-
პოსტები
2.789 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
11
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი analgin
-
T_A_T ცალცალკე გაგცემ პასუხს. თუ სპორტსმენი გამოვიდა მთვრალი ეს ძალიან ეწინააღმდეგება ნებისმიერი სპორტის წესებს და ეთიკას, ამიტომ სპორტსმენი მიიღებს ხანგრძლივ დისკვალიფიკაციას და შესაძლოა დიდ ფინანსურ ჯარიმასაც. ამას ამა თუ იმ სპორტის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი განიხილავს და თავიანთი წესდების მიხედვით დასჯიან. სპორტის სხვადასხვა სახეობაში სვხადასხვა ფორმის და სიმძიმის სასჯელს ითვალისწინებს ამგვარი საქციელი, ოღონდ ყველა ითვალისწინებს; თუ არაპროფესიონალია, მხოლოდ სპორტსმენს დაბრალდება და არავინ ისჯება; თუ უბედური შემთხვევა საასპარეზო ადგილის მოუწყობლობის ბრალია ისჯებიან: მოუწყობელი სპორტული კომლექსის ადმინისტრაცია, როგორც სისხლის სამართლებრივად ასევე ფინანსურად, რომელსაც გადაიხდიან იმ სპორტული ფედერაციის ანგარიშზე, ჯარიმის სახით; კონკრეტული ადამიანები, ვისაც იმ დაზიანებულ მონაკვეთზე მეთვალყურეობა, მისი წესრიგში ყოფნის და უსაფრთხოების ზომების კონტროლი ევალებოდათ; ზემოთ აღნიშნული პირები და იშვიათად მთლიანად სპორტული კომპლექსიც მიიღებენ დისკვალიფიკაციას სხვადასხვა ვადით, ანუ აეკრძალებათ იმ სპორტის სახეობაში იმ ფედერაციის ეგიდით გამართულ შეჯიბრებებში მონაწილეობა. მოკლედ მანდ თუ დამტკიცდა რომ იმ სასრიალოს თანამშრომლებმა გამოიჩინეს გულგრილობა, მაქსიმუმი რაც შეიძლება მოხდეს, იმ თანამშრომლებს გაანთავისუფლებს სამსახურიდან მათივე ადმინისტრაცია, ის ორგანო ვის დაქვემდებარებაშიც არის სასრიალო გადაიხდის ჯარიმას საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში და მომავალში გასამართ შეჯიბრებებზე მოხდება უსაფრთხოების ზომების გაძლიერება. ეს არის მაქსიმუმი, სამწუხაროდ გადაუხდიან თუ არა ოჯახს კომპენსაციას და ვინ გადაუხდის, მხოლოდ მათ კეთილ ნებაზეა დამოკიდებული თუ რა თქმა უნდა ოჯახმა სასამართლოში არ უჩივლა და სასამართლომ არ დააკისრა ვინმეს ამის გაკეთება.
-
სატურნ, მომეცი ვორნი. მართლა. ვიმსახურებ ფორუმის წესების შესაბამისად და საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი აღელვებისთვის. ამოვიდა რა ყელში, რა გამიტრაკა, რომელი პუტჩისტი მე მნახა, 8 წლის ვიყავი 91-ში და ისედაც რა შუაში ვარ. კოკოითის ძუკნობიდან დაწყებული, შევარდნაძის მონობით და საბჭოთა კავშირის აღდგენის მოსურნით დამთავრებული ყველაფერი დამწამა და ეხლა უკვე მემუქრება კიდეც.
-
ეხლა, ალასანია ნარკომანიც გახდა, ხო? კულინარიელობა აღარ აკმარეს ისე მიშა სააკაშვილი ნეტა რომელ წლებში იყო კაგებეს ჯარში, გოკა გაბაშვილი ნეტა რას აკეთებდა ოთხმოცდაათიანების დასაწყისში...ამ ტიპის ურთიერთბრალდებებს აზრი არა აქვს. იმაზე ვიფიქროთ და ვილაპარაკოთ დღეს ვინ რას აშავებს, იმას ვერ მოვთხოვეტ პასუხი, ამათ მაინც მოვთხოვოთ. გავიმეორებ: უშუალოდ ხელისუფალს უნდა აგებინო პასუხი, პრეცედენტი უნდა შექმნა.
