვადასხვა ფორმით არსებობს მსოფლიოში. ორგანიზაცია დაახლოებით 5 მილიონ წევრს ითვლის, რომელთაგან 2 მილიონამდე აშშ-ში ცხოვრობს და 480,000 ინგლისში, შოტლანდიასა და ირლანდიაში. თავისუფალ მასონებს ერთმანეთთან აკავშირებთ ერთიანი მორალური და მეტაფიზიკური იდეალები. მათი ერთ-ერთი ფუძემდებლური იდეალია უზენაესი არსების რწმენა. თავისუფალი მასონები სიმბოლოებად იყენებენ ქვისმთლელების იარაღებსა და ხელსაწყოებს. სოლომონის ტაძრის მშენებლობის ალეგორიული სიმბოლოს წინააღმდეგ. მასონური იერარქია თავის წევრებს მოუწოდებს იღვაწონ კაცობრიობის „პროგრესისათვის“, თუმცა დაიტოვონ თავიანთი შეხედულება ამ სიტყვებზე. მასონობის კანდიდატს აუცილებლად უნდა სჯეროდეს შემოქმედი უფლის არსებობის და უნდა იყოს ჯენტლმენი. ილუმინატებსა და მასონებს შორის მუდმივად იყო, არის და იქნება დაპირისპირება, რადგანაც ილუმინატები ეყრდნობიან ჰუმანიზმს, სეკულარიზმს და ლიბერალიზმს (ათეიზმს) და უარყოფენ შემოქმედს (უფალს), ხოლო მასონები პირიქით - ეყრდნობიან ბიბლიის, ყურანის და თალმუდის ავტორიტეტს, ეთაყვანებიან აბრაამის, ისააკის და იაკობის უფალს (ცაბაოთ-უფალს) და ცდილობენ ააშენონ უფლის ათასწლოვანი სამეფო დედამიწაზე, განვითარდნენ უფლის ნების შესაბამისად. მათ რწმენა ეუბნება მათ, რომ უნდა დაემორჩილონ დიადი არქიტექტორის მცნებებს და იყვნენ ღვთისმოშიში ჯენტლმენები. იცოდეთ, თუ ადამიანი ქადაგებს, რომ ჰუმანიზმი და ლიბერალიზმი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე რელიგია და საერთოდ რელიგია არის ანაქრონიზმი, რომელიც უნდა მოვიშოროთ, ესაა ილუმინატი ან ადამიანი, რომელიც იმყოფება ილუმინატების ფარული გავლენის ქვეშ. თუ ადამიანი საუბრობს განმანათლებლობაზე და რელიგიის გაკეთილშობილებაზე, უფლის სამეფოს შექმნაზე, პროგრესზე და ახალი სამყაროს აშენებაზე უფლის გეგმის მიხედვით ან უბრალოდ საუბრობს პროგრესზე და თან ადიდებს შემოქმედს და თან არის ჯენტლმენური გარეგნობის მორწმუნე ინტელექტუალი (ინტელიგენტი) დახვეწილი მანერებით, იცოდეთ, ესაა მასონი ან პოტენციური მასონი, მასონთა გავლენის ქვეშ. არის სერიოზული განსხვავება ილუმინატებსა და მასონებს შორის, რომელსაც ბევრი ადამიანი ვერ ხედავს უმეცრების გამო.
  4. გულით ვთხოვ მოდერატორს, წაშალოს ეს უბედურება, ჩემი ნაცოდვილარი, დაჯღაპნილი 2 წლის წინ. გულით გთხოვ მოდერატორო, წამიშალე ეს კოშმარი, რაც 2018 წლის ივნისში დავწერე აქ. პირდაპირ შოკირებული ვარ საკუთარი მარაზმით. რა დონეზე უნდა მქონოდა კრამიტი დაცურებული, ეს რომ დამეწერა (?). უფალო ვიშნუ, შენ შემიწყალე. ომ ნამო ნარაიანა
  5. სამსარა (სანსარა) და ნირვანა (ნიბანა) ესენია არა კონკრეტული ადგილები სამყაროში, არამედ სულის (ცნობიერების) მდგომარეობა. სამსარა (სანსარა) ესაა წრებრუნვა სამყაროში, კარმული კანონის ზეგავლენით სხეულიდან სხეულში გადასახლება, არაკონტროლირებადი უნებლიე რეინკარნაცია. რეინკარნაციას განაპირობებს აფექტებით სავსე ცნობიერება და კარმა. არის პოზიტიური კარმა (დადებითი მოქმედებები), არის კარგი პირობები (რეინკარნაცია კარგ პირობებში), არის ნეგატიური კარმა (უარყოფითი მოქმედებები), არის ცუდი პირობები (რეინკარნაცია ცუდ პირობებში). აფექტები განაპირობებენ კარმას, კარმა - რეინკარნაციას. არაკონტროლირებადი რეინკარნაციის ანუ ცნობიერების სხეულიდან სხეულში გადასვლის მიზეზია: ავიდია (უმეცრება, სულიერი კანონების არცოდნა) და აჰამკარა (ასმიტა-შაკტი - ეგოიზმი და ეგოცენტრიზმი). თუ არ არის ავიდია და აჰამკარა, არ არის კარმა, არ არის კარმა - არ არის რეინკარნაცია. ნირვანა (ნიბანა) ნიშნავს შეწყვეტას, წრებრუნვის, სხეულიდან სხეულში ხეტიალის შეწყვეტას კარმის და აფექტების ანულირების გზით. ომ მანი პადმე ჰუმ
  6. რატომ არსებობს სამყაროში ბოროტება, თუ არსებობს ყოვლადძლიერი და ყოვლადკეთილი უფალი-ღმერთი? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა სცადა ფილოსოფოსმა ეპიკურემ. მან შეიმუშავა შემდეგი ვერსიები, თუ რატომ არის სამყარო ისეთი, როგორიც არის. ეს ვარიანტებია: #1 ღმერთს სურს გაანთავისუფლოს ხალხი ბოროტებისგან, მაგრამ არ შეუძლია (ყოვლადძლიერი არაა). #2 ღმერთს შეუძლია მოსპოს ბოროტება სამყაროში, მაგრამ არ სურს (არაა ყოვლადკეთილი). #3 ღმერთს არც შეუძლია და არც უნდა მოსპოს ბოროტება. #4 ღმერთს შეუძლია და უნდა კიდეც გაანთავისუფლოს მსოფლიო ტანჯვისგან, მაგრამ არ შეუძლია. სხვა ფორმულირება ასეთია: #1 ღმერთი არის #2 ღმერთი ყოვლადკეთილია #3 ღმერთი ყოვლადძლიერია #4 ბოროტება არსებობს ეპიკურე თვლიდა, რომ ან ბოროტების არსებობა უნდა ვაღიაროთ და უარვყოთ ღმერთის ან ვაღიაროთ რომ ღმერთი არის ბოროტი (ან არ არის ყოვლადძლიერი). ახლა მე შევეცდები აღმოსავლური და დასავლური წარმართული რელიგიების ფილოსოფიის და თეოლოგიის, მითოლოგიის და მეტაფიზიკის დახმარებით პასუხი გავცე კითხვას "რატომ არსებობს ბოროტება, თუ არსებობს ღმერთი ყოვლადძლიერი და ყოვლადკეთილი?". ჯერ ერთი სათქმელია ის, რომ არ არსებობს ერთი ყოვლადძლიერი აბსოლუტი, რომელიც ზის ღრუბელზე სამოთხეში და ყველაფერს მართავს, ასეთი რამ ბუნებაში არც იყო, არც არის და არც იქნება. სამყარო (მულტისამყარო) სავსეა სხვადასხვა იერარქიის, ძალისა და ბუნების მქონე ღმერთებით ანუ არსებობს მრავალი ღმერთი და მრავალი უფალი. ამის გარდა, ღმერთებს შორის არსებობს იერარქია, ასევე, ყველა ღვთაებას, ღმერთების რასას, გააჩნია საკუთარი პლანეტა ან სამყარო. ისინი არ არიან ყოვლისშემძლეები და ყოვლადკეთილები, ხშირ შემთხვევაში მათი ძალები შეზღუდულია მათი სამყაროთი და როდესაც შემოდიან ჩვენს სამყაროში, ჩვენი მხრიდან იაჯნებით (მსხვერპლშეწირვებით) და მანტრებით (ლოცვებით), ასევე რწმენით (შრადჰა) სერიოზული მხარდაჭერის გარეშე მათი სულიერი ძალა საგრძნობლად მცირდება, ხშირად მინიმუმამდე და საფრთხეს უქმნის მათ უკვდავებას ანუ მათი უკვდავება უმეტესად მხოლოდ მათ სამყაროში მოქმედებს სრული ძალით. ღმერთებს ხშირ შემთხვევაში აქვთ არასრული ცოდნა ანუ არ არიან ყოვლისმცოდნენი. ჩვეულებრივ რაც უფრო მაღლა დგას ღვთაება იერარქიულად, მით უფრო ნაკლებად არის დაკავშირებული ჩვენს ფიზიკურ სამყაროსთან და ზოგადად დაბალ სამყაროებთან. ღმერთებს, თითოეულ ღვთაებას გააჩნია ვიწრო სპეციალიზაცია, საკუთარი ინდივიდუალური პროფილი და პროფესია ასევთქვათ. მაგალითად ჰეფესტოსი პასუხს აგებს მჭედლობაზე, ჰერა - ქორწინებაზე, პოსეიდონი - წყალზე (ზღვაზე), აპოლონი - მზეზე და ხელოვნებაზე, აფროდიტე - სიყვარულზე და გამრავლებაზე, არესი - სამხედრო სფეროზე, დემეტრა - მაგიაზე და მიწათმოქმედებაზე (ზოგადად მიწის სტიქიაზე), ჰადესი - მიცვალებულთა სულებზე, ასკლეპიოსი - მედიცინაზე და ა.შ. ანუ ისინი არ არიან უნივერსალურები და განაწილებული აქვთ სხვადასხვა საქმეები, თითოეულ ღვთაებას შეუძლია პასუხი აგოს მხოლოდ საკუთარ სფეროზე და არა სამყაროულ საკითხებზე. ამის გარდა, ღმერთების უმეტესობა არის ლაუკიკა-დევა რაც ნიშნავს ამქვეყნიურ ღვთაებას, ეს ნიშნავს, რომ მათაც აქვთ პრობლემები და მათაც უდგებათ ცუდი ხასიათი, ისინი ძალიან ჰგვანან ადამიანებს. როგორც ჰერმეტისტები ამბობდნენ: "ადამიანები მოკვდავი ღმერთებია, ხოლო ღმერთები - უკვდავი ადამიანები". ეს ასეცაა. მთელი სამყარო და ყველა ცოცხალი არსება შედგება ღვთიური ენერგიისგან, მას ეწოდება - შაკტი. თითოეული კაცი არის შივას ავატარა, ხოლო ქალი - შაკტის ავატარა, როგორც წერია ტანტრებში (ტანტრიზმის წმინდა წიგნებში), მაგრამ როგორც უკვე ითქვა, ადამიანი ესაა მოკვდავი ღვთაება, ყველა პრობლემის დასაბამია ავიდია (არცოდნა) და აჰამკარა (ეგოიზმი). ეონები და ღმერთები დაჯგუფებულნი არიან მკაცრად იერარქიულ რანგებად. არსებობენ ჰიპერ-ურანიდები (ტრანსცენდენტური ღმერთები), რომლებიც ციურ ურანიდებზე მაღლა დგანან და არიან ეგკოსმიოი ანუ კოსმიური ღმერთები, რომელთაგან თითოეულ გააჩნია დაიმონების (ნახევარღმერთების) მთელი ლეგიონები, რომელთაგან თითოეულს თავისმხრივ ემორჩილება სტიქიის სულების ანუ ელემენტალების მთელი ლეგიონები, იგულისხმებიან წყლის, ჰაერის, ცეცხლის, მიწის და ეთერის სულები (უნდინები, სილფიდები, სალამანდრები, გნომები და ელვისმპყრობელნი). საქმე იმაშია, რომ ჩვენი დედამიწა, არის უნიკალური ზონა, სადაც ხდება ეპოქების ცვლა, რაც არ ხდება სხვა პლანეტებზე და სხვა განზომილებებში, დედამიწაზე ერთმანეთს ცვლის 5 ეპოქა: ოქროს საუკუნე, ვერცხლის საუკუნე, ბრინჯაოს საუკუნე, გმირების საუკუნე და რკინის საუკუნე, ეგოს და კარმული კანონის გამო ადამიანები თანდათან განიცდიან სულიერ და ფიზიკურ დეგრადაციას და ქმნიან არასწორ, დეგრადირებულ ცივილიზაციას, რკინის საუკუნეში ადამიანთა ტანჯვა აღწევს მაქსიმუმს. არსებობს უფლის მრავალი ენერგია, მათ შორის უმთავრესია ორი: იოგა-მაია - სულიერი ენერგია და მაჰამაია - მატერიალური ილუზიის ენერგია, როცა ადამიანი აღარ უგდებს პარამატმას (უფლის სულს) საკუთარ გულში მყოფს ყურს და სჩადის ვიკარმას (ეგოისტურ სუბიექტურ მოქმედებებს), ის შედეგად იღებს უგრაკარმას (სასჯელს) და ღმერთები სტოვებენ მას მარტო მის ტანჯვასთან, როგორც გვახსოვს, ღმერთებს არ აქვთ უსასრულო მოწყალება და მათაც შეუძლიათ გაბრაზება და კარის მიჯახუნება. როდესაც ადამიანი ბუნების კანონებთან თანხმობაში მოქმედებს, ამას ეწოდება - კარმა, ხოლო ეგოისტურ მოქმედებას