-
პოსტები
2.789 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
11
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი analgin
-
Pompiero მიუხედავად თქვენი დიდი პატივისცემისა მაგ აზრს ვერ გავიზიარებ. გარდა უშუალოდ აქტივისტებისა, რომლებიც ხელფასს იღებენ ნაციონალური მოძრაობისგან და კონკრეტული "შავი ზონდერებისა", რომელთა ჯამური რაოდენობაც მაქსიმუმ 5000 ადამიანი იყოს, არავინ მოვა. თქვენ მიხვიდოდით და მონაწილეობას მიიღებდით სახელისუფლებო პრაიმერში?
-
ეს ოქრუაშვილი ხო ბინ ლადენივითაა რა. სადღაც იმალება და იქიდან ავრცელებს განცხადებებს და რაღაც ორგანიზაციას მართავს.
-
Siknadmo სრულიად გეთანხმები. ყველაზე მაქსიმუმი 5000 ადამიანის მობილიზება შეძლონ ნაციონალებმა.
-
ძუკუ ზაურ გურგენიძის თანაშემწე იყო. აბრაც ჰქონდა კარზე აკრული.
-
ძუკუ ბატონო მიშა, მაგრამ ბოჟაძე სხვათაშორის რესპუბლიკურ პარტიაში იყო. თანაც თანამდებობაზე.
-
უკრაინაც დაიკარგა ნარკომანი დაინახავს ქუჩაში ძალიან გამხდარ ადამიანს. მივა და ეკითხება: - ზდაროვა, ჩემი ძმა. შენც გაჩხერილში ხარ სიმონ? - არა, მე საერთოდ არ ვიკეთებ. - ვააახ...ჩემი დედას შ... აბა, რა პონტში ხარ ეგეთი გამხდარი ტო? - მე სომალელი ლტოლვილი ვარ. - აუ, სომალიც დავკარგეთ, ჩემი დედა მ...?
-
newstudio წავალ არსად და არასოდეს დამიმალავს, რომ რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერი ვარ. ყველაზე ძალიან მათში ყოველთვის ის მომწონდა, რომ ბელადი არ ჰყავთ და თვითონ შიგნითაც კი არცერთ საკითხზე არა აქვთ მხოლოდ ისეთი აზრი, რაც პარტიის ხელმძღვანელს, მაგრამ დრომ გვიჩვენა, რომ ნიუსტუდიოს თქმისა არ იყოს, მაგარი ტორმუზები არიან და სწორედ ეს, გადაწყვეტილების მიმღები ადამიანის ანუ გამოკვეთილი ლიდერის არყოლა ძალიან არაეფექტურს ხდის მათ მოქმედებას. ჯერ კიდევ უკანასკნელ საპარლამენტო არჩევნებში დაუშვეს დიდი შეცდომა, როდესაც პირველები გამოეყვნენ ერთობას და დასაბამი დაუდეს ერთიანობის რღვევას. იგივეს აკეთებენ ეხლაც. ვერა და ვერ ისწავლეს, რომ პოლიტიკაც, ცხოვრებაც და ურთიერთობის კულტურაც მხოლოდ მაშინ მიდის სწორი გზით და ეფექტურად, როცა უმცირესობაში დარჩენილი, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები ეგუებიან და მორჩილდებიან უმრავლესობის აზრს და არა პანიკებს და ისტერიას ტეხავენ! ესე როგორ შეიძლება??? თუ ყველაფერს ისე გააკეთებთ როგორც მე მინდა მაშინ თქვენთან ვარ (უფრო სწორად, თქვენ ხართ ჩემთან) თუ არა და არაო. ეს იგივეა ოჯახმა გარკვეული რაოდენობის ფული რომ იშოვოს და ყველანი შეთანხმდნენ, მოდი, ამ ფულით ტელევიზორი და დივანი ვიყიდოთო და რძალი რომ გაიჭაჭოს, არა ბრილიანტის კოლიე მიყიდეთო და უარის შემთხვევაში სახლიდან წავიდეს. სხვისი არ ვიცი და მე ზუსტად ასე აღვიქვამ ამას! იმის მაგივრად დათანხმებულიყვნენ პრაიმერს და ამდენი ხანი მექანიზმების შემუშავებაზე ეზრუნათ, რომლითაც ჯერ ერთი ნაციონალების გაყალბებას აიცილებდნენ თავიდან და მეორეც საკუთარ წარმატებაზე იზრუნებდნენ, ადგნენ და ყველა სხვა ადამიანის მოსაზრებას "მიშას სცენარს" უწოდებენ. ბოდიში და ეს ზემოთ ნახსენები რძლის იაზვობას და წამოძახებებს მაგონებს. ამიტომ მე წავალ.
