Jump to content
Planeta.Ge

Search the Community

Showing results for tags 'რეინკარნაცია'.

  • Search By Tags

    ტეგები გამოყავით მძიმით.
  • Search By Author

Content Type


ფორუმი

  • საზოგადოება
    • პოლიტიკა და საზოგადოება
    • შემეცნებითი ფორუმი
    • სპორტი, სამხედრო საქმე და დასვენება
    • ადგილობრივი თვითმართველობა და რეგიონები
  • ძველი ისტორიები
    • ისტორია
  • თავისუფალი თემა
    • თავისუფალი თემა
    • მუსიკა
    • ადამ და ევა
  • უახლოესი ინფორმაცია RSS
    • უახლოესი ინფორმაციები
  • კომპიუტერი და ინტერნეტი
    • კომპიუტერი
    • ინტერნეტ სამყარო
    • მობილურების სამყარო
  • ფორუმის სიახლეები, საჭირო ინფორმაცია
    • ფორუმის შესახებ

Blogs

  • ბექას ბლოგი
  • ლაშა ალოს დღიური
  • newstudio–ს ბლოგი
  • მართლა შოკოლადი
  • Anima Libera's ბლოგი
  • სიახლეები პლანეტაზე
  • chegesto
  • alo.geს გვერდი პლანეტაზე
  • T_A_T's ბლოგი
  • PLANETA.GE-ს ინფორმაციები
  • Blog about litter in my head
  • Blog about litter in my head
  • ონლაინ-კონფერენციები პლანეტაზე
  • psiqea's Blog
  • king depress' Blog
  • GeoBasket
  • Darejan paatashvili's Blog
  • nana mishelashvili's ბლოგი
  • KLINGON's ბლოგი
  • ბარბაროსის ბლოგი
  • goga26's ბლოგი
  • სკირონი's ბლოგი
  • გიგანტი გველები
  • urfinjus' ბლოგი
  • ინტერნეტით ფულის შოვნა
  • Nino Gelashvili's ბლოგი
  • NGG's ბლოგი
  • Ser Ious' ბლოგი
  • vakoo's ბლოგი
  • Gamdla's ბლოგი
  • atrava's ბლოგი
  • Sharqataqi's ბლოგი
  • Beqa kundalini's ბლოგი
  • Nukriko's Blog
  • merion black's ბლოგი
  • javsani's ბლოგი
  • katya's ბლოგი
  • ყავამშვიდობისა's ბლოგი
  • Nuka Arveladze's ბლოგი
  • massiveinformation.blogspot.com
  • tini's ბლოგი
  • all.turebi.ge ლამაზი აგილები
  • Redaqtori's ბლოგი
  • goga's blogi
  • REPUBLIC OF KAVKAZ
  • Metalhead's ბლოგი
  • ვერტმფრენების კატასტროფები
  • 123
  • marimariami's ბლოგი
  • Alter-Native
  • irmaberi's ბლოგი
  • ,,მზის სკამები" მალე მთელ საქართველოში განთავსდება და ახალი ფუნქციებიც დაემატება
  • სანდრო გიორგობიანი's ბლოგი
  • Tamazi Sirabidze's ბლოგი
  • ეკა ბებო, გოჭი, რუსო ტურისტო და საპატრულო პოლიცია
  • შანკარადევა's ბლოგი
  • creative-ideas' ბლოგი
  • anonimi-s ბლოგი
  • realoba ucxoobs warmosaxvas
  • იმპორტ-ექსპორტის ბიზნესი
  • aise's ბლოგი
  • დავითი_დავითი's ბლოგი
  • გიორგი1994's ბლოგი
  • გიორგი1994's ბლოგი
  • tivona's ბლოგი
  • მწვანე ბარათის გათამაშება
  • ახალი ამბები

კატეგორიები

  • პლანეტის ეთერში
  • პოლიტიკა
    • ქართული პოლიტიკა
    • პოლიტიკური არქივი
  • ეს საქართველოა
  • იუმორი
    • პოლიტიკური აბდაუბდა
  • მუსიკა
    • რეტრო
    • rock
    • metal
    • pop
    • rap
    • electronic
    • კლასიკური მუსიკა
    • ქართული მუსიკა
    • ქართველი თანამედროვე შემსრულებლები
    • OTHER GENRES
    • ჯაზი
    • რუსული მუსიკა
  • სპორტი
  • კინო
  • შემეცნება
  • ტელეშოუებიდან
  • კულტურა და პოეზია
  • VB TUTORIALS

Find results in...

Find results that contain...


Date Created

  • Start

    End


Last Updated

  • Start

    End


Filter by number of...

