Jump to content
Planeta.Ge

Search the Community

Showing results for tags 'სანსარა'.

  • Search By Tags

    ტეგები გამოყავით მძიმით.
  • Search By Author

Content Type


ფორუმი

  • საზოგადოება
    • პოლიტიკა და საზოგადოება
    • შემეცნებითი ფორუმი
    • სპორტი, სამხედრო საქმე და დასვენება
    • ადგილობრივი თვითმართველობა და რეგიონები
  • ძველი ისტორიები
    • ისტორია
  • თავისუფალი თემა
    • თავისუფალი თემა
    • მუსიკა
    • ადამ და ევა
  • უახლოესი ინფორმაცია RSS
    • უახლოესი ინფორმაციები
  • კომპიუტერი და ინტერნეტი
    • კომპიუტერი
    • ინტერნეტ სამყარო
    • მობილურების სამყარო
  • ფორუმის სიახლეები, საჭირო ინფორმაცია
    • ფორუმის შესახებ

Blogs

  • ბექას ბლოგი
  • ლაშა ალოს დღიური
  • newstudio–ს ბლოგი
  • მართლა შოკოლადი
  • Anima Libera's ბლოგი
  • სიახლეები პლანეტაზე
  • chegesto
  • alo.geს გვერდი პლანეტაზე
  • T_A_T's ბლოგი
  • PLANETA.GE-ს ინფორმაციები
  • Blog about litter in my head
  • Blog about litter in my head
  • ონლაინ-კონფერენციები პლანეტაზე
  • psiqea's Blog
  • king depress' Blog
  • GeoBasket
  • Darejan paatashvili's Blog
  • nana mishelashvili's ბლოგი
  • KLINGON's ბლოგი
  • ბარბაროსის ბლოგი
  • goga26's ბლოგი
  • სკირონი's ბლოგი
  • გიგანტი გველები
  • urfinjus' ბლოგი
  • ინტერნეტით ფულის შოვნა
  • Nino Gelashvili's ბლოგი
  • NGG's ბლოგი
  • Ser Ious' ბლოგი
  • vakoo's ბლოგი
  • Gamdla's ბლოგი
  • atrava's ბლოგი
  • Sharqataqi's ბლოგი
  • Beqa kundalini's ბლოგი
  • Nukriko's Blog
  • merion black's ბლოგი
  • javsani's ბლოგი
  • katya's ბლოგი
  • ყავამშვიდობისა's ბლოგი
  • Nuka Arveladze's ბლოგი
  • massiveinformation.blogspot.com
  • tini's ბლოგი
  • all.turebi.ge ლამაზი აგილები
  • Redaqtori's ბლოგი
  • goga's blogi
  • REPUBLIC OF KAVKAZ
  • Metalhead's ბლოგი
  • ვერტმფრენების კატასტროფები
  • 123
  • marimariami's ბლოგი
  • Alter-Native
  • irmaberi's ბლოგი
  • ,,მზის სკამები" მალე მთელ საქართველოში განთავსდება და ახალი ფუნქციებიც დაემატება
  • სანდრო გიორგობიანი's ბლოგი
  • Tamazi Sirabidze's ბლოგი
  • ეკა ბებო, გოჭი, რუსო ტურისტო და საპატრულო პოლიცია
  • შანკარადევა's ბლოგი
  • creative-ideas' ბლოგი
  • anonimi-s ბლოგი
  • realoba ucxoobs warmosaxvas
  • იმპორტ-ექსპორტის ბიზნესი
  • aise's ბლოგი
  • დავითი_დავითი's ბლოგი
  • გიორგი1994's ბლოგი
  • გიორგი1994's ბლოგი
  • tivona's ბლოგი
  • მწვანე ბარათის გათამაშება
  • ახალი ამბები

კატეგორიები

  • პლანეტის ეთერში
  • პოლიტიკა
    • ქართული პოლიტიკა
    • პოლიტიკური არქივი
  • ეს საქართველოა
  • იუმორი
    • პოლიტიკური აბდაუბდა
  • მუსიკა
    • რეტრო
    • rock
    • metal
    • pop
    • rap
    • electronic
    • კლასიკური მუსიკა
    • ქართული მუსიკა
    • ქართველი თანამედროვე შემსრულებლები
    • OTHER GENRES
    • ჯაზი
    • რუსული მუსიკა
  • სპორტი
  • კინო
  • შემეცნება
  • ტელეშოუებიდან
  • კულტურა და პოეზია
  • VB TUTORIALS

Find results in...

Find results that contain...


Date Created

  • Start

    End


Last Updated

  • Start

    End


Filter by number of...

