Jump to content
Planeta.Ge

პლანეტა.გე

პლანეტელი
  • პოსტები

    742
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი პლანეტა.გე

  1. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.74 თეთრით გამყარდა, რის შემდეგაც 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0890 ლარი გახდა. რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებით 0.71 თეთრით გამყარდა, შედეგად, ევროს ღირებულებამ 3.4952 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან, 7 იანვრიდან შევა. newsreport.ge/
  2. იტალიაში 50 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდა. იტალიის პრემიერმინისტრის ცნობით, ეს წესი საჭიროა საავადმყოფოებზე ზეწოლის შესამსუბუქებლად და ინფექციების შესანელებლად, რაც გუშინ 190 000-მდე გაიზარდა. იტალია პირველი ევროპული ქვეყანაა, რომელმც ვაქცინცია სავალდებულო გახადა. გარდა ამისა, 15 თებერვლიდან, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში დასაქმებულმა 50 წელზე უფროსმა პირებმა დამსაქმებელს უნდა წარუდგნონ მწვანე პასპორტი ან ახლო წარსულში კორონავირუსის გადატანის შესახებ ცნობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მუშაობის გაგრძელების უფლება აღარ ექნებათ. newsreport.ge/
  3. ყაზახური მედიის ინფორმაციით, ქვეყანაში დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირებას 13 სამართალდამცავი ემსხვერპლა, მათ შორის ორს თავი მოკვეთეს. „ალმათის ადმინისტრაციულ შენობებსა და პოლიციის დეპარტამენტზე ღამით მასშტაბური შეტევა მოხდა. ათობით თავდამსხმელი ლიკვიდირებულია, მიმდინარეობს მათი ვინაობის დადგენა“, – აცხადებენ ქალაქ ალმათის პოლიციის დეპარტამენტში. დიდია მსხვერლი მანიფესტანტებშიც. როგორც ცნობილია, პოლიციამ ადმინისტრაციული შენობების დაცვის დროს ათობით მომიტინგე მოკლა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პროტესტის შედეგად 1000-ზე მეტი ადამიანია დაშავებული, 400-მდე ჰოსპიტალიზებულია, ხოლო 62 ინტენსიური მკურნალობის ქვეშაა. ცნობისთვის, ყაზახეთში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები რამდენიმე დღის წინ, თხევადი აირის ფასის მნიშვნელოვანი ზრდის შემდეგ მანგისტაუს რეგიონში დაიწყო. შემდეგ აქციებმა მთელი ქვეყანა მოიცვა, რასაც მთავრობის გადადგომა მოჰყვა. პროტესტი ამის მიუხედავად არ ცხრება და სიტუაცია დღითიდღე იძაბება. მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ ტოყაევმა “ტერორისტული თავდასხმის საფრთხისგან დასაცავად” დახმარების თხოვნით “კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციას” ОДКБ-ს მიმართა. არსებული ინფორმაციით, რუსეთმა ჯარების გადასროლა უკვე დაიწყო. newsreport.ge/
  4. “ომიკრონის ტალღა მოგვიახლოვდა, შემთხვევების ზრდა გადაუვალია. რაც ამ ეტაპზე ვიცით, მაღალი რისკია რეინფიცირების და ვაქცინირებულებში “გაპარული” ინფექციის, ოღონდ ასეთ ადამიანებში უჯრედული იმუნიტეტი მუშაობს (თან საკმაოდ კარგად),შესაბამისად, მათ რეანიმაცია ნაკლებად ესაჭიროებათ. ამერიკაში და ბრიტანეთში ჩანს, რომ მართვით სუნთქვაზე ძირითადათ აუცრელი ხალხი ხვდება, მაშინ როდესაც ჰოსპიტალში საკმაოდ ბევრი აცრილი და გადატანილი ინფექციის მქონე ადამიანია (თუმცა ნაკლები ვიდრე დელტას დროს). ჩვენს ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის 31%-ია მხოლოდ აცრილი, პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია. ატარეთ პირბადე, სოციალური კონტაქტები შეზღუდეთ და აიცერით რაც შეიძლება მალე (განსაკუთრებით > 50 წლის და რისკის-დაავადების მქონე ხალხმა)” წერს ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი. 5 იანვრის მდგომარეობით ქვეყანაში ლაბორატორიულად “ომიკრონის” 335 შემთხვევაა დადასტურებული newsreport.ge/