განპირობებულს უმეცრებით და ეგოიზმით, ეწოდება - ვი-კარმა, ვიკარმას რეზულტატია - უგრა-კარმა. იოგა ეს არაა უბრალო ტანვარჯიში ან მისტიკური რელაქსაცია, ესაა "კავშირი ღვთაებასთან", იოგა არის დაკარგული კავშირების აღდგენა ღმერთებთან. ბჰაქტი-იოგა მაგალითად არის ღმერთებთან დაკავშირება სიყვარულით, ჯნანა-იოგა - ღმერთებთან დაკავშირება ცოდნით (შემეცნებით), არსებობს იოგას სხვა ფორმებიც, რომლებიც ადამიანს ეხმარებიან ღვთაებებთან დაკავშირებაში. მატერიალისტები ხშირად სვამენ კითხვას: "რატომ ვერ ვამტკიცებთ ღმერთების არსებობას?", საქმე იმაშია, რომ დადასტურება ღმერთების არსებობისა, რომლებსაც შეუძლიათ დროით და სივრცით მანიპულირება, პრაქტიკულად ნონსენსია, ადამიანთა უმრავლესობას გააჩნია მატერიალისტური ცნობიერება და რომც ჰქონდეთ ღმერთებს სურვილი, გამოეცხადონ ასეთ სულს, ასეთი ადამიანი მაინც ვერ შეძლებდა მათ დაფიქსირებას, პრობლემა მდგომარეობს ცნობიერების განვითარების დონეში. ამის გარდა, რაც უფრო დაბალია ვარნა, მით უფრო მაღალია მატერიალიზმი. ბრაჰმანები, ქშატრიები, ვაიშიები, შუდრები, მლეჩხები, იავანები, ჩანდალები და მაჰაპაშუ, ეს არაა "კასტები", როგორც ზოგიერთები ამტკიცებენ, ესენია ადამიანური ცნობიერების განვითარების საფეხურები(!). რაც უფრო დაბლა დგას ადამიანი, მით უფრო აბრმავებს მას ეგო და მატერიალური სურვილები, ესაა პრობლემა. რაც შეეხება რეინკარნაციის უნივერსალურ კანონს და კარმულ კანონს, ეს ღმერთებსაც ეხებათ, ღმერთების დიდი ნაწილი (დაბალი რანგის ღმერთები) ადამიანთა მსგავსად ემორჩილებიან კარმულ კანონს და განიცდიან რეინკარნაციას, ასეთ ღვთაებები შეიძლება ადამიანადაც იშვან დედამიწაზე და თუ რაიმე სერიოზულ დანაშაულს ჩაიდენენ - ცხოველადაც (ან დემონად). კარმა ხშირ შემთხვევაში მათაც ეხებათ. როცა ისმის ასევე კითხვა: "რატომ ხდება მსოფლიოში კატასტროფები? სადაა ღმერთი?", საჭიროა ითქვას, რომ როდესაც კონკრეტულ პლანეტაზე მცხოვრები ადამიანები დეგრადაციის განსაკუთრებულ ფორმებს აღწევენ, ღმერთები (დევები) ტოვებენ მათ და მიდიან. არსებობენ ასევე ღმერთები, რომლებიც თავისუფალნი არიან კარმული კანონის ზეგავლენისგან და არსებობენ ისეთი ღმერთებიც, რომელთა მოკვლაც სავსებით შესაძლებელია გარკვეული სპეციფიკური მეთოდებით. მოკლედ რომ ვთქვათ, ღმერთების საზოგადოება და მათი ბუნება, საკმაოდ რთული საკითხია, არაა იოლი მათ შესახებ მსჯელობა, ჩვენთვის. P.S. მთელი ჩვენი კოსმიური მულტი-სამყარო, არის ერთი დიდი ოჯახი (კაულა), ჩვენ ყველანი, მულტი-სამყაროს ბინადარნი, ვართ ერთი გიგანტური ოჯახი. იმედი მაქვს შევძელი გადმომეცა თეოდიციის ჩემი ვერსია. ომ ნამაჰ შივაია
  7. ნაწილი 1 "ქსენოფანეს წინაშე, უწინარეს ყოვლისა, პოლითეიზმის საფუძვლიანობის საკითხი დადგა. პოლითეიზმი მრავალღმერთიანობის თეორიაა, გაღმერთებულია ბუნების მოვლენებიცა და ადამიანებიც. ქსენოფანეს აზრით, ბუნების მოვლენების გაღმერთება უსაფუძვლოა, რადგან შეუძლებელია ღმერთი ცვალებადი, წარმავალი იყოს. იკი აკრიტიკებს ანთროპომორფიზმს ანუ ღმერთის ადამიანური თვისებებით წარმოდგენას. ჰომეროსისა და ჰესიოდეს ღმერთები ადამიანთა მსგავსად ცრუობენ, მრუშობენ, ქურდობენ, ერთმანეთს ებრძვიან. ამ ღმერთებს აქვთ ადამიანის მსგავსი სხეული, რომლითაც ისმენენ, ხედავენ, სუნთქვანენ და ა.შ. ქსენოფანეს აზრით, ადამიანური პრედიკატები ღმერთისთვის უცხოა. ამგვარი ღმერთები კი არ ქმნიან და მართავენ სამყაროს და ადამიანს, არამედ პირიქით, ადამიანები ქმნიან ღმერთებს. ღმერთების სიმრავლის ერთ-ერთი მიზეზია ადამიანთა განსხვავება: ეთიოპიელების ღმერთი შავია და პაჭუა, თრაკიელებისა ცისფერთვალა და წითელთმიანი, ხოლო ხარებს, ცხენებსა და ლომებს რომ ხელები ჰქონოდათ ან ხატვა შესძლებოდათ, ან სახის შექმნა ადამიანისებურად, მაშინ ცხენები ღმერთს ცხენისებრი, ხარები ხარისებრი სახით დახატავდნენ და ასეთი სახით წარმოადგენდნენ. ქსენოფანე უარყოფს პოლითეისტურ ღმერთს, მაგრამ ამ გზით იგი საერთოდ ღმერთის უარყოფამდე კი არ მიდის, არამედ მონოთეიზმის დასაბუთებას ცდილობს." წყარო: ნარკვევები ფილოსოფიის ისტორიაში. გამომცემლობა "განათლება". თბილისი - 1993 წ. რ. გორდეზიანი. გ. თევზაძე. მ. სემსაძე. მ. ჭელიძე. გვ. 37. "იონიელებმა სამყაროს არსებად ცვალებადი და გარდაქმნადი ბუნების მოვლენები მიიჩნიეს. ქსენოფანეს აზრით, სამყაროს არსებაა უძრავი და უცვლელი ღმერთი. იგი უპირისპირდება სიმრავლეს (ბუნებას) როგორც ერთი. ღმერთი არსია სამყაროსი და შეუძლებელია მრავალი იყოს, რადგანაც მრავალი თანაბარძალოვანი ღმერთის დაშვებისას ღვთაებრივი ძალა განაწილდება სიმრავლეში და არც ერთი მათგანი არ იქნება ღმერთი (ძალის სიმცირის, ნაკლის გამო). ხოლო თუ მრავალი ღმერთი არათანაბარძალოვანია, მაშინ ყველაზე ძლიერს ექნება ღმერთის მნიშვნელობა, სხვანი კი დაქვემდებარებულნი იქნებიან, მაგრამ ასეთი ღმერთები არ შეიძლება არსებობდნენ; ე.ი. მრავალი ღმერთის დაშვებას საბოლოოდ მონოთეიზმამდე მივყავართ". წყარო: ნარკვევები ფილოსოფიის ისტორიაში. გამომცემლობა "განათლება". თბილისი - 1993 წ. რ. გორდეზიანი. გ. თევზაძე. მ. სემსაძე. მ. ჭელიძე. გვ. 38. ქსენოფანეს არგუმენტები და იდეები: #01 - "მითოლოგია ადამიანური წარმოსახვის ნაყოფია" #02 - "ღმერთები ჰგვანან ადამიანებს, ეს აბსურდია" #03 - "უმეცრებამ წარმოშვა ზებუნებრივის რწმენა და მითები ღმერთების შესახებ" #04 - ქსენოფანეს გაგებით ზოგიერთი ღვთაებების სიკვდილი და რეინკარნაცია უაზრობაა (იგულისხმება - ადონისი, ოსირისი და ა.შ.) #05 - "ტიტანები, გიგანტები და კენტავრები ძველი ხალხების ფანტაზიის ნაყოფია". #06 - ქსენოფანე ებრძოდა მკითხავებს და ორაკულებს. #07- "რეინკარნაცია არ არის" #08 - "თუ დავუშვებთ, რომ არის მრავალი ღმერთი, გამოვა, რომ თითოეული მათგანი რაღაცაში სხვებზე მეტი და ძლიერი იქნება, რაღაცაში კი ნაკლები, სუსტი, ასეთი არსებები კი ღმერთები ვერ იქნებიან, რადგანაც ღვთაება ვერ აიტანს, რომ ვინმე მასზე მაღლა იდგეს და მასზე ბატონობდეს" #09 - "თუ ღმერთები ძალით თანასწორები არიან, მაშინ ღმერთები ვერ იქნებიან, რადგანაც ღმერთი სხვებზე უკეთესი და აღმატებული უნდა იყოს" #10 - "მრავალი ღმერთი რომ არსებობდეს, მათგან არც ერთს არ ექნებოდა ყოვლისშემძლეობა" #11 - "ღმერთები (ღმერთი) არც იბადებიან და არც კვდებიან" #12 - "შეუძლებელია ღმერთი დარბოდეს სამყაროში სხვადასხვა საქმეებზე, როგორც ადამიანი" ქსენოფანეს კრიტიკა (ჩემი კონტრარგუმენტები ქსენოფანეს წინააღმდეგ): #01 - საიდან ვასკვნით, რომ მითოლოგია მხოლოდ წარმოსახვის ნაყოფია და სხვა არაფერი? და რა არის წარმოსახვა? ქსენოფანე აბსურდად მიიჩნევს მითოლოგიას და ვერ ხედავს რომ მითები და ლეგენდები ესენია ძველი ისტორიები, ადამიანების და ღმერთების კონტაქტის შედეგი. ესაა ინფორმაციული არქივი ძველი ეპოქების შესახებ. ქსენოფანე საერთოდ არ იცნობდა დჰარმულ რელიგიებს და საერთოდ, მიუხედავად იმისა, რომ ის მოგზაურობდა, მთელ მსოფლიოს ვერ მოივლიდა და შესაბამისად ყველა რელიგიასაც ვერ შეისწავლიდა, მის დროს ბერძნული გეოგრაფია უაღრესად პრიმიტიულ დონეზე იყო და განათლების ზოგადი დონეც. წარმოსახვა ესაა გონება (მანასი", რომელიც დაკავშირებულია წინა ინკარნაციებთან და ადამიანის გულში მსუფევ ზესულთან (პარამატმასთან). დევები (ღმერთები) გავლენას ახდენენ ადამიანურ ემოციებზე და შთაგონებაზე (იხ. მუზები და მოირები). #02 - დჰარმული და ჩინური რელიგიების მიხედვით ჰუმანოიდური ფორმა სამყაროში საკმაოდ გავრცელებულია, სხვადასხვა ზებუნებრივი არსებები განსხვავდებიან ერთმანეთისგან და ამის გარდა, სხვადასხვა განვითარების და ტემპერამენტის მქონე ადამიანებს ევლინებიან განსხვავებული ფორმებით. ანთროპომორფული (ჰუმანოიდური) არის სამყაროში მცხოვრები მრავალი რასა (დევები, ასურები, პრეტები, ბჰუტები, ნარაკები, ბოდჰისატვები და ა.შ.). ვედების მიხედვით სამყაროში გავრცელებულია 400 000 ჰუმანოიდური ფორმა. #03 - უმეცრება ესაა სულიერი ცოდნის უარყოფა და ურწმუნოება და არა რწმენა. ეს მხოლოდ ქსენოფანე ფიქრობდა, რომ ძველი მსოფლიოს მისტიკოსები "უმეცრები" იყვნენ, დასაბუთება ცხადია ვერ შეძლო. #04 - ღვთაებებს შეუძლიათ სიკვდილი დ მკვდრეთით აღდგომა. ვერაფერს წინააღმდეგობრივ და უაზროს ამაში ვერ ვხედავ. სული უკვდავია, ხოლო ასტრალური სხეულის და ფიზიკური ხორციელი გარსის მოსპობა ძალიან მარტივად შეიძლება. ღვთაების რეინკარნაცია სულაც არ არის უსაფუძვლო და აბსურდული, ქსენოფანეს არ ესმის მისტიციზმი, ღვთაებათა ბუნება. #05 - ტიტანების, გიგანტების და კენტავრების ძვლებს მთელ პლანეტაზე პოულობენ, ამის გარდა უაზრობა იქნებოდა გვემტკიცა, რომ ადამიანები, რომლებიც ირწმუნებიან რომ ნახეს ეს არსებები, ყველანი არიან "შეშლილები", აბსურდი ის იქნებოდა, რომ სხვა ჰუმანოიდური და მისტიკური რასების არსებობის უარყოფა მიგვეჩნია მართებულად. ადამიანთა მსგავსი ცოცხალი არსებები, დაჯილდოვებულნი არაადამიანური უნარებით და ძალებით სავსებით შეიძლება არსებობდნენ, ამის გამორიცხვა ნონსენსია. #06 - ნუთუ ქსენოფანე ვერ ხედავდა, რომ მკითხაობა და ორაკულობა რეალურად მოქმედებს? ცხადია არსებობენ შარლატანებიც, მაგრამ, რის საფუძველზე უწოდებდა მკითხავებს და ორაკულებს, ყველას უკლებლივ, შარლატანებს? ეს გაურკვეველია. #07 - რეინკარნაციის იდეა არის მრავალ რელიგიაში, განსაკუთრებით კი დჰარმულ რელიგიებში, სადაც სულთა გადასახლება იდეად კი არა, ბუნების აბსოლუტურ კანონად ითვლება. დოქტორი იან სტივენსონი აშშ-დან ამტკიცებს, რომ მან შეძლო რეინკარნაციის ფაქტის დადასტურება, მსოფლიო ისტორიაში იყო მრავალი ადამიანი, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ახსოვდათ წინა ცხოვრება და ამას ასაბუთებდნენ კიდეც, შეუძლებელია ყველა გიჟი იყოს. სული (ატმანი) რეალურად გადადის სხეულიდან სხეულში კარმული კანონის ზეგავლენით და ეს ფაქტი სავარაუდოდ გაუგებარი ან სულაც უცნობი იყო სკეპტიკურად განწყობილი ქსენოფანესათვის. #08 - თითოეულ ღვთაებას აქვს საკუთარი სფერო და კონკრეტული ტალანტები. რა არის აქ გაუგებარი? რა იცოდა ქსენოფანემ, რომ ღვთაებათა შორის გარკვეული იერარქია ვერ იარსებებს? #09 - ღმერთები არ არიან ერთნაირი ძალის. #10 - ყოვლისშემძლე არავინაა. უმაღლესი ღმერთიც კი შეზღუდულია საკუთარივე კოსმიური კანონებით (ეთიკით). ყოვლისშემძლეობა უეჭველად გულისხმობს აბსოლუტურ თავისუფლებას მოქმედებაში და შესაბამისად მორალურ ნიჰილიზმს. "თავისუფალ" ღმერთს გამოდის რომ შეეძლება რაც მოესურვება ყველაფრის გაკეთება ანუ არ ექნება ეთიკური საზღვრები. #11 - არავინ არ იბადება და არ კვდება. იბადება და კვდება სხეული, სული (ატმანი) - არა. დაბადება და სიკვდილი მოჩვენებითია, სული მარადიულად უსაწყისო და უსასრულოა. რა არის აქ გაუგებარი? კარგი იქნებოდა ქსენოფანეს შეესწავლა შაივა-სიდჰანტას ფილოსოფია ან შანკარას ადვაიტა. #12 - ვითომ რატომ არის შეუძლებელი, რომ სხვადასხვა რანგის ღვთაებები ფლობდნენ ადამიანის მსგავს ფორმას და "დარბოდნენ" სხვადასხვა პლანეტებზე და სამყაროებში საქმეზე? ვერ ვიგებ ქსენოფანეს უსაფუძვლო მტკიცებებს. მისი სკეპტიციზმი უსაფუძვლოა. P.S. ეპილოგი. ღმერთები არიან ადამინის მსგავსი სულიერი არსებები, რომელთა შორისაც არსებობს უმკაცრესი იერარქიული სისტემა. პარაბრაჰმანიდან ჩნდება ტრიადა (ტრიმურტი), ხოლო ტრიადა წარმოშობს ღვთაებათა მთელ მირიადებს, იერარქიებს, ეს არსებები ქმნიან ადამიანურ რასას და პლანეტებს. თითოეულ პლანეტას და ვარსკვლავს ჰყავს თავისი ასტრალური ღვთაება (ჰუმანოიდური ავატარა), რომელსაც გააჩნია კონკრეტული ემოციები, იდეები და გონება. ისინი გავლენას ახდენენ ადამიანებზე და ზოგადად ბიოსფეროზე. ღმერთების სიმრავლის მიზეზია ის, რომ ისინი განსხვავდებიან ერთმანეთისგან, წარმოშობენ ემანაციებს და ექსპანსიებს და ეცხადებიან სხვადასხვა ფორმით და სახით სხვადასხვა აზროვნების მქონე ხალხებს. ამის გარდა ისიც ნათქვამია მითებში, რომ ღმერთებმა გაინაწილეს დედამიწის ხალხები და სამეფოები (!). ბასილიდე გნოსტიკოსიც ამ აზრზე იყო. წარმავალია მხოლოდ მატერია და არა სული. რაც შეეხება ღმერთების ქცევას და სხეულის ქონას, ბუდისტური, ჯაინისტური, დაოსური, შინტოისტური და ვედური (ინდუისტური) რელიგიური ფილოსოფიის მიხედვით, დაბალი იერარქიის, დაბალი რანგის ღმერთებს (ღვთაებებს) გააჩნიათ ადამიანთა მსგავსი ემოციები და გარეგნული ფორმა, რაც სავსებით ბუნებრივია. რა არის აქ გასაკვირი? არაფერი. ქსენოფანე იმყოფებოდა მანუმაიას დონეზე და მთელი მისი "ფილოსოფია" ესაა პრიმიტიული მენტალური სპეკლაციები, სხვა არაფერი. ქსენოფანეს არ ჰქონდა სიყვარული და სულიერი სიახლოვე უფალთან (უზენაესთან). მისი კრიტიკა ესაა აგრესიული ღვარძლი და სხვა არაფერი. მას საერთოდ არ ესმოდა თუ რას წარმოადგენს მატერიალური ბუნება და კოსმიური იერარქია. ომ შანტი ნაწილი 2 ვედანტა, მაჰაიანა და ქაშმირული შივაიზმი ქსენოფანე კოლოფონელის წინააღმდეგ რა არის ღმერთი? ყველას თავის ჭკუაზე ესმის ეს, თუმცა არსებობს ობიექტური ცოდნაც (გნოზისი). ქსენოფანე კოლოფონელი აშკარად მოკლებული იყო გნოზისს. ღმერთის (ღვთაების) რაობა და არსი შეგვიძლია გავიგოთ ორგვარად: #1 ღმერთი არის უსასრულო მულტისამყარო (ცოცხალ არსებათა და ციურ სხეულთა ერთიანობა) და ამ მულტისამყაროს კოლექტიური (აბსოლუტური) ზეცნობიერება. #2 ღმერთი ესაა ღვთაება, ჰუმანოიდური არსება, რომელიც ფლობს ადამიანურის მსგავს სხეულს, მაგრამ ბევრად უფრო ძლიერს, შეუძლია სივრცეში მყისიერად გადაადგილება ეთერული პორტალების დახმარებით, ფორმის შეცვლა, შემცირება და გადიდება, დროის და სივრცის გამრუდება, მატერიის შექმნა ენერგიიდან და სხვა მსგავსი სიდჰები (სრულყოფილებები, უნარები). დაცემულ ღმერთებსაც (ასურებს) შესაძლოა გააჩნდეთ მსგავსი უნარები, თუმცა უფრო შემცირებული. ღმერთების გონება, სული და სხეული შესაძლოა იყოს გაცილებით უფრო ძლევამოსილი, ვიდრე ადამიანის. სხვადასხვა რანგის ღვთაებებს (ღმერთებს) შესაძლოა ჰქონდეთ განსხვავებული ძალა და ფსიქოლოგია, მენტალიტეტი. ომ შანტი
  8. ბიბლიაში, დაბადების წიგნის (ბერეშიტის) მეთერთმეტე თავის 28 და 31-ე მუხლებში და მეთხუთმეტე თავის მეშვიდე მუხლში ნათქვამია, რომ აბრამი (აბრაამი) და მისი მთელი ოჯახობა სახლობდა ქალდეველთა (ქალდეელთა) ქალაქ ურში. ქალდები იყვნენ არაბეთის ნკ-ს ჩრდილო-აღმოსავლეთში, შუმერების ქვეყანასთან ახლოს მცხოვრები ხალხი. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ქალდებმა ძვ.წ. მეცხრე საუკუნეში დაიწყეს მასირებული შეტევები მესოპოტამიაზე და ძვ.წ. 625 წელს (მეშვიდე საუკუნეში) შეძლეს კიდეც მესოპოტამიის ხელში ჩაგდება და ქალდეური იმპერიის შექმნა, რომლის სათავეში იდგა ქალდეური სამეფო დინასტია და მისი ბოლო მეფე იყო ნაბონიდი, რომელიც სპარსეთის მეფემ დაამარცხა, მაგრამ დაინდო, არ მოკლა და აღმ. ირანში სატრაპად დანიშნა. პირველი ქალდეელი მეფე იყო ნაბოპალასარი. ნაბოქოდონოსორი რომელმაც თურმე დააწიოკა იუდეველები, იყო ქალდეელი მეფე. ბიბლიური ლოგიკით აბრაამი, იუდეველთა წინაპარი იყო ქალდეელი. დასკვნა: ბიბლიაში მოცემულია ანაქრონიზმი. აბრაამი ვერ იცხოვრებდა ძვ.წ. 1800-1646 წლებში, როგორც ოფიციალური ვერსია ამბობს. შუმერული ქალაქი ური გახდა ქალდეური (სემიტური) ძვ.წ. მეშვიდე საუკუნეში. ქალდები იყვნენ სემიტები. შესაბამისად ვერანაირი იუდეა ვერ იარსებებდა მაშინ. მეფე სოლომონიც ვერ იცხოვრებდა ძვ.წ. მეცხრე საუკუნეში. P.S. ის აზრი (კონცეფცია) რომ სამყაროს ასაკი სულ რაღაც 7 - 8 ათასი წელია, აღებულია ზოროასტრიზმიდან, ის რომ დრო სწორხაზოვანია, ეგეც მაქედანაა აღებული. ამას ადასტურებს მკვლევარი - ჯონ დეი. არქეოლოგი ზაევ ჰერცოგიც ეჭვქვეშ აყენებს ბიბლიურ ისტორიებს. ამ მიდგომას ეწოდება "ბიბლიური მინიმალიზმი".
  9. ბიბლიის მიხედვით, აბრაამული რელიგიური ტრადიციის თანახმად, პირველი ბიბლიური პატრიარქი წარღვნის შემდეგ იყო - აბრამი (აბრაამი), რომელმაც აღთქმა დადო უფალთან (საბაოთთან). აბრაამი რელიგიური წარმოდგენების მიხედვით ცხოვრობდა ძვ.წ. 1800-1750 წლებში, მის შემდეგ იყო პატრიარქი იაკობი (დაახლ. 1700 წ.), იაკობის შემდეგ იოსები (ძვ.წ. 1650 წ.), იოსების შემდეგ - მოსე (მოშე - ძვ.წ. 1250-1230 წწ.) და ა.შ. რელიგიური იერარქების მტკიცებით იუდეველთა ეგვიპტიდან გამოსვლა მოხდა ძვ.წ. 1250-1230 წლებში ანუ მოსეს (მოშეს) დროს. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არ ვიცი, მაგრამ ეს რელიგიური წარმოდგენები სინამდვილეს არ შეესაბამებიან, რადგანაც როგორც უკვე ითქვა, ქალდეველთა მიერ მესოპოტამიის დაპყრობა დაიწყო ძვ.წ. IX-ე საუკუნეში და დასრულდა ძვ.წ. 625 წელს ახალი ბაბილონიის შექმნით, რომლის სათავეში მოექცა ქალდეველთა სამეფო დინასტია. პირველი ქალდეველი მეფე იყო ნაბოპალასარი. 555-538 წლებში ქალდეველების რეფორმებმა რადიკალური სახე მიიღეს, მეფე ნაბონიდმა გააძლიერა მთვარის ღმერთი სინის კულტი და უარყო მარდუქის კულტი, გადაადგილა დედაქალაქიც ბაბილონიდან თემის ოაზისში. დაიმსახურა მარდუქის ქურუმების გულისწყრომა. აღსანიშნავია ისიც, რომ ბიბლიური იაჰვე-საბაოთის კულტი დაკავშირებულია მთვარესთან, მთვარის ფაზებთან. სწორედ ახალმთვარეობის და სავსემთვარეობის დროს უმართავდნენ ძველი იუდეველები დღესასწაულებს, როგორც წერია ძველ აღთქმაში (იერემიასთან, ესაიასთან, ეზეკიელთან და ა.შ.). გამოდის, რომ იაჰვე არის მთვარის ღმერთი, რომლის კულტიც გააძლიერეს ქალდეველებმა (ქალდეველმა მეფეებმა), როცა დაიპყრეს მესოპოტამია. აქედან გამომდინარე ბიბლიური აბრაამი უნდა დაბადებულიყო ძვ.წ. მეცხრე საუკუნეში (ან მეშვიდე საუკუნეში). შესაბამისად ისეთი პერსონაჟები, როგორებიცაა - იაკობი, იოსები, მოსე, იესო ნავეს ძე, მსაჯულები, მეფე საული, მეფე დავითი, მეფე სოლომონი ბრძენად წოდებული და სხვანი, უნდა დაბადებულიყვნენ გაცილებით უფრო გვიანდელ პერიოდში, ვიდრე ამას მიუთითებს ბიბლია, უფრო ზუსტად ბიბლიაზე დაფუძნებული ოფიციალური რელიგიური ისტორია. შესაბამისად გამოდის, რომ ებრაელი ხალხის ისტორია მოითვლის არა 3800 წელს, არამედ გაცილებით ნაკლებს, მხოლოდ 2800-2900 წელს. აქედან გამომდინარეობს ის აზრი და სავსებით ლოგიკური დასკვნა, რომ ისრაელის ერი (ებრაელი ერი) გაცილებით უფრო ახალგაზრდაა, ვიდრე ოფიციალურად არის მიჩნეული და წარმოშობილია იგი ძველი ქალდეველების ეთნოსიდან. შესაბამისად აქედან კიდევ ერთი დასკვნა; იუდაისტური რელიგია გაცილებით უფრო ახალგაზრდაა, ვიდრე ბევრს ჰგონია. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ რელიგიური იერარქები, რომლებიც ეყრდნობიან ბიბლიას, ბევრ რამეში ცდებოდნენ. ადგილი აქვს სერიოზულ უზუსტობებს და ანაქრონიზმებს.
