
პლანეტა.გე
პლანეტელი-
პოსტები
742 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი პლანეტა.გე
-
“მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო სპიკერის თანამდებობა, რა თქმა უნდა, ეს არ არის 2-3 დღის გადაწყვეტილება. დაახლოებით თვე არის, რაც ჩვენს გუნდის ლიდერშიფთან ამ საკითხზე გვქონდა საუბარი. მე შორს არსად არ მივდივარ. ვრჩები პოლიტსაბჭოში, ჩემს გუნდთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტით. რა თქმა უნდა, დეტალებზე არ ვისაუბრებთ, რადგან მომავალ წელს გაიგებთ უფრო მეტ დეტალს. ეს უკვე დამატებით ახსნის ყველა იმ მიზეზს, რომელიც დღეს არ შეგვიძლია ბოლომდე ვთქვათ. პარლამენტი არის ის ერთადერთი ადგილი, სადაც უნდა ხდებოდეს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების მიღება. არ იყო მარტივი პერიოდი, რომელიც გავიარეთ. შევეცადე, რომ ვყოფილიყავი ყველას თავმჯდომარე. ვთვლი, რომ დიდწილად შევძელი ამის გაკეთება. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ თანამშრომელს, ჩემს გუნდს და ირაკლი კობახიძეს, პირადად” თქვა კახა კუჭავამ თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ. მას შალვა პაპუაშვილი შეცვლის. newsreport.ge/
-
კახა კუჭავას გადადგომის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას ქართული ოცნების დეპუტატი, შალვა პაპუაშვილი დაიკავებს. მის კანდიდატურას მმართველი პარტია პარლამენტს უახლოეს მომავალში წარუდგენს. კახა კუჭავას არ განუმარტავს, რა გახდა გადადგომის მიზეზი, თუმცა აღნიშნა, რომ “შორს არსად მიდის” და მომავალ წელს გარკვეულ პროექტს უხელმძღვანელებს. newsreport.ge/
-
კახა კუჭავამ დატოვა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა. ამის შესახებ მან ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი განმარტებით, “შორს არასად მიდის” და რჩება პარტიის პოლიტსაბჭოში”. კუჭავა აღნიშნავს, რომ საზოგადოება მომავალ წელს შეიტყობს პროექტის შესახებ, რომელსაც მომავალ წელს უხელმძღვანელებს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, კახა კუჭავას შალვა პაპუაშვილი ჩაანაცვლებს. newsreport.ge/
-
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ოთხი მოქალაქე თავისუფალია. “საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა „ცხელი ხაზი”. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ ინფორმაცია პერმანენტულად მიეწოდებოდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტიორებს. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს იყენებს უკანონოდ დაკავებული საქართველოს სხვა მოქალაქეების გასათავისუფლებლად. ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთის საოკუპაციო ძალებს ეკისრებათ”,– აცხადებს უწყება. newsreport.ge/
-
