Jump to content
Planeta.Ge

analgin

პლანეტელი
  • პოსტები

    2.789
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    11

ყველა პოსტი analgin

  1. April 12, 2010 TBILISI -- Unknown attackers shot several times at the door to the offices of the Tbilisi-based pro-government Real TV television company on April 11, RFE/RL's Georgian Service reports. Nobody was hurt in the incident. Opposition groups and parties in Georgia have accused Real TV of airing programs that cast aspersions on some opposition leaders. http://www.rferl.org/content/ProGovernment...ed/2010325.html რადიო თავისუფლების ცნობით 11 აპრილს უცნობმა თავდამსხმელებმა რეალ ტვ-ის შენობას რამდენჯერმე ესროლეს. ეს მართალია? და ამას უცხოელებისგან უნდა ვიგებდეთ? ძინავთ ქართველ ჟურნალისტებს? ისე, საღოლ ხელისუფლებას. ყველაზე თავისუფალ და სანდო მედიაში რომ პრო-სამთავრობოდ იხსენიებენ არხებს. მერე იტყვიან თურქმენბაშიზაცია არ ხდება საქართველოშიო.
  2. Saturn ეგ ნამდვილად არ უთქვამთ. ცოტა სხვა რაღაც თქვეს და ალბათ მაგიტო ერევა ხალხს: http://planeta-ge.net/index.php?s=&sho...st&p=235879
  3. DonCaredo ქრონიკაში მთლად კაჩინსკის აფეთქებაზე არ იყო ლაპარაკი. 7:22-დან უყურე.
  4. dire არც მე მრცხვენია და კიდევ საკითხავია ვისთვის უფრო ადვილია ცხოვრება - ჩემთვის თუ მათთვის. თუმცა ეს უკვე ფილოსოფიის საკითხებია. ყველაზე მეტად კი იმაში გეთანხმები, რომ პოლიტიკა, კურსი და ვექტორები არაფერ შუაშია. მთავარი ფულია. ძალიან დიდი ფული. სწორედ ამ დიდი ფულით შეინარჩუნა მიშამ ხელისუფლება. ანუ იმის ანალოგია, რომ რომელიმე ქვეყანაში 5-6 წლის განმავლობაში ერთი და იგივე სახელისუფლებო გუნდის სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების დარგში, საგარეო საქმეთა მინისტრი, შინაგან საქმეთა და შემდგომში თავდაცვის მინისტრი, პრემიერ მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, ათობით პარლამენტარი, რამდენიმე ელჩი (მათ შორის გაეროში) და დიპლომატი, საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გუბერნატორი და კიდევ ასობით თუ ათასობით სახელმწიფო მოხელე აღმოჩნდნენ ოპოზიციაში, ფორმალურად კი ისევ ის ხელისუფლებაა, მსოფლიოში არსად არ არსებობს. ბუნების ყველა კანონით ხელისუფლება ხუხულასავით უნდა დანგრეულიყო ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ და იცი რატომ არ დაინგრა? იმიტომ კი არა, რომ ოპოზიციაა ძალიან სუსტი (რასაც არ ვეთანხმები), არამედ იმიტომ რომ ფული ოხერია და მათი (ზემოთჩამოთვლილი ჩინოვნიკების) მსუყე პორტფელები სხვებს შესთავაზეს და ეხლა ისინი ძღებიან. განა ცოტა გეგულება საქართველოში ისეთი ადამიანი ვინც უარს იტყვის ისეთ პოსტზე, საიდანაც წელიწადში მინიმუმ ერთი და მარიფათის მიხედვით ათეულობით ლიმონი შეიძლება გაჭრას? 