  10. პირადად მე ვედური რელიგიის (ინდუიზმის) სხვა განშტოების მიმდევარი ვარ, მაგრამ ვაიშნავებს (ვიშნუს/კრიშნას ერთგულებს) დიდ პატივს ვცემ და თბილი ურთიერთობაც მაქვს ევროპაში და აზიაში მცხოვრებ კრიშნაიდებთან/ვაიშნავებთან. ადრე ბუდიზმით ვიყავი გატაცებული, თუმცა საბოლოო ჯამში ვედური გზა ავირჩიე და მივსდევ შაქტიზმის, კერძოდ კი შრი-ვიდიას რელიგიურ-მისტიკურ ტრადიციას, რომელშიც უზენაეს დემიურგად და სამყაროს მბრძანებლად მოიაზრება ბჰავანი დურგა იგივე მაჰადევი (მას გააჩნია სხვა სახელებიც). ჩვენ შაქტიზმის მიმდევრები საერთო ჯამში 3 მილიონი ვართ და ჩვენს რჩეულ ღვთაებას დედას ან ზეციურ დედას ვუწოდებთ, რომელმაც ჩვენი რწმენით შექმნა სამყაროები და მათ შორის ღმერთები: ბრაჰმა, ვიშნუ/კრიშნა და შივა-რუდრა. ეს მითოლოგემა ასახულია ისეთ ტექსტებში, როგორებიცაა დევიბჰაგავატა-პურანა, დევი-გიტა და ბრიჰავრიჩოპანიშადი, რომლებშიც ცხადია უზენაეს საწყისად, უზენაეს ღვთიურ ძალად მოიაზრება ღვთაებრივი დედა - დევა-მატრი (ღმერთების დედა). მისი კულტი გავრცელებული იყო ძველ ისრაელშიც და იქ მას ერქვა "ცის დედოფალი", ეს ნახსენებია იერემიას წიგნში, იერემია აქტიურად ებრძოდა მის კულტს. ფინიკიელები და ქანაანელები მას ციურ აშერას ან ასირატუს უწოდებდნენ.
  11. გაუდია-ვაიშნავური (კრიშნაიდული) რელიგია ძალიან საინტერესოა და ლამაზია, რაღაცით წააგავს პლატონის დუალისტურ მეტაფიზიკურ იდეალიზმსაც. პლატონის ფილოსოფიაში ითვლებოდა, რომ არსებობს ორი სამყარო: სულიერი, ეიდოსების ანუ იდეების სუპერსამყარო, სადაც სუფევს კეთილი დემიურგი, უზენაესი უფალი, რომელმაც შექმნა ათენა, ზევსი, ჰერმესი და სხვები. პლატონი აღიარებდა გარდაუვალი ბედისწერის კანონს, რომელსაც ბერძნულად ერქვა - ანანკე. ეს ანანკე წააგავს კარმული კანონის პრინციპს. ვაიშნავური რელიგია ქადაგებს, რომ არსებობს ოთხი სახის კარმა და ეს კარმა არის ბუნების კანონი, შექმნილი იშვარას (უფლის) მიერ. პლატონის მსგავსი იდეები აქვთ ვაიშნავებსაც. 4 ტიპის კარმა: აკარმა - როდესაც სულიერი ასკეტიზმის შედეგად გადიხარ ფიზიკური სამყაროდან სულიერში, უფალთან, უზენაესთან. კარმა - როცა იცავ და არ არღვევ ბუნების კანონებს, არ ძალადობ ცოცხალ არსებებზე და არ ანადგურებ ეკოსისტემას. ვიკარმა - როცა მისდევ მხოლოდ საკუთარი ეგოიზმის ხმას, ძალადობ, სპობ ბუნებას, ბილწსიტყვაობ, ჩხუბობ და ა.შ. უგრაკარმა - კარმული რეაქცია ეგოიზმზე, სასჯელი. სხვაგვარად რომ ვთქვათ კარმული კანონი ესაა ნიუტონის მესამე კანონი - "ქმედება ბადებს უკუქმედებას". ეს არის ერთგვარი მიზეზ-შედეგობრიობის პრინციპი, ნებისმიერ მოქმედებას აქვს შესაბამისი რეზულტატი, ცუდს - ცუდი და კარგს - კარგი. არსებობს ასევე დჰარმის ანუ კულტურის 5 ფორმა: სანატანა-დჰარმა - მარადიული ჭეშმარიტება, ვედური კულტურა. უპა-დჰარმა - მარადიული ჭეშმარიტების იმიტაცია. ჩალა-დჰარმა - მენტალური სპეკულაციები. ასურა-დჰარმა - დემონური ათეიზმი, მატერიალიზმი. ადჰარმა - აბსოლუტური უკანონობა და უსამართლობა, ყოველგვარი ეთიკის და მორალის უარყოფა, ნარკოტიკები, ლოთობა, ცხოველების ხოცვა, დაცინვა და ა.შ. ვედების მიხედვით დჰარმა, ისევე როგორც კაცობრიობა, არის მარადიული, უსაწყისო და უსასრულო. ვედების მიხედვით დრო (ისტორია) არის ციკლური და არა სწორხაზოვანი ანუ "უკანასკნელი" სამსჯავრო ან "ქვეყნიერების დასასრული" არასოდეს არ იქნება. ყველაფერი მეორდება. არსებობენ ისტორიული ციკლები, მაგალითად 4 ეპოქა (იუგა): სატია-იუგა - ოქროს საუკუნე. ტრეტა-იუგა - ვერცხლის საუკუნე. დვაპარა-იუგა - ბრინჯაოს საუკუნე. კალი-იუგა - რკინის საუკუნე. ვედური მითების თანახმად დაახლოებით 10 000 წლის წინ დედამიწას მართავდა ვედისტი მეფე (მაჰარაჯა) ბჰარატა, რომლის შთამომავლებზეც დაიწერა წიგნი მაჰაბჰარატა, ბრძენი ვედა ვიასა დევას მიერ 5 000 წლის წინ, როცა უკვე იწყებოდა რკინის საუკუნე ანუ დეგრადაციის ეპოქა, როდესაც ადამიანები განუდგნენ ვედებს და დაივიწყეს ბრაჰმანები (ქურუმები). ვაიშნავური სწავლების მიხედვით არსებობენ 5 ტიპის ადამიანები: კარმა-კამი - მატერიალისტი ეგოისტი. სიდჰი-კამი - ადამიანი, რომელსაც სურს გახდეს ექსტრასენსი და ფლობდეს მაგიურ უნარებს. ბჰუქტი-კამი - ადამიანი, რომელსაც სურს ნეტარება მატერიალური სამყაროს ციურ პლანეტებზე. მუქტი-კამი - ადამიანი, რომელსაც სურს მატერიისგან განთავისუფლება ანუ მუქტი. ბჰაქტი-იოგი - უფლის ერთგული, რომელსაც უყვარს უფალი (შემოქმედი) და არ სურს არაფერი გარდა იმისა, რომ ემსახუროს უზენაესს. ესაა სუფთა სულიერი სიყვარული უფლის მიმართ. ვედების მიხედვით 427 000 წლის შემდეგ უნდა მოვიდეს დამსჯელი ავატარა - უფალი კალკი, რომელიც შემუსრავს დჰარმის მტრებს და აღადგენს სატია-იუგას, შეიქმნება ახალი გლობალური ვედური სამეფო და ადამიანთა სიცოცხლის ხანგრძლივობა მიაღწევს 80 000 წელს. ვიშნუიზმის ყველაზე მთავარი წიგნებია: ბჰაგავად-გიტა, ვასუდევა-უპანიშადა, შრიმად-ბჰაგავატამი, ვიშნუ-პურანა და ვიშნუ-სტოტრა.
  12. ბუდიზმი (ბუდა დჰარმა) საკმაოდ საინტერესო და ლამაზი სწავლებაა, თუმცა ის არ მომწონს, რომ უარყოფს შემოქმედის არსებობას (ნირიშვარავადა) და სულის არსებობას (ანატმავადა). ბუდისტური ტექსტი ბუდჰავამსა გვეუბნება, იმას, რომ ბუდა გაუტამა (შაკიამუნი) არ იყო ერთადერთი ბუდა და მით უმეტეს სწავლების გამოგონებელი. ბუდას მიხედვით სამყარო ესაა სამსარა-ჩაკრა (წრებრუნვა ანუ ჩაკეტილი ციკლი). სამყარო არის მარადიული და არ ჰყავს შემოქმედი. მეტიც, არის მრავალი სამყარო და მრავალი დასახლებული პლანეტა და "შექმნა" როგორც ასეთი შეუძლებელია. ამას ეუბნებოდა ბუდა გაუტამა თავის მოწაფეებს. როცა ბუდას უსვამდნენ შეკითხვებს ღმერთზე ან სულზე ის ძირითადად "ინახავდა კეთილშობილ მდუმარებას". ბუდას სწავლების თანახმად დჰარმა მარადიულია და არ გააჩნია დასაბამი ან დასასრული, ისევე როგორც ადამიანთა მოდგმას. ბუდა უარყოფდა მონოთეიზმს და პანთეიზმს და ამბობდა, რომ ღმერთები ბევრნი არიან და არც თუ ისე ჭკვიანები არიან ჩვენთან შედარებით, ისინი ისეთივე მონები არიან კარმული კანონის (რომელიც ასევე უსაწყისოა), როგორც ყველა სხვა არსება. სული არ არის, სამაგიეროდ არსებობენ ე.წ. დჰარმები (მარადიული ატომები), რომელთაგანაც შედგება ყველა არსება. რეინკარნაცია ბუდას სწავლებაში არაა სულთა გადასახლება, ბუდიზმში რეინკარნაცია (სამსარა) ესაა დჰარმების კონტინიუმის, როგორც უსაწყისო და უსასრულო მდინარის მუდმივი რეპრეზენტაცია. არსებობს სამყაროების და ღმერთების მთელი იერარქია. არის ერთი არსება, სახელად მაჰაბჰრაჰმა (დიადი ბრაჰმა), რომელიც ამტკიცებდა, რომ მან შექმნა სამყარო, ბუდა მოწაფეებთან ერთად ავიდა მის ცაზე და დისპუტში დაუმტკიცა რომ ცდებოდა. ბუდა ხშირად გამოისახება როგორც ღმერთების, ადამიანების და დემონების მოძღვარი და დამრიგებელი. ბუდიზმის მიხედვით არსებობენ შემდეგი არსებები: ადამიანები, დამშეული აჩრდილები, დემონები, ჯოჯოხეთის სულები, ღმერთები და ცხოველები. მაგრამ არიან გასხივოსნებული არსებები ანუ სატვები, როგორც ბრძანა ქალბატონმა ნინომ, რომლებსაც ეწოდებათ; ბუდა, ბოდჰისატვა და არჰატა. ეს სამი იერარქია არის უმაღლესი, მათ ემსახურებიან განათლებული ღმერთები (მაგალითად მაჰაკალა, განეშა და ა.შ.). ნირვანა არის სამი სახის: ნირვანა - არასრული გასუფთავება. პარანირვანა - უფრო ძლიერი გასუფთავება (აფექტებისგან) და ბოლოს მაჰა-ბოდჰი-ნირვანა - უმაღლესი და აბსოლუტური ნირვანა. ბუდისტურ წიგნში უშნიშა ვიჯაია სტოტრა მოთხრობილია თუ როგორ გადაარჩინა ჯოჯოხეთში დაბადებისგან ბუდამ და განათლებულმა ქალღმერთმა უშნიშა ვიჯაიამ ცის მეფე შაკრა-ინდრა. ბუდას მიხედვით დაიბადო ღვთაებად არის ყველაზე ცუდი კარმა, რადგანაც ღმერთები განებივრებულნი და გაბრუებულნი არიან ციური ნეტარებით და კომფორტით და ადამიანთაგან განსხვავებით პრაქტიკულად არ შეუძლიათ მიაღწიონ ბოდჰის (გასხივოსნებას). ადამიანის სხეული არის ყველაზე იდეალური ბუდისტური იოგას პრაქტიკისთვის, რადგანაც დედამიწაზე ტანჯვა და სიამოვნება არის 50-50-ზე ანუ არის იდეალური გარემო ასკეტიზმისათვის. როცა ბუდა გაუტამა მედიტირება ბოდჰის ხის ძირში, მას ყოველმხრივ უშლიდა ხელს პრაქტიკაში ბოროტი ღმერთი მარა, რომელიც ცხოვრობს ერთ-ერთ უმაღლეს ცაზე. ბუდას მიხედვით ბუდას გააჩნია სამი სხეული: დჰარმაკაი - ჭეშმარიტების ანუ კანონის სხეული. სამ ბჰოგა კაი - ტკბობის სხეული, რომელშიც ბუდა ეცხადება ღმერთებს ცაში. ნირმანაკაი - ხორციელი სხეული, რომლის დახმარებითაც ბუდა ეცხადება მიწიერ ცოცხალ არსებებს. ბუდა ქადაგებდა, რომ ცნობიერება (ვიჯნანა) მუდმივად იცვლება და მას არ ჰყავს შექმნელი. არსებობს ასევე ბუდიზმში კოსმიური კოლექტიური ცნობიერება (ალაია ვიჯნანა) და სამი "ბუნება": პარანიშპანა სვაბჰავა - აბსოლუტური ბუნება. პარატანტრა სვაბჰავა - დამოკიდებული ბუნება და პარიკალპიტა სვაბჰავა - წარმოსახვითი მატერიალური რეალობა. არია-ვასუბანდჰუმ და არია-ნაგარჯუნამ სისტემურად უკუაგდეს სულის და შემოქმედის არსებობის იდეები, კონცეფციები.
