Jump to content
Planeta.Ge

შანკარადევა

პლანეტელი
  • პოსტები

    672
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი შანკარადევა

  1. აფროდიტე (ძვ. ბერძნ. Ἀφροδίτη) — სილამაზისა და სიყვარულის ქალღმერთი ძველ ბერძნულ მითოლოგიაში, ზევსისა და დიონეს ასული. ჰესიოდეს თანახმად, იშვა ზღვის ქაფიდან კუნძულ კვიპროსთან (აქედან — მისი ერთ-ერთი ეპითეტი „კიპრიდა“). ზღვისგან ნაშობი სიყვარულის ქალღმერთის იდეა და კულტი საბერძნეთში აზიიდან გავრცელდა (შდრ. ასტარტე). თავდაპირველად აფროდიტე ბუნების ძალას განასახიერებდა და ნაყოფიერების ქალღმერთად ითვლებოდა. მისი კულტი ფართოდ იყო გავრცელებული ბერძნულ სამყაროში, განსაკუთრებით კუნძულ კვიპროსზე, მცირე აზიისა და იონიის კუნძულებზე. ძველ რომაულ მითოლოგიაში აფროდიტეს შესატყვისია ვენერა (ვენუს). ანტიკურ სახვით ხელოვნებაში აფროდიტე წარმოდგენილია იდეალური სილამაზის შიშველი ქალის სახით. აფროდიტეს ქანდაკებიდან განსაკუთრებით ცნობილია პრაქსიტელეს კნიდოსის აფროდიტე (ძვ. წ. IV ს.) და აფროდიტე (ვენერა) მილოსელი (ძვ. წ. II ს.).
  2. პართენონი (ბერძნ.: Παρθενώνας) — ძვ. წ. V საუკუნეში ათენის აკროპოლისზე აგებული ათენას ტაძარი. იგი ყველაზე კარგად ცნობილი დღემდე მოღწეული ძველი ბერძნული ნაგებობაა და საყოველთაოდ ითვლება ბერძნული არქიტექტურის უნატიფეს ნიმუშად. მისი დეკორატიული სკულპტურები ბერძნული ხელოვნების მწვერვალს წარმოადგენს. პართენონი ძველი საბერძნეთისა და ათენის დემოკრატიის სიმბოლოდ ითვლება და ის მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდედისი კულტურული მონუმენტია. შენობას ერქვა ქალღმერთ ათენას ტაძარი და მისი დღევანდელი სახელი მომდინარეობს ძველი ბერძნული სიტყვიდან პართენოს (παρθένος — ქალწული). პართენონმა შეცვალა ათენას ძველი ტაძარი, რომელიც ძვ. წ. 480 წელს სპარსელებმა გაანადგურეს. სხვა მრავალ ბერძნულ ტაძართა მსგავსად, პართენონს იყენებდნენ როგორც განძსაცავს და აქ ინახებოდა დელოსთა ლიგის საგანძური, რომელიც მოგვიანებით ათენის იმპერია გახდა. ახ. წ. VI საუკუნეში პართენონი ღვთისმშობლის სახელობის ქრისტიანულ ეკლესიად გადაკეთდა. თურქების მიერ ათენის აღების შემდეგ ის მეჩეთად გადაკეთდა. 1687 წელს შენობაში განთავსებული თურქული ჯარების ამუნიცია ვენეციურმა ყუმბართმყორცნმა ააფეთქა; აფეთქებამ მძიმედ დააზიანა პართენონი და მისი სკულპტურები. XIX საუკუნეში ლორდ ერგინმა ზოგიერთი გადარჩენილი სკულპტურა პართენონიდან გამოიტანა და ინგლისში წაიღო. ეს სკულპტურები, ცნობილი როგორც ელგინის მარმარილო, ამჟამად ბრიტანეთის მუზეუმშია გამოფენილი. კამათი საბერძნეთისა და ბრიტანეთის მთავრობებს შორის ელგინის მარმარილოს სამშობლოში დაბრუნების თაობაზე დღემდე გრძელდება. პართენონი, აკროპოლისის სხვა შენობებთან ერთად საბერძნეთის ყველაზე პოპულარული ტურისტული არქეოლოგიური ძეგლია. საბერძნეთის კულტურის სამინისტრო ამჟამად ახორციელებს მასშტაბურ აღდგენით-სარეკონსტრუქიო სამუშაოებს ტაძარსა და მის შემოგარენზე.
  3. ჰერაკლიტე ეფესელი (ძვ. ბერძნ. Ἡράκλειτος ὁ Ἐφέσιος; დ. დაახლ. ძვ. წ. 520 — გ. დაახლ. ძვ. წ. 460) — ბერძენი ფილოსოფოს-მატერიალისტი, იონური სკოლის წარმომადგენელი. მის შესახებ მცირე ცნობები მოგვეპოვება. თავისი ფილოსოფიურ-კოსმოლოგიური მოძღვრებით ჰერაკლიტე პრინციპულად დაუპირისპირდა სოკრატემდელ ფილოსოფოსებს. ჰერაკლიტეს მიხედვით, კოსმოსის (სამყაროს) ცენტრალური სიმბოლოა „მარად ცოცხალი ცეცხლი, რომელიც არ შეუქმნია არავის არც ღმერთთაგან, არც კაცთაგან, იგი მუდამ იყო, არის და იქნება ცოცხალი ცეცხლი, ზომის თანახმად აგიზგიზებული და ზომის თანახმად ჩამქრალი“ (ფრაგმენტი 30). მის ჩაქრობას შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ პირობითი, ფარდობითი ხასიათი. ამიტომ ჰერაკლიტეს აზრით, კოსმოსი არსებობს უსასრულო ქმნადობით დაფუძნებულ დროში. ამ ქმნადობას და, მაშასადამე, თვით კოსმოსის სიღრმისეულ შინაარსზე მიუთითებს ჰერაკლიტეს ფილოსოფიის სამი ძირითადი სიტყვა-ცნება (ფილოსოფემა): „ლოგოსი“, „დრო“, და „ბრძოლა“. „ბრძოლა“ გამოხატავს კოსმოსური ქმნადობის დიალექტიკურად დაპირისპირებულ არსთა ერთიანობით განპირობებულ ბუნებას, მის ჰარმონიას. „დრო“ მიუთითებს კოსმოსური ქმნადობის შინაგან თავისუფლებაზე, ღვთიური ნებისადმი მის დაუქვემდებარებელ ხასიათზე. ჰერაკლიტესეული „ლოგოსი“ (სიტყვისადმი კოსმიური პრინციპის როლის მინიჭება) მიუთითებს ჰერაკლიტეს კოსმოლოგიის უნიკალურ ხასიათზე: ადამიანური არსის ძირითადი განზომილება — სიტყვიერება — არის ამავე დროს კოსმოსური სინამდვილის ძირითადი განზომილება, მისი უღრმესი საზრისის ამსახველი პრინციპი. დოქტრინათა ბუნდოვანების გამო მას გაუგებარს უწოდებდნენ. საგანთა და ფენომენთა მრავალფეროვნება განაცვიფრებს ჰერაკლიტეს და ის მას ბუნების კანონამდე აღამაღლებს. მისთვის ბუნება განუწყვეტელ ცვლილებაში, მოვლენათა მრავალფეროვნებაში მჟღავნდება. ყველაფერში დაპირისპირება, პაექრობა, ომი, საწინააღმდეგოთა მოძრაობაა. ლიტერატურა გოგიბერიძე მ., ფილოსოფიის ისტორია, ტ. 1, თბ., 1941; წერეთელი ს., ანტიკური ფილოსოფია, თბ., 1968; Ramnoux С., Vocabulaire et structures de pensee archaїque chez Heraclite, P., 1959; Wheelwright Ph., Heraclitus, Princeton, 1959.
  4. პლატონი (ბერძ. Πλάτων) (დაახ. 21 მაისი ?, ძვ. წ. 427 – 347) — ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კლასიკური ხანის ბერძენი ფილოსოფოსი, სოკრატეს მოსწავლე, არისტოტელეს მასწავლებელი, ფილოსოფიური დიალოგების ავტორი, ათენის აკადემიის დამფუძნებელი. პლატონი ინტენსიურად ასწავლიდა აკადემიაში და ასევე დაწერილი აქვს ნაშრომები მრავალ ფილოსოფიურ თემაზე, რომელთაგან უმთავრესი მისი დიალოგებია, თუმცა ასევე შემორჩენილია რამდენიმე ეპიგრამა და წერილები. მიჩნეულია, რომ პლატონის დიალოგები თითქმის სრულიად არის შემორჩენილი ორიგინალში. თუმცა, ზოგიერთი დიალოგი, რომელსაც ბერძნები პლატონს მიაწერდნენ, ამჟამად მიიჩნევა, რომ უფრო ადრინდელი წარმოშობის უნდა იყოს (მაგ. პირველი ალკიბიადე, კლიტოფონი) ან კიდევ ფალსიფიცირებული (მაგ. დემოდოკუსი, მეორე ალკიბიადე). პლატონის დიალოგების მთავარი პერსონაჟი სოკრატეა. თუმცა ამ დიალოგთა შემადგენლობის რა ნაწილი ეკუთვნის სოკრატეს ან თავად პლატონს, დიდი კამათის საგანია, ვინაიდან სოკრატეს თავად საკუთარი შეხედულებები არ გამოუთქვამს. მიუხედავად ამისა, პლატონი უდავოდ განიცდიდა სოკრატეს გავლენას და მრავალი იდეა მის ადრეულ ნამუშევრებში სოკრატესგან ნასესხები უნდა იყოს. პლატონი სავარაუდოდ ათენში ან ეგინაში დაიბადა მაისში ან დეკემბერში ძვ.წ. 428 ან 427 წელს საშუალო შეძლების არისტოკრატთა ოჯახში. მამამისს არისტონი ერქვა, დედას კი - პერიქციონა. მისი ოჯახი ძველი ათენელი მეფეების გენეალოგიის ერთ-ერთი განშტოების შთამომავლებად ითვლებოდნენ და ზოგიერთი ისტორიკოსის ცნობით, ის განთქმულ პოლიტიკოსს კრიტიასს ენათესავებოდა. ჰელენისტი ისტორიკოსის დიოგენეს მიხედვით, პლატონის დაბადების სახელი არისტოკლე უნდა ყოფილიყო, ხოლო პლატონი მისმა ჭიდაობის მასწავლებელმა - არისტონ არგოსელმა დაარქვა ტანადობისა და ფიზიკური სიძლიერის გამო. მეორე ვერსიით პლატონს სახელი მისი ფართო შუბლის, ან მისი ვრცელი შეხედულებების გამო ეწოდა (პლატოს ბერძნულად ფართოს, ვრცელს ნიშნავს). პლატონი სოკრატეს მოსწავლე ადრეულ სიყმაწვილეში ხდება და, როგორც თავად აღნიშნავს საკუთარ წერილებში, ის დაესწრო საკუთარი მასწავლებლის სასამართლოს, თუმცა არა განსასჯელის აღსრულებას. ქალაქის მიერ სოკრატეს გაწირვამ მასზე მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა და მისი ადრეული ნამუშევრები ძირითადად მის მასწავლებელზე მოგონებებს წარმოადგენს. მიჩნეულია, რომ მისი ეთიკური ნაშრომების უმრავლესობა ისეთი საზოგადოებრივი ცხოვრებისკენ მისწრაფებაა, სადაც ამგვარი უსამართლობა შეუძლებელი იქნებოდა. სოკრატეს სიკვდილიდან მომდევნო თორმეტი წლის განმავლობაში პლატონი მოგზაურობს იტალიაში, სიცილიასა და ეგვიპტეში ცოდნის გასაღრმავებლად. 