Jump to content
Planeta.Ge

პლანეტა.გე

პლანეტელი
  • პოსტები

    742
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი პლანეტა.გე

  1. “ამერიკის შეეთებული შტატები ყველაფრისთვის მზადაა: ჩვენ მზად ვართ დიპლომატიისთვის, ვაწარმოოთ დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან, ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან, რათა გავაუმჯობესოთ სტაბილურობა და უსაფრთხოება ევროპაში. და ჩვენ მზად ვართ დაბეჯითებით ვუპასუხოთ რუსეთს უკრაინაზე თავდასხმისთვის, რისი შესაძლებლობაც ისევ მაღალია. ბოლო კვირებისა და თვეების განმავლობაში ეს იყო ჩვენი მიდგომა და არ იცვლება” ამის შესახებ, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა. მისი თქმით, ამერიკა ყველა სცენარისთვის მზადაა. newsreport.ge/
  2. “ჩვენ, სავარაუდოდ, რუსთავში ჩვენი კანდიდატი გვეყოლება და სხვა კანდიდატს, ვინც არ უნდა იყოს… მე მგონი, უფლება აქვს ყველა პარტიას, თავისი კანდიდატი [ჰყავდეს]. თქვენგან გავიგე პირველად. კიბატონო, დააყენოს, ლელოს უფლებაა ეს. ჩვენ გვეყოლება რუსთავში ჩვენი კანდიდატი, შევეცდებით, რუსთავში ძალიან კარგი კამპანია ჩავატაროთ და რუსთაველებს გავაცნოთ, რატომ უნდა დაგვიჭიროს მხარი. ვინც არ უნდა იყოს, სხვა პარტიას ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ” ამბობს პარტია “მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან იოსელიანი პალიტრანიუსის ეთერში. ცნობისთვის, მანდატის შეწყვეტის შემდეგ, ლელომ შუალედურ არჩევნებზე რუსთავში კანდიდატად ბადრი ჯაფარიძე წარადგინა. პარტიამ მოუწოდა ოპოზიციას, მათ კანდიდატს მხარი დაუჭირონ. newsreport.ge/
  3. ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ შუალედურ არჩევნებზე რუსთავში სავარაუდოდ მხარს დაუჭერენ ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურას. „იცით, რომ ჩვენ რუსთავში გვაქვს საკმაოდ ძლიერი და კარგი პოზიციები, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ჩვენ შევთანხმდებით, და მე ვფიქრობ, რომ კარგი იქნება თუ ერთიანი კანდიდატი იქნება, ბადრი ჯაფარიძე ნამდვილად ღირსეული კანდიდატია. სრულიად უსამართლოდ წაართვეს მას პარლამენტის მანდატი დღეს. […] მე ვფიქრობ, კარგი გადაწყვეტილებაა, პარტია იმსჯელებს, მაგრამ მაგრამ დიდწილად ალბათ მიიღებს ჩვენს მხარდაჭერას”,– თქვა მან პალიტრანიუსის ეთერში. ცნობისთვის, მანდატის შეწყვეტის შემდეგ, ლელომ შუალედურ არჩევნებზე რუსთავში კანდიდატად ბადრი ჯაფარიძე წარადგინა. პარტიამ მოუწოდა ოპოზიციას, მათ კანდიდატს მხარი დაუჭირონ. newsreport.ge/
  4. “ახლა დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას, დაუჭერს თუ არა ნაცმოძრაობა მხარს ბადრი ჯაფარიძეს. მე მგონია, რომ დაუჭერს, იმიტომ, რომ ეს ერთი ორგანიზმია. ამ შემთხვევაშიც 0 იქნება მისი შანსები, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი კანდიდატი დამაჯერებლად გაიმარჯვებს. მე ვფიქრობ, რომ თუ სხვა ოპოზიციური კანდიდატები დააყენებენ, კიდევ უფრო ნაკლები შანსია, 0-ს ქვემოთ შანსია მისი წარმატების. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენს დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომლის იურიდიული საფუძველი და პოლიტიკური მიზანშეწონილობა კარგად ავუხსენი და, მგონი, ბოლოს გაიგეს, ამ ჩვენს გადაწყვეტილებას კიდევ ერთხელ დაადასტურებს და ბეჭედს დაუსვამს რუსთავის საზოგადოება” ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, მამუკა მდინარაძე შუალედურ არჩევნებზე, რუსთავში ბადრი ჯაფარიძის კანდიდატობაზე. შუალედური არჩევნები 2 აპრილს გაიმართება რუსთავსა და ბათუმში. რუსთავში ოცნების კანდიდატი ირაკლი შატაკიშვილი იქნება. newsreport.ge/
  5. უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების ოფიციალურ ვებგვერდებზე კიბერთავდასხმა განხორციელდა. გარდა ამისა, მედიის ცნობით, კიბერთავდასხმა განხორციელდა PrivatBank-სა და OshadBank-ზე. თავდაცვისა და უშიშროების საბჭოში აცხადებენ, რომ ვებგვერდებსა და რამდენიმე აპლიკაციაზე მასშტაბური DDoS-თავდასხმა ხორციელდება. თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს DDoS შეტევების ალბათობას და აცხადებს, რომ “ამჟამად მიმდინარეობს დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოები თავდაცვის სამინისტროს ვებპორტალის რეგულარული ფუნქციონირების აღსადგენად”. Tass წერს, რომ უკრაინის კიბერუსაფრთხოების ცენტრმა განაცხადა, რომ თავდასხმაში შესაძლოა რუსეთი იყოს დამნაშავე. newsreport.ge/
