Jump to content
Planeta.Ge

შანკარადევა

პლანეტელი
  • პოსტები

    672
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი შანკარადევა

  1. არიან ნარცისი "მეცნიერები", რომლებსაც სძულთ ვუნდერკინდები. ასეთებს სძულთ ზეინტელექტუალი ბავშვები და მოზარდები და დაავადებულნი არიან ედალტოცენტრიზმით და ეიჯიზმით. და საერთოდ, ასეთებს იმდენად აქვთ განვითარებული მგლური პრინციპი, რომ სძულთ სხვა სწავლულებიც და თავისზე ასაკით უმცროსი, სტატუსის არმქონე ვუნდერკინდებიც, რომლებსაც არ გაუმართლათ და ვერ მიიღეს სტატუსი მეცნიერის და იჩაგრებიან ეიჯისტების მიერ. ახალგაზრდა ინტელექტუალების მიმართ სიძულვილი ხშირად ვლინდება ასაკოვანი "მეცნიერების" და "პროფესორების" მხრიდან და ეს ყველა შემთხვევაში ეიჯიზმზე (ედალტიზმზე) არის დამყნობილი. პირადად მე მძულს აგრესიული ნარცისები და ეიჯისტები (ედალტოცენტრისტები). იყავით კეთილები. ომ შანტი
  2. განათებული სიდჰა-იოგინი არ ჯდება დანავების და დაიტიების შექმნილ საზოგადოებრივ მორალურ ჩარჩოებში. განათებული იოგინის ქცევა არ ჯდება გოიმური საზოგადოების შაბლონურ ჩარჩოებში. მასა არის ბნელი და ბნელ მასას არ უყვარს მისგან განსხვავებული განათლებული სულიერი ადამიანები ანუ სიდჰა-იოგინები, ერთეულები, რომლებიც არ ჰგვანან ბნელ მასას, რომელიც მხოლოდ კარიერაზე, ფულზე, ჭამა-სმაზე და გამრავლებაზე ფიქრობს. სიდჰები და მაჰაიოგები გოიმურ ჩარჩოებში არ ჯდებიან. იმიტომ რომ სიდჰი და იოგი არაა გოიმი მატერიალისტი და ეგოისტი. ომ შანტი
  3. დანავები და დაიტიები მართავენ მსოფლიო საზოგადოებას. მათ იოგა და ტანტრა შეშლილობად გამოაცხადეს და ქადაგებენ ტექნოკრატიულ მატერიალიზმს და ეგოიზმს. მათი იდეოლოგიური კანონების მიხედვით იოგინი მაჰა-სიდჰი არის შეშლილი, ხოლო ეგოისტი მატერიალისტი - ადეკვატური ნორმალური ადამიანი. თუ დანავების მიერ ზომბირებული გოიმი შენიშნავს იოგინსა და განათებულ სიდჰს, ის იმწამსვე იტყვის: "ეს ადამიანი შეშლილია! ის ისე არ იქცევა როგორც ნორმალური ადამიანი! გადარეულია!". ეს იმიტომ ხდება რომ მსოფლიოში მიდის მასების დემონური ზომბირება და მათი დემონური რელიგიის მიხედვით ნორმალურად ითვლება მხოლოდ ეგოისტი მატერიალისტი და საშუალო სტატისტიკური გოიმი, რომელსაც არ აინტერესებს იოგა და ტანტრა, რომელიც არ ფიქრობს აბსოლუტზე. რაც შეეხება გასხივოსნებულ სიდჰა-იოგინს, ის არ ითვლება ნორმალურად, სიდჰი ითვლება არანორმალურ შეშლილად. ასეთია "თანამედროვე ცივილიზაცია". ესაა დემონური "ცივილიზაცია". გოიმური ცნობიერება ითვლება ნორმად, ხოლო სიდჰა-იოგინური - შეშლილობად. ომ შანტი
  4. პერიოდულად ასურები (დემონები) მოდიან დედამიწაზე (დჰარმა-კშეტრაზე), რათა გაანადგურონ ან დაამახინჯონ ვედები. ასე რომ იცოდეთ, ის ადამიანები, რომლებიც გინდ რუსეთში და გინდ საქართველოში ან სადმე სხვაგან, სპეკულირებენ ვედებზე და მანიპულირებენ ვედური ტერმინებით და ლეგენდებით, არიან შარლატანები და ასურები (დემონები). დანავებმა და დაიტიებმა შესანიშნავად იციან თუ როგორ დათესონ პანიკა, დეზინფორმაცია და დააბნიონ ხალხი ცრუ სასწაულებით. დანავებს აქვთ სხვადასხვა ფოკუსების ჩატარების უნარი, მაგრამ მათი გამოცნობა მარტივად შეიძლება, თუ ისინი ამახინჯებენ ან აკნინებენ ვედებს და არ ჰყავთ ავტორიტეტული გურუ, ასევე არ არიან კონკრეტულ სამპრადაიში ე.ი. არ არიან კონკრეტული რელიგიურ-მისტიკური ტრადიციული სკოლის ადეპტები, იცოდეთ, რომ ესენი არიან - ა ს უ რ ე ბ ი (დემონები). არიან დანავები და დაიტიები რომლებიც ამახინჯებენ ვედებს და სხვადასხვა ვედური სკოლების მოძღვრებებს და პრაქტიკებს. ილუზიონისტი დანავები ატყუებენ მილიონებს. ვედურ რელიგიაში მრავალი სკოლაა. ვედურ ტრადიციებში არსებობენ გასხივოსნებული მაჰა-სიდჰებიც, მაგრამ ისინი არ ჩანან, სამაგიეროდ კარგად ჩანან შარლატანები, რომლებიც ამახინჯებენ ვედურ ცოდნას და სხვადასხვა პრაქტიკებს. საბედნიეროდ არსებობენ ნორმალური გურუებიც, რომლებიც ქადაგებენ ნამდვილ ვედებს, მაგრამ მაჰა-სიდჰები საჯაროდ არ ავლენენ საკუთარ თავს და ეს გასაგებიცაა, რადგანაც ასურების მთავრობა ასეთებს მყისვე გიჟებად შერაცხავს და საგიჟეთში გამოკეტავს. ეს იმიტომ, რომ დგას კალი-იუგა და იოგა და ტანტრა შეშლილობად არის გამოცხადებული ასურების მიერ. ის გურუები კი, რომლებიც საჯაროდ ქადაგებენ, ცდილობენ დამალონ სულიერი ნათელი და ნამეტანი არ გადავიდნენ ზეცნობიერში, რადგანაც იციან, რომ ხალხს ე.ი. მასებს არ სიამოვნებთ განათებულ სიდჰებთან ურთიერთობა და ვერ უგებენ მათ, მთავრობა ხომ მით უმეტეს. ბრბო ჩლუნგია. ომ შანტი ომ ტარე ტუტტარე ტურე სვაჰა
  5. არის ობიექტური ჭეშმარიტება და არის სუბიექტური მოსაზრება (შეხედულება). ობიექტური ჭეშმარიტება ესაა - სანატანა-დჰარმა (მარადიული რელიგია). ობიექტური ჭეშმარიტება დაფუძნებულია პარამატმანზე, ხოლო სუბიექტური აზრი, სუბიექტივიზმი დაფუძნებულია ცრუ ეგოზე. პიროვნული (დემონური) ეგო წარმოშობს სუბიექტურ "მოსაზრებას", ხოლო სამყაროს ობიექტური სულიერი კანონების ცოდნა, იბადება პარამატმანისგან. ვედური ტრადიციები ესაა ობიექტური ჭეშმარიტება, ხოლო ყველაფერი დანარჩენი, მათ შორის: ათეიზმი, ლიბერალიზმი, ფემინიზმი, კომუნიზმი, სოციალიზმი, ფაშიზმი, ნაციზმი, რასიზმი, პურიტანიზმი, მონოთეიზმი და ა.შ. ესაა - სუბიექტური აზრი ანუ ასურა-დჰარმა, ჩალა-დჰარმა და უპა-დჰარმა დაფუძნებული აჰამკარაზე (პიროვნულ ეგოზე). სუბიექტური ლიბერალ-ათეისტები, რომლებიც აკრიტიკებენ ვედურ დჰარმას, არიან - ა ს უ რ ე ბ ი (დემონები).
  6. სეფიროტი ესაა სიცოცხლის ხე. სეფიროტი ესაა უფლის 10 ენერგია. კლიფოტი ესაა "შემეცნების" ხე. კლიფოტი ესაა დემონთა 10 ენერგია (10 სამეფო). სეფიროტი ესაა ღმერთი - სიკეთე. კლიფოტი ესაა ანტი-ღმერთი ე.ი. დემონი - ბოროტება. ედემის ბაღში იყო ორი ხე, სიცოცხლის და ცოდნის და ეს ორი განასახიერებდა და წარმოადგენდა სეფიროტის და კლიფოტის სისტემას. ცხოვრების ხე, რომლიდანაც ჭამა ადამს და ევას არ ეკრძალებოდათ იყო - სეფიროტი. ეს ნიშნავს იმას, რომ ადამი და ევა იღებდნენ ენერგიას და ცოდნას ღვთაებრივი სამყაროებიდან. როცა სატანა განუდგა ღმერთს, გახდა ადამ-ბელიალი - დემონური პირველადამიანი. ადამ-ბელიალმა ანუ გველმა კალიმ აცდუნა ადამ-აფარი და ჰავევატი, ადამ-ბელიალმა მათ აჭამა ნაყოფი ცრუ ცოდნის ე.ი. კლიფოტის ხიდან. როგორც კი ადამმა და ჰავევატიმ შეჭამეს კლიფოტის ნაყოფი, ისინი მოწყდნენ სეფიროტის სისტემას და გახდნენ დემონურები. ადამ-აფარი, უფლის შვილი, გახდა ადამ-ბელიალის მსგავსი. ადამ-აფარი ქცეული ბელიალად და მისი ცოლი ჰავევატი გახდნენ კლიფოტის დემონური სისტემის მონები. მათ დაკარგეს სეფიროტის მადლი (ენერგია) და გადაიქცნენ დეგრადანტებად. ამიტომაც დაიწყეს სხეულის დაფარვა, რადგანაც სულიერი დაცემის შედეგად გაუჩნდათ მენტალური ბორკილები, მათ შორის - სიმორცხვე. კლიფოტის სისტემის დემონოიდებს სძულთ ღმერთი და არიან რადიკალი ჰედონისტები. ისინი ცდილობენ მიწიერი სიამოვნებებით ტვინი გამოუტენონ ადამიანებს და დაავიწყონ სულიერი განვითარება. კლიფოტის დემონები უარყოფენ იოგას და ტანტრას, ისინი უარყოფენ აბსოლუტს (ბრაჰმანს/ეინ-სოფს). ისინი არიან მატერიალისტები. კლიფოტის ხის ცოდნა არაა ჭეშმარიტი სულიერი ცოდნა, ესაა მატერიალისტური "ცოდნა". სეფიროტი ესაა არია-დჰარმა, ხოლო კლიფოტი - ასურა-დჰარმა. ომ შანტი რატომ ჰქონდათ ადამს და ევას განსხვავებული ცნობიერება? რატომ დადიოდნენ შიშვლები და არ რცხვენოდათ? რატომ არ იფარავდნენ სხეულს? რა ჰქონდათ მათ ისეთი, რაც ჩვენ არ გვაქვს? ბიბლიაში წერია, რომ როცა უფალს უჯერებდნენ და მშვიდად ცხოვრობდნენ ედემში, ადამს და ევას ჰქონდათ უფლის მადლი და იყვნენ სულიერად სუფთა არსებები. მათ ჰქონდათ განსხვავებული ცნობიერება, არა ისეთი, როგორიც გვაქვს ჩვენ - "ცივილიზებულ კულტურულ" ხალხს. ბიბლიაში წერია, რომ როცა ადამმა და ევამ დემონი გველისგან იგემეს ცრუ ცოდნის და ბოროტების ვაშლი, განიცადეს სულიერი დაცემა და აიფარეს ჯერ ლეღვის ფოთლები, შემდეგ კი უფალმა მათ მისცა ტყავის სამოსი და ჭიტლაყით ისროლა ედემიდან უბადრუკ უდაბურ უდაბნოში, სადაც ძლივს არსებობდნენ. ე.ი. მათ განიცადეს სულიერი დაცემა? ანუ რა გამოდის? ჩვენ ვართ სულიერად დაცემული ხალხი და სამოსის ტარება სწორედ ამის ნიშანია? გამოდის, რომ სამოსი სულაც არაა "მაღალი კულტურა" და "პროგრესი"? ეგრე გამოდის. ე.ი. ჰიმნოსოფისტი და ნუდისტი ადამი და ევა, იყვნენ ზე-მაღალი სულიერი ცნობიერების მქონე მადლმოსილი ზე-ადამიანები? ანუ ის "ველური" ტომებიც, რომლებიც ცხოვრობენ აფრიკაში, ამაზონიაში და ავსტრალია-ოკეანიაში, არიან ადამის და ევას მსგავსად სუფთა მადლიანი სულები? ეგრე გამოდის. "ველურები" ამტკიცებენ, რომ ესმით ბუნების სულის ხმა, იქნებ ეს მართლაც ასეა? იქნებ უფლის ხმა ესმით? სულიერი ადამიანი ფიქრობს მხოლოდ სულზე და არ აიგივებს საკუთარ თავს მოკვდავ მიწიერ სხეულთან. სწორედ ესაა ზე-სულიერი ცნობიერება. უცნაური და სასაცილოა ის, რომ თანამედროვე "კულტურულებს" ყველაფერი პირიქით ჰგონიათ და ფეხებზე იკიდებენ ბიბლიასაც და ვედებსაც. ადამის და ევას შესახებ ვედურ ბჰავიშია-მაჰაპურანაშიც თითქმის იგივე წერია. ბიბლიაში ოდნავ განსხვავებულადაა წარმოდგენილი ვედური მითი ნუდისტი იოგების - ადჰამას და ავევატის შესახებ. გამოდის, რომ ჩვენ, "ცივილიზებული" ადამიანები არასწორად ვცხოვრობთ და მცდარი "მორალი" გვაქვს? ასე გამოდის. გამოდის, რომ სირცხვილი და სხეულის დაფარვის სურვილი, ჰიმნოფობია, გაჩნდა სულიერი დაცემის შედეგად. ომ შანტი ვედური ბჰავიშია-მაჰაპურანას მიხედვით ადამი (ადჰამა) და ევა (ავევატი) იყვნენ ვიკამბარები. მათ არ გააჩნდათ სხეულის კონცეფცია და ჰქონდათ სუფთა ადვაიტური სულიერი ცნობიერება. ისინი იყვნენ ჭეშმარიტი არიელები სუფთა ტანტრისტული ცნობიერებით. მათ არ ჰქონდათ "პაშა" ე.ი. ბორკილები: შიში, ზიზღი, სიძულვილი, შფოთვა, წეს-ჩვეულებები, კლანური მენტალობა, სიმორცხვე და ეჭვიანობა. რადგანაც ეს ბორკილები ახასიათებთ მხოლოდ პაშუ-ბჰავას პრიმიტიულ ადამიანებს და ასევე ასურა-ბჰავას და მაჰა-პაშუ-ბჰავას დონის ბარბაროსებს - მლეჩხებს. ადამი და ევა არ იყვნენ პურიტანები. მათ არ ჰქონდათ სექსოფობია, ეროფობია და ჰიმნოფობია. მათ არ ჰქონდათ რეპრესიული ჰიმნოფობიური "მორალი" და "ზნეობა". ადამი და ევა იყვნენ ნაგა-სადჰუ ანუ ჰიმნოსოფისტი მაჰა-იოგინები. გველი კალის და მლეჩხების მაგიური ვაშლის გამო მათ დაკარგეს სუფთა ცნობიერება და გახდნენ დუალისტი მატერიალისტები, განიცადეს დეგრადაცია. გახდნენ მლეჩხები. თანამედროვე "ცივილიზაციის" ადამიანები უმეტესად არიან მლეჩხები და არ აქვთ ადვაიტური ცნობიერება, სამაგიეროდ გააჩნიათ ტამასიკური აზროვნება და სხეულის კონცეფცია, ისინი საკუთარ სულიერ მეს აიგივებენ სხეულთან. ცხადია მლეჩხებს ეზიზღებათ ვიკამბარები და ნუდისტები. მათ უჩნდებათ აგრესია, როცა ხედავენ ნუდისტებს და ჰიმნოსოფისტებს. მლეჩხები თვლიან, რომ "კულტურა" და "მაღალი დონე" ესაა ტანსაცმელი, ხოლო ნუდისტები არიან "გიჟები" და "ველურები". სინამდვილეში ეს ასე არაა. უბრალოდ მლეჩხებს ფეხებზე ჰკიდიათ ვედები და ტანტრები. სულ ესაა. თან, როგორც უკვე ითქვა, მლეჩხებს აქვთ ბორკილები და შებორკილნი არიან მატერიალისტური ტამასიკური რეპრესიული მორალით. მლეჩხებს აზროვნება უკუღმა აქვთ გადაბრუნებული, ისინი ფიქრობენ, რომ "თეთრი შავია და შავი - თეთრი". მლეჩხების "ცივილიზაცია" ესაა ვედურ-არიული ცივილიზაციის აბსოლუტური ინვერსია, სეფიროტის ინვერსია. მლეჩხებს არ აქვთ ეინ სოფ აურის (უსასრულო არაფრის სინათლის ე.ი. აბსოლუტის) გაცნობიერება. სეფიროტი ესაა დივია-სვარგა (ზეციური სამოთხე), ხოლო მისი ინვერსია - კლიფოტი, ესაა ბილა-სვარგა (დემონური სამეფო) საიდანაც მოვიდნენ დედამიწაზე ასურები (დემონები) და დაანგრიეს ვედური ცივილიზაცია. ასურებმა ადამიანებს დაადეს ბორკილები და აქციეს ისინი მონებად, მლეჩხებად, ჰიმნოფობებად. ომ შანტი
  7. ქალღმერთი კალი გამოისახება, როგორც ოთხი ხელის მქონე შეიარაღებული გრძელთმიანი თხელი ნატიფი ქალი მუქი ლურჯი კანით. როგორც წესი, შიშველი, თუ ჩაცმულია მაშინ ვეფხვის ტყავითაა შემოსილი. ზედა მარცხენა ხელში მას უჭირავს სისხლიანი ხმალი, რომელიც განასახიერებს ეჭვის და დუალიზმის განადგურებას, ქვედა მარცხენა ხელში მას უჭირავს — დემონის მოჭრილი თავი, რომელიც სიმბოლურად პიროვნული ეგოს მოკვეთას განასახიერებს. ზედა მარჯვენა ხელით, ის აჩვენებს შიშის გამქრობელ დამცავ მუდრას (ჟესტს), ხოლო ქვედა მარჯვენა ხელით აკურთხებს ადამიანებს უსრულებს თავის ერთგულებს სურვილებს. ოთხი ხელი ესაა 4 მთავარი ჩაკრას და სამყაროს 4 მხარის სიმბოლო. ქალღმერთის სამი თვალი მართავს სამ ძალას: შექმნას, შენარჩუნებას და განადგურებას. ისინი ასევე შეესაბამება სამ დროს, ესენია: წარსული, აწმყო და მომავალი, და არიან მზის, მთვარის და ელვის სიმბოლო. მისი ქამარი ადამიანის ხელებისგან, განასახიერებს სასტიკ კარმას, რომელიც ყველგან მოგწვდება. მისი მუქი ლურჯი ფერი არის ფერი უსასრულო კოსმოსური მარადიული დროისა, და სიკვდილისა. ეს სიმბოლიზმი ამახვილებს ყურადღებას იმაზე რომ კალი მოკვდავთა სამყაროზე მაღლა დგას. მაჰანირვანა ტანტრა ამბობს: "შავი ფერი შედგება თეთრი, ყვითელი და ყველა სხვა ფერებისგან. ისევე როგორც კალი შეიცავს ყველა სხვა არსებებს." შავი ფერი სიმბოლოა უშფოთველი სუფთა ცნობიერებისა. თავის ქალების გირლიანდა მის სხეულზე, განასახიერებს რეინკარნაციას. თავის ქალების რაოდენობა არის ზუსტად 50 — როგორც სანსკრიტული ანბანის ასობგერები. მოჭრილი თავი, რომელილ ხელში უჭირავს კალის, ესაა დემონური პიროვნული ეგო (ego) ანუ მატერიალისტური იდეა: " მე ვარ სხეული", რომელსაც ანადგურებს კალი. თავის ქალა ასევე განასახიერებს კალის უნარს, გაანთავისუფლოს ადამიანის ცნობიერება საკუთარი სულიერი მეს სხეულთან გაიგივებისგან. ეს გირლიანდა სიმბოლოა, სიბრძნისა და ძალისა. "კალის აჩეჩილი თმა (elokeshi) ესაა სიკვდილის საიდუმლო ფარდა, რომელიც ფარავს სიცოცხლეს. გვამი, რომელზეც დგას იგი, განასახიერებს წარმავალ და დროებით ფიზიკურ სხეულს, რომელიც სულზე (ატმანზე) დაბლა დგას. სისხლივით წითელი ენა ესაა რაჯასის მოდუსის სიმბოლო, რაჯასი ესაა სამყაროს კინეტიკური ენერგია. კალი სუფევს ანაჰატა-ჩაკრაში. ის ურთიერთქმედებს ფიზიკურ გულთან; ამ ფორმით მას ეწოდება რაკტი-კალი - Rakti-Kali (წითელი კალი), პულსაცია გულისა. მაგრამ ეს არაა მხოლოდ სილამაზე, ეს არის, ასევე, საშინელება და სიკვდილი. კალი — ესაა მიუწვდომელი სილამაზე, უპასუხო სიყვარული. სილამაზე მისი შეუცნობელია, რადგან მას არა აქვს ფორმა. კალი სიმბოლოა მარადიული ცხოვრების. მარადიულ ცხოვრებას აქვს ფასი. მხოლოდ, რაც არის უკვდავი შეიძლება იყოს უსასრულო, იმიტომ, რომ არაფერს შეუძლია შეცვალოს მისი ბუნება. მოკვდავი და გარდამავალი პროცესი დასრულდება ადრე თუ გვიან. რათა მიკიღო სარგებელი მარადისობიდან, რომელიცაა Kali, ჩვენი მოკვდავი ბუნება უნდა შევწიროთ მსხვერპლად. ამიტომაც, უბრალო ადამიანის თვალს კალი ეჩვენება, როგორც საშიში და დესტრუქციული. კალი — ესაა მრავალსახა ქალღმერთი, რომელიც მართავს ცხოვრებას ჩასახვის მომენტიდან სიკვდილამდე. იგი განასახიერებს კოსმიურ ძალას მარადიული დროისა. კოსმოსურ დონეზე, კალი არის დაკავშირებული ჰაერის ანუ ქარის, ვაიუს, პრანას ელემენტთან. ეს ძალა ავსებს სამყაროს, როგორც ენერგიას ტრანსფორმაციისა. მოქმედებს სწრაფად და არ ტოვებს კვალს უკან, იწვევს რადიკალურ ცვლილებებს. კალი არის ჭეშმარიტება, რომელიც უარყოფს ყოველგვარ ილუზიებს. იგი განასახიერებს შექმნას, შენარჩუნებას და განადგურებას, იწვევს სიყვარულსაც და შიშსაც. ადამიანის სხეულში, Kali არსებობს სუნთქვის ანუ სიცოცხლის ძალის (პრანას) სახით. მისი სიმბოლოა ნამგალა მთვარე.
