-
პოსტები
2.789 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
11
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი analgin
-
Private Nodari საკუთარი ტყავის რა გითხრა, მაგრამ ალბათ მეც მომიწევს სადმე გადახვეწა. ჩემი ემოციური ხასიათის ამბავი, რომ ვიცი შემომაკვდება ვინმე და მერე მთელი ცხოვრება უნდა ვინანო, ხორცები ვიჭამო და კედელს ვურტყა თავი. არ შემიძლია ქართველს ვესროლო...
-
Siknadmo ღმერთმა ქნას და ღმერთმა გისმინოს, მაგრამ მე ის ვიცი, რომ ამ ხელისუფლებას რამოდენიმე ათეული მილიარდი შავი ფული და უახლესი შეიარაღება უმაგრებს ზურგს. ისიც ვიცი, რომ სწორედ ამ მილიარდებს შეაკვდებიან და არაფრით დათმობენ. გამოსავალი კი რა დარჩა. აბა, გამოიცანი ვინ მისცემს ფულს და იარაღს ოპოზიციას? რატო მიიყვანეს აქამდე საქმე? რამ გააღორათ და დააბრმავათ?
-
Private Nodari მართალი ხარ ნოდარ. სამწუხაროდ. ისე, გამოსავალს ხედავ რამეში?
-
საშინელ ხასიათზე ვარ. არ მინდა რომ ცხოვრება ისევ თავიდან დავიწყო... 91-ში (რაც "ოცი წლის წინ"-ში ვიგულისხმე") წინ მე 8 წლის ვიყავი...მას მერე საქართველო სულ დანგრეული და გაუბედურებული მახსოვს. ეხლა ცალკე შევარდნაძემ მშვიდობა და სტაბილურობა (მეტ-ნაკლებად) მოგვიტანეს, ცალკე მიშამ ფერადი ნათურები დააყენა და სახლები შეღება. ამ ყველაფერს 20 წელი დასჭირდა და არ მინდა დრო ისევ გადაიწიოს და კიდევ ერთი 20 წელი დაგვჭირდეს იგივე წერტილამდე მოსასვლელად. უბრალოდ ამის წინამორბედის დროს ასე თავზე არ გადაუჯვიათ მართლა. ეს უკვე კატასტროფაა. ყველაფერი გაინაწილეს ამ ვირიშვილებმა და დანარჩენები მხოლოდ მონებადღა ვჭირდებით. ქართველები მართლა თურქმენები არ ვართ და ამას ვერ შევეგუებით. ეს იცით ყველამ. ამ სიტუაციიდან გამოსავალი (თეორიულად) მხოლოდ ისაა, რაც ჩემს თხოვნაში დავწერე. პრაქტიკულად კი ჩიხში ვართ და "ჭექა-ქუხილი, ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით" გარდაუვალია. სამწუხაროდ ეს არა ლოგიკური ანალიზი, არამედ ჭეშმარიტი რეალობაა. ისეთ მძიმე ხასიათზე დამაყენეს, დანა რომ დამარტყათ წვეთი სისხლი არ გამომივა მართლა. თან იმიტომ, რომ ვგრძნობ, გარდა იმისა, რომ ეს გარდაუვალია და მოხდება, მართლა ერთადერთი გზაა ამ რეჟიმის შესაცვლელად. ესენი არასოდეს არც არჩევნებს, არც სასამართლოს, არც მედიას, მითუმეტეს არც ბიზნესს არ დათმობენ. არცერთ გოჯს და მტკაველს. პირიქით, რაც დრო გავა და წასართმევი აღარაფერი ექნებათ, მით მეტად გაავდებიან და მოგვიჭერენ მარწუხებს.
