-
პოსტები
2.789 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
11
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი analgin
-
ტყიბულის მაღაროში მომხდარი აფეთქება მსხვერპლით დასრულდა
analgin replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
prologic არ გაერთიანებულა ჯერ. თუმცა უკვე ერთი წელია იგეგმება. ჩემი ბავშვობის უახლოესი ძმაკაცია ტექ ზედამხედველობის უფროსი. ეხლა დაინიშნა 1 კვირის წინ. იქაა ეხლა. ხვალ გვიან ჩამოვა... გაძლიერდება მალე იმედია. დღეს ველაპარაკე კაკრაზ და საქმის კურსში ვარ რო არ გაერთიანებულა, რადგან მანამდე არქმშენ ინსპექციის უფროსის მოადგილე იყო ის ჩემი ძმაკაცი და დღეს ვკითხე ზუსტად მაგაზე. -
50% გადაწყვეტილი მაქვს, რომ მეც უგულავას ვაძლევ ხმას! ან საერთოდ არ მივდივარ არჩევნებზე. არ ვხუმრობ!
-
დავრეგისტრირდეთ და ბოიკოტი გამოვუცხადოთ სოჭის ოლიმპიადას
analgin replied to shamili's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
სამი იმეილი მაქვს და სამივეთი მივეცი ხმა -
მე მხოლოდ ორ რამეს გავაკეთებ ამ არჩევნებზე: ან საერთოდ არ მივალ ან მივალ და უგულავას მივცემ ხმას! ყველა ვარიანტში ალიანსს ვაბრალებ ყველაფერს. არ უნდათ ჩემი და ხალხის აზრის გათვალისწინება? - დაე ისე გაფარჩაკდნენ თავი აღარ გამოეყოფოდეთ არსად!
-
ნიფო რატომ ვერ მიაღწევ ფეხით? შენი სახლისკენ მიმავალი გზა არ იცი? :nekro: მოდი მაგის მსგავს ალეგორიას მივყვეთ მაშინ: A პუნქტიდან B პუქტისკენ მიემართებიან ჟან კლოდ ვან დამი, ჯეკი ჩანი და ბრიუს ლი ვან დამი ფერარის საჭეს უზის, ჯეკი ჩანი ლენდ როვერის, ბრიუს ლი კი ფეხით მიდის. ვინ უფრო მალე მიაღწევს B პუნქტს? თუ გზა კარგად დაგებული ასფალტისაა - ვან დამი; თუ ტყეში, მთაში ან უდაბნოში გადის - ჯეკი ჩანი; მაგრამ თუ გზა კლდიდან ჩამოცვენილი ლოდებით, ადიდებული მდინარის მიერ მოგლეჯილი და გამორიყული ხეებით, ღვარცოფისგან მოტანილი ტალახით და ქვა-ღორღითაა ჩახერიგილი ბრიუს ლი ყველას აჯობებს. ასე არაა? ხოდა, ქვეყანაში შექმნილი ამჟამიდნელი სიტუაცია, სხვაზე რომ არ ვიდავოთ დაუსრულებლად, პოლიტიკური მაინც, სწორედ ისეთ გზას წააგავს, რაც ზემოთ ბრიუს ლის გამარჯვებით დასრულებულად მივიჩნიეთ. რესპუბლიკელები და ალიანსი კი გვიმტკიცებენ, რას ამბობ ფერარითი ჯობია წასვლა, 350 აქვს სიჩქარე, ჩვენ გავიმარჯვებთო. ფერარი (დამოუკიდებელი და არა ერთიანი კანდიდატი) სწორ და გატკიცინებულ გზებზე (ცივილიზებულ, განვითარებულ და დემოკრატიულ ქვეყნებში გამართულ არჩევნებში) სასიარულოდაა სწრაფი, ძლიერი და ნებისმიერ შეჯიბრში ფავორიტი. დამეწყრილ რაჭის