  8. ॐ तारे तुत्तारे तुरे स्वः — «oṃ tāre tuttāre ture svāhā» "ომ ტარე ტუტტარე ტურე სვაჰა" ესაა ქალღმერთი (ბოდჰისატვა) ტარას მანტრა. ტარა არის 10 მაჰავიდიადან ერთ-ერთი. მაჰავიდია ესაა დედა-ღმერთის (შაკტის) კაუზიური (სულიერი) სხეული. სახელი - ტარა ნიშნავს განთიადის ვარსკვლავს ან მხსნელს. ტარას აქვს მრავალი ფუნქცია და იპოსტასი, არსებობს მწვანე ტარა, წითელი ტარა, თეთრი ტარა და ა.შ. ტარა ფლობს სექსუალურ მაგიას, კურნავს ყველა დაავადებას, ჩუქნის თავის ერთგულებს დღეგრძელობას, იძლევა ადვაიტას ცოდნას, ეხმარება ადამიანს გასხივოსნებაში და ა.შ.
  9. სულ რამოდენიმე წლის წინ ამერიკელმა ასტროფიზიკოსმა რიჩარდ მიულერმა წამოაყენა ჰიპოთეზა, რომ ჩვენ ყვითელ მზეს ჰყავს თანამგზავრი ვარსკვლავი ე.ი. ჩვენ მზის სისტემაში არის მეორე მზე - თითქმის ჩამქრალი წითელი ჯუჯა, ემ 5 კლასის წითელი მზე. ნემეზიდას ორბიტული პერიოდი უდრის 25 000 000 წელიწადს. დაახლოებით იგივე ჰიპოთეზა აქვს რუს ასტრონომს - კირილე ბუტუსოვს. ამ პუბლიკაციაში მოცემულია მიულერის სურათი. ახლა მთავარი: 1) მიულერი მეორე წითელ მზეს უწოდებს - ნემეზიდას, ხოლო ბუტუსოვი - რაჯას. 2) ვედურ რელიგიაში...
  10. სულ რამოდენიმე წლის წინ ამერიკელმა ასტროფიზიკოსმა რიჩარდ მიულერმა წამოაყენა ჰიპოთეზა, რომ ჩვენ ყვითელ მზეს ჰყავს თანამგზავრი ვარსკვლავი ე.ი. ჩვენ მზის სისტემაში არის მეორე მზე - თითქმის ჩამქრალი წითელი ჯუჯა, ემ 5 კლასის წითელი მზე. ნემეზიდას ორბიტული პერიოდი უდრის 25 000 000 წელიწადს. დაახლოებით იგივე ჰიპოთეზა აქვს რუს ასტრონომს - კირილე ბუტუსოვს. ამ პუბლიკაციაში მოცემულია მიულერის სურათი. ახლა მთავარი: 1) მიულერი მეორე წითელ მზეს უწოდებს - ნემეზიდას, ხოლო ბუტუსოვი - რაჯას. 2) ვედურ რელიგიაში ნათქვამია, რომ ჩვენ მზის სისტემაში არსებობს არც მეტი არც ნაკლები 4 მზე (!) და მათგან 3 არის ემ 5 კლასის წითელი ჯუჯა, რომლებიც ბრუნავენ მთავარი ყვითელი მზის, ჯი 2 კლასის ჯუჯის გარშემო, საკმაოდ პარაბოლურ ე.ი. უკიდურესად გაწელილ ორბიტებზე და პერიოდულად შემოდიან პლანეტური სისტემის შიგნით. ეს ცოდნა დაკავშირებუია იუგების შესახებ სწავლებასთან. ვედური მოძღვრება გვეუბნება, რომ ყოფიერება იყოფა დიდ და მცირე კოსმიურ ციკლებად; უფალი ბრაჰმა ცოცხლობს 100 ღვთაებრივი წელიწადი (1 მაჰა-კალპა), რომელიც უდრის 315 360 000 000 000 მიწიერ წელიწადს. ბრაჰმას 1 წელიწადი უდრის 3 153 600 000 000 მიწიერ წელიწადს. ბრაჰმას 1 თვე უდრის 262 800 000 000 მიწიერ წელიწადს. ბრაჰმას 1 კვირა უდრის 65 700 000 000 მიწიერ წელიწადს, ესაა ერთი კონკრეტული მეტაგალაქტიკის სიცოცხლის ხანგრძლივობა, მაგალითად ჩვენის. გასულია 13 700 000 მიწიერი წელი, დარჩა 52 000 000 000 წელიწადი, რის შემდეგაც მეტაგალაქტიკა შეიკუმშება და შემდეგ ისევ გაფართოვდება და ასე იქამდე სანამ არ გავა ბრაჰმას 100 ღვთიური წელი ე.ი. მეტაგალაქტიკა შეიკუმშება და გაფართოვდება სულ 4 800-ჯერ. უფალი ბრაჰმას 1 კვირა შედგება 7 ღვთაებრივი დღისგან, ესაა 7 კალპა. თითო კალპა გრძელდება 4 320 000 000 მიწიერი წელიწადი. კალპა ესაა ჩვენი მზის სისტემის სიცოცხლის ხანგრძლივობა. ჩვენი პლანეტური სისტემა - ბჰურ-ლოკა, ექვსჯერ ინგრევა და ხელახლა იქმნება ბრაჰმას 1 კვირის მანძილზე და როცა ინგრევა მეშვიდედ ეს უკვე საბოლოო დანგრევაა და ემთხვევა მეტაგალაქტიკის ნგრევას. თითო კალპაში არის 1000 მაჰა-იუგა. თითო მაჰა-იუგაში არის 4 იუგა: სატია-იუგა (გრძელდება 1 728 000 წელი) - ამ ეპოქაში ვედების მიხედვით არის 4 მზე (!) და დომინირებენ თეთრკანიანი ბრაჰმანები (ქურუმები). ამ ეპოქაში მოდის ვიშნუს თეთრი იუგა-ავატარი. ტრეტა-იუგა (გრძელდება 1 292 000 წელი) - ამ ეპოქაში ვედების მიხედვით არის 3 მზე (!) და დომინირებენ წითელკანიანი ქშატრიები (მეომრები). ამ ეპოქაში მოდის ვიშნუს წითელი იუგა-ავატარი. დვაპარა-იუგა (გრძელდება 864 000 წელი) - ამ ეპოქაში ვედების მიხედვით არის 2 მზე (!) და დომინირებენ ყვითელკანიანი ვაიშიები (ვაჭრები). ამ ეპოქაში დედამიწაზე მოდის ვიშნუს ყვითელკანიანი იუგა-ავატარი. და ბოლოს კალი-იუგა (გრძელდება 432 000 წელი) - ამ ეპოქაში ვედების მიხედვით არის მხოლოდ ერთი მზე და დომინირებენ შავკანიანი შუდრები (მუშები). ამ ეპოქაში დედამიწაზე მოდის ვიშნუს შავკანიანი იუგა-ავატარი. თუმცა ეპოქების წანაცვლების გამო, დვაპარა-იუგაში მოვიდა შავკანიანი კრიშნა, ხოლო კალი-იუგაში მოვიდა ოქროსფერკანიანი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუ. ეს იმიტომ, რომ დვაპარა-იუგამ და კალი-იუგამ ფრაგმენტულად გადაფარეს ერთმანეთი. ესეთი წანაცვლება-გადაფარვა ხდება ყოველ 1000 მაჰა-იუგაში ერთხელ. რა საინტერესოა... საიდან გაიგეს მიულერმა და ბუტუსოვმა მეორე მზის შესახებ? არა, ბუტუსოვი კი ახსენებს მაჰაბჰარატას, მაგრამ მიულერმა საიდანღა გაიგო? ანუ ეს მეცნიერები თითქმის იგივეს ამბობენ, რასაც ვედები... უცნაურია... ომ შანტი ომ კალიკე სვაჰა
  11. ბერძნული ზევსი და ინდური ინდრა ძლიერ ჰგვანან ერთმანეთს. ეს ღმერთები ბევრი რამით ჰგვანან ერთმანეთს. ზევსიც და ინდრაც ორივენი ელვის და ქუხილის ღმერთები არიან. ზევსმა დაამარცხა უფროსი თაობის ღმერთები - ტიტანები და ჩაყარა ტარტაროზში. ინდრამაც დაამარცხა უფროსი თაობის ღმერთები - ასურები იგივე ტიტანები და ჩაყარა ქვესკნელში - ბილა-სვარგაში. ზევსმა დაამარცხა დრაკონი ტიტანი - ტიფონი. ინდრამ დაამარცხა დრაკონი ტიტანი-ასურა - ვრიტრა. ზევსი ცხოვრობს მისტიკური მთის - ოლიმპოს წვერზე. ინდრა ცხოვრობს სუმერუს მისტიკური მთის მწვერვალზე. ზევსი არის ღმერთების მეფე. ინდრაც არის ღმერთების მეფე. ზევსის ზეციურ სამოთხეს ეწოდება - "ელიზიუმი". ინდრას ზეციურ სამოთხეს ეწოდება - "დივია-სვარგა". ზევსი არის კოსმიური ეთერის მეუფე. ინდრაც არის კოსმიური ეთერის (აკაშას) მეუფე. ზევსი არის პოლიამური. ინდრაც არის პოლიამური. ზევსი ბისექსუალია, ისევე როგორც ინდრა. ზევსისგან მიწიერ ქალწულებს უჩნდებოდათ ნახევრადღმერთი დევ-გმირები (მაგალითად - ჰერაკლე). ინდრასაც ჰყავდა შვილები ადამიანთა ქალიშვილებისგან (მაგალითად - არჯუნა). ანალოგია აშკარაა. ომ შანტი
  12. შორეულ წარსულში მსოფლიოს მართავდნენ ტიტანები. მსოფლიოს მართავდა ორი ტიტანი: ტიტანი ურანოსი - ცის ღმერთი და ტიტანიდა გეა - მიწის ქალღმერთი. ურანოსი და გეა იყვნენ ცოლ-ქმარი და და-ძმა. ისინი იყვნენ ტყუპები. მათ შეუყვარდათ ერთმანეთი და ჰქონდათ სექსი. ურანოსს და გეას გაუჩნდათ შვილები, მათ შორის - კრონოსი - დროის ღმერთი. მაგრამ ურანოსი გაბოროტდა და დაიწყო გეას ჩაგვრა, ურანოსი გეას საშვილოსნოში აბრუნებდა გაჩენილ შვილებს, რითიც საშინლად აწამებდა გეას, რადგანაც არსებობდა წინასწარმეტყველება, რომლის თანახმადაც ურანოსს დაამარცხებდა და ძალაუფლებას წაართმევდა მისი ერთ-ერთი შვილი. მაგრამ ერთხელაც გეამ მოიფიქრა განთავისუფლების გეგმა, მიწის სიღრმეში ჩუმად გააჩინა და დამალა შვილი - კრონოსი. გეამ კრონოსს მისცა ჯადოსნური ნამგალი და გააგზავნა ურანოსთან, როცა გეა და ურანოსი სექსით იყვნენ დაკავებულნი, გეას დარიგებით კრონოსმა ნამგლით წააჭრა ფალოსი ურანოსს და გადააქცია საჭურისად. კრონოსი გახდა ტიტანების მეფე. ურანოსის ფალოსიდან მსოფლიო ოკეანეში ჩაიღვარა სისხლი და სპერმა და შედეგად, ზღვის ქაფისგან იშვა ულამაზესი ვნებიანი ქალწული, სექსის და სექსუალური მაგიის ქალღმერთი - აფროდიტე. აფროდიტე დედამიწაზე მისტიკურ კუნძულზე გაიზარდა, მას იცავდნენ მისი ერთგული ტიტანიდები. საბოლოოდ აფროდიტე მოხვდა ოლიმპოზე და დაიწყო სხვადასხვა ღმერთებთან ჟიმაობა; არესთან, ჰერმესთან და ა.შ. ზევსმა აფროდიტე დააქორწინა ჰეფესტოზე, მაგრამ აფროდიტე იყო პოლიამური და ზევსი იძულებული გახდა დაეცხრო გაბრაზებული ჰეფესტოს რისხვა და გაეგდო აფროდიტე და მისი საყვარელი - არესი. სანამ ოლიმპოდან წავიდოდა, აფროდიტე დაწვა ჰერმესთან და მათი ვნების შედეგად იშვა ორსქესიანი ქალღმერთ-კაცღმერთი - ჰერმაფროდიტე ე.ი. ჰერმესის და აფროდიტეს შვილი. ჰერმაფროდიტე არის ერთდროულად გოგონაც და ბიჭიც, მას ორივე სასქესო ორგანო აქვს, ჰგავს ქალსაც და კაცსაც. ჰერმაფროდიტე არის ძველი ბერძნული ღვთაება, რომელიც საკუთარ თავში აერთიანებს ჰერმესის სიბრძნეს და აფროდიტეს ვნებას. მისი მსგავსი ღვთაებებია ინდუისტური არდჰანარიშვარა-შივა და კუბჯიკა-დევი. ომ შანტი ომ კურუკულე ჰრი სვაჰა ასურები (დემონები) მოქმედებენ ასე: დანგრეული ეკონომიკა + სასტიკი ცენზურა = მასების ზომბირება (დამონება). რუსეთშიც, საქართველოშიც და სხვა ქვეყნებშიც არის ერთი და იგივე სცენარი: ფინანსური მაქინაციებით დემონები ანგრევენ ეკონომიკას, ხოლო რათა ხალხი ვერ მიხვდეს, რომ ჭაობში არიან და ეს კოლაფსი და კრახი დემონების ბრალია და რათა ხალხმა არ გადააგდოს ტირანია, დემონები გამოდიან ტრიბუნებზე და ყვირიან მორალზე, ცრუ განგაშით აშინებენ ხალხს, ქმნიან მეამბოხეთაგან "ხალხის მტრების" ხატს, მიმართავენ მასების აგრესიას განტევების ვაცის წინააღმდეგ და "მორალის" და "რელიგიის" სახელით ნერგავენ ტოტალიტარულ დესტრუქციულ სუპერ-ცენზურას. ე.ი. ზღუდავენ რიგითი მოქალაქეების თავისუფლებას და აქცევენ მათ დამშეულ მონებად. იცოდეთ ეს. ომ შანტი სიტყვა "ქრისტე" არის ძველი ბერძნული სიტყვა და ნიშნავს კეთილ ადამიანს ან კეთილ ღვთაებას და იყო მზის ღმერთი აპოლონის ერთ-ერთი სახელი. ეს ეპითეტი ჰქონდა აპოლონის და ქალწული კრეუსას ძესაც - ღმერთ იანუსს. ქრისტეებს უწოდებდნენ ქალაქ ხრიზაში დაოსტატებულ იეროფანტებსაც, რომლებმაც გაიარეს მისტერიები და გახდნენ აპოლონის მსგავსნი, ეზიარენ რა მის მზიურ სინათლეს. ხოლო "ჯვარი" ეს იყო მზის კეთილი უფალი აპოლონის ასტროლოგიური სიმბოლო, როგორც ზოდიაქოს ცენტრი. ცხადია ბრმადმადიდებელმა გაუნათლებელმა კლოუნებმა ეს არ იციან. ქრისტე ესაა - აპოლონი. აპოლონის კიდევ ერთი ეპითეტი იყო "ფებოს", რაც ნიშნავს მანათობელს. 2000 წლის წინ ცხოვრობდა ერთი მოგვი, რომელმაც მთელ მაშინდელ ევრაზიაში და აფრიკაში იმოგზაურა, იყო ინდოელი ბრაჰმანების მოწაფე, იყო ღმერთის შვილი და ერქვა ა პ ო ლ ო ნ ი უ ს ტიანელი. აპოლონიუსი იყო ნეო-პითაგორული ფილოსოფიური მოძღვრების ფუძემდებელი. ცხოვრობდა 2-93 წლებში. მისი ბიოგრაფოსი იყო ფლავიუს ფილოსტრატე, რომელმაც განაცხადა, რომ იესო ქრისტე ეს იყო - აპოლონიუს ტიანელი. მილიტარიზმი და ნაციონალიზმი ესაა ასურა-დჰარმა. მილიტარული აზროვნება წინააღმდეგობაში მოდის ვედებთან. თანამედროვე "ჯარისკაცები" არიან დეგრადირებული ქშატრიები, რომლებიც ასურასების და რაკშასების დაკრულზე ცეკვავენ და ხალხს თვალებში ნაცარს აყრიან. სალდაფონი არაა "გმირი", სალდაფონი ესაა სიკვდილის მანქანა ე.ი. მკვლელი. სალდაფონები ყველანი ასურა-პოლიტიკოსების მარიონეტები არიან. ამას ვერ ხვდებიან მხოლოდ გოიმები და უვიცი კლოუნები. იყო ერთი ასეთი ცოფიანი "პატრიოტი" დედაკაცი, რომელმაც ფილოსოფიის ლექციაზე მიწასთან გამასწორა მილიტარიზმის და ნაციონალიზმის კრიტიკის გამო. რას ვიზამთ, მსოფლიო სავსეა ცოფიანი დეგრადანტებით და უვიცი გოიმებით. სიმართლის დანახვის უნარი უმეტესობას არ აქვს. გაუნათლებელია მასა. ასურებმა დაყვეს ერთიანი კაცობრიობა "ნაციებად" და აბრძოლებენ ერთმანეთს. სანამ იქნება ნაციონალიზმი და მილიტარიზმი, მშვიდობა არ იქნება, სამაგიეროდ იქნება ომი და სისხლი. ომს შობს მილიტარიზმი, მილიტარიზმს შობს - ნაციონალიზმი. ეს იმიტომ, რომ ნაციებს სძულთ ერთმანეთი და ახასიათებთ ეროვნული ეგოიზმი და ამპარტავნება, ეს მუდამ ასე იყო და სწორედ ამ ეგოისტური ანტიპათიის საფუძველზე ვითარდება მილიტარიზმი, მისგან კი - კონფლიქტი. უფალი შივა ამბობს: "როცა დჰარმის (რელიგიური მორალის) სახელით გაჩაღებული ტირანია ხდება უსამართლობისა და უთანასწორობის მიზეზი, მოვდივარ მე, რათა დავანგრიო იგი და გავანთავისუფლო მსოფლიო" წყარო: შივა მაჰა-პურანა არსებობენ ზომბი-მონები და არსებობენ გონიერი თავისუფალი ადამიანები, რომლებიც არ ემონებიან პურიტანულ ასურა-დჰარმას. პურიტანიზმი ესაა ასურა-დჰარმა. ქალის და მამაკაცის სასქესო ორგანოები საკრალურია. ასურები ცდილობენ საკრალური სასქესო ორგანოები გამოაცხადონ "სიბილწედ" და "სიბინძურედ". ლინგამი (ფალოსი) ესაა სამყაროს მამის - შივას სიმბოლო, ხოლო იონი (ვაგინა) ესაა - სამყაროს დედის - შაკტის გამოვლინება. ტერმინით "პორნო" ასურები და რაკშასები ცდილობენ დააკნინონ კუნდალინი-შაკტი (სექსუალური ენერგია) და ხალხს თვალებში ნაცარი შეაყარონ. ვისაც ყურები ასხია დაე ისმინოს. არის არიელთა იდეოლოგია და არის მონების იდეოლოგია. თანამედროვე ადამიანთა უმეტესობა არიან - შუდრები. ჩვენ ყველანი პრაქტიკულად ვართ ბიორობოტები, ასურები გვიწესებენ აკრძავებს და ახორციელებენ რეპრესიებს... რატომ? მიზეზი ორია: 1) ასურები სადისტები არიან. მათ სიამოვნებთ ადამიანთა წვალება, ისინი ასე ერთობიან. 2) ასურებს აქვთ გეგმა, მათ სურთ ვედური ცოდნის (მეხუთე ვედას) ლიკვიდაცია და ამით ინდრას ზეციურ ლეგიონებზე შურისძიება. გახსოვდეთ ეს. სექსის, სექსუალობის (ლიბიდოს/კუნდალინის) და შიშველი სხეულის (კონკრეტულად კი გენიტალიების) დემონიზაცია და დაკნინება დჰარმის ე.