Jump to content
Planeta.Ge

Search the Community

Showing results for tags 'მაჰაიანა'.

  • Search By Tags

    ტეგები გამოყავით მძიმით.
  • Search By Author

Content Type


ფორუმი

  • საზოგადოება
    • პოლიტიკა და საზოგადოება
    • შემეცნებითი ფორუმი
    • სპორტი, სამხედრო საქმე და დასვენება
    • ადგილობრივი თვითმართველობა და რეგიონები
  • ძველი ისტორიები
    • ისტორია
  • თავისუფალი თემა
    • თავისუფალი თემა
    • მუსიკა
    • ადამ და ევა
  • უახლოესი ინფორმაცია RSS
    • უახლოესი ინფორმაციები
  • კომპიუტერი და ინტერნეტი
    • კომპიუტერი
    • ინტერნეტ სამყარო
    • მობილურების სამყარო
  • ფორუმის სიახლეები, საჭირო ინფორმაცია
    • ფორუმის შესახებ

Blogs

  • ბექას ბლოგი
  • ლაშა ალოს დღიური
  • newstudio–ს ბლოგი
  • მართლა შოკოლადი
  • Anima Libera's ბლოგი
  • სიახლეები პლანეტაზე
  • chegesto
  • alo.geს გვერდი პლანეტაზე
  • T_A_T's ბლოგი
  • PLANETA.GE-ს ინფორმაციები
  • Blog about litter in my head
  • Blog about litter in my head
  • ონლაინ-კონფერენციები პლანეტაზე
  • psiqea's Blog
  • king depress' Blog
  • GeoBasket
  • Darejan paatashvili's Blog
  • nana mishelashvili's ბლოგი
  • KLINGON's ბლოგი
  • ბარბაროსის ბლოგი
  • goga26's ბლოგი
  • სკირონი's ბლოგი
  • გიგანტი გველები
  • urfinjus' ბლოგი
  • ინტერნეტით ფულის შოვნა
  • Nino Gelashvili's ბლოგი
  • NGG's ბლოგი
  • Ser Ious' ბლოგი
  • vakoo's ბლოგი
  • Gamdla's ბლოგი
  • atrava's ბლოგი
  • Sharqataqi's ბლოგი
  • Beqa kundalini's ბლოგი
  • Nukriko's Blog
  • merion black's ბლოგი
  • javsani's ბლოგი
  • katya's ბლოგი
  • ყავამშვიდობისა's ბლოგი
  • Nuka Arveladze's ბლოგი
  • massiveinformation.blogspot.com
  • tini's ბლოგი
  • all.turebi.ge ლამაზი აგილები
  • Redaqtori's ბლოგი
  • goga's blogi
  • REPUBLIC OF KAVKAZ
  • Metalhead's ბლოგი
  • ვერტმფრენების კატასტროფები
  • 123
  • marimariami's ბლოგი
  • Alter-Native
  • irmaberi's ბლოგი
  • ,,მზის სკამები" მალე მთელ საქართველოში განთავსდება და ახალი ფუნქციებიც დაემატება
  • სანდრო გიორგობიანი's ბლოგი
  • Tamazi Sirabidze's ბლოგი
  • ეკა ბებო, გოჭი, რუსო ტურისტო და საპატრულო პოლიცია
  • შანკარადევა's ბლოგი
  • creative-ideas' ბლოგი
  • anonimi-s ბლოგი
  • realoba ucxoobs warmosaxvas
  • იმპორტ-ექსპორტის ბიზნესი
  • aise's ბლოგი
  • დავითი_დავითი's ბლოგი
  • გიორგი1994's ბლოგი
  • გიორგი1994's ბლოგი
  • tivona's ბლოგი
  • მწვანე ბარათის გათამაშება
  • ახალი ამბები

კატეგორიები

  • პლანეტის ეთერში
  • პოლიტიკა
    • ქართული პოლიტიკა
    • პოლიტიკური არქივი
  • ეს საქართველოა
  • იუმორი
    • პოლიტიკური აბდაუბდა
  • მუსიკა
    • რეტრო
    • rock
    • metal
    • pop
    • rap
    • electronic
    • კლასიკური მუსიკა
    • ქართული მუსიკა
    • ქართველი თანამედროვე შემსრულებლები
    • OTHER GENRES
    • ჯაზი
    • რუსული მუსიკა
  • სპორტი
  • კინო
  • შემეცნება
  • ტელეშოუებიდან
  • კულტურა და პოეზია
  • VB TUTORIALS

Find results in...

Find results that contain...


Date Created

  • Start

    End


Last Updated

  • Start

    End


Filter by number of...