გზებზე ვერ იქროლებთ ფერარით, ვერც ადიდებული მდინარისგან გზაწართმეულ კოდორში აინავარდებთ ზუგდიდიდან. მერე ქუნემ თბილისშიიი, ჰავლაბრიდან სოლოლაკშიც ვერ მიასწრებთ მაგ თქვენი ფერარით ჩემ მეზობელ ტაქსისტ ლოვასა, რომელიც ყოველ დილას თავის გაზ დვდცატჩეტირეს ტუფლის საწმენდი გუბკით აპრიალებს. რაც არ უნდა ნიჰილზმად ჩამითვალოთ და მაგრად მეკამათოთ, თუ არჩევნები პოლიტიკურ ძალთა ასეთი კონფიგურაციით ჩატარდება ჯერ არნახული გაფარჩაკება ელის ოპოზიციას, მაქსიმუმ 20% აიღოს მათგან საუკეთესომ, სამაგიეროდ ღიღი' აიღებს 60%-ზე მეტს. მერე კარგად მეყოლეთ, კაი ტანგა-ტრუსიკივით ამოიჩრიან ნაციონალები მთელს საქართველოს. ...მოგინდებათ და მოგენატრებათ მერე "ჭექა-ქუხილი"
-
vitaminC ოოო?! ფორუმი და გაჩეჩილაძე სუფრასთან გამიგია მე. მაგათ პოლიტიკურ ძალებად არ მივიჩნევ საერთოდ.
-
1. თორთლაძე, ედპ, ქდმ 2. ნაციონალური მოძრაობა, ოქრუაშვილი, ბურჯანაძე, ნოღაიდელი 3. ლეიბორისტები, კონსრვატორები, დავითაშვილი, ჯონდი, მე თვითონ, მაისაშვილი, კოკო 4. ახლები, მრეწველები 5. რესპუბლიკელები, ალასანია, სალომე ეს ჩამონათვალი სპეციალრად დავნომრე. თუ რა ნიშნით გავაერთიანე სუბიექტები და რომელ სტრიქონში ამას მომდევნო სიაში ჩამოგიწერთ. მერე კი უფრო დაწვრილებით ავხსნი: 5. ნორმალურები 4. ცუდები 3. უარესები 2. ########## 1. ########## ზემოთა ნუსხიდან პირველები ამაზრზენ და გულისამრევ პოლიტიკურ მეძავებად მიმაჩნია, რომელთაც არანაირი ღირებულება და პრინციპები არ გააჩნიათ. მე როგორც ვიცი რუსეთში არსებობს ხალხის კატეგორია, ავღანეთში ნაომარი, გაბომჟებული ლოთებისა, რომლებიც სულ რაღაც 500$-ად ნებიმიერ მკვლელობას შეასრულებენ, თუ მაგრად შეევაჭრე და თან "ზაპოიც" აქვს 200$-ადაც გამკეთებლები არიან. ხოდა მათგან ვერაფრით ვანსხვავებ "###########", კაპიკებში გაყიდიან ქვეყანასაც, ოჯახსაც და მეგობრებსაც. რასაც გინდათ, ვის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდაც გინდათ იმას იტყვიან. მეორენი ამათ იმით სჯობიან, რომ უფრო ძვირად ფასობენ. ესენი პროფესიონალი "ნაიომნიკები" არიან, დიდი "სტავკები" აქვთ და გაცილებით დახვეწილი მეთოდები. თუმცა აქლემის ქურდის და ნემსის ქურდის არ იყოს, ესენიც ამოსაძირკვებად და გადასაშენებლად მიმაჩნია ერის განსაწმენდად. მესამეებს ზედა ორისგან ის განასხვავებს, რომ თავისი ბოდიში და "ზაიობები" აქვთ, რომლებიც გარკვეულწილად პრინციპებად და წესიერებად აღიქმება (ვისგან როგორ და ვისთვის როგორ). თუმცა უბიწონი არ არიან და შიგა და შიგ, თავის სარჩენად, კაცს არ კლავენ, მაგრამ სამაგიეროდ მაზიანზე