  13. დღეს მსურს განვიხილო ერთი მართლმადიდებელი აპოლოგეტის ნარკვევი ბუდიზმთან დაკავშირებით, რომელსაც გუშინ გადავაწყდი ერთ მართლმადიდებლურ ფორუმზე. ნარკვევი მიმართული იყო ბუდიზმის წინააღმდეგ და წარმოადგენს საკმაოდ დილეტანტურ და ტენდენციურ კრიტიკას. შევეცდები ვუპასუხო ამ აპოლოგეტს ბუდისტური არგუმენტებით და დავიცვა ბუდას სწავლება, მიუხედავად იმისა, რომ არ (აღარ) ვარ ბუდისტი და მივსდევ ინდუიზმს (შაკტიზმის ტრადიციას). შიგადაშიგ შევეცდები ჩავაკვეხო შაკტისტური ფილოსოფიის ელემენტებიც. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ვაჯრაიანას ბუდიზმში არის შაკტიზმის ელემენტები, არ უნდა გამიჭირდეს. მაშ ასე, დავიწყოთ. არგუმენტი ბუდიზმის წინააღმდეგ: ბუდიზმის ძირითადი პოსტულატები შემდეგია: იგი არ აღიარებს არც შემოქმედს და არც ქმნილებას. მისთვის ერთადერთი ჭეშმარიტად არსებული არის არარა, ანუ არყოფნა, რომელსაც მარადიული, დამოუკიდებელი და თვითმყოფადი არსებობა აქვს. ყველა სხვა არსებობა, რასაც საწყისი და დასასრული აქვს, ცვლილებას ექვემდებარება და დროითა და სივრცითაა შეზღუდული, მოკლებულია ჭეშმარიტ ყოფიერებას. ყოველივე არსებული არარასაგან წამოსდგა და კვლავ მას უბრუნდება, მაშასადამე, არყოფნა ყველაფრის თავი და ბოლოა. ამდენად, თუკი იგი ჭეშმარიტი არსი და სამყაროს ერთ-ერთი საფუძველია, მაშინ სამყარო, ყოველივე იმასთან ერთად, რაც მასში არსებობს და ცოცხლობს, უკანონო და არასაჭირო არსებობის შედეგია და, ამდენად, ბოროტებაა. კომენტარი: დავიწყოთ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტით; ბუდიზმში, ისევე როგორც სხვა დჰარმულ რელიგიებში გლობალური ისტორიული პროცესი, დრო, კოსმიური ყოფიერება, არის - ციკლური. ამასთან ერთად, ბუდიზმი და ჯაინიზმი განსხვავდებიან იმითი (ინდუიზმისგან და სიქჰიზმისგან), რომ ის არ ცნობს დემიურგის ანუ შემოქმედის (იშვარას) არსებობის იდეას, ამას ეწოდება ნირიშვარა-ვადა, რომელიც შეიმუშავა ბრძენმა ნაგარჯუნამ, ბუდას ქადაგებათა საფუძველზე. ბუდას ფილოსოფიის მიხედვით არსებობს ღვთაება, რომელსაც ჰქონდა პრეტენზია, რომ ის არის შემოქმედი-აბსოლუტი, მას ჰქვია მაჰაბრაჰმა, მაგრამ როცა ბუდამ და მისმა მოწაფეებმა მას აუხსნეს, რომ ის არაა დემიურგი, მაჰაბრაჰმამ მოინანია და აღიარა, რომ არ არის დემიურგი. ეს განხილულია ისეთ სუტრაში, რომელსაც ეწოდება ბრაჰმაჯალა-სუტრა. რატომ უარყოფს ბუდა შემოქმედს? იმიტომ, რომ ყოფიერება, უფრო ზუსტად მულტისამყარო (გიგაკოსმოსი) არის უსაწყისო და უსასრულო, ციკლური და სამყაროები ფორმირდებიან არა ღმერთის ენერგიის, არამედ ცოცხალ არსებათა კოლექტიური კარმის გავლენით. სამყაროს ყოფიერებას განაპირობებს ჩვენი კარმა, აფექტები და დაბინძურებული ცნობიერება. ამიტომაც ითვლება, რომ ყოფიერება ტანჯვაა. ბუდა არ ცნობს ქმნილებას? ბუდას ფილოსოფია გვეუბნება, რომ არავინაა ქმნილება, ცოცხალი არსება (სატვა) ესაა მოკვდავი და უკვდავი სუბატომების (დჰარმების) კლასტერების (სკანდჰების) უსაწყისო და უსასრულო, უქმნელი დისკრეტული ნაკადი, კონტინიუმი, მდინარე, რომელიც რეინკარნაციის გზით, კარმული ძალის ზეგავლენით, განიცდის რეპრეზენტაციას. „არარა“ ანუ შუნიატა არ არის „ჭეშმარიტად არსებული“ და მით უმეტეს თვითმყოფადი, თქვენ რომ სუტრები წაგეკითხათ, გაიგებდით, რომ შუნიას თვითმყოფადობა და არსობრიობა არ გააჩნია. შუნიატა (შუნია) არის შეუცნობელი სიცარიელე, რომელიც იგივე არაა რაც ინდუისტური პარაბრაჰმანი ან შაკტისტური ნირგუნა-შაკტი, ეს არაა არსი, აბსოლუტი ან ღმერთი. ეს არაა მსოფლიო სული. ესაა შეუცნობელი არაარსობრივი. საწყისი და დასასრული არ აქვს არაფერს, საქმე იმაშია, რომ ბუდას ფილოსოფიის მიხედვით, ბუდას ბუნება (ტატჰაგატაგარბჰა), რომელიც ყველა არსების ცნობიერებაშია, როგორც მეტაფიზიკური პოტენციალი, არაა მოკლებული ჭეშმარიტ ყოფიერებას. თითოეული ცოცხალი არსება სამყაროში არის პოტენციური ბუდა, ბოდჰისატვა ან არჰატი. ბუდას, ბოდჰისატვას ან არჰატის ყოფიერება არაა სიკვდილი, სამსარა ნიშნავს წრებრუნვას, ესაა არაკონტროლირებადი რეინკარნაცია, ხოლო ნირვანა ესაა ვნებების ცეცხლის ჩაქრობა და რეინკარნაციის შეწყვეტა. სამსარა და ნირვანა არაა ადგილები, ესენია ცნობიერების მდგომარეობები. ნირვანა ესაა მშვიდი და უშფოთველი ცნობიერება აღსავსე უსასრულო თანაგრძნობით და მოწყალებით, ხოლო სამსარა ესაა ეგოიზმი, სიძულვილი, ზიზღი, მესაკუთრეობა და ა.შ. სამსარა ესაა ნეგატიური და ვნებებით აღსავსე ცნობიერება. ბუდა არ მიდის არყოფნაში, ის უბრალოდ აცნობიერებს საკუთარ არსებაში ტატჰაგატაგარბჰას და მშვიდდება, წყვეტს ხეტიალს სხეულიდან სხეულში, ხდება საკუთარი თავის ბატონ-პატრონი. არ მესმის რა წაიკითხეთ, მაგრამ ჩანს რომ არაფერი კარგი, მოდით განვმარტოთ, უკანონო და არასაჭირო არაფერია მთელ მულტისამყაროში, მულტისამყარო არაა ბოროტება! ბოროტებაა ეგოიზმი, როგორც ყველა უბედურების მიზეზი! პრობლემა არის დაბინძურებული ცნობიერება, დაბინძურებული ეგოიზმით და არცოდნით და არა სამყარო (!). ვიმეორებ კიდევ ერთხელ, ნირვანა, ისევე როგორც სამსარა, არ არის კონკრეტული ადგილი! ნირვანა, პარანირვანა, მაჰა-ბოდჰი-ნირვანა და სამსარა ესენია ცოცხალი არსების (სატვას) ცნობიერების სხვადასხვა მდგომარეობები! შეიგნეთ ერთხელ და სამუდამოდ და გულით გთხოვთ, შეწყვიტეთ ქრისტიანი აპოლოგეტების ნაცოდვილარის კითხვას, დილეტანტიზმის და რელიგიური შოვინიზმის გარდა მათი ტექსტებიდან ვერაფერს აიღებთ. იმისათვის რათა გაიგო ბუდიზმი, უნდა იყო ბუდისტის ტყავში მინიმუმ 1 დღე მაინც. მე ეს შევძელი, ახლა ინდუისტი ვარ, მაგრამ ბუდას სწავლებას პატივს ვცემ, რადგან შევიმეცნე და დავასკვენი, რომ ყველა რელიგიას აქვს არსებობის უფლება, ესაა უფლის დაშვება, განგება. უბრალოდ უნდა ვიცხოვროთ ჰარმონიაში და აბსურდი არ დავაბრეხვოთ, როცა არ ვიცით რაზე ვსაუბრობთ. გინდა ბუდიზმი შეიცნო? ერთი დღით გახდი ბუდისტი, იყავი მოწყალე და პატივი ეცი სხვებს. არგუმენტი ბუდიზმის წინააღმდეგ: ბუდიზმს არ გააჩნია პასუხი კითხვაზე, თუ როგორ წარმოიშვა თავდაპირველად ყოველივე. იგი იყენებს სწავლებას უსასრულოდ მრავალი სამყაროსა და მათში არსებულ არსებათა შესახებ, რომლებიც აუცილებლად ისპობიან და სხვას უთმობენ ადგილს, რომელთაც თავის მხრივ იგივე ელით. კომენტარი: ბუდას ფილოსოფიის მიხედვით სამყარო არის ციკლური! რა არის გაუგებარი? დჰარმულ რელიგიებში, განსხვავებით აბრაამული თეიზმებისგან, დრო და სივრცე არის ციკლური და შესაბამისად არ არსებობს არც არავითარი „თავდაპირველი წარმოშობა“! მაგის გარდა, ბუდიზმში არის ნირიშვარავადა (დემიურგი არ არსებობს) და ქშანიკავადა (ყველაფერი იცვლება). არავინაც არ ისპობა! ცოცხალი არსება (სატვა) არის მარადიული. ისპობა მხოლოდ სხეული. ცნობიერება უკვდავია. ვიჯნანა (ცნობიერება), არც იბადება და არც კვდება და წარმოადგენს მთვლემარე მდგომარეობაში მყოფ პოტენციურ ბუდას (!). ნირვანა არაა სიკვდილი ან „გაქცევა“, ნირვანა (ნიბანა) ესაა გამოფხიზლება სიზმრიდან და არავნობიერი ძილიდან გაცნობიერებულ სიზმარში გადასვლა ანუ როცა უკვე აცნობიერებ, რომ სიზმარში ხარ, სწორედ მაშინ ხდები - ბუდა (ბუდჰა). ბუდას მიხედვით ჩვენი სამყაროს ასაკი მრავალი მილიარდი წელია, აბრაამიზმის მიხედვით მხოლოდ 7-8 ათასი წელი. ახლა გასაგებია, აინშტაინ? საქმე გვაქვს ორ რადიკალურად განსხვავებულ მეტაფიზიკასთან, რომელთაგან თითოეული განკუთვნილია ორი სხვადასხვა ტიპაჟის და ცნობიერების მქონე ხალხისთვის. არგუმენტი ბუდიზმის წინააღმდეგ: მაშასადამე, ბუდიზმი რელიგია კი არა, ფილოსოფიური აგნოსტიციზმი უფროა, რადგან რელიგია, კლასიკური გაგებით, კავშირს გულისხმობს, კავშირს ადამიანსა და ღმერთს შორის. ბუდიზმში კი არ არსებობს აბსოლუტური პიროვნების ცნება, არსებობა ბოროტებაა, ცხოვრება ტანჯვათა ჯაჭვია, ხოლო ბუდიზმის მიზანი ამ ტანჯვისგან გათავისუფლებაა. რადგან ტანჯვა თვით ყოფიერების ცნებას ერწყმის, ამიტომ მისგან გათავისუფლება თვით ყოფიერების მოსპობით უნდა მოხდეს. ტანჯვისგან გათავისუფლებისათვის თვითმკვლელობა უაზრობაა, რადგან ბუდიზმი, ისევე როგორც ინდუიზმი, რეინკარნაციას აღიარებს, რასაც კვლავ ახალი ტანჯვა მოჰყვება (3). ამიტომ ბუდა მიიჩნევს, რომ უნდა მოისპოს თვით სიცოცხლის სურვილი, რაც შემდგომი რეინკარნაციის შეწყვეტასა და სანსარისგან თავის დაღწევის საწინდარია. ასე გადადის ადამიანი ნირვანაში, რომელიც ღმერთთან ურთიერთობა კი არ არის, არამედ სიცოცხლიდან გაქცევა და სულიერი ვაკუუმის მდგომარეობაა. ნირვანა სიტყვასიტყვით ჩაქრობას ნიშნავს. იგი ბუდიზმში უდიდესი სიკეთე და ადამიანის საბოლოო მიზანია. იგი ტანჯვის, უბედურების და საერთოდ ყოფიერების ყოველგვარი გამოვლინების მოსპობაა. უკვდავება ბუდიზმს ესმის, როგორც აბსოლუტურ უმოქმედობასა და სრულ განურჩევლობაში გადასვლა. კომენტარი: ბუდიზმი არის მეტაფიზიკური ათეიზმი (აღიარებს პარანორმალური არსებების და სხვა სამყაროების არსებობას, მაგრამ არ იღებს შემოქმედის იდეას და თვლის, რომ სამსარული ღმერთების თაყვანისცემა უაზრობაა). ამ მხრივ ბუდას სწავლება ძლიერ წააგავს ეპიკურეიზმს. სიტყვა რელიგია ნიშნავს რწმენას, ნიშნავს ასევე დაკავშირებას, მაგრამ ბუდიზმის შემთხვევაში ადამიანი უკავშირდება ხუთ დჰიანა-ბუდას, რომლებიც სახლობენ ბუდჰა-ქშეტრაზე (ბუდების და ბოდჰისატვების სუფთა ველებზე). ბუდიზმში არსებობენ გასხივოსნებული კეთილი ღმერთები: იიდამები, დაკინი და დჰარმა-პალები, რომლებიც ემსახურებიან ბუდებს და ბოდჰისატვებს და ეხმარებიან ადამიანებს სულიერ გამოფხიზლებაში (ზოგიერთი თვითონაა ბოდჰისატვა, მაგალითად; ბოდჰისატვა-ქალღმერთი კანონი/კვან-ინი და ბოდჰისატვა-ქალღმერთი ბენტენი/ბენძაიტენი). ბუდისტურ პანთეონში არიან მეცნიერების, ხელოვნების და ბავშვების მფარველი