შემოუერთდა

  • Start

    End


Group


MSN


Website URL


Yahoo


Location


Interests

Found 4 results

  1. ბუდიზმი (ბუდა დჰარმა) საკმაოდ საინტერესო და ლამაზი სწავლებაა, თუმცა ის არ მომწონს, რომ უარყოფს შემოქმედის არსებობას (ნირიშვარავადა) და სულის არსებობას (ანატმავადა). ბუდისტური ტექსტი ბუდჰავამსა გვეუბნება, იმას, რომ ბუდა გაუტამა (შაკიამუნი) არ იყო ერთადერთი ბუდა და მით უმეტეს სწავლების გამოგონებელი. ბუდას მიხედვით სამყარო ესაა სამსარა-ჩაკრა (წრებრუნვა ანუ ჩაკეტილი ციკლი). სამყარო არის მარადიული და არ ჰყავს შემოქმედი. მეტიც, არის მრავალი სამყარო და მრავალი დასახლებული პლანეტა და "შექმნა" როგორც ასეთი შეუძლებელია. ამას ეუბნებოდა ბუდა გაუტამა თავის მოწაფეებს. როცა ბუდას უსვამდნენ შეკითხვებს ღმერთზე ან სულზე ის ძირითადად "ინახავდა კეთილშობილ მდუმარებას". ბუდას სწავლების თანახმად დჰარმა მარადიულია და არ გააჩნია დასაბამი ან დასასრული, ისევე როგორც ადამიანთა მოდგმას. ბუდა უარყოფდა მონოთეიზმს და პანთეიზმს და ამბობდა, რომ ღმერთები ბევრნი არიან და არც თუ ისე ჭკვიანები არიან ჩვენთან შედარებით, ისინი ისეთივე მონები არიან კარმული კანონის (რომელიც ასევე უსაწყისოა), როგორც ყველა სხვა არსება. სული არ არის, სამაგიეროდ არსებობენ ე.წ. დჰარმები (მარადიული ატომები), რომელთაგანაც შედგება ყველა არსება. რეინკარნაცია ბუდას სწავლებაში არაა სულთა გადასახლება, ბუდიზმში რეინკარნაცია (სამსარა) ესაა დჰარმების კონტინიუმის, როგორც უსაწყისო და უსასრულო მდინარის მუდმივი რეპრეზენტაცია. არსებობს სამყაროების და ღმერთების მთელი იერარქია. არის ერთი არსება, სახელად მაჰაბჰრაჰმა (დიადი ბრაჰმა), რომელიც ამტკიცებდა, რომ მან შექმნა სამყარო, ბუდა მოწაფეებთან ერთად ავიდა მის ცაზე და დისპუტში დაუმტკიცა რომ ცდებოდა. ბუდა ხშირად გამოისახება როგორც ღმერთების, ადამიანების და დემონების მოძღვარი და დამრიგებელი. ბუდიზმის მიხედვით არსებობენ შემდეგი არსებები: ადამიანები, დამშეული აჩრდილები, დემონები, ჯოჯოხეთის სულები, ღმერთები და ცხოველები. მაგრამ არიან გასხივოსნებული არსებები ანუ სატვები, როგორც ბრძანა ქალბატონმა ნინომ, რომლებსაც ეწოდებათ; ბუდა, ბოდჰისატვა და არჰატა. ეს სამი იერარქია არის უმაღლესი, მათ ემსახურებიან განათლებული ღმერთები (მაგალითად მაჰაკალა, განეშა და ა.შ.). ნირვანა არის სამი სახის: ნირვანა - არასრული გასუფთავება. პარანირვანა - უფრო ძლიერი გასუფთავება (აფექტებისგან) და ბოლოს მაჰა-ბოდჰი-ნირვანა - უმაღლესი და აბსოლუტური ნირვანა. ბუდისტურ წიგნში უშნიშა ვიჯაია სტოტრა მოთხრობილია თუ როგორ გადაარჩინა ჯოჯოხეთში დაბადებისგან ბუდამ და განათლებულმა ქალღმერთმა უშნიშა ვიჯაიამ ცის მეფე შაკრა-ინდრა. ბუდას მიხედვით დაიბადო ღვთაებად არის ყველაზე ცუდი კარმა, რადგანაც ღმერთები განებივრებულნი და გაბრუებულნი არიან ციური ნეტარებით და კომფორტით და ადამიანთაგან განსხვავებით პრაქტიკულად არ შეუძლიათ მიაღწიონ ბოდჰის (გასხივოსნებას). ადამიანის სხეული არის ყველაზე იდეალური ბუდისტური იოგას პრაქტიკისთვის, რადგანაც დედამიწაზე ტანჯვა და სიამოვნება არის 50-50-ზე ანუ არის იდეალური გარემო ასკეტიზმისათვის. როცა ბუდა გაუტამა მედიტირება ბოდჰის ხის ძირში, მას ყოველმხრივ უშლიდა ხელს პრაქტიკაში ბოროტი ღმერთი მარა, რომელიც ცხოვრობს ერთ-ერთ უმაღლეს ცაზე. ბუდას მიხედვით ბუდას გააჩნია სამი სხეული: დჰარმაკაი - ჭეშმარიტების ანუ კანონის სხეული. სამ ბჰოგა კაი - ტკბობის სხეული, რომელშიც ბუდა ეცხადება ღმერთებს ცაში. ნირმანაკაი - ხორციელი სხეული, რომლის დახმარებითაც ბუდა ეცხადება მიწიერ ცოცხალ არსებებს. ბუდა ქადაგებდა, რომ ცნობიერება (ვიჯნანა) მუდმივად იცვლება და მას არ ჰყავს შექმნელი. არსებობს ასევე ბუდიზმში კოსმიური კოლექტიური ცნობიერება (ალაია ვიჯნანა) და სამი "ბუნება": პარანიშპანა სვაბჰავა - აბსოლუტური ბუნება. პარატანტრა სვაბჰავა - დამოკიდებული ბუნება და პარიკალპიტა სვაბჰავა - წარმოსახვითი მატერიალური რეალობა. არია-ვასუბანდჰუმ და არია-ნაგარჯუნამ სისტემურად უკუაგდეს სულის და შემოქმედის არსებობის იდეები, კონცეფციები.
