Jump to content
Planeta.Ge

analgin

პლანეტელი
  • პოსტები

    2.789
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    11

ყველა პოსტი analgin

  1. მეოთხე ინდუსტრიული პროექტი, ასევე ქუთაისში. ჭიათურის მანგანუმის საბადოზე მეტალურგიული ხარისხის მადნის გარდა ,მოიპოვება პეროქსიდული (ქიმიური) მანგანუმი, რომლის გადამუშავების შედეგად მივიღებთ ელექტრობატარეებისათვის საჭირო კათოდს. Aამ ნედლეულს ევროპაში, მხოლოდ ერთი საწარმო უშვებს (იაპონური) საბერძნეთში, დანაღჩენი წარმოება ჩინეთშია კონცენტრირებული. შესაძლოა იაპონელების გადმობირება საწარმო ქუთაისში გადმოიტანონ,ამისათვის შესალოა გარკვეული ინსენთივების მიცემა, ან საკუთარი სახსრებით ახლის აშენება. დღეს ეს ქიმიური მანგანუმი მეტალურგიულთან ერთად იწვის ზესტაფონის ფეროს ღუმელებში,ეს იგივეა ღარიბმა კაცმა ქოხის გასათბობად ღუმელში დოლარები,რომ შეუნთოს. ისე, ეს კი არ ვიცოდი და ამ ჩემისებს ეს როგორ გამორჩათ? ალბათ ისეთი ####ები არიან ეგ არ იციან, თორე ხო დახოცავდნენ მაგაზე ერთმანეთს? მარაგი რამდენია ისე ნეტავ? თუ ბევრია და ნორმალური ხარისხისას გამოვუშვებთ, ლოჯისტიკის ხარჯზე ისეთ ფასს დავარტყამთ ჩინელებს პრაქტიკულად ევროპის ბაზრის 40-50%-ს ავახევთ პირველ მაქსიმუმ 3 წელიწადშივე. რადგან, მართლა და თუ მარტო აქ მოიპოვება ეგ ნედლეული, მარტო მომპოვებელ-გადასამუშავებელი საწარმოს გახსნა მაგარი არიფობა იქნება. ეგ იგივეა ქალაქში სადაც არცერთი რესტორანი არ არის მაგარმა პოვარმა სოფლის მეურნეობის პროდუქციით ვაჭრობა დაიწყოს, როცა მცურე ინვესტიციის შემთხვევაში რესტორნის გახსნა რამდენჯერმე მეტ მოგებას მოუტანს. ანუ პირდპირ იქვე შეგვიძლია ბატარეიკების მწარმოებელი ქარხნის გახსნა.
  2. Siknadmo ყველა სახელმწიფო ეწევა რაიმე სახის კომერციულ საქმიანობას. გააჩნია იმ სახელმწიფოს ინტერესები რას და როგორ მოითხოვს. ხელისუფლება იმის ხელისუფლებაა, რომ ამოქაჩოის სუსტი ადგილები, რომელსაც კერძო სექტორი და ბაზარი თავისით ვერ ქაჩავს. მაგალითად ახალი ზელანდია ერთერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანაა და პრაქტიკულად მხოლოდ ცხვრის ექსპორტზე დგას ამ ქვეყნის ეკონომიკა, სახელმწიფო ჩამბარებელი პუნქტები არსებობს იქ და სახელმწიფოც აწარმოებს ექსპორტს. თუ სახლემწიფოს ჩარევა იქნება სწორი მიმართულებით ეს მხოლოდ ბაზრის გაჯანსაღებას, კონკურენციის ზრდას შეუწყობს ხელს. ნუ თუ ისეთი მანკიერი და დამღუპველი სახე მიიღო ამ ყველაფერმა, როგორიც ნაციონალების მიერ ყურძნის ჩაბარების პროგრამამ, როცა კაპიკებში აიძულებდნენ გაყიდვას და თან კონკრეტულ კერძო საწარმოებზე, აზრი არ ექნება, მაგრამ თუ მიმღები მხოლოდ ერთი ცენტრალიზებული სახლმწიფო საწარმო იქნება და ვთქვათ ერთ ლიტრ რძეში მინიმუმ 50 თეთრს, ერთ კილოგრამ რქაწითელში მინიმუმ 30 თეთრს, სამაგიეროდ ერთ ცალ კვერცხში მაქსიმუმ 10 თეთრს გადაიხდის, ეს ფასებსაც დაარეგულირებს, გლეხსაც კმაყოფილს დატოვებს და სახელმწიფოსაც შემოსავალს მოუწევს. არც კერძო სექტორს აზარალებს დამერწმუნე.