-
ძალიან მძიმე შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ. ძალიან! უგულავას გამარჯვება მომენტალურად დაგვანგრევს და დაგვაბრუნებს იქ, სადაც არავის აღარ გვინდა დაბრუნება. ეხლა მივიღე დეტალური ინფორმაცია ცალკე გრეჩიხების გარემოცვიდან და ცალკე ალასანიასი თუ რას, როგორ და რატომ აპირებენ. რა ხდება და რა მოხდება. დაგვერხა! ჩიხშია ქვეყანა და გამოსავალი არ არსებობს გარდა სასწაულისა. სასწაული კი სააკაშვილის კეთილგონიერება ან უეცარი გაკეთილშობილება შეიძლება იყოს. ამის იმედი კი აშკარად ყველაზე ნაკლები მაქვს. თანაფორუმელებს გთხოვთ არაფერი დამაკონკრეტებინოთ. გამგები ისედაც გაიგებს და ისედაც მიხვდება შინაარსის მიხედვით. რომ არ ვიტყუები და არაფერს ვაბუქებ, ეს ღმერთმა იცის. გიჟად არ ჩამთვალოთ რაკიღა ამ პოსტით ისეთ ადამიანს მივმართავ, რომლის ყურამდეც ეს ამბავი უჩემოდაც მიაღწევს, ჩემი თხოვნა კი ალბათ არა. არც ის იფიქროთ დიდი წარმოდგენა მქონდეს საკუთარ თავზე. ვიცი აზრი არ აქვს ჩემს თხოვნას, მაგრამ იძულებული ვარ დავიჩოქო და ისე ვითხოვო: ბატონო მიხეილ, ნუ გააყალბებთ არჩევნებს! ვანოს, ზურას, ერეკლეს, დათოს, გიგის და მსგავსების სამაგალითოდ დასჯას, წართმეული ქონების დაბრუნებას და სასამართლოს, მედიის და ბიზნესის განთავისუფლებას არც გთხოვთ. ამას ვერც გააკეთებთ. ძალიანაც რომ გინდოდეთ, ისინი აღარ დაგემორჩილებიან, მაგრამ ერთი ნამდვილად შეგიძლიათ - ნუ გააყალბებთ არჩევნებს! ოცი წლის წინ ქალაქი, ქვეყანა და ეკონომიკა დაინგრა, დაიწვა, გადაშავდა, გადანაცრისფერდა. ოცი წლის წინ ყოველ დღე და ყოველ სადარბაზოში პანაშვიდები იმართებოდა. მე არ გაშინებთ. არც გემუქრებით; არავინ უწყის რომელი "მხარე" "გაიმარჯვებს" - "თქვენ" თუ "ჩვენ", თუმც არც ისეა საქმე, თქვენ რომ გგონიათ, გინდათ და იმედი გაქვთ (ან დარწმუნებული ხართ). არ შეგილახავთ ღირსებას და ამით უფრო არ გაგაღიზიანებთ, არ გეტყვით უშანსოდ ხართ თქო, იქნებ ძალა და ფული თქვენს მხარეს მეტი აღმოჩნდეს, მაგრამ ერთი კია: ოცი წლის მერეც ქალაქი, ქვეყანა და ეკონომიკა დაინგრევა, გადაშავდება, გადანაცრისფერდება. ოცი წლის მერეც ყოველ დღე და ყოველ სადარბაზოში პანაშვიდები გაიმართება. კიდევ ერთხელ გთხოვთ, ნუ გააყალბებთ არჩევნებს!
-
ირაკლი ალასანია
-
პი ესი მევასა :viking:: ისა და ამ ქართველ ჟურნალისტებს ბოდიში და ვანოს ბოლოში რამე ხო არ გაეჭედათ??? რას მიდიან და რას აშუქებენ, რა ინტერვიუებს ართმევენ და რა გადაცემებში იწვევენ??? ვინ არის ეგ საერთოდ? თანამდებობის პირია, პოლიტიკური პარტიის ლიდერია, წარმატებული ბიზნესმენია, ჩემპიონია სპორტის რომელიმე სახეობაში, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწეა, მეცნიერია თუ ვინაა, ჰა??? რაში აინტერესებს ეგ და მაგის აზრები საზოგადოებას ან ვის აინტერესებს? რა მიზანს ემსახურება თქვენს მიერ მისი გაშუქება გარდა იმისა რომ ათიდან ცხრა ადამიანს მყრალ და გინების ხასიათზე აყენებთ? მე რო გამოვიდე ეხლა და ჩემ მეზობელს ვაგინო - რამდენი სარეცხი გაუფენია, ფანჯარაში სიგარეტს ვერ ვეწევი, თავზე მეწუწება თქო, უნდა გამაშუქოთ? რაღაც ეგეთი პონტია რა. რა შეგვიკიტინეთ, ბლიად. ვაბშე ნუ მიდიხართ, ნუ იღებთ, ნუ ავრცელებთ და ნუ გვიფუჭებთ ხასიათს. ყირაზეც გადასულა, არ გვკიდია კაცო? თუთბერიძე თუთბერიძე თუთბერიძე...2 წუთი ვცოცხლობთ ისედაც და აქედანაც ამდენი დრო თუთბერიძეზე ლაპარაკს დავუთმოთ? ჭაბუა ამირეჯიბი, რეზო ჭეიშვილი, რეზო გაბრიაძე, მუხრან მაჭავარიანი, ოტია იოსელიანი ჯერ კიდევ ცოცხლები არიან, იმათთან მიდით და იმათი გვითხარით რამე.