შემოუერთდა

  • Start

    End


Group


MSN


Website URL


Yahoo


Location


Interests

Found 6 results

  1. რატომ არსებობს სამყაროში ბოროტება, თუ არსებობს ყოვლადძლიერი და ყოვლადკეთილი უფალი-ღმერთი? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა სცადა ფილოსოფოსმა ეპიკურემ. მან შეიმუშავა შემდეგი ვერსიები, თუ რატომ არის სამყარო ისეთი, როგორიც არის. ეს ვარიანტებია: #1 ღმერთს სურს გაანთავისუფლოს ხალხი ბოროტებისგან, მაგრამ არ შეუძლია (ყოვლადძლიერი არაა). #2 ღმერთს შეუძლია მოსპოს ბოროტება სამყაროში, მაგრამ არ სურს (არაა ყოვლადკეთილი). #3 ღმერთს არც შეუძლია და არც უნდა მოსპოს ბოროტება. #4 ღმერთს შეუძლია და უნდა კიდეც გაანთავისუფლოს მსოფლიო ტანჯვისგან, მაგრამ არ შეუძლია. სხვა ფორმულირება ასეთია: #1 ღმერთი არის #2 ღმერთი ყოვლადკეთილია #3 ღმერთი ყოვლადძლიერია #4 ბოროტება არსებობს ეპიკურე თვლიდა, რომ ან ბოროტების არსებობა უნდა ვაღიაროთ და უარვყოთ ღმერთის ან ვაღიაროთ რომ ღმერთი არის ბოროტი (ან არ არის ყოვლადძლიერი). ახლა მე შევეცდები აღმოსავლური და დასავლური წარმართული რელიგიების ფილოსოფიის და თეოლოგიის, მითოლოგიის და მეტაფიზიკის დახმარებით პასუხი გავცე კითხვას "რატომ არსებობს ბოროტება, თუ არსებობს ღმერთი ყოვლადძლიერი და ყოვლადკეთილი?". ჯერ ერთი სათქმელია ის, რომ არ არსებობს ერთი ყოვლადძლიერი აბსოლუტი, რომელიც ზის ღრუბელზე სამოთხეში და ყველაფერს მართავს, ასეთი რამ ბუნებაში არც იყო, არც არის და არც იქნება. სამყარო (მულტისამყარო) სავსეა სხვადასხვა იერარქიის, ძალისა და ბუნების მქონე ღმერთებით ანუ არსებობს მრავალი ღმერთი და მრავალი უფალი. ამის გარდა, ღმერთებს შორის არსებობს იერარქია, ასევე, ყველა ღვთაებას, ღმერთების რასას, გააჩნია საკუთარი პლანეტა ან სამყარო. ისინი არ არიან ყოვლისშემძლეები და ყოვლადკეთილები, ხშირ შემთხვევაში მათი ძალები შეზღუდულია მათი სამყაროთი და როდესაც შემოდიან ჩვენს სამყაროში, ჩვენი მხრიდან იაჯნებით (მსხვერპლშეწირვებით) და მანტრებით (ლოცვებით), ასევე რწმენით (შრადჰა) სერიოზული მხარდაჭერის გარეშე მათი სულიერი ძალა საგრძნობლად მცირდება, ხშირად მინიმუმამდე და საფრთხეს უქმნის მათ უკვდავებას ანუ მათი უკვდავება უმეტესად მხოლოდ მათ სამყაროში მოქმედებს სრული ძალით. ღმერთებს ხშირ შემთხვევაში აქვთ არასრული ცოდნა ანუ არ არიან ყოვლისმცოდნენი. ჩვეულებრივ რაც უფრო მაღლა დგას ღვთაება იერარქიულად, მით უფრო ნაკლებად არის დაკავშირებული ჩვენს ფიზიკურ სამყაროსთან და ზოგადად დაბალ სამყაროებთან. ღმერთებს, თითოეულ ღვთაებას გააჩნია ვიწრო სპეციალიზაცია, საკუთარი ინდივიდუალური პროფილი და პროფესია ასევთქვათ. მაგალითად ჰეფესტოსი პასუხს აგებს მჭედლობაზე, ჰერა - ქორწინებაზე, პოსეიდონი - წყალზე (ზღვაზე), აპოლონი - მზეზე და ხელოვნებაზე, აფროდიტე - სიყვარულზე და გამრავლებაზე, არესი - სამხედრო სფეროზე, დემეტრა - მაგიაზე და მიწათმოქმედებაზე (ზოგადად მიწის სტიქიაზე), ჰადესი - მიცვალებულთა სულებზე, ასკლეპიოსი - მედიცინაზე და ა.