40 წლის ასაკში, ათენში დაბრუნების შემდეგ, პლატონი აკადემოსის ჭალაში, ათენთან, აფუძნებს ერთ-ერთ უძველეს დღემდე ცნობილ ორგანიზებულ სკოლას დასავლურ სამყაროში. აკადემია მიწის შემოსაზღვრული ვრცელი ნაკვეთი იყო, რომელიც ერთ დროს ათენის მოქალაქეს, სახელად აკადემოსს, ეკუთვნოდა, თუმცა ზოგიერთი წყაროს თანახმად ადგილს სახელი უძველესი გმირის პატივსაცემად დაერქვა. ამ აკადემიამ იმოქმედა 529 წლამდე, როდესაც ის იუსტინიანე I ბიზანტიელმა დახურა, ვინაიდან მისი წარმოდგენით ეს დაწესებულება ქრისტიანობის გავრცელების საშიშროებას წარმოადგენდა. ამ აკადემიაში იმ დროის მრავალი მოაზროვნე სწავლობდა, მათ შორის არისტოტელეც. პლატონზე დიდი ზეგავლენა იქონია რამდენიმე ადრეულმა ფილოსოფოსმაც, მათ შორის: პითაგორელებმა, რომელთა რიცხვთა ჰარმონიის დებულებები აისახა პლატონის ფორმათა თეორიაში; ანაქსაგორას მიმდევრებმა, რომლებიც თავის მხრივ სოკრატეს ასწავლიდნენ და რომელთაგანაც მომდინარეობს სწავლება ცნობიერების ყოვლისმომცველობაზე; პარმენიდეს მიმდევრებმა, რომელთა მიხედვით ყველა საგანი ერთი მთლიანის ნაწილია, რაც შესაძლოა სულზე პლატონისეული მოძღვრების საფუძველი გახდა. სოკრატესგან განსხვავებით პლატონი საკუთარ ფილოსოფიურ შეხედულებებს წერილობითი ფორმით ქმნიდა და, შესაბამისად, შთამომავლობას დიდი რაოდენობით ხელნაწერი დაუტოვა. პლატონის წერილებში ასახულია კამათი მმართველობის შესაძლო საუკეთესო ფორმებზე, იხილავს რა არისტოკრატიას, დემოკრატიას, მონარქიას, ოლიგარქიას და ა.შ. ცენტრალური თემა მის ნაშრომებში უკავია კონფლიქტს ბუნებასა და საყოველთაოდ მიღებული შეხედულებებს შორის, მემკვიდრეობაზე, ადამიანური გონებისა და ხასიათის გარემოზე (დიდი ხნით ადრე თანამედროვე „ბუნება აღზრდის პირისპირ“ დებატების დაწყებამდე, ტომას ჰობსისა და ჯონ ლოკის დროს), განსხვავება ცოდნასა და ჭეშმარიტ რწმენას შორის. ამ პრობლემათა დეტალურმა განხილვამ შემდგომში ისეთ იდეათა და არგუმენტთა აღმოცენება გამოიწვია, რომლებიც დღემდე თანამედროვეე ფილოსოფოსთა დავის საგანია. მის თანამედროვე მოაზროვნეთაგან განსხავევებით პლატონი ამტკიცებდა, რომ ძირითადი განსხვავება ცოდნასა და ჭეშმარით რწმენას შორის იყო მათი განხილვის საგანთა ბუნება: ცოდნა იყო უკვდავი სინამდვილე, მაშინ როდესაც ჭეშმარიტი რწმენა იყო ეფემერული, დამოკიდებული სინამდვილე. პლატონი უმეტესწილად დიალოგების ფორმით წერდა. ადრეულ დიალოგებში რამდენიმე პერსონაჟის დისკუსიაა აღწერილი, სადაც თემის განხილვა ხდება პერსონაჟების მიერ ერთმანეთისთვის დასმული კითხვების სახით. ამ დიალოგების მთავარი მოქმედი პირია სოკრატე. ამით პლატონმა სათქმელის მიტანა მკითხველამდე მოახდინა სადა, ლაღი და მეცნიერული ტერმინოლოგიის დახვავების გარეშე. მათ სოკრატესეულ დიალოგებს უწოდებენ. დიალოგთა წარმართვის სტილი მნიშვნელოვანწილად შეიცვალა პლატონის ცხოვრების განმავლობაში. დამკვიდრებულია აზრი, რომ პლატონის ადრეული ნამუშევრები სოკრატეს იდეებზეა დამყარებული, მაშინ როდესაც მისი გვიანდელი შრომები სულ უფრო მეტად ემიჯნება პლატონის ყოფილი მასწავლებლის შეხედულებებს. შუალედურ დიალოგებში სოკრატე ხდება პლატონის საკუთარი ფილოსოფიის მქადაგებელი, ხოლო კითხვა-პასუხის სტილი კი შედარებით ფორმალურ ხასიათს ატარებს: მთავარი ფიგურა განასახიერებს პლატონს, ხოლო მეორეხარისხოვანი პერსონაჟები კი მხოლოდ „ჰო“–ს, „რა თქმა უნდა“–ს ან „ნამდვილად“–ის თქმის ფუნქციას იძენენ. გვიანდელი დიალოგები ტრაქტატის ხასიათისაა, სადაც სოკრატე ხშირად აღარ ფიგურერებს ან ხშირ შემთხვევაში სდუმს. ასევე საყოველთაოდ მიიჩნეულია, რომ ადრეული დიალოგები ეყრდნობა სოკრატეს ნამდვილ დისკუსიებს, ხოლო გვიანდელი დიალოგები მთლიანად პლატონს ეკუთვნის. გაურკვევლობა იმაში, თუ რომელი დიალოგები ეკუთვნის სინამდვილეში სოკრატეს, ცნობილია როგორც „სოკრატეს პრობლემა“. დიალოგის ფარული მიზანსცენა პლატონსა და მკითხველს ფილოსოფიური დისკუსიის დამკვირვებლის როლს ანიჭებს; მკითხველს შემეცნების არა ნაკლებ ორი არჩევანი აქვს: მონაწილეობა მიიღოს დიალოგებში განხილულ საკითხებში, ან უბრალოდ მიჰყვეს მას რათა შეიცნოს ნაშრომში აღწერილ ხასიათთა თვისებები. დიალოგის ფორმატი ასევე საშუალებას აძლევს პლატონს არაპოპულარული მოსაზრებები არასიმპათიურ პერსონაჟთა პირით გამოხატოს, როგორიცაა თრასიმაქუსი „რესპუბლიკა“-ში. მეტაფიზიკა (ის, რაც ფიზიკის მიღმაა) წარმოადგენს ფილოსოფიის ნაწილს, რომელიც სწავლობს ყოფიერების, სამყაროსა და სინამდვილის, როგორც ასეთთა, პირვანდელ არსს. ამ ტერმინს გამოიყენებენ იმის აღსანიშნავად, რაც გრძნობადი აღქმის ფარგლებს სცილდება. ზოგადად „მეტაფიზიკურით“ აღნიშნავენ საგნის იდეალურ ბუნებას, მის არსს, საზრისს. „პირველი ფილოსოფია“ ანუ მეტაფიზიკა მოიცავს ონტოლოგიას და ეპისტემოლოგიას (გნოსეოლოგიას). მეტაფიზიკა ზოგჯერ იღებს მისტიკისა და ოკულტიზმის სახეს.
  5. ოდინი, ვოდანი (ძვ.-სკანდ. Odhinn, Odinn, გერმ. Wodan, Woutan) — ძველ გერმანელთა მითური სისტემის უზენაესი ღმერთი, ქვეყნიერების მომწესრიგებელი, აზების ოქროსბეჭდიანი მბრძანებელი, ღმერთების სკანდინავიური პანთეონის მამამთავარი, „ვალფარეტად“ წოდებული (ვალჰალის მამა), არსთა მპყრობელი, იგივე ვოდანაზი (ვოდან-აზი). თავდაპირველად ქართა და ქარიშხალთა მბრძანებელი იყო, შემდეგ ომის ღმერთი, ვაჭართა მფარველი და ღმერთების მეორე თაობის მამამთავარი, ქრისტიანობის დამკვიდრების შემდეგ, ჩრდილოეთის მითოლოგიის ცენტრალურ ღვთაებად იქცა. მის გარშემო თავს იყრის ღმერთების მთელი თაობა - ძმების, შვილების, ასულების სახით. მათი ორეულებია ვანები (ნიორდი, ფერია). საგებში აღწერილია მათი ომი და შერიგება. ოდინი უპირატესად გერმანელთა ღმერთია, ფრიგის ქმარი, კანონმდებელი, ომისა და მშვიდობის განმგებელი, „ჩრდილოეთის ზევსი“, აზთა შორის ყველაზე ბრძენი, რადგან ბუმბერაზ მიმირის სიბრძნის წყარო შესვა. მისი ცალი თვალი - მზეა, მეორე კი - მთვარე. მზე მიმირს დაუთმო ამ წყაროს სამაგიეროდ. აზების (ასბის) მამა და უბრძნესი მათგანი, ოდინი სიჭაბუკეში მივიდა ბუმბერაზ მიმირთან და სთხოვა, შენი სიბრძნის წყალი მასვიო. „მუქთად არაფერი არ არის, - მიუგო მიმირმა, - რას მომცემ სამაგიეროდ?“ „რასაც მომთხოვ“. „მაშ მომეცი შენი მარჯვენა თვალი“ (ეს იყო მზე!). „კარგი, მიმირ, სირძნის ფასი არაფერია. ბრძენი ცალი თვალით უკეთ ხედავს, ვიდრე ბრიყვი ორივე თვალით“. ამის შემდეგ ოდინი ცალთვალაა. მანვე შექმნა რუნები, დამწერლობა, მეცნიერება, წინასწარმეტყველება, კანონები. ყოველ დილით მისი მხრებიდან ორი ყორანი აფრინდება, საღამომდე ქვეყნიერებას შემოიქროლებენ და აუწყებენ ყველაფერს, რაც ნახეს, რაც მოისმინეს. ყორანთა სახელებია ჰუგინი („აზრი“) და მუნინი („მეხსიერება“). ფეხრთით ორი მგელი უწევს. ერთი მეომარი, მეორე მონადირე. ორი მგელი, რომლებიც მის ფეხებთან სხედან : გერი (ნაყროვანება) და ფრეკი (განადგურება). ეს მგლები ნთქავენ ოდინის კერძებს (ძირითადად ტახს), მხოლოდ ღვინოს უტოვებენ. პოეტური შთაგონების წყაროა, რადგან პოეტური შარბათი მოიტაცა იოტურნების (ბუმბერაზთა) ქვეყნიდან. ომში მიმავალს რჩეული გმირები ახლავს, არწივის ფრთებით შემკული ოქროს მუზარადი ადგას, ოქროს ბრწყინვალე აბჯარი მოსავს, მარად გამარჯვების ხმალი ჰკიდია გვერდზე, ხელში უჭირავს ოქროს მშვილდი, რაც მიზანს არ ასცდებს და ისარი უკანვე უბრუნდება. რვაფეხა რაში სლაიპნირი დააქროლებს უსასრულო სივრცეში, აბჯრის ზრიალით ებრძვის მტრებს - ბუმბერაზებს, მგლებს, გველეშაპებს, ან კიდევ ბერიკაცის სახეს იღებს. სახეშეცვლილი, უჩინარის სამოსითა და რუხხალებიანი მოსასხამით მოსილი, ცალთვალიანობის დასაფარავად სახეზე ქუდჩამოფხუტული, წვერულვაშიანი ჭაღარა ბერიკაცის სახით დაიარება და ქვეყნად მტერ-მოყვარეს სწავლობს, მტერს სპობს. სიბრძნეს დაეძებს ნიადაგ, ფარულ ზრახვებს ავლენს, წელში მოკეცილი ესტუმრება გლეხკაცებს, თავს აბრალებს და ცდის (შეადარეთ - ზევსი), მეორე დღეს კი მისი რაშის ჩლიქების დაკვრისაგან მიწა იძვრის, ფაფარს ცეცხლი ედება. მისი სახელობისაა ოთხშაბათი (გერმანულად ვოდანს-ტაგ). შექმნაში ეხმარებოდნენ ვილი და ვე. როგორც ბრძოლის ველის მბრძანებელს, ოდინ-ვოდანს ეძახიან, ამასთანავე უწოდებენ ჰეერფატერსაც (ჯარის მამას), ზიიგფატერს (გამარჯვების მამას), ვალფატერს (დაცემულთა, ვალჰალელ გმირთა მამას) და სხვა ზედწოდებებს, რომელთა რიცხვი ჩრდილოეთში ორასამდეა. ყველაზე ბრძენია, რადგან ყოველივე მიმირის სიბრძნის წყაროს წყალს სვამს, და იკვებება მხოლოდ ღვინით, სხვა ღმერთები კი ყველაფერს მიირთმევენ, ესაუბრება საგას, პოეტთა ქალღმერთს, და „პოეზიის მამაა“, სვამს „სკალდების შარბათს“, ცოდნის წყაროა, მეცნიერების მამა, რუნების გამომგონებელი (რაშს აწერია კბილებზე ასოები - რუნები). თავი ჩამოიხრჩო რუნთა სიბრძნისთვის. წყვდიად ღამეებში, ჩვეულებრივ შობიდან სამი აღმოსავლელი მოგვის სახელობის დღეებამდე, ჩრდილოეთის ხალხებს ელანდებოდათ შმაგი ხმაური, ბუკთა ხმა, მარეკთა ყიჟინი, ცხენთა ფლოქვების თქარუნი, ძაღლების ყეფა, კატების ჩხავილი, და მთელს ამ ბუმბერაზულ ხმაურში შმაგი მხედრობა დაფეთებულ ნადირს მისდევდა ტყე - ღრეში, ჭალებში და ხევ-ხუვში (მოსავლიანი წლის ნიშანი), ან ღრუბელთა შორის (ომის მოლოდინი). ეს იყო ოდინის „გიჟური“ ნადირობა, რაც ანადგურებდა სოფლებს, ტყის ნადირს, ზღვაზე - ხომალდებს. შმაგი მხედრობა არავის ინდობდა. წინ თეთრ ცხენზე ამხედრებული ოდინი მიუძღოდათ. მართალია რარიბებს ნანადირევს უზიარებდნენ, ხოლო თუ შორეულ ლაშქრობაში მყოფი ქმრის ამაო ლოდინში ქალს განზრახული ჰქონდა მეორედ გათხოვება, მოულოდნელად ქმარი ესტუმრებოდა იმ ქარიშხლიან ღამეს, მაგრამ ოდინის ნადირობა ხალხს მაინც აძრწუნებდა. ხანდახან ოდინი მეფეს ეწვევა, მეომრებს აღაფრთოვანებს, ომში მოუწოდებს, გამარჯვებას მოუტანს და რჩეულთ ხოცავს, რომ საიქიოს მათ სულებს მიესალმოს. მისი სასახლე ციურ სივრცეშია. სასახლის სახელია ვალჰალი. ზღუდის ალაყაფის კარებს იცავენ მრისხანე მგელი და ძლიერი არწივი. დიდებული სასახლის შუა დარბაზის ბოლოს დგას მარალი ტახტი. დარბაზშია 12 სკამი, ზედ ამდენივე ციური მსაჯული ზის და ქვეყნის ბედს განაგებს. აქედან გასცქერის სამყაროს ოდინი, ღმერთების მეფე, მონადირე და მეომარი, ვოლსუგთა წინაპარი, სიდგრანი („გრძელწვერა“). მისი პერსონა ფართოდ აისახა „უფროს ედაში“ და სხვა. ოდინს უამრავი ზედმეტსახელი შეარქვეს. ყველაზე გავრცელებული სახელებია: ალფადირ (ყველაფრის მამა) ბოლვერკ (უბედურების მომტანი) ჰარ (ძალიან მაღალი) ჰარბარდ (ნაცრისფერი წვერი) ჯაფნჰარ (უმაღლესი) თჰიდი (მესამე) ვეგტამ (ბილიკების მცოდნე) როცა ბოროტმა ძალებმა ღმერთების დაღუპვა განიზრახეს, ოდინმა ბრძენ მიმირს მიაშურა და გაიგო, რომ იწყება მსოფლიო ხანძარი, რაგნაროკი. ამხედრებული დაეშვა ციდან, ჰაიმდალი საყვირის ხმამ შეძრა, ახებმა და ვანებმა თავი მოიყარეს ვიდრიდის ფართო ველზე (შეადარეთ - ფლეგრეის ველი ბერძნულ მითოლოგიაში, სადაც მოხდა ოლიმპიელთა და გიგანტების ომი). აქ მოხდა ოდინის თაობის ღმერთთა ომი ლოკის, ფენრის - ვოლფის, მიდგარდ - შლანგეს და ჩრდილოეთიდან გემებით მოსული სხვა ბოროტი ძალების წინააღმდეგ. ამ ბრძოლაში ფენრისმა შთანთქა ოდინი. მაშინვე ოდინის ძემ ვიდარმა მგლის ქვედა ყბას ფეხი დაადგა, მაღლა ასწია, გახლიჩა და შური იძია მამის მოკვლისათვის. დაიღუპა ოდინის მოდგმა, დაიწყო მსოფლიო ხანძარი. გავიდა ხანი და ფერფლიდან აღდგა ორი ადამიანი, ტალღებიდან აღიმართნენ მთები, გაცოცხლდნენ მარადიული არსებები - აზები და ვანები, განახლდა მშვიდობიანი ცხოვრება და ყოველივე ამას მაღლით დასცქერის „ძლიერი, რომლის სახელიც არ ითქმის“. ეს „ძლიერი, მაღლით მოვლენილი“ („დერ შტარკე ფონ ობენ“) უნდა იყოს იგივე ოდინი, უზენაესი პრინციპი, კიდევ უფრო ამაღლებული და საყოველთაო ბუნების განსახიერება, ღმერთთა მამამთავარი (ასე ეწოდა თავიდანვე), მამათა მამა („ალფატერ“), ეს იყო „პირველი ზედწოდება ოდინისა. მამამთავარი ცოცხლობს გერმანელთა წარმოდგენაში ყველა დროში და განაგებს ყველაფერს. მან შექმნა ცა და მიწა, არსი ყოველი“. ამრიგად ოდინი ბედითაც ამართლებს „ჩრდილოეთის ზევსის“ საპატიო წოდებას. ოდინმა და მისმა ძმებმა იმირი (პირველი გიგანტი) მოკლეს. იმირის ნარჩენებისგან მათ მიდგარდი (ადამიანთა სამყარო) შექმნეს. ჭიაყელებისგან, რომლებიც იმირის ჩონჩხს შესეოდნენ, ნაინები იქნა შექმნილი. ცხრა დღე-ღამის განმავლობაში, საჭმელ-სასმელის გარეშე, ოდინი იგდრასილზე (ხე-სამყარო) იყო ჩამოკიდული, რათა ხის სიმბოლოთა საიდუმლო შეეცნო. თავისი ცალი თვალი მან მიმირის შადრევანში დატოვა. თვალის ნაცვლად მან სიბრძნე მიიღო. ოდინმა ნაინებს პოეზია მოპარა და ღმერთებს და ადამიანებს აჩუქა. ოდინი მოკლული იქნა მგელ ფენრირის, ლოკის შვილის მიერ, რაგნაროკის (უკანასკნელი ბრძოლა) დღეს. ოდინის ჟამისა - უძველესი, - შეადარეთ - ქართულად ოდინდელი, ოდითგან. ოდინის შუბი - უბედურების სიმბოლო (ოქროზე შეშლილ ადამიანებს ოდინმა შუბი სტყორცნა - დაიწყო ომები.)
  6. მანი (მანესი) (დ. დაახ. 216— გ. 276) — ირანელი წინასწარმეტყველი და მანიქეიზმის დამაარსებელი. დაიბადა 216 წელს პართიელი არშაკიდებისა და სამეფო ტახტზე მათი შემცვლელი სასანიდების სატახტო ქალაქ ქტეზიფონში. ამ ქალაქის რელიგიურ თემთა შორის ერთ–ერთი მრავალრიცხოვანი და გავლენიანი იყო პალესტინიდან გადმოხვეწილ იუდეველთა სექტა, რომელსაც სხვა სარწმუნოებათა აღმსარებელნიც უერთდებოდნენ ხოლმე. ამ უკანასკნელთა შორის იყო მანის მამაც პატიციუსი, რომელიც სექტის უმკაცრესი მოთხოვნით იძულებული შეიქნა ხელი აეღო ოჯახზე და ცალკე დასახლებულიყო სექტის დანარჩენ წევრთან ერთად. მოგვიანებით, მამამ იქვე მიიყვანა ოთხი წლის მანიც, რათა ახალი სარწმუნოების საწყისები გაეცნო და მის გულმხურვალე მიმდევრად ექცია იგი. მაგრამ 12 წლის მანი ხანდახან უჩეულო აღტკინება იპყრობდა და ის არამარტო ნათლად ხედავდა, კიდევ ესაუბრებოდა მის მიერ ორეულად თუ ტყუპისცალად წოდებულ ღვთაებრივ მაცნეს, რომელიც იდუმალი ხმით ჩასჩურჩულებდა ყმაწვილს: მოვა დრო და შენ მიატოვებ იუდეველთა სექტას, რადგანაც სულ სხვა მისიისთვის ხარ მოხმობილი. შენ უნდა იხსნა ადამიანთა ტანჯული მოდგმა. ჯერჯერობით კი აქ უნდა დარჩე ცოდნისა და გამოცდილების მისაღებად. ლეგენდის თანახმად, 24 წლის მანის კვლავ მოევლინა ღვთის მოციქული და ხმამაღლა ამცნო: ახლა კი დროა ხალხში გახვიდე შენი ჭეშმარიტების საქადაგებლადო. მანი დაემორჩილა ღვთაებრივი ხმის კარნახს და შეუდგა თავისი საღმრთო ვალის აღსრულებას.მანი თავმდაბლობით არ გამოირჩეოდა. ის ამტკიცებდა, რომ რელიგიების ყველა დამაარსებელი, ვინც მასზე ადრე მოევლინა ქვეყანას, მხოლოდ თავის ხალხს უქადაგებდა ჭეშმარიტებას: ბუდა ინდოელების მოძღვარი იყო, ზარათუშტრა–ირანელების, ქრისტე–იუდეველების, თვითონ კი მთელი კაცობრიობისთვის აპირებდა ცოდვისგან განწმენდის და სულის ხსნის გზას. ახალმა რელიგიამ მოიცვა პართია და სოგდიანა, ირანი და რომი, ჩინეთი და ინდოეთი. ამ წარმატებამ დიდი პოპულარობა მოუხვეჭა მანის და მის მიმდევრებს, რომლებიც ნამდვილ ჯადოქრებად და სასწაულთმოქმედებად მიაჩნდა ხალხს. ამიტომაც ხანგრძლივი მისიონერული მოღვაწეობის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებულ მანის მტრულად შეხვდნენ ზოროასტრიზმის ქურუმები. შაჰინშაჰმა ბაჰრამ I–მა თავის უზენაეს ქურუმს უბრძანა საჯარო პაექრობაში გამოეწვია მანი, რათა მისი ერეტიკული მოძღვრების სიყალბე დაემტკიცებინა ხალხისთვის. მანიქეველთა თავკაცის ბრწყინვალე ორატორული ნიჭით დამფრთხალმა ქურუმმა თავი აარიდა პაექრობას და მანის მოსთხოვა თავისი ერთ–ერთი სასწაული ეჩვენებინა ცნობისმოყვარე ბრბოს წინაშე: თუ გამლღვალ ტყვიას დალევ, ეს სავსებით საკმარისი იქნება შენი რწმენის გასამართლებლადო. მანიმ ცივად უარყო ქურუმის მოთხოვნა: ჩემს რწმენას სასწაულებით გამართლება არ სჭირდებაო. მაშინ, მეფის ბრძანებით, დილეგში ჩააგდეს და 276 წელს სიკვდილით დასაჯეს (ზოგიერთი ვერსიით, ცოცხლად გააძრეს ტყავი). ლიტერატურა ბაჩანა ბრეგვაძე, თხზულებები და თარგმანები, წ. 1, თბ., ნეკერი, 2006, გვ. 548
  7. ისიც სათქმელია, რომ იუდეური თანახიც და ქრისტიანული ახალი აღთქმაც კარგა ხნის მანძილზე გადაეცემოდა ზეპირსიტყვიერებით და საკითხავია ის, თუ რას იწერდნენ და რას ყვეოდნენ შეხვედრებისას კატაკომბებში ადრეული ქრისტიანები, საეჭვო სიტუაციაა, მეეჭვება, რომ მქადაგებლები პატიოსნად, ორიგინალთან ახლოს ჰყვებოდნენ იმას, რაც მოციქულებმა უამბეს. მაგის გარდა, იუდეური ძველი აღთქმა და მისი ქრისტიანული ვერსია განსხვავდებიან ერთმანეთისგან. იუდეველებმა იციან, რომ ქრისტიანებმა მათ წმინდა წიგნი „აცაპნეს“ და თავიანთ ბიბლიას ჩაუმატეს და ეს არ მოსწონთ. ადრეული ქრისტიანები იუდეველთათვის იყვნენ მარგინალური სექტა, ნეოიუდაისტური (ფსევდოიუდაისტური) სექტა. ესეც უნდა ვიცოდეთ. ისიც გასაგებია, რომ იმ პერიოდში რომის იმპერიაში სერიოზული პოლიტიკური არეულობები იყო, დაკავშირებული სეპარატისტი ზელოტების (იუდეველი რელიგიური პარტიზანებოის) აქტივობასთან და საფიქრალია რა მოყვეს და რა ჩაიწერეს. ისიც სათქმელია, რომ ძველ აღთქმაში არსად არაა საუბარი სიკვდილის შემდგომ ცხოვრებაზე და სულზე (სულის უკვდავებაზე, სამოთხეზე). იყავით ფხიზელნი.
  8. ისიც სათქმელია, რომ იუდეური თანახიც და ქრისტიანული ახალი აღთქმაც დიდი ხნის მანძილზე მხოლოდ ზეპისიტყვიერებით ვრცელდებოდა და ჩაწერა შედარებით გვიან მოისაზრეს, რა ჩაიწერეს და ვინ რას ყვებოდა ზეპირად ეგეც საკითხავია. მაგის გარდა გასათვალისწინებელია, რომ ძველი აღთქმის ებრაული ტექსტი განსხვავდება ქრისტიანული ვარიანტისგან. პრაქტიკულად ქრისტიანებმა იუდეველებს "აცაპნეს" მათი წმინდა წიგნი და იუდეველებსაც ეს ძალზედ არ სიამოვნებდათ და არც დღეს მოსწონთ. იუდაიზმის პოზიციიდან ქრისტიანები არიან მცდარ გზაზე. იუდეველთა მიერ ადრეული ქრისტიანობა განიხილებოდა როგორც ფსევდო-იუდაისტური ერესი (ნეოიუდაისტური მარგინალური სექტა).