ღმერთებიც. მაგალითად იაპონიაში ითვლება, რომ ქალღმერთი ამატერასუ, არის მზიური ბუდა ვაიროჩანას (მაჰავაიროჩანას) ავატარა, ინკარნაცია. ბუდიზმის მიხედვით ადამიანი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა არსება, არის დჰამების დისკრეტული ნაკადი, ესაა ცოცხალი არსება. რეინკარნაციას განიცდის ყველა და არა მხოლოდ ადამიანი. „ტანჯვათა ჯაჭვია“ მხოლოდ სამსარული ცნობიერება, ნირვანული ცნობიერება არა. ტანჯვაა მხოლოდ უმეცრებაში და ეგოიზმში ცხოვრება, გამოფხიზლება ცუდი სიზმრიდან და ცნობიერების გასუფთავება აფექტებისგან - არა. ისპობა არა ყოფიერება, არამედ სამსარული მენტალიტეტი (ეგო, უმეცრება და სიძულვილი). სამსარა არის სიცოცხლე ტანჯვაში, ნირვანა - სიცოცხლე ბედნიერებაში, ნეტარებაში და ცოდნაში. განსხვავება მხოლოდ ესაა. ვიმეორებ კიდევ ერთხელ, ბუდიზმში არ არის დემიურგი, სამაგიეროდ არის ბრაჰმანისტული პოლითეიზმის ძლიერი ელემენტები. ბუდა აღიარებდა ღმერთების არსებობას, რმლებსაც ეწოდებათ - დევა და მათ შორის არის მკაცრი იერარქიულობა. ნირვანა არის არა განურჩევლობა და უმოქმედობა, არამედ რეინკარნაციის პროცესის შეწყვეტა. ბუდას ფილოსოფიის მიხედვით არის 6 „ლოკა“ ანუ სავანე, ესენია; დევა-ლოკა (ღმერთების სავანე), ასურა-ლოკა (დემონების სავანე), ნარაკა-ლოკა (ჯოჯოხეთის სულების სავანე), პრეტა-ლოკა (დამშეული აჩრდილების სავანე), მანუშია-ლოკა (ადამიანთა სავანე) და ტირიაგ-იონი-ლოკა (ცხოველთა სავანე). ამ ექვს სავანეში მყოფი არსებები განიცდიან რეინკარნაციას კარმული კანონის ზეგავლენით, ცხადია დევები ანუ ღმერთები ყველაზე დიდხანს ცოცხლობენ, მაგრამ მათ ზეციურ ნეტარებასაც აქვს დასასრული. ღმერთები ცდებიან, ბუდა - არა. არგუმენტი ბუდიზმის წინააღმდეგ: როგორც უკვე ვთქვით, ბუდისტისათვის ბოროტების სათავე თვით სიცოცხლე, ადამიანის არსებობა და მისი სურვილებია, სადაც სიცოცხლეა, იქ აუცილებლად ბოროტებაცაა, როგორც მისი ძირეული და არსებითი ნიშანი. შესაბამისად ბუდიზმის თანახმად სიცოცხლის გაქრობა სიკეთეა, მაგრამ, მეორე მხრივ, ბუდიზმი არ იძლევა პასუხს კითხვაზე, თუ რატომაა სიცოცხლის სურვილი ბოროტება. იგი მხოლოდ ფაქტების ემპირიულ მხარეს აფიქსირებს. კომენტარი: ბუდისტისათვის ბოროტებაა - ეგო (აჰამკარა)! ბუდა არასოდეს ამბობდა, რომ სიცოცხლეა ბოროტება, ცხოვრებას აქვს ორი ფაზა, ორი განზომილება: სამსარა (აფექტებით) და ნირვანა (აფექტების გარეშე). ბოროტებაა არა სიცოცხლის სურვილი, არამედ სხვისი ტკივილის ფასად, სხვის ხარჯზე, პარაზიტული და ეგოცენტრული ცხოვრების სურვილი. არგუმენტი ბუდიზმის წინააღმდეგ: ბოროტებაზე ამგვარი შეხედულება ბუდიზმს სოციალურ სფეროშიც გადააქვს. ოჯახური, ეროვნული და სხვა ურთირთობები, ბუდისტური მსოფლმხედველობის მიხედვით, ბოროტებაა, რომელთაგანაც ასევე აუცილებელია გათავისუფლება. კომენტარი: სრული აბსურდი! ვიმეორებ კიდევ ერთხელ იმათთვის, ვინც ვერ გაიგო და ვერ შეიგნო! ბოროტებაა ეგო და არა ოჯახი ან ზოგადად ურთიერთობები! ბოროტებაა ეგოიზმი და სამსარული ანუ ეგოცენტრული ცნობიერება! არგუმენტი ბუდიზმის წინააღმდეგ: თუ ქრისტიანი ასკეტისათვის უმთავრესი ამოცანა საკუთარ ვნებებთან ბრძოლაა და ამ ვნებათაგან გათავისუფლების შემდეგ იგი სიცოცხლისკენ ისწრაფვის, რათა ღირს იქნეს აბსოლუტთან თანაზიარებისა და მის სასუფეველში დამკვიდრებისა, ბუდისტი საწინააღმდეგო მიმართულებით მიდის, მისთვის მთავარი სიცოცხლის სურვილია და, ამის კვალობაზე, თავად სიცოცხლის გაქრობაა, ანუ როგორც მართებულად შენიშნავს ნ.ლოსკი: „სხეულებრივი სიკვდილით შეშინებული გაუტამა ხსნას აბსოლუტურ სიკვდილში, ყოფიერების სრულ მოსპობაში ეძიებს“, ხოლო გ.კ.ჩესტერტონი ამბობს: „ქრისტეს ეცოდება ადამიანები იმიტომ, რომ ისინი კვდებიან, ხოლო ბუდას ეცოდება იმიტომ, რომ ისინი ცოცხლობენ“. თუ მაცხოვარი ამბობს: „ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა“ (მათე 5, 3), ბუდა ამ სიტყვების ამგვარ პერიფრაზს „ახდენს“: „ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათ ელოდებათ არყოფნა“. კომენტარი: ჯერ ერთი; ნირვანა არ არის არყოფნა. მეორეც; ბუდიზმში არის ბუდების ველების კონცეფცია, რომლის თანახმადაც მორწმუნე ბუდისტი სიკვდილის შემდეგ მიდის იქ სადაც სახლობენ გასხივოსნებული არსებები (ბუდები, ბოდჰისატვები და არჰატები, პლიუს კეთილი და ბრძენი ღმერთები). თუ ბუდისტურ პრაქტიკას სწორად ახორციელებ, წახვალ ბუდების ველებზე ან უბრალოდ თავად გახდები ბუდა. წაიკითხეთ ლოტოსის სუტრა და მაჰავაიროჩანა სუტრა. არგუმენტი ბუდიზმის წინააღმდეგ: ქრისტიანსაც და ბუდისტსაც გრძნობადი ბუნებისაგან გათავისუფლება სწადიათ, მაგრამ თუ ბუდისტი ბიბლიური სამსონივით მტრების მოსპობით საკუთარ თავსაც სპობს, ქრისტიანი, რომელიც სძლევს მტერს, ნეტარი ცხოვრების ღირსი ხდება. კომენტარი: სრული ბოდვა, აბსურდი. ბუდისტი სპობს მხოლოდ ე გ ო ი ზ მ ს! არგუმენტი ბუდიზმის წინააღმდეგ: ბუდისტი, რომელიც არ ცნობს პიროვნულ ღმერთს, ვერ ახერხებს დადებითი შინაარსი შესძინოს საკუთარ ზნეობრივ თავისუფლებას. ამიტომ მისთვის თავისუფლება უმიზნო სიცოცხლის უარყოფაში მდგომარეობს. ამის გამო კი იქ, სადაც პოზიტიური მიზანი არ არსებობს, აუცილებლად ხდება ყოველგვარი მიზანშეწონილი მოქმედების პარალიზება. პასიური სათნოებანი (მოთმინება, დათმობა) ბუდიზმში ყოველთვის ჭარბობს აქტიურს. ბუდიზმში ვხედავთ თანაგრძნობისმიერ სიყვარულს, მაგრამ იქ არ მოიპოვება მოქმედი, განმათავისუფლებელი და შემოქმედებითი სიყვარული. უფრო მეტიც, თვით ეს პასიური სიყვარულიც კი, რომელიც მხოლოდ თანაგრძნობას გამოხატავს და სიხარულს არ ანიჭებს, უკანა პლანზე იწევს და ადგილს უთმობს თვითჭვრეტისა და თვითმოსპობის სურვილიდან გამომდინარე კვიეტიზმს. ასე რომ, ბუდიზმი თავისი არსით ნიჰილიზმია, და ამის გამო იყო, რომ მან ამგვარი ფორმით დიდხანს ვერ იარსება. ამიტომაც მას ყოველთვის შეცვლილი და შერბილებული სახით წარმოადგენდნენ ხოლმე: კერძოდ, ნირვანას რაღაც სამოთხის მსგავსი თვისებები მიანიჭეს, დააწესეს კულტი, წეს-ჩვეულებები, შემოიღეს თეორია უმაღლეს არსებათა მიერ ადამიანის შეწევნის შესახებ. ყოველივე ამან კი ბუდას თავდაპირველი, წმინდა ფილოსოფიურ-ეთიკური სწავლება რელიგიად აქცია. კომენტარი: ვიმეორებ, ბუდიზმი არის ბრაჰმანისტული პოლითეიზმის და მეტაფიზიკური ათეიზმის სინთეზი. ბუდიზმი არ ცნობს მხოლოდ მონოთეიზმს. პოლითეიზმი ბუდას რელიგიაში, იცოცხლე იმდენია. ბუდიზმი არის მერეოლოგიური ნიჰილიზმი და არა მორალური ნიჰილიზმი, ნუ გერევათ. ბუდისტებს არაფერიც არ მოუგონიათ, ყველაფერი რაც არის ბუდიზმში, მოცემულია ბუდების და ბოდჰისატვების მიერ, რომელთა რაოდენობა გიგაკოსმოსში - უსასრულოა. ბუდიზმი რელიგიაცაა და ფილოსოფიაც. ბუდიზმი დედამიწაზე ყველაზე რთული რელიგიყრ-ფილოსოფიური სწავლებაა და სწორედ ეს აბნევს პროფანებს და ქმნის სერიოზულ პრობლემებს მისი დოქტრინების შესწავლისას. ამის გარდა, ბუდიზმში არ არსებობს არც ერესი და არც დოგმა. არგუმენტი ბუდიზმის წინააღმდეგ: ასეთია მოკლედ ბუდიზმის შინაარსი. იგი ტანჯვის, უბედურების და ამდენად ბოროტების დაძლევისა და მისგან თავის დაღწევის თავისთავად კეთილშობილ მიზანს ისახავს, მაგრამ არ აღიარებს რა შემოქმედს, პიროვნულ ღმერთს, და ცხადია არ იცნობს ჭეშმარიტ მხსნელს - იესო ქრისტეს, ამ დიადი მიზნის მიღწევას გაუტამას გონების მიერ შექმნილი რეცეპტით - ნირვანათი აპირებს. ეს კი, როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, ამ მოძღვრებას არყოფნის, სიკვდილისა და ვოიდიზმის (4) მქადაგებლად აქცევს. კომენტარი: ბუდიზმი არც არის ვალდებული აღიაროს დემიურგის იდეა. სწორედ ამიტომაცაა ბუდიზმი მ ე ტ ა ფ ი ზ ი კ უ რ ი ათეიზმი! ბუდიზმში ასევე არის ტანტრული იდეებიც, რომელთა მიხედვითაც ქალური საწყისი ფლობს განსაკუთრებულ ძალას და მთელი ყოფიერება აგებულია მამრობითი საწყისის და დედრობითი საწყისის დუალიზმზე (იგულისხმება ადიბუდა სამანტაბჰადრა და ადიბუდა სამანტაბჰადრი). ბუდა ფლობს 4 სხეულს (ოთხ სამყაროულ სხეულს): მაჰასუკჰაკაი - დიდი ბედნიერების სხეული, რომელიც წარმოადგენს შუნიას გარკვეულ გამოვლინებას, დჰარმაკაი - ჭეშმარიტების სხეული, კაუზალური ვოიდური სხეული, სამბჰოგაკაი - თვითტკბობის სხეული, რომლის დახმარებითაც ბუდა ეცხადება ღმერთებს და სხვა ბოდჰისატვებს და ნირმანაკაი - ბუდას ხორცუელი მიწიერი სხეული. ბუდა ქადაგებს არა „სიკვდილს“, არამედ სამსარული აფექტების დაძლევას ტატჰაგატაგარბჰის გამონთავისუფლებით პრაქტიკის დახმარებით. ომ მანი პადმე ჰუმ
  14. ომ ნამო ბჰაგავატე ვასუდევაია
  15. ეონების რაოდენობა სხვადასხვა გნოსტიკურ სკოლებში იყო სხვადასხვა. ზოგიერთებს ჰქონდათ ასობით ეონი, ზოგიერთებს კი რამდენიმე ათეული მაქსიმუმ. ბასილიდეს და ისიდორეს მსგავს გნოსტიკოსთა სკოლებში 365 უზენაესი მეუფე დაკავშირებული იყვნენ ხუთ დიად მბრძანებელთან: კრონოსთან, არესთან, ჰერმესთან, აფროდიტესთან და ზევსთან. გნოსტიკოსებს ჰქონდათ რთული ზეციური იერარქიები. ზევსის პარტნიორია იუდეური იეჰოვა, არესის დამხმარე არის უცნობი სული სახელად "იპსანტაჰოუნჰაინჰოუჰეოკ", ჰერმესს ეხმარება არც ისე დიადი სული სახელად - ჰაინჰუჰი. მიუხედავად ამისა გნოსტიკოსებთან ჰაინჰუჰი შედის უძლიერეს ღვთაებათა ტრიადაში. სოფია, ბარბელოს ასული (ქალიშვილი) დაკავშირებული არის აფროდიტესთან. აღსანიშნავია რომ მათი ურთიერთობა უფრო მეგობრული არის ვიდრე დანარჩენ იძულებით ალიანსებში. და ბოლოს კრონოსი შეკავშირებულია უსახელო სულთან, რომელიც წარმოშობილია "დიადი უხილავისგან". პრაქტიკულად გნოსტიკოსები ამბობდნენ, რომ არქონტებმა ელინურ ღმერთებს აიძულეს პარტნიორობა და დაიმორჩილეს. არც ზევსს და არც სხვებს არ სურდათ იაჰვესთან და სხვა არქონტებთან კავშირი. ასე ამბობს გნოსტიციზმი.