-
shavlego91 ფეხებზე მკიდია ვინ ხარ და რა გაგიკეთებია, მაგრამ შენს ადგილზე ენას მოვკეცავდი და შარვლის უკანა ჯიბეში ჩავიდებდი, როცა იმ ადამიანის შვილს ველაპარაკებოდი, რომელიც 1978 წელს ენის დაცვის გამო იყო დაჭერილი და 1979 წლიდან მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლი იყო...და მაშინ მათ გარშემო წრე მაქსიმუმ 10-15 კაცი იყო, ვერც იმ ადამიანის შვილს ვერ მიმართავ ცხოვრებაში ეგრე, ვინც 9 აპრილს მხატვრის სახლის კარი გააღო და ათასობით ადამიანი იხსნა სიკვდილისგან. ბოლობოლო ვერ იმ ადამიანს ეტყვი ვერაფერს, რომელსაც მთელი ბავშვობა აეროპორტიდან აეროპორტში ისეთი რაღაცეები დაქონდა ტრუსიკით, რომლის გამჟღავნების შემთხვევაში ეგებ გამსახურდია-კოსტავას 9 აპრილამდეც ვერ მიეღწიათ ცოცხლებს და ღმერთმა უწყის მერე რა მოხდებოდა. ხოდა ამ ადამიანმა იქნებ შენზე გაცილებით მეტი იცის, ცუდიც და კარგიც, ზვიადზეც, ედოზეც, მიშაზეც... და ეს ადამიანი გეუბნება: ჭკუადამჯდარი, მდგრადი ფსიქიკის, განათლებული, მშვიდობის მოსურნე, ოქროს ბრჭყვიალებზე არდახამებული, ტაშზე და მიყვარხარზე არდაბრიყვებული, ზომიერი, მომსმენი, მიზანდასახული ხალხი სჭირდება საქართველოს. მე მხარს იმას დავუჭერ ვინც ამ სტანდარტებს მიუახლოვდება. ქვეყნის ხელმძღვანელი მსახიობი არაა, რომ ტაშისთვის, ფულისთვის,ფუფუნებისთვის და გართობისთვის იცხოვროს და ეს თავში აუვარდეს. ქვეყნის ხელმძღვანელი ექიმია, რომელმაც ერთნაირად უნდა გადაარჩინოს მოყვარეც და მტერიც, მღვდელია, რომელმაც ერთნაირად უნდა შეუნდოს დიაკვანსაც და მკვლელსაც, მეძავია, რომელმაც გაპარსულსაც უნდა მისცეს და ბანჯგვლიანსაც, ტაქსისტია, რომელმაც ფხიზელიც უნდა წაიყვანოს და მთვრალიც... თითის გაშვერებს კიდე თავი დაანებეთ, მე ავიადზეც კი ისეთი რაღაცეები ვიცი, თმები ყალყზე დაგიდგებათ, მაგრამ არასოდეს ვიტყვი, რადგან მან თავისი უდიდესი მისია შეასრულა. რადგან ცოცხალი აღარაა, რადეგან პრეზიდენტი აღარაა. ადამიანმა პასუხი მაშინ უნდა აგოს, სანამ ხელისუფლებაშია, თუ არ აგებს, ყოველი მომდევნო ხელისუფალი იგივე დანაშაულს გაიმეორებს.