დედიმისის შეუძლიათ მიირთვან მათლაფიდან. ეს სამნი, ცალკე აღებულნი ან მხოლოდ ერთმანეთთან ბლოკ-ალიანსით ჩემს საარჩევნო ხმას ვერასოდეს მიიღებენ. მეოთხეებს თითქოს ყველაფერი თავის ადგილას აქვთ - პრინციპულობაც არაერთხელ გამოუვლენიათ თავისი საქმით იმ კურსიდან არ გადაუხვევიათ, რასაც სიტყვით ამბობენ, ყიდვიტაც იქით თუ იყიდიან ვინმეს, თორემ მათი ყიდვა ძნელია. ფული და ოქრო საკმარისად აქვთ ნანახი და თვალს არ ჭრით. სამაგიეროდ მათ კლანური მმართველობის და კორუფციისკენ აქვთ მიდრეკილება. მათ იმიტომ არ დავუჭერ მხარს, რომ ეს იქნება იმ ფილმის ნახვა, რომელიც ნანახი მაქვს და საშინლად არ მომწონდა (შევარდნაძის დროის). მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგეს ამ სადო-მაზოხისტური ინცესტ-პორნოს ნახვას ანუ სიის პირველი სუბიექტების და თანამედროვე დროის რეჟიმს და მათ მოიწინააღმდეგეთა და "მოწინააღმდეგეთა" ნაწილს ისევ ის ძველი ყელში ამოსული ინდური ფილმები მირჩევნია. აი მეხუთეები არასოდეს გასვრილან (არ გაყიდულან), ყოველთვის პროგრესულად აზროვნებდნენ და ძირითადი პრინციპებისა და იდეებისთვის არ უღალატიათ. თუმცა ძალიან ბევრი შეცდომა ქონდათ, მეტ-ნაკლები სიმძიმეებისა და ამიტომ კარგს ვერ დავარქმევ, მივიჩნევ ნორმალურად და ამიტომ იყო ერთადერთი ძალა, ვისაც არჩევნებში მხარს ვუჭერდი, მაგრამ... ბოლო ორი წლის განმავლობაში ტალახიან ციცაბო აღმართზე ასვლას ცდილობენ 0.5 კუბატურის, უკანა გამწევ თვლებიანი და განიერი გაცვეთილსაბურავებიანი ავტომანქანით. არც სხვა მანქანაში გადაჯდნენ, არც გადმობრძანება და ფეხით ასვლა იკადრეს და სიმართლე რომ ითქვას არც მაინცდამაინც ტარება იცოდნენ კარგად. ეხლა საერთოდ ბენზინი უთავდებათ და გარეთ ბნელდება. გადმომიშვით, ფეხით მივდივარ! მთელი ღამე, ტყეში, მანქანაში გათევას მირჩევნია ცოტა დავსველდე, სამაგიეროდ მერე აბაზანა მივიღო, ვივახშმო, მერე კი ლოგინში ჩავწვე, ტელევიზორს ვუყურო და ისე დავიძინო.
-
ძუკუ ეგ მხოლოდ საბაბია მიშა ბატონო. კარგად ვიცი და დარწმუნებული ვარ რატომ არ უნდათ გაერთიანება რესპებს.
-
ამის დედა ვატირე რა, ალიანსის იდეა არ იყო სოციოლოგიური კვლევები ჩავატაროთო???
-
ძუკუ ნებისმიერი გზის მომხრე ვარ ერთიანობისთვის და ამ რეჟიმის მოსაშორებლად და ის გზა რომელასც ალიანსი გვთავაზობს საერთოდ ვერაფერს შეცვლის. უფრო სწორად შეცვლის - კიდევ უფრო და ძალიან დიდი ხნით გაამტკიცებს ამ ხელისუფლების ბოგინს და "ჭექა-ქუხილი" თუ მოსახდენია ალიანსის გარეშეც მოხდება.
-
ლ ი ც ი არც უნდა ეკაიფონ რამაზ? დასაცინები კი არა საგინებლები არიან უკვე! განსაკუთრებით ალიანსი.
