Jump to content
Planeta.Ge

Search the Community

Showing results for tags 'ეონები'.

  • Search By Tags

    ტეგები გამოყავით მძიმით.
  • Search By Author

Content Type


ფორუმი

  • საზოგადოება
    • პოლიტიკა და საზოგადოება
    • შემეცნებითი ფორუმი
    • სპორტი, სამხედრო საქმე და დასვენება
    • ადგილობრივი თვითმართველობა და რეგიონები
  • ძველი ისტორიები
    • ისტორია
  • თავისუფალი თემა
    • თავისუფალი თემა
    • მუსიკა
    • ადამ და ევა
  • უახლოესი ინფორმაცია RSS
    • უახლოესი ინფორმაციები
  • კომპიუტერი და ინტერნეტი
    • კომპიუტერი
    • ინტერნეტ სამყარო
    • მობილურების სამყარო
  • ფორუმის სიახლეები, საჭირო ინფორმაცია
    • ფორუმის შესახებ

Blogs

  • ბექას ბლოგი
  • ლაშა ალოს დღიური
  • newstudio–ს ბლოგი
  • მართლა შოკოლადი
  • Anima Libera's ბლოგი
  • სიახლეები პლანეტაზე
  • chegesto
  • alo.geს გვერდი პლანეტაზე
  • T_A_T's ბლოგი
  • PLANETA.GE-ს ინფორმაციები
  • Blog about litter in my head
  • Blog about litter in my head
  • ონლაინ-კონფერენციები პლანეტაზე
  • psiqea's Blog
  • king depress' Blog
  • GeoBasket
  • Darejan paatashvili's Blog
  • nana mishelashvili's ბლოგი
  • KLINGON's ბლოგი
  • ბარბაროსის ბლოგი
  • goga26's ბლოგი
  • სკირონი's ბლოგი
  • გიგანტი გველები
  • urfinjus' ბლოგი
  • ინტერნეტით ფულის შოვნა
  • Nino Gelashvili's ბლოგი
  • NGG's ბლოგი
  • Ser Ious' ბლოგი
  • vakoo's ბლოგი
  • Gamdla's ბლოგი
  • atrava's ბლოგი
  • Sharqataqi's ბლოგი
  • Beqa kundalini's ბლოგი
  • Nukriko's Blog
  • merion black's ბლოგი
  • javsani's ბლოგი
  • katya's ბლოგი
  • ყავამშვიდობისა's ბლოგი
  • Nuka Arveladze's ბლოგი
  • massiveinformation.blogspot.com
  • tini's ბლოგი
  • all.turebi.ge ლამაზი აგილები
  • Redaqtori's ბლოგი
  • goga's blogi
  • REPUBLIC OF KAVKAZ
  • Metalhead's ბლოგი
  • ვერტმფრენების კატასტროფები
  • 123
  • marimariami's ბლოგი
  • Alter-Native
  • irmaberi's ბლოგი
  • ,,მზის სკამები" მალე მთელ საქართველოში განთავსდება და ახალი ფუნქციებიც დაემატება
  • სანდრო გიორგობიანი's ბლოგი
  • Tamazi Sirabidze's ბლოგი
  • ეკა ბებო, გოჭი, რუსო ტურისტო და საპატრულო პოლიცია
  • შანკარადევა's ბლოგი
  • creative-ideas' ბლოგი
  • anonimi-s ბლოგი
  • realoba ucxoobs warmosaxvas
  • იმპორტ-ექსპორტის ბიზნესი
  • aise's ბლოგი
  • დავითი_დავითი's ბლოგი
  • გიორგი1994's ბლოგი
  • გიორგი1994's ბლოგი
  • tivona's ბლოგი
  • მწვანე ბარათის გათამაშება
  • ახალი ამბები

კატეგორიები

  • პლანეტის ეთერში
  • პოლიტიკა
    • ქართული პოლიტიკა
    • პოლიტიკური არქივი
  • ეს საქართველოა
  • იუმორი
    • პოლიტიკური აბდაუბდა
  • მუსიკა
    • რეტრო
    • rock
    • metal
    • pop
    • rap
    • electronic
    • კლასიკური მუსიკა
    • ქართული მუსიკა
    • ქართველი თანამედროვე შემსრულებლები
    • OTHER GENRES
    • ჯაზი
    • რუსული მუსიკა
  • სპორტი
  • კინო
  • შემეცნება
  • ტელეშოუებიდან
  • კულტურა და პოეზია
  • VB TUTORIALS

Find results in...

Find results that contain...


Date Created

  • Start

    End


Last Updated

  • Start

    End


Filter by number of...

