Jump to content
Planeta.Ge

შანკარადევა

პლანეტელი
  • პოსტები

    672
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი შანკარადევა

  1. აჰრიმანი (არიმანი, ანგრო მაინუ) — ბოროტი სული ზოროასტრიზმში, უარყოფითი სულიერი საწყისის განსახიერება. დადებითი სულიერი საწყისის — აჰურა მაზდას საპირისპირო საწყისი. აჰრიმანი და აჰურა მაზდა გამუდმებით ებრძვიან ერთმანეთს. აჰრიმანი ყველა სიავის — სიკვდილის, ავადმყოფობის, ზამთრის, გვალვის მომტანია; აჰრიმანი მტაცებელი ცხოველებისა და მეომარი მომთაბარე ტომების მფარველია.
  2. მოიზმი (ჩინურად: 墨家) — ჩინური ფილოსოფიური სკოლა, რომლის ფუძემდებელია მოძღვარი მო (ან მო ძი), რომელიც ცხოვრობდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 470-391 წლებში. მოიზმის მიმდევრები მკაცრად დაუპირისპირდნენ კონფუციანელობას, ტექსტში, რომელიც საგანგებოდ კონფუციანელთა წინააღმდეგაა დაწერილი, იკითხება: „კონფუციანელები მიისწაფვიან მიაღწიონ შთაგონებულ გარეგნობას, მდიდრულად ირთვებიან, თანამედროვენი რომ აცდუნონ. ისინი სიმღერებითა და ცეკვებით ცდილობენ მოიმრავლონ მოწაფეები, აწყობენ უამრავ რთულ ცერემოანიალს, რათა წარმოჩდნენ და მიიპყრონ მრავალი ადამიანის ყურადღება, მათი ვრცელი მოძღვრება არ შეიძლება იყოს სამყაროს წესრიგის ამხსნელი, მათ უამრავ განაზრებებს არ ძალუძთ დაეხმარონ უბრალო ადამიანებს, მთელი ცხოვრების მანძილზეც კი ვერ აითვისებ მათ მოძღვრებას“ (13,153). მოისტების ფილოსოფიური სკოლის ფუძემდებელი მო-ძი უარყოფდა ბედისწერას, ამნიშნითაც აკრიტიკებდა იგი კონფუცის ფატალიზმს. მოისტების მიხედვით ადამიანმა ბედნიერება თავად უნდა მოიპოვოს შრომითა და კაცთმოყვარეობით, როცა ადამიანმა თავისი მოქმედების და აზრის საფუძველი იცის, იგი ბედისწერას უარყოფს. მიწათმოქმედმა, რომელიც დილაადრიან იწყებს შრომას და გვიან საღამოს ბრუნდება სახლში, იცის რომ შიმშილი აღარ ემუქრება, მაშასადამე, აღარც ბედისწერისა ეშინია. მოისტები ცოდნის ორ წყაროს აღიარებდნენ: შეგრძნებებს და აზროვნებას. მოისტების სკოლა ცნობილი იყო უმკაცრესი წესრიგით, სადაც მსჯელობდნენ ომების, მტრობის, უსამართლობის აღკვეთაზე, იქ თავს იყრიდნენ ამ საკითხებით დიდად დაინტერესებული ყოფილი მეომრები, სკოლაში საყოველთაო სიყვარულს ქადაგებდნენ."რა არის უწესრიგობა?" - კითხულობს მოიზმის მიმდევარი და პასუხობს:"ეს არის ის,როცა შვილს თავისი თავი უყვარს ხოლო მამა არა, როცა ქვეყნის მმართველებს უყვართ თავისი ქვეყანა, სხვას კი ომით ემუქრებიან" მოისტების მოძღვრების თანახმად, სუსტს ძლიერი უნდა ეხმარებოდეს. ლიტერატურა გორდეზიანი რ., ჭელიძე მ., ძველი აღმოსავლეთის ფილოსოფია // ინდოეთი, ჩინეთი. თბილისი 2001.
  3. სტოიციზმი ელინისტური ფილოსოფიაა რომელიც ზენონ კიტიელმა (ძველი ბერძენი ფილოსოფოსი) პირველად სტოიკური ფილოსოფიის სკოლის სახით შექმნა, ძველ ათენში, ქრისტეს შობამდე მე-3 საუკუნეში. სტოიციზმი პერსონალური ეთიკის ფილოსოფიაა, რომელიც ლოგიკურ სისტემად არის წარმოდგენილი და ერთიან სურათში სამყაროზე შეხედულების მოდელს გვთავაზობს. მისი სწავლების მიხედვით, გადიხარ ადიაფორას გზას, რომელიც აწმყოს მიღებაში გეხმარება, საკუთარი თავისთვის უფლების არ მიცემით, კონტროლი დაკარგონ შიშის, ან სიამოვნების (გრძნობების) გამო. გონების გამოყენებით შეიცნონ სამყარო და მიიღონ მონაწილეობა ბუნების ჩანაფიქრის შესრულებაში, ერთად მუშაობითა და სხვებთან სუფთა, სამართლიანი დამოკიდებულებით. სტოიცისტები განსაკუთრებით ცნობილნი არიან მათი სწავლებით, რომ “სათნოება ერთადერთი სიკეთეა” ადამიანებისათვის და გარე ფაქტორები, როგორიცაა ჯანმრთელობა, სიმდიდრე, სიამოვნება - არ არის თავისთავად კარგი, ან ცუდი, არამედ მათ აქვთ ღირებულება სათნო ქმედებასთან მიმართებაში, რომელსაც ჩვენ გარკვეული კრიტერიუმით ვანიჭებთ მათ, შესაძლებელია ამ ღირებულების სათნოებაზე მორგება. სტოიციზმი არისტოტელეს ეთიკასთან ერთად საფუძველს უდებს დასავლურ არტატიკურ ეთიკას (aretaic ethics - Virtue ethics). სტოიცისტები საფუძველს უდებენ განკითხვის საფუძველზე შექმნილი ემოციების ბლოკირებას, ისინი ფიქრობდნენ, რომ ადამიანები მიზნად უნდა ისახავდნენ მოცემულობებთან ემოციურად თანხვედრაში მოსვლას, რაც არჩევანის ფილოსოფიის (Prohairesis), სახელით არის ცნობილი. თავისი მხრივ კი ეს იმას გულისხმობს, რომ სტოიცისტური ფილოსოფია გვთავაზობს ადამიანები შევაფასოთ არა მათი ნათქვამის, არამედ მათი ქმედებების მიხედვით, რამდენადაც ჰარმონიის მისაღწევად, ადამიანმა უნდა გაიაზროს სამყაროს წესები, რადგან ყველაფრის ძირეული ახსნა სწორედ სამყაროს ხასიათსა და ბუნებით მოცემულობაშია. ბევრი სტოიცისტი, მაგალითად სენეკა და ეპიკტეტუსი - მიიჩნევდნენ, რომ სიკეთე (სათნოება) საკმარისია ბედნიერებისათვის, სიბრძნე კი ემოციურ მდგრადობას გვანიჭებს უიღბლობის მიმართ. ეს რწმენა მსგავსია ფრაზის მნიშვნელობისა “სტოიცისტური სიმშვიდე”, თუმცა ფრაზა არ მოიცავს რადიკალურად ეთიკურ სტოიცისტურ ხედვას, რომელიც გვეუბნება, რომ მხოლოდ სიბრძნე შეიძლება იყოს ჭეშმარიტად თავისუფალი და ყველა ტიპის მორალური გადაცდომა, თანაბრად მიუღებელი. სტოიცისზმი პოპულარული გახდა ძველ რომაულ-ბერძნულ სამყაროებში, ქრისტეს შობიდან მე-3 საუკუნეში, როცა მის მიმდევართა შორის იყო იმპერატორი მარკუს აურელიუსი. ის უარყოფილ იქნა ქრისტიანობის დაკანონებასთან ერთად, მე-4 საუკუნიდან. მას შემდეგ ის ისტორიულად აღორძინდა რენესანსისა (ნეოსტოიციზმი) და თანამედროვე ფილოსოფიის (თანამედროვე სტოიციზმი) ეპოქებში.