-
Blaugranator როგორც ჩანს შეთანხმება შედგა ამაზე უკვე, ანუ იმის სანაცვლოდ დათანხმდა ალასანია, რომ ნოღაიდელი არ მიიღებდა მონაწილეობას. ძიძიგური ყოველთვის მოხსნის კანდიდატურას გრეჩიხას სასარგებლოდ. გრეჩიხა კი თავად ალასანიას მხარდამჭერია და სხვა რა გითხრათ? გადასარევი იქნება თუ ერთობა შედგება და ერთიანი კანდიდატით წარსდგებიან. გაიხეს მერე ნაცმო შუაზე.
-
ალასანიამ თუ დატოვა ალიანსი რესპუბლიკელები ძალიან დიდი ხნით და ღრმად ჩაყვინთავენ, ახლები კი აქეთ-იქეთ ირბენენ და ვინმეს შეეკედლებიან, როგორც ყოველთვის. მივესალმები ალასანიას პოზიციას. ეს არის ერთიანობისკენ გადადგმული მტკიცე ნაბიჯი. ველი შემხვედრ ნაბიჯებს სხვა პოლიტიკური ძალებისგან. რესპუბლიკელები კი ძალიან დიდ შეცდომას დაუშვებენ ეხლაც თუ გვერდზე გაიწევიან. ეს მათ დაასამარებს. ჩემს მხარდაჭერასაც კი დაკარგავენ.
-
Saturn ხო, მაგარი ფანტაზია სჭირდება იმას, 18 წლის მოსწავლე ბიჭი შამპანურს რო იყიდის და 30 წლის მასწავლებელ გოგოს, რომელიც მარტო ცხოვრობს, სახლში აადგება : Saturn არანაირად არაა ეგ სისულელე. შენ ხომ მიიღე განათლება საქართველოში, მე ხომ მივიღე? ამ ფორუმელების 95%-მაც ხომ მიიღო? ეხლა ვეღარ იღებენ მაგის მეათედსაც კი. რა ვიცი, მე სკოლაში მაგარი მასწავლებლები მყავდა და ყოველგვარი რეპეტიტორების და დამატებითი მომზადების გარეშე (თუ იმას არ ჩავთვლით, რომ ინგლისურზე დავდიოდი ბავშვობიდან) ჩავირიცხე უმაღლეს სასწავლებელში, ყველაზე მაღალი შეფასებით. მერე უნივერსიტეტში აგრეთვე ძალიან მაღალი დონის ლექტორები მასწავლიდნენ, დამსახურებული სამეცნიერო ხარისხის მქონენი და უამრავი სახელმძღვანელოს ავტორები. და ეხლა? ნახევარი ჩემი კლასის და კურსის გოგოები ასწავლიან სკოლებში, ჩემი უნივერსიტეტიდან (ყოფილი "პუშკინი") კი პროფესორ-მასწავლებლების 95% გაანთავისუფლეს სამსახურიდან (პირადად ჩემი ლექტორების, კათედრის გამგეების და დეკანატის 100%) და მათ ადგილას მუშაობენ ის ადამიანები, რომლებიც ჩემს გვერდით "სწავლობდნენ" და მე მეუბნებოდნენ "აუ, ეს კიდე ლექციაზე შედისო", ჯოკერს, ჭაჭას და პლანს ვერ ელეოდნენ და ერთადერთი რაც აქვთ ცხოვრებაში გაკეთებული შენი და ჩემხელა დროშას იქნევდნენ 2003-ის ნოემბერში. არც ერთი ხუთიანი არ უწერიათ ჩათვლის წიგნაკში და ეს ადამიანები დღეს ვინმეს ასწავლიან და ჭკუას არიგებენ. აქ უკეთეს-უარესზე არაა ლაპარაკის. ადრე იყო არასასურველი დონის, უბრალოდ თანამედროვე მოთხოვნებს ჩამორჩენილი განათლების სისტემა. თუმცა ნებისმიერი მსურველი უფასოდ და ხარისხიანად შეძლებდა ძლიერი საბაზისო განათლების მიღებას, რომელსაც პატარა ტრეინინგიღა სჭირდებოდა, რომ თანამედროვე მეთოდოლოგიით დამშვენებულიყო. ეხლა სახელმწიფო სკოლებში და უმაღლეს სასწავლებლებში (გარდა სამედიცინო უნივერსიტეტისა) საერთოდ ვეღარ მიიღებ განათლებას. მხოლოდ რამდენიმე კერძო სასწავლებელშია მართლა მაღალი დონის სწავლა, მაგრამ იქ ჩვეულებრივი მოკვდავი ვერ მოხვდება. ოთხ-ხუთნიშნა თანხის გადახდა მოუწევს.