  6. ლელოს ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ პარტიის გადაწყვეტილებით, ბადრი ჯაფარიძე რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება. ხაზარაძე რუსთავის მოსახლეობასა და ოპოზიციურ პარტიებს ბადრი ჯაფარიძის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. „იწყება ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის. ეს არის პრინციპული ბრძოლა. ამიტომ, ჩვენი პარტიის გადაწყვეტილებით, ბადრი ჯაფარიძე იქნება წარდგენილი რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატად შუალედურ არჩევნებში, იმისათვის, რომ დავუმტკიცოთ, რომ ძალა არის ხალხის ხელში. იმისათვის, რომ დავამტკიცოთ, რომ მანდატზე კი არაა საუბარი, რომ ცვლილება შეგვიძლია. მე მინდა მივმართო რუსთაველებს: ეს არის პრინციპული ბრძოლა”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. შუალედური არჩევნები 2 აპრილს გაიმართება რუსთავსა და ბათუმში. ამის მიზეზი ის არის, რომ პარლამენტი ნინო ლაცაბიძემ დატოვა, რადგან ის რუსთავის მერი გახდა, ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი, ნუგზარ ფუტკარაძე კი გარდაიცვალა. რუსთავში ოცნების კანდიდატი ირაკლი შატაკიშვილი იქნება, ბათუმში კი რამაზ ჯინჭარაძე. newsreport.ge/
  7. “წეღან მითხარით, მთიელი ხარო და მთაში ამბობდნენ, ბებერი რომ გააუპატიურეს, კარზე საკეტი მერე დაადესო. მანამდე ის საკეტი არ გააკეთეს. ბებერმა უთხრა, დაკეტეთო, ვიღაც შემომივარდებაო, ვის რად უნდიხარო და თავისი კბილა მოხუცი შეუვარდა და გააუპატიურა. პრეზიდენტის განცხადება, არ ვეთანხმები ამასო, მას შემდეგ, რაც შემიწყვიტეს უფლებამოსილება, არის ზუსტად გაუპატიურების შემდეგ საკეტის დადება. პოზიციის დაფიქსირება და პანაშვიდები არ არის საჭირო, როცა პრეზიდენტი ხარ ქვეყნის პოლიტიკურ პანაშვიდამდე არ უნდა მიიყვანო საქმე, უმაღლეს მთავარსარდალს გეხება კონსტიტუციური უფლებების დაცვა, მათ შორის, პოლიტიკური სტატუსის დაცვა დეპუტატების, პარტიების თუ ნებისმიერი ამომრჩევლის. იქამდე არ უნდა მიიყვანო საქმე, რომ მერე შენი დასატირებელი გახდეს, დამტირებელად კი არ არის პრეზიდენტობა გამოგონილი, დატირების არდასაშვებად არის” ასე აფასებს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი პრეზიდენტის განცხადებას დეპუტატებისთვის მანდატის შეწყვეტის შემდეგ. სალომე ზურაბიშვილმა დაწერა, რომ არ ეთანხმება დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას დღეს არსებული შიდა და გარე გამოწვევებიდან გამომდინარე. newsreport.ge/
  8. “ახლა ისინი თვითონ გვეხვეწებიან მათ მიერ ჩახსნილი სიების აღდგენას”,– ასე ეხმიანება ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ნაციონალური მოძრაობის მიმართვას. ენმ-მ პარლამენტს მოუწოდა, ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის შეწყვეტილი მანდატები შეივსოს პარტიების პროპორციული სიიდან და სიების აღდგენის უფლება მიეცეთ. კობახიძის შეფასებით, ეს მიუთითებს იმაზე, თუ რა მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა ქართულმა ოცნებამ “რადიკალური” ოპოზიცია. “მათი მძიმე მდგომარეობა დადებითად აისახება ქართული დემოკრატიის ხარისხზე”,– აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. newsreport.ge/
  9. ნახევარ წელიწადზე მეტი მათ არამარტო უმრავლესობას, არამედ ქართულ საზოგადოებას გაატარებინეს იმაზე საუბარში, თუ რატომ არ უნდა შემოსულიყო ოპოზიცია პარლამენტში. ისინი ნახევარი წლის განმავლობაში არ შემოდიოდნენ პარლამენტში და იყო მთელი დისკუსია ამასთან დაკავშირებით. ახლა შემოტრიალებულია ეს ყველაფერი და უკვე საუბრობენ იმაზე, თუ რატომ არ უნდა შეუწყდეთ მათ სადეპუტატო უფლებამოსილება. ანუ, ადრე ვეხვეწებოდით, ასე ვთქვათ, მათ პარლამენტში შემოსვლას, ახლა ისინი გვეხვეწებიან, რომ არ გავუშვათ პარლამენტიდან. სინამდვილეში ხდება რა – როდესაც მიიღება კანონიერი გადაწყვეტილება მანდატის შეწყვეტაზე, ეს გადაწყვეტილება მიიღება კონკრეტული საფუძვლით. როდესაც ისინი აპროტესტებენ ამ გადაწყვეტილებას, უნდა გაიხსენონ, ვინ აცდენდა სხდომებს, ვინ სჩადიოდა დანაშაულებს, ვინ ახორციელებდა საბოტაჟს და ა.შ. მათ თავად შექმნეს საფუძველი იმისათვის, რომ შეწყვეტოდან მანდატები” ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე 3 დეპუტატისთვის მანდატის შეწყვეტაზე. newsreport.ge/