2003 წლიდან დღემდე სახელმწიფოში არცერთი ტენდერი და აუქციონი არ ჩატარებულა მიუკერძოებლად და გამჭვირვალედ. ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. პირადად მაქვს შეხება (მაისის დასაწყისში გეტყვით რა შეხებაც მაქვს)და ვიცი, რომ ნებისმიერ მინისტრს, დეპარტამენტის ხელმძღვანელს თუ სხვადასხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელს კანონით აქვს უფლება პირადად განსაზღვროს მისი ორგანიზაციის ბიუჯეტის განაწილება. მაგალითად თუ აქვს ბიუჯეტი 10 მილიონი და ყავს 100 თანამშრომელი, შეუძლია ამ თანამშრომლებს დაუნიშნოს 300-300 ლარი ხელფასი, თავად დაინიშნოს 5000 ლარი, შემდეგ თანამშრომლებს არ მისცეს პრემია, თავად კი ყოველთვიურად აიღოს 2 ან 3 ხელფასის (საკუთარი) ოდენობის პრემია. გაიფორმოს თვეში 3-4 მივლინება განუსაზღვრელი ბიუჯეტით, განუსაზღვრელი გაუთვალისწინებელი ხარჯები გამოწეროს, ულიმიტოდ გამოწეროს ბენზინის და მობილურის ფული, გასცეს დახმარებები კერძო მოქალაქეების თხოვნის საფუძველზე (ვთქვათ: ბატონო მინისტრო შვილი მყავს ავად, ოპერაციას ვერ ვუკეთებ, 40 000 ჭირდება, დამეხმარეთ). მოკლედ ფინანსებს ერთპიროვნულად განკარგავს, კანონი მას ჩარჩოებს არ უწესებს. ნებისმიერ შესყიდვას სამინისტროსთვის ახორციელებს ულიმიტოდ და პირდაპირი გზით. ყველაზე დიდი "პრაზდნიკი" ნაცებში არის არჩევნები, როცა სრული კარტ ბლანში ეძლევათ ფულის მოსაზიდად კორუფციული გარიგებების, რეკეტის და ა.შ. ნებისმიერ მინისტრს სულ თავისუფლად შეუძლია მისი სამინისტროს ბიუჯეტის მინიმუმ ერთი მესამედი მიითვისოს და როგორც ეგეთი კანონი არ დაარღვიოს. რეალური ხარჯები (თანამშრომელთა ხელფასები, სხვადასხვა კომუნალური გადასახადები, ინვენტარი) იმდენად ცოტაა ბიუჯეტთან შედარებით, რომ ის ერთი მესამედიც თავის დასაზღვევად ვთქვი. მოკლედ არაა საშველი...
  5. dire იყო. ეხლა ეკონომიკის მინისტრის მოადგილეა. 100% ვიცი. თან თითქმის ორი წელია უკვე. და ამ ჟურნალისტებს ბოდიში და სადღაც რაღაცა აქვთ რა... ა, ბატონო - თუ ჩემი არ გჯერათ. ლინკების გჯერათ თქვენ ვიცი მე და: http://www.economy.ge/?category=16&lang=geo&item=104
  6. გიორგი კარბელაშვილი ეკონომიკის მინისტრის მოადგილეა...