  3. ბრავო! უაღრესად საინტერესო და ვფიქრობ დასაბუთებული მოსაზრებებია. ძალიან ბევრი რამის ჩამატება შეიძლება კიდევ. ამას მხოლოდ პოლიტიკური ნება სჭირდება. მაგალითად: სოფლის მეურნეუბის წასახალისებლად, მათი პროდუქტიულობის რამდენჯერმე გაზრდისა და დასაქმებულთა დიდი არმიის შესაქმნელად ერთი მარტივი რამ კმარა (IMHO): სახელმწიფომ უნდა შექმნას სახელმწიფო სუპერმარკეტების ქსელი. დაახლოებით იგივე ტიპის, რაც კომუნისტების დროს გასტრონომები და ხილ-ბოსტანი იყო, ოღონდ ამათი ჰიბრიდი, სადაც მხოლოდ ადგილობრივი წარმოების პროდუქტები გაიყიდება. მთელი საქართველოს მასშტაბით რამოდენიმე ასეული ასეთი სუპერმარკეტის გახსნა თავისუფლად ძალუძს ხელისუფლებას. მარტო იქ დასაქმებული გამყიდველების, მოლარეების, დამლაგებლების, ბუღალტრების, საწყობის გამგეების და მუშების რაოდენობა ათიათასობით იქნება, ამათ დავუმატოთ ჩამბარებელ პუნქტებში დასაქმებული ათასობით ადამიანი. ასევე ასეულობით მძღოლი. ეს ფაქტიურად სოფლის მეურნეობაში წარმოებული პროდუქციის 100%-ით გასაღებას უზრუნველყოფს, რაც ცალკე სოფლად მოსახლეობის დაბრუნებას და მათი მოტივაციის ამაღლებას გამოიწვევს და ცალკე ბიზნესმენთა მხრიდან სოფლის მეურნეობის სფეროში ინვესტიციების მნიშვნელოვან ზრდას. გარდა ამისა პოლიტიკური ნების შემთხვევაში ამ სუპერმარკეტების ქსელის მონოპოლიად ქცევის საშიშროება არ არსებობს, რადგან იქ ჯერ ერთი მხოლოდ ადგილობრივი პროდუქცია გაიყიდება, მეორეც პოლიტიკური ნების შემთხვევაში ფერმერებს არავინ დააძალებს მაინცდამაინც მათთვის ჩაბარებას და კერძო მეწარმეებსაც შეეძლებათ მათგან ჩაბარება, რაც ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შემთხვევაში მათი მხრიდან ფერმერებისთვის აუცილებლად უფრო მაღალი ფასის შეთავაზებით დამთავრდება და აქედან სოფლის წელში გამართვამდე აღარაფერი დარჩება. ცალკე თემაა 31-ე საავიაციო ქარხანა, რომელსაც უდიდესი პოტენციალი გააჩნია და მცირე გადაიარაღების შემთხვევაში ბირთვულ-ატომურ-ბალისტიკურის გარდა პრაქტიკულად ნებისმიერი საბრძოლო მანქანის, საფრენი აპარატის, იარაღის და მასალის წარმოება და რემონტი შეუძლია; თანაც 2-3 ჯერ იაფად ვიდრე სხვა ქარხნებს და მათ ნაწარმზე ტაციაობა იქნება აზიის, აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში. ბევრი მაქვს ნაფიქრი კიდევ, მარა ეხლა მეზარება სხვა რამეების დაწერაც
  4. Nukriko რაღა სანიძლაო გინდა, როცა მეც თითქმის მაგ აზრზე ვარ და მაგისთვის გავხსენი ეს თემა. იმიტომ ვთხოვ არ გააყალბო არჩევნები თქო, რომ ჯობია ვიღაცეებმა (ალასანიამ მაგალითად) ისე მიიღონ ძალაუფლება, რომ არანაირი ვალდებულება არ ჰქონდეთ რუსეთის მიმართ. იმიტომ, რომ საქმე საქმეზე რომ მიდგეს იმ რაოდენობის ფულს ან შავ იარაღს რუსეთის გარდა არავინ მისცემს მათ, რამდენიც ამ საქმის ბოლომდე მიყვანას დასჭირდება. არ ვიცი კეთილგონიერება რამდენად ეყოფა მიშას. მე რომ ვიცი რაღაცეები, მის ყურამდეც მიაღწევდა და...ვნახოთ.