  4. სინამდვილეში ასტროლოგია რელიგიაა – საბეიზმის ნაირსახეობა. მასში ვარსკვლავები სულიერ არსებებად მოიაზრება. პანთეისტებისა და ოკულტისტების სწავლებით მატერია გასულიერებულია, ანუ მატერიის ელემენტებზე სულები ბატონობენ. როზენკროიცერი გოეთე, ამ კოსმიურ სულებს დემონებს (დაიმონებს) უწოდებდა. ვარსკვლავები და პლანეტები სამყაროს მმართველი კოსმიური სულების სხეულებია. ანტიკურ მითოლოგიაში და ელინისტურ რელიგიაში დაიმონები (დემონები) ეწოდებოდათ ოლიმპოელი ღმერთების მსახურებს, ნახევრადღვთაებრივ სულებს, რომლებიც იყვნენ შუამავლები ღმერთებსა და ადამიანებს შორის და იერარქიულად იკავებდნენ ადგილს ადამიანურ და ღვთაებრივ არსებებს შორის, ცხადია არსებობდნენ როგორც კეთილი დაიმონები, ისევე ბოროტები. მათ გარდა არსებობდნენ ბუნების ძალების მმართველი სხვა არსებები, ბუნების სტიქიების და ასპექტების პერსონიფიკაციები, რომლებსაც ერქვათ - არქონტები, ლიტურგები და დეკანები. არსებობდნენ ასევე ინტელექტთან და შთაგონებასთან დაკავშირებული ნახევრადღვთაებრივი სულები - გენიები და მუზები. თეოსოფები, პაგანისტები, მისტიკოსები, ჰერმეტისტები, როზენკროიცერები, შტაინერისტები ქრისტიანობას წარმართული რელიგიის – საბეიზმის ნაირსახეობად მიიჩნევენ. ისინი ეონ ქრისტეს მზის სულთან აიგივებენ, ხოლო ძველი აღთქმის თორმეტ პატრიარქსა და თორმეტ მოციქულს – ზოდიაქოს ნიშნებთან. საყურადღებოა ისიც, რომ გასული საუკუნის ოციანი წლების ათეისტი რელიგიათმცოდნეები თავიანთ ენციკლოპედიებსა და სახელმძღვანელოებში წერდნენ, რომ ქრისტე ამონის, მითრასა და მზის სხვა ღვთაებათა მოდიფიკაციაა. საკმაოდ საინტერესო თეორიაა. მსგავსი მოსაზრება გააჩნია მოძრაობა „პროექტი ვენერას“ ერთ-ერთ ლიდერს - პიტერ ჯოზეფს. წარმართულ რელიგიაში (ტრადიციულ პოლითეიზმში და პანთეიზმში) იყო საბეიზმი (ებრაული სიტყვა “საბადან” – ვარსკვლავის ძალა) – ზეციურ მნათობთა გაღმერთება. წარმართობის ერთ-ერთი უძველესი ფორმა იყო ვარსკვლავთა, როგორც ცოცხალ არსებათა თაყვანისცემა – საბეიზმი. განსაკუთრებით ყვაოდა იგი ქალაქ ურში – აბრაამის სამშობლოში. იქ იდგა მნათობებისადმი მიძღვნილი მშვენიერი ტაძრები. ასტროლატრია, საბეიზმი, ტრადიციული წარმართული რელიგიების განუყოფელი ნაწილია. საბეიზმი არსებობს იაპონურ შინტოიზმშიც. მრავალი პირველწყარო მიიჩნევს, რომ საბეიზმი ისლამამდე აღმოცენებული რელიგიაა, რომელიც გავრცელდა მესოპოტამიაში, არაბეთში, სირიასა და მცირე აზიაში. მისი საწყისები ბაბილონურ ასტროლოგიაშია. არაბი მწერალი ალ სოიუთი საუბრობდა ვინმე სეთხზე, როგორც საბეიზმის დამაარსებელზე. საბეიზმის მიმდევრები პირამიდებს აშენებდნენ, რომლებიც ერთის მხრივ განიხილებოდნენ როგორც პლანეტარული სისტემის მოდელები, მეორეს მხრივ კი სეთჰის სამარხები. არქაული ასტრონომიის ბრიტანელი სპეციალისტი უილსონი თვლიდა, რომ შესაძლოა ეგვიპტური პირამიდები მონუმენტური ძეგლები იყო, რომელიც საბეელმა მისიონერებმა ააგეს. კოსმიურ სხეულთა თაყვანისცემა ძველ მსოფლიოში გავრცელებული იყო პრაქტიკულად ყველგან, სანამ ის არ მოსპო ქრისტიანულმა პროპაგანდამ. http://1.bp.blogspot.com/-KljpXUA-qok/UA2bpwtNw9I/AAAAAAAAAhg/NsNPNZ_qdZI/s1600/NGC7635-rev00-17-07-12.jpg
  5. სინამდვილეში ასტროლოგია რელიგიაა – საბეიზმის ნაირსახეობა. მასში ვარსკვლავები სულიერ არსებებად მოიაზრება. პანთეისტებისა და ოკულტისტების სწავლებით მატერია გასულიერებულია, ანუ მატერიის ელემენტებზე სულები ბატონობენ. როზენკროიცერი გოეთე, ამ კოსმიურ სულებს დემონებს (დაიმონებს) უწოდებდა. ვარსკვლავები და პლანეტები სამყაროს მმართველი კოსმიური სულების სხეულებია. ანტიკურ მითოლოგიაში და ელინისტურ რელიგიაში დაიმონები (დემონები) ეწოდებოდათ ოლიმპოელი ღმერთების მსახურებს, ნახევრადღვთაებრივ სულებს, რომლებიც იყვნენ შუამავლები ღმერთებსა და ადამიანებს შორის და იერარქიულად იკავებდნენ ადგილს ადამიანურ და ღვთაებრივ არსებებს შორის, ცხადია არსებობდნენ როგორც კეთილი დაიმონები, ისევე ბოროტები. მათ გარდა არსებობდნენ ბუნების ძალების მმართველი სხვა არსებები, ბუნების სტიქიების და ასპექტების პერსონიფიკაციები, რომლებსაც ერქვათ - არქონტები, ლიტურგები და დეკანები. არსებობდნენ ასევე ინტელექტთან და შთაგონებასთან დაკავშირებული ნახევრადღვთაებრივი სულები - გენიები და მუზები. თეოსოფები, პაგანისტები, მისტიკოსები, ჰერმეტისტები, როზენკროიცერები, შტაინერისტები ქრისტიანობას წარმართული რელიგიის – საბეიზმის ნაირსახეობად მიიჩნევენ. ისინი ეონ ქრისტეს მზის სულთან აიგივებენ, ხოლო ძველი აღთქმის თორმეტ პატრიარქსა და თორმეტ მოციქულს – ზოდიაქოს ნიშნებთან. საყურადღებოა ისიც, რომ გასული საუკუნის ოციანი წლების ათეისტი რელიგიათმცოდნეები თავიანთ ენციკლოპედიებსა და სახელმძღვანელოებში წერდნენ, რომ ქრისტე ამონის, მითრასა და მზის სხვა ღვთაებათა მოდიფიკაციაა. საკმაოდ საინტერესო თეორიაა. მსგავსი მოსაზრება გააჩნია მოძრაობა „პროექტი ვენერას“ ერთ-ერთ ლიდერს - პიტერ ჯოზეფს. წარმართულ რელიგიაში (ტრადიციულ პოლითეიზმში და პანთეიზმში) იყო საბეიზმი (ებრაული სიტყვა “საბადან” – ვარსკვლავის ძალა) – ზეციურ მნათობთა გაღმერთება. წარმართობის ერთ-ერთი უძველესი ფორმა იყო ვარსკვლავთა, როგორც ცოცხალ არსებათა თაყვანისცემა – საბეიზმი. განსაკუთრებით ყვაოდა იგი ქალაქ ურში – აბრაამის სამშობლოში. იქ იდგა მნათობებისადმი მიძღვნილი მშვენიერი ტაძრები. ასტროლატრია, საბეიზმი, ტრადიციული წარმართული რელიგიების განუყოფელი ნაწილია. საბეიზმი არსებობს იაპონურ შინტოიზმშიც. მრავალი პირველწყარო მიიჩნევს, რომ საბეიზმი ისლამამდე აღმოცენებული რელიგიაა, რომელიც გავრცელდა მესოპოტამიაში, არაბეთში, სირიასა და მცირე აზიაში. მისი საწყისები ბაბილონურ ასტროლოგიაშია. არაბი მწერალი ალ სოიუთი საუბრობდა ვინმე სეთხზე, როგორც საბეიზმის დამაარსებელზე. საბეიზმის მიმდევრები პირამიდებს აშენებდნენ, რომლებიც ერთის მხრივ განიხილებოდნენ როგორც პლანეტარული სისტემის მოდელები, მეორეს მხრივ კი სეთჰის სამარხები. არქაული ასტრონომიის ბრიტანელი სპეციალისტი უილსონი თვლიდა, რომ შესაძლოა ეგვიპტური პირამიდები მონუმენტური ძეგლები იყო, რომელიც საბეელმა მისიონერებმა ააგეს. კოსმიურ სხეულთა თაყვანისცემა ძველ მსოფლიოში გავრცელებული იყო პრაქტიკულად ყველგან, სანამ ის არ მოსპო ქრისტიანულმა პროპაგანდამ. http://cs.astronomy.com/cfs-file.ashx/__key/telligent-evolution-components-attachments/13-58-00-00-00-49-00-77/NGC7331_5F00_LRGB2_5F00_50p.jpg http://www.mistisoftware.com/astronomy/Images/m38_041213_2000.jpg http://star-watcher.org/images/IC10-FCC.jpg