-
T_A_T აჰა, გასაგებია გეპატიება, ქალბატონი ხარ და სპორტით ნაკლებად დაინტერესებული და იმიტომ მოხდა მცირე გაუგებრობა. შენ რასაც ამბობ და ვისაც ორგკომიტეტად მოიხსენიებ, ეგ სწორედ ის ხალხია ვის პასუხისმგებლობაზეც მე ვსაუბრობდი ჩემს პოსტში ანუ მართალი ხარ. უბრალოდ, ორგკომიტეტი ანუ საორგანიზაციო კომიტეტი წარმოადგენს ამა თუ იმ სპორტული სახეობის ფედერაციის (ასოციაციის) წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებულ ორგანოს, რომელიც კონკრეტულად სპორტის იმ სახეობაში გამართულ კონკრეტულ შეჯიბრებზე უშუალოდ სპორტული ნაწილის ორგანიზებას ახდენს. ანუ შეიტანს მონაცემებს ვინ მონაწილეობენ, შეადგენს გრაფიკს ვინ ვის შეეჯიბრება და რომელ საათზე, ვინ უმსაჯებს თითოეულს, მერე შეაჯიბრებს, შედეგებს დაითვლის, შეაჯამებს და ა.შ. გაიგე, ხო? უსაფრთხოებაზე და ა.შ. იმ სპორტული კომპლექსის ადმინისტრაციაა პასუხისმგებელი, რომელსაც ეს კონკრეტული სპორტული ფედერაციები ქირაობენ. აი, მაგალითად შენ რომ კონცერტის გამართვა გინდოდეს, გინდა ფილარმონია იქირავე, გინდა სპორტის სასახლე და გინდა ლოკომოტივის სტადიონი, მაგათ ყავთ თავიანთი დირექტორები, დაცვა, დამლაგებლები, მოლარეები და სხვა ტექნიკური პერსონალი (განათება, სტერეო სისტემები, გათბობა და ა.შ.) შენ შეგიძლია შენი საორგანიზაციო კომიტეტი გაუშვა (რეჟისორები, ტექნიკური ინჟინრები, მხატვრები, გამნათებლები, ქორეოგრაფები) და იქ რომ რამე მოხდეს უსაფრთხოებაზე პასუხი ვინ უნდა აგოს, შენ თუ ადმინისტრაციამ?
-
ეგ ყველაფერი კი არადა გაცილებით მეტი და უარესები ვიცი(თ), მაგრამ ფორუმული წესების მიხედვით წყაროების მითითებაა საჭირო, რაკიღა კონკრეტულ ადამიანებზე და კონკრეტულ ციფრებზე მიუთითებ(თ). თქვენი მხრიდან კი "უცნაური", სამწუხარო, გამაღიზიანებელი, აღმაშფოთებელი და უკვე გულის ამრევია, როცა პარტია, რომელიც ოპოზიციურად ასაღებს თავს, ყოველდღე მხოლოდ ოპოზიციონერთა სიავეზე საუბრობს და აქციებს თუ სხვა სახის ღონისძიებებს აწყობს. ვგულისხმობ ედპ-ს. რამდენადაც მახსოვს მათი წევრი თუ აქტიური მხარდამჭერი ხართ და აქტიურად ეწევით მათ პროპაგანდას. ხშირად ერთი ერთში ემთხვევა თქვენი აქაური დილის პოსტები დღისით გამართულ ედპ-ს ბრიფინგებს. რასაც თქვენ წერთ ბურჯანაძის და ნოღაიდელის შესახებ, მეც ვიცი და მერწმუნეთ, თქვენზე მეტი ანტიპათია მაქვს, მაგრამ...ერთხელაც კი არ გამოსულხართ და ხელისუფლება არ გაგიკრიტიკებიათ. მართლა გულისამრევია. თან ნამეტანი. ამ დროს ვერ ხვდებით, რომ თქვენც ზუსტად მათ გზას ადგახართ და თუ ასე გააგრძელეთ მათგან არაფრით განსხვავებული არ იქნებით ცოტა ხანში. ხომ ცხადია, რომ ფულის გამო აკეთებთ ამ ყველაფერს, თორემ ედპ-ს კაპიკი ფული არ ქონდა წლებია. ეხლა უცბად სახელდახელოდ ახალგაზრდული გაგიკეთებიათ, ინვენტარი შეგიძენიათ, პლაკატებს და ბროშურებს ბეჭდავთ, ბრიფინგებს და აქციებს აწყობთ, რომლებიც არაფრით განსხვავდება ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების აქციებისგან თუ რეალTV-ს უნიჭო ნახლაფორთებისგან, რაც მთავარია მუდმივად რუსთავი ორის, იმედის და საზოგადოებრივი მაუწყებლის ნიუსებში ხვდებით, გაცილებით ხშირად ვიდრე რეალური ოპოზიციური ძალები. ეს უკვე მართლა თურქმენეთია რა! გამოდის ხელისუფლება, რომელიც ლაპარაკობს "აი, ქარხანა გავხსენი", "აი, პენსიონერს "პლიტკა" ვაჩუქე", "აი, მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე და ლამაზი პორტი ავაშენეთ საგარეჯოში"...ეს ნიუსები ჩათავდება და მერე გამოდის "ოპოზიცია", რომელიც ლანძღვს ოპოზიციას. ლენინ ჟილ, ლენინ ჟივ, ლენინ ბუდეტ ჟიტ!