  5. DonCaredo ლევანს თუ შალვას? შალვას ქონდა ეგ 202-ში რამდენადაც მახსოვს.
  6. მეთოდები იქნება აბსოლუტურად განსხვავებული რაც აქამდე. საკითხავი ისაა ვის მეტი ძალა აღმოაჩნდება. ასე ამბობენ ყოველ შემთხვევაში.
  7. lasha1997 3 ფუტი 90 სანტიმეტრია. უფრო ზუსტად და პედანტურად 91.44. ...ქართულად ფუტი უნდა თქვა. ინგლისურში ერთი ფუტი Foot არის, ერთზე მეტი უკვე Feet, მარა ქართულად ფუტია.
  8. Private Nodari სამწუხაროდ უკრაინის გარეშე ცალკე არ მიგვიღებენ... ნატოს თავისი სტრატეგია აქვს. ცალკე აღებულ ერთ ქვეყანას დიდი ხანია აღარ იღებენ უკვე. დაჟე რამე რომ ყოფილიყო ცალკე უკრაინა შეიძლება მიეღოთ, იმიტომ რომ უზარმაზარი ქვეყანაა როგორც ტერიტორიით, ისე მოსახლეობით, სამხედრო და ეკონომიკური პოტენციალით და პირდაპირ ევროპა-რუსეთს შორის დგას. ნატოში და ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანება რომ გაურკვეველი ვადით გადაიდო და ძალიან გრძელვადიანი პერსპექტივაა ეგ სააკაშვილმაც კი აღნიშნა გუშინდელ გამოსვლაში. მართალია მხოლოდ ევროკავშირზე საუბრობდა, მაგრამ რა თქმა უნდა ნატოც იგულისხმება. ევროკავშირში თუ არ მიგვიღეს ნატოში მითუმეტეს არ მიგვიღებენ.
  9. საწყალი ჩილელები, ტო. მსოფლიოს ყველა დროის 10 უძლიერესი მიწისძვრიდან 4 ჩილეში მომხდარა (მეოთხე ეს იყო).
  10. Grig კი, მალხაზ. ჩემი უახლოესი ძმაკაცი ერთერთი სოციალური ქსელით სპეციალურად ეცნობა აფხაზ გოგონებს (ჯერჯერობით მხოლოდ ორს). თავიდან არ უმხელს რომ ქართველია. თუმცა არც რუსობს. ყველაზე სასაცილო ისაა რომ აფხაზობს. მოსკოვში მცხოვრებ აფხაზად ასაღებს თავს. ხოდა კარგად გაცნობა-გაპრანჭვის მერე პოლიტიკაზე, რუსებზე, ქართველებზე, აფხაზებზე, მათ განწყობებზე და მომავალზე ელაპარაკება. ძალიან დიდი აგრესია აქვთ რუსების მიმართ, ამბობენ ამისთვის არ დავხოცილვართ და გავმწყდარვართო. ჩვენ რეალური დამოუკიდებლობა გვინდოდა და არა რუსეთის გუბერნიობაო. ჩვენს მიმართ აგრესია კი შედარებით განელებული აქვთ. მთლად მოსისხლე მტრებად არ აღგვიქვამენ. ერთერთმა გოგომ კი, არ ვიტყუები ყველაფერს ვფიცავარ, იცი რა თქვა? ჩვენ მომავალი არ გვაქვს. ალბათ ისეთი დამოუკიდებელი ქვეყანა ვერასოდეს ვიქნებით როგორიც გვინდოდა რო ვყოფილიყავით და ალბათ მომავალში ისევ საქართველოსთან მოგვიწევს ყოფნა, ოღონდ ამ გიჟი სააკაშვილის პირობებში არაო. თუ ვიტყუებოდე მე მოვკვდე ეხლავე რა. თავის დაწვა არ უნდოდა იმ ჩემ ძმაკაცს და ასე პირდაპირ არ უკითხავს რატოო, შეაპარა რა მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება პრეზიდენტი, მაგათ სულ გიჟები და ერთმანეთზე უარესები ყავთო და იცი რა თქვა? არა რას ამბობ, გეტყობა რო აქ აღარ ცხოვრობ დიდი ხანიაო. შევარდნაძის დროს ჩვენ ქართველებთან ვვაჭრობდით, ციტრუსი, სოფლის მეურნეობის პროდუქცია ჩაგვქონდა, პლუს რუსული კონტრაბანდა (სიგარეტი, არაყი...), იქიდანაც ჩვეულებრივად შემოდიოდა ქართული პროდუქცია. ეხლა ამ გიჟმა სულ გადაკეტა საზღვრები და სული ძლივს გვიდგას პირში. შევარდნაძის დროს უკეთ ვცხოვრობდითო