შემოუერთდა

  • Start

    End


Group


MSN


Website URL


Yahoo


Location


Interests

Found 6 results

  1. რატომ არსებობს სამყაროში ბოროტება, თუ არსებობს ყოვლადძლიერი და ყოვლადკეთილი უფალი-ღმერთი? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა სცადა ფილოსოფოსმა ეპიკურემ. მან შეიმუშავა შემდეგი ვერსიები, თუ რატომ არის სამყარო ისეთი, როგორიც არის. ეს ვარიანტებია: #1 ღმერთს სურს გაანთავისუფლოს ხალხი ბოროტებისგან, მაგრამ არ შეუძლია (ყოვლადძლიერი არაა). #2 ღმერთს შეუძლია მოსპოს ბოროტება სამყაროში, მაგრამ არ სურს (არაა ყოვლადკეთილი). #3 ღმერთს არც შეუძლია და არც უნდა მოსპოს ბოროტება. #4 ღმერთს შეუძლია და უნდა კიდეც გაანთავისუფლოს მსოფლიო ტანჯვისგან, მაგრამ არ შეუძლია. სხვა ფორმულირება ასეთია: #1 ღმერთი არის #2 ღმერთი ყოვლადკეთილია #3 ღმერთი ყოვლადძლიერია #4 ბოროტება არსებობს ეპიკურე თვლიდა, რომ ან ბოროტების არსებობა უნდა ვაღიაროთ და უარვყოთ ღმერთის ან ვაღიაროთ რომ ღმერთი არის ბოროტი (ან არ არის ყოვლადძლიერი). ახლა მე შევეცდები აღმოსავლური და დასავლური წარმართული რელიგიების ფილოსოფიის და თეოლოგიის, მითოლოგიის და მეტაფიზიკის დახმარებით პასუხი გავცე კითხვას "რატომ არსებობს ბოროტება, თუ არსებობს ღმერთი ყოვლადძლიერი და ყოვლადკეთილი?". ჯერ ერთი სათქმელია ის, რომ არ არსებობს ერთი ყოვლადძლიერი აბსოლუტი, რომელიც ზის ღრუბელზე სამოთხეში და ყველაფერს მართავს, ასეთი რამ ბუნებაში არც იყო, არც არის და არც იქნება. სამყარო (მულტისამყარო) სავსეა სხვადასხვა იერარქიის, ძალისა და ბუნების მქონე ღმერთებით ანუ არსებობს მრავალი ღმერთი და მრავალი უფალი. ამის გარდა, ღმერთებს შორის არსებობს იერარქია, ასევე, ყველა ღვთაებას, ღმერთების რასას, გააჩნია საკუთარი პლანეტა ან სამყარო. ისინი არ არიან ყოვლისშემძლეები და ყოვლადკეთილები, ხშირ შემთხვევაში მათი ძალები შეზღუდულია მათი სამყაროთი და როდესაც შემოდიან ჩვენს სამყაროში, ჩვენი მხრიდან იაჯნებით (მსხვერპლშეწირვებით) და მანტრებით (ლოცვებით), ასევე რწმენით (შრადჰა) სერიოზული მხარდაჭერის გარეშე მათი სულიერი ძალა საგრძნობლად მცირდება, ხშირად მინიმუმამდე და საფრთხეს უქმნის მათ უკვდავებას ანუ მათი უკვდავება უმეტესად მხოლოდ მათ სამყაროში მოქმედებს სრული ძალით. ღმერთებს ხშირ შემთხვევაში აქვთ არასრული ცოდნა ანუ არ არიან ყოვლისმცოდნენი. ჩვეულებრივ რაც უფრო მაღლა დგას ღვთაება იერარქიულად, მით უფრო ნაკლებად არის დაკავშირებული ჩვენს ფიზიკურ სამყაროსთან და ზოგადად დაბალ სამყაროებთან. ღმერთებს, თითოეულ ღვთაებას გააჩნია ვიწრო სპეციალიზაცია, საკუთარი ინდივიდუალური პროფილი და პროფესია ასევთქვათ. მაგალითად ჰეფესტოსი პასუხს აგებს მჭედლობაზე, ჰერა - ქორწინებაზე, პოსეიდონი - წყალზე (ზღვაზე), აპოლონი - მზეზე და ხელოვნებაზე, აფროდიტე - სიყვარულზე და გამრავლებაზე, არესი - სამხედრო სფეროზე, დემეტრა - მაგიაზე და მიწათმოქმედებაზე (ზოგადად მიწის სტიქიაზე), ჰადესი - მიცვალებულთა სულებზე, ასკლეპიოსი - მედიცინაზე და ა.შ. ანუ ისინი არ არიან უნივერსალურები და განაწილებული აქვთ სხვადასხვა საქმეები, თითოეულ ღვთაებას შეუძლია პასუხი აგოს მხოლოდ საკუთარ სფეროზე და არა სამყაროულ საკითხებზე. ამის გარდა, ღმერთების უმეტესობა არის ლაუკიკა-დევა რაც ნიშნავს ამქვეყნიურ ღვთაებას, ეს ნიშნავს, რომ მათაც აქვთ პრობლემები და მათაც უდგებათ ცუდი ხასიათი, ისინი ძალიან ჰგვანან ადამიანებს. როგორც ჰერმეტისტები ამბობდნენ: "ადამიანები მოკვდავი ღმერთებია, ხოლო ღმერთები - უკვდავი ადამიანები". ეს ასეცაა. მთელი სამყარო და ყველა ცოცხალი არსება შედგება ღვთიური ენერგიისგან, მას ეწოდება - შაკტი. თითოეული კაცი არის შივას ავატარა, ხოლო ქალი - შაკტის ავატარა, როგორც წერია ტანტრებში (ტანტრიზმის წმინდა წიგნებში), მაგრამ როგორც უკვე ითქვა, ადამიანი ესაა მოკვდავი ღვთაება, ყველა პრობლემის დასაბამია ავიდია (არცოდნა) და აჰამკარა (ეგოიზმი). ეონები და ღმერთები დაჯგუფებულნი არიან მკაცრად იერარქიულ რანგებად. არსებობენ ჰიპერ-ურანიდები (ტრანსცენდენტური ღმერთები), რომლებიც ციურ ურანიდებზე მაღლა დგანან და არიან ეგკოსმიოი ანუ კოსმიური ღმერთები, რომელთაგან თითოეულ გააჩნია დაიმონების (ნახევარღმერთების) მთელი ლეგიონები, რომელთაგან თითოეულს თავისმხრივ ემორჩილება სტიქიის სულების ანუ ელემენტალების მთელი ლეგიონები, იგულისხმებიან წყლის, ჰაერის, ცეცხლის, მიწის და ეთერის სულები (უნდინები, სილფიდები, სალამანდრები, გნომები და ელვისმპყრობელნი). საქმე იმაშია, რომ ჩვენი დედამიწა, არის უნიკალური ზონა, სადაც ხდება ეპოქების ცვლა, რაც არ ხდება სხვა პლანეტებზე და სხვა განზომილებებში, დედამიწაზე ერთმანეთს ცვლის 5 ეპოქა: ოქროს საუკუნე, ვერცხლის საუკუნე, ბრინჯაოს საუკუნე, გმირების საუკუნე და რკინის საუკუნე, ეგოს და კარმული კანონის გამო ადამიანები თანდათან განიცდიან სულიერ და ფიზიკურ დეგრადაციას და ქმნიან არასწორ, დეგრადირებულ ცივილიზაციას, რკინის საუკუნეში ადამიანთა ტანჯვა აღწევს მაქსიმუმს. არსებობს უფლის მრავალი ენერგია, მათ შორის უმთავრესია ორი: იოგა-მაია - სულიერი ენერგია და მაჰამაია - მატერიალური ილუზიის ენერგია, როცა ადამიანი აღარ უგდებს პარამატმას (უფლის სულს) საკუთარ გულში მყოფს ყურს და სჩადის ვიკარმას (ეგოისტურ სუბიექტურ მოქმედებებს), ის შედეგად იღებს უგრაკარმას (სასჯელს) და ღმერთები სტოვებენ მას მარტო მის ტანჯვასთან, როგორც გვახსოვს, ღმერთებს არ აქვთ უსასრულო მოწყალება და მათაც შეუძლიათ გაბრაზება და კარის მიჯახუნება. როდესაც ადამიანი ბუნების კანონებთან თანხმობაში მოქმედებს, ამას ეწოდება - კარმა, ხოლო ეგოისტურ მოქმედებას განპირობებულს უმეცრებით და ეგოიზმით, ეწოდება - ვი-კარმა, ვიკარმას რეზულტატია - უგრა-კარმა. იოგა ეს არაა უბრალო ტანვარჯიში ან მისტიკური რელაქსაცია, ესაა "კავშირი ღვთაებასთან", იოგა არის დაკარგული კავშირების აღდგენა ღმერთებთან. ბჰაქტი-იოგა მაგალითად არის ღმერთებთან დაკავშირება სიყვარულით, ჯნანა-იოგა - ღმერთებთან დაკავშირება ცოდნით (შემეცნებით), არსებობს იოგას სხვა ფორმებიც, რომლებიც ადამიანს ეხმარებიან ღვთაებებთან დაკავშირებაში. მატერიალისტები ხშირად სვამენ კითხვას: "რატომ ვერ ვამტკიცებთ ღმერთების არსებობას?", საქმე იმაშია, რომ დადასტურება ღმერთების არსებობისა, რომლებსაც შეუძლიათ დროით და სივრცით მანიპულირება, პრაქტიკულად ნონსენსია, ადამიანთა უმრავლესობას გააჩნია მატერიალისტური ცნობიერება და რომც ჰქონდეთ ღმერთებს სურვილი, გამოეცხადონ ასეთ სულს, ასეთი ადამიანი მაინც ვერ შეძლებდა მათ დაფიქსირებას, პრობლემა მდგომარეობს ცნობიერების განვითარების დონეში. ამის გარდა, რაც უფრო დაბალია ვარნა, მით უფრო მაღალია მატერიალიზმი. ბრაჰმანები, ქშატრიები, ვაიშიები, შუდრები, მლეჩხები, იავანები, ჩანდალები და მაჰაპაშუ, ეს არაა "კასტები", როგორც ზოგიერთები ამტკიცებენ, ესენია ადამიანური ცნობიერების განვითარების საფეხურები(!). რაც უფრო დაბლა დგას ადამიანი, მით უფრო აბრმავებს მას ეგო და მატერიალური სურვილები, ესაა პრობლემა. რაც შეეხება რეინკარნაციის უნივერსალურ კანონს და კარმულ კანონს, ეს ღმერთებსაც ეხებათ, ღმერთების დიდი ნაწილი (დაბალი რანგის ღმერთები) ადამიანთა მსგავსად ემორჩილებიან კარმულ კანონს და განიცდიან რეინკარნაციას, ასეთ ღვთაებები შეიძლება ადამიანადაც იშვან დედამიწაზე და თუ რაიმე სერიოზულ დანაშაულს ჩაიდენენ - ცხოველადაც (ან დემონად). კარმა ხშირ შემთხვევაში მათაც ეხებათ. როცა ისმის ასევე კითხვა: "რატომ ხდება მსოფლიოში კატასტროფები? სადაა ღმერთი?", საჭიროა ითქვას, რომ როდესაც კონკრეტულ პლანეტაზე მცხოვრები ადამიანები დეგრადაციის განსაკუთრებულ ფორმებს აღწევენ, ღმერთები (დევები) ტოვებენ მათ და მიდიან. არსებობენ ასევე ღმერთები, რომლებიც თავისუფალნი არიან კარმული კანონის ზეგავლენისგან და არსებობენ ისეთი ღმერთებიც, რომელთა მოკვლაც სავსებით შესაძლებელია გარკვეული სპეციფიკური მეთოდებით. მოკლედ რომ ვთქვათ, ღმერთების საზოგადოება და მათი ბუნება, საკმაოდ რთული საკითხია, არაა იოლი მათ შესახებ მსჯელობა, ჩვენთვის. P.S. მთელი ჩვენი კოსმიური მულტი-სამყარო, არის ერთი დიდი ოჯახი (კაულა), ჩვენ ყველანი, მულტი-სამყაროს ბინადარნი, ვართ ერთი გიგანტური ოჯახი. იმედი მაქვს შევძელი გადმომეცა თეოდიციის ჩემი ვერსია. ომ ნამაჰ შივაია
