Jump to content
Planeta.Ge

პლანეტა.გე

პლანეტელი
  • პოსტები

    742
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი პლანეტა.გე

  1. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარედ, საქართველოს ოთხი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. “რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარედ საქართველოს ოთხი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედი „ცხელი ხაზი”. ინფორმაცია მყისიერად მიეწოდათ ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება, იყენებს ყველა მის ხელთ არსებულ მექანიზმს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გასათავისუფლებლად. ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთის საოკუპაციო ძალაბს ეკისრება. უკანონო დაკავებების მავნე პრაქტიკა მნიშვნელოვნად აუარესებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საფრთხეს უქმნის რეგიონში არსებულ სტაბილურობას” ნათქვამია სუს-ის განცხადებაში. newsreport.ge/
  2. ჩხოროწყუ გახდა ქვეყნის პირველი მუნიციპალიტეტი, სადაც საკრებულოს თავმჯდომარედ ოპოზიციონერი აირჩიეს. დღეს თავმჯდომარედ დეპუტატებმა გიორგი გახარიას პარტიის, „საქართველოსთვის“ წევრი, მაჟორიტარი დეპუტატი შოთა წურწუმია აირჩიეს. კენჭისყრაში 15-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა. შოთა წურწუმიამ საკრებულოს 14 წევრის მხარდაჭერა მიიღო, ერთ ბიულეტენი გაბათილდა. თავმჯდომარედ ასარჩევად 14 ხმა იყო საჭირო. ჩხოროწყუს საკრებულოში ქართული ოცნება 12 დეპუტატით არის წარმოდგენილი, ნაციონალურ მოძრაობას 7 დეპუტატი ჰყავს, პარტია საქართველოსთვის – 7, ხოლო ლელოს – 1. newsreport.ge/
  3. ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ მოშიმშილეები დაძაბულობის შექმნას ცდილობენ ყურადღების მისაქცევად. “როგორც მაშინ, ასევე, ახლაც, მე მესმის, რომ გარკვეული პროტესტის სახე არის დემოკრატიის ერთ-ერთ ნიშანი საზოგადოებასა და სახელმწიფოში. მესმის, რომ ადამიანები ცდილობენ გარკვეული დაძაბულობის შემოტანას, იმისათვის, რომ ყურადღება მიიქციონ ამ პროცესში. თუმცა ვთვლი, რომ ყოველთვის არსებობს დიალოგის რესურსი და მნიშვნელოვანია, პოლიტიკაში მყოფი პირები მიმართავდნენ დიალოგს და არა სხვადასხვა ფორმის საპროტესტო აქციებს, რომელიც ისედაც ართულებს ქვეყანაში არსებულ რთულ სიტუაციას, რომელიც პანდემიიდან გამომდინარე არსებობს”, — განაცხადა ტიკარაძემ. მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მასობრივი შიმშილობა მისმა მხარდამჭერებმა 2 დღის წინ დაიწყეს. newsreport.ge/
  4. “პრეზიდენტის ძალისხმევა განსაკუთრებით მნიშნველოვანია ქვეყნისთვის, ამ ეტაპზე, რაც გულისხმობს საზოგადოების გამთლიანებას და იმ დაპირისპირების შემცირებას, რაც არსებობს. ყველა მხრივ, რა თქმა უნდა, მისასალმებელია ეს ინიციატივა და მხარს ვუჭერთ. განსაკუთრებით ეს მნიშნველოვანია ქვეყნის სტაბილურობისთვის და სიმშვიდისთვის, ვიცით რომ ამ პროცესში ჩართული არიან როგორც პოლიტიკური პარტიები, ასევე, სხვადასხვა დაინტერესებული მხარე, მათ შორის არის სამოქალაქო საზოგადოება, საქართველოს ეკლესია და მათ ყველას აქვთ თავიანთი ხმა ამ პროცესში, რაც გულისხმობს საზოგადოებაში დაპირისპირების დასრულებას და გამთლიანებას. ყველამ კარგად ვიცით, რომ აღნიშნული პროცესი სწრაფად და 1-2 დღეში ვერ დასრულდება, ამისათვის პრეზიდენტიც არის კარგად მომზადებული და ნაბიჯ-ნაბიჯ აღნიშნული პროცესი და ყველამ საკუთარი წვლილი უნდა შეიტანოს ამაში” ასე ეხმიანება აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი პრეზიდენტის ინიციატივას ეროვნულ შეთანხმებასთან დაკავშირებით. newsreport.ge/
