Jump to content
Planeta.Ge

შანკარადევა

პლანეტელი
  • პოსტები

    672
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი შანკარადევა

  1. ინდუიზმი (სანსკრ. सनातन, वैदिक, वर्णाश्रम धर्म sanātana, vaidika, varṇāśrama dharma ”მარადიული, ვედური, ვარნების და აშრამების კანონი”, ჰინდი: हिन्दू धर्म hindū dharma, იხ. დჰარმა) — მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი რელიგია, რომელსაც დღესდღეობით ინდოეთის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი (84%) ისლამის, ქრისტიანობის, სიქჰიზმის, ჯაინიზმისა და ბუდიზმის გვერდით აღიარებს. ინდუიზმი სათავეს იღებს ჰარაპის, ანუ ინდის ცივილიზაციიდან, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე III-II ათასწლეულებში არსებობდა ინდის დაბლობში. ამ ცივილიზაციის რელიგია ეფუძნებოდა იმ ღვთაების თაყვანისცემას, რომელსაც ბევრი საერთო აქვს ინდუისტურ ღმერთ შივასთან. "არიელთა შემოჭრის თეორიის" მიხედვით, დაახლოებით II ათასწლეულის შუა პერიოდიდან ინდოსტანის ჩრდილო-დასავლეთში არიულმა ტომებმა დაიწყეს შემოღწევა. მათ ენას მოგვიანებით ვედური სანსკრიტი ეწოდა. არიელების შემოჭრას წინ უძღვოდა ინდოევროპულ ენებზე მოლაპარაკე ხალხების გადასახლებების ხანგრძლივი ისტორია. არიელებმა მოიტანეს მსხვერპლთშეწირვის რთული რიტუალი – იაჯნა, რომლის დროსაც ღმერთებს მსხვერპლად სწირავდნენ საქონლის შემწვარ ხორცს და ჰალუცინოგენურ სასმელს „სომას“. არიელები შეერივნენ ადგილობრივ ტომებს, რომელთაც რიგვედაში დასას ტომები ერქვათ. ამის შედეგად საზოგადოების შემადგენლობა გართულდა, რომელმაც ჯერ ვარნული სისტემის, შემდეგ კი კასტური სისტემის (ჯატი) ჩამოყალიბება გამოიწვია, რომლებიც ინდუიზმის სოციალურ ბაზად გადაიქცნენ. ახალ სისტემაში უმთავრესი როლი ბრაჰმანებს ეთმობოდა – ვედების მცოდნე ადამიანებს, რომლებიც რიტუალებსაც ასრულებდნენ. ბრაჰმანიზმი ინდოეთში ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველ ათასწლეულში ვრცელდება. ჩვ. წ–აღმდე პირველი ათასწლეულის მეორე ნახევარში ბრაჰმანიზმის პოზიციები შესუსტდა, და იგი სხვა რელიგიებმა დროებით შეასუსტეს, ძირითადად ბუდიზმმა და ჯაინიზმმა. ჩვ. წ–აღმდე პირველი ათასწლეულის მიწირულს ინდოეთში სხვადასხვაგგვარი რელიგიური წარმოდგენების მთელი კომპლექსი ჩამოყალიბდა, რომლებიც ვედებს ღიად არ უპირისპირდებოდნენ, მაგრამ უმეტესწილად ცხოვრების ახალ პირობებს უფრო შეესაბამებოდნენ. ჩვენი წელთაღრიცხვის პირველი ათასწლეულის დასაწყისში ინდოეთში აღორძინებას იწყებს ბრაჰმანიზმი ინდუიზმის ფორმით. ამ პერიოდში ინდუიზმი და ბუდიზმი პარარელულად ვითარდებოდნენ, ამასთან მათ ფილოსოფიებს შორის დავა მათივე განვითარების მთავარ მამოძრავებელ ძალად იქცა. ინდუისტური სკოლა „ნიაია“ ბუდისტური ლოგიკის გავლენით ჩამოყალიბდა, ხოლო „ვედანტას“ სკოლამ სერიოზული ზემოქმედება მოახდინა ბუდისტური სკოლა „მადჰიამიკას“ ჩამოყალიბებაზე. ბუდიზმმა დიდი როლი შეასრულა სისხლიან მსხვერპლთშეწირვაზე უარის თქმაში. გუპტების დინასტიის მმართველობის პერიოდში (ჩვენი წელთაღრიცხვის IV – VI სს.) ინდუიზმი ქვეყანაში გაბატონებულ რელიგიად იქცა. ბუდიზმი, რომელმაც ინდუიზმზე უდიდესი გავლენა მოახდინა, განსაკუთრებით, თეორიულ სფეროში, ქვეყნის ფარგლებს მიღმა იქნა განდევნილი, ხოლო XI საუკუნეში საერთოდ გაქრა ინდოეთში. ჯაინიზმი ერთ-ერთ ტრადიციულ რელიგიად იქცა, მაგრამ მისი მიმდევრების რაოდენობა დღემდე ძალიან მცირეა. ტერმინი ინდუიზმი ევროპული წარმოშობისაა. ინდოეთში რელიგიას ჰინდუ-სამაია ან ჰინდუ-დჰარმა ჰქვია. ინდუიზმი ფაქტობრივად ერთ მთლიან რელიგიას არ წარმოადგენს, არამედ არის ადგილობრივი ინდური სარწმუნოებების კრებული სისტემა. ინდუიზმი პოლითეისტურია, მიუხედავად იმისა, რომ ვედანტა პანთეისტური რელიგია იყო. ინდუიზმში მთავარი ღვთაებებია – ბრაჰმა, ვიშნუ და შივა, რომლებიც ღვთიურ სამებაში – ტრიმურტიშია გაერთიანებული. ინდუიზმში არის მონოთეიზმიც. ინდუისტური მსოფლმხედველობის საფუძველია მოძღვრება ადამიანის ცხოვრების სამი მიზნის შესახებ: დჰარმა, ართა და კამა. ინდუიზმში სამი ძირითადი მიმართულებაა – ვიშნუიზმი, შივაიზმი და შაკტიზმი. შაკტისტები არიან ქალური საწყისის თაყვანისმცემლები. უძველეს ინდოეთში ძირითად რელიგიურ-ფილოსოფიურ პრინციპებთან – „ვადამისთან“ მიმართებაში ყველა რელიგიური სკოლა ორ ნაწილად იყოფოდა – ასტიკად (თეიზმი) და ნასტიკად (ათეიზმი). XIX საუკუნის მეორე ნახევარში ინდუიზმში გაჩნდა რეფორმისტული მოძრაობა „არია სამაჯი“, რომელსაც დღესდღეობით უამრავი მიმდევარი ჰყავს. ინდუიზმი არის ინდოეთის უდიდესი რელიგია, 2001 წლის აღწერით, მას მოსახლეობის დაახლოებით 80,5 % მიმდევარი ჰყავს რაც 960 მილიონ ადამიანს წარმოადგენს. სხვა ქვეყნებიდან განსაკუთრებით დიდი რაოდენობის მიმდევარი ჰყავს ნეპალში (23 მილიონი), ბანგლადეშში (15 მილიონი) და ინდონეზიის კუნძულ ბალიზე (3,3 მილიონი). შაქტი (ტელუგ. శక్తి, ტამილ. சக்தி; სანსკრ. ძალა, ენერგია, არსთა საძირკველი, ყოფიერების მიზეზი) — ქალი, საწყისი ძალა პროტოინდური რელიგიის იმ სახეობაში, რასაც ტანტრიზმი ეწოდა და რომლის „ბიბლია“, მეხუთე ვედა თითქოს თვით შივამ დაწერა. ამ რწმენის მიხედვით, თვით ქალია სამყაროს უზენაესი დედა, არსთა მშობელი. მასთან წამიერი შეერთებით მოწრმუნე მამაკაცები უკავშირდებიან ღმერთს. ამდენად, დედობრივი საწყისის ძალა ინდურ რელიგიაში ღვთაების რანგში ადის. იმავე დროს, ესაა სქესობრივი ცხოვრების ხანგრძლივი ისტორიის თავისებური ეტაპი და ფორმა, რასაც ქრისტიანი მისიონერები თვლიან გახრწნილების უსაძაგლეს სახედ, ეშმაკის სამსახურად. დიდი დედის კულტი საყოველთაო მოვლენაა მთელს დედამიწაზე. თვით პალეოლითის ხანის ქვის ქანდაკებები მეტყველებენ, რომ ქალს პირველყოფილი ადამიანი უკვე აღმერთებდა. ფალოსის კულტის დამახასიათებელი სიმბოლოები, ქვის, კირქვის და ლითონის კვირისტავები, რომლებიც სვანეთშია აღმოჩენილი, ყურადღებას იქცევენ შაკტის შესაბამის ძეგლებთან, იონი-ლინგამებთან მსგავსებით. ეს ლინგა (ლინგამები ფალოსის სიმბოლური გამოსახულებებებია (ქვის ან ბრინჯაოსი) წარმოადგენდა შივას კულტის განუყოფელ ნაწილს და ინახებოდა შივას ტაძრებში (სვანებიც ეკლესიებში ინახავდნენ, რაც შორეულ კულტურათა შეხვედრის ნიმუშია). შაკტის სარწმუნოების მიხედვით, ასოს შივას სახე ჰქონდა და მთელი ინდოეთი მოწიწებით სცემდა თაყვანს. მისი ქანდაკებანი ნაპოვნია შივას ტაძარში, აფრიკულ ქოხებში, ეგვიპტის აკლდამებში, ყველა მხარეში. ხატავდნენ და აქანდაკებდნენ, ვითარცა მამაკაცის ატრიბუტს, ცალკე ან ფრთოსან ვულვასთან ერთად. ამ მხრივ განსაკუთრებით ცნობილია ძველი ეგვიპტე. ქანდაკი: ფალოსის ღმერთი მინი, რომაული პორნოგრაფიული სცენა: ფავნუსი და ნიმფა, პრიაპის გამოსახულებანი (ბრინჯაო, პომპეი), კოიტუსის სცენა (რომაული სანათი). http://1.bp.blogspot.com/-otNkKoCuJcs/VDljRdCo_8I/AAAAAAAAAG4/bmzpvgvgko0/s1600/Visnu-Supersoul.jpg http://www.mahasabha.nl/wp-content/uploads/2020/03/vaishno-devi-mata-hindu-maa-durga-lakshmi-and-saraswati-1561739-980x627.jpg http://www.jeevangyan.com/wp-content/uploads/2018/10/81PY-Vtz2dL._SL1401_.jpg http://s2.dmcdn.net/Xm0AY/x720-h6A.jpg [ video]https://www.youtube....h?v=sCPp5_kWrvs[ /video] [ video]https://www.youtube....h?v=GXUefD59ZVs[ /video] [ video]https://www.youtube....h?v=Idkio-Zf-zQ[ /video] [ video]https://www.youtube....h?v=4kkwiHLK9BA[ /video]
  2. ოცდამეერთე საუკუნეში განსაკუთრებით გააქტიურდნენ ნეოლიბერალისტები, რომლებიც ქადაგებენ ეგალიტარიზმის და ბიოცენტრიზმის ფსევდო-ეთიკურ ცრუ-სწავლებებს. ისმის კითხვა; რატომ ცრუ? პასუხი: იმიტომ, რომ ბუნებაში არც იყო, არც ახლა არსებობს და არც მომავალში იქნება ის, რასაც ეგალიტარისტები და ბიოცენტრისტები, უწოდებენ თანასწორობას. ბიოცენტრისტები ამტკიცებენ, რომ ბუნებაში ყველა სიცოცხლე ერთნაირად ფასდაუდებელი და თანასწორია, მაგრამ ეს სიცრუეა, დაფუძნებული აბსურდულ ფანტაზიებზე, რომლებიც ასე უყვართ თავ-გზა აბნეულ ბიოცენტრისტებს (ინვირომენტალისტებს). შენ შეგიძლია გსურდეს ბუნების დაცვა, მაგრამ ბუნება მუდამ შეეცდება დაგახრჩოს, დაგწვას, შეგჭამოს ან შიმშილით მოგკლას. ბუნება არაა ადამიანის მეგობარი და არც თანასწორობა და დემოკრატია არსებობს ცხოველთა, მცენარეთა, ფრინველთა და ადამიანთა სამყაროში. თანასწორობა არსად არ არის, სამაგიეროდ ყველგან არსებობს მკაცრი იერარქიული სუბორდინაცია, სადაც არ უნდა წახვიდეთ; სამსახურში, სკოლაში, არმიაში, ბაგა-ბაღში, უნივერსიტეტში, ქუჩაში, ცხოველებში და ა.შ. თვით ანარქისტულ და ულტრა-ლიბერალისტურ საზოგადოებებშიც კი არის სუსტი და მკრთალი, მაგრამ მაინც იერარქია. პოლითეისტურ რელიგიებში ასევე, მკაცრი იერარქია და სუბორდინაცია ღვთაებებს შორის. როცა ეკოლოგი იცავს ნიანგს, საზარელ მტაცებელ რეფტილიას, იმიტომ, რომ მიაჩნია, რომ ყველა ცოცხალი არსება თანასწორია, როგორღა დაიცავს იმ ანტილოპას ან კამეჩის უფლებებს, რომელსაც ადრე თუ გვიან წყალში ჩაითრევს ნიანგი და ნაკუწებად აქცევს? ნუთუ პლაკატებით ხელში მიტინგს დაიწყებენ ნიანგის ცხვირწინ? სრული უაზრობაა ეგალიტარიზმი. ერთმა რუსმა ეკოლოგმა ერთხელ ბრძანა, რომ ცხოველის მოკვლა იგივეა, რაც ბავშვის... ვინმეს სჯერა ამ უაზრობის? ბავშვი ადამიანის და ძაღლი ერთი და იგივეა? ნიუტონი და ქუჩაში მცხოვრები ოლიგოფრენი ბომჟი ერთი და იგივეა? ბეთჰოვენი და ჰიტლერი ერთი და იგივეა? მაჰათმა განდი და რუსთაველი მანიაკი ერთი და იგივეა? მარტინ ლუთერ კინგი და ჰანიბალ ლექტერი კრავთა დუმილიდან თანასწორები არიან? "კანონის წინაშე თანასწორი"? ეს როგორ? სრული აბსურდია ეგალიტარიზმი, ტკბილი სიზმარი ფსიქიურად დაავადებული ლიბერალების დამჭკნარ ტვინში.