  2. იმ ოკულტურ იდეებს შორის, რომლებსაც ახლა ფართოდ განიხილავენ და უმალ იზიარებენ "სხეულგარეშე" ან "სიკვდილ¬შემდგომი" გამოცდილების მქონე ადამიანები და ზოგიერთი მეცნიერიც, არსებობს რეინკარნაციის (სულთა გადასახლების) იდეა – რომ სული გარდაცვალების შემდგომ საშინელ სამსჯავროზე არ წარდგება და სამოთხეში ან ჯოჯოხეთში კი არ ელის სხეულის აღდგომასა და საშინელ სამსჯავროს, არამედ უკან, დედამიწაზე ბრუნდება (ალბათ "ასტრალურ სიბრტყეში" ყოფნის შემდეგ) და შედის ცხოველის ან სხვა ადამიანის ახალ სხეულში (ანუ იბადება ცხოველად ან სხვა ადამიანად – მთარგმ. შენიშვნა). კომენტარი: თქვენ რითიც ხართ ეგზომ უკმაყოფილონი, მაგის მიზეზი, ძევს იმაში, რომ დჰარმული რელიგიების და აბრაამული რელიგიების ფიზიკა და მეტაფიზიკა დიამეტრალურად საპირისპიროა. აბრაამული მონოთეიზმის მიხედვით სამყაროს ასაკია 7-8 ათასი წელი, ამის გარდა დრო, სივრცე და გლობალური ისტორიული პროცესი, არის სწორხაზოვანი, ხოლო დჰარმულ რელიგიებში პირიქით, ციკლური. დჰარმულ სისტემებში დრო, სივრცე და ისტორია მუდმივად მეორდება და საკუთარ თავშია ჩაკეტილი და ჩახვეული, იოგები და სიდჰები, ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ან უბრალოდ სურთ, დააღწიონ თავი ამ ციკლურ ყოფიერებას და ერთგვარ კოსმიურ მოჯადოებულ წრეს. ჩაკეტილი ციკლიდან გასვლის ორი მეთოდი არსებობს: სალოკია-მუქტი - პიროვნული უფლის სამყაროში, მარადიულ სასუფეველში მოხვედრა და საიუჯია-მუქტი - უპიროვნო მსოფლიო სულთან შეერთება ინდივიდუალობის სრული დაკარგვით. როგორც წესი ვაიშნავები (ვიშნუს/კრიშნას მიმდევრები) ირჩევენ ბჰაქტი-იოგას და სალოკია-მუქტის, ხოლო შანკარას მიმდევარი იმპერსონალისტები გიანა-იოგას და საიუჯია-მუქტის. პირადად მე პრიორიტეტულად მიმაჩნია პერსონალისტური სალოკია-მუქტი, მიუხედავად იმისა, რომ ვაიშნავი არ ვარ. „საშინელი სამსჯავრო“ ინდუიზმის გაგებით არ იქნება „უკანასკნელი“, ეს სწორხაზოვანი კონცეფცია გამოგონილია დაჩაგრული და სამყაროზე განაწყენებული იუდეველი ხალხის მიერ, რომელიც არავის უყვარდა და მანაც გამოსავალი და შვება ჰპოვა აბსოლუტურად ახალ მეტაფიზიკურ დოგმაში, სწორხაზოვან დროში და „საშინელი და უკანასკნელი სამსჯავროს“ იდეაში. სწორხაზოვანი დრო და აბრაამული ესქატოლოგია იუდაიზმის პროდუქტია, საიდანაც ქრისტიანობამ და ისლამმა ბევრი რამ ისესხეს, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ იუდეველებზე ადრე ამ იდეის შემუშავება დაიწყეს ირანელმა მაზდეანებმა. წარმატება ხვდათ წილად მთელ მსოფლიოში გაბნეულ იუდეველებს, კონკრეტულად კი - რაბინებს, რომელთა წმინდა წიგნი „თანახი“ არის კიდეც ქრისტიანული ბიბლიის საფუძველი და ქვაკუთხედი. ეს იდეა დიდად იყო გავრცელებული დასავლეთში ანტიკური წარმართობის პერიოდში მანამ, სანამ იგი ქრისტიანულმა იდეებმა არ შეცვალა; ჩვენს დროში სულთა გადასახლების იდეის გავრცელება ძირითადად ინდუიზმისა და ბუდიზმის გავრცელებას უკავშირდება, სადაც იგი საყოველთაოდ არის აღიარებული. სადღეისოდ ეს იდეა ჩვეულებისამებრ "ჰუმანიზირებულია" იმ აზრით, რომ ადამიანები თავიანთ "წინარე ცხოვრებაში" ადამიანური სახით ცხოვრობდნენ; მაშინ, როდესაც – ინდუსებსა და ბუდისტებს შორის, ისევე როგორც ძველ ბერძნებსა და რომაელებს შორის, საყოველთაო იდეად არის წარმოდგენილი, რომ ადამიანად "განხორციელება" იშვიათად ხდება და თანამედროვე "განხორციელებათა" უმეტესობა ცხოველები, მწერები და მცენარეებია. კომენტარი: რეინკარნაციის იდეა არსებობს ეზოთერულ იუდაიზმშიც (კაბალაში), ასევე ეზოთერულ ისლამში (სუფიზმში) და ეზოთერულ ქრისტიანობაში (გნოსტიციზმში), არა მხოლოდ „წარმართულ“ რელიგიებში. ეზოთერულ იუდაიზმში სულთა გადასახლებას ეწოდება - გილგულიმ, ეზოთერულ ისლამში - თანასუჰ, ხოლო ეზოთერულ ქრისტიანობაში - მეტემფსიქოზი. თქვენ როგორც სჩანს რეინკარნაციის მექანიზმი მრუდედ გესმით, ნებისმიერ სხეულში განსხეულებას განაპირობებს კარმა. არის 4 სახის კარმა: აკარმა - სულიერი მოქმედება, კარმა - მატერიალური კოსმოსის კანონების სრული დაცვით მოქმედება, ვიკარმა - ეგოისტური მოქმედება და უგრაკარმა - სასჯელი, რომელიც ავტომატურად მოსდევს თან ეგოცენტრულ უმეცრებას. დჰარმული რელიგიების მიზანი არაა ადამიანისათვის თავ-გზის აბნევა, მათი მიზანია ერთადერთი რეალური ბოროტების - ეგოს დაძლევა. ამ იდეის მორწმუნეები ამბობენ, რომ იგი მრავალ ამქვეყნიურ "უსამართლობას" ხსნის და გამოუცნობ შიშსაც თითქოსდა გასა¬გებს ხდის: თუკი ვინმე დაიბადება ბრმად ან სიღატაკეში, მაშინ ეს "წინარე ცხოვრებაში" მისი საქციელის საზღაურია (ანუ როგორც ინდუსები და ბუდისტები იტყვიან – მისი "ცუდი კარმის" მისაგებელია), ხოლო თუ ვინმეს წყლის შიში აქვს, ეს იმის გამოა, რომ "წინარე ცხოვრებაში" დაიხრჩო. კომენტარი: როგორც მრავალჯერ ითქვა, აწმყო ესაა წარსულის რეზულტატი და მომავლის მიზეზი. შენ ის ხარ, რასაც ფიქრობ. ადამიანის აზრები განაპირობებენ მის შემდგომ ცხოვრებას და რეინკარნაციის მთელ პროცესს. რა არის ამ იდეაში ცუდი, ვერ ვხვდები. ჩემი აზრით ყველაზე დამღუპველი არის აბრაამული კრეაციონიზმი და არა სულთა გადასახლების სრულებით უწყინარი და სავსებით რეალისტური კონცეფცია. სულთა გადასახლების მორწმუნეებს სულის წარმოშობასა და დანიშნულებაზე არავითარი სრულყოფილი სწავლება არ აქვთ და არც თავიანთი თეორიის დამაჯერებელი მტკიცება გააჩნიათ. მისი მთავარი მომხიბლავი მხარეები ზედაპირული ხასიათისაა: ამქვეყნად თითქოსდა "სამართლიანობის" უზრუნველყოფა, ზოგიერთ ფსიქიურ იდუმალებათა ამოხსნა და "უკვდავების" მსგავსი რაიმეთი იმათი უზრუნველყოფა, ვინც ქრისტიანულ პოზიციას არ იზიარებს. კომენტარი: სული (ჯივატმა) უქმნელია. მტკიცებულებას რაც შეეხება, მაგისთვის გამოდგება რეგრესიული ჰიპნოზი. სამართალს რაც შეეხება, დიახ, კარმული კანონი, კანონი და არა ჰიპოთეზა, არის კიდეც უნივერსალური სამართალი, შექმნილი კეთილი დემიურგის, იშვარას, უფლის მიერ. საღი გონებით თუ განვსჯით, სულთა გადასახლების თეორია უსამართლობის არანაირ ახსნას არ იძლევა: თუკი ამქვეყნად ადამიანი იმ ცოდვებისა და შეცდომებისათვის ისჯება, რომლებიც მას არ ახსოვს და რაზეც მას პასუხისგება არ შეუძლია (თუკი ადრე ცხოველი იყო) და თუკი არც "მე" არ არსებობს (ბუდისტური სწავლების მიხედვით), რომელიც ერთი გადასახლებიდან მეორეში იქნება შენარჩუნებული, და თუკი მისი შეცდომები, პირდაპირი გაგებით, სხვისი შეცდომები იყო – მაშინ ამაში არავითარი სამართლიანობა არ არის, არამედ ეს მხოლოდ უბედურებებისგან მომდინარე ბრმა ტანჯვაა, რომლის წარმოშობის მიკვლევა შეუძლებელია. ქრისტიანული სწავლება ადამის დაცემის შესახებ, როგორც ყოველი ამქვეყნიური ბოროტების წყაროზე, გაცილებით უკეთ განმარტავს ამქვეყნიურ უსამართლობას; ხოლო ქრისტიანული გამოცხადება ღვთის სრულყოფილ სამართლიანობასა და ადამიანების განკითხვაზე, რომელიც ზეციურ საუკუნო ცხოვრებას ან ჯოჯოხეთს უმკვიდრებს ადამიანს – ფუჭსა და ტრივიალურს ხდის ამქვეყნად "განხორციელებების" შედეგად "სამართლიანობის" მოპოვების იდეას. კომენტარი: მეხსიერებაში რჩება წინა ინკარნაციების შესახებ ცოდნა, უბრალოდ უფლის მოწყალებიდან გამომდინარე ჩვენ არ გვახსოვს ის უბედურებები, რაც გადავიტანეთ წინა სხეულებში. პრობლემა იმაშია, რომ არ გესმით ორი რამ: დრო არაა სწორხაზოვანი და მეორე; ცოცხალი სული განიცდის ევოლუციას რეინკარნაციის პროცესში და სრულებით არაა აუცილებელი, რომ ის ტანჯვა და ვაება რაც ადრე გადაიტანა, ახსოვდეს დეტალურად. წინა ინკარნაციებიდან ინფორმაციის ფრაგმენტები ხშირად იღვიძებენ, რაც ქმნის სერიოზულ ხარვეზებს ნერვულ სისტემაში. ადამიანი, ცოცხალი არსება ხეტიალობს სხეულიდან სხეულში, პლანეტიდან პლანეტაზე, სული ჯოჯოხეთშიც არის ნამყოფი და სამოთხეშიც, ცხოველის სხეულშიც, აქედან გამომდინარე ამნეზია რეინკარნაციის პროცესში, არის წყალობა და არა აბსურდი, წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანის ნერვული სისტემა, უბრალოდ გადაიწვებოდა კატასტროფული ფსიქო-ემოციური დატვირთვის გამო. არავის არ აქვს უნარი, გაუძლოს წინა ინკარნაციების მეხსიერებას ერთად მოძალებას, არავის, ბუდას გარდა. ამიტომაც არის, რომ დჰარმული რელიგიები მოგვიწოდებენ დავკავდეთ სულიერი ასკეტიზმით და გავხდეთ ბუდა ან ჯივანმუქტა, მხოლოდ გასუფთავებულ ნირვანულ ცნობიერებას აქვს უნარი აიტანოს ინფორმაციული შეტევა წინა ცხოვრებების განცდების სახით. რაც შეეხება ყბადაღებულ „ზეციურ საუკუნო ცხოვრებას“, ვიმეორებ კიდევ ერთხელ: 1) დრო - ციკლურია, 2) მატერიალურ სამყაროში არაფერია მარადიული, მათ შორის ის სამოთხეც, რომლისკენაც ილტვიან აბრაამიტები. რა ვუყოთ ახლახან რეკლამირებულ იმ შემთხვევებს, სადაც "წინარე ცხოვრების ობიექტური მტკიცებანი არსებობენ" – როდესაც ადამიანი დროისა