  2. დღეს მსურს განვიხილო ერთი მართლმადიდებელი აპოლოგეტის ნარკვევი ბუდიზმთან დაკავშირებით, რომელსაც გუშინ გადავაწყდი ერთ მართლმადიდებლურ ფორუმზე. ნარკვევი მიმართული იყო ბუდიზმის წინააღმდეგ და წარმოადგენს საკმაოდ დილეტანტურ და ტენდენციურ კრიტიკას. შევეცდები ვუპასუხო ამ აპოლოგეტს ბუდისტური არგუმენტებით და დავიცვა ბუდას სწავლება, მიუხედავად იმისა, რომ არ (აღარ) ვარ ბუდისტი და მივსდევ ინდუიზმს (შაკტიზმის ტრადიციას). შიგადაშიგ შევეცდები ჩავაკვეხო შაკტისტური ფილოსოფიის ელემენტებიც. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ვაჯრაიანას ბუდიზმში არის შაკტიზმის ელემენტები, არ უნდა გამიჭირდეს. მაშ ასე, დავიწყოთ. არგუმენტი ბუდიზმის წინააღმდეგ: ბუდიზმის ძირითადი პოსტულატები შემდეგია: იგი არ აღიარებს არც შემოქმედს და არც ქმნილებას. მისთვის ერთადერთი ჭეშმარიტად არსებული არის არარა, ანუ არყოფნა, რომელსაც მარადიული, დამოუკიდებელი და თვითმყოფადი არსებობა აქვს. ყველა სხვა არსებობა, რასაც საწყისი და დასასრული აქვს, ცვლილებას ექვემდებარება და დროითა და სივრცითაა შეზღუდული, მოკლებულია ჭეშმარიტ ყოფიერებას. ყოველივე არსებული არარასაგან წამოსდგა და კვლავ მას უბრუნდება, მაშასადამე, არყოფნა ყველაფრის თავი და ბოლოა. ამდენად, თუკი იგი ჭეშმარიტი არსი და სამყაროს ერთ-ერთი საფუძველია, მაშინ სამყარო, ყოველივე იმასთან ერთად, რაც მასში არსებობს და ცოცხლობს, უკანონო და არასაჭირო არსებობის შედეგია და, ამდენად, ბოროტებაა. კომენტარი: დავიწყოთ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტით; ბუდიზმში, ისევე როგორც სხვა დჰარმულ რელიგიებში გლობალური ისტორიული პროცესი, დრო, კოსმიური ყოფიერება, არის - ციკლური. ამასთან ერთად, ბუდიზმი და ჯაინიზმი განსხვავდებიან იმითი (ინდუიზმისგან და სიქჰიზმისგან), რომ ის არ ცნობს დემიურგის ანუ შემოქმედის (იშვარას) არსებობის იდეას, ამას ეწოდება ნირიშვარა-ვადა, რომელიც შეიმუშავა ბრძენმა ნაგარჯუნამ, ბუდას ქადაგებათა საფუძველზე. ბუდას ფილოსოფიის მიხედვით არსებობს ღვთაება, რომელსაც ჰქონდა პრეტენზია, რომ ის არის შემოქმედი-აბსოლუტი, მას ჰქვია მაჰაბრაჰმა, მაგრამ როცა ბუდამ და მისმა მოწაფეებმა მას აუხსნეს, რომ ის არაა დემიურგი, მაჰაბრაჰმამ მოინანია და აღიარა, რომ არ არის დემიურგი. ეს განხილულია ისეთ სუტრაში, რომელსაც ეწოდება ბრაჰმაჯალა-სუტრა. რატომ უარყოფს ბუდა შემოქმედს? იმიტომ, რომ ყოფიერება, უფრო ზუსტად მულტისამყარო (გიგაკოსმოსი) არის უსაწყისო და უსასრულო, ციკლური და სამყაროები ფორმირდებიან არა ღმერთის ენერგიის, არამედ ცოცხალ არსებათა კოლექტიური კარმის გავლენით. სამყაროს ყოფიერებას განაპირობებს ჩვენი კარმა, აფექტები და დაბინძურებული ცნობიერება. ამიტომაც ითვლება, რომ ყოფიერება ტანჯვაა. ბუდა არ ცნობს ქმნილებას? ბუდას ფილოსოფია გვეუბნება, რომ არავინაა ქმნილება, ცოცხალი არსება (სატვა) ესაა მოკვდავი და უკვდავი სუბატომების (დჰარმების) კლასტერების (სკანდჰების) უსაწყისო და უსასრულო, უქმნელი დისკრეტული ნაკადი, კონტინიუმი, მდინარე, რომელიც რეინკარნაციის გზით, კარმული ძალის ზეგავლენით, განიცდის რეპრეზენტაციას. „არარა“ ანუ შუნიატა არ არის „ჭეშმარიტად არსებული“ და მით უმეტეს თვითმყოფადი, თქვენ რომ სუტრები წაგეკითხათ, გაიგებდით, რომ შუნიას თვითმყოფადობა და არსობრიობა არ გააჩნია. შუნიატა (შუნია) არის შეუცნობელი სიცარიელე, რომელიც იგივე არაა რაც ინდუისტური პარაბრაჰმანი ან შაკტისტური ნირგუნა-შაკტი, ეს არაა არსი, აბსოლუტი ან ღმერთი. ეს არაა მსოფლიო სული. ესაა შეუცნობელი არაარსობრივი. საწყისი და დასასრული არ აქვს არაფერს, საქმე იმაშია, რომ ბუდას ფილოსოფიის მიხედვით, ბუდას ბუნება (ტატჰაგატაგარბჰა), რომელიც ყველა არსების ცნობიერებაშია, როგორც მეტაფიზიკური პოტენციალი, არაა მოკლებული ჭეშმარიტ ყოფიერებას. თითოეული ცოცხალი არსება სამყაროში არის პოტენციური ბუდა, ბოდჰისატვა ან არჰატი. ბუდას, ბოდჰისატვას ან არჰატის ყოფიერება არაა სიკვდილი, სამსარა ნიშნავს წრებრუნვას, ესაა არაკონტროლირებადი რეინკარნაცია, ხოლო ნირვანა ესაა ვნებების ცეცხლის ჩაქრობა და რეინკარნაციის შეწყვეტა. სამსარა და ნირვანა არაა ადგილები, ესენია ცნობიერების მდგომარეობები. ნირვანა ესაა მშვიდი და უშფოთველი ცნობიერება აღსავსე უსასრულო თანაგრძნობით და მოწყალებით, ხოლო სამსარა ესაა ეგოიზმი, სიძულვილი, ზიზღი, მესაკუთრეობა და ა.