BASSIANI-ს ერთ-ერთი დამფუძნებლის ნაჯა ორაშვილი ამბობს, რომ მისი დაპატიმრებაც რომ მოუწიოთ, კლუბს არ დაალუქინებს. ამ წუთებში თბილისში შრომის ინსპექცია ღამის კლუბებს ლუქავს. ორაშვილის თქმით, ხელისუფლების მიზანი ამ თავისუფალი სივრცეების განადგურებაა. “თუნდაც თავისუფლების აღკვეთად დამიჯდეს, ამ სივრცეს არ დავალუქინებ. იმიტომ, რომ სახელმწიფო არის ან მზრუნველი ან მას სხვა გეგმები და მიზნები აქვს. ჩვენ 6 თვე ვიმუშავეთ გამოსავალზე, ცოდნაზე და გამოცდილებაზე დაფუძნებულ სტანდარტზე, რომელსაც უნდა უზრუნველყო დახურულ სივრცეებში ვირუსის გავრცელების რისკის მინიმუმამდე დაყვანა. მათ ამაზე უარი გვითხრეს. შესაბამისად მიზანი არის ამ თავისუფალი და უსაფრთხო სივრცეების ფიზიკური განადგურება, ჩვენი დაშინება. პირადად მე 400-გვერდიანი სახელმძღვანელო დოკუმენტი მაქვს გაკეთებული, ორი კვლევა გვაქვს შემუშავებული. ძალიან კარგად გვესმის ეპიდემიოლოგიური სიტუაციების სიმწვავე, მისი ტრაგიკული შედეგები, მაგრამ პირველებმა დავხურეთ ამ მოტივით. 22 თვე ველოდებოდით, ვეძებდით გამოსავალს და ვიპოვეთ ეს გამოსავალი. ეს უწყებები უნდა დათანხმებოდნენ ამ გამოცდილებას. 6 თვე ველაპარაკეთ, შედეგი არის – შანტაჟი, დაშინება, განადგურება”, – განაცხადა ნაჯა ორაშვილმა ფორმულასთან საუბრისას. ცნობისთვის, მრავალთვიანი მოლაპარაკებების მიუხედავად, კლუბების გახსნის გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ კვლავ არ მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ თავად ხელისუფლების ორგანიზებით, საახალწლოდ მრავალი საახალწლო კონცერტი და ღონისძიება ტარდება. newsreport.ge/
-
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 23 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 1.04 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0774 ლარს შეადგენს. რაც შეეხება ევროს, მასთან მიმართებით ლარი 0.88 თეთრით გამყარდა, რის შედეგაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.4888 ლარი გახდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა. newsreport.ge/
-
მასობრივი შიმშილობის მეოთხე დღეს მოშიმშილეების მოსანახულებლად ენმ-ს ოფისთან ექიმი ანზორ მელია მივიდა. მისი თქმით, უკვე გამოჩნდა ჯანმრთელობის პრობლემები. “მე, როგორც მამას და როგორც კოლეგების მეგობარს, არ მაქვს უფლება სამსახურში მშვიდად ვიჯდე და არ მოვიდე და არ დავინტერესდე ამ ხალხის ჯანმრთელობით. ამიტომ არის პრობლემები, უკვე გამოჩნდა, მაგრამ იმდენად არიან თავგადადებულები, რომ არ მიჯერებენ,”- აცხადებს ანზორ მელია. ენმ-ს წევრის, ზაალ უდუმაშვილის თქმით, მოშიმშილეების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მუდმივად მიმდინარეობს მათი ჯანმრთელობის მონიტორინგი დღეში რამდენჯერმე. მასობრივი შიმშილობის აქცია ნიკა მელიამ 21 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე გამოაცხადა. როგორც ცნობილია, ამ დროისთვის 200-მდე ადამიანი შიმშილობს, მათ შორის, თავად პარტიის თავმჯდომარე. newsreport.ge/
-
ნაციონალური მოძრაობის წევრის, კობა ნაყოფია გორის სამხედრო ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი სუსტად არის და კიდურებზე გამონაყარი აქვს, რაც მისი ვარაუდით, პოსტრამვულ სტრესს უკავშირებს. “ჩემი აზრით, ალბათ დადგება საკითხი ექიმების ჩართულობის და შესაძლოა, მისი გადაყვანის, რადგან ადამიანის ჯანმრთელობის მდგომრეობა ნამდვილად არასახარბიელოა და ვერ ვიტყვი, რომ რეაბილიტაციის პროცესმა რაღაც დიდი შედეგი მოგვცა”– ამბობს ნაყოფია. მისივე განცხადებით, ექსპრეზიდენტი “ვერ მალავს აღშფოთებას ტარიფების გაძვირებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით, ტრანსპორტისა და დასუფთავების ტარიფის”. “მას მიაჩნია, რომ ასეთი მძიმე სოციალური ფონის პირობებში ამის გაკეთება წარმოუდგენელია. მას მიაჩნია, რომ გამოხატულად კორუფციის ნიშნებია. ის მოუწოდებს ყველას, რომ ამაზე გამახვილდეს ყურადღება”,– აღნიშანავს ნაყოფია. newsreport.ge/