შ. ანუ ისინი არ არიან უნივერსალურები და განაწილებული აქვთ სხვადასხვა საქმეები, თითოეულ ღვთაებას შეუძლია პასუხი აგოს მხოლოდ საკუთარ სფეროზე და არა სამყაროულ საკითხებზე. ამის გარდა, ღმერთების უმეტესობა არის ლაუკიკა-დევა რაც ნიშნავს ამქვეყნიურ ღვთაებას, ეს ნიშნავს, რომ მათაც აქვთ პრობლემები და მათაც უდგებათ ცუდი ხასიათი, ისინი ძალიან ჰგვანან ადამიანებს. როგორც ჰერმეტისტები ამბობდნენ: "ადამიანები მოკვდავი ღმერთებია, ხოლო ღმერთები - უკვდავი ადამიანები". ეს ასეცაა. მთელი სამყარო და ყველა ცოცხალი არსება შედგება ღვთიური ენერგიისგან, მას ეწოდება - შაკტი. თითოეული კაცი არის შივას ავატარა, ხოლო ქალი - შაკტის ავატარა, როგორც წერია ტანტრებში (ტანტრიზმის წმინდა წიგნებში), მაგრამ როგორც უკვე ითქვა, ადამიანი ესაა მოკვდავი ღვთაება, ყველა პრობლემის დასაბამია ავიდია (არცოდნა) და აჰამკარა (ეგოიზმი). ეონები და ღმერთები დაჯგუფებულნი არიან მკაცრად იერარქიულ რანგებად. არსებობენ ჰიპერ-ურანიდები (ტრანსცენდენტური ღმერთები), რომლებიც ციურ ურანიდებზე მაღლა დგანან და არიან ეგკოსმიოი ანუ კოსმიური ღმერთები, რომელთაგან თითოეულ გააჩნია დაიმონების (ნახევარღმერთების) მთელი ლეგიონები, რომელთაგან თითოეულს თავისმხრივ ემორჩილება სტიქიის სულების ანუ ელემენტალების მთელი ლეგიონები, იგულისხმებიან წყლის, ჰაერის, ცეცხლის, მიწის და ეთერის სულები (უნდინები, სილფიდები, სალამანდრები, გნომები და ელვისმპყრობელნი). საქმე იმაშია, რომ ჩვენი დედამიწა, არის უნიკალური ზონა, სადაც ხდება ეპოქების ცვლა, რაც არ ხდება სხვა პლანეტებზე და სხვა განზომილებებში, დედამიწაზე ერთმანეთს ცვლის 5 ეპოქა: ოქროს საუკუნე, ვერცხლის საუკუნე, ბრინჯაოს საუკუნე, გმირების საუკუნე და რკინის საუკუნე, ეგოს და კარმული კანონის გამო ადამიანები თანდათან განიცდიან სულიერ და ფიზიკურ დეგრადაციას და ქმნიან არასწორ, დეგრადირებულ ცივილიზაციას, რკინის საუკუნეში ადამიანთა ტანჯვა აღწევს მაქსიმუმს. არსებობს უფლის მრავალი ენერგია, მათ შორის უმთავრესია ორი: იოგა-მაია - სულიერი ენერგია და მაჰამაია - მატერიალური ილუზიის ენერგია, როცა ადამიანი აღარ უგდებს პარამატმას (უფლის სულს) საკუთარ გულში მყოფს ყურს და სჩადის ვიკარმას (ეგოისტურ სუბიექტურ მოქმედებებს), ის შედეგად იღებს უგრაკარმას (სასჯელს) და ღმერთები სტოვებენ მას მარტო მის ტანჯვასთან, როგორც გვახსოვს, ღმერთებს არ აქვთ უსასრულო მოწყალება და მათაც შეუძლიათ გაბრაზება და კარის მიჯახუნება. როდესაც ადამიანი ბუნების კანონებთან თანხმობაში მოქმედებს, ამას ეწოდება - კარმა, ხოლო ეგოისტურ მოქმედებას განპირობებულს უმეცრებით და ეგოიზმით, ეწოდება - ვი-კარმა, ვიკარმას რეზულტატია - უგრა-კარმა. იოგა ეს არაა უბრალო ტანვარჯიში ან მისტიკური რელაქსაცია, ესაა "კავშირი ღვთაებასთან", იოგა არის დაკარგული კავშირების აღდგენა ღმერთებთან. ბჰაქტი-იოგა მაგალითად არის ღმერთებთან დაკავშირება სიყვარულით, ჯნანა-იოგა - ღმერთებთან დაკავშირება ცოდნით (შემეცნებით), არსებობს იოგას სხვა ფორმებიც, რომლებიც ადამიანს ეხმარებიან ღვთაებებთან დაკავშირებაში. მატერიალისტები ხშირად სვამენ კითხვას: "რატომ ვერ ვამტკიცებთ ღმერთების არსებობას?", საქმე იმაშია, რომ დადასტურება ღმერთების არსებობისა, რომლებსაც