  5. “მინდა მივმართო აქციის მონაწილეებს – იყვირეთ, იხმაურეთ და საკმარისია! ახლა მოლაპარაკებები გვჭირდება. შეგიძლიათ შეთანხმება ტოკაევთან. თქვენ უნდა წახვიდეთ, დაიჩოქოთ და სამხედროებს ბოდიში მოუხადოთ, რადგან ის ბზარი ამოავსოთ, რომელიც გაჩნდა. უნდა დასხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან, პრეზიდენტთან, ტოკაევთან” მიმართავს კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის (ОДКБ) წევრი ქვეყნის, ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო ყაზახეთში მასობრივ აქციებში ჩართულ აქტივისტებს. newsreport.ge/
  6. “მიხეილ სააკაშვილი დავით აღმაშენებელს ადარებს ხოლმე თავს და სინამდვილეში ბერიასავით იქცევა. შავი სიების წერა, ცხადია, კომიკურია, მაგრამ ამასთან, აჩვენებს იმ ძალადობრივ ბუნებას, რომელიც მას გააჩნია და მე არ გამოვრიცხავ, რომ საბოლოოდ, ამ შავ სიაში მან არა მხოლოდ ამ ქვეყნის პატრიოტები და კეთილსინდისიერი მოხელეები, არამედ საკუთარი თანაგუნდელებიც კი შეიყვანოს, ვისზეც მიაჩნია, რომ არასაკმარისად გააპროტესტეს მისი დაკავება” ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი რატი იონათამიშვილი მიხეილ სააკაშვილის ინიციატივაზე, რომლის მიხედვით, უნდა შეიქმნას იმ ადამიანთა შავი სია, რომლებიც მოქალაქეებს პოლიტიკურად დევნიან, ეს სია კი საერთაშორისო პარტნიორებს მიეწოდოთ მათ დასასანქცირებლად. newsreport.ge/
  7. ყაზახეთში დაძაბულობის ზრდის ფონზე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ყაზახეთში საქართველოს საელჩო მუშაობას განაგრძობს ჩვეულებრივ რეჟიმში, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: +7 (717) 224-32-58. მათი ცნობით, ამ დროისთვის საკონსულო ხაზზეა ყაზახეთში მყოფ საქართველოს ყველა მოქალაქესთან და მიმდინარეობს მოლაპარაკება ავიაკომპანიასთან მათ სამშობლოში დასაბრუნებლად. “ყაზახეთში საქართველოს კონსულის ინფორმაციით, ყაზახეთში საქართველოს საკონსულოს დახმარებისთვის უკვე მიმართა ქართული ანსამბლის „ილორის“ ოთხმა წევრმა. საკონსულოს ძალისხმევით, ისინი ყაზახეთის დედაქალაქ ალმათიდან 30 კილომტრის მოშორებით, უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს და ამჟამად მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ანსამბლის ხელმძღვანელის, ბაჩანა მელაშვილის თქმით, ანსამბლის წევრები უზრუნველყოფილნი არიან საკვებითა და საჭირო მედიკამენტებით. კონსულის განცხადებით, საკონსულოს დახმარებისთვის მიმართა ყაზახეთში მცხოვრებმა საქართველოს კიდევ ერთმა მოქალაქემ, რომელიც ამჟამად დასავლეთ ყაზახეთის ქ. ატირაუშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სასტუმროში გადაჰყავთ ასევე აქტაუს აეროპორტში ჩარჩენილი საქართველოს სამი მოქალაქე. მიმდინარეობს მოლაპარაკება შესაბამის ავიაკომპანიასთან, საქართველოს მოქალაქეების უახლოეს მომავალში სამშობლოში დაბრუნების მიზნით. როგორც მოგეხსენებათ, ყაზახეთში მიმდინარე მასობრივი არეულობის ფონზე, ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ქალაქ ალმათის კომენდატურის ცნობით, ყაზახეთში ამჟამად სპეცოპერაცია მიმდინარეობს“,- აცხადებს საგარეო უწყება. ისინი ყაზახეთში მყოფ მოქალაქეებს მიმართავენ, რომ თუ ინტერნეტისა და სატელეფონო კავშირის შეფერხებით მუშაობის გამო ცხელ ხაზზე დაკავშირებას ვერ ახერხებენ, შეტყობინებები გააგზავნონ ელ-ფოსტის მისამართზე: astana.emb@mfa.gov.ge. newsreport.ge/