შ. სამსარა ესაა ნეგატიური და ვნებებით აღსავსე ცნობიერება. ბუდა არ მიდის არყოფნაში, ის უბრალოდ აცნობიერებს საკუთარ არსებაში ტატჰაგატაგარბჰას და მშვიდდება, წყვეტს ხეტიალს სხეულიდან სხეულში, ხდება საკუთარი თავის ბატონ-პატრონი. არ მესმის რა წაიკითხეთ, მაგრამ ჩანს რომ არაფერი კარგი, მოდით განვმარტოთ, უკანონო და არასაჭირო არაფერია მთელ მულტისამყაროში, მულტისამყარო არაა ბოროტება! ბოროტებაა ეგოიზმი, როგორც ყველა უბედურების მიზეზი! პრობლემა არის დაბინძურებული ცნობიერება, დაბინძურებული ეგოიზმით და არცოდნით და არა სამყარო (!). ვიმეორებ კიდევ ერთხელ, ნირვანა, ისევე როგორც სამსარა, არ არის კონკრეტული ადგილი! ნირვანა, პარანირვანა, მაჰა-ბოდჰი-ნირვანა და სამსარა ესენია ცოცხალი არსების (სატვას) ცნობიერების სხვადასხვა მდგომარეობები! შეიგნეთ ერთხელ და სამუდამოდ და გულით გთხოვთ, შეწყვიტეთ ქრისტიანი აპოლოგეტების ნაცოდვილარის კითხვას, დილეტანტიზმის და რელიგიური შოვინიზმის გარდა მათი ტექსტებიდან ვერაფერს აიღებთ. იმისათვის რათა გაიგო ბუდიზმი, უნდა იყო ბუდისტის ტყავში მინიმუმ 1 დღე მაინც. მე ეს შევძელი, ახლა ინდუისტი ვარ, მაგრამ ბუდას სწავლებას პატივს ვცემ, რადგან შევიმეცნე და დავასკვენი, რომ ყველა რელიგიას აქვს არსებობის უფლება, ესაა უფლის დაშვება, განგება. უბრალოდ უნდა ვიცხოვროთ ჰარმონიაში და აბსურდი არ დავაბრეხვოთ, როცა არ ვიცით რაზე ვსაუბრობთ. გინდა ბუდიზმი შეიცნო? ერთი დღით გახდი ბუდისტი, იყავი მოწყალე და პატივი ეცი სხვებს. არგუმენტი ბუდიზმის წინააღმდეგ: ბუდიზმს არ გააჩნია პასუხი კითხვაზე, თუ როგორ წარმოიშვა თავდაპირველად ყოველივე. იგი იყენებს სწავლებას უსასრულოდ მრავალი სამყაროსა და მათში არსებულ არსებათა შესახებ, რომლებიც აუცილებლად ისპობიან და სხვას უთმობენ ადგილს, რომელთაც თავის მხრივ იგივე ელით. კომენტარი: ბუდას ფილოსოფიის მიხედვით სამყარო არის ციკლური! რა არის გაუგებარი? დჰარმულ რელიგიებში, განსხვავებით აბრაამული თეიზმებისგან, დრო და სივრცე არის ციკლური და შესაბამისად არ არსებობს არც არავითარი „თავდაპირველი წარმოშობა“! მაგის გარდა, ბუდიზმში არის ნირიშვარავადა (დემიურგი არ არსებობს) და ქშანიკავადა (ყველაფერი იცვლება). არავინაც არ ისპობა! ცოცხალი არსება (სატვა) არის მარადიული. ისპობა მხოლოდ სხეული. ცნობიერება უკვდავია. ვიჯნანა (ცნობიერება), არც იბადება და არც კვდება და წარმოადგენს მთვლემარე მდგომარეობაში მყოფ პოტენციურ ბუდას (!). ნირვანა არაა სიკვდილი ან „გაქცევა“, ნირვანა (ნიბანა) ესაა გამოფხიზლება სიზმრიდან და არავნობიერი ძილიდან გაცნობიერებულ სიზმარში გადასვლა ანუ როცა უკვე აცნობიერებ, რომ სიზმარში ხარ, სწორედ მაშინ ხდები - ბუდა (ბუდჰა). ბუდას მიხედვით ჩვენი სამყაროს ასაკი მრავალი მილიარდი წელია, აბრაამიზმის მიხედვით მხოლოდ 7-8 ათასი წელი. ახლა გასაგებია, აინშტაინ? საქმე გვაქვს ორ რადიკალურად განსხვავებულ მეტაფიზიკასთან, რომელთაგან თითოეული განკუთვნილია ორი სხვადასხვა ტიპაჟის და ცნობიერების მქონე ხალხისთვის. არგუმენტი ბუდიზმის წინააღმდეგ: მაშასადამე, ბუდიზმი რელიგია კი არა, ფილოსოფიური აგნოსტიციზმი უფროა, რადგან რელიგია, კლასიკური გაგებით, კავშირს გულისხმობს, კავშირს ადამიანსა და ღმერთს შორის. ბუდიზმში კი არ არსებობს აბსოლუტური პიროვნების ცნება, არსებობა ბოროტებაა, ცხოვრება ტანჯვათა ჯაჭვია, ხოლო ბუდიზმის მიზანი ამ ტანჯვისგან გათავისუფლებაა. რადგან ტანჯვა თვით ყოფიერების ცნებას ერწყმის, ამიტომ მისგან გათავისუფლება თვით ყოფიერების მოსპობით უნდა მოხდეს. ტანჯვისგან გათავისუფლებისათვის თვითმკვლელობა უაზრობაა, რადგან ბუდიზმი, ისევე როგორც ინდუიზმი, რეინკარნაციას აღიარებს, რასაც კვლავ ახალი ტანჯვა მოჰყვება (3). ამიტომ ბუდა მიიჩნევს, რომ უნდა მოისპოს თვით სიცოცხლის სურვილი, რაც შემდგომი რეინკარნაციის შეწყვეტასა და სანსარისგან თავის დაღწევის საწინდარია. ასე გადადის ადამიანი ნირვანაში, რომელიც ღმერთთან ურთიერთობა კი არ არის, არამედ სიცოცხლიდან გაქცევა და სულიერი ვაკუუმის მდგომარეობაა. ნირვანა სიტყვასიტყვით ჩაქრობას ნიშნავს. იგი ბუდიზმში უდიდესი სიკეთე და ადამიანის საბოლოო მიზანია. იგი ტანჯვის, უბედურების და საერთოდ ყოფიერების ყოველგვარი გამოვლინების მოსპობაა. უკვდავება ბუდიზმს ესმის, როგორც აბსოლუტურ უმოქმედობასა და სრულ განურჩევლობაში გადასვლა. კომენტარი: ბუდიზმი არის მეტაფიზიკური ათეიზმი (აღიარებს პარანორმალური არსებების და სხვა სამყაროების არსებობას, მაგრამ არ იღებს შემოქმედის იდეას და თვლის, რომ სამსარული ღმერთების თაყვანისცემა უაზრობაა). ამ მხრივ ბუდას