Jump to content
Planeta.Ge

analgin

პლანეტელი
  • პოსტები

    2.789
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    11

ყველა პოსტი analgin

  1. ვაშააა! ძალიან მაგარი ინფოა! ეხლა მაინც გამოფხიზლდნენ რესპები, ფლიიიზ. ალასანია და გრეჩიხა ერთი და იგივე სასტავია (აი ეს კი დანამდვილებით ვიცი ერთი წელია უკვე). საღოლ, მაგარი კაცები არიან, იმენა შეასრულეს! პრობლემა რესპები-ახლების და დანარჩენი ოპოზიციის ვაჭრობა იყო. პირველებს ალასანიამ შეუსრულა და საერთო კანდიდატად გამოაცხადებინა თავი, მეორეებს გრეჩიხამ. ხოდა ეგ ინფო თუ ფაიზაღია ე.ი. ამ ორმა კაცმა ისეთი ფოკუსი ჩაატარეს დანარჩენები ვინუჟდენში ჩააგდეს. ეხლა უნდათ არ უნდათ უკან დახევა მოუწევთ ყველას. ეჭვი მაქვს, რომ ალასანიას ნათამაშები შახმატი იყო ეგ ყველაფერი. გრეჩიხა მაგას ვერ მოიფიქრებდა საღოლ, საღოლ! მეტი არაფერი მეთქმის.
  2. Saturn ჩემი სუბიექტური მოსაზრებით, კი. რადგან ხელისუფლებას კონკრეტული დანაშაულები აწევს კისერზე. თუმცა ეს მეორეხარისხოვანია იმასთან შედარებით, რომ არცერთ ქვეყანაში, არც ნორმალურში (მითუმეტეს) და არც არანორმალურში ოპოზიციის საწინააღმდეგო გამოსვლები არ ხდება. ავადმყოფური მოვლენაა როცა ქვეყანას მკვლელები, ყაჩაღები და ქურდები უდგანან სათავეში და შენ მის მოწინააღმდეგეებს ლანძღავ რატო არ გევასება ესენი ე.ი. რუსეთი გევასებაო.
  3. რაგბი ყველაზე ვაჟკაცური და ჯენტლმენური სპორტია და უბრალოდ არ მოსულა მანდ ჰიმნზე სტვენა და გინებები. როგორც მე მომიყვნენ, თავის დროზე ინგლისი რო ჩავიდა არგენტინაში სათამაშოდ, არგენტინელებს არ უგინებიათ და არ უსტვენიათ. ჭანოს იდეა ოპტიმალურია. ჯობია მათი ჰიმნის დროსაც ჩვენი ჰიმნი იმღეროს მთელმა სტადიონმა ბოლო ხმაზე და ხმის ჩახლეჩვემდე, ისე, რომ ინტერნაციონალი გადაფარონ. გამაყრუებლად უნდა ვიმღეროთ. თუმცა აგინონ მე პრობლემა არ მაქვს, გამისწორდება
  4. fashisti მე პირადად კაკრაზ მაგ შემთხვევაში არ დავუჭერ მხარს! იმიტო რო ეგ იქნება მიშა2! გადამგდები და სხვისი, მითუმეტეს პარტნიორების ანგარიშის არგამწევი საბოლოოდ ავტიკრატიისკენ გაუტევს. პირიქით თუ შეძლებს და ყველა ძალასთან საერთო ენას გამონახავს, როგორც შინ, ისე გარეთ, აი მაშინ დავაფასებ და მისი სერიოზული მხარდამჭერი ვიქნები. დემოკრატიის გზაზე ნაბიჯები წინ მაშინ იდგმევა, როცა ურთიერთკონტროლის საშუალება, ნდობა და დაპირებების საშუალებაა და არა ის, რაც მიშამ ჯერ კიდევ 2001-ში გააკეთა, როცა ლეიბორისტები მწარედ გადააგდო. ვალდებულება და ნაწილობრივი დამოკიდებულება ყველასთან აუცილებელია. სხვანაირად ან მიშასავით ავტოკრატი გახდები, ან ლეიბორისტივით უკან-უკან ივლი ან რესპუბლიკელივით "იბუქსავებ".
  5. shamili შეცდომაა ის, როცა ნაცვალდ იმსა უმსგავსო ხელისუფლებას რადიკალურ ოპოზიციაში ჩაუდგე, ოპოზიციურ ძალებს ლანძღავ და ებრძვი, რითიც ხელისუფლების წისქვილზე ასხავ წყალს.
  6. shamili მამაჩემის გაზრდილია. მეტს არაფერს ვიტყვი. ჩემზე ანტირუსული პოზიციები ბევრს არა აქვს, მარა ირაკლი წერეთელის გვერდზე დგომა და რუსეთის დროშის დაწვა ისეთივე სასაცილო და ინფანტილური საქციელია, როგორც რომელიმე რუსის მიერ ჟირინოვსკის გვერდზე დგომა და საქართველოს დროშის დაწვა იქნებოდა. მითუმეტეს ვიცი მისი დამოკიდებულება ირაკლი წერეთელის პერსონისადმი