-
T_A_T ორგკომიტეტი ვერ გამოცხადდება დამნაშავედ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ორგკომიტეტი უშუალოდ სპორტული შეჯიბრის ორგანიზებას ახდენს, ანუ რომელი სპორტსმენი როდის უნდა გამოვიდეს, რომელმა რა შედეგი აჩვენა, რომელი ადგილი დაიკავა, ასევე სად უნდა მოათავსონ მწვრთნელები, მაყურებლები, მსაჯები, ჟურნალისტები, ჩაატარონ დაჯილდოების ცერემონიალი და ა.შ. ნებისმიერ სპორტულ სარბიელს ყოველთვის თავისი ადმინისტრაცია და მომსახურე პერსონალი ყავს, ვინც მის კეთილმოწყობაზე, კონდიციებზე და ყოველგვარ მომსახურებაზე ზრუნავს. ესენი ცალკე ხალხი არიან და ყოველთვის მათთან ერთად ქირაობს ნებისმიერი შეჯიბრის ორგანიზატორი ამა თუ იმ სპორტულ კომპლექსს. უსაფრთხოებაზეც სწორედ მომსახურე პერსონალი და ადმინისტრაციაა პასუხისმგებელი. ანუ ეგ დაახლოებით იგივე იქნება სადღაც შუქნიშანი რომ გადაიწვას, ამის გამო მოხდეს ავარია, რომელსაც ლეტალური შედეგი მოყვა და საპატრულო პოლიცია დაისაჯოს, რატომ დროულად არ შეამჩნია შუქნიშნის ჩაქრობა და ზომები არ მიიღოო. კიდევ უფრო არაადეკვატური იქნება ამის გამო საპატრული პოლიციას რაიმე ფინანსური ვალდებულებები რომ დაეკისროს გარდაცვლილის ოჯახთან. ჰოდა, ჩემი აზრით ვანკუვერში მომხდარ სამწუხარო ფაქტზე, პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ უშუალოდ სასრიალო კომპლექსის მომსახურე ტექნიკურ პერსონალს, თუ დადასტურდა, რომ მათ სათანადოდ ვერ უზრუნველყვეს უსაფრთხოების ზომები, ამ შემთხვევაში კონკრეტული ადამიანების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება და აუცილებლად დაეკისრებათ ფინანსური კომპენსაციის გადახდა, თუმცა მხოლოდ აწ განსვენებულის ოჯახის მიმართ. საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს შეუძლია მხოლოდ თავისი კეთილი ნება გამოხატოს.
-
ლასალექსი თუ უარს ამბობს, მაშინ ლივინგსტონი. ვემხრობი მათ აზრს, ვინც ლივინგსტონს ასახელებს კანდიდატად.
-
არ ვიცის დავაჭირე, იმიტომ, რომ ზოგადად აშენების წინააღმდეგი როგორ და რატომ უნდა იყო ნორმალური ადამიანი, მაგრამ ყველაფერი რაც შენდება მიშას ცხვირის ჩაყოფით, ბიუჯეტის ფულით, შენდება მაქსიმალურად გაუმჭვირვალედ, ფინანსების არამიზნობრივი ხარჯვით, ძალიან დიდი რაოდენობით "ატკატებით", უამრავი ნებართვის გარეშე, კანონის და სხვადასხვა ნორმების დარღვევით, თანაც ნაჩქარევად, ფაცი-ფუცით, უხარისხოდ და უგემოვნოდ. ნორმალური და პატიოსანი ხელისუფლების ხელში თანახმა ვიქნები.
-
Saturn რა ვთქვა მაგაზე? ერთი ვიცი, რომ ეგ სიტყვა შეურაცხმყოფელი არაა. არც უცენზურო.