სწავლება ძლიერ წააგავს ეპიკურეიზმს. სიტყვა რელიგია ნიშნავს რწმენას, ნიშნავს ასევე დაკავშირებას, მაგრამ ბუდიზმის შემთხვევაში ადამიანი უკავშირდება ხუთ დჰიანა-ბუდას, რომლებიც სახლობენ ბუდჰა-ქშეტრაზე (ბუდების და ბოდჰისატვების სუფთა ველებზე). ბუდიზმში არსებობენ გასხივოსნებული კეთილი ღმერთები: იიდამები, დაკინი და დჰარმა-პალები, რომლებიც ემსახურებიან ბუდებს და ბოდჰისატვებს და ეხმარებიან ადამიანებს სულიერ გამოფხიზლებაში (ზოგიერთი თვითონაა ბოდჰისატვა, მაგალითად; ბოდჰისატვა-ქალღმერთი კანონი/კვან-ინი და ბოდჰისატვა-ქალღმერთი ბენტენი/ბენძაიტენი). ბუდისტურ პანთეონში არიან მეცნიერების, ხელოვნების და ბავშვების მფარველი ღმერთებიც. მაგალითად იაპონიაში ითვლება, რომ ქალღმერთი ამატერასუ, არის მზიური ბუდა ვაიროჩანას (მაჰავაიროჩანას) ავატარა, ინკარნაცია. ბუდიზმის მიხედვით ადამიანი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა არსება, არის დჰამების დისკრეტული ნაკადი, ესაა ცოცხალი არსება. რეინკარნაციას განიცდის ყველა და არა მხოლოდ ადამიანი. „ტანჯვათა ჯაჭვია“ მხოლოდ სამსარული ცნობიერება, ნირვანული ცნობიერება არა. ტანჯვაა მხოლოდ უმეცრებაში და ეგოიზმში ცხოვრება, გამოფხიზლება ცუდი სიზმრიდან და ცნობიერების გასუფთავება აფექტებისგან - არა. ისპობა არა ყოფიერება, არამედ სამსარული მენტალიტეტი (ეგო, უმეცრება და სიძულვილი). სამსარა არის სიცოცხლე ტანჯვაში, ნირვანა - სიცოცხლე ბედნიერებაში, ნეტარებაში და ცოდნაში. განსხვავება მხოლოდ ესაა. ვიმეორებ კიდევ ერთხელ, ბუდიზმში არ არის დემიურგი, სამაგიეროდ არის ბრაჰმანისტული პოლითეიზმის ძლიერი ელემენტები. ბუდა აღიარებდა ღმერთების არსებობას, რმლებსაც ეწოდებათ - დევა და მათ შორის არის მკაცრი იერარქიულობა. ნირვანა არის არა განურჩევლობა და უმოქმედობა, არამედ რეინკარნაციის პროცესის შეწყვეტა. ბუდას ფილოსოფიის მიხედვით არის 6 „ლოკა“ ანუ სავანე, ესენია; დევა-ლოკა (ღმერთების სავანე), ასურა-ლოკა (დემონების სავანე), ნარაკა-ლოკა (ჯოჯოხეთის სულების სავანე), პრეტა-ლოკა (დამშეული აჩრდილების სავანე), მანუშია-ლოკა (ადამიანთა სავანე) და ტირიაგ-იონი-ლოკა (ცხოველთა სავანე). ამ ექვს სავანეში მყოფი არსებები განიცდიან რეინკარნაციას კარმული კანონის ზეგავლენით, ცხადია დევები ანუ ღმერთები ყველაზე დიდხანს ცოცხლობენ, მაგრამ მათ ზეციურ ნეტარებასაც აქვს დასასრული. ღმერთები ცდებიან, ბუდა - არა. არგუმენტი ბუდიზმის წინააღმდეგ: როგორც უკვე ვთქვით, ბუდისტისათვის ბოროტების სათავე თვით სიცოცხლე, ადამიანის არსებობა და მისი სურვილებია, სადაც სიცოცხლეა, იქ აუცილებლად ბოროტებაცაა, როგორც მისი ძირეული და არსებითი ნიშანი. შესაბამისად ბუდიზმის თანახმად სიცოცხლის გაქრობა სიკეთეა, მაგრამ, მეორე მხრივ, ბუდიზმი არ იძლევა პასუხს კითხვაზე, თუ რატომაა სიცოცხლის სურვილი ბოროტება. იგი მხოლოდ ფაქტების ემპირიულ მხარეს აფიქსირებს. კომენტარი: ბუდისტისათვის ბოროტებაა - ეგო (აჰამკარა)! ბუდა არასოდეს ამბობდა, რომ სიცოცხლეა ბოროტება, ცხოვრებას აქვს ორი ფაზა, ორი განზომილება: სამსარა (აფექტებით) და ნირვანა (აფექტების გარეშე). ბოროტებაა არა სიცოცხლის სურვილი, არამედ სხვისი ტკივილის ფასად, სხვის ხარჯზე, პარაზიტული და ეგოცენტრული ცხოვრების სურვილი. არგუმენტი ბუდიზმის წინააღმდეგ: ბოროტებაზე ამგვარი შეხედულება ბუდიზმს სოციალურ სფეროშიც გადააქვს. ოჯახური, ეროვნული და სხვა ურთირთობები, ბუდისტური მსოფლმხედველობის მიხედვით, ბოროტებაა, რომელთაგანაც ასევე აუცილებელია გათავისუფლება. კომენტარი: სრული აბსურდი! ვიმეორებ კიდევ ერთხელ იმათთვის, ვინც ვერ გაიგო და ვერ შეიგნო! ბოროტებაა ეგო და არა ოჯახი ან ზოგადად ურთიერთობები! ბოროტებაა ეგოიზმი და სამსარული ანუ ეგოცენტრული ცნობიერება! არგუმენტი ბუდიზმის წინააღმდეგ: თუ ქრისტიანი ასკეტისათვის უმთავრესი ამოცანა საკუთარ ვნებებთან ბრძოლაა და ამ ვნებათაგან გათავისუფლების შემდეგ იგი სიცოცხლისკენ ისწრაფვის, რათა ღირს იქნეს აბსოლუტთან თანაზიარებისა და მის სასუფეველში დამკვიდრებისა, ბუდისტი საწინააღმდეგო მიმართულებით მიდის, მისთვის მთავარი სიცოცხლის სურვილია და, ამის კვალობაზე, თავად სიცოცხლის გაქრობაა, ანუ როგორც მართებულად შენიშნავს ნ.ლოსკი: „სხეულებრივი სიკვდილით შეშინებული გაუტამა ხსნას აბსოლუტურ სიკვდილში, ყოფიერების სრულ მოსპობაში ეძიებს“, ხოლო გ.კ.