Jump to content
Planeta.Ge

შანკარადევა

პლანეტელი
  • პოსტები

    672
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი შანკარადევა

  1. მთავარი ის კი არაა მიგვიწვდება თუ არა ხელი ბიბლიის ორიგინალურ ვერსიაზე, არამედ იმაზე, ქადაგებს თუ არა ქრისტიანობა ჭეშმარიტებას და არის თუ არა რეალობასთან ახლოს ქრისტიანული ქორონიკონი, პასუხი (ჩემი პასუხი): არა. საქმე საქმეზე თუ მიდგა ჩემთვის იუდაიზმი და ისლამი ბევრად უფრო ავტორიტეტულია ვიდრე ქრისტიანობა და არა მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი უნიტარული (და არა ტრინიტარული) მონოთეიზმის გამო. ორიგინალური აბრაამული ტრადიციაა - იუდაიზმი და თან კლასიკური იუდეური ორთოდოქსია და არა რეფორმისტები, სხვა ყველაფერი - აბსურდია. პირადად მე შივაიზმის, შაკტიზმის და ნეოპლატონიზმის (კლასიკური ნეოპლატონიზმის) მომხრე ვარ და არასოდეს გავხდები ქრისტიანი, საქმე საქმეზე რომ მიდგეს იუდაისტი უფრო გავხდები ვიდრე ქრისტიანი, მით უმეტეს, რომ რაბინები უკვე არაებრაელებსაც იღებენ იუდაიზმში. პირადად მე მართლმადიდებლობას და პროტესტანტიზმს მირჩევნია კლასიკური კათოლიციზმი, ნესტორიანელობა და არიანელობა. ორიგენიზმი და ავგუსტინიზმიც მომწონს. არ მომწონს ქრისტიანული ესქატოლოგია, ამით ყველაფერია ნათქვამი. ქრისტიანულ (და ზოგადად აბრაამულ) ესქატოლოგიას უფრო ზოროასტრიული (მაზდეანური) სჯობს (ჩემთვის პირადად), როგორც მონოთეისტური (ან მონოლატრიული) ესქატოლოგიის გაცილებით ძველი ვარიანტი, შექმნილი ძვ.წ. მეექვსე საუკუნეში მცხოვრები წინასწარმეტყველი ზარდუშტ სპიტამას (ზარათუსტრას) მიერ. შესაძლოა ზარათუსტრა უფრო ადრეც ცხოვრობდა. ზუსტად არ ვიცით. არც მაზდეანური დაკრძალვა მზარავს.
  2. ახ.წ. 314 წელს რომის წ ა რ მ ა რ თ მ ა იმპერატორმა კონსტანტინე "დიდმა" გამოსცა მილანის ედიქტი და მოახდინა ქრისტიანობის ერთ-ერთი სკოლის – ორთოდოქსიის ლეგალიზება. ამას მოჰყვა ელინისტური რელიგიის წინააღმდეგ ბრძოლის გაჩაღება, ყველაფერი დაიწყო არტემისის ტაძრების და ქურუმების ლიკვიდაციით და დასრულდა 529 წელს მისი საბოლოო ლიკვიდირებით. ცხადია საუბარია ფიზიკურ განადგურებაზე. კონსტანტინე მხოლოდ სასიკვდილო სარეცელზე მოინათლა სხვათაშორის... ვინც არ იცის იმათთვის ვამბობ. 325 წელს ამ "დიდმა" იმპერატორმა შეკრიბა ორთოდოქსი იერარქები და ოფიციალურად დაგმო გნოსტიკური რელიგია. დაიწყო გნოსტიკოსების დევნა და ლიკვიდაცია. საუბარია ფიზიკურ ლიკვიდაციაზე. გნოსტიკოსები ან უარყოდნენ ებრაულ თანახს ანუ "ძველ აღთქმას" ანდა განსხვავებულად განმარტავდნენ.
  3. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ძველი აღთქმა ესაა სერიოზულად პროფანირებული იუდეური თანახი (ებრაული ბიბლია). რაც შეეხებათ კანონიკურ სახარებებს (კანონიკურ ოთხთავს), ვისი დაწერილია ეშმაკმა უწყის. ის, რომ ეგ წიგნები მათემ, მარკოზმა, ლუკამ და იოანემ დაწერეს, სჯერათ მხოლოდ ვარდისფერი სათვალეების მფლობელ რომანტიკულ და სენტიმენტალურ ქრისტიანებს. რაბინებმა შესანიშნავად იციან, რომ ქრისტიანული ლიტერატურა და დოგმები სრული ფიქციაა. იუდეველთაგან ერთადერთი ჯგუფი, რომელსაც სჯერა მესია ქრისტესი ესაა ორგანიზაცია "ებრაელები იესოსათვის" და ეგეც იმიტომ, რომ მარგინალური ფსევდო-იუდეური სექტაა. საკუთარი თვალით მაქვს წაკითხული და შედარებული თანახი და "ძველი აღთქმა". განსხვავდებიან როგორც ცა და მიწა. რომაელ წარმართებს ჰქონდათ აბსოლუტურად არასწორი პოლიტიკა ადრეულ ქრისტიანებთან მიმართებაში. ადრეულ ქრისტიანებს სურდათ მოწამეობა, რომაელ წარმართებს კი ეს არ ესმოდათ, მათ არ ესმოდათ ქრისტიანების ფსიქოლოგია და ის, რომ ისინი ადრე თუ გვიან შურს იძიებდნენ, ასეც მოხდა 314-325 წლებში. ქრისტიანებს ყოველთვის უნდოდათ ძალაუფლების ხელში ჩაგდება, 314 წელს მათი ლეგალიზება მოხდა და 392 წელს ერთადერთ ლეგალურ რელიგიად გამოცხადდნენ რომის იმპერიაში და საბოლოოდ რა მიიღეს? არაფერი. ჯერ 1054 წლის დიდი სქიზმით ორად გაიყო მათი "ერთიანი კათოლიკე მართლმადიდებელი სამოციქულო" ეკლესია, მერე სამად და ბოლოს შეიქმნა ერთის მაგივრად ათასობით სექტა. კათოლიკეებს გამოეყვნენ პროტესტანტები, პროტესტანტები კი დაიშალნენ ასობით და ათასობით სექტად. მათ (ქრისტიანებმა) მაინც ვერ მიიღეს რაც უნდოდათ, ერთიანი ეკლესია და მსოფლიოზე ერთპიროვნული ჰეგემონია. მსოფლიოში 7,7 მილიარდი ადამიანიდან მხოლოდ 2,4 მილიარდია ქრისტიანი, ასე რომ... ქრისტიანებს ყოველთვის უნდოდათ ძალაუფლების ხელში ჩაგდება, 314 წელს მათი ლეგალიზება მოხდა და 325 წელს ერთადერთ ლეგალურ რელიგიად გამოცხადდნენ რომის იმპერიაში და საბოლოოდ რა მიიღეს? არაფერი. ჯერ 1054 წლის დიდი სქიზმით ორად გაიყო მათი "ერთიანი კათოლიკე მართლმადიდებელი სამოციქულო" ეკლესია, მერე სამად და ბოლოს შეიქმნა ერთის მაგივრად ათასობით სექტა. კათოლიკეებს გამოეყვნენ პროტესტანტები, პროტესტანტები კი დაიშალნენ ასობით და ათასობით სექტად. მათ (ქრისტიანებმა) მაინც ვერ მიიღეს რაც უნდოდათ, ერთიანი ეკლესია და მსოფლიოზე ერთპიროვნული ჰეგემონია. მსოფლიოში 7,7 მილიარდი ადამიანიდან მხოლოდ 2,4 მილიარდია ქრისტიანი, ასე რომ... ქრისტიანული ქორონიკონის შესახებ ორიოდე სიტყვა + ინდოეთი ახ.წ. 325 წელს რომის იმპერიაში ქრისტიანული რელიგიის ტრიუმფის შემდეგ, საუკუნეთა მანძილზე ევროპელებს სჯეროდათ, რომ "ღმერთმა" სამყარო შექმნა სულ რაღაც რამოდენიმე ათასი წლის წინ და დღესაც სჯერათ ფანატიკურად განწყობილ მორწმუნეებს, რომ სამყაროს ასაკი 7807 წელია. ამას ეწოდება "ქრისტიანული ქორონიკონი". არსებობდა ქორონიკონის რამდენიმე ვერსია მცირედი განსხვავებებით, ესენია: ქართული ქორონიკონი, ანტიოქიური ქორონიკონი, ბიზანტიური ქორონიკონი და ალექსანდრიული ქორონიკონი. XV-ე საუკუნეში ინდოეთის ტერიტორიაზე კოლონიების დაარსება იწყეს პორტუგალიელმა და ესპანელმა მისიონერებმა, შემდგომში იგივეს გაკეთება სცადეს, დანიელებმა, ავსტრიელებმა, შვედებმა, ჰოლანდიელებმა და ბრიტანელებმა. მათ სცადეს ოსტ-ინდური სამხედრო კომპანიების შექმნა. ყველაზე მეტად გაუმართლათ ბრიტანელ ანგლიკანებს, რომლებმაც მოგოლებს წაართვეს მთელი ინდოეთი და ბოლოს უშუალოდ დედოფლის გვირგვინს დაუქვემდებარეს მთელი ჰინდოსტანი. ცხადია ბრიტანელები ცდილობდნენ ინდური რელიგიების დისკრედიტაციას და "ბარბაროსობად" შერაცხვას. ანგლიკანებს თავიანთი მისიონერული ინტერესები ჰქონდათ და ასეთ პირობებში XVIII-ე საუკუნეში შეიქმნა "აკადემიური მეცნიერება" - ინდოლოგია. პიონერები იყვნენ: ჰენრი ტომას კოლბრუკი, უილიამ ჯონსი, ავგუსტ ვილჰელმ შლეგელი, მაქს მიულერი და სხვები. ევროპელები (ბრიტანელები) ინდურ რელიგიებს აანალიზებდნენ ანგლიკანური ქრისტიანული თეოლოგიის პოზიციიდან და მუდმივად ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ ყველაფერი რაც მოსეს ხუთწიგნეულში წერია აბსოლუტური ჭეშმარიტებაა, ხოლო ინდურ მითებს თავისმხრივ აცხადებდნენ "ველურ ზღაპრებად" და "ერესად". განსაკუთრებით ზარავდათ მისიონერებს ტანტრული კულტები. შემდგომში ინდუიზმის "შესწავლა" იწყეს დარვინისტებმაც, რათა დაედასტურებინათ დარვინის თეორიების სისწორე. დღესაც ინდოლოგია ძირითადად ეყრდნობა ქრისტიანი და დარვინისტი "მკვლევარების" შეთხზულ თეორიებს. ცხადია ეს მისიონერები უარყოფდნენ ინდუისტურ დოქტრინებს.
  4. ბიბლეისტებმა ბრუნო ბაუერმა, ფერდინანდ კრისტიან ბაურმა და ფრიდრიხ დევიდ შტრაუსმა დაამტკიცეს, რომ პირველი ორი საუკუნის მანძილზე არ არსებობდა არავითარი ერთიანი მონოლითური ბიბლიური ტექსტი (ბიბლიური კანონი) ან ეკლესია (ორგანიზაცია ცენტრალიზებული). ცენტრალიზებული ეკლესია არ იყო, არ იყო არც ბიბლია. სამაგიეროდ არსებობდნენ სხვადასხვა სექტები და არსებობდა მრავალი სახარება, მრავალი ეპისტოლე და მრავალი აპოკალიფსი, რომელთა ჩაწერა დაიწყო მხოლოდ მეორე საუკუნის მეორე ნახევარში, მანამდე ყველა ევანგელე (სახარება), ეპისტოლე და ა.შ. გადაეცემოდა ზეპირსიტყვიერად. ერთიანი ეკლესია მონოლითური, შეიქმნა ახ.წ. 314-325 წლებში. ბიბლიური ტექსტის ჩამოყალიბება კი 325 წელსაც კი არ იყო დასრულებული. ტექსტის (კანონის) ფორმირება გრძელდებოდა შემდეგი საუკუნეებიც. "ერეტიკული" სექტები განადგურდნენ, ხოლო ორთოდოქსებმა ხელში ჩაიგდეს რომის იმპერია. მიუხედავად იმისა, რომ ბიბლიის ძველი ხელნაწერები ხელთ გვაქვს, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის ტექსტი ბიბლიის რაც გვაქვს ხმარებაში ახლოსაა ორიგინალთან, ყველა ისე ჭრის და კერავს, როგორც უნდა, ბიბლიის გაყალბების პრპცესი ჯერ კიდევ 325 წელს დაიწყო.