-
fashisti ოპოზიციის გულის დაწყვეტის დედაც და ოპოზიციისაც. ქვეყანას დედა აღარ ყავს და მალადეც ოპოზიციის გულის დაწყვეტის მეტს თუ ვერაფერს ხედავ... აღარ მინდა უკვე ლაპარაკი რა...წყლის ნაყვაა. ვიღაცეები, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ქვეყნის სიყვარულს მასწავლიან და პატრიოტიზმში მედავებიან...ამის დედაც რა...ისეთ რამეებზე მაქვს ნათქვამი უარი ამათი სათაყვანებელი დორბლიანისთვის, თანაც ყოველთვის და ყველაფერზე, მაგის მეათედისთვის უკანალსაც მისცემდნენ სწორედ ეს ვიღაცეები. შეგერგოთ, გაამოთ და მზით გაცვითეთ. :D
-
Grig ხო, ძნელია არდათანხმება. ...მაგრამ ღირსები ვართ, გავდედლდით და მეტი გვეკუთვნის. ჩემი თამადობით ყველას დედა ვატირე ვინც აქამდე მიიყვენა საქმე. იმ წუთას ისტერიკა მეწყება როგორც კი მახსენდება რა ჩმორები, ღორის ტილები და მიზანში ფურთხებაზე სავარჯიშო სტენდები დავისვით თავზე. ყველაზე მეტად კი იმას ვნანობ, რომ ამ შესტიორკებს მილიარდები ჩავუგდეთ ხელში, რითიც ისეთი შეიარაღება შეიძინეს, მუდმივად სამოქალაქო ომის საფრთხის შანტაჟქვეშ ვართ. მხოლოდ ღმერთის იმედი დამრჩა. უფლის ნებაა ეს მიწა ანალგინებს დარჩებათ თუ სუბუტექსის ბარიგებს. fashisti დალაგებული მაქვს უკვე თუ ეს გაგახარებს, მშვიდობაში მოიხმარეთ ჩემი წინაპრების სისხლით მორწყული მიწის თითოეული გოჯი. დაშალეთ რუსეთი და დაცალეთ საქართველო ანალგინებისგან.
-
Grig რა ვქნა, კაცო, რეებს მიხსნის ეს, გამაგიჯებს. newstudio აჩი, აბსოლუტურად პირობითია ვინ იქნება ამ არჩევნებზე კანდიდატი, ოღონდ ნოღაიდელს და ეგეთ პირ-#######-წარსულ-მომავალშავებს არ ვგულისხმობ. გრეჩიხა როგორი დებილია მაგას მე კი ნუ მასწავლი, მკითხე და მე აგიხსნი და დაგიმტკიცებ დეტალებში. უბრალოდ შენის მხრიდან მეტისმეტი ილუზიაა იმის მტკიცება, რომ ალსანიას გრეჩიხაზე სამჯერ მაღალი რეიტინგი აქვს თბილისში. სამჯერ ბევრია, დათვალე. წასვლას რაც შეეხება მე სტო პრაცენტი მივდივარ თუ 30 მაისს უგულავამ ან ვინმე ნაცმა მოიგო და ყველას იგივეს ვურჩევ. სხვა თემაში დავწერე და ისედაც აღარ ვთვლი ამ ქვეყანას ჩემს სამშობლოდ. არ ვაპირებ მიშას სექსუალურ მასაჟებს, გივი თარგამაძის ცოლის ჯიპში ჩასასხმელ ბენზინს, ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში დადგმულ ნაძვისხეს, სატურნის და ფრიდრიხის საზაფხულო არდადეგებს და ა.შ. და ა.შ და.ა.შ და ა.შ. მოვახმარო ჩემი დარჩენილი ინტელექტუალური, ფიზიკური, ფსქიკური და მატერიალური რესურსი. საქართველო მიშას, მიშიზმის და მიშისტების გარეშე ან ჩემს გარეშე!