შემოუერთდა

  • Start

    End


Group


MSN


Website URL


Yahoo


Location


Interests

Found 6 results

  1. ეონების რაოდენობა სხვადასხვა გნოსტიკურ სკოლებში იყო სხვადასხვა. ზოგიერთებს ჰქონდათ ასობით ეონი, ზოგიერთებს კი რამდენიმე ათეული მაქსიმუმ. ბასილიდეს და ისიდორეს მსგავს გნოსტიკოსთა სკოლებში 365 უზენაესი მეუფე დაკავშირებული იყვნენ ხუთ დიად მბრძანებელთან: კრონოსთან, არესთან, ჰერმესთან, აფროდიტესთან და ზევსთან. გნოსტიკოსებს ჰქონდათ რთული ზეციური იერარქიები. ზევსის პარტნიორია იუდეური იეჰოვა, არესის დამხმარე არის უცნობი სული სახელად "იპსანტაჰოუნჰაინჰოუჰეოკ", ჰერმესს ეხმარება არც ისე დიადი სული სახელად - ჰაინჰუჰი. მიუხედავად ამისა გნოსტიკოსებთან ჰაინჰუჰი შედის უძლიერეს ღვთაებათა ტრიადაში. სოფია, ბარბელოს ასული (ქალიშვილი) დაკავშირებული არის აფროდიტესთან. აღსანიშნავია რომ მათი ურთიერთობა უფრო მეგობრული არის ვიდრე დანარჩენ იძულებით ალიანსებში. და ბოლოს კრონოსი შეკავშირებულია უსახელო სულთან, რომელიც წარმოშობილია "დიადი უხილავისგან". პრაქტიკულად გნოსტიკოსები ამბობდნენ, რომ არქონტებმა ელინურ ღმერთებს აიძულეს პარტნიორობა და დაიმორჩილეს. არც ზევსს და არც სხვებს არ სურდათ იაჰვესთან და სხვა არქონტებთან კავშირი. ასე ამბობს გნოსტიციზმი.
  2. პლერომას ეონმა ქრისტემ, ვიშნუს შაკტი-ავეშა-ავატარამ დაანგრია და გააუქმა ბოროტი ეონი იაჰვე-იეჰოვა-საბაოთის ბოროტი ანტივედური რჯული და სძლია მას. ქრისტე იყო უცნობი ზესულის ძე ანუ გნოსტიკოსები და ინდუისტები მართლები არიან. იეჰოვა არის ბოროტი სული, იესომ მას სძლია. იუდეველებმა დაამახინჯეს და გაამრუდეს ეონი ქრისტეს ფილოსოფია. კოლასელთამიმართ თავიმეორე 1. მინდა იცოდეთ, რა გულმოდგინედ ვიღვწი თქვენთვის, ლაოდიკელთა და ყველა მათგანისათვის, ვისაც პირადად არც კი უხილავს ჩემი სახე; 2. რათა გამხნევდეს მათი გული და სიყვარულით შეერთებულნი ეზიარონ გონიერების მთელ სისავსეს და სიუხვეს ღვთის საიდუმლოს, ანუ ქრისტეს შესამეცნებლად, 3. რომელშიაც დაფარულია სიბრძნისა და ცოდნის მთელი საუნჯე. 5. ვინაიდან, თუმცა ხორცით შორსა ვარ თქვენგან, მაგრამ ახლო ვარ სულით, და მიხარია, რომ ვხედავ თქვენს წესრიგსა და რწმენის სიმტკიცეს ქრისტეში. 6. ამიტომ, როგორც მიგიღიათ უფალი ქრისტე იესო, ისევ იარეთ მასში. 9. რადგანაც მასში მკვიდრობს ხორციელად ღვთაების მთელი სავსება. 10. და თქვენც სავსენი ხართ მასში, ვინც არის თავი ყოველი მთავრობისა და ხელმწიფებისა. 14. სწავლით წარხოცა ჩვენგამო შეთხზული და ჩვენს წინააღმდეგ მიმართული ხელწერილი; შუაგულიდან აიღო და ჯვარს მიალურსმა იგი. რომაელთამიმართ თავიმესამე 20. ვინაიდან რჯულის საქმით ვერცერთი ხორციელი ვერ გამართლდება მის წინაშე, რადგანაც რჯულით შეიცნობა ცოდვა. გალატელთამიმართ თავიმეორე 16. მაგრამ რაკიღა გავიგეთ, რომ კაცი რჯულის საქმეთაგან როდი გამართლდება, არამედ იესო ქრისტეს რწმენით, ჩვენც ვირწმუნეთ იესო ქრისტე, რათა ქრისტე იესოს რწმენით გავმართლდეთ და არა რჯულის საქმით, რადგანაც რჯულის საქმით ვერ გამართლდება ვერცერთი ხორციელი. 19. ვინაიდან მე რჯულით მოვკვდი რჯულისათვის, რათა ვიცოცხლო ღვთისათვის. 20. ქრისტესთან ერთად ვეცვი ჯვარს, და მე კი აღარა ვცოცხლობ, არამედ ქრისტე ცოცხლობს ჩემში, ხოლო თუ ახლა ხორციელად ვცოცხლობ, რწმენითა ვცოცხლობ ღვთის ძეში, რომელმაც შემიყვარა მე და თავისი თავი მისცა ჩემთვის. 21. არ უგულებელვყოფ ღვთის მადლს, რადგან თუ გამართლება რჯულისგანაა, მაშინ ამაოდ მომკვდარა ქრისტე. გალატელთამიმართ თავიმესამე 10. ხოლო ვინც რჯულის საქმეთაგან არიან, წყევლის ქვეშ არიან, რადგანაც დაწერილია: „წყეულიმც იყოს, ვინც გამუდმებით არ ასრულებს ყველაფერს, რაც ჩაწერილია წიგნში“. 11. ცხადია, რომ რჯულით ვერავინ გამართლდება ღვთის წინაშე, ვინაიდან „მართალი იცოცხლებს რწმენით“. 13. ქრისტემ გამოგვისყიდა რჯულის წყევლისაგან და თვითონ დაიწყევლა ჩვენთვის: რადგანაც დაწერილია: „წყეულია ყველა, ვინც ჰკიდია ძელზე“, 19. კი მაგრამ, რაღაა რჯული? ის მოცემულ იქნა შეცოდებათა გამო, ვიდრე მოვიდოდა თესლი, ვისთვისაც დაიდო აღთქმა და გადმოცემულ იქნა ანგელოზთა მიერ, შუამავლის ხელით. 22. მაგრამ წერილმა ცოდვის ქვეშ მოამწყვდია ყველა, რათა აღთქმული სიკეთე იესო ქრისტეს რწმენით მისცემოდა მორწმუნეთ. 23. რწმენის მოვლინებამდე კი რჯულის მეთვალყურეობის ქვეშ ვიყავით მომწყვდეულნი, ვიდრე გამოჩნდებოდა რწმენა. 27. ვინაიდან ყველანი, ვინც ქრისტეში მოინათლეთ, ქრისტეთივე შეიმოსენით. 28. აღარ არის იუდეველი, აღარც ბერძენი, აღარც მონა და აღარც თავისუფალი, აღარც მამრი და აღარც მდედრი, რადგანაც ყველანი ერთი ხართ ქრისტე იესოში. ლუკა 14 34. კარგი რამ არის მარილი. მაგრამ თუ მარილი გამტკნარდა, რაღათი დაამარილებ? 35. აღარც სამიწედ ვარგა და აღარც სანეხვედ, არამედ - მხოლოდ გადასაყრელად. ვისაც ყური აქვს სმენად. ისმინოს! p.s. „სისავსე“ ანუ „სავსება“ ესაა - პლერომა ანუ ღვთაებრივი ეონების სინათლის სამეფო საიდანაც მოვიდა ეონი ქრისტე. მარილი იუდეველებში იყო იაჰვესთან კავშირის რიტუალური სიმბოლო.
  3. იოანეს სახარება ესაა გნოსტიკური ტექსტი სადაც პირდაპირ არის ნათქვამი რომ: 1) იუდეველთა "ღმერთი" და ქრისტეს მამა ერთი და იგივე არაა 2) იუდეველებმა არ იცოდნენ ქრისტეს მამა 3) მატერიალურ კოსმოსს მართავენ ბოროტი მთავრები (არქონტები) ანუ ბოროტების სულები და ერთ ერთი მათგანია იუდეველთა ცრუღმერთი 4) ქრისტე არ იყო მარიამის შვილი, ქრისტე იყო სული ეონი ჩასახლებული მარიამის ძის – იესოს ფიზიკურ სხეულში იორდანეში ნათლობისას 5) იუდეველებმა მოკლეს ქრისტე რადგან ის უპირისპირდებოდა მოსეს რჯულს და იუდეველთა ბოროტ დემიურგს 6) იუდეველებმა არ იცოდნენ საიდან მოვიდა ქრისტე, მაგრამ იცოდნენ რომ ის არაა მათი "უფლის" შვილი და რომ ქადაგებდა სხვა უცნობ ღმერთს, ეს კი მათი რჯულის კანონით მომაკვდინებელი დანაშაული და ცოდვა იყო 7) ხალხი ვერ იგებდა ვისი გამოგზავნილი იყო ქრისტე რადგან ქრისტეს სამეფო (პლერომა) უფრო მაღალი და შორი სამეფოა ვიდრე ებრაელთა ბოროტი ცრუღმერთი იალდაბაოთის, რომელსაც ემსახურებოდნენ სინედრიონი და ფარისევლები 8) ქრისტეს მამა არასოდეს გამოცხადებია იუდეველებს 9) ადამიანები არიან ღმერთები და ფლობენ ღვთაებრივ სულს 10) მოსეს რჯულში არაა არც მადლი და არც ჭეშმარიტება თავი მეთოთხმეტე 1. ნუ შეძრწუნდება თქვენი გული; გწამდეთ ღმერთი და მიწამეთ მე. 2. მამაჩემის სახლში ბევრი სავანეა. ასე რომ არა, განა გეტყოდით, მივდივარ, რათა ადგილი გაგიმზადოთ-მეთქი? 3. ხოლო როცა წავალ და ადგილს გაგიმზადებთ, კვლავ მოვალ და ჩემთან წაგიყვანთ, რათა, სადაც მე ვიქნები, თქვენც იქვე იყოთ. 4. ხოლო სადაც მე მივდივარ, თქვენ იცით ის გზა. 5. უთხრა მას თომამ: უფალო, არ ვიცით, სად მიდიხარ; როგორღა უნდა ვიცოდეთ გზა? 6. უთხრა მას იესომ: მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე; ვერავინ მივა მამაჩემთან, თუ არა ჩემს მიერ. 7. მე რომ მიცნობდეთ, მამაჩემიც გეცნობებოდათ; ამიერიდან კი იცნობთ მას და გიხილავთ იგი. 8. ფილიპემ უთხრა: უფალო, გვიჩვენე მამა და საკმარისია ჩვენთვის. 9. უთხრა მას იესომ: რა ხანია თქვენთანა ვარ და ვერ მიცნობ, ფილიპე? ვინც მე მიხილა, მამაც იხილა; როგორღა ამბობ, მამა გვიჩვენეო? 10. ნუთუ არა გწამს, რომ მე მამაში ვარ და მამა - ჩემში. სიტყვებს, რომლებსაც გეუბნებით, ჩემით როდი გეუბნებით, არამედ ჩემში მყოფი მამა აკეთებს საქმეს. 11. მერწმუნეთ, რომ მე მამაში ვარ, მამა კი - ჩემში; თუ არა და, ჩემს საქმეს მაინც ერწმუნეთ. 12. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვისაც მე ვწამვარ, საქმეს, რომელსაც მე ვაკეთებ, თვითონაც გააკეთებს, და მეტსაც გააკეთებს, ვინაიდან მე მამასთან მივალ. 13. რასაც ითხოვთ ჩემი სახელით, შეგისრულებთ, რათა იდიდოს მამა ძის მიერ. 14. რაც უნდა მთხოვოთ ჩემი სახელით, შეგისრულებთ. 15. თუ გიყვარვართ, დაიცავით ჩემი მცნებანი. 16. ვთხოვ მამას და მოგივლენთ სხვა ნუგეშისმცემელს, რათა იყოს თქვენთან უკუნისამდე, - 17. ჭეშმარიტების სულს, რომელსაც ვერ შეიწყნარებს ქვეყანა, რადგანაც ვერ ხედავს და არ იცნობს მას, ხოლო თქვენ იცნობთ, ვინაიდან თქვენთანაა და თქვენში იქნება. 18. არ დაგტოვებთ ობლად; მოვალ თქვენთან. 19. ცოტაც და, ქვეყანა ვეღარ მიხილავს, თქვენ კი მიხილავთ. ვინაიდან ცოცხალი ვარ და თქვენც იცოცხლებთ. 20. იმ დღეს შეიცნობთ, რომ მე მამაში ვარ, თქვენ კი - ჩემში, ხოლო მე - თქვენში. 21. ვისაც აქვს ჩემი მცნებანი და იცავს მათ, მას ვუყვარვარ, ხოლო ვისაც მე ვუყვარვარ, შეიყვარებს მას მამაჩემი; მეც შევიყვარებ და ჩემს თავს გამოვუცხადებ მას. 22. უთხრა მას იუდამ, არა ისკარიოტეღმა: უფალო, რა არის, რომ აპირებ ჩვენ გამოგვიცხადო თავი და არა ქვეყანას? 23. მიუგო იესომ და უთხრა მას: ვისაც ვუყვარვარ, დაიცავს ჩემს სიტყვას, და მამაჩემი შეიყვარებს მას: ჩვენც მივალთ და მასთან დავივანებთ. 24. ვისაც არ ვუყვარვარ, არ იცავს ჩემს სიტყვებს; ხოლო სიტყვა, რომელსაც ისმენთ, ჩემი კი არ არის, არამედ ჩემი მომავლინებელი მამისა. 25. თქვენთან მყოფმა გითხარით ეს. 26. ხოლო ნუგეშისმცემელი, სული წმიდა, რომელსაც მამა მოავლენს ჩემი სახელით, გასწავლით და მოგაგონებთ ყველაფერს, რაც მე გითხარით. 27. მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, მშვიდთბას ჩემსას გაძლევთ თქვენ: მაგრამ ისე კი არა, როგორც იძლევა ქვეყანა. ნუ შეკრთება თქვენი გული, ნურც შეშინდება. 28. ხომ გაიგონეთ, რაც გითხარით: მე მივდივარ და კვლავ მოვალ თქვენთან. რომ გიყვარდეთ, გაიხარებდით, რადგანაც ვთქვი: მამასთან მივდივარ-მეთქი. ვინაიდან მამა ჩემზე უმეტესია. 29. აწ გითხარით, ვიდრე ახდებოდეს, რათა ირწმუნოთ, როცა ახდება. 30. ბევრს ვეღარაფერს გეტყვით, რადგანაც მოდის ამ ქვეყნის მთავარი, და არაფერი აქვს ჩემში. 31. მაგრამ რათა გაიგოს ქვეყანამ, რომ მიყვარს მამა, და როგორც მამამ მამცნო, ისე ვაკეთებ: ადექით, წავიდეთ. იოანეს სახარება 17. ამას გიდებთ მცნებად, რათა გიყვარდეთ ერთმანეთი. 18. თუ ქვეყანას სძულხართ, იცოდეთ, რომ მე მომიძულა უწინ. 19. ამ ქვეყნისანი რომ იყოთ, ქვეყანას ეყვარებოდა თვისნი; მაგრამ რაკი ამ ქვეყნისანი არა ხართ, არამედ მე გამოგარჩიეთ ქვეყნისაგან, ამიტომაც სძულხართ ქვეყანას. 20. გაიხსენეთ სიტყვა, რომელიც გითხარით: არ არის მონა, თავის ბატონზე უმეტესი. მე თუ მდევნიდნენ, თქვენც დაგიწყებენ დევნას; თუ დაიცვეს ჩემი სიტყვა, თქვენსასაც დაიცავენ. 21. ხოლო ყოველივე ამას შეგამთხვევენ ჩემი სახელის გამო, ვინაიდან არ იცნობენ ჩემს მომავლინებელს. 22. რომ არ მოვსულიყავი და არ მეთქვა მათთვის, არ ექნებოდათ ცოდვა, ახლა კი არა აქვთ მიტევება თავიანთი ცოდვისათვის. 23. ჩემს მოძულეს მამაჩემიც სძულს. 24. რომ არ მექმნა მათ შორის საქმენი, სხვას რომ არავის უქმნია; არ ექნებოდათ ცოდვა; ახლა კი მიხილეს და მომიძულეს მეცა და მამაჩემიც. 25. რათა აღსრულდეს მათ რჯულში დაწერილი სიტყვა: მომიძულეს მე უმიზეზოდ. 26. ხოლო როდესაც მოვა ნუგეშისმცემელი, რომელსაც მოგივლენთ მამის მიერ, - ჭეშმარიტების სული, რომელიც გამოდის მამისაგან, ის იმოწმებს ჩემთვის. 