  16. ბნელი ეონი იაჰვე-იეჰოვა-საბაოთი არ არის ეონი ქრისტეს მამა. ეონი ქრისტეს მამა შაბათს არ ისვენებს, როგორც იეჰოვა. კენომას ანტიეონი იეჰოვა იღლება და ისვენებს, ხოლო ქრისტეს ზეკოსმიური მამა - არა. იუდეველებმა არ იციან ქრისტე და მისი მამა. შაბათის დარღვევაზე იუდეველი უნდა ჩაქოლონ, ქრისტეს კი ხელი ვერ ახლეს სანამ პილატემ ნება არ დართო, შესაბამისად - ქრისტე არის სამარიელი და რომის მოქალაქე. იუდეველები სამარიელს უწოდებდნენ ქრისტეს. იოანესსახარება თავიმეხუთე [ბაჩანა ბრეგვაძის თარგმანი] 15. მაშინ ის კაცი წავიდა დაიუდეველებსუთხრა, რომიესომგანკურნაიგი. 16. ამიტომაციუდეველებიმოსაკლავადდასდევდნენიესოს, ვინაიდანამასიქმოდაშაბათს. 17. ხოლოიესოპასუხადეუბნებოდამათ: მამაჩემიაქამდეიღვწისდამეცვიღვწი. 18. მითუფრომეტადცდილობდნენიუდეველებიიესოსმოკვლას, ვინაიდანარამარტოარღვევდაშაბათს, არამედთავისმამადიტყოდაღმერთსდამასუტოლებდათავს. 19. ხოლოიესოამისპასუხადამბობდა: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტადგეუბნებითთქვენ: ძესარაფერიხელეწიფებათავისთავად, თუარიხილავსმამისსაქმეს, ვინაიდანრასაცმამაიქმს, ძეციმასვეიქმს. 36. ხოლომეუკეთესიმოწმობამაქვს, ვიდრემოწმობაიოანესი: საქმენი, მამამრომმომცააღსასრულებლად, თვითჩემსმიერქმნილისაქმენიმოწმობენ, რომმამისგანვარმოვლინებული. 37. ასერომ, მამამ, რომელმაცმომავლინა, თვითონვეიმოწმაჩემთვის. თქვენარცმისიხმაგსმენიათოდესმედაარცხატებაგიხილავთმისი. 38. დამისისიტყვავერდაემკვიდრათქვენში, ვინაიდანარგწამთმისმიერმოვლინებული. 39. წერილთასიღრმესიკვლევთ, რადგანგგონიათ, რომმათშიგაქვთსაუკუნოსიცოცხლე. მაგრამსწორედისინიმოწმობენჩემთვის. 40. თქვენკიარგსურთმოხვიდეთჩემთან, რათასიცოცხლეგქონდეთ. 41. დიდებასარვიღებკაცთაგან. 42. მაგრამმეგიცნობთ: ღმრთისსიყვარულიარარისთქვენში. 43. მემოვედიმამაჩემისსახელით, დაარმღებულობთ; სხვათუმოვათავისივესახელით, მასკიმიიღებთ. იოანეს სახარება (თავი 8) 47. ვინცღმრთისაგანარის, ღმრთისსიტყვებსისმენს. თქვენკიიმიტომარისმენთ, რომღმრთისაგანარახართ. 48. მიუგესიუდეველებმადაუთხრესმას: განაკარგადარვამბობთ, რომსამარიელიხარდაეშმაკეული? 49. მიუგოიესომ: ეშმაკეულიკიარავარ, არამედპატივსვცემმამაჩემს. თქვენკიმაგინებთ. 50.
  17. პლერომას ეონმა ქრისტემ, ვიშნუს შაკტი-ავეშა-ავატარამ დაანგრია და გააუქმა ბოროტი ეონი იაჰვე-იეჰოვა-საბაოთის ბოროტი ანტივედური რჯული და სძლია მას. ქრისტე იყო უცნობი ზესულის ძე ანუ გნოსტიკოსები და ინდუისტები მართლები არიან. იეჰოვა არის ბოროტი სული, იესომ მას სძლია. იუდეველებმა დაამახინჯეს და გაამრუდეს ეონი ქრისტეს ფილოსოფია. კოლასელთამიმართ თავიმეორე 1. მინდა იცოდეთ, რა გულმოდგინედ ვიღვწი თქვენთვის, ლაოდიკელთა და ყველა მათგანისათვის, ვისაც პირადად არც კი უხილავს ჩემი სახე; 2. რათა გამხნევდეს მათი გული და სიყვარულით შეერთებულნი ეზიარონ გონიერების მთელ სისავსეს და სიუხვეს ღვთის საიდუმლოს, ანუ ქრისტეს შესამეცნებლად, 3. რომელშიაც დაფარულია სიბრძნისა და ცოდნის მთელი საუნჯე. 5. ვინაიდან, თუმცა ხორცით შორსა ვარ თქვენგან, მაგრამ ახლო ვარ სულით, და მიხარია, რომ ვხედავ თქვენს წესრიგსა და რწმენის სიმტკიცეს ქრისტეში. 6. ამიტომ, როგორც მიგიღიათ უფალი ქრისტე იესო, ისევ იარეთ მასში. 9. რადგანაც მასში მკვიდრობს ხორციელად ღვთაების მთელი სავსება. 10. და თქვენც სავსენი ხართ მასში, ვინც არის თავი ყოველი მთავრობისა და ხელმწიფებისა. 14. სწავლით წარხოცა ჩვენგამო შეთხზული და ჩვენს წინააღმდეგ მიმართული ხელწერილი; შუაგულიდან აიღო და ჯვარს მიალურსმა იგი. რომაელთამიმართ თავიმესამე 20. ვინაიდან რჯულის საქმით ვერცერთი ხორციელი ვერ გამართლდება მის წინაშე, რადგანაც რჯულით შეიცნობა ცოდვა. გალატელთამიმართ თავიმეორე 16. მაგრამ რაკიღა გავიგეთ, რომ კაცი რჯულის საქმეთაგან როდი გამართლდება, არამედ იესო ქრისტეს რწმენით, ჩვენც ვირწმუნეთ იესო ქრისტე, რათა ქრისტე იესოს რწმენით გავმართლდეთ და არა რჯულის საქმით, რადგანაც რჯულის საქმით ვერ გამართლდება ვერცერთი ხორციელი. 19. ვინაიდან მე რჯულით მოვკვდი რჯულისათვის, რათა ვიცოცხლო ღვთისათვის. 20. ქრისტესთან ერთად ვეცვი ჯვარს, და მე კი აღარა ვცოცხლობ, არამედ ქრისტე ცოცხლობს ჩემში, ხოლო თუ ახლა ხორციელად ვცოცხლობ, რწმენითა ვცოცხლობ ღვთის ძეში, რომელმაც შემიყვარა მე და თავისი თავი მისცა ჩემთვის. 21. არ უგულებელვყოფ ღვთის მადლს, რადგან თუ გამართლება რჯულისგანაა, მაშინ ამაოდ მომკვდარა ქრისტე. გალატელთამიმართ თავიმესამე 10. ხოლო ვინც რჯულის საქმეთაგან არიან, წყევლის ქვეშ არიან, რადგანაც დაწერილია: „წყეულიმც იყოს, ვინც გამუდმებით არ ასრულებს ყველაფერს, რაც ჩაწერილია წიგნში“. 11. ცხადია, რომ რჯულით ვერავინ გამართლდება ღვთის წინაშე, ვინაიდან „მართალი იცოცხლებს რწმენით“. 13. ქრისტემ გამოგვისყიდა რჯულის წყევლისაგან და თვითონ დაიწყევლა ჩვენთვის: რადგანაც დაწერილია: „წყეულია ყველა, ვინც ჰკიდია ძელზე“, 19. კი მაგრამ, რაღაა რჯული? ის მოცემულ იქნა შეცოდებათა გამო, ვიდრე მოვიდოდა თესლი, ვისთვისაც დაიდო აღთქმა და გადმოცემულ იქნა ანგელოზთა მიერ, შუამავლის ხელით. 22. მაგრამ წერილმა ცოდვის ქვეშ მოამწყვდია ყველა, რათა აღთქმული სიკეთე იესო ქრისტეს რწმენით მისცემოდა მორწმუნეთ. 23. რწმენის მოვლინებამდე კი რჯულის მეთვალყურეობის ქვეშ ვიყავით მომწყვდეულნი, ვიდრე გამოჩნდებოდა რწმენა. 27. ვინაიდან ყველანი, ვინც ქრისტეში მოინათლეთ, ქრისტეთივე შეიმოსენით. 28. აღარ არის იუდეველი, აღარც ბერძენი, აღარც მონა და აღარც თავისუფალი, აღარც მამრი და აღარც მდედრი, რადგანაც ყველანი ერთი ხართ ქრისტე იესოში. ლუკა 14 34. კარგი რამ არის მარილი. მაგრამ თუ მარილი გამტკნარდა, რაღათი დაამარილებ? 35. აღარც სამიწედ ვარგა და აღარც სანეხვედ, არამედ - მხოლოდ გადასაყრელად. ვისაც ყური აქვს სმენად. ისმინოს! p.s. „სისავსე“ ანუ „სავსება“ ესაა - პლერომა ანუ ღვთაებრივი ეონების სინათლის სამეფო საიდანაც მოვიდა ეონი ქრისტე. მარილი იუდეველებში იყო იაჰვესთან კავშირის რიტუალური სიმბოლო.