-
newstudio OK მე შემიძლია გრეჩიხას უახლოესი საძმაკაცო ჩამოგითვალო, ანალიტიკისთვის: ბიძინა კვერნაძის ბიჭი, რესტორანა (ვაკელი ლოთი) და კოკა გუნცაძის ძმა ( რეზო ლაღიძის შვილიშვილი). ამათგან ერთის ძმა სადაა, უნდა იცოდე. მე გეტვი რომ ეს სამივე ლევანის მსგავსად ირაკლი ალასანიას მხარდამჭერია. ეხლა მიშისტია ვადმყოფივით გავჯიქდე და მაგ სოციალური გამოკვლევების ლინკები მოგთხოვო? ჩამო მიწაზე ჩამო. ეგრე ჯობია შენთვის... მეც ალასანიას ვუჭე ისე მხარს და იცი ეს შენ. თუმცა რაღა მე, გრეჩიხასაც ეგრე ურჩევნია...
-
newstudio ან ალალად მიამიტი კაცი ხარ ან გიჟი ოპტიმისტი ან შეგნებული აფერისტი, რომელ საზოგადოებაში აქვს ალასანიას გრეჩიხაზე 3-ჯერ მაღალი რეიტინგი? კინგ დეპრესას, ნიუსტუდიოს, არჩილ მელიქიშვილის და გია გაჩეჩილაძეს შორის? გამიხარდება თუ ვინმე დამარწმუნებს რომ ირაკლის გრეჩიხაზე სამჯერ მაღალი რეიტინგი კი არა მისი მსგავსი რეიტინგი აქვს, რადგან...2008-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გრეჩიხამ 60%-ზე მეტი ხმები მიიღო, მიშა სააკაშვილმა კი 25 თუ 26. სურვილი ერთია და რეალობა სხვა. სრული სერიოხულობით გეუბნები: ალასანიას ამ წუთას იმდენი ადამიანი თუ მისცემს ხმას და ენდობა რამდენიც გრეჩიხას, მერობა გარანტირებული აქვს. მაგ მხრივ კოლოსალური სამუშაოები აქვს ჩასატარებელი ჯერ. P.S. გრეჩიხას მერობა არ უნდა. წყარო - მე. თუ დასახელდება, იმავე მოტივით რაც საპრეზიდენტოზე იყო.
-
............................................................