  10. “ნიშნებია მოსკოვიდან, რომ დიპლომატია უნდა გაგრძელდეს. ეს იძლევა ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს, თუმცა რუსეთის მხრიდან ჯერჯერობით ადგილზე დეესკალაციის რაიმე ნიშანი არ გვინახავს რუსეთმა მოაგროვა საბრძოლო ძალაში უკრაინის გარშემო, რაც უპრეცედენტოა ცივი ომის შემდეგ. ახლა ყველაფერი მზადაა ახალი თავდასხმისთვის. მაგრამ რუსეთს ჯერ კიდევ აქვს დრო, საზღვრიდან უკან დაიხიოს, შეწყვიტოს ომისთვის მზადება და დაიწყოს მუშაობა მშვიდობიანი გადაჭრისთვის. ჩვენ სისტემატურად ვამხელთ რუსეთის ქმედებებს, გეგმებსა და დეზინფორმაციას. გავამხლეთ მსოფლიოსთვის, თუ რას აკეთებს რუსეთი, რათა გაურთულდეს აგრესიული ქმედებების განხორციელება” თქვა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე, რომ რუსეთს ჯარების ნაწილი, წვრთნების შემდეგ, მუდმივი დისლოკაციის ადგილზე გადაჰყავს. უკრაინის საგარეო მინისტრის თქმით, ამას მხოლოდ მას შემდეგ დაიჯერებენ, რაც გაყვანას საკუთარი თვალით ნახავენ. newsreport.ge/
  11. “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ ეტაპზე უკრაინაში მხარდაჭერის გამოსაცხადებლად ჩასვლას არ გეგმავს. ოპოზიცია ისე გავარდა უკრაინაში, უკან არ მოუხედავს და არაფერი უკითხავს არცერთს. ეს მორალური მხარეა ამ ყველაფრის. როდესაც რეზოლუციაზე ვმსჯელობდით, გამოთქვეს პრეტენზია, რომ მათი თანამონაწილეობა არ იყო გათვალისწინებული, „ნაცებმა“ გააკეთეს ეს. უკრაინაში ისე წავიდნენ, რომ უკან არ მოუხედავთ. მათი მხრიდან პრეტენზიებს და არგუმენტებს ვერ მივიღებთ. არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ყველა ქვეყნის საგარეო უწყებები ყველაფერს აკეთებენ, რომ ინტენსიური დაკვირვების რეჟიმში თავის მოქალაქეებზე იზრუნონ და საჭიროების შემთხვევაში ისინი სხვადასხვა რისკის შესახებ გააფრთხილონ. ჩვენი საგარეო უწყებაც ამას აკეთებს, ცხელი ხაზი მუშაობს. ყველა ნაბიჯს ვდგამთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან სრულ კოორდინაციაში და აქედან გამომდინარე ვმოქმედებთ. ყველას აქვს იმის მოლოდინი, რომ რაღაც რადიკალური და ხისტი უნდა გავაკეთოთ – ამას არავინ აპირებს, ასე არავინ იქცევა, ვინც პასუხისმგებლობაზე ფიქრობს“,- განაცხადა მდინარაძემ ჟურნალისტებთან. newsreport.ge/
  12. “პუტინს არა მხოლოდ უკრაინა სძულს, ის როგორც ჩანს, რუსეთითაც დაიღალა, ამიტომ გადაწყვიტა მისი განადგურებაც. მხოლოდ მსოფლიო ძალისხმევა გვიანია ამ სიგიჟის შესაჩერებლად. თავად რუსებმა უნდა გაიღვიძონ” აცხადებს, ლიეტუვას ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსი. newsreport.ge/
  13. საქართველოს პროკურატურის განცხადებით, კაცს, რომელმაც არასრულწლოვანი რამდენჯერმე გააუპატიურა, გორის საქალაქო სასამართლომ 16-წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ გ.ზ. ძალადობით, ძალადობის მუქარით და ასაკის გამო უმწეობის გამოყენებით, არასრულწლოვან დაზარალებულს სხვადასხვა დროს აუპატიურებდა. “გორის საქალაქო სასამართლომ გ.ზ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137 მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. newsreport.ge/
  14. ”ჩვენ ვამბობდით, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ამოცანა უნდა ყოფილიყო უკრაინაში ომის არდაშვება. სამწუხაროდ, ტენდენციები არ არის კარგი, ჩვენ მაინც ვიტოვებთ იმედს, რომ ომი არ დაიწყება, თუმცა რისკები არის საკმაოდ მაღალი… ჩვენი მთავარი სურვილი, მიზანი და ამოცანა არის ის, რომ ომი არ იქნეს დაშვებული და საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევა მთლიანად ამისკენ უნდა იყოს მიმართული. ჩვენთვის ამოსავალი წერტილი არის რა თქმა უნდა უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, ეს არის ის პრინციპები, რომლითაც ჩვენ ვიხელმძღვანელებთ, დანარჩენი ჩვენ დავაკვირდებით მოვლენებს და გადაიდგმება ნაბიჯი” განაცხადა, ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. newsreport.ge/
