
პლანეტა.გე
პლანეტელი-
პოსტები
742 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი პლანეტა.გე
-
“მე მგონია, რომ ახლა ოპოზიციამ უნდა გაიაზროს თავისი მდგომარეობა. ველოდები, რომ მალე დადგება სხვადასხვა ოპოზიციურ ძალებში ეს მომენტში. საახალწლო პერიოდი ამის გადასააზრებლად კარგი პერიოდია. ოპოზიცია უნდა მიხვდეს, რომ წააგო ეს თამაში. უნდა ეცადოს ამ ბრძოლიდან გამოსვლას და დამთავრებას. მიშა-ბიძინას ამბავი რაღაცნაირად ხომ უნდა დამთავრდეს, რადგან თუ ვერ გამოგყავს შენი ლიდერი და ვერაფერს უპირისპირებ გარდა იმისა, რომ შენს ჯანმრთელობას იზიანებ, ჩემი აზრით, უნდა აღიარო დამარცხება. ადამიანებს უნდა მისცე საშუალება, რომ სხვა თამაში დაიწყონ და გონებაში გარდატეხები მოხდეს. რაც მალე მოხდება ეს, მით უკეთესია ყველასთვის” ამბობს “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია TV კავკასიის გადაცემაში “პოლიტიკა არჩილ გამზარდიასთან ერთად”. newsreport.ge/
-
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, მოლოდინი აქვს, რომ საქართველოს პრეზიდენტი ვეტოს დაადებს ქართული ოცნების კანონპროექტს ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე. “მე მოლოდინი მაქვს, რომ ქალბატონი ზურაბიშვილი განსაკუთრებით მის მიერ დაფიქსირებული პოზიციის შემდეგ, პირველად გამოიყენებს ვეტოს. ეს პოლიტიკური აქტი იქნება და განაცხადი იქნება ქალბატონი ზურაბიშვილისგან, რომლისგანაც უცხო იქნება. ჩვენთვისაც უცხო იქნება. პირველად მოვა იგი დაპირისპირებაში რეჟიმის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან”,– ამბობს მელია TV პირველის ეთერში. პარლამენტის ვიცესპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ თუ სალომე ზურაბიშვილი კანონპროექტს ვეტოს დაადებს, უმრავლესობა შეიკრიბება და მას დაძლევს. newsreport.ge/
-
გორის სამხედრო ჰოსპიტალში არ უშვებენ სახალხო დამცველის რწმუნებულს, საბა ბრაჭულსა და კონსილიუმის წევრ ექიმებს. ბრაჭული იმედს იტოვებს, რომ გაუგებრობაა და მათ შეუშვებენ. როგორც ომბუდსმენის რწმუნებული განმარტავს, სახალხო დამცველის რწმუნებულს აქვს უფლება ნებისმიერ დროს, დაუბრკოლებლად შევიდეს დახურულ დაწესებულებაში, სადაც არის პატიმარი სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ. „ამ ეტაპზე დაველოდებით, თუმცა ეს თუ გაგრძელდა არაგონივრულად დიდ დროს, ერთ საათზე მეტ დროს, ნიშნავს, რომ სახალხო დამცველის რწმუნებულს უარს ეუბნებიან შესვლაზე. სახალხო დამცველის დაბრკოლება არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ხოლო, უფრო მძაფრი ფორმა თუ მიიღო, იქნება სისხლის სამართლის დანაშაული“, – თქვა საბა ბრაჭულმა. newsreport.ge/
-
“სააკაშვილთან მნახველების შეზღუდვა დააწესეს. არ შემიშვეს მე, მისი ადვოკატები და პირადი ექიმი; გვითხრეს, რომ მხოლოდ ერთი ადამიანი შევა დღეში; არავითარი ინფორმაცია არ გამოსულა არც ადრე და არც ამ ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ. სააკაშვილის მდგომარეობასთან ერთად, ვწუხვარ ექიმ გოგორიშვილზე. დარწმუნებული ვარ, მძიმე ზეწოლის ქვეშ იმყოფება” წერს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე. newsreport.ge/
-
საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯანდაცვის მინისტრი წარადგინა. მისი თქმით, აზარაშვილს ფინანსების მართვის გამოცდილება აქვს და ხელმძღვანელობდა “დელტას” და თბილავიამშენს. “ბატონი ზურა არის უაღრესად წესიერი, განათლებული ადამიანი, იგი არის გაზრდილი ექიმის ოჯახში. მას კარგად აქვს გაცნობიერებული ის გამოწვევები, რაც ჩვენი მოსახლეობის წინაშე არის. იგი არის 5 შვილის მამა და მე ვფიქრობ, რომ ის იქნება წარმატებული მინისტრი”,– თქვა ღარიბაშილმა. აზარაშვილის განცხადებით, უდიდესი გამოწვევებით სავსე სამინისტროს მართვა მისთვის გამოწვევაა, მაგრამ ფიქრობს, რომ შეძლებს ხელშესახები წარმატების მიღწევას. newsreport.ge/
-
ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულების, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კითხვებს ბადებს, რომ კლინიკების ნაწილში კორონავირუსით სიკვდილის მაჩვენებელი 2-3%-ია, მეორე ნაწილში კი – 15%. მისი შეფასებით, ხშირად ლეტალობის მიზეზი ჰოსპიტალური ინფექციაა. “საქართველოში შეიქმნა ჯგუფი, რომელიც ამ მიმართულების გამოსწორებაზე კლინიკებთან მუშაობს, თუმცა ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს არაა საკმარისი და ამ ხარვეზების გამოსწორებისთვის მნიშვნელოვანია, კვლავ ჩაგვერთო საერთაშორისო ექსპერტები და ისინი ნოემბერში ჩაერთნენ. ეს ჩართულობა იქნება უწყვეტი, რათა კლინიკებში ლეტალობის მაჩვენებელი არ ბადებდეს გარკვეულ კითხვებს, რადგან საკმაოდ კრიტიკულია განსხვავება. გვაქვს კლინიკები, სადაც ლეტალობის მაჩვენებელი 2-3%-ის ფარგლებშია და გვაქვს კლინიკები, სადაც ლეტალობის დონე 15%-ია. ყველა პრობლემა იდენტიფიცირებულია. არ ვასაჯაროებთ, მაგრამ კლინიკებთან ვმუშაობთ პირისპირ, რომ გაითვალისწინონ მათთან არსებული ეს ხარვეზები და მნიშვნელოვანია და მთავარი გამოწვევაა ინფექციის კონტროლი, რადგან ხშირ შემთხვევაში არათუ კოვიდი, არამედ სხვადასხვა ჰოსპიტალური ინფექცია ხდება ლეტალობის მიზეზი”,– თქვა ტიკარაძემ. newsreport.ge/
-
“ლეიბორისტული პარტია” უსახლკარო ადამიანებისთვის კარვების გაშლას ითხოვს. ამის შესახებ, პარტიის ლიდერმა, ლაშა ჩხარტიშვილმა განაცხადა და თბილისის მერს, კახა კალაძეს აღნიშნული მოთხოვნით საჯაროდ მიმართა. ჩხარტიშვილი ასევე ითხოვს რომ თბილისის ბიუჯეტს გამოეყოს თანხა სპეციალიზირებული თავშესაფრის ასაშენებლად. ”სიტუაცია კიდევ უფრო დრამატულია როცა ქუჩებში იყინებიან ადამიანები და ამით იღუპებიან. ეს არის პირდაპირი პასუხისმგებლობა როგორც ხელისუფლების, ასევე უპირველეს ყოვლისა კახი კალაძისა, რომელიც ხარჯავს უდიდეს სახსრებს ხალხის ფულს, იტაცებს, საკუთარ ხელფასებს და თანამშრომლების იორმაგებს და ამ დროს ვერ იმეტებს ვერცერთ თეთრს ქრონიკული დაავადების მქონე უსახლკარო პირებისთვის. დაუყოვნებლივ კარვებში მოეწყოს დროებითი თავშესაფარი დაავადებული პირებისთვის, მათ შორის ალკოჰოლიკებისთვის, ნარკომანიით დაავადებული პირებისთვის და სხვა მწოლიარე პირებისთვის და ამასთანავე თბილისის ბიუჯეტში ახლა მაინც ჩაიდოს სპეციალიზირებული თავშესაფრის მშენებლობისთვის განკუთვნილი სახსრები” – განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა. newsreport.ge/
-
დღეს, 27 დეკემბერს, გორის სამხედრო ჰოსპიტალში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შეხვედრა გაიმართება. შეხვედრა სავარაუდოდ 11 საათზე დაიწყება. მთავარი საკითხი, პრეზიდენტებმა უნდა ისაუბრონ ეროვნული თანხმობის იდეა და მის გარშემო განვითარებული პოლიტიკური პროცესებია. გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნული შეხვედრის მოთხოვნით იუსტიციის სამინისტროს 20 დეკემბერს მიმართა. 22 დეკემბერს, პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში შესვლის უფლებას მისცემს. newsreport.ge/
-
“საკრებულო ორშაბათს ამ ძვირფასეულობას აჩუქებს დედაეკლესიას” – ასე ეხმაურება, თეოლოგი ბასილ კობახიძე “გირჩი – მეტი ტავისუფლების” წევრის, ცოტნე კობერიძეს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი მერიას სთხოვს, N13, N43 და N47 საბავშვო ბაგა-ბაღების შენობაში განთავსებული ტექნიკა აჩუქონ. მოთხოვნილი ქონება, დაახლოებით, 35 000 ლარის ღირებულებისაა. ”ქვეყანა იქცეოდა და ტურას ქორწილი ჰქონდაო – ასეა ჩვენი ეკლესიის საქმე. კოვიდით ამდენი ხალხი იღუპება, ადამიანი ქუჩაში გაიყინა და მოკვდა, სამღვდელოება კი მეთოდურად და სისტემატურად შოულობს ფულს. თბილისის საკრებულოს წევრი, ცოტნე კობერიძე წერს, რომ გუშინ საკრებულოში საპატრიარქოს მოთხოვნა შემოვიდა – საბავშვო ბაღების ქონება გადმოგვეცითო. რამე სათამაშოები და ჭოჭინები კი არა, არამედ ათასობით ლარის ღირებულების ელექტრო და გაზქურები, ტელევიზორები, კამერები, მონიტორები, ჯამში 35 000 ლარის ქონება. ამ ძვირფასეულობას ხვალ, ორშაბათს აჩუქებს საკრებულო დედაეკლესიას. ამავე დროს კი ხომ გახსოვთ, ყოველი ტაძრის მიმდებარე ოცი ჰექტარი ტყე რომ გადასცეს ეკლესიას? კანონში ეწერა, რომ მხოლოდ იმ ტაძრებს გადაეცემოდათ, რომლებიც 2010 წლის აგვისტომდე ფუნქციონირებდნენ. 24 დეკემბერს კი ჩვენმა პარლამენტმა კანონში შესწორება მოაკვარახჭინა და ტყის გადაცემა 2021 წლამდე არსებულ ეკლესია-მონასტრებზე დაადგინა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში საპატრიარქო სახელმწიფოს შემდეგ ყველაზე მსხვილი მიწათმფლობელია. ასეთი უტიფარი მაფიოზი სამღვდელოება არცერთ ქვეყანაში არ არის და უნდა ვაღიაროთ, რომ ეს საზოგადოების ბრალიცაა, რადგან ხალხი მამაოებს რაღაც აღმატებულ არსებებად თვლის და ყველაფერს პატიობს, მთავრობებს კი სულ ფეხებზე ჰკიდიათ ხალხიც და ეკლესიაც. უბრალოდ ხედავენ, რომ ხალხი სამღვდელოებას აღმერთებს, ამიტომაც მთავრობა მამაოებს აფინანსებს და ხედავს, რომ მშიერი მოსახლეობა სამღვდელოების გაზულუქებით ბედნიერია, ხმასაც მამაოების სტომაქის ამომყორავ პოლიტიკოსებს აძლევს. რატომაც არ დააფინანსებს მთავრობა საპატრიარქოს და არ დაიკიდებს ხალხს? ხოლო ჩვენს სამღვდელოებაზე აღარაფერს ვიტყვი, უამრავი ადამიანი თვითონაც კარგად ხედავს, ვინც არიან ეგენი.” – აცხადებს კობახიძე. newsreport.ge/