  5. აპოკრიფი (ძვ. ბერძ. ἀπόκρῠφος — დაფარული, საიდუმლო) — გვიანიუდაური და ადრექრისტიანული ლიტერატურული „არაკანონიკური“ თხზულებები. თავდაპირველად ეს ტერმინი იხმარებოდა გნოსტიკური (ელინისტური ეზოთერული) ხასიათის თხზულებების მიმართ, რადგან გნოსტიკოსები (ეზოთერიკი ელინები და ელინისტები) ცდილობდნენ თავიანთი სწავლება საიდუმლოდ შეენახათ, მოგვიანებით ტერმინი დაუკავშირდა ასევე ადრექრისტიანულ ტექსტებს (სხვადასხვა არაკანონიკურ სახარებებს, ეპისტოლეებს, გამოცხადებებს), რომლებიც ახ.წ. მეოთხე საუკუნეში ტირანი კონსტანტინეს შექმნილი ფსევდო-ქრისტიანული ეკლესიის მიერ არ იქნა ცნობილი „ღვთივშთაგონებულად“ და არ შევიდნენ „ბიბლიურ კანონში“. აპოკრიფები იყოფა ძველი აღთქმის და ახალი აღთქმის აპოკრიფებად (ე.ი. დაკავშირებულნი არიან იუდო-ელინურ პლაგიატზე დაფუძნებულ კონსტანტინესეულ „ბიბლიასთან“). იუდაიზმი დაფუძნებული არის ძველ სემიტურ პოლითეიზმზე (კონკრეტულად კი: შუმერულ, ფინიკიურ, ბაბილონურ და ქანაანურ მითოლოგიაზე ე.ი. არის მათი „ადაპტირებული“ პლაგიატი). იუდაიზმმა განიცადა მაზდეანობის ძლიერი ზეგავლენა (კონკრეტულად; იგულისხმება ასურა-მაზდას იგივე აჰურ-მაზდას კულტი). ცნობისთვის; მაზდეანური ზოროასტრიზმი, გახლდათ ერთგვარი რევოლუცია ირანულ რელიგიურ აზროვნებაში; ძველი ირანული მოგვების და დევების ვედური რელიგიის მკაცრი და უხეში ინვერსია. მაზდეანობა ისევე როგორც ინდური ვედიზმი, დაფუძნებულია პროტო-ინდო-ირანულ რელიგიაზე, რომელიც წარმოიშვა ჰიპერბორეული მისტიკისგან. იუდაიზმშიც და ქრისტიანობაშიც არსებობს ე.წ. აპოკრიფები ანუ საიდუმლო წიგნები, რომელთა წაკითხვაც ასურების შექმნილი „ორთოდოქსიის“ მიერ აკრძალულია და რომლებიც არ შევიდნენ არც "ქრისტიანულ" ბიბლიაში და არც იუდაისტურ „ტანახში“. თავდაპირველად იყვნენ მხოლოდ გნოსტიკოსები. რომის იმპერიაში თავდაპირველად არ იყო არავითარი „ორთოდოქსია“. ის გაჩნდა ახ.წ. მესამე საუკუნეში. ახ.წ. მეოთხე საუკუნეში ტირანმა კონსტანტინემ შექმნა ქრისტიანობის გამრუდებული ფორმა – ორთოდოქსია. ორთოდოქსიამ ახ.წ. 325 წელს აიღეს იუდაისტური და გნოსტიკური წიგნები, ზოგი უარყვეს და ზოგი დაიტოვეს, რაც დაიტოვეს ერთმანეთში კარგად აურიეს, დაამახინჯეს ტექსტების შინაარსი და გაავრცელეს ასეთი ფორმით. ამას უწოდეს "ბიბლია". შემდგომში "ბიბლიის" მრავალი ვერსია შეიქმნა. მინიმუმ ექვსჯერ მაინც გადაიწერა ბიბლია და კიდევ უფრო დამახინჯდა შინაარსი. მაგალითად ე.წ. "ძველ აღთქმაში" საუბარია ძველი სემიტების 72 ღმერთზე (ე.წ. „ელოჰ-იმ-ებ-ზე“ - ელოჰ-იმ, ნიშნავს - ღმერთ-ებს, ესაა ტერმინი ქანაანელთა და ფინიკიელთა ძველი რელიგიიდან), არადა ეს დღევანდელ ვერსიაში მთლიანად დაკარგულია და დამახინჯებულია. ე.წ. "ახალ აღთქმაში" ქრისტეს პერსონა არასწორადაა წარმოდგენილი. იუდეური „იაჰვეს“ კულტიც ხომ საერთოდ აღებულია ფინიკიური პანთეონიდან, სადაც იაჰვე (იგივე იევო ან იამმუ) ცუდი ხასიათების მეათეხარისხოვანი ხულიგანი მოჯანყე ღმერთუკა იყო, რომელიც ბაალმა და მისმა ცოლმა - ანატმა ჩაასიკვდილეს, ეპიკურ ბრძოლაში... და მისი ნაკუწები ქვესკნელში ჩააგდეს. ასეა მითის მიხედვით. ამას გარდა არსებობდა 55 გნოსტიკური სახარება და 20 გნოსტიკური აპოკალიფსი. იყო და არის ასევე იუდაური აპოკალიფსებიც, მაგალითად "მოსეს აპოკალიფსი" და "ადამის აპოკალიფსი". ორთოდოქსებმა (მლეჩხებმა) უარყვეს გნოსტიკური და იუდაური აპოკრიფები იმიტომ, რომ მათში იყო ისეთი ცოდნა, რომლის მიცემაც მასებისთვის არ სურდათ. ორთოდოქსებმა დაიმონეს მასები და შეტენეს ხალხს ებრაული ბოროტი დემიურგი (ამონ-იაჰვე-სეტ-ასურმაზდას გლობალური ენერგოინფორმაციული დივერსიულ-პარაზიტული ფსევდო-რელიგიური ეგრეგორი), რომლის წინააღმდეგაც იბრძოდა პლერომას კეთილი ეონი ქრისტე-პარაკლეტი. თანამედროვე ბიბლია სრული უაზრობაა. ის დაფუძნებულია სუფთა პლაგიატზე და ქადაგებს მიზოგინიას და ჰომოფობიას. მთელი აბრაამისეული ბიბლია ესაა ისიდაიზმის, ელინიზმის, შუმერული, ფინიკიური, ბაბილონური, ქანაანური და ელამური მითოლოგიის და ნაწილობრივ ირანული ზოროასტრიზმის მრუდე პლაგიატი, რაც დასტურდება. ჩვენამდე მოღწეულ ძველ აპოკრიფებს გააჩნიათ არა მარტო ისტორიული მნიშვნელობა, არამედ გარკვეულწილად დიალექტიკურიც, რადგან მათში ასახულია პირველ საუკუნეთა ქრისტიანების შეხედულებები. აბრაამული ქრისტიანული სკოლები და ორთოდოქსი იუდაისტები მათ არ აღიარებენ. აპოკრიფებს განაკუთვნებენ ე. წ. ძველაღთქმისეულ აპოკრიფებს, აპოკრიფულ სახარებებს, წმიდა მოციქულთა საქმეების ალტერნატიულ ვერსიებს, აპოკრიფულ აპოკალიფსებს და სხვა. ასევე ორთოდოქსული „ეკლესიის“ მიერ ალტერნატიულად აღიარებულ წმინდანთა ცხოვრებებს. ახ. წ. მეოთხე საუკუნეში იმპერატორი კონსტანტინეს თაოსნობით აბრაამიტმა ორთოდოქსმა „ქრისტიანებმა“ ისინი უარყვეს და ანათემას გადასცეს. ახ. წ. მეოთხე საუკუნეში გნოსტიციზმი აიკრძალა და გამოცხადდა მცდარ მოძღვრებად, იგივე ბედი ეწიათ სხვა ბერძნულ და იუდეურ მისტიკურ-ფილოსოფიურ სწავლებებსაც, აიკრძალა მათი წიგნებიც და განადგურდა ანტიკური სამყარო. ორთოდოქსებს არ აწყობდათ აპოკრიფული ეზოთერული წიგნები, რადგანაც ეშინოდათ მათში არსებული ცოდნის და იმიტომაც, რომ აპოკრიფული ფილოსოფია ეწინააღმდეგებოდა კონსტანტინეს შეთხზულ დოგმატიკას. ორთოდოქსებს მუდამ ეშინოდათ ცოდნის და სურდათ რომ ხალხი უმეცრებაში ჰყოლოდათ, რათა კარგად და მარტივად ემართათ. ეს არის იდეოლოგიური ბრძოლა. აპოკრიფებში დევს სულ სხვა ფილოსოფია და დოგმატიკოსებს ეს არ მოსწონთ. იაჰვეს მიმდევრებს სურთ ფაქტების დამალვა, მათ მუდამ ახასიათებდათ ცოდნის აკრძალვა. ძველაღთქმისეული აპოკრიფები ძველაღთქმისეულ აპოკრიფებს ჩვეულებისამებრ განაკუთვნებენ ენოქის წიგნს, იუბილეთა წიგნს, თორმეტი პატრიარქის აღთქმას და სოლომონის ფსალმუნებს. ყველა მათგანი დაიწერა ელინისტურ პერიოდში ეზრას ძველი აღთქმის კოდიფიკაციის შემდეგ, მაგრამ მათ მეორადკანონიკურ წიგნთაგან განაცალკევებენ მათი იდუმალი (ეზოთერული) შინაარსის გამო. ძველაღთქმისეულ აპოკრიფებს ასევე განეკუთვნებიან: ეზრას მესამე წიგნი ენოქის სლავური წიგნი ბარუქის სირიული და ბერძნული აპოკალიფსისები ("ბარუქის ხილვა") "მოსეს ამაღლება" "ისაიას წამება" "იობის აღთქმა" სიბილას წიგნების იუდაური განყოფილებანი "ისაიას ხილვა" "აბრაამის აღთქმა" ("აბრაამის გამოცხადება", "აბრაამის სიკვდილი") "მელქისედეკი" ახალაღთქმისეული აპოკრიფები 1. სახარება სიყრმისა (ქრისტესი) 2. პეტრეს სახარება 3. იუდას სახარება 4. სახარება ეგვიპტელთაგან 5. ებრაელთა სახარება 6. ჭეშმარიტების სახარება 7. მარიამის სახარება 8. თომას სახარება 9. ფილიპეს სახარება 11. ნიკოდიმოსის სახარება 12. ბარნაბას სახარება 13. ევას სახარება 14. ღვთისმშლობლის მიმოსვლა ჯოჯოხეთში 15. ჰერმესის "მწყემსი" 16. დიდაქე 17. იაკობის პროტოსახარება აპოკრიფული სახარებები რადგან კანონში შევიდა მხოლოდ 4 სახარება, რომელთაგან მხოლოდ 2 დაიწერა უშუალოდ ქრისტეს მოციქულთა მიერ, ქრისტიანულ სამყაროში ხშირად ჩნდებოდა იდეა, რომ ეს სია შეევსოთ სხვა მოწაფეთა (პეტრეს, იუდას, ფილიპეს, თომას), ან კიდევ იესოსთან დაახლოვებულ პირთა (უფლის ძმა იაკობი, მარიამი, ნიკოდიიმოსი) სახარებებით. ჩვენამდე მოაღწია 50-მდე აპოკრიფულმა სახარებამ. ავტორები აგროვებდნენ ზეპირ გადმოცემებს, რომლებიც შესაძლო იყო დავიწყნოდათ, ან აღწერდნენ იმ მოვლენებს, რომლებზეც კანონიკურ სახარებებში მხოლოდ მიანიშნებენ. ზოგჯერ სახარებისეულ ამბებს გადმოსცემდნენ ჩვეულებრივი მეტყველებითი ფორმით. ამ ტექსტების ავტორები საკუთარ სახელებს არ წერდნენ, არამედ თავიანთი თხზულებებისთვის დიდი მნიშვნელობა რომ მიენიჭებინათ მათ ავტორებად ასახელებდნენ რომელიმე მოციქულს ან მათ მოწაფეს. აპოკრიფულ სახარებათა შინაარსი მრავალფეროვანია, მაგრამ განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს "სიყრმის სახარება". "სიყრმის (ბავშობის) სახარება" მიეწერება მოციქულ თომას. "ფსევდო-მათეს სახარება" ანუ "წიგნი ნეტარი მარიამის წარმომავლობისა და მაცხოვრის ბავშვობის შესახებ" იესოს სიყრმის პერიოდზე იუწყება. "იაკობის სახარება" ("იაკობის პროტოსახარების" გაგრძელება). იესოს ბავშვობა ჩასახვიდან 12 წლამდე. ჩასახვა, შობა, გაქცევა და ცხოვრება ეგვიპტეს 3 წლის განმავლობაში, დაბრუნება ნაზარეთში 12 წლამდე. ტექსტის წარმომავლობა უცნობია. "იოსების წიგნი" - იოსებ დამწინდველის ისტორია. "სიყრმის სახარების" არაბული ვერსია - მაცხოვრის ცხოვრებაზე ეგვიპტეში; "ტიბეტური სახარება" (ანუ "ტიბეტური თქმულება იესოზე") - ეს არის "სიყრმის სახარებათა" ერთ-ერთი ვერსია, რომლის თანახმადაც იესომ თავისი ადრეული წლები ინდოეთის ტიბეტში გაატარა. "იესო ტაძარში" – 12 წლის იესოს 3 დღიანი დავა იუდეველ ფარისევლებთან იერუსალემის ტაძარში უკვე განკაცებული მესიის გამო. ტექსტის წარმომავლობა და ავტორი უცნობია. სხვა აპოკრიფული სახარებები "აპელესისი სახარება" "ესეების სახარება" "მარკოზის საიდუმლო სახარება" "ანდრიას სახარება" (მას მიეწერება ციტატა: "ჩრდილოეთის წარმართებთან ნუ ივლით, რადგან ისინი უცოდველნი არიან, არ უწყიან ვნებები და ისრაელის სახლის ცოდვანი, თუმცა თვით აპოკრიფი არანაირი სახით არ შენარჩუნდა). მოციქულთა აპოკრიფული საქმეები "პეტრესა და პავლეს საქმენი" "ბარნაბას საქმენი" "ფილიპეს საქმენი ელადაში" "თომას საქმენი" (უძველესი წარმომავლობის) "იოანეს საქმენი" "ქალწულ მარიამის მიძინება" "წმიდა მოციქულისა და მახარებლის იოანე ღვთისმეტყველის საქმენი" "მოციქულ მატათას საქმენი და მარტვილობა" "პავლეს საქმენი" "პავლესა და თეკლეს საქმენი" "საქმენი წმიდისა მოციქულისა თადეოსისა, რომელიც იყო ერთ-ერთი თორმეტთაგანი" "ფილიპეს