  3. ათენა (ძვ. ბერძნ. Ἀθηνᾶ ან Ἀθήνη) — საბერძნეთის ერთ-ერთი უმთავრესი ღვთაება. ძველმიკენური ღვთაება, ზევსის საყვარელი ქალიშვილი. ძველი მითების მიხედვით იგი ღრუბელთა ღმერთქალი, ცისა და ელვის მბრძანებელი, მშვიდობიანი შრომის დამცველია. მან ასწავლა ადამიანებს ცხენის შეკაზმვა და ხარების დაუღვლა, ხვნა და თესვა, ეტლების კეთება და გემების აგება, მან აჩუქა ადამიანებს სახნისი, ფოცხი და სხვა სასოფლო–სამეურნეო იარაღები. მისივე ნაბოძვარია თითისტარი და საქსოვი დაზგა. იგი ითვლებოდა დახელოვნებულ ფეიქრად და საფეიქრო საქმიანობისა და ქალთა შრომის დამცველად. ათენა ისევე, როგორც ჰეფესტოსი, თვითონაც არ გაურბის ფიზიკურ შრომას. ყოველივე ამასთან ერთად ათენა მეცნიერების დამცველი,სიბრძნის, ომის და სამართლიანობის ქალღმერთია. მან შეუქმნა ადამიანებს კანონები და დაუწესა არეოპაგი. ათენა არის ატიკის და ქალაქ ათენის უზენაესი ღვთაება. მითის თანახმად, როდესაც ამ მხარის მმართველობაზე დავა გაიმართა პოსეიდონსა და ათენას შორის, მოსამართლეებმა გადაწყვიტეს გამარჯვებულად ეცნოთ ის, ვინც ხალხს საუკეთესო საჩუქარს მიართმევდა. პოსეიდონმა კლდეს სამკბილა დაჰკრა და ზღვის მარილიანი წყალი სამ ჭავლად წარმოადგინა, ათენამ კი მიწას შუბი ჩაასო და ზეთისხილის ხე ამოზარდა. მოსამართლეებმა შეაფასეს ორივეს საჩუქარი და აღნიშნეს, რომ ზღვის მარილიანი წყალი ყველგან დიდ ტალღებად ბობოქრობს და ადვილი საშოვარია, ზეთის ხილი კი ატიკელებს სიმდიდრეს და ბედნიერებას მოუტანს. ამიტომ გამარჯვებულად ათენა დაასახელეს. ამის შემდეგ ზეთის ხილი ათენას წმინდა ხედ ითვლება. მითებში გადმოცემულია ათენას საოცარი დაბადება ზევსის თავიდან. ჰესიოდე გვიამბობს, რომ ზევსის პირველი მეუღლე, ოკეანიდი მეტიდა შვილს ელოდებოდა. ზევსს უწინასწარმეტყველეს, რომ ეს ბავშვი მას გადააჭარბებდა სიძლიერით და გონიერებით. ამ არასასიამოვნო მოვლენის თავიდან ასაცილებლად ზევსმა გადაყლაპა მეტისი, მაგრამ ბავშვმა განვითარება მამის თავში განაგრძო. გარკვეული დროის შემდეგ ჰეფესტომ ჩაქუჩის დარტყმით გახსნა ზევსის თავი და ქვეყანას ათენა მოავლინა. ათენა მარადქალქული ქალღმერთა რამაც განაპირობა მისი ზედმეტსახელი პალასი რომელიც ბერძნულად ქალწულს ნიშნავს. ტროას ომში ათენა ბერძნების მხარეზეა, იგი განაწყენებულია იმის გამო, რომ პარისმა ოქროს ვაშლი აფროდიტეს არგუნა. ათენა მფარველობს არგონავტებს, იგი გამოსახული იყო „არგოს“ კიჩოზე. პერსევსი ათენას დახმარებით იმარჯვებს გორგონა–მედუზაზე და მის თავს საჩუქრად აძლევს ღმრთქალს. ათენამ გორგონას თავით თავისი ფარი შეამკო. ათენა არის ჰერაკლეს მარადიული მფარველი. ათენა ცნობილია, როგორც სიქალწულის და სათნოების განსახიერება. ათენას კულტი გავრცელებული იყო საბერძნეთის ბევრ ქალაქში, მაგრამ მთავარი ტაძარი განლაგებული იყო ათენში (პართენონი). პართენონში იდგა ფიდიასის მიერ შექმნილი ქანდაკება. ხელოვნებაში ათენა გამოისახებოდა მკაცრ და დიდებულ ქალიშვილად. ხშირად გრძელი ტანსაცმლით, ხმლით, ფარით და შუბით. ათენას ფერხთით მუდამ ზის მისი წმინდა ფრინველი – ბუ. ხშირად ათენა გველთან ერთად გამოისახებოდა (გველი როგორც სიბრძნის სიმბოლო). რომში ათენა გააიგივეს ხელოვნების მფარველ ქალღმერთ მინერვასთან. ლიტერატურა Burkert, Walter, 1985. Greek Religion (Harvard). რობერტ გრეივზი, (1955) 1960. The Greek Myths revised edition. Kerenyi, Karl, 1951. The Gods of the Greeks (Thames and Hudson). Harrison, Jane Ellen, 1903. Prolegomena to the Study of Greek Religion. Palaima, Thomas, 2004. "Appendix One: Linear B Sources." In Trzaskoma, Stephen, et al., eds., Anthology of Classical Myth: Primary Sources in Translation (Hackett). Ruck, Carl A.P. and Danny Staples, 1994. The World of Classical Myth: Gods and Goddesses, Heroines and Heroes (Durham, NC). http://bloknot.e-agora.ru/wp-content/uploads/2019/08/Athena-768x1024.jpg
  4. ხატმებრძოლეობა — VIII საუკუნეში დაწყებული რელიგიური დაპირისპირება, რომელიც საუკუნეზე მეტ ხანს გაგრძელდა ბიზანტიის იმპერიაში. ლეონ III-მ თავისი ბრძანებით სათავე დაუდო ხატმებრძოლეობას. იმპერატორის განკარგულებით აიკრძალა ხატების თაყვანისცემა. მან ბრძანა ეკლესიიდან მათი გატანა. იმპერატორი და მისი მომხრეები მიიჩნევდნენ, რომ ხატების თაყვანისცემა იყო იგივე კერპმსახურება. ქრისტიანთა დიდი ნაწილი აღაშფოთა იმპერატორის ამ გადაწყვეტილებამ. ხატმებრძოლთა წინააღმდეგ განსაკუთრებით ამხედრდნენ ბერ-მონაზვნები და ეკლესიის სხვა მსახურნი. ამან საშუალება მისცა იმპერატორს ეკლესია-მონასტრებისათვის მიწები და ქონება ჩამოერთმია. ამით იგი ცდილობდა სახელმწიფო ხაზინის გამდიდრებას და თავისი ხელისუფლების განმტკიცებას. ქრისტიანობის გარიჟრაჟზე მისი მიმდევრები ქრისტიანულ სიმბოლოებს სხვადასხვა საშუალებით (სკულპტურა, ფერწერა) გამოსახავდნენ: ჯვარს, ასო X-ს, მტრედს, თევზს, გემს და ა.შ. უკვე IV საუკუნიდან, როცა ქრისტიანობა არ იდევნებოდა, სიმბოლოებმა და ბიბლიური სცენების ასახვამ ეკლესიებში გადაინაცვლა. ბასილი დიდი ფერმწერებს მოუწოდებს, რათა წმინდა ვარლამის გმირობა კედლის ფერწერაში ასახონ. იოანე ოქროპირი გვამცნობს, რომ წმინდა მელეტ ალექსანდრიელის პორტრეტები ფართოდ იყო გავრცელებული. IV საუკუნეში ხატწერა უკვე ტაძრის შიდა სივრცის ათვისებაში გამორჩეულ ადგილს იკავებს. ამ ეპოქის მამები ხატების მიმართ პატივისცემითა და თაყვანისცემით განმსჭვალულნი არიან. ბასილი დიდი ამბობს: „მწამს წმინდათა წინასწარმეტყველებისა, მოციქულებისა და მოწამეებისა, მოუხმობ მათ, რათა წარდგნენ ღმრთის წინაშე, და მათი მეოხებით ღმერთი მოწყალე მეყოს მე. ამიტომ ხატებზე მათ გამოსახვას პატივს ვცემ და თაყვანს ვცემ“. თუმცა, იყვნენ მოწინააღმდეგეებიც. ევსები კესარიელი უარყოფითად ხვდება კონსტანტინე დიდის დის გზავნილს იმის შესახებ, რომ გაუგზავნოს მას მაცხოვრის ხატი და იმთავითვე ხატმწერთა ოპოზიციურ რიგებში დგება. ის თვლის, რომ ხატწერა რთული კრიტერიუმებით უნდა ჩატარდეს: „თუ შენ მთხოვ გამოგიგზავნო ხატი მხსნელისა, მაშინ მომწერე რომელ გამოსახულებას ითხოვ ჩემგან, ვის ძალუძს მკვდარი ფერებით გამოსახოს მისი დიდებულება, მოციქულებმაც კი ვერ შეძლეს მისი გამოსახვა. შენ ეძებ გამოსახულებას მონისა და ცოდვილისა, რომელიც ეწამა ჩვენთვის? მაგრამ ჩვენ ისიც ვიცით, რომ ის ღმერთი იყო და რაში გჭირდება ესოდენ მისი გამოსახულება?“ ასევე 305 წელს ესპანეთში გამართულმა ელვირის საეკლესიო კრებამ ტაძრებში წმინდანთა გამოსახვა აკრძალა. ხატმებრძოლები არა თვიანთ თავს, არამედ ხატთაყვანისმცემლობას ანათესავებდნენ ნესტორიანელობასა და მონოფიზიტობასთან. მათი თქმით: „ფერწერა (რელიგიური) ნესტორს გვაგონებს, რომელმაც ჩვენთვის განხორციელებული ერთი ძე და ღმერთი – სიტყვა ორად განყო“. მეორე მხრივ, იმავე ხატმებრძოლთა აზრით, ხატთაყვანისცემის მიმდევრები მონოფიზიტურ ერესში ვარდებოდნენ:„ფერწერა თვით დიოსკორესა და ევტიქს გვაგონებს, რომელიც ასწავლიდა, რომ ქრისტეში ორი ბუნება შეერწყა და შეერია. აი, ფერმწერმა დაწერა ქრისტეს ხატი, ეს არის ხატი ღმერთისა და ადამიანისა, აქედან გამომდინარე შეურწყმელი ბუნებანი შეერწყა და შერწყმის ბიწიერ ცდომილებაში აღმოჩნდა“. ხატების მოწინააღმდეგენი ამოდიოდნენ ბიბლიური იდეიდან, რომ ღმერთი არის სული, რომელიც არავის უნახავს:„არა ჰქმნე თავისა შენისა კერპნი, არცა ყოვლადვე მსგავსნი, რაოდენი არს ცათა შინა ზე, და რაოდენი არს ქუეყანასა ზედა ქუე, და რაოდენი არს წყალთა შინა ქუეშე ქუეყანისა: არა თაყუანი-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ“. ხატმებრძოლები უპირველესად ქრისტეს ანთროპომორფულ გამოსახულებებს უარყოფდნენ, მათ არ სურდათ „ოქროს მანტიაში მორთული ეკლესია“, არამედ მხოლოდ სულიერება, ხოლო მათი თქმით, ხატმწერები უხეში გზებით ცდილობდნენ ეკლესიის “მორთვას” და სულიერების შებღალვას. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ხატმებრძოლები ქრისტიანობას სდევნიდნენ იმ მოტივით, რომ სურდათ ეკლესია დაეცვათ კარიკატურებისტებისაგან და იუდეველ-წარმართებისაგან. „ხატმებრძოლებს ბოროტი მიზნები არ ამოძრავებდათ. მათ სურდათ კულტისაგან და ფეტიშიზმისაგან გაეთავისუფლებინათ ეკლესია, სურდათ ღვთაებრივი სულის შენარჩუნება, ამასთან ხატმებრძოლები მიიჩნევდნენ, რომ ფერწერული ხელოვნება მთავარ ქრისტიანულ დოგმატს - ლოგოსს ეხებოდა, და მისი დარღვევისაკენ იყო მიმართული“. მაგრამ ეს უპირველესად ხატმწერთა წინააღმდეგ ბრძოლა იყო. ხატმებრძოლთა დევნა დაიწყო ისავრიელთა დინასტიის მმართველობის პერიოდში და ორ ეტაპად წარიმართა. პირველი პერიოდის ხატმებრძოლი იმპერატორები იყვნენ: ლეონ III ისავრიელი (717-741), კონსტანტინე V ( 741-775), ლეონ IV ხაზარი (775-780) და ირინე (775-802). ლეონ III (714-741) პირველი ხატმებრძოლი იმპერატორი იყო. ის თვლიდა, რომ მისი პოლიტიკის წყალობით იმპერია დაიბრუნებდა დაკარგულ ტერიტორიებს, რომ ებრაელები დაუახლოვდებოდნენ ქრისტიანებს. ეპისკოპოსი კონსტანტინე ასწავლიდა მას, რომ ხატწერისათვის შეეხედა, როგორც იდეოლოგიისათვის. ლეონმა ძალაუფლება წაართვა სუსტ თეოდოსიოს III-ს და თავისი საქციელი იმით გაამართლა, რომ ის შეძლებდა კონსტანტინოპოლის არაბებისაგან დაცვას. მართლაც, რომ არა ლეონ III, 717 წელს კონსტანტინოპოლს მუსლიმები დაიპყრობდნენ. 726 წელს ლეონ III–მ გამოაქვეყნა პირველი ედიქტი ხატების წინააღმდეგ, თუმცა ის ხატების შემუსვრას კი არ ბრძანებდა, არამედ მხოლოდ იმას, რომ უფრო მაღლა დაეკიდათ ისინი, რათა ხალხის თაყვანისცემისაგან განერიდებინათ. ამას მოსახლეობის აღშფოთება მოჰყვა. იმავე წლის ზაფხულში კრეტის სამხრეთ-დასავლეთით ზღვის ფსკერზე და ციკლადის კუნძულებზე ვულკანი ამოიფრქვა, რაც იმპერატორმა ღვთის სასჯელად ჩათვალა და ის ხატწერას დაუკავშირა. ელადამ და ციკლადების კუნძულებმა უარი შუთვალეს იმპერატორს ბრძანების შესრულებაზე. იმპერატორმა ხატებთან დაკავშირებით საიდუმლო კრება მოიწვია. პატრიარქი გერმანე I აღნიშნული საკითხის გადაწყვეტას მსოფლიო კრების გარეშე შეუძლებლად თვლიდა. ამას დაემთხვა ის ფაქტიც, რომ 726 წელს არაბებმა ნიკეა დაიპყრეს. მოსახლეობამ ღვთისმშობლის ტაძრიდან გამოსახულება გამოიტანა და მასზე ლოცულობდა, ხოლო ერთმა ჯარისკაცმა ფეხით დალეწა ის და ქვებით ჩაქოლა. გადმოცემის თანახმად, მეორე დღეს ის ადამიანი არაბებმა ჩაქოლეს. ქალაქი არაბებისაგან გადარჩა. მოსახლეობა ხატებისადმი უფრო მეტი რწმენით განიმსჭვალა. დასავლეთში ხატმებრძოლეობის შესახებ შეიტყვეს ჩასული თვითმხილველებისაგან. მთელი იტალია აღსდგა ედიქტის წინააღმდეგ, პაპმა გრიგოლ II-მ რომში კრება მოიწვია, რომელმაც 727 წელს ხატმებრძოლეობის ერესი დაგმო. მან ლეონის ქვეშევრდომობაზე უარი განაცხადა. იტალიაში იმპერატორის პორტრეტებს გარეთ ყრიდნენ და ფეხით თელავდნენ. იმპერატორისათვის რთული იყო პირდაპირ ბრძოლაში ჩართვა ხატების წინააღმდეგ, რადგანაც პატრიარქი გერმანე ხატების მომხრე იყო. ლეონ III-მ 729 წელს პატრიარქი პირად მოლაპარაკებაზე მიიწვია, თუმცა უშედეგოდ. 