27. და თქვენც მოწმენი იქნებით, ვინაიდან იმთავითვე ჩემთანა ხართ. იოანეს სახარება (თავი 15) თავი მეთექვსმეტე 1. ეს გითხარით, რათა არ შეცდეთ. 2. გამოგყრიან სინაგოგებიდან; აჰა, მოდის დრო, როცა თქვენს ყველა მკვლელს ეგონება, რომ ამით ემსახურება ღმერთს. 3. ამას იზამენ იმიტომ, რომ ვერც მამა იცნეს და ვერც მე. იოანეს სახარება 25. აქამდე იგავებით გელაპარაკებოდით, მაგრამ მოდის დრო, როცა იგავებით კი აღარ გელაპარაკებით, არამედ გაცხადებულად გაუწყებთ მამის შესახებ. 26. იმ დღეს შესთხოვთ ჩემი სახელით, და არ გეუბნებით, რომ მე ვთხოვ მამას თქვენთვის. 27. რადგან თვით მამას უყვარხართ, ვინაიდან მე შემიყვარეთ და ირწმუნეთ, რომ ღმრთისაგან გამოვედი. 28. მამისაგან გამოვედი და ქვეყნად მოვედი; კვლავ ვტოვებ ქვეყანას და მამასთან მივალ. 29. მისმა მოწაფეებმა უთხრეს: აი, ახლა კი ცხადად გველაპარაკები და არავითარ იგავს აღარ ამბობ. 30. ახლა კი ვიცით, რომ ყველაფერი იცი; და არ გჭირდება, რომ ვინმემ გკითხოს; ამიტომაც გვწამს, რომ ღმრთისაგან გამოხვედი. 31. მიუგო მათ იესომ: ახლა კი გწამთ? 32. აჰა, მოდის ჟამი და მოვიდა კიდეც, როცა სათითაოდ გაიფანტებით და მარტო დამტოვებთ; მაგრამ არა ვარ მარტო, რადგანაც მამა ჩემთანაა. 33. ეს გითხარით, რათა მშვიდობა გქონდეთ ჩემში. ჭირი არ დაგელევათ ამ ქვეყნად, მაგრამ გამხნევდით: მე ვძლიე ქვეყანას. იოანეს სახარება (16) თავი მეჩვიდმეტე 1. ასე რომ იუბნა იესომ, ზეცად აღაპყრო თვალი და თქვა: მამაო, მოვიდა ჟამი: განადიდე შენი ძე, რათა ძემაც განგადიდოს შენ. 2. რადგანაც მიეცი ხელმწიფება ყველა ხორციელზე, რათა ყველაფერს, რაც მიეცი, საუკუნო სიცოცხლე მისცეს. 3. საუკუნო სიცოცხლე კი ის არის, რომ გიცნობდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და იმას, ვინც შენ მოავლინე - იესო ქრისტეს. 4. მე განგადიდე დედამიწაზე; აღვასრულე საქმე, რომელიც მომეცა აღსასრულებლად. 5. ახლა კი შენ განმადიდე, მამაო, იმავ დიდებით, შენთან რომ მქონდა ქვეყნის შექმნამდე. 6. გამოვუცხადე შენი სახელი ადამიანებს, რომლებიც მომეცა ქვეყნისაგან; შენი იყვნენ და მე მომეცი, და დაიცვეს შენი სიტყვა. 7. ახლა შეიცნეს, რომ ყველაფერი, რაც მომეცი, შენგანაა. 8. რადგანაც შენგან მოცემული სიტყვები მათ მივეცი, ხოლო მათ მიიღეს და სცნეს ჭეშმარიტად, რომ შენგან გამოვედი, და ირწმუნეს, რომ შენ მომავლინე. 9. მათთვის გევედრები; ქვეყნისთვის კი არ გევედრები, არამედ მათთვის, ვინაიდან შენი არიან. 10. ყველაფერი ჩემი შენია, შენი კი - ჩემი; და მე ვიდიდე მათში. 11. მე უკვე აღარა ვარ ამ ქვეყნად, ისინი კი არიან; ხოლო მე შენთან მოვდივარ, წმიდა მამაო; დაიცავი ისინი შენი სახელით, ვინც მე მომეცი, რათა იყვნენ ჩვენსავით ერთნი. 12. როცა მათთან ვიყავი, შენი სახელით ვიცავდი მათ, ვინც მე მომეცი: დავიფარე ისინი და არცერთი არ დამიღუპავს, გარდა დაღუპვის ძისა, რათა აღსრულდეს წერილი. 13. ახლა კი შენთან მოვდივარ და ამას ვამბობ ქვეყნად, რათა ჰქონდეთ სრულად ჩემი სიხარული. 14. მე მათ მივეცი შენი სიტყვები და ქვეყანამ მოიძულა ისინი, ვინაიდან ამ ქვეყნისანი არ არიან, როგორც მე არა ვარ ამქვეყნიერი. 15. არ გევედრები, რომ აიტაცო ისინი ამ ქვეყნიდან, არამედ, რათა ბოროტისაგან დაიფარო ისინი. 16. ამ ქვეყნისანი არ არიან, როგორც მე არა ვარ ამქვეყნიერი. 17. გაწმინდე ისინი ჭეშმარიტებით, რადგანაც ჭეშმარიტია შენი სიტყვა. 18. როგორც შენ მომავლინე ამ ქვეყნად, ისე მე მივავლინე ისინი ქვეყნად. 19. მე მათთვის გავწმენდ ჩემს თავს, რათა ისინიც წმიდანი იყვნენ ჭეშმარიტებით. 20. მარტო მათთვის როდი გევედრები, არამედ ყველასთვის, ვისაც ვწამვარ მათივე სიტყვით. 21. რათა ყველანი ერთი იყვნენ, როგორც შენ, მამაო, ჩემში, ხოლო მე - შენში, და ირწმუნოს ქვეყანამ, რომ შენ მომავლინე. 22. დიდება, რომელიც შენ მომეცი, მე მათ მივეცი, რათა იყვნენ ჩვენსავით ერთი. 23. მე მათში, ხოლო შენ - ჩემში, რათა სრულნი იყვნენ ერთობით, და შეიცნოს ქვეყანამ, რომ შენ მომავლინე და ისე შეიყვარე ისინი, როგორც მე შემიყვარე. 24. მამაო, სადაც მე ვიქნები, მსურს იქვე იყვნენ ისინიც, ვინც მე მომეცი, რათა ხედავდნენ ჩემს დიდებას, შენ რომ მომეცი, რადგანაც შემიყვარე ქვეყნის შექმნამდე. 25. მამაო მართალო! ქვეყანამ ვერ გიცნო, მე კი გიცანი, და მათაც სცნეს, რომ შენ მომავლინე. 26. მე ვაუწყე მათ შენი სახელი და კვლავაც ვაუწყებ, რათა სიყვარული, რომლითაც შემიყვარე, მათში იყოს და მეც ვიყო მათში. იოანეს სახარება 33. კვლავ შევიდა პილატე პრეტორიუმში, უხმო იესოს და უთხრა: შენა ხარ იუდეველთა მეფე? 34. იესომ მიუგო: შენ თვითონ ამბობ მაგას, თუ სხვებმა გითხრეს ჩემზე? 35. მიუგო პილატემ: განა მე იუდეველი ვარ? შენმა ხალხმა და მღვდეღმთავრებმა გადმომცეს შენი თავი. მაინც რა ჩაიდინე? 36. მიუგო იესომ: ჩემი მეუფება არ არის ამქვეყნიური; ამქვეყნიური რომ იყოს, ჩემი მსახურნი იბრძოლებდნენ, რომ ხელში არ ჩავვარდნოდი იუდეველებს. მაგრამ აწ ჩემი მეუფება არ არის ამქვეყნიური. 37. უთხრა მას პილატემ: მაშ, მეფე ხარ? მიუგო იესომ: შენ ამბობ, რომ მეფე ვარ. იმიტომ დავიბადე და იმიტომ მოველ ამ ქვეყნად, რომ ჭეშმარიტება ვიმოწმო. ყველა, ვინც ჭეშმარიტებისაგან არის, ყურს უგდებს ჩემს ხმას. 38. უთხრა მას პილატემ: რა არის ჭეშმარიტება? ეს რომ თქვა, კვლავ გამოვიდა იუდეველებთან და უთხრა მათ: მე ვერავითარ ბრალს ვერ ვპოულობ მასში. 39. ხომ გაქვთ ჩვეულება, რომ ერთი კაცი გაგითავისუფლოთ პასექისას? თუ გინდათ, გაგითავისუფლებთ იუდეველთა მეფეს. 40. მაგრამ ყველანი აყვირდნენ და თქვეს: ეგ კი არა, არამედ ბარაბა; ხოლო ბარაბა ყაჩაღი იყო. იოანეს სახარება (თავი 18) 19. ხოლო ეს თქვა, რათა ენიშნებინა, როგორი სიკვდილით განადიდებდა იგი ღმერთს. ეს რომ თქვა, უთხრა: მომყევიო. 20. შემობრუნდა პეტრე და დაინახა, რომ უკან მოსდევდა მოწაფე, რომელიც უყვარდა იესოს, სწორედ ის, სერობისას მის მკერდზე მიყრდნობილმა რომ უთხრა: უფალო, ვინ გაგცემს შენ? 21. ეს რომ დაინახა, პეტრემ უთხრა იესოს: უფალო, ამას რა? 22. უთხრა მას იესომ: თუკი მნებავს, რომ ჩემს მოსვლამდე დარჩეს, შენ რა? შენ მე გამომყევ. 23. და გავრცელდა ეს სიტყვა ძმებს შორის, რომ ის მოწაფე არ მოკვდებოდა. მაგრამ იესოს ის კი არ უთქვამს, არ მოკვდებაო, არამედ: თუკი მნებავს, რომ ჩემს მოსვლამდე დარჩეს, მერე შენ რაო? 24. ეს არის მოწაფე, რომელიც მოწმობს ამას და რომელმაც დაწერა ეს. და ვიცით, რომ მისი მოწმობა ჭეშმარიტია. 25. ბევრი სხვა რამეც მოიმოქმედა იესომ, მაგრამ ყველაფერი სათითაოდ რომ დაწერილიყო, ვგონებ, ქვეყანაც ვერ დაიტევდა დაწერილ წიგნებს. ამინ. იოანეს სახარება (ბოლო თავი) 26. ვინც მე მემსახურება, მევე გამომყვეს, და სადაც მე ვიქნები, იქვე იყოს ჩემი მსახურიც. ვინც მე მემსახურება, მას პატივს მიაგებს მამა. 27. აწ შეძრწუნდა ჩემი სული და რა უნდა ვთქვა? მამაო, მიხსენ ამ ჟამისაგან; მაგრამ სწორედ ამისთვის მოვედი ამ ჟამს. 28. მამაო, განადიდე შენი სახელი! და გაისმა ხმა ზეცით: განვადიდე და კვლავაც ვადიდებ! 29. იქ მდგომმა ხალხმა ამის გაგონებაზე თქვა: იქუხაო; სხვები კი ამბობდნენ: ანგელოზი ეუბნა მას. 30. მიუგო იესომ და თქვა: ჩემთვის კი არ იყო ეს ხმა, არამედ თქვენთვის. 31. აწ განისჯება ეს ქვეყანა, აწ განდევნიან ამ ქვეყნის მთავარს. 32. და როცა ავმაღლდები ქვეყნით, ყველას ავიტაცებ ჩემთან. 33. ხოლო ამას ამბობდა, რათა ენიშნებინა, როგორი სიკვდილით უნდა მომკვდარიყო. 34. მიუგო ხალხმა: რჯულიდან გვსმენია, რომ ქრისტე უკუნისამდე უნდა ეგოს: მაშ, როგორღა ამბობ, კაცის ძე ამაღლდებაო? ვინ არის ეს კაცის ძე? 35. უთხრა მათ იესომ: ცოტა ხანს კიდევ იქნება ნათელი თქვენთან. იარეთ, სანამ გინათებთ, რათა არ მოგიცვათ ბნელმა: ვინაიდან ბნელში მოარულმა არ იცის, საით მიდის. 36. სანამ გინათებთ გწამდეთ ნათელი, რათა გახდეთ ძენი ნათლისა. ეს რომ თქვა იესომ, წავიდა და გაუჩინარდა მათგან. იოანეს სახარება (თავი 12) 23. და დადიოდა იესო ტაძარში, სოლომონის ბჭესთან. 24. გარს შემოერტყნენ იუდეველები და უთხრეს: სანამდის უნდა გვიმწარებდე სულს? თუ ქრისტე ხარ, გვითხარი ნათლად. 25. მიუგო მათ იესომ: გითხარით და არ მერწმუნეთ; საქმენი, რომელთაც ვაკეთებ მამის სახელით, თვითონვე მოწმობენ ჩემთვის. 26. მაგრამ თქვენ არ გჯერათ, ვინაიდან არა ხართ ჩემი ცხვართაგანნი, როგორც გითხარით. 27. ჩემს ცხვრებს ჩემი ხმა ესმით; მე ვიცნობ მათ, და ისინიც მომდევენ. 28. მე ვაძლევ მათ საუკუნო სიცოცხლეს; არ წარწყმდებიან უკუნისამდე და ვერავინ მომტაცებს მათ. 29. მამაჩემი, რომელმაც მომცა ისინი, ყველაზე უმეტესია; და მისი ხელიდან ვერავინ წარიტაცებს მათ. 30. მე და მამა ერთი ვართ. 31. მაშინ იუდეველებმა კვლავ ქვებს დასტაცეს ხელი მის ჩასაქოლად. 32. იესომ მიუგო მათ: მრავალი კეთილი საქმე გიჩვენეთ მამაჩემის მიერ; რომელი მათგანისათვის მიპირებთ ჩაქოლვას? 33. მიუგეს იუდეველებმა და თქვეს: კეთილი საქმისთვის კი არ ჩაგქოლავთ, არამედ ღმრთის გმობისთვის, ვინაიდან კაცი ხარ და ღმერთად კი მოგაქვს თავი. 34. მიუგო მათ იესომ: განა თქვენს რჯულში არ გიწერიათ: მე ვთქვი, რომ ღმერთები ხართ? 35. ხოლო თუ ღმერთები უწოდა მათ, ვის მიმართაც იყო ღმრთის სიტყვა (წერილი კი ურღვევია), 36. მას, ვინც წმიდა-ყო და ამ ქვეყნად მოავლინა მამამ, ეუბნებით, ღმერთსა გმობო, რაკიღა ვთქვი: მე ვარ ძე ღმრთისა? 37. თუ არ ვაკეთებ მამაჩემის საქმეს, ნუ მერწმუნებით. 38. და თუ ვაკეთებ, მე რომ არ მერწმუნოთ, საქმეებს მაინც რწმუნეთ, რათა შეიცნოთ და ირწმუნოთ, რომ მამა ჩემშია, ხოლო მე - მასში. იოანეს სახარება (თავი 10) 24. მეორედაც მოუხმეს იმ კაცს, რომელიც ბრმა იყო, და უთხრეს: მიაგე დიდება ღმერთს: ჩვენ ვიცით, რომ ის კაცი ცოდვილია. 25. ხოლო მან მიუგო და თქვა: ცოდვილია თუ არა, არ ვიცი: ერთი ეს ვიცი, რომ ბრმა ვიყავი და ახლა კი ვხედავ. 26. კვლავ ჰკითხეს: მაინც რა გიყო, როგორ აგიხილა თვალი? 27. მიუგო მათ: აკი გითხარით და არ მისმინეთ; კიდევ რისი მოსმენა გნებავთ? ან იქნებ გსურთ დაემოწაფოთ? 28. მათ კი გალანძღეს და უთხრეს: მისი მოწაფე შენა ხარ, ხოლო ჩვენ მოსეს მოწაფეები ვართ. 29. ჩვენ ვიცით, რომ მოსეს ელაპარაკა ღმერთი; ის კი, არ ვიცით, საიდან არის. 30. მიუგო კაცმა და უთხრა მათ: საკვირველი ის არის, რომ არ იცით, საიდან არის; მაგრამ მე კი ამიხილა თვალი. 31. ჩვენ ვიცით, რომ ღმერთი არ უსმენს ცოდვილებს; არამედ ვინც ღვთისმოსავია და ასრულებს ღმრთის ნებას, მას უსმენს. 32. სად გაგონილა, რომ ვინმეს თვალი აეხილოს ბრმადშობილისთვის? 33. ღმრთისაგან რომ არ იყოს, ვერაფერსაც ვერ გახდებოდა. 34. მიუგეს მათ და უთხრეს: მთლიანად ცოდვებში შობილი ხარ და ჩვენ გვასწავლი? და გამოაგდეს იგი. 35. იესომ რომ გაიგო, გამოაგდესო, მონახა იგი და უთხრა: გწამს კაცის ძე? 36. მიუგო მან და თქვა: ვინ არის, უფალო, რომ ვიწამო? 37. უთხრა მას იესომ: შენ გინახავს იგი; ვინც გელაპარაკება, სწორედ ის არის. 38. ხოლო მან თქვა: მწამს, უფალო, და თაყვანი სცა მას. 39. იესომ უთხრა: განსასჯელად მოველ ამ ქვეყნად, რათა ბრმებმა იხილონ, მხედველნი კი ბრმებად იქცნენ. 