  11. ბიჯო რა წაგვაკითხებს ამდენს? ორი სიტყვით გვითხარი ვინაა აი შვარცენეგერი და რა უნდა? აპა მე გკითხავ მასე - სილვესტერ ალახვერდიევი, მოღალატე თუ მსხვერპლი? :D
  12. ლ ი ც ი ხო. ფრთიანი ფრაზების თითზე დახვევა და გულში მჯიღის ცემა ადვილია. ეგ ის პონტია რა : სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი. თავისთავად ეგ ფრაზები ყველას თავისებურად ესმის და მე მგონია, რომ მანდ ცალკეულ პიროვნებაზე, ინდივიდზე, კაცზეა საუბარი და არა ქვეყანაზე. ბევრი ვერ ხვდება და აიგივებს ამას ქვეყანასთან. თითოეული ადამიანი, კაცი უნდა ვეყუდნოდეთ ჩვენს თავს და ზოგადად არაკაცად სიცოცხლეს ღირსეული სიკვდილი უნდა გვერჩიოს, მაგრამ იმის უფლება კი არავის მოუცია ჩვენთვის, რომ ქვეყანა გავწიროთ დასაღუპავად და სასიკვდილოდ. პატარა, ამბოხებული და გმირულად მკვდარი ერები არც ისე ცოტა ახსოვს ისტორიას, მაგრამ მხოლოდ ისტორიას და ისინი აღარ არსებობენ. ჭკუა ვერ ისწავლა ზოგმა რა. სიცოცხლის მთავარი აზრი არის ის, რომ იცოცხლო! ეს რომ ასე არ იყოს თვითმკვლელობა არ იქნებოდა ერთადერთი ცოდვა, რომელიც მიუტევებლად ითვლება ქრისტიანულ რელიგიაში. თუ მოვკვდებით რანაირადღა გვეყუდნება ჩვენი თავი ჩვენვე?
  13. shamili რა ზრი აქვს ჩემს მტკიცებას შამილ? უამრავი ადამიანი არსებობს, ვისაც მე ვენდობი და მათთვის აქვს ნათქვამი თორთლაძეს, მობოდიშებით, რო არ გაგიტყდეთ რა, დავიღუპები ეხლა ვერაფრით გადავიხდი ამ კრედიტებსო. საქმეც მაგაშია, რომ ჩემი ჩამოთვლილი ხალხი ამჟამინდელ ხელისუფლებაშია და მათი მისამართით არცერთი მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია თორთლაძეს მას შემდეგ რაც პარლამენტში შევიდა და მუდმივად მხოლოდ მადლობას უხდის მათ კარგი საქმეებისთვის. ის კი არა და გუშინ ქრისტიან-დემოკრატებმა მათ დევნილებისთვის სათანადო ყურადღების არმიქცევისთვის მწვავედ გააკრიტიკეს ხელისუფლება, რაც თავად ხელისუფლებას არ უარუყვია. სამაგიეროდ თორთლაძე გამოვიდა და მოწმინდა - ვერ დავეთანხმები აქ გამოთქმული მოსაზრებებს, ძალიან ბევრი რამე გაკეთდა და კიდევ მეტი გაკეთდებაო. ბოლობოლო რას მაიმუნობს ამხელა კაცი, გაწევრიანდეს ნაციონალურ მოძრაობაში და ოფიციალურად დააყენოს ყველაფერი თავის ადგილზე. მაგის "ბატონო პრეზიდენტო", "გმადლობთ", "გთხოვთ" და "ვიცი, რომ ყველაფერს აკეთებთ, მაგრამ თუ შესაძლებელია" და მსგავსი გამონათქვამები ფარისევლობის უმაღლესი მწვერვალია. მე ძალიან შემრცხვებოდა მის ადგილზე.