-
„ეროვნული თანხმობა სააკაშვილის ციხიდან გამოშვებაზე არ გადის. მე მგონია, რომ პირიქით, ეროვნული თანხმობა თუ ვინმეს უნდა, ადამიანმა ვინც დააშავა და სერიოზულად დააშავა, თან მხოლოდ იმის მეასედი ნაწილი გაქვს წაყენებული სასამართლოს მხრიდან, ალბათ, უნდა გარკვეულად თუ არ მოიხდის ბოლომდე, მოინანიოს მაინც და თუ ასეთი არ ხდება, აქ უკვე სხვა მიზეზები უნდა ვეძებოთ” თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა გია ვოლსკიმ რადიო თავისუფლების ეთერში. newsreport.ge/
-
თბილისის მერის, კახა კალაძის ინიციატივით, იურიდიული პირებისთვისა და ინდივიდუალური მეწარმეებისთვის ძვირდება დასუფთავების გადასახადი. მერიის განმარტებით, გადასახადის გაზრდა განპირობებულია ერთის მხრივ იურიდიული პირების მატებით, ხოლო მეორეს მხრივ, მათ მიერ წარმოქმნილი ნარჩენების ოდენობის მატებით. თბილისის საკრებულოში ენმ-ს დეპუტატი, ლილე ლიპარტელიანის განცხადებით, ბიზნესს მინიმუმ გაუორმაგდება დასუფთავების გადასახადი. “მოსახლეობისთვის ტრანსპორტის გაძვირების შემდეგ, თბილისის მთავრობამ და კონკრეტულად, კახა კალაძემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველა იურიდიულ პირს და ინდივიდუალურ მეწარმეს უძვირდება დასუფთავების მოსაკრებელი. კალაძემ მხოლოდ წინასაარჩევნოდ, ბიზნესის სტიმულირებისთვის დახარჯა 4.5 მილიონი და თუ ასე უჭირს ბიზნესს, ეს ხომ არათანმიმდევრულობაა. ასეთ პირობებში კალაძეს ბიზნესს უზრდის მოსაკრებელს, ორჯერ მაინც”, – განაცხადა ლილე ლიპარტელიანმა ფორმულასთან საუბრისას. ენმ-ს წევრი ირაკლი ნადირაძე ვარაუდობს, რომ ბიზნესისთვის, მათ შორის, აფთიაქებისთვის, სასურსათო მაღაზიებისთვის, რესტორნებისთვის, საწარმო ობიექტებისთვის და სხვა ობიექტებისთვის გადასახადის გაზრდა მათი პროდუქტისა და მომსახურების ფასების ზრდასაც გამოიწვევს. “ეს ნიშნავს ერთადერთ რამეს, “ქართული ოცნება” არის მოსწრებაზე, რომ რაც შეიძლება მეტი ამოიღოს ამ ისედაც გაღატაკებული მოსახლეობისგან და თავიანთ მილიონებს და მილიარდებს, კიდევ დამატებით მილიონები და მილიარდები დაამატოს”, – თქვა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ირაკლი ნადირაძემ. დასუფთავების მოსაკრებელზე საკრებულოს დადგენილებაში ცვლილებას დღეს კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილავენ. newsreport.ge/
-
სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, მუნ ჯე-ინმა ყოფილი პრეზიდენტი, პარკ კინ ჰე შეიწყალა. მას კორუფციის გამო 20 წელი ჰქონდა მისჯილი. პარკი პირველი დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი იყო, რომელიც თანამდებობიდან ჩამოაშორეს. მედიის ცნობით, მანამდე მოქმედი პრეზიდენტი აცხადებდა, მას არ შეიწყალებდა, თუმცა ჯანმრთელობის გაუარესების გამო პრეზიდენტის საახალწლოდ შეწყალებულთა შორის მოხვდა. პარკის ადვოკატმა იო იონგ-ჰამ თქვა, რომ პარკმა ბოდიში მოიხადა საზოგადოების შეშფოთების გამო და პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა რთული გადაწყვეტილების მიღებისთვის. როიტერის ცნობით, პრეზიდენტის ოფისში განაცხადეს, რომ პარკის შეწყალება მიზნად ისახავდა “წარსულის სამწუხარო ისტორიის დაძლევასა და ხალხის ერთიანობის ხელშეწყობას”. newsreport.ge/