ჩესტერტონი ამბობს: „ქრისტეს ეცოდება ადამიანები იმიტომ, რომ ისინი კვდებიან, ხოლო ბუდას ეცოდება იმიტომ, რომ ისინი ცოცხლობენ“. თუ მაცხოვარი ამბობს: „ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა“ (მათე 5, 3), ბუდა ამ სიტყვების ამგვარ პერიფრაზს „ახდენს“: „ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათ ელოდებათ არყოფნა“. კომენტარი: ჯერ ერთი; ნირვანა არ არის არყოფნა. მეორეც; ბუდიზმში არის ბუდების ველების კონცეფცია, რომლის თანახმადაც მორწმუნე ბუდისტი სიკვდილის შემდეგ მიდის იქ სადაც სახლობენ გასხივოსნებული არსებები (ბუდები, ბოდჰისატვები და არჰატები, პლიუს კეთილი და ბრძენი ღმერთები). თუ ბუდისტურ პრაქტიკას სწორად ახორციელებ, წახვალ ბუდების ველებზე ან უბრალოდ თავად გახდები ბუდა. წაიკითხეთ ლოტოსის სუტრა და მაჰავაიროჩანა სუტრა. არგუმენტი ბუდიზმის წინააღმდეგ: ქრისტიანსაც და ბუდისტსაც გრძნობადი ბუნებისაგან გათავისუფლება სწადიათ, მაგრამ თუ ბუდისტი ბიბლიური სამსონივით მტრების მოსპობით საკუთარ თავსაც სპობს, ქრისტიანი, რომელიც სძლევს მტერს, ნეტარი ცხოვრების ღირსი ხდება. კომენტარი: სრული ბოდვა, აბსურდი. ბუდისტი სპობს მხოლოდ ე გ ო ი ზ მ ს! არგუმენტი ბუდიზმის წინააღმდეგ: ბუდისტი, რომელიც არ ცნობს პიროვნულ ღმერთს, ვერ ახერხებს დადებითი შინაარსი შესძინოს საკუთარ ზნეობრივ თავისუფლებას. ამიტომ მისთვის თავისუფლება უმიზნო სიცოცხლის უარყოფაში მდგომარეობს. ამის გამო კი იქ, სადაც პოზიტიური მიზანი არ არსებობს, აუცილებლად ხდება ყოველგვარი მიზანშეწონილი მოქმედების პარალიზება. პასიური სათნოებანი (მოთმინება, დათმობა) ბუდიზმში ყოველთვის ჭარბობს აქტიურს. ბუდიზმში ვხედავთ თანაგრძნობისმიერ სიყვარულს, მაგრამ იქ არ მოიპოვება მოქმედი, განმათავისუფლებელი და შემოქმედებითი სიყვარული. უფრო მეტიც, თვით ეს პასიური სიყვარულიც კი, რომელიც მხოლოდ თანაგრძნობას გამოხატავს და სიხარულს არ ანიჭებს, უკანა პლანზე იწევს და ადგილს უთმობს თვითჭვრეტისა და თვითმოსპობის სურვილიდან გამომდინარე კვიეტიზმს. ასე რომ, ბუდიზმი თავისი არსით ნიჰილიზმია, და ამის გამო იყო, რომ მან ამგვარი ფორმით დიდხანს ვერ იარსება. ამიტომაც მას ყოველთვის შეცვლილი და შერბილებული სახით წარმოადგენდნენ ხოლმე: კერძოდ, ნირვანას რაღაც სამოთხის მსგავსი თვისებები მიანიჭეს, დააწესეს კულტი, წეს-ჩვეულებები, შემოიღეს თეორია უმაღლეს არსებათა მიერ ადამიანის შეწევნის შესახებ. ყოველივე ამან კი ბუდას თავდაპირველი, წმინდა ფილოსოფიურ-ეთიკური სწავლება რელიგიად აქცია. კომენტარი: ვიმეორებ, ბუდიზმი არის ბრაჰმანისტული პოლითეიზმის და მეტაფიზიკური ათეიზმის სინთეზი. ბუდიზმი არ ცნობს მხოლოდ მონოთეიზმს. პოლითეიზმი ბუდას რელიგიაში, იცოცხლე იმდენია. ბუდიზმი არის მერეოლოგიური ნიჰილიზმი და არა მორალური ნიჰილიზმი, ნუ გერევათ. ბუდისტებს არაფერიც არ მოუგონიათ, ყველაფერი რაც არის ბუდიზმში, მოცემულია ბუდების და ბოდჰისატვების მიერ, რომელთა რაოდენობა გიგაკოსმოსში - უსასრულოა. ბუდიზმი რელიგიაცაა და ფილოსოფიაც. ბუდიზმი დედამიწაზე ყველაზე რთული რელიგიყრ-ფილოსოფიური სწავლებაა და სწორედ ეს აბნევს პროფანებს და ქმნის სერიოზულ პრობლემებს მისი დოქტრინების შესწავლისას. ამის გარდა, ბუდიზმში არ არსებობს არც ერესი და არც დოგმა. არგუმენტი ბუდიზმის წინააღმდეგ: ასეთია მოკლედ ბუდიზმის შინაარსი. იგი ტანჯვის, უბედურების და ამდენად ბოროტების დაძლევისა და მისგან თავის დაღწევის თავისთავად კეთილშობილ მიზანს ისახავს, მაგრამ არ აღიარებს რა შემოქმედს, პიროვნულ ღმერთს, და ცხადია არ იცნობს ჭეშმარიტ მხსნელს - იესო ქრისტეს, ამ დიადი მიზნის მიღწევას გაუტამას გონების მიერ შექმნილი რეცეპტით - ნირვანათი აპირებს. ეს კი, როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, ამ მოძღვრებას არყოფნის, სიკვდილისა და ვოიდიზმის (4) მქადაგებლად აქცევს. კომენტარი: ბუდიზმი არც არის ვალდებული აღიაროს დემიურგის იდეა. სწორედ ამიტომაცაა ბუდიზმი მ ე ტ ა ფ ი ზ ი კ უ რ ი ათეიზმი! ბუდიზმში ასევე არის ტანტრული იდეებიც, რომელთა მიხედვითაც ქალური საწყისი ფლობს განსაკუთრებულ ძალას და მთელი ყოფიერება აგებულია მამრობითი საწყისის და დედრობითი საწყისის დუალიზმზე (იგულისხმება ადიბუდა სამანტაბჰადრა და ადიბუდა სამანტაბჰადრი). ბუდა ფლობს 4 სხეულს (ოთხ სამყაროულ სხეულს): მაჰასუკჰაკაი - დიდი ბედნიერების სხეული, რომელიც წარმოადგენს შუნიას გარკვეულ გამოვლინებას, დჰარმაკაი - ჭეშმარიტების სხეული, კაუზალური ვოიდური სხეული, სამბჰოგაკაი - თვითტკბობის სხეული, რომლის დახმარებითაც ბუდა ეცხადება ღმერთებს და სხვა ბოდჰისატვებს და ნირმანაკაი - ბუდას ხორცუელი მიწიერი სხეული. ბუდა ქადაგებს არა „სიკვდილს“, არამედ სამსარული აფექტების დაძლევას ტატჰაგატაგარბჰის გამონთავისუფლებით პრაქტიკის დახმარებით. ომ მანი პადმე ჰუმ