-
Saturn არ ვიცი ღირს თუ არა მაგაზე ბოდიშის მოხდა მაგრამ განათლების სისტემის რეფორმა შენ თუ იმ ნიშნულზე დაგყავს, რომ ადრე გამოცდებში ხალხი ფულს იხდიდა და ეხლა აღარ, მაშინ უვიცი ყოფილხარ. ისე, სხვათაშორის, თავის დროზე მე უკაპიკოდ ჩავაბარე და იმ წლის ნაკადში ყველაზე მაღალი შეფასება დავიმსახურე. ზეპირ გამოცდებში ყველგან პირველი გავედი და ნახევრამდეც არ მივსულვარ, გამომიშვეს - თავისუფალი ხარ, ხუთიანიო. შენ მაგას ვერ (ჩემი დაჟინებული აზრით კი არ) მიხვდები, მაგრამ მე მაგალითად მეთორმეტე კლასის მოსწავლე ძმა მყავს (ალალი), რომელსაც აგერ უკვე ორი წელია ერთი გაკვეთილი არ ჩატარებია, მასწავლებლებს თუ ნახულობს ან მოსატ...ად მიყავს ან ექსკურსიაზე მიდიან (სახელმწიფო სკოლაში სწავლობს), 4 წელია მაგის მომზადებული გაკვეთილი არ გვინახავს არავის და მეექვსე კლასის მერე ჯიბეებში ხელბჩაწყობილი მიდის სკოლაში. ყველაზე უცნაური ისაა, რომ კლასში საუკეთესო მოსწავლედ ითვლება და რაღაც სიგელი მოათრია ამას წინათ...მაგს გავეშვათ და ჩემს სადარბაზოში 3 სტუდენტი ცხოვრობს. ამ საკითხს სამსჯელოდ მოუხდება და 1-2-3 კურსის სტუდენტები არიან კაკრაზ. პირველ კურსელს კვირაში ორჯერ 45 წუთიანი ლექციები აქვს, მეორეკურსელს ლექტორები ახალი მასალის სათაურს ეუბნებიან მხოლოდ და ინფორმაციის მოძიებას დამოუკიდებლად სთხოვენ ინტერნეტიდან და ბიბლიოთეკიდან ( ნეტა ერთი ვისაც ინტერნეტის და ბიბლიოთეკის საშვის ფული არა აქვს როგორ უნდა ისწავლოს, ეს მეთოდი სულ რომ მისაბაძი იყოს... ), მესამე კურსელი კი იმავე დღეშია რაც ჩემს ძმაზე გითხარი. ნუ რად მინდა ეხლა მაგალითები და ახსნები, ვინ რა უნდა მიმტკიცოს, როცა ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტში (ყოფილი პედაგოგიურის, უცხო ენების და ფიზკულტურულის ჰიბრიდი) მოდულის ხელმძღვანელად ( თანამედროვე განათლების სისტემაში ეს იგივე კათედრის გამგეა) ისეთი ტიპია, რომელსაც ჩემთვის პლანი (მარიხუანა) ჩამოქონდა კახეთიდან, არაყზე ვაგზავნიდი ხოლმე, ჯოკერში პანჩურებს ვუგებდი ან თუ მომიგებდა სამიანს ვაწერინებდი მისთვის გამოცდაზე. მაგ ტოტო კუტუნიომ ვის რა უნდა ასწავლოს????? ცნობისათვის, რომ იცოდე, გია ხუბუას და გიგი თევზაძეს 16 000-16 000 ლარი აქვთ ხელფასი+ ულიმიტო მობილური+ულიმიტო მივლინებები+გიგი თევზაძეს 2 მანქანა ემსახურება უნივერსიტეტის ხარჯზე (ერთი პირადად მას და მეორე მის ოჯახს), ორივე მანქანა ულიმიტო ბენზინით და ტვერელის გვერდზე რომ კორპუსი შენდება ის სინამდვილეში კორპუსი არაა გიგი თევზაძის კერძო საცხოვრებელი სახლია. გიგი თევზაძე ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის რექტორია, რომელმაც ხარისხი მგლების ფსიქოლოგიაზე დაიცვა...სატურნ მერამდენედ გითხრა - გ რ ც ხ ვ ე ნ ო დ ე ს ! მე დაუნახავი არ ვარ ვარ და თივის ზვინში ნემსს ვხედავ, მიშას პლუსებზე ხმამაღლა ვსაუბრობ ხოლმე და შენ მიშას მინუსებზე თუ არ ილაპარაკებ ხმას მაინც ნუ ამოიღებ და ნუ გააპრავებ. ტეხავს ბიჯო, ტეხააავს!!! ...ხო, ისე, ჩაუჯექი და დაფიქრდი, ფულით მოწყობა და მერე სწავლა ჯობია თუ უფულოდ ჩაბარება და მერე ყვერებში მახათით გვირისტების დალიანდაგება...