40. ეს რომ გაიგონეს, მასთან მყოფმა ფარისევლებმა უთხრეს: ნუთუ ჩვენც ბრმები ვართ? 41. უთხრა მათ იესომ: ბრმები რომ იყოთ, ცოდვაც არ გექნებოდათ; ახლა კი ამბობთ, ვხედავთო, და ცოდვაც თანა გაქვთ. იოანეს სახარება (თავი 9) 12. ხელახლა მიმართა იესომ და უთხრა მათ: მე ვარ ნათელი ქვეყნისა; ვინც გამომყვება, ბნელში კი არ ივლის, არამედ ექნება სიცოცხლის ნათელი. 13. ფარისევლებმა უთხრეს: შენ თვითონ მოწმობ შენს თავზე, ასე რომ, შენი მოწმობა არ არის ჭეშმარიტი. 14. მიუგო იესომ და უთხრა მათ: ჩემს თავზედაც რომ ვმოწმობდე, ჭეშმარიტია ჩემი მოწმობა, რადგანაც ვიცი, საიდან მოვედი და სად მივდივარ; თქვენ კი არ იცით, საიდან მოვსულვარ და სად მივალ. 15. თქვენ ხორცისამებრ სჯით, ხოლო მე არავის განვსჯი. 16. მაგრამ კიდეც რომ განვსჯიდე, ჭეშმარიტია ჩემი მსჯავრი, ვინაიდან მარტო კი არა ვარ, არამედ მე და მამა, ჩემი მომავლინებელი. 17. რადგან რჯულშიც გიწერიათ, რომ ორი კაცის მოწმობა ჭეშმარიტია. 18. მე ვარ, ვინც ჩემს თავზე ვმოწმობ და ჩემზევე მოწმობს მამაც, რომელმაც მომავლინა. 19. ჰკითხეს: სად არის მამაშენი? ხოლო იესომ მიუგო: არც მე მიცნობთ და არც მამაჩემს; მე რომ მიცნობდეთ, მამასაც იცნობდით ჩემსას. 20. ეს სიტყვები თქვა იესომ საგანძურთან, როცა ასწავლიდა ტაძარში. და ვერავინ შეიპყრო იგი, ვინაიდან ჯერ კიდევ არ მოსულიყო მისი ჟამი. 21. კვლავ უთხრა მათ იესომ: მე მივდივარ, ძებნას დამიწყებთ და თქვენსავ ცოდვაში მოკვდებით; სადაც მე მივალ, თქვენ ვერ მოხვალთ იქ. 22. იუდეველებმა თქვეს: თავის მოკვლას ხომ არ აპირებს, რაკიღა ამბობს, სადაც მე მივალ, თქვენ ვერ მოხვალთ იქო? 23. და უთხრა მათ: თქვენ ქვენანი ხართ, ხოლო მე ზენათაგანი; თქვენ ამქვეყნიურნი ხართ, ხოლო მე - იმქვეყნიური. 24. ამიტომაც გითხარით, თქვენს ცოდვებში მოკვდებით-მეთქი. რადგანაც თუ არ იწამებთ, რომ მე ვარ, თქვენსავე ცოდვებში მოკვდებით. 25. მაშინ უთხრეს: მაინც ვინა ხარ? ხოლო იესომ მიუგო: იმთავითვე რას გეუბნებოდით? 26. ბევრი რამ მაქვს თქვენთვის სათქმელი და განსასჯელი; მაგრამ ჩემი მომავლინებელი ჭეშმარიტია, და რაც მისგან მსმენია, ქვეყანასაც იმასვე ვეტყვი. 27. მაგრამ მათ ვერ გაიგეს, რომ მამაზე ამბობდა ამას. 28. და უთხრა მათ იესომ: როცა კაცის ძეს აამაღლებთ, მაშინ გაიგებთ, რომ მე ვარ, და არაფერს ვაკეთებ ჩემით, არამედ რაც მასწავლა მამამ, იმას ვამბობ. 29. ვინც მომავლინა, ჩემთანაა; მარტო არ დამტოვა მამამ, ვინაიდან ყოველთვის იმას ვაკეთებ, რაც ეამება მას. 30. ამას რომ ამბობდა, ბევრმა ირწმუნა იგი. 31. და უთხრა იესომ იუდეველებს, რომლებმაც ირწმუნეს იგი: თუ ჩემს სიტყვაში დამკვიდრდებით, ჭეშმარიტად ჩემი მოწაფეები ხართ. 32. შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ. 33. მიუგეს მას: აბრაამის მოდგმისა ვართ და არასდროს დავმონებივართ ვინმეს. მაშ, რამ გათქმევინა, განთავისუფლდებითო? 34. მიუგო მათ იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ყველა, ვინც სცოდავს, ცოდვის მონაა. 35. მაგრამ მონა საუკუნოდ როდი მკვიდრდება სახლში, ძე კი უკუნისამდე მკვიდრობს. 36. ასე რომ, თუ ძე გაგათავისუფლებთ, ჭეშმარიტად თავისუფალნი იქნებით. 37. ვიცი, რომ აბრაამის მოდგმისანი ხართ, მაგრამ მოსაკლავად კი მეძებთ, რადგანაც ჩემი სიტყვა ვერ ეტევა თქვენში. 38. მე ვამბობ იმას, რაც მამაჩემთან მიხილავს, თქვენ კი რაც მამათქვენთან გიხილავთ, იმას აკეთებთ. 39. მიუგეს და უთხრეს მას: ჩვენი მამა აბრაამია. უთხრა მათ იესომ: აბრაამის შვილები რომ იყოთ, საქმესაც აბრაამისას გააკეთებდით. 40. ახლა კი მოსაკლავად მეძებთ მე, ვინც გაუწყეთ ჭეშმარიტება, რაც ღმერთისაგან ვისმინე. აბრაამს ეს არ უქნია. 41. თქვენ მამათქვენის საქმეს აკეთებთ. უთხრეს: სიძვისგან როდი ვშობილვართ; ერთი მამა გვყავს - ღმერთი. 42. უთხრა მათ იესომ: ღმერთი რომ იყოს მამათქვენი, გეყვარებოდით, ვინაიდან ღმრთისაგან გამოვედი და მოვედი, რადგანაც ჩემით კი არ მოვსულვარ, არამედ მან მომავლინა. 43. რატომ არ გესმით ჩემი ნათქვამი? იმიტომ, რომ არ შეგიძლიათ ყური უგდოთ ჩემს სიტყვას. 44. თქვენ მამათქვენის - ეშმაკისაგან ხართ და მამათქვენის სურვილთა აღსრულება გსურთ. დასაბამითვე კაცის მკვლელი იყო იგი და ჭეშმარიტებაში ვერ დაემკვიდრა, ვინაიდან ჭეშმარიტება არ არის მასში, და როცა სიცრუეს ამბობს, თავისისას ამბობს, ვინაიდან ცრუ არის და სიცრუის მამა. 45. მე კი სიმართლეს გეუბნებით და არა გწამთ ჩემი. 46. რომელი თქვენგანი მამხილებს ცოდვის გამო? ხოლო თუ ჭეშმარიტებას ვამბობ, რატომ არა გწამთ ჩემი? 47. ვინც ღმრთისაგან არის, ღმრთის სიტყვებს ისმენს. თქვენ კი იმიტომ არ ისმენთ, რომ ღმრთისაგან არა ხართ. 48. მიუგეს იუდეველებმა და უთხრეს მას: განა კარგად არ ვამბობთ, რომ სამარიელი ხარ და ეშმაკეული? 49. მიუგო იესომ: ეშმაკეული კი არა ვარ, არამედ პატივს ვცემ მამაჩემს. თქვენ კი მაგინებთ. 50. მაგრამ მე ჩემს დიდებას როდი ვეძებ; არის მძებნელი და განმკითხველი. 51. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც დაიმარხავს ჩემს სიტყვას, უკუნისამდე არ იხილავს სიკვდილს. 52. იუდეველებმა უთხრეს: ახლა კი მივხვდით, რომ ეშმაკეული ხარ: აბრაამიც მოკვდა და წინასწარმეტყველნიც, შენ კი ამბობ: ვინც დაიმარხავს ჩემს სიტყვას, უკუნისამდე არ იგემებს სიკვდილსო. 53. ნუთუ შენ უფრო მეტი ხარ, ვიდრე მამაჩვენი აბრაამი, რომელიც მოკვდა? და წინასწარმეტყველნიც მოკვდნენ. ვინ გგონია შენი თავი? 54. მიუგო იესომ: თუ მე ჩემსავ თავს ვადიდებ, ჩემი დიდება არაფერია. მე მამაჩემი მადიდებს, ვისზედაც თქვენ ამბობთ: ის არის ჩვენი ღმერთიო. 55. და ვერ გიცვნიათ იგი, მე კი ვიცნობ მას. ხოლო თუ ვიტყვი, არ ვიცნობ-მეთქი, თქვენსავით ცრუ ვიქნები. მაგრამ მე ვიცნობ და ვიმარხავ მის სიტყვას. 56. მამათქვენი აბრაამი ხარობდა იმის გამო, რომ იხილავდა ჩემს დღეს. იხილა და გაიხარა. 57. იუდეველებმა უთხრეს: ორმოცდაათი წლისაც არა ხარ და აბრაამი გინახავს? 58. უთხრა მათ იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: აბრაამზე უწინარესი ვარ. 59. მაშინ იუდეველებმა ქვებს დასტაცეს ხელი მის ჩასაქოლად. მაგრამ იესო თვალს მიეფარა და ტაძრიდან გავიდა. იოანეს სახარება (თავი 8) თავი მეხუთე 1. შემდგომ ამისა იყო იუდეველთა დღესასწაული, და ავიდა იესო იერუსალიმს. 2. ხოლო იერუსალიმში, ცხვრის ჭიშკართან არის ხუთბჭიანი აუზი, რომელსაც ებრაულად ჰქვია ბეთეზდა. 3. იქ იწვა უამრავი სნეული, ბრმა, კოჭლი და დავრდომილი, რომლებიც მოელოდნენ წყლის ძვრას. 4. ვინაიდან ანგელოზი დროდადრო ჩადიოდა აუზში და ამღვრევდა წყალს; ხოლო ვინც წყლის ძვრისას პირველი ჩავიდოდა შიგ, რა სენითაც უნდა ყოფილიყო სნეული, იკურნებოდა. 5. იყო იქ კაცი, რომელიც ოცდათვრამეტ წელიწადს იტანჯებოდა თავისი სენით. 6. როცა იესომ მწოლარე იხილა იგი, მიხვდა, რომ დიდი ხანია ამ დღეში იყო, და უთხრა: გინდა განიკურნო? 7. ხოლო სნეულმა მიუგო: უფალო, კაცი არა მყავს, რომ წყლის ძვრისას ჩამიშვას აუზში; ვიდრე მე მივალ, სხვა მასწრებს ჩასვლას. 8. და უთხრა იესომ: აღდეგ, აიღე შენი სარეცელი და წადი. 9. მაშინვე განიკურნა იგი; აიღო თავისი სარეცელი და წავიდა. ხოლო ის დღე შაბათი იყო. 10. ამიტომაც იუდეველები ეუბნებოდნენ განკურნებულს: დღეს შაბათია, ასე რომ, ნება არ გქონდა აგეღო შენი სარეცელი. 11. მან კი მიუგო: ვინც განმკურნა, მანვე მითხრა: აიღე შენი სარეცელი და წადი. 12. ჰკითხეს: ვინ არის ის კაცი, რომელმაც გითხრა, აიღე შენი სარეცელი და წადიო? 13. მაგრამ განკურნებულმა არ იცოდა, ვინ იყო, რადგან იესო იქვე მყოფ ხალხში გაუჩინარდა. იოანეს სახარება 36. ხოლო მე უკეთესი მოწმობა მაქვს, ვიდრე მოწმობა იოანესი: საქმენი, მამამ რომ მომცა აღსასრულებლად, თვით ჩემს მიერ ქმნილი საქმენი მოწმობენ, რომ მამისგან ვარ მოვლინებული. 37. ასე რომ, მამამ, რომელმაც მომავლინა, თვითონვე იმოწმა ჩემთვის. თქვენ არც მისი ხმა გსმენიათ ოდესმე და არც ხატება გიხილავთ მისი. იოანეს სახარება (თავი 5) 13. არავინ ასულა ზეცად, გარდა ზეცით ჩამოსული კაცის ძისა, რომელიც არის ცაში. იოანეს სახარება (თავი 3) 1. მესამე დღეს ქორწილი იყო გალილეას კანაში, და იყო იქ იესოს დედა. 2. იესო და მისი მოწაფეებიც მიწვეულნი იყვნენ ქორწილში. 3. და რაკი ღვინიო შემოაკლდათ, იესოს დედამ უთხრა მას: ღვინო არა აქვთ. 4. ხოლო იესომ მიუგო: მერედა, რა ჩემი და შენი საქმეა, დედაო? ჯერ კიდევ არ დამდგარა ჩემი საათი. 5. დედამისმა უთხრა მსახურებს: რასაც გეტყვით, აღასრულეთო. 6. იყო იქ ექვსი ქვის კასრი, იუდეველთა განწმენდის ჩვეულებისამებრ დადგმული, რომლებშიაც ჩადიოდა ორი თუ სამი საწყაო. 7. უთხრა მათ იესომ: აავსეთ კასრები წყლით; და მათაც აავსეს პირთამდე. 8. კვლავ უთხრა მათ: ახლა კი ამოიღეთ და მიართვით თამადას. და მიართვეს. 9. როცა თამადამ გემო გაუსინჯა ღვინოდ ქცეულ წყალს (თუმცა მან არ იცოდა, როგორ მოხდა ეს: იცოდნენ მხოლოდ მსახურებმა, რომლებმაც ამოიღეს წყალი), მოუხმო სიძეს. 10. და უთხრა: ყველა კაცი ჯერ უკეთეს ღვინოს ჩამოდგამს, ხოლო როცა დათვრებიან, უარესს; შენ კი უკეთესი ღვინო აქამდე შემოგინახავს. 11. ასე დაუდო დასაბამი იესომ სასწაულებს გალილეის კანაში და გამოავლინა დიდება თვისი. და იწამეს იგი მისმა მოწაფეებმა. იოანეს სახარება (თავი 2) 1. დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა. 2. ის იყო დასაბამიდან ღმერთთან. 3. ყველაფერი მის მიერ შეიქმნა, და უმისოდ არაფერი შექმნილა, რაც კი შეიქმნა. 4. მასში იყო სიცოცხლე, და სიცოცხლე იყო ნათელი კაცთა. 5. ნათელი ბნელში ნათობს და ბნელმა იგი ვერ მოიცვა. 6. იყო კაცი, მოვლინებული ღმერთის მიერ, და სახელი მისი იოანე. 7. ის მოვიდა სამოწმებლად, რათა ემოწმებინა ნათლისათვის და, ამრიგად, ყველას ერწმუნა მისგან. 8. არ იყო ის ნათელი, არამედ რათა ემოწმებინა ნათლისათვის. 9. იყო ნათელი ჭეშმარიტი, რომელიც გაანათლებს ყველა კაცს, მომავალს ქვეყნად. 10. ამ ქვეყნად იყო და ქვეყანა მის მიერ შეიქმნა, და ქვეყანამ ვერ იცნო იგი. 11. თავისიანებთან მოვიდა და თავისიანებმა არ შეიწყნარეს. 12. ხოლო ყველას, ვინც შეიწყნარა იგი, მისცა ხელმწიფება ღმრთის შვილებად წოდებულიყვნენ; ყველას, ვისაც სწამს მისი სახელი; 13. და ვინც არა სისხლისაგან, არა ხორცის ნებისაგან, არა მამაკაცის ნებისაგან, არამედ ღმრთისაგან იშვნენ. 14. სიტყვა ხორცად იქცა და დაემკვიდრა ჩვენს შორის, მადლითა და ჭეშმარიტებით სავსე. და ვიხილეთ დიდება მისი, დიდება მხოლოდშობილისა მამის მიერ. 15. იოანე მოწმობს მისთვის და ღაღადით ამბობს: ეს არის იგი, ვისთვისაც ვთქვი: ჩემს შემდეგ მომავალი ჩემი წინამორბედია, ვინაიდან ჩემზე უწინარეს იყო. 16. და მისი სავსებისგან ყველამ მივიღეთ მადლი მადლისა წილ. იოანეს სახარება (თავი 1) 17. რადგან რჯული მოსეს მიერ მოგვეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტება იესო ქრისტეს მიერ იქმნა. იოანეს სახარება (1) 18. ღმერთი არავის არასოდეს უხილავს: მხოლოდშობილმა ძემ, რომელიც იყო მამის წიაღში, მან გაგვიცხადა. იოანეს სახარება (1) გნოსტიციზმი I საუკუნეში აღმოცენებული ქრისტიანობის ერთ-ერთი განშტოება იყო, რომლის მიმდევრებსაც განსაკუთრებულ ცოდნაზე ჰქონდათ პრეტენზია. “გნოსის” (ბერძნულად γνῶσις) ნიშნავს ცოდნას. გნოსტიციზმის მიმდევრებზე ინფორმაცია მოიპოვება მე-20 საუკუნეშიც. მათი როლი: გნოსტიკებს სწამდათ, რომ მხოლოდ ისინი იგებდნენ მაცხოვრის სიტყვებს სწორად, ხოლო სხვა კონფესიები არასწორ ინტერპრეტაციებს აკეთებდნენ. გნოსის: ცოდნა მათთვის მხოლოდ ინტელექტუალურ თვისებას არ წარმოადგენდა. მიაჩნდათ, რომ ცოდნა ეს იყო საშუალება, გათავისუფლებულიყვნენ მონობისგან. ღმერთი: მათ მიაჩნდათ, რომ სამყარო შექმნა არასრულყოფილმა ღმერთმა დემიურგმა უზენაესი ღმერთის, პნევმას დახმარებით. დემიურგი ეს იგივე აბრაამისეული რელიგიების (იუდაიზმი, ქრისტიანობა, ისლამი) ღმერთია, რომელიც სხვადასხვა წმინდა წიგნებში მოიხსენიება როგორც ალლაჰ, იაჰვე, ელოჰიმ, ელ-შადაი, ელ-საბაოთ და ა.