Jump to content
Planeta.Ge

პლანეტა.გე

პლანეტელი
  • პოსტები

    742
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი პლანეტა.გე

  1. “მომავალ წელს განვითარება და პროგრესი გვექნება ყველა მიმართულებით”- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საახალწლო მილოცვისას. ”გილოცავთ ახალი წლის შემობრძანებას. მომავალი წელი ჩვენი ხალხისთვის ყოფილიყოს წინსვლის, წარმატების, ერთიანობის, კეთილდღეობისა და კიდევ უფრო მეტი განვითარების მომტანი. ახალ წელს სურვილების ასრულების იმედით ვხვდებით და პირვცელ რიგში ვისურვებდი, რომ ამ ახალ წელს მსიდობა და პანდემიის დასასრული მოეტანოს დედამიწაზე, რათა ადამიანები დაუბრუნდნენ ნორმალურ ცხოვრებას. ჩვენც ყველამ შევძლოთ ვიყუროთ წინ, ვიფიქროთ მომავალზე, განვითარებაზე, აღმშენებლობაზე, განახლებაზე, ახალი ამბიციური პროექტების განხორციელებაზე. 2021 წელი გამოწვევებით დატვირთული წელი იყო, იყო პოლიტიკური ვნებათა ღელვაც, პანდემიით გამოწვეული დაბრკოლებები, ადამიანების დაკარგვით გამოწვეული ბევრი ტრაგედია. სამწუხაროდ, ბევრი ჩვენი თანამოქალქე დავკარგეთ ვირუსთან ბრძოლაში და კიდევ ერთხელ მინდა გამოვთქვა წუხილი. მაგრამ გასული წელი წარმატებებითაც აღინიშნა სხვადასხვა კუთხით, – ჩვენს ქვეყანას წინსვლა არ შეუჩერებია არც ერთი წუთით და სერიოზული მიღწევები გვქონდა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და მეტი წარმატებისთვის, ჩვენ გვჭირდება მმართველობის ახლებური მიდგომა, რაც პროგრესსა და სწრაფ განვითარებას გულისხმობს ყველა მიმართულებით. ამ ახლებურ შემართებას გაბედული და დროული გადაწყვეტილებები სჭირდება და ჩვენც ახალ წელს სწორედ ამ მიდგომით დავიწყებთ. მომავალი წელი კიდევ უფრო ძლიერ ბიძგს მისცემს ჩვენს საქმიანობას. პირველ რიგში, ეს იქნება ეკონომიკის მიმართულება. გასული წელი წარმატებული იყო, მოსალოდნელზე უფრო სწრაფი ტემპით დაიწყო აღდგენა ეკონომიკამ და ზრდის მაჩვენებლის მიხედვით, საქართველო გამორჩეული ლიდერია არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელი ევროპის მასშტაბით, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ მიღწეულით არ ვკმაყოფილდებით, ჩვენ მეტი გვჭირდება, კიდევ უფრო სწრაფი განვითარება და კეთილდღეობა უნდა მოვუტანოთ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს. მომავალ წელს ჩვენ შევქმნით ახალ სამუშაო ადგილებს, უნდა შევამციროთ სიღარიბე, განვითარება და პროგრესი გვექნება ყველა მიმართულებით, ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ხვალინდელი დღე გახდეს უკეთესი. ეკონომიკურად ძლიერი და გამთლიანებული საქართველო, ძლიერი ქართული სახელმწიფო – ეს უნდა გახდეს ჩვენი მთავარი მიზანი. ეს შესაძლებელია და ჩვენ ეს შეგვიძლია! ჩვენი ერთობით, თანმიმდევრული და თავდაუზოგავი შრომით, საქართველო აუცილებლად გახდება ასეთი სახელმწიფო. ახალ წელს ახალი იმედები მოაქვს ყოველთვის და სწორედ ამ იმედით მინდა მივულოცო ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს 2022 წლის დადგომა. მთელი გულით ვისურვებდი, რომ ეს წელი გარდამტეხი ყოფილიყოს ჩვენი ურთიერთობების დაახლოების კუთხით და მალე განვითარებულ და გამთლიანებულ საქართველოში გვეცხოვროს ერთად.”- განაცხადა ღარიბაშვილმა. newsreport.ge/
  2. ” ყოველ ახალ წელიწადს მე გპირდებით თქვენ სიახლეს, მაგრამ პრობლემები მაინც რჩება”- განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საახალწლო მილოცვისას. ”ძმანო და დანო, გილოცავთ ახალ წელს. ყოველ ახალ წელიწადს მე გპირდებით თქვენ სიახლეს, მაგრამ პრობლემები მაინც რჩება. ჩვენ უნდა ვისწავლოთ წინგანჭვრეტა, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ რეალურად, არსებობს სიძნელეები და ჩვენ უნდა გვქონდეს უნარი, რომ დავძლიოთ ეს წინააღმდეგობები. არ უნდა შევუშინდეთ სიძნელეებს, სიძნელე მოდის და მიდის. ასევე, სიხარული მოდის და მიდის. ჩვენ უნდა ვიყოთ რეალისტები, სასოწარკვეთილებაში არ უნდა ჩავვარდეთ. ჩვენ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს და არა მარტო მატერიალურად, არამედ სიტყვიერადაც, განსაკუთრებით, იმ ადამიანებს, რომელნიც არიან საავადმყოფოში და ციხეებში, გაჭირვებაში. ჩვენი ახალგაზრდობა, ბავშვები უნდა დავლოცოთ დედისა და მამის მიერ. დალოცვილი ბავშვები მართლა ბედნიერი იქნებიან. განსაკუთრებით ვლოცავ ჩემს ნათლულებს, ჩემი ნათლულები უნდა გამოირჩეოდნენ მომავლის რწმენით, სარწმუნოებით, ლოცვით. მომავალი საიმედო უნდა იყოს ჩვენთვის, უნდა გახსოვდეთ, რომ მომავალი ჩვენია, გისურვებთ ჯანმრთელობას პირველ რიგში. მე უნდა დაგლოცოთ, კურთხევა უფლისა თქვენ ზედა, მისითა და მადლითა და კაცთმოყვარეობითა, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნისამდე, ამინ.” – განაცხადა ილია მეორემ. newsreport.ge/
  3. “ჩემი ამოცანაა, ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის მოვნახოთ ეროვნული თანხმობის გზა “- აცხადებს, ქვეყნის პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საახალწლო მილოცვაში. ,,რა გითხრათ, რით გაგახაროთ? რა მოვულოცოთ ჩვენს თავს?“- კითხულობდა 124 წლის წინ ილია და დღესაც მინდება იგივე კითხვის დასმა. ამ საახალწლო, ტრადიციული მოლოცვის მაგიერ, მინდა, მოგასმენინოთ არა ჩემი, არამედ ჩვენი შვილების ხმა… • მე ვარ მარი, 9 წლის. მყავს ორი ძმა. ვართ სოციალურად დაუცველები. არასდროს არ მითხოვია არაფერი. მინდა ნაძვის ხე, არ მაქვს. თუკი გაქვს საშუალება და გამახარებ კარგი იქნება. თუ არ გექნება, რითიც გამახარებთ მადლობელი ვიქნები. სოფელი დირბი • გამარჯობა. მე ვარ ვაკო, 7 წლის. მყავს პატარა დაიკო. ვართ დევნილები და სოციალურად დაუცველები. ძალიან გთხოვთ, კეთილ ადამიანებს, შეგვისრულეთ მე და ჩემს დაიკოს სურვილები. მე მაქვს თქვენი იმედი და დაგელოდებით. მჯერა ამისრულებთ ნატვრას. ქალაქი გორი • მე ვარ ნინი, 5 წლის ვხდები 5 მარტს. ვარ დევნილი. ძალიან მინდა, რომ თოვლის პაპამ მომიტანოს სამზარეულო. წინა წელსაც ველოდებოდი სამზარეულოს, მაგრამ არ მომიტანა. ქალაქი გორი • არ ვიცი, თუ გაქვთ საშუალება, რომ ჩვენც გაგვახარო. მაგრამ მე მაინც მაქვს იმედი. მე ვარ აკო, 11 წლის. მყავს ძმა 4 წლის და და ნანკა 1 წლის და 6 თვის. ვართ სოციალურად დაუცველები და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები. რისი საშუალებაც გექნება ყველაფერი გაგვიხარდება. განსაკუთრებით, ჩემი ძმა გაიხარებს თქვენი დანახვით. გელით დიდი სიხარულით. სოფელი დირბი • მე ვარ ანა 11 წლის. ვარ სოციალურად დაუცველი. მინდა თოვლის პაპამ გამახაროს და მომიტანოს პლანშეტი, დედა ვერ ყიდულობს, მყავს და-ძმა. ძმას აქვს ლეიკემია. ძალიან გვიჭირს, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი თანხა სჭირდება მის მკურნალობას. სოფელი ქიწნისი • მე ვარ დათუნა 8 წლის. ვართ სოციალურად დაუცველი. მე მინდა, რომ მომიტანო ტელეფონი თუ შეგიძლია, რადგან კომპიუტერი გამიფუჭდა და ონლაინგაკვეთილებზე ვერ ვერთვები. მეც მინდა, რომ ვისწავლო თანატოლებივით. სოფელი ქვეში ამ ბავშვებს შევუსრულეთ ეს საახალწლო სურვილები, მაგრამ ბევრ სხვას ვერა და კიდევ მეტს ვერც შევუსრულებთ დიდხანს. ილიასი არ იყოს ქვეყანა დგას უზარმაზარი თხრილის წინ, „და საკმაოა ხელი გვკრან და გადავიჩეხებით“. ოღონდ ილიას წუხილი უცოდინრობა, შრომის ნაკლებობა, მიზნის დაკარგვა თუ იყო… ჩვენ დღეს უარესი გვჭირს: ერთმანეთი დავკარგეთ, ერთმანეთს ვეჯიკავებით ამ თხრილისკენ, მტერიც აღარ გვჭირდება რომ ხელი გვკრას, მის საქმეს ჩვენვე ვაკეთებთ და ერთმნეთს ვკრავთ ხელს. უკიდეგანო შური და ბოღმა, სიძულვილი და დაპირისპირება, მოკლევადიანი გეგმები და კიდევ უფრო მოკლემჭვრეტელი ხედვა, სამაგიეროდ, გრძელვადიანი და უსაფუძვლო ამბიციები! ამ დღეებში ჩემი მთელი ძალისხმევა და რასაც მომავალ წელსაც გავაგრძელებ (და სანამ ამ თანამდებობაზე ვიქნები, რამეთუ ამ თანამდებობაზე მხოლოდ და მხოლოდ ამისთვის ვარ) მიმართულია იმისკენ, რომ როგორმე ერთმანეთთან მისასვლელი გზა თუ გზები მოვნახოთ. მოვახერხოთ ის, რომ ერთმანეთის მოსმენითა და საუბრით და არა შუღლით მოვახერხოთ ამ ქვეყნის გადარჩენა. ჩემი ამოცანაც ესაა – ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის მოვნახოთ ეროვნული თანხმობის გზა. არა როგორც ზოგზოგიერთი ავრცელებს, რომ ვითომც ეს ერთი რომელიმე ადამიანის გათავისუფლებისთვის კეთდება – არა! არა იმისთვის, რომ ვიღაცისთვის და ვიღაცასთან შერიგება მოვახერხო – არა! ეს იმისთვის კეთდება, რომ ჩვენ შევძლოთ ერთმანეთის მოსმენა და ერთმანეთთან შევთანხმდეთ იმ რაღაცებზე, რაც ამ ქვეყანას ააშენებს, რაც ამ ქვეყანას არა თუ გადაარჩენს, მაგრამ მოგვცემს საშუალებას, რომ ხვალინდელ ანას და სხვებს არა თუ შევუსრულოთ სურვილები, არამედ მომავალ წელს და შემდეგ წლებში არასოდეს ვთქვათ: – რით გაგახაროთ? გისურვებთ ბედნიერ ახალ წელს! ამ ქვეყნისათვის კი ვისურვებდი, რომ ამ წელსვე შევძლოთ ამ დიდი სურვილის ასრულება, შევძლოთ ერთმანეთის მოსმენა, შევძლოთ ერთმანეთისთვის აზრების გაზიარება! მე იმედიანად ვარ, რადგან ამ დღეებში ერთი რამ მაინც დავამტკიცეთ, რომ ყველას შეუძლია ამ სასახლეში მოსვლა, ამ სასახლეში დაჯდომა და ერთმანეთთან საუბარი! გილოცავთ დღევანდელ დღეს!” – სალომე ზურაბიშვილი newsreport.ge/
  4. რადიკალი, ჰომოფობი ბლოგერი, ბექა ვარდოსანიძე დააკავეს. ამის შესახებ Facebook Live- ში მისმა ადვოკატმა, თემურ ლომიძემ ისაუბრა. გავრცელებული ინფორმაციით, ვარდოსანიძე ადმინისტრაციული წესით პოლიციელის შეურაცხყოფის გამო დააკავეს. “პოლიციაში შესვლისას მოგვიწია ცოტა ხნით ლოდინი. ვერ წარმოვიდგენდით, რომ ასე განვითარდებოდა სიტუაცია. ჩვენ გვეგონა, რომ მისული ვიყავით ჟურნალისტის მიერ განცხადების შეტანის საფუძველზე. მერე როგორც აღმოჩნდა, როგორც პოლიციის უფროსმა განმიმარტა, ბექას დაკავება მოხდა პოლიციელისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო, რაც არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და ითვალისწინებს ფულად ჯარიმას, ან 15-დღიან პატიმრობას”. – თქვა ადვოკატმა თემურ ლომიძემ. newsreport.ge/
  5. ძლიერი ქარი და თოვლი, ნისლი, ქარბუქი – გარემოს ეროვნული სააგენტო 2-4 იანვრის ამინდთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ამ პერიოდში საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ძლიერი ქარი, მთაში ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება. საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლოა შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. newsreport.ge/
  6. “ქართველ თანამდებობის პირებს პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობას ვუსურვებ”- ამის შესახებ, ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა Twitter-ზე წერს. ”2021 წელი საქართველოსთვის ძალიან რთული აღმოჩნდა. დამდეგ შობა-ახალ წელს საქართველოს გადაედგას დიდი ნაბიჯი ევროპისკენ და მოეტანოს მეტი ურთიერთგაგება, უსაფრთხოება და კეთილდღეობა. პრეზიდენტ სააკაშვილს ვუსურვებ ჯანმრთელობას და თავისუფლებას, ქართველ თანამდებობის პირებს კი მაღალი პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობას საკუთარი მოქალაქეების მიმართ.” – განაცხადა ფოტიგამ. newsreport.ge/
  7. გილოცავ ახალ წელს! მივცეთ მაგალითი რომ ურთიერთკრიტიკის მიუხედავად, ნორმალური ურთიერთობა შესაძლებელია ” – ტელეწამყვანი ვახო სანაია და მმართველი გუნდის წევრი ნინო წილოსანი ერთმანეთს ახალ წელს სოციალურ ქსელში ულოცავენ. newsreport.ge/
  8. ექიმის ანზორ მელიას ინფორმაციით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისის მიმდებარედ მოშიმშილე რამდენიმე პირი მის კლინიკაში გულის შეტევით გადაიყვანეს. „მოშიმშილეები მოწყვეტილები არიან ოჯახებს და შვილებს. ვაჟკაცურად იტანენ ყველაფერს, ამიტომ ვალდებული ვარ, მეც მათ გვერდით ვიდგე, ჯანმრთელობის მდგომარეობით დავინტერესდე. ჩემთანაც იყო გადმოყვანილი რამდენიმე გულის შეტევით. როგორც კი ინფარქტი გამოვრიცხეთ, 2 გამოვწერეთ. როგორც კი ინფარქტის მარკერი ჩავუტარეთ და უარყოფითი იყო, ისევ აქ გამოიქცნენ“, – აღნიშნავს ანზორ მელია. newsreport.ge/