  5. “ვფიქრობ, რომ 21-ე საუკუნეში ზოგადად კერპთაყვანისმცემლობა ძალიან უხერხულია. ის სურათი, რასაც ჩვენ ვუყურებდით, შუა საუკუნეების რემისინციას წარმოადგენდა. შესაბამისად, ეს მოწოდებები რადიკალიზაციისკენ, დაძაბულობისკენ არის ვადაგასული. ეს დღის წესრიგი მათ ამომრჩეველსაც არ მოწონს” ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი ნაციონალური მოძრაობის აქციებზე. გუშინ ენმ-ს მხარდამჭერებმა სააკაშვილს დაბადების დღე მიულოცეს და გორის ჰოსპიტალთან ფრანები გაუშვეს, დღეს კი ისინი რუსთაველის გამზირზე აქციას გამართავენ. newsreport.ge/
  6. რუსთაველზე ენმ-ს აქციის დაწყებამდე პარლამენტთან და კანცელარიასთან სპეცრაზმისა და საპოლიციო ძალების მობილიზება დიწყო. სპეცრაზმელები ავტობუსებით შეიყვანეს პარლამენტისა და კანცელარიის ეზოში. მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებით მოთხოვნით აქცია 18:00 საათზე დაიწყება. მისი ორგანიზატორი ნაციონალური მოძრაობაა, თუმცა აქციას უერთდებიან სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერები. მანიფესტაციაზე დასასწრებად ექსპრეზიდენტის მხარდამჭერები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მოემართებიან. newsreport.ge/
  7. პარტია “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია ხვალ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდება. “მივიღე მოწვევა პრეზიდენტისგან ხვალ შეხვედრაზე. მადლობელი ვარ და დიდი ინტერესით და შედეგზე ორიენტირებულად მივდივარ ხვალ 12 საათზე”,– წერს ხოშტარია Facebook-ზე. დღეს პრეზიდენტი შეხვდა სალომე სამადაშვილს, ანა დოლიძესა და ხატია დეკანოიძეს. დღესვე იგეგმება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ვიზიტიც. newsreport.ge/
  8. “ვერანაირად ვერ შევაფასებ, პოლიტიკური მართლმსაჯულება საქართველოში არ არის. ეს არის ჩემი პასუხი… დღეს ნაძვის ხის ხმას უფრო გაიგებენ, ვიდრე ხალხისას” ამბობს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ენმ-ს აქციაზე. დღეს, მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღეს, ნაციონალური მოძრაობა რუსთაველის გამზირზე, 18:00 საათზე მისი გათავისუფლების მოთხოვნით აქციას გამართავს. newsreport.ge/
  9. ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. მისი თქმით, საუბრის მთავარი თემა პოლიტიკური მართლმსაჯულება იყო. “ჩვენი ყველაზე მძიმე მოცემულობა რაც არის, ეს არის პოლიტიკური მართლმსაჯულება, საქართველოს მესამე პრეზიდენტის პატიმრობა, რაც არის რეალურად ყველაზე უფრო დიდი ნიშნული პოლიტიკური მართლმსაჯულებისთვის. ის, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულება ქმნის ყველანაირ დაბრკოლებას ქვეყნის განვითარებისთვის – მესამე პრეზიდენტის ციხეში ყოფნა და რამდენიმე პოტენციური პოლიტიკური პატიმრის არსებობა ქვეყანაში უნდა შეჩერდეს რაღაცნაირად და გადაწყდეს, ეს არის მნიშვნელოვანი. მე გავუზიარე და ვუთხარი, რომ ეს ყველაზე უფრო მძიმე მოცემულობა, რაც გულისხმობს პოლიტიკურ სასამართლოს და მართლმსაჯულებას, რეალურად ქმნის დაბრკოლებას ევროატლანტიკური მომავლისთვის”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ. დღეს საქართველოს პრეზიდენტს შეხვდნენ სალომე სამადაშვილი და ანა დოლიძე. შეხვედრას გამართავენ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძეც. newsreport.ge/