და ადგილის დეტალებს "იხსენებს", რომლებიც მას ალბათ თავისთავად არ შეიძლებოდა სცოდნოდა და რომელთა შემოწმებაც ისტორიული საბუთებით შეიძლება? ასეთი შემთხვევები მეტად დამაჯერებელია მათთვის, ვინც სულთა გადასახლების რწმენისადმი უკვე მიდრეკილია; ამ სახის "მტკიცებულებები" არ განსხვავდებიან იმ სტანდარტული ინფორმაციისაგან, რომელსაც სპირიტისტულ სეანსებზე "სულები" წარმოაჩენენ (რომელიც შეიძლება ფრიად საოცარი იყოს) და არ გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ მათ სხვა წყარო შეიძლება ჰქონდეთ. თუკი სრულიად ცხადია, რომ სპირიტისტულ სეანსებზე მყოფი "სულები" ეშმაკები არიან, მაშინ "წინარე ცხოვრებაზე" ინფორმაციებიც ეშმაკებისაგან შეიძლება მომდინარეობდეს. ორივე შემთხვევაში მათ ერთი მიზანი აქვთ: რომ ადამიანებს ვითომცდა "ზებუნებრივი" ცოდნით გონება დაუბინდონ, ხოლო ამით საიქიო ცხოვრების ნამდვილი ბუნების შესახებ მოატყუონ ისინი და იმქვეყნიური ცხოვრებისათვის სულიერად მოუმზადებელნი დატოვონ. კომენტარი: არავითარი გარანტია არ არსებობს იმისი, რომ სწორედ „ეშმაკები“ აძლევენ ცოდნას მედიუმებს და იოგებს. ადრეული ქრისტიანული ეკლესია სულთა გადასახლების შესახებ იდეას ებრძოდა. ეს იდეა ქრისტიანულ სამყაროში მანიქეველობისა და სხვა აღმოსავლური სწავლებების საშუალებით შემოიჭრა. ამ მოძღვრებასთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული ორიგენეს ცრუსწავლება "სულთა წინარე ცხოვრებაზე", რომელიც სასტიკად იქნა დაგმობილი 553 წლის კონსტანტინეპოლის მეხუთე მსოფლიო საეკლესიო კრებაზე, ხოლო მისი მიმდევრები ანათემირებულ იქნენ. ეკლესიის მრავალი მამა წერდა ხსენებული ცრუსწავლების წინააღმდეგ, განსაკუთრებით კი წმიდა ამბროსი მედიოლანელი დასავლეთში ("აღდგომის რწმენისათვის" წიგნი II), ხოლო აღმოსავლეთში – წმიდა გრიგოლ ნოსელი ("სულისათვის და აღდგომისათვის") და სხვანი. კომენტარი: მანიქევლების, გნოსტიკოსების და ორიგენისტების ანათემაზე გადაცემის ანუ უბრალო ბანალური დაწყევლის მიზეზი იყო არა ის, რომ რეინკარნაცია „ცრუ“ სწავლებაა, არამედ იმიტომ, რომ რეინკარნაციის იდეა, აკარგვინებდა ყოველგვარ აზრს სწორხაზოვანი დროის და მარადიული ჯოჯოხეთის საფუძველშივე მცდარ და აბსურდულ იდეას, ჰიპოთეზას. თანამედროვე მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის, რომელსაც სულთა გადასახლების იდეა ხიბლავს ან ვისაც ამ იდეის სავარაუდო "მტკიცებანი" აფიქრებს, საკმარისია ალბათ სამ ძირითად ქრისტიანულ დოგმატს დაუფიქრდეს, რომლებიც სულთა გადასახლების შესაძლებლობასაც კი გადაჭრით უარყოფენ. 1. სხეულის აღდგომა. 2. იესო ქრისტეს მიერ ჩვენი გამოსყიდვა. 3. სამსჯავრო. ამ სამ დოქტრინაში ქრისტიანული გამოცხადება ზუსტია და განსაზღვრული, წარმართული რელიგიებისაგან განსხვავებით, რომლებსაც არ სწამთ მკვდრეთით აღდგომა ან გამოხსნა და გარკვეულად არაფერს ამბობენ არც სამსჯავროზე და არც მომავალ ცხოვრებაზე. კომენტარი: არა მხოლოდ დჰარმული რელიგიების მიმდევრები უარყოფენ სწორხაზოვანი დროის იდეას, არამედ ხშირად თვით ფიზიკოსებიც კი მიდიან ზუსტად იმავე დასკვნამდე, რა დასკვნამდეც მივიდნენ ჰერაკლიტე და ინდოელი ბრძენები. მაგალითისათვის, ფიზიკოსმა მარტინ ბოჯოვოლდიმ წამოაყენა ჰიპოთეზა, რომლის თანახმადაც ის სინგულარობა, რომლიდანაც წარმოიშვა ჩვენი მეტაგალაქტიკა, არ იყო არც პირველი და არც უკანასკნელი. სამყაროები მუმივად იკუმშებიან და ფართოვდებიან, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი სამყაროს წარმოშობამდე არსებობდა სხვა სამყარო, წარმოშობილი წინა სინგულარობიდან ანუ მეტაგალაქტიკის ყოფიერება არის ციკლური და შედგება კვანტური ინფლაციის, სტაბილური არსებობის და კვანტური იმპლოზიის მუდმივად განმეორებადი ფაზებისგან.
  3. ეძღვნება ელენა ბლავატსკაიას ხსოვნას წინასიტყვაობა ქრისტიანი დოგმატიკოსები ამტკიცებენ, რომ რეინკარნაცია ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას, მოდით განვიხილოთ ეს საკითხი. მართლმადიდებლური არგუმენტი: „ამდენად, ადამიანის ინდივიდუალობაც ილუზიაა. მაშ, ვინაა სიყვარულის სუბიექტი? თუ მოყვარული სხეულებრივი ადამიანია, მაშინ გამოდის, რომ უყვარს ილუზიას, ხოლო თუ მოყვარული ატმანია მაშინ საკუთარ სიყვარულთან ანუ ეგოცენტრიზმთან და თვითგაღმერთებასთან გვაქვს საქმე, ე.ი. თუ ადამიანს უყვარს სხვა ადამიანი, როგორც ინდივიდუმი, მას უყვარს მირაჟი და ილუზია, ხოლო, თუ ადამიანს ატმანი უყვარს, მაშინ, რადგან ატმანი ერთია, ამიტომ მას საკუთარი თავი უყვარს. ინდუიზმის უმთავრესი „დოგმატია“: „შენ ხარ ის“ (სანსკ. „ტატ ტვამ ასი“). რა სიყვარულზე შეიძლება ამ შემთხვევაში ვილაპარაკოთ, როცა სიყვარულის ობიექტი და სუბიექტი ერთი და იგივეა: ატმანს უყვარს საკუთარი თავი ბრაჰმანის სახით და პირიქით. მაშ ვინ უყვარს და ვის ერწყმის იოგი, თუ ყოველივე ილუზიაა, ხოლო მისი ატმანი აბსოლუტის იგივეობითია? ამის გამოა, რომ იოგი სიყვარულსაც ისეთივე დამღუპველ ვნებად მიიჩნევს, როგორც სიძულვილს, რადგან იგი მას მატერიალურ ე.ი. ილუზორულ სამყაროზე აჯაჭვავს.“ (წყარო: მართლმადიდებელი აპოლოგეტის ზურაბ ეკალაძის მართლმადიდებლური სტატია - „რეინკარნაცია და ქრისტიანობა“ www.orthodoxy.ge) კონტრარგუმენტი #1: ჯერ ეს ერთი დავიწყოთ იმით, რომ ადამიანის ინდივიდუალობა ილუზია არაა, ადამიანს ვედების მიხედვით გააჩნია ორგვარი მე, ესენია; ჭეშმარიტი მე - ჯივატმანი (ინდივიდუალური ცოცხალი სული) და ცრუ-ეგო - ასმიტა-შაკტი (აჰამკარა). ცრუ-ეგო დროებითია (და ნადგურდება ხორციელი სხეულის სიკვდილის შემდეგ), ჯივატმანი, ჭეშმარიტი მე, ინდივიდუალური სული - მარადიულია. ინდივიდუალური სული განაგრძობს არსებობას ფიზიკური სხეულის სიკვდილის შემდეგ. ახლა რაც შეეხება იმას რაც თქვენ თქვით ბრაჰმანთან დაკავშირებით, იდეა, რომ ადამიანის ატმანი და ბრაჰმანი (აბსოლუტი) იდენტურია (ერთი და იგივეა), განეკუთვნება ადვაიტა-ვედანტას იმპერსონალისტურ ფილოსოფიას. ადვაიტას მისდევს ინდუისტების ძალიან მცირე ნაწილი. ინდუისტების 71% (700 მილიონი ადამიანი), მისდევს ვაიშნავურ რელიგიას (ვიშნუიტურ მონოთეიზმს). ვიშნუს (კრიშნას) მიმდევარი, ვაიშნავი, არასოდეს არ იტყვის, რომ ადამიანი და ღმერთი ერთი და იგივეა, ვაიშნავური ბჰაქტი-იოგა მკაფიოდ გამოხატავს აზრს იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობს მარადიული სხვაობა ადამიანის სულსა და უფლის (იშვარას) სულს შორის, ადამიანის მიზანი ვიშნუ-ბჰაქტის თანახმად, არის იყოს დევა-დასა - უფლის (ღვთის) მარადიული მსახური და ჰქონდეს უფალთან მარადიული სიყვარული. ვიშნუიზმის მიხედვით არსებობს უფალთან ურთიერთობის 5 ფორმა: შანტა-ბჰავა - ნეიტრალური დამოკიდებულება, დასა-ბჰავა - იყო უფლის მსახური, საკჰია-ბჰავა - იყო უფლის მეგობარი, ვატსალია-ბჰავა - იყო უფლის შვილი ან მოიქცე ისე თითქოს უფალი არის შენი შვილი ან ძმა და მადჰურია-ბჰავა - უფალთან ურთიერთობა, როგორც შეყვარებულთან. ვაიშნავიზმში ამას ეწოდება - რასა. „რასა“ ნიშნავს გემოს, ვაიშნავური სწავლების მიხედვით არსებობს ღვთაებრივი სიყვარულის ნექტარის მრავალი ფორმა და მათ შორის უმაღლესი ფორმაა - მადჰურია. ვაიშნავიზმში უფალი მოიაზრება, როგორც სამყაროს დამცველი და უზენაესი განმცხრომელი (ადი-პურუშა). შივაიზმი არსებობს როგორც მონოთეისტური (შივა-ბჰაქტი), ასევე იმპერსონალისტური, პანთეისტური (ბჰაირავა-ტანტრა). მიუხედავად ამისა, თვით იმპერსონალისტურ სწავლებებშიც კი არსებობს ბჰაქტი-იოგა, იმპერსონალისტურ სწავლებებში ფუნდამენტურია გიანა-იოგა (ჯნანა-იოგა) - შემეცნების იოგა, იოგა, რომელიც გვემხარება აბსოლუტის ინტელექტუალურ შემეცნებაში, მაგრამ არის ბჰაქტიც. შრი შანკარა აჩარია, ადვაიტა-ვედანტას ერთ-ერთი ფუძემდებელი და შრი ბადარაიანა არ უარყოფდნენ ბჰაქტი-იოგას, რადგანაც ადვაიტას მიხედვით არსებობს ყოფიერების სამი საფეხური, რეალობის სამი დონე, უმდაბლესიდან უმაღლესამდე: 1) პრატიბჰასიკა - ფიზიკური რეალობა, 2) ვიავაჰარიკა - იშვარა (პიროვნული უფალი და ნატიფი სამყარო) და 3) პარამარტჰიკა - უმაღლესი რეალობა, აბსოლუტური ჭეშმარიტება - პარაბრაჰმანი (უპიროვნო აბსოლუტი). შრი შანკარას მიხედვით პირველ ადგილზე დგას გიანა-იოგა, მეორე ადგილას ბჰაქტი-იოგა, მესამე ადგილას კარმა-იოგა. გიანა-იოგები ერწყმიან უპიროვნო ბრაჰმანს, ბჰაქტი-იოგები მიდიან იშვარას სამყაროში (ჰირანიაგარბჰას - ოქროსფერი კოსმიური კვერცხის დონეზე), ხოლო კარმა-იოგები რეინკარნაციას განიცდიან ინდრას პლანეტაზე ან დედამიწაზე კარგ სხეულებში და კომფორტულ მატერიალურ პირობებში. შრი ბადარაიანა, შრი გაუდაპადა