  6. ეს მხოლოდ ქრისტიანობას ჰგონია, რომ მონოგამია არის ურთიერთობის და ქორწინების ერთადერთი ფორმა, ყოველგვარი ალტერნატივის გარეშე, სხვა რელიგიებში ასე არასოდეს ყოფილა და თუ ახლა გაჩნდა ეს იდეა, სულაც არ ნიშნავს ეს იმას, რომ ქრისტიანული რელიგიის მიერ მოგონილი მონოგამია მათი დოგმატიკის განუყოფელი ნაწილია, ეს უბრალოდ ქრისტიანობის გავლენაა, რომელსაც სექსუალური ლიბერალიზმის მომხრე ზოგ-ზოგიერთი ათეისტებიც გაურბიან და არა მხოლოდ არაქრისტიანული რელიგიების კონსერვატიული მიმდევრები. დღეს ბევრი ქალი და კაციც ფიქრობს, რომ დედამიწაზე მუდამ იყო, არის და იქნება მხოლოდ მონოგამია, მაგრამ ისინი ცდებიან. მათთვის სწორედ რომ ქრისტიანული მოდელია იდეალური და ამ მოდელს ბევრი არაქრისტიანიც მისდევს ისე, რომ არც ესმის, რომ ეს ქრისტიანული პროდუქტია, გამოგონილი ახ.წ. მესამე საუკუნეში. მკაცრი მონოგამია ესაა სუფთა ქრისტიანული ფენომენი, რომელიც ადამიანის არსებობის ყველა სფეროშია განფენილი, ხელოვნებაში, მეცნიერებაში, პოლიტიკაში და ა.შ. კინოში, მულტფილმებში, პოლიტიკურ შოუებში, მეცნიერულ სემინარებზე, ყველგან გრგვინავს მონოგამიური პათოსი, როგორც ერთადერთი და უალტერნატივო აქსიომა. სხვა რელიგიები, გარდა ქრისტიანობისა, არასოდეს არ იღებდნენ დოგმატურ დონეზე იდეას, რომ მონოგამია ესაა ერთადერთი აქსიომა, ერთადერთი სწორი ცხოვრების წესი. რაც არ უნდა გვიკვირდეს, დღეს უკვე ქრისტიანების ამ იდეას აჟღერებენ არაქრისტიანებიც, მათ შორის ფემინისტები და ჰუმანისტები, ძირითადად კი გაღვივებული ეგოიზმის მქონე ქალები, რომლებსაც ზურგს უმაგრებს სუფთა ქრისტიანული დოგმა. ის, რომ პრაქტიკულად ყველა ფილმში, მულტფილმში და პოლიტიკურ სივრცეშიც არის მონოგამიური შაბლონების და სტერეოტიპების აქტიური რეკლამა და უნივერსალურ უალტერნატივო აქსიომად გამოფენა და თანაც დიდი პათოსით, სულაც არ უნდა გვიკვირდეს. აბა რა გვგონია? ნუთუ გვგონია, რომ სადმე ოდესმე შეიძლება იყოს წარმატებული პოლიგამიური ოჯახის წარმოჩენა? და რა წარმატებაზეა საუბარი ტოტალიტარულ მმონოგამიურ ნეოქრისტიანულ სისტემაში? თვითონ პორნოგრაფიული და ეროტიკული ბიზნესიც მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ ხალხში გამოიწვიოს კიდევ უფრო ღრმა ზიზღი და აღშფოთება, რათა იყოს მტრის ხატი. მტრის ხატი საჭირო რამაა. ან უყურეთ იმას რასაც ეწოდება 18+ ან შეეგუეთ რეალობას. არავინ არაადამიანთაგან არასოდეს არ დაუშვებს მონოგამიის ალტერნატივების რეკლამირებას მასმედიის დახმარებით. მსოფლიოში დომინირებს ქრისტიანული მონოგამიური პარადიგმა. ომ შრი კალი ნამაჰა. 14.10.2020
  7. ძველი ბერძნული მითოლოგიის მიხედვით თავდაპირველად იყო მხოლოდ ქაოსი, ქაოსიდან იშვა კოსმოსი. კოსმოსი გაამშვენეს და მორთეს ღმერთებმა (ტიტანებმა და ტიტანიდებმა). ღმერთების მრავალი თაობა იშვა კოსმოსში; ცის ღმერთი ურანოსი შეცვალა დროის ღმერთმა კრონოსმა, ხოლო კრონოსის ადგილი დაიკავა მეხთამტეხელმა ზევსმა, კოსმიური ეთერის მეუფემ. დოდეკათეონი, თორმეტი ოლიმპოელი და ათასობით წვრილი ღვთაება მართავს და განაგებს სამყაროს, შობილს ქაოსიდან, ღმერთების სამსახურში არიან ნახევრადღვთაებრივი არსებები - დაიმონები. არსებობენ კეთილი დაიმონები (აგატოდაიმონები), ბოროტი დაიმონები (კაკოდაიმონები) და ნეიტრალური ბუნების დაიმონები, რომლებიც არც სიკეთეს სჩადიან და არც სიავეს და ეწოდებათ უბრალოდ "დაიმონ". ფილოსოფოსი სოკრატე ასევე საუბრობდა ადამიანის შინაგან სინდისის ხმაზე, რომელსაც უწოდებდა - "დაიმონიონ". ეს "დაიმონოინ" ძლიერ წააგავს უფალი ვიშნუს ერთ-ერთ ასპექტს, რომელიც ადამიანის გულში, ატომარული სულის სიახლოვეს იმყოფება და თვალყურს ადევნებს ადამიანის მოქმედებებს, რჩევებს აძლევს და ეხმარება მას, ეწოდება მას - პარამატმა (ზესული). მსოფლიოს რელიგიებში სხვადასხვა კოსმოგონიური მოდელებია წარმოდგენილი, კლასიკურ პოლითეისტურ რელიგიებში თავდაპირველ საწყისად ითვლება ქაოსი, მაშინ როცა მონოთეისტურ, პანთეისტურ და პანენთეისტურ რელიგიებში პირველდასაბამი არის არა ქაოსი, არამედ უპიროვნო მსოფლიო სული ან უმაღლესი ღვთაებრივი პიროვნება, დემიურგი (კეთილი დემიურგოსი). ნეოპლატონიზმის, ნეოპითაგორეიზმის, ჰერმეტიზმის, გნოსტიციზმის, სტოიციზმის, პითაგორეიზმის, პლატონიზმის, არისტოტელიზმის, ანაქსიმანდრე იონიელის ფილოსოფიის, ანაქსაგორას ფილოსოფიის, ჰერაკლიტეს, ვიშნუიზმის, შივაიზმის, შაკტიზმის, შანკარავადას, სიქჰიზმის და ზურვანიზმის მიხედვით ყველაფრის დასაბამი არის მსოფლიო სული (ან ღვთაებრივი პიროვნება - იშვარა). გნოსტიკური ტრაქტატი "სამყაროს წარმოშობის შესახებ" პირველივე სტროფებში აცხადებს, რომ ადამიანები და ღმერთები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქაოსამდე არ იყო არაფერი, მწარედ ცდებიან და არ იციან რეალური დასაბამი. ცნობისათვის, იაპონურ პოლითეიზმშიც იგივე იდეაა გაჟღერებული, რომ თითქოსდა ყველაფრის დასაბამია ქაოსი. ცხადია კლასიკური პოლითეიზმის მიდგომას მკვეთრად უარყოფს მონოთეიზმის, პანთეიზმის და პანენთეიზმის ნებისმიერი ფორმა.
  8. ძველი ბერძნული მითოლოგიის მიხედვით თავდაპირველად იყო მხოლოდ ქაოსი, ქაოსიდან იშვა კოსმოსი. კოსმოსი გაამშვენეს და მორთეს ღმერთებმა (ტიტანებმა და ტიტანიდებმა). ღმერთების მრავალი თაობა იშვა კოსმოსში; ცის ღმერთი ურანოსი შეცვალა დროის ღმერთმა კრონოსმა, ხოლო კრონოსის ადგილი დაიკავა მეხთამტეხელმა ზევსმა, კოსმიური ეთერის მეუფემ. დოდეკათეონი, თორმეტი ოლიმპოელი და ათასობით წვრილი ღვთაება მართავს და განაგებს სამყაროს, შობილს ქაოსიდან, ღმერთების სამსახურში არიან ნახევრადღვთაებრივი არსებები - დაიმონები. არსებობენ კეთილი დაიმონები (აგატოდაიმონები), ბოროტი დაიმონები (კაკოდაიმონები) და ნეიტრალური ბუნების დაიმონები, რომლებიც არც სიკეთეს სჩადიან და არც სიავეს და ეწოდებათ უბრალოდ "დაიმონ". ფილოსოფოსი სოკრატე ასევე საუბრობდა ადამიანის შინაგან სინდისის ხმაზე, რომელსაც უწოდებდა - "დაიმონიონ". ეს "დაიმონოინ" ძლიერ წააგავს უფალი ვიშნუს ერთ-ერთ ასპექტს, რომელიც ადამიანის გულში, ატომარული სულის სიახლოვეს იმყოფება და თვალყურს ადევნებს ადამიანის მოქმედებებს, რჩევებს აძლევს და ეხმარება მას, ეწოდება მას - პარამატმა (ზესული). მსოფლიოს რელიგიებში სხვადასხვა კოსმოგონიური მოდელებია წარმოდგენილი, კლასიკურ პოლითეისტურ რელიგიებში თავდაპირველ საწყისად ითვლება ქაოსი, მაშინ როცა მონოთეისტურ, პანთეისტურ და პანენთეისტურ რელიგიებში პირველდასაბამი არის არა ქაოსი, არამედ უპიროვნო მსოფლიო სული ან უმაღლესი ღვთაებრივი პიროვნება, დემიურგი (კეთილი დემიურგოსი). ნეოპლატონიზმის, ნეოპითაგორეიზმის, ჰერმეტიზმის, გნოსტიციზმის, სტოიციზმის, პითაგორეიზმის, პლატონიზმის, არისტოტელიზმის, ანაქსიმანდრე იონიელის ფილოსოფიის, ანაქსაგორას ფილოსოფიის, ჰერაკლიტეს, ვიშნუიზმის, შივაიზმის, შაკტიზმის, შანკარავადას, სიქჰიზმის და ზურვანიზმის მიხედვით ყველაფრის დასაბამი არის მსოფლიო სული (ან ღვთაებრივი პიროვნება - იშვარა). გნოსტიკური ტრაქტატი "სამყაროს წარმოშობის შესახებ" პირველივე სტროფებში აცხადებს, რომ ადამიანები და ღმერთები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქაოსამდე არ იყო არაფერი, მწარედ ცდებიან და არ იციან რეალური დასაბამი. ცნობისათვის, იაპონურ პოლითეიზმშიც იგივე იდეაა გაჟღერებული, რომ თითქოსდა ყველაფრის დასაბამია ქაოსი. ცხადია კლასიკური პოლითეიზმის მიდგომას მკვეთრად უარყოფს მონოთეიზმის, პანთეიზმის და პანენთეიზმის ნებისმიერი ფორმა. ომ ნამაჰ შივაია. 13.10.2020.