საქმენი" "წმიდა მოციქულ პავლეს მარტვილობა" "წმიდა და ქებული მოციქულის ანდრია პირველწოდებულის მარტვილობა" "ადა მოციქულის სწავლება" "მოციქულთა საქმეების 29-ე თავი" მოციქულთა აპოკრიფული ეპისტოლეები "ავგაროზის ეპისტოლე ქრისტეს" "ქრისტეს ეპისტოლე ავგაროზს" "მოციქულ პავლეს მიმოწერა სენეკასთან" (14 წერილი, მოიხსენიება იერონიმე სტრიდონელიდან მოყოლებული, ვიდრე XV – XVI საუკუნეებამდე. მიიჩნეოდა ნამდვილ თხზულებად, მაგრამ შემდეგ დადგინდა მისი აპოკრიფულობა). "ეპისტოლე ლაოდიკიელთა მიმართ" "კლიმენტ ეპისკოპოსის ეპისტოლენი" (5 ეპისტოლე) "მოციქულ ბარნაბას ეპისტოლე" "მოციქულ პეტრეს ეპისტოლე მოციქულ იაკობისადმი" "თორმეტი მოციქულის ეპისტოლე" "მოციქულ პავლეს მესამე ეპისტოლე კორინთელთა მიმართ" "დიონისე არეოპაგელის ეპისტოლე" "წმ. იოანე ღვთისმეტყველის სიტყვა" აპოკრიფული აპოკალიფსისები აპოკრიფული აპოკალიფსისების რაოდენობა ძალზედ ბევრია, მაგრამ მთლიანობაში ჩვენამდე მხოლოდ ზოგიერთმა მოაღწია: "იოანეს აპოკალიფსისი" (რომელიც არსებითად განსხვავდება კანონიკურისგან) "იოანეს აპოკალიფსისი" (სხვა თხზულება, რომელიც აღმოაჩინეს 1595 წელს) "პეტრეს აპოკალიფსისი" "პავლეს აპოკალიფსისი" "ბართლომეს გამოცხადება" სხვა ახალაღთქმისეული აპოკრიფები "მოციქულ პავლეს ჩასვლა ჯოჯოხეთში" "იოანეს საიდუმლო წიგნი" "იაკობის საიდუმლო წიგნი" "მაცხოვრის დიალოგი" "თომას წიგნი" "სამი მღვდელმთავრის საუბარი" "აფროდიტიანეს თქმულება" აპოკრიფები, რომლებიც ეძღვნება წმინდანებს "ღვთისმშობლის სიზმარი და თქმულება 12 პარასკევის პატივისცემის შესახებ" "თქმულება თორმეტ პარასკევზე" "თქმულება მაკარი რომაელზე" "თქმულება თევდორე ტირონის გმირობაზე" გვიანდელი და თანამედროვე ფსევდოსაეკლესიო აპოკრიფები "მშვიდობის სახარება ესეელთაგან" - ცნობილია მხოლოდ ედმონდ ბორდო სეკეის პუბლიკაციიდან, რომელიც ამტკიცებს, რომ ამ ტექსტს გაეცნო 1923 წელს ვატიკანის საიდუმლო არქივებში. სეკეის მიერ გამოქვეყნებულ აპოკრიფულ ტექსტში ქრისტე ასწავლის, რომ მამა-ღმერთის თაყვანისცემის გარდა საჭიროა დედა-მიწის და მისი ანგელოზების თაყვანისცემაც. ის ასევე ასწავლის ადამიანებს, რომ უნდა იყვნენ ვეგეტარიანელები და არ შეამზადონ საკვები ცეცხლზე. წყაროები: ru.wikisource.org და ru.wikipedia.org ახ.წ. 325 წელს მოხდა ქრისტიანული რელიგიის კოდიფიკაცია იმპერატორი კონსტანტინეს მიერ და დაიწყო ერეტიკოსების დევნა. კონსტანტინეს მიზნად ჰქონდა დასახული ქრისტიანობის, როგორც ახალი და ძლიერი რელიგიის გამოყენება რომის იმპერიის გადასარჩენად, მაგრამ საბოლოოდ იმპერია მაინც დაიშალა და სიმრთელე ვერ შეინარჩუნა. ამის გარდა, სისხლიან მსხვერპლშეწირვებში და ჰედონიზმში ჩაფლული წარმართებისთვის ქრისტიანობის ტრიუმფი იყო უგრაკარმა. შემდგომში თეოდოსიუს პირველმა გამოაცხადა სიმფონიის პრინციპი ანუ კონკორდატი ქრისტიანულ ორთოდოქსულ ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის. ქრისტიანებს უყვართ საუბარი იმაზე, რომ მათი ეკლესია პირველი საუკუნიდან დაწყებული იყო ერთიანი და ცენტრალიზებული სისტემა ფორმირებული და ჩამოყალიბებული დოგმატებით, რიტუალებით, რწმენის სიმბოლოებით, მაგრამ ეს სიცრუეა. ეს ასე არ არის. მეცნიერული კვლევების თანახმად ადრეული ქრისტიანობა ახ.წ. 325 წლამდე ანუ კოდიფიკაციამდე, იყო ანარქისტული კომუნების უსისტემო ქსელი მთელი იმპერიის მასშტაბით, ყოველგვარი ცენტრალიზაციის გარეშე. რატომ იყო ასე? იმიტომ რომ ქრისტიანობა იყო არალეგალური აკრძალული რელიგია. ეს იყო არაოფიციალური მარგინალური კულტი. ქრისტიანობას ტრადიციონალისტი რომაელები განიხილავდნენ როგორც დესტრუქციულ ტოტალიტარულ მარგინალურ სექტას, რადგანაც დაფუძნებული იყო ანარქო-კომუნიზმის პრინციპებზე და ეურჩებოდა ხელისუფლებას. ადრეული ქრისტიანობა იყო ნაირფერი სექტების ერთობლიობა, სხვა არაფერი. ამასთან აღსანიშნავია, რომ ახ.წ. 325 წელს მოხდა არა ქრისტიანობის ცენტრალიზება და სისტემაში მოყვანა, არამედ უბრალოდ ერთმა კონკრეტულმა სექტამ - მართლმადიდებელი კათოლიკეების სექტამ გაიმარჯვა და ეს სექტა გაბატონდა ჯერ მთელი რომის იმპერიის მასშტაბით, ხოლო შემდეგი 1000 წლის მანძილზე თითქმის მთელ მსოფლიოში, თუმცა რაც ყველაზე სასაცილოა, ამ სექტამაც განიცადა ტრანსფორმაცია და დაიშალა სამ ნაწილად: მართლმადიდებლობად, კათოლიციზმად და პროტესტანტიზმად. პრინციპში ამ სამი განშტოების გარდა წარმოიშვნენ სხვადასხვა ბევრად უფრო წვრილი სექტებიც. ქრისტიანობის დანაწევრების პროცესი გრძელდება დღესაც. მოკლედ; ერთიანი ეკლესია არ იყო, არ არის და არც იქნება ოდესმე (ეგ კი არა ჩემი საკუთარი ინდუიზმიც კი არაა ერთიანი). ქრისტიანობა ეს იყო ანარქო-კომუნისტური დ ი ვ ე რ ს ი ა. ომ ნამო ბჰაგავატე ვასუდევაია
  6. გამოდის, რომ მე მოსაკლავი ვყოფილვარ (პოლითეისტი ვარ). რაც შეეხება დახოცვას, სიკვდილს... მკვლელობა ღმერთის სახელით არის უმეცრების მოდუსი (ტამო-გუნა). ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ქადაგებს, რომ ღმერთის სახელით შეიძლება ვიღაცის მოკვლა, არის სრულ უმეცრებასა და სულიერ სიბნელეში მყოფი დემონი და სხვა არავინ. ღმერთი არის სიყვარული, თუ სადმე წერია, რომ ეს ასე არაა, ნიშნავს იმას, რომ ვინც ჩაიწერა, ჩაიწერა ის რაც სურდა და არა ის, რაც ბრძანა უფალმა ან სხვა ვარიანტი, შესაძლოა კონტაქტი ჰქონდა არა ღმერთთან არამედ რაღაც სხვა არსებასთან, ბნელთან, ვისთან, გამოიცანით ვითონ. პროფანაციას განიცდის ყველა რელიგია და ისტორიასაც და წმინდა წიგნებსაც ძირითადად წერენ გამარჯვებულები (ტრიუმფატორები), რომლებიც ხშირად არც იმსახურებდნენ ტრიუმფს. არსებობს მოსაზრება, რომ მოსეს ღმერთი ადონაი ელოჰიმი არ არის კეთილი სული. არ ვიცი იზიარებთ თუ არა ამ აზრს, მაგრამ ამ იდეას იზიარებენ ბევრნი, მაზდეანები, ბუდისტები, ეზოთერიკები (ზოგიერთები), ათეისტი მეცნიერები და ნეოპაგანისტები. “ძველი აღთქმის ღმერთი სავარაუდოდ ყველაზე უსიამოვნო პერსონაჟია მთელ მხატვრულ ლიტერატურაში: ეჭვიანი და ამით ამაყი; მეწვრილმანე, უსამართლო, პატიების უნარის არმქონე დესპოტი; შურისმაძიებელი, სისხლის მოშურნე და ეთნიკური წმენდის შემოქმედი; ქალთმოძულე, ჰომოფობი, რასისტი, ბავშვების მკვლელი, გენოციდების მოყვარული, შვილების შემომწირველი, ნათესებისა და საქონლის გამნადგურებელი, განდიდების მანიით შეპყრობილი, სადო-მაზოხისტი, ახირებული და ღვარძლიანი მოძალადე.” რიჩარდ დოკინსი. „ღმერთი როგორც ილუზია“. 2006 წელი. ბჰაგავად-გიტა. სიმღერა მეთექვსმეტე. 16.4. ფარისევლობა, ამპარტავნება, სიამაყე, ნარცისიზმი, მრისხანება, უხეშობა - ეს ახასიათებს იმათ, ვინც დაბადებულნი არიან დემონური ბუნებით, ო პრიტჰვის ძეო. 16.17. თვითკმაყოფილნი, თავის მომაბეზრებელნი, სიამაყით აღვსილნი და სიმდიდრით დათრობილნი, ისინი დემონსტრაციულად, პომპეზურად ასრულებენ მსხვერპლშეწირვებს, არ მისდევენ არანაირ წესებს. 16.18. ეგოიზმში, ძალადობაში, სიამაყეში, ავხორცობაში და მრისხანებაში ჩაფლულნი, ეს შურიანი ადამიანები ზიზღით მიყურებენ მე, რომელიც ვარ მათ სხეულებში და სხვა სხეულებში. 16.19. მათ, შურიან და სასტიკ ბოროტმოქმედებს, ადამიანთა შორის ყველაზე უბადრუკებს, მე მუდმივად მხოლოდ დემონურ საშვილოსნოებში ვაგდებ დაბადებისა და სიკვდილის ამ სამყაროში.
  7. თვით ყველაზე უკანასკნელი სანსკრიტოლოგიც კი მიხვდება, რომ ვედების მიხედვით, სხვადასხვა გუნებში მყოფი ადამიანებისთვის არსებობს სხვადასხვა რელიგიური პრაქტიკა და რომელიმე მათგანის შეურაცჰყოფა იგივეა რაც თავად უფლის შეურაცჰყოფა, რადგანაც ყველა რელიგია უფლიდან მოდის. ყველა რელიგია შექმნილია უფლის მიერ სხვადასხვა გუნებში (მოდუსებში) მყოფი ხალხებისათვის. ნებისმიერი რელიგიის გინება, ესაა თავად უზენაესის გინება (ღვთისგმობა). არის განსხვავება სანსკრიტოლოგსა და უბრალო ადამიანს შორის, ერთია როცა ინდურ რელიგიებზე ან ზოგადად რელიგიაზე და მისტიკაზე მსჯელობს სანსკრიტოლოგი, ზოგადად - მეცნიერი, რელიგიათმცოდნე და მეორეა, როცა მსჯელობს რიგითი მოქალაქე, უბრალო საშუალო სტატისტიკური ადამიანი, რომელიც გაგებაში არაა სინამდვილეში რაზე მსჯელობს და მსჯელობს ძალიან ზედაპირულად, უხეშად, უტაქტოდ, არაკორექტულად (პრაქტიკულად ყველაფერზე). არაკორექტული და უტაქტო ქცევის შედეგად იბადება კონფლიქტი, სერიოზული კონფლიქტი სხვადასხვა რელიგიების მიმდევართა შორის და ეს პრობლემაა. როგორც ფუტკარი აგროვებს მხოლოდ ნექტარს, ხოლო კრაზანა - ათასგვარ ნაგავს, ისე კეთილი სულის მქონე ადამიანი (ღვთაებრივი ნატურა) ხედავს სხვებში მხოლოდ კარგს, ხოლო ავი ზნის მქონე ადამიანი (ნეგატიური ბუნების მქონე ადამიანი) ყველაში და ყველაფერში ხედავს მხოლოდ ნაგავს ან იმას, რაც მხოლოდ მას მოსწონს და აგინებს იმას, რაც არ მოსწონს და არმოწონებას აგრესიულად და ემოციურად ბრაზით გამოხატავს, როგორც ვულკანი აფეთქებული. როცა კონკრეტულ ქვეყანაში შობილ და გაზრდილ ადამიანს ბავშვობიდანვე უნერგავენ მკვეთრად დუალისტურ წარმოდგენებს რელიგიაზე, ღმერთზე და სამყაროზე და მას დედის რძესთან ერთად აქვს მიღებული და ტვინში ღრმად გამჯდარი, რომ ვთქვათ „ეს სატანურია! და აი ეს ღვთაებრივი, სამოთხისეული!“, ის ვერასოდეს ვეღარ შეძლებს შეიცვალოს მსოფლმხედველობა და გაიგოს, შეიცნოს, გააცნობიეროს რაიმე სხვა, ის რაც განსხვავდება მისი ვიწრო იდეოლოგიისგან, მსოფლმხედველობისგან, მისი დუალისტური, მკვეთრად დუალისტური რელიგიური დოგმებისგან. ყველა ბრძენი მორწმუნე, არის მოწყალე და კორექტული და არა ფიცხი და უხეში. კონფლიქტის სათავეა უხეშობა და არაკორექტულობა. მაშ ვიმეგობროთ და ვიყოთ კორექტულები, ხომ არ გვსურს ახლა ჩვენ ომი სხვადასხვა რელიგიებს შორის? არა. არ გვინდა.
  8. ზოროასტრიზმი (ატროშანი, მაზდეანობა) (სპარს. زرتشتی‌گری) — ერთ დროს სასანიდური სპარსეთის ოფიციალური რელიგია, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სპარსეთის აქემენიანთა და პართთა იმპერიებში. რელიგია ასევე ცნობილია, როგორც ზარათუსტრიანიზმი. ზოროასტრიზმის მიმდევართა გეოგრაფიული არეალი ერთ დროს ანატოლიიდან სპარსეთის ყურემდე იყო გადაჭიმული და მათი რიცხვი მილიონებს შეადგენდა. მისი მიმდევრები დღეს სამხრეთ აზიაში, ირანსა და ამ ხალხთა უცხო ქვეყნების დიასპორაში არც ისე მრავალრიცხოვანია, თუმცა რელიგია დღესაც ცოცხალი და დინამიურია. რელიგიის დასაბამს წინასწარმეტყველ ზარათუშტრას მიაკუთვნებენ, რომელსაც დასავლეთში იცნობენ მისი სახელის ბერძნული ვერსიით — ზოროასტრით. მისი სახელის ეტიმოლოგია საკამათოა და რამდენიმე განსხვავებული ახსნა არსებობს. თანამედროვე სპარსული ფორმით წინასწარმეტყველის სახელი არის ზართოშთი (زرتشت). ზოროასტრს მიზნად დაუსახავს რეფორმა ძველი ინდო-ირანული რელიგიური პრაქტიკისა, რომელიც ძველი ინდოეთის ვედური რელიგიის პარალელურად ვითარდებოდა. ისტორიკოსთა თანახმად ზოროასტრი სპარსეთში, თანამედროვე ირანის ტერიტორიაზე, ცხოვრობდა, თუმცა მისი ცხოვრების წლები ზუსტად ცნობილი არ არის. ზოგიერთი ცნობით ის ძვ. წ. XVIII და VI საუკუნეებს შორის მოღვაწეობდა, თუმცა პლატონი მას ძვ. წ. 64-ე საუკუნეს მიაკუთვნებს. ზოროასტრის დაწერილი უნდა იყოს გათას პოემების კრებული, რომელიც მის მიმდევართა მიერ ზეპირსიტყვიერებით შემონახულ იქნა საუკუნეების განმავლობაში, ხოლო პართიელთა და სასანიდთა პერიოდში ავესტა (რომლის მთავარი ნაწილი გათასი იყო) ხელნაწერებში იქნა გადატანილი. ზოროასტრიზმი მონოთეისტურ რელიგიას შეიძლება მიეკუთვნოს, თუმცა მას დუალისტური ბუნება აქვს, ექვსი არსების სერიით (ფუნქციითა და სტატუსით ანგელოზთა მსგავსად), რომლებიც აჰურა მაზდას (უზენაესი არსება) თანმხლები არიან და ქმნიან კეთილისმყოფელ შვიდეულს და მეორე ბოროტი და დესტრუქციული შვიდეულით. სწორედ ეს დაუსრულებელი კონფლიქტი ბოროტსა და კეთილს შორის განასხვავებს ზოროასტრიზმს სხვა მონოთეისტური მოძღვრებებისგან, რომელთაც მხოლოდ ერთი უზენაესი ძალა გააჩნიათ. ზოროასტრიზმის და ზოროასტრული კულტების ისტორია საქართველოში 3 პერიოდად შეიძლება დაიყოს: აქემენიდური ხანიდან სასანიანთა გამეფებამდე (ძვ. წ. VI - ახ. წ. III სს.) ზოროასტრიზმი საქართველოში ვრცელდებოდა უპირატესად ირანთან მშვიდობიანი ურთიერთობის გზით. ამ უძველესი პერიოდის ირანულ-ზოროასტრული მძლავრი გავლენის კვალი დღემდე შემორჩა ქართულ ენაში (ტაძარი, კერპი, ზვარაკი, ეშმა, ჯოჯოხეთი, მართალი, წარმართი, ბაგინი, დროშა, ანდერძი, დასტური და სხვა). ზოროასტრიზმი განსაკუთრებით ფეხმოკიდებული ჩანს ქართლის სამეფოს მმართველ ზედაფენაში, რისი მაჩვენებელიცაა მათ შორის გავრცელებული ირანულ-ზოროასტრული თეოსოფიური სახელები (ფარნავაზი, ფარნაჯომი, არტავაზი, არშაკი, ბაგრატი, ბაკური, ბარტომი, მირდატი, ადარნასე, აზორკი და სხვა). ძვ. წ. II საუკუნის შუ ხანებში მეფე ფარნაჯომი შუდგა ცეცხთაყვანისმცემლობას, რის გამოც ტახტი დაკარგა კიდეც. ერთ ხანს, "ქართლის ცხოვრების" ცნობით, როდესაც ქართლის სამეფო ტახტზე არშაკიანების დინასტიის ერთ-ერთი შტო დამკვიდრდა, ზოროასტრიზმის რომელიღაც სახეობა, შესაძლებელია სამეფო კულტურის დონემდეც კი ამაღლდა. ამის საბუთი უნდა იყოს დედოფლის მინდორზე (ქარელის მუნიციპალიტეტი) აღმოჩენილი ძვ. წ. II-I სს. სატაძრო კომპლექსი, რომელიც უეჭველად უკავშირდება ცეცხლთაყვანისცემას (დედოფლის მინდვრის არქეოლოგიური ძეგლები). ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ძვ. ქართული წარმართული პანთეონის უმაღლესი ღვთაება არმაზის სახელიც აქემენიდური ხანის აჰურამაზდას უკავშირდება. მცხეთაში ძველთაგანვე არსებობდა ცეცხლთაყვანისმცემელთა - მოგვთა ცალკე უბანი და ცხოვრობდა ზოროასტრიზმის მიმდევართა თემი. ირანში სასანიანთა დინასტიის მეფობის ხანაში (III-VII სს.) ირანი ძალით ცდილობდა აღმოსავლეთ საქართველოში ირანული სახელმწიფო რელიგიის დამკვიდრებას. ამ დროს ზოროასტრიზმი საქართველოში ქრისტიანობის უძლიერესი კონკურენტი იყო. ქართველობა ცვალებადი წარმატებით, მაგრამ განუწყვეტლივ იბრძოდა ზოროასტრიზმის დანერგვის წინააღმდეგ, ამ ბრძოლის კვალი კარგად ჩანს იმდროინდელ ქართულ წერილობით წყაროებში (შუშანიკის და ევსტათი მცხეთელის მარტვილობები; ლეონტი მროველის, ჯუანშერის ცნობები და სხვა). ამ ბრძოლის მიუხედავად საქართველოს ქალაქებსა და ზოგან სოფლადაც არსებობდა ზოროასტრიზმის მიმდევარი მოსახლეობა. ასე მაგ., მემატიანის ცნობით, ჯერ კიდევ ვახტანგ გორგასალის დროს ნიქოზში იყო "საგზებელი ცეცხლისა" (ცეცხლის ტაძარი). სასანიანთა იმპერიის დაცემის შემდგომი ხანაში, როცა ზოროასტრიზმი თვით ირანშიც დევნილ რელიგიად იქცა, VIII-IX საუკუნეებში საქართველოში ხდება ზოროასტრული კულტების ერთგვარი გამოცოცხლება, რაც შეიმჩნევა ნივთიერი კულტურის ძეგლებში (გველდესის საკურთხეველი, ბროწეულის ყვავილის თავიანი საკინძები და სხვა). ეს მოვლენა შეიძლება აიხსნას, როგორც რეაქცია არაბთა მძლავრობაზე და შედეგი ირანიდან ლტოლვილ ცეცხლთაყვანისმცემელთა შემოხიზვნისა საქართველოში. შემდგომში ზოროასტრული კულტები საქართველოში მხოლოდ გადმონაშთების სახით განაგრძობს არსებობას. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ თბილისში ზოროასტრიზმის მიმდევართა, ალბათ სპარსულენოვანი თემი, როგორც ჩანს, სახლობდა მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში. ამის უეჭველი საბუთია თბილისში, ფეთხაინზე დღემდე შემორჩენილი ცეცხლის ტაძრის - "ათეშგას" ნაშთები. ლიტერატურა ანდრონიკაშვილი მ., ნარკვევები ირანულ-ქართული ენობრივი ურთიერთობიდან, ტ. 1, თბ., 1966; გაგოშიძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, გვ. 537-538, თბ., 1979 წელი. რესურსები ინტერნეტში UNESCO-ს ზოროასტრიზმის პროექეტი «Благоверие» — რუსული ანჯომანის ოფიციალური საიტი. «Обыкновенный зороастризм» — ზოროასტრიული საზოგადოება. «Арийский простор» — ზოროასტრიული ტექსტები.