730 წელს ლეონ III-მ ბრძანა ჩამოეხსნათ სასახლის შესასვლელში აღმართული ხატი, მოსახლეობა მუდარით შესთხოვდა იმპერატორს ხელი აეღო ამ საქციელზე. ჯარმა ხალხი ძალის გამოყენებით დაშალა, უამრავი ადამიანი ჭ####ტაში, ზოგიერთი კი წინააღმდეგობის გაწევისას დაიღუპა. პატრიარქ გერმანეს ემხრობოდა იოანე დამასკელი. მან იმპერატორს სახალხო წერილი მისწერა:„ვხედავ და ვადევნებ თვალყურს თქვენს საქმიანობას, როგორც ჩანს, შეჩერებას არ აპირებთ და არც მე ვაპირებ გავჩუმდე, მე ღვთის უფრო მეტად მეშინია, ვიდრე იმპერატორის. ხალხი თვლის, რომ იმპერატორი ამქვეყნიური მეუფეა, თუმცა ის იმას ივიწყებს, რომ მოკვდავია და ბევრ შეცდომას უშვებს და საკუთარი რწმენით არ ინდობს ხალხს“. შემდეგ კი მოუწოდებს ეკლესიას, რომ ამ საქმიანობის წინააღმდეგ ხმა აიმაღლოს და იმის მომხრე იყო, რომ აღნიშნული საკითხი მსოფლიო კრებას გადაეწყვიტა. ის ასევე „აპოლოგიაში ხატმებრძოლთა წინააღმდეგ“ წერდა:„იმიტომ რომ მეფის გამოსახულება – მეფედ იწოდება და მასაც ისეთივე პატივი მიეგება, როგორც თვით მეფეს, მაგრამ ეს ორი მეფე როდია, რადგან გამოსახულების შექმნითა და არსებობით არ მცირდება მეფის ძალაუფლება და არ განიყოფა მისი დიდება. ასევე ერთია ჩვენმიერი დიდებულებაც, ჩვენს მიერ ჩვენი უფლისა და მეფის განდიდებაც და არა მრავალი, რის გამოც ხატისადმი – გამოსახულებისადმი მიგებული პატივი პირველსახეზე გადადის. ამრიგად ის, რაც აქ მიბაძვითია, ხატია, ის იქ არსებითია – ძეა“. 733 წელს პატრიარქ გერმანეს ადგილას დაინიშნა ანასტასი, რომელიც იმპერატორის საქმიანობის ხელშემწყობად მოიაზრებოდა. ხატები გამოიტანეს, ეპისკოპოსები და სასულიერო პირები წინააღმდეგობის გაწევას ვერ ბედავდნენ, რადგანაც დაემუქრნენ: „ვინც ხატებს აღიარებს, თუ სასულიერო პირი იქნება, ხარისხი ჩამოერთმევა, ხოლო საერო - შეჩვენებული იქნება და სამოქალაქო სასამართლოს გადაეცემა“. ლეონ III გარდაიცვალა 741 წლის 18 ივნისს. ეკლესიამ მისი მოღვაწეობა უარყოფითად შეაფასა და ერთი კვირის შემდეგ ანათემას გადასცა:„იმპერატორი ლეონი - პირველი ხატმებრძოლი, ქრისტეს წინააღმდეგ მებრძოლი, ბარბაროსი, დემონის მსახური და მისი მხარდამჭერი, ქრისტეს მდევნელი ცრუ პატრიარქი ანასტასი - ანათემა ორივეს“. ლეონ ისავრიელის საქმიანობას მისი ვაჟის, კონსტანტინე V-ის სახით, გამგრძელებლი გამოუჩნდა, მის დროს ხატმებრძოლეობამ სასტიკი ხასიათი მიიღო. ზოგიერთი ისტორიკოსი მის დიდებას ცამდე სწევს, მის გამარჯვებებს და ეკონომიკური მდგომარეობის აღმავლობას, მაგრამ ვერაფერი დამალავს მის სისასტიკეს. მისმა სიძემ, სომეხმა არტაბასდოსმა (სომხურად - არტავაზი), რომელსაც ცოლად ჰყავდა მისი და ანა, ისარგებლა, რომ კონსტანტინე აღმოსავლეთის ფრონტზე იმყოფებოდა, კონსტანტინოპოლი მიიტაცა და იმპერატორი გარდაცვლილად გამოაცხადა. პატრიარქი ანასტასი მიემხრო მის საქმიანობას და აღიარა, რომ კონსტანტინე იყო ერეტიკოსი და პიროვნება, „რომელიც უსინდისოდ უარყოფდა ღმერთს“. ორთა მმართველობა 742-743 წლებში მიმდინარეობდა, მალე კონსტანტინე დედაქალაქში ჯარით შევიდა, შეიპყრო არტაბასდოსი და შვილთან ერთად თვალები დასთხარა. ანასტასი კვლავ ხატმებრძოლთა მხარეზე დადგა. კონსტანტინემ 754 წელს ჰიერაში სასულიერო კრება მოიწვია, რომელზეც მან დიდი ზარ-ზეიმით დაგმო ხატები. კრებაზე 338 ეპისკოპოსი შეგროვდა, თუმცა რომის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმის პატრიარქები მასში არ მონაწილეობდნენ. პატრიარქი ანასტასი კრებამდე გარდაიცვალა. კრებას თეოდოს ეფესოელი თავმჯდომარეობდა. სხდომები 10 თებერვლიდან 8 აგვისტომდე მიმდინარეობდა. ბოლო სხდომა კონსტანტინოპოლში გადაიტანეს და ანასტასის მემკვიდრედ კონსტანტინე სილეელი აირჩიეს. იმპერატორი ხატების შემდეგ წმინდანთა ნაწილების დევნაზეც გადავიდა. წმინდა ეფთვიმეს ნაწილები იმ ტაძრიდან ამოიღეს, სადაც IV მსოფლიო საეკლესიო კრება გაიმართა და ლუსკუმასთან ერთად ზღვაში ჩაძირეს, ხოლო მისი სახელობის ტაძარი სამხედრო ტანსაცმლისა და იარაღის საწყობად გადააქციეს. იმპერატორის საქციელს წინ აღუდგა წმინდა სტეფანე, რომელმაც კონსტანტინეს შემდეგი სიტყვით მიმართა:„რა სასჯელს დავიმსახურებ, თუკი ამ მონეტას, რომელზეც იმპერატორია გამოსახული, მიწაზე დავაგდებ და ფეხით გავთელავ? აქედან შეგიძლია დაინახო, თუ რა სასჯელის ღირსია ის, ვინც ქრისტესა და წმინდა დედის ხატს შეურაცხყოფს“. მან ძირს დააგდო მონეტა და ფეხით შედგა. სასჯელმაც არ დააყოვნა და იმპერატორის ბრძანებით ის საპყრობილეში ჩააგდეს. იგივე სასჯელი მოუვლინა იმპერატორმა იოანე დამასკელს, გერმანე კონსტანტინოპოლელსა და გიორგი კიპრიელს, 27 აგვისტოს ისინი იპოდრომზე ანათემას გადასცეს. მხოლოდ 765 წლიდან დაიწყო ნამდვილი დევნა. ხატები დალეწეს, მონასტრები დახურეს, ყაზარმებად და სასტუმროებად აქციეს, სამონასტრო საკუთრება ჩამოართვეს, ბერ-მონაზვნები შეიპყრეს და დილეგში ჩაყარეს, ხუთი წლის განმავლობაში მთელს იმპერიაში მძვინვარებდა დევნა. „კაცს შეიძლება ეფიქრა, - წერს ერთი თანამედროვე, - რომ მთავრობამ გადაწყვიტა მთლიანად ამოეძირკვა მონაზვნობა“. ლეონ IV ხაზარის ხანმოკლე მმართველობის პერიოდში იმპერიაში მოჩვენებითი სიმშვიდე სუფევდა. ის თითქოს ვერც გრძნობდა მიმდინარე მოვლენების დინებას, ვერც კი ახერხებდა, თავი წარმოეჩინა, როგორც წინამორბედ იმპერატორთა საქმის “ღირსეულ” გამგრძელებელს. 787 წელს VII მსოფლიო საეკლესიო კრებაზე, ნიკეაში,აღადგინეს ხატთაყვანისცემა. ამ საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის ირინე ათენელს, რომელიც მოგვიანებით იმპერატორის სახელით მართავდა ქვეყანას. ქრისტიანულ ეკლესიას კიდევ დიდი ხანი დასჭირდა, რათა საბოლოოდ აღედგინა ხატთაყვანისცემა. საბოლოოდ იგი აღადგინეს 843 წლის 11 მარტს. ეს დღე ეკლესიაში მართმადიდებლობის ზეიმად ითვლება და აღინიშნება დიდმარხვის პირველ კვირას. ამ ბრძოლებმა ბიზანტიის იმპერიას და მის ხელისუფლებას უარყოფითი შედეგი მოუტანა. ქვეყნის შიგნით დაპირისპირებას დაემატა არაბთა და ბულგარელთა აგრესიის გააქტიურება. ხატმებრძოლეობამ მეტად დაძაბა ურთიერთობა იმპერატორებსა და რომის პაპებს შორის. IX საუკუნეში რომის პაპ ნიკოლოზ I-სა და კონსტანტინოპოლის პატრიარქ ფოტის შორის დაპირისპირებამ აშკარა გახადა რომისა და კონსტანტინოპოლის მღვდელმთავართა ინტერესები. ეს იყო ბრძოლა მსოფლიო ეკლესიის მეთაურის ტიტულისათვის. პაპის მიერ ეკლესიისაგან ფოტიოს განკვეთას, კონსტანტინოპოლის საეკლესიო კრებამ პაპის შეჩვენებით უპასუხა. განხეთქილება კონსტანტინოპოლსა და რომს შორის ბიზანტიის ახალმა იმპერატორებმა, მაკედონელთა დინასტიიდან, შეძლეს გარკვეული ხნით დაეძლიათ. ლიტერატურა Alloa, Emmanuel (2013). Visual Studies in Byzantium, in: Journal of Visual Culture 12.1 (2013) 3-29 (on the conceptual background of Byzantine iconoclasm) Barasch, Moshe (1992). Icon: Studies in the History of an Idea. University of New York Press. ISBN 0-8147-1172-3. Besançon, Alain (2009). The Forbidden Image: An Intellectual History of Iconoclasm. University of Chicago Press. ISBN 978-0-226-04414-9. Bevan, Robert (2006). The Destruction of Memory: Architecture at War. Reaktion Books. ISBN 978-1-86189-319-2. Boldrick, Stacy, Leslie Brubaker, and Richard Clay, eds. Striking Images, Iconoclasms Past and Present (Ashgate, 2014) 236 pages; scholarly studies of the destruction of images from prehistory to the Taliban
  5. ხატი (არაბ.: ხაზი, ნაწერი) — რელიგიაში ღვთაებების და წმინდანების ფერწერული ან რელიეფური გამოსახულება. მართლმადიდებლურ და რომის კათოლიკურ ეკლესიაში ხატი ტაძრის ძირითად შემადგენელ ნაწილს და ღმერთთან ურთიერთობის ერთ-ერთ გზას წარმოადგენს. კათოლიკურ ეკლესიაში ძირითადად სკულპტურული გამოსახულება ჭარბობს, მართლმადიდებლურ ეკლესიაში - ხეზე შესრულებული ფერწერული ხატი. ქრისტიანულ ეკლესიაში უძველესი დროიდან სცემდნენ თაყვანს წმინდა გამოსახულებებს. ქრისტიანობის დევნის პერიოდში რომის კატაკომბებში ხატს სიმბოლურად გამოსახავდნენ. მაგ., იესო ქრისტეს კრავის ან მწყემსის სახით. ქრისტიანობის დევნის შეწყვეტის შემდეგ დაიწყო ხატწერის განვითარება, ხოლო IV საუკუნეში ხატი საბოლოოდ დამკვიდრდა ეკლესიაში, მიუხედავად იმ დიდი რელიგიურო მოძრაობისა, რომელიც ისტორიაში ხატმებრძოლეობის სახელით არის ცნობილი. თქმულების თანახმად, ტილოზე (უბრუსზე), რომელიც ქრისტემ სახეზე მიიფარა, გამოსახულია მისი სახე. ანტონ მარტყოფელის მიერ საქართველოში ჩამოტანილი ასლი ხელთუქმნელი ხატისა, "ანჩისხატის" სახელწოდებით ცნობილი, ანჩისხატის ეკლესიაში იყო დასვენებული, ამჟამად საქართველოს ხელოვნების მუზეუმში ინახება. ქრისტიანულ ეკლესიაში ზოგიერთი ხატი სასწაულთმოქმედებითაა ცნობილი. ასეთებია ივერიის ღვთისმშობელი ანუ "პორტაიტისა", სამხელიანი ღვთისმშობელი, წილკნის, მანგლისის, სიონის, ყაზანის, იერუსალიმის ღვთისმშობელი, სედნაიის ღვთისმშობელი, ილორის წმ. გიორგის ხატი და სხვა. ხატი გვხვდება აღმოსავლურ რელიგიებშიც. http://1.bp.blogspot.com/-C_kOVe3HnPo/UcsDl8LU73I/AAAAAAAADMA/ROHwM68uY9Q/s1600/brahma.jpg
  6. იშთარი (აქადური:DINGIR INANNA) — ხორციელი სიყვარულის, ნაყოფიერების, ომისა და შუღლის ქალღმერთი ასურეთსა და ბაბილონში. მისი შუმერული ანალოგია ინანა. იშთარი არის ნაყოფიერების, ფიზიკური სიყვარულის ქალღმერთი, ომის და არეულობების, ასტრალური ღვთაების პერსონიფიკაციის პლანეტა ვენერა; ასოცირებული პარასკევ დღესთან. ითვლებოდა, რომ იშთარი იცავდა მეძავებს. იგი იყო ელიასა და ბაალის ქალიშვილი. მთავარი მითი მოგვითხრობს, რომ ქალღმერთმა სიყვარული შესთავაზა გილგამეშს, თუმცა მან უარი თქვა და შეახსენა, რომ ბევრი შეყვარებულია დაღუპული მის მიერ - ღმერთების, ადამიანებისა და ცხოველების სახით. გაბრაზებული ქალღმერთი საპასუხოდ აგზავნის მის ქალაქ ურუქში ზეციურ ხარს - მონსტრს, რომელიც მისი მოთხოვნით შექმნა იშთარის მამამ, ღმერთმა ანუმ. სხვა მითები გვაცნობებს ამბავს იშთარის აღზევებას ჯოჯოხეთში, რომლის შემდეგ კი გაქრა დედამიწაზე სიყვარული, ფლორა და ფაუნა. დასავლეთ სემიტურ მითოლოგიაში იშთარი ასოცირდება ასტარტით, ხოლო შუმერულ მითოლოგიაში - ინანით. მის შესახებ მონაცემები დაცულია აშურის ფრაგმენტში (ძვ. წ. XI საუკუნე) და ასურბანაფალის ბიბლიოთეკაში (ძვ. წ. VII საუკუნე). შუმერი ქურუმების კასტა ცალკეულ ჯგუფებათ იყოფოდა, რომლებიც ვიწრო სარიტუალო პროცესებს აღასრულებდნენ: ერთნი ღვთისმსახურებასა და ტაძრის მუსიკას განაგებდნენ, მეორენი შემლოცველნი იყვნენ, მესამენი - ნათელმხილველნი, რომელთა მოვალეობას შეადგენდა ციურ მნათობებზე დაკვირვება, კეთილ და უკეთურ დღეთა გარჩევა. იყვნენ ქურუმები ქალებიც, რომლებსაც ხალხი დიდ პატივს სცემდა. ისინი სეზონურ დღესასწაულებზე საღვთო ქორწინების რიტუალს ასრულებდნენ. ადრე შუმერთა მთავარი ღვთაება იყო ენლილი. რელიგია ბოლომდე პოლითეისტური (მრავალღმერთიანი) დარჩა, თუმცა მისი განვითარების განსაზღვრულ პერიოდში (ჩვ. წ.-მდე XVIII საუკუნე) იგრძნობოდა მიდრეკილება მონოთეიზმისკენ (ერთღმერთიანობა). მაგალითად, მარდუქ-ენლილს თითქმის ყველა ღმერთის ატრიბუტები მიაწერეს.