შეუძლიათ დროით და სივრცით მანიპულირება, პრაქტიკულად ნონსენსია, ადამიანთა უმრავლესობას გააჩნია მატერიალისტური ცნობიერება და რომც ჰქონდეთ ღმერთებს სურვილი, გამოეცხადონ ასეთ სულს, ასეთი ადამიანი მაინც ვერ შეძლებდა მათ დაფიქსირებას, პრობლემა მდგომარეობს ცნობიერების განვითარების დონეში. ამის გარდა, რაც უფრო დაბალია ვარნა, მით უფრო მაღალია მატერიალიზმი. ბრაჰმანები, ქშატრიები, ვაიშიები, შუდრები, მლეჩხები, იავანები, ჩანდალები და მაჰაპაშუ, ეს არაა "კასტები", როგორც ზოგიერთები ამტკიცებენ, ესენია ადამიანური ცნობიერების განვითარების საფეხურები(!). რაც უფრო დაბლა დგას ადამიანი, მით უფრო აბრმავებს მას ეგო და მატერიალური სურვილები, ესაა პრობლემა. რაც შეეხება რეინკარნაციის უნივერსალურ კანონს და კარმულ კანონს, ეს ღმერთებსაც ეხებათ, ღმერთების დიდი ნაწილი (დაბალი რანგის ღმერთები) ადამიანთა მსგავსად ემორჩილებიან კარმულ კანონს და განიცდიან რეინკარნაციას, ასეთ ღვთაებები შეიძლება ადამიანადაც იშვან დედამიწაზე და თუ რაიმე სერიოზულ დანაშაულს ჩაიდენენ - ცხოველადაც (ან დემონად). კარმა ხშირ შემთხვევაში მათაც ეხებათ. როცა ისმის ასევე კითხვა: "რატომ ხდება მსოფლიოში კატასტროფები? სადაა ღმერთი?", საჭიროა ითქვას, რომ როდესაც კონკრეტულ პლანეტაზე მცხოვრები ადამიანები დეგრადაციის განსაკუთრებულ ფორმებს აღწევენ, ღმერთები (დევები) ტოვებენ მათ და მიდიან. არსებობენ ასევე ღმერთები, რომლებიც თავისუფალნი არიან კარმული კანონის ზეგავლენისგან და არსებობენ ისეთი ღმერთებიც, რომელთა მოკვლაც სავსებით შესაძლებელია გარკვეული სპეციფიკური მეთოდებით. მოკლედ რომ ვთქვათ, ღმერთების საზოგადოება და მათი ბუნება, საკმაოდ რთული საკითხია, არაა იოლი მათ შესახებ მსჯელობა, ჩვენთვის. P.S. მთელი ჩვენი კოსმიური მულტი-სამყარო, არის ერთი დიდი ოჯახი (კაულა), ჩვენ ყველანი, მულტი-სამყაროს ბინადარნი, ვართ ერთი გიგანტური ოჯახი. იმედი მაქვს შევძელი გადმომეცა თეოდიციის ჩემი ვერსია. ომ ნამაჰ შივაია
  2. გაუდია-ვაიშნავური (კრიშნაიდული) რელიგია ძალიან საინტერესოა და ლამაზია, რაღაცით წააგავს პლატონის დუალისტურ მეტაფიზიკურ იდეალიზმსაც. პლატონის ფილოსოფიაში ითვლებოდა, რომ არსებობს ორი სამყარო: სულიერი, ეიდოსების ანუ იდეების სუპერსამყარო, სადაც სუფევს კეთილი დემიურგი, უზენაესი უფალი, რომელმაც შექმნა ათენა, ზევსი, ჰერმესი და სხვები. პლატონი აღიარებდა გარდაუვალი ბედისწერის კანონს, რომელსაც ბერძნულად ერქვა - ანანკე. ეს ანანკე წააგავს კარმული კანონის პრინციპს. ვაიშნავური რელიგია ქადაგებს, რომ არსებობს ოთხი სახის კარმა და ეს კარმა არის ბუნების კანონი, შექმნილი იშვარას (უფლის) მიერ. პლატონის მსგავსი იდეები აქვთ ვაიშნავებსაც. 4 ტიპის კარმა: აკარმა - როდესაც სულიერი ასკეტიზმის შედეგად გადიხარ ფიზიკური სამყაროდან სულიერში, უფალთან, უზენაესთან. კარმა - როცა იცავ და არ არღვევ ბუნების კანონებს, არ ძალადობ ცოცხალ არსებებზე და არ ანადგურებ ეკოსისტემას. ვიკარმა - როცა მისდევ მხოლოდ საკუთარი ეგოიზმის ხმას, ძალადობ, სპობ ბუნებას, ბილწსიტყვაობ, ჩხუბობ და ა.