  7. სად გადის ზღვარი როცა " ამ ხელისუფლების ამ ეტაპზე და ამ ოპზიციით შეცვლის მოწინააღმდეგე თორე მიშას დედა ..." სასტავი იტყვის, რომ ყველაფერი რაც გაუარესდა და დაიკარგა 2003-დან დღემდე მიშას ბრალია? სად გადის ზღვარი, როცა მიშას გადაფურთხებულს ჯერ მის წინამორბედებს ალოკინებდნენ (იმათ დატოვეს ეგეთი მემკვიდრეოაბა და ძნელია...), მერე ის ხალხი ყველა რო დაიჭირეს (სამართლიანად-უსამართლოდ ამაზე აქ არ ვილაპარაკოთ) გაჩნდა მიშას ოპოზიციის პირველი პარტია სასტავები (რესპები, კონსერვები, გრეჩიხები) ეხლა ამათზე წავიდა ბრალდებები, ღორები ეგენი, ის ადგილები არ შეხვდათ რაც უნდოდათო და მაგიტო გახდნენ ოპოზიციაო, რას ამბობო ეს მინისტრები ვინც გვყავსო? ცაში ვარსკვლავებს ეთამაშებიანო. მერე "რატომღაც" ისე მოხდა, რომ ამ ხელისუფლების სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების დარგში, საგარეო საქმეთა მინისტრი, შინაგან საქმეთა და შემდგომში თავდაცვის მინისტრი, პრემიერ მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, ათობით პარლამენტარი, რამდენიმე ელჩი (მათ შორის გაეროში) და დიპლომატი, საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი აღმოჩნდნენ ოპოზიციაში და ფუ მაგათი დედა ვატირეო, არაპროფესიონალები, კორუმპირებულები და ქვეყნის მოღალატეები იყვნენ და დიდი ხნის გასაყრელებიო ( და ამათ ვუჭერდით მხარსო, ამათ გატარებულ პოლიტიკას და ამათ არჩეულ კურსსო ). სასამართლოს წართმევაც უნდა მოვითმინოთ, ტელევიზიებისაც და ბიზნესისაც, რომ რუსებმა არ ისარგებლონ რამითო, ვერ ხედავთ როგორ გვებრძვის მთელი ოპოზიცია იყიდაო, მაგათი დედაო 7 ნოემბერს წკიპზე გადავრჩითო?! რუსებმა ბოლო რესურსები ჩართესო და ამ ნატო-ევროკავშირ-ივერიაგაბრწყინებული გზის ბოლოდან კინაღამ გადმოგვათრიესო. მიშა გვიყვარხაო, დღეს სახელმწიფო შედგაო!!!!! ვაშაო! ცოტაც მოვითმინოთ ძმებო, ჯორჯი ბიძია და ბებერი ევროპელები საქმის კურსში არიან, ახალი გეოპოლიტიკა მიდისო (ჟოაოს ცნობილი თეზისები) და ახლოსაა საქართველოს გაერთიანება და რუსეთის დაქცევაო, მაგ ბომჟებმა ვის უნდა მოუგონ უსწავლელი, დაუბანელი სამხედროებით და ჟანგიანი ტანკებითო? ჩვენო ერაყში ვომობდით, ტაოტიანი M4-ები გვაქვს, კომპიუტერი და ინგლისური ვიცითო. ვინ დაიქცა, გაიქცა და წაიქცა 2008-ში კი გამოჩნდა და გაასავსავეს მერე ხელები, ნუ, რა ეჭვი გეპარებოდათ რო ეს ერთი ბეწო საქართველო ამხელა რუსებთან მარტო ვერაფერს გახდებოდაო? და ჩვენ რო ვკითხეთ აბა იცოდა ევროპამ და აშუშუმო? ევროპამ გადაგვაგდო მაგათი ბოზი დედაო, გაზზე გაიყიდაო. და აშშ-მო? აშშ-მ გადაგვარჩინა, თორე რა გგონიათ ეგენი რო არა რა, თბილისში არ შემოვიდოდნენ და არ მიგვიერთებდნენო? ვააჰო, ამოვიგმინეთ...ეხლა დგანან და ობამას ლამის სულ შავტრაკა მაიმუნს უძახონ. ახია თქვენზე მეგობრებო, ახი! მაგრამ ჩვენ რა დავაშავეთ ამდენი წელი სულ ბნელებს, ჩამორჩენილებს და მოღალატეებს რომ გვიწოდებდით იმის თქმის გამო, რაზეც თქვენ მერე ახალ-ახალი თეორემებით იმართლებდით თავს და თან კატეგორიულად უარყოფდით და გამორიცხავდით თქვენს პირად მატერიალურ და სხვა სახის ინტერესსა თუ მიშას მიმართ შინაგან სიყვარულსა და რწმენას? მითხარით, რა დავაშავეთ? და სად გადის ზღვარი?