  15. ბათუმში, ევროპის მოედანზე უკრაინელმა, რუსმა და ბელარუსმა მოქალაქეებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა აქციაზე განაცხადეს რომ პუტინის რეჟიმმა მათ, მომავალი წაართვა. აქციაზე უკრაინისა და საქართველოს ჰიმნი გააჟღერეს. აქციის მონაწილეებმა პუტინის პლაკატზე წარწერები გააკეთეს:„შენ ჩვენი შვილების მომავალი მოიპარე“, „მკვლელი და ქურდი“. ”გაუფრთხილდით თქვენს ქვეყანას, საქართველოს, შესაძლებლობის დაკარგვა ძალიან მარტივია და დაბრუნება ძალიან ძნელია. რუსეთში პუტინს ქურდს ეძახიან. მან მოიპარა უკრაინის, მოლოდოვას, საქართველოს ტერიტორიები. პუტინმა ჩემი ქვეყნა რუსეთი მოიპარა. პუტინმა მოიპარა ბელარუსი ერთი ბანდიტისთვის, ყველა უნდა მიხვდეს, რომ ამ ადამიანისთვის ხელის ჩამორთმევა არ შეიძლება. ჩვენი ხმა უნდა ისმოდეს უფრო ხმამაღლა, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მიხვდეს, რომ პუტინის მოსმენისას შენ იქცევი ადამიანად, რომელიც თანამშრომლობს დამნაშავესთან. პუტინი დამნაშავეა. ლუკაშენკო დამნაშავეა, მსოფლიოს ყველა დიქტატორი დამნაშავეა! და ისინი ოდესმე დაისჯებიან.”- განაცხადა ბათუმში მცხოვრებმა რუსეთის მოქალაქემ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას. newsreport.ge/
  16. კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ ქალაქის ხელისუფლებამ მოსახლეობის ევაკუაციის გეგმა დაამტკიცა. მიზეზი გავრცელებული ინფორმაციაა ახლო მომავალში უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის შესახებ. დასავლეთის ქვეყნებს უკრაინიდან საკუთარი საელჩოების თანამშრომლები გაჰყავთ, რომლებიც მეორეხარისხოვან ფუნქციებს ასრულებენ. მცირდება რუსეთის დიპლომატიური მისიაც, თუმცა მოსკოვი ამას “შტატების ოპტიმიზაციას“ უწოდებს. დღეს უკრაინის დედაქალაქის მერიამ განაცხადა, რომ თავდასხმის შემთხვევისთვის მოქმედების გეგმა უკვე მზად არის. “ქალაქის სამსახურები დღეს უკვე მუშაობენ სამხედრო ხასიათის საგანგებო მდგომარეობის აღკვეთის პირობებში. ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ აღვკვეთოთ და დავძლიოთ შესაძლო პროვოკაციები, ასევე, გავძლოთ სამხედრო თავდასხმის პირობებში“– თქვა კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ. კიევის მოსახლეობა ოფიციალური მონაცემებით 2.9 მილიონი ადამიანია. შაბათს საღამოს აშშ–ს სახელმწიფო მდივნის, ტონი ბლინკენის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის საუბარი გაიმართება. რუსეთის საგარეო საქმეთა უწყების ინფორმაციით სატელეფონო მოლაპარაკებებზე მოთხოვნა ბლინკენმა გაგზავნა. თბილისის დროით შაბათს საღამოს ასევე დაგეგმილია აშშ–ს და რუსეთის პრეზიდენტების სატელეფონო საუბარი. დღესვე რუსეთის პრეზიდენტი კვლავ გამართავს საუბარს საფრანგეთის პრეზიდენტთან, რომელთანაც ამ კვირას მოსკოვში თითქმის ექვსსაათიანი შეხვედრა ქონდა. აშშ– სახელმწიფო მდივანმა გუშინ განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში ნებისმიერ წუთს შეიძლება შეიჭრას. თავდასხმა შეიძლება საჰაერო დამბომბვით დაიწყოს, რომელიც ევაკუაციას გაართულებს და მშვიდობიან მოსახლეობას საფრთხეს შეუქმნის – თქვა თეთრმა სახლმა პარასკევს. აშშ–ს გარდა ბევრმა სხვა ქვეყანამაც ურჩია საკუთარ მოქალაქეებს უკრიანაში წასვლისგან თავი შეიკავონ, იქ მყოფებმა კი ქვეყანა დაუყოვნებლივ დატოვონ. დასავლეთის შეშფოთების მიზეზი რუსეთის უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის ჯარების და საბრძოლო ტექნიკის მობილიზაციაა უკრაინის საზღვრებთან – ანექსირებულ ყირიმსა და ბელორუსში. newsreport.ge/
  17. “გამოვლინდა შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემის ნაკლოვანებები, ადამიანური შეცდომები” – შრომის ინსპექცია შპს “საქნახშირის” ობიექტზე მომხდარი უბედური შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. შრომის ინსპექციის გადაწყვეტილებით, ტყიბულის შახტში სამუშაო პროცესი აღდგება. საქნახშირის ობიექტზე მომხდარი აფეთქების მოკლევის ფარგლებში ადამიანური შეცდომები, კომპანიის მხრიდან შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემის ნაკლოვანებები და საწარმოო პროცესის სხვადასხვა საფეხურზე კონტროლის ნაკლებობა გამოავლინეს. “შრომის ინსპექტორთა ჯგუფი აგრძელებს ადგილზე მუშაობას და კომპანიაში არსებული უშუალო და სისტემური პრობლემების იდენტიფიცირებას. მოკვლევის პროცესში შრომის ინსპექციის სამსახურმა შეაჩერა სამუშაო პროცესი. პარალელურად, განხორციელდა კომპანიის სრული ინსპექტირება. შრომის ინსპექციის სამსახურის, ძირითად მიზანს დასაქმებულთა უფლებებისა და შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებული ძირითადი უფლებების პრაქტიკაში რეალიზება წარმოადგენს. აქტიური ინსპექტირების შედეგად, ბოლო წლების განმავლობაში სამთომოპოვებით სექტორში მნიშვნელოვნადაა შემცირებული დაშავებისა და გარდაცვალების მაჩვენებელი. აღნიშნულის მიუხედავად, მთელს მსოფლიოში სამთომოპოვებითი მრეწველობა მიეკუთნება განსაკუთრებულად მაღალი რისკის შემცველ საქმიანობას. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია “საქნახშირმა” ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა უსაფრთხოების სტანდარტების დახვეწასთან დაკავშირებით, შრომის ინსპექციამ დასაქმებულთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, კომპანიას დამატებით, პრევენციული ზომების მიღება დაავალა. შრომის ინსპექციის მოთხოვნით, შახტში უკვე დამონტაჟებულია ელექტრონული აპარატი, რომელიც სამთომოპოვებით პროცესში მეთანის კონცენტრაციის მომატების შემთვევაში, უზრუნველყოფს მოწყობილობების ავტომატურ გათიშვას, რაც აფეთქების საპრევენციო დამატებით საშუალებას წარმოადგენს. აღნიშული სისტემა კომპანიაში უკვე ფუნქციონირებს. უსაფრთხოების დამატებითი ზომების უზრუნველყოფის გამო, შრომის ინსპექციამ მიიღო გადაწყვეტილება შახტში სამუშაო პროცესის აღდგენასთან დაკავშირებით”, – ნათქვამია განცხადებაში. newsreport.ge/
  18. ”ჩვენ ვიმყოფებით წინა ხაზზე, თუ წამოვლენ შეტევაზე, კონტრშეტევაზე გადავალთ” – ამის შესახებ, უკრაინის შეიარაღებული ძალების მაიორმა, ზურაბ ჩიხელიძემ “მთავარ არხთან” განაცხადა. “ჩვენ დირექტივები მიღებული გვაქვს დიდი ხანია, რომ მოწინააღმდეგის ქმედებებზე ჩვენ ადეკვატური პასუხები გვინდა და როგორ უნდა ვიმოქმედოთ. ეს ყველაფერი კარგა ხანია მოქმედებს. ჩვენ ვიმყოფებით წინა ხაზზე იმის წინ შენ უკვე მოწინააღმდეგისთვის თვალი თვალში გაქვს გაყრილი და უყურებ როგორ იქცევა მოწინააღმდეგე და რას აკეთებს ის. თუ იმათმა რამე დაიწყეს, ისეთი რაღაცები გვაქვს მოფიქრებული, რომ პირიქით, თუ წამოვლენ შეტევაზე, კონტრშეტევაზე გადავალთ”, – ამბობს ზურაბ ჩიხელიძე. newsreport.ge/
  19. ბრიტანეთის ელჩი უკრაინაში მელინდა სიმონსი კიევში რჩება და მუშაობას აგრძელებს. ამის შესახებ მელინდა სიმონსმა ცოტა ხნის წინ Twitter-ზე დაწერა. “ვრჩები კიევში და ვაგრძელებ აქ მუშაობას გუნდის ძირითად ნაწილთან ერთად. საელჩო აკრძელებს მუშაობას,” – წერს, უკრაინაში, ბრიტანეთის ელჩი, მელინდა სიმონსი. მელინდა სიმონსი, ბრიტანეთის მოქალაქეებს მოუწოებს რომ თავი შეიკავონ უკრაინაში გამგზავრებისგან. შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან უფრო მეტ ჯარს მოუყარა თავი რაც იმის მანიშნებელია რომ რუსეთმა ფაქტობრივად დაასრულა სამხედრო სამზაადისი და ახლა შესაძლოა რუსეთი ნებისმიერ წუთს შეიჭრას უკრაინაში. ანალიტიკოსის ზურაბ ბატიაშვილის თქმით, დასავლეთმა ეს იცის და სწორედ ამიტომ მოუწოდა საკუთარ მოქალაქეებს დატოვონ უკრაინა. აშშ, დიდი ბრიტანეთი და ევროპის სხვა ქვეყნები თავიანთ მოქალაქეებს მოუწოდებენ, დაუყონებლივ დატოვონ უკრაინა, ვინაიდან აშშ-ს დაზვერვის ცნობით, რუსეთი მზადაა, ნებისმიერ წამს შეიჭრას უკრაინაში. “რია ნოვოსტი” ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით იუწება, რომ რუსმა დიპლომატებმა უკრაინის დატოვება დაიწყეს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართველებს უკრაინიდან ევაკუაციისკენ არ მოუწოდებს თუმცა, უკრაინის დატოვების სურვილის შემთხვევაში მოქალაქეებს ლოჯისტიკურ და საინფორმაციო მხარდაჭერას სთავაზობს. დღეს, 12 თებერვალს, შეერთებული შტატების პრეზიდენტ, ჯო ბაიდენსა და რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართება, ზურაბ ბატიაშვილის თქმით აღნიშნული საუბარი იქნება დასავლეთის ბოლო გაფრთხილება რუსეთის მიმართ ხოლო ამის შემდეგ ყველაფერს მხოლოდ ერთი ადამიანი, ვლადიმერ პუტინი გადაწყვეტს. ბატიაშვილი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინმა გამოუვალ სიტუაციაში თავი, თავად ჩაიყენა რადგან, ახლა ან უკრაინაში შეიჭრება და ეკონომიკის ჩამოქცევა დაემუქრება ან არ შეიჭრება და სახეს დაკარგავს. newsreport.ge/