-
“წარმოდგენაც კი არ შემეძლო, რამდენად მძიმე ფორმაში იყო საქართველოს სასამართლო სისტემა, ვიდრე ჩემს საქმეებთან დაკავშირებით არ აღმოვჩნდი პროცესებზე”- ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში, რომელიც მის სოციალურ ქსელში ვრცელდება. „ამ ადამიანებმა გამოიჩინეს პრინციპულობა და ღირსება არავის შეალახვინეს.მე წარმოდგენაც კი არ შემეძლო, რამდენად მძიმე ფორმაში იყო საქართველოს სასამართლო სისტემა, სანამ ჩემს საქმეებთან დაკავშირებით არ აღმოვჩნდი პროცესებზე. საერთოდ მცდელობაც კი არ ჰქონია პროკურატურას რაიმე სერიოზული მტკიცებულება ან ჩვენება მოეგროვებინა მთელი ამ დროის განმავლობაში. ეს მართლმსაჯულების პაროდიაც კი აღარ არის, ეს ელემენტარული ადამიანობის დაცინვაა!“ -აცხადებს სააკაშვილი. newsreport.ge/
-
დედოფლისწყაროში, პარტია ”გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრს გოგიტა რობიტაშვილს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. პარტიაში ამბობენ, რომ შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც რობიტაშვილი პარტიის ყრილობიდან დედოფლისწაროში ჩავიდა და ავტომობილის გაჩერების შემდეგ სახლში შედიოდა, რა დროსაც მას 4 ნიღბიანი მამაკაცი დაესხა თავს. პარტიაში მომხდარს დაშინების მცდელობად აფასებენ. მათივე თქმით, პოლიციას უკვე მიმართეს. newsreport.ge/
-
“ხელიხელჩაკიდებულებმა გავაკეთოთ ყველაფერი ისე, რომ ევროპული ქვეყანა მივიღოთ “- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ისაუბრა. ”2022 წელი იქნება საინტერესო აღმშენებლობის თვალსაზრისით. ცხადია, ვაპირებთ იმის გაკეთებას, რა დაპირებებიც გავეცით. ეს მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში ვერ გაკეთდება, ამას გარკვეული დრო სჭირდება. თუმცა, 2022 წელი იქნება ის წელი, როდესაც ჩვენ ვიწყებთ ამ პროექტების განხორციელებას. ახალი შემართებით, ახალი ენერგიით, ენთუზიაზმით უნდა მივხედოთ ჩვენს ქალაქს, უნდა მივხედოთ ჩვენს ქვეყანას და ერთად, ხელიხელჩაკიდებულებმა გავაკეთოთ ყველაფერი ისე, რომ ევროპული დედაქალაქი და საბოლოო ჯამში, ევროპული ქვეყანა მივიღოთ.” – განაცხადა თბილისის მერმა. newsreport.ge/
-
ასე ეხმაურებიან არასამთავრობო ორგანიზაციები, “ქართული ოცნების” მიერ ინიცირებულ კანონპროექტს რომლის განხილვაც დაჩქარებული წესით მიმდინარეობს. კანონპროექტი მიზნად ისახავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას და მის ნაცვლად სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შექმნას. NGO-ები ხელისუფლებას, დამოუკიდებელი ინსტიტუტების მიმართ თავდასხმების შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. “ხელმომწერი ორგანიზაციები უკიდურეს შეშფოთებას გამოვთქვამთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან, კიდევ ერთი დამოუკიდებელი ორგანოს – სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიმართ დაგეგმილი თავდასხმის, ინსტიტუტის დამოუკიდებლობისა და ნდობის რღვევის გამო. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულის ეფექტიანი გამოძიება ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა. წლების განმავლობაში, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მექანიზმის არარსებობამ, ხელი შეუწყო სამართალდამცავ სისტემაში უფლებამოსილების გადამეტებისა და არასათანადო მოპყრობის ფართოდ გავრცელებას. სწორედ ამ სისტემური ხარვეზების გამოსწორების მიზნით, ჯერ კიდევ 2015 წელს, სამოქალაქო საზოგადოებამ შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნას, საგამოძიებო და სისხლისსამართლებრივი დევნის ფუნქციით. მექანიზმის შექმნა ასევე გათვალისწინებული იყო ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების 2017-2020 წლების