  10. “უბრალოდ დაფიქრდით, მიხეილ სააკაშვილის გამოცდილება, პოლიტიკური წონა, მისი კონტაქტები სჭირდება თუ არა ჩვენს ქვეყანას ასეთი ეკონომიკური კრიზისის დროს, ან ასეთი საგარეო საფრთხეების დროს? მითხარით. როგორ შეიძლება ამ ადამიანის ტვინი არ გამოვიყენოთ?! და კობახიძე უნდა იყოს მთავრობაში, ვოლსკი, თალაკვაძე, ეს მართლაც არსაიდან მოსული ხალხი და ამ დროს სააკაშვილი გყავდეს დილეგში ჩაგდებული. გადადეთ ბოღმა და უბრალოდ დაფიქრდით, ამ წონის, ამ ჭკუის მატარებელ კაცს რატომ უნდა ვამწნილებდეთ ციხეში? რა სიგიჟეა. ეს კაცი არის უდავოდ მოვლენა, მსოფლიო მასშტაბის პოლიტიკოსია. ეს კაცი არის გამოსაყენებელია და რომ გამოვიყენოთ, გამოსახსნელია რუსული ტყვეობიდან” ამბობს ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან ხაბეიშვილი TV პირველის ეთერში. newsreport.ge/
  11. გაუჩუნარებული ეკონომისტის, რამაზ გერლიანი და ამბობს, რომ მისმა ყოფილმა რძალმა პოლიციას ცრუ ჩვენება მისცა. მისი თქმით, აქამდე ის ამბობდა, რომ პოლიციელი, რომელიც გერლიანს ემუქრებოდა, მისი მეგობარი იყო. ნანა გერლიანი ეჭვობს, რომ ყოფილი რძალი შსს-ს თანამრომელს, გიორგი გოგნიაშვილს ხელს აფარებს. “რადგან იამ, ჩემმა ყოფილმა რძალმა ცრუ ინფორმაცია მისცა და არ აღიარა და თქვა, რომ საერთოდ არ იცნობდა ამ ადამიანს [პოლიციელს], მე დარწმუნებული ვარ, პირდაპირ ხელს ვადებ იას ამ დანაშაულში, ის ცრუობს და ცრუ ჩვენებით აპირებს სხვა მიმართულებით წაიყვანოს ეს საქმე”- ამბობს რამაზ გერლიანის და. ცნობისთვის, დღეს პოლიციამ ეკონომისიტის ოფისში მისი მობილური და წერილი იპოვა. მობილურს, რომელიც მის სამუშაო მაგიდაზე იდო, მარკერით მიწერილი ჰქონდა პაროლი, რითაც პოლიციას ტელეფონის გახსნა შეუძლია, წერილში კი გერლიანი აცხადებს, რომ “ბევრი ითმინა“ და “დაიღალა”, ასევე, მიმართავს შვილებს, რომ უყვარს, ღმერთს კი პატიებას თხოვს. გაუჩინარებამდე რამაზ გერლიანმა Facebook-პოსტი დაწერა, რომელშიც შსს-ს თანამშრომელს ზეწოლასა და მუქარაში ადანაშაულებდა და ვარაუდობდა, რომ ის მასზე და მისი ოჯახის წევრებზე პერსონალურ ინფორმაციას აგროვებდა და მესამე პირს აწვდიდა. პოსტი გუშინ სოციალური ქსელიდან წაიშალა. ეკონომისტის ძმა ვარაუდობს, რომ ის ძალოვანმა უწყებებმა წაშალეს. გაუჩინარებულ რამაზ გერლიანს პოლიცია და ოჯახის წევრები მე-3 დღეა იძებენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. newsreport.ge/
  12. ფრაქცია ლელოს წევრი, სალომე სამადაშვილი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. მისი თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს უსამართლო თამაშის წესებსა და შიდაპოლიტიკურ კრიზისზე. “უმთავრესი გამოწვევა ქვეყანაში არის როგორც პოლიტიზებული მართლმსაჯულება, ასევე პოლიტიკური თამაშის წესები, რომელიც საზოგადოების დიდ ნაწილში ტოვებს განცდას, რომ არის უსამართლო და ჩვენ დავკარგეთ შანსი, რომ სამართლიანი წესებით შევიდეთ პოლიტიკურ პროცესში. ცხადია, ამაზეც გქონდა საუბარი. ასევე, ვისაუბრეთ იმაზე, თუ რამხელა ზიანს იღებს ჩვენი ქვეყანა მუდმივი შიდაპოლიტიკური კრიზისის ფონზე. მათ შორის, ჩვენი დღის წესრიგი დასავლეთთან ურთიერთობაში და საქართველოს ყველა მოქალაქის ინტერესი, რაც უკავშირდება ქვეყნის კეთილდღეობის