  20. დღეს, 12 თებერვალს, შეერთებული შტატები უკრაინაში თავისი საელჩოს სრულ ევაკუაციას დაიწყებს. აღნიშნულ ინფორმაციას, Associated Press საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემა იუწყება, რომ აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ აშშ უკრაინიდან ევაკუაციისთვის სრულ მზადყოფნაშია და სახელმწიფო დეპარტამენტი დღეს გეგმავს გამოაცხადოს, რომ რუსეთის შეჭრის საფრთხის გამო კიევის საელჩოს მთელი ამერიკული პერსონალი ვალდებული იქნება დატოვოს ქვეყანა. შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან უფრო მეტ ჯარს მოუყარა თავი რაც იმის მანიშნებელია რომ რუსეთმა ფაქტობრივად დაასრულა სამხედრო სამზაადისი და ახლა შესაძლოა რუსეთი ნებისმიერ წუთს შეიჭრას უკრაინაში. ანალიტიკოსის ზურაბ ბატიაშვილის თქმით, დასავლეთმა ეს იცის და სწორედ ამიტომ მოუწოდა საკუთარ მოქალაქეებს დატოვონ უკრაინა. აშშ, დიდი ბრიტანეთი და ევროპის სხვა ქვეყნები თავიანთ მოქალაქეებს მოუწოდებენ, დაუყონებლივ დატოვონ უკრაინა, ვინაიდან აშშ-ს დაზვერვის ცნობით, რუსეთი მზადაა, ნებისმიერ წამს შეიჭრას უკრაინაში. “რია ნოვოსტი” ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით იუწება, რომ რუსმა დიპლომატებმა უკრაინის დატოვება დაიწყეს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართველებს უკრაინიდან ევაკუაციისკენ არ მოუწოდებს თუმცა, უკრაინის დატოვების სურვილის შემთხვევაში მოქალაქეებს ლოჯისტიკურ და საინფორმაციო მხარდაჭერას სთავაზობს. დღეს, 12 თებერვალს, შეერთებული შტატების პრეზიდენტ, ჯო ბაიდენსა და რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართება, ზურაბ ბატიაშვილის თქმით აღნიშნული საუბარი იქნება დასავლეთის ბოლო გაფრთხილება რუსეთის მიმართ ხოლო ამის შემდეგ ყველაფერს მხოლოდ ერთი ადამიანი, ვლადიმერ პუტინი გადაწყვეტს. ბატიაშვილი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინმა გამოუვალ სიტუაციაში თავი, თავად ჩაიყენა რადგან, ახლა ან უკრაინაში შეიჭრება და ეკონომიკის ჩამოქცევა დაემუქრება ან არ შეიჭრება და სახეს დაკარგავს. newsreport.ge/
  21. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს თვალს ადევნებენ და უკრაინელ კოლეგებთან, ასევე, პარტნიორ ქვეყნებსა და ორგანიზაციებთან მუდმივ კავშირზე არიან. უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედდა ცხელი ხაზი: +380 (63) 376 77 68 +380 (93) 761 17 17 ”საქართველო ყურადღებით ადევნებს თვალს უკრაინაში მიმდინარე პროცესებს. ჩვენ მუდმივ კავშირზე ვრჩებით, როგორც უკრაინელ კოლეგებთან, ასევე ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან და ორგანიზაციებთან. უკრაინაში ვითარების შემდგომი ესკალაციის მაღალი ალბათობის გათვალისწინებით, საქართველოს საელჩო ქ. კიევში და გენერალური საკონსულოები ქ.ოდესაში, ქ. დონეცკში (რეზიდენციით კიევი) გადასული არიან მუშაობის საგანგებო რეჟიმზე. ამასთან, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები მუდმივ რეჟიმში კონტაქტზე არიან ადგილზე მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან და მოუწოდებენ მათ გაითვალისწინონ შექმნილი რთული უსაფრთხოების გარემო. როგორც ცნობილია, აშშ, ევროკავშირის წევრი ქვეყნები მოუწოდებენ საკუთარ მოქალაქეებს დატოვონ უკრაინის ტერიტორია. შესაბამისად, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს კავშირზე დარჩნენ საქართველოს საელჩოსთან როგორც ოპერატიული ინფორმაციის მიღების, ისე მოქალაქეების მხრიდან უკრაინის ტერიტორიის დატოვების გადაწყვეტილების შემთხვევაში ლოჯისტიკური და საინფორმაციო მხარდაჭერისთვის.”- ნათქვამია საგარეოს განცხადებაში. newsreport.ge/
  22. “თვის ბოლომდე რუსეთის უკრაინაში შეჭრის ალბათობა 90%-ია ” – შეერთებული შტატების არმიის ყოფილი მთავარსარდალი ევროპაში, გენერალი ჰოჯესი, ამბობს, რომ გამორიცხული არ არის, რომ თავდასხმა რამდენიმე ფრონტზე ერთდროულად დაიწყოს. რუსეთის ჯარი უკრაინას სამი მხრიდან ჰყავს გარშემორტყმული. უკრაინის სამხრეთით, აღმოსავლეთით და ახლა უკვე ჩრდილოეთით რუსეთის ჯარის მობილიზება, ჰოჯესის აზრით სწორედ ამ მიზანს ემსახურება. „მოსკოვიდან არანაირი სიგნალი არ მოდის, რომ სიტუაციის განმუხტვა სურთ, პირიქით. ვფიქრობ, 90 %-ია იმის ალბათობა, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ რაიმე სახის ახალი თავდასხმა ამ თვის ბოლომდე განახორციელოს“.- განაცხადა ჰოჯესთან “ამერიკის ხმასთან” წყარო : ამერიკის ხმა newsreport.ge/
