-
პოსტები
2.789 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
11
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი analgin
-
Siknadmo უი, უი, უი, უი, უი!!!! თფუი ეშმაკს! მე მაპატიეთ.. მეტს აღარ ვიზამ
-
T_A_T მკიდია. ვისაც გინდათ მიაბრალ-მოაბრალეთ. მე ვერავის ვამტყუნებ, ყველა შესაძლებლობის ფარგლებში მოქმედებდა. დამნაშავე ის ხალხია, რომლებიც ფულის გამო ხალხს კლავენ (პოლიცია, სოდ-დ, კუდ-ი, არსოშვილის "შავები") და ამით საზოგადოებას აშანტაჟებენ ან აგვიტანეთ ან 91-ში დაბრუნდითო. ყველამ მშვენივრად იცის, რომ ბუნდღა აღარ დარჩება მათგან რამე რომ იყოს, მაგრამ არაფრის, მათ შორის საკუთარი უკიდურესი გამწარება-გაჭირვებიდან თავდაღწევის ფასადაც აღარ უღირს საზოგადოებას ქალაქში იარაღიანი მუტრუკების ტანტალი. მზად ვართ ავიტანოთ და დავისვათ თავზე ღორის ტილები და სხვა გამოსავალზე ვიფიქროთ. უბრალოდ ძნელია იმ ძალას ებრძოლო სხვა საშუალებით, ვისაც მილიარდობით დოლარის რესურსი აქვს რეზერვში. ვნახოთ, ვნახოთ...ყველაფერი რმერთის ნებაა.
-
Siknadmo კახა გველესიანზე ვამბობ, "ექსპო ჯორჯიას" პრეზიდენტზე. თქვენ რომ პროფაილში სურათი გიდევთ, ნამდვილად თქვენ ხართ? საიდანღაც ძალიან მეცნობით.
-
T_A_T ეჰ, ჩემს სიტყვებზე რო დადიოდეს ხალხი... :eshmak: არა მგონია, თბილისში ეგეთი რამეები აღარ ჭრის. მთავარია ვინმემ რეალური ერთობა და ძალა დაანახოს ხალხს და თბილისში ნაციკებზე სამჯერ თუ არა ორჯერ მეტ ხმას აირებს ოპოზიცია. ერთადერთი, თუმცა ყველაზე დიდი, რეალური და ძალიან საშიში საფრთხე ხალხის ნიჰილიზმი და უიმედობაა. თუ არ გაერთიანდებიან ფიზიკურად დაიკიდებს უმეტესობა და არც მივა არჩევნებზე. ნაცები კი მაქსიმალურ მობილიზებას მოახდენენ ყველანაირი რესურსის, მითუმეტეს თბილისში, რომლისაც სიკვდილივით ეშინიათ და არამი ლუკმასავით აქვთ გაჩხერილი ყელში. ვნახოთ. თუ ჭკუა აქვთ ცოტა უნდა შეაყოვნონ, კარგად მოამზადონ ნიადაგი და არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე მოულოდნელად უნდა დააყენონ ერთიანი კანდიდატი, ეს ისეთი დარტყმა იქნება ნაცებისთვის, ვერაფერს ვერ დაუპირისპირებენ და დროც არ ექნებათ რო შეემზადონ. ეხლა ნაცები ჩალიჩობენ მაქსიმალურად დაქსაქსული ყავდეთ ოპოზიცია და ასე 35-40% აიღონ...გეგმების შეცვლასაც ვერ მოასწრებენ მერე ეხლა არც მინდა რო ვთქვათ ხვალ დააყენონ ერთიანი კანდიდატი კარტები კარგად უნდა დამალონ თუ შედეგი უნდათ.