შ. უგრაკარმა - კარმული რეაქცია ეგოიზმზე, სასჯელი. სხვაგვარად რომ ვთქვათ კარმული კანონი ესაა ნიუტონის მესამე კანონი - "ქმედება ბადებს უკუქმედებას". ეს არის ერთგვარი მიზეზ-შედეგობრიობის პრინციპი, ნებისმიერ მოქმედებას აქვს შესაბამისი რეზულტატი, ცუდს - ცუდი და კარგს - კარგი. არსებობს ასევე დჰარმის ანუ კულტურის 5 ფორმა: სანატანა-დჰარმა - მარადიული ჭეშმარიტება, ვედური კულტურა. უპა-დჰარმა - მარადიული ჭეშმარიტების იმიტაცია. ჩალა-დჰარმა - მენტალური სპეკულაციები. ასურა-დჰარმა - დემონური ათეიზმი, მატერიალიზმი. ადჰარმა - აბსოლუტური უკანონობა და უსამართლობა, ყოველგვარი ეთიკის და მორალის უარყოფა, ნარკოტიკები, ლოთობა, ცხოველების ხოცვა, დაცინვა და ა.შ. ვედების მიხედვით დჰარმა, ისევე როგორც კაცობრიობა, არის მარადიული, უსაწყისო და უსასრულო. ვედების მიხედვით დრო (ისტორია) არის ციკლური და არა სწორხაზოვანი ანუ "უკანასკნელი" სამსჯავრო ან "ქვეყნიერების დასასრული" არასოდეს არ იქნება. ყველაფერი მეორდება. არსებობენ ისტორიული ციკლები, მაგალითად 4 ეპოქა (იუგა): სატია-იუგა - ოქროს საუკუნე. ტრეტა-იუგა - ვერცხლის საუკუნე. დვაპარა-იუგა - ბრინჯაოს საუკუნე. კალი-იუგა - რკინის საუკუნე. ვედური მითების თანახმად დაახლოებით 10 000 წლის წინ დედამიწას მართავდა ვედისტი მეფე (მაჰარაჯა) ბჰარატა, რომლის შთამომავლებზეც დაიწერა წიგნი მაჰაბჰარატა, ბრძენი ვედა ვიასა დევას მიერ 5 000 წლის წინ, როცა უკვე იწყებოდა რკინის საუკუნე ანუ დეგრადაციის ეპოქა, როდესაც ადამიანები განუდგნენ ვედებს და დაივიწყეს ბრაჰმანები (ქურუმები). ვაიშნავური სწავლების მიხედვით არსებობენ 5 ტიპის ადამიანები: კარმა-კამი - მატერიალისტი ეგოისტი. სიდჰი-კამი - ადამიანი, რომელსაც სურს გახდეს ექსტრასენსი და ფლობდეს მაგიურ უნარებს. ბჰუქტი-კამი - ადამიანი, რომელსაც სურს ნეტარება მატერიალური სამყაროს ციურ პლანეტებზე. მუქტი-კამი - ადამიანი, რომელსაც სურს მატერიისგან განთავისუფლება ანუ მუქტი. ბჰაქტი-იოგი - უფლის ერთგული, რომელსაც უყვარს უფალი (შემოქმედი) და არ სურს არაფერი გარდა იმისა, რომ ემსახუროს უზენაესს. ესაა სუფთა სულიერი სიყვარული უფლის მიმართ. ვედების მიხედვით 427 000 წლის შემდეგ უნდა მოვიდეს დამსჯელი ავატარა - უფალი კალკი, რომელიც შემუსრავს დჰარმის მტრებს და აღადგენს სატია-იუგას, შეიქმნება ახალი გლობალური ვედური სამეფო და ადამიანთა სიცოცხლის ხანგრძლივობა მიაღწევს 80 000 წელს. ვიშნუიზმის ყველაზე მთავარი წიგნებია: ბჰაგავად-გიტა, ვასუდევა-უპანიშადა, შრიმად-ბჰაგავატამი, ვიშნუ-პურანა და ვიშნუ-სტოტრა.
  3. სამსარა (სანსარა) და ნირვანა (ნიბანა) ესენია არა კონკრეტული ადგილები სამყაროში, არამედ სულის (ცნობიერების) მდგომარეობა. სამსარა (სანსარა) ესაა წრებრუნვა სამყაროში, კარმული კანონის ზეგავლენით სხეულიდან სხეულში გადასახლება, არაკონტროლირებადი უნებლიე რეინკარნაცია. რეინკარნაციას განაპირობებს აფექტებით სავსე ცნობიერება და კარმა. არის პოზიტიური კარმა (დადებითი მოქმედებები), არის კარგი პირობები (რეინკარნაცია კარგ პირობებში), არის ნეგატიური კარმა (უარყოფითი მოქმედებები), არის ცუდი პირობები (რეინკარნაცია ცუდ პირობებში). აფექტები განაპირობებენ კარმას, კარმა - რეინკარნაციას. არაკონტროლირებადი რეინკარნაციის ანუ ცნობიერების სხეულიდან სხეულში გადასვლის მიზეზია: ავიდია (უმეცრება, სულიერი კანონების არცოდნა) და აჰამკარა (ასმიტა-შაკტი - ეგოიზმი და ეგოცენტრიზმი). თუ არ არის ავიდია და აჰამკარა, არ არის კარმა, არ არის კარმა - არ არის რეინკარნაცია. ნირვანა (ნიბანა) ნიშნავს შეწყვეტას, წრებრუნვის, სხეულიდან სხეულში ხეტიალის შეწყვეტას კარმის და აფექტების ანულირების გზით. ომ მანი პადმე ჰუმ
  4. მეზიზღება კაპიტალისტური მორალი და სოციუმი! გული მერევა ისე მეზიზღება! პირდაპირ ძღნერში მინდა დავმარხო ეგ სირები! რატომ? გსმენიათ ოდესმე "საავტორო უფლებების" და "ინტელექტუალური საკუთრების" შესახებ? ეს ყველაზე უსაზიზღრესი გამოვლინებაა კაპიტალისტური მესაკუთრეობის და ეგოისტური მეშჩანობის! აგიხსნით; კაპიტალისტური აზროვნების მიხედვით, რომელზეც დაფუძნებულია მთელი ჩვენი საზოგადოება უკვე 12 000 წლის მანძილზე, ქადაგებს, რომ ის რაც "შექმნილია" კონკრეტული ადამიანის მიერ წარმოადგენს მის "ინტელექტუალურ საკუთრებას" და "საავტორო უფლებით" დაცულია მისი კერძო საკუთრება ანუ "კაპიტალი", დიახ არ მოგჩვენებიათ, კაპიტალისტური აზროვნებით ყველა და ყველაფერი დაიყვანება ფინანსურ კაპიტალზე ანუ ფულზე, როგორც ჟაკ ფრესკო და პიტერ ჯოზეფი ამტკიცებენ თანამედროვე საზოგადოება არის დეგრადირებული და აქვს მახინჯი და არასწორი ფასეულობები, რას ნიშნავს ეს?? ეს ნიშნავს იმას რომ მერკანტილური კაპიტალისტები "ქმნიან" "ახალ იდეას ან საგანს" იმისათვის რათა მერე ეს იდეა ან საგანი გაყიდონ, იშოვონ ფული და შეჭამონ საჭმელი და ა.შ. სხვაგვარად რომ ვთქვათ კაპიტალისტური "ზნეობა" ახდენს ნეგატიურ ზეგავლენას ადამიანის სულიერებაზე და დეგრადაციის გზით აქცევს მას მერკანტილურ მიზანთროპად. სხვაგვარად შეუძლებელია იმიტომ რომ კაპიტალისტურ რეალობაში თითქმის არავინ (კომუნისტების გარდა) არ "ქმნის" არაფერს ისე უბრალოდ რათა ეს რაღაც გაუზიარონ დანარჩენ კაცობრიობას სრულიად უსასყიდლოდ და გაავრცელონ სიკეთე და ბედნიერება დედამიწაზე. სწორედ ესაა კომუნიზმი. ქრისტეც, ბუდაც და კრიშნაც და ყველა სულიერი ლიდერები იყვნენ გასხივოსნებული სულიერი კომუნისტები რომლებმაც სრულიად უანგაროდ უბოძეს ადამიანებს, მოკვდავ არსებებს უზენაესი სულიერი სამყაროს სიბრძნე და ცოდნა ანუ მისცეს ინფორმაცია! გასცეს უანგაროდ თავიანთი "ინტელექტუალური საკუთრება"! რატომ? იმიტომ რომ ისინი იყვნენ კეთილი ზესულები რომლებიც იდგნენ მიწიერ სანსარულ მერკანტილიზმზე მაღლა მდგომნი! ადვაიტა ტანტრა ქადაგებს რომ ყოველივე არსებული არის უნივერსალური ღვთაებრივი ცნობიერების და ენერგიის ილუზორული ვირტუალური ფორმა, ჩვენ ვართ უზენაესი უფლის ვირტუალური მოდიფიკაციები და ავატარები, სამყაროს ნებისმიერ არსებაში სუფევს ანტიმერკანტილური უპიროვნო უფლის ზესულის მადლი და პოტენციალი! მატერია = ილუზია! და შესაბამისად კაპიტალისტური მერკანტილური ეგოიზმიც ანუ იგივე "საავტორო უფლებები" = ილუზია! რადგანაც არ არსებობს არავითარი ავტორი! ერთადერთი ვინც რეალურად ფლობს ყველა იდეას და საგანს ესაა ღმერთი ანუ ადიბრაჰმანი! ყველაფერი სხვა ესაა მოჩვენებითი რეალობა რომელსაც ებღაუჭებიან კაპიტალისტი ღორები დაბნელებული ეგოიზმის და ილუზიის წყვდიადით. კაპიტალისტი გეუბნება: ან ნუ "მომპარავ" ანდა თუ წაიღებ რამეს რაც "მე შევქმენი" ჯერ ნებართვა მთხოვე და მერე კი ფული მიხადე ანუ წილში ჩამსვი! ე.