ი. "მორალის" სახელით და საიდუმლო საკრალური ვედური ცოდნის და სიბრძნის მასებისგან დამალვა ესაა რეალური სატანიზმი და მასონური დემონიზმი (ასურა-დჰარმა). ასურა-დჰარმა ესაა დემონური ცრუ "მორალი". ადამიანთა 99%-ს დღეს აქვს კოგნიტურ-სემანტიკურ-გნოსეოლოგიური ინვერსია ტვინში. რას ნიშნავს ეს? მეხუთე ვედა გვეუბნება ასე: ასეთ გოიმ ადამიანებს უკუღმა აქვთ გადაბრუნებული ცნობიერება; ისინი ფიქრობენ რომ სექსუალური ჰედონიზმი, ლიბერტენიზმი და ტანტრიზმი არის დემონური ცდუნება და სატანიზმი, დამღუპველი ცოდვა, ხოლო რელიგიური ფაშიზმი, ტაბუ, ცენზურა, რეპრესიები და პურიტანიზმი - "ღვთაებრივი ჭეშმარიტება". მათ დეგრადირებული ცნობიერება აქვთ და მათ გონებაში არ არის მისტიკური ჰედონიზმის და ვედიზმის ადგილი. სატანიზმი არაა ჰედონიზმი და პანთეიზმი, რეალური სატანიზმი ესაა პურიტანიზმი და მონოთეიზმი. "სეიტან" ნიშნავს ღმერთის მტერს და მოწინააღმდეგეს, მაგრამ რომელ ღმერთზეა საუბარი? ჭეშმარიტი ღმერთი ესაა ვედური ატმან-ბრაჰმანი + იშვარა. თუ ეს ასეა, მაშინ რეალური სატანიზმი ესაა ყველა ის "რელიგია", რომელიც აგინებს ჰედონურ სექსუალობას და აკნინებს წმინდა და საკრალურ სასქესო ორგანოებს. თვითონ ასურა-მასონები ჩუმად და მალულად ყირაზე გადადიან და კარგადაც ტკბებიან "გარყვნილი" სექსით, მაგრამ შემდეგ ტრიბუნაზე გამოდიან ხალხში და ქადაგებენ ულტრა-პურიტანულ "მორალს" და ჯოჯოხეთურ ცენზურას. ასეთია მათი პოლიტიკა. მათ ცბიერებას და ფარისევლობას საზღვარი არ აქვს. აღსანიშნავია ისიც, რომ ასურების დემონური მასონობის ქვაკუთხედია - აბრაამული რელიგიები. არ არსებობს მასონი, რომელიც არაა იუდაისტი, ქრისტიანი ან ისლამისტი. მასონებში ტანტრიზმი და ვედიზმი არ არსებობს. ისინი არც მაჰაიანას ცნობენ. მასონური და ბილდერბერგული "მორალი" და პროპაგანდა თავიდან ბოლომდე დაფუძნებულია აბრაამულ რელიგიურ დოგმატიკაზე. ხალხის ზომბირება ხდება ასე: "თეთრი - შავია და შავი - თეთრია" ასე უმრუდებენ ისინი მასებს ცნობიერებას, რათა ადამიანებმა შეიძულონ ლიბერტენიზმი, ჰედონიზმი და ტანტრიზმი და მიიღონ მონური იდეოლოგია (პურიტანიზმი). ასეთია რეალობა: ელიტისთვის სხვა მორალია და ბრბოსთვის კი - სულ სხვა. ესაა ორმაგი სტანდარტები. დეპუტატი, რომელიც ტრიბუნაზე ყვირის ეთიკაზე და გარყვნილებაზე, თვითონ ნომერ პირველი ცოდვილია. იცოდეთ ეს. თვით ფროიდიც კი აღიარებდა, რომ ეთიკაზე და ზნეობაზე ყველაზე ხმამაღლა ის ყვირის, ვისაც თავად არავითარი ეთიკა და ზნეობა არ გააჩნია და უბრალოდ სწყურია ძალაუფლება და მონები. ესაა ასურა-დჰარმა - დემონური კანონი. ჰიმნოფობია, სექსოფობია და ეროფობია ესაა ტამო-გუნა და სატანიზმი. პურიტანული ფობია წინააღმდეგობაში მოდის ტანტრიზმთან. ეს არაა სწორი კულტურა. სწორი კულტურა ესაა - ტანტრა. ომ შანტი ომ კურუკულე ჰრი სვაჰა ომ კალიკე სვაჰა აპოლონური ტიპის სექსუალური კულტურა, დამახასიათებელია ანტიკური საზოგადოებისთვის და თანამედროვე პერიოდში — იაპონიისთვის და წყნარი ოკეანის ზოგიერთი კუნძულების მაცხოვრებლებისთვის. ამ ტიპის კულტურაში, სექსუალობა განიხილება როგორც ჩვეულებრივი ადამიანური ფიზიოლოგიური მოთხოვნილება (ისეთივე როგორებიცაა: საკვები, ძილი და ა. შ.), არ არის სექსუალურ ურთიერთობებთან დაკავშირებული აკრძალვების და ტაბუების განვითარებული სისტემა. ზოგიერთი კომპონენტი ამ კულტურისა როგორც ნატურიზმის მოძრაობებში, ისევე, როგორც ზოგიერთ რელიგიურ სექტებში, მაგალითად ადამიტებში (Adamites). წყარო: რუსული ვიკიპედია რეპრესიული კულტურები, ესაა სისტემები, რომლებიც ცდილობენ სრულიად ჩაახშონ სექსუალობა, რაც ვლინდება როგორც ქორწინებამდე და ქორწინების გარეთ კავშირების სასტიკი აკრძალვა, სექსუალური განათლების სისტემის არარსებობა, სექსუალური ურთიერთობების შეზღუდვა და იმის თქმა, რომ ლეგალურია მხოლოდ სექსი ქორწინებაში მხოლოდ გამრავლების მიზნით. ეს კულტურები თრგუნავენ სექსუალობასთან დაკავშირებულ პიროვნების ასპექტებს და მათ შორის რომანტიკულ სიყვარულსაც. პურიტანული კულტურა არის უკიდურესი გამოხატულება ქრისტიანული რელიგიის ნორმების და დადგენილებებისა, ესაა უარის თქმა მიწიერი სიამოვნებებისგან, მათ შორის სექსუალურისგან. პურიტანული კულტურისთვის დამახასიათებელია აგრესიული აკრძალვები და ანტისექსუალური ცენზურა, სექსუალობასთან თუნდაც არაპირდაპირ დაკავშირებულ, ლიტერატურისა და ხელოვნების თემებს და მედიცინის სფეროშიც კი. სექსუალურ ურთიერთობებთან არასწორი მცდარი შეხედულებების გავრცელება (მაგალითად, რომ მასტურბაცია იწვევს იმპოტენციას, სიბრმავე, და თმების ამოსვლას ხელისგულებზე), სასტიკი (მათ შორის სადისტური) მეთოდები, მოზარდებში ბუნებრივი სექსუალური განცდების ლიკვიდაციისა და ჩახშობისა, კრიმინალიზაცია გარკვეული სახის სექსუალური პრაქტიკებისა. პურიტანული კულტურა გაჩნდა XVII საუკუნეში ინგლისში; მისი განვითარება დაკავშირებულია დედოფალი ვიქტორიას ზეობასთან XIX-ე საუკუნეში ("ვიქტორიანულ ეპოქაში"), მოგვიანებით კი გავრცელდა ევროპაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში. პოზიცია პურიტანული კულტურისა დასავლურ ცივილიზაციაში, იყო ძალიან დასუსტებული სექსუალური რევოლუციების გამო XX-ე საუკუნეში, მაგრამ ზოგიერთ ქვეყანაში მისი გავლენა კვლავ მაღალი რჩება. დემოკრიტე იყო ერთ-ერთი პირველი ანტი-თეისტი მატერიალისტი. ის იყო ასურა. ის იყო მლეჩხა. მლეჩხები ესენი არიან ბარბაროსები, რომლებიც არ მისდევენ ვედურ დჰარმას და კულტურას ე.ი. არ არიან "არია". ასურა-დჰარმა ნიშნავს - დემონურ რელიგიას, ხოლო ჩალა-დჰარმა - სეზონურ რელიგიურობას, დეგრადირებულს. ძველ ელინებს ჰქონდათ ვედური სიბრძნის ფრაგმენტი, მაგრამ მხოლოდ ფრაგმენტი, ეს კი არ იყო საკმარისი. ბჰავიშია-მაჰაპურამა მოგვითხრობს, რომ ბერძნები არიან მეფე ბჰარატას შთამომავალის, მაჰარაჯა იავანას შთამომავლები. მაჰარაჯა იავანა და მისი მიმდევრები თავიდან იყვნენ ვედური დჰარმის მიმდევარი ქშატრიები, მაგრამ შემდეგ განუდგნენ ვედებს და გახდნენ ბარბაროსები. პრაქტიკულად დედამიწის ხალხები, ყველანი არიან მეფე ბჰარატას და მისი ცოლების შთამომავლები. ბჰარატა იყო დედამიწის მეფე 10 000 წლის წინ. ასე გვეუბნებიან ვედები და პურანები. "პურანატ" ნიშნავს უძველესს. დემოკრიტემ უარჰყო ყველაფერი და გამოაცხადა, რომ სამყაროში არსებობს მხოლოდ ორი რამ: 1) ატომი და 2) სიცარიელე (ვაკუუმი). ის უარჰყოფდა ღმერთების და მსოფლიო სულის არსებობას. უარჰყოფდა ეიდოსების არსებობას. დემოკრიტეს მოძღვრება ესაა 100% ასურა-დჰარმა. მან სათავე დაუდო ათეისტურ მატერიალიზმს. ომ შანტი ომ კურუკულე ჰრი სვაჰა ელინი ფილოსოფოსი ეპიკურე იყო პირველი დეისტი მსოფლიოში. ის იყო დეიზმის ფუძემდებელი. მან შექმნა პოლიდეიზმი. ის თავხედურად საჯაროდ ქადაგებდა, რომ ღმერთები კი არსებობენ, მაგრამ არ ერევიან ადამიანთა ცხოვრებაში და ჩვენს სამყაროში არასოდეს არ შემოდიან. ის უარჰყოფდა მითებს და ლეგენდებს დაკავშირებულს ღმერთებთან. მისი მტკიცებით ღმერთები ("დეის") ცხოვრობენ სამყაროთაშორის ღვთაებრივ სივრცეებში - "მეტაკოსმიებში" და "ინტერმუნდიებში". ეს "ფილოსოფოსი" იყო ერთ-ერთი პირველი ერეტიკოსი. ეპიკურეს მოძღვრება ესაა ასურა-დჰარმა, საუკეთესო შემთხვევაში ჩალა-დჰარმა ან უპა-დჰარმა. "დეიზმი" არსებობს ორი სახის: 1) დეგრადირებული მონოთეიზმი და 2) დეგრადირებული პანთეიზმი - პანდეიზმი. მონოდეიზმი ამტკიცებს, რომ ღმერთი ესაა ტრანსცენდენტური შემოქმედი პიროვნება, რომელიც სამყაროს მიღმა დგას და არ ერევა სამყაროს შინაგან საქმეებში და მოვლენებში და არ ამყარებს კონტაქტს ადამიანთან. პანდეიზმი ამტკიცებს, რომ ღმერთი ესაა უპიროვნო მსოფლიო სული, რომელიც სამყაროშია განფენილი, მაგრამ არავითარი კავშირი არ აქვს ადამიანთან და არ გააჩნია პიროვნული ემანაციები. პანდეისტური ღმერთი ცალკეა და ადამიანი ცალკე. დეიზმი ესაა ასურა-დჰარმა. დეიზმი ეწინააღმდეგება ვედებს. ის უარჰყოფს ვედების ავტორიტეტს და არ აღიარებს ავატარების და პიროვნული ემანაციების არსებობას. დეიზმი ამახინჯებს მონოთეიზმსაც და პანთეიზმსაც. პანდეიზმი შექმნა ასურა მაქს ვაინშტეინმა 1910 წელს. მონოდეიზმის ავტორები კი იყვნენ ასურები ჟან ბოდენი და ჰერბერტ ჩერბერი. ვიტყვი კიდევ ერთხელ: ნებისმიერი იდეოლოგია, რომელიც ეწინააღმდეგება ვედურ ადვაიტა დჰარმას, ესაა - ასურა-დჰარმა! დეიზმიც, დარვინიზმიც და სხვა მსგავსი იდეოლოგიებიც ესენია კალი-იუგაში შექმნილი დემონური დესტრუქციული ნეო-რელიგიები. დეიზმის რეალური ავტორია გველი კალი. ომ შანტი ომ კალიკე სვაჰა დეიზმი სერიოზული პრობლემაა. მომდინარეობს სიტყვიდან "დეუს" იგივე "ზეუს", რაც ლათინურად და ძველ ელინურად ნიშნავს მამრობითი სქესის პიროვნულ ღმერთს (ღმერთკაცს). "დეუს" ესაა მამრობითი სქესის სიტყვა მხოლობითში. არის სიტყვა "დეა" რაც ნიშნავს - დედა-ღმერთს ანუ ქალ-ღმერთს, მხოლობითში და პიროვნულ ფორმაში. არის ასევე სიტყვა "დეის", რაც ლათინურად ნიშნავს - ღმერთებს (ე.ი. ღმერთს მრავლობითში). ასეთი ტერმინები ჰქონდათ რომაელ პოლითეისტებს. დეიზმი ესაა ფსევდო-რელიგიური ფილოსოფიური იდეოლოგია შექმნილი ჟან ბოდენის და ჰერბერტ ჩერბერის მიერ მეთექვსმეტე და მეჩვიდმეტე საუკუნეებში. დეიზმის მიმდევრები იყვნენ ვოლტერი და ჟან ჟაკ რუსო. დეიზმი საფუძველშივე ანგრევს რელიგიას და მისტიკურ ფილოსოფიას. დეისტები ამტკიცებენ, რომ სურთ რელიგიის და მეცნიერების შერიგება და იბრძვიან პიროვნული თავისუფლებისთვის, ებრძვიან რელიგიურ ფუნდამენტალიზმს, მაგრამ ეს სრული აბსურდია. ცხადია გამოუცდელი სულისთვის დეიზმი უებარი საშუალებაა და უნივერსალური წამალია ფანატიზმისგან, ჩანს ისე რომ თითქოსდა დოგმატური ფანატიზმის უარჰყოფით დეიზმი გვანთავისუფლებს, მაგრამ ეს ასე არაა. დეიზმი ესაა ასურა-დჰარმა, ისევე როგორც დარვინისტულ-აინშტაინისეული "მეცნიერული" ათეიზმი და მატერიალიზმი. ვედებში ნათქვამია, რომ თითოეული ეპოქა ანუ იუგა იყოფა სამ სანკჰიად ანუ ასტროლოგიურ პერიოდად და ამ ასტროლოგიურ პერიოდებში ასურები (დემონები) ე.ი. დაიტიები, დანავები, ნაგები და ურაგები მოდიან დედამიწაზე რათა ხელში ჩაიგდონ ჩვენი მსოფლიო, გაამრუდონ, გააყალბონ და დააკნინონ-დაამცირონ ვედები ე.ი. ვედური ცოდნა და შეცდომაში შეიყვანონ ადამიანები. დარვინიზმიც, აინშტაინიზმიც და დეიზმიც არის ასურების ე.ი. დემონების მიერ შექმნილი იდეოლოგიები, რომლებსაც აქვთ მხოლოდ ერთი მიზანი - ადამიანთა შეცდომაში შეყვანა და ვედებისგან განდგომა. დეიზმი უარჰყოფს მისტიკურ ზებუნებრივ მოვლენებს, სულიერ დოგმატებს და დოქტრინებს და რაც ყველაზე საშინელია: დეიზმი უარჰყოფს ადამიანსა და ღმერთს შორის კავშირს. დეიზმი უარჰყოფს ადამიანისა და ღმერთის კონტაქტს, ის უკუაგდებს აზრს, რომ ღვთაებრივი ატმანი სუფევს ადამიანში და სამყაროში. დეიზმი უარჰყოფს ვედების ავტორიტეტს. დეიზმთან ორგანულ წინააღმდეგობაში მოდის ადვაიტა-ტანტრა. დეისტები არიან ასურები და მათ არ აქვთ უნარი შეიმეცნონ და აღიქვან ადვაიტა და მაიავადა. დეიზმი ესაა დეგრადირებული მონოთეიზმი. იცოდეთ ეს და ფრთხილად იყავით. ომ შანტი ომ კალიკე სვაჰა ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს აწებებს მატერიალისტურ იარლიყს, დგება უმდაბლესი ასურას ან შუდრას დონეზე, ექცევა ცრუ ეგოს გავლენის ქვეშ და კარგავს კავშირს მაკრო-კოსმიურ ენერგიასთან, ვეღარ იღებს ენერგიას უზენაესი ღვთაებისგან (შაკტისგან). "თანამედროვე" მსოფლიო ესაა ასურების მოწყობილი შუდრიარქატი. შუდრა არაა არია ე.ი. კეთილ-სულიერი. დაბალი ვარნების ადამიანებს არ გააჩნიათ ბრაჰმანის ცნობიერება, ატმანის შეცნობის უნარი. ნაციონალიზმი და რასიზმი არის იმის ნიშანი, რომ კონკრეტული ადამიანი დაბალი ვარნიდან არის. ესაა ნიშანი იმისა, რომ კონკრეტული ადამიანი არის პაშუ, ასურა ან მაჰა-პაშუ. ასე გვეუბნება ვედური რელიგია, რომელიც თვითონ ინდოელებმაც კი უკვე საგრძნობლად დაამახინჯეს. სანატანა დჰარმას დეგრადაცია-დამახინჯება მიდის მთელ მსოფლიოში უკვე 5000 წელი. რასიზმი, ნაციზმი, სექსიზმი და ა.