  7. ისიდა (ძველეგვიპტურად „ისეტ“ ან „ასეტ“) — ძველი ეგვიპტის უზენაესი ღვთაება, ოსირისის და და ცოლი. ოსირისის კულტთან უმჭიდროეს კავშირშია ისიდას კულტი. ისიდა იყო ნაყოფიერების, დედობის, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ქალღმერთი. ერთი ეგვიპტური მითის მიხედვით ოსირისი მოკლა ბოროტმა სეთმა და მისი სხეულის ნაწილები მთელ დედამიწაზე მოაბნია. გამწარებულმა ისიდამ მთელი დედამიწა შემოიარა, რათა შეეგროვებინა მისთვის უსაყვარლესი ადამიანის სხეულის ნაწილები. იგივე მითის მიხედვით რამდენიმე ხნის შემდეგ ოსირისი აღსდგა მკვდრეთით და იმქვეყნიური სამეფოს მმართველი გახდა. ისიდას კულტი საბერძნეთში ადრევე გადავიდა, ხოლო ელინიზმის პერიოდში გავრცელდა დუნაიდან ინდოეთამდე. რომში ისიდას კულტი გადავიდა პირველ საუკუნეში ჩვენს ერამდე. იმპერიის პერიოდში ისიდას კულტს სახელმწიფო იცავდა და უდიდესი აღიარება მოიპოვა ყველგან, სადაც კი რომაელთა ბატონობა გავრცელდა. ბერძნულ–რომაულ სამყაროში ისიდა ითვლებოდა მიწისა და მეზღვაურთა მფარველად, ციურ მნათობთა შემქმნელად, იალქნის გამომგონებლად და სხვა. იმ ტანჯვა–წამებისა და განსაცდელის გამო, რომელიც ისიდამ განიცდა ოსირისის ნაწილების შეგროვებისა და ბოროტ სეთთან ბრძოლისას, იგი დაბეჩავებულთა ღვთაებად, ქალთა შემწედ, დამცირებულთა ქომაგად და მფარველად აღიარეს (ისიდას ეს თვისებები ქრისტიანობამ მარიამ ღვთისმშობელს მიაწერა). ისიდას დღეობებს მისტერიების ხასიათი ჰქონდა და დემეტრეს ელევსინურ მისტერიებს წააგავდა. რომში ისიდას დღესასწაულს 5 მარტს აღნიშნავდნენ. ძვ. ეგვიპტურ გამოსახულებებში ისიდა უფრო ხშირად ტახტზე მჯდომარეა, ხელში უჭირავს ძროხის რქები და რქებს შორის მოჩანს ამომავალი მზის დისკო. ბერძნულ–რომაულ ხელოვნებაში ისიდა ჰერას მსგავსად გამოისახება: გრძელი ტანსაცმლით, მშვიდი, საკმაოდ ამაყი და დიდებული სახით. მისი ატრიბუტებია: გველი, ლოტოსი, თავთავი, სიუხვის რქა. ისიდას ზოგჯერ ხელში უჭირავს ჩვილი ჰოროსი, რომელიც ქრისტიანობამ ქრისტესთან გააიგივა. საბერძნეთში ერთხანს იგი აფროდიტედ მიაჩნდათ, ხოლო ჰოროსი ეროსად. ისიდას მითს ხშირად უკავშირებდნენ სერაპისის მითს. ჩვენამდეა მოღწეული ქანდაკება, რომლის მიხედვითაც ისიდა და სერაპისი წელს ზემოთ ადამიანები არიან, ხოლო წელს ქვემოთ – გველები. გველების ქვემო ნაწილები ერთიმეორეზეა გადახვეული. ისიდას კულტი აირია და შეერწყო მრავალი ქვეყნის ბევრი ღვთაების კულტს. http://rodbg.com/wp-content/uploads/2020/07/Untitled-design-231.png
  8. ბასტეტი, ბუბასტა, ბუბასტიდა (Bubastis) — ოსირისის და ისიდას ასული, ძველ ეგვიპტელთა კატისთავიანი ქალღმერთი, ახალი ან სავსე მთვარის განსახიერება, მოგვიანებით გაიგივებული ბერძენთა არტემიდასთან და რომაელთა დიანასთან, ვითარცა მთვარის ქალღმერთებთან. შემთხვევით როდია მისი ატრიბუტი კატა, ღამის ცხოველი, ღამით მხედველი. ქვემო ეგვიპტეში, ნილოსის დელტის ერთ კუნძულზე ჰქონდა თავისი სახელობის ქალაქი და დიდებული ტაძარი (არქეოლოგიურ გათხრებში აღმოაჩინეს კატების სამარხი), სადაც ყოველწლიურად მილიონამდე კაცი და ქალი მიდიოდა სადღესასწაულოდ და მსხვერპლის შესაწირავად (შენდებოდა ჰიქსოსთა ჯამიდან). მისი წყალობით, კატა ეგვიპტელებს დიდ პატივში ჰყავდათ, ამ ცხოველის მოკვლა აკრძალული იყო. სიყვარულისა და მხიარულების ქალღმერთი. ადრეული დინასტიების ეპოქაში, კატების მოშიანურებამდე, გამოსახავდნენ ლომის სახით. ბასტეტის კულტის ცენტრს წარმოადგენდა — ქალაქი ბუბასტისი (ძვ.წ.X-VIIIს.ს.), რომლის აყვავებაც უკავშირდება XXII დინასტიას (ბუბასტიდები). ბასტეტის ატრიბუტია — სისტრი (მუსიკალური საკრავი). ხშირად ქალღმერთს გამოსახავდნენ კატისთავიანი ქალის სახით, ფეხებთან მოკალათებული 4 კნუტით, რომელსაც სისტრი ეკავა ხელში და ითვლებოდა ნაყოფიერების ქალღმერთად. ბასტეტის შვილი იყო - მააჰესი.
  9. რა (რე) — ძველეგვიპტური მზის ღვთაება ქალაქ ჰელიოპოლისიდან. ის ასევე იყო ძველი ეგვიპტის პირველი ფარაონი. მისი სახელი (R`) ეგვიპტურ ენაზე ნიშნავს „მზეს“. ძველეგვიპტური წარმოდგენით რა ცაზე ორჩხომელით მოგზაურობს, დილით ჰორიზონტიდან ამოდის და საღამოთი „სულთა სამეფოში“ ესვენება. რას კულტი ოფიციალურად სახელმწიფო კულტად გამოცხადდა V დინასტიის დროს (ძვ.წ. XXVI-XXV სს). რას თაყვანს სცემდნენ, როგორც ღვთაებათა მამას და მეფეს, ფარაონი მის ძედ იყო გამოცხადებული და ფარაონის სახელს წინ რა ემატებოდა. შუა სამეფოს ხანიდან რა ამონთან გაიგივდა და შეიქმნა ამონ-რა.რას საკულტო ცენტრი იყო ქალაქი ჰელიოპოლისი.
  10. ეკუმენიზმი (ბერძ. οἰκουμένη, მსოფლიო) — ტერმინი აღნიშნავს მოძრაობას, რომლის მიზანიცაა რელიგიური კონფენსიების გაერთიანება. ქრისტიანულ ეკუმენიზმს საფუძველი ჩაეყარა 1910 წელს ედინბურგში გამართულ მსოფლიო მისიონერულ კონფერენციაზე. ეკუმენიზმი, სულ ცოტა, სამ მიმართულებას ითვალისწინებს: 1. ქრისტიანული კონფენსიების გაერთიანებას; 2. არაქრისტიანული რელიგიების ინტეგრაციულ პროცესებსა და 3. ქრისტიანული ეკონუმენური ორგანიზაციების არაქრისტიანულ ორგანიზაციებთან შეთანხმებულ მოქმედებებს. უკანასკნელთა შორის გამოირჩევა ბუდისტების მსოფლიო საძმო, მსოფლიო ისლამური კონგრესი, ალ–ახზარესთან (ქაიროში) არსებული ისლამური კვლევების ცენტრი და სხვა. ქრისტიანული ეკუმენური მოძრაობა მიზნად ისახავს სხვადასხვა ქრისტიანული ეკლესიების (კონფესიების) დაახლოებასა და გაერთიანებას. ტერმინი "ეკუმენიზმი" ხმარებაში შემოვიდა 1937 წელს პრინსტონის უნივერსიტეტის თეოლოგიური სემინარიის თეოლოგების მიერ. ქრისტიანობაში ეკუმენისტური პროცესების კოორდინატორია მსოფლიო საეკლესიო საბჭო, რომელიც 1948 წელს შეიქმნა. მასში გაერთიანებულია პროტესტანტული, მართლმადიდებლური და სხვ. კონფესიების უმრავლესობა. მოძრაობაში წამყვანი როლი პროტესტანტულ ორგანიზაციებს უკავიათ. ლიტერატურა მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; (შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე) - თბ., 2004 - 483გვ. Архим. Серафим (Алексиев), архим. Сергий (Язаджиев). Почему православному христианину нельзя быть экуменистом. — СПб, 1992. — 304 с. Барон Й., архиеп. Крест и диалог: Теология Креста в свете христианского единства — СПб. : Алетейя, 2010. — 520 с Экуменическое движение // Карманный словарь атеиста / Ю. А. Бахныкин, М. С. Беленький, А. В. Белов и др.; Под. ред. М. П. Новикова. — 7-е изд. — М.: Политиздат, 1987. — С. 265-266. — 271 с.. Православие и экуменизм. Документы и материалы. 1902—1998 г. (недоступная ссылка с 20-05-2013 (936 дней) — история, копия) Отдел внеш. церк. сношений Московского патриархата, 1999 (2-е изд.) Смирнов М. Ю. Экуменизм // Реформация и протестантизм: Словарь. — СПб.: Изд-во С.-Петерб. ун-та, 2005. — 197 с.
  11. ცინის დინასტია — ჩინეთის უკანასკნელი საიმპერატორო დინასტია. დააარსეს მანჯურიელებმა, რომლებიც იყვნენ ციმბირიდან მანჯურიაში ჩასახლებული ხალხები. ცინის დინასტია ჩინეთს 1644-1911 წლებში მართავდა. 1368 წლის შემდეგ ჩინეთს მინის დინასტიის იმპერატორები მართავდნენ, მაგრამ დიდმა გადასახადებმა მათი მმართველობა შეარყია და მთელი ქვეყანა ამბოხმა მოიცვა. როდესაც აჯანყებულმა გლეხებმა მინების დედაქალაქი ბეიჯინგი ააოხრეს, მათმა უკანასკნელმა იმპერატორმა ჩუნჟენმა თავი ჩამოიხრჩო. ამ არეულობით ისარგებლა მანჯურიელთა ბელადმა, დორგუნმა და თავის ჯარს მშობლიური მანჯურიიდან სამხრეთისაკენ გაუძღვა. მან აიღო ბეიჯინგი და დააარსა ცინის („წმინდა“) დინასტია. ცინის დინასტიის პირველი იმპერატორი გახდა მისი ძმისშვილი შუნჯი. ჩინეთის სამხრეთ პროვინციებში მანჯურიელებს კიდევ 40 წელი უწევდნენ წინააღმდეგობას. საბოლოოდ, ცინებს მთელი ჩინეთი დაემორჩილა. მანჯურიელები ჩინელებისგან განცალკევებით, საგანგებოდ გამაგრებულ ადგილებში ცხოვრობდნენ. აკრძალული იყო ქორწინება მანჯურიელებსა და ჩინელებს შორის. ჩინელ მამაკაცებს, მანჯურიელებისადმი მორჩილების ნიშნად, გრძელი თმის დაწვნასაც კი აიძულებდნენ. მიუხედავად ამისა, იმპერიის მართვის პროცესში მონაწილეობდნენ როგორც ჩინელი, ისე მანჯურიელი სამოქალაქო მოხელეები. რაც დრო გადიოდა, მანჯურიელები სულ უფრო ითავსებდნენ ჩინურ ჩვეულებებს. ამ მხრივ, მათი ურთიერთშეგუება საკმაოდ ადვილად მოხდა. მანჯურიელები საკმაოდ მცირერიცხოვანნი იყვნენ, ამიტომ სიფრთხილეს ირჩევდნენ და ჩინელებთან ზედმეტად მკაცრ ურთიერთობას ერიდებოდნენ. მათ შემოიტანეს ქვეყანაში ახალი, უფრო ეფექტიანი ცხოვრების წესები ისე, რომ არ დაურღვევიათ ჩინელების წეს-ჩვეულებები. ცინის დინასტიის მმართველობის ხანაში ჩინეთი წარმატებული ქვეყანა იყო – იზრდებოდა და ვითარდებოდა ვაჭრობა, განსაკუთრებით, ევროპასთან.ჩინური აბრეშუმი და ფაიფური მსოფლიოში საუკეთესო იყო, ჩინური ბამბეულის ნაწარმი სიიაფითა და მაღალი ხარისხით გამოირჩეოდა. XVIII საუკუნის ევროპაში მოდაში შემოვიდა ჩაის სმის კულტურა, რამაც ჩინური ჩაის დიდი რაოდენობით ექსპორტი განაპირობა. იმპერია იმდენად განდიდდა და გაძლიერდა, რომ მისი მმართველები ქედმაღლურად ეპყრობოდნენ დანარჩენ მსოფლიოს. მაგალითად, იმპერატორ კანის (1661-1722) ბრძანებებს ვაჭრები დაჩოქილები უსმენდნენ. მანჯურიელებმა ვასალურ სიტუაციაში ჩააყენეს ზოგიერთი სახელმწიფოც, მათ შორის: ტიბეტი, ანამი (დღევანდელი ვიეტნამი), ბირმა, მონღოლეთი და თურქმენეთი. ჩინელები, ასევე, აწარმოებდნენ გარიგებებს - ციმბირის მიწების სანაცვლოდ რუსებმა მიიღეს ჩინეთში ვაჭრობის უფლება. იმდროინდელი ჩინეთის იმპერია მსოფლიოში უდიდესი იყო. ცინების მმართველობის დასაწყისში სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთში ეთნიკურმა უმცირესობებმა მათ მიწებზე ჩინელების დასახლების წინააღმდეგ რამდენიმე აჯანყება მოაწყეს. ზოგადად, ცინის ხანამ ჩინეთს მშვიდობა, აყვავება და უსაფრთხოება მოუტანა. შთამბეჭდავი იყო მოსახლეობის ზრდა - 100 მილიონიდან (1650) - 300 მილიონამდე (1800). მიუხედავად ამისა, XVIII საუკუნის ბოლოს ქვეყანაში კორუფციამ იმატა და დაიწყო დაცემის პროცესი. ადრეულ 1900-იან წლებში სუნ იატსენმა რევოლუციის ორგანიზება დაიწყო ცინის დინასტიის წინააღმდეგ, რომელმაც შედარებით უსისხლოდ ჩაიარა 1911 წელს და სუნ იატსენი პირველი პრეზიდენტი გახდა. ახალი მთავრობის დედაქალაქი მდებარეობდა ნანკინში. 1912 წელს დასრულდა ცინის დინასტია და დაიწყო ჩინეთის რესპუბლიკის ერა. 6 წლის იმპერატორი პუი გადადგა. ჩინეთის 2000 წლიანი იმპერატორული მმართველობა დასრულდა. ძირითადი თარიღები 1644: მანჯურიელები ცინის დინასტიას აფუძნებენ ბეიჯინგში. 1644-60: მანჯურიელები იპყრობენ ჩინეთის ნაწილს. 1661: მინის დამხობილი დინასტიის მხარდამჭერები ფორმოსას კუნძულებს იპყრობენ. 1674-81: სამხრეთის აჯანყებები. 1683: მანჯურიელები კუნძულ ფორმოსას ართმევენ დამარცხებული მინების მხარდამჭერებს. 1689: რუსები ჩინურ საქონელში ცვლიან ციმბირის მიწებს. 1696: მანჯურიელები ამარცხებენ მონღოლებს მონღოლეთში. 1717-20: ომი მონღოლებთან ტიბეტზე კონტროლის დასამყარებლად. 1750: ჩინეთის შეჭრა ტიბეტსა და თურქმენეთში. 1760: ჩინეთის შეჭრა ბირმაში და ვასალური სახელმწიფოს შექმნა. ლიტერატურა „მსოფლიოს ისტორიის ენციკლოპედია“, გამომცემლობა „ელფი“, თბ., 2009. გვ. 262- 263.