  8. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განცხადებით, ექსპრეზიდენტმა პროტესტის უკიდურესი ფორმის გამოყენების შესახებ ულტიმატუმის ვადა იანვრის ბოლომდე გადაწია. ულტიმატუმის ვადა დღეს, 6 იანვარს იწურებოდა. როგორც თუთბერიძემ განაცხადა, თუ სააკაშვილის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ის პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს. “იმ შემთხვევაში თუ მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და მას არ გაეწევა ადეკვატური სამედიცინო დახმარება იანვრის თვის განმავლობაში, ის მიმართავს პროტესტის უკიდურეს ზომებს… მე არ მახსოვს არცერთი დარღვეული ულტიმატუმი ან დაპირება მიხეილ სააკაშვილის მხრიდან. განსხვავებით იმ ადამიანებისგან, რომლებიც გაურბიან ობიექტური სასამართლოს ჩატარებას,” – თქვა შოთა თუთბერიძემ. ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილს ორი მოთხოვნა აქვს – მასთან დამოუკიდებელი ექიმების ჯგუფი შევიდეს და კომუნიკაცია სრულყოფილად აღდგეს. newsreport.ge/
  9. 11 იანვრამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +11, +16 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. 9 იანვარს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. აღმოსავლეთ საქართველოში 6-8 იანვარს შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი, ხოლო 9 იანვარს მოიღრუბლება, ზოგან იწვიმებს, მთაში და მაღალმთაში მოთოვს, შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა ბარში დღის საათებში +10, +15 გრადუსი იქნება, 9 იანვარს კი +5, +10 გრადუსამდე დაიკლებს. 10 იანვრიდან ისევ გამოიდარებს. მათივე ინფორმაციით, თბილისში 9 იანვრამდე შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა 6-8 იანვარს +11, +13 გრადუსი იქნება. 9 იანვარს მოიღრუბლება, შედარებით აცივდება, მოსალოდნელია წვიმა და ნისლი. 10 იანვრიდან დედაქალაქშიც გამოიდარებს. newsreport.ge/
  10. თბილისში CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. როგორც “თბილისი ენერჯი” აცხადებს, ბინაში კუსტარულად დამონტაჟებული იყო აკრძალული ღია წვის კამერიანი გაზის გამათბობელი და წყლის გამაცხელებელი. newsreport.ge/
  11. “საქართველო მე-6 ტალღის დაწყების წინაშეა, „ომიკრონი“ შემთხვევების რაოდენობას მინიმუმ 3-4-ჯერ გაზრდის ” – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „ინტერპრესნიუსთან“ ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა. “ამ ეტაპზე, რასაც ჩვენ ვხედავთ, საქართველო კორონავირუსის გარდაუვალი მე-6 ტალღის დაწყების წინაშეა. დიდი ალბათობით, შემთხვევების 30% ან მეტი „ომიკრონით“ არის გამოწვეული. „ომიკრონისთვის“ დამახასიათებელი ელვისებური, თუ ცეცხლისებური გავრცელების თვისებიდან გამომდინარე, გარდაუვალია – იანვარის მეორე ნახევრიდან, ქვეყანაში „ომიკრონი“ დომინანტი გახდება. ეს რასაკვირველია, დიდი რისკია. ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობას მინიმუმ 3-ჯერ და 4-ჯერ გაზრდის, რაც დაბალი ვაქცინაციის ქვეყანას რისკის ქვეშ აყენებს. ძალიან რთულია რა პროგნოზი იქნება ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვის კუთხით და ასე შემდგომ. სხვა ქვეყნის მაგალითებს ვუყურებთ, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი, რომელმაც ინფექცია გადაიტანა, ან ვაქცინაცია ჩაიტარა ავად ხდება, თუმცა ამ ადამიანების ძალიან დიდი ნაწილი გადატანილი ინფექციის ან ვაქცინაციის გამო, ნაკლებად საჭიროებს ხელოვნურ ვენტილაციას. ჰოსპიტალიზაცია მაღალია, მაგრამ მძიმე პაციენტების რაოდენობა არ არის მაღალი. საქართველოში მთლიანი მოსახლეობის 31 პროცენტი არის აცრილი, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია. ძნელია პროგნოზის გაკეთება თუ როგორ იმოქმედებს „ომიკრონი“ ჩვენს ეპიდემიოლოგიურ ტრაექტორიაზე, კერძოდ, ჰოსპიტალიზაციასა და სიკვდილობაზე. ვაქცინაციის ტემპი არ არის დამაკმაყოფილებელი. ის, რომ მოზრდილი მოსახლეობის ინტერესი გაიზარდა და სახელმწიფომ ასეთი ნაბიჯები გაადგა, მისასალმებელია, მაგრამ უფრო მეტი საინფორმაციო კამპანიაა მისახმარებელი, რომ ადამიანებს გავუადვილოთ გადაწყვეტილების მიღება. როგორც ჩანს, მხოლოდ ფინანსური მოტივაცია საკმარისი არ არის, დასაბუთებაც სჭირდება, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ორჯერ აცრა, თუ „ბუსტერი“. კომპლექსური ღონისძიებებია საჭირო“,- აღნიშნავს კულუმბეგოვი. newsreport.ge/