  7. Saturn მაგარია. კიტოვანის გვერდზე დგომა არაფერი და გრეჩიხა რამის ანათემას გადაეცი. კიტოვანის გვერდით დგომა სახელმწიფოებრივი აზროვნება ყოფილა, რაკი ამას ბარამიძე და წერეთელი აკეთებენ და ნოღაიდელის გვერდით დგომა მოღალატეობა. ამას ორმაგი სტანდარტიც აღარ ქვია.
  8. სპეციალურად სატურნისთვის. სადღაც ნამუსიც არსებობს! ეს ირაკლი წერეთელი და მანდვე იმ ხელისუფლების სახელმწიფო მინისტრი, რომელსაც შენ უჭერ მხარს.
  9. Saturn იასნა. ოღონდ ცუდი თქვა მაგათზე რამე და ირაკლი წერეთლის კი არა, ზურა ქაფიანიძის აზრები გირჩევნია შენ.
  10. Saturn ჰმ...ცოტა მოაზროვნე მეგონე. ირაკლი წერეთელი არის კლოუნი.
  11. Saturn კაი დიდი მიამიტი კაცივით ხსნი რა. რა მნიშვნელობა აქვს რისი არჩევნებია, მიშას მიაწვებიან მაინც. თუ ოპოზიციამ გაიმარჯვა ვიფიქრებ, რომ ხელისუფლებას შეეშინდა და დარბილდება, თუ გაყალბდება ცუდი ამბები მოხდება, დიდი ჯახი იქნება. როგორ და ძალის გამოყენებით. მე რას უნდა ვუპირებდე. მე რომ ეგ შემეძლოს მინიმუმ 5 წლის წინ ვიზამდი მაგას :
  12. newstudio რის იმედადაც არიან მაგაზე უნდა მიხვედრილიყავი აქ: http://planeta.ge/index.php?showtopic=16658
  13. Siknadmo განვითარების დასავლური მოდელი აუცილებელია სასამართლო ანტიმონოპოლიური პროფკავშირები
  14. Siknadmo ეგრე პრორუსული ღირებულების პარტიები საერთოდ არ არსებობენ :
  15. დათო ტურაშვილი ეს სულ გამო####ვებულა... : ძალიან ახლობელია ჩემი. ვიცი რო პათოლოგიურად ეზიზღება რუსეთი, მარა ვის რას ანახებს ამითი, რას იმასხარავებს თავს მაგ ხალხის გვერდზე დგომით. ფუ, დებილი. დასაცინი გაიხადა თავი.
  16. newstudio 50 / 50 . . . უცნაურად დიდ გულზე არიან ის ხალხი ვისაც ველაპარაკე, მაგრამ რა ვიცი...
  17. საქართველოში საერთოდ არ არსებობენ პრორუსები და პროდასავლელები. საქართველოში არსებობენ ფულისტები. ვისგანაც მეტ სარგებელს ნახავენ იქით გადაიხრებიან.
  18. მინდა, არ მინდა - მომიწევს. სავარაუდოდ ჯერ ჩემი მშობლები გაემგზავრებიან საზღვარგარეთ, მერე ჩემს ძმას გავუშვებ სასწავლებლად და ბოლოს ჯვარს დავიწერ და ცოლთან ერთად წავალ. ეს ყველაფერი თუ რა თქმა უნდა მაისის მერეც მიშა და ვანო შეგვრჩა ხელთ.
  19. Saturn სატურნ, ბოლო დროს ქარები იყო და რამე ხო არ გაწუხებს? ეგეც რომ იყოს, ადამიანის სიცოცხლე პატარა რამეა თქვენთვის? ამას ვანო მერაბიშვილის და მასტერას ხელქვეითი კითხულობს? მართვის სტილი და მეთოდები 100% ერთი და იგივე აქვთ! განსხვავება იცი რა არის? პუტინი - ქვეყნის შიგნით: "დამცინეთ და ვისაც გინდათ ჭამეთ, ოღონდ ჩემზე მეტი არა". ---------ქვეყნის გარეთ მისი ეშინიათ. სააკაშვილი - ქვეყნის შიგნით: "გეშინოდეთ და ყველაფერი ჩვენ უნდა ვჭამოთ. ყველაფერი!" ----------ქვეყნის გარეთ მას დასცინიან.
  20. ვეთანხმები თუთაშხიას. ი მ პ ი ჩ მ ე ნ ტ ი იმპიჩმენტის პროცედურა უნდა გამარტივდეს ეს ერთი. და კიდევ სამი მნიშვნელოვანი ორგანიზაციის ჩამოყალიბება უნდა შევძლოთ: თავისუფალი სასამართლოს დამოუკიდებელი ანტიმონოპოლიური სამსახურის ძლიერი პროფკავშირების ამათგან პირველი ორის ხელმძღვანელი ოპოზიციის შეთავაზებული კანდიდატებიდან უნდა აირჩიოს უმრავლესობაში მყოფმა პოლიტიკურმა ძალამ. მარტივი პროცედურაა. : მოვთხოვოთ ოპოზიციას.