-
gია თორთლაძემ რუსეთუმეებს გული გაუხეთქა
analgin replied to shamili's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
shavlego91 ეგ ჭეშმარიტი ფაქტები კი არა ჭეშმარიტი აბდაუბდაა და ბევრი ისეთი ტყუილი წერია არათუ ფაქტად, არამედ ვერსიადაც ვერ მიიღებს ადამიანი. რა შუაში არიან შენს მიერ ჩამოთვლილი პოლიტიკოსები ან გია ჭანტურიას მკვლელობასთან, ან შოთა კვირაიასთან, მითუმეტეს შენი დეიდაშვილის თავს დამტყდარ უბედურებასთან? თან რომ იცოდე მიშა სააკაშვილი 1995 წელს ჩამოვიდა საქართველოში აშშ-დან და ეგრევე შევიდა მოქკავშირში და პარლამენტში. 1995-1998 წლებში იყო პარლამენტის საკონსტიტუციო და იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტის თავმჯდომარე. 1998-99 წლებში - ფრაქცია საქართველოს მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარე. 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში სააკაშვილმა კვლავ მოიპოვა დეპუტატის მანდატი "მოქალაქეთა კავშირის" სიით. გაჩეჩილაძე კი პარლამენტში 1999-2002 წლებში იყო და ისიც მის მიერ დაარსებული "ახალი მემარჯვენეების" სიით, უფრო სწორად ვაკის მაჟორირიტარ დეპუტატად. -
მორჩა! მე იმედი, ალიანსმა კი ჩემი, ჩემი ოჯახის, ჩემი მეგობრების და ახლობლების ხმა დაკარგა! თუმცა არც სხვა რომელიმე კანდიდატს დავუჭერ მხარს. ხვალიდანვე ვიწყებ მზადებას საქართველოს დასატოვებლად. უკვე მეზიზღებიან რესპები.
-
მდაა... ვისაც რა გინდათ თქვით, მაგრამ კობა დავითაშვილი და ზვიად ძიძიგური ცხოვრებაში პირველად ამაღლდნენ ჩემს თვალში. არ ვიცი ამ ნაბიჯს ღირსების, ჭკუის თუ ვაჟკაცობის გამოვლინებად ჩავთვლით, მაგრამ რაც არის აშკარად რესპებზე და ახლებზე მეტი აღმოაჩნდათ. ჩემგან მხოლოდ მადლობას იმსახურებენ, რომ ვიღაც-ვიღაცეებივით უშნოდ არ იბრიქებიან და იაზვობენ და შეურაცხყოფა-ბრალდბებიც (მათ შორის უსამართლოებიც) ჩაყლაპეს და ისევ თვითონ გადმოდგეს ნაბიჯი ერთიანობისკენ. გვერდზე თემაში წერია სოციოლოგიურ გამოკითხვაზეც უარს ამბობს ალიანსიო. ეს თუ მართლა ასეა, არც ამ და არც აღარცერთ არჩევნებში ჩემ ხმას ვერ ეღირსებიან!!! უსინდისო ღორები ყოფილან, საკუთარ ინიციატივაზეც კი უარს ამბობენ, ოღონდ არავის არაფერი გაუნაწილონ. დედა ეტირებათ ეგრე და მომავალი არ აქვთ! სულ ესენი როგორ უნდა ანგრევდნენ ერთობას? ძალიან გამაღიზიანებელია უკვე რა. პატივსაც აღარ ვცემ.