  12. ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 567 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 949 176-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 5 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.65%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.18% ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.43%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 105 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 908 813. newsreport.ge/
  13. “იმედია, პუტინის ОДКБ-ს სამხედრო ალიანსი ახალი ვარშავის პაქტი არ გახდება”- ასე ეხმაურება, აშშ-ს ყოფილი ელჩი, მაიკლ მაკფოლი Twitter-ზე ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებს. “ძველი ხუმრობა იყო, რომ NATO წევრებს თავდასხმებისგან იცავდა, როცა ვარშავის პაქტი საკუთარ წევრებს ესხმოდა თავს. იმედია, პუტინის ОДКБ-ს სამხედრო ალიანსი ახალ ვარშავის პაქტად არ იქცევა.”- განაცხადა მაკფოლმა. newsreport.ge/
  14. “რაც არ უნდა ბანძი იყოს ოპოზიცია, განა არცერთი ისეთი პრობლემა არ შეიქმნა ამ ქვეყანაში რომ ადგე და გააპროტესტო? უცნაური თვითგვემაა, ხალხს თუ რამე უნდა, ეგეთი პოლიტიკოსებიც თვითონ გაჩდებიან”- ასე ეხმაურება პარტია “გირჩი მეტი თავისუფლების” წევრი ცოტნე კობერიძე, ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებს. ”ერთმანეთს აკრიტიკებენ, ის ერთი მუჭა ხალხი რომლებიც ყველა აქცია მიტინგზე დადიან, და რომლის გარდაც ყველას ფეხებზე ეკიდა ბოლო ორ წელში მიმდინარე ამბები, იმ ხალხზე ვსაუბრობ აქციებზე სახეზე რომ ვცნობთ ერთმანეთს. უცნაური თვითგვემაა, ცალკეული აქტივისტები, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები ვერაფერს ვერასდროს ვერ შეცვლიან, რომც შეიცვალოს რამე აზრი არ მგონია ქონდეს, მთავარია ზოგადად ხალხი ადამიანები და მათი ფიქრები. ქვეყანაში რაც ხდება ეს ვინმე ცალკეული ჯგუფის ბრალი არაა, ყველა მოქალაქის პასუხისგებლობაა. რაც პანდემია დაიწყო, ხელისუფლების ნაბიჯები კონსტიტუციის თავზე გადახევა, ხალხის დიდმა მაწილმა დაიკიდია? კი აქციაზე მდგომებს გიჟებად, მოცლილებად უყურებს ერი და დღე და ღამ ჯაჯანიძის შოუს უყურებს? კი, ნახეთ იმედის რეიტინგი. რაც არ უნდა ბანძი იყოს ოპოზიცია, ერთი ოპოზიციის დედაც, განა არცერთი ისეთი პრობლემა არ შეიქმნა ამ ქვეყანაში ვინმეს დაძეხება რომ არ უნდოდეს ისე ადგე და გააპროტესტო? განა ნაძვისხის ანთებისთვის თუ აწია ტრაკი ხალხმა სხვა მეტად მნიშვნელოვანი არაფერი არ მოხდა? სუს-ის მასალები რაც გავრცელდა მაგას რათ უნდა ბევრი ახსნა განმარტება, მედიამ დააკლო რამე? აქტივისტებმა თუ რა, ახსოვს ვინმეს? არა, დაიკიდა ყველამ, თან მაშინვე, ასეთ მნიშვნელოვან თემებზე მარტო წუხდება ხუთი ათასი კაცი და ეგ ხალხიც ვაკრიტიკო აქტივისტები? ან ეს აქტივისტი ვინ გვგონია მოქალაქეა ადამიანი, რომელიც სხვებზე მეტად შეწუხდა, რამე სამსახური ხომ არაა, იგივე ჟურნალისტები, რავი ეს ხალხი ცემეს ქუჩაში, დღესაც ჩასაწერად რომ მოდიან უბანში ჩემთან, ვიღაცეები აგრესიას გამოხატავენ, და რავი ეს ჟურნალიტები დგანან ზუსტად მაგ აქციებზე, მაგ ხალხის უკეთესი დღისთვია, ზოგჯერ მგონია ოპერატორები და მედია რომ არა პარლამენტის წინ ქუჩაც არ გაივსება, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხების გასაოროტესტებლად. პოლიტიკოსებიც ეგრე არიან, არაფრით