  9. პირად მე ვვარაუდობ, რომ არ შეესაბამება, რადგანაც გადაწერისას და თარგმნისას ყოველთვის უშვებენ ხოლმე შეცდომებს ან ცვლიან რამეს, ერთ სიტყვას მაინც, ხდება ეს ნებსით თუ უნებლიად არც ვიცი და არც მადარდებს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ვერასოდეს შევიტყობთ ორიგინალი როგორი იყო. ნასწავლი მაქვს ლათინური, ბერძნული და სხვა ენებსაც ვსწავლობ. ლიგვისტიკა ძალზედ რთული საქმეა. ბიბლია მრავალ ენაზე გადაიწერა და თან მრავალჯერ, შეცდომები გაურდაუვალია ასეთ სიტუაციაში, არ ვენდობი მე მთარგმნელებს და გადამწერებს. მაგის გარდა, ბიბლიის პირველი ნაწილი ესაა იუდეური თანახი, თანახი დაწერილი იყო ძველებრაულ ენაზე, ახალი აღთქმა, მეორე ნაწილი ანუ... ბიბლიის მეორე ნაწილი, დაწერილი იყო ბერძნულად და არამეულად (არამეულად დაიწერა მარკოზის სახარება). ფაქტია, რომ ახალი აღთქმის ჩაწერა დაიწყო ახ.წ. 70-120 წლებში, ხოლო ბიბლიური კანონის კოდიფიკაციის აქტიური პროცესი დაიწყო ახ.წ. 325 წელს ნიკეის საეკლესიო კრებაზე, რომელიც მოიწვია სასიკვდილო სარეცლამდე წარმართული აზროვნების იმპერატორმა კონსტანტინე მონომახმა, რომელსაც მხოლოდ ის სურდა, რომ ახალი პოპულარული რელიგია - ქრისტიანობა (ორთოდოქსული სექტა), გამოეყენებინა დასაღუპად განწირული რომის გადასარჩენად და მთლიანობის შესანარჩუნებლად. არავინ არ იყო "მწვალებელი", ერეტიკოსი მოდის სიტყვიდან ერესი, რაც ნიშნავს არჩევანს და არა მწვალებელს, კათოლიკე მართლმადიდებელთა (ორთოდოქსების) გარდა იყვნენ სხვა სექტებიც, ჰიდროფეიტები, ანგელიკები, ისოქრისტები, არქონტიკები, გნოსტიკოსები, ებიონიტები და ა.შ. მაგრამ იმპერატორმა ამოირჩია ყველაზე მომგებიანი სექტა - ორთოდოქსები. ყველა რელიგია მოდის უფლიდან და პატივი უნდა ვცეთ ყველას, თითოეულ ადამიანს საკუთარი სულიერი გზა აქვს. შეუწყნარებლობა და გმობა სხვა რელიგიების არაეთიკური და უკულტურო საქციელია. არსებობის უფლება ყველა რელიგიას აქვს. არ არსებობს არავითარი „ცრუ“ სწავლება, ყველას საკუთარი სულიერი ჭეშმარიტება აქვს, უფლის თავისებური გაგება და სულაც არაა საჭირო სხვა რელიგიების შევიწროება და აკრძალვა. მშვიდობა და ჰარმონია ყველაზე მნიშვნელოვანია. ბიბლიის კანონის კოდიფიკაცია, ისევე როგორც ზოგადად რელიგიის კოდიფიკაცია მეორე ათასწლეულსაც კი არ იყო დასრულებული და მაგას რომ თავი დავანებოთ, ყველა რელიგია განიცდის დროის გავლენას და იცვლება. დღევანდელი მართლმადიდებლობა სულაც არაა იგივე რაც იყო ახ.წ. მეოთხე საუკუნეში. ვიყოთ რეალისტები და ნუ ვიქნებით ილუზიების ტყვეობაში.
  10. პირად მე ვვარაუდობ, რომ არ შეესაბამება, რადგანაც გადაწერისას და თარგმნისას ყოველთვის უშვებენ ხოლმე შეცდომებს ან ცვლიან რამეს, ერთ სიტყვას მაინც, ხდება ეს ნებსით თუ უნებლიად არც ვიცი და არც მადარდებს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ვერასოდეს შევიტყობთ ორიგინალი როგორი იყო. ნასწავლი მაქვს ლათინური, ბერძნული და სხვა ენებსაც ვსწავლობ. ლიგვისტიკა ძალზედ რთული საქმეა. ბიბლია მრავალ ენაზე გადაიწერა და თან მრავალჯერ, შეცდომები გაურდაუვალია ასეთ სიტუაციაში, არ ვენდობი მე მთარგმნელებს და გადამწერებს. მაგის გარდა, ბიბლიის პირველი ნაწილი ესაა იუდეური თანახი, თანახი დაწერილი იყო ძველებრაულ ენაზე, ახალი აღთქმა, მეორე ნაწილი ანუ... ბიბლიის მეორე ნაწილი, დაწერილი იყო ბერძნულად და არამეულად (არამეულად დაიწერა მარკოზის სახარება). ფაქტია, რომ ახალი აღთქმის ჩაწერა დაიწყო ახ.წ. 70-120 წლებში, ხოლო ბიბლიური კანონის კოდიფიკაციის აქტიური პროცესი დაიწყო ახ.წ. 325 წელს ნიკეის საეკლესიო კრებაზე, რომელიც მოიწვია სასიკვდილო სარეცლამდე წარმართული აზროვნების იმპერატორმა კონსტანტინე მონომახმა, რომელსაც მხოლოდ ის სურდა, რომ ახალი პოპულარული რელიგია - ქრისტიანობა (ორთოდოქსული სექტა), გამოეყენებინა დასაღუპად განწირული რომის გადასარჩენად და მთლიანობის შესანარჩუნებლად. არავინ არ იყო "მწვალებელი", ერეტიკოსი მოდის სიტყვიდან ერესი, რაც ნიშნავს არჩევანს და არა მწვალებელს, კათოლიკე მართლმადიდებელთა (ორთოდოქსების) გარდა იყვნენ სხვა სექტებიც, ჰიდროფეიტები, ანგელიკები, ისოქრისტები, არქონტიკები, გნოსტიკოსები, ებიონიტები და ა.შ. მაგრამ იმპერატორმა ამოირჩია ყველაზე მომგებიანი სექტა - ორთოდოქსები. ყველა რელიგია უფლიდან მოდის და პატივი უნდა ვცეთ ყველას, ყველა ადამიანს თავისი გზა აქვს. ბიბლიის კანონის კოდიფიკაცია, ისევე როგორც ზოგადად რელიგიის კოდიფიკაცია მეორე ათასწლეულსაც კი არ იყო დასრულებული და მაგას რომ თავი დავანებოთ, ყველა რელიგია განიცდის დროის გავლენას და იცვლება. დღევანდელი მართლმადიდებლობა სულაც არაა იგივე რაც იყო ახ.წ. მეოთხე საუკუნეში. ვიყოთ რეალისტები და ნუ ვიქნებით ილუზიების ტყვეობაში.
  11. პირადად მე ვვარაუდობ, რომ არ შეესაბამება, რადგანაც ბიბლია არაერთხელ გადაწერეს სხვადასხვა ენებზე და რაღაცა ძალზედ მეეჭვება მთარგმნელებს და გადამწერებს რამე შეცდომა არ დაეშვათ, განგებ თუ უნებლიად, ასე რომ ორიგინალი როგორი იყო ალბათ ვერასოდეს გავიგებთ. გადაწერისას ყოველთვის იცვლება რაღაცა, ერთი სიტყვა მაინც, ლინგვისტიკა რთული მეცნიერებაა, პირადად მე ვიცი ლათინური და ძვ.ბერძნული, ვსწავლობ სხვა ენებსაც.
  12. რამა (სანსკრ. राम rāma „შავი“, „მუქი“ ან „მომხიბლელი“) — ინდუისტური ღვთაება ვიშნუს მეშვიდე ავატარა (განასახიერება). ინდური ეპოსი რამაიანა მოგვითხრობს რამას ცხოვრებისა და მის საგმირო საქმეთა შესახებ: მშობლების მიერ მის დიდად ნანატრ დაბადებას (როგორც ვიშნუს ავატარა), დიად მასწავლებლებთან სწავლასა და საომარ საქმეებში დახელოვნებას, მის პაექრობას პრინცესა სიტას ცოლად მოგებისთვის, შემდგომ მის გაძევებას სასახლიდან და ტყეში ასკეტურ ცხოვრებას მხოლოდ მეუღლის და ძმის საზოგადოებაში. შრი-ლანკას ბოროტი მბრძანებელი რავანა იტაცებს სიტას, და რამა ძმასთან და მაიმუნთა მეფე ჰანუმანთან ერთად დიდი ბრძოლის შედეგად იბრუნებს მეუღლეს, გამარჯვებული ბრუნდება სასახლეში და მისთვის განკუთვნილ სამეფო ტახტს იკავებს. რამას საგმირო საქმეები და სიტას მეუღლეუბრივი ერთგულება დღემდე ინდოელი ხალხისთვის საყოველთაოდ სამაგალითო და მისაბაძია. Further reading Jain Rāmāyaṇa of Hemchandra (English translation), book 7 of the Trishashti Shalaka Purusha Caritra, 1931 Ramayana, translated in English by Griffith, from Project Gutenberg Willem Frederik Stutterheim (1989). Rāma-legends and Rāma-reliefs in Indonesia. Abhinav Publications. ISBN 978-81-7017-251-2. Vyas, R.T. (ed.) Vālmīki Rāmāyaṇa, Text as Constituted in its Critical Edition, Oriental Institute, Vadodara, 1992. Valmiki Ramayana, Gita Press, Gorakhpur, India. Ramesh Menon, The Ramayana: A Modern Retelling of the Great Indian Epic ISBN 0-86547-660-8 F.S. Growse, The Ramayana of Tulsidas Jonah Blank, Arrow of the Blue-Skinned God: Retracing the Ramayana Through India ISBN 0-8021-3733-4 Kambar, Kamba Ramayanam.
  13. რამა (სანსკრ. राम rāma „შავი“, „მუქი“ ან „მომხიბლელი“) — ინდუისტური ღვთაება ვიშნუს მეშვიდე ავატარა (განასახიერება). ინდური ეპოსი რამაიანა მოგვითხრობს რამას ცხოვრებისა და მის საგმირო საქმეთა შესახებ: მშობლების მიერ მის დიდად ნანატრ დაბადებას (როგორც ვიშნუს ავატარა), დიად მასწავლებლებთან სწავლასა და საომარ საქმეებში დახელოვნებას, მის პაექრობას პრინცესა სიტას ცოლად მოგებისთვის, შემდგომ მის გაძევებას სასახლიდან და ტყეში ასკეტურ ცხოვრებას მხოლოდ მეუღლის და ძმის საზოგადოებაში. შრი-ლანკას ბოროტი მბრძანებელი რავანა იტაცებს სიტას, და რამა ძმასთან და მაიმუნთა მეფე ჰანუმანთან ერთად დიდი ბრძოლის შედეგად იბრუნებს მეუღლეს, გამარჯვებული ბრუნდება სასახლეში და მისთვის განკუთვნილ სამეფო ტახტს იკავებს. რამას საგმირო საქმეები და სიტას მეუღლეუბრივი ერთგულება დღემდე ინდოელი ხალხისთვის საყოველთაოდ სამაგალითო და მისაბაძია.
  14. ერთი მოსაზრების მიხედვით ლუციფერი (ჰეილეილ ბენ შაჰარ) ესაა ფინიკიური მზის ღმერთი შაჰარუს ძე, რომელიც დემონიზაციის შედეგად აბრაამის უფლის მტრად გადაიქცა ქრისტიანულ (აბრაამულ) დემონოლოგიაში. რას ფიქრობთ ამ ვერსიაზე? წააგავს ვითომ ლუციფერი ანტიკურ წარმართულ ღვთაებას, რომელსაც დემონის იარლიყი მიაკრეს ქრისტიანმა, იუდეველმა და მუსლიმმა დემონოლოგებმა და რჯულის კანონის სპეციალისტებმა? რა აზრის ხართ. https://www.youtube.com/c/GRANDpolitics/videos
  15. საინტერესო პოზიცია გაქვთ, გნოსტიციზმს მაგონებს თქვენი ეს მოსაზრება. საკმაოდ პესიმისტური იდეაა, თუმცა, საინტერესო და საკმაოდ ჭკვიანური, ასე გააგრძელეთ. საინტერესო ადამიანი ჩანხართ. საქათმეზე კარგი თქვით, მიზანში პირდაპირ.