-
მიშას და ვანოს დუმილი ნოღაიდელთან დაკავშირებით მართლაც იმდენად საეჭვოა, რომ აღარ ვიცი რა ვიფიქრო. ერთი კომპრომატი არ ამოუგდიათ მასზე აქამდე. არადა მისი და ენერგოპროს ურთიერთობის შესახებ მთელმა თუ არა ნახევარმა საქართველომ იცის. ძალიან ბევრი მილიონი აქვს ნაშოვნი ჰესებზე... მიშას შეგდებული რო იყოს მთელ ოპოზიციას ესე იავნად ვერ აჭმევდა, არც ისეთი სულელები არიან, ბოლო-ბოლო მართლა ათას ####ზე არიან გადამხტარები არადა, ლოგიკური იქნებოდა. მაგრამ მეორე ლოგიკა მკარნახობს, რომ ნოღაიდლეს რაღაც ისეთი ბომბა კონტრკომპრომატ(ებ)ი აქვს რეზერვში გადანახული, რომ ნამეტანი უფრთხიან. ამ ორივე ლოგიკას კი ის მინგრევს და მაბნევს, რომ ერთი ცალი წიკლაური და ხერხეულიძეც არ გამოერია მთელს კომპარტიაში, რომელიც მას დაგესლავდა და რუსთავი2-ს ვინღა ჩივის, რეალთV-იც კი არ აკეთებს მის გასაშავებელ არცერთ სიუჟეტს. კაი, ვთქვათდა კომპარტია შეგუებილია მარცხს და რეჟიმ ჩეინჯს და იმიტო არიან ჩუმად -რა იცი ხელისუფლებაში მოვიდეს და დაგვიფასდეს დუმილი, აღარ დაგვიფრინოს, იქნებ ძვალიც გადმოგვიგდოსო. ამ ჩემის ტელევიზიებს რაღა კრაზანამ უნესტრათ??? არჩევნებს ელოდებიან და ბოლოში ინახავენ "ტკბილ ლუკმას" ვითომ? მარა თან ეს რო არ მონაწილეობს არჩევნებში? კაროჩე რა...!
-
prologic კი. ქართულია. 100%. დამფუძნებლებიან-მეწილეებიან-არქიტექტორებიან-ინჟინრებიან-პრარაბებიან-მუშებიანად. უბრალოდ იქ ალბათ ადგილობრივ მუშებს აიყვანენ უმეტესობას. ჩვენი ხელისუფლებისგან განსხვავებით იქ ტენდერის ერთერთი პირობა იყო ეგ. მეც ძალიან ახლო შეხება მაქვს მაგ კომპანიასთან მთავარი ინჟინერი უკვე იქ არის ორი კვირაა. ამჟამად აზომვითი სამუშაოები და სხვადასხვა კვლევა-დაგეგმარებითი სამუშაოები მიმდინარეობს. რაც მთავარია ტენდერი მოგებულია უკვე ოფიციალურად.
-
100%-ით ვეთანხმები ალოს! ეს რა შანტაჟია და ვაბშე რა ისწავლეს ამ ჩემისებმა??? ტელეფონი არ იციან ერთმანეთის თუ ოფისის მისამართი? მიდი და ლიჩნად მოთხოვე თუ რამე გინდა, სხვა შემთხვევაში ეგ არის შანტაჟი და ვინუჟდენში ჩაყენება. მე მგონი გრძნობენ რო ოფსაიდში რჩებიან და იგივე მეთოდით ცდილობენ ალასანიას გადმობირებას თუ დატოვებას, რა მეთოდითაც თავის დროზე დანარცენმა ოპოზიციამ აიძულა ალასანია დალაპარაკებოდა. "ან თქვი რო მარტო ჩვენთან ხარ ან არა და ჩვენ არ დაგიჭერთ მხარს". მაგრად მეცოდება ამათ ხელში ალასანია. ვაააჰ, ბიჭო, ესენი ვინ არიან??? მივა საქმე გაერთიანებამდე და პირველი ამათ უნდა დაიწყონ ყვირილი : ამას ვემიჯნებით, იმას ვემიჯნებით, ესა, ისა...დაყეთ რა! ავი ძაღლები ხართ სუფთა. თფუ!
-
პ.ს. გრეჩიხები+პრაიმერისტები+ალიანსი, როგორ ფიქრობთ ასე უფრო რეალური არაა გამარჯვება არჩევნებში? ელემენტარნო ვატსონ. მარა აღარ მეიმედება ამ რესპების. დაბლოკავენ ეგენი ნებისმიერ ერთიანობას. დიდი მადა აქვთ ნამეტანი.