და შრი შანკარა ბჰაქტის გზას და იშვარას (პიროვნულ ღმერთს) არ უარყოფდნენ. შანკარა ამბობდა: „ბრაჰმანი რეალურია, სამყარო - არარეალურია“, ვიშნუ-ბჰაქტები ამბობენ: „სამყარო რეალურია, ღმერთი (იშვარა) რეალურია“, პარაადვაიტას, აგჰორას და შაკტიზმის მიმდევრები ამბობენ: „ბრაჰმანი რეალურია, სამყარო რეალურია“ და „შაკტი განუყოფელია ბრაჰმანისგან“. შაკტების მტკიცებით მაიადევი (ილუზიის ენერგია) ბრაჰმანის განუყოფელი ნაწილია. სიყვარული არ არის დამღუპველი. არსებობს სამი სახის სიყვარული; კამა (ფიზიკური სექსუალური ვნება), ბჰაქტი (ადამიანური სიყვარული, უფლის ერთგულება) და პრემა (უმაღლესი ღვთაებრივი სიყვარული). კამა ესაა სიყვარული, რომელიც დაფუძნებულია უმეცრების მოდუსზე და ვნების მოდუსზე, ბჰაქტი ესაა სიყვარული, რომელიც წარმოადგენს ვნების და სათნოების მოდუსების ნარევს, ხოლო პრემა ესაა აბსოლუტურად სუფთა სულიერი სიყვარული ყოველგვარი ვნების გარეშე (რაჯასის გარეშე). სიყვარულის უმაღლესი ფორმაა - პრემა (ნირგუნა-სატვიკა-ბჰაქტი). ინდუიზმი (სანატანა დჰარმა) არ უარყოფს სიყვარულს, უბრალოდ საქმე იმაშია, რომ ინდუიზმი უარყოფს ბრმა რწმენას და სენტიმენტალიზმს, სიყვარული უნდა ეყრდნობოდეს სულიერ ცოდნას და ღრმა ცნობიერებას. რწმენა ცოდნის გარეშე, ინდუიზმის პოზიციიდან, არის აბსურდი. პრობლემა იმაშია, რომ ვედური ფილოსოფია და თეოლოგია რადიკალურად განსხვავდება აბრაამულისგან, ეს ქმნის სერიოზულ გაუგებრობებს ვედების შესწავლისას (იმ შემთხვევაში, თუ მკვლევარი არის აბრაამული მონოთეიზმის მიმდევარი პროფანი). მართლმადიდებლური არგუმენტი: „ინდუიზმში აბსოლუტი ერთადერთ ყოფიერებად, ერთადერთ ჭეშმარიტად არსებულ არსად მოიაზრება. ინდუიზმისათვის პიროვნება თვითგამოხატვა კი არ არის, არამედ თვითშეზღუდვაა. ინდური ტრიმურტი სამი პიროვნება კი არ არის, არამედ იგი აბსოლუტის მყოფობის სამ მოდუსს წარმოადგენს - ბრაჰმას, ვიშნუსა და შივას (შექმნა, შენახვა, მოსპობა) მათი მრავალნაირი ავატარების (გამოვლინებების) სახით. ამდენად, ამგვარი ღვთაების სიყვარული - ესაა უპიროვნო ძალის, ან ნიღბის სიყვარული“ (წყარო: მართლმადიდებელი აპოლოგეტის ზურაბ ეკალაძის მართლმადიდებლური სტატია - „რეინკარნაცია და ქრისტიანობა“ www.orthodoxy.ge) კონტრარგუმენტი #2: ინდუისტურ მონოთეიზმში (ძირითადად ვიშნუიზმში) და პოლითეიზმში (ბრაჰმანიზმში) ბჰაქტი ანუ პიროვნული უფლის სიყვარული არ არის ილუზიის სიყვარული. თვით პანთეისტურ ინდუიზმშიც კი ბჰაქტი არ ნიშნავს ილუზიის სიყვარულს, როგორც უკვე ითქვა, ადვაიტას მიხედვით არსებობს რეალობის სამი დონე: ფიზიკური სამყარო - არარეალური, იშვარა (დემიურგი) - პირობითად რეალური და პარაბრაჰმანი - აბსოლუტურად რეალური. რეალობა არ იყოფა ორ ნაწილად; რეალობად და ილუზიად, მაიას ტრანსფორმაციის შედეგად ფორმირდება სამი რეალობა, პირველია უპიროვნო მსოფლიო სული, მეორეა ნატიფი სამყარო და იშვარა და მესამეა ფიზიკური კოსმოსი. სამყარო იყოფა სამ დონედ ასევე: 1) იშვარა - კაუზალური სამყარო, 2) სუტრატმა - ასტრალური რეალობა და 3) ვაიშვანარა - ფიზიკური კოსმოსი, რომელიც ბრაჰმანის გამოვლინებაა, ისევე როგორც ზედა ორი დონე. კოსმოსი ესაა ღმერთის ღვთაებრივი სხეული. ადამიანის კაუზალურ სხეულს ეწოდება - პრაჯნია, ასტრალურს - ტაიჯასა, ხოლო ფიზიკურს - ვიშვა. ავატარა ესაა ღვთაებრივი პიროვნების გამოვლინება. შაკტიზმში და შივაიზმში, მით უმეტეს ვიშნუიზმში, არც ადამიანის მე და არც პიროვნული უფლის მეობა არ არის ცრუ და მოჩვენებითი. სამყაროც რეალურია და უფალიც. უბრალოდ საქმე იმაშია, რომ სამყარო ისეთივე რეალური არაა როგორც უფალი, უფალი არის უმაღლესი რეალობა, სამყარო - უმდაბლესი. სამყარო ფიზიკური, ესაა იშვარას ქმნილება, მისი უმდაბლესი მატერიალური გამოვლინება, ბაჰირანგა-შაკტი - მატერიალური ბუნება, მატერიალური ენერგია. თვითშეზღუდვა არის ცრუ-ეგო (აჰამკარა), რომელსაც მოაქვს ძალიან ნეგატიური რეზულტატები და ანგრევს, აბინძურებს ადამიანის ცნობიერებას. ეგოცენტრიზმი არის აფექტი, რომელიც უნდა დაძლეულ იქნას, ცნობიერება უნდა გასუფთავდეს აფექტებისგან, ამაშია საქმე და არა იმაში, რომ „პიროვნება თვითშეზღუდვაა“. ადამიანს აქვს ორი მე, როგორც უკვე ითქვა ზემოთ, არის ცრუ-ეგო - აჰამკარა და ჭეშმარიტი მე - ჯივატმა (ჯივა ატმანი - ცოცხალი სული). ადამიანთა უმრავლესობა ვერ ხედავს სხვაობას ეგოიზმსა და სულიერ მეს შორის და ეს განპირობებულია იმით, რომ ისინი ან არ იცნობენ ინდუისტურ ანთროპოლოგიას ან უბრალოდ უარყოფენ მას (შესაძლოა ვერ იგებენ, ესეც არაა გამორიცხული). პრობლემა ძევს ეგოში და არა სულიერ მეში. თქვენ უბრალოდ ეგოსა და სულს შორის სხვაობას ვერ ხედავთ, რაც ცხადია მხოლოდ თქვენი პრობლემაა, თქვენი და არა ვედისტების (ინდუისტების). ცრუ-ეგო (აჰამკარა) ზღუდავს სულიერ მეს (ჯივატმას). იმედია ახლა გასაგებია, უბრალოდ პრობლემა იმაშია, რომ იმისათვის რათა შეიმეცნო ადამიანმა ვედური თეოლოგია და ფილოსოფია, ერთ წიგნზე მეტი უნდა წაიკითხო და გქონდეს ხანგრძლივი ცოცხალი ურთიერთობა კონკრეტულად ინდუისტებთან. ინდუისტური თეოლოგიის, მითოლოგიის, ფილოსოფიის და მეტაფიზიკის შესასწავლად ადამიანს შეიძლება მთელი სიცოცხლე არ ეყოს, ესაა პრობლემა. აბრაამიზმი იოლი შესასწავლია, ვედური (დჰარმული) რელიგია - რთული. მართლმადიდებლური არგუმენტი: „ქრისტიანობაში ღვთისადმი სიყვარულს პიროვნული ხასიათი აქვს. ადამიანის პიროვნებას უყვარს ღვთაებრივი პიროვნება. ადამიანის პიროვნება ქრისტიანობის მიხედვით, ესაა ხატი ღვთისა, რომელსაც გააჩნია სიყვარული, სიბრძნე, თვითშემეცნება, შემოქმედებითი ძალა და თავისუფლება. ღვთის პიროვნება კი აბსოლუტური არსია“ (წყარო: მართლმადიდებელი აპოლოგეტის ზურაბ ეკალაძის მართლმადიდებლური სტატია - „რეინკარნაცია და ქრისტიანობა“ www.orthodoxy.ge) კონტრარგუმენტი #3: ბჰაქტი-იოგაშიც არის პიროვნული უფლის, როგორც შემოქმედის მიმართ პიროვნული სიყვარული, მათ შორის ადვაიტას იმპერსონალიზმშიც. მართლმადიდებლური არგუმენტი: „პლატონურ ჰილეფობიას და ინდუისტურ აკოსმიზმს ქრისტიანობა უპირისპირებს მოძღვრებას ადამიანის მატერიალური სხეულის, როგორც სულის საოცარი ინსტრუმენტის შესახებ. ქრისტიანული ანთროპოლოგიის ცენტრალური ცნება პიროვნებაა, რომელიც სულისა და სხეულის ერთიანობაა. სული და სხეული ერთდროულად წარმოიშობიან და ერთდროულად თანაარსებობენ სიკვდილამდე. სიკვდილი მათი დროებითი განშორებაა, რომელიც საყოველთაო აღდგომამდე გრძელდება, რომლის დროსაც მოხდება ადამიანის ერთადერთი ჭეშმარიტი რეინკარნაცია, ანუ მისი სული კვლავ შეიმოსავს ახალ, უხრწნელ, გასულიერებულ და ფერნაცვალებ სხეულს მარადიული ასიცოცხლისათვის“(წყარო: მართლმადიდებელი პოლოგეტის ზურაბ ეკალაძის მართლმადიდებლური სტატია - „რეინკარნაცია და ქრისტიანობა“ www.orthodoxy.ge) კონტრარგუმენტი #4: დავიწყოთ იმით, რომ დჰარმული რელიგიების მიხედვით სამყარო (მულტისამყარო) არის ციკლური, დრო და სივრცე არის ციკლური, სამყაროს ასაკი არის არა 7807 წელი, არამედ მრავალი მილიარდი წელი. თქვენ მიუთითებთ იმაზე, რომ უნდა დადგეს ერთ მშვენიერ დღეს „უკანასკნელი სამსჯავრო“ და ამის შემდეგ ყველაფერი დამთავრდება. ეს ასე არაა (ვედების მიხედვით). ვედების მიხედვით გლობალური ისტორიული პროცესი არის ციკლური. მეორეც; სხეული ფიზიკურის აღდგომა არ მოხდება, რადგანაც ხორციელი ფორმის „გასულიერება“ შეუძლებელია, ასეა ვედების მიხედვით. ხორციელი სხეული არის სულის (ატმანის) დროებითი ჭურჭელი. სული განიცდის რეინკარნაციას უსაწყისოდ, მაგრამ არა უსასრულოდ. სული მოგზაურობს სამყაროში სხეულიდან სხეულში, პლანეტიდან პლანეტაზე და აგროვებს გამოცდილებას. ამის გარდა, პლატონის ფილოსოფია ძალიან ჰგავდა ვაიშნავურს, ვაიშნავურ რელიგიაშიც არსებობს დუალიზმი სულიერ და მატერიალურ სამყაროებს შორის და კეთილი დემიურგის იდეა. მართლმადიდებლური არგუმენტი: „რეინკარნაციის თეორია ოჯახის ცნების პროფანაციას ახდენს. უბიწოება უფრო სულის მდგომარეობაა, ვიდრე სხეულისა, მაგრამ სადაა იგი, რა ფასი აქვს ქალწულობას, თუკი პატარა გოგონას სულმა წარსულ ცხოვრებაში უკვე ყველა სახის ცოდვა იგემა? სადაა მეუღლეთა ერთგულება, თუკი თითოეულმა მათგანმა უწინ უკვე მრავალგზის იქორწინა სხვებთან და მომავალშიც სხვაზე იქორწინებს?“(წყარო: მართლმადიდებელი აპოლოგეტის ზურაბ ეკალაძის მართლმადიდებლური სტატია - „რეინკარნაცია და ქრისტიანობა“ www.orthodoxy.ge) კონტრარგუმენტი #5: მნიშვნელობა აქვს კარმას, საკითხი თავიდანვე არასწორადაა დასმული. რეინკარნაცია არის არა რელიგიური დოგმა, არამედ ბუნების კანონი. ყოველი ახალი ინკარნაციისას ცოცხალ სულს ეძლევა ახალი სხეული და ახალი შანსი. როგორც ვედები ამბობენ“ აწმყო არის წარსულის რეზულტატი და მომავლის მიზეზი“. გაუგებარია რას გულისხმობთ სიტყვებში „რა ფასი აქვს“ ან „სადაა მეუღლეთა ერთგულება?