  8. რეალურ ვერსიად არ აღვიქვამ, მაგრამ არც ძალიან არასერიოზულ ვერსიას დავარქმევდი. ზუსტად ასეთი დამოკიდებულება მქონდა ჟოაოს ნაშრომებზე - ისიც და ესეც კარგი საკურსო ნამუშევრები იქნებოდა, მაგრამ რეალობისგან ორივე შორს დგას. თანაც გამორიცხულია რომ სომხეთმა უახლოესი20-30 წლის განმავლობაში ჩვენთან იომოს. მეტ-ნაკლებად ვიცნობ მაგ ხალხს და მათ ქვეყანას. ალბათ ყველაზე პრაგმატული ერია მთელ მსოფლიოში. ხოდა ვინც არ უნდა დაეხმაროთ, ჩვენთან რომ ომი დაიწყონ, ეგრევე იქიდან აზერბაიჯანი აუტეხავს ბაგა-ბუგს ყარაბაღში. აზერები კი ძალიან მომძლავრებული არიან ყველანააირად + რამე რო იყოს თურქები ყოველთვის და ყველგან აზერებს დაუდგებიან გვერდში. ხოდა ჯერ ერთი გინდა იმიტირებული იყოს გინდა მოდელირებული, ერთბაშად ორი ომი ნებისმიერ ისეთ პატარა ქვეყანას დააქცევს როგორიც სომხეთია, მერე მეორე ნურავინ იფიქრებს რომ რამის ფასად ყარაბაღს შეელევიან. ის მათთვის უფრო ძვირფასია ვიდრე ჩვენთვის აფხაზეთი. ყარაბაღი რო აზერებს დაუთმონ ამაზე რევოლუციები მოხდება და დაამხობენ მთელ ქვეყანას. მესამე და ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ სასაცილოდ არარეალურია ეს ყველაფერი. ჯერ რა მიზეზი უნდა არსებობდეს ისეთი, რომ ამ ერთი ბეწო სომხებს სხვა ქვეყნის ტერიტორიები და ზღვაზე გასასვლელი მისცენ? ერთადერთი რუსების ინტერესი, რომ პირდაპირი საზღვარი ქონდეს თურქეთთან, აკონტროლოს შავი ზღვის აკვატორიის უმნიშვნელოვანესი ნააწილი და ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენი, მაგრამ ამხელა წარმოუდგენელ აგრესია-ანექსიაზე წამსვლელი აგრესორი ბოდიში და ასე "ჩერეზ ჟოპუ" რატო იჩალიჩებს? პირდაპირ ვერ ჩამოვა ხმელეთიდან გალიდან სარფში და ოჩამჩირიდან ბათუმში? საკუთარი ძალებით ამისთვის სულ რაღაც 2-3 დღე და ძალიან ცოტა ფული დასჭირდებათ, დამტკიცდა ეს აგვისტოში და სომხებს ცალკე ჩვენთან დაეხმარონ, ცალკე აზერებთან, ცალკე იარაღი აძლიონ, ცალკე ძალიან დიდი ფული და თანაც ასე მიზნის მიღწევის წარმატება დიდი ეჭვის ქვეშ დააყენონ? მერე კიდევ თურქეთი, რომელიც მონსტრი სახელმწიფოა, როგორც ეკონომიკით, ასევე განსაკუთრებით სამხედრო ძლიერებით, რომელიც საუკუნეების მანძილზე ფლობდა და აკონტროლებდა აჭარასა და სამცხე-ჯავახეთს, თურქეთი რომელსაც ცალკე რუსების ბოღმა ახრჩობს ცალკე სომხების, ასე წყნარად დაჯდება და უყურებს მისი ჩრდილოეთ საზღვრის მთელ პერიმეტრზე, მის ყოფილ ტერიტორიებზე (ისინი ასე თვლიან) სწორედ ამ რუსულ-სომხური კოალიციის გაბატონებას, ხომ? და დაიტოვებს თავს ალყაში, არა? ჩრდილოეთიდან რუსეთი, აღმოსავლეთიდან ირანი, დასავლეთიდან მათზე კბილებალესილი საბერძნეთი და ევროკავშირი და სამხრეთიდან ისრაელი! იიიფ! და კიი, სულ აზერებს რო ყარაბაღი დაუბრუნონ მაგის გამო დათანხმდება ამაზე თურქეთი, როგორ არა, როგორ არა?! :eshmak:
  9. ასამდე ჰიმნს მოვუსმინე გუშინ. გაგიკვირდებათ და ყველაზე მეტად თურქეთის ჰიმნი მომეწონა. აი, ასეთი უნდა იყოს ჰიმნი!