შ. მოდის ასურებისგან (დემონებისგან). ესაა მათი დუალისტური ერესი. იცოდეთ: ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ქადაგებს რასიზმს, საუბრობს ნაციებზე და "მორალზე", ესაა - ა ს უ რ ა (დემონი). ნებისმიერი იდეოლოგია და "მორალი", რომელიც წინააღმდეგობაში მოდის ვედურ რელიგიასთან, კონკრეტულად კი შაკტიზმთან და უპირისპირდება კაულა-დჰარმას, არის ასურა-დჰარმა (დემონური მორალი/რელიგია) და გამოგონილია ასურების მიერ, ადამიანთა დაჰყოფის და დამონების მიზნით. ადამიანი ასურებისთვის არის მხოლოდ ინსტრუმენტი, რომლის დახმარებითაც ვედების მტრები იმედოვნებენ შური იძიონ ღვთაებრივ ადიტიებზე და ხელში ჩაიგდონ დივია-სვარგა (ზეცა). დვაიტა (დუალიზმი) და ეგოიზმი არის ასურების ბუნება, რის გამოც ისინი კინწისკვრით და პანჩურით ისროლეს ღვთიურმა ადიტიებმა დივია-სვარგადან და ჩააგდეს ქვესკნელში. ადამიანთა დაჰყოფა რასებად და ნაციებად უყვართ ასურებს. რატომ? ეს იმისთვის რათა კარგად მართონ ბრიყვი და ბრმა მასები. ომ შანტი ომ კალიკე სვაჰა ასურები (დემონები) ნაციებად ჰყოფენ ერთიან ენერგიას (კაცობრიობას) და თესავენ განხეთქილებას. ესაა კალი-იუგა. კალი-იუგა ესაა ომი და განხეთქილება. კალი-იუგა ესაა ადვაიტას ცნობიერების დაკარგვა. გესმით? "პატრიოტიზმი" აბსურდია და მოდის ასურებისგან (დემონებისგან) და მისი მიზანია ადვაიტას ცნობიერების მოსპობა. ერთიანი სულის (ატმანის) დაყოფა "ერებად" და "ინდივიდებად" არის დემონური ერესი. ყველანი ერთნი ვართ. შეიგნეთ ეს. ომ კალიკე სვაჰა ნაციონალიზმი წარმოიშვა კალი-იუგაში, გველი კალის ზეგავლენით... ისევე როგორც მონოთეიზმი და პოლითეიზმი. ესაა ასურების პრინციპი: "დაჰყავი შაკტი და იბატონე კაცობრიობაზე". ყველანი ვართ ერთიანი შაკტი, დახლეჩილი ასურების მიერ. ამიტომაც გვყოფენ ერებად და თესავენ განხეთქილებას, ნაციონალურს და რელიგიურს. ასევე ებრძვიან ადვაიტას და ტანტრას, რეალურ ტანტრას და აყალბებენ დჰარმას. ომ შანტი ვედური რელიგია, კერძოდ კი შაკტიზმი გვეუბნება: "უმანკოება", "სათნოება" და "ცელო-მუდრიე" (ЦЕЛО-МУДРИЕ) ესაა არა ის რაც ჰგონიათ პურიტანებს და სექსოფობებს. სათნოებას არაფერი აქვს საერთო სექსთან და ქალიშვილობასთან. "ცელაია" + "მუდროსტ" რუსულად ესაა თარგმანში "სრული მთლიანი სიბრძნე". რა არის ეს მთელი სიბრძნე და სათნოება? მთლიანი სიბრძნის და სათნოების მქონე ქალი შაკტიზმის ტექსტების (ტანტრების) მიხედვით არის არა ის, ვინც იცავდა პურიტანულ კანონებს და "ინახავდა ქალწულობას", არამედ ის ვინც ახორციელებდა ტანტრა-იოგას და სიდჰა-იოგას და ფლობდა ძლიერ აურას + სიდჰებს ე.ი. მაგიურ ძალებს! მთლიანი სათნოების და სიბრძნის მფლობელი ქალი ესაა ადამიანი, რომელმაც ტანტრა-იოგას დახმარებით შეიცნო შივა მაჰადევა და დურგა დევი და არა პურიტანი მონა-ქალი(!). რაც შეეხება იუდაისტურ, ნეოიუდაისტურ და ბრაჰმანისტულ "მორალს", მაგას არაფერი აქვს საერთო მარადიულ ჭეშმარიტებასთან და წარმოადგენს დემონურ დივერსიას ე.ი. ესაა ასურა-დჰარმა (!). და საერთოდ, უმანკო და სათნო ე.ი. იოგინური ცოდნის და ძალის მქონე უნდა იყოს არა მხოლოდ ქალი, არამედ კაციც! და ამის გაგება ხდება ასე: ქალი ან კაცი, რომელიც არის უმანკო არიელი, ფიზიკურად არ ჰყარს! არც სიცოცხლეში და არც სიკვდილის შემდეგ! მისი სხეული არ იხრწნება! ასეთ ადამიანს უნდა ეკიდოს კისერზე ცოცხალი ყვავილების გირლიანდა და ეს გირლიანდა არ უნდა დაჭკნეს. ესაა ტესტი. აი ესაა რეალური სათნოება. ესაა ნიშანი იმისა, რომ ადამიანი განღმრთობილი არიელია და გააჩნია განსხვავებული ბიოლოგია. ომ შანტი ომ კალიკე სვაჰა ომ კურუკულე ჰრი სვაჰა ვედური რელიგია გვეუბნება, რომ შორეულ წარსულში დედამიწაზე იბადებოდნენ ღმერთკაცები. მაშინ გაჩნდა ტრადიცია: ქალიშვილები ღმერთკაცებს ჩუქნიდნენ თავიანთ ქალწულობას, მაგრამ არა ისე, უბრალოდ, არამედ სანაცვლოდ თხოვდნენ დალოცვას, ღვთაებრივ წყალობას ან ძალას და ღმერთკაცებიც ასეთ ქალწულებს უსრულებდნენ სანუკვარ სურვილებს და ყველა ბედნიერი იყო. როცა ღმერთკაცებმა შეწყვიტეს დედამიწაზე დაბადება, არიელებისგან ანუ კეთილშობილთაგან დარჩნენ მხოლოდ ბრაჰმანები და ქშატრიები. არია ანუ კეთილშობილი შეიძლება იყოს მხოლოდ ღმერთკაცი, ქალღმერთი, ჭეშმარიტი ბრაჰმანი და ჭეშმარიტი ქშატრია. ბრაჰმანმაც და ქშატრიამაც უნდა დაამტკიცოს, რომ პროფესიონალია, რომ კეთილშობილია და იცავს ვედებს და ეთაყვანება დედა-ღმერთს - დურგას. თუ დაამტკიცებს, ე.ი. არიელია. როცა დედამიწაზე არიებისგან დარჩნენ მხოლოდ ბრაჰმანები და ქშატრიები. მაგრამ ჭეშმარიტი ბრაჰმანი არია, არასოდეს არ იყო ვირგოფილი და არ აკნინებდა ქალის სექსუალურ თავისუფლებას, რაც დასტურდება მაჰაბჰარატას პირველი წიგნის 113-ე თავში, ბრძენი მეფე პანდუს სიტყვებით. იყო დრო, როცა ქალები იყვნენ თავისუფალნი პურიტანული რეპრესიული მორალისგან და ერთობოდნენ თავისუფლად, როგორც სურდათ. შაკტიზმი ასე გვეუბნება. როცა ღმერთები წავიდნენ და დარჩნენ მხოლოდ არია-ბრაჰმანები და არია-ქშატრიები, ქალწულები მათ ჩუქნიდნენ ქალიშვილობას და ისინიც ასაჩუქრებდნენ ასეთ ქალწულებს. ასეთია ვედური წესი. შაკტიზმი პირდაპირ გვეუბნება, რომ ქალწულობის ჩუქებას აზრი აქვს მხოლოდ არია-ბრაჰმანისთვის ან არია-ქშატრიასთვის, ვაიშიასთვის, შუდრასთვის ან საერთოდაც ვარნა-შანკარასთვის ქალიშვილობის ჩუქებას არავითარი აზრი არ აქვს. ბრაჰმანმაც და ქშატრიამაც უნდა საამტკიცოს, რომ შარლატანი არაა და მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია მოთხოვოს ქალს ქალწულობა, ვაიშიებზე, შუდრებზე და ა.შ. საერთოდ საუბარიც კი ზედმეტია. და საერთოდ როგორც უკვე ითქვა; ჭეშმარიტი არიელი მამაკაცი არასოდეს არ დაჩაგრავს, არ დააკნინებს და არ დაიმონებს ქალს სექსუალურ დონეზე. არიელი მამაკაცი არაა აგრესიული ფაშისტი და არაა მორალისტი. და საერთოდაც, შაკტიზმის მიხედვით, ქალწულობას არაფერი აქვს საერთო მორალთან. ჭეშმარიტი მორალი ესაა არია-დჰარმა, ხოლო არია-დჰარმა ესაა ქალის პატივისცემა და დაცვა და არა დაკნინება არაფრის გამო. შაკტიზმში არ არსებობს ვირგოფილია და ქალწულობის კულტი. შაკტიზმში არაა სექსიზმი, დაფუძნებული "ქალიშვილობის" იდეაზე. შაკტიზმი პატივს მიაგებს და ეთაყვანება ქალის ლიბიდოს. ვირგოფილია და ქალის ლიბიდოს დაკნინება ახასიათებთ ასურებს (დემონებს) და მლეჩხებს (ბარბაროსებს). ომ შანტი ომ კურუკულე ჰრი სვაჰა ომ კალიკე სვაჰა კრიმ კალიკე კრიმ საბჭოთა კავშირი დაიშალა... თითქოს... მაგრამ საბჭოთა ცენზურა არსად არ გამქრალა. და როცა ეკითხები ცენზორებს: "რატომ აკეთებთ ასე?"... გპასუხობენ: "აბა მორალი ხომ უნდა დავიცვათ?". პოსტ-საბჭოთა ქვეყნების ცენზორი დიქტატორები მუდამ "მორალზე" გიწყებენ საუბარს როცა სურთ გაამართლონ თავიანთი დემონური ტირანია. არიან ასურები (დემონები) და უყვართ ცენზურა. ძალიან უყვართ. უყვართ მასებში პანიკის და შიშების დათესვა. ასეთია ასურების ბუნება. ასურებს ახასიათებთ მორალისტობა, სწორედ მათგან მოდის ცენზურა. განსაკუთრებით კი მათ უყვართ ცენზურა ტანტრიზმის წინააღმდეგ. ბრძენი ხალხი გამიგებს რას ვამბობ. ვისაც ყურები ასხია დაე ისმინოს! ომ შანტი ომ კურუკულე ჰრი სვაჰა თავდაპირველად ვიტყვი: მეზიზღება აბრაამული რელიგიები. მეორეც: ვარ ვედური ტანტრიზმის მიმდევარი. მესამეც: რუსეთის და საქართველოს ბრმადმადიდებლური ეკლესიები ებრძვიან ვედებს და იოგას. მეოთხეც: ვედური რელიგია გვეუბნება, რომ "ადამიანები", რომლებიც ვედებს ებრძვიან, არიან ასურები (დემონები). დასკვნა: რუსი და ქართველი ბრმადმადიდებლები არიან ასურები (დემონები). ამის გარდა: ტანტრიზმი გულისხმობს სექსუალურ ლიბერალიზმს და მისტიკურ ჰედონიზმს. რუსეთში და საქართველოში ბრმადმადიდებლები აკნინებენ მისტიკურ ჰედონიზმს და სექსუალური თავისუფლების იდეას. რუსეთშიც და საქართველოშიც არის ც ე ნ ზ უ რ ა და რეპრესიები. ასევე არის მკაცრი ტოტალიტარიზმი (ტოტალური კონტროლი). ესაა კარგი? ესაა დემონიზმი, დემონური ტირანია და დიქტატურა. ცენზურა ესაა დ ი ქ ტ ა ტ ი. ესაა ტანტრიზმის წინააღმდეგ წასვლა. ძირს ცენზურა! ომ შანტი ომ კურუკულე ჰრი სვაჰა ე.წ. "ველური ტომები", რომელთა წარმომადგენლებიც დადიან შიშვლები, სულაც არ არიან "ველურები" და "ბარბაროსები", უბრალოდ მათ ძლიერ შესუსტებული აქვთ სხეულის კონცეფცია, ბუნებასთან ჰარმონიაში იმყოფებიან და საერთოდაც გაცილებით უფრო ახლოს არიან კოსმიურ ღმერთთან (ბრაჰმანთან), ვიდრე ევროპელი და ამერიკელი, გაცხარებული მორალისტი მორწმუნე პურიტანები, რომლებიც დასცინიან აფრიკელ და ლათინო-ამერიკელ "ტიტლიკანა ველურებს". ისინი არ არიან ველურები, ისინი არიან დიგამბარები ე.ი. "ზეცით შემოსილნი". ევროპული და ამერიკული "ცივილიზაცია" და "კულტურა" არაფრით არ არის ე.წ. ველურების კულტურაზე უკეთესი და სულაც არ დგას "შიშველ ბარბაროსთა" კულტურაზე მაღლა. უბრალოდ ნეო-იუდაიზმით და დარვინიზმით მოწამლულ ვესტერნისტებს (დასავლეთის ხალხებს) საკუთარი თავი ჰგონიათ "უმაღლესი რასა", მხოლოდ იმიტომ, რომ გააჩნიათ ტექნოლოგიები და ფაშისტური "ზნეობა", რომელთაც ასე გაგიჟებით ეტრფიან. ეს უკვე აუტოეროტიზმში გადადის. იმ ე.წ. "ველურებს" აქვთ ის, რაც "ცივილიზებულ" ევროპელ და ამერიკელ დედაკაცუნებსა და
  13. [*]ძველი სემიტების (ქანაანურ, ფინიკიურ, აქადურ და შუმერულ) მითოლოგიაში არსებობდნენ ბნელი ღვთაებები, სექსის და მაგიის ალისფერი ღვთაებები, რომლებსაც უყვარდათ ადამიანის სისხლი, ორგაზმი და ერქვათ - "ლილუ" იგივე "ლილიმ". აქედან მოდის დემონესა ლილიტის სახელიც. "ლილ" ნიშნავს ჰაერს, ხოლო "ლაილ" იგივე "ლეილ" ნიშნავს - ღამეს ან ღამის დეიმონს. ბევრს დღემდე ეგონა, რომ მხოლოდ ქალი "ლილუ" არსებობდნენ, მაგრამ ბოლო ხანებში გაირკვა, რომ ძველ სემიტურ თქმულებებში არსებობდნენ მამაკაცი "ლილუებიც". "ლილუ" შეიძლება იყოს მამრობითიც. ეს "ლილუ" ძლიერ ჰგვანან ინდუისტურ ბნელ ღმერთებს, რომლებიც კალის ლეგიონში (ბჰუტა-განა) შედიან და ეწოდებათ - "დაკა" (მამრობითის სქესის) და "დაკინი" (მდედრობითი). დაკა და დაკინი არიან ვნებიანი სულები და სვამენ ცხოველთა და ადამიანთა სისხლს. მათ ოდნავ ჰგვანან სუკუბები და ინკუბები, მაგრამ ეს მაინც არაა ერთი და იგივე. "ლილუ" იგივე "დაკა" და "დაკინი" პრაქტიკულად არიან ვამპირები ანუ "მათუშაილები". ასეთია ფაქტები. არის დევა-განა - ღმერთების ლეგიონი და არის ბჰუტა-განა - ბნელი დაიმონების და ელემენტალების ლეგიონი. "განა" სანსკრიტულად ნიშნავს ლეგიონს ან ჯგუფს. ერთი რამ ცხადია; ვამპირები (დაკინი) და სუკუბები ნათესავები არიან. ბევრ შიზოტერიკს ეს არ ესმის. [*]ტანტრა პირდაპირ გვეუბნება, რომ ფიზიკური სამყარო არის ილუზია. ჩვენ არასწორად ვუყურებთ სამყაროს. სამყარო ესაა შაკტი (ენერგია). ის რაც ჩვენ გვგონია ფიზიკური ობიექტების ერთობლიობა, სინამდვილეში ესაა ენერგიების ინტეგრალი. ტანტრა გვეუბნება რომ არ არსებობენ მშობლები და შვილები. მას ბევრი ვერ ხვდება მიჯაჭვულობის გამო. ილუზიაზე არიან მიჯაჭვულნი. ადამიანის ვიჯნანა (ცნობიერება) განიცდის რეინკარნაციას (სანსარა) და გადადის ერთი სხეულიდან მეორეში, უსაწყისოდ და უსასრულოდ. ასე, რომ "ტრადიციული ოჯახის" მატერიალისტური კონცეფცია სრული აბსურდია. რა აზრი აქვს კარმულ მიჯაჭვულობას, თუ მოკვდები და შემდეგ ცხოვრებაში საკუთარი შვილის შვილი ან ცოლი გახდები? ან საერთოდაც შეიძლება ძაღლად ან მცენარედ მოევლინო ქვეყნიერებას. რაღა აზრია უმეცრებაში? გამიგია ასეთი რეპლიკა: "ჩემ ქალიშვილს არ გაეკარო!", რას ნიშნავს "ჩემს"? უმეცარი ფიქრობს მხოლოდ ასე. ჩვენი შვილები არ არიან შვილები და მშობლები არ არიან მშობლები. ეს ყველაფერი მხოლოდ კარმაა და სხვა არაფერი. ჩვენ ყველანი შივას და შაკტის შვილები ვართ. ყველა არსება შივას და შაკტის ემანაცია და მანიფესტაციაა. კარმული მშობლები არაფერი არაა. რეალური მამა ესაა შივა, ხოლო დედა - შაკტი. ასე რომ აწიეთ თავი მაღლა, დადექით ორ ფეხზე და დაინახეთ ზეციური მამა და ზეციური დედა. შეიგნეთ რომ მატერია ილუზორულია, ხოლო სული რეალური. შეიგნეთ, თქვენ არ ხართ ადამიანები! თქვენ ენერგიები ხართ! შივას ენერგიები!... სანსარას დოგმა საფუძველშივე ამსხვრევს "ტრადიციული ოჯახის" მატერიალისტურ იდეას. ეს ასეცაა საჭირო. და საერთოდ, ყველა და ყველაფერი არის შუნია-ატმანი - სიცარიელე სულიერი, უპიროვნო. უნდა გაიგოთ, რომ პიროვნული ეგო მირაჟია. ჩვენი ჭეშმარიტი სული უ პ ი რ ო ვ ნ ო ა!... [*]ატიშა - ინდოელი ტანტრიკი ბუდისტი იოგინი. ცხოვრობდა ახ.