-
ვეთანხმები ნიუსტუდიოს. ჯერ იყო და მიშა სააკაშვილთან შევიდნენ ალიანსში და ამოტივტივდნენ. მართალია ამის შემდეგ ღირსეულად მოიქცნენ და ალიანსში შესვლა უკანალში თავით შეძრომაში არ შეშლიათ, თუმცა მათი რეიტინგი ძალიან დაეცა. ამის მერე ხავსი რო ედებოდათ, უსუფაშვილი-ხიდაშელი დაიმატეს, მართლა ყველაზე ეფექტური და კრეატიული ახალგაზრდული მოძრაობა შექმნეს და ამოტივტივდნენ, მერე ისევ დაეშვა მათი რეტინგი, რადგან ყოველთვის პასიური, "მომლაპარაკებელი" და დამთმობი პოზიცია ეკავათ, საპარლამენტო არჩევნებზე გაერთიანებული ოპოზიციის პირველი დატოვებით და ამით ერთობის რღვევისთვის ბიძგის მიცემით, ისევ უსაშველოდ დაეცა მათი რეიტინგი, ეხლა ალასანიამ ამოქაჩა ისევ და მისი დატოვებით სულ დაერხევათ. ყველაზე ცუდი და საზიზღრობა კი ისაა, რომ ყველას, ვინც მათგან მიდის, ლანძღავენ წაღმა-უკუღმა. ეგრე არ შეიძლება! ეგ რა მიდგომაა??? მე როგორც გეტყვით ისე თუ გააკეთებთ, ვიყოთ ერთად და კაი ხალხს დაგიძახებთ, თუ არა და ე.ი. მოღალატეები ხართ, გამყიდველები, დებილები და ა.შ. თუკი თქვენს გარდა (და სასაცილოა, მაგრამ ლეიბების გარდა) ყველა ყოველთვის ახერხებს საერთო ენის გამონახვას, თქვენ რა გჭირთ? თქვენც ეხლა წესიერების და პატრიოტიზმის მეტრები არ მყავდეთ რა...ასეც რომ იყოს თუ მოლაპარაკების, სხვების დარწმუნების უნარი ვერ გამოიმუშავეთ ამდენი წელი, რა გინდათ ბიძია პოლიტიკაში? წადით მაშინ ბიძია, ცოდნა და განათლება თქვენ არ გაკლიათ ნამდვილად და სხვა საქმეს მიჰყავით ხელი მაშინ. ესეთი არაეფექტური და უუნარო ხალხი არაფერი მინახია რა, ვააჰ! დავბერდი თქვენს ლოდინში, კაცო. ან რამე გააკეთეთ ან წადით რა საერთოდ! :viking:
-
ჭადრაკის სასახლეში საზოგადოებრივი დარბაზის ინიციატივით გამართული შეხვედრა დასრულდა. შეხვედრაზე მონაწილეებმა, ოპოზიციისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა ოპოზიციის გაერთიანებასთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებები დააფიქსირეს. აღინიშნა, რომ თბილისის მერის არჩევნებზე ერთიანი კანდიდატის შერჩევის მექანიზმთან დაკავშირებით კონსულტაციები აქტიურად გაგრძელდება. გადაწყდა, რომ გაიმართება “თბილისის დიდი კრება”, სადაც შესაძლოა, მერის არჩევნებზე ერთიანი კანიდიდატიც დასახელდეს. კრების გამართვის დრო ჯერ უცნობია და ორ-სამ დღეში გახდება ცნობილი. ჭადრაკის სასახლეში იმყოფებოდნენ “ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების”, “მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის”, “მოძრაობა დაიცავი საქართველოს”, “კონსერვატორების”, “ხალხის პარტიის”, “მოძრაობა ქრისტიანული საქართველოს” ლიდერები. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
-
Siknadmo არადა მაგარ სიაფანდზე მივდივარ. განუბაჟებელი უნდა შევთავაზო. მე ზუსტად ვიცი რო არ განმაბაჟებინებენ და დავიქცევი საშვილიშვილოდ, ეხლა ვიღაც სატურნისნაირი ტიპი ატრაკებს, ეგრე სადაა მე განვაბაჟებ ძმაოო, მთლად ეგრეც არაა საქმე, ეგეთი უსამართლობა კი არაა მართლაო, თანო ბლატები მაქვსო. მე გავუკეთებ შეთავაზებას და მერე წავიდეს და თავის ბლატებში გაერკვიოს : იმენნა აზრი არა აქვს. გამორიცხულია: ფქვილი, შაქარი, მარილი, ზეთი, ბრინჯი, მაკარონი, სპირტი, ბენზინი, სიგარეტი, ხე-ტყე, ასანთი, ხორცი, თევზი...ამეებს ვერავინ შემოიტანს, იმათია ერთადერთი სამშენებლო მასალებია, სადაც პატარ პატარა პარტიებს შემოიტან, იმიტო რო მაგ სექტორში სხვანაირი ბრენდ მენეჯმენტია, რეპრეზენტატორი (წარმომადგენელი) წყვეტს ვის მისცეს დისტრიბუციის უფლება. .... ვაიიიიიი! ) ) სატურნ, ყველაფერს ვფიცავარ, ეხლა დამირეკა საბაჟოს უფროსმა და გიჟი ხო არა ხარ, არ მიეკარო ეგეთ საქმეებს, საქონელს ჩაგიწვენენ კი არა შენ თუ გადარჩი მიწაში ჩაწვენას მადლობა თქვიო.... თფუ, ამათი ხამი დედას ##################. რა მინდა ამ ქვეყანაში...