ი. კაპიტალისტი ესაა სულიერად გაპარტახებული მეშჩანი რომელმაც არ იცის სულიერი ჭეშმარიტება. ასეთია კაპიტალისტური მარაზმი, რომელსაც ვერ წარმოუდგენია სხვა ყოფა. მათი ლოგიკით ქრისტეც, ბუდაც, კრიშნაც და ძველი ბერძენი ფილოსოფოსებიც უნდა უჩიოდნენ სასამართლოებში პრაქტიკულად დედამიწის მოსახლეობის მინიმუმ 79%–ს! უაზრობა არ გამოდის?? ქრისტემ ადამიანებს მისცა ცოდნა და სანაცვლოდ არაფერი მოსთხოვა და როცა სიმონ მოგვი მივიდა მოციქულ პეტრესთან და უთხრა რომ უნდოდა ფულით ეყიდა სულიწმინდის მადლი, პეტრემ დასწყევლა და გააგდო რის მერეც სიმონმა მოინანია ცოდვა და გახდა მოციქულთა მიმდევარი! გესმით? სიმონს ჰქონდა მერკანტილური კაპიტალისტური აზროვნება და ვერ წარმოედგინა რომ მოციქულები ჩვენი დიადი უფლისა უანგაროდ ასწავლიდნენ უბრალო კეთილ ხალხს სულიწმინდის ნიჭებს! მან იფიქრა ფულით უნდა ვიყიდო ეს ძალაო! რადგან აზროვნება არ უვარგოდა და მატერიალურ ილუზიებში იყო ჩაძირული! პეტრემ მას ჭკუა ასწავლა! ასე არიან ეს "შექმნელი" ავტორებიც რომლებიც რეალურად არაფერსაც არ ქმნიან! როგორ ასე? როგორ და როცა ვიღაცა რაღაცას "ქმნის" ის "ქმნის" არა არაფრიდან როგორც ეს გონიათ ფანატიკოს მორწმუნეებს უფალზე არამედ სხვისი დახმარებით! სხვის იდეებზე და გარემომცველ ბუნებაზე დაყრდნობით! ბუნებაც და ნებისმიერი ადამიანის ტვინში გაჩენილი აზრიც არის მხოლოდ და მხოლოდ უზენაესი უფლის საკუთრება და სხვისი არავისი რადგანაც ყველა და ყველაფერი სამყაროში ეკუთვნის მხოლოდ უფალს და სხვას არავის!!! უფალი მოქმედებს კომუნისტური მისტიკის პრინციპებით! უფალი = კომუნიზმი! ბუნება ესაა უფლის მისტიკური სხეული და მაგ ლოგიკით ნებისმიერი ადამიანი რომელიც იგონებს რაღაცას ვალდებულია პროცენტები უხადოს უფალს ან უბრალოდ მადლობა შესწიროს! ყველაფერი სამყაროში ღმერთიდან მოდის!!! ღმერთი ბადებს მატერიას და მატერიაში იბადება ადამიანი რომელიც ხედავს მატერიას და "იგონებს" რაღაცეებს, რომლებიც მიღებულია შთაგონებით! შთაგონება ესაა როცა უფალი შენს სულში დავანებული მუზების სახით გიგზავნის სულიერ იდეას ანუ ეიდოსს! დაიხსომე ადამიანო შენ არაფერი არ გეკუთვნის! ყოველივე ღმერთშია და ღმერთიდან და ღმერთთან!! და უფლის გარეშე არაა არაფერი! თვითონ მარქსის და ლენინის იდეებიც კი უფლის მიერ იყო შთაგონებული! ხოლო ბოროტი და აგრესიული იდეები იბადება ილუზიებისგან დეგრადირებული უღმერთოების ტვინებში როგორც უფლის სიბრძნის არასწორი გაგება! კომუნიზმი ესაა უფლის სიბრძნე! კაპიტალიზმი = უფლის სიბრძნის დამახინჯება. ადამიანებმა შექმნეს უღვთო კაპიტალისტური რეჟიმი და გაიმრუდეს გონებაში სამყაროს სურათი!! სულელი ადამიანის "შექმნილ" ანტი ღვთიურ იდეებს ფასი არ აქვთ! ვიმეორებ ერთადერთი ინტელექტუალური მესაკუთრე და ავტორი არის – უფალი!!!!!!! ხოლო უფალი = ბუნება რომელმაც შვა ადამიანები!!!! ანუ ადამიანი პარავს ბუნებას და უფალს!!!!