  12. მონღოლთა იმპერია (ძველმონღ. Yeke Mongγol ulus — მონღოლთა უდიდესი სახელმწიფო, მონღ. Их Монгол улс, Монголын эзэнт гүрэн ) – სახელმწიფო, რომელიც XIII საუკუნის პირველ ნახევარში (1206 წელს) შეიქმნა ჩინგიზ-ყაენისა და მისი მემკვიდრეების დამპყრობლური ომების შედეგად. იმპერიის პერიოდში შედიოდა ცენტრალური აზია, სამხრეთ ციმბირი, კავკასია, აღმოსავლეთი ევროპა, ახლო აღმოსავლეთი, ჩინეთი და ტიბეტი. XIII საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყო იმპერიის დაშლა, ულუსებად, რომელთა სათავეშიც იდგნენ ჩინგიზიდები. იმპერიის ყველაზე მსხვილი წარმონაქმნები იყვნენ ოქროს ურდო, ჰულაგუიანთა სახელმწიფო, იუანის იმპერია და ჩაღათაის სახანო. ყუბილაიმ (1260-1294 წწ.) 1271 წელს, მთელი ჩინეთის დაპყრობის შემდეგ მიიღო იუანის იმპერატორის ტიტული და დედაქალაქი გადაიტანა ხანბალკში. XIV საუკუნის დასაწყისში ფორმალურად აღდგა იმპერიის ერთიანობა და წარმოადგენდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა ფედერაციას. ამავე საუკუნის დამლევს მონღოლეთის იმპერიამ არსებობა შეწყვიტა. XII საუკუნის მიწურულისათვის თემუჩინმა, რომელიც თავდაპირველად ყაჩაღთა მეთაური იყო, მოახერხა მონღოლეთის გაერთიანება მანჯურიიდან ალტაის მთებამდე. 1206 წელს მდინარე ონონის სათავესთან ახლოს გაიმართა ყურულთაი, რომელზედაც თემუჩინი აირჩიეს დიდ ყაენად და მიიღო ჩინგიზ-ხანის ტიტული. გამოცხადდა დიდი მონღოლეთის იმპერიის შექმნა. ჩინგიზ-ხანმა, რომელიც ცნობილი იყო თავისი სისასტიკითა და მრისხანებით, დაიპყრო დიდი ნაწილი აზიისა და შექმნა მონღოლეთის იმპერია, ყველაზე დიდი იმპერია მსოფლიო ისტორიაში. ყაენის მემკვიდრეებმა მისი იმპერია გადაჭიმეს დასავლეთით პოლონეთამდე, აღმოსავლეთით კორეამდე, ჩრდილოეთით ციმბირამდე და სამხრეთით ვიეტნამამდე. იმპერიის ფართობი იყო 33,000,000 კმ2 (მსოფლიო მიწის 22%), მოსახლეობა 100 მილიონი კაცი. ჩინგიზ-ყაენის შვილიშვილის მუნქეს მმართველობაში (1251-1259 წწ.) მონღოლეთის იმპერია თავის ფარგლებში აერთიანებდა მონღოლეთს, ჩრდილოეთ ჩინეთს, კორეას, ტანგუტის სამეფოს, ცენტრალურ და შუა აზიას, ამიერკავკასიას, ირანს, ავღანეთსა და რუსეთის მიწების მნიშვნელოვან ნაწილს. მაგრამ ეს უზარმაზარი იმპერია მოკლებული იყო შინაგან ერთიანობას და წარმოადგენდა სოციალ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების სხვადასხვა საფეხურზე მდგომი სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ხალხების იძულებით გაერთიანებას, ამ ხალხის მნიშვნელოვანი ნაწილი მიღწეული დონით დამპყრობლებზე მაღლა იდგა. მუნქეს სიკვდილის შემდეგ დაიწყო მონღოლეთის იმპერიის დაშლა. პირველად მას ჩამოშორდა ბათო-ყაენისა (მართავდა 1236-1255 წწ.) და ჰულაგუ ყაენის (მართავდა 1256-1265 წწ.) სამფლობელოები. მათ შექმნეს დამოუკიდებელი ოქროს ურდო და ჰულაგუიანთა სახელმწიფო, რომელთაც სათავეში ედგნენ ჩიგიზ-ყაენის შთამომავლები. მუნქეს მემკვიდრე იყო ყუბილაი (მართავდა 1260-1294 წწ.), რომლის დროსაც დასრულდა ჩინეთის დაპყრობა. მისი სახანო მოიცავდა დღევანდელ მონღოლეთსა და ჩინეთს. ხუბილაისა და მისი მემკვიდრეების იმპერიას ეწოდა იუანი. 1368 წელს აჯანყებულმა ჩინელებმა მონღოლები განდევნეს ჩინეთიდან. ჩინეთის არმიამ დაანგრია და გააცამტვერა უამრავი მონღოლური ქალაქი, მათ შორის მონღოლეთის დედაქალაქი ყარაყორუმი. წაიშალა ნაკვალევი იმ კულტურული პროგრესისა, რომელსაც მიაღწია მონღოლეთმა იმპერიის დროს. 1380 წელს კულიკოვოს ბრძოლით დაიწყო რუსეთის განთავისუფლება მონღოლ-თათართა უღლისაგან. XIV საუკუნის მეორე ნახევარში მონღოლეთის ბატონობა დაემხო ირანში, ამიერკავკასიასა და შუა აზიაში.
  13. აქემენიანების იმპერია (დიდი სპარსული იმპერია) — ძველი სახელმწიფო, რომელიც წარმოიშვა ირანის ტერიტორიაზე ძვ. წ. 558 წელს, ხოლო გაანადგურა ალექსანდრე მაკედონელმა ძვ. წ. 330 წელს. სპარსული სახელმწიფოს სათავეში აქემენიანთა დინასტია იყო. ირანის პლატოზე ინდო-არიული ტომები პირველად ძვ. წ. X საუკუნეში გამოჩნდნენ. მანამდე აქ არა არიული ხალხი ელამები ცხოვრობდნენ, რომლებიც დრავიდებს ენათესავებოდნენ. ძვ. წ. VIII საუკუნის ბოლოს დაიწყო სპარსების სახელმწიფოს ჩამოყალიბება. ტრადიციისამებრ პირველი სპარსული დინასტიის ფუძემდებლად ითვლება ხახამანიში. მისი უახლოვესი ჩამომავლების შესახებ მხოლოდ ბუნდოვანი ცნობები შემორჩა. გავრცელებული ვერსიის თანახმად, ჩიშპიშის შემდეგ სპარსებს ორი დინასტია (უფროსი და უმცროსი) ჰყავდათ. უფროსი მართავდა ელამთა დედაქალაქში — არშამაში, სად მართავდნენ უმცროსი დინასტიის წარმომადგენლები, უცნობია. ამ ორი შტოს ურთიერთობის შესახებ არანაირი ცნობები არ არსებობს. ცნობილია მხოლოდ რომ, უმცროსი აქემენიდები ძვ. წ. VI საუკუნის შუა პერიოდიდან აღარ ითვლებოდნენ მეფეებად. კიროს II, სპარსეთის მძლავრი სახელმწიფოს ფუძემდებელი, მართავდა ანშანაშიც და ფარსშიც, ხოლო არშამას შვილიშვილი დარიოს I გამეფებამდე უბრალო მეომარი იყო და არავითარი სამეფო პივილეგიებით არ სარგებლობდა. ჰეროდოტეს თანახმად იგი მხოლოდ თავისი სიმმაცის გამო გახდა მეფე, და არა იმიტომ რომ აქემენიდების გვარის იყო. თუმცა ძვ. წ. VI საუკუნემდე უფროსი აქემებიდებიც მხოლოდ მიდიის მეფის მორჩილები იყვნენ. კუიროს II-ს დროს მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა. 25 წლიანი ომების შედეგად მან დაიპყრო მეზობელი სახელმწიფოები და სპარსეთი წინა აზიის უძლიერეს იმპერიად აქცია. ძვ. წ. V საუკუნის უკანასკნელი მეოთხედიდად სპარსეთი შიდა არეულობებმა დაასუსტა. ძვ. წ. 424 წელს, არტაქსერქსე I-ს სიკვდილის შემდეგ გამეფდა მისი ვაჟი ქსერქსე II, მაგრამ გამეფებიდან 45 დღეში იგი საკუთარ საძინებელში მოკლეს. მათ ტახტზე მისი ნახევარ ძმა სოგდიანე აიყვანეს. მან მხოლოდ 7 თვე დაჰყო ტახტზე, თუმცა ბევრი სატრაპი მას არ სცნობდა კანონიერ მეფედ. ძვ. წ. 423 წელს მისმა ნახევარძმამ ვახაუკმა მოაწყო გადატრიალება და გამეფდა დარიოს II-ს სახელით. მასაც აუჯანყდა ძმა, მაგრამ მეფემ მოახერხა აჯანყების ჩახშობა და აბბოხებული ძმა სიკვდილით დასაჯა. დარიოსის მმართველობისთვის დამახასიათებელია ხშირი აჯანყებები და შეთქმულებები. შეთქმულებებში დედოფალი პარუშიატიშიც იღებდა აქტიურ მონაწილეობას. სატრაპებს შორის ომები ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. მეფის ძალაუფლება დაკნინდა. ძვ. წ. 410–ძვ. წ. 408 წლებში აჯანყდნენ მცირე აზიის და მიდიის ხალხები. ძვ. წ. 405 წელს იმპერიას რამდენიმე ათწლეულით ჩამოშორდა ეგვიპტე. არეულობები არ შეწყვეტილა არტაქსერქსე II-ს ხანგძლივი მმართველობის დროსაც. მისი გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ავიდა ენერგიული აქემენიდი — არტაქსერქსე III. მან სასტიკი ზომებით ცოტა ხნით აღადგინა იმპერიის ერთიანობა და დაიბრუნა ეგვიპტე. მისი ვაჟის არშის ხანმოკლე მმართველობის შემდეგ ტახტზე აქემენიდების დინასტიის სხვა შტოს წარმომადგენელი დარიოს III ავიდა. იგი სპარსეთის უკანასკნელი მეფე გახდა. ძვ. წ. 334–ძვ. წ. 330 წლებში აქემენიდების იმპერია ალექსანდრე მაკედონელმა დაიპყრო, რითიც მან არსებობა შეწყვიტა.
  14. დიდი სომხეთი ან დიდი არმენია (სომხ. Մեծ Հայք) — ძველი სომხეთის სახელმწიფო. მოიცავდა სომხეთის ზეგნის ძირითად ნაწილს. ძვ. წ. 220 სელევკიდმა ანტიოქე III-მ დაიპყრო აირარატის სამეფო და შეუერთა ტიგროსის ზემოთში და ვანის ტბის აუზში ადრე დაპყრობილ სომხურ მიწებს. ამ ქვეყანას ეწოდა დიდი სომხეთი. მისმა ადგილობრივმა გამგებელმა არტაშეს I-მა ძვ. წ. 189 დიდი სომხეთი დამოუკიდებელ სამეფოდ გამოაცხადა და სათავე დაუდო არტაშესიანთა დინასტიას. არტაშეს I-მა მეზობელი ქვეყნების ხარჯზე გააფართოვა სამეფო; იბერიას ჩამოაჭრა 3 ოლქი: ხორზენე, გოგარენე და პარიადრის მთიანეთი, დააარსა დედაქალაქი არტაშატი, განამტკიცა კერძო საკუთრება. დიდმა სომხეთმა თავისი ძლიერების მწვერვალს მიაღწია ტიგრან II-ის (ძვ. წ. 95 - ძვ. წ. 56) დროს. ტიგრანში დაიპყრო სოფენა, მიდია, ატროპატენა, სირია, ფინიკია, კილიკია და სხვა. დააარსა დედაქალაქი ტიგრანაკერტი, მაგრამ მალე რომაელებთან ბრძოლაში დამარცხდა და თითქმის მთელი დაპყრობილი მიწები დაკარგა. არტიშესიანთა დინასტია დაეცა ახ. წ. I საუკუნის დასაწყისში. I საუკუნის 60-იან წლებამდე დიდ სომხეთს რიგრიგობით მართავდნენ რომაელთა და სპარსელთა მიერ დანიშნული პირები. 30-50-იან წლებში დიდი სომხეთის სამეფო ტახტზე იბერიელი უფლისწულებიც ისხდნენ - ჯერ მითრიდატე, შემდეგ რადამისტი. 60-იანი წლებიდან გამეფდნენ პართელი არშაკიდები. 301 წელს თრდატ III-მ დიდ სომხეთში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. დიდი სომხეთის არსებობა შეწყდა 387 წელს, იგი გაიყვეს ბიზანტიამ და ირანმა.