-
Saturn ეგ არის შენი არგუმენტი, ხო? ეხლაც მაქვს შეკვეთა 200 ტონაზე. დღეს მივდივარ მაგ საქმეზე, გამომყევი თუ გინდა და დარწმუნდი. ის, ფასი რაც მეწერა იყო მაშინ, როცა მაღაზიებში 1.80 ლარი ღირდა შაქარი, ეხლა ოდნავ გაძვირებულა (1.25%-ით) და ტონა 525$ ჯდება, თუმცა ამათ 2.20-ზე აუწევიათ ფასი. საბითუმო ფასი, მინიმალური 2 ლარი აქვთ. კაროჩე ვისაც საჭმელი არ გაქვთ, მალე ჩაისაც ვეღარ დალევთ...
-
prologic ყველაფერი ძალიან მომწონს. ერთ მცირე შენიშვნას შევიტანდი - ეგ კარტების იდეა არ მომწონს, ანუ ფერების მიხედვით გარჩევადობისა, უფრო მარტივი და უმჯობესი იქნება ყველა კანდიდატის წარმომადგენელი ერთად იჯდეს თითო მაგიდასთან, წინ ელაგოთ ეგ კარტები (ყველა ერთნაირი), სამაგიეროდ ყუთები იყოს ყველა კანდიდატისთვის ცალ-ცალკე და ამომრჩეველმა ჩააგდოს იმ ყუთში, რომელზე დაწერილ კანდიდატსაც მხარს დაუჭერს. მართლა ვერ ვხვდები რამდენი აქტივისტი უნდა მიუშვას ნაცმომ და სოდ-მა რო ეს გააყალბონ...კარგი იქნება თუ ცუდი, ეგ წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, თორე დავიღალე ამ ინტელიგენტი რესპების ერთ ადგილზე ბუქსაობით, უკან დაცურებით და მერე რომელიმე ახალი სახის მიერ მიწოლით დაქოქვებით. ეგენი რა გზასაც გვთავაზობენ ეგრე არ წავა მიშა.
-
ძუკუ სამწუხაროდ 100%-ით გადაწყვეტილი ამბავია მაგი ბატონო ძუკუ გვერდზე ფასების თემა როა გახსნილი, იქ შედიტ და ნახავთ...თუმცა ლინკს დაგიდებთ: http://planeta.ge/index.php?s=&showtop...st&p=202230 ეგ ბოლო წვეთი იყო დამერწმუნეთ. მე დავიღალე. პატიოსნად ცხოვრების საშუალებას არ მაძლევენ და თან მაიძულებენ უნიჭოების, არაკაცების და ჟოპალეზების ბაირამობას ვუყურო, თან ოჯახი მშიერი მომიკვდეს, თან როცა გაუსწორდებათ შეურაცხყოფა მომაყენონ და დამამცირონ. უპატიოსნოდ კიდევ მე არ ვიცხოვრებ, ანუ მათ სისტემაში არ ვიმუშავებ და არც მათ ბიზნესკომპანიებში ვიმუშავებ, მიუხედავად მსუყე შემოთავაზებებისა. ბებიამაგათისამ, მე ვიწვალო, კაპიკებში რაღაცეები ვაყიდინო და მერე ამათ ისევ მე მომყიდონ ოთხმაგ ფასად, თან გაჭირვებულმა ხალხმა მწყევლოს? სულში ვერავის ჩავაფურთხებ, მითუმეტეს საკუთარ თავს.