წ. 982-1054 წლებში. დაიბადა ბენგალიაში. ტიბეტში დაარსა ფილოსოფიური სკოლა "კადამ". ატიშა ასწავლიდა, რომ არსებობენ სამი ტიპის ადამიანები: 1) უმაღლესი ადამიანები - რომლებიც მიილტვიან გასხივოსნებისკენ, რათა დაეხმარონ სხვა ცოცხალ არსებებს, 2) საშუალო ადამიანები - რომლებიც მიილტვიან ეგოისტური ნირვანასკენ ანუ სურთ გასხივოსნება მხოლოდ საკუთარი თავისთვის და სხვებზე არ ფიქრობენ... და 3) უმდაბლესი ადამიანები - რომლებიც ჰგვანან ცხოველებს, არიან მატერიის მონები და მიჯაჭვულნი არიან სანსარაზე. ეძებენ ბედნიერებას სანსარაში და უარყოფენ დჰარმას. ატიშას ამ მოძღვრებას ეწოდება - "ლამრიმ". [*]აბრაამული რელიგიების მიმდევრებს და სხვა დუალისტებს საფუძველშივე არასწორად ესმით კოსმოგონიური პროცესების რაობა. ჯერ ერთი აბრაამული თეიზმი დაფუძნებულია პროტო-სემიტურ პოლითეიზმზე, კერძოდ კი სემიტური ღვთაება შალიმუს იგივე იამმუს კულტზე. შალიმუ იგივე იამმუ ესაა ძველი სემიტების უზენაესი დემიურგის, ქაოსიდან შობილი - ელ-იონის უმცროსი ძე. "შემოქმედების" აბრაამული და მაზდეანური დოგმატები აბსოლუტურად მცდარია, რადგანაც დაფუძნებულია დვაიტაზე (დუალიზმზე). ადვაიტას რელიგიურ ფილოსოფიაში ყველაფერი სხვაგვარადაა. ნეოპლატონიზმი, ქაშმირული შივაიზმი და გნოსტიციზმი ეფუძნებიან ადვაიტას და მათში "შემოქმედება" ანუ "კრეაცია" ჩანაცვლებულია "ემანაციის" და "რადიაციის" დოქტრინებით. ადვაიტაში ასევე არის პარინამა-ვადა (გარდასახვის დოქტრინა) და მაია-ვადა (ილუზიის დოქტრინა). დუალისტური მონოთეიზმის პრობლემა ისაა, რომ მასში მატერიალური ბუნება განიხილება როგორც რეალურად არსებული, ისევე როგორც პერსონალური "ღმერთი" (იშვარა). ნეოპლატონიზმი ამბობს ამას: თავდაპირველი ერთიანი სულიდან ემანაციურად (გამოდინებით) და რადიაციურად (გამოსხივებით) იშვა მსოფლიო გონი (ნუსი), მსოფლიო გონიდან იშვა ოდნავ უფრო არასუფთა და დამძიმებული - მსოფლიო საფშვინველი (ანიმა მუნდი), მსოფლიო საფშვინველიდან იშვა მატერიალური კოსმოსი. გნოსტიციზმი ამბობს ასე: თავდაპირველმა სულმა წარმოშვა ეონები, სულიერმა ეონებმა შეადგინეს სულიერი სისავსის სამყარო (პლერომა) სადაც არის ნათელი (ლუმენ). ნათლიდან იშვა კერასმოსი - ნათლისა და ბნელის ნარევი, სადაც გამეფდა ეონი ახამოტი, პლერომას 33-ე ეონის პისტის-სოფიას ასული (ემანაცია). ახამოტმა შვა ქაოსი და სკოტოსი და ანტი-ეონი იალდაბაოთი, მან კი 6 ბოროტი ეონი. მათ შვეს ფიზიკური კოსმოსი და ბნელეთი (კენომა და კალიგო ექსტერნა). ესაა უკვე მესამე სამყარო. ქაშმირულ შივაიზმში არის ასე: პარამაშივამ (უზენაესმა ცნობიერებამ) და პარამაშაკტიმ (უმაღლესმა ენერგიამ) ემანაციურად და რადიაციურად შვეს შივა-ტატვა და შაკტი-ტატვა, შემდეგ იშვა სადაშივა-ტატვა, სადაშივადან იშვარა-ტატვა, იშვარადან შუდჰა-ვიდია-ტატვა (სუფთა ცოდნა სულიერი). ესენია სულიერი რეალობა (შუდჰა-ტატვები). შუდჰა-ვიდიამ შვა მაია-ტატვა (შუდჰა-აშუდჰა-ტატვებიდან პირველი), მაიადან იშვა კაალა, კაალადან იშვა ნიიატი-ტატვა, ნიიატიდან იშვა კალაა-ტატვა, კალაამ შვა ვიდია-ტატვა, ვიდიამ შვა რაგა-ტატვა, რაგამ შვა პურუშა-ტატვა (პიროვნული მსოფლიო საფშვინველი). ესენია დაბალი კაუზალური სამყარო და ასტრალური რეალობა (შუდჰა-აშუდჰა-ტატვები). პურუშამ შვა პრაკრიტი-ტატვა (ქაოსის პირველმატერია), პრაკრიტიმ შვა ბუდჰი (ინტელექტი), ბუდჰიმ - ახამკარა (პიროვნული ეგო), ახამკარამ გამოასხივა მანასი (გონება), მანასმა გამოასხივა ჯანენდრიები (შემეცნების ორგანოები), შემდეგ გაცნდნენ კარმენდრიები (მოქმედების ორგანოები), შემდეგ გაჩნდა 5 ტანმატრა ანუ პირველსტიქიები, რომლებმაც წარმოშვეს ხუთი ფიზიკური ელემენტი: 1) აკაშა - სივრცე, 2) ჰაერი 3) ცეცხლი 4) წყალი და ბოლოს იშვა 5) მიწა (პრიტჰვი). ყველა და ყველაფერი წარმოიშვა ემანაციურად (გამოდინებით) და რადიაციურად (გამოსხივებით) და არა ისე როგორც მონოთეისტებს ჰგონიათ. დემიურგის აბრაამული და ზოროასტრიული იდეა აბსურდია. [*]ინდუისტურ ადვაიტა ვედანტასა და ბუდისტურ სკოლებს შორის დავა საუკუნეებია გრძელდება, მაგრამ მოდით ჯერ გავიაზროთ: ინდუიზმიც, ჯაინიზმიც და ბუდიზმიც ამტკიცებენ, რომ მათი რელიგია უსაწყისოა და მუდამ არსებობდა, დაახლოებით იგივეს ამტკიცებენ აბრაამული რელიგიებიც და ჩინური რელიგიებიც. თუმცა აბრაამიზმს და ჯაინიზმს, ასევე ჩინურ ტრადიციას მე არ შევეხები, რადგან უინტერესოა. ყურადღება გავამახვილოთ ინდუიზმზე და ბუდიზმზე: ისტორიული გაგებით ვედური ტრადიცია უფრო ძველია, ვიდრე ბუდიზმი. ამასთან, ბუდისტებმა დაიწყეს ინდუისტური ლეგენდების დამახინჯება. ინდუიზმში არის სამი ფუნდამენტური დოქტრინა: 1. ტრიმურტი [ბრაჰმა-ვიშნუ-შივა] - რომელიც განასახიერებს ყოფიერების სამ მოდუსს: 1. ემანაციას, 2. არსებობას და 3. სიკვდილს, ასევე 2. ტრიდევი - ტრიმურტის ქალური ვერსია და 3. ატმან-ბრაჰმანი - მარადიული უპიროვნო ზესული, უპიროვნო ღმერთი, აბსოლუტური ცნობიერება-ენერგია, უმაღლესი მე. ბუდისტებმა დაამახინჯეს ინდუისტური დოგმატები. თჰერავადას ანუ ჰინაიანას ბუდიზმში ეს სამი დოქტრინა საერთოდ უარყოფილია. მაჰაიანას ორ სკოლაში: 1. შუნიავადაში და 2. ვიჯნანავადაში, ნაწილობრივ აღიარებულია ატმან-ბრაჰმანი, მაგრამ დამახინჯებულად. მაჰაიანელებს ჯიუტად არ სურთ იმის აღიარება, რომ მათი შუნია [ტონგპანი] და ალაია-ვიჯნანა [კიუნ ჯი] არის იგივე რაც ატმან-ბრაჰმანი. ვაჯრაიანას ბუდიზმი ესაა შივაიტური და შაკტისტური ტანტრიზმის დამახინჯებული ფორმა. ვაჯრაიანა უფრო ახლოსაა ადვაიტა ვედანტასთან და კლასიკურ ტანტრასთან, მაგრამ ტრიმურტის და ტრიდევის მაინც არ აღიარებს. აქ უკვე არის სვამბჰავიკა-კაი - ადი-ბუდას თვითმყოფი ანუ თვითარსი სხეული და დჰარმა-დჰატუ - აბსოლუტური სუბსტანცია, ბუდას ჭეშმარიტი ბუნება, ესაა უნივერსუმის ჭეშმარიტი არსი და უსასრულო დჰარმების ინტეგრალი. ძოგჩენში აბსოლუტს ეწოდება - რიგპა, რაც სანსკრიტზე ითქმის როგორც - ვიდია ანუ ცოდნა. ესაა სუფთა ცოდნა, სუფთა არსი, სუფთა ბუნება და სუფთა ენერგია. მიუხედავად ამისა ბუდისტებს მაინც არ სურთ ტრიმურტის და ტრიდევის აღიარება და აღიარება იმისა, რომ ინდუისტური ატმან-ბრაჰმანი და ბუდისტური შუნია იგივე რიგპა, ერთი და იგივეა. სიცარიელე ანუ შუნია არის ინდუიზმში, მაგალითად ტეჯაბინდუ უპანიშადაში და დევიკალოტარა აგამაში. ბუდისტურ მაჰაპარინირვანა-სუტრაში ცალყბად აღიარებულია ატმან-ბრაჰმანი. ბუდისტურ ტანტრაში ყველა ბუდა, ბოდჰისატვა, არჰატი, იიდამი, დაკინი, დჰარმაპალა და დევა ითვლება ადი-ბუდას ემანაციად. არის სამი ადი-ბუდა: 1. სამანტაბჰადრა 2. ვაჯრადჰარა და 3. დჰარმატა. არის ასევე 5 დჰიანა-ბუდა, რომელთაგან ცენტრალურია - მაჰავაიროჩანა. სხვა ოთხი დჰიანა-ბუდაა: აკშობჰია, რატნასამბჰავა, ამიტაბჰა და ამოგჰასიდჰი. აღსანიშნავია, რომ მაჰაიანა გაჩნდა ახ.წ. 300-იან წლებში ანუ მეოთხე საუკუნეში, ვაჯრაიანა და ძოგჩენი კი უფრო გვიან. არადა ბუდისტები ამტკიცებენ, რომ ეს ოთხი სკოლა არსებობდა თავიდანვე. საბოლოო ჯამში შექმნილია რთული ვითარება, გაუგებრობა. ბუდიზმი ამტკიცებს რომ ყველა არსებაში არის ე.წ. "ტატჰაგატა-გარბჰა" ანუ ბუდას ბუნება, მაგრამ განა ეს იმპერსონალური ატმანი არაა? ცხადია ერთი რამ: თვით ბუდა შაკიამუნი არის დამნაშავე რთული ვითარების შექმნაში, ისევე როგორც მის შემდეგ მცხოვრები ბერები, რომლებმაც კიდევ უფრო დაამახინჯეს ბუდა შაკიამუნის ისედაც დამახინჯებული დჰარმა. ბუდამ იქადაგა ჰინაიანა, მაჰაიანა და ვაჯრაიანა, მაგრამ ისე იქადაგა, რომ ყველა დააბნია. შაკიამუნიმ დააბნია ხალხი იმიტომ, რომ ან საერთოდ არ იძლეოდა პასუხს ზოგიერთ კითხვებზე ან იძლეოდა დამაბნეველ და რთულ პასუხებს. ცხადია ერთი: შაკიამუნი მალავდა უფრო მეტს, ვიდრე ამხელდა. უნდა გავიხსენოთ ასევე ისიც, რომ ინდუისტური ტანტრას მიხედვით, თვით ვიშნუც და შივაც კი მიმართავენ ხანდახან ეშმაკობას და ხრიკებს, რათა ზოგიერთი ადამიანები ჭეშმარიტ ტანტრა-დჰარმას დააშორონ. ეს იმიტომ ხდება, რომ პაშუები არ გაეკარონ კაულა დჰარმას. სასაცილოა ისიც, რომ ბუდიზმში ტრიმურტის ღმერთები ითვლებიან ბოდჰისატვა ავალოკიტეშვარას ავატარებად, ხოლო ავალოკიტეშვარა ძლიერ წააგავს ვიშნუ-ნარაიანას. [*]ჯაინიზმის მიხედვით სამყარო უსაწყისოა და უსასრულო. ყოფიერება იყოფა ციკლებად და ნახევარციკლებად. ამჟამინდელ ნახევარციკლში უკვე იყო 24 ტირტჰანკარა ანუ გასხივოსნებული ნეტარი სული, რომელთაგან ბოლო იყო ვარდჰამანა მაჰავირა მცხოვრები ძვ.წ. მეექვსე საუკუნეში. ამ ნეტარი სულების სახელებია: 1) რიშაბჰადევა 2) აჯიტანატჰა 3) სამბჰავანატჰა 4) აბჰინანდანა 5) სუმატინატჰა 6) პადმაპრაბჰა 7) სუპარშვანატჰა 8) ჩანდრაპრაბჰუ 9) პუშპადანტა 10) შიტალანატჰა 11) შრეიამსანატჰა 12) ვასუპუჯია 13) ვილამნატჰა 14) ანანტნატჰა 15) დჰარმანატჰა 16) შანტინატჰა 17) კუნტჰუნატჰა 18) არანატჰა 19) მალინატჰა 20) მუნისუვრატა 21) ნამინატჰა 22) ნემინატჰა 23) პარშვა და 24) მაჰავირა. შვეტამბარების მიხედვით მალინატჰა იყო ქალი, ხოლო დიგამბარები ამტკიცებენ რომ მალინატჰა იყო კაცი, რადგან მათი აზრით მხოლოდ კაცს შეუძლია გახდეს ჯინა და ტირტჰანკარა. ჯაინიზმის გახლეჩა დიგამბარებად და შვეტამბარებად მოხდა ახ.წ. 80 წელს. [*]ძვ.წ. 550 წელს ზოროასტრმა შექმნა მონოთეისტური რელიგია - ზოროასტრიზმი ე.ი. მაზდეანობა. მაზდეანობა არის ინდუიზმის და ბუდიზმის საპირისპირო იდეოლოგია. მაზდეანობა აბსოლუტურად უპირისპირდება და ეწინააღმდეგება ინდურ დჰარმულ რელიგიებს და მასში არაა პარაბრაჰმანის ადვაიტური კონცეფცია. მაზდეანობაში ნირგუნა ბრაჰმანი - უპიროვნო ღვთაება ატრიბუტების გარეშე, არ არსებობს. ინდუისტური დევები გამოცხადდნენ ბოროტ სულებად, ხოლო მათი მტრები - "ასურები" ე.ი. "აჰურები", გამოცხადდნენ კეთილ სულებად, რომელთა ლიდერიცაა - ასურა-მაზდა. ძვ.წ. 550 წლამდე ირანში დომინირებდა ინდუისტური სიდჰანტა ანუ მოგვების რელიგია, რომლის ქურუმებიც ეთაყვანებოდნენ დევებს, რომელთაგან მთავარი იყო - არიმანი. ანხრა-მაი-ნი ანუ აჰრიმანი ითვლებოდა ღვთაებად, ხოლო მისი ძმა - ასურა-მაზდა, მიჩნეული იყო ბოროტ სულად, ისევე როგორც მისი მსახურები. ზარატუსტრას რეფორმის შემდეგ ყველაფერი უკუღმა გადაბრუნდა და აიკრძალა მაგია. ყველაფერი უკუღმა დადგა და აჰრიმანი გამოცხადდა ბოროტ სულად. მაზდეანმა ქურუმებმა სათავე დაუდეს იუდაიზმს, ხოლო იუდაისტებმა გადააკეთეს ქანაანური, შუმერულ-აქადური და ფინიკიური რელიგიები და შექმნეს აბრაამული მონოთეიზმი. ეს გააკეთეს ეზდრამ და ნეემიამ. სხვათაშორის, აბრაამის რეალურობა მეცნიერულად არ დასტურდება. ერთადერთი წყარო, რომელიც გვამცნობს "ბიბლიურ პატრიარქებზე" ესაა ბიბლია, ხოლო ბიბლია სანდო არაა, რადგან ის დაფუძნებულია იუდაისტურ დოგმატებზე, რომელთა შემოქმედებმა დაამახინჯეს სემიტური პოლითეიზმი და სალიმის იგივე იამმუს გარდა ყველა სხვა ელოჰიმი უარჰყვეს. ეს იყო მაზდეანური ზეგავლენა. უეჭველად ეზდრა და ნეემია კავშირში იყვნენ ზარატუსტრასთან. ხუმრობა ხომ არაა? ზოროასტრმა ასურა ანუ ბოროტი სული შერაცხა "ერთადერთ ჭეშმარიტ შემოქმედ ღმერთად" და უარჰყო მაგიზმი და ადვაიტა-სიდჰანტა! [*]"ნაგები" ანუ გველეშაპი ღმერთები არიან ზე-ინტელექტუალური არსებები. ნაგები არიან ბრძენი და განსწავლული არსებები. ნაგებთან ჰქონდათ კონტაქტი ბუდა შაკიამუნის და მაჰასიდჰ ნაგარჯუნას, რომლებსაც გველებთან ერთად გამოსახავენ. ლამიები ელინიზმში იგივეა რაც ნაგები ინდუიზმში და ბუდიზმში. ნაგები ცხოვრობენ სამყაროში, რომელსაც ეწოდება ნაგა-ლოკა. ნაგებმა იციან ფიზიკა, მაგია და ალქიმია. ისინი შესანიშნავად ფლობენ ყველა მეცნიერებას და ფილოსოფიას. ბუდისტურ სუტრებში აღწერილია ნაგების და ბუდების საუბრები. ინდუისტურ ტექსტებში საუბარია ნაგებისა და დევების ურთიერთობებზე. გველი ესაა შივას სიმბოლო. ოფიტების გნოსტიკურ ქრისტიანობაში გველი ესაა ღვთაება ახამოტი ან თავად სულიწმინდა. ბარბელიოტებში გველი იყო უზენაესი ქალღმერთი ბარბელოსის სიმბოლო. ნაგებს გააჩნიათ სიდჰები ანუ მაგიური ძალები, რასაც არაბულად ჰქვია "სიჰრომ", ხოლო გერმანულ მითოლოგიაში "სეიდ". ნაგების ინტელექტის დონე ათასჯერ აღემატება ადამიანისას. ნაგებს შეუძლიათ ადამიანებზე გავლენის მოხდენა. ასე გვეუბნება დჰარმა. [*]ასმოდეუსი (იგივე აშმა-დევა) არაა "ბოროტი სული". ასმოდეუსის დემონიზაცია მოხდა ჯერ კიდევ ძველ ირანში, როცა ძვ.წ. 550 წელს დაემხო მიდიელთა დინასტია და ზარატუსტრას მიერ მოისპო მოგვების რელიგია - სიდჰანტა, რომლის მიმდევრებიც ეთაყვანებოდნენ ინდუისტურ დევებს ანუ დეივებს. აშმა-დევა იგივე ეშმა-დეივა იყო ღვთაება მოგვების რელიგიაში, ხოლო ზოროასტრიზმში გახდა ბოროტი სული ("დემონი"). ზოროასტრიზმიდან იუდაიზმში ძვ.წ. მეექვსე საუკუნეში გადავიდა დემონიზებული აშმა-დევა. იუდეველებიც ბოროტ სულად თვლიდნენ ასმოდეუსს ანუ ეშმა-დეივას. ზოგიერთი ეზოთერიკები ვარაუდობენ რომ არსებობს ქალი ასმოდეუსი და არის კაცი ასმოდეუსი. ზოგები ვარაუდობენ რომ ასმოდეუსს შეუძლია სქესის ცვლა. ზოგიერთნი თვლიან რომ ასმოდეუსი ესაა დემონური კლანის სახელი და რომ არიან ასმოდეუსებად წოდებული პრინცესები. "დეუს" ლათინურში და "ზეუს" ბერძნულში ნიშნავს ღმერთს. ეს კავშირშია სიტყვა ზევსთან. დეუსიდან მოდის სიტყვა "დიოს", რაც ნიშნავს "ღვთაებრივ უფალს". ირანული სიტყვა "ეშმა" ქართულში გადმოვიდა, როგორც ბოროტი და უწმინდური სულის ეპითეტი. "ეშმა-კი" ქართულში ესაა ბნელი სული. რეალურად ეშმა იყო ირანული ღვთაების სახელი. ხოლო სიტყვა "დემონი" ესაა იგივე "დაიმონი", რაც ელინიზმში ნიშნავს ღვთაებას. საუბარია ზევსსა და ადამიანებს შორის მდგარ შუალედურ არსებაზე. ასე რომ არც სიტყვა "დაიმონი", არც "ეშმა" და არც "დეივა" არ ნიშნავს "ბოროტ სულს". უბრალოდ ეზდრამ, ნეემიამ და ზარატუსტრამ ძვ.