  16. შამანიზმი (ქურუმი ტუნგისურად) - წარმოადგენს ექსტაზის ერთ-ერთ არქაულ ტექნიკას. შამანი მაგიც არის და ექიმბაშიც. იგი მკურნალობს როგორც ექიმბაში და, ამავდროულად, ფაკირისეულ სასწაულებსაც უჩვენებს. შამანი ზებუნებრივ ძალებთან ურთიერთობის უნარის დემონსტრირებასაც ახდენს - "ათვინიერებს" სტიქიებს, წარმართავს მსხვერპლშეწირვას, მიცვალებულთა სულები "გადაჰყავს" სხვა სამყაროში და ა. შ. შამანიზმის ტერმინში ნასესხობა რუსულიდან - ერთიანდება სხვადასხვა რელიგიური რწმენა, რომელშიც ცენტრალურ ადგილს შამანის ფიგურა იკავებს. იგი ქარიზმატული პიროვნებაა, რომელსაც აქვს ტრანსში გადასვლის, ავადმყოფთა განკურნების, ბუნების ძალების მართვის, ცხოველებთან, ფრინველებთან თუ მიცვალებულთა სამყაროსთან კონტაქტის უნარი. შამანიზმში მკურნალობა წარმოდგენილია როგორც შამანის ან მისი დამხმარე სულების ბრძოლა ავადმყოფობის სულთან. შამანი ადამიანის სულს ართმევს ავადმყოფობას და უბრუნებს პატრონს, რაც ადამიანის გამოჯანმრთელებას იწვევს. შამანიზმი, ვიწრო გაგებით, არის მოვლენა, რომელიც ამჟამად გავრცელებულია ციმბირსა და ცენტრალურ აზიაში. ტერმინიც ტუნგუსური "შამან"-იდან მოდის, რაც ქართულად ქურუმს, სასწაულმოქმედს ნიშნავს და რომელიც ქართულ ენაში რუსულიდან გავრცელდა. როგორც მირჩა ელიადე წერს, "შამანი არის ტრანსის სპეციალისტი, რომლის დროსაც მისი სული, როგორც ითვლება, ტოვებს სხეულს იმისთვის, რომ ავიდეს ზეცად ან ჩაეშვას ჯოჯოხეთში." შამანის სწავლება მიმდინარეობს ჩვეულებრივ მდგომარეობასა და ტრანსში. ტრანსში ღვთაება, მიცვალებულთა სულები ან ცხოველები უზიარებენ შამანს ცხოვრების წესის თუ მკურნალობის საიდუმლოებებს. ჩვეულებრივ მდგომარეობაში ნეოფიტს(შამანობის კანდიდატს) შამანობას ასწავლის ძველი შამანი. ნეოფიტს საკრალური ძალა "გადაეცემა" ტრანსში. მას მფარველობას ხშირად უცხადებს ტოტემური ცხოველი. ჩვეულებრივი სწავლების საინტერესო მაგალითს წარმოადგენს კარიბის ტომების ტრადიცია. იქმნება ნეოფიტების 6-კაციანი ჯგუფი, რომელიც საცხოვრებლად გადადის იზოლირებულად მდგარ ქოხში. ნეოფიტები მუშაობენ შამანის თამბაქოს ნაკვეთზე, ასევე ასრულებენ სხვა სამუშაოებსაც.სწავლება ხდება მხოლოდ ღამით და 24 დღე-ღამის განმავლობაში გრძელდება. სწავლების ყოველი 3 დღის შემდეგ 3 დღე დასვენებაა. ღამით ნეოფიტები წრეში ცეკვავენ ცხოველთა მოძრაობის იმიტაციით და მღერიან. დღისით მოსწავლეები ჰამაკებში ისვენებენ, იხსენებენ მასწავლებლის ნაამბობს და თვალებს ისრესენ წითელი წიწაკის წვენით, რათა იხილონ სულები. სწავლების პერიოდში მოსწავლეები არაფერს ჭამენ, მუდმივად ეწევიან სიგარას, ღეჭავენ თამბაქოს ფოთლებს და სვამენ თამბაქოს წვენს. ცეკვით დაღლილობა, მარხვით დასუსტება და თამბაქოთი ინტოქსიკაცია ხდება იმის პირობა, რომ ნეოფიტს ეწყება ხილვები. მოსწავლის მთავარი მიზანია დაეწყოს ცად ამაღლების ხილვები. ამ მიზნის მიღწევის შემდეგ ითვლება, რომ ნეოფიტი დაეუფლა შამანობის ხელოვნებას.
  17. ტოტემიზმი ესაა ადრეული გვაროვნული საზოგადოების რელიგია, რომელშიც თავისებური სახით აისახა ამ პერიოდის საზოგადოებრივი ურთიერთობანი. ტოტემიზმის თანახმად, ადამიანსა და მის გარეთ არსებულ საგნებს (ცხოველი, მცენარე ან სხვა საგანი) შორის არსებობს სისხლით ნათესაური კავშირი. ამიტომ ადამიანთა შორის არსებული ყველა კავშირი ამ ნიშნით განისაზღვრება. ტოტემური რწმენის თანახმად, ადამიანის უძველესი წინაპარი იყო რაღაც ფანტასტიკური, ნახევრად ადამიანი, ნახევრად მცენარე ან ცხოველი, ამიტომ ტოტემი გვარის წინაპრად ითვლება და მის მიმართ ადამიანები პატივისცემით არიან განწყობილნი. ტოტემურ საგანზე არსებობს მკაცრი ტაბუ — მისი მოკვლა, ჭამა იკრძალება. ტოტემიზმის მიხედვით იკრძალება ერთი ტომის წევრთა შორის შეუღლება, სქესობრივი კავშირები. ტოტემიზმი მჭიდროდ იყო დაკავშირებული მეურნეობის ისეთ ფორმებთან, როგორიცაა მეცხოველეობა და მონადირეობა. ადამიანებმა მათთვის სასარგებლო ცხოველები და მცენარეები რელიგიური კულტის ობიექტებად აქციეს. ტოტემიზმში ასახვა ჰპოვა არა მარტო პირველყოფილი ადამიანის სამეურნეო ცხოვრების პირობებმა, არამედ მისმა საზოგადოებრივი ორგანიზაციის თავისებურებებმაც. ოცდამეერთე საუკუნის ულტრა-ლიბერალურ და ულტრა-ეგალიტარულ საზოგადოებაში ტოტემიზმის და ზოო-ფეტიშიზმის დოგმებმა ახალი ძალით იფეთქეს და მთელ მსოფლიოზე გაბატონდნენ. დღეისათვის დომინანტურ იდეოლოგიად ითვლება ბიოცენტრისტული ეთიკა და ინვირომენტალიზმი, როგორც ზოო-ფეტიშიზმის, ეკო-კულტის და ტოტემიზმის ახალი, ძველზე გაცილებით მძლავრი და სიცოცხლის უნარიანი, ერთობ ექსპანსიური ნაირსახეობა, რომელიც მკვეთრად აგრესიული და შოვინური ბუნებისაა. თანამედროვე საზოგადოებაში ადგილი აქვს შინაური ცხოველების კულტს, კერძოდ კი ძაღლების და კატების კულტის ობიექტებად ქცევას და საპირისპირო, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანთა მიმართ მკვეთრ სიძულვილს მძლავრი მორალისტური პათოსის და რეპრესიული ფსევდო-ეთიკის თანხლებით. შესაძლოა შინაური ცხოველების და ეკოსისტემის დაცვის ისტერიული კულტი კიდევ დიდხანს იარსებებს... ცნობისათვის, ეკო-კულტისტებს შორის მრავლად არიან რადიკალური იდეების მქონე ე.წ. ეკო-ტერორისტები.
  18. ტოტემიზმი ესაა ადრეული გვაროვნული საზოგადოების რელიგია, რომელშიც თავისებური სახით აისახა ამ პერიოდის საზოგადოებრივი ურთიერთობანი. ტოტემიზმის თანახმად, ადამიანსა და მის გარეთ არსებულ საგნებს (ცხოველი, მცენარე ან სხვა საგანი) შორის არსებობს სისხლით ნათესაური კავშირი. ამიტომ ადამიანთა შორის არსებული ყველა კავშირი ამ ნიშნით განისაზღვრება. ტოტემური რწმენის თანახმად, ადამიანის უძველესი წინაპარი იყო რაღაც ფანტასტიკური, ნახევრად ადამიანი, ნახევრად მცენარე ან ცხოველი, ამიტომ ტოტემი გვარის წინაპრად ითვლება და მის მიმართ ადამიანები პატივისცემით არიან განწყობილნი. ტოტემურ საგანზე არსებობს მკაცრი ტაბუ — მისი მოკვლა, ჭამა იკრძალება. ტოტემიზმის მიხედვით იკრძალება ერთი ტომის წევრთა შორის შეუღლება, სქესობრივი კავშირები. ტოტემიზმი მჭიდროდ იყო დაკავშირებული მეურნეობის ისეთ ფორმებთან, როგორიცაა მეცხოველეობა და მონადირეობა. ადამიანებმა მათთვის სასარგებლო ცხოველები და მცენარეები რელიგიური კულტის ობიექტებად აქციეს. ტოტემიზმში ასახვა ჰპოვა არა მარტო პირველყოფილი ადამიანის სამეურნეო ცხოვრების პირობებმა, არამედ მისმა საზოგადოებრივი ორგანიზაციის თავისებურებებმაც. ოცდამეერთე საუკუნის ულტრა-ლიბერალურ და ულტრა-ეგალიტარულ საზოგადოებაში ტოტემიზმის და ზოო-ფეტიშიზმის დოგმებმა ახალი ძალით იფეთქეს და მთელ მსოფლიოზე გაბატონდნენ. დღეისათვის დომინანტურ იდეოლოგიად ითვლება ბიოცენტრისტული ეთიკა და ინვირომენტალიზმი, როგორც ზოო-ფეტიშიზმის, ეკო-კულტის და ტოტემიზმის ახალი, ძველზე გაცილებით მძლავრი და სიცოცხლის უნარიანი, ერთობ ექსპანსიური ნაირსახეობა, რომელიც მკვეთრად აგრესიული და შოვინური ბუნებისაა. თანამედროვე საზოგადოებაში ადგილი აქვს შინაური ცხოველების კულტს, კერძოდ კი ძაღლების და კატების კულტის ობიექტებად ქცევას და საპირისპირო, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანთა მიმართ მკვეთრ სიძულვილს მძლავრი მორალისტური პათოსის და რეპრესიული ფსევდო-ეთიკის თანხლებით. შესაძლოა შინაური ცხოველების და ეკოსისტემის დაცვის ისტერიული კულტი კიდევ დიდხანს იარსებებს... ცნობისათვის, ეკო-კულტისტებს შორის მრავლად არიან რადიკალური იდეების მქონე ე.წ. ეკო-ტერორისტები.