განახვავებული ზე კაცი არ არის მანდ ვინმე, არჩევნები პოლიტიკოსებს ხომ არ გაუყალბეს, გაუყალბეს ხალხს, აქციას აკეთებ და რეგიონიდან თუ არ დააორგანიზე ხალხი აქ არ აჭამე გზის ხარჯი არ დაფარე რაც ძალიან ძვირია, აქციაზე ისე ხალხი არაა, ეს ჩამოყვანილი ხალხიც საღამოს მიდის სახლში, ქუჩაში ვერ დარჩება. თბილისელები კი რომლებსაც დიდხანს აქციაზე ყოფნის ფუფუნება აქვთ, იციანიან ღლიცინებენ ფეისბუქზე, ჩვენზე ყველაზე ვინც დღეს ერთმანეთს ყაზახეთის შურით აკრიტიკებს. ორი წელია ეს გრძელდება, გაუჩერებლად, თავს ნუ მოვიტყუებთ ვითომ ხალხი ბრძენია, ჩვენ რომ ვუხსნით თორე და აშ. ამ ხალხს უნდა იმენა გადატრიალება დუხზეა მაგრამ უტრაკო ოპოზიციას ეშინია, ეგეც ტყუილია თორემ ხალხს თუ რამე უნდა ეგეთი პოლიტიკოსებიც თვითონ გაჩდებიან, ამ ხალხისგან გამოჩნდება ვინმე. დღე ანდწლი ყაზახეთის თემაც და და თემოდამ გამომდინარე ქართულ აქტივიზმზეც დარდი ისეც ამ ბაბბლში ხდება ეს თუ რა ცუდი და უუნარიები ვართ ამაზეც კი ამ ბაბლის გარდა ამ ასპექტში არავინ წუხს. ჯამში ყველა ადამიანები ვართ, ყველას ორი ფეხი და ხელი აქვს, ყველას აქვს პასუხისგებლობა იმაზე რომ უზურპირება არ მოითმინოს, საკუთრების უფლების შელახვა, ინფლაცია, თავისუფლების დაკარგვა და აშ. ეს პრობლემები ხელის გულზეა, ხალხის დიდი ნაწილს კიდია, ცხადია ამის თქმა არავის უნდა, ყველა ერიდება, იმის ძახილი ჯობია ქართველი “ხალხი ამას აღარ მოითმენს! როცა საჭირო იყო სულ სწორ პოზიციაზე იდგა!” ერთადერთი შანსია ადამინის თავებში მოხდეს ცვლილება, დაფიქრება, გაბევრება. ის ხალხი რომლებიც რამეზე ფიქრობს, აწუხებს და აპროტესტებს საქილიკო ნამდვილად არაა, სულ რომ ყველაზე ბანძად ვაპროტესტებდეთ, ყველაზე უხეირო ხერხებით, უკეთესად ქნას დანარჩენმა სამ მილიონ მახევარმა ადამიანმა. მე ვფიქრობ გირჩმა თავის არაებობის განმალობაში ბევრი მნიშვნელოვანი თემა გააპროტესტა ბევრნაირი ხერხებით, ბევრი ხალხი ჩაერთო? არა. დამნაშავე გირჩი მგონია? არა. მე ვამაყობ გირჩელებით და მევასებიან, ასევე სხვა აქტივისტებიც და ადამიანები რომლებთან ერთად მესამე წელია პერმანენტულად ვდგავარ აქციებზე. ცნობისთვის, ყაზახეთში მასობრივი საპროტესტო აქციები მანგისტაუს რეგიონში საწვავის ფასის ზრდის გამო 2 იანვარს დაიწყო, მოგვიანებით კი თითქმის მთელი ქვეყანა მოიცვა. გუშინ ყაზახეთის მთავრობა გადადგა, მაგრამ მიუხედავად ამისა, პროტესტი გრძელდება. ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტი გათიშულია და გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა newsreport.ge/
  15. ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ ტოყაევმა “ტერორისტული თავდასხმის საფრთხისგან დასაცავად” დახმარების თხოვნით “კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციას” ОДКБ-ს მიმართა. თოყაევის თქმით, საფრთხე ემუქრება სახელმწიფოს მთლიანობას, რადგან “ტერორისტული ჯგუფები” კარგად არიან მომზადებული და მათ მომზადება საზღვარგარეთ გაიარეს. “მოქმედმა ტერორისტულმა დაჯგუფებებმა გაიარეს სერიოზული მომზადება საზღვარგარეთ და მათი თავდასხმები ყაზახეთზე უნდა იყოს განხილული როგორც აგრესიის აქტი. ამის გათვალისწინებით, კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში, დღეს მე მივმართე ОДКБ-ს წევრ ქვეყნებს, რათა ამ ტერორისტული საფრთხის ქვეშ მყოფ ყაზახეთს დახმარება აღმოუჩინოს” – ამბობს ყაზახეთის პრეზიდენტი. ცნობისთვის, ყაზახეთში მასობრივი საპროტესტო აქციები მანგისტაუს რეგიონში საწვავის ფასის ზრდის გამო 2 იანვარს დაიწყო, მოგვიანებით კი თითქმის მთელი ქვეყანა მოიცვა. გუშინ ყაზახეთის მთავრობა გადადგა, მაგრამ მიუხედავად ამისა, პროტესტი გრძელდება. ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტი გათიშულია და გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. newsreport.ge/