  18. იაჰვეს სადიზმი ძველი აღთქმა გამოსვლა თავი მეთერთმეტე 4. თქვა მოსემ: ასე ამბობს უფალი: შუაღამისას გამოვალ შუაგულ ეგვიპტეში. 5. მოკვდება ყოველი პირმშო ეგვიპტის ქვეყნად ტახტზე მჯდომარე ფარაონის პირმშოდან პირმშომდე მხევლისა, ხელსაფქვავებს რომ უზის; მოკვდება ყოველი პირუტყვის პირველმოგებული. 6. ატყდება დიდი გლოვა მთელს ეგვიპტეში, რომლის მსგავსი არ ყოფილა და არც იქნება. 7. ხოლო ისრაელიანებს - კაციდან პირუტყვამდე - ძაღლიც არ შეუყეფს, რათა გეცოდინოთ, რომ ზღვარი დასდო უფალმა ეგვიპტელთა და ისრაელიანთა შორის. 8. ჩამოვლენ ჩემთან ეგ შენი მორჩილნი, თაყვანს მცემენ და მეტყვიან: გადით შენ და მთელი შენი ხალხი, შენს კვალზე მავალი. მხოლოდ ამის მერე გავალ. და გავიდა ფარაონისგან მოსე, განრისხებული. 9. უთხრა უფალმა მოსეს: იმიტომ არ მოგისმენთ ფარაონი, რომ გამრავლდეს ჩემი სასწაულები ეგვიპტის ქვეყნად. 10. მოახდინეს ეს სასწაულები მოსემ და აარონმა ფარაონის თვალწინ, მაგრამ გაუსასტიკა უფალმა გული ფარაონს და არ გაუშვა მან ისრაელიანები თავისი ქვეყნიდან. [Исх.] Вторая книга Моисея. Исход Глава 11 4 И сказал Моисей: так говорит Господь: в полночь Я пройду посреди Египта, 5 и умрет всякий первенец в земле Египетской от первенца фараона, который сидит на престоле своем, до первенца рабыни, которая при жерновах, и всё первородное из скота; 6 и будет вопль великий по всей земле Египетской, какого не бывало и какого не будет более; 7 у всех же сынов Израилевых ни на человека, ни на скот не пошевелит пес языком своим, дабы вы знали, какое различие делает Господь между Египтянами и между Израильтянами. 8 И придут все рабы твои сии ко мне и поклонятся мне, говоря: выйди ты и весь народ [твой], которым ты предводительствуешь. После сего я и выйду. И вышел [Моисей] от фараона с гневом. 9 И сказал Господь Моисею: не послушал вас фараон, чтобы умножились [знамения Мои и] чудеса Мои в земле Египетской. 10 Моисей и Аарон сделали все сии [знамения и] чудеса пред фараоном; но Господь ожесточил сердце фараона, и он не отпустил сынов Израилевых из земли своей. ძველი აღთქმა იობი თავი პირველი 6. ერთ დღეს მივიდნენ ღვთისშვილები უფლის წინაშე წარსადგომად. სატანაც მივიდა მათ შორის. 7. უთხრა უფალმა სატანას: საიდან მოდიხარ? მიუგო სატანამ უფალს და უთხრა: ქვეყნად წანწალიდან და ხეტიალიდან. 8. უთხრა უფალმა სატანას: თუ შეგინიშნავს ჩემი მორჩილი იობი? ხომ არავინ არის მისი მსგავსი ამ ქვეყანაზე? ალალი, წრფელი, ღვთისმოშიში კაცია, ბოროტებას განრიდებული. 9. მიუგო სატანამ უფალს და უთხრა: მერედა ტყუილუბრალოდ არის იობი ღვთისმოშიში? 10. განა შენ არ გყავს დაცული მთელი მისი სახლ-კარითა და საბადებლითურთ? მისი ხელით ნაქმნარი შენგან არის კურთხეული, მისი საქონელი გამრავლებულია ქვეყნად. 11. აბა, გაიწოდე ხელი და შეეხე მთელს მის საბადებელს, თუ პირში არ დაგიწყოს გმობა. 12. უთხრა უფალმა სატანას: აჰა, შენს ხელთ იყოს მთელი მისი საბადებელი! ოღონდ თავად მას ნუ შეეხები. და გავიდა სატანა უფლისგან. 13. ერთ დღეს, როცა მისი ვაჟები და ასულები ჭამდნენ და ღვინოს სვამდნენ უფროსი ძმის სახლში, 14. მოვიდა მაცნე იობთან და უთხრა: ხარები ხნავდნენ, სახედრები კი ძოვდნენ მის გვერდით; 15. დაეცნენ შებაელები და გაირეკეს, მსახური ბიჭები კი მახვილით ამოხოცეს. მე ერთი გადავრჩი ამბის მომტანი. 16. ამის ლაპარაკში იყო, რომ მოვიდა სხვა და ამბობს: ღვთის ცეცხლი ჩამოვარდა ციდან, გადაწვა ცხვარი და მსახური ბიჭები; შთანთქა ისინი. მე ერთი გადავრჩი ამბის მომტანი. 17. ამის ლაპარაკში იყო, რომ მოვიდა სხვა და ამბობს: ქალდეველები დაეწყვნენ სამ რაზმად, დაეცნენ აქლემებს და წაასხეს, და მახვილით ამოხოცეს. მე ერთი გადავრჩი ამბის მომტანი. 18. ამის ლაპარაკში იყო, რომ მოვიდა სხვა და ამბობს: შენი ვაჟები და ასულები ჭამდნენ და ღვინოს სვამდნენ უფროსი ძმის სახლში. 19. ამ დროს დაბერა უდაბნოდან დიდმა ქარმა, ეძგება სახლის ოთხსავე კუთხეს, ჭერი თავზე დაემხო ყმაწვილებს და დაიხოცნენ. მე ერთი გადავრჩი ამბის მომტანი. 20. ადგა იობი, შემოიხია მოსასხამი, გადაიპარსა თავი, დაეცა მიწაზე და თაყვანი სცა. 21. თქვა: შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი. 22. მაინც არ შეუცოდავს იობს და ღვთის აუგი არ დასცდენია. [Иов] Книга Иова Глава 1 6 И был день, когда пришли сыны Божии предстать пред Господа; между ними пришел и сатана. 7 И сказал Господь сатане: откуда ты пришел? И отвечал сатана Господу и сказал: я ходил по земле и обошел ее. 8 И сказал Господь сатане: обратил ли ты внимание твое на раба Моего Иова? ибо нет такого, как он, на земле: человек непорочный, справедливый, богобоязненный и удаляющийся от зла. 9 И отвечал сатана Господу и сказал: разве даром богобоязнен Иов? 10 Не Ты ли кругом оградил его и дом его и все, что у него? Дело рук его Ты благословил, и стада его распространяются по земле; 11 но простри руку Твою и коснись всего, что у него, — благословит ли он Тебя? 12 И сказал Господь сатане: вот, все, что у него, в руке твоей; только на него не простирай руки твоей. И отошел сатана от лица Господня. 13 И был день, когда сыновья его и дочери его ели и вино пили в доме первородного брата своего. 14 И вот , приходит вестник к Иову и говорит: 15 волы орали, и ослицы паслись подле них, как напали Савеяне и взяли их, а отроков поразили острием меча; и спасся только я один, чтобы возвестить тебе. 16 Еще он говорил, как приходит другой и сказывает: огонь Божий упал с неба и опалил овец и отроков и пожрал их; и спасся только я один, чтобы возвестить тебе. 17 Еще он говорил, как приходит другой и сказывает: Халдеи расположились тремя отрядами и бросились на верблюдов и взяли их, а отроков поразили острием меча; и спасся только я один, чтобы возвестить тебе. 18 Еще этот говорил, приходит другой и сказывает: сыновья твои и дочери твои ели и вино пили в доме первородного брата своего; 19 и вот, большой ветер пришел от пустыни и охватил четыре угла дома, и дом упал на отроков, и они умерли; и спасся только я один, чтобы возвестить тебе. 20 Тогда Иов встал и разодрал верхнюю одежду свою, остриг голову свою и пал на землю и поклонился 21 и сказал: наг я вышел из чрева матери моей, наг и возвращусь. Господь дал, Господь и взял; [как угодно было Господу, так и сделалось;] да будет имя Господне благословенно! 22 Во всем этом не согрешил Иов и не произнес ничего неразумного о Боге.
  19. სამი მოდუსი (ტრი გუნა): #1 სატვა - თვითცნობიერება. ენთუზიაზმი. სულიერი სიმშვიდე. თავდაჭერილობა. თანაგრძნობა. თავისუფლება. შინაგანი ბედნიერება. სულიერი ცოდნა, განსწავლულობა. #2 რაჯასი - ანგარება. ავხორცობა. სიამაყე. ამპარტავნება. პირმოთნეობა. კონკურენცია და მტრობა. შურიანობა და ეჭვიანობა. ეგოიზმი. შფოთვა. დაუკმაყოფილებლობა. მწველი სურვილები. ტკბობის სურვილი. ბედნიერება სწრაფად სრულდება. #3 ტამასი - სიზარმაცე. ღრმა ძილი. ილუზია. სიბრიყვე. სასოწარკვეთა. მწუხარება და გოდება. სიგიჟე ანუ შეშლილობა. უმეცრება, გაუნათლებლობა. ტანჯვა.
  20. არაბები არიან სემიტური მოდგმის ხალხები. არაბებმა დანარჩენი სემიტებისგან გამოყოფა დაიწყეს ძვ.წ. I ათასწლეულში ანუ 3000 წლის წინ. ძვ.წ. I ათასწლეულიდან ახ.წ. I ათასწლეულამდე არაბეთის ნახევარკუნძულზე უკვე არსებობდა ისეთი სამეფოები, როგორიცაა: პალმირა, ნაბატეა, ლიჰიანი, გასანი, ლაჰმი და ჰიჯაზი. ახ.წ. V-VI საუკუნეებში არაბულმა ცივილიზაციამ იწყო დასუსტება. მეშვიდე საუკუნეში ვაჭარმა მუჰამედმა ჯერ მიიღო ნესტორიანული ქრისტიანობა, ხოლო შემდეგ უარყო იგი და შექმნა საკუთარი რელიგია – ისლამი. დაიწყო მისი ქადაგება და შექმნა ხალიფატი (ისლამური სახელმწიფო), რომელიც მალევე გაფართოვდა და გადაიქცა უზარმაზარ იმპერიად. მუჰამედი თავიდან იყო პოლითეისტი, ხოლო შემდეგ გაეცნო ნესტორიანელობას. ესაა მეცნიერული ფაქტი. მხოლოდ ამის შემდეგ მან მოიფიქრა ახალი რელიგია, გადააკეთა რა არაბული პოლითეიზმი. ისლამის საფუძველში დევს არაბული პოლითეიზმი. ალლაჰი ესაა ძველი არაბული მთვარის "ღმერთი" ალ-ილაჰი, რომელსაც ჰყავდა ცოლად მზის ქალღმერთი ილლაჰატ და სამი ქალიშვილი: ალ-ლათი, ალ-უზა და მანათი. არაბებს ჰყავდათ სხვა ღმერთებიც; ვადდი, ნაჰი და ა.შ. ვადდი იყო მთვარის ღმერთი, ისევე როგორც ალ-ილაჰი. ნაჰი იყო მეცნიერების ღმერთი. ნაბატეველთა მთავარი ღვთაება იყო დუშარა, რაც თარგმანში ნიშნავს "შარას მეუფეს". მანათი იყო ბედისწერის ქალღმერთი. ძველი არაბები ეთაყვანებოდნენ ჯინებს, ცეცხლოვან იფრიტებს და ეთერულ უსქესო მერიდებს. ეს სულები ისლამიზაციის შემდეგ გამოცხადდნენ ცრუ ღმერთებად და ბოროტ სულებად. მუჰამედმა უბრალოდ გადააკეთა არაბული მითოლოგია და რელიგია. მან დატოვა მხოლოდ ალ-ილაჰის კულტი, ხოლო ყველა სხვა უარყო. ძველი არაბეთი იყო პოლითეისტური ეგვიპტის მსგავსად. არაბებს ყველაზე მეტად უყვარდათ მზის ქალღმერთი – "ილლაჰატ" და მთვარის ღმერთი ალ-ილაჰი, მზის დედოფლის ქმარი, რომელთაც ჰყავდათ სამი ქალიშვილი: ალ-ლათი – მზე, ალ-უზა – პლანეტა ვენერა და მანათი – ბედისწერის ქალბატონი. არაბებს ჰყავდათ შემდეგი ღმერთები: ალლათი – მზისა და ცის დედოფალი ვადდი – მთვარის და მორწყვის უფალი დუშარა – ნაბატეას მთავარი უფალი ალ-კაუმი – ნაბატეური ომის და ღამის უფალი ალ-კუტბაი – მეცნიერების ნაბატეური უფალი ღმერთი მანათი – ბედის ქალღმერთი მანაფი – ელვის უფალი ნასრი – ღმერთი-წინაპარი, საბას და კატაბანის ოაზისთა მეუფე ალ-უზზა – პლანეტა ვენუსის პრინცესა ხუბალი – ცისა და მთვარის უფალი, რომლის მთავარი ტაძარი მდებარეობდა ქალაქ მექაში. კააბას ადგილას მისი ტაძარი იყო. ნახი – სიბრძნის ღმერთი. აქლემების მფარველი და წინაპარი არაბთა. ოროტალტი – მასზე საუბრობდა ჰეროდოტე რუდა – უმაღლესი ქალღმერთი. მისტიკური არსებები არაბულ მითოლოგიაში: გულები – კანიბალი დემონი მაქციები. ჯინები – წარმართულ არაბეთში ღვთაებები. ისლამში კი – ბოროტი სულები. იფრიტები – ფრთოსანი ცეცხლოვანი დემონები, რომლებიც ცხოვრობენ მიწისქვეშ. არიან კაცი იფრიტები და ქალი იფრიტები. მარიდები – კეთილი ან ბოროტი ეთერული უსქესო დემონები. ზოგიერთი მეცნიერები ალ-ილაჰს მიიჩნევენ ფინიკიური "ელის" ანალოგად და თვლიან არაბული ღმერთების მამად, ხოლო ილლაჰატს დედად. ზოგიერთები კი ალ-ილაჰს მიიჩნევენ ელის ძედ.
×
×
  • შექმენი...