-
Leo_Nafta Siknadmo ნუ, ეგ ამბავი არასოდეს დამთავრდება რა...რა ზრი აქვს? რა განსხვავება იყო კიტოვანსა და ქობალიას, ჯაბასა და ელიავას შორის? ასე განყენებულად "ყველას დედა ვინც..." არ შეიძლება თქმა. მე მაგალითად ვიცი შემთხვევა, რომ "პიონერთა სასახლეში" ტყიბულის ბატალიონი იყო გამაგრებული, რომელიც გამსახურდიას მხარეს იბრძოდა, გზის იქითა მხრიდან უიარაღო, ხელებაწეული ადამიანი გადმოვიდა (მხედრიონელი), შევიდა და უთხრა: ძმებო, აქაურობას მაინც ნუ დავწვავთ და გავანადგურებთ, ასეთი ადგილი ბევრი არ გვაქვს თბილისში, შევწყვიტოთ სროლაო. იმათ კიდე : ნუ ვესვრით კი არა შენ დედას ასე და ისე, გადაგბუგავთ ყველასო და მიუშვეს წელში აკაემის ჯერი...დიდია ღვთის სამართალი და ის ადამიანი გადარჩა, მართალია სამუდამოდ დაინვალიდდა და ეტლით მოძრაობს, მაგრამ მაინც... ისეთი მხედრიონელიც ვიცი, მუცლით ლიმოკას რო გადაეფარა აფხაზეთში და სხვები გადაარჩინა უვნებლად.... ცხოველიც და კარგი ადამიანიც ორივეგან იყო და სიმართლე რომელ მხარეს იყო ამას ისტორია გამოაჩენს.
-
T_A_T რა ტექნიკური შეძლება უნდა? კაიფობ? უბრალოდ გამოვა მიშა და იტყვის აღარა ჩვენი პრიორიტეტი "თბილისი სინათლის ქალაქი", გზების დაგება და ა.შ. ეხლა დროა რაიონებს მივხედოთ, ქარხნები გავხსნათ, ხალხი დავასაქმოთო და გადაისვრის ამ მილიონებს პერიფერიებში. მე სენ გეტყვი და შეეწინააღმდება პარლამენტი და არ დაუმტკიცებს...აი ატკატები და ფულის ჭამა მერე ნახე შენ. ამას გარდა მიაწვებიან მერე ენერგომარეგულირებლებს, თბილგაზს, წყალკანალს და ა.შ. ტარიფებს გაზრდიან, აღარაფერს ჩამოგვაჭრიან, დაიწყებენ ძალით ჩაჭრებს და ამოღებებს, შეიძლება ერთი-ორი ავარიაც მოახდინონ რომელიმე ქვესადგურზე და შუქების ცაქრობა დაიწყონ. რა ვიცი, ბოლომდე ამათ ბინძურ ზრახვებს და ფანტაზიებს რა გათვლის?
-
Saturn როგორც ადამიანი და ეხლაც ეგრეა. მაშინ როცა მისი კანდიდატურა იყო დაყენებული საპრეზიდენტოდ, ნათლად იყო გაცხადებული, რომ ის იქნებოდა 3-6 თვე, რათა პროცედურულად დაენიშნა რეფერენდუმი ქვეყნის საპარლამენტო მოდელზე გადასვლისა, ამის მერე გადადგებოდა და ინიშნებოდა ვადამდელი არჩევნები. მე ამას ვუჭერდი მხარს და ეხლაც დავუჭერ განხორციელებადი რომ იყოს და არა გრეჩიხას. ეხლაც თუ დააყენებენ გრეჩიხას კანდიდატად, ეხლაც დავუჭერ მხარს. უბრალოდ მაგრად მეცოდება ამდენი ბოღმა და ავადმყოფი ხალხის ხელში. არ მინდა ისევ გაგრძელდეს და გაძლიერდეს მისი ბოლო სიტყვებით ლანძღვა თითიდან გამოწოვილი ჭორების საფუძველზე... ტიპი სახლს ყიდის, რომ ახალდაქორწინებულ შვილს ცალკე სახლი უყიდოს და ამათმა წიტელ პარკში ცამეტი მილიონიო, შვეიცარიაში ვილა აქო, ესაო ისაო. უცნაური ისაა, რომ ოპოზიციონერთა ნაწილი მიშასთან ალიანსში ადანაშაულებს, ხელისუფლება კი რუსეთთან. მაგრად გაიბანძა თავი თავისი მიამიტომით და ვერ მოტვინა რო გულწრფელობა ყველაზე საშიში პოლიტიკაა საქართველოში, ბეწვის ხიდზე სიარულია. ნუ მკიდია, ვისაც გინდათ გააგრძელეთ მისი დაცინვა და ლანძღვა, მე მასთან ჩემი პიროვნული დამოკიდებულება მაქვს და დავიტოვებ უფლებას არ გავითვალისწინო ვინ რა ჭორი მოისმინა და რა ლოგიკური დასკვნები გააკეთა. საკუთარი თვალების და ყურების უფრო მჯერა. მის უახლოეს წრეს ვიცნობ სათითაოდ და ერტად აღებული ყველას და რამე რომ ყოფილიყო პირველი მე გავიგებდი. რაც გინდა ის იღადავე სატურნ. რეაქცია აღარ მაქვს.