  9. რელიგიაში ყოველთვის დომინირებდა აზრი, რომ ტანტრიზმი არის "სიბინძურე", ისევე როგორც ფემინისტურ წრეებში ბატონობს აზრი, რომ სექსუალურად ლიბერალური ფემინიზმი არის ფსევდოფემინისტური პატრიარქალური დივერსია, შექმნილი მასკულინური რენეგატების მიერ, რომლის მიზანიცაა ქალების დამონება. ინდუისტების 98% თვლის, რომ ტანტრიზმი "საზიზღრობაა", ისევე როგორც თვლის ფემინისტების 98%, რომ სექს-ლიბერალური ფემინიზმი "ერესია". ფინიკიური ქალღმერთი ასტაროტა, ფიზიკური სიყვარულის და ნაყოფიერების ვნებიანი ღვთაება ბევრს არ უყვარდა და არც ახლა მოსდის თვალში, გასაგებიცაა რატომ. ფემინისტების 98% იმავე გზით მიდის, რა გზითაც რელიგიური ადამიანების 99% დედამიწაზე, უბრალოდ მათ (ფემინაცისტებმა), თავიანთი იდეოლოგიიდან ამოიღეს და სანაგვეში გადაისროლეს ღმერთი. მათი მეთოდია კლასიკური დაყავი და იბატონე, დაყავი კაცობრიობა ქალებად და კაცებად, შეაჯახე ეს ორი სქესი ერთმანეთს, გააღრმავე მათ ტვინებში მატერიალისტური სტერეოტიპები და იბატონე მსოფლიოზე, შექმენი ახალი მსოფლიო წესრიგი. სწორედ ეს იყო და არის "ჰუმანური" ბავარიელი ილუმინატების საუკუნის ოცნება, რომელიც მალე ასრულდება, სამყარო სექსის და რელიგიის გარეშე. მათი მიზანია კაცობრიობის დამონება და გადაშენება. თუმცა მაინც არის განსხვავება როცა ვუსმენ ფრიგიდულ მორწმუნეს და როცა ვუსმენ ფრიგიდულ ათეისტს, მორწმუნე ამბობს, რომ სექსუალური ლიბერალიზმი ცოდვაა, ის ეყრდნობა აბსოლუტის, როგორც მეტაკოსმიური საწყისის ავტორიტეტს, ხოლო როცა უფლებებზე საუბრობს ათეისტი ფემინისტი, ის უარყოფს ღმერთის არსებობას და უბრალოდ ამბობს, რომ არის ქალთა უფლებები და მათ თრგუნავენ გარყვნილი კაცები. არავითარი ღვთაებრივი ავტორიტეტი არ დგას ფემინაცისტური ათეიზმის უკან, მათ მიღმა მხოლოდ ონტოლოგიური ნიჰილიზმია, რომელიც საფუძველშივე განსხვავდება მაჰაიანურ ბუდიზმში არსებული მერეოლოგიური ნიჰილიზმისგან. ფემინაცისტებს ეზიზღებათ ყველა და ყველაფერი, მათ შორის საკუთარი ჰეტეროსექსუალი დედებიც, რომლებმაც გაბედეს და კაცებთან სექსით შვეს ბავშვები.
  10. რელიგიაში ყოველთვის დომინირებდა აზრი, რომ ტანტრიზმი არის "სიბინძურე", ისევე როგორც ფემინისტურ წრეებში ბატონობს აზრი, რომ სექსუალურად ლიბერალური ფემინიზმი არის ფსევდოფემინისტური პატრიარქალური დივერსია, შექმნილი მასკულინური რენეგატების მიერ, რომლის მიზანიცაა ქალების დამონება. ინდუისტების 98% თვლის, რომ ტანტრიზმი "საზიზღრობაა", ისევე როგორც თვლის ფემინისტების 98%, რომ სექს-ლიბერალური ფემინიზმი "ერესია". ფინიკიური ქალღმერთი ასტაროტა, ფიზიკური სიყვარულის და ნაყოფიერების ვნებიანი ღვთაება ბევრს არ უყვარდა და არც ახლა მოსდის თვალში, გასაგებიცაა რატომ. ფემინისტების 98% იმავე გზით მიდის, რა გზითაც რელიგიური ადამიანების 99% დედამიწაზე, უბრალოდ მათ (ფემინაცისტებმა), თავიანთი იდეოლოგიიდან ამოიღეს და სანაგვეში გადაისროლეს ღმერთი. მათი მეთოდია კლასიკური დაყავი და იბატონე, დაყავი კაცობრიობა ქალებად და კაცებად, შეაჯახე ეს ორი სქესი ერთმანეთს, გააღრმავე მათ ტვინებში მატერიალისტური სტერეოტიპები და იბატონე მსოფლიოზე, შექმენი ახალი მსოფლიო წესრიგი. სწორედ ეს იყო და არის "ჰუმანური" ბავარიელი ილუმინატების საუკუნის ოცნება, რომელიც მალე ასრულდება, სამყარო სექსის და რელიგიის გარეშე. მათი მიზანია კაცობრიობის დამონება და გადაშენება. თუმცა მაინც არის განსხვავება როცა ვუსმენ ფრიგიდულ მორწმუნეს და როცა ვუსმენ ფრიგიდულ ათეისტს, მორწმუნე ამბობს, რომ სექსუალური ლიბერალიზმი ცოდვაა, ის ეყრდნობა აბსოლუტის, როგორც მეტაკოსმიური საწყისის ავტორიტეტს, ხოლო როცა უფლებებზე საუბრობს ათეისტი ფემინისტი, ის უარყოფს ღმერთის არსებობას და უბრალოდ ამბობს, რომ არის ქალთა უფლებები და მათ თრგუნავენ გარყვნილი კაცები. არავითარი ღვთაებრივი ავტორიტეტი არ დგას ფემინაცისტური ათეიზმის უკან, მათ მიღმა მხოლოდ ონტოლოგიური ნიჰილიზმია, რომელიც საფუძველშივე განსხვავდება მაჰაიანურ ბუდიზმში არსებული მერეოლოგიური ნიჰილიზმისგან. ფემინაცისტებს ეზიზღებათ ყველა და ყველაფერი, მათ შორის საკუთარი ჰეტეროსექსუალი დედებიც, რომლებმაც გაბედეს და კაცებთან სექსით შვეს ბავშვები.
  11. ქრისტიანულ კულტურას, რომელიც აქტიურად ებრძვის და ყველა დონეზე უპირისპირდება წარმართობას (პაგანიზმს), გააჩნია სამი უმთავრესი დოქტრინა (დოგმა, იდეა), სამი ფუნდამენტური შაბლონი: #1 - მონოთეიზმი. ეს შაბლონი ამბობს, რომ ღმერთი მხოლოდ ერთია და შეუძლებელია არსებობდეს მრავალი ღმერთი. აქ ჩნდება ფუნდამენტური განსხვავება და დაპირისპირება პაგანიზმთან (პოლითეისტურ თეოლოგიასთან). #2 - მონოგამია. ეს შაბლონი ამბობს, რომ ადამიანს მხოლოდ ერთი მეუღლე უნდა ჰყავდეს. აქ საფუძველშივე უარყოფილია სხვა რელიგიებში გავრცელებული იდეა თავისუფალი არჩევანის და ურთიერთობათა მრავალი ფორმის არსებობის შესახებ, რომელიც გულისხმობს მონოგამიის და პოლიგამიის ერთდროულ არსებობას და გამორიცხავს მონოგამიის დომინანტურობას, რასაც აქვს ადგილი ქრისტიანულ პარადიგმაში. #3 - პურიტანული შაბლონი. ეს შაბლონი ქადაგებს სექსუალობის (ვნების, ლიბიდოს) მაქსიმალურ შეზღუდვას და მისი დევიზია: "რაც შეიძლება ნაკლები სექსი!" და "სექსუალობა სიბინძურეა!". სამივე შაბლონი (პარადიგმა) მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული და მსოფლიოში ადამიანთა 90%-ს დღეს ვერც კი წარმოუდგენია განსხვავებული კულტურა, სადაც არ მოქმედებს ეს სამი შაბლონი. ადამიანთა უმრავლესობა დედამიწაზე დღეს, თვლის ამ სამ ფუნდამენტურ ქრისტიანულ შაბლონს, ჭეშმარიტების და რეალობის განუყოფელ ნაწილად.
  12. იცით, გერმანული მითოლოგიიდან გამახსენდა რაღაცეები... კონკრეტულად კი - დოპელგანგერი (ადამიანის დემონური ორეული).
  13. არის რუსეთში გერმანული პოლითეიზმის ერთი მიმდევარი, ევგენი ნეჩკასოვი ჰქვია.
  14. სხვათაშორის, მისი კულტი ძალიან პოპულარული იყო მთელ ანტიკურ სამყაროში. ამ ქალღმერთს ემსახურებოდნენ საკმაოდ ვნებიანი და ე.წ. მსუბუქი ყოფაქცევის ქურუმი-ქალები და სექსის შესახებაც წარმოდგენები ცოტა სხვა ჰქონდათ ძველ ბერძნებს. მათთვის სექსი იყო როგორც ჩვეულებრივი ფიზიოლოგიური მოთხოვნილება და მეტიც, აფროდიტესთან ზიარების რიტუალები გულისხმობდნენ იეროგამიის ანუ სარიტუალო სექსის შესრულებას. დიდად პატივდებულნი იყვნენ აფროდიტეს მიმდევარი ქალები და მათ არავინ აკნინებდა, არავინ მიიჩნევდა მათ ავხორც ეშმაკებად. ყველაფერი შეიცვალა ახ.წ. 392 წელს, როცა რომის ქრისტიანმა იმპერატორმა თეოდოსიუს დიდმა აკრძალა წარმართობა, ყველა რელიგია მართლმადიდებლობის გარდა და დაიწყო თავდავიწყება... ხოლო 529 წელს იუსტინიენე დიდმა ათენის წარმართული ფილოსოფიური აკადემიის დახურვით საბოლოოდ დაუსვა წერტილი ანტიკური წარმართული რელიგიის ნარჩენებს. ქრისტიანები ელინებს ბრალს სდებდნენ იმაში რომ ისინი დემონებს ანუ ავ სულებს ეთაყვანებოდნენ, ირონია იმაშია, რომ სიტყვა დემონი (დაიმონი) მართლაც ღვთაებას ნიშნავდა ბერძნულ ენაზე.
  15. ვეგეტარიანელი ინდუისტი ან სიქჰი ფიქრობს არა იმაზე, რომ ცხოველი როგორც ასეთი თავისთავად წარმოადგენს აბსოლუტურ ფასეულობას, არამედ იმას, რომ თუ ბუნებას ზიანს მიაყენებს ღმერთი დასჯის კარმული კანონის დახმარებით. სინამდვილეში ინდუისტს ადარდებს არა ცხოველი და მისი "უფლებები" შეთხზული დასავლელი ულტრა-ლიბერალების და ეკოლოგიური ტერორისტების მიერ, არამედ კოსმიური კანონები და მათი მოქმედების პრინციპი, შექმნილი იშვარას (ღმერთის) მიერ. ინდუსისათვის მთავარია ღმერთის მორჩილება და უფლამდე მისვლა და არა აგრესიული ცოფიანი პირუტყვების დაცვა. ხვალ რომ ინდუისტების რომელიმე ღვთაებამ შეცვალოს წესები და საპირისპირო თქვას, ინდუსი დიდი სიამოვნებით გაავლებს მუსრს მთელ ფაუნას. ინდუსი ფაუნაზე კი არა საკუთარ სულზე ზრუნავს. მაგის გარდა ყელშია უკვე ამოსული ქუჩებში მაწანწალა ძაღლები და მათი ჰიპსტერი დამცველები თავის ტვინის კიბოთი. პლიუს: რა უფლებებზეა საუბარი პირუტყვთან? საიდან მიიღეს ეგ "უფლებები" ძალიან მაინტერესებს. დროა შეწყვიტონ უაზრო თამაში ეკოაქტივისტებმა და მოეშვან ფარისევლობას. სინამდვილეში მხოლოდ საკუთარი ეგოს დაკმაყოფილება ადარდებთ და თამაშობენ მორალის მცველი ანგელოზების როლს. მინახავს მათი "მორალი" კომენტარებში ინტერნეტში, რას აგინებენ ვინც მათკენ არაა იმათ ყველას. ტიპიური სექტაა ეგ ეკოლოგიზმი და ბევრი ბაიყუში ეკოლოგისტი ინდური რელიგიებითაცაა ვითომ "გატაცებული" და თან ისე, რომ ზედაპირულად თუ იციან ინდური რელიგიები. ძალადობა ყოველთვის არ იკრძალება ინდუიზმში, ეგრე რომ იყოს ინდოელი ჯარისკაცები ქაშმირში ჩინელ ჯარისკაცებს თითსაც არ დააკარებდნენ, არადა დიდი სიამოვნებით ხოცავენ მტრებს ბრძოლის ველზე. ეკოლოგისტების წყალობით ჩვენი ბინძური ქუჩებიც ბრძოლის ველად იქცნენ. დედაჩემი ძაღლებმა მილიონჯერ კინაღამ შეჭამეს და თურმე მათი დაძინება "არ შეიძლება". უკვე გამზადებული აქვთ იდეალური "ეთიკა" მაგ საზიზღარ ბუნების დამცველ ჯორებს. ერთმა სტუდენტმა ერთხელ ისიც მომახალა ინდუიზმით ვარ დაინტერესებული და ვეგატარიანელი გავხდიო, თან ბოდავდა იმას, რომ ცხოველი ადამიანისგან არაფრით განსხვავდებაო. ლექტორს თვალები შუბლზე აუვიდა სემინარზე. ინდურ რელიგიებს რაც შეეხება ფეხები იცის და არა ინდუიზმი.)) წესიერად ერთი უცხო ენაც არ იცის და სოფლური ლაპარაკიც უყვარს ეტყობა, ისეთი ორატორია პირდაპირ შემშურდა. პირს რომ აღებს იქიდან ოქრო გადმოსდის ტკბილად ჟღერადი.)) ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ზედმეტად ბევრს ვინც მედიტირებს ფაუნაზე (ცხოველებზე), კარმული კანონის გამო შემდეგ ინკარნაციაში ცხოველის სხეულს მიიღებს. მედიტაცია ნიშნავს კონცენტრაციას. ჰოდა დაემართებათ სათავისო. ერთხელ ერთმა ბუდისტმა ბლოგერმა თქვა: ზოგიერთი ადამიანი ზედგამოჭრილია ცხოველის სხეულში არსებობისათვის, ის რომ ზოგს სხეული ადამიანის აქვს და წერა-კითხვა იცის, სულაც არ ნიშნავს, რომ ცხოველის სხეული არ გამოადგებოდა. ერთია ვეგატარიანელობა და მეორეა დაბინძურებული ქუჩები და კბენა ერთ ადგილას.
  16. ვეგეტარიანელი ინდუისტი ან სიქჰი ფიქრობს არა იმაზე, რომ ცხოველი როგორც ასეთი თავისთავად წარმოადგენს აბსოლუტურ ფასეულობას, არამედ იმას, რომ თუ ბუნებას ზიანს მიაყენებს ღმერთი დასჯის კარმული კანონის დახმარებით. სინამდვილეში ინდუისტს ადარდებს არა ცხოველი და მისი "უფლებები" შეთხზული დასავლელი ულტრა-ლიბერალების და ეკოლოგიური ტერორისტების მიერ, არამედ კოსმიური კანონები და მათი მოქმედების პრინციპი, შექმნილი იშვარას (ღმერთის) მიერ. ინდუსისათვის მთავარია ღმერთის მორჩილება და უფლამდე მისვლა და არა აგრესიული ცოფიანი პირუტყვების დაცვა. ხვალ რომ ინდუისტების რომელიმე ღვთაებამ შეცვალოს წესები და საპირისპირო თქვას, ინდუსი დიდი სიამოვნებით გაავლებს მუსრს მთელ ფაუნას. ინდუსი ფაუნაზე კი არა საკუთარ სულზე ზრუნავს. მაგის გარდა ყელშია უკვე ამოსული ქუჩებში მაწანწალა ძაღლები და მათი ჰიპსტერი დამცველები თავის ტვინის კიბოთი. პლიუს: რა უფლებებზეა საუბარი პირუტყვთან? საიდან მიიღეს ეგ "უფლებები" ძალიან მაინტერესებს. დროა შეწყვიტონ უაზრო თამაში ეკოაქტივისტებმა და მოეშვან ფარისევლობას. სინამდვილეში მხოლოდ საკუთარი ეგოს დაკმაყოფილება ადარდებთ და თამაშობენ მორალის მცველი ანგელოზების როლს. მინახავს მათი "მორალი" კომენტარებში ინტერნეტში, რას აგინებენ ვინც მათკენ არაა იმათ ყველას. ტიპიური სექტაა ეგ ეკოლოგიზმი და ბევრი ბაიყუში ეკოლოგისტი ინდური რელიგიებითაცაა ვითომ "გატაცებული" და თან ისე, რომ ზედაპირულად თუ იციან ინდური რელიგიები. ძალადობა ყოველთვის არ იკრძალება ინდუიზმში, ეგრე რომ იყოს ინდოელი ჯარისკაცები ქაშმირში ჩინელ ჯარისკაცებს თითსაც არ დააკარებდნენ, არადა დიდი სიამოვნებით ხოცავენ მტრებს ბრძოლის ველზე. ეკოლოგისტების წყალობით ჩვენი ბინძური ქუჩებიც ბრძოლის ველად იქცნენ. დედაჩემი ძაღლებმა მილიონჯერ კინაღამ შეჭამეს და თურმე მათი დაძინება "არ შეიძლება". უკვე გამზადებული აქვთ იდეალური "ეთიკა" მაგ საზიზღარ ბუნების დამცველ ჯორებს. ერთმა სტუდენტმა ერთხელ ისიც მომახალა ინდუიზმით ვარ დაინტერესებული და ვეგატარიანელი გავხდიო, თან ბოდავდა იმას, რომ ცხოველი ადამიანისგან არაფრით განსხვავდებაო. ლექტორს თვალები შუბლზე აუვიდა სემინარზე. ინდურ რელიგიებს რაც შეეხება ფეხები იცის და არა ინდუიზმი.)) წესიერად ერთი უცხო ენაც არ იცის და სოფლური ლაპარაკიც უყვარს ეტყობა, ისეთი ორატორია პირდაპირ შემშურდა. პირს რომ აღებს იქიდან ოქრო გადმოსდის ტკბილად ჟღერადი.)) ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ზედმეტად ბევრს ვინც მედიტირებს ფაუნაზე (ცხოველებზე), კარმული კანონის გამო შემდეგ ინკარნაციაში ცხოველის სხეულს მიიღებს. მედიტაცია ნიშნავს კონცენტრაციას. ჰოდა დაემართებათ სათავისო. ერთხელ ერთმა ბუდისტმა ბლოგერმა თქვა: ზოგიერთი ადამიანი ზედგამოჭრილია ცხოველის სხეულში არსებობისათვის, ის რომ ზოგს სხეული ადამიანის აქვს და წერა-კითხვა იცის, სულაც არ ნიშნავს, რომ ცხოველის სხეული არ გამოადგებოდა. ერთია ვეგატარიანელობა და მეორეა დაბინძურებული ქუჩები და კბენა ერთ ადგილას.
  17. საიდან იციან, რომ მაწანწალა აგრესიული პირუტყვის დაძინება "ცუდია" (არაეთიკურია)? იმიტომ, რომ მათ უკვე გამზადებული აქვთ იდეალური ეთიკის უნივერსალური მოდელი (სექტის დოგმა). ოცდამეერთე საუკუნის შავი ჭირი ესაა - ზოორელიგია (ცხოველთა დამცველთა ტოტალიტარული და დესტრუქციული სექტა). ესაა ტერორიზმის ახალი ფორმა, ულტრა-ლიბერალური ეკოლოგიური ზოოტერორიზმი, გამოგონილი ქალაქელი მოცლილი ათეისტების მიერ. როგორც მაიკლ კრაიტონმა თქვა, რელიგიურ რწმენას და რელიგიურობისადმი ლტოლვას ადამიანს ვერაფერი ვერ გამოურეცხავს სულიდან, ასე რომ ქალაქელმა ათეისტებმა და ფსევდო-მორალისტებმა, რომლებიც კეთილი სამარიტელის როლს თამაშობენ, იპოვეს ახალი სათაყვანებელი კერპი - ველური (ან შინაური) ცხოველი. დაეხმარო ადამიანს რთულია, ხოლო ცხოველის დახმარება იოლია და ასე ეგოსაც იოლად დაიკმაყოფილებ. პირუტყვის დახმარებით უფრო მარტივია კეთილი სულის როლის თამაში, რადგანაც ადამიანი რთული არსებაა და რთულია მასთან ურთიერთობა, უტვინო ცხოველს კი ბევრი ლაქუცი არც სჭირდება, ერთხელ პურს გადაუგდებ და უკვე შენი მადლიერია, კუდს აქნევს და ა.შ. ზოორელიგიის მიმდევრები უმეტესად ხდებიან ისინი, ვინც გაურბიან ადამიანურ საზოგადოებას, რადგანაც არ აქვთ უნარი ნორმალურ ადამიანებთან ურთიერთობის და როგორც სარტრმა თქვა "სულში ღმერთის ხელა ხვრელი აქვთ". ცდილობენ ხვრელი შეივსონ ზოოთაყვანისცემით და აგრესიული პათოსით, ამიტომაც ქადაგებენ, რომ თურმე ცხოველს "უფლებები" ჰქონია. ესაა მათი ახალი გასართობი. უნდათ ცხოვრების აზრი მამაძაღლებს და იპოვეს კიდეც, ცხოველთა თაყვანისცემა და სექტის მიღმა მყოფი ხალხის დატერორება.