-
ჭანო ტანკები რა შუაშია, ვერ ვხვდები?... ავტორმა როგორ არ გააპროტესტა, თემა რო დაუხურეს მეორედ გახსნა და თქვა, რომ სათაურს მე ვარქმევ და ნუ მისწორებთო... განსაზღვრავ არ განსაზღვრავ, ვინმეს ხომ არ აყენებს შეურაცხყოფას ნუ გადამრიეთ, ფილმის მოწონება-არმოწონებას რომელი კანონი კრძალავს და უნიჭო შეურაცხმყოფელი სიტყვა არაა საერთოდ. რაღაც წარმოუდგენელ აბსურდს მიმტკიცებთ ეხლა.
-
ჭანო კანონი არ გაძლევს უფლებას სხვას უნიჭო უწოდო, განსაკუთრებით დღევანდელი ხელოვნების შემხედვარე. გაძლევს. ნებისმიერ იურისტს კითხე. Saturn ეგ არ არის დასაბუთება. ეგ შენი კაპრიზია. ეს დედააფეთქებული ფორუმი ადამიანთა თავისუფალი მოსაზრებების გაცვლის ადგილია, სადაც მომხმარებელი თავის აზრს აფიქსირებს ამა თუ იმ მოვლენაზე და არა გაზეთი, სადაც რედაქტორი წყვეტს როგორი სათაური, პათოსი და მოსაზრება უფრო კარგად გაიყიდება. ხოდა ჩეგესტომ ჩათვალა, რომ ეს უნიჭობაა. მას ამის თქმის ისეთივე თანაბარზომიერი უფლება აქვს, როგორც რა მაგარი ფილმიაო რომ ეთქვა. ასე რომ დაერქმია ისიც უნდა ჩაგესწორებინა? ასე თუ ყველაფერი დაარედაქტირეთ, მომხმარებელმა რა აკეთოს??? კი და არა წეროს თუ პლუს ერთები?
-
ადმინკაში გიპასუხე, მარა სხვებმაც რო ნახონ: 4.6 კატეგორიულად იკრძალება მოდერის მხრიდან უცენზურო ლექსიკა, იუზერის პირდაპირი თუ ირიბი შეურაცხყოფა ,განსაკუთრებული შეზღუდვებია ადმინისტრაციის , გლობალ მოდერის , მოდერის,ვიპ მემბერის, ვიპმოდერის ,კატეგორიიის ადმინისტრატორის უდიერად მოხსენიებისთვის.ფორუმის შესახებ კამათი მხოლოდ "პრეტენზიების ოთახში" ან ადმინისტრაციაში; მოდერი ვალდებულია წესების შესაბამისად დაასაბუთოს განმარტების სახით თავისი გადაწყვეტილებანი (თემის დაკეტვა,გადატანა და ა.შ) პირველივე მოთხოვნისთანავე ან სასურველია ოპერატიულად ,თემაშივე ; "ა.შ"-ში სწორედ ესეც იგულისხმება. ანუ სათაურის გადარქმევა საკუთარ ხოშზე. ადამიანს აქვს მოსაზრება რომ ეგ ფილმი არის უნიჭობა და დაარქვა უნიჭობა. სრული უფლება აქვს საკუთარ გახსნილ თემას დაარქვას სათაური იმ პათოსის შესაბამისად, რა პათოსიტაც გახსნა თემა. 1.2.საიტზე არაა რაიმე სახის უკანონო შეზღუდვა .არსებობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობისა და აქ არსებული წესების დაცვის ვალდებულება. ეს კი ზოგადად. საქართველოს უმაღლესი კანონით, კონსტიტუციით, საქართველოს ყველა მოქალაქეს გარანტირებული აქვს თავისუფალი სიტყვის უფლება, შენ კი ადამიანს ზღუდავ. გამოდის ადამიანი და უჭიამბობს უნიჭობააო, რატომ უკრძალავ, რომელ კანონს არღვევს ის, რომ უკრძალავ?