-
T_A_T მე რამდენადაც ვიცი, მსოფლიო ბანკის ფულით თბილისში არსებული ინფრასტრუქტურის დაფინანსება არაა გათვალისწინებული, სხვა პროექტებზეა ეგ გაწერილი. თბილისის ბიუჯეტი ცენტრალური ბიუჯეტიდან და ადგილობრივი შემოსავლებით ივსება. მაგალითად 2009 წელს ცენტრალური ბიუჯეტიდან იცი რამდენი მიიღო თბილისმა? 315 300 000 (სამასთხუთმეტიმილიონ სამასი ათასი) ლარი. :baro: http://www.mof.ge/budget/by_year/2009 აქედან ნახეთ მეექვსე თავი და წელს? 521 000 000 (ხუთასოცდაერთი მილიონი) ლარი. :baro: :baro: http://www.mof.ge/common/get_doc.aspx?doc_id=6784 როგორ ფიქრობ ოპოზიციას ამხელა დაფინანსებას გამოუყოფენ?გამორიცხულია!
-
T_A_T კი, მაგაში გეთანხმები. მარა ისე, მიშამ რო ამასაც მაგხელა ბიუჯეტი მისცეს, როგორ ფიქრობ რომც უნდოდეს ამდენი ჩასაფრებული ოპოზიციონერი დაანებებს რამის ჭამას ან უხარისხოდ გაკეთებას? მაგაზე არ ვნერვიულობ. დარწმუნებული ვარ უნდათ არ უნდათ მაინც უკეთესად და იაფად გააკეთებენ ყველაფერს. სამაგირეოდ და სამწუხაროდ იმაშიც ვარ დარწმუნებული თუ ოპოზიცია მოვიდა ხელისუფლებაში იმის მეოთხედ ფულსაც არ მისცემენ რასაც უგულავას აძლევენ სახარჯოდ. ერთერთი მიზეზი ესეცაა რის გამოც ამ თანამდებობას მხოლოდ პოლიტიკური ბრძოლის იარღად განვიხილავ. აზრი არა აქვს ქალაქის განვითარებაზე და ა.შ. ზრუნვას და იმედების დამყარებას. არც ფულს მისცემენ და დათავიანთ გაფუჭებულ საქმეებსაც ამას შეტენიან. ყველას ხო არ გაუშვებენ მერიის აპარატიდან? ხოდა დაიწყებება მერე თავიანთი ეხლანდელი ხელის ბიჭების შაშკის ფიგურებივით გაწირვა ტყაპატყუპით და ყვირილი - აი, ნახეთ ეს რეტროგრადები, მოვიდნენ და ქრთამის აღება და ჭამა დაიწყესო
-
newstudio სათაური ჩაასწორე, ეგ უნდა კიდე შავლეგოს? :D ...და ბოდიში და ტვინი უკანა ტანში ჩამოუცურდათ მაგათ??? ღმერთი დაგვსჯის, რამდენჯერ უნდა ამოთხარონ ის სულგანათლებული??? ცოდვაა! სიცოცხლეში ხომ არ აკმარეს ტანჯვა და მკვდარსაც არ ასვენებენ, უარეს დღეში აგდებენ. ღმერთო, შენ აპატიე ყველა უგუნურს.
-
ეს ბოლო დღეებია არ შეიძლება ყველამ მოხსნას თავისი კანდიდატურა და ერთ საერთო, უპარტიო კანდიდატზე შეთანხმდნენ? ოღონდ გრეჩიხაზე არა. მაგალითად დათო მაღრაძეზე რომ შეაჩერონ არჩევანი რომელი იტყვის უარს და რატომ? უნდა შევთავაზო დღეს
-
T_A_T ძალიან გამიჭირდება იმ შეკითხვების დასმა, რომლებიც შენ გაინტერესებს. იმიტომ, რომ არ გვაქვს დღეს მაგის ფუფუნება, რომ ოპოზიციონერ მერს ქალაქის განვითარების გეგმებზე საუბარი მოვთხოვოთ. მე პირადად ამ თანამდებობას პოლიტიკური ბრძოლის ველზე ერთ ძლიერ იარაღად განვიხილავ და პირადად ის უფრო მაინტერესებს როგორ აპირებს ამ იარაღის გამოყენებას.