წ. მეექვსე და და მეხუთე საუკუნეებში, დეივები და დაიმონები გამოაცხადეს "ცრუ ღმერთებად" და "ბოროტ ძალებად". სულ ესაა. შუასაუკუნეების "დემონოლოგიაში" აბრაამულმა მარაზმმა თავის აბსურდულ აპოთეოზს მიაღწია. დღეისათვის აბრაამულ რელიგიებში ასმოდეუსის და სხვა "დემონების" ჭეშმარიტი არსი საერთოდ დაკარგულია. სხვათაშორის, დეივებს შორის არსებობს რთული იერარქია. [*]დემონესა ლილიტი იუდეური რელიგიური ტრადიციიდან, ესაა ადამაჰის ანუ პირველი მამაკაცის პირველი ცოლი. ლეგენდის მიხედვით არის ორი ლილიტი; უფროსი და უმცროსი. უფროსი იყო ადამაჰის ცოლი, მაგრამ ვეღარ გაუძლო მის სექსიზმს და გაექცა, რის შემდეგაც გახდა სამაელის ანუ სატანის ცოლი. საქმე იმაშია რომ სიტყვა ლილიტი მოდის სიტყვიდან "ლილ" რაც ნიშნავს ჰაერს და სიტყვიდან "ლაილ" რაც ნიშნავს ღამეს. ლილიტის ებრაული კონცეპტი თავიდან ბოლომდე დაფუძნებულია ძველ ქანაანურ და შუმერულ მითოლოგიაზე. ლილიტი ესაა შუმერული ლილუს, ლილიტუს და არდატ ლილის კომბინაცია. ეს სამი არსება არიან ძველი შუმერული ვამპირესები. ახლა მთავარი: სამივე აბრაამული რელიგია დაფუძნებულია ძველ სემიტურ პოლითეიზმზე. ბიბლიური "უფალი" ესაა ქანაანური უზენაესი ღმერთი ელის და დედაღმერთი აშერას შვილი. სამაელი ანუ სატანა ესაა მისი უფროსი ძმა - შაჰარი, რომელსაც ჰყავს ძე - ჰეილეილ ანუ მანათობელი (ლუციფეროსი). ელი და აშერა იგივეა რაც შუმერული აპსუ და ტიამატი. აპსუმ და ტიამატმა შვეს ლაჰმუ და ლაჰამუ, ანშარი და ქიშარი და ანუ და ანტუ. ანუმ და ანტუმ შვეს ენ-ლილი და ნინ-ლილი. ხვდებით? აქაც ნაწილაკი "ლილ"! ძველ ქალდეურ ოკულტიზმში არსებობენ მისტიკური არსებების (დემონესების) კლასი - "ლილიმ". "ლილიმ" ესენია მდედრი ვამპირები, რომელთაგანაც წარმოიშვა კიდეც ლილიტის სატანისტური კულტი და ებრაული ლეგენდები "ღამის დემონზე", რასაც აბრაამული ქრისტიანობა უარყოფს. ქრისტიანული მონოთეიზმი დაფუძნებულია იუდეიზმში და წარმოადგენს მის ადაპტირებულ ფორმას. თავისმხრივ იუდეიზმი წარმოადგენს ქანაანური და შუმერული რელიგიების ადაპტირებულ ვერსიას. მოკლედ: "ლილიმ" ესენია ბნელი ქალღმერთების მთელი კლასი სემიტური პოლითეიზმიდან. ლილ-იმ, მალაჰ-იმ, ელოჰ-იმ, ქერუბ-იმ, სერაფ-იმ, ოფან-იმ, ხაშმალ-იმ, არელ-იმ, ბენ-ელოჰ-იმ და იშ-იმ, ესენია ძველი სემიტური ღმერთები. კარგად დააკვირდით გრამატიკულ სუფიქსს. სუფიქსი აღნიშნავს მრავლობით რიცხვს. "lilim" ანუ "ლილიმ" ძველ სემიტურ მითოლოგიაში ერქვათ ბნელ ქალღმერთებს. აი საიდან მოდის ლილიტის კულტი. ქრისტიანული დემონოლოგია სრული სისულელეა, რადგანაც დაფუძნებულია იუდაიზმზე, რომელიც წარმოადგენს ფინიკიური, ქანაანური და აქადური პოლითეისტური რელიგიების გამრუდებას. იუდაიზმი ესაა სემიტური პოლითეიზმის ადაპტირებული გადაკეთებული ფორმა. ასე, რომ ლილიტის შესახებ ცნობები აბრაამულ რელიგიებში დამახინჯებულია. ლილიტი და სხვა ლილიმები, არიან ელის და აშერას ქალიშვილები. "ლილიმ" არაა "დემონი", ესაა ბნელი დაიმონი ანუ ნახევარღმერთი, ესაა ბნელი ღვთაება. არსებობენ ნათელი და ბნელი ღმერთები. "დაიმონ" ელინიზმში ნიშნავს ღვთაებას. დაიმონები ელინიზმში არიან შუამავალი ნახევარ-ღმერთები, რომლებიც დგანან უზენაეს სულებსა და ადამიანებს შორის. ლილიტი ესაა სემიტური პოლითეისტური ღვთაება. ცხადია მას მერე რაც იუდაისტებმა დაადგინეს მკაცრი მონოთეიზმი ანუ იაჰვეს კულტი, ყველა სხვა სემიტური ღვთაება გამოაცხადეს "დემონად" ანუ "შაიტანად", მათ შორის "ლილიმებიც". ლილიმები ისევე როგორც ელის და აშერას სხვა შვილები, ბაალი, შაჰარი, ჰეილეილი, დაგონი, აშტორეტი და ა.შ. მათ შორის თავად ელიც და აშერაც გამოაცხადეს "ბოროტ სულებად". ყველაზე აბსურდულია შუასაუკუნეების "დემონოლოგია". თუ გინდათ ჭეშმარიტება, შეისწავლეთ საწყისები... აბრაამული მონოთეიზმის ძველი სემიტური პოლითეისტური საწყისები. იაჰვე-ენლილ-ალლაჰი არის ღვთაებებიდან (ელოჰიმებიდან) ერთ-ერთი და არა ერთადერთი და "ჭეშმარიტი". მეცნიერული ანალიზი ბრმა რწმენაზე მაღლა დგას. [*]ეგვიპტური მითოლოგიის მიხედვით, კერძოდ კი ქალაქ ჰერმოპოლისის კოსმოგონიური მითის მიხედვით, თავდაპირველად იყო მხოლოდ ღმერთი ნუნი და ქალღმერთი ნაუნეტი (პირველყოფილი ოკეანე), მათგან იშვნენ ხუხი და ხაუხეტი (უსასრულო სივრცე), შემდეგ კუკი და კაუკეტი (უსასრულო ბნელეთი) და ბოლოს ამონი და ამონეტი (უსასრულო ცა და ჰაერი). მათ შვეს მზის უფალი რა და შემდეგ რამ შვა ყველაფერი სხვა. ბერძნული მითოლოგიის მიხედვით თავიდან იყო ქაოსი და სკოტოსი, შემდეგ იშვნენ გეა და ნიუკტა, შემდეგ ტარტაროსი და ერებუსი, ბოლოს ეროსი და ურანი. მათ შვეს ურანიდები, ურანიდებმა კრონიდები, ხოლო კრონიდებმა ოლიმპოელი ღმერთები. ელინური ზევსი ვედური ინდრას ანალოგიურია. ორივე ელვის უფალია და ორივე მთის წვერზე მდებარე ღმერთების სამეფოს მეფეა. ბერძნულ მითოსში მისტიკურ მთას ეწოდება ოლიმპო, ხოლო ვედურში მერუ. ურანოსი არის ცის უფალი. შუმერულ და აქადურ მითოლოგიაში მსგავსი სურათია: თავდაპირველად იყო აპსუ და მისი ცოლი ტიამატი, რომლებიც განასახიარებენ პირველყოფილი ქაოსის ოკეანეს, შემდეგ იშვნენ ლაჰმუ და ლაჰამუ, შემდეგ ანშარი და ქიშარი და ბოლოს ანუ და ანტუ - ცის უფალი და ცის დედოფალი. ანუმ და ანტუმ შვეს ენ-ლილი და ნინ-ლილი და ა.შ.შუმერულ-ბაბილონური მარდუქი წააგავს ინდრას და ზევსს. ახლა ყველაზე მთავარი: გნოსტიკური გაგებით ეს "ღმერთები" ბოროტი ეონები არიან ე.ი. ცრუღმერთები, შობილნი კენომაში (უმდაბლეს სამყაროში). ქაშმირული შივაიზმის გაგებით პირველყოფილი ქაოსის წ####ბი ესაა აშუდჰა-ტატვებიდან (არასუფთა ელემენტებიდან) ყველაზე პირველი. პირველი აშუდჰა-ტატვა ესაა პრაკრიტი ანუ ქაოსი. მისგან იშვა უმდაბლესი სამყარო. არის უფრო მაღალი რეალობები; შუდჰა-აშუდჰა-ტატვა (კერასმოსი) და შუდჰა-ტატვა (პლერომა). ბუდიზმში ამას შეესაბამება კამა-ლოკა. კამა-ლოკას უზენაესი "ღმერთია" მარა დევარაჯა - პარანიმიტრა-ვაშავარტინის ე.ი. მეექვსე ცის მეფე. ანუ მსურს ვთქვა, რომ პოლითეისტური რელიგიები და აბრაამული მონოთეიზმი, ეთაყვანებიან კამა-ლოკას უმდაბლეს სულებს (დევებს). მათთვის უცნობია სულიერი რეალობა. [*]ჰინდუქუშელთა პოლითეისტურ რელიგიებში სამყარო იყოფა სამ ნაწილად: 1) ურდეში - 7 ცისგან შემდგარი ზედა სამყარო 2) მიჩდეში - შუასამყარო (ადამიანთა) და 3) იურდეში - ქვედა სამყარო ე.ი. მიცვალებულთა სამყარო. ეს სამი სამყარო პირდაპირ ემთხვევა ბუდისტურ კამა-ლოკას ე.ი. ვნებების სამყაროს, რომელიც ასევე სამი ნაწილისგან შედგება და დასახლებულია უმდაბლესი ღვთაებებით. ნურისტანელი კაფირების უზენაესი "ღმერთი" იყო მარა იგივე იამრა. ის ითვლებოდა უზენაეს შემოქმედად. მან შექმნა ღმერთები და სამყარო. ბუდიზმში მარა ესაა კამა-ლოკას მეექვსე ცის - პარანიმიტრა-ვაშავარტინის მეფე და ბუდიზმის მტერი. მარა არის ხარბი და ბრიყვი. მარა და გნოსტიკური იალდაბაოთი ერთი და იგივეა. ის შეესაბამება ფინიკიურ ელს და შუმერულ აპსუს. ეზოთერულად ასეა. ტენგრიზმის მიხედვით ზედა სამყარო შედგება 13 ცისგან. ულგენი სახლობს მეცამეტე ცაზე. [*]ესაა ლალა იოგეშვარი [იოგეშვარი ლალეშვარი]. ცხოვრობდა 1320-1392 წლებში. იყო ერთდროულად შივაიტი ტანტრიკი და სუფისტი. ხშირად მოიხსენიებენ სუფისტურ და შივაიტურ ტექსტებში. იძულებით გაათხოვეს 12 წლის ასაკში. ქმარი საშინლად ექცეოდა. ქმრის ნათესავები სიძულვილით უყურებდნენ და აშიმშილებდნენ, ზოგჯერ ცემდნენ კიდეც. 24 წლის ასაკში დატოვა ოჯახი და გახდა ჰიმნოსოფისტი განდეგილი ასკეტი. დადიოდა შიშველი და ქადაგებდა შივას კულტს. იყო პოეტესა. თავის ლექსებში ადიდებდა შივას. დაიბადა შრინაგარასთან ახლოს. [*]არადუალიზმი ანუ პანთეისტური მონიზმი არის ყველა რელიგიაში. აბსოლუტური სულის იდეა არის ყველა რელიგიაში. ასე ამტკიცებენ თეოსოფები. მე მათ ვეთანხმები. აბსოლუტურ სულს აქვს ბევრი სახელი. აბსოლუტის იდეა ყველაზე განვითარებული არის კაბალაში, გნოსტიციზმში, ინდუიზმში, დაოსიზმში და ბუდიზმში. გნოსტიციზმში აბსოლუტურ სულს ეწოდება პროტო-პატორი ანუ "პირველმამა", ინდუისტურ ადვაიტა ვედანტაში და ადვაიტა ტანტრაში აბსოლუტს ეწოდება - პარა-ბრაჰმანი ან პარამა-შივა, დაოსიზმში აბსოლუტურ სულს ეწოდება - დაო, მაჰაიანას ბუდიზმში ითვლება რომ არსებობს სიცარიელის ე.ი. "შუნიას" 16 ფორმა. კაბალაში აბსოლუტი იყოფა ექვს ფორმად, ესენია: 1. ეინი - უსასრულობა 2. ეინ სოფი - უსასრულო არაფერი [უსასრულო არარაობა] და . ეინ სოფ აური - უსასრულო არაფრის სინათლე [უსასრულო სიცარიელის ნათელი], ესაა ნათელი საწყისები, ასევე არის სამი ბნელი ფორმა: 1. ტოჰუ - სიღრმე 2. ბოჰუ - ქაოსი და 3. ჰოშეჰ [ჰოშეკ] - აბსოლუტური წყვდიადი [აბსოლუტური უსასრულო ბნელეთი]. მაჰაიანას, ვაჯრაიანას და ძოგჩენის ბუდიზმში არის აბსოლუტის სამი კონცეფცია: 1. შუნია იგივე ტონგპანი - სიცარიელე 2. ალაია-ვიჯნანა იგივე კიუნ ჯი - თავდაპირველი აბსოლუტური ცნობიერება [ცნობიერება როგორც ყველაფრის საფუძველი], გამოუვლენელი არსი. 3. რიგპა იგივე ვიდია - სუფთა ცოდნა. რიგპას გააჩნია სამი თავდაპირველი სიბრძნე: 1. არსი 2. ბუნება [სვაბჰავატი] და 3. ენერგია [შაკტი]. ელინი ფილოსოფოსი ანაქსიმანდრე იონიელი აბსოლუტს უწოდებდა - აპეირონს. ახლა მთავარი: შუნია, ალაია-ვიჯნანა, ეინ სოფ აური, ჰოშეჰი, რიგპა, პარამა-შივა, დაო, აპეირონი და პარა-ბრაჰმანი, არის ერთი და იგივე. აბსოლუტი ესაა უსასრულო სიცარიელე, უსასრულო ენერგია და უსასრულო ცნობიერება. აბსოლუტი უპიროვნოა. აბსოლუტს არ გააჩნია პიროვნული მე. შუნია იგივე ბრაჰმანი ესაა უპიროვნო არსი. ეს უპიროვნო არსი სხვა არაფერია თუ არა უსასრულო არარაობა და აბსოლუტური ს ი ც ა რ ი ე ლ ე. ასე რომ კონფლიქტი ინდუისტ პანთეისტებსა და ბუდისტ პანთეისტებს შორის აბსურდულია. ძოგჩენი ესაა ანუტარა-იოგა-ტანტრას უმაღლესი ფორმა და ქადაგებს იგივეს, რასაც შივაიტური და შაკტისტური ადვაიტა-ტანტრა. არავითარი სხვაობა არაა ინდუისტურ პარაბრაჰმანსა და ბუდისტურ შუნიას შორის, რადგანაც ორივე არის უ პ ი რ ო ვ ნ ო ს ი ც ა რ ი ე ლ ე. ამასთან უნდა ითქვას, რომ შუნიას იდეა არის ინდუიზმშიც. გავიხსენოთ დევიკალოტარა აგამა და ტეჯაბინდუ უპანიშადა. ბრაჰმანი იგივე რიგპა ესაა აბსოლუტური ნეტარება [მაჰა-ბოდჰი-ნირვანა]. [*]ტაიიტირია უპანიშადას მიხედვით არსებობს მრავალი ტატვა ანუ ყოფიერების ელემენტი და ცნობიერების მრავალი დონე. არსებობენ სხვადასხვა არსებები, რომლებიც განვითარებით სხვადასხვა საფეხურზე იმყოფებიან. ეს საფეხურებია: 1. ჯაგად-ანანდა [ტურიატიტა] - პარამაშივა-ტატვა - პარამაშივა 2. ჩიდ-ანანდა - შივა-შაკტი-ტატვა - ა-კალები 3. მაჰანანდა - სადაშივა-ტატვა - მანტრამაჰეშვარები 4. ბრაჰმანანდა - იშვარა-ტატვა - მანტრეშვარები 5. პარანანდა - სადვიდია-ტატვა - მანტრეშვარები და ვიდეშვარები 6. ნირანანდა - სადვიდიას და მაიას შორის - ვიჯნანაკალები 7. ნიჯანანდა - კალაა-ტატვა [დედამიწა] - პრალაიაკალები და სა-კალები. სხვა დონეებია: 1. სუშუპტი - მაია-პრაკრიტი - პრალაიაკალები 2. სვაპნა - კალაა და ქვემოთ - სა-კალები 3. ჯაგრატ - კალაა და ქვემოთ - სა-კალები [*]ინდუისტური ტანტრას უმთავრესი დოქტრინაა - "საპტა-აჩარა". ეს ნიშნავს იმას, რომ მსოფლიო რელიგია იყოფა 7 საფეხურად 5 ბჰავად (პაშუ, პაშუ-ვირა, ვირა, ვირა-დივია და დივია). ვედაჩარა, ვაიშნავაჩარა
  14. ვედური მოძღვრების მიხედვით სამყაროში არსებობს სამოთხის მიწების სამი ტიპი: 1) დივია-სვარგა - ზეციური სამოთხეები 2) ბჰუმი-სვარგა - ბჰუ-მანდალაზე ანუ დედამიწაზე არსებული სამოთხისეული მიწები და 3) ბილა-სვარგა - ქვესკნელის დემონთა სამოთხისეული მიწები. ამ სამოთხეებში სუფევს აბსოლუტური კომფორტი და სიამოვნება. დედამიწა იყოფა 9 ვარშად ანუ სექტორად. ჩვენი ვარშა ესაა ბჰარატა-ვარშა, რომელიც არის კარმული მოქმედების ველი და არაა უტოპიური ანუ სამოთხისეული. ბჰარატა-ვარშას მოსახლეებს აქვთ ტანჯვა და სნეულებები, რაც სხვა ვარშებზე არაა. სამოთხისეულ ვარშებზე მცხოვრები ადამიანები ჰგვანან ღმერთებს და ცხოვრობენ ათიათასობით მიწიერი წელი. სამოთხისეულ ვარშებზე არის სექსი, მაგრამ მის მოსახლეებს ის დიდად არ აინტერესებთ. სამოთხისეულ ვარშებზე მცხოვრები ქალები ცხოვრობენ დიდხანს, ტკბებიან სექსით, მაგრამ არ ორსულდებიან არასოდეს. სამოთხისეულ ვარშებზე იდეალური ეკო-სისტემაა. ეს ვარშებია: 1) ილავრიტა-ვარშა - სადაც ცხოვრობენ შივა და დურგა და იქ მოხვედრილ ყველა მამაკაცს დურგა-დევი უცვლის სქესს და აქცევს ქალად. 2) ბჰადრაშვა-ვარშა - აქ მეფობს დჰარმარაჯას ძე - ბჰადრაშვა. 3) ჰარი-ვარშა - აქ სუფევს ვიშნუს იპოსტასი ნრისიმჰადევა. 4) კეტუმალა-ვარშა - აქ სუფევს სიყვარულის და სექსის ღმერთი კამა-დევა. 5) რამიარკა-ვარშა - აქ სუფევს ვაივასვატა-მანუ. 6) ჰირანმაია-ვარშა - აქ მეფობს ვიშნუს ავატარა კურმა. 7) უტტარაკურუ-ვარშა - აქ მეფობს ვარახა-ავატარა. 