  18. ანტიკური ხანა (ლათ. antiquus — ძველი) — ტერმინი პირველად გამოჩნდა XVIII საუკუნის ფრანგულ სამეცნიერო ლიტერატურაში და თავდაპირველად აღნიშნავდა უძველესი წარსულის ხელოვნების განსაკუთრებულ სფეროს. მას შემდეგ მრავალი ნაშრომი მიეძღვნა ხელოვნების ისტორიის შესწავლას, საერთო აღიარება ჰპოვა აზრმა ძველი ბერძნული და რომაული კულტურების უაღრეს მნიშვნელობაზე ევროპული ცივილიზაციის განვითარებაში. სწორედ ამ უაღრესობის გამო ეწოდა მხოლოდ ძველი საბერძნეთისა და რომის კულტურებს „ანტიკური“. ანტიკური ცივილიზაციის ქრონოლოგიური ჩარჩოები ასეთია: ძვ. წ. VIII – ჩვ. წ. V საუკუნის შუა წლები. ეს არის თითქმის თორმეტი საუკუნე. თუმცა დროის ეს ხანგრძლივობა შეიძლება გაიზარდოს, თუკი მივათვლით წინამავალ ოთხ საუკუნეს, რომელსაც კრეტა–მიკენის კულტურა ეწოდება და რომლის წიაღშიც აღმოცენდა ანტიკურობა. ამ ცივილიზაციის ისტორიაში მკვეთრად გამოიყოფა რამდენიმე ლოკალური კულტურა: ბერძნული, რომლის აღმავლობის პერიოდია ძვ. წ. V - IV სს. (კლასიკა) და რომაული, რომლის აღმავლობის ხანა ძვ. წ. II სს – ს მოიცავს. გამოყოფენ აგრეთვე ელინისტურ ანუ ალექსანდრიულ ეპოქასაც (ძვ. წ. 330 – 220 წწ.), როდესაც კულტურის ეპიცენტრმა გადაინაცვლა ალექსანდრიაში. რას მიიჩნევენ ანტიკური ცივილიზაციის მონაპოვრად? უპირველეს ყოვლისა ადამიანში პიროვნული ღირსებების აღიარებას, სულიერების უპირატესობას, მეცნიერების, ხელოვნების, მითოლოგიის აღმავლობას, თავისუფლების შეცნობას. ანტიკურობის უდიდეს მიღწევად აბსტრაქტული მეცნიერებების – ფილოსოფიის, ასტრონომიის, მათემატიკის, მექანიკის, მედიცინის, ისტორიის, მართლმსაჯულების, ეკონომიკის აღმოცენებაც ითვლება. სწორედ ანტიკურ ხანაში დაედო დასაბამი ფილოსოფოსთა სკოლას, პლატონის აკადემიას, არისტოტელეს ლიცეუმს, ალექსანდრიულ მუზეუმს (მუსეიონი); შეიქმნა განათლების სისტემა, რათა ახალგაზრდა თაობა დაუფლებოდა მეცნიერებას, ხელოვნებას, საბრძოლო საქმეს. ადამიანში სულიერების აღორძინებამ ბიძგი მისცა მსოფლიო რელიგიების აღმოცენებას, პოლითეიზმიდან მონოთეიზმზე გადასვლას, რომლის განმაპირობებელ ფაქტორთა შორის ეკონომიკურ და პოლიტიკურ სფეროთა ცენტრალიზაციისაკენ სწრაფვაც მოიაზრება. ჩვ. წ. I საუკუნეში რომაული იმპერიის აღმოსავლეთ პროვინციებში თავი იჩინა ქრისტიანობამ, რომელიც მძაფრი წინააღმდეგობის მიუხედავად IV საუკუნეში ოფიციალურ რელიგიად აღიარეს. ანტიკური ცივილიზაციის მონაპოვარია საზოგადოებრივ–პოლიტიკურ ურთიერთობათა განსაკუთრებული წყობა – დემოკრატია. მისი ძირითადი პრინციპები, რომლებიც ბერძნული ცივილიზაციის აღმავლობის პერიოდში ჩამოყალიბდა, დღემდე ყველა ქვეყნის დემოკრატიულ პარტიათა და მოძრაობათა პროგრამების საფუძვლებად გვევლინებიან. ანტიკური ცივილიზაციის პოლიტიკურ და ეკონომიკურ თავისებურებათა შორის ასახელებენ პოლისთა არსებობას. ანტიკური პოლისი იყო დამოუკიდებელი, თვითმართვადი ქალაქი–სახელმწიფო, სადაც სახელმწიფოებრივი წყობა შესაძლოა ყოფილიყო დემოკრატიაც, ტირანიაც, არისტოკრატიაც, ოლიგარქიაც და ა.შ., მაგრამ ნებისმიერი წყობის დროს მკაცრად იყო დაცული პოლისის მოქალაქეთა თანასწორობა და უფლებები. დიდი იყო ანტიკური ცივილიზაციის წვლილი ეკონომიკის განვითარებაში. სწორედ ანტიკურ ეპოქაში აღმოცენდა წარმოების ორგანიზაციის, საკუთრების, ფინანსურ, ფულად თუ სხვა ურთიერთობათა ფორმები; დაარსდა სახელმწიფო ბანკები და ხაზინები. ანტიკურ ხანაში გახდა შესაძლებელი პირველი მსოფლიო იმპერიების წარმოქმნა. ამ მიმართულებით პირველი მოძრაობა დაიწყო ანტიკური ცივილიზაციის დასაბამიდანვე, როდესაც ბერძნულ ქალაქ–სახელმწიფოთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა დააარსა კოლონიები ხმელთაშუა, შავი, აზოვისა თუ იონიის ზღვათა სანაპიროებზე. ეს პერიოდი (ძვ. წ. VIII – VI სს.) ისტორიაში ცნობილია „დიდი ბერძნული კოლონიზაციის“ სახელით. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ იყო იმპერია. ყოველი კოლონია დამოუკიდებელი იყო მეტროპოლიისაგან, თუმცა სულიერი, ეკონომიკური თუ ოჯახური ძაფებით მაინც მას უკავშირდებოდა. ამ საკოლონიზაციო მოძრაობამ დიდი როლი შეასრულა მსოფლიო პროგრესის ისტორიაში: განვითარდა ზღვაოსნობა, დაიწყო ინტენსიური მოგზაურობანი, რამაც ხელი შეუწყო განათლების განვითარებას, ხალხთა შორის კულტურულ ურთიერთობას. პირველი დიდი მსოფლიო იმპერიის შექმნა დაკავშირებულია ალექსანდრე III მაკედონელის სახელთან, შეიქმნა ასევე რომაული იმპერია. ანტიკურობამ, როგორც ძველი საბერძნეთისა და რომის კულტურულმა მემკვიდრეობამ, უდიდესი გავლენა იქონია ევროპისა და საერთოდ მსოფლიოს ხალხთა პოლიტიკურ და რელიგიურ აზროვნებაზე, ლიტერატურასა და ხელოვნებაზე, ფილოსოფიურსა და იურიდიულ შეხედულებებზე. ეს გავლენა დღემდე გრძელდება და ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ანტიკური მემკვიდრეობის ჰუმანისტურ იდეალებს, რომელიც კაცობრიობის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე პროგრესულ ძალთა მასაზრდოებელი არსენალი იყო. ძვ. წ. 180 წ. ჩდილოეთ ინდოეთში შეიჭრა დემეტრიოს I. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც მაურიების დინასტია ტახტიდან ჩამოაგდო პუშიამიტრა შუნგამ – შუნგას დინასტიის დამარსებელმა. (ძვ.წ.185-78 წ.წ.). ბერძნებმა მიაღწიეს თვით დედაქალაქ პატალიპუტრამდე აღმოსავლეთ ინდოეთში (თანამედროვე ქალაქი პატნა) სტრაბონი წერდა : " ისინი ვინც მოვიდნენ ალექსანდრესთან ერთად მიაღწიეს განგამდე და პატალიპუტრამდე. ინდური ხელნაწეები, ასევე, მეტყველებენ ქალაქების – მატჰურა, პანჩალა, საკეტა, პატალიპუტრა – ბერძნულ შეტევებზე. ამის შესახებ წერდა დაახლოებით ძვ.წ. 150 წ. პატანჯალი. სამხრეთით ბერძნებმა დაიკავეს სინდჰისა და გუჯარათის ოლქები. აგრეთვე ბარიგაზას (ბჰარუჩის) სტრატეგიული ნავსადგური, რის შესახებაც გვიამბობენ სტრაბონი და სხვა ავტორები. ამას ადასტურებს აპოლოდოტ I–ის მონეტები. უფრო სარწმუნოა, რომ პენჯაბიდან აღმოსავლეთით მდებარე პროვინციების დაპყრობა მოგვიანებით მომხდარიყო მეფე მენანდრე მიერ მე–2 საუკუნის მეორე ნახევარში. თანამედროვე პაკისტანის ჩრდილო–დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქი სირკაპი აგებული იყო მეფე დემეტრიოს I ბაქტრიელი–ის მიერ. ქალაქი აგებულია ბერძნული ქალაქთმშენებლობის სტანდარტების სრული დაცვით. ნაპოვნია არაერთი ბერძნული კულტურის ნიმუში. კერძოდ, ბერძენ–ბაქტრიელ მეფეთა მონეტები, რომლებზეც გამოსახულია ბერძნული მოთოლოგიური სცენები. ცნობილია, რომ ინდო–ბერძნულ სამეფოში აყვავდა ბუდიზმი. არსებობს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ბაქტრიელი ბერძნების ინდოეთში შეჭრა განპირობებული იყო არა მხოლოდ ბერძენ მოქალაქეთა დაცვის, არამედ შუნგას ბრაჰმანისტული დინასტიის მხრიდან მაურიების ძველი იმპერიის ბუდისტური მოსახელობის რელიგიური დევნისაგან დაცვის მიზნითაც. ბერძნულ–ბუდისტური ხელოვნების პერიოდის ნიმუშები ძალზედ მწირია, შემორჩენილია მხოლოდ ამ პერიოდის მონეტები, ქვის სადგამი. ხშირად ნამუშევრები უფრო გვიანდელი პერიოდისაა და განეკუთვნება ინდო–სკვითურ, ინდო–პართიულ ან ქუშანის სამეფოს პერიოდს. ძნელდება მათი დათარიღება. ზოგიერთის მოსაზრებით, ინდური და ბერძნული სიმბოლიკის შესწავლით დასტურდება, რომ ნამუშევრები მოხატულია ჩვ.