-
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, უნებართვო არქეოლოგიური სამუშაოების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში აღმოაჩინეს ისტორიული არტეფაქტი, დავით მეოთხე აღმაშენებლის პერიოდის ისტორიული მონეტა. უწყების ცნობით, მონეტის ავთენტურობის დასადგენად ჩატარდა საექსპერტო კვლევა, რომელშიც ჩართულები იყვნენ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტები და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერები. “ჩატარებული ექსპერტიზის თანახმად დადგინდა, რომ სპილენძისგან დამზადებული მონეტა მოჭრილია დავით მეოთხე აღმაშენებლის მიერ და არის ორიგინალი. მონეტა არის უმნიშვნელოვანესი ისტორიული ღირებულების და მიეკუთვნება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს. მონეტის საბაზრო ღირებულება – შეუფასებელია. დღემდე, მსოფლიო ისტორია იცნობდა საქართველოს მეფე დავით აღმაშენებლის მიერ მოჭრილ ერთადერთ უნიკალურ მონეტას, რომელიც დიდი ბრიტანეთის მუზეუმში, კერძოდ ლონდონშია დაცული”,– აცხადებს სუს-ი. მათივე განმარტებით, ამოღებულ არტეფაქტებს შორის ასევე არის 12 ერთეული ბეჭედი, ბრინჯაოს გულსაკიდი ზანზალაკი, 6 ერთეული ორიგინალი ღილი, სხვადასვა პერიოდის მონეტა, აღნიშნული მონეტებიდან 3 ნივთი წარმოადგენს საბჭოთა პერიოდს (XX ს), 3 მონეტა თარიღდება XIII საუკუნით. გარდა ამისა, ნაპოვნია XIII საუკუნით დათარიღებული მონეტები, კერძოდ მონღოლური წარმოშობის ვერცხლის მონეტა, ზედწერილით- „დიდი მონღოლი ულუს ბეგი“, ასევე სპილენძის მონეტა რუმის სელჩუკი, რომლის ერთ მხარეს შემორჩენილია არაბული ზედწერილის ფრაგმენტი. სუს-ის განცხადებით, გამოძიება გრძელდება, აღნიშნული არტეფაქტები კი გადაეცემა ეროვნულ მუზეუმს. newsreport.ge/
-
“სალომე ზურაბიშვილამდე შარლ მიშელთანაც ასეთივე იმედიან-ბედნიერი დარბოდა ოპოზიცია, იმიტომ არ დაახიეს ის ხელმოწერები თავზე. როდემდე უნდა ამასხარავებინოთ თავი კობახიძეს? ამით მხოლოდ დროს წელავენ, ამასობაში კი ქვეყანას ვკარგავთ, მშიერ ადამიანებს კი წინ ცივი ზამთარი აქვთ და არანაირი პერსპექტივა. შიმშილობით მოძალადეს ვერასოდეს დაამარცხებ, თან ასეთ ცინიკურს. “ქართულ ოცნებას” არ აქვს ის მორალური ღირებულებები, რომელსაც შიმშილობით შეავიწროვებ. ხალხის შერიგება თუ გვინდა და არა პოლიტიკოსების გარიგება, ამის ბერკეტი საქართველოში მხოლოდ ეკლესიას აქვს! 2012 წელს ხელისუფლების შეცვლაშიც ყველაზე დიდი როლი სწორედ ეკლესიამ შეასრულა” წერს “პარტია” ტრიბუნას ლიდერი, დავით ჭიჭინაძე ეროვნული შეთანხმების შესახებ. newsreport.ge/
-