  15. იბერია (ბერძ. Βασίλειο της ιΒηρίας, ლათ. Regnum Hiberiae) — აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოს ტერიტორიაზე დაახლოებით ძვ. წ. III — ახ. წ. VI საუკუნეებში არსებული ქართული ადრეფეოდალური მონარქიული სახელმწიფო, დედაქალაქით მცხეთა (ორმეფობის პერიოდში, ასევე არმაზი). გავრცელებული ცნობით, სამეფოს დამაარსებელია მცხეთელი დიდებული ფარნავაზ I, ფარნავაზიანთა დინასტიის დამაარსებელი. დასავლეთის წყაროებში მოიხსენიება, როგორც „აღმოსავლეთის იბერია“ ან „კავკასიის იბერია“, ამავე სახელწოდების იბერიის ნახევარკუნძულისგან განსასხვავებლად. ტერმინი „იბერია“ გაჩნდა უცხოენოვან (ბერძნულ–რომაულ) გარემოში, ელინისტურ ხანაში. საინტერესოა ის ფაქტი, რომ რომაული ნომენკლატურა, იმავე სახელს იყენებს პირენეის ნახევარკუნძულის აღსანიშნავად. არსებობს მოსაზრება, რომ ეს სახელი რომაელებისთვის მარგინალური ქვეყნების აღმნიშვნელია. ზოგი მას ქართულ „იმერს“ (იქითა მხარე) უკავშირებს და მიიჩნევს დასავლეთ საქართველოში ლიხსიქითა ან მესხეთის მთებსიქითა ქვეყნის აღსანიშნავად შექმნილ ტერმინად, ზოგი კი უკავშირებს ძვ. წ. V საუკუნის ბერძენ ავტორებთან დამოწმებულ სასპერების სახელს (მათი სახელი შემორჩა ისტორიულ სპერის ოლქს). იბერიის ტერიტორია დასახლებული იყო უძველესი დროიდან რამდენიმე მონათესავე თემის მიერ, რომელთაც ძველი ავტორები კოლექტიურად იბერებს (აღმოსავლეთ იბერებს) უწოდებენ. ადგილობრივები საკუთარი ქვეყანას ქართლს უწოდებდნენ, მითური წინაპარი „ქართლოსის“ მიხედვით. მოსხებს (მესხებს), რომელთაც რამდენიმე კლასიკური პერიოდის ისტორიკოსი მოიხსენიებს, და სასპერებს (ჰეროდოტეს მიხედვით) მნიშვნელოვანი წვლილი უნდა მიუძღოდეთ ამ არემარის თემების კონსოლიდაციაში. მოსხების ადრეული ტომები მომთაბარეობისას ნელ-ნელა მიიწევდნენ ჩრდილოაღმოსავლეთისკენ, სადაც საბოლოოდ ხელშემწყობი კლიმატური და გეოგრაფიული პირობების გამო მუდმივი დასახლებები ჩამოაყალიბეს. ამ დასახლებათაგან მთავარი იყო მცხეთა, რომელიც შემდგომში იბერიის დედაქალაქი გახდა. შუასაუკუნეების ქართულ წყაროში „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ ასევე ნახსენებია აზო და მისი ხალხი, რომლებიც არიან-ქართლიდან მოსულან - პროტო-იბერიელების სამშობლოდან, რომელიც აქამენიდთა მმართველობის ქვეშ იმყოფებოდა სპარსეთის იმპერიის დაცემამდე, იმ ადგილას დასასახლებლად, სადაც ამჟამად მცხეთა მდებარეობს. მეორე ქართულ წყაროში „ქართლის ცხოვრება“, აზო მოხსენიებულია, როგორც ალექსანდრე დიდის მხედართმთავარი, რომელმაც ადგილობრივი მმართველი გვარი გაანადგურა და თავად ჩაიგდო არემარე ხელთ, სანამ ძვ. წ. IV საუკუნეში მას ადგილობრივი მეთაური ფარნავაზი არ დაამარცხებდა. ელინისტური ხანიდან იბერია მუდამ ერთ გარკვეულ პოლიტიკურ ერთეულს (სახელმწიფოს) აღნიშნავდა, რომელიც აღმოსავლეთ სამხრეთ საქართველოს ვრცელ მიწა-წყალს მოიცავდა. ამ ტერიტორიაზე უმეტესად აღმოსავლურ-ქართული ტომები (ქართები-იბერები) სახლობდნენ. წინაელინისტურ ხანაში, აქ მრავალი სატომთაშორისო გაერთიანება (ტომთა კავშირი) და ადრინდელი კლასობრივი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი იყო. ამ დროს აქაური მოსახლეობის პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური როლი უნდა ეთამაშა მესხების ქართველ ტომებს, რომლებიც ადრე ხეთური კულტურის გავლენის სფეროში შედიოდნენ და მცირე აზიის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ცხოვრობდნენ. აქემენიდურ ხანაში ამ რაიონში არსებული ქართული გაერთიანება ცნობილია არიან-ქართლის („ირანის ქართლის“) სახელით და სპარსეთის ფარგლებში უშუალოდ შემავალ აღმოსავლურ-ქართულ გაერთიანებას გულისხმობს. ძვ. წ. IV–III საუკუნეების მიჯნაზე მან შეძლო თავისი ძალაუფლების გავრცელება შიდა ქართლზეც. შეიქმნა დიდი სახელმწიფო გაერთიანება, რომლის ცენტრი მცხეთის მიდამოებში მდებარეობდა. თვით მცხეთის სახელიც მესხთა ტომის სახელიდან უნდა იყოს ნაწარმოები. მცირეაზიელ მესხებს უნდა მოეტანათ აქ ზოგიერთი ხეთური ღვთაების კულტი (არმაზის, ზადენის), რომლებიც უზენაეს ღმერთებად იქცნენ. მათ სახელზე მცხეთის მიდამოებში ააგეს ორი დიდი ციხესიმაგრე — არმაზციხე და ზადენციხე. ძვ. წ. III საუკუნის დასაწყისში ქართლში (იბერიაში) ძალაუფლება ხელში ჩაიგდო ადგილობრივი წარმოშობის პირმა („მცხეთის მამასახლისების“ საგვარეულოს წევრმა) ფარნავაზმა, რომელიც იბერიის მეფეთა ახალი დინასტიის — ფარნავაზიანების ფუძემდებელი გახდა. ფარნავაზისა და მისი უახლოესი მემკვიდრეების დროს (ძვ. წ. III ს.) იბერიამ დიდ ძლიერებას მიაღწია და საკმაოდ ვრცელი სახელმწიფო გახდა. შიდა ქართლის, კახეთისა და მესხეთის გარდა მასში შედიოდა დასავლეთ საქართველოს ნაწილი (არგვეთი, აჭარა). მის შემადგენლობაში ივარაუდება ისტორიული ოლქები — გოგარენე, ხორძენე და პარიადრის მთის კალთები (ისინი, სტრაბონის ცნობით, მხოლოდ ძვ. წ. II–I საუკუნეებში ჩამოაჭრეს სომხეთის სამეფოებმა იბერებს). იბერიის სამეფოს ძალაუფლება ვრცელდებოდა აგრეთვე აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთზე და დასავლეთ საქართველოს ბარის რაიონებზეც (ეგრისი). ძვ. წ. II საუკუნისა და I საუკუნის პირველ ნახევარში იბერია დასუსტდა და გაძლიერებულ სომხეთის სამეფოებთან ბრძოლაში ზოგი ტერიტორია დაკარგა. ელინისტური ხანის იბერია ადრინდელი კლასობრივი წინაფეოდალური სახელმწიფო იყო. მატერიალური დოვლათის მწარმოებელ ძირითად მასას წარმოადგენდნენ თავისუფალი მეთემენი – მიწისმოქმედნი და მეომარნი. დამორჩილებულ სამიწათმოქმედო თემებს ძირითადად სამეფო საგვარეულო უწევდა ექსპლუატაციას. პრივილეგიურ ფენებს წარმოადგენდნენ აგრეთვე სამხედრო-სამოხელეო არისტოკტარია და ქურუმობა. სამეფო კარზე ჯერ არ იყო მტკიცედ ჩამოყალიბებული ტახტის მემკვიდრეობის წესი. სამეფო ტახტზე აჰყავდათ გარდაცვლილი მეფის უახლოეს ნათესავთაგან ყველაზე ხნიერი. მთის მოსახლეობა სამეურნეო საქმიანობით ჩაცმა-დახურვის წესითა და ზნე-ჩვეულებით მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ბარის მოსახლეობისაგან. იგი ამ დროს ჯერ კიდევ პირველყოფილ-თემური წყობილების პირობებში ცხოვრობდა, თუმცა იბერიის სახელმწიფო სისტემის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა. მალე იბერია გათავისუფლდა რომზე დამოკიდებულებისაგან. რომსა და იბერიას შორის დამყარდა მოკავშირეობითი ურთიერთობა. ახალი წელთააღრიცხვით I-II საუკუნეებში კი იბერია კვლავ გაძლიერდა და ხშირად რომის მეტოქედაც გამოდიოდა ამიერკავკასიისა და ახლო აღმოსავლეთში. იბერიის გაძლიერებას ხელი შეუწყო კონტროლის დაწესებამ კავკასიონის გადმოსასვლელებზე და საგარეო ლაშქრობებში იმიერკავკასიაში მომთაბარე ტომების გამოყენებამ. იბერიამ მოახერხა მთლიანად დაებრუნებინა ადრე სომხეთის მიერ ჩამორთმეული მიწები და I საუკუნის 30-50-იან წლებში (მეფე ფარსმან I-ისა და მისი ვაჟის რადამისტის დროს) მცირე ხნით მთელ სომხეთსაც დაეუფლა. I საუკუნის II ნახევარში იბერიამ ძირითადად შეინარჩუნა რომთან მეგობრული ურთიერთობა. ხოლო II საუკუნის 30-50-იან წლებში, ფარსმან II-ის დროს, როდესაც იბერია თავისი ძლიერების მწვერვალზე იყო, მათ შორის დაძაბულობამ იჩინა თავი. იბერიის ტერიტორიამ შავ ზღვას მიაღწია და რომაელთა სამფლობელოების ნაწილი შეიერთა. ფარსმან II-მ მრავალგზის შეუთვალა უარი იმპერატორ ადრიანეს მიწვევაზე და მხოლოდ მისი მემკვიდრის – ანტონინუს პიუსის დროს მოინახულა რომი მეუღლით, ვაჟიშვილით და წარჩინებულთა დიდი ამალით. რომაელები მოუხიბლავს იბერთა სამხედრო ვარჯიშს. იმპერატორს დედაქალაქში დაუდგამს ცხენზე ფარსმანის ქანდაკება, აგრეთვე „გაუფართოებია ფარსმანის სამეფო“, ე. ი. უცვნია იბერიის ფართოდ გაწეული საზღვრები.
  16. საღვთო რომის იმპერია (გერმ. Heiliges Römisches Reich), 1512 წლიდან გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერია (ლათ. Sacrum Imperium Romanum Nationis Germanicae ან ლათ. Sacrum Imperium Romanum Nationis Teutonicae; გერმ. Heiliges Römisches Reich Deutscher Nation) — სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი, რომელიც არსებობდა 962 წლიდან 1806 წლამდე და აერთიანებდა ევროპის ბევრ ტერიტორიას. უმაღლესი აყვავების პერიოდში იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა: გერმანია, რომელიც წარმოადგენდა იმპერიის ბირთვს, ჩრდილოეთი და ცენტრალური იტალია, ნიდერლანდები, ჩეხეთი, ასევე საფრანგეთის ზოგიერთი რეგიონი. 1134 წლიდან ფორმალურად შედგებოდა სამი სამეფოსაგან: გერმანიის, იტალიისა და ბურგუნდიის სამეფოებისგან. 1135 წლიდან იმპერიის შემადგენლობაში შევიდა ჩეხეთის სამეფო, რომლის ოფიციალური სტატუსიც იმპერიის შემადგენლობაში საბოლოოდ დარეგულირდა 1212 წელს სიცილიის ოქროს ბულით. იმპერია დაარსდა 962 წელს აღმოსავლეთ ფრანკების მეფის, ოტო I დიდის მიერ და განიხილებოდა, როგორც ანტიკური რომის იმპერიისა და კარლოს დიდის ფრანკთა იმპერიის პირდაპირი გაგრძელება. ერთიან სახელმწიფოდ გადაქცევის პროცესები იმპერიაში მისი არსებობის მთელი ისტორიის მანძილზე არ დამთავრებულა, ამიტომ იგი რჩებოდა დეცენტრალიზებულ წარმონაქმნად, რომელსაც ჰქონდა რთული ფეოდალური იერარქიული სტრუქტურა და რომელიც აერთიანებდა რამდენიმე ასეულ ტერიტორიულ-სახელმწიფოებრივ წარმონაქმნს. იმპერიის სათავეში იდგა იმპერატორი. საიმპერატორო ტიტული არ იყო მემკვიდრეობითი. იგი ენიჭებოდა კურფიურსტების კოლეგიის არჩევნების შედეგების მიხედვით. იმპერატორის ძალაუფლება არასდროს არ ყოფილა აბსოლუტური და ყოველთვის იზღუდებოდა გერმანიის უმაღლესი არისტოკრატიის, ხოლო XV საუკუნის მიწურულიდან — რაიხსტაგის მიერ, რომელიც იცავდა იმპერიის მთავარი წარჩინებული წოდებების ინტერესებს. თავისი არსებობის ადრეულ პერიოდში იმპერიას ჰქონდა ფეოდალურ-თეოკრატიული სახელმწიფოს ხასიათი, ხოლო იმპერატორები ქრისტიანულ სამყაროში უმაღლეს ძალაუფლებაზე პრეტენდირებდნენ. პაპის ტახტის გაძლიერებამ, იტალიის დაპყრობისათვის მრავალსაუკუნოვანმა ბრძოლამ და ამავდროულად გერმანიის ტერიტურიული მთავრების ძალაუფლების გაზრდამ მნიშვნელოვნად დაასუსტა იმპერიის ცენტრალური ძალაუფლება. გვიან შუა საუკუნეებში ბატონობდა დეზინტეგრაციის ტენდენციები, რომლებიც საღვთო რომის იმპერიას ნახევრადდამოუკიდებელი წარმონაქმნების კონგლომერატად გადაქცევაში ემუქრებოდა. თუმცა XV საუკუნის მიწურულსა და XVI საუკუნის დასაწყისში განხორციელებულმა „საიმპერიო რეფორმამ“ განამტკიცა ქვეყნის ერთიანობა და შექმნა ახალი ბალანსი იმპერატორისა და წარჩინებული წოდებების ძალაუფლებებს შორის, რამაც იმპერიას საშუალება მისცა, შედარებით წარმატებით გაეწია კონკურენცია დასავლეთ ევროპის ეროვნული სახელმწიფოებისთვის. რეფორმაციის კრიზისისა და ოცდაათწლიანი ომის გადალახვა მოხერხდა იმპერატორის შემდგომი ძალაუფლების შეზღუდვისა და წარჩინებული წოდებების საყოველთაო რაიხსტაგის იმპერიის კონსტრუქციის მთავარ ელემენტად გადაქცევის ხარჯზე. ადრეული ახალი ისტორიის დროინდელი იმპერია უზრუნველყოფდა ერთიანი სახელმწიფოს ფარგლებში რამდენიმე რელიგიის თანაარსებობასა და მისი სუბიექტების დამოუკიდებლობის შენარჩუნებას, ასევე პრივილეგირებული წოდებების ტრადიციული წესებისა და პრივილეგიების დაცვას. თუმცა იმპერიამ დაკარგა ექსპანსიის, ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებისა და დაპყრობითი ომების წარმოების შესაძლებლობა. შიდა კონსოლიდაციისა და საკუთარი სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების დროს მსხვილი გერმანული სამთავროების განვითარება ეწინააღმდეგებოდა იმპერიის გაყინულ სტრუქტურას, რამაც XVIII საუკუნეში გამოიწვია ცენტრალური ინსტიტუტების პარალიზება და საიმპერიო სისტემის დაშლა. საღვთო რომის იმპერიამ იარსება 1806 წლამდე და განადგურდა ნაპოლეონის ომების მსვლელობისას, როდესაც შეიქმნა რაინის კავშირი, ხოლო იმპერიის უკანასკნელი იმპერატორი ფრანც II ტახტიდან გადადგა.