-
სატურნის დუმილი ნიშანდობლივია, ლიცემერის - თანხმობის ნიშანი. პრაივიტ ნოდარს კი ვეტყვი, რომ ბევრ რამეზე არასწორი წარმოდგენა აქვს. შენ რომ ეხლა ისეთი მაღაზია გქონდეს, როგორზეც სატურნი ლაპარაკობდა და სოდ-ის მაღალჩინოსანი მოვიდეს, ისე აგახევს ფულიან-შენობიანად თვალის დახამხამებას ვერ მოასწრებ, მერე კი სასამართლოში საერთოდ არ მიიიღებენ შენს სარჩელს, პოლიტიკოსი არც კი მიგიღებს მსგავს პრობლემაზე სასამართლოდ, ტელევიზია არ გაგიშუქებს, ქურდები არსად არარ არიან და დარჩები "ლიოხი", უწინ კი ან სასამართლოს მისცემდი ქრთამს, ან ვიღაც პოლიტიკოსი დაგკრიშავდა მცირე თანხის სანაცვლოდ ან ქურდი ან ტელევიზია აყვირდებოდა და საერთოდ უფულოდ დაიბრუნებდი ყველაფერს. განსხვავებას ხედავ? და რა შუაშია აქ ვაჟკაცობა??? შენ ვაჟკაცობა ხელის გადაწევა და მუშტიკრივი გგგონია როგორც ჩანს, მარა... ერთი 3-4 წელიწადში მიხვდები... დააკოპირე ეს პოსტი და მიხვდები, იმედია...
-
ქურდებზე მე ვერაფერს ვიტყვი. ერთი უცნაურობა მჭირს, მაგ კატეგორიით არასოდეს დამიყვია არავიან. ქურდებიც მყავს მეგობრები და პოლიციელებიც. ამიტო რა ვიცი, აბა, რა გამოდის ეხლა მეშინოდა თუ მათნაირი ვიყავი? :malina: არც ერთი და არც მეორე. როცა ბავშვობიდან მეგობრობთ, ზოგი ქურდი გახდება, ზოგი პოლიციელი, ზოგი პოლიტიკოსი, ზოგი სპორტსმენი, ზოგი ექიმი, ზოგი არქიტექტორი, ზოგი ბიზნესმენი და ზოგიც მუშა. რა ვქნა ეხლა "ატაშოლი" დავადო ქურდებს და პოლიციელებს და მუშებთან და ექიმებთან ვიძმაკაცო? არასწორი მიდგომაა. მე ჩემს მეგობრებს ქურდსაც და პოლიციელსაც თანაბრად ვცემ პატივს და არათუ პატივს ვცემ, არამედ მიყვარს კიდეც ისინი. მაგრამ ნორმალური სახელმწიფო თუ გვინდა რა თქმა უნდა ქურდული და ყოველგვარი კრიმინალურ-მაფიოზური დაჯგუფებები უნდა აილაგმოს. ოღონდ ნორმალურ სახელმწიფოში პოლიციური სახელმწიფო არ იგულისხმება როგორც ზოგიერთს ესმის. ეს უარესია. უარესია იმიტომ, რომ შავ სამყაროში თავის გადარჩენის, სამართლის პოვნის შანსი მაინც გაქვს. აგერ სატურნმაც ხო მოიყვანა ამის ზუსტი მაგალითი, ვიღაცამ შეარიგა, დაალაგა სიტუაცია. პოლიციურ სახელმწიფოში კი სად უნდა წახვიდე, ვის უნდა მიმართო, როცა პოლიციაა სასამართლოც, პოლიტიკაც, ქურდიც და ტელევიზიაც?! ამას "ბეზპრედელი" ქვია იგივე ქურდულად :friends: სიმართლის პოვნის და გატანის შანსი - ზერო.