  9. ეზოთერიზმი ან ეზოთერიკა (ბერძ. ἐσωτερικός — შინაგანი) — რეალობის განსაკუთრებული აღქმის საშუალება. ეზოტერიზმის შემადგენლობაში შედის: მაგია, ალქიმია, ასტროლოგია, გნოსტიციზმი, კაბალა, თეოსოფია, სუფიზმი,იოგა, ვაჯრაიანა (ბუდისტური ტანტრიზმი), მასონობა, ანთროპოსოფია და მონდიალიზმი. https://www.youtube.com/channel/UCTylhGf1zAtFxutBn9SgDkA https://www.youtube.com/channel/UCMQO-0rSO1cGUvnv69t51iQ https://www.youtube.com/channel/UCKQfqbQhopbzxjBN4KBs71g https://www.youtube.com/user/12konstantine https://www.youtube.com/channel/UCIbk0YoXXAvsiPvY5-kd7Mw https://www.youtube.com/user/bhajanindia
  10. https://www.youtube.com/channel/UCBrKFh0VjtjdqVsmhE49tQA https://www.youtube.com/watch?v=sCPp5_kWrvs https://www.youtube.com/watch?v=GXUefD59ZVs https://www.youtube.com/watch?v=Idkio-Zf-zQ https://www.youtube.com/watch?v=4kkwiHLK9BA https://www.youtube.com/watch?v=3q_c9aeQ36Y https://www.youtube.com/watch?v=uF0iVoV3Z3Y
  11. „ძველი აღთქმის ღმერთი სავარაუდოდ ყველაზე უსიამოვნო პერსონაჟია მთელ მხატვრულ ლიტერატურაში: ეჭვიანი და ამით ამაყი; მეწვრილმანე, უსამართლო, პატიების უნარის არმქონე დესპოტი; შურისმაძიებელი, სისხლის მოშურნე და ეთნიკური წმენდის შემოქმედი; ქალთმოძულე, ჰომოფობი, რასისტი, ბავშვების მკვლელი, გენოციდების მოყვარული, შვილების შემომწირველი, ნათესებისა და საქონლის გამნადგურებელი, განდიდების მანიით შეპყრობილი, სადო-მაზოხისტი, ახირებული და ღვარძლიანი მოძალადე.“ რიჩარდ დოკინსი „ღმერთი როგორც ილუზია“
  12. https://www.youtube.com/watch?v=B8lmSFBkq28 რეალური ტრადიციული ტანტრიზმი შემზარავი გარეგნობისაა, ხოლო ყალბი ტანტრიზმი (ე.ი. ფალსიფიკაცია) - მომხიბლავი და მიმზიდველი გარეგნობის. ყალბი ტანტრა ხიბლავს გარეგნობით და სიტყვებით, მაშინ როცა ტრადიციულ ტანტრაზე მასებს გული ერევათ. ეს უმეცრების რეზულტატია. ეს იმიტომ რომ მსოფლიოს დემონები მართავენ. ეს იმიტომ რომ ფალსიფიკატორებმა ამოიღეს ტანტრადან დამსჯელი ღმერთების კულტი და რეალური რჯულის კანონი. როცა ტანტრა გაინტერესებს, მთავარია დასვა ორი კითხვა: 1) რაზე მუშაობს ტანტრა? 2) რატომ არიან ტრადიციული (ბუდისტური და ინდუისტური) ტანტრიზმის ღვთაებები და ბოდჰისატვები შემზარავი გარეგნობის? პასუხი: ჯერ ერთი, ტანტრა მუშაობს ადამიანური ცნობიერების ბნელ სიღრმეებზე და მათ წიაღში არსებული შემზარავი ცოდვების აბსოლუტურ სათნოებად გარდასახვაზე. მეორეც: ტანტრისტული დევატების (ღვთაებების) შემზარავი გარეგნობა არის გარდაუვალი აუცილებლობა. მათ უნდა ჰქონდეთ ასეთი ფორმა. როცა ხედავთ დევატას გამოყოფილი ენით, თავისქალებით, მოჭრილი თავით და ა.შ. კი არ უნდა შეშინდეთ, არამედ უნდა მიხვდეთ, რომ ეს ფორმა, არის ტანტრიზმის სულიერი პრაქტიკის არსი. შემზარავი და ბნელი ფორმით ბუდა ან ნათელი უფალი ცდილობს დასაჯოს ცოდვილი, შეიჭრას მის ქვეცნობიერში და გარდასახოს სიბილწე და ცოდვა სათნოებად და სიკეთედ. ბნელი ღმერთები არიან დამსჯელი ღმერთები, ცოდვილთა დამსჯელები. ისინი არიან დემონებთან მებრძოლი ღმერთები. ისინი ებრძვიან ადამიანის შინაგან დემონებს და ვნებებს, ამიტომაც აქვთ მრისხანე და საზარელი ფორმები. ნათელ ღვთაებას არ შეუძლია გაარღვიოს ბარიერი, შევიდეს ადამიანური ცნობიერების ბნელ სიღრმეებში და გარდასახოს ცოდვილი ვნება აბსოლუტური გასხივოსნების სათნოებად. შემზარავი ღმერთები და ბოდჰისატვები გამოყოფილი წითელი ენით, თავისქალებით და ა.შ. სჯიან ადამიანურ შინაგან დემონებს, სჯიან ცოდვილ სულებს. მათ მოაქვთ ნირვანა. მათი მიზანია ადამიანური სირეგვნის დანგრევა, ამიტომაც ეწოდებათ დამანგრეველები. მათი შიში უვიცობაა. ადამიანთა უმეტესობა უვიცია და მშიშარა, განსაკუთრებით კი ჩვენს ქვეყანაში. ადამიანთა უდიდესი ნაწილი ვერ ერკვევა ინდუისტურ და ბუდისტურ სიმბოლიზმში, რჯულის კანონში (თეოლოგიაში) და იკონოგრაფიაში და ბნელი, მრისხანე ტანტრისტული ღვთაებების ხატების დანახვაზე ნეგატიური რეაქცია აქვთ, ეწყებათ კანკალი, შიშები და იწყებენ ტანტრიზმის ლანძღვას. ტრადიციულ ტანტრიზმში ბნელი მრისხანე ღმერთები და ბოდჰისატვები, განასახიერებენ ადამიანთა ცნობიერებაში არსებულ ნეგატიურ იმპულსებს და მათზე გამარჯვებას. ტანტრისტულ ღვთაებებს აქვთ ბნელი და საზარელი ფორმები იმიტომ, რომ მათი დანიშნულება და ფუნქციაა ადამიანში არსებული დემონური ეგოიზმის და ცოდვების დაძლევა. მათი მიზანია დემონური ძალების დამარცხება. როცა ნათელი და მოწყალე ღმერთი ან ბუდა ნათელი სახით ვერაფერს აკეთებს, ის იღებს ბნელ მრისხანე ფორმას და ცდილობს მრისხანე, შემზარავი ფორმით აიძულოს ადამიანს გამოფხიზლება სულიერ დონეზე და შემუსროს მის არსებაში ცოდვები. ბნელი მრისხანე ღვთაების მიზანია ადამიანში არსებული დემონური ბნელი იმპულსების მოსპობა. მაგალითად: ქალღმერთი კალის გამოყოფილი წითელი ენა ესაა რაჯასის მოდუსი ანუ ვნება. ესაა ვნების სიმბოლო. მოჭრილი თავი ესაა დემონური ეგოიზმი, დამარცხებული დემონური ეგო. მესამე თვალი ესაა ბოროტების დამანგრეველი თვალი. სამი თვალით კალი ხედავს და აკონტროლებს სამ დროს (წარსულს, აწმყოს და მომავალს) და სამ სამყაროს (ზეცას, ადამიანთა სამყაროს და ქვესკნელს). მოჭრილი ხელების ქამარი ესაა კარმა. მოჭრილი ხელები იმის ნიშანია რომ უფლის ხელი კარმის დახმარებით ყველგან მოგწვდება. კარმას ვერსად გაექცევი. მოჭრილი თავების გირლიანდა ესაა - სამსარა (რეინკარნაცია). ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანი ერთხელ არ იბადება. ეს არის სხვადასხვა სხეულების და ცხოვრებების სიმბოლო. ადამიანი იბადება და კვდება. ესაა ბუნების კანონი. ოთხი ხელი ესაა სამყაროს 4 მხარე და შემოქმედების, დაცვის და დანგრევის ფაზების სრული წრე. კალის კანის ფერი ესაა სუფთა ენერგია, სუფთა შაკტი. სისხლიანი ნაჯახი ნიშნავს იმას, რომ კალი ანადგურებს უმეცრებას და ცრუ ცნობიერებას. მისი სიშიშვლე განასახიერებს ზესულიერ სისუფთავეს და მატერიის მიღმა სულიერ სფეროში გასვლას. შივა კალის ფეხქვეშ ესაა პასიური მამაკაცური ცნობიერება, რომელსაც დინამიკური ქალური ენერგიის გარეშე არაფერი შეუძლია. კალი ესაა დინამიკური ენერგია - შაკტი, ხოლო შივა - პასიური ნეიტრალური სულიერი ცნობიერება, მამრობითი საწყისი. თუ კალი დგას თავის ქალებზე, ეს ნიშნავს მატერიაზე და მატერიალიზმზე გამარჯვებას და რომ სული (ატმა) სხეულზე მაღლა დგას. პირადად მე ბნელი ფენტეზი და ვამპირები ძალიანაც მომწონს და ამაში ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ.
  13. ქალღმერთი კალი გამოისახება, როგორც ოთხი ხელის მქონე შეიარაღებული გრძელთმიანი თხელი ნატიფი ქალი მუქი ლურჯი კანით. როგორც წესი, შიშველი, თუ ჩაცმულია მაშინ ვეფხვის ტყავითაა შემოსილი. ზედა მარცხენა ხელში მას უჭირავს სისხლიანი ხმალი, რომელიც განასახიერებს ეჭვის და დუალიზმის განადგურებას, ქვედა მარცხენა ხელში მას უჭირავს — დემონის მოჭრილი თავი, რომელიც სიმბოლურად პიროვნული ეგოს მოკვეთას განასახიერებს. ზედა მარჯვენა ხელით, ის აჩვენებს შიშის გამქრობელ დამცავ მუდრას (ჟესტს), ხოლო ქვედა მარჯვენა ხელით აკურთხებს ადამიანებს უსრულებს თავის ერთგულებს სურვილებს. ოთხი ხელი ესაა 4 მთავარი ჩაკრას და სამყაროს 4 მხარის სიმბოლო. ქალღმერთის სამი თვალი მართავს სამ ძალას: შექმნას, შენარჩუნებას და განადგურებას. ისინი ასევე შეესაბამება სამ დროს, ესენია: წარსული, აწმყო და მომავალი, და არიან მზის, მთვარის და ელვის სიმბოლო. მისი ქამარი ადამიანის ხელებისგან, განასახიერებს სასტიკ კარმას, რომელიც ყველგან მოგწვდება. მისი მუქი ლურჯი ფერი არის ფერი უსასრულო კოსმოსური მარადიული დროისა, და სიკვდილისა. ეს სიმბოლიზმი ამახვილებს ყურადღებას იმაზე რომ კალი მოკვდავთა სამყაროზე მაღლა დგას. მაჰანირვანა ტანტრა ამბობს: "შავი ფერი შედგება თეთრი, ყვითელი და ყველა სხვა ფერებისგან. ისევე როგორც კალი შეიცავს ყველა სხვა არსებებს." შავი ფერი სიმბოლოა უშფოთველი სუფთა ცნობიერებისა. თავის ქალების გირლიანდა მის სხეულზე, განასახიერებს რეინკარნაციას. თავის ქალების რაოდენობა არის ზუსტად 50 — როგორც სანსკრიტული ანბანის ასობგერები. მოჭრილი თავი, რომელილ ხელში უჭირავს კალის, ესაა დემონური პიროვნული ეგო (ego) ანუ მატერიალისტური იდეა: " მე ვარ სხეული", რომელსაც ანადგურებს კალი. თავის ქალა ასევე განასახიერებს კალის უნარს, გაანთავისუფლოს ადამიანის ცნობიერება საკუთარი სულიერი მეს სხეულთან გაიგივებისგან. ეს გირლიანდა სიმბოლოა, სიბრძნისა და ძალისა. "კალის აჩეჩილი თმა (elokeshi) ესაა სიკვდილის საიდუმლო ფარდა, რომელიც ფარავს სიცოცხლეს. გვამი, რომელზეც დგას იგი, განასახიერებს წარმავალ და დროებით ფიზიკურ სხეულს, რომელიც სულზე (ატმანზე) დაბლა დგას. სისხლივით წითელი ენა ესაა რაჯასის მოდუსის სიმბოლო, რაჯასი ესაა სამყაროს კინეტიკური ენერგია. კალი სუფევს ანაჰატა-ჩაკრაში. ის ურთიერთქმედებს ფიზიკურ გულთან; ამ ფორმით მას ეწოდება რაკტი-კალი - Rakti-Kali (წითელი კალი), პულსაცია გულისა. მაგრამ ეს არაა მხოლოდ სილამაზე, ეს არის, ასევე, საშინელება და სიკვდილი. კალი — ესაა მიუწვდომელი სილამაზე, უპასუხო სიყვარული. სილამაზე მისი შეუცნობელია, რადგან მას არა აქვს ფორმა. კალი