
პლანეტა.გე
პლანეტელი-
პოსტები
742 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი პლანეტა.გე
-
“ჩამოყალიბდით, სააკაშვილი ეკონომიკის განვითარების პროგრამას წერს თუ კვდება? და აღარ დაიწყოთ, “ხალხი ქუჩაში არ გამოდისო”. რატო გამოვა? მალე ვინც გამოსულია, ისიც უკან შევა. არასდროს ჰყოლია დამოუკიდებელ საქართველოს ისეთი ცუდი ხელისუფლება, როგორიც ახლა ჰყავს. და ოპოზიცია? პ.ს. ადრე მეგონა, პოლიტიკოსები სხვებზე ჭკვიანები იყვნენ, და რომ უბრალოდ მე არ მესმოდა რაღაცეები; თურმე მათ არ ესმით ელემენტარული” ასე ეხმიანება “საფარის” ხელმძღვანელი ბაია პატარაია ეკა ხერხეულიძის განცხადებს, რომ სააკაშვილი ეკონომიკურ პროგრამას წერს. newsreport.ge/
-
ნაცინალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი, ეკა ხერხეულიძე მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ამბობს, რომ ექსპრეზიდენტი ეკონომიკურ პროგრამას წერს, რომელიც გაჭირვების დაძლევისკენ არის მიმართლი. “მის ჯანმრთელობაზე როცა ვსაუბრობთ, ეს წამებით არის გამოწვეული. პოლიტიკურად ის კარგ ფორმაშია. იცით, რომ ერთი სერიოზული დოკუმენტი, დასავლური მანიფესტი საზოადოებას უკვე გააცნო. ამ ეტაპზე, ეკონომიკურ პროგრამაზე მუშაობს, რომელიც სიდუხჭირის და გაჭირვების დაძლევისკენ არის მიმართული. მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ნამუშევარი ახალი წლის დღეეებში. ხვალ ელოდება ბატონ რომან გოცირიძეს, რომლისგანაც აინტერესებს ოფიციალური მონაცემები ამ სფეროში. მთლიანად არის იმ საკითხებით მოცული, რომელიც საზოგადოებას გარეთ აწუხებს. მას ძალიან საგანგაშოდ მიაჩნია სოციალური ფონი, რომელიც ახლა არსებობს ქვეყანაში და ამ კუთხით არის მისი გონება მიმართული და ის წერს ეკონომიკურ პროგრამას”, – აცხადებს ხერხეულიძე. newsreport.ge/
-
“თქვენი უწმინდესობავ, გილოცავთ დაბადების დღეს ქართული საზოგადოების სახელით. მთელ მსოფლიოში მიმოფანტული ქართველობა თქვენი ლოცვით ინარჩუნებს რწმენას, სამშობლის სიყვარულსა და მორალურ პრინციპებს. როცა პანდემია მძვინვარებს და ჩვენი საზოგადოება შეპყრობილია პოლარიზაციის სენით, საქართველო, როგორც არასდროს, საჭიროებს თქვენს მამობრივ მზრუნველობასა და ლოცვას. მრავალფეროვანი ქართული საზოგადოების სახელით გისურვებთ ჯანმრთელობასა და მხნეობას” საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს. ის დღეს 89 წლის გახდა. newsreport.ge/
-
“ყველაფრის შეგუებაა ტრაგედია… ერთი, ორი, სამი, ასი გავატარეთ… ამას მაინც არ შევეგუოთ, ეს როგორ უნდა მოვითმინოთ, ან საიდან გადავუხადოთ ამდენი გადასახადები… ეს არის მონობა… სახელწიფო გვეუბნება, მთავარია ჩვენ მოგვემსახუროთ, დანარჩენი ფეხებზე გვკიდია… ვისაც ეს მთავრობა მოგწონთ, უკეთესი არ გეღირსოთ… ახლა არ დამიწყოთ ავადმყოფური ბოდვები – ეს ნაციონალი ყოფილაო… არა, ბატონო, რეალისტი ვარ და ძალიან არ მომწონს ასეთი გაბერილი კომუნალურები… რაში ეტყობა ჩვენს ქვეყანას, სათავეში რომ ოლიგარქი ჰყავს?! თუ პირიქით, იმისთვის დგას იქ, რომ მეტი იშოვოს… მერწმუნეთ, არავის შერჩება, შიმშილამდე მისული ხალხის ლუკმა… ნუ შევეგუებით ამასაც, თორემ ხვალ ჰაერზე დაგიყენებენ მრიცხველს!… იხმაურეთ, არ გაჩერდეთ, შედეგზე გავალთ!..” წერს მამა პეტრე კოლხი Facebook-ზე. newsreport.ge/
-
“წელს არის ყველაზე მეტი რაოდენობით რესპირაციული, სენსიტიური ვირუსი. ეს არის ვირუსის განსაკუთრებული სახეობა, რომელიც აზიანებს ადრეული ასაკის ბავშვებს და იწვევს წვრილი ბრონქიოლების ანთებას. იმდენად მძიმე ანათებას, რომ ამ ბავშვებს სჭრიდებათ ჟანგბადის მიწოდება, ინტენსიური თერაპია. ყოველდღიურად 2-3 ბავშვი მომართავს, იყო პერიოდი რომ 7 ბავშვში შემოდიოდა ამ ვირუსით. ასე რომ წელს რესპირაციული ვირუსის პიკი გვაქვს, რაც ასევე დაფიქსირდა არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში” ამბობს იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, ივანე ჩხაიძე. newsreport.ge/
-
“ამხანაგი კობახიძის” ანტიდასავლური, არამეგობრული განცხადებები ჩვენი პარტნიორების მისამართით, სხვა არაფერია თუ არა რუსეთის და პრორუსული ძალების წახალისება, ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების მიმართ უნდობლობის დანერგვა, საზოგადოებაში ნიჰილიზმის გაჩენა, იმის შეპარვით მტკიცება, რომ დასავლეთი და ევროპა ჩვენს პრობლემებს ვერ მოაგვარებენ და ისევ ჩრდილოელი მეზობელი დაგვეხმარება… ალბათ სხვას არც უნდა ელოდე ქვეყანაში გავრილოვის ჩამომყვანისგან. ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესია სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა. ჩვენი თვითმყოფადობის გადარჩენის ერთადერთი გარანტი, დღეს ქართველი ხალხი და ცივილიზებული სამყაროა. ასეთი განცხადებები, მმართველი პარტიის თავმჯდომარისგან, უცხოური ინვესტიციების შემოსვლას, სამუშაო ადგილების გაჩენას და ეკონომიკის სწრაფ ზრდას შეუძლებელს ხდის…” ასე ეხმიანება ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ აშშ-ს საელჩო “ასეთი განცხადებები არყევს ქართული საზოგადოების ნდობას დასავლელი პარტნიორების მიმართ. newsreport.ge/
-
“სამწუხაროა ასეთი შეფასების მოსმენა. პირდაპირ გეტყვით, რომ ასეთ ხისტ შეფასებას არ ვეთანხმები, არ მგონია, რომ ესაა სწორი და არგუმენტირებული. შესაბამისად, მათ აქვთ ასეთი პოზიცია, რომელიც უკავშირდება ამ ორ რეფორმას, რომელიც განხორციელდა საკანონმდებლო ორგანოში გასული წლის მიწურულს. მიუხედავად ამ შეუთანხმებლობისა, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რომ დავარწმუნოთ საწინააღმდეგოში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ან ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს წარმომადგენლები” ასე ეხმიანება ქართული ოცნების დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე აშშ-ს სალჩოს განაცხადებას, რომ “ქართული ოცნება ძირს უთხრის მთავრობის ანგარიშვალდებულებას”. newsreport.ge/
-
“ქრონიკა +”-ის რედაქტორი, ელისო კილაძე Newsreport.ge-სთან საუბრისას ეხმიანება თაკო ჩარკვიანის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ კილაძის შვილი მის მეუღლეს “ნაჯახით აჩეხვით” ემუქრება, ამიტომ შსს-მ სასწრაფო რეაგირება უნდა მოახდინოს. კილაძის თქმით, არ ესმის, რისთვის ითხოვს ჩარკვიანი მისი შვილის დაჭერას, რადგან თუ სტატუსი რეალურია, საუბარია “ნაჯახით მო###ვნაზე” და არა სიცოცხლის მოსპობის მუქარაზე. მისივე განცხადებით, მისი შვილის პოსტი პასუხია ჩარკვიანის მეუღლის, ჯონი გიგანის მხრიდან მის შესახებ დაწერილ სტატუსებზე, რაც მიუღებელია, თუმცა “კაცებს შორის გასარჩევია და არა თაკო ჩარკვიანის წივილ-კივილით”. ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ 2 რამ აინტერესებს: ერთი, რატომ ჩაერთო ჯონდო გიგანი ჩარკვიანისა და მის დაპირისპირებაში და მეორე, რატომ გაუკვირდა თუ შვილისგან დედის გინებაზე პასუხი მიიღო. “ჩემთვის არის ძალიან ცხადი, რომ თაკო ჩარკვიანი ასრულებს ხელისუფლების დავალებას. თაკო ჩარკიანი კონკრეტულად ირაკლი ღარიბაშვილთან არის გარიგებული. მან მიაღწია იმას, რაც უნდოდა 2013 წელს, როდესაც იგივე ნინო ჯღარკავას სთხოვდა, რომ ღარიბაშვილთან დაელაგებინა მისი ურთიერთობა და უდესიანზე ჩვენებას მისცემდა. მე როგორც ვიცი და როგორც მან აღიარა ჩვენი ერთ-ერთი სატელევიზიო დებატებისას, ჯონი გიგანმა მისცა უკვე ჩვენება გია უდესიანის წინააღმდეგ საქართველოს პროკურატურას. იმ პროკურატურასა და სასამართლოს, რომელსაც ჩარკვიანი აცხადებდა ივანიშვილის მორჩილ და მართულ უწყებებად”,– აცხადებს კილაძე Newsreport.ge-სთან. ის ასევე აღნიშნავს, რომ თუ შინაგან საქმეთა სამინისტრო მის შვილს დაიბარებს, გამოკითხვაზე ადვოკატთან ერთად მივა. newsreport.ge/
-
“დღეს ჩვენ მოვისმინეთ ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ დასავლეთის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების კრიტიკა, თურმე საქართველოს საზოგადოების დასავლეთის მიმართ ნდობას არყევს. რა დგას ამ განცხადების უკან? რა არის მისი შეფუთული შინაარსი და გზავნილი და რატომ წარმოაჩენს ეს განცხადება კიდევ ერთხელ, რომ რეჟიმი უკიდურესად სახიფათო გზას ადგას, დასავლელ მეგობრებს შანტაჟის ენაზე ესაუბრება და ქვეყნის ბედით თამაშობს. მმართველი რეჟიმი სულ უფრო და უფრო ყალიბდება რუსული ტიპის ავტოკრატიად, სადაც მეგობრების წუხილს და მხარდაჭერას დემოკრატიის მიმართ არა სტრატეგიულ პარტნიორობად, არამედ ,,შიდა საქმეებში ჩარევად”, ზეწოლად და ,,სუვერენიტეტის შელახვად” აფასებენ. თურმე დემოკრატიული სამყაროს წუხილი იმის გამო, რომ საქართველო, მისი დემოკრატიული ინსტიტუტები, ნდობა არჩევნების მიმართ, სასამართლო ,განვითარების ნაცვლად დღითიდღე სუსტდება – არის ადამიანური შეცდომების და არასწორი იფორმაციის შედეგი. კობახიძე პირდაპირ აშანტაჟებს ჩვენ დასავლელ მეგობრებს, რომ ისინი ამ კრიტიკით დაკარგავენ ჩვენი საზოგადოების ნდობას – პირდაპირ აშანტაჟებს, რომ საქართველოში დემოკრატიის მხარდაჭერა თუ გაგრძელდა, პროდასავლური კურსი გადაიხედება! სინამდვილეში საქართველო უფრო წინ წავა და მყარი არჩეული პროდასავლური კურსი მეტად გაძლიერდება, რაც მეტი იქნება სამარცხვინო რეჟიმის ნაბიჯების ღია კრიტიკა და დადგა დრო გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯებიც. ჩვენ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ ჩვენ დასავლელ მეგობრებთან, რომ ეს გეგმა რეჟიმისა, რომ საქართველო დაივიწყონ, ყურადღება აღარ მიაქციონ, რომ რეჟიმს მისცენ დრო და საშუალება საბოლოოდ მიიტაცოს სახელმწიფო, ჩაიშალოს! 2022 წელი ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი წელია” წერს ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ნიკა მელია Facebook-ზე. ცნობისთვის, აშშ-ს საელჩოს კრიტიკის საპასუხოდ დღეს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ საელჩოს განცხადება “არასამართლანი და არასწორი” იყო. newsreport.ge/
-