-
Siknadmo როგორ არ ახასიათებდათ კაცო, ძალიან იშვიათი გამონაკლისების გარდა მიშასავით თითო დათრობაზე თუ კაიფში ვისაც უნდოდათ იმას მოუტ....ნენ ცოლს, დას ან ქალიშვილს, ან სულაც უბიწოებას დააკარგვინებდნენ, ერთი თვალში არმოსვლა იყო საკმარისი და თავს წააგდებინებდნენ, თვალებს დასთხრიდნენ, მარჯვენას მოკვეთდნენ, სახლ-კარს დაუწვავდნენ და სიცოცხლის ბოლომდე ბნელ და დამპალ დილეგი ჩაამწყვდევდნენ, დაწესებული ბეგარის ზემოდან როცა უნდოდათ, რასაც უნდოდათ, ვისაც უნდოდათ და რამდენსაც უნდოდათ წაართმევდნენ. დასავლური მონარქიებისგან განსხვავებით აქ სასამართლო არ არსებობდა. ბატონის ხოშზე წყდებოდა ყველაფერი, პირდაპირ. newstudio ვერ დაგეთანხმები. ცეკას, რაიკომის მდივნები და ჩინოვნიკები კი ჭამდნენ მუქთად, მაგრამ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა საკუთარი შრომით და ოფლით ჭამდა. იმ დროიდან შეიძლება ასაკის გამო ნაკლები მახსოვს, მაგრამ ის კი მახსოვს, რომ ჩემი ოჯახის წევრები (მშობლები, ბებია-ბაბუა, ბიძები, ბიცოლები) დილის 6-7 საათზე დგებოდნენ რომ სამსახურში არ დაეგვიანათ და საღამოს ძალიან დაღლილები ბრუნდებოდნენ სახლში. მე არ ვთვლი რომ ქართველები ზარმაცები ვართ, უბრალოდ ზომიერება არ გვაქვს და ვართ მაქსიმალისტები. მუქთად ჭამდნენ არა, ალბათ უფრო უფასდებოდათ გაწეული შრომა.
-
გილოცავ! საუკეთესო სურვილებით! T_A_T ვისაც არ გვაქვს დაბდღე ვერ ვეღირსებით ეგეთ საჩუქარს?
-
ეხლა დავფიქრდი და მთელი ისტორიის მანძილზე საქართველომ ვერ იგუა სახელმწიფოს პოლიტიკური მმართველობისა და მოწყობის ვერცერთი ფორმა. საერთოდ ქართველები რადიკალიზმითა და მაქსიმალიზმით გამოვირჩევით: ჩვენში მონარქია ტირანიაში გადადის, მემარჯვენეობა ფაშიზმში, მემარცხენეობა კომუნიზმში და ა.შ. ქვეყნის არსებობის მანძილზე, ყოველ 10-15 წელიწადში ერთხელ მუდმივად იფეთქებდა ხოლმე აჯანყებები მეფის, ფეოდალების, ბატონების, სახელმწიფოს მეთაურებისა თუ პრეზიდენტების წინააღმდეგ; მუდმივად უკმაყოფილონი ვიყავით და მუდმივად ვთვლიდით რომ ვიღაც ჩვენი პირიდან ამორთმეული ლუკმით უშრომლად, არხეინად და უზრუნველად ცხოვრობდა. ერთადერთი ხანგრძლივი პერიოდი (შედარებით) კომუნიზმი იყო, რომელიც გავითავისეთ და ჩვენი უკმაყოფილება თუ არ გაქრა, მაქიმალურად შემცირდა. 70 წლის განმავლობაში მმართველთა მიმართ პროტესტი არ გაჩენილა მანამ, სანამ მმართველობის ფორმა და იდეოლოგია იმდენად არ შესუსტდა, რომ "პერესტროკის" შემდეგ კოოპერატივების, ინდმეწარმეების, შპს-ების სახით დასავლეთიდან კაპიტალიზმისა და მემარჯვენეობის ვირუსმა არ მოიცვა ქვეყანა, ერთი შეხედვით ნელა, თუმცა ისტორიისთვის საკმაოდ სწრაფად, მაქსიმუმ 7-8 წელიწადში. არ იფიქროთ ის დრო და ის იდეოლოგია მიმაჩნდეს ჩვენთვის საუკეთესო, რადიკალურად განსხვავებული დამოკიდებულება მაქვს. მე ის მაინტერესებს რატომ მოხდა ასე და რა იყო ამის მიზეზი? იუზერებო, რაში მეთანხმებით და რაში არა? © ლიცი
-
Siknadmo სოციალურ თემატიკაზე აქცენტს მემარცხენე ძალები აკეთებენ ხოლმე, მემარჯვენეები თავისუფლებაზე აკეთებენ აქცენტს. ალიანსი გამოკვეთილად მემარჯვენე იდეოლოგისაა. ყოველ შემთხვევაში დეკლარირებულად ასეა.