  10. shamili კარგი რა შამილ. ჰიმნს რაღას ერჩი? ძალიან კარგი ჰიმნი გვაქვს ყველა პარამეტრებით. კაკ რაზ გუშინ მთელი დღე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ჰიმნებს და მათ ტექსტებს ვეცნობოდი. აბა მაშინ ფრანგებმა რაღა თქვან რომელთაც გენიალური კომპოზიტორები და პოეტები ჰყავდათ და ჰიმნად აჯანყებული სოციალისტების ცუმპა-რამპა აქვთ. ან ინგლისელებმა, რომლთა ჰიმნიც ლოცვაა დედოფალზე. რუსებზე აღარაფერს ვიტყვი. მითუმეტეს ჩვენნაირ პატარა ქვეყნებზე, მაგალითად სამოაზე, რომლის ჰიმნსაც შეყვარებულთან მოუსმენდა წითელი სანთლების და შამპანურის თანხლებით
  11. Grig ვიცი მალხაზ ეგ რომ ეგრეა. მე რამდენადაც მახსოვს დიდი ჯვარი მაცხოვრის საფლავს აღნიშნავს, პატარები კი ოთხ სახარებას. იერუსალიმის დროშაზე ასე ნიშნავდა და ჩვენთან არ ვიცი. ძველი დროშის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ როგორც სახელმწიფო დროშის, თუმცა მომხრე ვარ გარკვეული სტატუსი მიიღოს მაგ დროშამ ქვეყნის შიგნით და სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებაში ამჟამინდელი დროშის გვერდით იყოს აღმართული, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის სიმბოლო.
  12. გიორგი68 ძალიან დიდი მადლობა! გადმოვწერე უკვე და გამოვიყენე კიდეც. ზუსტად ეგეთი რაღაც მინდოდა.
  13. რაღაც მიჭირს დაჯერება რომ დამპალი თვითმფრინავი ყოლოდა ან პილოტი არ უვარგოდა. კაცი ამხელა 38 მილიონიანი და 300 ათას კვადრატულ კილომატრიანი, ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყნის პრეზიდენტი იყო. სამოქალაქო რეისის თვითმფრინავი გაფრენამდე ორჯერ გადის კაპიტალურ დათვალიერებას რამდენადაც ვიცი და ამ კაცს უშიშროება-უსაფრთხოების სამსახური არ ეყოლებოდა? იქნებ რაღაც, იმაზე უარესი იმალება კატინში რაც იმაზე გაცილებით უარესია ვიდრე აქამდე ვიცოდით და ამის გახმაურება ცოცხალი თავით არ აწყობს რუსეთს, ამიტომაც მოაწყვეს ეს. მითუმეტეს უმარტივესად მოახერხებდნენ, რაკიღა რუსეთში გაუვლია მაგ აპარატს ბოლო კაპიტალური რემონტი.