  9. “2022 წლის მიზანი სრული მოსახლეობის 70%-ის ვაქცინაცია იქნება”- აცხადებს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე. მისი თქმით, 2022 წლის მიზანი სრული მოსახლეობის 70%-ის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცით აცრა იქნება. „როცა მიზეზებზე მეკითხებიან, რატომ ვერ გავედით სამიზნე მაჩვენებელზე, ნუ პირველი მიზეზი ყოველთვის იყო და არის, რომ მაინც დავაკელით საკომუნიკაციო კამპანია ქვეყანაში. ეს კამპანია უფრო აქტიური, აგრესიული უნდა ყოფილიყო ეს ყველაფერი. მაშინ, როცა ჩვენ ივლისიდან შევქმენით საკმარისი მარაგი – ივლისიდან მოყოლებული სექტემბრის ბოლომდე 5 მილიონამდე ვაქცინის დოზა უკვე გვქონდა, რომლითაც მოცვა უნდა ყოფილიყო. სამწუხაროდ ჩვენ ვერ გავედით 60%-იან მოცვაზე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. newsreport.ge/
  10. “პატიმარი აუცილებლად უნდა იყოს ციხეში, ამაზე ალბათ არ ვდაობთ. ყველა სხვა პატიმრისგან განსხვავებით ის იყო პრივილეგირებულ მოცემულობაში, ამიტომ ეს ალბათ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს” ასე ეხმიანება ქართული ოცნების დეპუტატი ნინო წილოსანი მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხეში გადაყვანას. newsreport.ge/
  11. “პატიმარი სააკაშვილია არის ჯანმრთელი, შესაბამისად, ის ექვემდებარებოდა უკან რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნებას. სააკაშვილი თუ დაიწყებს შიმშილობას, არა უშავს, ექიმები არიან, მიხედავენ, როგორც წინა შემთხვევაში და მე მგონი, გამოაჯანმრთელებენ” ამბობს ოცნების დეპუტატი ირაკლი ზარქუა. newsreport.ge/
  12. მიხეილ სააკაშვილთან რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მისი ადვოკატები შევიდნენ. ნიკა გვარამია, ბექა ბასილაია და დიმიტრი საძაგლიშვილი ჟურნალისტებთან განცხადებებს პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ გააკეთებენ. ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გუშინ, გვიან ღამით გადაიყვანეს. newsreport.ge/
  13. ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 097 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 51 ადამიანი, ხოლო 2 331 პაციენტი გამოჯანმრთელდა. დღიურად აიცრა 8 615 პირი. newsreport.ge/
  14. “მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნდებოდა, სიურპრიზი არავისთვის არ უნდა ყოფილიყო, რადგან წინასწარვე იყო ცნობილი, რომ მას შემდეგ, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდებოდა, ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნდებოდა. ეს არ იყო მოულოდნელი გადაწყვეტილება. გორის ჰოსპიტალში გადაყვანამდეც, თავისთავად, ცხადი მოცემულობა იყო, როგორც კი დასტაბილურდებოდა, უკან დაბრუნდებოდა. რაც შეეხება სტაბილიზაციას, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური იყო თუ არა, ამაზე უამრავი ადამიანი და დომინანტურად, პროცენტულად უფრო მეტი არაექიმი აკეთებს განცხადებებს, ვიდრე მისი მკურნალი ექიმები. მისმა მკურნალმა ექიმებმა გააკეთეს ამის შესახებ განცხადება და, დამერწმუნეთ, მე ჩემს კოლეგებზე ვსაუბრობ, არცერთ ექიმს არ მოუვა თავში აზრად ის, რომ პაციენტის მდგომარეობა ხელოვნურად დაამძიმოს ან შეამსუბუქოს. ექიმს როცა აძლევენ მუშაობის საშუალებას, ის შესანიშნავად ასრულებს თავის ფუნქციას და ამას თუნდაც ბოლო 2 წელი გვაჩვენებს. ასე რომ ადვოკატებმა, არაექიმებმა, ენთუზიასტებმა აცადონ ექიმებს თავისი საქმის კეთება” ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი დავით სერგეენკო მიხეილ სააკაშილის რუსთავის ციხეში გადაყვანაზე. newsreport.ge/
  15. ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყვიტაში 46 წლის მამაკაცი მოკლეს. მკვლელობა სავარაუდოდ შურისძიების ნიადაგზე მოხდა. მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობები გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით მიაყენეს. 46 წლის მამაკაცი ადგილზე, სასწრაფოს მისვლამდე გარდაიცვალა. შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. newsreport.ge/