შ. ასევე ისინი მიიჩნევდნენ, რომ იესო არა დემიურგის, არამედ სრულყოფილი ღმერთის შვილი იყო, რომელზეც მის მოვლინებამდე არავინ უწყოდა. სწორედ ეს ღმერთი დგას იერარქიის სათავეში. მან შვა გონება (ნუს). ამ უკანასკნელმა კი თავის მხრივ დასაბამი მისცა სიტყვას (ლოგოს). მისგან წარმოიშვა უბიწოება (ფრონესის), უბიწოებისაგან – სიბრძნე (სოფია) და ძალა (დინამის). ეს ორი უკანასკნელი განაპირობებს იმ მოვლენებს, რომელსაც ჩვენ ზეციურ ძალებს ვუწოდებთ. სოფია მიიჩნეოდა დემიურგის დედად. დემიურგს ასევე უწოდებდნენ იალდაბაოთს ან ლალდაბაოთს, რომელიც არამეულ ენაზე “ზეცის მშობელს” ნიშნავს. ტრადიციული ქრისტიანობისგან განსხვავებით, დემიურგი გნოსტიციზმში ითვლება ეჭვიან, შურიან, თანაგრძნობის არმქონე ღვთაებად. ამას ასკვნიდნენ ძველი აღთქმის გარკევული მუხლების საფუძველზე, სადაც ღმერთს ადამიანური თვისებები აქვს მიწერილი (მაგალითად, “ინანა უფალმა, რომ შექმნა ადამიანი ამქვეყნად”, “თქვა უფალმა: გახშირდა სამდურავი სოდომსა და გომორზე, მეტისმეტად დაუმძიმდათ ცოდვები. ჩავალ და ვნახავ, საქმით დაიმსახურეს თუ არა სამდურავი, ჩემამდე რომ მოაწია”, ასევე ჩვილი ბავშვების გაწყვეტა ეგვიპტეში და ა.შ. ). სხეული და სული: სული მუდმივად არსებობს და კარგია. ხორცი კი დროებითია და ფუჭი. გნოსტიკები ყველაფერს უარყოფითად ეკიდებოდნენ, რაც მატერიალურთან იყო კავშირში. გადარჩენა: იერარქიული კიბის უფრო ქვედა საფეხურზე განლაგებულია 365 ცა. პავლე მოციქული ატაცებულ იქნა მხოლოდ მესამე ცამდე, ხოლო გნოსტიკოსებს, მათი მტკიცებით, ძალუძთ უმაღლეს სფეროებამდე ასვლა. ყოველი ცა განსაკუთრებული ანგელოზის ხელმძღვანელობის ქვეშ იმყოფება, ხოლო ყველაზე დაბალ ცას იაჰვე განაგებს. ადამიანებს სამ კატეგორიად ყოფდნენ: * სულზე მზრუნავი, რომელიც სიკვდილის შემდეგ მიაღწევს თავისუფლებას. * გნოსის (ცოდნის) მფლობელი, რომელიც განსაკუთრებულ ნეტარებას მიაღწევს. * ხორცზე მზრუნავი, რომელიც უიმედოდ განწირულია. სატანა: ისინი უარყოფდნენ აზრს, რომ სატანა ერთ დროს ანგელოზი იყო და შემდეგ შესცოდა. სატანა მათთან დემიურგის ერთ-ერთ ქმნილებად განიხილება. გველი: გნოსტიკების ზოგიერთი სექტა პატივს მიაგებდა გველს (დრაკონს). მათთან ეს ცხოველი არა ცდუნების, არამედ სიბრძნის სიმბოლო იყო. გამოსახავდნენ საკუთარი კუდით პირში და ოურობორუსს უწოდებდნენ. სხვათაშორის გუგლში ძიებისას წავაწყდი, რომ მსგავსი ნიშანი მასონებშიცაა მიღებული: იესო ქრისტე: დიდი ხანი მიდიოდა კამათი გნოსტიკებში, რა იყო მაცხოვრის მიზანი. საბოლოოდ შეთანხმდნენ, ის არც მსაჯულია და არც მხსნელი, არამედ სიმართლის გამომააშკარავებელი და თავისუფლების მომტანი. მან შემოიტანა ცოდნა, რომელიც ადამიანს გაათავისუფლებს დემიურგის ზეგავლენისგან. მიაჩნიათ, რომ ქრისტეს მოციქულებში ქალებიც იყვნენ. ზოგიერთი კი თვლიდა, რომ მისი აღდგომა მოხდა ჯვარზევე. სამყარო მათთან სამ ნაწილად იყოფა: * კოსმოსი – თეთრი ფერის სფერო, რომელშიც 7 სფეროს ფორმის სხეულია: მთვარე, ვენერა, მერკური, მზე, მარსი, იუპიტერი და სატურნი. ურანი ძველ დროს პლანეტად არ ითვლებოდა და არც მათთანაა შეტანილი. ამ სფეროებზე ცხოვრობენ ანგელოზები და დემონები, რომლებსაც არხეონები ჰქვიათ. * შუალედური სამეფო – ადგილი რომელიც უკუნი სიბნელისა და სინათლის ნაზავია (სტაფილოსფერი და ყვითელი წრე) . ეს არის სოფიას სამეფო. * ღმერთის სამეფო – ვარდისფერი წრე იესო ქრისტეს სამეფოა, ხოლო უკანასკნელი წრე – მისი მამის, სრულყოფილი ღმერთისა. წმინდა წიგნები: ცხადია, გნოსტიკების სწავლებები წინააღმდეგობაშია ტრადიციულ ბიბლიასთან. ამიტომ მათთან წმინდა წიგნებად აღიარებულია არაკანონიკური აპოკრიფებიც, რომელსაც ეკლესია სულისთვის მავნედ თვლის. ესენია: მარიამ მაგდალინელის სახარება, თომას სახარება, სიმართლის სახარება, ფილიპეს სახარება და იუდას სახარება. მიიჩნევენ , რომ გნოსტიკური ელემენტებია “და ვინჩის კოდში” და ფილმ “მატრიცის” მესამე სერიაში. წყარო: http://papiloni.blogspot.com/2013/04/gnosticizmi.html
  4. ფილიპეს სახარება გნოსტიკური აპოკრიფი რუსულიდან თარგმნა ღვთისავარ ჩაბრავამ ებრაელი შექმნის ებრაელს და უწოდებენ მას ასე: პროზელიტი. მაგრამ პროზელიტი არ ქმნის პროზელიტს: ჭეშმარიტი ადამიანები ისეთნი არიან, როგორნიც არიან დასაბამითგანვე და ისინი ქმნიან სხვებს, ასევე ჭეშმარიტ ადამიანებს. საკმარისია ისინი გამოჩინდნენ... მონა მარტოოდენ გზას ეძებს, რომ თავისუფალი გახდეს, მაგრამ ის არ ეძებს თავისი ბატონის ქონებას. ძე კი - არის არა მარტო ძე, მაგრამ ის ისაკუთრებს თავისთვის მამის მემკვიდრეობას. ისინი ვინც მემკვიდრეობით იღებენ მკვდარს, თავადაც მკვდრები არიან და ისინი იღებენ მემკვიდრეობით მკვდარს. ისინი ვინც მემკვიდრეობით იღებენ ცოცხალს, - ცოცხალნი არიან და ისინი მემკვიდრეობით იღებენ ცოცხალსა და მკვდარს. მკვდარნი კი არ იღებენ მემკვიდრეობით არაფერს. რამეთუ როგორ შეძლებდა მკვდარი მემკვიდრეობის მიღებას? თუ მკვდარი მიიღებს მემკვიდრეობით ცოცხალს, ის არ მოკვდება. მაგრამ ის ვინც მკვდარია, იცოცხლებს ამიერიდან! წარმართი არ მოკვდება, რამეთუ მას არასდროს უცხოვრია, რათა შეძლებოდა მოკვდინება. ის, ვინც ირწმუნა ჭეშმარიტება, დაიწყო ცხოვრება და ის არ მოექცევა სიკვდილის საფრთხის ქვეშ, რამეთუ ის ცოცხლობს. იმ დღიდან როდიდანაც მოვიდა ქრისტე, შექმნილია სამყარო, შემკობილნი არიან ქალაქები, უკუგდებული და მოცილებულია მკვდარი. როდესაც ჩვენ ვიყავით ებრაელნი, ვიყავით ობოლნი, ჩვენ გვყავდა მარტო დედა. მაგრამ როდესაც გავხდით ქრისტიანები, ჩვენ გაგვიჩნდა მამაც და დედაც. ისინი ვინც თესავენ ზამთარში, იმკიან მოსავალს ზაფხულში. ზამთარი ესაა - სამყარო, ზაფხული ესაა - სხვა ეონი. დავთესავთ წუთისოფელში, რათა ავიღოთ მოსავალი ზაფხულში. ამიტომ ჩვენ არ უნდა ვილოცოთ ზამთარში; ზამთარს შემდეგ - ზაფხულია. ხოლო თუ ვინმე დაიწყებს მოსავლის ზამთარში აღებას, ის ვერ აიღებს მოსავალს, არამედ მარტოოდენ ამოძირკვავს ნერგებს. ისევე როგორც ის ვინც ამ ფორმით არ არსებობს, არ მოიღებს ნაყოფს, - არამედ ის არ წარმოშობს ამ ადგილას, მაგრამ თვით შაბათსაც კი მისი ძალა უნაყოფოა. ქრისტე მოვიდა გამოესყიდა ზოგიერთები: ეხსნა ერთნი, გადაერჩინა სხვანი. მან გამოისყიდა ისინი ვინც უცხო იყო, გახადა ისინი თავისებად. მან განაცალკევა თავისები, ისინი, ვინც მან ჩადო გირაოდ თავისი ნებით. მან ჩადო თავისი საფშვინველი, როდესაც მოისურვა, არა მარტო მაშინ, როდესაც ის გამოცხადდა, არამედ სამყაროს არსებობის დასაბამიდან ჩადო თავისი საფშვინველი. როდესაც მან მოისურვა, მაშინ იგი უპირველეს ყოვლისა მოვიდა მის ასაღებად, რამეთუ ის გირაოდ იყო დატოვებული. ის იყო ყაჩაღთა შორის და ის ააიყვანეს ტყვედ. მან გაანთავისუფლა იგი იხსნა როგორც კეთილები ისე ბოროტები წუთისოფელში. სინათლე და წყვდიადი, სიცოცხლე და სიკვდილი, მარჯვენა და მარცხენა - ერთმანეთის ძმები არიან. მათი განცალკევება არ შეიძლება. ამიტომაც კარგებიც - არ არიან კარგები და ცუდებიც - არ არიან ცუდები და სიცოცხლე - არაა სიცოცხლე და სიკვდილი - არაა სიკვდილი. ამიტომაც თითოეული დაფლეთილი იქნება თავის საფუძველში დასაბამიდან. მაგრამ ისინი, ვინც წუთისოფელზე მაღლა დგანან, - დაუფლეთელნი და მარადიულნი არიან. სახელები რომლებიც აქვთ მიცემული მიწიერ საგნებს, შეიცავენ დიად შეცდომილებას, რამეთუ ისინი ყურადღებას უბნევენ გულს იმისგან, რაც მტკიცეა და ის ვისაც ესმის სიტყვა „ღმერთი“, ვერ იმეცნებს იმას რაც მტკიცეა, ვერ იმეცნებს იმას რაც არაა მტკიცე. ასევე სიტყვებში „მამა“ და „ძე“ და „სულიწმინდა“ და „სიცოცხლე“, „სინათლე“ და „აღდგომა“ და „ეკლესია“ და ყველა დანარჩენში - ვერ იმეცნებენ იმას, რაც მტკიცეა, მაგრამ იმეცნებენ იმას რაც არაა მტკიცე, უკიდურეს შემთხვევაში იმეცნებენ იმას რაც მტკიცეა. სახელები რომლებიც გაგონილნი იქნენ, არსებობენ სამყაროში მოტყუებისათვის. ისინი რომ ეონში ყოფილიყვნენ, მათ ერთი დღეც კი არ დაასახელებდნენ წუთისოფელში და არ ჩათვლიდნენ მიწიერ საგნებად. მათ აქვთ დასასრული ეონში. ერთადერთი სახელი რომელიც წუთისოფელში არ წარმოთქმულა არის სახელი რომელიც მამამ ძეს მისცა. ეს ყოველივეზე მაღლა დგას. ესაა - მამის სახელი. რამეთუ ძე არ გახდებოდა მამა, მამის სახელში რომ არ შემოსილიყო. ისინი ვინც ფლობენ ამ სახელს, შეიცნობენ მას, მაგრამ არ ამბობენ მას. ხოლო ისინი ვინც არ ფლობენ მას, ვერც იმეცნებენ მას. მაგრამ ჭეშმარიტებამ დაბადა სახელები წუთისოფელში იმიტომ რომ არ შეიძლება მისი შეცნობა სახელის გარეშე. ჭეშმარიტება ერთიანია, ის წარმოადგენს მრავალს, სიმრავლეს და ასე ჩვენთვის, რათა შეგვასწავლოს ჩვენ ერთიანობა სიყვარულის მეოხებით სიმრავლეს დახმარებით. არქონტებმა მოისურვეს მოეტყუებინათ ადამიანი, რამეთუ იხილეს, რომ იგი ერთი წარმოშობისაა ჭეშმარიტად კარგ საგნებთან ერთად. მათ აიღეს კარგთა სახელი და მისცეს იგი ცუდებს, რათა სახელთა მეშვეობით მოეტყუებინათ იგი და მიეჯაჭვათ იგი ცუდი, ბოროტეული საგნებისადმი და ამის მერე, თუ ისინი უზამენ მათ მოწყალებას, ისინი აიძულებენ განცალკევდნენ ბოროტეული საგნებისაგან და ათავსებენ მათ კარგთა შორის, იმათ შორის, რომლებიც მათ იციან. რამეთუ მათ მოისურვეს აეღოთ თავისუფალი და ექციათ იგი თავიანთ მონად საუკუნოდ. არიან ძალები, რომლებიც აძლევენ... ამ ადამიანს, არ სურთ რა აქციონ იგი... რათა ისინი გახდნენ... რამეთუ თუ ადამიანი... მსხვერპლშეწირვა... და შესწირეს მსხვერპლი ცხოველურ ძალებს... ესენი იყვნენ ცხოველთა მსგავსნი. მათ რომლებსაც ისინი მსხვერპლად სწირავდნენ, - ისინი მსხვერპლად სწირავდნენ ცოცხლებს. ხოლო როდესაც სწირავდნენ ისინი ხდებოდნენ მკვდრები. ადამიანი შესწირეს ღმერთს მკვდარი და ის გახდა ცოცხალი. ქრისტეს მოვლინებამდე არ იყო წუთისოფელში პური. როგორც ედემის ბაღში სადაც იყო ადამი, იყო მრავალი ხე, ცხოველთა საკვები, არ იყო ხორბალი, ადამიანთა საკვები. ადამიანი იკვებებოდა როგორც ცხოველი. მაგრამ როდესაც მოვიდა ქრისტე, სრულყოფილი ადამიანი, მან მოიტანა პური ზეციდან, რათა ადამიანს ეჭამა ადამიანის საკვები. არქონტები ფიქრობდნენ, ისინი აკეთებდნენ იმას, რასაც აკეთებდნენ, თავისი ძალითა და ნებით. მაგრამ სულიწმინდა საიდუმლოდ, ფარულად მოქმედებდა მათი გავლით, როგორც თავად სურდა. ჭეშმარიტებას რომელიც დასაბამიდან არსებობს, ისინი თესავენ ყველგან და მრავალნი ხედავენ მას, როდესაც თესავენ მას, მაგრამ მხოლოდ თითოოროლანი ხედავენ, როდესაც მიაქვთ იგი. ზოგიერთები ამბობდნენ, რომ მარიამი დაორსულდა სულიწმინდისაგან. ისინი ცდებიან. მათ არ იციან რას ამბობენ. როდის იყო რომ ქალი დაორსულებულიყო ქალისაგან? მარიამი - ესაა ქალწული, რომელიც ძალას არ შეუბილწავს. ისაა - დიადი ანათემა იუდეველთათვის, მოციქულთათვის და მოციქულთა მამაკაცებისათვის. ესაა ქალწული, რომელიც ძალას არ შეუბილწავს, - სუფთა, შეიბილწნენ ძალები და უფალი არ იტყოდა: მამაო ჩემო, რომელი ხარ ცათა შინა, - მას რომ სხვა მამა ყოლოდა, იტყოდა უბრალოდ: მამაო ჩემო. უფალმა უთხრა თავის მოწაფეებს: ...