  19. ევროპის დეგრადაცია დაიწყო ჯერ კიდევ ახ.წ. 392 წელს, როცა რომის იმპერატორმა თეოდოსიუს დიდმა, აკრძალა ტრადიციული ანტიკური რელიგიები (წარმართობა) და სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა ორთოდოქსული ქრისტიანობა. ახ.წ. 529 წელს ათენის ნეოპლატონიკური აკადემიის დახურვით და მისი ქონების კონფისკაციით, ბიზანტიის ანტისემიტმა და ანტიპაგანისტმა იმპერატორმა იუსტინიანე დიდმა წერტილი დაუსვა ანტიკურ სამყაროს და დაიწყო ახალი ეპოქა - ბნელი შუასაუკუნეები (რომელშიც დომინირებდა გულის ლოგიკა და არა ანტიკური გონების ლოგიკა). შემდეგ დაიწყო რენესანსი, რომელიც მალევე დასრულდა, რენესანსისას დროებით ჰქონდა ადგილი ანტიკური კულტურის ნამსხვრევების აღორძინებას. შემდეგ "განმანათლებლობის" ეპოქა, როდესაც საფუძველი ჩაეყარა ათეიზმს და დეიზმს (ასურა-დჰარმას და ჩალა-დჰარმას). შემდეგ ინდუსტრიული რევოლუციის ეპოქაში კიდევ უფრო გაძლიერდა ათეიზმი, პრემოდერნიზმი შეცვალა მოდერნიზმმა, რომელსაც ჰქონდა ნათელი მომავლის იმედი, რომელიც უნდა დამდგარიყო მეცნიერული პროგრესის წყალობით, მოდერნი შეცვალა პოსტმოდერნმა და სრულმა კულტურულმა დეპრესიამ, ნიჰილიზმმა, უიმედობამ. ეს დეპრესია დაიწყო 1914 წელს მსოფლიო ომთან ერთად და სერიოზულად გაძლიერდა 1945 წლის შემდეგ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როცა კაცობრიობამ დაკარგა ყოველგვარი აზრი და იმედი, დაკარგა როგორც რწმენა რელიგიური, ასევე ნათელი უტოპიური მომავლის იმედი. მიუხედავად ყველაფრისა, კალი-იუგაში ფანატიკური მენტალიტეტის ხალხი არ გამქრალა. არის ორი უკიდურესობა; ფანატიკოსი მორწმუნეები და ფანატიკოსი ათეისტები. ნებისმიერი ფანატიკოსი ფლობს ერთნაირ მენტალიტეტს, დესტრუქციულს, შესაბამისად ასეთ არსებასთან მშვიდი და რაციონალური დიალოგი შეუძლებელია და არცაა საჭირო. პირადად გამოვცადე ეს, ფანატიზმით დაავადებული ადამიანი არ ისმენს არაფერს და მასთან წყნარი საუბარი გამორიცხულია, ამასთან, ეს არსებები გამოირჩევიან უმეცრებით და იმით, რომ ემოციური ინტელექტის ანუ სენტიმენტალიზმის ტყვეობაში არიან. მათთვის უცხოა რაციონალური ინტელექტი. პრემოდერნი ცხოვრობდა იმ აზრით, რომ სიცოცხლის აზრი და არსია გვახსოვდეს წარსულში დარჩენილი ედემი ან სატია-იუგა, ოქროს საუკუნე და ამბობდა იმას, რომ მომავალში უარესი იქნება, ვიდრე წარსულში, ეს არის კლასიკური კულტურა. მოდერნი ამბობდა, რომ ჩვენი წინაპრები არ იყვნენ თეთრწვერა ნათელი ბრძენები, ჩვენი წინაპრები იყვნენ მიკრობები, რადგანაც არის ევოლუცია და მომავალი უფრო უკეთესი იქნება, ვიდრე წარსული, უფრო უკეთესი მეცნიერული განვითარების წყალობით. ეს იყო მოდერნისტული პარადიგმა, ნათელი მომავლის მტკიცე რწმენა. პოსტმოდერნში ადამიანმა დაკარგა ყოველგვარი აზრი, იმედი და რწმენა და ჩავარდა ნიჰილისტურ სასოწარკვეთაში, დეპრესიაში და უიმედობაში, რაც გამოვლინდა ეგსიტენციალიზმის დაბადებაში, ეგზისტენციალურ შიშებში გლობალურ დონეზე. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ნიჰილისტურ პოსტმოდერნში. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ მორალური და ონტოლოგიური ნიჰილიზმის იდეებზე დაფუძნებულ სოციუმში, სადაც აღარ ჩანს აზრი, არსი და იმედი, გამოსავალი რთული სიტუაციიდან, კრიზისული მდგომარეობიდან. დეგრადაცია კი გრძელდება.
  20. ევროპის დეგრადაცია დაიწყო ჯერ კიდევ ახ.წ. 392 წელს, როცა რომის იმპერატორმა თეოდოსიუს დიდმა, აკრძალა ტრადიციული ანტიკური რელიგიები (წარმართობა) და სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა ორთოდოქსული ქრისტიანობა. ახ.წ. 529 წელს ათენის ნეოპლატონიკური აკადემიის დახურვით და მისი ქონების კონფისკაციით, ბიზანტიის ანტისემიტმა და ანტიპაგანისტმა იმპერატორმა იუსტინიანე დიდმა წერტილი დაუსვა ანტიკურ სამყაროს და დაიწყო ახალი ეპოქა - ბნელი შუასაუკუნეები (რომელშიც დომინირებდა გულის ლოგიკა და არა ანტიკური გონების ლოგიკა). შემდეგ დაიწყო რენესანსი, რომელიც მალევე დასრულდა, რენესანსისას დროებით ჰქონდა ადგილი ანტიკური კულტურის ნამსხვრევების აღორძინებას. შემდეგ "განმანათლებლობის" ეპოქა, როდესაც საფუძველი ჩაეყარა ათეიზმს და დეიზმს (ასურა-დჰარმას და ჩალა-დჰარმას). შემდეგ ინდუსტრიული რევოლუციის ეპოქაში კიდევ უფრო გაძლიერდა ათეიზმი, პრემოდერნიზმი შეცვალა მოდერნიზმმა, რომელსაც ჰქონდა ნათელი მომავლის იმედი, რომელიც უნდა დამდგარიყო მეცნიერული პროგრესის წყალობით, მოდერნი შეცვალა პოსტმოდერნმა და სრულმა კულტურულმა დეპრესიამ, ნიჰილიზმმა, უიმედობამ. ეს დეპრესია დაიწყო 1914 წელს მსოფლიო ომთან ერთად და სერიოზულად გაძლიერდა 1945 წლის შემდეგ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როცა კაცობრიობამ დაკარგა ყოველგვარი აზრი და იმედი, დაკარგა როგორც რწმენა რელიგიური, ასევე ნათელი უტოპიური მომავლის იმედი. მიუხედავად ყველაფრისა, კალი-იუგაში ფანატიკური მენტალიტეტის ხალხი არ გამქრალა. არის ორი უკიდურესობა; ფანატიკოსი მორწმუნეები და ფანატიკოსი ათეისტები. ნებისმიერი ფანატიკოსი ფლობს ერთნაირ მენტალიტეტს, დესტრუქციულს, შესაბამისად ასეთ არსებასთან მშვიდი და რაციონალური დიალოგი შეუძლებელია და არცაა საჭირო. პირადად გამოვცადე ეს, ფანატიზმით დაავადებული ადამიანი არ ისმენს არაფერს და მასთან წყნარი საუბარი გამორიცხულია, ამასთან, ეს არსებები გამოირჩევიან უმეცრებით და იმით, რომ ემოციური ინტელექტის ანუ სენტიმენტალიზმის ტყვეობაში არიან. მათთვის უცხოა რაციონალური ინტელექტი.
  21. ვედური ბჰავიშია-მაჰაპურანა ადამის და ევას შესახებ აქ არის მიმოხილვა: 10 000 წლის წინ ჯერ კიდევ იდგა ვედური ეპოქა, მთელ პლანეტას მართავდა ერთი მეფე, მას ერქვა ბჰარატა. ყველა ელოდებოდა კალი-იუგას, დეგრადაციის ერას, ჩვენს ეპოქას, როდესაც ადამიანი სრულად კონცენტრირდება ოთხ ძირითად თვისებაზე, ცხოველურ თვისებებზე, როგორიცაა ძილი, სექსი, საჭმელი, თავდაცვა... და ერთ დღეს ბრაჰმანები იკრიბებიან, ისინი მეფეს ეუბნებიან: "გველი კალის ეპოქა ახლოვდება, ის დაიწყება 5 ათასი წლის შემდეგ, ეს არის დრო, აბსოლუტური დეგრადაციისა, როცა არის ხორცის ჭამა, თვალთმაქცობა, ომები, ცრუ სწავლებები, სრული დაცემა სულიერების! მეფეო, ჩვენ უნდა შევასრულოთ გარკვეული რიტუალები, ჩვენ უნდა ვაწარმოოთ მლეჩხა-იაგია კალი-იუგას გავლენის შესაჩერებლად, დარჩა მხოლოდ 5 ათასი წელი" ყველა ბრძენმა იცოდა, რომ ესაა ეპოქა დეგრადაციისა, და მეფე ამბობს, "კარგით, აღასრულეთ მლეჩხა-იაგია" რა არის ეს მლეჩხა? მლეჩხები არიან ადამიანები, რომელთაც აქვთ დაცემული ცნობიერება, ისინი იწყებენ ხორცის ჭამას, და დეგრადაცია იწყება. იაჯნა – ვედური პროცედურაა ახდენს კომპენსაციას უარყოფითი პლანეტარული გავლენისა და აძლიერებს დადებით გავლენას. და მლეჩხა-იაგია ეს არის რიტუალი აღწერილია წმინდა გასუფთავების. ამგვარად, მეფე იყო გაწმენდილი, ხალხი განიწმინდა, და ტენდენციები დეგრადაციისა, რომლებმაც უკვე დაიწყეს გამოჩენა, როგორც ჩანს, გაქრა. მაგრამ დრო გავიდა და მოვიდა მაჰარაჯა იაიატის დინასტიის დრო, ამ მეფის სახელი იყო იაიატი, ის იყო ბჰარატას ძე, ბოლო მაჰარაჯა ვედური კულტურისა. და მას ჰყავდა 5 ვაჟი, მათ ნელ-ნელა დაიწყეს ჭამა ხორცისა, ისინი იყვნენ პირველი მლეჩხები ამ პლანეტაზე. და როცა ბრაჰმანებმა მისტიკური ძალებით შეიტყვეს, რომ მეფის ვაჟებმა დაიწყეს ჭამა ხორცისა, ისინი მივიდნენ მეფესთან და უთხრეს: "ოჰ, მეფე, ჩვენ მოვედით და მოვიტანეთ ძალიან ცუდი ამბები, თქვენმა შვილებმა დაიწყეს კალი-იუგა, ისინი გახდნენ მლეჩხები, მათ დაიწყეს ჭამა ხორცისა!"და მაშინ მაჰარაჯამ დაწყევლილები შეკრიბა, მთელი მათი გარემოცვა, და რადგან თითოეულ შვილს ჰყავდა რამდენიმე მილიონი მსახური, და ყველა მათგანი ბაძავდა მლეჩხ მეფეებს, მლეჩხების რაოდენობა იყო ძალიან დიდი. მაგრამ რიტუალის დროს დადგა იუგა-პრალაია - ნგრევის პერიოდი და მოხდა დიდი წყალდიდობა. სუპერ-კონტინენტზე, რომლის სახელიც იყო ბჰარატა-ვარშა, იგი მოიცავდა ინდოეთს, ავსტრალიას, ორივე ამერიკას, ეს იყო უზარმაზარი მიწა, ეს ყველაფერი იყო ინდური კონტინენტი, და რომ მთელი ეს ფართობი თანდათან დაიშალა და ამაღლდა წყალი. დედამიწა წავიდა წყლის ქვეშ,და მაშინ მაჰარაჯა იაიატიმ შეიკრიბა ჯარი და ყველა მლეჩხა გაყარეს ვარნა – აშრამადან ე.