  17. ახალი ეგვიპტური სამეფო — ძველი ეგვიპტის ისტორიის ერთ–ერთი ეტაპი, რომელიც გრძელდებოდა ძვ. წ. 1570-1080 წლებში. იგი მოიცავს ეგვიპტის XVIII, XIX და XX დინასტიებს. ეგვიპტის ისტორიაში ახალი ერის ფუძემდებლად აღიარებულია ფარაონი იაჰმეს I (ძვ. წ. 1570–1576 წწ.), მენესისა და მენტუჰოტეპ I-ის მსგავსად. მან ჰიქსოსები ქვეყნიდან განდევნა, მისდია შარუჰენამდე (სამხრეთ პალესტინა), რომელიც მათ მთავარ ბაზას წარმოადგენდა. ამის შემდეგ მან წესრიგი დაამყარა ქვემო ნუბიაში, რომელიც ეგვიპტის კონტროლიდან გამოვიდა, ხოლო შემდეგ თანდათან სამხრეთით წაიწია. ნუბიის მმართველად ფარაონმა დანიშნა თავისი უფროსი ვაჟი, ისიც იაჰმესი და მას უბოძა ტიტული „ფარაონის ვაჟი, სამხრეთის ქვეყნების ზედამხედველი“. ამით მან დააარსა ახალი რგოლი ფარაონის ადმინისტრაციულ აპარატში, რომელმაც იარსება ახალი სამეფოს მთელი პერიოდის მანძილზე. დაახლ. ძვ. წ. 1350 წელს ახალი სამეფოს სტაბილურობას საფუძველი შეურყია ამენჰოტეპ IV-ის ტახტზე ასვლის შემდეგ მის მიერ გატარებულმა რადიკალური და ქაოტური რეფორმების სერიამ. საკუთარი სახელის ახენატენით შეცვლით მან მანამდე ნაკლებად ცნობილი მზის ღმერთი ატონი უზენაეს ღვთაებად შერაცხა, აკრძალა დანარჩენი ღვთაებების მსახურება და ქურუმებზე გაილაშქრა. დედაქალაქის ახალ ქალაქ ახეტატონში (თანამედროვე ამარნა) გადატანით მან საგარეო საქმეები მეორეხარისხოვნად მიიჩნია და საკუთარი თავი ახალ რელიგიას და არტისტულ სტილს მიუძღვნა. მისი გარდაცვალების შემდეგ ატენის კულტი სწრაფად დაივიწყეს, ხოლო მისმა შემდგომმა ფარაონებმა ტუტანხამონმა, ეიემ და ჰორემჰებმა სრულიად წაშალეს მისი მკრეხელობის ხსენება, რომელიც ამჟამად ამარნას პერიოდით არის ცნობილი. დაახლ. ძვ. წ. 1279 წელს, რამზეს II, აგრეთვე ცნობილი როგორც რამზეს დიდი, ადის ტახტზე და უფრო მეტი ტაძრების და ობელისკების მშენებლობას იწყებს. ფარაონების ისტორიაში მას ყველაზე მეტი შვილი ჰყავდა. გამჭრიახი სამხედრო მმართველი რამზეს II მის არმიას უძღოდა ხეთების წინააღმდეგ ბრძოლაში კადეშთან და საბოლოოდ დათანხმდა ისტორიაში პირველ საზავო ხელშეკრულებაზე ძვ. წ. 1258 წელს. თუმცა ეგვიპტის სიმდიდრე მაცდური სამიზნე გახდა უცხოელი დამპყრობლებისთვის, განსაკუთრებით ძველი ლიბიელებისა და ზღვის ხალხისთვის. თავდაპირველად ეგვიპტელთა სამხედრო ძალები წარმატებით უმკლავდებოდნენ შემოსევებს, თუმცა საბოლოოდ ეგვიპტემ სირიასა და პალესტინაზე გავლენა დაკარგა. გარე საფრთხის გავლენას განსაკუთრებით ამძაფრებდა საშინაო პრობლემები — კორუფცია, აკლდამების ძარცვა და სამოქალაქო არეულობა. ამუნის ტაძრის უმაღლესი ქურუმები თებეში ვრცელ მამულებსა და უზარმაზარ სიმდიდრეს ფლობდნენ და მათმა მზარდმა ძალაუფლებამ ქვეყანა მესამე გარდამავალ პერიოდში შეიყვანა.
  18. მაურიების იმპერია — სახელმწიფო ძველ ინდოეთში ძვ.წ. 317-180 წლებში დედაქალაქით პატალიპუტრაში (დღევ. პანტა) მაურიების სახელმწიფომ ისტორიული მნიშვნელობა შეიძინა ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობების შემდეგ ნანდას იმპერიის მეფეებთან ჩანდრაგუპტა მაურიას ბრძოლის შედეგად. ჩანდრაგუპტა ბერძენი ავტორების მიერ მოხსენებულია, როგორც სანდრაკოტი წარუმატებლად ცდილობდა ალექსანდრე მაკედონელის ყურადღება მიეპყრო თავისკენ და საბოლოოდ ბერძენთა დაუხმარებლად შეძლო თავისი სამეფოდ გაფართოება. მის მიერ შექმნილი მაურიების იმპერია მუდმივ კონტაქტში იყო სელევკიდების სირიასთან და ბერძნულ-ბაქტრიულ სამეფოსთან. მაურიების იმპერიამ იმპერატორ აშოკას დროს უმაღლეს განვითარებას, როდესაც დაიქვემდებარა უზარმაზარი ტერიტორია და განავრცო ბუდიზმი. იმპერია დაეცა აშოკის გარდაცვალებიდან 50 წლის შემდეგ შუნგას აჯანყების შედეგად, როდესაც ქვეყანაში ახალი დინასტიის მმართველობა დამყარდა.
  19. ალექსანდრე დიდი, მაკედონელი (ბერძ. Μέγας αλέξανδρος; დ. 20/21 ივლისი, ძვ. წ. 356, პელა — გ. 11 ივნისი, ძვ. წ. 323, ბაბილონი), ასევე ალექსანდრე III — მაკედონიის მეფე (ძვ. წ. 336-323), ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მხედართმთავარი ისტორიაში, სიკვიდლამდე დაიპყრო იმ დროისთვის ცნობილი თითქმის მთელი მსოფლიო; მას ხშირად მოიხსენიებენ ჩინგის ყაენის, ნაპოლეონ ბონაპარტის, სიმონ ბოლივარის, ტიპუ სულთანის, გუსტავ II ადოლფის, ჰანიბალისა და იულიუს კეისარის გვერდზე, როგორც უდიდეს სამხედრო სტრატეგისტს და ტაქტიკოსს, რომელიც კი ოდესმე არსებობდა. ალექსანდრე რომელსაც ხშირად ალექსანდრე დიდს ან მაკედონელს უწოდებდნენ 20 წლის ასაკში ჩაიგდო ძალაუფლება ხელში. მიუხედავად მცირე ასაკისა მან სერიოზული მომზადება გაიარა. მამამისმა ფილიპე II-მ ჯერ კიდევ გამოჩენილ ფილოსოფოსს არისტოტელეს მიაბარა აღსაზრდელად და 16 წლის ასაკში მისი ლაშქრობების მონაწილე გახდა. ალექსანდრეს უპირველესი სურვილი იყო, რომ შეექმნა ერთი დიდი სახელმწიფო, სადაც მოქცეული იქნებოდა იმ დროინდელი ცივილიზირებული სამყარო და ამ ერთიანობას საფუძვლად უნდა დასდებოდა სამი ერთიანობის პრინციპი: ენობრივი კულტურული და პოლიტიკური. ეს იდეა კი ალექსანდრეს სხვა დამპყრობლებისაგან განასხვავებს. ძვ. წ. 340 : როდესაც ფილიპე II აჯანყების ჩასახშობად იყო წასული, ალექსანდრე მართავდა მაკედონიას. მას აუჯანყდა მაედი. მან აჯანყება ჩაახშო და ქალაქს ალექსანდროპოლისი დაარქვა. ძვ. წ. 336 : მოკლეს ფილიპე II და ალექსანდრე გახდა ქვეყნის სრულუფლებიანი მმართველი. ძვ. წ. 334 : ივნისში, გრანიკოსის ბრძოლაში, მან დაამარცხა სპარსეთის ჯარი, სექტემბერში კი აიღო ჰალიკარნასი. ძვ. წ. 333 : ისოსის ბრძოლა. მან გადაჭრა გორდიას ნასკვი. ამავე წლის ნოემბერში დაატყვევა სპარსების სამეფო ოჯახი. ძვ. წ. 332 : 14 ნოემბერს იგი აღიარეს ეგვიპტის ფარაონად. მომდევმო წლის ზამთარში დაიწყო ალექსანდრიის მშენებლობა. 1 ოქტომბერს გავგამელის ბრძოლაში მან საბოლოოდ დაამარცხა სპარსეთის მეფე დარიოს III. 21 ოქტომბერს ალექსანდრე შევიდა ბაბილონში. ძვ. წ. 331 : გავგამელის ბრძოლა. ალექსანდრემ მესამედ დაამარცხა დარიოსის ჯარი. ძვ. წ. 330 : მთლიანად დაიპყრო სპარსეთი. ძვ. წ. 329 : იგი შეიჭრა ცენტრალურ აზიაში. იქსარტეს ბრძოლაში მან დაამარცხა სკვითები. ძვ. წ. 328 : წარმატებით ჩაახშო სპიტამენესის აჯანყება მაკედონიაში. ძვ. წ. 327 : სიკვდილით დასაჯა სამეფო კარის მემატიანე კალისთენესი. ამავე წელს ალექსანდრემ დაიპყრო „სოგდიის კლდე“, აჯანყებულთა მთავარი ციხე. აგვისტოში იგი დაქორწინდა როქსანაზე, ბაქტრიელი მთავრის ოქსირატესის ასულზე. ამავე წლის ზაფხულში მან ინდოეთი დაიპყრო. ძვ. წ. 326 : ჰიდასპეს ბრძოლაში ალექსანდრემ მეფე პორუსი დაამარცხა. სექტემბერში ჯარმა მას დაუმორჩილებლობა გამოუცხადა, თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. ძვ. წ. 325 : ივლისში მან ინდოეთის ოკეანეს მიაღწია. ძვ. წ. 324 : ალექსანდრემ ქ. სუზაში გასცა ბრძანება, რომ ჯარისკაცებს ცოლად მოეყვანათ სპარსი ქალები. თვითონ კი დარიოს III-ის ქალიშვილზე - სტატირაზე იქორწინა. ივლისში მას ჯარი კვლავ აუჯანყდა ქალაქ ოპისთან. ოქტომბერში, ეკბატანაში, გარდაიცვალა მისი უახლოესი მეგობარი ჰეფესტიონი (სავარაუდოდ ის მისი საყვარელიც იყო, მაგრამ ეს არც ერთი წყაროთი არ დასტურდება). ძვ. წ. 323 : ალექსანდრე დაბრუნდა ბაბილონში. 10 ივნისს იგი გარდაიცვალა. დიადოქოსები (ბერძ. διάδοχος — მემკვიდრე) — ალექსანდრე დიდის სარდლები, რომლებმაც მისი გარდაცვალების შემდეგ, ძვ. წ. 323—ძვ. წ. 301 წლებში მიმდინარე ხანგრძლივი ბრძოლის შედეგად, გაინაწილეს ალექსანდრე მაკედონელის იმპერია. ამ გაყოფის შედეგად წარმოიქმნა ელინისტური სახელმწიფოები — სირია, ეგვიპტე, ბითინია, პერგამონი და მაკედონია ცნობილი დიადოქოსები იყვნენ — ანტიგონე I და მისი ვაჟი დემეტრე პოლიორკეტი, ანტიპატრი და მისი ვაჟები კასანდრი, პტოლემე I, სელევკი, ლისიმაქე და ევმენი. მათ შორის გაჩაღდა სისხლისმღვრელი ბრძოლა, რომელიც გაგრძელდა 22 წელიწადი ძვ. წ. 323 – ძვ. წ. 301 წლებს შორის. გადამწყვეტი ბრძოლა მოხდა იპსასთან ძვ. წ. 301 წელს. ეს პერიოდი ისტორიაში ცნობილია სახელწოდებით – დიადოქოსების (სარდლების) ბრძოლა. ბრძოლის შედეგად, წარმოიქმნა სახელმწიფოთა ახალი სისტემა, რომელიც ცნობილია, როგორც ელინისტური სახელმწიფოები და რომელშიც შევიდა მთელი მიწები – ადრიატიკის ზღვიდან მდინარე ინდამდე გადაჭიმული. ელინისტური მონარქიები დიადოქოსების ბრძოლა ხასიათდება ბერძნული პოლიტიკური ორგანიზაციებიდან — პოლისებიდან დაპყრობილი ტერიტორიების მემკვიდრეობით მონარქიებად გარდაქმნაში, აგრეთვე, ბერძნული კულტურისა და ეკონომიკური აქტივობის მცირე აზიასა და ეგვიპტეში გადატანით. ასეთი ქვეყნები იწოდებიან ელინისტურ სახელმწიფოებად. მათ შორის მნიშვნელოვანი იყოː ამ ე. წ. ელინისტურად წოდებულ სახელმწიფოთაგან უმნიშვნელოვანესი იყვნენː ელინისტური ეგვიპტე, პტოლემეებით სათავეში სირია, სელევკიდებით სათავეში მაკედონია, ანტიპატრე I ცალთვალას მემკვიდრეებით სათავეში ძვ. წ. 282 წელს მათ მიუერთდა პერგამონის სამეფო ატალიდების დინასტიით სათავეში ყველა მათგანი, საბოლოოდ, დაპყრობილ და მიერთებულ იქნა ძველი რომის სახელმწიფოს მიერ. http://talimger.org/_pu/0/s55656406.jpg http://samlib.siwatcher.ru/img/o/orlow_w_k/orlowwk-prorochestwa2016/orlowwk-prorochestwa2016-20.jpg