  14. SHARI მეკაიფები კაცო? მაშ ტყუილად გავხსენი გვერდზე ის თემა? უბრალოდ დაველოდოთ სხვებსაც, ფრიდრიხს და შავლეგოს და ვნახოთ რას იტყვიან, რომ დრო დავნიშნოთ ზუსტად.
  15. shamili ვერ დაგეთანხმები. ძველ დროშას არაფერი საერთო არ ჰქონდა ქართულ ისტორიულ დროშებთან და სოციალ-დემოკრატების დროშა იყო, თანაც საშინელი სიმბოლიკებით: თავში შავი ფერი იყო. მსოფლიოს არცერთ დროშაზე არ არის ზედა ნაწილი შავი ფერის, რადგან მას სამგლოვიარო დატვირთვა აქვს და მხოლოდ მაშინ უკეთებენ ზემოთ შავ არშიას, როცა ქვეყანაში გლოვის დღეა გამოცხადებული, ამასაც ნაწილი აკეთებს, ძირითადად უბრალოდ დაბლაა ხოლმე დაშვებული დროშები. მეწამული ფერი კი სისხლთან ასოცირდება და ჩვენ მთელი დროშა მაგ ფერის გვქონდა! რაც შეეხება გერბს - ესთეტიურად ლამაზი იყო, მაგრამ ჰერალდიკის არანაირ სტანდარტებში არ ჯდებოდა და უფრო ორდენს წააგავდა ვიდრე გერბს. როგორც ასეთი ისტორიული სახელმწიფო დროშა საქართველოს არასოდეს ჰქონია. ევროპულ რუკებში კი ჯერ კიდევ 14-ე საუკუნიდან სწორედ ამგვარი დროშით აღინიშნებოდა: http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/9/9e/Map_of_Angelino_Dulcert_cropped_area.jpg
  16. Saturn ერთი ამ შერიგებულზე, შენ გახარებას რამე ვიდეო ფაილების კონვერტერი მირჩიე, რა MPEG4 ფორმატის ვიდეო სხვა ფორმატებში რომ გადავიყვანო და ზომაშიც ძალიან დიდი რო არ იყოს პროგრამა, თორე დამეზარება მერე გადმოწერა.
  17. SHARI ე, ბიჯო, სხვა სიმღერები არ გაქვს შენ? :D
  18. T_A_T შექებისთვის მადლობა, მაგრამ ეგეთი მენტალიტეტის მქონე - "არავის ვთხოვ პატიებას და არც არავის ვაპატიებ" აქამდე მხოლოდ კანონიერი ქურდები და ძველი ბიჭები ვიცოდი.
  19. Saturn კაკ რაზ მშვენიერი დროა. მაქსიმუმ შარი არ გამოუშვან სახლიდან.
  20. Saturn ხო რა ვიცი, უბრალოდ ბევრს (მეც მათ შორის) არ უყვარს როცა სუფრაზე ზის და არ სვამს. თუ არ გაქვს ამის პრობლემა მოდი და ვეცდებით არ მოგაწყინოთ. შენი სამუშაო გრაფიკი როგორია ისე ანუ რომელ დღეებში და საათებში გირჩევნია?
  21. Saturn დიდხანს გასტანს ეგ აკრძალვა? თუ მალე გადაივლის დაგიცდით თუ გინდა. არადა ისე შემოგვიარე აუცილებლად. მართლა გამიხარდება ძალიან.
  22. Bring back Nelson Mandela, bring him back home to Soweto, I want to see him walking hand in hand with Winnie Mandela - TOMORROW დააბრუნეთ ნელსონ მანდელა, დააბრუნეთ სახლში, სოუეტოში, მე მინდა ვნახო ვინი მანდელასთან ხელიხელჩაკიდებული რომ ისეირნებს. ...ვინი მანდელა ნელსონის ცოლია. ყველაზე პოლიტიკური სიმღერაა. ჰიუ მასაკელას ერთერთი უცნობილესი ჰიტია.
×
×
  • შექმენი...