  3. არ არსებობს არაფერი გარდა ვაჯრატმანბრაჰმანისა. ვაჯრატმანბრაჰმანი ერთნაირად სუფევს ყოველივე არსებულში, ყველა მატერიალურ ცოცხალ სუბიექტში და ობიექტში. ვაჯრატმანბრაჰმანმა ანუ ალმასივით მტკიცე სულმა ღვთიურმა არ იცის არც "ზანგი" და არც "ალბინოსი", არც "ჯუჯა" და არც "გოლიათი", არც "რუსი" და არც "ჩინელი", არც "ქართველი" და არც "ფრანგი", მან არ იცის არავითარი "ლიბერალი" და "კონსერვატორი", არავითარი "ბიოლოგი" და არავითარი "სანტექნიკოსი", არავითარი მილიონერი და არავითარი მათხოვარი. სული უფლისა უპიროვნო მტკიცე და სუფთა ალმასივით ერთნაირად სუფევს ყოველივე არსებულში და არ სცნობს ფიზიკურ შაბლონებსა და ილუზიებს. შივას და შაკტის ვაჯრატმანბრაჰმანი იგივე ადიბუდა ვაჯრადჰარა სუფევს მთელს სანსარაში და ნირვანაში და აღავსებს მადლითა და სიბრძნით ყოველ ფორმას და არსს. ერთიან არადუალისტურ ბუდას სულს არ გააჩნია არავითარი "ეროვნული იდენტობა". გსმენიათ რომ ადრე იტყოდნენ: "დაიცავ მამული, ენა და სარწმუნოება", მე კი გეტყვით: დაიცავით მხოლოდ სარწმუნოება ანუ ბუდჰა დჰარმა, რამეთუ სულერთია რა ენაზე საუბრობს და რომელი პოლიტიკოსის სამფლობელოში სახლობს სანსარული ფორმა უზენაესი ალმასისებრი ზესულიერი ზეცნობიერისა, რომლის არსი არის ბრძენი სიცარიელე და ნეტარება. არ არსებობს არც მამული და არც ენა, არის მხოლოდ უფალი ბუდას ანუ სადაშივას წმინდა დჰარმა. ჩემთვის სულერთია რა ენაზე განვადიდებ უფალ ბუდას და რომელ "ქვეყანაში" აღვავლენ წმინდა ლოცვას უზენაესი ერთიანის მიმართ. სადაც არ უნდა ვიყო და რა ენაზეც არ უნდა ვისაუბრო ჩემს გულში მუდამ იცხოვრებს დჰარმას, სანგჰას და ბუდას წმინდა სიყვარული და უპიროვნო მადლი მადლმოსილი და ნათელი ნათელმოსილი და ასევე პიროვნული ბოდჰისატვებისა და დჰარმაპალების ურიცხვი ლეგიონები ზეციური ზესულიერი განფენილი მოწყალებისა და სიყვარულის უკიდეგანო არსობრიობაში. მე განვადიდებ დჰარმას, მე განვადიდებ სანგჰას, მე ვადიდებ ბუდას. ომ მანი პადმე ჰუმ. და არ გაქრება ჩემი გულიდან სიყვარული უფალი ბუდას მიმართ და კრძალვა მისი სიბრძნის მიმართ. ჯაი მა კალი. ბუდა არის სიყვარულის სიბრძნე ყველაფერში.
  4. მსოფლიოში ბევრი რელიგია არსებობს. რელიგიები იყოფიან ორ ჯგუფად: 1) აბრაამული და 2) მისტიკურ ოკულტური. ინდუიზმი და ბუდიზმი განეკუთვნებიან მისტიკურ ოკულტურ რელიგიათა კატეგორიას. ოკულტურ რელიგიებში აბრაამულისგან რადიკალურად განსხვავებული დოქტრინაა. როგორ ეს? ოკულტურ რელიგიებში უარყოფილია მონოთეიზმი. ინდუიზმში არის შემდეგი განშტოებები: 1) ვიშნუიზმი 2) შივაიზმი 3) ადვაიტა სმარტიზმი 4) საურიზმი 5) განაპატიზმი 6) შაკტიზმი და კიდევ რამდენიმე სკოლა. ბუდიზმში სამი ძირითადი მიმდინარეობა: 1) ჰინაიანა (ყველაზე მარტივი) 2) მაჰაიანა (უფრო რთული ფორმა) და 3) ვაჯრაიანა (ბუდიზმის ყველაზე ოკულტური ფორმა, ტანტრისტული ბუდიზმი). რაშია პრობლემა? რაში და იმაში რომ ეს სკოლები ერთმანეთს ებრძვიან! ეს სკოლები ვერ ხვდებიან რომ პრაქტიკულად ერთი და იგივე ჭეშმარიტებას ამბობენ, უბრალოდ სხვადასხვა მომენტებზე აკეთებენ აქცენტს. რას ნიშნავს ეს? მაგალითად ვიშნუიტები მიიჩნევენ რომ ყველაზე მთავარი და ძლიერი არის ვიშნუ, ისაა ყოფიერების ბატონი, შივაიტები მიიჩნევენ რომ შივა არის მთავარი, არა მხოლოდ როგორც პიროვნული უფალი (იშვარა) არამედ როგორც უპიროვნო სული (პარამაშივა ანუ პარაბრაჰმანი), ხოლო შაკტი არის მისი ძალა და მდედრობითი ასპექტი. შაკტისტები მიიჩნევენ რომ მთავარი არის შაკტი, ისაა ყველაფრის მბრძანებელი და ყოველივე მისგან მოდის და მისგან იმართება. საურები მზის უფალ სურიას ადიდებენ, განაპატიელნი უფალ განეშას. ჰინაიანელი ბუდისტები ნაკლებ ყურადღებას აქცევენ მისტიკურ ძალებს, ღმერთებს და ა.შ. მათთვის მთავარია ის რომ ბუდა იყო ადამიანი რომელიც გახდა განათებული და გადავიდა ნირვანაში, ჩვენც იგივე უნდა ვქნათ, სხვას არაფერს აქვს მნიშვნელობა. მაჰაიანაში და ვაჯრაიანაში არსებობს თითქმის ისეთივე რთული და დახვეწილი მეტაფიზიკური და მისტიკური თეორიები, როგორც ინდუიზმში. არსებობს უზენაესი ბუდა (ადიბუდა) და მას აქვს ორი ასპექტი; მამრობითი და მდედრობითი. ვლინდება იგი როგორც; დჰიანა ბუდა, დჰიანა ბოდჰისატვა და მანუში ბუდა და კიდევ მრავალი სხვა ფორმით. ყველა არსებაში არის შინაგანი ბუდა. ყველას შეუძლია გახდეს ბუდა, მაგრამ ადამიანისთვის ეს ყველაზე მარტივია. არსებობს ერთიანი უსაწყისო და უსასრულო მარადიული კინეტიკური ცნობიერება საცავი – ალაია ვიჯნანა იგივე სარვასატვა. სარვასატვა ესაა უმაღლესი მე ყველა ცოცხალი არსებისა. ალაია ვიჯნანა ესაა ერთიანობა უქმნელი ინდივიდუალური ცნობიერებებისა. ალაია ვიჯნანა ესაა კოლექტიური ზეცნობიერი. მე არ მესმის, რა აწუხებთ ამ ფილოსოფიურ სკოლებს? ნუთუ ვერ ხვდებიან ელემენტარულს? არ აქვს მნიშვნელობა ვისზე აკეთებ აქცენტს, არ აქვს მნიშვნელობა ვინ მიგაჩნია მთავრად და ყველაზე მეტად ვინ გიყვარს, ვიშნუ, შივა, შაკტი, განეშა თუ ვინმე სხვა... ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. თქვენ უბრალოდ არ გესმით. ახლავე ავხსნი თუ როგორ მესმის მე ეს: ღმერთს გააჩნია მრავალი ასპექტი და ფორმა, უპიროვნო ღმერთი შედგება მამრობითი ასპექტისგან და მდედრობითი ასპექტისგან, ესაა ადიბუდა სამანტაბჰადრა და ადიბუდა სამანტაბჰადრი. სამანტაბჰადრა ესაა იგივე პარამაშივა ან უმაღლესი ვიშნუ და საერთოდაც ნირგუნა ბრაჰმანი ანუ ღმერთი თვისებებისა და ატრიბუტების გარეშე როგორც უპიროვნო საწყისი ესაა ყველა ცოცხალი არსების უმაღლესი მე როგორც მამრობითი საწყისი და მამრობითი ასპექტი ღმერთისა. ნირგუნა ბრაჰმანი ვლინდება როგორც პიროვნული ტრიმურტი ანუ სამი იშვარა – ბრაჰმა, ვიშნუ და შივა, რომელია თქვენთვის მთავარი თვითონ გადაწყვიტეთ, ისე კი სამივე თანასწორი და თანაბარია. მათ ჰყავთ მეუღლეეები ანუ მდედრობითი იპოსტასები. სამი დიადი ქალღმერთი: მაჰასარასვატი, მაჰალაკშმი და მაჰაკალი ესენია სამი ენერგია: სრიშტი შაკტი – ემანაციის ენერგია, სტხიტი შაკტი – დაცვის ენერგია და სამჰარა შაკტი – განადგურების ენერგია. სამი შაკტი ანუ სამი ქალღმერთი (ტრიდევი) ესენია უზენაესი შაკტის ანუ უპიროვნო ღმერთის მდედრობითი ასპექტის – პარამაშაკტის ემანაციები და პიროვნული ფორმები და სამივე თანასწორია. ყველა მდედრი ესაა ტრიდევის ავატარა, ხოლო ყველა მამრი ესაა ტრიმურტის ავატარა. ჩვენ ყველანი ღმერთის პიროვნული ფორმის მამრობითი და მდედრობითი ავატარები ვართ და ვფლობთ ბუდას პოტენციალს. არსებობენ სამი ტიპის ჯივები ანუ ცოცხალი არსებები: 1) შუდჰა ჯივა – მუდმივად განათებული და სუფთა 2) სანსარინ ჯივა – დაბნელებული და დაბინდული და 3) მუქტა ჯივა – განთავისუფლებული. ჯივა ესაა ბრაჰმანის ნაწილი და ჩნდება მაშინ როცა ბრაჰმანის მესამე თვისება "ანანდა" (ნეტარება) იბინდება და ბნელდება. მატერიალურ სამყაროში არსებობს მხოლოდ "სატ" ანუ ბრაჰმანის არსებობა, ხოლო დანარჩენი ორი თვისება "ჩიტ" (ცნობიერება) და "ანანდა" (ნეტარება) დაბინდულია და დეფორმირებული. ღმერთს აქვს სიბრძნე და მოქმედების უნარი. მატერიალური კოსმოსის წარმოშობა და განადგურება აიხსნება ღმერთის ენერგიით (შაკტი). არსებობს მრავალი გზა ღმერთისკენ მიმავალი, როგორც ცოდნის ისევე სიყვარულის და ა.შ. მატერიალური სამყარო აღვსილია ბრაჰმანით. მეტიც, მატერიალური სამყარო ღმერთის იდენტურია, ღმერთი არის თავად სამყარო. მატერიალური სამყარო არის არასწორად გაგებული ბრაჰმანი (ღმერთი). სინამდვილეში სივრცე, დრო, მატერია და ა.შ. არის ბრაჰმანის (ღმერთის) განუყოფელი ნაწილები და წარმოადგენენ ღმერთის არსის ნაწილებს. სინამდვილეში არსებობს მხოლოდ სუფთა ყოფიერება. ჩვენ დამახინჯებულად აღვიქვამთ სამყაროს. სამყარო ესაა რეალური და ნატიფი სულიერი ბრაჰმანი. ბრაჰმანისგან განცალკევებულად არაფერი არ არსებობს და ყველა და ყველაფერი არის ბრაჰმანი და ბრაჰმანში. არსებობს სამი შაკტი: პარაშაკტი, პარააპარაშაკტი და აპარაშაკტი ანუ სულიერი, საშუალო და ფიზიკური ენერგიები. არ აქვს მნიშვნელობა რას უწოდებთ უმაღლეს სულს მამრობით ასპექტში ან მდედრობით ასპექტში, ამას მნიშვნელობა არ აქვს. იშვარა შივა არის უპიროვნო შივას პიროვნული გამოვლინება, მაგრამ უმაღლესი შივა არის იმავდროულად უმაღლესი ვიშნუც. უზენაესი სული და უზენაესი ენერგია აერთიანებენ ყველა ცოცხალ არსებას, ყველაფერს რაც კი არსებობს.
×
×
  • შექმენი...