  14. ეს არის ჩილეს პრეზიდენტის განცხადება და მცირე ვიდეო ამ მიწისძვრასთან დაკავშირებით, იმედია შემოვა ლივინგსტონი და გადაგვითარგმნის. http://www.cyberjournalist.net/live-video-...ili-earthquake/
  15. fashisti 8.8 ბალი დაფიქსირებულა ჩილეს პრეზიდენტმა დაადასტურა უკვე 16 ადამიანის გარდაცვალების ფაქტი. მიწისძვრის ეპიცენტრი ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოდან 200 მილით (380კმ) სამხრეთ-აღმოსავლეთით დაფიქსირდა. თვითონ სანტიაგოში თანამედროვე შენობები მიწისძვრაგამძლეებია, მაგრამ ბევრმა ძველმა შენობამ ვერ გაუძლო, დანგრეულია Nuestra Senora de la Providencia-ს ტანძრის სამრეკლო, ერთი დიდი ავტოფარეხი, სადაც 50 მანქანა იყო, ქალაქის შესასვლელში მდებარე ხიდი, რომელზეც მიწისძვრის მომენტისთვის მინიმუმ 1 მანქანა მოძრაობდა. http://www.cbsnews.com/stories/2010/02/27/...in6249181.shtml
  16. shamili ე, ბიჯო! რა დამტკიცება უნდა??? ბოლო ბოლო თავის პირითა აქვს ნათქვამი კავკასიის ეთერში და ჩემი ყურით მაქვს მოსმენილი! თავად თქვა მე არ უარვყოფ რომ ორი კრედიტი მაქვს აღებულიო და რა მერე, სირცხვილია რო კრედიტის ვალები გადავიხადოო? მარა მაგ მიზეზის გამო არ წამოვსულვარო. ისე, ჩემზე პატარა ხარ ასაკით როგორც ვიცი და 91-92 წლების შეფასებას მე ვერიდები და შენც ეცადე ნუ მიაკრავ იარლიყებს ნურავის. თუნდაც იმიტომ, რომ რამდენადაც ვიცი და ყველაზე რბილად რომ ვთქვა გია ჭანტურია არ ყოფილა შევარდნაძის ჩამოყვანის წინააღმდეგი. რამდენადაც ვიცი მიშა სააკაშვილი, მიშა მაჭავარიანი, გიგი წერეთელი, გია ბარამიძე, ხათუნა გოგორიშვილი, ზურა მელიქიშვილი, დათო ტყეშელაშვილი, გოგი ლიპარტელიანი და კიდევ ათეულობით დღევანდელი ხელისუფალი არც ისე შორს და არც ისე ქვემოთ იყვნენ მოქალაქეთა კავშირისა და ედუარდ შევარდნაძისგან. რამდენადაც ვიცი გივი თარგამაძე, გიგა ბოკერია, გოკა გაბაშვილი, კაკო ბობოხიძე, ნიკა რურუა, დილარ ხაბულიანი და კიდევ ათეულობით დღევანდელი ხელისუფალი არც ისე შორს და სხვა პოზიციებზე იდგნენ კრიმინალური ბანდებისა და მასში მონაწილე პირებისგან. აქ ორმაგ სტანდარტებზეც არ არის ლაპარაკი, ხელისუფლებაში მინიმუმ ასჯერ მეტი ისეთი ადამიანია, ვისაც თუნდაც მსგავსი ტიპის ბრალდბებს წაუყენებ და ვერც ვერასოდეს უარყოფენ ისინი ამას, მაგრამ ფული რას არ გათქმევინებს ადამიანს...ამიტომ არ მიკვირს გია თორთლაძის და ბაჩუკი ქარდავასი. მხოლოდ გული მერევა მათზე, მაგრამ აი პირადად შენ რა გრჯის და რატომ გაქვს აკვიატებული ეგ არასწორი იდეები, მაგას ვერ ვხვდები და ვერც ვერასდროს მივხვდები.