-
Leo_Nafta ზანგი და შავკანიანი სხვადასხვა რამეს ნიშნავს??? იმას თუ ფიქრობ, რომ მაგ პოსტში ჩამოთვლილი ხალხის გვერდზე რომ ვიხმარე ეგ სიტყვა, ამით მე მთელ რასას შეურაცხყოფა მივაყენე, შეიძლება მართალი ხარ ასე რომ შენ რო მართლა გაღელვებდეს რასიზმის პრობლემა, მანდ მაინც არაფერია მაგდაგვარი
-
თუ ამაზე დათანხმება გენიოსობაა, მეც გენიოსი ვარ! ვაშაა! არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ პუტინი დასავლეთის ჩანერგილი აგენტია და რუსეთს აშშ მართავს, მაგრამ დასავლეთი რომ რუსეთის მიზანმიმართულ გახრწნა-დაქუცმაცებას ახორციელებს უკვე ათწლეულებია, ამას მხოლოდ ბრმა არ დაეთანხმება, მაგრამ იმ მოსაზრებას, რომ რუსეთსა და აშშ-ს შორის არანაირი დაპირისპირება არ არსებობს, ორი ხელის აწევით ვეთანხმები და არა იმიტომ, რომ რუსეთი არ უპირისპირდება აშშ-ს, არამედ ვერ უპირისპირდება. რუსეთი აგერ უკვე რა ხანია, წლიდან წლამდე ღარიბდება, სუსტდება და ცოტავდება (ბოლო ოც წელიწადში რუსეთის მოსახლეობა ათი მილიონით შემცირდა). აშშ-სთან კი არა ჩინეთთან და თურქეთთან ვერ გაბედავს დაპირისპირებას რამე რომ იყოს... ნატო-რუსეთის ერთობლივი წვრთნები, ერაყში არჩარევა, ავღანეთში არჩარევა, ირანსა და ჩრდ. კორეაში ამერიკული პოლიტიკისთვის კვერის დაკვრა, ესენი არ კმარა იმის დასამტკიცებლად რომ ვერავითარი დაპირისპირება ვერ იარსებებს მათ შორის? მარა რა აზრი აქვს? სატურნს და ფრიდრიხს ალბათ გულწრფელად სჯერათ მიშას ნაბჟუტურების, რომ თურმე ავადსახსენებელ აგვისტოში წკიპზე იყო და მესამე მსოფლიო ომს იწყებდა აშშ ჩვენს გამო, თურმე ნუ იტყვით და ბუში და რამსფელდი ბჭობდნენ როკის გვირაბი ავაფეთქოთ თუ არაო... ჩვენი ხსნა განათლებაში და ეკონომიკაშია, ასე თუ ვაიძულებთ ვინმეს პატივი გვცეს, თორე მილიტარისტული....ნიგერია 150 მილიონია და უზარმაზარი ნავთობის საბადოები აქვს, მაგრამ უღატაკესი და უსუსტესი ქვეყანაა, რადგან მილიტარისტული ქვეყანაა და მათაც კლანები მართავენ ცვენსავით...ზანგი ვანოები, გივიები, კოდუები, ახალაიები, კეზერაშვილები და ადეიშვილები ყავთ
-
newstudio იმედია პრესისთვის დახურულია ეს შეხვედრა...ნუ ძირითადი ნაწილი მაინც. თავიდან გააშუქონ თუ უნდათ ერთი 5 წუთი საიდუმლო და სათათბირო კი არაფერია, მაგრამ პრესის გარეშე ყოველთვის უფრო უშუალოა ხოლმე საუბარი. თან მე პირადად ისეთ საკითხებზე შეიძლება ველაპარაკო პრესას არც დააინტერესებს და არც ირაკლის მოუნდება ამაზე პრესასთან საუბარი. დღისით რაღაც შეხვედრა მაქვს უცხოელებთან და თუ ძალიან არ გამიჯანჯლეს, აუცილებლად მოვალ!