შექმნას”,– ამბობს სამადაშვილი შეხვედრის დასრულების შემდეგ. მისივე შეფასებით, სალომე ზურაბიშვილი ზუსტად ესმის, რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა. “მას აქვს გულწრფელი სურვილი, შეიქმნას პროცესი, რომელიც ქვეყანას დაეხმარება. რამდენად წარმატებული იქნება ეს პროცესი, ეს დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, მათ შორის ყველა მოთამაშეზე, ქართული ოცნების ჩათვლით, რომელმაც პოლიტიკური ნება უნდა გამოავლინოს, რომ ჩვენ რაღაც შედეგი მივიღოთ”,– აღნიშნა სამადაშვილმა. დღეს პრეზიდენტი ასევე შეხვდა ანა დოლიძეს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს. newsreport.ge/
  13. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, დიტო საძაგლიშვილის თქმით, გორის სამხედრო ჰოსპიტლის პერსონალმა ექსპრეზიდენტს ტორტი მოუმზადა. “მიხეილ სააკაშვილმა მადლობა დამაბარა გორის სამხედრო პერსონალისთვის, რომლებმაც სპეციალური ტორტი მოუმზადეს დაბადების დღისთვის. სხვათა შორის, ძალიან გემრიელი”,– ამბობს საძაგლიშვილი. დღეს, მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღეს, ნაციონალური მოძრაობა რუსთაველის გამზირზე, 18:00 საათზე მისი გათავისუფლების მოთხოვნით აქციას გამართავს. newsreport.ge/
  14. “დღეს არის 21 დეკემბერი და ქვეყნის სირცხვილია, როდესაც საკუთარ დაბადების დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომლის სახელსაც უკავშირდება თანამედროვე სახელმწიფოს შექმნა, დაბადების დღეს ხვდება პატიმრობაში და იმყოფება ციხეში. მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის პირადი ტყვე და დღეს ათასობით ადამიანი, რომელიც შეიკრიბება რუსთაველზე, კიდევ ერთხელ გამოხატავს თავის ღმამაღალ პროტესტს. მოსახლეობა არასდროს შეეგუება ფაქტს, რომ სააკაშვილი იყოს პატიმრობაში, როცა კრიმინალური ბანდა მართავს ჩვენს ქვეყანას. მოსახლეობა არასდროს შეეგუება ოლიგარქიულ მმართველობას ამ ქვეყანაში, იმ სიდუხჭირესა და გაჭირვებას, სადამდეც მიგვიყვანა ქართულმა ოცნებამ. ჩვენი პროტესტი მიმართული იქნება არამხოლოდ ხელისუფლების მიმართ, არამედ ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართაც, რათა მათ დაინახონ, რომ ჩვენი პროტესტი გრძელდება და ეს იქნება პერმანენტული აქციები, ვიდრე არ მივალთ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებამდე და ვადამდელ არჩევნებამდე” განაცხადა ენმ-ს წევრმა ზაალ უდუმაშვილმა. დღეს ნაციონალური მოძრაობა რუსთაველის გამზირზე, 18:00 საათზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქციას გამართავს. newsreport.ge/
  15. „ეს ჯერ არავის დაუმტკიცებია. ჩვენ არ ვიცით, „ომიკრონი“ რაიმე მაჩვენებლებით იქნება თუ არა უფრო მძიმე და საშიში, ვიდრე თუნდაც „დელტა“ შტამი. წინასწარი მონაცემებით ცნობილია, რომ დიახ, „ომიკრონი“ სავარაუდოდ, უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე „დელტა“ შტამი. მეორე – სავარაუდოდ, ის არ იწვევს უფრო მძიმე დაავადებას და მეტ სიკვდილობას, ვიდრე „დელტა“-შტამი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან მძიმე დაავადების გამოწვევის უნარი და სიკვდილობის მეტი პროცენტი გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე უფრო იოლი გადამდებობა და სწრაფი გავრცელება” ამბობს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. newsreport.ge/