“, ცოცხალი სულები განიცდიან რეინკარნაციას, მიუხედავად იმისა უნდათ ეს ადამიანებს თუ არა. ამის გარდა, ვიშნუ-პურანაში შრი ვიშნუ ამბობს, რომ მთელი სამყარო არის ერთი ოჯახი, მთელი კოსმოსი დასახლებულია ცოცხალი სულებით, რომლებიც ყველანი მისი შვილები არიან. რა მნიშვნელობა აქვთ მატერიალურ ურთიერთობებს და ქალწულობას, თუ გლობალურ მასშტაბში ეს ყველაფერი სრულებით უმნიშვნელოდ მოსჩანს? არავითარი. მთავარია არა „მეუღლეთა ერთგულება“ ან „ქალიშვილობა“, არამედ ბჰაქტი, გიანა და მუქტი (მოკშა). პრიორიტები არ გივარგათ. ბიბლიაში ძევს რეინკარნაციის შესახებ აშკარა თუ ცალსახა მინიშნებანი. „როცა ისინი მოდიოდნენ იესომ დაუწყო ლაპარაკი ხალხს იოანეზე: „რის სანახავად გახვედით უდაბნოში? ქარისაგან შერხეული ლერწმისა?“ (მათეს სახარება, თავი 11, სტროფი 7). „ვინაიდან ეს ის არის, ვისზედაც დაწერილია: აჰა, მე ვგზავნი შენს წინაშე ჩემს ანგელოზს, რომელიც განამზადებს შენს გზას შენს წინაშე“ ((მათეს სახარება, თავი 11, სტროფი 10). „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: დედაკაცთაგან ნაშობთა შორის არ აღმდგარა იოანე ნათლისმცემელზე უფრო დიდი; მაგრამ ცათა სასუფეველში უმცირესი მასზე დიდია“ (მათეს სახარება, თავი 11, სტროფი 11). „თუ მიღება გსურთ, იგია ელია რომელიც უნდა მოვიდეს“ (მათეს სახარება, თავი 11, სტროფი 14). „ჰკითხეს მას მოწაფეებმა: რატომ ამბობენ მწიგნობრები რომ პირველად ელია უნდა მოვიდესო?“ (მათეს სახარება, თავი 17, სტროფი 10). „ხოლო მან მიუგო პასუხად: „ელია ნამდვილად მოვა და აღადგენს ყოველივეს“ (მათეს სახარება, თავი 17, სტროფი 11). „მაგრამ თქვენ გეუბნებით, რომ ელია უკვე მოვიდა, მაგრამ ვერ იცნეს იგი და ისე მოექცნენ როგორც უნდოდათ; კაცის ძესაც ასევე მოელის მათგან ტანჯვა“ (მათეს სახარება, თავი 17, სტროფი 12). „მაშინ მიხვდნენ მოწაფეები, რომ ის იოანე ნათლისმცემელზე ელაპარაკებოდა“ (მათეს სახარება, თავი 17, სტროფი 13). „ის ივლის მის წინაშე ელიას სულით და ძალით“ (ლუკას სახარება, თავი 1, სტროფი 17). „ჰკითხეს მას: რატომ ამბობენ მწიგნობრები რომ პირველად ელია უნდა მოვიდესო?“ (მარკოზის სახარება, თავი 9, სტროფი 11). „მან უპასუხა მათ: „მართალია, პირველად ელია უნდა მოვიდეს და აღადგინოს ყოველივე. კაცის ძეზე კი როგორღაა დაწერილი, რომ მას მართებს ბევრი ტანჯვა და დამცირება?“ (მარკოზის სახარება, თავი 9, სტროფი 12). „მაგრამ თქვენ გეუბნებით, რომ ელია უკვე მოვიდა და მას ისე მოექცნენ როგორც უნდოდათ და როგორც დაწერილია მასზე“ (მარკოზის სახარება, თავი 9, სტროფი 13). „როცა მოდავესთან ერთად მთავართან მიდიხარ, ეცადე გზაშივე გათავისუფლდე მისგან, რომ მან არ მიგიყვანოს მოსამართლესთან, მოსამართლემ არ მიგცეს ბოქაულს და ბოქაულმა არ ჩაგაგდოს საპყრობილეში“ (ლუკას სახარება, თავი 12, სტროფი 58). „გეუბნები: იქიდან ვერ გამოხვალ, ვიდრე უკანასკნელ გროშს არ გადაიხდი“ (ლუკას სახარება, თავი 12, სტროფი 59). „შეურიგდი შენს მეტოქეს სასწრაფოდ, ვიდრე მასთან ერთად გზას ადგახარ, რომ მეტოქემ არ გადაგცეს მსაჯულს, ხოლო მსაჯულმა არ გადაგცეს მსახურს და არ ჩაგაგდონ საპყრობილეში“ (მათეს სახარება, თავი 5, სტროფი 25). „ჭეშმარიტად გეუბნები შენ: იქიდან ვერ გამოხვალ ვიდრე უკანასკნელ კოდრანტს არ გადაიხდი“ (მათეს სახარება, თავი 5, სტროფი 26). ზემოთთქმულიდან აშკარაა რომ ა) იოანე ნათლისმცემელი იყო ელია წინასწარმეტყველის რეინკარნაცია რამეთუ ეს სავსებით აშკარაა და პირდაპირაა ნათქვამი ფაქტობრივად და ბ) მეტოქე იგავიდან ესაა ინდივიდუალური კარმა ანუ გატრა კარმა, რომელიც შედგება სამი კარმისაგან, კარმული ე.ი. ბედისწერის ენერგიის სამი სახეობისაგან; წარსულის კარმა - პრარაბდხა კარმა, კარმა, რომლის ნაყოფები უკვე მოცემულია, აწმყოს კარმა - სანჩიტა კარმა, კარმა რომლის ნაყოფები ჯერ მიუმწიფებელია, მაგრამ ახლა ახლა იწყებს მომწიფებას და მომავლის კარმა - აგამინ კარმა, კარმა, რომელიც მომავალში მოიღებს ნაყოფებს, შემდეგ ინკარნაციაში, გზა ესაა რეინკარნაციის ბორბალი, ადამიანის ინდივიდუალური საფშვინველის კოსმიური გზა, მსაჯული ესაა მატერიის მეუფე, ბოროტი დემიურგი, მსახური ესაა არქონტი ანუ ბნელი ანგელოზი, რომელიც ბოროტ დემიურგს ემსახურება, საპყრობილე ესა არის ხორციელი ფიზიკური მატერიალური სხეული, ხოლო უკანასკნელი კოდრანტის გადახდა ეს არის კარმული ვალის სრულად აღსრულება, კარმული ენერგიის ნაკადის შეჩერება - სამვარა და კარმული ენერგიის ნატიფი გარსის - სამსკარას ჩამოცილება - ნირჯარა. მართლმადიდებლური არგუმენტი: „უმთავრესი ისაა, რომ მეტემფსიქოზის აღიარება ამახინჯებს ადამიანის ზნეობრივ ცხოვრებას. ქრისტიანული მოძღვრების მიხედვით, ცოდვა ყველაზე დიდი უბედურებაა, რომელიც თუ სინანულით არ წარიხოცა, მარად რჩება ადამიანის სულში. ცოდვა ღვთისგან განდგომა და დემონთან საიდუმლო კავშირია. რეინკარნაციის მომხრენი საპირისპიროს ამტკიცებენ. მათი აზრით, ცოდვა სვლის შეფერხებაა სულის მოგზაურობის გზაზე, რომელსაც სასჯელად გარდასხეულება მოსდევს. ამდენად, სწორედ ცოდვაა ის ძალა, რომელიც „რეინკარნაციის ბორბალს“ ატრიალებს“ (წყარო: მართლმადიდებელი აპოლოგეტის ზურაბ ეკალაძის მართლმადიდებლური სტატია - „რეინკარნაცია და ქრისტიანობა“ www.orthodoxy.ge) კონტრარგუმენტი #6: ვედების მიხედვით ადამიანს შეუძლია განახორციელოს ოთხი სხვადასხვა სახის მოქმედება, სხვაგვარად რომ ვთქვათ, არსებობს ცოცხალი არსების მოქმედების 4 ფორმა. აკარმა - ესაა მოქმედება სულიერი კანონების მიხედვით. კარმა - ესაა მოქმედება მატერიალური სამყაროს კანონების მიხედვით. ვი-კარმა - ეს არის ეგოისტური მოქმედება, ბუნების კანონების საპირისპიროდ სვლა. უგრა-კარმა - არის სასჯელი, კოსმიური სასჯელი, რომელიც მოჰყვება ნებისმიერ ვი-კარმას. უგრა-კარმა არის ვი-კარმას რეზულტატი. როცა ადამიანი მოქმედებს ეგოისტურად, ანადგურებს გარშემო ყველაფერს და ზიანს აყენებს სამყაროს, ის იღებს კარმულ რეაქციებს - უგრა-კარმას, რასაც ასევე ეწოდება - „ანართჰ“, თარგმანში - შეცდომა/შეცოდება. ცოდვა არის ადჰარმა (ტოტალური ანტითეიზმი), ასურა-დჰარმა (ათეიზმი და მატერიალიზმი), ჩალა-დჰარმა (ფილოსოფიური სპეკულაციები) და უპა-დჰარმა (რელიგიის იმიტაცია, რელიგიური სპეკულაციები). ასურები იმიტომაც არიან დემონები, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან მარადიულ ვედურ დჰარმას, ებრძვიან უფალს (იშვარას) და ზიანს აყენებენ მის ქმნილებებს (ჯივებს). დემონიზმი არის მატერიალიზმი, შური, ეგოცენტრიზმი, უმეცრება და სიძულვილი. ესაა ცოდვა. მართლმადიდებლური არგუმენტი: „უნდა აღინიშნოს, რომ ორიგენე სულაც არ იზიარებდა რეინკარნაციის თეორიას, ის მხოლოდ სულთა წინასწარ არსებობას აღიარებდა და ამტკიცებდა, რომ სულის სხეულთან დაკავშირება მათი (სულების) დაცემის შედეგია და რომ მეორედ მოსვლისას აღდგება და ცხონდება ყველა სული თვით ცოდვილთა და დემონთა ჩათვლით (ე.წ. აპოკატასტასისის თეორია). სწორედ ეს გაუკუღმართებული სწავლება დაიგმო ეკლესიის მიერ და თანაც მრავალგზის და ბევრად უფრო ადრე, ვიდრე V მსოფლიო საეკლესიო კრება შედგებოდა“ (წყარო: მართლმადიდებელი აპოლოგეტის ზურაბ ეკალაძის მართლმადიდებლური სტატია - „რეინკარნაცია და ქრისტიანობა“ www.orthodoxy.ge) კონტრარგუმენტი #7: ჯერ ეს ერთი ორიგენიც იზიარებდა რეინკარნაციის დოქტრინას, მეორეც რეინკარნაციის ანუ მეტემფსიქოზის დოქტრინის მომხრენი იყვნენ ძველი საბერძნეთი ყველაზე გამოჩენილი ფილოსოფოსები - პლატონი, პითაგორა, ემპედოკლე და ჰერაკლიტე, აგრეთვე პლუტარქე, მესამეც ის რომ რეინკარნაციის გარეშე ყველაფერი აზრს კარგავს, არსებობს სამი ხარვეზი, სამი პრობლემა რომელთა გამოც მართლმადიდებლური სწავლება ეწინააღმდეგება სამსარას ანუ რეინკარნაციის დოქტრინას, პირველი ისაა, რომ მართლმადიდებელმა დოგმატიკოსებმა არ იციან რა არის სული, რა არის საფშვინველი და რამდენი სხეული გააჩნია ადამიანს, ისინი (მართლმადიდებელნი) ალოგიკურად და ირაციონალურად უდგებიან სპირიტოლოგიის საკითხს, მათი დოქტრინები სულისა და საფშვინველის ბუნებასთან მიმართებაში ძირშივე მცდარია. სული არაფერთან არაა დაკავშირებული, ცოდვა ეხება არა სულს არამედ საფშვინველს (გონებას) და სხეულს (სხეულებს), როდესაც ადამიანი ცოდვებს ჩადის და ნეგატიურ კარმულ ენერგიას იგროვებს, ეს ნეგატიური