-
ლ ი ც ი მთავარი : სამართალი მოსპო! 1. აყვა პროვოკაციას (ან თავად წამოიწყო), რომლითაც საქართველო ჩაითრია წინასწარ განწირულ ომში და დაკარგა ტერიტორიები (კოდორი, ახალგორი, პერევი). 2. 7 ნოემბერი (უკომენტაროდ!!!) 3. ადამიანის ყველა ძირითადი უფლება შეზღუდა: არჩევნების, თავისუფალი სიტყვის, კერძო საკუთრების. 4. მიუხედავად მისი გაპრეზიდენტების შემდეგ დადებული პირველივე დაპირებისა ( გაგახსენებთ, ზურაბ ჟვანია და მისი მინისტრთა კაბინეტი რომ ამოიყენა გვერდში და ყველა არხის პირდაპირი ეთერით რომ გვამცნო: კარგად დაიმახსოვრეთ ეს ადამიანები, დავინახავ რომელიმე ამათ ცოლს, ძმას, ბიძაშვილს და ა.შ. მოულოდნელად აღმოაჩნდება ბიზნესის ნიჭი ან ამათი ქონება დაიწყებს ზრდას და უტუტუტუტუტუტუოოოო!!!...), იმაზე ძლიერი კლანური მმართველობა შექმნა, ვიდრე მისი წინამორბედის დროს იყო. 5. დედა მოუკლა განათლების სისტემას და ძიძა ან მეურვეც კი არ აუყვანა. 6. გაანახევრა და გაამეოთხედა მანამდე არსებული ისედაც მწირი სამუშაო ადგილები. 7. ბიუროკრატიული კორუფციის განადგურებით შექმნა ელიტარული კორუფცია. 8. ქვეყანას დააკარგვინა საექსპორტო ბაზრის 90%, რამაც პირდაპირპროპორციულად სოფლის მეურნეობის სექტორი დააიმპოტენტა და თვითდასაქმებული ადამიანების (ფერმერების და გლეხების) შემოსავალი შეძლებულის ზღვარს მიახლოებულიდან სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ჩამოიყვანა. 9. ნატოში შესვლის პერსპექტივები სამუდამოდ ან რამოდენიმე ათეული წლით გააქრო. 10. ოპონენტებისა და განსხვავებული აზრის რბილად რომ ვთქვათ არასამართლებრივი ფორმებით დევნა - ფიზიკური ანგარიშსწორება: ვალერი გელაშვილი, ზურაბ ჟვანია, ბადრი პატარკაციშვილი, კობა დავითაშვილი, ძმები გაჩეჩილაძეები და ათეულობით "გირგვლიანი". რაც შეეხება კარგს (ალალად): -რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებელი გახადა სახელმწიფო. -თბილისსა და ბათუმში დასუფთავების სამსახური ხუთიანზე მუშაობს. -მიუხედავად სუბიექტური მიზეზებისა, სამშენებლო სექტორში რევოლუცია მოხდა. -მიუხედავად სუბიექტური მიზეზებისა, კანონიერი ქურდები მოაშორეს. -მიუხედავად მძიმე გადაცდომებისა, დანაშაულებისა, შეცდომებისა და სუბიექტურობისა, საპატრულო სამსახური ათასჯერ და მეტჯერ უფრო ეფექტურად მუშაობს ვიდრე გაიშნიკები და ოპერები. -საჯარო რეესტრი -მომსახურების სააგენტო მოკლედ, ვიზუალურ ფორმებს არა უჭირს, მითუმეტეს წინა პრეზიდენტის მმართველობასთან, მაგრამ შინაარსი კატასტროფულია. იაფფასიანი პუტანა ხომ იცით როგორია? გაპრანჭული, გაკრასკული, გაზმანული, მარა შიგნიდან ჯერ ერთი ბოზია და მეორეც რო გაიხდის ყველანაირ ფორმას კარგავს და იმდენად გულისამრევია მხოლოდ თავად გულისამრევი ან უგონოდ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი თუ მიეკარება. აი ზუსტად ეგეთი ქვეყანა შექმნა მისტერ გაქცეულ-წაქცეულმა გალსტუკიცოხნიამ.
-
კაროჩე გავარია რა... აქამდე ასე იყო: ზვიადისტებისთვის რესპუბლიკელები იყვნენ რუსეთუმეები; მიშისტებისთვის გრეჩიხა და გამყრელიძე. ეხლა ერორმა დაასკვნა, რომ რესპუბლიკელები და გამყრელიძე რუსეთუმეები არ არიან. რუსეთუმე ალასანია ყოფილა. იმენა ბუაა ეს რუსეთუმეობა რა ფუჰ, თენგო გოგოტიშვილთან და პაატა იაკობაშვილთან შედარებით დაჟე ნუგზარ წიკლაური და ეკა ხერხეულიძე ჩუპა-ჩუპსები არიან. ამასწინათ ერორი ქონდათ ჩართული ჩემებს და კურიერი ამ სიტყვებით დაიწყო: ოპოზიცია თბილისში რუსული სცენარის განსახორციელებლად ემზადება. ამ ქვეყანას რო პატრონი (სასამართლო) ყავდეს ხო სარზე გასვამდნენ ამის გამო?