დღის წესრიგით. ამ გამოწვევების ფონზე, 2018 წლის 21 ივლისს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“, რომლის მიხედვითაც, ინსპექტორს მხოლოდ გამოძიების წარმოების უფლება მიეცა და მასზე საპროცესო ზედამხედველობის უფლება საქართველოს პროკურატურამ სრულად შეინარჩუნა. თუმცა, კანონის ამოქმედება პარლამენტმა ზედიზედ ოთხჯერ გადადო და საბოლოოდ, ინსპექტორის სამსახური 2019 წლის 1 ნოემბრიდან მოქმედებს. ამოქმედებიდან ორი წლის თავზე, სამსახურის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას დადებითად აფასებენ როგორც არასამთავრობო სექტორი, ასევე საერთაშორისო პარტნიორები. საქმიანობის ფარგლებში, ამ დრომდე, ინსპექტორის საგამოძიებო სამსახურმა 5523 შეტყობინება მიიღო, ხოლო 8 სამართალდამცავის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. სამსახური, სწრაფად და ეფექტიანად გაუმკლავდა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ განხორციელებული შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტებსაც, რის თაობაზეც უწყებაში გამოძიება კვლავ მიმდინარეობს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნის პროცესში, არასამთავრობო სექტორი მიიჩნევდა, რომ გამოძიების და ინფორმაციის დამუშავების კანონიერების კონტროლის ფუნქციების ერთ უწყებაში მოქცევა, შესაძლოა, ეფექტიანი არ ყოფილიყო. თუმცა, ინსტიტუტზე დაკვირვებამ ნათლად აჩვენა, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და საგამოძიებო ფუნქციების თავსებადობის კუთხით პრაქტიკაში ხარვეზი არ გამოვლენილა. ამადროულად, დღეს არსებული საჭიროება, რაც ცალსახად იკვეთება და რაზეც მიუთითებენ სამოქალაქო ორგანიზაციები თუ საერთაშორისო აქტორები, არის სამსახურის შემდგომი გაძლიერებაა. კერძოდ, უწყებისთვის მეტი დამოუკიდებლობის მინიჭება საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას, აგრეთვე მისი კომპეტენციის გაზრდა და გავრცელება დანაშაულთა/თანამდებობის პირთა უფრო ფართო წრეზე. სამსახურის შემდგომი ინსტიტუციურ და ფუნქციურ გაძლიერებაზე ხაზგასმულია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ 2020 წელს ცინცაბაძის ჯგუფის საქმეებზე მიღებულ გადაწყვეტილებაში, ასევე, გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვისფარგლებში გაცემულ რეკომენდაციებში და ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ მომზადებული ანგარიშებში. ამასთანავე, ინსპექტორი, საქართველოს პარლამენტისადმი წარდგენილ წლიურ ანგარიშებში პერმანენტულად მიუთითებდა იმ საკანონმდებლო ხარვეზებზე, რომელთა გამოსწორებაც აუცილებელი იყო ინსტიტუტის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის. ამ მიზნით, მან ვრცელი საკანონმდებლო წინადადებითაც მიმართა საქართველოს პარლამენტს, სწორედ მმართველი პარტიის მიერ დაანონსებულ ცვლილებებამდე რამდენიმე საათით ადრე. მსგავსი მნიშვნელობის და საჯარო ინტერესის მქონე საკითხზე კანონპროექტის აბსოლუტურად დახურულად მომზადება, ისე რომ მის შემუშავების პროცესში ჩართულები არ იყვნენ არც უშუალოდ სამსახურის წარმომადგენლები, არც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და არც სხვა დაინტერესებული მხარეები, უკიდურესად პრობლემურია და წარმოადგენს საკანონმდებლო თვითნებობას. ამავდროულად, კანონპროექტის განხილვის დაჩქარებული წესით ინიცირება ცხადყოფს, რომ ხელისუფლების მიზანი არა საკითხის ირგვლივ სიღრმისეული პროფესიული მსჯელობაა, არამედ დამოუკიდებელ ინსტიტუტზე გავლენის მოპოვებაა. აღნიშნულ ეჭვს ამყარებს ისიც, რომ მიმდინარე წლის 7 დეკემბერს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და გასაჯაროების ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით ჯარიმა დააკისრა. გარდა ამისა, ბოლო პერიოდში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური კრიტიკულად ეხმაურება სამართალდამცავი სისტემის მხრიდან კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევებს. სამსახურმა შეისწავლა ლექსო ლაშქარავას პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერება, ასევე მწვავედ გამოეხმაურა სავარაუდო ფარული მიყურადებისა და თვალთვალის ფაქტების ამსახველი მასალების გასაჯაროებას. უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაციის, სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცების, სამართალდამცავი