  23. შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი, უკრაინაში მყოფ აშშ-ს მოქალაქეებს დაუყოვნებლივ ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. “ჩვენ არ ვამბობთ, რომ გადაწყვეტილება მიღებულია. ნათლად ვერ ვიტყვი, თუმცა, შესაძლოა ოლიმპიადის მიმდინარეობის დროს დაიწყოს რუსეთის უკრაინაში შეჭრა, მიუხედავად ბევრი სპეკულაციისა, რომ ოლიმპიადის შემდეგ დაიწყებენ. ნებისმიერმა ამერიკელმა, მომდევნო 24 ან 48 საათში, უკრაინა ყველა შესაძლო გზით უნდა დატოვოს. თუ დარჩებით, თქვენ დადგებით რისკის წინაშე და არ გექნებათ არანაირი გარანტია, რომ რაიმე სხვა გზა გექნებათ უკრაინის დასატოვებლად” – თქვა ჯეიკ სალივანმა. ანალიტიკოსი, ზურა ბატიაშვილი აცხადებს, რუსეთის მიერ, უკრაინის საზღვრებთან უფრო მეტ ჯარს მოუყარა თავი რაც იმის მანიშნებელია რომ რუსეთმა ფაქტობრივად დაასრულა სამხედრო სამზაადისი და ახლა შესაძლოა რუსეთი ნებისმიერ წუთს შეიჭრას უკრაინაში. ბატიაშვილის თქმით, დასავლეთმა ეს იცის და სწორედ ამიტომ მოუწოდა საკუთარ მოქალაქეებს დატოვონ უკრაინა. ხვალ, 12 თებერვალს, შეერთებული შტატების პრეზიდენტ, ჯო ბაიდენსა და რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართება, ანალიტიკოსის თქმით აღნიშნული საუბარი იქნება დასავლეთის ბოლო გაფრთხილება რუსეთის მიმართ ხოლო ამის შემდეგ ყველაფერს მხოლოდ ერთი ადამიანი, ვლადიმერ პუტინი გადაწყვეტს. ბატიაშვილი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინმა გამოუვალ სიტუაციაში თავი, თავად ჩაიყენა რადგან, ახლა ან უკრაინაში შეიჭრება და ეკონომიკის ჩამოქცევა დაემუქრება ან არ შეიჭრება და სახეს დაკარგავს. newsreport.ge/
  24. “რუსეთმა დაასრულა სამხედრო სამზადისი უკრაინაში შესაჭრელად “- ამის შესახებ, “რონდელის ფონდის” მკვლევარი და ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც ზურა ბატიაშვილი აცხადებს, რუსეთის მიერ, უკრაინის საზღვრებთან უფრო მეტ ჯარს მოუყარა თავი რაც იმის მანიშნებელია რომ რუსეთმა ფაქტობრივად დაასრულა სამხედრო სამზაადისი და ახლა შესაძლოა რუსეთი ნებისმიერ წუთს შეიჭრას უკრაინაში. ბატიაშვილის თქმით, დასავლეთმა ეს იცის და სწორედ ამიტომ მოუწოდა საკუთარ მოქალაქეებს დატოვონ უკრაინა. ხვალ, 12 თებერვალს, შეერთებული შტატების პრეზიდენტ, ჯო ბაიდენსა და რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართება, ანალიტიკოსის თქმით აღნიშნული საუბარი იქნება დასავლეთის ბოლო გაფრთხილება რუსეთის მიმართ ხოლო ამის შემდეგ ყველაფერს მხოლოდ ერთი ადამიანი, ვლადიმერ პუტინი გადაწყვეტს. ბატიაშვილი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინმა გამოუვალ სიტუაციაში თავი, თავად ჩაიყენა რადგან, ახლა ან უკრაინაში შეიჭრება და ეკონომიკის ჩამოქცევა დაემუქრება ან არ შეიჭრება და სახეს დაკარგავს. “რეალურად, უკრაინის გარშემო ხდება ის, რის შესახებაც დიდი ხნის განმავლობაში ვწერდით და ვამბობდით – რუსეთმა დაასრულა სამხედრო სამზადისი უკრაინაში შესაჭრელად და რამდენიმე დღეში შეიძლება დაიწყოს კიდეც რუსეთ-უკრაინის დიდი ომი. ამას ხედავს დასავლეთი და ამიტომაც მოუწოდა საკუთარ მოქალაქეებს დატოვონ უკრაინა. ვიღაც ამბობს, რომ იცის იმის შესახებ, რომ პუტინმა უკვე მიიღო შეჭრის გადაწყვეტილება. ზოგი ამბობს, რომ არ იცის. მე ეს მეორე უფრო სწორი მგონია. არავინ იცის, რეალურად რა ტრიალებს პუტინის თავში. 12 თებერვალს გაიმართება ბაიდენ-პუტინის სატელეფონო საუბარი და ეს იქნება დასავლეთის ბოლო გაფრთხილება რუსეთის მიმართ. პუტინს მძიმე არჩევანის გაკეთება მოუწევს. უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში მას “სლავური ავღანეთი” და ეკონომიკის ჩამოქცევა ემუქრება. არშეჭრის შემთხვევაში კი ფიქრობს, რომ სახეს დაკარგავს როგორც რუსეთში, ისე – საერთაშორისო არენაზე. მან ასეთ გამოუვალ სიტუაციაში თავად ჩაიყენა თავი. საბოლოო გადაწყვეტილებასაც თავად მიიღებს და თან მალე. დრო იწურება. უკრაინაში კი არამარტო ამ ქვეყნის, არამედ ბევრი სხვის და მათ შორის, ჩვენი ბედიც წყდება. იმპერია უნდა დაინგრეს! უკრაინა გაიმარჯვებს! ასე, რომ მთელი გულით Слава Україні! Героям слава!”- წერს ზურა ბატიაშვილი. newsreport.ge/