  16. რუსთავის ციხესთან, სადაც საქართველოს ექს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრ ჰოსპიტალიდან დაახლოებით 1 საათის წინ გადმოიყვანეს, წყლის ჭავლის მანქანა მივიდა. ადგილზე შეკრებილები არიან სააკაშვილის მხარდამჭერები და ენმ-ის წევრები. ადგილზე ასევე იმყოფება მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი ნიკა გვარამიაც რომელიც სააკაშვილთან შესვლას ითხოვს მაგრამ ამ დრომდე არ უშვებენ. გვარამია აცხადებს, რომ სააკაშვილი გადმოყვანისას სავარაუდოდ გაუწევდა წინააღმდეგობას და მას აინტერესებს როგორ არის ახლა მიხეილ სააკაშვილი, აქვს თუ არა მას რაიმე სახის დაზიანება, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმედ ფასდება. სახელმწიფო უწყებებს ოფიციალური კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ. newsreport.ge/
  17. ”სხვა რესურსი აღარ არის. ეს ხალხი ხელის მომწერია მკვლელობაზე” – ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალიდან რუსთავის ციხეში გადაყვანას ეხმაურება და საქართველოს პატრიარქს, ილია მეორეს მიმართავს თხოვნით, რომ “ახლა მაინც თქვას სათქმელი”. ”ჩემი უმორჩილესი თხოვნაა, მისი ავტორიტეტიდან გამომდინარე, მას ნამდვილად შეუძლია ამ სიგიჟის და ბოროტების დასრულება. ეს არის წარმოუდგენელი სიძულვილი და ბოროტება ვლაპარაკობთ შერიგებაზე, ეროვნულ თანხმობაზე და ესენი ლაპარაკობენ უნდა მოვკლათ. მე მინდა მივმართო ერთი რიგითი ადამიანის სახელით პატრიარქს რომ ახლა მაინც თქვას სათქმელი. სხვა რესურსი აღარ არის! ეს ხალხი ხელის მომწერია მკვლელობაზეე და ამ ყველაფერს პუტინის საამებლად აკეთებენ. ეს ჩემი გულწრფელი ემოციაა და დავიტოვებ იმედს რომ რეაგირება იქნება.”- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. newsreport.ge/
  18. ”ხელისუფლებას აქვს განცდა რომ უკანონობის გაკეთებას არაუშავს” – ასე ეხმაურება, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი შოთა თუთბერიძე სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან რუსთავის ციხეში გადაყვანას. ამის შესახებ თუთბერიძემ “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა. ”ხელისუფლებას აქვს განცდა რომ უკანონობის გაკეთებას არაუშავს რადგან გასდით და არაფერი არ ხდება და ჩვენ ამას შევეჩვიეთ რომ ხელისუფლება საზიზღრობებს სჩადის ყოველდღიურად მათ შორის ყველა დონეზე. იქ საკრებულოს წევრი გაიტაცეს, იქ საკრებულოს წევრი მოკლეს ფაქტობრივად, იქ სკოლის დირექტორის დაშინება სცადეს და ეს ქალბატონი გარდაიცვალა, იქ ვიღაცას რაღაცა ჩაუდეს, იქ რაფავა დაიჭირეს. ამ ყველაფერს შეეჩვია ხელისუფლება რომ არაფერი არ ხდება ხოლმე, გარდა იმისა რომ სოციალურ ქსელებში ბოღმას ანთხევენ მოქალაქეები.”- განაცხადა თუთბერიძემ. newsreport.ge/
  19. მიხეილ სააკაშვილი სავარაუდოდ გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან რუსთავის ციხეში გადაიყვანეს. აღნიშნულ ინფორმაციას, ენმ-ის ერთ-ერთი წევრი გიორგი ჩალაძე ავრცელებს. რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა რომ პენიტენციური სამსახურის მანქანები რომლებიც გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან გავიდნენ და გადაჰყავთ მიხეილ სააკაშვილი ახლახან შევიდნენ რუსთავში. newsreport.ge/
  20. პოლიტიკის ანალიტიკოსი, დავით ზურაბიშვილი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ფეისბუქ სტატუსით ეხმაურება: “პატივცემულო საქართველოს ხელისუფლებავ, ფორმალურო და არაფორმალურო. ცოტა გრძლად კი გამომივა, მაგრამ შევეცდები შეძლებისდაგვარად კორექტულად გითხრათ. მაინცდამაინც კი არ იმსახურებთ ამ კორექტულობას, მაგრამ მაინც. ამერიკის ელჩმა პირდაპირ მოუწოდა პარლამენტს გადადონ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების კანონპროექტის განხილვა. იგივე მოუწოდა პარლამენტს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების კომისარმა მაგრამ უმრავლესობის დეპუტატებს გინდა მოუწოდე გინდა არა, რამდენადაც