ორგანოებისა და სასამართლოს მიმართ საზოგადოებრივი უნდობლობის ფონზე, დახურულ კარს მიღმა, ფარულად და დაჩქარებული წესით დარეგისტრირებული კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს დამოუკიდებელი ინსტიტუტის გაუქმებასა და სახელმწიფო ინსპექტორისთვის ვადაზე ადრე უფლებამოსილების შეწყვეტას, სხვა არაფერია თუ არა პოლიტიკური ანგარიშსწორება, იმ საგამონაკლისო ინსტიტუტის მიმართ, რომელმაც ბოლო წლებში მეტ-ნაკლებად შეძლო საზოგადოებრივი ნდობის მოპოვება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს თავდასხმები დამოუკიდებელი ინსტიტუტების მისამართით და შექმნას ყველა პირობა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შეუფერხებელი საქმიანობისთვის.”- ნათქვამია განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერენ: „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი“ (OSGF) „ადამიანის უფლებების ცენტრი“ (HRC) „დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი“ (IDSD) „მედიის განვითარების ფონდი“ (MDF) „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ (DRI) „საფარი“ „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის“ (RIVG) „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI) „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ (TI Georgia) „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) „მმართველობის მონიტორინგის ცენტრი“ (GMC) „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” (ISFED) „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ (ყოფილი EMC) „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) newsreport.ge/
-
“პრეზიდენტმა გეგმა უნდა დადოს პოლიტიკური დევნის შეწყვეტისა და სააკაშვილის გათავისუფლების თვალსაზრისით”- ამის შესახებ, ენმ-ის ერთ-ერთმა წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა. ასევე მისი თქმით, ხვალ პარტიის თავჯდომარე ნიკა მელია, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილ შეხვდება. „საზოგადოება ელოდება ამნისტიას, რომელიც გამოიყვანს ქვეყანას უმძიმესი კრიზისიდან. ეს უნდა იყოს შეთანხმების და ეროვნული თანხმობის მთავარი ნაბიჯი. ველოდებით იმ პროცესის ლოგიკურად დასრულებას, რომელიც წამოიწყო სალომე ზურაბიშვილმა. კონსულტაციების დრო მთავრდება და პრეზიდენტმა უნდა დადოს გეგმა – რას შემოგვთავაზებს პოლიტიკური დევნის შეწყვეტისა და სააკაშვილის გათავისუფლების თვალსაზრისით. ალბათ, მომავალი კვირის განმავლობაში დამთავრდება კონსულტაციები, რომელსაც პრეზიდენტი ზურაბიშვილი ეწევა. მათ შორის, ნიკა მელია შეხვდება ხვალ და მთელი პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები იყვნენ საკონსულტაციოდ. უკვე უნდა შეაჯამოს იდეები და შემოგვთავაზოს სამოქმედო გეგმა, ვინაიდან ეს პროცესი უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. ერთი ხელის მოწერაა საჭირო თუ დამოუკიდებელია და არ ასრულებს ბიძინა ივანიშვილის დავალებას. პრეზიდენტს შეუძლია მიიღოს საკუთარი, დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, ვერ გადააბრალებს ვერაფერს და “ხელები დამიბანიას” ვერ იტყვის, მას აქვს ორი მძლავრი იარაღი, ერთის მხრივ შეწყალება და მეორე მხრივ ვეტო, რაც შეუძლია ძალიან კარგად გამოიყენოს”, – აღნიშნა რომან გოცირიძემ. newsreport.ge/
-
ხვალ 27 დეკემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შეხვდება. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ დაწყებული ეროვნული თანხმობის პროცესი იქნება. newsreport.ge/
-
“კლუბების გახსნა დამატებითი რისკია, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო მხარს ვერ დაუჭერს”- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა. „დღეს ძალიან მაღალია პანდემიური რისკები, განსაკუთრებით „ომიკრონთან“ მიმართებაში, სწრაფი გავრცელება და ამ პირობებში კლუბების გახსნა არის კიდევ ერთი დამატებითი რისკი, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო მხარს ვერ დაუჭერს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია გარკვეული პერიოდი მოვითმინოთ ამგვარი გართობისაგან, რათა ის სასიცოცხლო რისკები რაც ახალი შტამის სწრაფ გაგრძელებას უკავშირდება, გადავაზღვიოთ”, – განაცხადა გაბუნიამ. newsreport.ge/
-