  17. ლ ი ც ი ეგ ყველაზე რთული და მძიმე საკითხია. დილემა, რომელიც თითოეულ ქართველს უნდა აწუხებდეს. ბოლო ხანს მეფე ერეკლეს საქციელის გამტყუნება ხშირად მიჭირს ხოლმე. მივდივარ დასკვნამდე, რომ მას ფიზიკურად განადგურების საფრთხის წინაშე მდგარი ერის გადარჩენასა და ფიქტიური დამოუკიდებლობის ფაქტიურ დათმობას შორის მოუწია არჩევანის გაკეთება. და ეხლა აღარ ვარ დარწმუნებული, რომ მაშინ ის შეცდა, რადგან საქართველოს ყველაზე დიდი მტრები ალბათ აღა მაჰმად ხანი და მისი ჯალათები კი არა, პირობითად, დადიანები, გურიელები, წერეთლები იყვნენ. საქართველო დაქუცმაცებული იყო. დანაწილებული ქონდათ სხვადასხვა ძალებს. იმ ნაბიჯით კი მართალია ბინძურ ფრთის ქვეშ და შეურაცხყოფილნი, მაგრამ მაინც ერთად მოიყარნენ ყველანი და აჰა, აქამომდე მოვედით, თავს ქართველებად ვთვლით, ქართულად ვსაუბრობთ, რწმენა არ დაგვიკარგავს და კაცმა რომ თქვას იმაზე მყარად ვდგავართ ფეხზე, ვიდრე ერეკლეს დროს ვიდექით. ნამეტანი მხატვრულად გამომივიდა, მაგრამ... იმის თქმა მინდა, რომ არ მინდა ეს გამუდმებული ომობანა რუსებთან ცალკე აფხაზეთის, კოდორის, სამაჩაბლოს, ახალგორის ფასად დაგვიჯდეს და ცალკე ეს მოძალადე ფარისევლები გვეჯდნენ თავზე. საფიქრალი და სატკივარია ეგ ყველაფერი მაგრამ ამათ დამოკიდებულებას ხომ ხედავთ? აგერ ერთი ჩვენი სასჯელაღმსრულებელი ფორუმელი არ იყო რომ თქვა - რუსი თუ აქ შემოვა, ჯერ თურქეთში, მერე კი დასავლეთში გადავიხვეწები და მოგსტყვნიათ პატრონიო, აგვისტოს ომი ეხლახანს არ იყო? ჩემს თვალწინ არ კრავდნენ ბოხჩებსა და საპალნეებს და ყვერებში არ იტენიდნენ ოქროთი გატენილ ქისებს? ქვეყნის და ხალხის დარდი, ერეკლესგან განსხვავებით, ამათ მაინც არა აქვთ და საქართველოსთვის ომში ოთხმოცზე მეტ ჭრილობამიღებულ, ოთხმოც წელს მიტანებული ადამიანი ამათზე ნაკლებ პატრიოტი იყო თუ ნაკლებ ბრძენი ვითომ? იქნება და ერთად დგომა ჯობია, აფხაზეთიან-სამაჩაბლოიანად, იქნება და დალოდება ჯობია იმ დროს, როდის დალპება და გაიხრწნება ეს ჩრდილოელი მეზობელი? მეფის რუსეთი გაიხრწნა და უვნებლად გამოვედით, საბჭოთა კავშირიც გაიხრწნა და სრულიად უვნებლად გამოვიდოდით, ჩვენივე სიფიცხით დათვებთან სილაქებით რო არ გვეჩხუბა. ეს არ დაიშლება ვითომ? რატომ ვღვრით ამდენ სისხლს? რატომ ვფანტავთ ჰაერში ქართულ მიწებს და რისთვის ვკვდებით??? რად ვისვამთ თავზე დადიანებს, გურიელებს და წერეთლებს? ციხიდან ღობეზე გადახტომით და მითუმეტეს ჭიშკრის გავლით თუ მოინდომებ გაქცევას ზედამხედველის ტყვია არ აგცდება და საუკეთესო შემთხვევაში სასჯელს დაიმძიმებ და მოიმატებ კარგა ხნით. გვირაბის თხრას თუ დაიწყებ ან ადმინისტრაციას მოისყიდი კი, იქნებ გაგიმართლოს კიდეც. გამგებმა გაიგოს.