შემოდით მამის სახლში, არ მიიტანოთ არაფერი მამის სახლში და ნუ გამოიტანთ იქიდანაც ნურაფერს. იესო - არის სახელი დაფარული. ქრისტე - კი სახელი ღია, აშკარა. ამიტომაც იესო არ არსებობს არცერთ ენაზე, მაგრამ მისი სახელია - იესო, როგორც მას უწოდებენ. ქრისტე კი: მისი სახელი სირიულად არის - მესია, ხოლო ბერძნულად ქრისტე. საერთოდ ყველანი სხვანი ფლობენ მას, თითოეული ენის შესაბამისად. ნაზარეველი - ესაა ის, რაც გაცხადებულია იქიდან რაც დაფარულია. ქრისტე ფლობს საკუთარ არსებაში: ადამიანსაც, ანგელოზსაც, საიდუმლოსაც და მამაზეციერსაც. ისინი ვინც ამბობენ რომ უფალი თავდაპირველად მოკვდა და მერე აღდგა ცდებიან, რამეთუ ის აღდგა თავდაპირველად და ის მოკვდა. თუ არ მიაღწევს არავინ აღდგომას დასაბამში, ის ვერ მოკვდება. ღმერთი ცოცხალია - ის უკვე იქნება მკვდარი. არ დამალავენ ძვირფას საგანს დიდ ჭურჭელში, მაგრამ ხშირად მირიადები, რომლებსაც ვერ მოსთვლი, იყვნენ ჩაგდებულნი ჭურჭელში, რომელიც ასარია ღირდა. ასევეა საფშვინველიც: საგანი ძვირფასი, ის ჩამწყვდეულია ბილწ, ხრწნად სხეულში. არიან ზოგიერთები, რომლებსაც ეშინიათ მკვდრეთით აღდგნენ შიშველნი. ეს იმიტომ რომ მათ სურთ აღდგნენ ხორციელად და მათ არ იციან, რომ ისინი, ვინც ატარებენ ხორცს, - ისინი შიშველნი არიან. ისინი ვინც გაიხდიან რათა იყვნენ შიშველნი, - ისინი არ არიან შიშველნი. არც ხორცს, არც სისხლს არ შეუძლია ღვთის სასუფევლის დამკვიდრება. როგორიღაა ის რასაც არ შეუძლია დამკვიდრება? ეს ისაა რაც ჩვენზეა. და როგორიღაა ის რასაც შეუძლია დამკვიდრება? ეს ისაა რაც ეკუთვნის იესოს და მის სისხლს. ამიტომაც მან თქვა: ის ვინც არ შეჭამს ჩემს ხორცს და არ დალევს ჩემს სისხლს, ვერ ექნება სიცოცხლე თავის თავში. როგორია მისი ხორცი? მისი ხორცია ლოგოსი და მისი სისხლია - სულიწმინდა. ის ვინც მიიღო ეს, ფლობს საკვებს, სასმელს, შესამოსელს. მე კი, მე განვიკითხავ სხვებს, რომლებიც ამბობენ რომ ეს ხორცი არ აღდგება. ასე რომ ისინი ორივენი ცდებიან. შენ ამბობ რომ ხორცი არ აღდგება. მაგრამ გვითხარი, რა აღდგება რომ გცემდეთ თაყვანს. შენ ამბობ სული ხორცშია და აგრეთვე სინათლე ესე არის ხორცში. ლოგოსი - ესე სხვაა, რომელიც არის ხორცში, რამეთუ რაც არ უნდა თქვა, - შენ არაფერს ამბობ ხორცის გარდა. უნდა ავღდეთ ამ ხორცში, რადგან ყველანი მასში ვართ. ამ წუთისოფელში ვინც სამოსელს იცვამს, - არიან შესამოსლით არჩეულნი. ზეციურ სასუფეველში შესამოსელი აქვს იმათ, ვინც დაიდეს იგი საკუთარ თავზე წყლითა და ცეცხლით, რომელიც ასუფთავებს ყველა ადგილს. გაცხადებული, - გაცხადებულით და დაფარული, - დაფარულით. არსებობენ ზოგიერთი საგნები, დაფარულნი, - გაცხადებულით. არის წყალი წყალში და არის ცეცხლი ნათელცხებაში. იესო დაეუფლა მათ ყველას საიდუმლოდ. რამეთუ ის არ გაეცხადა ისეთი როგორიც იყო ჭეშმარიტად. მაგრამ ის გამოცხადდა ისე, როგორც შესაძლებელი იყო მისი დანახვა. ასე მათ ყველას გამოეცხადა: ის გამოეცხადა დიადებს - როგორც დიადი, მცირეთ - როგორც მცირე, ის გამოეცხადა ანგელოზებს - როგორც ანგელოზი და ადამიანებს - როგორც ადამიანი. ამიტომაც მისი ლოგოსი თითოეულისაგან დამალულია. ზოგიერთები ხედავდნენ მას და ეგონათ რომ საკუთარ თავს ხედავენ. მაგრამ როდესაც ის გამოეცხადა თავის მოწაფეებს დიდებაში მთაზე, ის არ იყო მცირე, ის გახდა დიადი. მაგრამ მან გახადა დიადებად თავისი მოწაფეები, რათა მათ შეძლებოდათ, მისი, დიადის ხილვა. მან თქვა იმ დღეს ევქარისტიაში: ისაა ის ვინც შეაერთა სრულყოფილება და სინათლე სულიწმინდაში, შეაერთა ანგელოზები, ჩვენთან, ფორმებთან. ნუ უარყოფთ კრავს, რადგან მის გარეშე არ შეიძლება კარიბჭის ხილვა. არვის ძალუძს გაეშუროს მეფისაკენ, შიშველმა. ზეცის ადამიანი - უფრო მრავალნი არიან მისი ძენი, ვიდრე მიწიერი ადამიანისა. თუ ადამის ძენი მრავალნი არიან, თუმცაღა ისინი კვდებიან, რამდენად მრავალნი არიან უფრო რიცხობრივად სრულყოფილი ადამიანის ძენი, რომელნიც არა კვდებიან, არამედ მუდმივად იბადებიან. მამა ქმნის ძეს, ხოლო ძეს არ შეუძლია ძის შექმნა. რამეთუ ის ვინც ქმნილია, არ ფლობს უნარს ქმნას. მაგრამ ძე იძენს თავისთვის ძმებს და არა ძეებს. ყველანი ისინი ვინც იბადებიან წუთისოფელში, იბადებიან ბუნების გამო და ზოგიერთები - სულის წყალობით. ისინი ვინც იბადებიან მისი წყალობით... ადამიანთან, რამეთუ ისინი იკვებებიან დაპირებით ზემოთ ადგილსამყოფელზე.
  5. სტუდენტი ღვთისავარ ჩაბრავა ბიბლიის კრიტიკული თეოსოფიური ანალიზი ნაწილი 1 პროლოგი დასაბამშივე, ჩასახვის დღიდანვე ქრისტიანული მოძღვრება სავსე იყო მძლავრი ვნებათაღელვებითა და ინტერესთა კონფლიქტებით, რამაც განაპირობა მისი მრავალფეროვნება. თავიდანვე, ჩვენი ერის პირველი საუკუნიდანვე ქრისტიანული მოძღვრება განვითარდა როგორც მრავალი, სხვადასხვა სახისა და ფორმის რელიგიურ–ფილოსოფიური კონფესიის ერთობლიობა, რომელთა წარმომადგენლებს ძალზე ხშირად გააჩნდათ ერთმანეთთან მიმართებაში ძლიერი ინტერესთა კონფლიქტები და ანტიპათიები, ქრისტეს დოქტრინების სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის გამო, იმიტომ რომ თითოეული მათგანი, რაც არ უნდა გამჭრიახი გონება ჰქონოდა, თითოეული მოციქული და მოციქულთა მოწაფე და მოწაფეთა მოწაფე, ფლობდა მეტნაკლებად განსხვავებულ და თავისებურ ხედვას, კონკრეტულად ქრისტეს ქადაგებებისა. ადრექრისტიანულ ეპოქაშივე მოხდა ქრისტეს მოძღვრების მიმდევართა დიფერენციაცია, გამოიკვეთენ ისეთები რომლებიც შედარებით უფრო კარგად იგებდნენ ქრისტეს ქადაგებათა ჭეშმარიტ არსს და ისეთებიც რომლებიც ან ცუდად იგებდნენ ან საერთოდაც არ ესმოდათ იგი. ის ადამიანები რომლებიც ყველაზე ახლოს იყვნენ ქრისტეს ქადაგებათა ჭეშმარიტ არსთან, საკუთარ თავს გნოსტიკოსებს უწოდებდნენ, რაც ნიშნავს შემმეცნებელს. მათი ორი მთავარი თვისება იყო, პანენთეისტური სუპერპერსონალიზმი და ებრაელთა რელიგიისა და მათი ღმერთის – იაჰვეს მიმართ კრიტიკული და მტკიცედ უარყოფითი, ანტაგონისტური დამოკიდებულება, რაც ვგონებ საკმაოდ ობიექტური იყო მათი მხრიდან, თუ მხედველობაში მივიღებთ ყველა ფაქტს. გნოსტიკოსთა მთავარი არგუმენტი იაჰვეს წინააღმდეგ, იყო მისი მძიმე ხასიათი, რაც გამოიხატებოდა, ტირანიულ და დიქტატორულ ნარცისიზმში, სადიზმში, ნაციზმში, რასიზმში, ქსენოფობიაში, სოციოპათურ ექსცენტრიზმში, რადიკალურ სიმკაცრეში, თანაგრძნობისა და მოწყალების უნარის არქონაში, ეჭვიანობასა და შურიანობაში, რომელიც ძველი აღთქმის თითქმის ყოველ სტროფში ვლინდება. გნოსტიკოსები მიუთითებდნენ ებრაელთა იაჰვესა და სახარებისეული მამაზეციერის ანტაგონიზმსა და დიალექტიკაზე ანუ იმაზე, რომ ამ ორი არსების ხასიათი იმდენად განსხვავდება ერთმანეთისაგან, ფაქტობრივად თავისუფლად შეგვიძლია ვამტკიცოთ ის, რომ ებრაული იაჰვე და სახარებისეული მამაზეციერი ორი სრულებით განსხვავებული არსება არიან. გნოსტიკოსთა საპირისპიროდ ადრექრისტიანულ ეპოქაში ჩვენდა საუბედუროდ ჩაისახა ერთი მეტად რადიკალური და ექსცენტრიული ტერორისტული ბუნების მქონე სექტანტური მიმდინარეობა, რომელიც აცხადებდა პრეტენზიას იმაზე, რომ წარმოადგენდა ქრისტიანობის ერთადერთ ჭეშმარიტ ფორმას, ხოლო სხვა მიმდინარეობებს ერეტიკულად ანუ მწვალებლურად, მცდარად აცხადებდა. ამ მიმდინარეობისათვის დამახასიათებელი იყო ორი რამ, კერძოდ მისი ჰიბრიდული ნახევრადქრისტიანული და ნახევრადიუდევლური (ებრაული ანუ იაჰვისტური) ბუნება და სადისტურ–სოციოპათიური და ექსტრემისტულ ტერორისტული ხასიათი. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ ეს მიმდინარეობა, თავის აბრაამულ ალუზიებში სახარებისეულ მამაზეციერს ებრაულ იაჰვეში აიგივებდა, იაჰვეს ჭეშმარიტი მამაღმერთის ერთერთ სახელად მიიჩნევდა და ამით, ორ სრულებით შეუთავსებად ლიტერატურას, ქრისტიანულ სახარებებსა და ებრაულ იაჰვისტურ წიგნებს ერთმანეთში ურევდა, იმისათვის რათა ებრაული და ქრისტიანული ლიტერატურის სინთეზი წარმატებით განეხორციელებინათ, ისინი ქრისტიანულ სახარებებში ხელოვნურად უმატებდნენ იაჰვისტურ ალუზიებსა და სხვა სახის ინტერპოლაციებს, რომლებიც ანგრევდნენ სახარებათა არაიაჰვისტურ თვისებრივად ნოვატორულ იდეურ საფუძველს. ეს სექტა მკაცრად და თან ერთობ დიდი წარმატებით უსწორდებოდა ქრისტესთან იდეურად უახლოს კონფესიებს, გნოსტიკურ დენომინაციებს, ხოცავდა რა მათ წარმომადგენლებს და ამას აკეთებდა საიმპერატორო კარის დიდი მხარდაჭერით, საუკუნეთა მანძილზე ეს სექტა დაკავებული იყო სამი რამით: ხოცვით, ძარცვითა და ფაქტების პროფანაციით, სწორედ განადგურებულ გნოსტიკურ და სხვა რელიგიური კონფესიების ქონების კონფისკაციამ უსაშველოდ გააფართოვა აგრესორ სექტანტთა ფინანსები. ამ სექტანტების სახელი იყო – კათოლიკე მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია. ეს ნაშრომი მიზნად ისახავს ამხილოს მართლმადიდებლური იუდეოქრისტიანობა ბიბლიისა და გნოსტიკური აპოკრიფების შინაარსის მცდარ ინტერპრეტაციაში და დაგვანახოს გნოსტიკური და მანიქევლური (ასევე ბოგომილური) სწავლებების ჭეშმარიტი ბუნება. ბუნებრივია კითხვა იმის შესახებ თუ საიდან გამოჩნდა ილდაბაოთის არსება, გნოსტიკურ სწავლებაში მოცემული ცნობა ილდაბაოთის წარმომავლობის შესახებ ბოლომდე დამაკმაყოფილებელი არაა. ზემოთ ჩემს მიერ მოყვანილი ჰიპოთეზა წარმოადგენს, გნოსტიკური, ბოგომილური, მანიქევლური და ბუდისტური სწავლებების სინკრეტისტული ანალიზის რეზულტატს. მსოფლიოს მოძღვრებათა შედარებითი სინკრეტული ანალიზის საფუძველზე, ვასკვნი, რომ გნოსტიკოსთა დემიურგი, რომლის სახელებია: ილდაბაოთი, საკლასი, არიელი და ნებროთი ა.