წ. პირველი საუკუნის ბერძენი მოხეტიალე მხატვრების მიერ. სავარაუდოა, ასევე, რომ ინდო–ბერძნული პერიოდში გავრცელებული იყო ბერძნული ტრადიციით გამოსახული ბუდისტური ქანდაკებები, თუმცა მისი ზუსტი დათარიღება ასევე არ ხერხდება. ლიტერატურა ზ. კიკნაძე, ანტიკური ეპოქა, ნუმიზმატისა და ბონისტის განმარტებითი ლექსიკონი Grinin L. E. Early State in the Classical World: Statehood and Ancient Democracy. In Grinin L. E. et al. (eds.)Hierarchy and Power in the History of civilizations: Ancient and Medieval Cultures 9pp.31–84). Moscow: URSS, 2008.Early State in the Classical World http://www.asergeev.com/pictures/archives/2010/876/jpeg/14.jpg
  19. გაპიროვნება: პერსონიფიკაცია (ლათ. persona – სახე, პიროვნება; facere - კეთება) – მხატვრული გამოსახვის ხერხი, რომლისთვისაც დამახასიათებელია საგნებისა და მოვლენებისადმი ადამიანური თვისებების მიწერა, უსულო და სულიერი საგნების გაადამიანება. უსულო საგანი წარმოდგენილია, როგორც ადამიანი, რომელიც გრძნობს, მსჯელობს, მოქმედებს. განსხვავდება მეტაფორისაგან იმით, რომ მეტაფორაში ყველა თვისების გადატანა შეიძლება ერთი საგნიდან მეორეზე, გაპიროვნებაში კი გადატანილია მხოლოდ ადამიანური თვისებები. თანამედროვე ეკოლოგებს და ბუნების დამცველებს ხშირად ახასიათებთ ადამიანური თვისებების ცხოველებზე გადატანა და მათი გაადამიანება (გაპიროვნება). ასეთია ადამიანური აღქმა. მთავარია ის, თუ როგორ აღიქვამს ადამიანი ბუნებას და არა ის, როგორ აღიქვამს ცხოველი ადამიანს საკუთარი ინსტინქტების პრიზმაში, როგორც ბიოლოგიური რობოტი. ვედების მიხედვით ცხოველს აქვს 4 მოთხოვნილება: ჭამა, ძილი, სექსი, თავდაცვა. ადამიანს უჩნდება მეხუთე მოთხოვნილება, დასვას სამი კითხვა: ვინ ვარ, საიდან გავჩნდი და რა მოხდება სიკვდილის შემდეგ. ამ კითხვებს ადამიანი მეტყველებითაც გამოხატავს, რაც ცხოველს არ შეუძლია. ბუნების (ცხოველთა) შესახებ წარმოდგენების უდიდესი ნაწილი არის უბრალოდ ადამიანის სუბიექტური ხედვა და არა ობიექტური რეალობა. ომ ნამო ნარაიანა მნიშვნელოვანი და საინტერესოა ისიც, თუ როგორ განმარტავს ანუ უკეთებს ინტერპრეტაციას მეცნიერული კვლევების რეზულტატებს კონკრეტული ადამიანი (მაგალითად - ეკოლოგი ან ზოოლოგი).
  20. ოკეანიდი, ოკეანიდები (ბერძ. Okeanides) — ოკეანოსი და ტეთისის ასულები: ნიმფები, არსებითად უკვდავნი, რადგან უსაზღვროდ დიდხანს დანავარდობენ ოკეანეში. ამ მშვენიერი ზღვის ქალწულების რიცხვი სამასი, ათასი ან უფრო სამი ათასია (ჰყავდათ ამდენივე ძმა - მდინარეთა ღვთაებების სახით). უფრო ცნობილი ოკეანიდებია ასია, სტიქსი, ელექტრა, დორიდა, ევრინომე, ამფიტრიტა (პოსეიდონის ცოლი), მეტიდა (მეტისი, ზევსის პირველი ცოლი). ოკეანიდებს კავშირი აქვთ ადამიანებთანაც და ღმერთებთანაც. ითვლებიან ახალი თაობის აღმზრდელებად. ოკეანიდი იყო კლიმენე, ფაეთონის დედა. ოკეანიდებს პოეტები ზღვის ქალწულებად ხატავდნენ, ხელოვანნი კი უფრო ხშირად თევზისბოლოიან ქალიშვილებად, რომელთაც ზღვის ბალახების გვირგვინი და ნიჟარების ფარღული ამშვენებდა, ხელშიც ნიჟარა ეჭირათ და დელფინებით სერავდნენ ზღვის ტალღებს. ნიმფები (ბერძ. νύμφαι „საპატარძლოები“, ლათ. nymphae) — ძველ ბერძნულ მითოლოგიაში (ქართ. ფერიები) ცოცხალი სტიქიური ძალების განსახიერება ქალიშვილების სახით, გამოხატული ნაკადულების რაკრაკით, მცენარეთა ზრდით, მთებისა და ტყეების გარეული მშვენიერება. გეასაგან წარმოშობილნი. ისინი ცხოვრობდნენ ბუნების წიაღში, წყაროებთან ახლოს მთების ჩრდილიან ხეობებში, ჭალებში. სატირების მსგავსად არიან დედამიწის ზედაპირის სულები, ბუნებრივი ძალების გამომჟღავნება, მოქმედნი ადამიანის მიღმა განცალკევებულ გროტებში, ხეობებში, ტყეებში, კულტურული ცენტრებისაგან დაშორებით, ისინი დაკავებულნი იყვნენ ქსოვით, ქარგვით, მღერიან და ცეკვავენ პანის ვიოლინოს ჰანგების ქვეშ, ნადირობენ არტემიდასთან ერთად, მონაწილეობენ დიონისეს ორგიებში, მუდმივ ჭიდილში არიან მომაბეზრებელ სატირებთან. ზოგჯერ ისინი შედიან კონტაქტში ადამიანებთან, ზრუნავენ მათზე, ეძლევიან გმირებსა და მშვენიერ ყმაწვილებს (კალიპსო და ოდისევსი, ამარილა და დაფნისა), ზოგჯერ ისინი ადამიანებს უგზავნიდნენ შეშლილობას, მრისხანებას, უგზავნიან წინასწარმეტყველების ნიჭს, აღმაფრენას. ასეთ შთამაგონელებ ნიმფებს მიეკუთვნება მუზები. მათ მიუძღვნა ორფეოსმა LI ჰიმნი. ქალთევზა, სირინოზი — ადამიანის მაგვარი, ნახევრად ცხოველური არსება, რომელიც ძირითადად ან ნახევარწილად წყალში ცხოვრობს, რაც ფოლკლორსა და თვითმხილველთა გადმოცემებზე დაყრდნობით არის ჩვენამდე შემონახული. სიტყვა ქალთევზა შედგება ორი სიტყვისგან: ქალი და თევზი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ეს არსება ქალისა და თევზის მსგავია. ქალთევზები შესაძლებელია ადამიანისგან გარეგნულად არც კი განსხვავდებოდნენ, ანდაც, ჰქონდეთ წელსქვემოთ თევზის სხეული, ანუ ფეხების მაგივრად, თევზის კუდი. უნდა აღინიშნოს, რომ ქალთევზას კულტი ძველ სამყაროში იღებს სათავეს და მოხსენიებულია ძველ ასურულ ტექსტებში და ბერძნულ მითებში და მთელ მსოფლიოში ფართოდ არის გავრცელებული. საბერძნეთში ქალთევზებს სირინოზებთან აიგივებდნენ. სიტყვა სირინოზი ბევრ ევროპულ ენაში გავრცელდა როგორც ქალთევზას, ასევე ლამაზი და მგალობელი ქალის შესატყვისად. ძველ საბერძნეთში განარჩევდნენ კაცთევზებსაც, რომელთაც ტრიტონს უხმობდნენ. ტრიტონი ანუ კაცთევზა იგივე არსებაა, რაც სირინოზი, ოღონდ მამრობითი სქესის. დასავლეთევროპულ ფოლკლორში ქალთევზას მოიხსენიებენ სიტყვით mermaid, კაცთევზას კი merman, ხოლო აღმოსავლეთ ევროპულ ქალთევზებს, ძირითადად, სლავური წარმოშობის ფოლკლორში rusalka ჰქვიათ. წყლის სამყაროს ამ არსებებზე თქმულებები მეტწილად ზღვისპირა, ან ისეთ ქვეყნებშია გავრცელებული, სადაც დიდი რაოდენობით არის მდინარეები და ტბები. ქალთევზები ძველ დროს მართალია