ენერგია სადღაც უნდა წავიდეს, გაქრეს, რადგანაც ნეგატიური კარმული ენერგია, საფშვინველის მეტაფიზიკურ გარსზე ბნელი კარმის ანაბეჭდები იწვევენ საფშვინველისა და მისი შინაგანი პოტენციური ენერგიის მოქცევით დეფორმაციას, ეს ერთი და მეორეც არა მარტო ნეგატიური კარმა, არამედ ზოგადად მთლიანად კარმა, კარმული ენერგია და მისი ანაბეჭდი განაპირობებს, იმას რომ საფშვინველი მატერიის ტყვეობისაგან საბოლოოდ ვერ აღწევს თავს, არამედ კვლავ და კვლავ ხორციელდება. ადამიანური არსებები ესენი არიან ენერგიის ცენტრები, ფოკუსები, რომელთაც გააჩნიათ მეტაფიზიკური გრავიტაცია და სივრცისა და დროის გამრუდების უნარი, საფშვინველი პულსირებს, ხან იკუმშება (სანკუჩიტა) და ხანაც ფართოვდება (ვაკასა) და გააჩნია პირადი ინდივიდუალური ნებელობა (სანკალპადევა), ის არის ჯნატა - თვითშემცნობი იდეალური მეტაფიზიკური სუბიექტი, სამყაროში ყველაფერი იდეაა, თითოეულ საგანს, მატერიის თითოეულ ნაწილაკს გააჩნია საკუთარი პერსონალური ეიდოსი, ეიდოსების რიცხვი უსასრულოა, მაგრამ ყველა ამ იდეას გააჩნია საერთო უნივერსალური პირველსაწყისი - უმაღლესი პირველ-ეიდოსი - აგაფონი ანუ პირველერთიანი (ადი-ეკა). საფშვინველი (მანასი - გონება) მატერიალური ძალების (მატერიალური ენერგიების) ზეგავლენით კარგავს თავის პირვანდელ სინათლეს, საფშვინველი (მანასი) იქამდე იმოგზაურებს ერთი სხეულიდან მეორეში და დაიტანჯება, სანამ მთელი კარმული ენერგია, მთელი კარმული ანაბეჭდები, სამსკარები (ვასანები) არ განადგურდებიან ასკეზის მეოხებით, იქამდე სანამ ადამიანი არ მიაღწევს ავატარას და მაჰასიდხის მდგომარეობას ანუ არ გახდება ჯივანმუქტა, ვერ განთავისუფლდება სამსარასაგან, ნებისმიერი ქმედება ადამიანისა წარმოშობს კარმას, დადებითსა თუ უარყოფითს და ეს კარმული ანაბეჭდები იწვევენ საფშვინველის დეფორმაციას და გამრუდებას რასაც რაღათქმაუნდა თან ახლავს ადამიანის მიერ საკუთარი ჭეშმარიტი ღვთაებრივი ბუნების დავიწყება, უარყოფითი კარმის გამო ადამიანი საშინლად ისჯება მიწიერ სამყაროშიც და გარდაცვალების შემდეგ ჯოჯოხეთის სფეროებშიც, ხოლო დადებითი კარმის გულისათვის ეძლევა ჯილდო, ის ჯილდოვდება, როგორც მიწიერ სამყაროში, ასევე გარდაცვალების შემდეგაც, ბოროტი ქმედებები განსაზღვრავენ იმას თუ რა სახის და რამდენი რაოდენობით უბედურებები დაემართება ადამიანს ფიზიკურ სამყაროში და რამდენი ხანი დარჩება იგი ჯოჯოხეთში, ე.ი. რამდენი ხანი მოუწევს მას ჯოჯოხეთის სფეროებში ტანჯვა-პატიმრობა, ხოლო დადებითი კარმა განაპირობებს იმას თუ რა სახის და რამდენი სიკეთე და ბედნიერება დაემართება ადამიანს მიწიერ სიცოცხლეში და გარდაცვალების შემდეგ, მაგრამ პრობლემა იმაშია რომ არც სამოთხეში და არც ჯოჯოხეთში და არც ადამიანთა სამყაროში ადამიანის არსება მარადიულად და მუდმივად არ რჩება და ასე უსასრულოდ ქვეყნიერების აღსასრულამდე სხეულიდან სხეულში, სამყაროდან სამყაროში ხეტიალისათვისაა განწირული, საბოლოო განთავისუფლება მარტო იოგას ასკეტურ ბერ-მონაზვნური ხელოვნების ძალისხმევით არის შესაძლებელი, როდესაც ადამიანი საბოლოოდ თავისუფლდება, ის ხდება ჯივანმუქტა, სამუდამოდ ტოვებს მატერიალურ ბუნებას და შედის ზესულიერი მარადისობის ოკეანის წიაღში, სადაც ყველგან და ყოველთვის მარტო მარადისობა, ცნობიერება, უსაზღვრო ნეტარება, სინათლე, სიმშვიდე, ჰარმონია, სიყვარული და თანაგრძნობაა, ყველა სათნოება ერთში გაერთიანებული და იძენს აბსოლუტურ და უსასრულო ნეტარებას და ამასთან არასდროს არ რჩება მარტო, არამედ მის გვერდით მუდამ იმყოფებიან გასხივოსნებული ღვთაებრივი საფშვინველები და მასთან ერთად ნეტარებენ. რაც შეეხება აპოკატასტასისს, ბოროტების საბოლოო განადგურება მარტო მისი აბსოლუტური გარდასახვით ანუ ტრანსფორმაციით, სრული ინვერსიით არის შესაძლებელი, იმდენად რამდენადაც ბოროტება ესაა სიკეთის ინვერსია და გარდასახვა, აქედან - საყოველთაო ცხონების ანუ აპოკატასტასისის დოქტრინა. თუ ჯოჯოხეთი მარადიულია, ესე იგი უსასრულოა და აბსოლუტურია დროსა და სივრცეში, თუ ეს ასეა, მაშინ ბოროტება ყოფილა მარადიული, უსასრულო და აბსოლუტური, ეს კი ეწინააღმდეგება არა მარტო ზოგადად დჰარმული რელიგიების ძირეულ პრინციპებს, არამედ კონკრეტულად ქრისტიანულ ეზოთერიკასაც (ქრისტიანულ თეოსოფიას, გნოსტიციზმს და ქრისტიანულ ნეოპლატონიზმს). ორიგენე ამტკიცებდა რომ ნებისმიერი სული, მათ შორის ადამიანისაც, უქმნელია და უსაწყისო და ეს ჭეშმარიტებაა, ქრისტიანული მოძღვრება ადასტურებს სულის წინარეარსებობას, აი რა წერია ბიბლიაში წინარეარსებობასთან დაკავშირებით: „როგორც ამოგვარჩია ჩვენ მასში სოფლის შექმნამდე, რათა წმიდანი და უბიწონი ვყოფილიყავით მის წინაშე სიყვარულით“ (ეფესელთა მიმართ, თავი 1, სტროფი 4). „ქრისტეა ყოველივე და ყოველივეში“ (კოლასელთა მიმართ, თავი 3, სტროფი 11). „ერთია ღმერთი და მამა ყოველთა, რომელიც ყოველთა ზედაა, ყველას მიერ და ყველა ჩვენგანში“ (ეფესელთა მიმართ, თავი 4, სტროფი 6). „ნუთუ არ იცით რომ ღვთის ტაძარი ხართ და ღვთის სული ცოცხლობს თქვენში?“ (პავლე, 1 კორინთელთა, თავი 3, სტროფი 16). „ნუთუ არ იცით რომ თქვენი სხეულები ტაძარია თქვენში მცხოვრები სულიწმინდისა“ (პავლე, 1 კორინთელთა, თავი 6, სტროფი 19). „იმ დღეს გაიგებთ რომ მე მამაჩემში ვარ და თქვენ ჩემში და მე თქვენში“ (იოანეს სახარება, თავი 14, სტროფი 20). „მერწმუნეთ რომ მე მამაში ვარ და მამა ჩემში“ (იოანეს სახარება, თავი 14, სტროფი 11). „უთხრა მათ იესომ: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სანამ აბრაამი იქნებოდა მე ვიყავი“ (იოანეს სახარება, თავი 8, სტროფი 58). „თვითონ თქვენშია ღვთის სასუფეველი“ (ლუკას სახარება, თავი 17, სტროფი 21). ყოველივე ზემოთთქმული ამტკიცებს ადამიანის სულის (ჯივატმანის), ინტელექტისა (ბუდჰის) და გონების (მანასის) უქმნადობას და უსაწყისობას და ადამიანის სულიერი არსების ღვთაებრიობას. რეინკარნაციის შესახებ სახარებებში უამრავი ინფორმაცია არის, მაგრამ ყველაფერს დანახვა უნდა უბრალოდ, „ძველ ტანისამოსს არავინ დაადებს ახალი ქსოვილის საკერებელს, ვინაიდან ახლად დაკერებული მოიხევა სამოსელისაგან და ნახვრეტი უარესი გახდება“ (მათეს სახარება, თავი 9, სტროფი 16). „არც ახალ ღვინოს ჩაასხამენ ძველ ტიკებში, თორემ ტიკები დასკდება, ღვინოც დაიღვრება და ტიკებიც დაიღუპება; არამედ ახალ ღვინოს ახალ ტიკებში ასხამენ და ორივე ინახება“ (მათეს სახარება, თავი 9, სტროფი 17). „ძველ ტანსაცმელს არავინ დაადებს საკერებელს ახალი ქსოვილისგან; თორემ ახალი დაკერებული მოხევს ძველს და უარესად გაიგლიჯება“ (მარკოზის სახარება, თავი 2, სტროფი 21). „არავინ ჩაასხამს ახალ ღვინოს ძველ ტიკებში, თორემ ღვინო ტიკებს დახეთქავს და ღვინოც დაიკარგება და ტიკებიც. არამედ ახალ ღვინოს ახალ ტიკებში ასხამენ“ (მარკოზის სახარება, თავი 2, სტროფი 22). „იგავიც უთხრა მათ: „არავინ მოხეცს საკერებელს ახალ სამოსელს და არ დაადებს ძველ სამოსელს, თორემ ახალსაც დაგლეჯს და ძველსაც არ გამოადგება ახალი სამოსლის საკერებელი“ (ლუკას სახარება, თავი 5, სტროფი 36). „არავინ ჩაასხამს ახალ ღვინოს ძველ ტიკებში, თორემ ახალი ღვინო ტიკებს დახეთქავს და ღვინოც დაიკარგება და ტიკებიც“ (ლუკას სახარება, თავი 5, სტროფი 37). „არამედ ახალი ღვინო ახალ ტიკებში უნდა ჩაისხას“ (ლუკას სახარება, თავი 5, სტროფი 38). „არც ერთი ძველის მსმელი არ მოისურვებს ახალს, რადგან იტყვის: ძველი სჯობიაო“ (ლუკას სახარება, თავი 5, სტროფი 39). ეს სიტყვები მათეს, მარკოზისა და ლუკას სახარებებიდან ამტკიცებენ რეინკარნაციის არსებობას. ვედურ ბჰავიშია-პურანაში არსებობს ინფორმაცია კალი-იუგას რელიგიების შესახებ, მათ შორის ქრისტიანობის შესახებაც. მართლმადიდებლური არგუმენტი: „ბოროტება არ ისპობა, პირიქით, სულ უფრო და უფრო მრავლდება. აქედან კი ლოგიკურად გამომდინარეობს ბუდიზმის უმთავრესი დასკვნა, რომლის თანახმადაც ამგვარი მდგომარეობიდან საუკეთესო გამოსავალა სამყაროდან გაქცევა, სიცოცხლის სურვილის მოსპობა - ნირვანაა. რეინკარნაციის აღიარება გულისხმობს, როგორც სულის არსებობის მაღალი ფორმებიდან დაღმასვლის შესაძლებლობას, ისე მის პირუკუ პროცესსაც“ (წყარო: მართლმადიდებელი აპოლოგეტის ზურაბ ეკალაძის მართლმადიდებლური სტატია - „რეინკარნაცია და ქრისტიანობა“ www.orthodoxy.ge) კონტრარგუმენტი #8: სამსარა ეს არის დაბნელებული და დაბინძურებული ცნობიერება, ნირვანა - სუფთა და აფექტებისგან თავისუფალი ცნობიერება. ნირვანა არაა სიცოცხლის მოსპობა ან „გაქცევა“ კოსმოსიდან არარაობაში. ბუდისტური ფილოსოფიის მიხედვით თითოეული სატვა (ცოცხალი არსება) არის პოტენციური ბუდა (ან ბოდჰისატვა). როდესაც ცოცხალი არსება აღწევს გასხივოსნებას, მისი ვიჯნანა (ცნობიერება) იწმინდება სიბინძურისგან (ეგოიზმიგან, სიძულვილისგან, უმეცრებისგან, მატერიალური სურვილებისგან) და ფხიზლდება. ცოცხალი არსება კი არ ხდება ბუდა, ის იხსენებს, რომ უკვე არის ბუდა, ის ფხიზლდება. ბუდა ნიშნავს გამოფხიზლებულს, რომელმაც იცის, რომ სამყარო არის სიზმარი და სხვა არაფერი. ბოროტება არ მრავლდება, ყოველი ახალი ინკარნაცია არის ახალი დასაწყისი, ეს ნიშნავს იმას, რომ ნეგატიური კარმა კი არ იზრდება, არამედ რეინკარნაციის პროცესში ნეიტრალდება. ცოცხალ არსებას აქვს უნარი დააგროვოს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი კარმა, რადგანაც ახალი ინკარნაცია ესაა ახალი შანსი. ბუდისტური ფილოსოფიის მიხედვით არსებობს 6 სამყარო, დევა-ლოკა (ღმერთების სამყარო), ასურა-ლოკა (დემონთა სამყარო), პრეტა-ლოკა (აჩრდილთა სამყარო), ცხოველთა სამყარო, ნარაკა-ლოკა (ჯოჯოხეთის სულთა სამყარო) და მანუშია-ლოკა (მოკვდავ ადამიანთა სამყარო). ადამიანები არიან დეგრადირებული დევები (ღმერთები). ნებისმიერ დევას შეუძლია დაიბადოს დემონად, დემონს - ადამიანად, ცხოველს - ჯოჯოხეთის არსებად და ა.