“თუ კომისია ინსპექტორის სამსახურის ჩანაცვლებას შეძლებს, შევალთ პარლამენტში “- ამის შესახებ ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა. მისი თქმით პარტია პარლამენტში შესაძლოა შევიდეს საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად, თუ ნახავენ, რომ აღნიშნული კომისია ექსპრეზიდენტის საქმესთან მიმართებაში სახელმწიფო ინსპექტორის ფუნქციების ჩანაცვლებას შეძლებს. “დიდი იმედი მაქვს, რომ 50 ხმა მოგროვდება ამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში თუ ჩვენ, პრინციპში, ვხედავთ და დავინახეთ უკვე, რომ ასე ვთქვათ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჩანაცვლება შესაძლებელია საგამოძიებო კომისიით, რა თქმა უნდა, ჩვენ შევალთ პარლამენტში და ეს იქნება ჩვენი, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმიანობა”. – თქვა დეკანოიძემ. newsreport.ge/
-
ჩვენი კანი ბევრ რამეს იტანს: საკვები ნივთიერებები მას ყველაზე ბოლოს ხვდება. მას უწევს გარეგანი ზემოქმედების ატანა და იცავს შინაგან ორგანოებს, ახდენს თერმორეგულაციას, გამოაქვს ორგანიზმიდან დღეღამეში დაახლოებით ერთი ლიტრი სითხე, რითაც თირკმელებს ეხმარება… სწორედ ამ უკანასკნელ ფუნქციაზე ვისაუბრებთ. ჩვენი ორგანიზმიდან ხრწნის პროდუქტების და მავნე ნივთიერებების გამოდევნაზე ლიმფური ნაკადია პასუხისმგებელი. ანუ, ლიმფური სითხეების გადაადგილება. ეს სწორედ კანის საფარში ხდება. ლიმფის მოცულობა ადამიანის ორგანიზმში სისხლისას აღემატება, ამიტომაც ეს დატვირთვა სულაც არ არის სახუმარო. სისტემაში პატარა ხარვეზი და სითხე დაგროვებას იწყებს, განსაკუთრებით თეძოებში, მუცელზე და ღაბაბთან. ვინაიდან სწორი კვების წესებს ყველა ვარღვევთ, ცოტას ვმოძრაობთ, გემრიელ და მავნე საკვებზე უარს არ ვამბობთ, გასაკვირი არ არის, რომ სისტემა მწყობრიდან ხშირად გამოდის. კარგი ამბავი ის არის, რომ თუ დღეში საკუთარ თავს 10 წუთს დაუთმობთ, ნორმალური ლიმფოდრენაჟი აღდგება და ერთი კვირის შემდეგ შეამჩნევთ, როგორ სწრაფად იკლებთ წონაში. შეიძლება საკუთარ თავს ლიმფოდრენაჟული მასაჟი გაუკეთოთ როგორც სხეულზე, ისე სახეზე. საკუთარ სხეულს ლიმფოდრენაჟული მასაში ნატურალური ბეწვის ჯაგრისით უნდა გაუკეთოთ. ჯობს მასაჟი შხაპის მიღებამდე გაიკეთოთ მთელი მასაჟი წრიული მოძრაობებით კეთდება, ქვევიდან ზევით, პერიფერიებიდან ცენტრისკენ. სწორედ ასე მოძრაობს ლიმფა ჩვენს ორგანიზმში. არ არის საჭირო კანზე ჯაგრისის უხეში მოძრაობა. შეხება კომფორტული უნდა იყოს. მუცლის მასაჟი წრიულად უნდა გაკეთდეს, მარჯვნიდან მარცხნივ. მასაჟი ფეხების, ხელის გულების და ტერფების ლიმფოდრენაჟული მასაჟით უნდა დაასრულოთ. newsreport.ge/
-
“მმართველი პარტიის გზავნილი იყო, რომ განსხვავებულ აზრს, პასუხი გაეცემა დასჯით”- აშშ-ს საელჩო “ქართული ოცნების” მიერ ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას ეხმაურება.საელჩოს განცხადებით, გასულ კვირას მმართველმა პარტიამ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით. “გასულ კვირას მმართველმა პარტიამ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით, რომლის მოვალეობა პოლიციის მხრიდან ძალადობის გამოძიება და მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვაა; ზიანი მიაყენა ცალკეული მოსამართლის დამოუკიდებლობას საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების განხორციელებით და შეასუსტა ნდობა სასამართლოს მიმართ უზენაესი სასამართლოს კიდევ ერთი მოსამართლის დანიშვნით, რაც შერჩევის ხარვეზიანი პროცესით განხორციელდა. საზოგადოებას არ მიეწოდა სარწმუნო არგუმენტები, თუ რატომ გახდა საჭირო ამ ცვლილებების ნაჩქარევად მიღება, სათანადო კონსულტაციების გარეშე. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ამ საკანონმდებლო ცვლილებებზე გამჭვირვალე განხილვისა და ანალიზის ნაკლებობა. განზრახ თუ უნებლიედ, მმართველი პარტიის გზავნილი იყო, რომ ხელისუფლების დამოუკიდებელ ზედამხედველობას ან განსხვავებულ აზრს, კანონით განსაზღვრულსაც კი, პასუხი გაეცემა სამაგიეროს გადახდით, დასჯითა და გათავისუფლებით. შეერთებული შტატები ყოველ დღე უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და სტაბილურობას ხანგრძლივი უსაფრთხოების თანამშრომლობისა და ეკონომიკური განვითარების პროგრამების მეშვეობით. ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები და კანონის უზენაესობისადმი ერთგულება არის საქართველოს საუკეთესო დაცვა რუსული აგრესიისგან. ნაბიჯები, რომლებიც ასუსტებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, როგორიცაა სასამართლო ან დამოუკიდებელი საზედამხედველო უწყებები, აზიანებს საქართველოს მისწრაფებებს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ და ძირს უთხრის ძირითად თავისუფლებებს, რაც ქართული კულტურისა და საზოგადოების საძირკველს წარმოადგენს.” – ნათქვამია განცხადებაში. newsreport.ge/
-
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 3 იანვარის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლარის მიმართ 0.05 თეთრით გამყარდა, რის შემდეგაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0887 ლარი გახდა . ეროვნული ვალუტა 0.81 თეთრით გაუფასურდა ევროსთან მიმართებით, შედეგად, ევროს ღირებულებამ 3.5072 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა. newsreport.ge/
-
24 დღე მამუკა ჩხიკვაძის გატაცებიდან – გორში მამუკა ჩხიკავძის გათავისუფლების მოთხოვნით ყოფილმა სამხედროებმა აქცია გამართეს. სამხედროები აცხადებენ, რომ ის სავარაუდოდ წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია და ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვენ. აქციის მონაწილეებმა გორის ცენტრალური მოედნიდან სუს-ის შენობასთან გადაინაცვლეს, სადაც პასუხისმგებელ პირებთან შეხვედრა მოითხოვეს, თუმცა უშედეგოდ. “ძალა ერთობაშიას” ლიდერი, დავით ქაცარავას ინფორმაციით სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს, ჩხიკვაძის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად ვადები 4 იანვრამდე განუსაზღვრა თუმცა რუსეთმა ამ ვადის კიდევ 20 დღით გახანგრძლივება ითხოვა. საქართველოს 5 მოქალაქე ცხინვალის იზოლატორში, კვლავ ოკუპანტების ტყვეობაში რჩება. newsreport.ge/
-
“სახელმწიფო პრემიების საკონკურსო კომისიების გადაწყვეტილებაში პრეზიდენტი არ ერევა ” – ამ განმარტებას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს, რითიც ეროვნული პრემიით ე.წ. კარტოგრაფების საქმის ინიციატორების დაჯილდოებას ეხმაურება. “2021 წლის 29 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა დააჯილდოვა ეროვნული პრემიისა და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის კონკურსებში გამარჯვებულები, რომლებიც გამოავლინეს შესაბამისმა საკონკურსო კომისიებმა. სახელმწიფო პრემიების საკონკურსო კომისიები მუშაობენ სრულიად დამოუკიდებლად და მათ საქმიანობასა და გადაწყვეტილებაში პრეზიდენტი არ ერევა. საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციის შესაბამისად, კანონით დადგენილი წესით ანიჭებს სახელმწიფო პრემიებს. პრეზიდენტი სახელმწიფო პრემიების მოსაპოვებლად აცხადებს კონკურსს და ქმნის საკონკურსო კომისიებს პრემიის ლაურეატთა გამოვლენის მიზნით. კომისიის თავმჯდომარეები და წევრები სამეცნიერო, სახელოვნებო და სალიტერატურო სფეროების ცნობილი წარმომადგენლები არიან”, – აღნიშნულია პრესსამსახურის განცხადებაში. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული პრემიით ე.წ. კარტოგრაფების საქმის ინიციატორები, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები დააჯილდოვა. პროკურატურის “ოქროს მოწმეებს” თედო გორგოძესა და ნოდარ ხორბალაძეს პრეზიდენტმა ეროვნული პრემია გადასცა. newsreport.ge/