“ჩვენი მიზანი არ შეიძლება იყოს, რომ მთელმა ქვეყანამ იაროს საზოგადოებრივი ტრანსპორტით. თავისი შინაარსით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფრო ღარიბების ტრანსპორტია ზოგადად და ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ რაც შეიძლება ცოტა ადამიანს დაჭირდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი […] მე ხალხს მოვუწოდებ, რომ ნუ იქნებ მერიის მიერ მოწოდებული კომფორტული, საჯარო ტრანსპორტის იმედად. იოცნებოს, იფიქროს და იჩალიჩოს მერსედესზე. სახელმწიფოს მიერ მოწოდებული ეს სერვისი, ისევე როგორც მისი გაკეთებული სხვა საქმეები, ვერ იქნება ხარისხიანი” ამბობს გირჩის ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია TV პირველის ეთერში. newsreport.ge/
-
“სააკაშვილი არ შიმშილობდა. ჩვენ კადრებიც ვიხილეთ, თუ როგორ მიირთმევდა ის საკვებს და თავიანთი ტელევიზიები მუდმივად ცდილობენ, საზოგადოებას ჩაუნერგონ ეს მესიჯი, რომ თითქოს სააკაშვილი შიმშილობდა. არ არსებობს, წარმოუდგენილია, 50 დღე ადამიანმა იშიმშილოს, შეუძლებელია, მსოფლიოში არ არსებობს ეგეთი ფაქტი. ჩვენ ვიდეო ფაქტების სახით ვიხილეთ, როგორ მიირთმევდა საკვებს” თქვა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ “იმედის” ეთერში. ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაკავების შემდეგ 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა, რაც სტრასბურგის სასამართლომაც დაადასტურდა. მან შიმშილობა გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ შეწყვიტა. newsreport.ge/
-
ცენტრ “ემპათიას“ ნევროლოგი, ოთარ თოიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს ნეიროპათია, რაც ნიშნავს პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანებას. მისი განმარტებით, ეს გამოიხატება იმაში, რომ ექსპრეზიდენტი იატაკს ვერ გრძნობს და შესაბამისად, გადაადგილება უჭირს. “ვერნიკეს ენცეფალოპათია კლინიკურ სურათში ისევ წამყვანია. სულ ვშიშობთ, არ მოხდეს მისი გადაზრდა კორსაკოვის სინდრომში, რომელიც არის საკმაოდ სერიოზული დაავადება. გამოიკვეთა ნეიროპათია, ანუ პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანების ნიშნები, რაც გამოიხატება იმაში, რომ ვერ გრძნობს იატაკს, უჭირს შესაბამისად გადაადგილება. ნათხემის დისფუნქციასთან ერთად არის კიდევ, რომ ვერ გრძნობს, მთელი რიგი მგრძნობელობები მოშლილი აქვს და იმ სეგმენტში, სადაც ეს მოშლილობები აღენიშნება, აქვს გამონაყარი, რომელიც ჯერჯერობით ვფიქრობთ, რომ ეს არის ნეიროდერმიტი”, – თქვა ოთარ თოიძემ გორის სამხედრო ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ. newsreport.ge/
-
“გამოვალთ წინადადებებით, როგორ მიიქციოს საქართველომ საერთაშორისო ყურადღება”- ამის შესახებ, პარტია “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა. მისი თქმით, ისინი წამოიწყებენ პროცესს, რომელიც საერთაშორისო დღის წესრიგში საქართველოს უსაფრთხოების საკითხებოიოს წამოწევასა და გააქტიურებას შეეხება. “ჩვენ ”დროა” წამოვიწყებთ პროცესს საერთო საზოგადოებრივი და პოლიტიკური, საერთაშორისო მიმართვის, სადაც კიდევ ერთხელ მყარად გავუსვამთ ხაზს, რომ NATO და, ზოგადად, ევროპული არჩევანი არის ჩვენი მყარი არჩევანი და ვერავინ ამ არჩევანს ვერ შეცვლის. მეორე, ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინა არის საერთაშორისო