ამ ხალხს ელემენტარული პოლიტიკური პასუხისმგებლობაც არ გააჩნიათ იმ ქვეყნის მიმართ, რომლის კანონმდებლებიც არიან (ბევრმა ესეც არ იცის ალბათ და დეპუტატობა შაჰინშაჰი რომ ხალათს უბოძებდა რომელიმე ქვეშევდრომს, რაღაც ამის მსგავსი ჯილდო ჰგონია). ეს ხალხი პასუხისმგებლობას და ანგარიშვალდებულებას გრძნობს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომლის კეთილი ნების წყალობითაც მიიღეს ამხელა თანამდებობა (აბა ისე ვინ ვის სად დაკარგვია და რას წარმოადგენენ?), თუმცა ცოცხალი ბიძინას ხილვა და მასთან საუბარი ეს ის უმაღლესი პრივილეგიაა, რომელიც ამ დეპუტატთა აბსოლუტურ უმრავლესობას არც ღირსებია ცხოვრებაში და დიდის ალბათობით არც ეღირსება. როგორც ძველ აღთქმაში ღმერთი ესაუბრებოდა რჩეულ ერს მოსეს პირით, ისე დეპუტატებსა და ბიძინას შორის უზენაესი ნების განმსიტყვებელი არის კობახიძე (შიგადაშიგ შეიძლება ვოლსკიც და აქა-იქ პაპუაშვილი). ჰოდა, როცა კობახიძე ამბობს, რომ ვინცხა ინსპექტორი გოგო აღმოჩნდა ფარული ნაცი და ის უნდა გააუქმონ როგორც კლასი, ეს ცხადია ეგრევე აღიქმება ბიძინას დანაბარებად და განსჯას და გარჩევას არ ექვემდებარება. ამიტომაც ამ დეპუტაციისთვის გინდ ამერიკის ელჩს უთქვამს რამე და გინდ ჩემს მეზობელ შურიკას. ისინი გააკეთებენ მხოლოდ იმას, რაც დაბარებული აქვს კობახიძეს. მაგრამ ახლა აქ არის ასეთი ამბავი: რახან ამერიკის ელჩი და ევროპის საბჭოს კომისარი ცალსახად, უნისონში და, მე ვიტყოდი, არცთუ დიპლომატიურად, ითხოვენ ამ კანონპროექტის გადადებას, ეს ნიშნავს რომ დასავლეთის ინტერესი აქ არის ძალიან სერიოზული. მათ ფეხებზე დაკიდებას კი აუცილებლად მოჰყვება რეაგირება და ეს რეაგირება მოხდება არა ჭანჭიკა დეპუტატების, არამედ პირადად ბიძინა ივანიშვილის და მასთან დაახლოებული პირების მიმართ, რამდენადაც დასავლეთში ძალიან კარგად იციან ვის მიჰყავს რეალურად აქ პარადი. პირველად არ მოგდით ასეთი სისულელე, როდესაც შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას ავლენთ არა კონკრეტული პერსონების, არამედ პირდაპირ ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის მიმართ და თქვენ ეგენი ჩვენებური ნაცები ხომ არ გგონიათ? ეგღა აკლიათ მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებს ვიღაც ახირებული მილიარდერის ხუშტურების გამო გაიმასხარაონ თავი! ეს საქართველოშია ბიძინა ერთადერთი და განუმეორებელი, თორემ მაგისთანა მილიარდერები კონა ათ შაურად ჰყავთ მარტო კალიფორნიის შტატში. ჰოდა, დაკიდება ეგრე არ უნდაო და იმისთანა მოგხვდებათ მალე ცხვირში, კარგა ხნით დაგეკარგებათ სხვის საქმეში მისი ჩაყოფის სურვილი და ამას ვინ ჩივის, თქვენს მამა-მარჩენალს რომ სერიოზული პრობლემები შეექმნება და თქვენვე რომ მოგიტრიალდებათ, ეს რა დღეში ჩამაგდეთ თქვე იდიოტებო (აბა თავის თავს ხომ არ გაამტყუნებს?), მერე ნახეთ თქვენ… მოკლედ, ბატონო კობახიძევ, პაპუაშვილო, ოხანაშვილო და სხვანო და სხვანო (ვიცი თვითონ თუ არ წაიკითხავთ ტროლ-ბოტები მოგირბენინებენ), მე ჩემდა თავად გამიფრთხილებიხართ და დროზე თუ მოხვალთ აზრზე და შეაჩერებთ ამ ყოვლად უსინდისო კანონპროექტის განხილვას, ხომ კარგი (იმ კაცსაც როგორმე აუხსენით, რომ ძალიან სახიფათო თამაშში შედიხართ) თუ არა და ადრე ხომ ორჯერ გაგაფრთხილეთ, პროპორციულის ჩაგდების შემდეგ და მელიას დაჭერის წინ და ისე ამიხდეს მე ყველაფერი კარგი, როგორც მაშინ აგიხდათ (ისიც გადაამოწმეთ, აქ რომ გეუბნებოდით მაინც მოგიწევთ მიშას გადაყვანა სამოქალაქო კლინიკაში მეთქი). ჰოდა, ახლაც გეუბნებით: მონაგონი იქნება ის რაც აქამდე იყო. მარტო ბიძინაზე კი არ იქნება ზეწოლა, თქვენც ვერ გადარჩებით, მის მოციქულებად ვინც მუშაობთ პარლამენტში. სულ ეს იყო რისი თქმაც მინდოდა. ამაზე კორექტულად მე ვერ გეტყვით და დანარჩენი თქვენ იცით.“– წერს დავით ზურაბიშვილი. newsreport.ge/