-
შაქროII ეეე, რა პატარა ბალღივით მიხსნი ,კაცო. პრაიმერის არსი და სოციალური გამოკითხვებისა ვიცი : მე მექანიზმი ვიკითხე, პრაიმერზე მოვლენ მიშისტები შენთან, თუ შენ მიხვალ მათთან სახლში რა განსხვავებაა თქო? ისა და მაინც მე და შენა ვართ ვალდებული რო მექანიზმები მოვუძბნოთ? რისთვის არიან პირდაპირ ბებია ქალის ხელებიდან პოლიტიკაში ეგ ჩემისები, დაჯდნენ და მაიფიქრონ კაცოუ. მე ის კი არ უნდა მითხრან აბა გვითხარი შენი ხმა როგორ დავიცვათო, მე უნდა მთხოვონ ხმა მოგვეციო. მე კიდე უნდა გადავწყვიტო დავუჭირო მხარი თუ არა. ჩემი საქმე არჩევანის გაკეთებაა, მაგათი - არჩევანის შეთავაზება. მაგდენიც თუ აღარ ესმით, ვაი მაგათ პატრონს! იკითხეს წავალ თუ არა პრაიმერზე? ვუპასუხე კი თქო. ეხლა დაჯდნენ და იმტვრიონ თავი. ნუ, ეხლა აბა რა ალტერნატივას მთავაზობენ??? ოპოზიციის ორგანიზებულ არცევნებზე არ მიხვიდე, მიშა გააყალბებსო. სამაგიეროდ, მიშას ორგანიზებულ არჩევნებზე მოდი პირდაპირო. კაროჩე გავარია, რა: გიჟები ხართ თქვენ ბიძია, ვიღაცა ხართ.
-
ძუკუ იმდენად მიუღებელი, რომ მზად ხართ ისევ ასე გაგრძელდეს ყველაფერი? მაპატიეთ, მიშა ბატონო, ისე გამოვიდა დღეს რაღაც სულ თქვენ გეკამათებით უბრალოდ ერთი კვირაა დედაკაცივით მეტირება და ვერ ვჩერდები. მენანება ამ ქვეყნის დატოვება, რომელიც ასე მიყვარდა ბევრისგან განსხვავებით, მითუმეტეს იმათთვის მენანება დატოვება, ვისაც არასოდეს ყვარებია ჩემგან განსხვავებით; მათთვის, ვისთვისაც ეს ქვეყანა მხოლოდ ფულის საბეჭდი მანქანაა და ხალხი უუფლებო, გასართობი და გულისმოსაოხებელი მონები. ყველაზე მეტად კი ის ხალხი მეცოდება, ვისაც არსად აქვს წასასვლელი.
-
lasha1997 შენ რა შუაში ხარ? : რესპუბლიკური პარტიის ლიდერებს მივმართავ. ძუკუ ვუკვირდები, მარა რას ეძახით თქვენ გაპიარებას? იმას რომ იგივე ადამიანებზე დღეში 900 სიუჟეტს აკეთებენ სადაც მათ რუსული სცენარის განმხორციელებელ მოღალატეებად, რუსული ფულის ამღებ პუტანებად და 91 წლის განმეორების მოსურნეებად მოიხსენიებენ? თუ არ არის ასე და მე ვაბრალებ ერორს? ე.წ. საპარლამენტო ოპოზიციის გარდა არავინაა შეკრული ხელისუფლებასთან. ამაში მე ღრმად ვარ დარწმუნებული. ისინიც იმიტო ყავთ რო ერთი ერთში სკკპ-ს არ დამსგავსებოდნენ.