  20. რომის იმპერია (ლათ. Imperium Romanum) აღმოცენდა რომის რესპუბლიკაში უზენაესი ძალაუფლების ერთი პიროვნების ხელში მოქცევის შედეგად. პირველ იმპერატორად ოქტავიანე ავგუსტუსი ითვლება, მაგრამ იმპერიას საფუძველი ჯერ კიდევ მისმა წინამორბედებმა ჩაუყარეს. რომის რესპუბლიკის წყობა ყოველგვარად მიმართული იყო იმისკენ, რომ ძალაუფლება ცალკეული პიროვნების ხელში არ აღმოჩენილიყო, მაგრამ გაიუს მარიუსის მიერ გატარებულმა სამხედრო რეფორმამ ამისთვის საკმარისი პირობა შექმნა. სულასა და მარიუსს შორის დაწყებული სამოქალაქო ომის შემდეგ, რომმა კიდევ არაერთი სამოქალაქო დაპირისპირება გადაიტანა. იულიუს კეისარმა კი შექმნა იმპერიის შექმნის ყველა წინაპირობა. იგი გახდა პირველი, ვის ხელშიც მოექცა უზენაესი ძალაუფლება, მაგრამ მას ჯერ კიდევ ჰყავდა ძლიერი ოპოზიცია რესპუბლიკური იდეალების დამცველ სენატორებს შორის, თანაც საზოგადოება მორალურად ჯერ არ იყო მზად მიეღო იგი, როგორც უზანაესი ძალაუფლების ერთადერთი მატარებელი. პროცესი დასრულდა ბრუტუსისა და კასიუსის შეთქმულებით, რომლის შედეგადაც კეისარი სენატში მოკლეს. მიუხედავად ამისა, კეისრის სახელს მიენიჭა უზენაესი ძალაუფლების მნიშვნელობა, ეს სიტყვა ამ მნიშვნელობით ბევრ ენაში შევიდა, მაგალითად გერმანულად kaiser და რუსულად царь. კეისრის მკვლელობის შემდეგ ძვ. წ. 44 წელს, რომში სამოქალაქო დაპირისპირების ახალმა ტალღამ იფეთქა, რომელიც მხოლოდ ძვ. წ. 27 წელს ოქტავიუსის ანტონიუსზე გამარჯვებით დასრულდა. ამ დროისთვის ოქტავიუსს უკვე აღარ დარჩა რესპუბლიკური ოპოზიცია, რის შედეგადაც იმავე წელს სენატმა მას უზანაესი ძალაუფლება მიანიჭა. რესპუბლიკის იმპერიად გარდაქმნის კიდევ ერთი წინაპირობა იყო რომის სახელმწიფოს გაზრდა პუნიკური ომების, ბალკანეთისა და მცირე აზიის ნაწილის დაპყრობის შედეგად. ამხელა სახელმწიფოს სამართავად რესპუბლიკის სახელმწიფო წყობა მოურგებელი აღმოჩნდა. ძვ. წ. I საუკუნეში რომის იმპერია განფენილი იყო თანამედროვე პორტუგალიის, ესპანეთის, იტალიის, საბერძნეთის, მაკედონიის, თურქეთის, სირიის, ისრაელის, ტუნისის და ჩრდილოეთ ალჟირის ტერიტორიებზე. ხოლო რომის პოლიტიკური გავლენა კიდევ უფრო მეტ ტერიტორიებზე ვრცელდებოდა. ამ დაპყრობებს კეისარმა მიუმატა გალია (თანამედროვე საფრანგეთი), პონტოს სამეფო (თურქეთი) და ბრიტანეთი, ხოლო ოქტავიანემ ეგვიპტე. ამგვარად, რომის იმპერია ძველი წელთაღრიცხვის დასასრულს მოიცავდა მთელს ხმელთაშუაზღვისპირეთსა და დასავლეთ ევროპას. ამის გარდა, რომზე დამოკიდებული იყო მთელი რიგი სახელმწიფოები, რომლის მეფეებიც „რომაელი ხალხის მეგობრისა და მოკავშირის“ ტიტულს ატარებდნენ. იმდროინდელ ევროპაში, დასავლეთ აზიასა და ჩრდილოეთ აფრიკაში არ იყო ძალა რომელიც შეძლებდა რომაულ ლეგიონებთან დაპირისპირებას. ნერვას სიკვდილის შემდეგ 98 წელს, იმპერატორი მისი შვილობილი ტრაიანე გახდა. იგი წარმოშვებით ესპანეთიდან იყო. რომის იმპერატორი პირველად გახდა პროვინციელი. ეს მიუთითებს თუ რა მდგომარეობა ეკავათ იმპერიაში იმ დროს რომანიზებულ დასავლეთ პროვინციებს. იგი ენერგიული ადმინისტრატორი და კარგი მხედართმთავარი იყო. იგი ცდილობდა სენატთან კარგი ურთიერთობა შეენარჩუნებინა, რომელიც, უმეტესად, უკვე არა ძველი ლათინური არისტოკრატებით იყო დაკომპლექტებული, არამედ მასში უკვე პროვინციელი არისტოკრატები ჭარბობდნენ. მისი იმპერატორობის დროს სენატს მეტი უფლებამოსილება მიენიჭა. იგი, ასევე, ცდილობდა აღედგინა რომაული არმიის ავტორიტეტი. 101 წელს მან დაკიასთან დაიწყო ომი. დაკები მხოლოდ 2 წლიანი გაცხარებული ბრძოლების შედეგად დანებდნენ. ომი 105 წელს განახლდა დაკების რომაულ გარნიზონებზე თავდასხმით, რასაც რომაელებმა 106 წელს დაკიაში შეჭრით უპასუხეს; მომდევნო წელს კი პროვინციად აქციეს. ამ გამარჯვების აღსანიშნავად, ტრაიანემ ახალი ფორუმი ააშენა და მის ცენტრში 40 მეტრის სიმაღლის სვეტი აღმართა. 109 წელს იმპერატორმა პართიასთან ომისთვის მზადება დაიწყო. იმავე წელს რომაელები კავკასიის რეგიონში შეიჭრნენ და კოლხებს და იბერიელებს მათი ბატონობა აღიარებინეს. 111 წელს რომაელებმა სინის ნახევარკუნძული და არაბეთის ჩრდილო-დასავლეთი დაიპყრეს. 114 წელს ტრაიანე სომხეთში შეიჭრა და იგი რომის პროვინციად აქცია. მომდევნო წელს კი რომაელმა ლეგიონერებმა მესოპოტამიის დიდი ნაწილი დაიკავეს. 116 წელს რომაელებმა უკვე პართიის დედაქალაქი ქტეზიფონი დაიკავეს. ასურეთი, მესოპოტამია და ბაბილონია რომის პროვინციებად იქცა. ამით ტრაიანემ ომის დასრულება გამოაცხადა, მაგრამ 116 წლის ბოლოს აჯანყება მოხდა არამხოლოდ დაპყრობილ შუამდინარეთში, არამედ ეგვიპტეში, კირენაკიასა და კვიპროსზეც. ამ აჯანყების ჩასახშობად ტრაიანეს მოუწია აღმოსავლური არმიის ნაწილის გაგზავნა, რითიც ისარგებლეს პართიელებმა და დარჩენილი ლეგიონები გაწყვიტეს. 117 წლის ზაფხულში რომაელებს მოუწიათ სამხრეთ შუამდინარეთის დატოვება, ხოლო მოგვიანებით, მესოპოტამიის დიდი ნაწილისაც. რომის არმია ძალიან დასუსტდა. ტრაიანეს უნდოდა აღედგინა არმიის ბრძოლისუნარიანობა და გაეგრძელებინა ომი. ამისთვის იგი გაემგზავრა რომისკენ, მაგრამ გზაში ავად გახდა და მოკვდა. რომაელების მეხსიერებაში ტრაიანე დარჩა როგორც საუკეთესო პრინცეპსტი, ალბათ უფრო იმიტომ რომ მმართველობის პერიოდის უმეტესობა ლაშქრობებში გაატარა, ხოლო სახელმწიფოს მართვა სენატს ანდო. http://shapinghowwethink.com/wp-content/uploads/2019/07/1280px-RomanEmpire_117_recoloured_2.svg_.png
  21. ზარათუშტრა (ირან., ბერძნ. ზოროასტრი) — ძველი სპარსული რელიგიის რეფორმატორი — ზოროასტრიზმის დამაარსებელი და წინასწარმეტყველი. მეცნიერებაში დადგენილია, რომ ზარათუშტრა ისტორიული პირია. ავესტაში არის ცნობები მის გვარზე, ქალიშვილსა და მეგობრებზე. ზარათუშტრას ცხოვრებისა და მოღვაწეობის დროს ზუსტად არ არის ცნობილი. ვარაუდობენ, რომ იგი ცხოვრობდა ძვ. წ. X საუკუნესა და VI საუკუნის I ნახევარს შორის პერიოდში. სადავოა ზარათუშტრას სამშობლოს საკითხიც. მკვლევართა უმრავლესობა ფიქრობს, რომ ზარათუშტრა ცხოვრობდა და მოღვაწეობდა აღმოსავლეთ ირანში. ზოროასტრული ტრადიციით კი მისი სამშობლო აზერბაიჯანია. ზარათუშტრას მიაწერენ გათების (ავესტის უძველესი ნაწილი) შექმნას. დასაშვებია, რომ ზარათუშტრა იყო არიული რელიგიის ქურუმი და თავის ახალ მოძღვრებაში შეინარჩუნა არიული რელიგიის ინსტიტუტები და მრავალი რელიგიური ტერმინი. გათბის მიხედვით, ზარათუშტრას მოძღვრებას მის სამშობლოში წარმატება არ ჰქონია, იგი გაქცეულა და თავი შეუფარებია ქავი (მეფე) ვიშტასპას კარზე. ვიშტასპამ და მისმა ქვეშევრდომებმა მიიღეს ახალი რელიგია და ხელი შეუწყვეს მის გავრცელებას. „მცირე ავესტაში“ ზარათუშტრა უკვე მითურ პიროვნებად, ღმერთკაცად გვევლინება. http://4.bp.blogspot.com/-gZ507OplJ9o/UsrmQ6UU6uI/AAAAAAAAA7w/md_LuXcEGmQ/s1600/Zoroaster.jpg
  22. იესო ქრისტე, იესო ნაზარეველი (ბერძ. Ίησους, ებრ. יהושע [იეჰოშუა] < იჰვჰ — „გადარჩენა“, ბერძ. Χριστός [მირონცხებული] იგივე „მესია“ ებრაულად; დ. 7 იანვარი/25 დეკემბერი, ძვ. წ. 1, ბეთლემი — გ. 33, იერუსალიმი) — ქრისტიანული ეკლესიის თავი და დამფუძნებელი. ქრისტიანობა მსოფლიო რელიგიაა, ისლამის და ბუდიზმის გვერდით, მის მიმდევრად 2 100 000 000-ზე მეტი ადამიანი მიიჩნევა. ქრისტიანობის ისტორია იწყება ქრისტესთან ერთად (ძე ღმრთისას განკაცებასთან ერთად). მისი ცხოვრება, ქადაგება და მისი მკვდრეთით აღდგომა, მის მიერ ნაქადაგები სასუფევლის მოახლოვება და სოციალური თანასწორობა ადამიანთა შორის, დიდ მოწონებას იწვევდა, ქრისტეს პირველი მიმდევრები იყვნენ გალილეველი მესათხევლეები (მეთევზენი), ანდრია და იოანე, ქრისტე უპრიველეს ცნებად აცხადებს ღმერთის და მოყვასის სიყვარულს. სახარებაში ქრისტე მოუწოდებს მოციქულებს სპეციალური ვალდებულებისკენ, მოციქულების ვალია იქადაგონ ხალხში სახარება, რომ სიკვდილი დამარცხებულია და ცათა სასუფეველი დადგა, ყოველი ადამიანი გამოსყიდულია ცოდვისგან. ქრისტიანთა შეხედულებით ქრისტე არის ღვთის ძე, ღვთის სიტყვა (ლოგოსი), სამების მეორე ჰიპოსტასი (ღვთაებრივი პირი / წევრი), მაცხოვარი, მხსნელი. ბიბლიის ახალი აღთქმის მიხედვით იგი შვა მარადქალწულმა, ყოვლადწმინდა მარიამმა, უბიწო ქალწულმა, რომელსაც მთავარანგელოზმა გაბრიელმა ახარა, რომ უფალია მასთან და რომ სული წმიდა მოვიდოდა მასზე და ძალი მაღლისა დაფარავდა, იგი მიუდგებოდა (დაორსულდებოდა), შობდა ძეს და უწოდებდა მას სახელს იესო, ეწოდება მას ძე მაღლისა, იმეფებს იგი საუკუნოდ და მის სუფევას არ ექნება დასასრული. ქ. ბეთლემში (ებრ. ბეთლეჰემ - სახლი პურისა), ქვაბში (გამოქვაბულში) იშვა მესია. მამობილმა იოსებმა ახალშობილი იესო ღვთისმშობელთან ერთად ანგელოზისაგან წინასწარუწყებით ეგვიპტეში გაარიდა ებრაელთა ტირანს ჰეროდეს, რომელმაც შეიტყო რა მოგვებისაგან, რომ ახდა წინასწარმეტყველება და იშვა იუდეველთა მეფე, ჩათვალა ეს ამქვეყნიური სამეფო ტახტის დაკარგვად და ამის შიშით გასცა ბრძანება გაეჟლიტათ ორი წლის ასაკამდე შობილი ყველა ყრმა. ის კი გადარჩა, გაიზარდა, დაბრუნდა, იქადაგა პალესტინაში ახალი მოძღვრება, მოუწოდა მოწაფეებს (12 მოციქული, 70 მოწაფე), განიცადა სინედრიონის სასტიკი დევნა, ბოლოს იუდას ღალატით შეიპყრეს, აწამეს, ეკლის გვირგვინი დაადგეს, ჯვარი აზიდვინეს გოლგოთის მთაზე და ჯვარს აცვეს ორ ავაზაკთან ერთად, სამი დღის შემდეგ კი მკვდრეთით აღდგა. ყოველივე ეს მოთხრობილია ოთხ კანონიკურ სახარებაში: მათეს, მარკოზის, ლუკას და იოანესი. ძე ღვთისა, იესო მდინარე იორდანეში მონათლა იოანე ნათლისმცემელმა, ქადაგებდა სიკეთეს, სამართლიანობას, მოყვასის სიყვარულს, ჭეშმარიტ, მაცხოვნებელ, ცოცხალ სარწმუნოებას. ქრისტიანებს სწამთ იესოს მეორედ მოსვლის, როდესაც გაიმართება საშინელი სამსჯავრო და მაცხოვარი განიკითხავს, ყველას თავის საქმეთაებრ მიაგებს, ადგილს მიუჩენს ცოდვილებს და უცოდველთ, დაამყარებს წმინდანთა ათასწლოვან მეუფებას.
×
×
  • შექმენი...