  21. “ეს არის სააკაშვილის ბრძოლა. მან ეს ბრძოლა ცნობიერად აწარმოა და აწარმოებს ციხის საკნიდან. ჩემი აზრით, ამ ბრძოლის მთავარი ობეიქტი არის საქართველოს დემოკრატიული და ევროპული განვითარების გზა. ამ გზაზე მან გადაწყვიტა, რომ მას შეუძლია ეს ბრძოლა აწარმოოს ციხის საკნიდან, პოლიტიკოსისთვის ეს ძალიან ნორმალური გადაწყვეტილებაა, რა თქმა უნდა, ძალიან მამაცი, მაგრამ ნორმალური, რომ შეეწინააღმდეგო რაღაცა პროცესს, რომელიც შენ არ მოგწონს ციხის საკნიდან. შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და მაღალი ტრიბუნა პოლიტიკოსისთვის არის ციხის საკანი” თქვა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მიხეილ სააკაშვილზე მთავარი არხის ეთერში. newsreport.ge/
  22. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ ინიცირებულ კანონპროექტს ეხმაურება. “ინტერპრესნიუსთან” ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ასუნსიონ სანჩეს რუისი აღნიშნავს, ამ კვირაში საქართველოს პარლამენტში დაწყებული პროცესი, კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღების თაობაზე, რომელიც გამოიწვევს სახელმწიფო ინსპექტორის არსებული სამსახურის გაუქმებას, საქართველოს დემოკრატიისთვის მაღალი რისკის შემცველია. მისივე თქმით, ამ ფაქტის გამო იმედგაცრუებულები არიან. “ვინაიდან შეიძლება არსებობდეს მიზეზი, რომ საკანონმდებლო წესით გაუმჯობესდეს საგამოძიებო და მონაცემთა დაცვის ფუნქციები, რომლებიც ამჟამად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ეკისრება, ასეთი ცვლილებები უნდა განხორციელდეს ღია და გამჭვირვალე პროცესის ფარგლებში, არსებითი, ფართო დებატებით, სამოქალაქო საზოგადოებისა და თავად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჩართულობით. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არის საქართველოში არსებული დამოუკიდებელი მექანიზმი სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიერ ჩადენილი არასათანადო მოპყრობისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გამოსაძიებლად და, შესაბამისად, კარგად ფუნქციონირებადი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის საკვანძო ინსტიტუტს წარმოადგენს. ევროკავშირი ჩართული იყო ამ სამსახურის შექმნაში და მის განვითარებაში მნიშვნელოვანი ფინანსური და ადამიანური რესურსების ინვესტირება მოახდინა. ამიტომ, ჩვენ ამ ქმედებებით ძალიან იმედგაცრუებულები ვართ და ვწუხვართ იმ ფაქტის გამო, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირის წარმომადგენლების პარლამენტთან ურთიერთქმედება შესაძლებელი არ აღმოჩნდა”. – განაცხადა რუისმა. newsreport.ge/
  23. ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების კომისიის თავმჯდომარის, დუნია მიატოვიჩის განცხადებით, პარლამენტმა თავი უნდა შეიკავოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღებისგან. “მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს, თავი შეიკავოს დაჩქარებული წესითა და დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების გარეშე სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმების შესახებ კანონპროექტის მიღებისგან. ეს კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს სახელმწიფო ინსპექტორის და სამსახურის ყველა თანამშრომლის გათავისუფლებას. მიღების შემთხვევაში, კანონპროექტი მხოლოდ შეასუსტებს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული მექანიზმების დამოუკიდებელ ფუნქციონირებას”- ნათქვამია კომისარ დუნია მიატოვიჩის განცხადებაში. ცნობისთვის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე კანონპროექტი ქართულმა ოცნებამ მოამზადა. ცვლილებები ითვალისწინებს აღნიშნული უწყების 2 ნაწილად გაყოფას. სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას განცხადებით, მან თავისივე სამსახურის გაუქმების შესახებ მედიიდან შეიტყო. ის ამ კანონპროექტს დამოუკიდებელი ინსტიტუტის დასჯად აფასებს. newsreport.ge/