-
prologic ვიცი რომ არ ეშველება. ბოლოს საერთოდ ისეთ რაღაცას შევასკდი შუბლით, რომ საბოლოოდ დავრწმუნდი აქ გასაქანი აღარაა, მერე მოგიყვები პირადად. მაგიტომაც გადავწყვიტე წასვლა. ამათი გიჟი, ოხერი, ავი და ღორი დედაც ვატირე, ისეთი ხალხი შემომყავდა რამდენჯერმე და იმხელა ინვესტიციებს სდებდნენ ყველა ნორმალური ქვეყანა რო ინატრებდა, მარა ვინ შემოგიშვა? არა, ვანოს, ადეიშვილს და ეგეთებს უნდა მისცე საუკეთესო შემთხვევაში 49% რო შემოგიშვან. მომიწევს ეხლა საქართველოს ნაცვლად სხვა ქვეყნები ვასარგებლო. იმის ნაცვლად ქართველს ეყიდა რაღაც ორჯერ იაფად, ეხლა ევროპელს უნდა ვაყიდინო, იმის ნაცვლად ქართველებს ემუშავათ და ოჯახი შეენახათ, ეხლა შუააზიელებმა უნდა იმუშაონ...და ქართველებს რა? სააკაშვილის ბენზინი, ადეიშვილის სპირტზე ჩამოსხმული არაყი, ღრანჭიანი გივიას მყრალი პაპიროსები და ვანოს შაქარ-მარილ-ზეთ-მაკარონ-ბრინჯ-ტკბილეულ-საპონ-სალფეთქ ყველაფერი ორჯერ ძვირად, არა სამსახური, არა თავისუფლება. იმენნო უსამართლო ქვეყანაა რა! აქ ყველა სამშენებლო ტენდერს არსი იგებს და ერთმა კომპანიამ (არ დავასახალებ) რომელიც აქ არ გაახარეს, რომელსაც ათჯერ მაგარი პროფესიონალები ყავს და გაცილებით ნაკლები ხარჯვა აქვს ეხლახანს ორი ტენდერი მოიგო უზბეკეთში. ერთი ჯენერალ მოტორსის ქარხანა უნდა ააშენონ. მეორე ბამბის ქარხანა, სადაც 14 000-მა ადამიანმა უნდა იმუშაოს. ორივე ტენდერში რამოდენიმე ასული სამშენებლო ფირმა მონაწილეობდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, იმიტომ, რომ საერთო ჯამში სამ მილიარდამდე ინვესტიცია იდება იმ ქარხნებში და წარმოიდგინეთ რამხელა შეკვეთებია. ვაი, თქვენს პატრონს თქვე ღორებო! და ვაი, ჩვენს პატრონს, უბედურს, ქართველებო! ეს ვის ხელში ვართ? P.S. თან უძახონ ეხლა უზბეკეთს პრორუსული დ არადემოკრატიული ქვეყანა და ქე ჩაატარეს გამჭვირვალე ტენდერი და არათუ არავის დაუკრიშავს, ნაცნობობაც არ ქონიათ ამ კომპანიასთან. იქ მცხოვრებმა ახლობელმა მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ ესეთი ესეთი ტენდერი ტარდება და იქნებ სცადოთო.
-
georgekh13 კეთილგონიერება სწორედ ისაა, რომ კეთილად გადასწყვიტოს საქმე, თორე თუ საქართველოს დაშლა-დაქუცმაცება უდევს გუმანში და სპეციალურად, თანაც რუსის დავალებით აკეთებს ამას, მაგას რანაირადღა ერქმევა კეთილგონიერება? აი, მოვა 30 მაისი და გამოაჩენს დრო ვინ ვის თამაშს თამაშობს. მეტი არ მინდა ნეტა კი დამტკიცდეს მიშას რუსი უდგას გვერდში, აი, მაშინ კი ვეცდები ავისრულო ჩემი დიდი ხნის ოცნება და მის გაკეთებულ რომელიმე დიდ შადრევანთან მთელი ძალით ამოვარტყა პანღური.