-
“სააკაშვილს მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია მის საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნას” – ამის შესახებ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველმა გიორგი მშვენიერაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. “მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ინსპექტორის სამსახურის გაუქმება ნაჩქარევად, რომელიც ხელისუფლებამ გააკეთა, პირდაპირაა დაკავშირებული მისი საქმის გამოძიებასთან, რადგანაც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა ინტენსიურად, მათ შორის, მასთან მიმართებაშიც გამოკითხვა შედგა დეტალურად და ფიქრობს, რომ სწორად ამიტომ გადადგა ხელისუფლებამ ნაბიჯი, რომ შეანელოს პროცესი. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანი იქნება მის საქმეზე შეიქმნას პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის მის მიმართ არაადამიანური და ღირსებისშემლახავი მოპყრობის ფაქტს და მათ შორის, იმ თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს, რომლებიც ამ პროცესში იყვნენ ჩართულები”, – განაცხადა მშვენიერაძემ. newsreport.ge/
-
ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნი, ანდრეს ფოგ რასმუსენის ამბობს, რომ NATO საქართველოსა და უკრაინას ალიანსში გაწევრიანება დაპირდა, ამიტომ უნდა შეიმუშავოს გაწევრიანების გეგმა. “ჩვენ საქართველოსა და უკრაინას დაპირდით ადგილებს NATO-ს მაგიდასთან 2008 წელს და დროა, ჩამოვაყალიბოთ სამოქმედო გეგმა დაპირების შესასრულებლად. საჭიროების შემთხვევაში, შეგვიძლია ამის გაკეთება იმ პირობით, რომ ნატოს მე-5 მუხლი მოიცავს მხოლოდ კიევისა და თბილისის კონტროლს დაქვემდებარებულ ტერიტორიებს, მაგრამ ნატოს არ შეუძლია ჰქონდეს ღია კარის პოლიტიკა გაფართოებასთან დაკავშირებით, მაშინ როცა პუტინი იქცევა, როგორც კარისკაცი”, – წერს რასმუსენი წერილში, რომელსაც გამოცენა Politico აქვეყნებს. მისივე თქმით, უნდა დასრულდეს რუსეთის “დეფაქტო ვეტო” უკრაინასა და საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე. რასმუსენი აღნიშნავს, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ნატომ სამხედრო დახმარება უნდა გაუწიოს უკრაინას და განახორციელოს ეკონომიკური სანქციები. newsreport.ge/
-
ლეგენდარული ოლიმპიელი, სამხტომში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი და ვერცხლის პრიზიორი, ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, მსოფლიოს სამგზის რეკორდსმენი, მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი უძლიერესი მძლეოსანი, ვიქტორ სანეევი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს. სანეევი საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს. ვიქტორ სანეევი 1992 წლიდან ცხოვრობდა ავსტრალიაში და იყო ამ ქვეყნის მოქალაქე. 2000 წლის სიდნეის ოლიმპიადაზე იყო საქართველოს ოლიმპიური ატაშე. newsreport.ge/