პირმშვენიერ, მაგრამ უსულ-გულო არსებებთან ასოცირდებოდნენ, რადგან, გადმოცემის თანახმად, მათ ხომალდების ჩაძირვა სჩვეოდათ. ქალთევზები მეზღვაურებს ტკბილხმოვანი გალობით ატყვევებდნენ და იხმობდნენ, სამკაპით შეიარაღებული მკლავმაგარი კაცთევზები კი ხომალდს ესხმოდნენ თავს და ძირავდნენ. ზოგიერთი გადმოცემის თანახმად, ზღვის არსებებს მობეზრებული ჰქონდათ უკვდავება, ამიტომაც, მათ ადამიანებისგან სულის ამორთმევა სურდათ, რათა თითონაც მოკვდავნი შექმნილიყვნენ. სხვა გადმოცემები კი მოგვითხრობენ, რომ ქალთევზებს ადამიანებთან ურთიერთობა ისე ენატრებოდათ, რომ ავიწყდებოდათ, ადამიანს წყალში სუნთქვა რომ არ ძალუძს და სიღრმეებში ჩაჰყავდათ თავიანთი სამეფოების დასათვალიერებლად. ჰანს კრისტიან ანდერსენის პატარა ქალთევზაშიც ხომ სწორედ მსგავსი ისტორიაა მოთხრობილი. ფოლკლორში ქალთევზების განსხვავებული წარმომადგენლებიც არის აღწერილი ე. წ. ქალწული ქალთევზები ანუ ნიმფები. ნიმფა ძველბერძნულად ქალწულს ნიშნავს. ქალთევზებზე პირველი თქმულებები ასურეთში ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 1000 წელს გაჩნდა. ქალღმერთი ასტარტა ასურეთის დედოფლის სემირამიდას დედა იყო, რომელსაც მოკვდავი მწყემსი შეუყვარდა, თუმცა, ურთიერთობისას უცაბედად შემოაკვდა. დარცხვენილმა ასტარტამ წყალში ჩაშვება და თევზად გადაქცევა გადაწყვიტა, მაგრამ წყალმა საწადელი ბოლომდე არ შეუსრულა, წელსზევით ის ქალად დარჩა, წელსქვემოთ კი ფარფლიან თევზად ანუ ქალთევზად გადაიქცა. თევზისკუდა ქალებს ძველ საბერძნეთში სირენებად გამოსახავდნენ, რომელთაც ძველ მითოლოგიაში ულამაზესი ხმების ქონას მიაწერენ (თუმცა, ოდნავ მოგვიანო პერიოდებში). ისეთ ენებში, როგორიცაა ესპანური, ფრანგული, იტალიური და პოლონური, ქალთევზა დღემდე ძველბერძნული სირენადან მომდინარეობს Siren, Sirene, Sirena, Syrena ან Sereia. კაცთევზებს კი ძველი ბერძნები ტრიტონებსა და ნერეებს უწოდებდნენ. ნერეის ქალიშვილები ნერეიდებად იყვნენ სახელდებულნი და მეტწილად პოსეიდონისა და ამფიტრიტეს პროცესიაში შედიოდნენ. გერმანული ქალთევზა — უნდინა — ძირითადად უკუდოა და ლამაზი, ღია ქერა თმა აქვს. მას უფრო მდინარის წ####ბში ხვდებიან. ქალთევზას სახე ერთდროულად წყალთან და მცენარეებთან იყო დაკავშირებული და წყლის სულებისა და საკარნავალო პერსონაჟების შტრიხებს აერთიანებდა (კოსტრომა, იარილი). ქალთევზას სიკვდილი მოსავლიანობის სიუხვესთან იყო დაკავშირებული. ალბათ აქედან უნდა იყოს ქალთევზების საიქიოსთან კავშირი: როგორც ჩანს, ქრისტიანობის დამკვიდრებასთან ერთად, ქალთევზები არაბუნებრივი სიკვდილით გარდაცვლილ უწმინდურ არსებებთან გაიგივდნენ. http://img10.joyreactor.cc/pics/post/full/Axsens-artist-%D0%A0%D1%83%D1%81%D0%B0%D0%BB%D0%BE%D1%87%D0%BA%D0%B0-%D0%94%D0%B8%D1%81%D0%BD%D0%B5%D0%B9-5285104.jpeg http://img1.joyreactor.cc/pics/post/full/%D0%9C%D0%B8%D1%84%D0%B8%D1%87%D0%B5%D1%81%D0%BA%D0%B8%D0%B5-%D1%81%D1%83%D1%89%D0%B5%D1%81%D1%82%D0%B2%D0%B0-Fantasy-art-mermaid-5694501.jpeg
  21. თორმეტი ოლიმპოელი ასევე ცნობილი სახელით დოდეკათეონი (ბერძ. ΔωΔεκάθεον < ΔωΔεκα, დოდეკა, „თორმეტი“ + θεον, თეონი, „ღმერთი“) — ძველ საბერძნეთში ბერძნული პანთეონის მთავარი ღმერთები, რომლებიც ოლიმპოს მთაზე ბინადრობდნენ: ზევსი, ჰერა, ჰერმესი, ჰეფესტოსი, აფროდიტე, ათენა, აპოლონი, არტემიდა, დემეტრა და ჰესტია, პოსეიდონი, არესი. ჰერაკლე, ჰადესი, დიონისე, პერსეფონე და ჰებე სხვა მნიშვნელოვანი ღმერთები და ქალღმერთებია, ხოლო ჰერაკლე კი გმირი. პერსეფონემ წელიწადის სამ თვეს მიწისქვეშეთის საუფლოში ატარებდა (რის გამოც ზამთარში ბუნება იძარცვებოდა), ხოლო დანარჩენ ცხრა თვის ოლიმპოს მთაზე გატარების უფლება ჰქონდა. ამ დროს, ის დედამის — დემეტრას გვერდით იყო, რომელიც შვილის არყოფნის დროს გლოვობდა და და ოლიმპოელებისგან განცალკევებით ცხოვრობდა. მართალია, ჰადესი ერთ-ერთი მთავარი ღვთაება იყო ბერძნულ პანთეონში, მაგრამ ვინაიდან ის მიწისქვეშეთს განაგებდა, ოლიმპოელებთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. თორმეტმა ოლიმპიელმა მას შემდეგ მოიპოვა უპირატესობა, რაც ზევსმა თავის და-ძმასთან ერთად, ტიტანები ბრძოლაში დაამარცხა; ზევსი, ჰერა, პოსეიდონი, დემეტრა, ჰადესი და ჰესტია და-ძმა იყვნენ. დოდეკათეონის დანარჩენი წევრები ზევსის შვილებად ითვლებიან, რომელთაც სხვადასხვა დედა ჰყავდათ. ამ მხრივ, გამონაკლისია ათენა, რომელიც სხვადასხვა ვერსიის თანახმად, მხოლოდ ზევსისგან იშვა და აფროდიტე, რომელიც კრონოსის მოჭრილი ფალოსისგან იშვა, რომელიც ტიტანებთან შერკინების დროს, ზევსმა ზღვაში გადააგდო. ამას გარდა, ზოგიერთი ვერსიის თანახმად, ჰეფესტოსი ჰერას შვილია - ჰერამ შური იძია ზევსზე, რადგან მან თავისით დაბადა ათენა. პირველი თაობა (კრონიდები) ზევსი. ზეცის მბრძანებელი. ჰერა. ზეცის ქალღმერთი. პოსეიდონი. წყლის ღმერთი. ჰადესი. მიწისქვეშეთის მბრძანებელი. დემეტრა. ნაყოფიერების ქალღმერთი. ჰესტია. კერიის ქალღმერთი. მეორე თაობა ჰერმესი, ზეციური შიკრიკი; მძარცველების და მატყუარების ღმერთი. ჰეფესტოსი. მჭედლოების ღმერთი. არესი, ომის ღმერთი. აფროდიტე სიყვარულის ქალღმერთი. ათენა. მებრძოლთა, წარმოების და გონიერების ქალღმერთი. აპოლონი, წინასწარმეტყველების და მუსიკის ღმერთი. მუზების წინამძღოლი. არტემიდა, ნადირობის და ბუნების ქალღმერთი. პერსეფონე. გაზაფხულის და სიკვდილის ქალღმერთი. დიონისე, ლხინისა და ვაზის ღმერთი. ჰებე. ოლიმპოს მერიქიფე; სიყმაწვილის ქალღმერთი. ოლიმპოელთა ახლობლები დიონა აფროდიტეს დედა და ზევსის საყვარელი. ეროსი სიყვარულის განსეულება. განიმედე ზეცის მერიქიფე. ჰელიოსი მზის განსხეულება. სელენე მთვარის განსხეულება. ეოსი მზის ჩასვლის განსხეულება. ჰერაკლე უძლეველი გმირი. ჰორები ოლიმპოს მცველები. ბია სისასტიკის განსხეულება. კრატოსი ძალაუფლების განსხეულება. ეილითია, მშობიარობის ქალღმერთი, ზევსისა და ჰერას შვილი. ლეტო, ტიტანის ასული, აპოლონის და არტემიდას დედა. მუზები, ხელოვნების და მეცნიერების ცხრა მფარველი ქალღმერთი. ნემესისი შურისძიების ქალღმერთი. ნიკე გამარჯვების ქალღმერთი. პეანოსი მკურნალი ღმერთი. ზელოსი სიბეჯითის განსხეულება. შენიშვნა: თანამედროვეობაში, აპოლონი ხშირად გაიგივებულია მზესთან, თუმცა ძველბერძნულ პოეზიაში მზის ღმერთად თითქმის ყოველთვის ჰელიოსია დასახელებული. თანამედროვეობაში, არტემიდა ხშირად გაიგივებულია მთვარესთან, თუმცა ბერძნულ ლიტერატურაში სელენე თითქმის ყოველთვის მთვარის ქალღმერთად მოიხსენიება. http://sschool8.narod.ru/75_Herakl/7807wod.jpg
×
×
  • შექმენი...