სიმბოლოა მარადიული ცხოვრების. მარადიულ ცხოვრებას აქვს ფასი. მხოლოდ, რაც არის უკვდავი შეიძლება იყოს უსასრულო, იმიტომ, რომ არაფერს შეუძლია შეცვალოს მისი ბუნება. მოკვდავი და გარდამავალი პროცესი დასრულდება ადრე თუ გვიან. რათა მიკიღო სარგებელი მარადისობიდან, რომელიცაა Kali, ჩვენი მოკვდავი ბუნება უნდა შევწიროთ მსხვერპლად. ამიტომაც, უბრალო ადამიანის თვალს კალი ეჩვენება, როგორც საშიში და დესტრუქციული. კალი — ესაა მრავალსახა ქალღმერთი, რომელიც მართავს ცხოვრებას ჩასახვის მომენტიდან სიკვდილამდე. იგი განასახიერებს კოსმიურ ძალას მარადიული დროისა. კოსმოსურ დონეზე, კალი არის დაკავშირებული ჰაერის ანუ ქარის, ვაიუს, პრანას ელემენტთან. ეს ძალა ავსებს სამყაროს, როგორც ენერგიას ტრანსფორმაციისა. მოქმედებს სწრაფად და არ ტოვებს კვალს უკან, იწვევს რადიკალურ ცვლილებებს. კალი არის ჭეშმარიტება, რომელიც უარყოფს ყოველგვარ ილუზიებს. იგი განასახიერებს შექმნას, შენარჩუნებას და განადგურებას, იწვევს სიყვარულსაც და შიშსაც. ადამიანის სხეულში, Kali არსებობს სუნთქვის ანუ სიცოცხლის ძალის (პრანას) სახით. მისი სიმბოლოა ნამგალა მთვარე. ლეგენდები მოგვითხრობენ, რომ ერთხელ, როცა ეგოცენტრიზმით შეპყრობილმა გათამამებულმა და გათავხედებულმა დემონებმა, შუმბჰამ და ნიშუმბჰამ მიიღეს წყალობა ბრაჰმასგან და დაამარცხეს ღმერთები, მათ დაიპყრეს სამი სამყარო: ზეცა, დედამიწა და ქვესკნელი. ინდრამ დაკარგა ძალაუფლება და ღმერთები მივიდნენ შივასთან დახმარების სათხოვნად, მაგრამ მოხდა ისე, რომ შივამ უარი თქვა დემონთა წინააღმდეგ ბრძოლაზე, რადგანაც მან იცოდა რომ დემონებს ბრაჰმასგან ისეთი წყალობა ჰქონდათ მიღებული, რომლის გამოც მათ ვერცერთი ცოცხალი არსება ვერ მიაყენებდა ზიანს... ვერავინ ქალის გარდა. დიახ. შუმბჰა და ნიშუმბჰა იმდენად ამპარტავნები, ბრიყვები და სექსისტები იყვნენ, რომ არც კი იფიქრეს ბრაჰმასთვის ეთხოვათ ისიც, რომ ვერცერთ ქალს ვერ მიეყენებინა მათთვის ზიანი. შუმბჰა და ნიშუმბჰა იყვნენ მუტრუკები, რომლებსაც ქალები არარაობებად მიაჩნდათ. შივამ ეს იცოდა. ჰოდა პარვატიმ გადაწყვიტა განეხორციელებინა ასკეზა და მიეღო ძალა, რომლითაც შეძლებდა მუტრუკი დემონების დამარცხებას. პარვატის ასკეზამ შედეგი გამოიღო და მალევე პარვატი გახდა მაჰა-კალი. პარვატის სხეულმა მიიღო მუქი ლურჯ-იისფერი შეფერილობა, ქალღმერთის ცნობიერება შეიცვალა და ის გახდა ვნებიანი და შიშველი მეომარი. მაჰა-კალიმ დახოცა ყველა მეამბოხე დემონი, შეპყრობილი ძალაუფლების წყურვილით და ეგოიზმით, მათ შორის შუმბჰაც და ნიშუმბჰაც. ინდრამ დაიბრუნა სვარგა-ლოკას სამეფო, ხოლო დედამიწა განთავისუფლდა დემონური ტირანიისგან. კალის შემზარავი ფორმა დაკავშირებულია იმასთან, რომ ისაა დამსჯელი და მრისხანე ღვთაება, რომელიც იყენებს ტამასიკურ ენერგიას, ნგრევის ენერგიას - სამჰარა-შაკტის. კალი ნიშნავს მარადიულს ან შავ-ბნელს. როცა დგება ბოროტი სულების (ეგოისტების) დასჯის დრო, ნათელი ღმერთები იღებენ მრისხანე და ბნელ ფორმებს და სჯიან უსამართლო სულებს (ასეა არა მხოლოდ ინდუიზმში, არამედ ტანტრისტულ ბუდიზმშიც, სადაც არსებობენ შემზარავი დამსჯელი ღვთაებები - დჰარმაპალები). მოჭრილი თავი კალის ხელში არის დემონის თავი, ესაა დემონური ეგო. მოჭრილი თავი არის დემონურ ეგოიზმზე გამარჯვების სიმბოლო. სამკაპი ანუ ტრიპურა განასახიერებს სამ სამყაროს, სამ ცნობიერებას და სამ სხეულს. კალის სისხლიანი მახვილი სჯის უვიცებს და ანადგურებს უმეცრებას. მახვილი ესაა უმეცრების გამანადგურებელი იარაღი. მუქი ფერის კანი განასახიერებს უპიროვნო სუფთა შაკტის (ენერგიას). კალის სიშიშვლე განასახიერებს ადვაიტას ანუ იმპერსონალიზმს, სახელისა და ფორმის მიღმა გასვლას. სიშიშვლე არის სიცარიელის (შუნიას) სიმბოლო. 4 ხელი ესაა სამყაროს 4 მხარის და შემოქმედების, დაცვის და დანგრევის სრული ციკლის სიმბოლო. თავისქალები ესაა მატერიაზე გამარჯვების სიმბოლო. აჩეჩილი და გრძელი თმები აღნიშნავს ქაოსს ნგრევის პროცესში. კალის მრავალი სახელი აქვს: კამაკჰია - ვნებიანი, მაჰარაკტა - დიადი სისხლი, მადატანურა - ვნებისგან დამწვარი, რაკტაპანა პარაიანა - სისხლის მსმელი, პრეტასანა - გვამზე ამხედრებული და ა.შ. კალი სჯის მხოლოდ სადისტებს და ეგოისტებს, კლავს მათ და სვამს მათ სისხლს. კალი ესაა ველური მეომარი ქალურობა. კალი არ ინდობს არავის, ვინც სასტიკად ექცევა ქალებს. ბევრს სძულს კალი, რადგანაც არ ესმით ტანტრული და ვედური თეოლოგია. უბრალოდ აბრაამული და ვედური რჯული რადიკალურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ცხადია, რომ დუალისტური მეტაფიზიკის მიმდევარი აბრაამიტისთვის კალი არის "სატანა", მაგრამ ეს არ შეესაბამება სინამდვილეს. ვედურ ფილოსოფიაში არ არსებობს აბსოლუტური ბოროტება და არც დემონები წარმოადგენენ აბსოლუტურ ბოროტებას, რომელიც უნდა გვძულდეს. სამყაროში ყველას თავისი ადგილი და როლი აქვს. საჭიროა როგორც სიბნელე, ასევე სინათლე, სამყარო ამ ორის გარეშე არ არსებობს, ასე რომ არ უნდა ვისაუბროთ ნათლის მიერ ბნელის დაძლევაზე ან პირიქით. არც დემონური არსებები უნდა გვძულდეს, რადგანაც მათაც თავიანთი როლი აქვთ კოსმოსში. კალი ესაა ქალური ძალა და დამსჯელი ღვთაებრივი ენერგია და განასახიერებს ტირანიის და ეგოიზმის წინააღმდეგ ბრძოლას. დემონს აქვს უნარი დაძლიოს ეგოიზმი და გახდეს სიდჰი (სრულყოფილი სული). ეგოიზმი დემონური თვისებაა, რომელიც შობს გაუნათლებლობას, მრუდე მცდარ იდეოლოგიას და ღუპავს ჯივატმებს [სულებს]. რატომაა კალი ასეთი საზარელი და მოჭრილი თავი რატომ უკავია? რატომ უჭირავს ხელში თავი? ყველაფერი მარტივადაა, იმიტომ რომ კალი-დევი სპობს ეგოისტებს. როგორც ბჰაგავად გიტას მეთექვსმეტე თავში ამბობს უფალი შრი კრიშნა, ეგოისტები და ბრაზიანი სადისტები არიან - დემონები [ასურები]. კრიშნა ამბობს ბჰაგავად გიტაში, რომ დემონური ეგოიზმის მქონე ადამიანებს სიკვდილის შემდეგ ქვესკნელში აგდებს ეონის დასასრულამდე. მოჭრილი თავი კალის ხელში ესაა ეგოისტი ადამიანის, უფრო ზუსტად დემონის თავი, ესაა სიმბოლო, ესაა დემონური ეგო, ესაა დამარცხებული დემონური ეგოიზმი. ეგოიზმი, ზიზღი, შური, ისტერიკა და პანიკა არის დეგრადირებული ცნობიერება ტამო-გუნაში, რაც ახასიათებთ ცოდვილ ადამიანებს დემონური ფსიქოლოგიით. ასე რომ ნუ იჩქარებთ კალის შეძულებას და ეგოიზმის შეყვარებას. სიყვარულში ეგოიზმი არ უნდა იყოს, ეგოიზმით არ უნდა წაიბილწოს ისეთი მაღალი გრძნობა, როგორიცაა სიყვარული. სიყვარული ესაა ალტრუიზმი და არა ეგოიზმი, ნუ გერევათ, შეყვარებული ადამიანი მსხვერპლად სწირავს საკუთარ ეგოს და არა პირიქით, რეალური სიყვარული ესაა პიროვნული ეგოიზმის დაძლევა, დანგრევა. სიყვარული სპობს პიროვნულ ეგოს, თუ პირიქით ხდება, ეგ არაა სიყვარული, არამედ იმიტაცია და პაროდია. კალი-დევი ნაყავს და ლეწავს ეგოისტებს და ეგოს. რეალური ტანტრა კლავს ეგოს - აჰამკარას და აქრობს ტამასის მოდუსს. XII-XIX საუკუნებში ინდოეთში არსებობდა ავაზაკების ჯგუფი, რომელთაც ერქვათ თჰაგები (ტუგები), რომლებიც დიდი სისასტიკით გამოირჩეოდნენ. ასევე გავრცელებული იყო ხმები, რომ ისინი უფალი შივას მეუღლეს - კალის ეთაყვანებოდნენ, რამაც სერიოზულად შებღალა შაკტიზმის რეპუტაცია. XII საუკუნიდან მოყოლებული მათი "საქმიანობა" ქარავნების ძარცვითა და მოგზაურების დახრჩობით შემოიფარგლებოდა. XVIII საუკუნიდან კი ისინი მხოლოდ მკვლელობით იყვნენ დაკავებული. ისტორიკოს უილიამ რუბინშტეინის გამოთვლებით თჰაგების მსხვერპლთა რაოდენობამ მხოლოდ 1740 - 1840 წლებში დაახლოებით 1 000 000 იყო, ხოლო თუ თანამედროვე გამოთვლებს ვენდობით მათ ორი საუკუნის განმავლობაში 3 000 000_ზე მეტი ადამიანი გამოასალმეს სიცოცხლეს. აღმოჩნდა, რომ ისინი ასრულებდნენ ძირითადად ე.წ. ნარაბალის სისხლიან რიტუალს, რომელიც ვითომდა ტანტრებში, შაკტიზმის ოკულტურ ტექსტებში ამოიკითხეს, თუმცა რეალურად ნებისმიერი მსგავსი რიტუალი, წარმოადგენს წმინდა სიმბოლიზმს და მეტაფორას და არ უნდა იქნეს ბუკვალურად გაგებული, ნებისმიერი ხსენება ცოცხალი არსებების შეწირვის შესახებ ტანტრებში, ესაა შიფრი ცრუტანტრისტების გამოსავლენად, რომლებსაც შეუძლიათ მხოლოდ იმიტაცია და არ გააჩნიათ რეალური ტრადიცია. დედა კალის მსხვერპლად სწირავენ ემოციურ სიბინძურეებს: ვნებას (თხას), ბრაზს (ხარს), სიხარბეს (კატას), სიბრიყვეს და უმეცრებას (ცხვარს), შურს (აქლემს) და სიამაყეს და მატერიალიზმს (ადამიანს). ამ აფექტების შეწირვის გარეშე მაძიებელი სულიერ გზაზე ვერაფრით ვერ წაიწევს წინ და არაფრითაა ცხოველზე უკეთესი. კალი რომ რეალურად ისეთი ბოროტება იყოს, როგორიც ის დასავლელ კინორეჟისორებს წარმოუდგენიათ, ინდოელები ზედაც არ შეხედავდნენ და საერთოდ არავითარი ინტერესი არ ექნებოდათ მის მიმართ. თვით კრიშნაიზმის მიმდევრებიც კი პატივს მიაგებენ შივას მრისხანე და ვითომდა შავ-ბნელ მეუღლეს, თუმცა დუალისტური ქრისტიანული მონოთეიზმის ადეპტისათვის ეს სრულებით გაუგებარია. ქრისტიანობაში არსებობს კვეთრი ზღვარი ბნელსა და ნათელს შორის, ვედებში - არა.
  14. შენიშნვა: შინტოიზმის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება აღარ მაქვს. შევიცვალე აზრი. 26.09.2020
  15. შატენ, ანტიკურ ბერძნულ პოლითეიზმზე (წარმართობაზე) რა აზრის ხართ? მაინტერესებს ამაზე რას ფიქრობთ.