8) კიმპურუშა-ვარშა - აქ მეფობს მაიმუნების მეფე ჰანუმანი, რომელიც ადიდებს უფალ რამას და სიტადევის. ბილა-სვარგა ესაა დემონთა სამოთხეები. ესენია: ატალა, ვიტალა, სუტალა, ტალატალა, რასატალა, მაჰატალა და პატალა. ბილა-სვარგა ჰედონისტური სამოთხე სადაც ასურები (დემონები) ტკბებიან ათასი სიამოვნებით. ესაა უტოპია. ამ პლანეტებს აქვთ სამი მინუსი: 1) უზომო ჰედონიზმი 2) მუდმივი ომები (რადგან ასეთია ასურების ბუნება) და 3) პერიოდულად აქ ჩამოიფრენს ვიშნუს სუდარშანა ჩაკრა, რომელიც ანადგურებს ყველას ვისაც შეეხება. მაგრამ მოკლული დემონი არ ქრება, ის უბრალოდ სხვა პლანეტაზე რეინკარნირდება. ინდუისტური მითები და ლეგენდები მოგვითხრობენ, რომ შორეულ წარსულში დედამიწაზე იყო კეთილშობილი მეფე სუდიუმნა. ერთხელ სუდიუმნა აღმოჩნდა მაგიურ ტყეში, სადაც შივა და შაკტი სექსით იყვნენ დაკავებულნი. შაკტის შერცხვა და ამის გამო შივამ სუდიუმნა ქალად გადააქცია და უწოდა სახელად - ილა. ილამ თხოვა შივას რომ დაებრუნებინა მისთვის კაცური სხეული, მაგრამ შივამ ბრძანა, რომ დღეიდან მეფე სუდიუმნა ერთი თვე იქნებოდა კაცი, ხოლო ერთი თვე ქალი და ასე იქნებოდა სიცოცხლის ბოლომდე. და ასეც მოხდა. გარკვეული დროის შემდეგ მეფემ დატოვა სამეფო და გადასცა ტახტი შვილს. რაც შეეხება შვილს; მეფეს შვილი ეყოლა მაშინ, როცა ის ქალის სხეულში იყო. ერთხელ როცა სექსუალური ილა მიაბიჯებდა მაგიურ ტყეში, ის შენიშნა უფალი სომას შვილმა - უფალმა ბუდჰამ. ბუდჰა ესაა პლანეტა მერკურის მბრძანებელი დევა. სომა ესაა მთვარის დევა. ბუდჰას და ილას შეუყვარდათ ერთმანეთი და ჰქონდათ სექსი. ამ კავშირის შედეგად გაჩნდა მშვენიერი ჭაბუკი - პურურავასა. პურურავასა გახდა მეფე და ერთხელაც მას შეუყვარდა უფალი ბრაჰმას მიერ დაწყევლილი სექსუალური აპსარა (ნიმფა) სახელად - ურვაში. ურვაშისაც ძლიერ უყვარდა პურურავასა. "ნიაია" न्याय, nyāya ანუ კანონი, ესაა ორთოდოქსული ბრაჰმანიზმის ერთ-ერთი ფილოსოფიური სკოლა. ნიაია ამტკიცებს, რომ ატმანი (სული) განსხვავდება გონებისგან და სხეულისგან და იძენს ცნობიერებას სხეულთან და გონებასთან შეერთების შედეგად. ესაა ატომისტური თეისტური რეალიზმი. ეს სკოლა შექმნეს ფილოსოფოსებმა გაუტამამ და აკშაპადამ ძვ.წ. მესამე საუკუნეში. ნიაია აღიარებს შემეცნების ოთხ დამოუკიდებელ მეთოდს: პრატიაკშა - აღქმა, ანუმანა - დასკვნა, უპამანა - შედარება და შაბდა - მოწმობა. იშვარა ესაა მარადიული პირველმიზეზი, რომელიც ქმნის სამყაროს მარადიული ატომებისგან, სივრცისგან, დროისგან, ეთერისგან, გონებისგან და სულებისგან. ნიაია ამბობს, რომ როგორც თიხის დოქს ჰყავს შემოქმედი, ასევე რთული ატომებისგან შემდგარ სამყაროსაც უნდა ჰყავდეს დიზაინერი და შექმნელი. გონიერი პირველსაწყისის გარეშე არ არსებობს წესრიგი. შემოქმედი უფლის არსებობის მეორე არგუმენტია კარმა, ხოლო მესამე არგუმენტია - ვედების ავტორიტეტი. არსებობს მორალი, რომელიც მოდის შემოქმედი უფლისგან, რომელიც მართავს სამყაროს და ასაჩუქრებს მართალ ხალხს და სჯის ცოდვილებს. ნიაიას მიხედვით ადამიანი სიკვდილის შემდეგ პასუხს აგებს იშვარას ანუ უფლის წინაშე, რომელიც არის სამყაროს მორალური ბატონი. ნიაიას მიხედვით ადამიანის ტანჯვის მიზეზია უფლის კანონების დარღვევა. "პურვა-მიმანსა" मीमांसा ესაა ორთოდოქსული ბრაჰმანიზმის ერთ-ერთი ფილოსოფიური სკოლა, რომელიც შექმნა რიში ჯაიმინიმ ძვ.წ. მესამე საუკუნეში. ამ სკოლის ძირითადი თვისებებია: რიტუალიზმი, ორთოპრაქსია, ანტიასკეტიზმი და ანტიმისტიციზმი. პურვა-მიმანსა აღიარებს ვედების ავტორიტეტს და უპირისპირდება ვედანტას, ტანტრას და ბუდიზმს. დჰარმა მიუწვდომელია გონებისთვის. იშვარა არ არსებობს. ამ სკოლის წარმომადგენლები იყვნენ რიში კუმარილა და რიში პრაბჰაკარა. ეს სკოლა აღიარებს ცოდნის შემდეგ წყაროებს: 1) პრატიაკშა - აღქმა 2) ანუმანა - ლოგიკური დასკვნა 3) უპამანა - შედარება 4) შაბდა - ავტორიტეტი 5) არტჰაპატი - პოსტულირება და 6) ანუპალაბდჰი - არ-აღქმა. მსხვერპლშეწირვა არაა ღმერთების თაყვანისცემა არამედ ესაა აპურვას ენერგიის მოპოვება ზეციური ნეტარების მისაღებად სიკვდილის შემდეგ. პრაბჰაკარა აღიარებს ყოფიერების რვა კატეგორიას: 1) დრავია - სუბსტანცია 2) გუნა - ხარისხი 3) კარმა - მოქმედება 4) სამანია - საყოველთაობა 5) პარატანტრატა - თვისება 6) შაკტი - ენერგია 7) სადრიშტია - მსგავსება 8) სანკჰია - რიცხვი. ინდოელი მეცნიერი სარვეპალი რადჰაკრიშნანი ნეგატიურად უყურებდა პურვა-მიმანსას, რადგან ის უარჰყოფს პირველად რეალობას და უფლის თაყვანისცემას. ინდოელი მკვლევარი რენე გენონი განსხვავებით რადჰაკრიშნანისგან თვლიდა, რომ პურვა-მიმანსამ ითამაშა დადებითი როლი ინდუისტური ფილოსოფიური აზრის განვითარებაში. "ვაიშეშიკა" वैशेषिक, vaiśeṣika ესაა ორთოდოქსული ბრაჰმანიზმის ექვსი ფილოსოფიური სკოლიდან ერთ-ერთი. ვაიშეშიკა შექმნა ფილოსოფოსმა კანადა ულუკამ რომელიც ცხოვრობდა ძვ.წ.III-II-ე საუკუნეებში. ვაიშეშიკა ესაა ატომისტური თეიზმი, რომელიც ამტკიცებს, რომ იშვარამ ანუ უფალმა ღვთაებრივი ძალით შექმნა მატერია, რომელიც შედგება ატომებისგან და მართავს სამყაროს კარმული კანონის დახმარებით. ვაიშეშიკა ესაა ატომისტური თეისტური ლოგიკა და რაციონალური თეოლოგია. ვაიშეშიკას მიხედვით არსებობს 7 საწყისი (ელემენტი): დრავია - სუბსტანცია, გუნა - ხარისხი, კარმა - მოქმედება, სამანია - უნივერსალურობა, ვიშეშა - განსაკუთრებულობა, სამავაია - ნიშან-თვისება, და ა-ბჰავა - არა-რაობა ანუ არ-ყოფნა. ყველაფერი იყოფა ყოფიერებად და არყოფნად. სული (ატმანი), სხეული და სხვა ელემენტები რეალურად არსებობენ. ესაა ერთგვარი მეტაფიზიკური რეალიზმი. ვაიშეშიკა ამბობს, რომ ინდივიდუალური სული უნდა განთავისუფლდეს სანსარასგან სწორი აღქმის და ლოგიკის დახმარებით.
  15. ვედური ბჰავიშია-მაჰაპურანა ადამის და ევას შესახებ აქ არის მიმოხილვა: 10 000 წლის წინ ჯერ კიდევ იდგა ვედური ეპოქა, მთელ პლანეტას მართავდა ერთი მეფე, მას ერქვა ბჰარატა. ყველა ელოდება კალი-იუგას, ესაა ერა დეგრადაციისა, ესაა ჩვენი ეპოქა, როდესაც ადამიანი სრულად კონცენტრირდება ოთხ ძირითად თვისებაზე, ცხოველურ თვისებებზე, როგორიცაა ძილი, სექსი, საჭმელი, თავდაცვა... და ერთ დღეს ბრაჰმანები იკრიბებიან, ისინი მეფეს ეუბნებიან: "გველი კალის ეპოქა ახლოვდება, ის დაიწყება 5 ათასი წლის შემდეგ, ეს არის დრო, აბსოლუტური დეგრადაციისა, როცა არის ხორცის ჭამა, თვალთმაქცობა, ომები, ცრუ სწავლებები, სრული დაცემა სულიერების! მეფეო, ჩვენ უნდა შევასრულოთ გარკვეული რიტუალები, ჩვენ უნდა ვაწარმოოთ მლეჩხა-იაგია კალი-იუგას გავლენის შესაჩერებლად, დარჩა მხოლოდ 5 ათასი წელი" ყველა ბრძენმა იცოდა, რომ ესაა ეპოქა დეგრადაციისა, და მეფე ამბობს, "კარგით, აღასრულეთ მლეჩხა-იაგია" რა არის ეს მლეჩხა? მლეჩხები არიან ადამიანები, რომელთაც აქვთ დაცემული ცნობიერება, ისინი იწყებენ ხორცის ჭამას, და დეგრადაცია იწყება. იაჯნა –ვედური პროცედურაა ახდენს კომპენსაციას უარყოფითი პლანეტარული გავლენისა და აძლიერებს დადებით გავლენას. და მლეჩხა-იაგია ეს არის რიტუალი აღწერილია წმინდა გასუფთავების. ამგვარად, მეფე იყო გაწმენდილი, ხალხი განიწმინდა, და ტენდენციები დეგრადაციისა, რომლებმაც უკვე დაიწყეს გამოჩენა, როგორც ჩანს, გაქრა. მაგრამ დრო გავიდა და მოვიდა მაჰარაჯა იაიატის დინასტიის დრო, ამ მეფის სახელი იყო იაიატი, ის იყო ბჰარატას ძე, ბოლო მაჰარაჯა ვედური კულტურისა. და მას ჰყავდა 5 ვაჟი, მათ ნელ-ნელა დაიწყეს ჭამა ხორცისა, ისინი იყვნენ პირველი მლეჩხები ამ პლანეტაზე. და როცა ბრაჰმანებმა მისტიკური ძალებით შეიტყვეს, რომ მეფის ვაჟებმა დაიწყეს ჭამა ხორცისა, ისინი მივიდნენ მეფესთან და უთხრეს: "ოჰ, მეფე, ჩვენ მოვედით და მოვიტანეთ ძალიან ცუდი ამბები, თქვენმა შვილებმა დაიწყეს კალი-იუგა, ისინი გახდნენ მლეჩხები, მათ დაიწყეს ჭამა ხორცისა!"და მაშინ მაჰარაჯამ დაწყევლილები შეკრიბა, მთელი მათი გარემოცვა, და რადგან თითოეულ შვილს ჰყავდა რამდენიმე მილიონი მსახური, და ყველა მათგანი ბაძავდა მლეჩხ მეფეებს, მლეჩხების რაოდენობა იყო ძალიან დიდი. მაგრამ რიტუალის დროს დადგა იუგა-პრალაია - ნგრევის პერიოდი და მოხდა დიდი წყალდიდობა. სუპერ-კონტინენტზე, რომლის სახელიც იყო ბჰარატა-ვარშა, იგი მოიცავდა ინდოეთს, ავსტრალიას, ორივე ამერიკას, ეს იყო უზარმაზარი მიწა, ეს ყველაფერი იყო ინდური კონტინენტი, და რომ მთელი ეს ფართობი თანდათან დაიშალა და ამაღლდა წყალი. დედამიწა წავიდა წყლის ქვეშ,და მაშინ მაჰარაჯა იაიატიმ შეიკრიბა ჯარი და ყველა მლეჩხა გაყარეს ვარნა – აშრამადან ე.ი. ბჰარატა-კანდას ტერიტორიიდან, არა მხოლოდ სთხოვეს მათ დაეტოვებინათ არია-ვარტა, არამედ აიძულეს, სამხედრო გზით, იძულებით გააგდეს, იმიტომ, რომ ეს იყო დეგრადაცია, და იმისათვის, რომ გადაერჩინათ არია საზოგადოება, ეს ხორციჭამიები იყო გააგდეს იმისათვის, რომ შეენარჩუნებინათ ღირებულებები, სულიერი ღირებულებები არია-ცივილიზაციის. და მაჰარაჯა იაიატის შთამომავლებმა მოისურვეს ბჰარატას მიწაზე დაბრუნება. და შემდეგ მათ ცეცხლოვანი მსხვერპლშეწირვა განახორციელეს, მაგრამ იმიტომ, რომ ისინი არ იყვნენ სუფთა, რიტუალი დასრულდა არასწორად,და ნაყოფი ამისა იყო, დიდი ვაშლი, რომელმაც შეიწოვა ყველა ცოდვილი რეაქცია მლეჩხებისა, ყველაფერი. და მათ დაიწყეს ჭამა ხორცისა, მაშინ დაუყოვნებლივ დაიწყეს სექსუალური ძალადობა ერთმანეთზე, ისინი ასევე მატყუარები, ფარისევლურები და ბრაზიანები იყვნენ, აი ეს მოხდა! ამას წმინდა წერილები ამბობენ, არ აქვს მნიშვნელობა, თუ რამდენად მოგვწონს ეს. ასევე გაჩნდა ქალი, იგი იყო დაბადებული ცეცხლოვანი მსხვერპლშეწირვიდან, ეს იყო ავევატი, ეს ნიშნავს, იმას რომ ის დაიბადა ცეცხლისგან. ეს იყო ძალიან ლამაზი გოგონა, მაგრამ ის ვიკამბარა იგივე დიგამბარა, რაც სანსკრიტზე ნიშნავს იმას რომ მას არ ჰქონდა ცნობიერებაში ფიზიკური სხეულის კონცეფცია, იმიტომ, რომ ის იყო სუფთა ადვაიტისტი სული, მაგრამ ის იყო დაბადებული მლეჩხების რიტუალისგან. იყო ულამაზესი ვიკამბარა და დადიოდა შიშველი, არ იცვამდა ტანსაცმელს. და იქ იყო ასევე კიდევ ერთი ვიკამბარა, ერთი იოგი, ვინც თანაგრძნობის გამო წავიდა მლეჩხებთან ერთად, მაგრამ თანაგრძნობა იყო ნეგატიური კარმის შედეგი. და ამ იოგის, სახელი იყო ადჰამა, რაც ნიშნავს სანსკრიტულად "ის, ვინც აკონტროლებს გრძნობებს", იგი ასევე იყო ვიკამბარა და დადიოდა შიშველი. მაგრამ იმის გამო, რომ ეს იყო „ცივილიზებული“ კულტურა, იყო აკრძალული შიშველი სიარული, დაუძახეს მლეჩხების ლიდერებმა: "თქვენ ხართ ვიკამბარები და ჩვენ საზოგადოებაში არ გვჭირდებით, წაეთრიეთ აქედან, ჩვენ არ გვჭირდებით თქვენ!"და მათ მლეჩხების მღვდლებმა დაიწყეს უზარმაზარი ვაშლის ძებნა, აღმოაჩინეს, რომ ვაშლი ვიღაცამ მოიპარა, ვაშლი, რომელმაც შეიწოვა ყველა ცოდვილი რეაქცია მლეჩხებისა, ის გაქრა. და ისტორია გვეუბნება, რომ პარალელურად, დიდი ბრძენები მსოფლიოსი შეიკრიბნენ ტყეში, რათა მოესმინათ შრიმად-ბჰაგავატამი (უძველესი წმინდა წერილი) და მოსმენის შემდეგ სხვა დონეზე, სხვა სივრცეში გადასვლა სურდათ, ეს არის, უნდა დატოვონ ეს პლანეტა რომ ეს ბრძენები შეიკრიბნენ, რათა თავიდან აეცილებინათ კალი იუგას ბოროტი გავლენა. და ადჰამა იწყებს ფიქრს ღმერთზე გულში, იმიტომ, რომ ის არის იოგი, ღმერთი ეცხადება გულში ადჰამას და ეკითხება: "რა გინდა?"ადჰამა პასუხობს: "რა არის ჩემი მისია?" არ იღელვო არაფერზე, თქვენ უნდა წახვიდეთ Tyhina Achilam-ის (ეს არის მთის ქედის ფართი თანამედროვე ირანი) მიწაზე. იქ მე შევქმნი ბაღი, თქვენ უნდა შეხვიდეთ ამ ბაღში და გაარკვევთ, თუ რაა თქვენი მისია" - ასე ღმერთი ამბობს. ტყეში, სადაც ბრძენები ისმენენ შრიმად ბჰაგავატამს რათა შევიდნენ ზე-ცნობიერებაში, რთა დატოვონ ეს პლანეტა და მოულოდნელად, მათ წინაშე, როგორც ჩანს, ნახევარღმერთი კალი-იუგა, ვინც არის პასუხისმგებელი ამ ეპოქაში სულიერ დეგრადაციაზე, და ის ეკითხება დიდ ბრძენებს: "რატომ გეშინიათ ჩემი, მე აქ მოვედი მარადიული დროის Mahakala-ს, უზენაესი ღმრთეების პიროვნების უპიროვნო ასპექტის გავლენით, თქვენ ხართ ბრძენები, ასე რატომ გეშინიათ ჩემი?" და მაშინ ბრძენებმა განუცხადეს, "ჩვენ არ გვეშინია შენი, ჩვენ გვეშინია შენი გავლენის, შენ მოიტან დეგრადაციას" შემდეგ მან განუცხადა ბრძენებს: "შეიძლება თქვენ რამეთი ხელი შეუწყოთ ჩემ მისიას?"და ბრძენებმა უპასუხეს: "ჩვენ ვერ შევუწყობთ ხელს დეგრადაციას“ და მაშინ წმინდანი გამოჩნდა მათ წინაშე, რომლის სახელი არის შუკადევა გოსვამი, ვინც პირველმა მოუყვა მათ შრიმად ბჰაგავატამი, მან განაცხადა:" თქვენ უნდა წახვიდეთ, მთიან რეგიონში Tyhina Achilam, სადაც არის adhama, უნდა წავიდეთ და იქ დააკვირდეთ მესამე დონის სივრცეს, თქვენ უნდა დააკვირდეთ კალი-იუგას. თქვენ უნდა იყოთ არაოფიციალური მთავრობა კალი-იუგას დროს, მაგრამ იქნებით სხვა სივრცეში" და, აჰა, ბრძენებო, წადით და ნახეთ რა ხდება“. ადჰამა ავევატისთან ერთად მივიდა ბაღში, ეს იყო ძალიან ლამაზი ბაღი. და ბრძენებმა ნახეს, რომ კალი-იუგა იქცა გველად, ის ამ ბაღშია, და ბრძენები ასევე ხედავენ, მლეჩხების ცოდვების ვაშლი აქვს კალი-იუგას გველს. და შემდეგ დაიწყო ვედური ცივილიზაციის დაცემა ბჰარატას მიწაზე. აქ ბრძენები ჩაერივნენ ამ პროცესში და უთხრეს გველს: "რას აკეთებ?"და კალი-იუგა განმარტავს: "ვინც მლეჩხები გააძევეს გახდებიან უნაყოფოები, ისინი მოკვდებიან, და მე შევქმნი ახალ ცივილიზაციას, ადჰამას და ავევატის დახმარებით. და ცივილიზაცია რომელიც არის ინდოეთის მიწაზე, იგი იარსებებს, მაგრამ მაინც დაეცემა ახალი ცივილიზაციის ზეწოლის ქვეშ. ამდენად, კალი-იუგას განმარტებით, მისი მისია არის ადჰამას და ავევატის დეგრადაცია. და მან განაცხადა: "მე მივცემ მათ კალი-იუგას რელიგიას, ეს რელიგია გავრცელდება შექმნის ახალი ადამიანის ცივილიზაციის ცნობიერებას, მლეჩხას". ეს არის ამბავი აღწერილი ბჰავიშია-მაჰაპურანაში (Purana მომავალზე) ხუთი ათასი წლის წინ.