შ. ამას ეწოდება უნივერსალური ტრანსმორფიზმი. არსებობს ნირვანას, ცნობიერების გასუფთავების სამი ვერსია, სამი დონე: ნირვანა, პარა-ნირვანა და მაჰა-ბოდჰი-ნირვანა. მაჰა-ბოდჰი-ნირვანა არის ცნობიერების გაწმენდის ყველაზე სრულყოფილი და აბსოლუტური ფორმა. გნოსტიკოსი ფილოსოფოსი კარპოკრატე, ასწავლიდა სულთა გადასახლების შესახებაც. კარპოკრატეს თანახმად, იესო ქრისტემ საიდუმლოდ ამცნო მოციქულებს და უბრძანა მათ, ასევე საიდუმლოდ ემცნოთ ღირსეულთათვის, რომ ბოროტება და სიკეთე არსებობს ადამიანთა შეხედულებებში, ბუნებით კი არაფერია ბოროტი. სრულყოფილება მდგომარეობს მხოლოდ ცოდნაში, ამიტომაც ადამიანთა სულები სხეულიდან სხეულში გადადიან მანამ, სანამ არ გამოსცდიან ყოველივეს, რაც მისაწვდომია კაცისთვის და ამ გზით არ მიიღებენ სრულყოფილ ცოდნას. როგორც ვხედავთ რეინკარნაციის დოქტრინა სულაც არ არის დამახასიათებელი მხოლოდ აღმოსავლური მოძღვრებებისთვის, რეინკარნაციის იდეას იზიარებდნენ ადრექრისტიანულ ეპოქაში და შუასაუკუნეებში მცხოვრები გნოსტიკოსი და მანიქეველი აპოლოგეტები. ადრექრისტიანულ ეპოქაში არსებობდა ქრისტიანთა ორი ჯგუფი: ბუკვალისტები, რომლებიც უარყოფდნენ რეინკარნაციას და გნოსტიკოსი ალეგორისტები, რომლებიც აღიარებდნენ რეინკარნაციას, საბოლოოდ ამ ორ ჯგუფს შორის დაპირისპირებამ რომის იმპერია კრახამდე მიიყვანა, ბუკვალისტებმა დახოცეს ალეგორისტები და მათ ძვლებზე ააშენეს რელიგიური დიქტატურა, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო და ათასობით უდანაშაულო „ერეტიკოსი“ იმსხვერპლა. რეინკარნაციას აღიარებენ არა მხოლოდ დჰარმული რელიგიები, რეინკარნაციის კონცეფციას იღებდნენ ნეოპლატონიზმის და გნოსტიციზმის მიმდევრებიც.
  4. სამსარა (სანსარა) და ნირვანა (ნიბანა) ესენია არა კონკრეტული ადგილები სამყაროში, არამედ სულის (ცნობიერების) მდგომარეობა. სამსარა (სანსარა) ესაა წრებრუნვა სამყაროში, კარმული კანონის ზეგავლენით სხეულიდან სხეულში გადასახლება, არაკონტროლირებადი უნებლიე რეინკარნაცია. რეინკარნაციას განაპირობებს აფექტებით სავსე ცნობიერება და კარმა. არის პოზიტიური კარმა (დადებითი მოქმედებები), არის კარგი პირობები (რეინკარნაცია კარგ პირობებში), არის ნეგატიური კარმა (უარყოფითი მოქმედებები), არის ცუდი პირობები (რეინკარნაცია ცუდ პირობებში). აფექტები განაპირობებენ კარმას, კარმა - რეინკარნაციას. არაკონტროლირებადი რეინკარნაციის ანუ ცნობიერების სხეულიდან სხეულში გადასვლის მიზეზია: ავიდია (უმეცრება, სულიერი კანონების არცოდნა) და აჰამკარა (ასმიტა-შაკტი - ეგოიზმი და ეგოცენტრიზმი). თუ არ არის ავიდია და აჰამკარა, არ არის კარმა, არ არის კარმა - არ არის რეინკარნაცია. ნირვანა (ნიბანა) ნიშნავს შეწყვეტას, წრებრუნვის, სხეულიდან სხეულში ხეტიალის შეწყვეტას კარმის და აფექტების ანულირების გზით. ომ მანი პადმე ჰუმ
  5. თუ მატერიალური კოსმოსი ანუ პრაკრიტი ილუზიაა მაშინ ეროვნული იდენტობაც ილუზორული ზმანებაა და თუ მატერია მაინც არსებობს და ფლობს არსს, მაშინ ეროვნული იდენტობა მაინც რაღა შუაშია? განა იცის ჩემი სხეულის სუბატომმა რომ "ქართველია"? ან იქნებ ჩემმა ჯივა ატმანმა იცის რომ "ქართველი სულია"? ჯივატმანს ვაფშე არ აქვს ეროვნული დამღა. მოიშორეთ ილუზიები. მე ვცნობ რეინკარნაციას და ეს ნიშნავს რომ ჩემი "ქართველობა" არაფერს არ ნიშნავს, რადგანაც შემდეგ ცხოვრებაში საერთოდ ძროხად, ხედ ან ფილიპინელად შეიძლება დავიბადო ან საერთოდაც ჯოჯოხეთის დემონიკუსად. მაშ რაღა აზრი აქვს ამ მატერიალურ ილუზიებს? ბუდა ამბობს რომ სატვა ანუ არსება არ ფლობს პიროვნულ არსს და მით უმეტეს არც ეროვნულ და რელიგიურ იდენტობას და როცა სატვა კვდება მისი ვიჯნანა ანუ ცნობიერება უკვე არც ადამიანია და ჯერ არც ახალი ფორმა აქვს მიღებული ახალ სხეულში, მაშინ რაღაა სატვა? თუ სატვას ვიჯნანა არის ცარიელი ფიზიკური რეალიებისგან, მაშინ ვინღა ვარ მე? მე აშკარად არავინ არ ვარ, მე ვარ მხოლოდ სუფთა ცნობიერება ანუ შუნია-სატვა. საერთოდაც ერთადერთი რაც არსებობს ესაა მაჰაშუნიატა ანუ დიდი სიცარიელე და თუნდაც პრაკრიტი რეალური იყოს მან მაინც არ იცის რა არის "გვარიშვილობა" და "ეროვნული სისხლი". ეროვნება ესაა პოლიტიკოსების მიერ ხელოვნურად შექმნილი დოგმა, როდესაც ხალხს შთააგონეს რომ ისინი არიან მხოლოდ დედამიწის ერთი კონკრეტული ნაგლეჯის შვილები და არა აბსოლუტური ზესულის ნაწილები და სამყაროს მოქალაქენი. მე არ ვარ "ქართველი", მე ვარ კოსმოსის მოქალაქე და უსასრულო სიცარიელის სინათლე ანუ "აინ სოფ აურ". მე ვარ უსასრულო არაფრის სიბნელე "ჰოშეჰ".
  6. ქრისტე სახარებაში ნათლად განმარტავს თუ ვის ეწოდება ჭეშმარიტი მორწმუნე. ნამდვილი მორწმუნე ისაა ვინც ფლობს ზებუნებრივ ძალებს ანუ მაგიას იგივე "სიდჰებს". რა ხდება დღეს? მილიონობით უვიცი ხულიგანი საკუთარ თავს უწოდებს "მორწმუნეს". ეს სასაცილოა. ნახეთ რა წერია სახარებაში: მათეს სახარება – თავი მეჩვიდმეტე 9. ხოლო მთიდან ჩამოსვლისას იესომ უბრძანა და უთხრა მათ: ნურავის გაანდობთ ამ ხილვას, ვიდრე ძე კაცისა არ აღდგება მკვდრეთით. 10. ჰკითხეს მას მოწაფეებმა და უთხრეს: რატომ ამბობენ მწიგნობარნი, პირველად ელია უნდა მოვიდესო? 11. ხოლო მან პასუხად თქვა: ელია მართლაც პირველად მოვა და აღადგენს ყოველს; 12. მაგრამ გეუბნებით თქვენ: ელია უკვე მოვიდა, და ვერ იცნეს იგი, არამედ როგორც უნდოდათ, ისე მოექცნენ. იგივე ტანჯვა ელის მათგან კაცის ძესაც. 13. მაშინ მიხვდნენ მოწაფეები, რომ იოანე ნათლისმცემელზე ელაპარაკებოდა მათ. 14. როდესაც ხალხთან მივიდნენ, ერთი კაცი მიუახლოვდა, მუხლი მოიყარა მის წინაშე 15. და უთხრა: უფალო! შეიწყალე ჩემი ძე: მთვარეულია და საშინლად იტანჯება, ვინაიდან ხშირად ცეცხლში და ხშირად კიდევ წყალში ვარდება. 16. მივუყვანე შენს მოწაფეებს, მაგრამ ვერ განკურნეს იგი. 17. ხოლო იესომ პასუხად თქვა: ო, ურწმუნო და უკუღმართო მოდგმავ: როდემდის ვიქნები თქვენთან? როდემდის მოგითმენთ თქვენ? აქ მომგვარეთ. 18. შერისხა იგი იესომ და გავიდა ეშმაკი მისგან: და განიკურნა ყმაწვილი იმავე წამს. 19. მაშინ მოწაფეებმა დაიმარტოხელეს იესო და ჰკითხეს: რატომ ჩვენ ვერ შევძელით მისი განდევნა? 20. ხოლო იესომ მიუგო მათ: თქვენი მცირე რწმენის გამო: თუ გექნებათ მდოგვის მარცვლის ოდენა რწმენა, უბრძანეთ ამ მთას: გადაადგილდიო, და ისიც გადაადგილდება, და არაფერი იქნება შეუძლებელი თქვენთვის. ახლა ხვდებით? თუმცა თეოსოფი ბლავატსკაია ამაზე წერდა რომ აქ ნახსენები სიტყვა "პისტის" რაც ითარგმნება როგორც "რწმენა" სინამდვილეში ნიშნავს ცოდნას. "პისტის" ესაა ცოდნა და არა ბრმა რწმენა. სამწუხაროდ მილიონობით იდიოტი ამას საერთოდ ვერ იგებს. სხვათაშორის ქრისტე ებრაელებს უწოდებს ურწმუნო და უკუღმართ მოდგმას, ხოლო მათ ღმერთს ბოროტ ეშმაკს და აშკარად ამბობს, რომ მისი მამა სხვაა. ეს აშკარად იცოდნენ რაბინებმაც და ამიტომაც მოკლეს. იეჰოვამ პირდაპირ უთხრა ებრაელებს რომ მოეკლათ ყველა ვინც სხვა ღმერთებს იქადაგებდა. სხვათაშორის მათეს სახარება პირდაპირ ამბობს, რომ იოანე ნათლისმცემელი იყო ელია წინასწარმეტყველის რეინკარნაცია და ეონმა ქრისტემ ეს იცოდა. კაბალისტები სხვათაშორის ამას აღიარებენ და ასევე ამტკიცებენ რომ მოსე იყო სეითის რეინკარნაცია. იუდაურ კაბალაში რეინკარნაციას ეწოდება "გილგულ". ისლამში რეინკარნაცია ესაა "ტანასუხ".
×
×
  • შექმენი...