  25. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ამბობს, რომ რუსეთი უკრაინაში შეიძლება ნებისმიერ დროს შეიჭრას და მისი საზღვრების მახლობლად კიდევ უფრო მეტ ჯარს მოუყარა თავი. შეჭრა შესაძლოა თებერვალში, ზამთრის ოლიმპიადის დასრულებამდეც კი მოხდეს. “ჩვენ ვიმყოფებით პერიოდში, როცა შეჭრა, ნებისმიერ მომენტში შეიძლება მოხდეს. ნათლად რომ ვთქვათ, ოლიმპიადის განმავლობაშიც“ – განაცხადა ავსტრალიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ენტონი ბლინკენმა. პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშები 20 თეებერვალს სრულდება. კერძო ამერიკული კომპანიის Maxar Technologies მიერ გამოქვეყნებული კომერციული სატელიტური სურათები, უკრაინის მახლობლად, რამდენიმე ადგილზე რუსეთის ახალ სამხედრო განლაგებას აჩვენებს. კერძო ამერიკული კომპანიის მიერ გადაღებულ ფოტოებს სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს, თუმცა აცხადებს, რომ მათი დამოუკიდებლად გადამოწმება ვერ შეძლო. კომპანიის Maxar Technologies ფოტოების მიხედვით, რომელიც მათი განცხადებით, ოთხშაბათს არის გადაღებული, მოსკოვმა დასავლეთ რუსეთში ახალი ძალები განალაგა, ასევე ბელარუსსა და 2014 წელს, რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში. კომპანია აცხადებს, რომ ანექსირებული ყირიმის აეროდრომზე, 550 ახალი სამხედრო კარავი და ასობით მანქანა დააფქსირა. ამასთან, უკრაინის საზღვრიდან 25 კილომეტრზე ნაკლებ დისტანციაზე, ბელარუსში, კომპანიის მტკიცებით, დამატებითი ჯარები, სამხედრო მანქანები და ვერტმფრენები ფიქსირდება. მოსკოვი აცხადებს, რომ სრული უფლება აქვს, თავისი ჯარები, საკუთარ ტერიტორიაზე, სურვილისამებრ გადაადგილოს და ისინი გარე საფრთხეს არ წარმოადგენს. პრეზიდენტმა ბაიდენმა უკრაინაში მყოფი ამერიკელები გააფრთხილა, რომ ქვეყანა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ. მისი თქმით, რუსული თავდასხმის შემთხვევაში, ის უკრაინაში ამერიკის მოქალაქეების გადასარჩენად ჯარს არ გააგზავნის. „ენ-ბი-სისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, პრეზიდენტი ბაიდენი ამბობს, რომ მოვლენები შესაძლოა ძალიან სწრაფად განვითარდეს. საკუთარ მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდეს ნიდერლანდებმა, სამხრეთ კორეამ და იაპონიამ, მოგვიანებით ბრიტანეთმაც. რუსეთს, უკრაინის საზღვრებზე უკვე განლაგებული ჰყავს 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი და სამხედრო ტექნიკა. ამასთან, ის სამხედრო წვრთნებს ატარებს მეზობელ ბელარუსში და შავ ზღვაზე. მოსკოვი უარყოფს, რომ უკრაინაში შეჭრას გეგმავს მაგრამ, ამბობს, რომ შესაძლოა დაუზუსტებელ „სამხედრო-ტექნიკურ“ ქმედებას მიმართოს, თუ მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, მათ შორის არის ნატოს მიერ წერილობითი დადასტურება , რომ უკრაინა და საქართველო არასდროს გახდებიან ალიანსის წევრები. ამას გარდა, კრემლი ითხოვს, ჩრდილო-ატლანტიკურმა ალიანსმა აღმოსავლეთ ევროპიდან ძალები გაიყვანოს. რუსეთმა „უსაფრთხოების მოთხოვნებზე“ ჯერ ვაშინგტონის, ახლა კი ევროკავშირისა და ნატოს ერთობლივი პასუხი მიიღო. დასავლეთი აცხადებს, რომ ნატოს ღია კარის პოლიტიკა არ შეიცვლება. ამასთან, კრიზისის საპასუხოდ, ალიანსი აღმოსავლეთ ფლანგს აძლიერებს. კერძო ამერიკული კომპანიის მიერ გადაღებულ ფოტოებს სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს, თუმცა აცხადებს, რომ მათი დამოუკიდებლად გადამოწმება ვერ შეძლო. კომპანიის Maxar Technologies ფოტოების მიხედვით, რომელიც მათი განცხადებით, ოთხშაბათს არის გადაღებული, მოსკოვმა დასავლეთ რუსეთში ახალი ძალები განალაგა, ასევე ბელარუსსა და 2014 წელს, რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში. კომპანია აცხადებს, რომ ანექსირებული ყირიმის აეროდრომზე, 550 ახალი სამხედრო კარავი და ასობით მანქანა დააფქსირა. ამასთან, უკრაინის საზღვრიდან 25 კილომეტრზე ნაკლებ დისტანციაზე, ბელარუსში, კომპანიის მტკიცებით, დამატებითი ჯარები, სამხედრო მანქანები და ვერტმფრენები ფიქსირდება. მოსკოვი აცხადებს, რომ სრული უფლება აქვს, თავისი ჯარები, საკუთარ ტერიტორიაზე, სურვილისამებრ გადაადგილოს და ისინი გარე საფრთხეს არ წარმოადგენს. წყარო: როიტერი newsreport.ge/
×
×
  • შექმენი...