  16. არსებობს ნიჰილიზმის 6 ფორმა: 1) ფილოსოფიური ნიჰილიზმი - უარყოფს საზოგადოებრივ ფასეულობებს, იდეალებს, ზნეობრივ ნორმებს, კულტურის მორალს. 2) მერეოლოგიური ნიჰილიზმი - ფილოსოფიური პოზიცია, რომელიც ამბობს რომ ფრაგმენტებისგან შემდგარი ობიექტები არ არსებობენ. 3) მეტაფიზიკური ნიჰილიზმი - რომლის მიხედვითაც მატერიალური ობიექტები არ არსებობენ. არ არსებობს ობიექტური ფიზიკური სამყარო. 4) ეპისტემიური ნიჰილიზმი - უარჰყოფს ცოდნის არსებობას. 5) მორალური ნიჰილიზმი - მეტაეთიკური წარმოდგენა, რომლის თანახმადაც მორალი და ანტიმორალი არ არსებობს. არაფერია მორალური ან ამორალური. 6) იურიდიული სამართლებრივი ნიჰილიზმი - პიროვნული ვალდებულებების და სახელმწიფოს მიერ დადგენილი ნორმების და წესების უარჰყოფა. მე ვემხრობი: ფილოსოფიურ ნიჰილიზმს, მერეოლოგიურ ნიჰილიზმს, მეტაფიზიკურ ნიჰილიზმს და სამართლებრივ ნიჰილიზმს. Разновидности нигилизма 1. Философская мировоззренческая позиция, ставящая под сомнение (в крайней своей форме абсолютно отрицающая) общепринятые ценности, идеалы, нормы нравственности, культуры; 2. Мереологический нигилизм — философская позиция, согласно которой объекты, состоящие из частей, не существуют; 3. Метафизический нигилизм — философская теория, согласно которой существование объектов в реальности не обязательно; 4. Эпистемологический нигилизм — отрицание знания; 5. Моральный нигилизм — метаэтическое представление о том, что ничто не является моральным или аморальным; 6. Правовой нигилизм — активное или пассивное отрицание обязанностей личности, а также установленных государством норм и правил. ლიბერტინიზმი, ნიჰილიზმი, მაგიზმი... აი რა მიყვარს.
  17. ძვ.წ. 550 წლამდე ირანში არსებობდა და დომინირებდა არიული რელიგია - სიდჰანტა (აბჰიჩარა). ეს იყო მოგვების რელიგია. ეს იყო ინდუიზმის მსგავსი რელიგია, რომლის მიმდევრებიც ეთაყვანებოდნენ შივას, ინდრას და სხვა დევებს (ღმერთებს). მაგრამ ყველაფერი შეიცვალა მას მერე რაც დაიბადა ზარატუსტრა სპიტამა. ზარატუსტრა ცხოვრობდა 628-551 წლებში. ითვლება, რომ ზარატუსტრა დაბადებიდანვე ახდენდა სასწაულებს და მას იფარავდა "ღმერთი" ასურა მაზდა. ზარატუსტრა ადრეული ასაკიდანვე ზიზღით უყურებდა ინდუისტ მოგვებს და ცდილობდა მოგვების რელიგიის მოსპობას. მამამისს ერქვა - პორუშასპა, ხოლო დედას - დუგდოვა. მას ჰყავდა ოთხი ძმა, ორი უფროსი და ორი უმცროსი. ზარატუსტრა დაქორწინდა სამჯერ. მისი პირველი ცოლი იყო ქვრივი, ხოლო ორი დანარჩენი - ქალწულები. მის დროს მეფობდა მეფე გისტასპი. ზარატუსტრას უწოდებდნენ ებრაელს და ვარაუდობდნენ რომ იყო სამარიელი ქურუმების ოჯახიდან. ამბობენ რომ ერთხელ მისმა ღიმილმა მოკლა 2000 დევა. ასურა მაზდა გამოეცხადა ზარატუსტრას და უთხრა, რომ მას უნდა ექადაგა ახალი რელიგია. მაზდეანობა ესაა მკაცრი დუალიზმი და მონოთეიზმი. არის მკაცრი დუალიზმი სინათლესა და სიბნელეს შორის. ეს იდეა მოიგონა ზარატუსტრამ. ზარატუსტრა იბრძოდა ინდუისტური პანთეიზმის ანუ ადვაიტა ვედანტას და ტანტრიზმის წინააღმდეგ. ზარატუსტრას სწავლებით ლგბტ ადამიანები და ინდური დევები განეკუთვნებიან ბნელეთის სამეფოს და ბოლო ჟამს დევების მმართველ აჰრია მანიუსთან ე.ი. არიამანთან ერთად ჩაყრილნი იქნებიან ჯოჯოხეთურ ორმოში, საიდანაც ვეღარ გამოვლენ, და მსოფლიოზე გაბატონდება ასურა მაზდა. ასურა მაზდა არის ადვაიტა ვედანტას პანთეიზმის დაუძინებელი მტერი. ასურა მაზდას კულტი ესაა აბსოლუტური რეპრესიული მონოთეიზმი. მაზდეანურ რელიგიაში ჰომოსექსუალობა, მაგიზმი, ქორწინების გარეშე სექსი, ანალური სექსი, ტანტრიზმი, ინდური დევების თაყვანისცემა და ა.შ. ითვლება მომაკვდინებელ ცოდვებად და ისჯება სიკვდილით. მაზდეანობაში ადვაიტა არის ერესი. ასურა მაზდა ითვლება "კეთილ" და ყოვლისშემძლე, ყოვლისმცოდნე დემიურგად, რომელიც ებრძვის დევებს და ითხოვს ადამიანისგან სრულ მორჩილებას. დევების მეფეა ასურა მაზდას ძმა - აჰრიმანი. ზარატუსტრამ აჰრიმანი, სხვა დევების მსგავსად გამოაცხადა ბოროტ სულად. ინდურ რელიგიებში აჰურა ანუ ასურა ნიშნავს ბოროტ დემონს (ანტიღმერთს), მაზდეანობაში - პირიქით. ზარატუსტრას მოძღვრების მიხედვით სამყარო "შეიქმნა" დაახლოებით 12 000 წლის წინ და ქვეყნიერების აღსასრულამდე დარჩენილია სულ რაღაც 224 წელი. მაზდეანები ამტკიცებენ, რომ სულიწმინდა (სპენტა მაინიუ) და ასურა მაზდა გამოგზავნიან საოშინტს (მსხნელს) და დევები საბოლოოდ დამარცხდებიან. მაზდეანობას ახასიათებს საშინელი ფაშისტური მორალისტობა. სავარაუდოდ სწორედ ზარატუსტრამ დააფუძნა პირველი მონოთეიზმი და მისი რელიგიის ზეგავლენით წარმოიშვა იუდაიზმი, რომელიც შექმნეს ეზდრამ და ნეემიამ ძვ.წ. მეექვსე და მეხუთე საუკუნეებში. მათ ეს გააკეთეს ფინიკიურ, ქანაანურ და აქადურ-შუმერულ მითოლოგიაზე მანიპულირებით. მაზდეანობა აბრაამული რელიგიების იდენტურია. ეს რელიგია აბრაამული რელიგიების საფუძველია. მაზდეანური მორალი და აბრაამული მორალი აბსოლუტურად ერთნაირია. თეოლოგიაც იდენტურია. ასურა მაზდა და ებრაული იეჰოვა პრაქტიკულად ერთი და იგივეა.
  18. ძვ.წ. 550 წელს ზოროასტრმა შექმნა მონოთეისტური რელიგია - ზოროასტრიზმი ე.ი. მაზდეანობა. მაზდეანობა არის ინდუიზმის და ბუდიზმის საპირისპირო იდეოლოგია. მაზდეანობა აბსოლუტურად უპირისპირდება და ეწინააღმდეგება ინდურ დჰარმულ რელიგიებს და მასში არაა პარაბრაჰმანის ადვაიტური კონცეფცია. მაზდეანობაში ნირგუნა ბრაჰმანი - უპიროვნო ღვთაება ატრიბუტების გარეშე, არ არსებობს. ინდუისტური დევები გამოცხადდნენ ბოროტ სულებად, ხოლო მათი მტრები - "ასურები" ე.ი. "აჰურები", გამოცხადდნენ კეთილ სულებად, რომელთა ლიდერიცაა - ასურა-მაზდა. ძვ.წ. 550 წლამდე ირანში დომინირებდა ინდუისტური სიდჰანტა ანუ მოგვების რელიგია, რომლის ქურუმებიც ეთაყვანებოდნენ დევებს, რომელთაგან მთავარი იყო - არიმანი. ანხრა-მაი-ნი ანუ აჰრიმანი ითვლებოდა ღვთაებად, ხოლო მისი ძმა - ასურა-მაზდა, მიჩნეული იყო ბოროტ სულად, ისევე როგორც მისი მსახურები. ზარატუსტრას რეფორმის შემდეგ ყველაფერი უკუღმა გადაბრუნდა და აიკრძალა მაგია. ყველაფერი უკუღმა დადგა და აჰრიმანი გამოცხადდა ბოროტ სულად. მაზდეანმა ქურუმებმა სათავე დაუდეს იუდაიზმს, ხოლო იუდაისტებმა გადააკეთეს ქანაანური, შუმერულ-აქადური და ფინიკიური რელიგიები და შექმნეს აბრაამული მონოთეიზმი. ეს გააკეთეს ეზდრამ და ნეემიამ. სხვათაშორის, აბრაამის რეალურობა მეცნიერულად არ დასტურდება. ერთადერთი წყარო, რომელიც გვამცნობს "ბიბლიურ პატრიარქებზე" ესაა ბიბლია, ხოლო ბიბლია სანდო არაა, რადგან ის დაფუძნებულია იუდაისტურ დოგმატებზე, რომელთა შემოქმედებმა დაამახინჯეს სემიტური პოლითეიზმი და სალიმის იგივე იამმუს გარდა ყველა სხვა ელოჰიმი უარჰყვეს. ეს იყო მაზდეანური ზეგავლენა. უეჭველად ეზდრა და ნეემია კავშირში იყვნენ ზარატუსტრასთან. ხუმრობა ხომ არაა? ზოროასტრმა ასურა ანუ ბოროტი სული შერაცხა "ერთადერთ ჭეშმარიტ შემოქმედ ღმერთად" და უარჰყო მაგიზმი და ადვაიტა-სიდჰანტა!
  19. სლავების წარმოშობის შესახებ ერთიანი და ზუსტი თეორია არ არსებობს. არის მრავალი ვერსია. არის ორი ყველაზე გავრცელებული ვერსია: 1) სლავები გამოეყვნენ ინდო-ევროპელებს ძვ.წ. მეხუთე საუკუნეში 2) სლავების პირველი ტომები - ვენტები, ანტები და სკლავინები გამოეყვნენ გერმანელ ვენედებს ახ.წ. მეხუთე საუკუნის 50-იან წლებში. მე ვემხრობი მეორე ვერსიას. ვენედები იყვნენ გერმანო-სკანდინავიური ტომი და სახლობდნენ ბალტიისპირეთიდან დუნაიმდე და ბოსფორამდე (ყირიმამდე). ვენტები, ანტები და სკლავინები გაცნდნენ ცენტრალური პოლონეთის ტერიტორიაზე ახ.წ. 450-460 წლებში. მანამდე ისინი არსად არ არიან ნახსენები. დაახლოებით მერვე საუკუნეში წარმოიშვა "კიევის რუსეთი". 1132 წელს კიევის რუსეთი დაიშალა. 1450 წლიდან 1795 წლამდე ლიტვის სამეფოს და პოლონეთის სამეფოს შექმნილი ჰქონდათ ფედერაცია - "რეჩ-პოსპოლიტა". რეჩ-პოსპოლიტას შემადგენლობაში შედიოდა; თანამედროვე პოლონეთის, მოლდავეთის, უკრაინის, ბელორუსიის, ლიტვის და ჩრდ. უნგრეთის ტერიტორიები და ასევე თანამედროვე რუსეთის ტერიტორიები მოსკოვამდე. 1547-1725 წლებში რუსეთის იმპერიამ დაამარცხა რეჩ-პოსპოლიტა და დაიკავა კურაინისა და ბელორუსიის ნაწილი და მთელი ციმბირი. ციმბირის სახანოები დამარცხდნენ და შეუერთდნენ რუსეთის იმპერიას. მეცხრამეტე საუკუნეში რუსეთმა დაიპყრო იაპონიის იმპერიის დიდი ნაწილი - საჰალინი, სამხრეთი კამჩატკა და კურილიის კუნძულები. ახ.წ. 979 წელს მოხდა რუსეთის ქრისტიანიზაცია. გაქრისტიანების შემდეგ დადგინდა სასტიკი წესები და კანონები. "მკრეხელობა" და მართლმადიდებლობისგან განდგომა ისჯებოდა ფიზიკური ლიკვიდაციით ან კატორღით. არ იყო რწმენის თავისუფლება. იყო სასტიკი რელიგიური ტირანია, რომელსაც უზრუნველყოფდა კანონი. პრინციპში არც პოლითეისტურ რუსეთში იყო ლიბერალიზმი. გაქრისტიანების შემდეგ რელიგიური ფაშიზმი გაძლიერდა და გაგრძელდა 1917 წლის კომუნისტურ რევოლუციამდე და ჩანაცვლებულ იქნა ბოლშევიკური ტირანიით. 1991 წელს სსრკ დაიშალა და რელიგიური ფაშიზმი ნაწილობრივ აღორძინდა. ლილიპუტინი და კირილე გუნდიაევი ცდილობენ იმპერიული მონარქისტული თეოკრატიის რესტავრირებას. რუსულმა გოიმურმა მენტალობამ სერიოზული ზეგავლენა მოახდინა საქართველოზე, რომელიც გეორგიევსკის ტრაქტატის დადების შემდეგ შევიდა რუსული იმპერიის შემადგენლობაში. ეს მოხდა 1783 წელს. თუმცა საქართველო მანამდეც არ იყო ლიბერალური.
  20. ძველი სემიტების (ქანაანურ, ფინიკიურ, აქადურ და შუმერულ) მითოლოგიაში არსებობდნენ ბნელი ღვთაებები, სექსის და მაგიის ალისფერი ღვთაებები, რომლებსაც უყვარდათ ადამიანის სისხლი, ორგაზმი და ერქვათ - "ლილუ" იგივე "ლილიმ". აქედან მოდის დემონესა ლილიტის სახელიც. "ლილ" ნიშნავს ჰაერს, ხოლო "ლაილ" იგივე "ლეილ" ნიშნავს - ღამეს ან ღამის დეიმონს. ბევრს დღემდე ეგონა, რომ მხოლოდ ქალი "ლილუ" არსებობდნენ, მაგრამ ბოლო ხანებში გაირკვა, რომ ძველ სემიტურ თქმულებებში არსებობდნენ მამაკაცი "ლილუებიც". "ლილუ" შეიძლება იყოს მამრობითიც. ეს "ლილუ" ძლიერ ჰგვანან ინდუისტურ ბნელ ღმერთებს, რომლებიც კალის ლეგიონში (ბჰუტა-განა) შედიან და ეწოდებათ - "დაკა" (მამრობითის სქესის) და "დაკინი" (მდედრობითი). დაკა და დაკინი არიან ვნებიანი სულები და სვამენ ცხოველთა და ადამიანთა სისხლს. მათ ოდნავ ჰგვანან სუკუბები და ინკუბები, მაგრამ ეს მაინც არაა ერთი და იგივე. "ლილუ" იგივე "დაკა" და "დაკინი" პრაქტიკულად არიან ვამპირები ანუ "მათუშაილები". ასეთია ფაქტები. არის დევა-განა - ღმერთების ლეგიონი და არის ბჰუტა-განა - ბნელი დაიმონების და ელემენტალების ლეგიონი. "განა" სანსკრიტულად ნიშნავს ლეგიონს ან ჯგუფს. ერთი რამ ცხადია; ვამპირები (დაკინი) და სუკუბები ნათესავები არიან. ბევრ შიზოტერიკს ეს არ ესმის.
×
×
  • შექმენი...