დღის წესრიგის აქტიური ნაწილი მაშინ, როცა, მაგალითად, ჩვენი მოქალაქეების გატაცება საოკუპაციო ხაზიდან გამქრალია საერთაშორისო დღის წესრიგიდან. ჩვენ მოვითხოვთ მთავრობისგან, მთავრობის მიღმაც გამოვალთ კონკრეტული წინადადებებით, რა შეიძლება საქართველომ გააკეთოს უკრაინასთან ერთად, რომ საქართველოს უსაფრთხოების საკითხები, როგორ შეიძლება გახდეს საერთაშორისო ყურადღების ცენტრალური ნაწილი იმისთვის, რომ საქართველო ამ დაპირისპირებაში იყო უზრუნველყოფილი დასავლეთის მხარდაჭერით.სამწუხაროდ, ქართული ოცნების პირობებში არანაირი ილუზია არ გვაქვს იმისა, რომ ქართული ოცნება რაიმე სახის კონსოლიდაციას დასავლეთის თემაზე მოახდენს სახელმწიფოში. ამიტომაც ჩვენ წამოვიწყებთ პროცესს, რომელიც ოპოზიციის აქტიურობით მსოფლიოს გააგონებს საქართველოს საზოგადოების ხმას ამ სასიცოცხლო ინტერესების გარშემო”, – განაცხადა ხოშტარიამ. newsreport.ge/
-
“[შიმშილობა] არ არის შედეგის მომტანი და ლიდერების მხრიდან არ არის შედეგზე ორიენტირებული. ავტორიტარულ რეჟიმებთან დაპირისპირებისას ამ ტიპის ქმედება რომ იძლეოდეს შედეგს, პრაქტიკულად, აღარ იარსებებდა ავტორიტარული რეჟიმები. […] ლიდერების მხრიდან მე ეს მგონია უბრალოდ დროის გაყვანა. ეს არის კარგ შემთხვევაში, აი, უბრალოდ სასწორაკვეთისგან რომ რაღაცა უნდა ვქნა, შედეგს ვერ ვდებ და მოდი, რაღაცას ვიზამ. უარეს შემთხვევაში, უბრალოდ დროის გაყვანაა, რომ არავინ დაგესხას თავს, რომ რატო არაფერი არ ქენი ლიდერის გადასარჩენად” ამბობს ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია პალიტრანიუსის ეთერში მასობრივ შიმშილობაზე. newsreport.ge/
-
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ნინოწმინდის ბავშთა პანსიონთან დაკავშირებით ანგარიშს აქვეყნებს სადაც აღნიშნულია დასჯის ის მეთოდები რომლებსაც პანსიონის აღმზრდელები იყენებდნენ. ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, პანსიონში არაერთი გამოწვევა რჩება. პანსიონში ძალადობის სხავადასხვა ფორმა გამოიყენებოდა – ფიზიკური დასჯა, ძალიან მკაცრი კონტროლი, შრომითი ექსპლუატაცია (შრომა დასჯის მიზნით), ემოციური ზეწოლა, ბავშვების “მომზადება” სახალხო დამცველთან და სოციალურ მუშაკებთან საუბრისათვის. ”პანსიონში აღსაზრდელთა დასჯის ფორმად იყენებდნენ ძილისა და საკვების აკრძალვას, ფიზიკურ ძალადობას. აღსაზრდელები იხსენებდნენ, როგორ სჯიდა მთელ ჯგუფს აღმზრდელი და არ აძლევდა ჭამის უფლებას, თავად ჭამდნენ და ბავშვებს აყურებინებდნენ, მუხლებზე აყენებდნენ. ერთ-ერთი აღსაზრდელი, ღამე უნებლიე შარდვისთვის აღმზრდელმა შიშველი დააყენა დერეფანში. მეორე ბავშვს კი, იმავე მიზეზის გამო, აღმზრდელმა დასჯის მიზნით დახეული სამოსი ჩააცვა. ერთ-ერთმა აღმზრდელმა ბავშვს ენა გამოაყოფინა და თმის სახვევი სავარცხელი დაარტყა. როდესაც ბავშვებს შუადღის ძილისგან გამოეღვიძათ, აღმზრდელმა აიძულა, ამდგარიყვნენ, აეღოთ ლეიბები, დაწოლილიყვნენ საწოლის ფიცარზე და ლეიბები ზედ დაეფარებინათ. აღსაზრდელებს მიმართავდნენ სიტყვებით: “საქონელი”, “ქუჩიდან მოთრეული”, “დედისგან მიტოვებული”. ჭამაზე უარის გამო დასჯის მიზნით ბავშვებს საკვებს თავზე ასხამდნენ. ერთ-ერთი შემთხვევისას