ი. ბჰარატა-კანდას ტერიტორიიდან, არა მხოლოდ სთხოვეს მათ დაეტოვებინათ არია-ვარტა, არამედ აიძულეს, სამხედრო გზით, იძულებით გააგდეს, იმიტომ, რომ ეს იყო დეგრადაცია, და იმისათვის, რომ გადაერჩინათ არია საზოგადოება, ეს ხორციჭამიები იყო გააგდეს იმისათვის, რომ შეენარჩუნებინათ ღირებულებები, სულიერი ღირებულებები არია-ცივილიზაციის. და მაჰარაჯა იაიატის შთამომავლებმა მოისურვეს ბჰარატას მიწაზე დაბრუნება. და შემდეგ მათ ცეცხლოვანი მსხვერპლშეწირვა განახორციელეს, მაგრამ იმიტომ, რომ ისინი არ იყვნენ სუფთა, რიტუალი დასრულდა არასწორად,და ნაყოფი ამისა იყო, დიდი ვაშლი, რომელმაც შეიწოვა ყველა ცოდვილი რეაქცია მლეჩხებისა, ყველაფერი. და მათ დაიწყეს ჭამა ხორცისა, მაშინ დაუყოვნებლივ დაიწყეს სექსუალური ძალადობა ერთმანეთზე, ისინი ასევე მატყუარები, ფარისევლურები და ბრაზიანები იყვნენ, აი ეს მოხდა! ამას წმინდა წერილები ამბობენ, არ აქვს მნიშვნელობა, თუ რამდენად მოგვწონს ეს. ასევე გაჩნდა ქალი, იგი იყო დაბადებული ცეცხლოვანი მსხვერპლშეწირვიდან, ეს იყო ავევატი, ეს ნიშნავს, იმას რომ ის დაიბადა ცეცხლისგან. ეს იყო ძალიან ლამაზი გოგონა, მაგრამ ის ვიკამბარა (იგივე დიგამბარა), რაც სანსკრიტზე ნიშნავს იმას რომ მას არ ჰქონდა ცნობიერებაში ფიზიკური სხეულის კონცეფცია, იმიტომ, რომ ის იყო სუფთა სული, მაგრამ ის იყო დაბადებული მლეჩხების რიტუალისგან. იყო ულამაზესი ვიკამბარა და დადიოდა შიშველი, არ იცვამდა ტანსაცმელს. იქ იყო ასევე კიდევ ერთი ვიკამბარა, ერთი იოგი, ვინც თანაგრძნობის გამო წავიდა განდევნილ მლეჩხებთან ერთად, მაგრამ ეს მისი თანაგრძნობა იყო ნეგატიური კარმის შედეგი. ამ იოგის, სახელი იყო ადჰამა, რაც ნიშნავს სანსკრიტულად "ის, ვინც ვერ აკონტროლებს გრძნობებს", იგი ასევე იყო ვიკამბარა და დადიოდა შიშველი. მაგრამ იმის გამო, რომ ეს იყო „ცივილიზებული“ კულტურა, იყო აკრძალული შიშველი სიარული, დაუძახეს მლეჩხების ლიდერებმა: "თქვენ ხართ ვიკამბარები და ჩვენ საზოგადოებაში არ გვჭირდებით, წაეთრიეთ აქედან, ჩვენ არ გვჭირდებით თქვენ!"და მათ მლეჩხების მღვდლებმა დაიწყეს უზარმაზარი ვაშლის ძებნა, აღმოაჩინეს, რომ ვაშლი ვიღაცამ მოიპარა, ვაშლი, რომელმაც შეიწოვა ყველა ცოდვილი რეაქცია მლეჩხებისა, ის გაქრა. და ისტორია გვეუბნება, რომ პარალელურად, დიდი ბრძენები მსოფლიოსი შეიკრიბნენ ტყეში, რათა მოესმინათ შრიმად-ბჰაგავატამი (უძველესი წმინდა წერილი) და მოსმენის შემდეგ სხვა დონეზე, სხვა სივრცეში გადასვლა სურდათ, ეს არის, უნდა დატოვონ ეს პლანეტა რომ ეს ბრძენები შეიკრიბნენ, რათა თავიდან აეცილებინათ კალი იუგას ბოროტი გავლენა. და ადჰამა იწყებს ფიქრს ღმერთზე გულში, იმიტომ, რომ ის არის იოგი, ღმერთი ეცხადება გულში ადჰამას და ეკითხება: "რა გინდა?"ადჰამა პასუხობს: "რა არის ჩემი მისია?" არ იღელვო არაფერზე, თქვენ უნდა წახვიდეთ ტიჰინა აჩილამის (ეს არის მთის ქედის ფართი თანამედროვე ირანი) მიწაზე. იქ მე შევქმნი ბაღი, თქვენ უნდა შეხვიდეთ ამ ბაღში და გაარკვევთ, თუ რაა თქვენი მისია" - ასე ღმერთი (ვიშნუ) ამბობს. ტყეში, სადაც ბრძენები ისმენენ შრიმად ბჰაგავატამს რათა შევიდნენ ზე-ცნობიერებაში, რთა დატოვონ ეს პლანეტა და მოულოდნელად, მათ წინაშე, როგორც ჩანს, ნახევარღმერთი კალი-იუგა, ვინც არის პასუხისმგებელი ამ ეპოქაში სულიერ დეგრადაციაზე, და ის ეკითხება დიდ ბრძენებს: "რატომ გეშინიათ ჩემი, მე აქ მოვედი მარადიული დროის მაჰაკალას, უზენაესი ღმრთის პიროვნების უპიროვნო ასპექტის გავლენით, თქვენ ხართ ბრძენები, ასე რატომ გეშინიათ ჩემი?" და მაშინ ბრძენებმა განუცხადეს, "ჩვენ არ გვეშინია შენი, ჩვენ გვეშინია შენი გავლენის, შენ მოიტან დეგრადაციას" შემდეგ მან განუცხადა ბრძენებს: "შეიძლება თქვენ რამეთი ხელი შეუწყოთ ჩემ მისიას?"და ბრძენებმა უპასუხეს: "ჩვენ ვერ შევუწყობთ ხელს დეგრადაციას“ და მაშინ წმინდანი გამოჩნდა მათ წინაშე, რომლის სახელი არის შუკადევა გოსვამი, ვინც პირველმა მოუყვა მათ შრიმად ბჰაგავატამი, მან განაცხადა:" თქვენ უნდა წახვიდეთ, მთიან რეგიონში ტიჰინა აჩილამ, სადაც არის ადჰამა, უნდა წავიდეთ და იქ დააკვირდეთ მესამე დონის სივრცეს, თქვენ უნდა დააკვირდეთ კალი-იუგას. თქვენ უნდა იყოთ არაოფიციალური მთავრობა კალი-იუგას დროს, მაგრამ იქნებით სხვა სივრცეში" და, აჰა, ბრძენებო, წადით და ნახეთ რა ხდება“. ადჰამა ავევატისთან ერთად მივიდა ბაღში, ეს იყო ძალიან ლამაზი ბაღი. და ბრძენებმა ნახეს, რომ კალი-იუგა იქცა გველად, ის ამ ბაღშია, და ბრძენები ასევე ხედავენ, მლეჩხების ცოდვების ვაშლი აქვს კალი-იუგას გველს. და შემდეგ დაიწყო ვედური ცივილიზაციის დაცემა ბჰარატას მიწაზე. აქ ბრძენები ჩაერივნენ ამ პროცესში და უთხრეს გველს: "რას აკეთებ?"და კალი-იუგა განმარტავს: "ვინც მლეჩხები გააძევეს გახდებიან უნაყოფოები, ისინი მოკვდებიან, და მე შევქმნი ახალ ცივილიზაციას, ადჰამას და ავევატის დახმარებით. და ცივილიზაცია რომელიც არის ინდოეთის მიწაზე, იგი იარსებებს, მაგრამ მაინც დაეცემა ახალი ცივილიზაციის ზეწოლის ქვეშ. ამდენად, კალი-იუგას განმარტებით, მისი მისია არის ადჰამას და ავევატის დეგრადაცია. და მან განაცხადა: "მე მივცემ მათ კალი-იუგას რელიგიას, ეს რელიგია გავრცელდება შექმნის ახალი ადამიანის ცივილიზაციის ცნობიერებას, მლეჩხას". ეს არის ამბავი აღწერილი ბჰავიშია-მაჰაპურანაში (პურანა მომავალზე) ხუთი ათასი წლის წინ. http://images4.fanpop.com/image/photos/23600000/Random-random-23636581-1440-900.jpg http://www.newspatrolling.com/wp-content/uploads/2441726158_6db10c9668_o.jpghttp://nanoworld88.narod.ru/data/319_files/0_87436_3d577800_L.jpg
  22. ბუდიზმი (ასევე დჰარმა ან ბუდა დჰარმა, დაახ. ნიშნავს: კანონი ან გაღვიძებულის კანონი) — რელიგია, პრაქტიკული ფილოსოფია, ასევე ზოგიერთი წარმოდგენით ფსიქოლოგია, რომელიც ემყარება ბუდა შაკიამუნის (სიდჰარტა გაუტამას) სწავლებას. მომდინარეობს ძველი ინდოეთიდან, დაახ. ძვ. წ. VI-V საუკუნეებიდან. ბუდიზმი ინდოეთის სუბკონტინეტზე გავრცელდა ხუთი საუკუნის განმავლობაში ბუდას გარდაცვალებიდან, შემდგომ ორ ათასწლეულში კი დომინანტური რელიგია გახდა ცენტრალურ, სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ აზიაში. ამჟამად ბუდიზმი იყოფა სამ ძირითად ტრადიციად: თერავადა (სანსკრ. შთავირავადა), მაჰაიანა და ვაჯრაიანა. მსოფლიოში დაახ. 708 მილიონი მიმდევარი ჰყავს და ერთ-ერთ მსოფლიო რელიგიად ითვლება. მიმდევართა რაოდენობით მეხუთეა მსოფლიოში ქრისტიანობის, ისლამის, ინდუიზმის და ტრადიციული ჩინური რელიგიის შემდეგ. ძვ. წ. V საუკუნეში თანამედროვე ნეპალში ინდოეთის საზღვართან, მდინარე განგის ხეობაში, სამეფო ოჯახში დაიბადა ვაჟი, რომელსაც სახელად სიდჰართა დაარქვს. ჯერ კიდევ შობამდე ბრძენებმა უწინასწარმეტყველეს, რომ თუ ბავშვი სასახლის კედლებსა და ეზოს გალავანს არ დატოვებდა, მსოფლიოს მბრძანებელი გახდებოდა, თუ არა და, მისგან დიდი წმინდანი, ახალი რელიგიის მოძღვარი გამოვიდოდა. როცა დაიბადა, ახალშობილი მოხუცებულმა ბრძენმა მოინახულა და დაადასტურა ბრაჰმანების წინასწარმეტყველება: ეს ბავშვი სწორედ ის არის, ვინც ქვეყანას ახალ რელიგიას მოუტანსო. ასიტამ გაიხარა მისი ხილვისგან, მაგრამ დანაღვლიანებული წავიდა, რადგან ძალზე მოხუცი იყო და იცოდა, რომ ვერ მოესწრებოდა ამ დღეს. მამა უფლისწულს განმარტოებაში ზრდიდა, რათა სასახლის გარდა ამ ქვეყანაზე სხვა ცხოვრების შესახებ არაფერი სცოდნოდა. ცდილობდა, წუთისოფლის ვაება და ბოროტება მას არ შეხებოდა. თექვსმეტი წლისას მეფის ასული შერთეს ცოლად და შვილიც შეეძინა. ერთ დღეს სიდჰართამ ეტლიდან ქუჩაში მშვილდივით მოხრილი ადამიანი დაინახა, რომელიც ძლივს მოძრაობდა ხელჯოხის დახმარებით, და განცვიფრდა, ეს რა არისო? მეეტლემ უთხრა: ნუ გიკვირს, ეს სიბერეა, რომელიც ყველა დაბადებულის ხვედრიაო. შინ დაბრუნებული სიდჰართა ნაღვლიან ფიქრებს მიეცა. ერთ დღესაც მან სნეულებისაგან დაუძლურებული კაცი დაინახა და გაიგო სნეულების შესახებ, რომელიც ყველა ადამიანს ემუქრება. მესამედ სიდჰართამ დაინახა გაუნძრევლად მწოლიარე ადამიანი, რომელიც სადღაც მიჰყავდათ. როდესაც იკითხა, უთხრეს ეს მკვდარია, ყველა დაბადებულის ხვედრი ეს არისო. ბოლოს სიდჰართამ თავგადაპარსული, ყვითელ სამოსელში გახვეული კაცი დაინახა და, როდესაც იკითხა, ეს ვინღა არისო, უთხრეს ეს არის ასკეტი (განდეგილი), რომელიც ხეტიალობს ამქვეყნად, რათა ჭეშმარიტებას მიაგნოს და ამ წუთისოფლის ცოდვა-ბრალის საიდუმლო ამოხსნასო, ადამიანები იხსნას ამქვეყნიური სატანჯველისაგანო. მიატოვა 29 წლის სიდჰართამ სასახლე, მშობლები, ცოლი, შვილი და მოხეტიალე ასკეტის გზას დაადგა. შვიდი წელი იხეტიალა სიდჰართამ, ბევრი მოძღვარი და ბრძენი მოინახულა, მაგრამ მათმა სიბრძნემ არ დააკმაყოფილა: ვერ დაინახა მათ ნააზრევში ჭეშმარიტება, რომელიც ადამიანებს ხსნას მოუტანდა. ვერც ასკეტურმა ცხოვრებამ ვერ დაანახა ხსნა. ბოლოს, ერთი ლეღვის ხის ძირას დაჯდა ფეხმორთხმული და ჭეშმარიტების გამოცხადებას დაელოდა. მართლაც, სიდჰართამ მიიღო ჭეშმარიტების გამოცხადება, რამაც სახე გაუსხივოსნა, სიდჰართას ბუნება სრულიად გარდაიქმნა — ეს გამოღვიძებას ჰგავდა. ამიტომ ეწოდა მას ბუდა, რაც ნიშნავს „გამოღვიძებულს“ და „გასხივოსნებულს“. ამის შემდეგ ორმოცი წლის განმავლობაში ბუდა დადიოდა ინდოეთის ქალაქებში და ქადაგებდა თავის მოძღვრობას. მას უამრავი მიმდევარი გამოუჩნდა და ინდოეთის ფარგლებს გასცდა. ღრმად