ამ წუთებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები 4 წლის წინ პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ, რომელსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. “როდესაც ჩვენ 19 წლის ახალგაზრდას გვიკლავენ, ეს არის მთლიანად ერის ტრაგედია. ჩვენ მოვედით და შევახსენეთ ეს იმ უწყებას, რომელმაც შეიწირა ახალგაზრდა თემირლანის სიცოცხლე. რაც შეეხება სამართლებრივ ნაწილს, სამართალი აქ ვერ ვიპოვეთ საზოგადოებამ და ოჯახმა. სისტემა, რომელმაც ეს გააკეთა, თავის თავს რა თქმა უნდა, არ ამხელს ამ უმძიმეს დანაშაულში. ევროპის სასამართლო იხილავს უკვე ამ საქმეს და იმედს ვიტოვებთ, ვიბრძვით იმისთვის, რომ სამართალმა იზეიმოს”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა. newsreport.ge/
-
26 დეკემბრის მონაცემებით, ბუსტერ დოზით საქართველოში 63 424 ადამიანია აცრილი. აღნიშნულ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 275 692 ადამიანი (18 წელს ზემოთ მოსახლეობის 43.7%); სრულად ვაქცინირებულია 1 123 129 ადამიანი (18 წელს ზემოთ მოსახლეობის 37.6%); ე.წ. ბუსტერ დოზა გაკეთებული აქვს 63 424 ადამიანს. ქვეყნის მასშტაბით გუშინ 6 969 ადამიანი აიცრა. newsreport.ge/
-
“სამინისტროს თითოეული თანამშრომელი ძალიან ხშირად იყო ბულინგის მსხვერპლი” – ამის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. “ჩემი მოლოდინი იყო, რომ საზოგადოება იქნებოდა დამნდობი და პარტნიორული, ვიდრე ისეთი, რასაც ვხედავდით, ვინაიდან სამინისტროს თითოეული თანამშრომელი ძალიან ხშირად იყო ბულინგის მსხვერპლი. ამას არ აკლებდნენ არც ბატონ პაატას, არც ბატონ ამირანს, ქალბატონი თამარიც ხშირად იყო ამის მსხვერპლი, ბატონი თენგიზი არ არის სამინისტროს თანამშრომელი, მაგრამ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ის არის იმ დროშის მატარებელი, რომელსაც პაციენტის დაცვა ქვია. არ ერიდებოდნენ არც მის ასაკს, არც მის სტატუსს და კვალიფიკაციას. იცით, რა გვაქვს გამოვლილი.”- აცხადებს ტიკარაძე. newsreport.ge/
-
როგორც ჩანს, ძალიან შეაწუხა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა “ოცნება” – ასე ეხმაურება, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ -ერთმა წევრი პაატა მანჯგალაძე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილებას. „რაც შეეხება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, ოპოზიცია ვამბობდით, რომ სულ 2 კონსტიტუციური ინსტიტუცია – სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და სახალხო დამცველის აპარატი იყო დარჩენილი, რომელიც ასრულებდა თავის მოვალეობას და მათზე არაფორმალური გავლენები არ ვრცელდებოდა. როგორც ჩანს ძალიან შეაწუხა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა „ქართული ოცნება“ და როგორც ახასიათებს მათ სტილს, თითქოს კარგი იდეების მიღმა შენიღბეს, თითქოს ფუნქციები უნდა გაუზარდონ. პერსონალური მონაცემები და გამოძიება ერთად არ უნდა იყოსო ამბობენ. ჯერ თავს იწონებდნენ გავაერთიანეთ და კარგიაო, ახლა კიდევ ცალკ-ცალკე უნდა იყოსო. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველანაირად შევეწინააღმდეგებით და იმედი მაქვს, რომ „ქართული ოცნება“ მსგავს უგუნურებას არ ჩაიდენს, რადგან ეს იმ სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების მიმართ, რომელიც ჯერ კიდევ შერჩა საქართველოს ხელისუფლებაში იქნება პირდაპირი ბრძოლის გამოცხადება“, – განაცხადა მანჯგალაძემ. newsreport.ge/
-
ფოთის ყოფილ მერს, ირაკლი კაკულიას 8-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, შოთა ბიჭიამ 25 დეკემბერს გამოაცხადა. როგორც ირაკლი კაკულიას უფლებადამცველი ედიშერ ქარჩავა აცხადებს, გადაწყვეტილება “გაუგონარია” და მას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მათ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებაში დახმარებას, სახელმწიფო ქონების გაფლანგვას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, სამსახურებრივი გულგრილობას და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას ედავებოდა. newsreport.ge/
-