აღმზრდელმა ბავშვს ჩაი დაასხა თავზე და მერე დაბანა აუკრძალა. დასჯის ფორმად გამოიყენა ერთ-ერთმა აღმზრდელმა ბავშვისთვის ხელების ერთმანეთზე ბინტით შეკვრა და მთელი ღამით ასე დატოვება. არასრულწლოვნებმა ისაუბრეს სკამის ფეხის თავში დარტყმის, ცივ იატაკზე დაყენების შემთხვევების შესახებაც. ერთ-ერთი აღსაზრდელის თქმით, მას უთხრეს, 10 მეტანია გაეკეთებინა მხოლოდ იმიტომ, რომ თამაშისას ბურთი, შემთხვევით, ფანჯარას მოახვედრა. ერთ-ერთი აღსაზრდელი, რომელმაც განაწყენებულმა ყოფილ ხელმძღვანელს უცენზურო სიტყვებით მიმართა, ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს. ნინოწმინდის ყოფილი ბენეფიციარი განმარტავდა, რომ ძალადობისას ტირილს უკრძალავდნენ, რის გამოც ტირილის შიში ახლაც აქვს და ვერ გამოხატავს ამ ემოციას. ”- ნათქვამია ომბუდსმენის ანგარიშში. newsreport.ge/
-
“ხელისუფლება თავად აორგანიზებს კონცერტებს, ვაგრძელებთ მუშაობას!” – საქართველოს ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სცენა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სალუბო სცენის წარმომადგენლები არ აპირებენ მშვიდად უყურონ, როგორ ნადგურდება ხელისუფლების მიერ საკლუბო სცენა მაშინ როდესაც, თავა აორგანიზებენ მასშტაბურ ღონისძიებებსა და კონცერტებს. საკლუბო სცენის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აგრძელებენ მუშაობას იმ დადგენილი პროტოკოლის მიხედვით რომელიც შეთანხმებულია შესაბამის უწყებებთან. “საქართველოს ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სცენის ერთობლივი განცხადება: 2 წლის წინ COVID19 გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს საკლუბო სცენამ, რომელიც გამორჩეულია მისი უნიკალურობით და დიდი წვლილი მიუძღვის ქვეყნის კულტურულ, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში, საკუთარი ინიციატივით მიიღო დროებით დახურვის გადაწყვეტილება, რადგან გააზრებული გვქონდა ეპიდემიოლოგიური სიტუაციის სიმწვავე და საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე ზრუნვის მნიშვნელობა. ამ პერიოდის განმავლობაში შევიმუშავეთ ცოდნაზე, გამოცდილებასა და კვლევაზე დაფუძნებული უსაფრთხო ღონისძიებების იდეა და სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელიც მიზნად ისახავდა ღია და დახურულ სივრცეებში ხალხმრავალი ღონისძიების დროს ვირუსის გავრცელების რისკების მინიმუმამდე დაყვანას. სწორედ ამიტომ, კლუბების გახსნის მოთხოვნა არ დაგვიყენებია მანამ, სანამ თავად არ დავრწმუნდით, რომ შევძლებდით ჩვენს სივრცეებში შესაბამისი პირობების უზრუნველყოფას. მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან არაერთი დაპირებისა და შეთანხმებისა, დღეს, 22 დეკემბერს, 22 თვიანი ლოდინის შემდეგ საკოორდინაციო საბჭომ კლუბების გახსნის გადაწყვეტილება არ მიიღო. ამ უსამართლო და უთანასწორო ნაბიჯმა, განადგურების საფრთხის წინაშე დააყენა მთელი სცენა და მასთან ერთად, ამ სფეროში დასაქმებული 8000-მდე ადამიანის მომავალი. ვწუხვართ, რომ გვჯეროდა და კიდევ ერთხელ აღმოვჩნდით მწარედ მოტყუებულები. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ მშვიდად ვუყუროთ ერთი მხრივ ხალხზე ზრუნვის მოტივით, როგორ ანადგურებს ხელისუფლება ჩვენს სფეროს, რომლის წარმატებამ და გლობალური მასშტაბით აღიარებამ ქვეყანას უპრეცედენტო საერთაშორისო მნიშვნელობა შესძინა, მეორე მხრივ კი თავად აორგანიზებს კონცერტებსა და ხალხმრავალ შეკრებებს. სახელმწიფოს არამხოლოდ არ აღმოაჩნდა ნება და სურვილი მხარი დაეჭირა და ხელი შეეწყო კრიზისის პირისპირ დარჩენილ სფეროსთვის, არამედ მუქარის ენით გველაპარაკება. მიუხედავად დაშინებისა, რომ ჩვენს წინააღმდეგ გამოყენებული იქნება ფინანსური სანქციები და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, თბილისის ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სცენის უკლებლივ ყველა წარმომადგენელმა მივიღეთ ერთიანი გადაწყვეტილება: თბილისის კლუბები გააგრძელებენ მუშაობას იმ დადგენილი პროტოკოლის მიხედვით, რომელიც შეთანხმებულია შესაბამის უწყებებთან, რომლის მოსამზადებლად ბევრი ვიშრომეთ და ისედაც უმძიმეს მდგომარეობაში მყოფებს დამატებით უზარმაზარი ფინანსური ხარჯების გაღება მოგვიწია. ჩვენ არ ვნებდებით და ვაპირებთ ბრძოლას!”- ნათქვამია განცხადებაში. განცხადების ხელმომწერები : The Cultural and Creative Industries Union of Georgia 4GB BASSIANI Boom Boom Booking Agency Bude CAFE-GALLERY Colibri DAISI • დაისი დედაენის ბარი KHIDI Kibe Left Bank Lisi Rest Lisi Wood MIONI Millennials მტკვარზე • MTKVARZE Mzesumzira რეფლექტორი / Reflector ROKVA Barfly GR Fest Summer Set TREEBAL Swing Festival Tbilisi Open Air TES TIVI • ტივი newsreport.ge/
-
ქართულ ოცნებაში ეხმიანება ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარეს გახარიას პარტიის წევრის არჩევას. სოზარ სუბარის თქმით, “ოფიციალურად გაფორმდა” კოალიცია ნაციონალურ მოძრაობასა და პარტია “საქართველოსთვის” შორის. “მოგეხსენებათ, რომ მთელი წინასაარჩევნო პერიოდში ვამბობდით, რომ გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის” და ნაციონალური მოძრაობა საერთო თამაშს თამაშობდნენ. საკუთარი ქმედებებით გიორგი გახარია ენმ-ს წისწქვილზე ასხამდა წყალს. დღეს ჩხოროწყუს საკრებულოში მომხდარი ფაქტით, როდესაც გახარიას წარმომადგენელი ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარედ სწორედ ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერით აირჩიეს, უკვე ოფიციალურად გაფორმდა პარტია “საქართველოსთვის” და ნაციონალური მოძრაობის კოალიცია”,- ამბობს სუბარი. მისივე განცხადებით, “დადასტურდა ტყუილი, რომ თითქოს გახარიას პარტია ენმ-სთან კოალიციას გამორიცხავდა”. სუბარი აღნიშნავს, რომ ამ ორ პარტიას კიდევ ექნებათ მცდელობა სხვა მუნიციპალიტეტებშიც მსგავსი “ალიანსი” შექმნან. “თუმცა ვარწმუნებთ მოსახლეობას, რომ მათი ეს მცდელობები კრახისთვისაა განწირული და ქართული ოცნებაა იმის გარანტი, რომ ჩვენი ქვეყნისა და რეგიონების განვითარებას საფრთხე არ შეექმნება”,- აღნიშნავს სუბარი სპეციალურ ბრიფინგზე. ჩხოროწყუ გახდა ქვეყნის პირველი მუნიციპალიტეტი, სადაც საკრებულოს თავმჯდომარედ ოპოზიციონერი აირჩიეს. დღეს თავმჯდომარედ დეპუტატებმა გიორგი გახარიას პარტიის, „საქართველოსთვის“ წევრი, მაჟორიტარი დეპუტატი შოთა წურწუმია აირჩიეს. newsreport.ge/