-
Saturn შაქარი არ ახსენოთ!!! არავითარი ობიექტური მიზეზი არ არსებობს! ბოლო მიზეზი, რის გამოც მე საქართველოდან წასვლა გადავწყვიტე (თუ მაისის არჩევნების მერეც ესენი დარჩებიან) ასეთი გახლდათ: თორმეტი ათასი ტონა შაქრის შეკვეთა მქონდა (მთელი გემის!), 6 000 000$ ჯდებოდა სულ, გზის ფულიანად,ფოთში მოტანით, ოღონდ შემკვეთისთვის გარანტია მე უნდა მიმეცა რომ შემოტანის და დისტრიბუციის უფლებას მისცემდნენ. არ დავასახელებ იმ თანამდებობის პირებს (მათ შორის 2 მინისტრს, 1 ყოფილ მინისტრს და რამდენიმე დეპარტამენტის ხელმძღვანელს), რომლებთანაც ამ საკითხზე მქონდა შეხვედრები. პასუხი კატეგორიული უარი გახლდათ, თხოვნით და გაფრთხილებითურთ. ამ ბიზნესს პირადად ვანო მერაბიშვილი აკონტროლებს. პირველადი მოხმარების პროდუქტების ბიზნესის 100%-ს ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი აკონტროლებენ. აქამდე თუ მცირე რაოდენობით პატარ-პატარა პარტიების შემოტანის შანსი მაინც იყო, ეხლა ეს გამორიცხულია. ჯერ ერთი რომ ახალი ქართული შოკოლადების ქარხანა, რომელიც მიშამ გახსნა ნატახტარში და ყველა ნაციონალური ტელევიზია აქტიურად ეწევა მის რეკლამას ("ბარამბოს"-ს ვგულისხმობ), ვანო მერაბიშვილის არის, ასევე მის კონტროლქვეშაა "აგარის" შაქრის ქარხანაც, თანაც კანონი შემოიღეს ეხლა, იმ პროდუქციაზე, რაც ადგილობრივად იწარმოება, უკვე 18-ის ნაცვლად 30 პროცენტს გახდევინებ საბაჟოზე. უბრალოდ აზრი არ ქონდა, შეუშვებდნენ მერე გემზე სანიტარულ ინსპექციას და ვითომდა დარღვევებს აღმოაჩენდნენ, დააჯარიმებდნენ, მერე განბაჟებამდე დროს გაწელავდნენ, რომ გემი დიდ ხანს დაეყოვნებინათ ზღვაში დატვირთული, რაც გარდა პორტის გადასახადებისა, დამატებით დიდ ჯარიმებს ითვალისწინებს, როგორც დაქირავებული გემის პატრონი კომპანიისადმი, ასევე გადმოტვირთვის შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით, განუბაჟებელი ტვირთის დიდხანს გაჩერებისთვის, ანუ არგანბაჟებისთვის. ეს იმხელა ვალებს დაგვადებდა ან იმ ჯარიმებს ვერ გადავიხდიდით და დაგვიჭერდნენ ან პროდუქტის თვითღირებულებას იმდნად გაზრდიდა იმ 2 ლარი და 20 თეთრსაც ვერ გავუწევდით კონკურენციას. ყველა სეგმენტში ვცადე უკვე და ყველაფერს "აზიან". სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რაც იმპორტზეა, ნებისმიერი პროდუქციის შემოტანა შემიძლია ხვალვე, რომლის საცალოც ფასიც ქართულ ბაზარზე იმაზე მინიმუმ 25%-ით იაფი იქნება, რაც ეხლა ღირს, საშუალოდ კი 50-100%-ით იაფი. მარა არ არსებობს. არ შემოატანინებენ არავის არაფერს. შემოაქვთ მხოლოდ თვითონ, თანაც თვითონ რომ შემოაქვთ საბაჟოზე მაქსიმუმ შემოტანილი რაოდენობის მეოთხედი გაატარონ და საქართველოს რკინიგზას უფასოდ აზიდინებენ, ანუ მათი თვითღირებულება ჩემსაზე 20-30%-ით ნაკლებია და ფასნამატს აკეთებენ 100%-ს და ზევით. გამორიცხულია ეს სიტუაცია შეიცვალოს. ჩემი ნაცნობი ბიზნესმენების 80%-მა უკვე დატოვა საქართველო (იმათ ვინც ექსპორტ-იმპორტზე ჩალიჩობდა და არა დისტრიბუციაზე, ამიტომ მათ საზოგადოების ფართო ფენები არ იცნობენ, თუმცა ისინი გაცილებით უნარიანები და შემოსავლიანები არიან, ვიდრე ტელევიზიით რეკლამირებული ბიზნესმენები), უახლოეს პერიოდში მამაჩემიც ტოვებს საქართველოს და კიდევ გავიმეორებ. არჩევნების მერე თუ ისევ ესენი დარჩნენ მეც მივდივარ.
-
შაქროII სოციალურ გამოკითხვასა და პრაიმერს შორის განსხვავება დამანახე იმ თითიდან გამოწოვილი საფრთხის თავის არიდების პრიზმაში, რომელსაც აგრერიგად უფრთხით ანტიპრაიმერისტები. დაჟე უმარტივებთ მიშას საქმეს, აღარც ხალხს აღლევინებთ და აღარც ფულს ახარჯვინებთ?