  16. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით წამოწყებული ეროვნული თანხმობის პროცესი არის “რთული, კომპლექსური პროცესი, რომელიც არის ღია და გამჭვირვალე და არანაირად არ ატარებს საიდუმლო ხასიათს”. მათივე განმარტებით, ეროვნული თანხმობის პროცესის დასაწყისში პრეზიდენტი უსმენს ყველას, მართავს შეხვედრებს და დაინტერესებულია სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფების მოსაზრებებით, ინიციატივებითა თუ პოზიციებით, ეს ყოველივე არის ერთი მთლიანი ეროვნული თანხმობის პროცესის ნაწილი. “აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ პროცესში ჩართულები არიან არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიები, არამედ საზოგადოება და მათ შორის, მსხვერპლთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრები უკვე გამართა საქართველოს პატრიარქთან, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან. პროცესი გრძელდება და პრეზიდენტი შეხვედრებს აქტიურ რეჟიმში განაგრძობს”,– აცხადებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. newsreport.ge/
  17. “ბიძინას გამოჩენამდე პერიოდი რომ გაიხსენოთ, საზოგადოებაში აღარ იყო რწმენა, რომ ვინმეს შეიძლება მიშა დაემარცხებინა. აქციები იყო, ოპოზიციამ ყველაფერი ცადა, არაფერი გამოვიდა და ხალხმა დაკარგა რწმენა, რომ იმხელა რესურსი გააჩნია მიშას, რომ მისი მომგები არავინ არ არის. ბიძინამ მაშინ გადატეხა ეს სიტუაცია ბევრი სხვადასხვა ფაქტორების გამო. ახლა გვაქვს ეგეთი მოცემულობა – ადამიანებს არ სჯერათ, რომ ბიძინას მომგები ვინმე არის ამ ქვეყანაში. ოპოზიციურმა ერთობამ მოიტანა, რომ ადამიანებს გაუჩნდათ რწმენა, რომ იქნებ ერთად მაინც რაღაც გამოვიდეს. და გამოვიდა, ჩემი აზრით, ამ მოცემულობა მაინც მნიშვნელოვანი შედეგი დაიდო. ყველამ დაიჯერა, რომ არა გაყალბებები, ოპოზიციას მოგებული აქვს ეს ყველაფერი. თუმცა საბოლოო ჯამში ეს ვერ აღმოჩნდა გადამტეხი, ამიტომ გვჭირდება გადამტეხი მოგება და არა პატარა პროცენტით მოგება. მაგის მიღწევა არ არის მარტივი ამბავი. საბჭოთა კავშირს რომ ეჭიდავები, ეგეთი რაღაცაა” განაცხადა გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ პალიტრანიუსის ეთერში. newsreport.ge/
  18. ჯანმოს მონაცემებით კოვიდის ახალი ვარიანტი, ომიკრონი უკვე მსოფლიოს 89 ქვეყანაში გამოვლინდა. ამ ქვეყნების უმრავლესობაში დაინფიცირების მაჩვენებელი ყოველ დღენახევარში ორმაგდება. აშშ–ს ეპიდემიოლოგები შიშობენ, რომ ახალი დაინფიცირებულებისათვის შესაძლოა რეანიმაციებში ადგილი აღარ აღმოჩნდეს, თუ ამერიკელები საშობაო გეგმებს არ გადახედავენ. აშშ–ს მთავარი ეპიდემიოლოგი და ამერიკს მთავრობის მრჩეველი, ენტონი ფაუჩი გვაფრთხილებს, რომ საშობაოდ ამერიკელების სტუმრიანობა და დროსტარება ომიკრონის გავრცელების ახალი ტალღის საფუძველი გახდება, მათ შორის სრულად ვაქცინირებულ ამერიკელებს შორისაც. აშშ–ში წლიური ავიაფრენების დიდი ნაწილი სწორედ საშობაო და საახალწლო პერიოდებზე მოდის. ფაუჩი აღნიშნავს, რომ ომიკრონის შტამი მაღალი გადამდებობით გამოირჩევა და ხელისუფლებას მოუწოდებს ყურადღება მიაქციოს ევროპაში მიღებულ შემზღუდავ ზომებს. ფაუჩი ამბობს, რომ აშშ–ს ჯანდაცვის სისტემა კვლავ საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მისი თქმით, ინტენსიური თერაპიის განყოფილებები აშშ–ს ბევრ საავადმყოფოში ისედაც გადავსებულია სხვადასხვა სერიოზული დაავადებების მქონე პაციენტებით. კორონავირუსით დაინფიცირებულების დიდი ტალღა