  16. “ქართველ ხალხს გამოვლილი გვაქვს ის, რაც ყაზახეთში აღგაგზნებთ – ჩემი ბაბლის ნაწილს. ჩვენ სისხლიანი რევოლუციაც გვქონდა, უსისხლო რევოლუციაც, და უფრო წინ წავედით – დიდი ნაბიჯით – ხელისუფლება არჩევნებით შევცვალეთ. ქართველი ხალხი არის უფრო წინ, ვიდრე სხვა პოსტ საბჭოთა რესპუბლიკების ხალხები (ბალტიისპირეთის გამოკლებით). ჩვენ უკვე შევქმენით რაღაც მცირე, მაგრამ მაინც ტრადიცია. პოლიტიკურ და შემოქმედებით ელიტას ვთხოვ, საკუთარი სასოწარკვეთის სუბლიმაცია უფრო მოკრძალებულად, პრივატულ სივრცეში მოახდინოს (სახლში რაც გინდათ, ის აკეთეთ!!!), პატივი სცეს ქართველი ხალხის მოკლე, სისხლით და უბედურებით, მაგრამ ამავდროულად დიდი აღმაფრენებით და წარმატებებით სავსე პოსტ საბჭოთა გზას და რეგიონში, ან მის შემოგარენში სიოს ყველა დაბერვაზე, ნუ გვაქცევს თალიბებად, ნუ გვცვლის ყაზახებში, ნუ გვამჯობინებს ყველას, სადაც პროტესტს დაინახავს! (უდიდესი პატივისცემით ყველასთან, უბრალოდ ჩვენ ობიექტურად სხვაგან ვართ). ნუ ამახინჯებთ ისტორიას – თუნდაც უახლესს. გამოდის ქართველი ხალხი ქუჩაში, როცა ბრაზდება. და როდის გაბრაზდება, ამას ჩვენ არ შეგვეკითხება – ისე იზამს, ჩვენც პირს დავაღებთ, როგორც 20 ივნისს დავაღეთ. ჩვენ ვართ სხვაგან და გვინდა არჩევნებით ხელისუფლების ცვლილება, იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ, რომ ეს შესაძლებელია. რა ყაზახეთი?” ასე ეხმიანება “ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი ყაზახეთში მიმდინარე მასობრივ საპროტესტო აქციებს. newsreport.ge/
  17. “კალაძე კონტაქტზე არ გამოსულა, იქნებ ვერ მოისმინა ჩემი ხმა, იქნებ ის ძალიან მაღლაა და ჩვენ ძალიან დაბლა ვიმყოფებით. მაგრამ ჩვენ წყნეთშიც ავალთ ალბათ. შეიძლება მას არ ახსოვდეს ისტორიიდან, მაგრამ იანვარში მოხდა სწორედ, მე-20 საუკუნის დასაწყისში, თქვენ თუ არ გახსოვთ, ბატონო კახი, თქვენს ხელისუფლების წარმომადგენელს ვიღაცას მაინც ეცოდინება მღვდელი გაპონის ისტორია, რომელიც ბოშათა კლანს ჩაუდგა სათავეში და ისინი ცხოვრების წესის გაუმჯობესებას ითხოვდნენ. ჩვენ ძვირადღირებულ შემოსავლებს, სახლს, კარს, მანქანას არ ვითხოვთ, აქ ელემენტარულზეა საუბარი, რომ ახალი წლის შემდგომ ის სიხარული, რაც ნებისმიერ ჩვენგან აქვს, არ მინდა ჩაქრეს ჩვენს ხალხში, ახალგაზრდებში, პატარებში… მე მართლა ვერ გადავიხდი [კომუნალურებს], რომ გადავიხადო, უფრო მეტი შემოსავალი უნდა მქონდეს. მე არ ვამბობ, რომ ოჯახი სახელმწიფოს ხარჯზე უნდა იყოს, მაგრამ იყოს შემოსავალთან პირდაპირპროპორციული. 1100 ლარი მარტო გაზის და შუქის გადასახადი, ეს ნიშნავს, რომ შენ სამჯერ, ოთხჯერ 1100 ლარი უნდა გქონდეს, რომ გადაიხადო. მე ერთი რიგითი სასულიერო პირი, ამ ქვეყნის მოქალაქე, მინდა ბოლომდე ჩემს ქვეყანაში დავრჩე, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, იძულებული გავხდები, წავიდე ემიგრაციაში, თუნდაც იმის გამო, რომ ჩემი 7 შვილი ვარჩინო. ამას მე ვუშვებ, რადგან ვერავის ჯიბეზე ვიქნები დამოკიდებული” ამბობს მამა პეტრე TV პირველის ეთერში. გუშინ მან თბილისის მერს, კახი კალაძეს მიმართა, დაეხმაროს კომუნალური გადასახადების გადახდაში. newsreport.ge/