-
lasha1997 მაგის გაკეთების საშუალება ბევრია, მაგალითად მარკირება (თითზე სპეციალური სითხის დასხმა, რომელიც მხოლოდ ულტრაიისფერ შუქზე ჩანს). ისე კი რაც უფრო მეტს ვფიქრობ, მით უფრო მივდივარ იმ აზრამდე, რომ აზრი არა აქვს, მაინც ვერ გააყალბებს მაგ პრაიმერს მიშა სულ რომ შუაზე გაიფხრიწოს. არც ადამიანური რესურსი ეყოფა ამისთვის და არც მის კანდიდატებს (გია ჭანტურია-დათო იაკობიძე) მიაღებინებს ოპოზიცია პრაიმერში მონაწილეობას. გამორიცხულია მიშას არასაპარლამენტო ოპოზიციაში დასაყრდენი ძალა ეგულებოდეს. აი ვარიანტი არ არის. არ გააკეთებს მაგათზე სტავკას არავისზე. რომ აკეთებდეს იმ კანდიდატს პირდაპირ არჩევნებს მოაგებინებდა, რაღად უნდა ამას პრაიმერში ფულების ხარჯვა და დეტექტიური ჟანრის სცენარების დაწერა? ძალიან არალოგიკური იქნებოდა ეგრე. თანაც მიშა მაგარი წუწურაქი, ამაყი და ეგოისტია. ტყუილად გგონიათ რომ ასე მარტივად არიგებდეს მილიონებს ვიღაც ოპოზიციონერებისთვის ან ძალიან აწუხებდეს რეალური ოპოზიციის არყოლა ან როდესმე, ვინმეს საჩვენებლად მაინც დაუშვებს, რომ მან არჩევნები არათუ წააგო, არამედ მოსახლეობის 51%-ზე ნაკლები უჭერს მხარს არ არის ეგ მიშას სცენარი, აქ სხვა რაღაცაშია საქმე. დიდი ალბათობით მართლა "ჭექა-ქუხილი" იქნება საქართველოში, რადგან 100000% გააყალბებს მიშა არჩევნებს.არჩევნებში დამარცხებას და ოპოზიციის ზეიმს სიკვდილი ურჩევნია თითოეულ ნაცს. ამიტომ ამას არაფრით დაუშვებენ და...მერე ძალიან ცუდს მიგრძნობს გული. "ჭექა-ქუხილი" ნამდვილად ისეთი ძალის იქნება, რომ ვერაფრით და ვერავის დახმარებით ვერ გაუძლებს ეს იციან რესპებმა და ამას ატორმუზებენ. ნუ მაფიქრებინებთ რომ სხვა კი არა სწორედ თქვენ თამაშობთ მიშას თამაშს და სწორედ ამაში ითრევთ ალასანიასაც.
-
ეხლა არ გესმით თუ თავს ისულელებთ რომ არ გესმით? ერთია მომხრე, მეორე პარტიის წევრი და მესამე აქტივისტი. აქტივისტში იგულისხმება ისეთი ადამიანი, ვინც მსგავს ბინძურ საქმეებს აკეთებს. იღებს ფულს და ამის გამო კლავს კაცს. იღებს ფულს და ამის გამო აყალბებს არჩევნებს. (აძლევენ ყალბ პირადობის მოწმობას, უკეთებენ ფიქტიურ ჩაწერას, შემდეგ აკითხავენ მანქანით და მიყავთ სადღაც, სადაც ხმა უნდა მისცეს, რაღაც გააფუჭოს, ვიღაცას ეჩხუბოს და ა.შ.) ასეთი ადამიანი 5000-ზე გაცილებით მეტი ყავს ნაცმოს? კამათს აზრი არა აქვს მაშინ. მე კი ის ვიცი დანამდვილებით, რომ თუ ისევ გაატრაკებენ და ცალკე დარჩებიან რესპები ამით მხოლოდ ისინი წააგებენ. მათთვის კარგი და უკეთესი მინდა და იმიტომ ვღელავ.