კი კვლავ გამოიწვევს ადგილების და პერსონალის უკმარისობის უმძიმეს ვითარებას, რაც ამერიკამ წარსულში უკვე გადაიტანა. ბრიტანეთის ხელისუფლება დამატებითი შეზღუდვების შესაძლებლობას განიხილავს. ამ ქვეყანაში ომიკრონთან დაკავშირებით ევროპაში ყველაზე უარესი ვითარებაა. ბოლო დღეღამის განმავლობაში ქვეყანაში თითქმის 83 ათასი ახალი დაინფიცირებული გამოვლინდა. მსგავსი სადღეღამისო მაჩვენებელი უკვე რამდენიმე დღეა ნარჩუნდება. ქვეყანაში კვლავ შემოიღეს ნიღბების სავალდებულო ტარება მაღაზიებში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სოციალური დისტანციის დაცვა. თუმცა, მედიკოსები თვლიან, რომ ეს საკმარისი არ არის და ხელისუფლებას უფრო მკაცრი ქმედებებისკენ მოუწოდებენ. ბრიტანეთის მთავრობის სამეცნიერო მრჩევლები მთავარ ამოცანად დღიური ჰოსპიტალიზაციის ზრდის შეჩერებას თვლიან. მათი გათვლებით, თუ დაინფიცირებულთა მაჩვენებელი არ შემცირდა, ჯანდაცვის სისტემას კოლაფსი ემუქრება. სამეცნიერო საბჭომ დაითვალა, რომ ამ დინამიკით ბრიტანეთში გარდაცვლილთა რაოდენობა დღეში 600 ადამიანს მიაღწევს. ვიცე პრემიერმა, დომინიკ რააბმა ორშაბათს განაცხადა, რომ აქტიური ვაქციანციის ფონზე ახალი ლოკდაუნის პერსპექტივა ქვეყანაში საშობაო პერიოდში ნაკლებად არის, თუმცა ასეთი ალბათობის სრულად გამორიცხვა არ შეიძლება. ამასობაში ევროპის ზოგიერთი ქვეყანა ბრიტანეთთან კონტაქტებს ამცირებს. საფრანგეთმა უკვე რამდენიმე დღის წინ აკრძალა ბრიტანიდან საფრანგეთში შესვლა მათთვის, ვისაც საამისოდ საპატიო მიზეზი არ აქვს. გერმანიამ კი სრულად აკრძალა ქვეყანაში ბრიტანელების შესვლა. გერმანიის მოქალაქეებს ბრიტანეთიდან სახლში დაბრუნება შეუძლიათ, თუმცა უარყოფითი პისიარ ტესტი და ორკვირიანი კარანტინი სავალდებულოა სრულად ვაქცინირებულებისთვისაც კი. გერმანიის ხელისუფლებამ გადაწყვიტა ახალი ლოკდაუქნი არ შემოიღოს , მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირების ახალი, მეხუთე ტალღა გარდაუვალია. ორშაბათს შვეიცარიამ დავოსის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის გაუქმების შესახებ განაცხადა. ფორუმი ტრადიციულად იანვრის ბოლოს იმართება. შვეიცარიის ხელისუფლების მიერ შემოღებულ შეზღუდვებს შორის არის სახლიდან მუშაობის ვალდებულება იმ ბიზნესებისა და სამსახურებისთვის, ვისთვისაც ასეთი ფორმატი შესაძლებელია. ბარებში, რესტორნებში, სპორტდარბაზებში და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში შესვლა მხოლოდ კოვიდპასპორტით არის შესაძლებელი. სადღესასწაულო პერიოდებში ქვეყანაში შესვლაზე შეზღუდვას აწესებს ავსტრია. ჰოლანდიაში კი კვირას მკაცრი ლოკდაუნი დაიწყო, რომელიც ომიკრონის სწრაფ გავრცელებას მოჰყვა. ის მინიმუმ 14 იანვრამდე გაგრძელდება, თუმცა შეიძლება ამის შემდეგაც გაგრძელდეს. დაიკეტა ყველა მაღაზია გარდა პირველადი მოხმარების პროდუქტის მაღაზიებისა, ასევე ბარები, სპორტდარბაზები, საპარიკმახეროები და სილამაზის სალონები. დანიაში საშობაო პერიოდისთვის დაიხურება კინოთეატრები და სხვა საზოგადოებრივი ადგილები, რომლებიც პირველადი საჭიროების მომსახურებებს არ ეწევა. ირლანდიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ომიკრონის შტამი ქვეყანაში უკვე დომინანტია. ამ ეტაპზე ხელისუფლებამ გადაწყვიტა ქვეყანაში ბარების და რესტორნების სამუშაო საათები შეზღუდოს და მათ 20:00 საათამდე მუშაობის უფლება მისცეს. ბოლო მონაცემებით მსოფლიოში პანდემიის დაწყების დღიდან 275 მილიონი დაინფიცირებული გამოვლინდა. გარდაიცვალა 5.3 მილიონზე მეტი ადამიანი. newsreport.ge/