შ. იგივეა რაც მაზდეანური არიმანი, ბუდისტური მარა, ბოგომილური სატანაილი და მანიქევლური დემონი მეფე - აშკალუნი. დედამიწის ყველა ხალხებს, უკლებლივ ყველას, სიკეთისა და სინათლის ანტიპოდის - ბნელეთისა და ბოროტების სულის შესახებ ძალიან მსგავსი და ანალოგიური სწავლებები გააჩნიათ, განსხვავებები კი არსებობენ წარმომავლობასთან დაკავშირებით, მაგრამ ისინი იმდენად უმნიშვნელონი არიან რომ უნებურად მსგავსებებზე უფრო გაგექცევა თვალი ვიდრე განსხვავებებზე. ბოგომილური სწავლებით სატანა ანუ სატანაილი ყოველთვის არ იყო ბოროტი ანგელოზი და დემონი, არამედ ოდესღაც ის კეთილი ანგელოზი გახლდათ, მაგრამ ძალაუფლების წყურვილმა და ამპარტავნებამ დააბრმავა და შეცვალა მისი ბუნება, იგი დაეცა. ბოგომილური სწავლებით ქრისტე და სატანა ძმები არიან (ან იყვნენ) რამეთუ სატანაც იმავე ზეციური მამის შვილია, რომლისაც ქრისტე. თუ კარგად ჩავუკვირდებით მაზდეანურ სწავლებაში ნათქვამია რომ სიკეთისა და სინათლის ღმერთი ორმუზდი და არიმანი - ბოროტებისა და წყვდიადის სული, ტყუპისცალი ძმები არიან, არიმანი თავიდანვე ბოროტი არ იყო, უბრალოდ გარკვეული დროის შემდეგ მასში წარმოიშვა და გამოვლინდა ბოროტება და სიბნელე, მასში შური და ბოღმა, სიძულვილი აინთო, ძმის - ორმუზდის მიმართ, თავიდან ორმუზდი და არიმანი თანხმობაში მყოფი ძმები იყვნენ რომელთაც დათქმული ქონდათ ქვეყნიერების შექმნა, ორმუზდს უნდა შეექმნა სულიერი სამყარო, უხილავი სამყარო, ხოლო არიმანს ხორციელი, ხილული, მაგრამ არიმანი ისე გაბოროტდა რომ ხორციელი სამყარო ცოცხალ არსებათათვის ნამდვილ სატანჯველად აქცია, შექმნა საშინელი და მახინჯი მხეცები და დემონური არსებები რათა დაენახვებინა თავისი ძმისთვის თავისი ძალა და ზიანი მიეყენებინა მისი ღვთიური შვილებისათვის, სწორედ არიმანმა შექმნა ჯოჯოხეთი, არიმანმა დაიწყო ზეციდან ყველაზე სუსტი კეთილი ანგელოზების მოტაცება და მათი მიწიერ ხორციელ სხეულებში ჩამწყვდევა და დატყვევება. გნოსტიკური მოძღვრება ილდაბაოთის წარმომავლობის შესახებ არასრული მიმაჩნია, რადგანაც მე ვიცი რომ ფსიქიკურ საფშვინფელს და არაორგანიზებულ ასტრალურ მატერიასა და ენერგიას გონება და ინტელექტი არ გააჩნია და მას ძალიან გაუჭირდებოდა სამყაროების შექმნა, თუმცაღა გნოსტიკურ მოძღვრებაში ნათქვამია რომ ილდაბაოთი ქმნიდა მასში არსებული დედისეული ე.ი. ახამოტისაგან დარჩენილი სულიერი ნათლის მეოხებით და არა მარტო თავისი ფსიქიკური ძალით, მაგრამ მე უფრო მიმაჩნია რომ ილდაბაოთი ამას აკეთებდა ბოროტების ენერგიად გარდასახული ადრინდელი ღვთაებრივი ძალით. მოკლედ რომ ვთქვათ არიმანი ესაა სიკეთის გარდასახვა ანუ ინვერსია, სინათლის ტრანსმუტაცია, რეზულტატი სინათლის საფშვინველის ენერგეტიკული მატრიცის ინვერსიული ტრანსმუტაციისა, რისი მიზეზიც იყო სინათლის პირველწყაროდან (მამაღმერთიდან, პარაბრაჰმანიდან) ზედმეტი დაშორება. თეოსოფების და ოკულტისტების მტკიცებით 600 მილიონი წლის წინათ, თეოსოფიური სწავლების თანახმად, ჩვენს პლანეტა დედამიწაზე, რომელიც ბრუნავს მზე - ჰელიოსის გარშემო, უსაზღვრო სინათლისა და სიკეთის კეთილმა, სოლარულმა ანგელოზებმა ანუ ეონებმა, უზენაეს კეთილ ეონთან - მზიურ ლოგოს - იესო ქრისტე ნაზარეველთან ერთად და უსაზღვრო ბნელეთისა და ბოროტების ბოროტმა, ლუნარულმა ანგელოზებმა ანუ ეონებმა, უზენაეს ბოროტ ანგელოზთან ანუ ეონთან - იეღოვა-სატანაილ-ილდაბაოთთან, მძლავრ არხედემონთან ერთად, წარმოშვეს ღვთაებრივი ანდროგენი ანუ გერმაფროდიტი - ადამ კადმონი, არსება მამრობით-მდედრობითი, ორსქესიანი, რომელიც იყო ჯერ ასტრალური არსება, ხოლო მერე ფიზიკური, ხორციელი, იყო იგი ვასუდევას (ქრისტე-ლოგოსი) და შრი ლაკშმის (ზოეს ანუ სიცოცხლის, ზეციური ევას) ორმაგი, ბინარული განსხეულება, შემდეგ ეონებმა ანუ ელოჰიმებმა გაყვეს ორად ეს ანდროგენი არსება და წარმოშვეს ორი ერთსქესიანი ადამიანური არსება, მამრობითი - ადამი და მდედრობითი - ლილიტი, ისინი ორივენი სრულყოფილნი, სრულფასოვანნი, უნაკლონი, გონიერნი და სულიერნი, საოცრად ღვთაებრივნი იყვნენ, ისე რომ მათი სხეულები ანათებდა სულიერი სინათლით და ერთმანეთი უზომოდ უყვარდათ და დაინახეს რა ეს ბოროტმა ანგელოზებმა და აღშფოთდნენ და შეშურდათ მათი საოცარი სიყვარულის და მათგან უმთავრესმა - სატანაილმა, მოიწადინა ლილიტის შეცდენა და მისი ადამისათვის წართმევა და საკუთარ ცოლად დასმა, მისი ღვთაებრიობის გარდასახვა ბოროტებად, აღამხედრა სატანაილმა ადამი მშვენიერი ლილიტის წინააღმდეგ, ადამი წაეჩხუბა ლილიტს და შეურაცყოფა მიაყენა მას, თვალცრემლიანმა ლილიტმა წარმოთქვა სატანაილის ჭეშმარიტი სახელი და უზენაესი უფლის ქრისტე სოლარისის ჭეშმარიტი სახელი რაც აკრძალული იყო და მტირალი განეშორა ადამს, ხოლო იეღოვამ დასწყევლა იგი, წყევლა ლილიტს თავს დაატყდა და იმდენად გაუსაძლისი გახადა მისი სიცოცხლე რომ მთელი მისი ღვთაებრივი ბუნება დემონურად გარდასახა, ამის შემდეგ უდროსმა სამაელმა ანუ იეღოვამ მოთაფლა რა მაცდური და მატყუარა სიტყვებით ლილიტი, ჯოჯოხეთში, წყვდიადის ქვესკნელის სამეფოში დედოფლად დაისვა. ლილიტს ადამისაგან ყავდა ნაშობი შვილები, მაგრამ ისინი ლილიტთან ერთად განიდევნენ ედემის ბაღიდან სატანაილის მიერ. ლილიტის განდევნის შემდეგ ძალზედ დამწუხრდა ადამი, შემდეგ კი ძალები მოიკრიბა და სატანაილზე განრისხებულმა ზეციურ კეთილ ეონებს ლოცვა აღუვლინა და მხოლოდშობილი ძის, ქრისტე ლოგოსის ბუნების ჭვრეტა იწყო, იხილეს რა ეს სატანაილის ეონებმა დააძინეს ადამი მოგვარეს რა მას ძილბურანი უმეცრებისა და ბნელეთისა, ძილქუში უცნობლობისა, გამოართვეს ადამს მისი სულიერი ნათელი და მხრის ბეჭის ძვლის ნაწილიდან შექმნეს ხორციელი ქალი, სახელად - ევა, მოიხმეს რა პირველი ცის ანგელოზი და ჩაამწყვდიეს ხორციელ სხეულში, ხოლო ადამის სხეულში ჩაამწყვდიეს მეორე ცის ანგელოზი. გამოხდა ხანი და ევასთან თავად ღვთაებრივ ეონთაგან უზენაესი ოფის-ქრისტე ჩამოვიდა და დააორსულა იგი და შვა ევამ ვაჟი კაენი და ქალიშვილი კალმენა და შვა ევამ ისინი ქრისტს სულიერ წიაღში მცხოვრები საუკუნო სიცოცხლის, ეონი ზოეს ანუ ენერგია-შაკტის - შრი ლაკშმის ანუ ისკუროტერა დინამის მეოხებით. შემდეგ მიუდგა ადამი ევას და მათში შევიდა ისტერა ასგანესტერა დინამი, ბნელეთის ძალა გამოსული სატანაილისა და მისი ბოროტი ანგელოზებისაგან და შვა ევამ აბელი. ადამი და ევა გახდნენ გონებადაბინდული თაყვანისმცემლები ბოროტი ეიღოვასი, ქვეყნიერების შემოქმედი ბოროტი ეონისა, აგრეეთვე აბელიც და შესწირა აბელმა მთელი გულით უგუნურ ბნელ სატანაილს მსხვერპლი და კაენს კი არ სურდა სატანაილისათვის მსხვერპლის შეწირვა, რადგანაც უწყოდა მისი ბნელი ბუნება, მაგრამ მშობლებმა აიძულეს, მანაც იძულებულმა შეწირა მსხვერპლი იეღოვა სატანაილს, რაღათქმაუნდა აბელის მსხვერპლი მიიღო სატანაილმა, ხოლო კაენისა არ მიიღო, ამიტომაც გაბრაზდა კაენი ბოროტ აბელზე და მოკლა იგი, რის გამოც განიდევნა იგი ედემიდან თავის ტყუპისცალ დასთან ერთად რომელიც მას ცოლად ყავდა. იხილეს რა შუასამეფოს მბრძანებელმა სოფია ახამოტმა და მისმა დედამ ზეციურმა პისტოს სოფიამ რომ ადამმა და ევამ დაკარგეს სულიერი ნათელი და სატანაილის მონებად შეიქმნენ, ხოლო კაენი განიდევნა უსამართლოდ, სთხოვეს ეონ ქრისტეს ჩამოსულიყო დედამიწაზე და ეხსნა ისინი სატანაილისაგან, ქრისტემაც გააკეთა ეს და მიიღო მშვენიერი დრაკონის სახე, ამცნო ადამსა და ევას ჭეშმარიტება, აგემა მათ ცნობადის ხიდან ნაყოფი და მყისვე გაეხსნათ ადამსა და ევას გონება და იხილეს რა რომ შიშველნი იყვნენ შერცხვათ და დაემალნენ სატანაილს, ხოლო ქრისტე დაბრუნდა თავის სამეფოში. გაოგეს ბოროტმა ანგელოზებმა ეს განრისხდნენ მათზე და განდევნეს ედემიდან. გამოხდა ხანი და იწყო გამრავლება კაცობრიობამ, შეეძინათ მშვენიერი ასულები ადამიანებს და იხილეს რა ეს კეთილმა და ბოროტმა ანგელოზებმა ანუ ულტრაპლანეტელებმა, ჩამოდიოდნენ დედამიწაზე და აორსულებდნენ მიწიერ გოგონებს და ისინიც მათ გიგანტებს უშობდნენ, ბოროტ ანგელოზებს ჩაფიქრებული ქონდათ რომ გიგანტები სატანაილის სამეფოში წაეყვანათ, რათა მათ ემსახურათ სატანაილისათვის, მაგრამ გიგანტებმა და ადამიანებმა ამბოხება მოაწყვეს სატანაილისა და მისი ბნელი ეონების წინააღმდეგ, რის გამოც ბნელმა ანგელოზებმა წარღვნა მოავლინეს და დატბორეს ქვეყნიერება, გადარჩა მარტო ნოე რომელიც მონაწილეობას არ იღებდა ბუნტში. ისრაელის ღმერთის შესახებ იოანეს სახარებაში წერია: „ფარისევლებმა უთხრეს: შენ თვითონ მოწმობ შენს თავზე. შენი მოწმობა არაა ჭეშმარიტი“ (იოანეს სახარება, თავი 8, სტროფი 13). „იესომ მიუგო მათ პასუხად: მე თუ ჩემ თავზე ვმოწმობ, ჩემი მოწმობა ჭეშმარიტია, რადგან ვიცი, საიდან მოვედი და სად მივდივარ. თქვენ კი არ იცით, საიდან მოვედი და სად მივდივარ“ (იოანეს სახარება, თავი 8, სტროფი 14). „თქვენ ხორცის მიხედვით განსჯით, მე კი არავის არ განვსჯი“ (იოანე სახარება, თავი 8, სტროფი 15). „მე თუ განვსჯი, ჩემი მსჯავრი ჭეშმარიტია, რადგან მე მარტო კი არ ვარ, არამედ მე და მამა, რომელმაც მე (ga)მომავლინა“ (იოანეს სახარება, თავი 8 სტროფი 16). „თქვენს სჯულში (მოსეს ხუთწიგნეულში) წერია, რომ ორი ადამიანის მოწმობა ჭეშმარიტია“ (იოანეს სახარება, თავი 8 სტროფი 17). „მე ჩემს თავზე ვმოწმობ და ჩემზევე მოწმობს მამა რომელმაც მე მომავლინა“ (იოანეს სახარება, თავი 8, სტროფი 18). „მაშინ კითხეს მას: სად არის მამაშენი? იესომ უთხრა: არც მე მიცნობთ, არც მამაჩემს. მე რომ მიცნობდეთ, მამაჩემიც გეცნობებოდათ“ (იოანეს სახარება, თავი 8, სტროფი 19). „ეს სიტყვები წარმოთქვა იესომ საგანძურთან, როცა ტაძარში ასწავლიდა. ვერავინ შეიპყრო იგი, რადგან ჯერ არ დამდგარიყო მისი ჟამი“ (იოანეს სახარება, თავი 8, სტროფი 20). „მან კვლავ უთხრა მათ: მე მივდივარ. თქვენ ძებნას დამიწყებთ, მაგრამ თქვენს ცოდვაში დაიხოცებით. სადაც მივდივარ, თქვენ ვერ მოხვალთ“ (იოანეს სახარება, თავი 8, სტროფი 21). „იუდეველებმა (ებრაელებმა) თქვეს: თავი ხომ არ უნდა მოიკლას, რომ ამბობს: სადაც მე მივდივარ, თქვენ ვერ შეძლებთ მოსვლასო?“(იოანეს სახარება, თავი 8, სტროფი 22). „უთხრა მათ: თქვენ ქვენანი ხართ, მე კი ზემოთიდან ვარ; თქვენ კი წუთისოფლისანი ხართ, მე კი წუთისოფლისა არა ვარ“ (იოანეს სახარება, თავი 8, სტროფი 23). „ამიტომ გითხარით: თქვენ ცოდვებში დაიხოცებით მეთქი. რადგან თუ არ იწამებთ, რომ მე ვარ, თქვენსავე ცოდვებში დაიხოცებით“ (იოანეს სახარება, თავი 8, სტროფი 24). „მაშინ უთხრეს მას: ვინა ხარ შენ? იესომ უთხრა მათ: რას გეუბნებოდით თავიდანვე“ (იოანეს სახარება, თავი 8, სტროფი 25). „ბევრი მაქვს თქვენზე სალაპარაკო და სამსჯავრო, მაგრამ ვინც მე მომავლინა, ჭეშმარიტია, და რაც მისგან მოვისმინე, იმას ვლაპარაკობ წუთისოფელზე“ (იოანეს სახარება, თავი 8, სტროფი 26). „ვერ მიხვდნენ რომ მამაზე ეუბნებოდა მათ“ (იოანეს სახარება, თავი 8, სტროფი 27). „ამიტომ უთხრა მათ იესომ: როცა კაცის ძეს აამაღლებთ, მაშინ გაიგებთ, რომ ეს მე ვარ და არაფერს ვაკეთებ ჩემით, არამედ, რაც მამამ მასწავლა, იმას ვლაპარაკობ“ (იოანეს სახარება, თავი 8, სტროფი 28). „ვინც მე მომავლინა ჩემთანაა, მარტო არ დამტოვა, რადგან მუდამ იმას ვაკეთებ, რაც მისთვის არის სათნო“ (იოანეს სახარება, თავი 8, სტროფი 29). „როცა ამბობდა ამას ბევრმა ირწმუნა მისი“ (იოანეს სახარება, თავი 8, სტროფი 30). „მაშინ იესომ უთხრა იმ იუდეველებს რომლებმაც იგი ირწმუნეს: თუ ჩემს სიტყვაში დარჩებით, ჭეშმარიტად ჩემი მოწაფეები ხართ“ (იოანეს სახარება, თავი 8, სტროფი 31). „შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგანთავისუფლებთ თქვენ“ (იოანეს სახარება, თავი 8, სტროფი 32). „მიუგეს მას: ჩვენ აბრაამის შთამომავალნი ვართ და არასოდეს არავისი მონები არ ვყოფილვართ. როგორღა ამბობ, თავისუფლები გახდებითო?“(იოანეს სახარება, თავი 8, სტროფი 33). „იესომ უთხრა: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ყველა ცოდვის ჩამდენი ცოდვის მონაა“ (იოანეს სახარება, თავი 8, სტროფი 34). „მაგრამ მონა არ რჩება სახლში საუკუნოდ, ძე რჩება საუკუნოდ“ (იოანეს სახარება, თავი 8, სტროფი 35). „ამიტომ თუ ძე გაგანთავისუფლებთ, ნამდვილად თავისუფლები იქნებით“ (იოანეს სახარება, თავი 8, სტროფი 36). „ვიცი რომ ბრაამის შთამომავალნი ხართ, აგრამ ჩემს მოკვლას ცდილობთ, რადგან ჩ ე მ ი ს ი ტ ყ ვ ა ვ ე რ ე ტ ე ვ ა თ ქ ვ ე ნ შ ი“ (იოანეს სახარება, თავი 8, სტროფი 37). „მე იმას ვლაპარაკობ რაც მამაჩემთან ვნახე, თქვენ კი აკეთებთ იმას, რაც მამათქვენთან მოისმინეთ (ე.