-
პატრიარქმა ემიგრანტებს სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდა
analgin replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ლ ი ც ი რა თქმა უნდა პატრიარქს სტკივა ქართული მიწა. ის ყველაზე კარგად ხვდება, რომ თუ ასე გაგრძელდა საქართველოს განადგურების და გაქრობის დრო შორს არ არის. სამწუხაროდ ამას ყველა ხვდება, მაგრამ ნაწილს (ხალხს) სხვა გზა არ აქვს და ნაწილს (ხელისუფლებას) ფეხზე კიდია, იმიტომ, რომ რახ მეტია ხალხი, მით ნაკლებია წინააღმდეგობა (მითუმეტეს ევროპანანახი ხალხი, სადაც ხელფასის მომატების გამო ქუჩებს ლეწავენ და მანქანებს წვავენ) და ამაზე გემრიელადაც ითბობენ ხელს. მე უკვე ვთქვი ერთხელ: აღარ მესამშობლოება ასეთი ქვეყანა. -
ბადრი_წიქორაძე კი, ბატონო, გეთანხმებით, რომ ერთი კამერით და ენთუზიასტი ჟურნალისტებიტაც შეიძლება საქმის დაწყება, მაგრამ ეგ ყველაფერი სრული ხარჯების მხოლოდ მცირე, პრაქტიკულად უმნიშვნელო ნაწილია. ძალიან დიდი და ძლიერი სერვერია საჭირო გამართული სტრიმინგის უზრუნველსაყოფად, სამონტაჟო პულტის გარეშეც პრაქტიკულად წარმოუდგენელია მუშაობა და კიდევ ათასი დეტალია. მე ნანახი მაქვს პროექტი და საკმაოდ გრძელი ნუსხვა იყო იქ. newstudio-ს ჰქონდა ხელთ და თუ კიდევ აქვს, მოგწერთ ალბათ. მხოლოდ ელემენტარული და აუცილებელი რაღაცეები ეწერა მაგ პროექტში, ზუსტადაც ერთი კამერის და უხელფასო ჟურნალისტების გათვალისწინებით და დაახლოებით 18 000$-ზე იყო იქ საუბარი, რამდენადაც მახსოვს. მოკლედ, დეტალები ნიუსტუდიოს უკეთ უნდა ახსოვდეს.
-
რუსული შიშები ფაშისტური აფხაზეთის მოძლიერების შესახებ
analgin replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ჭანო ავხსენი უკვე წინა გვერდზე. წაკითხვა დაგეზარა თუ უბრალოდ არ მიგაჩნია სათვალავში ჩასაგდებ არგუმენტად? დავამატებდი, რომ მაგისთვის ზუსტი სახელის დარქმევა ძნელია, მაგრამ დაახლოებითი იმით ვჯობივართ, რითიც საბჭოთა კავშირის მოსახლეობის 80%-ისთვის სჯობდა კოკა კოლა კვასს, საბრინა ალა პუგაჩოვას და ადრიანო ჩელენტანო ბუბა კიკაბიძეს -
ბადრი_წიქორაძე ძალიან დიდი სურვილი აქვთ და საერთოდ მაგ იდეით დაიწყეს, მაგრამ გარკვეული თანხები სჭირდება და მაგდენი რომ არ აღმოაჩნდათ საქმის ფორუმით დაწყება გადაწყვიტეს. კამერები, სამონტაჟო აპარატურა, ყველა სხვა საჭირო ტექნიკა, სტუდიის მოწყობა არ არის პატარა თანხებთან დაკავშირებული. ეს ფორუმი მაგასთან შედარებით კაპიკები დაჯდა.
-
Saturn ეეე, მანდ ფული იმიტო შეხვდა რო კინოა და მთავარი გმირი იტოგში ჩერესჩურ დასტოინი ტიპი უნდა გამოვიდეს, მითუმეტეს ვესტერნში. თორე ცხოვრებაში ეგეთ სიტუაციაში რომელი შეიარაღებული ბანდიტი ვის, რას და რამდენს შეახვედრებს კი ვიცით მე და შენ.