მთელ მსოფლიოში კოვიდპანდემიის დაწყებიდან დღემდე ყველაზე მაღალი დღიური ინფიცირების მაჩვენებელი 23 დეკემბერს დაფიქსირდა – 982 822 ათასი ადამიანი ერთი დღეღამის განმავლობაში. დეკემბრის ბოლოს მსოფლიოში ინფიცირების მაჩვენებელი იზრდება, თუმცა ჯერჯერობით გარდაცვალების მაჩვენებელი არ გაზრდილა. საფრანგეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე დღიური დაინფიცირების მაჩვენებლის რეკორდი დაფიქსირდა – 100 ათას დაინფიცირებულზე მეტი დღეში. მთელ მსოფლიოში ავიაკომპანიები პერსონალის უკმარისობის გამო რეისებს აუქმებენ, ევროპული ქვეყნები კი საკარანტინო შეზღუდვებს აბრუნებენ. რა ხდება მსოფლიოში კორონავირუსთან დაკავშირებით ომიკრონის გამოჩენის შემდეგ. დღეში ახალი ინფიცირების შემთხვევების მხრივ ლიდერები მსოფლიოში აშშ (დაახლოებით 184 ათასი), დიდი ბრიტანეთი(120 ათასზე მეტი, საფრანგეთი(104 ათასი ) და იტალია (თითქმის 55 ათასი შემთხვევა) არიან. საფრანგეთში შაბათის მონაცემები რეკორდულია პანდემიის დაწყებიდან დღემდე. ქვეყანა ცდილობდა კოვიდის ახალი ვარიანტის, ომიკრონის გავრცელებისთვის ხელი შეეშალა, შეზღუდა დიდი ბრიტანეთიდან მოგზაურების შესვლა, სადაც დაინფიცირების მკვეთრი ზრდა უფრო ადრე დაიწყო. თუმცა, შეზღუდვების მიუხედავად დღიურად ახალ დაინიფიცირებულთა რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა. მთელ მსოფლიოში ავიარეისების გაუქმების გამო მილიონობით ადამიანის საშობაო გეგმები შეიცვალა. ავიაკომპანიებმა პირდაპირი გაგებით აღარ იციან ვინ უნდა მართოს რეისები – ისინი ამბობენ, რომ პერსონალი არ ყოფნით, რადგან ეკიპაჟების წევრები კოვიდით არიან დაინფიცირებული. ჯამში ბოლო ორი დღის განმავლობაში 6 ათასზე მეტი რეისი გაუქმდა, აქედან 900–ზე მეტი აშშ–ზე მოდის. აშშ–ში, ისევე როგორც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში კოვიდით ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდაა. აშშ–ს მთავარი ინფექციონისტი, ენტონი ფაუჩი ამბობს, რომ საშობაო მოგზაურობები ახალი ვარიანტის, ომიკრონის გავრცელების ზრდას გამოიწვევს, თვით სრულად ვაქცინირებულ ადამიანებშიც კი. აშშ–ში საშობაო პერიოდი ერთ–ერთი ყველაზე პიკური სეზონია ავიამიმოსვლისთვის. როგორც წესი, ამ დროს ქვეყანაში დღეღამეში დაახლოებით 4 ათასი რეისი სრულდება. მართალია ავიაკომპანიებმა ფრენების მხოლოდ მცირე ნაწილი გააუქმეს, თუმცა ეს ბევრ ამერიკელზე აისახა, რომლებიც სახლში მოხვედრას ან სტუმრად წასვლას ვეღარ ახერხებენ. ვებგვერდ Flightaware–ის მიხედვით ავიაკომპანია United–მა პარასკევს 200 რეისი გააუქმა, ამდენივე შაბათს, რაც დაგეგმილი ფრენების10 პროცენტია. Delta-მ შაბათს 300 რეისი გააუქმა. რამდენიმე ათეული რეისი უქმდება კვირას. კომპანია აცხადებს, რომ ეკიპაჟების შემცვლელთა ძებნის ყველა რესურსი და შესაძლებლობა ამოწურა. ავიაკომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ კვირას ომიკრონის შემთხვევების საერთონაციონალურმა მატებამ პირდაპირი გავლენა იქონია მათი ეკიპაჟების დაინფიცირებაზე. ეს ფაქტი სერიოზული დარტყმა იქნება საავიაციო სფეროსთვის, რომელიც პანდემიის დროს სერიოზულად დაზარალდა. 100–ზე მეტი რეისის გადადება მოუწია დღეს ავსტრალიასაც. საავიაციო სფეროს სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ შეფერხებები ავიამიმოსვლაში ახლო მომავალში კვლავ გაგრძელდება და ასობით რეისი გაუქმდება. რეისების გაუქმება გრძელდება ჩინეთში: დღეს ავიაკომპანია China Eastern–მა 350 ფრენა გააუქმა. დღეს ჩრდილოეთ ჩინეთის ქალაქ სიანის აეროპორტმა 100 რეისის გაუქმების შესახებ განაცხადა. სიანის 13 მილიონზე მეტმა მაცხოვრებელმა მანამდე მიიღო განკარგულება სახლში დარჩეს, რადგან ხელისუფლება ცდილობს კორონავირუსის ახალ აფეთქებას გაუმკლავდეს. ევროპაში კი შეზღუდვები ბრუნდება. ომიკრონის გავრცელების სიჩქარის შესამცირებლად ევროპულმა ქვეყნებმა შეზღუდვები შემოიღეს ფრენებზე და ვაქცინირებული მოგზაურებიც დაავალდებულეს პისიარ ან ანტიგენის ტესტი წარადგინონ. იტალიამ, ესპანეთმა და საბერძნეთმა კვლავ შემოიღეს ნიღბების სავალდებულო ტარება ღია სივრცეებში, ნიდერლანდებში კი 19 დეკემბრიდან ერთთვიანი ლოქდაუნი ამოქმედდა. გერმანია 28 დეკემბრიდან 10 ადამიანზე მეტის ერთად შეკრებას აკრძალავს და ღამის კლუბებს დახურავს. საფეხბურთო მატჩები გულშემატკივრების გარეშე ჩატარდება. პორტუგალიაში ბარები და ღამის კლუბები 26 დეკემბრიდან დაიხურება, მოქალაქეები კი ვალდებულები არიან 9 იანვრამდე სახლიდან იმუშაონ. სამხრეთ აფრიკაში კი, სადაც ომიკრონი პირველად აღმოაჩინეს, ხელისუფლებამ დაავადებულთა კონტაქტების კვლევა შეწყვიტა, გარდა სერიოზული კლასტერული აფეთქებებისა. ჯანდაცვის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ვინაიდან მოსახლეობის დიდმა ნაწილმა კორონავირუსი უკვე გადაიტანა, სახელმწიფოს ვირუსის შეკავების სტრატეგია შედეგების შემსუბუქების სტრატეგიით შეიცვლება. ეს ნიშნავს თვითკონტროლს, ნიღბების ტარებას და სოციალურ დისტანცირებას. ინგლისში ჯერჯერობით ახალი სერიოზოული შეზღუდვა არ შემოუღიათ, ტრანსპორტში და მაღაზიებში ნიღბების ტარების გარდა. თუმცა, ხელისუფლება სთხოვს მოსახლეობას რაც შეიძლება სწრაფად გაიკეთონ მესამე ბუსტერ დოზა. ვაქციანციის ცენტრები აქ საშობაო დღეებშიც კი ღია იქნება.ინგლისისგან განსხვავებით ბრიტანეთის სხვა ნაწილებში ახალი შეზღუდვები შემოიღეს. შოტლანდიაში ღამის კლუბები 27 დეკემბრიდან მინიმუმ 3 კვირით დაიხურება. უელსსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში კი 26 დეკემბრიდან. ამ კვირაში გამოქვეყნებულმა კვლევებმა ომიკრონთან დაკავშირებით აჩვენა, რომ ეს ვარიანტი ჰოსპიტალიზაციის და გართულებების ნაკლებ რისკს ქმნის დელტა ვარიანტთან შედარებით. ამ ვირუსით დაინფიცირებულებს ჰოსპიტალიზაცია 50–70%–ით უფრო იშვიათად ესაჭიროებათ. ამასთან, დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ აუცილებლად შემოიღებს შეზღუდვებს შობის შემდეგ, თუ ეს საჭირო გახდება. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ დაინფიცირებულთა დიდმა რაოდენობამ ჯანდაცვის სისტემაზე შეიძლება სერიოზული ზეწოლა გამოიწვიოს. გარდა ამისა, მასობრივი ინფიცირების გამო ბრიტანეთის სახელმწიფო სამსახურები თანამშრომელთა უკმარისობას განიცდიან, მათ შორის ექიმების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლების და პოლიციელების. newsreport.ge/
-
“ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე საუბარი არ არის, ერთი სამსახური ჩანაცვლდება ორით”- აცხადებს, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. მისი თქმით, მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული კანონპროექტით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის არა გაუქმება “სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე საუბარი არც არის, რეალურად ერთი სამსახური ჩანაცვლდება ორი სამსახურით, არავითარი ფორმით არ იკვეცება კომპეტენციები, პირიქით – ფართოვდება საგამოძიებო ნაწილის უფლებამოსილებები. თავის დროზეც იყო არაერთი რეკომენდაცია, მათ შორის იგივე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციები, რომ ეს ორი ფუნქცია ყოფილიყო ერთმანეთისგან დამოუკიდებელი. არის აბსოლუტურად განსხვავებული ორი ფუნქცია, რომელიც თავმოყრილია ერთ უწყებაში. ერთი არის პერსონალური მონაცემების დაცვა და მეორე – გამოძიება. ამ ორ ფუნქციას ერთმანეთთან არანაირი კავშირი არ აქვს, უფრო მეტიც, არის ინტერესთა კონფლიქტი. ამიტომ, იყო ეს რეკომენდაცია”, – თქვა კობახიძემ. newsreport.ge/
-
“კუჭავა ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ ამბობდა, რომ ფენომენალური საპარლამენტო რეფორმების გასაკეთებლად და ამისთვის აპირებდა მთელი დარჩენილი ვადის დათმობას. ერთ კვირაში ფენომენალური რომ არაფერი მოხდა, ცხადია. რამდენიც არ უნდა განვიხილო აქ და ახლა კუჭავა კრიტიკულად (და პოზიტიური მასზე სათქმელი არც რამე მაქვს), რამდენიც არ უნდა მქონდეს სალაპარაკო, როგორი უფერული პარლამენტის თავმჯდომარე იყო (და, ცხადია, იყო) და როგორი ჭრელი წინდები ეცვა (და ძალიანაც კარგი, რომ ეცვა), ეს სტატუსი ამაზე არაა. სრულიად ცხადია, რომ კუჭავა უკვე მეორე პარლამენტის თავმჯდომარეა, რომელიც ვითომ გადადგა, სინამდვილეში კი არაფორმალურმა მმართველმა გადააყენა. ეს კი სახელმწიფოს მიტაცების და ხელისუფლების უზურპაციის უტყუარი და ამომწურავი ინდიკატორია. რა დამოკიდებულებაც არ უნდა გვქონდეს კუჭავას მიმართ, მისი “გადადგომა” მკაფიო და საბოლოო განაცხადია დასავლეთზე უარის თქმის. ამიერიდან, ევროკავშირის დროშას რომ დაწვავენ რუსების აგენტები, მისი ფორმალური და მოჩვენებითი აღმართვაც კი აღარ ჩათვალა ივანიშვილმა საჭიროდ და ეს ფორმალური და მოჩვენებით აღმმართველი სრულიად არაფორმალურად და არამოჩვენებითად გადააყენა” ასე ეხმიანება მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია კახა კუჭავას გადადგომას. newsreport.ge/