  18. საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოდის ინიციატივით, პარლამენტში ელექტროენერგიის გაძვირებასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია შეიქმნას. ექსპრეზიდენტი ენმ-ს მიმართავს, ამ თემაზე კონსულტაციები გამართოს. “მე არ მინდა, რომ ერთადერთი საგამოძიებო კომისია მიკავშირდებოდეს. გთავაზობთ, ასევე შევქმნათ პარლამენტის მეორე, საგამოძიებო კომისია ელექტროენერგიის გაძვირებასთან დაკავშირებით. რაც ჩემს ხელს არსებული ინფორმაციით, მთლიანად უკავშირდება კორუფციას ხელისუფლებაში, კერძოდ, ივანიშვილის ბიტკოინებს, კალაძის მიერ თბილისის ქსელების 25%-ის შეძენას. ვთხოვ, ნაციონალურ მოძრაობას, დაიწყოს ამ თემაზე კონსულტაციები. მინდა, მივმართო გახარიას ფრაქციას პარლამენტში და ვკითხო, შემოუერთდებიან თუ არა ისინი, ასეთ თემაზე საგამოძიებო კომისიის იდეას”,– წერს სააკაშვილი. ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის სურს, ასევე საგამოძიებო კომისია შეიქმნას ციხეში მის მიმართ მოპრყობასთან დაკავშირებით, რომელიც შეისწავლის მის მიმართ არაადამიანური და ღირსებისშემლახავი მოპყრობის ფაქტს და იმ თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს, რომლებიც ამ პროცესში იყვნენ ჩართულები. newsreport.ge/
  19. “მივესალმები ყაზახი ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლას. ეს არის ნათელი მაგალითი, რომ რაც არ უნდა რეპრესიები განახორციელოს რეჟიმმა, რამდენი ხალხიც არ უნდა დაიჭიროს, რა სპეცრაზმებიც არ უნდა მიუქსიოს, მთავარი ძალა თავისუფლებისმოყვარე ხალხშია. ხალხი არ მოითმენს კორუფციას, სოციალურ უსამართლობასა და არაფორმალურ მმართველობას. ჩემთან კიევში, შარშან, სექტემბერში ჩამოსული იყო ყაზახ ოპოზიციონერთა დიდი ჯგუფი და უკვე მათთან საუბრით მოვხვდი, რომ სამოქალაქო საზოგადოება მზად იყო ცვლილებებისთვის. ​ამავე დროს უნდა აღვნიშნო, რომ ნაზარბაევს, ივანიშვილისგან განსხვავებით, საკმაოდ ბევრი ჰქონდა გაკეთებული ყაზახეთისთვის, მაგრამ ეს არ აძლევს მას უფლებას, პირად საკუთრებად ექცია ქვეყანა და არაფორმალურად მართოს ფუფუნების პირობებში ჩრდილიდან” ასე ეხმიანება ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყაზახეთში მიმდინარე მასობრივ საპროტესტო აქციებს. newsreport.ge/
  20. საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს დღეს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვენდი შერმანმა დაურეკა. შერმანმა მინისტრს კიდევ ერთხელ დაუდასტურა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, შერმანმა აღნიშნა, რომ აშშ მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები ომამდელ პოზიციაზე და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. “სახელმწიფო მდივანმა შერმანმა და მინისტრმა ზალკალიანმა ხაზი გაუსვეს, რომ უნდა შენარჩუნდეს სუვერენული ქვეყნების უფლება, თვითონ აირჩიონ თავდაცვის მექანიზმები და მხარი დაუჭირონ საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას რუსული აგრესიის გაგრძელების პირობებში. მათ ასევე განიხილეს ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების გაძლიერების საკითხი ზალკალიანმა ხაზი გაუსვეს, რომ უნდა შენარჩუნდეს სუვერენული ქვეყნების უფლება თვითონ აირჩიონ თავდაცვის მექანიზმები”, – ნათქვამია განცხადებაში. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საუბრისას ზალკალიანმა აღინიშნა, რომ რუსეთის მცდელობები, შეაფერხოს საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში ინტეგრაცია, წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნორმებთან და მსგავსი რიტორიკა, რომელიც მიზნად ისახავს სუვერენული სახელმწიფოს უფლების შეზღუდვას, აწარმოოს დამოუკიდებელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, სრულიად მიუღებელია. newsreport.ge/