  21. ჯერ არ მიმიცია ხმა. დაველოდები მოვლენების განვითარებას. თუმცა რესპუბლიკელები-მემარჯვენეები-სუბარის ალიანსს მაინც არ მივცემ ხმას. უუნარო, უილაჯო და დადამბლავებული კავშირია, პლუს სუბარის გამოკლებით ნამეტანი დიდი წარმოდგენა აქვთ თავის თავზე და იმხელა ფასს იდებენ ნებისმიერ პოლიტიკურ ვაჭრობაში, რომ ყოველთვის ყველაფერს აფუჭებენ. დაველოდები რა გზით განვითარდება ახალი ოპოზიციური ერთობა. თუ სტოსს ნოღაიდელი-ბურჯანაძე წაიყვანენ, მკიდია და მოსტყვნიათ პატრონი. თუ ეროვნული ფორუმიც შეუერთდა და ალასანია-ფორუმი იქნება გამწევი ლოკომოტივი, მაშინ მხარს დავუჭერ.
  22. ლ ი ც ი საერთოდ მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება მაქვს ე.წ. "დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების" ფონდებიდან დაფინანსებული გრანტიჭამია არასამთავრობო ორგანიზაციების და მათი წარმომადგენლების მიმართ. ეგ ქალი ფულს მაგაში იღებს, რომ ეგ ილაპარაკოს რასაც ლაპარაკობს. თავისთავად ცუდს არაფერს არ ამბობს ჩვენი მისამართით და საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ მეღიმება იმ ადამიანების რეაქციაზე, ვისაც ის უანგარო, საქართველოს მოსიყვარულე და სიმართლით გულანთებულ გმირად მიაჩნია. გმირი არ არის, ათიათასობით ადამიანიდან ერთერთია ვინც ამით ცხოვორობს და სარჩოს გამოიმუშავებს. სოროსის ფონდი, NDI და მსგავსი ათეულობით ფონდი აჭმევს პურს და რატომ იტყვის განსხვავებულ რამეს? მისთვის ამ შემთხვევაში მთავარი ის კი არ არის საქართველო წარმოაჩინოს ღირსეულად, არამედ ის, რომ რუსეთში არსებულ დემოკრატიის ნორმების უხეშ დარღვევებზე მიუთითოს. ანუ რასაც თავის დროზე ბოკერია-თარგამაძე-რამიშვილი აკეთებდნენ.
  23. McLaren წინა რაღაცეები მართლა ზღაპრები იყო. თან მაგარი სასაცილო ზღაპრები. ერთადერთი კიტოვანი აპირებდა წინაზე რაღაცას და იმანაც არაფერი ქნა, იმიტო რო ფული არ მიცეს რუსებმა. ეხლა რა ვიცი რა ვიცი... და ნაციონალებთან რა ხელი მაქვს მე? მაგათი ერთი სიტყვიდან ორი არ მჯერა. Saturn ნეტა ერთი იმ საცოდავს მაინც რატო აწვალებთ, ვისაც მაგ ვიდეობს აჭრევინებთ და აკერინებთ. რისი ტრაკი აქვთ, ვის რა უნდა გადაუღონ? მაქსიმუმ ვიღაც საცოდავის 10 ლარს რო შეტენიან ქრთამად... შენ იმხიარულე და არ წავა შენი სამინისტროს საქმე კარგად...
  24. Saturn ხელისუფლებას თხოვს დაუთმეთ ოპოზიციას, არ მოიგოთო. ცინიზმსაც საზღვარი აქვს საერთოდ! მე მიწერია არ გააყალბოთ თქო. მარა აზრი არა აქვს. ვინმესთვის თუ სახუმაროა, მე არ მეხუმრება ეს ამბავი. ერთადერთი რაც არ ვიცი, ფულის და იარაღის შოვნას საიდან აპირებენ, ამაზე არ მაქვს დაზუსტებული ინფორმაცია და გაყალბების შემთხვევაში "ჭექა-ქუხილს" რომ აპირებენ ეგ კი ნამდვილად ვიცი. ამიტომ მე არ შემიძლია მასშტაბები ვიწინასწარმეტყველო, მაგრამ ვაი და იმდენი აქვთ და რუსეთიდან აქვთ, რომ დაგვერხეს? თან ყველაფერთან ერთად უბრალო ხალხია გაავებული და გაცოფებული. რა უბედურებაა, რა იყო, რით ვერ ეყოთ ჭამა...ან თქვენ რით ვერ გეყოთ მათი დაცვა?
×
×
  • შექმენი...