-
Saturn 4.6 კატეგორიულად იკრძალება მოდერის მხრიდან უცენზურო ლექსიკა, იუზერის პირდაპირი თუ ირიბი შეურაცხყოფა ,განსაკუთრებული შეზღუდვებია ადმინისტრაციის , გლობალ მოდერის , მოდერის,ვიპ მემბერის, ვიპმოდერის ,კატეგორიიის ადმინისტრატორის უდიერად მოხსენიებისთვის.ფორუმის შესახებ კამათი მხოლოდ "პრეტენზიების ოთახში" ან ადმინისტრაციაში; მოდერი ვალდებულია წესების შესაბამისად დაასაბუთოს განმარტების სახით თავისი გადაწყვეტილებანი (თემის დაკეტვა,გადატანა და ა.შ) პირველივე მოთხოვნისთანავე ან სასურველია ოპერატიულად ,თემაშივე ; "ა.შ"-ში სწორედ ესეც იგულისხმება. ანუ სათაურის გადარქმევა საკუთარ ხოშზე. ადამიანს აქვს მოსაზრება რომ ეგ ფილმი არის უნიჭობა და დაარქვა უნიჭობა. სრული უფლება აქვს საკუთარ გახსნილ თემას დაარქვას სათაური იმ პათოსის შესაბამისად, რა პათოსიტაც გახსნა თემა. 1.2.საიტზე არაა რაიმე სახის უკანონო შეზღუდვა .არსებობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობისა და აქ არსებული წესების დაცვის ვალდებულება. ეს კი ზოგადად. საქართველოს უმაღლესი კანონით, კონსტიტუციით, საქართველოს ყველა მოქალაქეს გარანტირებული აქვს თავისუფალი სიტყვის უფლება, შენ კი ადამიანს ზღუდავ. გამოდის ადამიანი და უჭიამბობს უნიჭობააო, რატომ უკრძალავ, რომელ კანონს არღვევს ის, რომ უკრძალავ?
-
რა უფლებით წყვეტ სატურნ თემას რა უნდა ერქვას??? აბა, დადე რომელი კანონით ხელმძღვანელობ?
-
აჰა, კიდევ, ცინცხალი მაგალითი სატურნის მიკერძოებულობისა, ყოველგვარი წესების იგნორირებით, რეებს აკეთებს პოლიტიკის განყოფილებაში... http://planeta.ge/index.php?s=&showtop...st&p=196113
-
ისევ გაქრა ადმინისტრაცია და აგრძელებს მრავალსაათიან დუმილს. დავიღალე რა, დავიღალე ამის დედა ვატირე!!! მერე უკვირთ და წყინთ რატომ ვარდება ანალგინი ეჭვებში... ე, ბიჯო, ლინკები გინდოდათ თავის დროზე? დაიდო უკვე ლინკები, არაერთგზის; გაიხსნა თემა სადაც გაინტერესებდათ უნდა თუ არა ხალხს არჩევნები, დაიდო შედეგები; გაიხსნა თემა სადაც გაინტერესებდათ უნდა თუ არა ხალხს, რომ შსს მათ აიპებს ნახულობდეს, დაიდო შედეგები; ნუთუ ისევ დუმილის და გატარების პოლიტიკას არჩევთ და ერთი სული გაქვთ, ჩაგორდეს და თავისით დაავიწყდეს ყველას ყველაფერი??? ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო რა...
-
lasha1997 მიშას გადახდილი ფულით გადაიღო ჰოლივუდმა ფილმი GEORGIA, რომელიც აგვისტოს მოვლენებზეა. ენდი გარსია თამაშობს მიშას. მკიდია უნიჭობაა თუ კარგია. მხოლოდ ის მადარდებს მიშას ხოშზე რომ იხარჯება ფული, ყოველგვარი კანონის და პროცედურების დარღვევით. იტყვის ეს ნერონი და ვსიო ეგრეა... იმ დღეს მიყვებოდა ძმაკაცი, მიშას რეზიდენცია რო შენდებოდა, იქ უამრავი რაღაც იყო დარღვეული, საზღვრები არასწორად აზომილი, მეზობლების ნებართვა არ არსებობდა და არც კომპენსაცია არ ქონდა აღებული ბევრს, პლუს არქიტექტურის სამსახურის, გეოლოგების და კიდევ რამდენიმე სტრუქტურის დასკვნა და ნებართვები არ არსებობდა. ხოდა არქმშენინსპექციის ხელმძღვანელს ოფიციალური წერილით მიუმართავს პრეზიდენტისთვის, რომ ასეთი და ასეთი დარღვევებია და გთხოვთ დროულად გამოასწოროთო...მიშას რო მიუტანეს ეს წერილი ეგ ვაბშე ვინააო უკითხავს, ფურცელი (ოფიციალური დოკუმენტი) შუაზე გადაუხევია და დაუკუჭავს, იმავე დღეს, რამდენიმე საათში დაიწერა ბრძანება და ის ქალი განთავისუფლდსა სამსახურიდან. კაროჩე, მთელ ფულს მიშა განაგებს ერთპიროვნულად სადაც უნდა, როცა უნდა, რამდენსაც უნდა და როგორც უნდა ისე გადაისვრის.