მოხუცებული კი იგი გარდაიცვალა, მიაღწია რა ნირვანას. ბუდიზმის ძირითადი პრინციპები ბუდას მოძღვრების - ბუდიზმის საფუძველია ოთხი ჭეშმარიტება: ეს ქვეყანა სავსეა სულიერი და ფიზიკური ტანჯვით: ტანჯვაა დაბადება, სნეულება, სიყვარულიც და საყვარელ არსებასთან განშორებაც ტანჯვაა, ტანჯვაა სიბერე და, საბოლოოდ, სიკვდილი. არსებობს ტანჯვის მიზეზი. ეს არის სიცოცხლის, ყოფნის სურვილი, ლტოლვა ქონებისა და დიდების მოხვეჭისკენ. შესაძლებელია ტანჯვის თავიდან აცილება: ამისთვის ადამიანმა უარი უნდა თქვას ყოველგვარ სურვილზე. არსებობს ტანჯვის აცილების სხვა გზა, რაც ადამიანებს საბოლოო ხსნას მოუტანს. ხსნის გზა რვა საფეხურისგან შედგება: მართალი სარწმუნოება, რათა სწამდეს ეს ოთხი ჭეშმარიტება. მართალი განზრახვა, რათა ადამიანი იქცეოდეს იმ ოთხი ჭეშმარიტების თანახმად. მართალი ზრახვები, რათა უარი თქვას სიცრუეზე, ცილისწამებაზე... მართალი ქმედება, რათა არ ავნოს ცოცხალ არსებებს — არც ადამიანს, არც ცხოველს, არც მწერს. მართალი ცხოვრება, რათა პატიოსნებით მოიპოვებდეს ცხოვრების სარჩოს. მართალი ძალისხმევა, რათა მუდამ იშორებდეს ამაო ფიქრებსა და ცუდ გავლენებს. მართალი მეხსიერება, რათა მუდამ ახსოვდეს, თუ კიდე რა დარჩა შეუსრულებელი ჭეშმარიტი ცხოვრების გზაზე. მართალი თვითჩაღრმავება, რათა მიაღწიოს შინაგან სიმშვიდეს, აღარ აღელვებდეს მიწივრი ზრახვები, არც სიხარული სრულყოფილების მიღწევისა და საბოლოო გათავისუფლების გამო. მხოლოდ ხსნის გზის რვა საფეხურის გავლის შემდეგ მიაღწევს ადამიანი ხსნას, ბუდასავით გასხივოსნებას, გამოღვიძებას ცრუ ცხოვრებიდან, რომელიც ცუდი და მტანჯველი სიზმარია, ჭეშმარიტ ცხოვრებაში. ამ გამოღვიძებას ბუდიზმში ნირვანა ეწოდება: ეს არის სრული სიმშვიდე — არც სიცოცხლე, არც სიკვდილი. ბუდიზმის დაარსება ძველი წელთაღრიცხვის VI თუ V საუკუნეში თანამედროვე ნეპალისა და ინდოეთის საზღვარზე, მდინარე განგის ხეობაში, სამეფო ოჯახში დაიბადა ვაჟი, რომელსაც სახელად სიდჰართა დაარქვეს. ჯერ კიდევ შობამდე ბრძენებმა უწინასწარმეტყველეს, რომ თუ ბავშვი სასახლის კედლებსა და გალავანს არ დატოვებდა, მსოფლიოს მბრძანებელი გახდებოდა, თუ არა, მისგან დიდი წმინდანი, ახალი რელიგიის მოძღვარი გამოვიდოდა. როცა დაიბადა, ახალშობილი მოხუცმა ბრძენმა ასიტამ მოინახულა და დაადასტურა ბრაჰმანების წინასწარმეტყველება: ეს ბავშვი სწორედ ის არის, ვინც ქვეყანას ახალ რელიგიას მოუტანსო.ასიტამ გაიხარა მისი ხილვისას, მაგრამ დანაღვლიანებული წავიდა, რადგან ძალიან მოხუცი იყო და იცოდა, რომ ვერ მოესწრებოდა ამ დღეს. მამა უფლისწულს განმარტოებაში ზრდიდა, რათა სასახლის გარდა ამ ქვეყანაზე სხვა ცხოვრების შესახებ არაფერი სცოდნოდა. ცდილობდა, წუთისოფლის ვაება და ბოროტება მას არ შეხებოდა. თექვსმეტი წლისას მეფის ასული შეართვეს ცოლად და შვილიც შეეძინა. ერთ დღეს სიდჰართამ ეტლიდან ქუჩაში მშვილდივით მოხრილი ადამიანი დაინახა, რომელიც ძლივს მოძრაობდა ხელჯოხის დახმარებით, და განცვიფრდა, ეს რა არისო? მეეტლემ უთხრა: ნუ გიკვირს, ეს სიბერეა, რომელიც ყველა დაბადებულის ხვედრიაო. შინ დაბრუნებული სიდჰართა ნაღვლიან ფიქრებს მიეცა. ერთ დღეს მან სნეულებისგან დაუძლურებული კაცი დაინახა და გაიგო სნეულების შესახებ,რომელიც ყოველ ადამიანს ემუქრება. მესამედ სიდჰართამ დაინახა გაუნძრევლად მწოლიარე ადამიანი, რომელიც სადღაც მიჰყავდათ. როდესაც იკითხა, უთხრეს, ეს მკვდარია, ყველა დაბადებულის ხვედრი ეს არისო. ბოლოს სიდჰართამ თავგადაპარსული, ყვითელ სამოსელში გახვეული კაცი დაინახა და როდესაც იკითხა, ეს ვინღა არისო, უთხრეს: ეს არის ასკეტი, რომელიც ხეტიალობს ამქვეყნად, რათა ჭეშმარიტებას მიაგნოს და ადამიანები იხსნას ამქვეყნიური სატანჯველისგანო. და მიატოვა 29 წლის სიდჰართამ სასახლე, მშობლები, ცოლი და შვილი და მოხეტიალე ასკეტის გზას დაადგა. შვიდი წელი იხეტიალა სიდჰართამ, ბევრი მოძღვარი მოინახულა, მაგრამ მათმა სიბრძნემ არ დააკმაყოფილა: ვერ დაინახა მათ ნააზრევში ჭეშმარიტება, რომელიც ადამიანებს ხსნას მოუტანდა. ვერც ასკეტურმა ცხოვრაბამ ვერ დაანახა ხსნის გზა. ბოლოს, ერთი ლეღვის ძირში დაჯდა ფეხმორთმული და ჭეშმარიტების გამოცხადებას დაელოდა. მართლაც, სიდჰართამ მიიღო ჭეშმარიტების გამოცხადება, რამაც სახე გაუსხივოსნა, სიდჰართას ბუნება სრულიად გამოიცვალა- ეს გამოღვიძებას ჰგავდა, ამიტომ ეწოდა მას ბუდა, რაც ნიშნავს „გასხივოსნებულს“. ამის შემდეგ ორმოცი წლის განმავლობაში ბუდა დადიოდა ინდოეთის ქალაქებში და ქადაგებდა თავის მოძღვრებას. მას უამრავი მიმდევარი გამოუჩნდა და ინდოეთის ფარგლებს გასცდა. ბუდისტური კანონი და მისი კოდიფიკაცია ქრისტეს მსგავსად არც ბუდას დაუტოვებია ჩვენთვის რაიმე წერილობითი წყარო, თუმცა ძნელია იმის დაშვება, რომ იგი უწიგნური ყოფილიყო. იგი ასწავლიდა ზეპირი სიტყვით და ამგვარადვე გადაიცემოდა მისი სიტყვა ხალხშიც. მაგრამ ბუდას გარდაცვალების შემდეგ მისი მოწაფეების წინაშე მოძღვრების დადგენის საჭიროება გაჩნდა. სწორედ ამ მიზნით იქნა მოწვეული პირველი ბუდისტური კრება. ძვ.წ. დაახლოებით 480 წელს გამოქვაბულში ქალაქ რაჯაგრიჰას მახლობლად შეიკრიბნენ ბუდას უშუალო მოწაფეები. ითვლება, რომ ამ კრებაზე, რომელსაც კაშიაპა ხელმძღვანელობდა, ანანდას, ბუდას უსაყვარლესი მოწაფის, დახმარებით დადგინდა სუტა-პიტაკასა და აბჰიდჰამა-პიტაკას ტექსტები. მაგრამ მოძღვრება კვლავ ზეპირი გადმოცემით ვრცელდებოდა და საბოლოოდ ბუდისტური კანონი მხოლოდ IV ბუდისტურ კრებაზე ჩაიწერა, კუნძულ შრი-ლანკაზე. კრების ჩატარების ზუსტი თარიღი უცნობია. პირველი ბუდისტური ტრადიცია მას ძვ.წ. 29 წელს მიაკუთვნებს, ხოლო მეორე დიდი ბუდისტური მიმართულება, მაჰაიანა — ახ.წ. I ს.-ს. უცნობია იყო თუ არა იქამდე ბუდისტური კანონი სრულად ან ნაწილობრივ დაფიქსირებული წერილობითი სახით, ერთადერთი უძველესი წყარო, რომელიც გაგვაჩნია არის შრი-ლანკაზე ჩაწერილი ტექსტი. მას ტიპიტაკა ეწოდება. თჰერავადას ბერებმა ის პალმის ფოთლებზე ჩაწერეს. ტექსტი პალიზე (ძველ ინდურ სალაპარაკო ენაზე) დაიწერა, ამიტომ მას ხშირად პალის კანონის სახელითაც მოიხსენიებენ. სიტყვასიტყვით ტიპიტაკა ნიშნავს სამ კალათს და შეესაბამება ტექსტის დაყოფას სამ ძირითად ნაწილად: ვინაია-პიტაკა, რომელშიც შესულია მითითებები ბერებისა და მონაზვნებისთვის, მონასტრული ცხოვრების მომაწესრიგებელი ნორმები და სხვა. სუტა-პიტაკა გადმოგვცემს ბუდისტურ მოძღვრებას საერთოდ, ხოლო აბჰიდჰამა-პიტაკა ამ მოძღვრების ფილოსოფიურ დამუშავებას წარმოადგენს. სუტა-პიტაკაში დამატების სახით ასევე შესულია ორი კრებული: დჰამაპადა — აფორიზმებისა და ბრძნული გამონათქვამების შემცველი ტექსტი და ჯატაკა - მონათხრობები ბუდას წარსული დაბადებების შესახებ. ითვლება, რომ გასხივოსნებასთან ერთად ბუდამ მიიღო ჭეშმარიტი ცოდნა და შეიცნო სამყარო წარსულსა, აწმყოსა და მომავალში. შესაბამისად, მან შეიძინა ცოდნა თავისი წარსული და სხვათა წარსული თუ მომავალი დაბადებების შესახებ. მოწაფეებთან საუბრის დროს იგი ხშირად ყვებოდა სხვადასხვა ისტორიებს წარსული დაბადებებიდან და მათ მაგალითზე ხსნიდა ეთიკურ ნორმებს ან რაიმე სხვა საკითხებს. ორივე ეს კრებული, დჰამაპადა და ჯატაკა, ბუდისტური ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ წიგნებს წარმოადგენენ. ხოლო სუტა-პიტაკას ძირითად ნაწილში გადმოცემულია ბუდისტური მოძღვრების ბირთვი: ოთხი კეთილშობილი ჭეშმარიტება და რვასაფეხურიანი გზა. ბუდიზმი არის იაპონიის ყველაზე გავრცელებული რელიგია, რომლის მიმდევარია იაპონიის მოსახლეობის უმრავლესობა. იაპონური ბუდიზმი არაერთგვაროვანია – ათასნახევრიანი ისტორიის განმავლობაში იაპონიაში შეიქმნა მრავალი ბუდიტური სკოლა და მიმდევრობა. ზოგი მათგანი ორიენტირებულია ფილოსოფიაზე, ზოგი კულტურაზე, ზოგი მედიტაციაზე, ზოგი რიტუალზე და ზოგიც მანტრების კითხვაზე. ბუდიზმის სხვადასხვა სკოლა პოპულარულია იაპონელთა სხვადასხვა შრეში – მეცნიერებში, სამურაებში, ჩვეულებრივ ხალხში. სკოლები ურთიერთობენ ერთმანეთთან, თუმცა ისტორიაში იყო მომენტები, როდესაც ბუდიზმის სხვადასხვა სკოლა ეომებოდა ერთმანეთს. ზოგი ბუდისტური სკოლა შეერწყა სხვას, ზოგიც კი გადარჩა მხოლოდ მცირე ტაძრებში. მიუხედავად იმისა, რომ იაპონური სკოლები წარმოიშვა კორეის, ინდოეთისა და ჩინეთის სკოლების საფუძვლებზე, იაპონიის კუნძულოვანი მდგომარეობის გამო მათ სულ სხვა გზა განვლეს. ზოგი სკოლა კი დარჩა მხოლოდ იაპონიაში და გაქრა ინდოეთსა თუ ჩინეთში. http://cdn.fishki.net/upload/post/2016/04/24/1930113/0001f72b.jpg http://gb.nakadashi.pw/pic.php?http://i.imgur.com/a6IlF.jpg http://4.bp.blogspot.com/-eqgAqulEdcI/VHWpLEbaeuI/AAAAAAAAAqU/YyZF9oiqVRg/s1600/Manjushri_2004A-print.jpg http://www.ckhuman.uni-eger.hu/public/pic/editor/37df3f4a1187ed42a19bf5a4325df896_1920.jpg
×
×
  • შექმენი...