  19. “ენმ უნდა დავიწროვდეს, სააკაშვილმა, უგულავამ, ბოკერიამ პასუხისმგებლობები აიღონ “- ამის შესახებ, “ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პალიტრანიუსის ეთერში განაცხადა. ”დავავიწროვოთ წრე, ნაციონალურ მოძრაობაში არიან ახალი თაობის პოლიტიკოსები. თუ უშუალოდ არ აქვთ ჩადენილი დანაშაული, კი ბატონო, დარჩნენ პოლიტიკაში, მაგრამ რაც შეეხება მოძრაობის ლიდერებს სააკაშვილი, უგულავა, ბოკერია, ვინც ლიდერები იყვნენ ამ დანაშაულებრივი სისტემის რა თქმა უნდა, მათ ეკუთვნით, რომ კონკრეტული პასუხისმგებლობა აიღონ საკუთარ თავზე. ჩვენ ხომ პარტიაზე არ ვსაუბრობთ, არიან კონკრეტული ლიდერები. პარტიას ხომ არ ვკრძალავთ, ეს არ არის ჩვენი პრეროგატივა, ეს საკონსიტუტიცო სასამართლოს პრეროგატივაა. ნუ დათანხმდებიან, მათი გადასაწყვეტია.”- აცხადებს კობახიძე. newsreport.ge/
  20. პარლამენტის წევრი დავით ბაქრაძე საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. მისი თქმით, ამ ეტაპზე მისი ამოცანა არ არის შერიგებაზე საუბარი, არამედ ძირითად პრინციპებზე შეთანხმება. “უნდა შევთანხმდეთ ძირითად პრინციპებზე, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ ქვეყანაში სიტუაციის ნორმალიზება მოხდეს და გაგრძელდეს პოლიტიკური ვითარება არამუდმივად ერთმანეთის დაჭერის, დაპატიმრების და დამხობის ენით, არამედ, ჩვენი მოქალაქეების პრობლემების გადასაწყვეტად. ამ ეტაპზე ამოცანად ვხედავ, პირველ რიგში, ძირითად პრინციპებზე შეთანხმების სახით და ამას ვუწოდებ ეროვნულ თანხმობას”,– განაცხადა დავით ბაქრაძემ. ევრონული შერიგების ინიციატივის ფარგლებში დღეს პრეზიდენტი ქართული ოცნების დეპუტატებს და გიორგი მარგველაშვილსაც შეხვდა. პოლიტიკოსებთან შეხვედრებს ზურაბიშვილი ინდივიდუალურ რეჟიმში განაგრძობს. newsreport.ge/
  21. ეკონომისტი რამაზ გერლიანის პოსტი Facebook-ზე რამდენიმე საათია აღარ იძებნება. გაუჩინარებამდე პოსტში ის შსს-ს თანამშრომელს ზეწოლასა და მუქარაში ადანაშაულებდა. გერლიანის ძმა ვარაუდობს, რომ აღნიშნული პოსტი პოლიციამ წაშალა. “პოსტი რამაზის წაშლილი არ არის, ასევე ვვარადაობ, რადგან რამაზი ის კაცი არ არის, რომ რაღაცას გააკეთებ, მერე უკან დაიხიოს. ვფიქრობ, რომ [პოლიციელებმა წაშალეს], ალბათ გარკვეული ინტერესებია”,– ამბობს ის. ცნობისთვის, ეკონომისტს პოლიცია და ოჯახის წევრები 2 დღეა იძებენ. გუშინ რამაზ გერლიანმა პოლიციელის მხრიდან ზეწოლაზე ისაუბრა და ივარაუდა, რომ პოლიციელი მასზე და მისი ოჯახის წევრებზე პერსონალურ ინფორმაციას აგროვებდა და მესამე პირს აწვდიდა. მისივე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საქმეზე საგამოძიებო უწყებას და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართა, თუმცა რეაგირება არ მომხდარა. გაუჩინარების სამეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. newsreport.ge/
  22. “ჩემი აზრით, ძალიან უხერხულია, როდესაც სააკაშვილი თავისი მომხრეების დარაზმვას და შეგროვებას აპირებს თავის დაბადების დღეს. სხვებს უწუნებს “ნაციონალური მოძრაობა” რომ ივანიშვილის ყმები და ბელადის მორჩილები ხართო და ეს რა გამოდის? ბელადომანია არ არის? ბელადის მორჩილება არ არის? უხერხული არ არის, რომ საკუთარ დაბადების დღეზე აგროვებ მხარდამჭერებს? თან რა მოთხოვნით, გათავისუფლების მოთხოვნით, რომელიც არის სრული სიგიჟე” აცხადებს “მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ნაციონალური მოძრაობის ხვალინდელ აქციაზე. newsreport.ge/