  18. ამის დედა ვატირე რა! სიტყვა ეროვნულს ასე უპრაგუნოდ ნუ ხმარობთ! მართლაც და ხმარობთ... კრედიტის ვალის გამო პარლამენტში შესული კაცის ეროვნულობას რა ვუთხარი მე და ედპ კიდე საერთოდ. ცალსახად ფულის გამო ერთი ერთში იმავეს გამმეორებელი და გამხმოვანებელია რასაც ხელისუფლება ფიქრობს. და საერთოდ გუშინდელ გამოსვლაში ჩემთვის ყველაზე გულისამრევი ის იყო, რომ ხელისუფლებას ერთი სიტყვაც არ დასცდენია ოპოზიციის გასალანძღად და რუსეთუმეობაში ბრალის დასადებად. სამაგიეროდ ეს თორთლაძეს ათქმევინეს. ისეთი "ოპოზიციონერის" დედა ვატირე, რომელიც ცალკე დანარჩენ ოპოზიციას აგინებს და ცალკე ხელისუფლებას უხდის მადლობას წარმატებული საქმეებისთვის და თანაც ეს ყველაფერი "დებატების" დროს!
  19. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას ქარველ დეპუტატებს ამერიკული ოჯახი წარმოუდგინა, რომელიც საცხოვრებლად ამერიკიდან საქართველოში გადმოვიდა. როგორც დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტმა წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, ბაიდენების ოჯახის წევრები ამერიკის მოქალაქეები არიან და პროფესიით მხატვრები. თუმცა, სააკაშვილის თქმით, ბაიდენებმა ამერიკაში სახლი გაყიდეს, საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდნენ სამ შვილთან ერთად და საბურთალოზე პიცერია გახსნეს, სადაც პიცებს საკუთარი ხელით აცხობენ. ,,ბაიდენების ოჯახის სამი ვაჟი ქართველებად მიიჩნევენ საკუთარ თავს და საქართველოს სამშობლოდ ასახელებენ. გპირდებით, რომ საქართველო იქნება ლიბერალური პოლიტიკის ქვეყანა, სადაც ცხოვრება შეეძლება თქვენს შვილებს’’, – განაცხადა პრეზიდენტმა. http://epn.ge/?p=1176 ვაი, ამის პატრონს. ამის და####ვებას ხო სასრული არა აქვს, რა. სირცხვილია არაა პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებაში ასეთი კვერცხობები???
  20. კი. უნდა მისცენ. სხვანაირად ამ სოფლელებს დაემსგავსებიან, რომლებიც შუაღამისას ტრუსიკ-მაიკაში გამოწყობილ ტიპებს იტაცებდნენ სახლიდან ორმოცდაათკაციანი სპეცნაზის ძალით და ამ ყველაფერს ლაივში ანახებდნენ ყველას. მერე ერთ ღამეში მის ქონებას საკუთარ ცოლებზე და ბიძაშვილებზე გადააფორმებდნენ. მაგრად სცემდნენ და უშვებდნენ. თუ გვინდა რომ კანონის პატივისცემა ვისწავლოთ, ჯობია პირდაპირ იმ კანონით დავიწყოთ, რომელიც ყველაზე უპირატესია - კონსტიტუციით. არ შეიძლება სისხლის სამართლის საქმეების გასახსნელად ( და მითუმეტეს "გასახსნელად") კონსტიტუცია დაარღვიო. ჯობია ქვეყანაში ადამიანის უფლებები, ღირსება, პატივი, საკუთრების უფლება, ბიზნესის ხელშეუხებლობა იყოს დაცული და ვაპატიოთ ქურდობა და ყაჩაღობა, ვიდრე ქურდობა-ყაჩაღობის დასასჯელად კონსტიტუცია დავიმხოთ თავზე. როცა კონსტიტუცია ირღვევა, იქ არცერთი ქვემდგომი კანონმდებლობა აღარ მუშაობს და ყველა მათგანი მხოლოდ იარღია მოძალადეთა ხელში. დავიწყოთ კონსტიტუციის დაცვით და დანარჩენი კანონების დაცვის აუცილებლობაც ავტომატურად დადგება, ჯაჭვური რეაქციით. ოღონდ: ისევ შერჩევითი სამართალი არ დამანახოთ! ან არავინ ისჯება ან ყველა! აღარ მინდა ახალი მიშა მაჭავარიანები, გიგი წერეთლები, სოსო თოფურიძეები და მერაბ ბაღათურიები.