-
ღმერთო შენ გვიშველე, ეს რა ქადაგად ყოფილა დავარდნილი...
-
Saturn მე შენ გკითხე. შენ თქვი "იმ შუაშია რომ ბევრი ახლანდელი ოპოზიციონერი იღებდა მონაწილეობას სახელმწიფო გადატრიალებაში."-ო. თემის ავტორის აზრი საერთოდ არ მაინტერესებს.
-
T_A_T ეგ სატურნს მოუყევი, მე რად მინდა Saturn რემბო არაფერ შუაშია. როცა გაირკვა ვინ ვინ ვიყავით, იცოდნენ ერთი გადაბრუნებული სიტყვა და ამ ქალაქში აღარ დაედგომებოდათ. აი მაგ სასტავზე დგას მიშა, ეგენი არიან ის ცნობილი 7 ნოემბრის შავები, ზურა არსოშვილი ხელმძღვანელობს მაგათ. ბინები აქვთ ნაქირავები, რომლებიც ვიცი, სამსახურივით დადიან მაგ ბინებში ყოველ დღე და საშუალოდ 1000$ აქვთ ხელფასი. ეეჰ, სატურნ, სატურნ...
-
Saturn რომელი? იმაზე ბევრი ნამდვილად არა, რამდენიც ხელისუფლებაში. ნიკა რურუა, კაკო ბობოხიძე, გივი თარგამაძე, გოკა გაბაშვილი, გიგა ბოკერია, ლევან რამიშვილი, გოგი ლიპარტელიანი, დილარ ხაბულიანი, მერაბ სამადაშვილი... და ოპოზიციიდან ვინ? გოგა ხაინდრავა მარტო? რომელიც სხვათაშორის ციხეში იჯდა და ვერ მოაწყობდა ვერაფერს?
-
T_A_T ეგ ჩემი დადებული ვიდეოა, სწორედ 2008 წლის 5 იანვრის არჩევნებზე ვაჟა-ფშაველას ერთ ერთ საარჩევნო უბანზე და სწორედ კარუსელის სასტავია მანდ ჩანს უბანიც და ყველაფერი. სამწუხაროდ სანამ ჩემი მანქანა იმ მანძილზე მიუახლოვდა მაგ მარშრუტკას რო გადაღებას შევძლებდი (მობილურით ვიღებდი) ბოლო გამყალბებელიც ჩამოვიდა მაქედან, მძღოლი სახეს მალავს. მანდ დიდი გაწევ-გამოწევა მოხდა მაგაზე. ჯერ სამი მანქანა ნაციონალი ყოფილი ძველი ბიჭები მოვარდნენ იარღებით და მთელი ამბებით, მარა მერე ერთი ადგილი რო ვერ მომჭამეს გამოიძახეს პატრული, ეგ მარშრუტკა გააპარეს და მე მტენიდნენ ხულიგნობას ეგეთი მარშრუტკა კიდევ 4 დავაფიქსირეთ საბურთალოზე, მარა რო ნახეს რო დაიწვნენ, საარჩევნო უბნიდან 100-150 მეტრის დაშორებით აჩერებდნენ და იქ გადაღებული მასალის დადებას აზრი არა აქვს. ამაზეც "ღადაობს" სატურნი და იმაზე რას იტყოდა?
-
მაგარი ინფორმატიული სათაური აქვს თემას... ან საერთოდ რაზეა თამა ვინმე ამიხსნის? რა შუაშია "ოპოზიცია თუ..." იმ ყველაფერთან რასაც ეს არსება წერს?