  24. “თუ ასე თქვა, უსინდისოა ეს ადამიანი, პირდაპირ გადაეცით, უსინდისოა, სადმე რომ მექნება შესაძლებლობა, უნდა მოისმინოს პირადადაც და ახლაც მოისმენს”,– ასე ეხმიანება ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია ევროპული საქართველოს თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას კრიტიკას შიმშილობასთან დაკავშირებით. ბოკერიამ ნაცმოძრაობის წევრების შიმშილობასთან დაკავშირებით თქვა, რომ ეს ლიდერების მხრიდან დროის გაყვანა ჰგონია, რათა “არავინ დაგესხას თავს, რომ რატო არაფერი არ ქენი ლიდერის გადასარჩენად”. მელის თქმით, ბრძოლის ტაქტიკასთან დაკავშირებით კრიტიკას მიიღებს, თუმცა შეურაცხყოფას – არა. “ადამიანები ცდილობენ ნიშის მოძებნას, ოღონდ ეთერში მოხვდნენ. შიმშილობას არ მივიჩნევ სწორ სტრატეგიად და ტაქტიკად ერთია და კრიტიკისთვის ღი ვარ და ვიქნები. ეს [შიმშილობა] იყო იძულებითი ნაბიჯი რომ შემენარჩუნებინა, რა, თავმჯდომარეობა? ნებისმიერ ადამიანი უსინდისოა, [ვინც ამას ამბობს]. მე შემიძლია კომპრომისზეც წავიდე, შემიძლია დავთმო, მაგრამ მაპატიეთ, შეურაცხყოფას ვერც ჩემი, ვერც ჩემი მეგობრების და მით უფრო ტყვედ აყვანილი ადამიანის, ვალდებული ვარ, უპასუხოდ არ დავტოვო… მათი სწორი სტრატეგია რა არის? ჩვენზე მაინც ამბობენ, რომ სწორი სტრატეგია არ არის, მათი სწორი სტრატეგია რა არის? გია ხუხაშვილმა რომ თქვას მსგავსი რამ, კი არ აღვშფოთდები, პირიქით,მაგრამ როდესაც მჭმუნვარე პოზიციიდან საუბრობს და კოლეგა ოპოზიციური პარტიის წევრებს არ მოუწონებს ბრძოლის ტაქტიკას, რომელიც თავგანწირვაზე გადის… 10-15 დღეში ასეთ ადამიანებს სახუმარო მდგომარეობა არ ექნებათ ნამდვილად და მერეც გაბედავენ იმავეს თქმას? მიხედე, განავითარე გინდა შენი ელექტორატი, გინდა შენი ხედვები, ვინ გიშლის ხელს?”,– ამბობს მელია TV პირველის ეთერში. ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დაახლოებით 200 ადამიანი შიმშილობს, მათ შორის ნიკა მელია. newsreport.ge/
  25. ,,სამოქალაქო და იურიდიული სექტორი ნამდვილად ის საფუძველია, რომელზეც შენდება ეროვნული თანხმობა. ეს პროცესი არ არის ადამიანების ერთმანეთთან შერიგების პროცესი, რაც მორალური კატეგორიაა. ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას სივრცე, სადაც შევძლებთ ერთმანეთთან საუბრის დაწყებას იმ თემებზე, რის გამოც ქვეყანა დაყოფილია, რის გამოც ვართ დაპირისპირებულნი და გადამტერებულნი. ჩვენ ვერ ვპოულობთ ჩვენში ძალას, რომ დავჯდეთ ერთად და განვიხილოთ ის მთავარი საკითხები, რომელიც ვიცით, რომ აუცილებელია ამ ქვეყნის განვითარებისა და მისი მომავლისათვის, ეს იქნება ეკონომიკური, სოციალური და მართლმსაჯულების თემები. და იმისთვის, რომ ეს ძალა ვიპოვოთ საჭიროა ჩვენ შევძლოთ ჩვენ წარსულის ერთიან შეფასებაზე შეთანხმება. დღეს ჩვენი ახლო წარსული ბუნდოვანია, ან თვით ეს წარსულია გახლეჩილი. ამ პროცესის დასაწყისი არ არის პოლიტიკური პარტიების შერიგება. მე არ მაქვს არც ბერკეტი, არც ძალა, იმისათვის რომ დღეს შევარიგო ესოდენ დაპირისპირებული ძალები. იყო მცდელობა თუნდაც ევროკავშირის ხელით, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის ასეთი საწყისი შეთანხმება შემდგარიყო. მე მგონი, შეიძლებოდა რომ ეს აღსრულებულიყო, მაგრამ სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. არ ვაპირებ ამის ჩემი ძალებით გამეორებას და ხელახლა დაწყებას, რადგან მიმაჩნია, რომ ამის ძალა და რესურსი არ გამაჩნია. წინასაახალწლო ყველაზე დიდი საჩუქარი ქვეყნისთვის ის არის, რომ ჩვენ ყველამ, ვინც ამ სასახლეში მოვიდა, შევძელით სასაუბროდ დაჯდომა. ეს იმას ნიშნავს რომ – ყველას ყველასთან საუბარი შეგვიძლია. არ არის გამონაკლისი თუ არის ამის ნება არსებობს. ცხადია, კრიტიკა შედის ამ საუბარში, ამ საუბრის შემდეგაც მისი შეფასების უფლებაც ყველას აქვს, მაგრამ ჩვენ ამ პერიოდში ეს რაღაც ცივილური ფორმით შევძელით და იმედი მაქვს ამას გავაგრძელებთ. ეს უნდა გაგრძელდეს საზოგადოების ფორმატში და მომავალ დღეებში ამ ფორმატს ჩამოვაყალიბებთ, რათა მომავალი წლისთვის მზად ვიყოთ ახალი ფორმატის შესათავაზებლად და ამ პროცესში, ცხადია თქვენ გექნებათ ძალიან მნიშვნელოვანი როლი“ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე. newsreport.ge/
×
×
  • შექმენი...