  16. იმ ოკულტურ იდეებს შორის, რომლებსაც ახლა ფართოდ განიხილავენ და უმალ იზიარებენ "სხეულგარეშე" ან "სიკვდილ¬შემდგომი" გამოცდილების მქონე ადამიანები და ზოგიერთი მეცნიერიც, არსებობს რეინკარნაციის (სულთა გადასახლების) იდეა – რომ სული გარდაცვალების შემდგომ საშინელ სამსჯავროზე არ წარდგება და სამოთხეში ან ჯოჯოხეთში კი არ ელის სხეულის აღდგომასა და საშინელ სამსჯავროს, არამედ უკან, დედამიწაზე ბრუნდება (ალბათ "ასტრალურ სიბრტყეში" ყოფნის შემდეგ) და შედის ცხოველის ან სხვა ადამიანის ახალ სხეულში (ანუ იბადება ცხოველად ან სხვა ადამიანად – მთარგმ. შენიშვნა). კომენტარი: თქვენ რითიც ხართ ეგზომ უკმაყოფილონი, მაგის მიზეზი, ძევს იმაში, რომ დჰარმული რელიგიების და აბრაამული რელიგიების ფიზიკა და მეტაფიზიკა დიამეტრალურად საპირისპიროა. აბრაამული მონოთეიზმის მიხედვით სამყაროს ასაკია 7-8 ათასი წელი, ამის გარდა დრო, სივრცე და გლობალური ისტორიული პროცესი, არის სწორხაზოვანი, ხოლო დჰარმულ რელიგიებში პირიქით, ციკლური. დჰარმულ სისტემებში დრო, სივრცე და ისტორია მუდმივად მეორდება და საკუთარ თავშია ჩაკეტილი და ჩახვეული, იოგები და სიდჰები, ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ან უბრალოდ სურთ, დააღწიონ თავი ამ ციკლურ ყოფიერებას და ერთგვარ კოსმიურ მოჯადოებულ წრეს. ჩაკეტილი ციკლიდან გასვლის ორი მეთოდი არსებობს: სალოკია-მუქტი - პიროვნული უფლის სამყაროში, მარადიულ სასუფეველში მოხვედრა და საიუჯია-მუქტი - უპიროვნო მსოფლიო სულთან შეერთება ინდივიდუალობის სრული დაკარგვით. როგორც წესი ვაიშნავები (ვიშნუს/კრიშნას მიმდევრები) ირჩევენ ბჰაქტი-იოგას და სალოკია-მუქტის, ხოლო შანკარას მიმდევარი იმპერსონალისტები გიანა-იოგას და საიუჯია-მუქტის. პირადად მე პრიორიტეტულად მიმაჩნია პერსონალისტური სალოკია-მუქტი, მიუხედავად იმისა, რომ ვაიშნავი არ ვარ. „საშინელი სამსჯავრო“ ინდუიზმის გაგებით არ იქნება „უკანასკნელი“, ეს სწორხაზოვანი კონცეფცია გამოგონილია დაჩაგრული და სამყაროზე განაწყენებული იუდეველი ხალხის მიერ, რომელიც არავის უყვარდა და მანაც გამოსავალი და შვება ჰპოვა აბსოლუტურად ახალ მეტაფიზიკურ დოგმაში, სწორხაზოვან დროში და „საშინელი და უკანასკნელი სამსჯავროს“ იდეაში. სწორხაზოვანი დრო და აბრაამული ესქატოლოგია იუდაიზმის პროდუქტია, საიდანაც ქრისტიანობამ და ისლამმა ბევრი რამ ისესხეს, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ იუდეველებზე ადრე ამ იდეის შემუშავება დაიწყეს ირანელმა მაზდეანებმა. წარმატება ხვდათ წილად მთელ მსოფლიოში გაბნეულ იუდეველებს, კონკრეტულად კი - რაბინებს, რომელთა წმინდა წიგნი „თანახი“ არის კიდეც ქრისტიანული ბიბლიის საფუძველი და ქვაკუთხედი. ეს იდეა დიდად იყო გავრცელებული დასავლეთში ანტიკური წარმართობის პერიოდში მანამ, სანამ იგი ქრისტიანულმა იდეებმა არ შეცვალა; ჩვენს დროში სულთა გადასახლების იდეის გავრცელება ძირითადად ინდუიზმისა და ბუდიზმის გავრცელებას უკავშირდება, სადაც იგი საყოველთაოდ არის აღიარებული. სადღეისოდ ეს იდეა ჩვეულებისამებრ "ჰუმანიზირებულია" იმ აზრით, რომ ადამიანები თავიანთ "წინარე ცხოვრებაში" ადამიანური სახით ცხოვრობდნენ; მაშინ, როდესაც – ინდუსებსა და ბუდისტებს შორის, ისევე როგორც ძველ ბერძნებსა და რომაელებს შორის, საყოველთაო იდეად არის წარმოდგენილი, რომ ადამიანად "განხორციელება" იშვიათად ხდება და თანამედროვე "განხორციელებათა" უმეტესობა ცხოველები, მწერები და მცენარეებია. კომენტარი: რეინკარნაციის იდეა არსებობს ეზოთერულ იუდაიზმშიც (კაბალაში), ასევე ეზოთერულ ისლამში (სუფიზმში) და ეზოთერულ ქრისტიანობაში (გნოსტიციზმში), არა მხოლოდ „წარმართულ“ რელიგიებში. ეზოთერულ იუდაიზმში სულთა გადასახლებას ეწოდება - გილგულიმ, ეზოთერულ ისლამში - თანასუჰ, ხოლო ეზოთერულ ქრისტიანობაში - მეტემფსიქოზი. თქვენ როგორც სჩანს რეინკარნაციის მექანიზმი მრუდედ გესმით, ნებისმიერ სხეულში განსხეულებას განაპირობებს კარმა. არის 4 სახის კარმა: აკარმა - სულიერი მოქმედება, კარმა - მატერიალური კოსმოსის კანონების სრული დაცვით მოქმედება, ვიკარმა - ეგოისტური მოქმედება და უგრაკარმა - სასჯელი, რომელიც ავტომატურად მოსდევს თან ეგოცენტრულ უმეცრებას. დჰარმული რელიგიების მიზანი არაა ადამიანისათვის თავ-გზის აბნევა, მათი მიზანია ერთადერთი რეალური ბოროტების - ეგოს დაძლევა. ამ იდეის მორწმუნეები ამბობენ, რომ იგი მრავალ ამქვეყნიურ "უსამართლობას" ხსნის და გამოუცნობ შიშსაც თითქოსდა გასა¬გებს ხდის: თუკი ვინმე დაიბადება ბრმად ან სიღატაკეში, მაშინ ეს "წინარე ცხოვრებაში" მისი საქციელის საზღაურია (ანუ როგორც ინდუსები და ბუდისტები იტყვიან – მისი "ცუდი კარმის" მისაგებელია), ხოლო თუ ვინმეს წყლის შიში აქვს, ეს იმის გამოა, რომ "წინარე ცხოვრებაში" დაიხრჩო. კომენტარი: როგორც მრავალჯერ ითქვა, აწმყო ესაა წარსულის რეზულტატი და მომავლის მიზეზი. შენ ის ხარ, რასაც ფიქრობ. ადამიანის აზრები განაპირობებენ მის შემდგომ ცხოვრებას და რეინკარნაციის მთელ პროცესს. რა არის ამ იდეაში ცუდი, ვერ ვხვდები. ჩემი აზრით ყველაზე დამღუპველი არის აბრაამული კრეაციონიზმი და არა სულთა გადასახლების სრულებით უწყინარი და სავსებით რეალისტური კონცეფცია. სულთა გადასახლების მორწმუნეებს სულის წარმოშობასა და დანიშნულებაზე არავითარი სრულყოფილი სწავლება არ აქვთ და არც თავიანთი თეორიის დამაჯერებელი მტკიცება გააჩნიათ. მისი მთავარი მომხიბლავი მხარეები ზედაპირული ხასიათისაა: ამქვეყნად თითქოსდა "სამართლიანობის" უზრუნველყოფა, ზოგიერთ ფსიქიურ იდუმალებათა ამოხსნა და "უკვდავების" მსგავსი რაიმეთი იმათი უზრუნველყოფა, ვინც ქრისტიანულ პოზიციას არ იზიარებს. კომენტარი: სული (ჯივატმა) უქმნელია. მტკიცებულებას რაც შეეხება, მაგისთვის გამოდგება რეგრესიული ჰიპნოზი. სამართალს რაც შეეხება, დიახ, კარმული კანონი, კანონი და არა ჰიპოთეზა, არის კიდეც უნივერსალური სამართალი, შექმნილი კეთილი დემიურგის, იშვარას, უფლის მიერ. საღი გონებით თუ განვსჯით, სულთა გადასახლების თეორია უსამართლობის არანაირ ახსნას არ იძლევა: თუკი ამქვეყნად ადამიანი იმ ცოდვებისა და შეცდომებისათვის ისჯება, რომლებიც მას არ ახსოვს და რაზეც მას პასუხისგება არ შეუძლია (თუკი ადრე ცხოველი იყო) და თუკი არც "მე" არ არსებობს (ბუდისტური სწავლების მიხედვით), რომელიც ერთი გადასახლებიდან მეორეში იქნება შენარჩუნებული, და თუკი მისი შეცდომები, პირდაპირი გაგებით, სხვისი შეცდომები იყო – მაშინ ამაში არავითარი სამართლიანობა არ არის, არამედ ეს მხოლოდ უბედურებებისგან მომდინარე ბრმა ტანჯვაა, რომლის წარმოშობის მიკვლევა შეუძლებელია. ქრისტიანული სწავლება ადამის დაცემის შესახებ, როგორც ყოველი ამქვეყნიური ბოროტების წყაროზე, გაცილებით უკეთ განმარტავს ამქვეყნიურ უსამართლობას; ხოლო ქრისტიანული გამოცხადება ღვთის სრულყოფილ სამართლიანობასა და ადამიანების განკითხვაზე, რომელიც ზეციურ საუკუნო ცხოვრებას ან ჯოჯოხეთს უმკვიდრებს ადამიანს – ფუჭსა და ტრივიალურს ხდის ამქვეყნად "განხორციელებების" შედეგად "სამართლიანობის" მოპოვების იდეას. კომენტარი: მეხსიერებაში რჩება წინა ინკარნაციების შესახებ ცოდნა, უბრალოდ უფლის მოწყალებიდან გამომდინარე ჩვენ არ გვახსოვს ის უბედურებები, რაც გადავიტანეთ წინა სხეულებში. პრობლემა იმაშია, რომ არ გესმით ორი რამ: დრო არაა სწორხაზოვანი და მეორე; ცოცხალი სული განიცდის ევოლუციას რეინკარნაციის პროცესში და სრულებით არაა აუცილებელი, რომ ის ტანჯვა და ვაება რაც ადრე გადაიტანა, ახსოვდეს დეტალურად. წინა ინკარნაციებიდან ინფორმაციის ფრაგმენტები ხშირად იღვიძებენ, რაც ქმნის სერიოზულ ხარვეზებს ნერვულ სისტემაში. ადამიანი, ცოცხალი არსება ხეტიალობს სხეულიდან სხეულში, პლანეტიდან პლანეტაზე, სული ჯოჯოხეთშიც არის ნამყოფი და სამოთხეშიც, ცხოველის სხეულშიც, აქედან გამომდინარე ამნეზია რეინკარნაციის პროცესში, არის წყალობა და არა აბსურდი, წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანის ნერვული სისტემა, უბრალოდ გადაიწვებოდა კატასტროფული ფსიქო-ემოციური დატვირთვის გამო. არავის არ აქვს უნარი, გაუძლოს წინა ინკარნაციების მეხსიერებას ერთად მოძალებას, არავის, ბუდას გარდა. ამიტომაც არის, რომ დჰარმული რელიგიები მოგვიწოდებენ დავკავდეთ სულიერი ასკეტიზმით და გავხდეთ ბუდა ან ჯივანმუქტა, მხოლოდ გასუფთავებულ ნირვანულ ცნობიერებას აქვს უნარი აიტანოს ინფორმაციული შეტევა წინა ცხოვრებების განცდების სახით. რაც შეეხება ყბადაღებულ „ზეციურ საუკუნო ცხოვრებას“, ვიმეორებ კიდევ ერთხელ: 1) დრო - ციკლურია, 2) მატერიალურ სამყაროში არაფერია მარადიული, მათ შორის ის სამოთხეც, რომლისკენაც ილტვიან აბრაამიტები. რა ვუყოთ ახლახან რეკლამირებულ იმ შემთხვევებს, სადაც "წინარე ცხოვრების ობიექტური მტკიცებანი არსებობენ" – როდესაც ადამიანი დროისა და ადგილის დეტალებს "იხსენებს", რომლებიც მას ალბათ თავისთავად არ შეიძლებოდა სცოდნოდა და რომელთა შემოწმებაც ისტორიული საბუთებით შეიძლება? ასეთი შემთხვევები მეტად დამაჯერებელია მათთვის, ვინც სულთა გადასახლების რწმენისადმი უკვე მიდრეკილია; ამ სახის "მტკიცებულებები" არ განსხვავდებიან იმ სტანდარტული ინფორმაციისაგან, რომელსაც სპირიტისტულ სეანსებზე "სულები" წარმოაჩენენ (რომელიც შეიძლება ფრიად საოცარი იყოს) და არ გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ მათ სხვა წყარო შეიძლება ჰქონდეთ. თუკი სრულიად ცხადია, რომ სპირიტისტულ სეანსებზე მყოფი "სულები" ეშმაკები არიან, მაშინ "წინარე ცხოვრებაზე" ინფორმაციებიც ეშმაკებისაგან შეიძლება მომდინარეობდეს. ორივე შემთხვევაში მათ ერთი მიზანი აქვთ: რომ ადამიანებს ვითომცდა "ზებუნებრივი" ცოდნით გონება დაუბინდონ, ხოლო ამით საიქიო ცხოვრების ნამდვილი ბუნების შესახებ მოატყუონ ისინი და იმქვეყნიური ცხოვრებისათვის სულიერად მოუმზადებელნი დატოვონ. კომენტარი: არავითარი გარანტია არ არსებობს იმისი, რომ სწორედ „ეშმაკები“ აძლევენ ცოდნას მედიუმებს და იოგებს. ადრეული ქრისტიანული ეკლესია სულთა გადასახლების შესახებ იდეას ებრძოდა. ეს იდეა ქრისტიანულ სამყაროში მანიქეველობისა და სხვა აღმოსავლური სწავლებების საშუალებით შემოიჭრა. ამ მოძღვრებასთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული ორიგენეს ცრუსწავლება "სულთა წინარე ცხოვრებაზე", რომელიც სასტიკად იქნა დაგმობილი 553 წლის კონსტანტინეპოლის მეხუთე მსოფლიო საეკლესიო კრებაზე, ხოლო მისი მიმდევრები ანათემირებულ იქნენ. ეკლესიის მრავალი მამა წერდა ხსენებული ცრუსწავლების წინააღმდეგ, განსაკუთრებით კი წმიდა ამბროსი მედიოლანელი დასავლეთში ("აღდგომის რწმენისათვის" წიგნი II), ხოლო აღმოსავლეთში – წმიდა გრიგოლ ნოსელი ("სულისათვის და აღდგომისათვის") და სხვანი. კომენტარი: მანიქევლების, გნოსტიკოსების და ორიგენისტების ანათემაზე გადაცემის ანუ უბრალო ბანალური დაწყევლის მიზეზი იყო არა ის, რომ რეინკარნაცია „ცრუ“ სწავლებაა, არამედ იმიტომ, რომ რეინკარნაციის იდეა, აკარგვინებდა ყოველგვარ აზრს სწორხაზოვანი დროის და მარადიული ჯოჯოხეთის საფუძველშივე მცდარ და აბსურდულ იდეას, ჰიპოთეზას. თანამედროვე მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის, რომელსაც სულთა გადასახლების იდეა ხიბლავს ან ვისაც ამ იდეის სავარაუდო "მტკიცებანი" აფიქრებს, საკმარისია ალბათ სამ ძირითად ქრისტიანულ დოგმატს დაუფიქრდეს, რომლებიც სულთა გადასახლების შესაძლებლობასაც კი გადაჭრით უარყოფენ. 1. სხეულის აღდგომა. 2. იესო ქრისტეს მიერ ჩვენი გამოსყიდვა. 3. სამსჯავრო. ამ სამ დოქტრინაში ქრისტიანული გამოცხადება ზუსტია და განსაზღვრული, წარმართული რელიგიებისაგან განსხვავებით, რომლებსაც არ სწამთ მკვდრეთით აღდგომა ან გამოხსნა და გარკვეულად არაფერს ამბობენ არც სამსჯავროზე და არც მომავალ ცხოვრებაზე. კომენტარი: არა მხოლოდ დჰარმული რელიგიების მიმდევრები უარყოფენ სწორხაზოვანი დროის იდეას, არამედ ხშირად თვით ფიზიკოსებიც კი მიდიან ზუსტად იმავე დასკვნამდე, რა დასკვნამდეც მივიდნენ ჰერაკლიტე და ინდოელი ბრძენები. მაგალითისათვის, ფიზიკოსმა მარტინ ბოჯოვოლდიმ წამოაყენა ჰიპოთეზა, რომლის თანახმადაც ის სინგულარობა, რომლიდანაც წარმოიშვა ჩვენი მეტაგალაქტიკა, არ იყო არც პირველი და არც უკანასკნელი. სამყაროები მუმივად იკუმშებიან და ფართოვდებიან, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი სამყაროს წარმოშობამდე არსებობდა სხვა სამყარო, წარმოშობილი წინა სინგულარობიდან ანუ მეტაგალაქტიკის ყოფიერება არის ციკლური და შედგება კვანტური ინფლაციის, სტაბილური არსებობის და კვანტური იმპლოზიის მუდმივად განმეორებადი ფაზებისგან.