  23. ეკონომისტი რამაზ გერლიანის გაუჩინარების სამეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. ოჯახის წევრები გერლიანს მეორე დღეა ვერ პოულობენ. მისი კვალი კი ავჭალის პოლიციასთან ქრება, სადაც მისი კუთვნილი ავტომობილი დგას. შეგახსენებთ, რომ გაუჩინარებამდე მან სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც პოლიციელს ტერორში ადანაშაულებდა, თუმცა ახლა პოსტი აღარ იძებნება. რახან ამ პოსტს კითხულობთ კარგად არ არის საქმე – რას წერდა ეკონომისტი რამაზ გერლიანი გაუჩინარებამდე newsreport.ge/
  24. “ზუსტად იგივენაიარად უნდა შეხედოთ ქართულ ოცნებასა და ივანიშვილს, როგორც რუსეთს. ერთადერთი, რაც შეიძლება გააკეთო, არის ის, რომ გაძლიერდა, რადგან ძალა არის ერთადერთი, რასაც ისინი პატივს სცემენ. გზა არის, რომ უკან დაახევინო და წაართვა ყველა ის ძალაუფლების წერტილი, რომელიც მათ ხელშია – გაათავისუფლო სასამართლო, პროკურატურა და ა.შ. პოლიტიკური წნეხიგან. გასაკეთებელია ის, რომ ჩვენ გავძლიერდეთ, მე ფოკუსირებული ვარ, რომ გირჩი – მეტი თავისუფლება გაძლიერდეს რაც შეიძლება მეტად, რომ შევძლოთ ძალის უფრო მეტად დემონსტრირება და წართმევა იმის, რასაც არ გვაძლევენ, რადგან არ გვჯერა რომ კეთილი მიზნებიდან გამომდინარე ისინი რამეს დათმობენ. არ დაუთმიათ, არ აპირებენ, სხვა ინტერესების ხალხია – მათი ერთადერთი ინტერესია, რაც შეიძლება დიდხანს გააგრძელონ ჭამა და ძალაუფლებით ტკბობა. ოთხჯერ გადაგდების შემდეგ ისევ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომის შინაარს ვერ ვხედავ, როცა შენ ჯერ მოძლიერებული არ ხარ და ისევ იგივე ძალა გაქვს, რაც მანამდე გქონდა. არსებობენ პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ფიქრობენ, რომ აქედან შეიძლება რაღაც გამოდნეს. არავის არაფერს ვერჩი, წარმატებას ვუსურვებ, თუ რამე კარგს გააკეთებენ და კარგ შეთანხმებას მიაღწევენ რომელიც ამ ქვეყანას გამოადგება, მხოლოდ და მხოლოდ გამიხარდება, უბრალოდ მე არ მჯერა ამ პროცესის, გამომდინარე იქიდან, რომ მესმის, რა არის მეორე მხარის ბუნება” განაცხადა “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ შერიგების პროცესის შესახებ TV პირველის ეთერში. newsreport.ge/
  25. ”სამწუხაროდ, ჩვენ ყოველ წელს გველოდება ეს გამოწვევა. ყოველწლიურად გველოდება გამოწვევა, რასაც ჰქვია ის, რომ არის ადამიანების ჯგუფი, რომელსაც სურს კონკრეტული ღონისძიების ჩატარება და მათი კონსტიტუციური უფლებაა ეს, მაგრამ არის საზოგადოების მეორე ნაწილი და ისინი ორგანიზდებიან ხოლმე საკმაოდ დიდი რაოდენობით, რომლებსაც ამის დაშვება არ სურთ. ანუ საზოგადოების კონკრეტულ წარმომადგენლებს შორის არის დაპირისპირება, რაც ყოველწლიურად არის გამოწვევა და პრობლემა სახელმწიფოსთვის. დეტალებში არ შევალ, ჩემთვის რაღაც მისაღებია, მიუღებელია, თუ რა არის, მაგრამ რაც შეეხება სახელმწიფოს, მას, სამწუხაროდ, ყოველწლიურად ექნება ეს გამოწვევა. როგორც კი იქნება მსვლელობა, იქნება მეორე მხრიდან დაპირისპირება.” განაცხადა მმართველი გუნდის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პალიტრანიუსის ეთერში 5 ივლისს LGBTQ+ თემისა და ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ მოვლენებზე საუბრისას. newsreport.ge/
×
×
  • შექმენი...