-
ძუკუ lasha1997 მთავარია "კარუსელი" გააკონტროლო რომ ერთიდაიგივე წითელმა ბრიგადნიკმა რამდენჯერმე არ მიიღოს მონაწილეობა, თორე მეასედ გავიმეორებ, რამდენი კაცის მობილიზებას შეძლებს ნაციონალური მოძრაობა თბილისში? მაქსიმუმ 5000. რამდენი რეალურად ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი მივა პრაიმერში? მინიმუმ 100 000. ასე რომ ვერ იქონიებს ეგ გავლენას. ისე კი გაცილებით მარტივი იქნებოდა ყველა პოლიტიკურ ძალას დაესახელებინა თითო კანდიდატი (მათი კანდიდატის გარდა) ვისაც მხარს დაუჭერენ და ასე გადაწყდებოდა მშვიდად, მაგრამ ასეთი რაღაცეების წინააღმდეგი ყოველთვის რესპები და ლეიბები გამოდიან ხოლმე პირველი. რესპები იმიტომ, რომ მათ ნებისმიერ საარჩევნო სიაში, პირველ 20 კაცში 8-10 თავისიანის ჩასმა უნდათ და ლეიბები იმიტომ რომ " ან შალვა ან არავინ". ძუკუმ ეს ჩემზე უკეთ უნდა იცოდეს წესით. საერთოდაც, რესპები ეხლა 2 რამეს ხვდებიან კარგად: 1. ალასანიას დაკარგვით მაგრად იძირებიან. 2. ამ ეტაპზე თბილისში ალასანია-გრეჩიხა გაძილებით რეიტინგულია საარჩევნოდ, ვიდრე ალასანია-რესპები. ოპოზიციამ თუ საერთო კანდიდატის დაყენება მოახერხა, თუნდაც რესპების და ახლების გარეშე, ვაკეში, დიდუბეში და საბურთალოზე 60%-ზე მეტი ავტომატურად გარანტირებული აქვს, დანარჩენ უბნებში კი მინიმუმ 40%. ასე, რომ რესპუბლიკელები სამომავლოდ ყველაფრიდან ტყდებიან ასეთ ვარიანტში და იმიტომ ატეხეს ალიაქოთი. ღორობამ იცის. თუ ჭკუა აქვთ დაფიქრდებიან და დათმობენ რაღაცეებს. არადა მათ ჩემზე უკეთ იციან პერსპექტივაში ცალკე დარჩენა რას უქადის მათ.
-
თუ შეიძლება აუცილებლად მიპასუხეთ იმ ფრაზაზე, რომელიც წითლად მაქვს აღნიშნული. სხვა შემთხვევაში თქვენი არგუმენტები ყველანაირ ძალას კარგავს პირადად ჩემთვის.
-
ძუკუ მაგაში გეთანხმებით, რომ ფორმა და ტექნიკური საკითხები აუცილებლად მოსაფიქრებელი და შესარჩევია, მაგრამ რას აკეთებენ რესპუბლიკელები??? მოფიქრებაც ეზარებათ??? იმის მაგივრად დათანხმდენენ და სწორედ მაგ საკითხების გადაწყვეტაზე იმუშავონ, გვერდზე გადიან და პირდაპირ ტალახის გოროხებს ესვრიან სხვა ოპოზიციურ ძალებს. ამოვიდა ყელში რა : "ეს მიშას სცენარია, ეს რუსული სცენარია, ეს იმას შეეკრა, ის იმას გადაეფსკვნა, ეს გაიყიდა, ის გაქირავდა, ამას ვემიჯნები, იმას ვეტყნაურები"...რა ამბავია ვერ გავიგე??? ასეთი ეჭვიანობა და ურთიერთბრალდებებია მიშას სცენარიც, რუსეთის სცენარიც და ხალხის ნიჰილიზმის საფუძველიც. და მერამდენედ უნდა იყვნენ ამის ინიციატორები რესპები? ბოდიში და მაგის მექანიზმი თუ ვერ მოგიფიქრებიათ, თქვენივე ჩატარებულ არჩევნებში (პრაიმერში), სადაც ყველაფერი თქვენს ხელშია, ვიღაც წვინტლიანმა და დუჟიანმა ხალხი არ შემოგაპაროთ და შედეგები არ გაგიყალბოთ, მაშინ საერთოდ რაღატომ მონაწილეობთ იმ არჩევნებში, რომელსაც ეგ წვინტლიანი და დუჟიანი ატარებს? იქ მითუმეტეს არა აქვს აზრი და პირდაპირ რევოლუცია დაგეწყოთ ან გეთქვათ და წავიდოდით საქართველოდან. ვაააჰ! ჩემგან ასე გადაეცით ლიდერებს!
-
Private Nodari ძალიან ბევრი წერია, მე დრო არ მაქვს და ნუ წამაკითხებ ამდენს და ისე აქ წერია ყველაფერი რაც გჭირდება http://www.nato.int/cps/en/natolive/topics_56626.htm
-
Pompiero ზუსტად მაგ კუთხიდან ვცდილობ დაგანახოთ საკითხი. აქტივისტები მივლენ, მომხრეები არა. აქტივისტთა რაოდენობა კი რამდენი იქნება? არ ყავთ იმდენი აქტივისტი რომ ამან გავლენა იქონიოს. ჩემი მოკრძალებული აზრით ასეა.