-
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ ილია ღუდუშაური დაინიშნა. სამინისტროს ინფორმაციით, ღუდუშაური მანამდე საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი იყო. „ახალი მოადგილე სამინისტროს საფინანსო-ეკონომიკურ მიმართულებას უხელმძღვანელებს. მის საკურატოროში შევა სამინისტროს სხვადასხვა საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მათ შორის: დევნილთა და ეკომიგრანტთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო. ასევე ა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი და ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. აქვე შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი წოწკოლაურმა თანამდებობა დატოვა.მისი თქმით თანამდებობის დატოვება ახლადდანიშნულ მოადგილეს არ უკავშირდება. newsreport.ge/
-
“თანამდებობის პირების საახალწლო მიმართვებს არასდროს არ ვუსმენ. არასდროს. რ2ზეც და მთავარზეც ჩემი ინიციატივით არ გადიოდა/არ გადის არც ერთი ამგვარი მილოცვა, მეორე დღეს შუქდება. მაგრამ იმ მეორე დღესაც არ ვუსმენ. პირველად ცხოვრებაში, დავჯექი ახლა და ვუსმინე პრეზიდენტის საახალწლო მიმართვას. ხაზს ვუსვამ, პირველად ცხოვრებაში და ისიც სალომე ზურაბიშვილს. დიახ: დავჯექი, ვუსმინე სრულად და ყურადღებით. ვუსმინე და ყბა ახლაც ჩამომვარდნილი მაქვს. არ მოგეჩვენათ, მე, ნიკა გვარამიას, სალომე ზურაბიშვილის მიმართვით, ყბა ჩამომივარდა და ჯერაც ვერ გავისწორე” ამბობს მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საახალწლო მიმართვაზე. newsreport.ge/
-
“ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთად, იმისთვის რომ ზაფხულის შუა რიცხვებისთვის ჩვენ გავიდეთ 70%-იან მოცვაზე მოსახლეობის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რომ 80-90% მოცვა ჰქონდეს ყველზე უფრო მოწყვლად ასაკში, რომელიც არის 60 წლის ასაკის ზემოთ ასაკი. აქ თუ მივაღწევთ 80-90% მოცვას, მაშინ სერიოზული გარდატეხა მოხდება პირველ რიგში სიკვდილიანობაში და, რა თქმა უნდა, მთლიანად პანდემიის დასრულებაში” ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე. newsreport.ge/
-
ინდოეთში მატა ვაიშნო დევის ტაძარში ჭ####ტის დროს სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა, 10-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. პოლიციის განცხადებით, ჭ####ტა გამოიწვია ჩხუბმა. შემთხვევას ინდოეთის პრემიერი, ნარენდრა მოდი გამოეხმაურა და ადამიანების დაღუპვის გამო, მწუხარება გამოთქვა. newsreport.ge/
-
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნაციონალური მოძრაობის წევრებსა და მხარდამჭერებს სთხოვს, შიმშილობა შეწყვიტონ. “მიხეილ სააკაშვილი განიცდის თითოეული მოშიმშილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და თავადაც იძულებული გახდება, რომ მანაც განაახლოს შიმშილობა, რისი დაშვების უფლებაც არ გვაქვს არცერთ ჩვენგანს, ვინაიდან, მიხეილ სააკაშვილის მიერ შიმშილობის დაწყება იქნება ფატალური შედეგის მომტანი და ამიტომ, თანამებრძოლებთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გადავიდეთ ბრძოლის შემდეგ ეტაპზე, რომელიც იქნება მრავალფეროვანი და არაძალადობრივი, მანამ, სანამ ქვეყანაში სამართლიანობა არ გაიმარჯვებს და არ დასრულდება პოლიტიკური მართლმსაჯულება. აქედან გამომდინარე, ჩვენ გადავდივართ ბრძოლის სხვა ეტაპზე”, – თქვა მელიამ. newsreport.ge/