-
არ ამართლებს ადმინისტრაციის პოლიტიკა და რა ვუყოთ იმის გამო რომ სატურნი მოდერატორია, აქ არავინ შემოსულა და სამაგიეროდ ზუსტად ამ მიზეზის გამო რამდენიმე მომხმარებელმა დატოვა აქაურობა. ადმინებო, ორს მივუმატოთ ორი უდრის ოთხს.
-
Leo_Nafta კი, ლეო, როგორ არა. დღემდე ატარებენ სხდომებს, რაღაც თანამდებობებზე ირცევენ და ნიშნავენ ვიღაცეებს. რაღაც დოკუმენტებს ადგენენ, რომლითაც მოითხოვენ ხელისუფლების დაბრუნებას. რად უნდა ეხლა შევარდნაძის დასჯას ზვიადის მკვლელობის დამტკიცება თუ დაბრალება? თან ყველაზე გულისამრევი ისაა, რომ ბესო გუგუშვილს ტენიან ამ ამბავს. კაცს ინფარქტი მიუღია ამის გამო...
-
babuagiorgi ზუსტად მაგათ ვგულისხმობ ჩემო გიორგი. "ისტ"-ობის და "იზმ"-ობის სენით ეგენი არიან შეპყრობილები, თორე ნორმალური ადამიანი ფაქტების გარეშე "მოკლეს! მოკლეს!" კივილს არ დაიწყებდა. იმას ვამბობ, რომ ის ადამიანები ვისაც მკვლელებად (დამკვეთებად) მიიჩნევენ, ისედაც დასასჯელები არიან და გაცილებით მძიმე დანაშაულები აწევთ კისერზე, ვიდრე ერთი მკვლელობა იქნებოდა. მერე კიდევ, ლოთი ქობალია და მსგავსები სხვებს არ უნდა სდებდნენ მკვლელობაში ბრალს, ამაზრზენია. შევარდნაძე გასაგებია. ცალკე თემაა და ბერიას შემდეგ მასზე დიდი დამნაშავე ქართველებს არ გვყოლია თუ მიშამ არ გადაუჯოკრა უკვე ან ცოტა ხანში, მაგრამ ლოთი ქობალია და კაკო ელიავა ჩემთვის არანაკლები დამნაშავეები არიან, ვიდრე კიტოვანი და ჯაბა.
-
თავი მოიკლა. დარწმუნებული ვარ. მკვლელობის ერთი, ოდნავ დამაჯერებელი მტკიცებულებაც რომ ყოფილიყო, მისი გარდაცვალებიდან სულ მცირე ხანშივე გახდებოდა ცნობილი. გასაგებია, რომ ზვიადის მომხრეებს შევარდნაძის, კიტოვანის და სიგუას დასჯა, ჯაბა იოსელიანის ამოთხრა უნდათ და ამისთვის ყველა ღონეს იხმარებენ; მე წინააღმდეგი არ ვარ, განსაკუთრებით შევარდნაძის დასჯის, მაგრამ მათ დასასჯელად კიდევ მილიონი შიშველი მტკიცებულება არსებობს სხვა საქმეებში და იმას მიაწვნენ თუ სამაგიეროს გადახდა უნდათ. თან, ზოგიერთს დღემდე აქვს ილუზია, რომ თუ ზვიადის მოკვლის ფაქტი დაამტკიცეს, მერე ვინმე ადგება და ისევ მათ დაუბრუნებს უკანონოდ წართმეულ კანონიერ ხელისუფლებას.