  5. სიყვარულზე მნიშვნელოვანი არაფერია. არც "ნირვანა" და არც "ბუდა". მე მიყვარს ბუდა და ნირვანა მაგრამ სანსარას მატერიალური სამყაროები უფრო მეტად მიყვარს. გახსოვდეთ რომ სექსი სხვაა და სიყვარული სხვა. მათ თითქმის არაფერი აქვთ საერთო. ის რომ სექსს და სიყვარულს ხანდახან გადაკვეთის წერტილები აქვთ სულაც არ ნიშნავს რომ ეს ორი იდეა ერთი და იგივეა. შეიძლება გიყვარდეს და არ გინდოდეს მოტყნა. შეიძლება ტყნავდე და არ გიყვარდეს. დაეხსომეთ ეს.
  6. ისრაელის „ღმერთი“ წყევლის ყველას ვინც არ ეთაყვანება: „თუ არ გაიგონებ უფლის, შენი ღმერთის სიტყვას, არ დაიცავ და არ შეასრულებ ყველა მის მცნებას და წესებს, რომელთაც გიცხადებ დღეს, გადმოვა შენზე ყველა ეს წყევლა და გეწევა: “ (მეორე რჯული, თავი 28, სტროფი 15). „წყეულიმც ხარ ქალაქად და წყეულიმც ხარ ველად!“ (მეორე რჯული, თავი 28, სტროფი 16). „წყეულიმც იყოს შენი მუცლის ნაყოფი, შენი მიწის ნაყოფი, შენი ნახირის მონაშენი და შენი ფარის ნამატი!“ (მეორე რჯული, თავი 28, სტროფი 18). „მოგივლენს უფალი წყევლას, ფეთებას, შეჩვენებას შენი ხელის ყოველ ნამუშაკევში, რასაც კი გააკეთებ ვიდრე არ განადგურდები, ვიდრე მალე არ დაიღუპები, შენი ბოროტი საქმეებისათვის, იმისათვის რომ მიმატოვე“ (მეორე რჯული, თავი 28, სტროფი 20). „მოგაწებებს უფალი შავ ჭირს“ (მეორე რჯული, თავი 28, სტროფი 21). „მოგწყლავს უფალი ჭლექით, ციებ-ცხელებით, ანთებით, ხურვებით, გვალვით, ხორშაკით და სიყვითლით; დაგიწყებენ დევნას, ვიდრე არ დაიღუპები“ (მეორე რჯული, თავი 28, სტროფი 22). „დაგამხობს უფალი შენი მტრების წინაშე, ერთი გზით წახვალ მისკენ და შვიდი გზით გაექცევი მას“ (მეორე რჯული, თავი 28, სტროფი 25). „მოგწყალვს უფალი სიგიჟით, სიბრმავით და შეშლილობით“ (მეორე რჯული, თავი 28, სტროფი 28). „შენი ვაჟები და ასულები უცხო ხალხს ჩაუცვივდებიან ხელში, თვალები დაგევსება მათი ყურებით მთელი დღე და მკლავში აღარ გექნება ძალა“ (მეორე რჯული, თავი 28, სტროფი 32). „დაძრავს უფალი ხალხს შენს წინააღმდეგ შორეთიდან, ქვეყნის კიდიდან, არწივივით მოფრინდება ხალხი, რომლის ენას ვერ გაიგებ“ (მეორე რჯული, თავი 28, სტროფი 49). „მოძალადე ხალხი რომელიც მოხუცს პატივს არ სცემს და ყმაწვილკაცს არ იბრალებს“ (მეორე რჯული, თავი 28, სტროფი 50). აი ასე წყევლის ძველი აღთქმის „ღმერთი“ მათ, ვინც არ ეთაყვანება. ძველი აღთქმის „უფლის“ ამგვარი „მჭერმეტყველება“ არის დჰარმულ სწავლებებში არსებული ერთდროულად სამი მცნების, სამი კანონის დარღვევა, ესენია აჰიმსა-ვრატა ანუ არაძალადობა, ცოცხალ არსებათათვის ზიანი არ მიყენება, ვაჩანა-გუპტი ანუ სიტყვების კონტროლი, რომლის არსი მდგომარეობს წყევლისგან, მუქარისგან, ლანძღვა-გინებისგან და სიტყვიერი დაშინებისგან თავის შეკავებაში და მანო-გუპტი ანუ გონების კონტროლი, რომლის არსი მდგომარეობს ბოროტი აზრების უარყოფაში. ბიბლიური „უფლისგან“ განსხვავებით ბუდა სავსეა უკიდეგანო თანაგრძნობითა და სიყვარულით და არავის არ წყევლის. ბიბლიური „უფლისგან“ განსხვავებით, ბუდას თვითმიზანი არის ცოცხალი არსებების ტანჯვისგან დახსნა.
×
×
  • შექმენი...