ი. იაჰვეს წინასწარმეტყველთაგან)“ (იოანეს სახარება, თავი 8, სტროფი 38). „მიუგეს და უთხრეს მას: ჩვენი მამა აბრაამია! იესომ უთხრა: თქვენ რომ აბრაამის შვილები იყოთ, აბრაამის საქმეებს გააკეთებდით“ (იოანეს სახარება, თავი 8, სტროფი 39). „ახლა კი ჩემს მოკვლას ცდილობთ, კაცისას, რომელმაც გითხრათ ჭეშმარიტება, რაც ღვთისგან მოვისმინე. აბრაამს ასეთი რამ არ გაუკეთებია“ (იოანეს სახარება, თავი 8, სტროფი 40). „თქვენ მამათქვენის საქმეებს აკეთებთ. უთხრეს მას: ჩვენ სიძვით შობილნი როდი ვართ, ჩვენ გვყავს ერთი მამა- ღმერთი“ (იოანეს სახარება, თავი 8, სტროფი 41). „იესომ უთხრა: ღმერთი რომ მამა იყოს თქვენი, მაშინ გეყვარებოდით, რადგან მე გამოვედი და მოვედი ღვთისგან, ვინაიდან ჩემით კი არ მოვსულვარ, არამედ მან (გა)მომავლინა“ (იოანეს სახარება, თავი 8, სტროფი 42). „რატომ ვერ იგებთ ჩემს ნათქვამს? იმიტომ რომ არ შეგიძლიათ მოისმინოთ ჩემი სიტყვა“ (იოანეს სახარება, თავი 8, სტროფი 43). „თქვენი მამა არის ეშმაკი და მამათქვენის გულისთქმის შესრულება გწადიათ. ის კაცის მკვლელი იყო დასაბამითგან და ჭეშმარიტებაში ვერ დადგა, რადგან არაა მასში ჭეშმარიტება. როცა სიცრუეს ამბობს, თავისას ამბობს, რადგან ცრუა იგი და სიცრუის მამაა“ (იოანეს სახარება, თავი 8, სტროფი 44). „ვინც ღვთისგანაა, ღვთის სიტყვებს ისმენს. თ ქ ვ ე ნ ი მ ი ტ ო მ ა რ ი ს მ ე ნ თ რ ო მ ღ ვ თ ი ს გ ა ნ ა რ ა ხ ა რ თ“ (იოანეს სახარება, თავი 8, სტროფი 47). “თქვა უფალმა ღმერთმა: აჰა, გახდა ადამი როგორც ერთ ერთი ჩვენთაგანი, შემცნობი კეთილისა და ბოროტისა. არ გაიწოდოს ახლა ხელი და არ მოსწყვიტოს სიცოცხლის ხის ნაყოფიც, არ შეჭამოს და მარადიულად არ იცოცხლოს“ (დაბადება, თავი 3, სტროფი 22). იოანეს სახარებიდან, რომელიც აშკარად გნოსტიკურ ხასიათს ატარებს, ნათლად ჩანს, რომ იესო ქრისტე იუდეველთა ღმერთს, ისრაელის ღმერთს, ბოროტ სულად მიიჩნევს. ძველ აღთქმაში არსებობს საკმაოდ მრავალი ფაქტობრივი მტკიცებულება იმისა, რომ ისრაელიანთა ღვთაება - იეღოვა (იაჰვე), ბოროტი სულია და არა სინათლისა და სიკეთის ღმერთი, “გამოვიდა სიხონი მთელი თავისი ხალხით იაჰცაში ჩვენს წინააღმდეგ საბრძოლველად“ (ძველი აღთქმა, მეორე რჯული, თავი 2, სტროფი 32). „ხელში ჩაგვაგდებინა იგი უფალმა, ჩვენმა ღმერთმა და ჩვენც დავამარცხეთ იგი, მათი შვილები და მთელი მისი ხალხი“ (ძველი აღთქმა, მეორე რჯული, თავი 2, სტროფი 33). „ მაშინ დავიპყარით მისი ყველა ქალაქი, ავაოხრეთ ქალაქები და გავწყვიტეთ მცხოვრებნი დიდიან-პატარიანად. არავინ დაგვიტოვებია ცოცხალი“ (ძველი აღთქმა, მეორე რჯული, თავი 2, სტროფი 34). „ჩაგვაგდებინა ხელში უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, ყოგიც, ბაშანის მეფე, მთელი მისი ხალხითურთ და ჩვენც დავამარცხეთ იგი, ისე რომ არავინ დარჩენილა ცოცხალი“ (ძველი აღთქმა, მეორე რჯული, თავი 3, სტროფი 3). „გავანადგურეთ ისინი, როგორც მოვექეცით სიხონს, ხეშბონის მეფეს, როცა გავუნადგურეთ ყველა ქალაქი - მამრი, დედრი და ბავშვი“ (ძველი აღთქმა, მეორე რჯული, თავი 3, სტროფი 6).“თუ იდუმალ წაგაქეზებს შენი ძმა, დედაშენის შვილი, ან შენი ვაჟი, ან ასული, ან შენს გვერდით მწოლი ცოლი, ან მეგობარი, რომელიც საკუთარი სულივითა გყავს და გეტყვის: წამო ვემსახუროთ სხვა ღმერთებს, რომლებსაც არ იცნობთ არც შენ და არც შენი მამა-პაპა“ (ძველი აღთქმა, მეორე რჯული, თავი 13, სტროფი 6). „იმ ხალხთა ღმერთებს, თქვენს გარშემო რომ არიან, შენთან ახლოს მყოფთა თუ შენგან შორს მყოფთა, ქვეყნის კიდიდან კიდემდეო“ (ძვ. აღთქმა, მეორე რჯული, თავი 13, სტროფი 7). „ნუ დაყვები მას და ნუ გაუგონებ, ნუ დაგენანება იგი, ნუშეიბრალებ, ხელს ნუ დააფარებ“ (ძვ. აღთქმა, მეორე რჯული, თავი 13, სტროფი 8). „არამედ მოკალი იგი. პირველად შენი ხელი უნდა აღიმართოს მის მოსაკლავად, მერე კი მთელი ერისა“ (ძვ. აღთქმა, მეორე რჯული, თავი 13, სტროფი 9). „ჩაქოლე იგი, რომ მოკვდეს“ (ძვ. აღთქმა, მეორე რჯული, თავი 13 სტროფი 10). „გამოჩნდა უგვანი ხალხი შენი წრიდან და აცდუნებს თავისი ქალაქის მკვიდრთ, ეუბნება: წამო ვემსახუროთ სხვა ღმერთებს, რომლებსაც არ იცნობდითო“ (ძვ. აღთქმა, მეორე რჯული, თავი 13, სტროფი 13) . „ხოლო შენ გამოიძიე, გაარკვიე, კარგად გამოიკითხე და აჰა, ყველაფერი სრული სიმართლე გამოდგა, ჩადენილია ასეთი საძაგლობა შენ წიაღში“ (ძვ. აღთქმა, მეორე რჯული, თავი 13 სტროფი 14). „მახვილით დახოცე იმ ქალაქის მცხოვრებნი, დაარისხე ქალაქი და ყველაფერი რაც მასშია, მისი საქონელიც მახვილით ამოხოცე“ (ძვ. აღთქმა, მეორე რჯული, თავი 13, სტროფი 15). „ხელში ჩაგიგდებს მას უფალი, შენი ღმერთი და მახვილით გაწყვეტ მამროვანს“ (ძვ. აღთქმა, მეორე რჯული, თავი 20, სტროფი 13). „მხოლოდ ქალები, ბავშვები, პირუტყვი და ყველაფერი რაც ქალაქში იქნება - მთელი ნადავლი დაიტაცე. ჭამე შენი მტრების ნადავლი, რომლებიც უფალმა, შენმა ღმერთმა ჩაგიგდო ხელში“ (ძვ. აღთქმა, მეორე რჯული, თავი 20, სტროფი 14). „ოღონდ ამ ხალხთა ქალაქებიდან, რომლებიც უფალმა შენმა ღმერთმა მოგცა წილად, ერთი სულიც არ დატოვო ცოცხალი“ (ძვ. აღთქმა, მეორე რჯული, თავი 20, სტროფი 16). „პირწმინდად გაანადგურე ისინი: ხეთელნი, ამორეველნი, ქანაანელები, ფერიზეველები, ხივიელები და იებუსეველნი, როგორც გიბრძანა უფალმა, შენმა ღმერთმა (ძვ. აღთქმა, მეორე რჯული, თავი 20, სტროფი17). ჩემი აზრით, ძველი აღთქმა, საქვეყნოდ იმის მანიფესტირებას ახდენს, რომ „რჩეულ ერს“ ყველაფრის უფლება ჰქონია თურმე. მათ შორის, მთელი რიგი ეთნოსების გენოციდისა და მათი მიწების ოკუპაციისა! კარგად დააკვირდით ძველ აღთქმას და გულახდილად თქვით, თქვენ მართლაც გგონიათ, რომ ებრაელები „რჩეული ერი“ არიან? რომ იეღოვა „კეთილი და ნათელი ღმერთია“? რომ ის, რასაც ისრაელიანები ჩადიოდნენ, გამართლებულია??! გამოფხიზლდით ხალხნო, გამოფხიზლდით ადამიანებო! მთელი ძველი აღთქმა ესაა მესიანიზმისა და რჩეულობის იდეებზე, რელიგიურ ფანატიზმზე დაფუძნებული ტოტალური ეთნიკური გენოციდის, სისხლისმღვრელი დაპყრობითი ომებისა და მთელი რიგი ეთნოსების დამონების ქრონიკები, რომელშიც ცხადად ჩანს, რომ ებრაელთა ღმერთი - იეღოვა აშკარად და დაუფარავად ერთი ერის, ებრაელი ერის მიერ სხვა ერების ტოტალური ეთნიკური გენოციდის, სისხლისმღვრელი დაპყრობითი ომებისა და ერების დამონების ინიციატორი, აგიტატორი, პროპაგანდისტი და სულისჩამდგმელია. იეღოვა აშკარად არის აგრესიული,მრისხანე, შურისმაძიებელი, გულქვა, ბოროტი, ავზნიანი, მკაცრი, შეუწყნარებელი და სადისტი არსება, რომელსაც ღვთაებრიობის ცნებასთან არაფერი აქვს საერთო. იეღოვას თვისებები, ის მოწოდებები ტოტალური გენოციდისაკენ, დაპყრობითი ომებისაკენ და ა.შ. რაც არის ძველ აღთქმაში, არანაირად არ ჯდება სინათლისა და სიკეთის ღმერთის და საერთოდ ღვთაებრიობის ცნებაში, ჭეშმარიტი ღმერთი, არის არა ომის ღმერთი, არამედ მშვიდობის, არა სადისტი, არამედ ჰუმანისტი, არა შეუწყნარებელი, არამედ მოწყალე... იეღოვას ნიშან-თვისებები და ხასიათი ვერ ჯდება სიკეთისა და ჰუმანიზმის საზღვრებში. ამ სამყაროში არცერთ არსებას და არცერთ ერს არ აქვს ერების ტოტალური გენოციდის, დაპყრობითი ომების წარმოების და ერთი ერისათვის სხვათა დამონების უფლება. ოფიციალური, ყოველ შემთხვევაში ქრისტიანულ ორთოდოქსიასა და კრეაციონისტულ ფსევდომეცნიერულ წრეებში გაბატონებული აზრის თანახმად, ებრაელები ეგვიპტეში, ეგვიპტის სამეფოში, ცხოვრობდნენ როგორც მონები, რამეთუ დამონებულნი იყვნენ ეგვიპტის ფარაონის მიერ და ცხოვრობდნენ გაუსაძლის პირობებში. ერთხელაც ეგვიპტის ფარაონს გრძნეულებმა აცნობეს, რომ ისრაელიანთა მოდგმაში დაიბადებოდა კაცი, რომელიც საშინელ საფრთხეს შეუქმნიდა მთელ ეგვიპტეს. ამიტომაც ფარაონმა ამოწყვიტა ისრაელიანთა ყველა პირმშო, მაგრამ მოსე, ის რჩეული პირმშო სასწაულებრივად გადარჩა, ის მდინარეში მცურავ კალათაში იპოვა, ეგვიპტელმა დედოფალმა და გაზარდა როგორც შვილი. როცა წამოიზარდა მოსე, მას გამოეცხადა იეღოვა და ამცნო ღვთაებრივი მისიის შესახებ, რომლის თანახმადაც მას (მოსეს) ებრაელები ფარაონის ტყვეობისაგან უნდა გაენთავისუფლებინა. მოსემ დაუჯერა იეღოვას და მისით გამხნევებულმა ეგვიპტელ ფარაონს მოსთხოვა ებრაელთა განთავისუფლება, მაგრამ ფარაონმა უარი უთხრა. ამიტომაც მოსეს მოუწია მთელი რიგი სასწაულების ჩატარება, რაც 10 წყევლის ეგვიპტელთა თავზე დატეხვაში გამოიხატა და ყველაფერ ამას მოსე აკეთებდა იეღოვას დახმარებით. საბოლოოდ ფარაონს მოუწია ებრაელთა განთავისუფლება, მაგრამ როდესაც ებრაელები წითელ ზღვაზე გადადიოდნენ, ფარაონმა კვლავ გადაიფიქრა და ჯარი დაადევნა ებრაელებს, მაგრამ მოსემ იეღოვას ძალით ზღვაში ჩაძირა და ჩანთქა ეგვიპტელთა ჯარი. შემდეგ კი უფაბნოში 40 წლიანი ხეტიალის შემდეგ მიაღწიეს აღთქმულ ქვეყანას და იქ დასახლდნენ. მაგრამ უკანასკნელი თანამედროვე მეცნიერული გამოკვლევების თანახმად (რომლებიც ჩაატარეს მეცნიერებმა - მარკ შვარცმა, რიჩარდ გებრიელმა, დევიდ ჯორჯმა, აარონ შუგარმა, სტივენ ვაიგარტნერმა, ბილ ბრაუნმა, დევიდ ერიქსონმა, ჰელენ ბონდმა და ა.შ.), ებრაელნი არ ყოფილან მონები (!), არამედ დაქირავებული მუშაკები, ისინი იყვნენ სრულებით თავისუფალი ადამიანები რომლებიც იღებდნენ საკმაოდ დიდ ხელფასს ეგვიპტის ხელისუფლებისაგან. მრავალი ებრაელი მაღალ სახელმწიფო პოსტებსაც კი იკავებდა, ეს დამტკიცებულია მეცნიერულად. ერთ დღესაც ებრაელები უბრალოდ აჯანყდნენ და კბილებამდე შეიარაღებულებმა ააოხრეს და გადაწვეს, სრულებით გაძარცვეს მთელი ჩრდილოეთი ეგვიპტე, ისე რომ მოსახლეობის უმეტესობა ამოწყვიტეს, რაღა თქმა უნდა განრისხებულმა ფარაონმა ჯარის გადარჩენილი ნაწილი დაადევნა. აქ უკვე საქმეში ერთვება ეზოთერიკა. თუ მას დავუჯერებთ, ის „სასწაული“ რაც მოსემ მოახდინა; ეგვიპტელთა ჯარის ჩაძირვა, მან მოახერხა ლუნარული დემონის, ბოროტი ანგელოზის, კოსმიური დემონი დემიურგის - იეღოვა-ილდაბაოთის ანუ სატანაილის ბნელი ძალის მეშვეობით. მაგრამ მოდით ჯერ ცოტა უკან გადავინაცვლოთ და ეგვიპტის თავზე დამტყდარი წყევლების შესახებ ვისაუბროთ, გავარკვიოთ ეს საკითხი, უკანასკნელ მეცნიერულ აღმოჩენებთან დაკავშირებით. ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოსემ ილდაბაოთ-სატანაილის ძალით, მოწამლა ეგვიპტის წყალი, წყალში მიკრობული წითელი წყალმცენარეების გამრავლება იწვევს; წყლის გაწითლებას და თევზების დახოცვას და გომბეშოთა კატასტროფულ გამრავლებას, შემდეგ ისინიც იხოცებიან და რადგან მწერებს არავინ ჭამს ისინი კატასტროფულად მრავლდებიან, მათ მოაქვთ სნეულება. ჭირმა მოკლა ეგვიპტელები, რადგან დაინფიცირებული ხორბალი ჭამეს, ხორბალი რაღა თქმა უნდა მოსემ მოაჯადოვა ე.ი. მოწამლა იეღოვას ძალის გამოყენებით. აგრეთვე უნდა აღინიშნოს რომ ეგვიპტელნი პირველშობილ ყრმებ
×
×
  • შექმენი...