-
T_A_T დავჯექით გავარკვიეთ ადმინკაში და აი მანდ მოხდა ყველაზე დიდი იაღლიში...მე დავუსაბუთე ლინკების დართვით, თან ისე რომ სატურნმაც აღიარა ჩოხას გაფრთხილების მერე მოხდა ეს ყველაფერიო...ადმინისტრაციამ კი ბოლო გაფრთხილება ეძლევა სატურნსო და მიხურა ჩემი თემა არადა ჩოხასგანაც ბოლო გაფრთხილება ჰქონდა. რა გავიგო, ეს "ბოლო" რას ნიშნავს? რეაგირება რომა აქვთ ნული და ყოველგვარი მსჯელობის და ახსნა-განმარტების გარეშე, წაყრუება-გატარების პოლიტიკით აქამდე მოიყვანეს საქმე, მაგან გამაღიზიანა, თორემ მე VIP მემბერობა არც კი მითხოვნია, ღმერთმა იცის ეს თვითონ მომცეს და მხოლოდ იმიტომ დავთანხმდი, რომ ფლუდ კონტროლი არ მაქვს. სატურნზე შურისძიება არა ის, ნუ მაცინებთ რა...შურისძიება მუშტით და ჭიტლაყით ვიცი მე და მაგი რომ მდომოდა ან საჭირო ყოფილიყო, რაც სატურნმა იცის ჩემზე, ორი მაგდენი მე ვიცი მასზე და ფორუმი სულაც არ მჭირდება მაგისთვის მე ფორუმის იმიჯზე, მომავალზე და სწორ გზაზე დაყენებაზე ვზრუნავ და ზუსტადაც იმ ადამიანების უფლებებს ვიცავ, ვისაც მე და შენსავით პრივილეგიები არ აქვს და რიგითი მომხმარებელია. მე ადმინისტრაციას მივეცი კაცური სიტყვა, რომ საქმეს არ გავუფუჭებდი და საერთოდ არ დავპოსტავდი ამ ფორუმზე იქამდე, სანამ არ ჩაუჯდებოდნენ, ყველაფერს წაიკითხავდნენ და გააანალიზებდნენ და შევასრულე კიდეც, უბრალოდ არის მიზეზები, რომელთა შესახებაც ვუთხარი უკვე ლაშას პიემში, რის გამოც ძალიან გამაღიზიანა იმ ფაქტის "გასკდომამ" რომ ეგ ტიპი დაჟე აიპი მისამართებს ხედავს ხალხისას. ეგ უკვე აშკარად ზედმეტია, მითუმეტეს რომ აქამდე ისევ არ მოუმოქმედბიათ არაფერი ყველაფრის სწორ გზაზე დასაყენებლად. ეხლა უბრალოდ ვცდილობ გამოსწორებაში დავეხმარო. გამოასწორებენ ხომ კაი, არადა რამდენჯერ ვთქვა - არასწორ გზაზე მე არ ვივლი. უხერხულ მდგომარეობაში მაყენებთ მართლა რა. რა შუაშია ჩემი და სატურნის პირადი ურთიერთობა? 2 თუ სამი წლის წინ სხვა ფორუმზე რაღაც მოხდა და ჩავლილი ამბავია. მას მერე ყველაფერი თავის ადგილას დგას ჩემსა და მას შორის. ფორუმის სწორ გზაზეა აქ ლაპარაკი, ფორუმის, ვაჰ.
-
Jonathan Livingston რა თქმა უნდა წინააღმდეგი ვიქნები და მე მაგ ორ თემას ერთ კონტექსტში არც განვიხილავ. ნუ, შენც იგივეს გეტყვი, რატომ ზარმაცობ? შეიხედე პრეტენზიების განყოფილებაში
-
Grig მაგას ვეუბნები ადმინისტრაციას, მალხაზ, მაგრამ არ იქნა და არ დაადგა ამათ სიჯიუტეს საშველი... ამიტომ, რაკიღა დებილებად არ ვიცნობ ნამდვილად, ბუნებრივად ეჭვები ჩნდება მერე.