  21. „ძველით ახალი წლის პერიოდში, მოგეხსენებათ, ეს არის დასვენების, შეხვედრების პერიოდი, გთხოვთ, ვიყოთ მაქსიმალურად მოკრძალებული, რამეთუ, ხაზს ვუსვამ, რომ ქვეყანაში უფრო ინტენსიურად ცირკულირებს ვირუსი, ვიდრე ეს იყო დეკემბრის მეორე ნახევარში და იწყება კიდევ ე.წ. აღმავალი ტალღა ინფიცირებისა, რომელიც დიდი ალბათობით გამოწვეულია სწორედ ახალი შტამით, „ომიკრონით“. ამიტომ გთხოვთ ყველას კიდევ ერთხელ, რომ ავიცრათ და დავიცვათ წესები და რეგულაციები. ეს გახლავთ პირველ რიგში პირბადის ტარება, დიდი თავშეყრის ადგილების თავის არიდება, სანიტარული წესრიგი და დისტანციის დაცვა. შედარებით მარტივად აღსასრულებელია ყველა ეს რეკომენდაცია და ამით ჩვენ ვიცავთ ჩვენ თავს და ყველას სხვას ჩვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს. ანუ ჩვენ ვიცრებით ქვეყნისთვის და ადამიანთა ჯანმრთელობისთვის“ ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე Ipn-ის ცნობით. newsreport.ge/
  22. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 5 იანვრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.81 თეთრით გაუფასურდა, შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0964 ლარი გახდა. რაც შეეხება ევროს, მასთან მიმართებით ლარი 1.10 თეთრით გაუფასურდა, რის შემდეგაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.5023 ლარს შეადგენს. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა. newsreport.ge/
  23. ყაზახეთის პრეზიდენტი, ყასიმ-ჟომართ თოყაევი აცხადებს, რომ ის დედაქალაქის დატოვებას არ აპირებს. მისი თქმით, დღეიდან რესპუბლიკის უსაფრთხოების საბჭოს თავად გაუძღვება. „რაც არ უნდა მოხდეს, მე ქვეყნიდან არ წავალ და დედაქალაქში დავრჩები. მე ჩემს პოზიცაზე ვაპირებ დარჩენას და ხალხის მხარდაჭერის იმედი მაქვს“, – განაცხადა მან. მისივე თქმით, ამიერიდან უშიშროების საბჭოს თავად უხელმძღვანელებს. ამ დრომდე უშიშროების საბჭოს ნურსულთან ნაზარბაევი ხელმძღვანელობდა. ცნობისთვის, ყაზახეთში მასობრივი საპროტესტო აქციები მანგისტაუს რეგიონში საწვავის ფასის ზრდის გამო 2 იანვარს დაიწყო, მოგვიანებით კი თითქმის მთელი ქვეყანა მოიცვა. მასობრივი პროტესტის ფონზე პოლიციის ნაწილი გადავიდა ხალხის მხარეს. გუშინ ყაზახეთის მთავრობა გადადგა, მაგრამ მიუხედავად ამისა, პროტესტი გრძელდება. ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტი გათიშულია. newsreport.ge/
  24. რუსთავის ციხეში კვლავ არ შეუშვეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი. ნიკოლოზ ყიფშიძემ მას სთხოვა, გადადოს პროტესტის უკიდურესი ფორმისთვის მიმართვა და ექიმების შესვლას დაელოდოს. “მქონდა მე მოლოდინი, რომ შემიშვებდნენ, მაგრამ დაშვება არ გაქვთო. იმიტომ მოვედი დღეს აქ, რომ ეხლა რომ მოეცათ საშუალება მენახა, იქნებ გადაეფიქრებინა ამ უკიდურესი ფორმის, დაწყება, შიმშილობის დაწყება. თუ გვისმენს მიშა, ვეტყოდი, რომ მიშა, მოიცადე კიდევ ცოტა ხანი, ექიმები ადრე თუ გვიან შემოვლენ შენთან, და თუ შეიძლება გადადე შენი ულტიმატუმი დღე”, – თქვა ნიკოლოზ ყიფშიძემ რუსთავის ციხესთან. ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილს ორი მოთხოვნა აქვს – 6 იანვრამდე მასთან დამოუკიდებელი ექიმების ჯგუფი შევიდეს და კომუნიკაცია სრულყოფილად აღდგეს, წინააღმდეგ შემთხვევში, ადვოკატის თქმით, ის პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს. შოთა თუთბერიძეს არ დაუკონკრეტებია, იქნება თუ არა ეს შიმშილობა. newsreport.ge/
  25. ყაზახეთში მთავრობის გადადგომის მიუხედავად, საპროტესტო აქციები გრძელდება. ამ წუთებში ცნობილი ხდება, რომ ყაზახეთში ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტი გათიშეს. ბრიტანული კომპანია NetBlocks, რომელიც მსოფლიოში ინტერნეტის მდგომარეობას აკვირდება, ადასტურებს, რომ ყაზახეთში ინტერნეტი დაბლოკილია და ტრაფიკი დაეცა. პროტესტი მანგისტაუს რეგიონში საწვავის ფასის ზრდის გამო 2 იანვარს დაიწყო, მოგვიანებით კი თითქმის მთელი ქვეყანა მოიცვა. მასობრივი პროტესტის ფონზე : პოლიციის ნაწილი გადავიდა ხალხის მხარეს, ასევე ხალხის მხარეს გადავიდა წყლის მტყორცნი მანქანის ეკიპაჟი. newsreport.ge/
×
×
  • შექმენი...