  21. ძუკუ ზუსტად კობასნაირებზე მაქვს საუბარი, თორემ არც ალასანია და არც სუბარი თქვენ არ მიგიღიათ, თვითონ მოვიდნენ. თანაც ისინი ფიქტიური ლიდერები იყვნენ. გადაწყვეტილებების მიღების პრეროგატივა სხვებს ჰქონდათ. ეგ არც დათმობა იყო და არც ერთიანობისთვის გადადგმული ნაბიჯი. ეგ ზუსტად ის სიტუაცია იყო, რაც ზემოთ მდიდარი მევახშისა და მისი მოვალის ურთიერთობაზე დავწერე.
  22. mogzauri იმაზე ბევრად ნაკლები შანსი ნამდვილად არა აქვს ვიდრე სხვა ნებისმიერ კანდიდატს. მითუმეტეს თუ ერთიანი კანდიდატი იქნება.
  23. სათქმელი ბარემ ბევრი მაქვს, მაგრამ პირი წყლითა მაქვს სავსე რაც შეეხება ალსანიას და გრეჩიხას ერთი და იგივეობას. ეს დანამდვილებით ვიცი. ბოლოს და ბოლოს გრეჩიხას რამდენიმე მეგობარი ალასანიასთან ერთად მოძრაობს, საერთო ნათესავები და მეგობრები ყავთ.
  24. ძუკუ მიშა ბატონო, თქვენც ხომ კარგად იცით რაც ხდებოდა? რესპებს და ახლებს ყოველთვის დიდი მადა ქონდათ და ძალიან მაღალ ქვოტას ითხოვდნენ ერთიანობის შემთხვევაში. ამის გამო სხვა ოპოზიციური ძალები მათთან ერთიანობას ვერ ახერხებდნენ. ეხლა, როდესაც ალასანია დაიმატეს, საერთოდ ცუდ მდგომარეობაში ჩააყენეს და უკვე ასეთ განცხადებებს აკეთებდნენ (მე ამას შანტაჟს დავარქმევდი) - თუ ერთიანობა გინდათ, მაშინ ჩვენს პირობებს და მადას დათანხმდით სრულად, არა და იყავით ცალკეო. დაახლოებით ისეთი სიტუაცია გაიჩითა ბოროტი მდიდარი მევახშე ვალის პროცენტების სანაცვლოდ კაპიკებში რო ცინცლავს ძვირფას ნივთებს. ამ დაშანტაჟებულმა დანარჩენმა ოპოზიციამაც ადგა და ორი კანდიდატი დააყენა (დავითაშვილი და ძიძიგური) ანუ ერთგვარი კონტრშანტაჟი მოაწყო, რითიც ცალკე ხმებს ართმევდა მათ და ცალკე საზოგადოების დიდ ნაწილში ნიჰილიზმი გამოიწვია და ასეთ სიტუაციაში ვერცერთი ოპოზიციონერი ვერ მოიგებდა არჩევნებს. მას მერე მიდიოდა ვაჭრობა, რომელიც ეხლაც გრძელდება, ოღონდ ამ თემის პირველ პოსტში დადებული ინფორმაცია თუ სიმართლეს შეესაბამება, იმ განსხვავებით, რომ ერთსაც და მეორესაც ღორობისგან კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ და ეხლა იმ პირობებს მოუწევთ დათანხმება, რასაც ალასანია და გრეჩიხა წამოაყენებენ ან არადა ყველანი, მათ შორის იგივე ალასანია და გრეჩიხაც ოფსაიდში კი არა ბოდიში და ტრაკში აღმოჩნდებიან სამუდამოდ. რაც შეეხება ნოღაიდელს - არჩევნებში არ მონაწილეობს რამდენადაც ვიცი და რას უნდა უშვრებოდნენ? აი არჩევნები თუ გაყალბდა მერე მართლა ყველას ერთად დგომაა საჭირო, ნოღაიდელი იქნება, რესპუბლიკელი თუ ლეიბორისტი. საერთოდ მაგარ მიამიტობად მიმაჩნია როცა ამბობენ მე ამასთან ერთად საქმეს ვერ გავაკეთებ, ვერ შევეკვრები. ჯერ ერთი თუ შენს შეთავაზებულს გააკეთებს, რატომ არ უნდა დაიყენო გვერდში, რას აგებ? თუ შენთვის მიუღებელი რაღაცის გაკეთება შემოგთავაზა, არ გააკეთო. რა პრობლემაა?
  25. Grig ანუ უკეთეს შემთხვევაში შევარდნაძე იქნება?
×
×
  • შექმენი...