  17. იოგა ინდური კულტურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. იოგას რელიგიურ – ფილოსოფიური მოძღვრება, რომლის მიმართაც ინტერესი მთელ მსოფლიოში სულ უფრო იზრდება, ისეთივე ძველია, როგორც მთლიანად ვედური კულტურა. კომენტარი: დიახ. ეს ასეა. ვედური კულტურა ძალიან ძველია, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ „ინდური კულტურის“ მიმდევრებისათვის ინდუიზმი ესაა სანატანა-დჰარმა (სანატანა-ჯაივა-დჰარმა) სამყაროს და ცოცხალი სულის მარადიული უნივერსალური რელიგია და ფილოსოფია, ხოლო რაც შეეხება სიტყვა „ინდოეთს“ ანუ იგივე „ჰინდოსტანს“, ეს არის ირანელების მიერ შერქმეული სახელი და ნიშნავს „ჰინდოების ადგილსამყოფელს“, „ჰინდი“ ან „ჰინდუ“ ნიშნავს ოკეანეს ან წყალს, ხოლო სიტყვა „სტან“ (სტჰან) ნიშნავს ადგილს ან სავანეს, გაჩერებას. ამის გარდა სათქმელია, რომ ეს ტერმინი გაჩნდა კალი-იუგაში, ძვ.წ. მეორე ათასწლეულში და აქტიურ ხმარებაში გადავიდა ანტიკურ დასავლურ სამყაროში. სამყაროს ისტორია ინდუიზმში ცოტათი განსხვავდება აბრაამულისგან (ეს მსუბუქი ნათქვამია). სამყაროში მუდმივად მეორდებიან ციკლები და ჩნდებიან და იღუპებიან სხვადასხვა ადამიანური და ზეადამიანური ცივილიზაციები და ზეცივილიზაციები. ჩვენი კალი-იუგა (დეგრადაციის ეპოქა) ესაა 28-ე კალი-იუგა, ყოველი იუგას (ეპოქის) ბოლოს ხდება გლობალური პლანეტური კატასტროფა - იუგა-პრალაია. კატასტროფა ანადგურებს იმ ცოცხალ არსებებს, რომლებმაც ვერ მოასწრეს სულიერი ამაღლება და ყველაფერი თავიდან იწყება, იქმნება ადამიანურ არსებათა ახალი გენოსი, ახალი მოდგმა, ეს იდეა ასახულია ბერძენი პოეტის და მითოგრაფოსის - ჰესიოდეს თხზულებებში, როგორებიცაა „სამუშაონი და დღენი“ და „თეოგონია“ ანუ „ღმერთების წარმომავლობა“. თვით ტერმინი “იოგა” არაერთმნიშვნელოვნად განიმარტება: იგი გულისხმობს შეერთებას, მონაწილეობას, წესრიგს, აგრეთვე, ღრმა ფიქრს, ჭვრეტას, თუმცაღა უფრო ხშირად მას სანსკრიტული ძირიდან – “იუჯ”-დან წარმოშობილად მიიჩნევენ, რაც ძალისხმევას, ვარჯიშს ნიშნავს. კომენტარი: ტერმინი იოგა ნიშნავს ღვთაებრივთან დაკავშირებას, პრაქტიკულად ნებისმიერი რელიგია ესაა - იოგა, ხოლო ლოცვა ან მანტრა ე.წ. სატელეფონო ზარი აბსოლუტთან, მიმართვა, კომუნიკაციის საშუალება. იოგა არის ვარჯიშთა სისტემაზე დამყარებული სწავლება, რომელიც მიმართულია ადამიანის ფსიქიკისა და ფსიქოფიზიოლოგიის მართვისა და მისი უფრო მაღალი ფსიქოფიზიკური და სულიერი მდგომარეობის მიღწევისკენ. ფიქრი იმაზე, რომ იოგით შეიძლება ვივარჯიშოთ მხოლოდ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის, არასწორია. იოგა, უპირველეს ყოვლისა, სულიერ შეხედულებათა სისტემაა; მისი მიზნები სულიერია და არა ფიზიკური. ცნობილი მართლმადიდებელი მოღვაწე სერაფიმ როუზი წერდა: “ადამიანი, რომელიც იოგას სხეულებრივი ჯანმრთელობის მისაღწევად მისდევს, უკვე ამზადებს თავს გარკვეული სულიერი შეხედულებებისა და განცდების მისაღებად, რომელთა შესახებაც, როგორც წესი, არაფერი უწყის”. კომენტარი: ნებისმიერი რელიგია, არის იოგა (როგორც უკვე ითქვა). იოგას მიზანია - აბსოლუტი (უფალი). უნდა აღვნიშნოთ, რომ მამა სერაფიმემ ყურმოკვრით როდი უწყოდა, თუ რა არის იოგა, რადგან ახალგაზრდობაში (მართლმადიდებლობაში მოსვლამდე) აქტიურად მისდევდა ამ პრაქტიკას. ადამიანის ბუნება მუდმივად იდუმალის, საიდუმლოებების შეცნობისკენ არის მიდრეკილი. ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია მსოფლიოში ინდური რელიგიურ-ფილოსოფიური, ბუდისტური მოძღვრების იოგასადმი გაცხოველებული ინტერესი. კომენტარი: ინდუიზმი და ბუდიზმი ერთი და იგივე არაა. ინდუიზმში არსებობს სული (ატმანი) და უფალი (იშვარა), ბუდიზმში - არა. ადამიანი მიდრეკილია საიდუმლოებების ამოხსნისკენ იმიტომ, რომ ასეთად შექმნა უფალმა (იშვარამ) ადამიანი და ზოგადად ნებისმიერი გონიერი არსება. ეს, გარკვეულწილად, განაპირობა მსოფლიოში იოგას მოძღვრების გამავრცელებლების მხრიდან ინფორმირების მეტად მზაკვრულმა მეთოდებმა. კომენტარი: მზაკვრობას ადგილი აქვს აბრაამულ რელიგიებში, მათ ვერაგულ, შოვინისტურ, პათეტიკურ და ისტერიულ პროპაგანდაში და არა ვედების რელიგიაში ან ბუდას ფილოსოფიაში. მთავარი, რითაც იოგის ფიზიკური თუ მენტალური ვარჯიში განსხვავდება ქრისტიანული მოღვაწეობისაგან, არის ის, რომ ინდო-ჩინურ სისტემებს მინდობილი ადამიანი ეფუძნება წარმართულ, ძირითადად, პანთეისტურ მსოფლმხედველობას და აქედან გამომდინარე, აქცენტს აკეთებს საკუთარ შესაძლებლობებზე და ცდილობს საკუთარი თავი დაარწმუნოს, რომ თვითონვეა ზებუნებრივი ძალებისა და უსაზღვრო სიბრძნის წყარო: თუკი მოინდომებს, თავისით განივითარებს სულიერ ძალებს, თავისით განიკურნება, თავისით განიწმინდება, თავისით მიაღწევს სრულყოფილებას… ყველა ვარჯიში თუ მედიტაცია ამ იდეით არის განმსჭვალული, რაც ადამიანში ბადებს უდიდეს ცოდვას – ამპარტავნებას. სწორედ ამპარტავნების გამო ნათლის ანგელოზი ეშმაკად იქცა. კომენტარი: იოგას ანუ რელიგიის მიზანია - აბსოლუტი. იოგა არსებობს მრავალი სახის; ბჰაქტი - სიყვარული, გიანა - შემეცნება, კარმა - კეთილი საქმეების კეთება, რაჯა-იოგა - გონების გაძლიერება და ა.შ. რაც შეეხება „ნათლის ანგელოზს“ და „ეშმაკებს“, ამ აბსურდს დჰარმულ რელიგიებში ადგილი არ აქვს, ხოლო თავად ქართული სიტყვა „ეშმა“, მომდინარეობს ირანული (მაზდეანური) ავი სულის - აეშმა-დეივას სახელიდან, რომელიც განასახიერებს ავხორცობას და მრისხანებას. ზოროასტრიზმს ჰქონდა დიდი გავლენა იუდაიზმზე და ადრეულ ქრისტიანობაზე. როცა ადამიანი აღმოსავლური სისტემებით იწყებს ვარჯიშებს (გონებრივს, ან ფიზიკურს), ის გაცნობიერებულად ან გაუცნობიერებლად ზურგს აქცევს თავის შემოქმედს და თანდათანობით ბოროტი ძალების გავლენის ქვეშ ექცევა. ამ დროს ის აკლდება უფლის შეწევნას და ასე ვთქვათ, საკუთარი თავის ამარა რჩება. სანამ ადამიანს ღვთის მადლი იფარავს, ბოროტი ძალა უძლურია, მისი გონება და სული დაიმორჩილოს; რაც მეტს სცოდავს ადამიანი (ხორციელად იქნება თუ გონებრივად), მით მეტ ძალაუფლებას იღებენ სატანური ძალები მასზე. კომენტარი: ერთადერთი ბოროტება, რომელიც არსებობს, ესაა - ავიდია (უმეცრება). იოგა ძირეულად ეწინააღმდეგება ყოველგვარ ქრისტიანულ მართლმადიდებლურ სარწმუნოებას, მის იდეებსა და ღირებულებებს. კომენტარი: ნებისმიერი რელიგიური პრაქტიკა ესაა იოგა ანუ კავშირი ღვთაებრივ სულთან, უფალთან.
  18. მე ვემხრობი იდეას, რომლის მიხედვითაც მარტონი არ ვართ სამყაროში.
  19. დჰარმული რელიგიების (ინდუიზმის, ბუდიზმის, ჯაინიზმის და სიქჰიზმის) მიხედვით დრო, სივრცე და ზოგადად ცხოვრება, სამყარო, არის - ციკლური. ასე რომ ვედების გადმოსახედიდან ის რაც დასასრული გვგონია, სინამდვილეში ახალი ციკლის დასაწყისია. დანარჩენი არ ვიცი. ომ ნამაჰ შივაია
  20. ჩვენი ინდუისტური ტექსტების (პურანების) მიხედვით - რეალური პიროვნებაა. დანარჩენი არ ვიცი.
  21. რაღაცა არა მგონია დაიცვან ჩემი ინდუისტური გრძნობებიც, ასე რომ... აზრზე არ ვარ რა აზრზე უნდა ვიყო.)
  22. მე ყველა რელიგიას ვცემ პატივს, ახლა უკვე, მას მერე რაც გავიდა წლები და დავღვინდი, ვცდილობ მაინც ამას, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ყველა რელიგია არ მცემს მე პატივს (საუბარი მაქვს ადეპტებზე, ფოლოვერებზე). პირადად ჩემი სარწმუნოება არის ინდუისტური პანენთეიზმი (შაკტიზმი), დანარჩენი არც ვიცი რა ვთქვა. რაც შეეხებათ "პროდვინუტ" ქართველებში, მათი 98% ლიბერალია (ნეოლიბერალია), მათ წრეებში კი ანტირელიგიურობა (ანტითეიზმი და ათეიზმი) მოდაშია, ითვლება კარგ ტონად, პრესტიჟულად, თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ფანატიკოსები და ფუნდამენტალისტები ხშირად რეალურად ცუდად იქცევიან და თავიანთი გიჟური ქცევით მეტ-ნაკლებად "პროდვინუტ" (განვითარებულ) ადამიანებს საბოლოოდ აძულებენ ღმერთს, ეკლესიას და რელიგიას და ავტომატურად უბიძგებენ ანტითეიზმისკენ და ათეიზმისკენ. ძირითადად ათეიზმის გაჩენა თავად რელიგიური ხალხის ფანატიკური ბუნების ბრალია. ბოდიში, თუ ვინმეს ვაწყენინე, მაგრამ ეს ასეა. უფალმა დაგლოცოთ. ომ შრი პარვატი ნამაჰა
×
×
  • შექმენი...