-
პოსტები
2.789 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
11
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი analgin
-
Saturn არადა კაკრაზ თანმიმდევრობა რო ყოფილიყო პირიქით, მერე გენახა შენ ჩემი ამყრალება თეთრი სახლის წარმომადგენლებს თვეში ერთხელ მაინც ხვდება. ისედაც გასაგებია ყველაფერი.
-
kisa დიახ და არა მგონია ანზორ ბურჯანაძეს ავსტრალიაში გაქონდეს ეგენი. ისედაც ექსპორტზე 20-30 ბობოლა მთავრობის წევრის და ნაციონალის გარდა არავის არაფერს არ გაატანინებენ, მითუმეტეს ნინო ბურჯანაძის მამას. რაღაცაშია საქმე.
-
lasha_alo მილიარდერია ეგ კაცი შენ აზრზე არ ხარ რამდენი ფული აქვს. კახა ბენდუქიძე მაგასთან შედარებით ღატაკია. ჯერ მარტო ტყიბულის შახტას მოაქვს დღეში 64 000$ მოგება. მაგის გარდა კიდევ "ყაზტრანსგაზი" (ვანო მერაბიშვილთან "პაპალამ"), რამდენიმე ჰესი, კასპის ცემენტის ქარხანა, სამშენებლო კომპანიები, გაზისა და ბენზინის ავტოგასამართი სადგურები აქვს. ეს რაც მე ვიცი და რაც აქა აქვს. საზღვარგარეთ უფრო მეტი კაპიტალდაბანდება აქვს რამდენადაც ვიცი. განსაკუთრებით რუსეთში (მოსკოვში) და უკრაინაში. მე ვეთაყვანები მაგ ძმებს :)
-
Saturn შენ მარტო ის წაიკითხე მანდ რო რუსებს ხვდება, ხო?
-
უნდა იარსებოს თუ არა თბილისში ჯოჰარ დუდაევის ქუჩამ?
analgin replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
უკაცრავად და ზვიად გამსახურდიას ქუჩა გვაქვს? ჯერ მისი სახელობის ქუჩა გახსნან და მერე არ ვარ წინააღმდეგი მის პარალელურ ქუჩას თუ დაერქმევა ჯოჰარ დუდაევის სახელი. -
უახლოეს მომავალში ირაკლი ალასანიაც შეხვდება ან პუტინს ან მედვედევს, ამის შემდეგ კი სავარაუდოდ ჰილარი კლინტონს. ეს შეხვედრები ისეთივე ღია იქნება როგორც ბურჯანაძე-ნოღაიდელისა თუ არა ეგ ჯერ არ არის გადაწყვეტილი. წყაროს აქ არ დავასახელებ, მისივე თხოვნით.
-
ტყიბულის მაღაროში მომხდარი აფეთქება მსხვერპლით დასრულდა
analgin replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ტექზედამხედველობის ინსპექიამ გუშინ პრემიერ მინისტრს გაუგზავნა დასკვნა ტყიბულში მოხდარი ტრაგედიის შესახებ. დასკვნა უმკაცრესია და ნათქვამია, რომ იმ შახტაში უსაფრთხოების პრაქტიკულად არცერთი ნორმა არ არის დაცული. ტრაგედიის მიზეზი გახდა არა გაუფრთხილებლობა, არამედ უსაფრთხოების საშუალებების არარსებობა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის გულგრილობა. 2006 წლიდან დღემდე დაღუპულია 6 და სხვადასხვა სიმძიმის ტრავმა აქვს მიღებული ოცამდე მეშახტეს. შსს-ს და პროკურატურის მხრიდან იყო სერიოზული ზეწოლა, რომ დასკვნაში ჩაწერილიყო დაღუპული მეშახტეების მხრიდან გაუფრთხილებლობა და მათი არაპროფესიონალიზმი. ძალიან დიდ ფულზეა ლაპარაკი (დღეში 64 000$-ზე) და არ გამიკვირდება თუ ტრაგედიის გამომწვევ მიზეზებზე ან საერთოდ არანაირი განცხადება არ გაკეთდება ხელისუფლების მხრიდან ან შსს-ს ვერსიას გაავრცელებენ. -
ერთ ინფორმაციას დავდებ. იმას, რაც საკუთარი თვალით ვნახე გუშინ: ანზორ ბურჯანაძემ ტექზედამხედველობის ინსპექციაში სამი სხვადასხვა კარიერის ექსპლოატაციის ნებართვაზე შეიტანა განცხადება, სადაც დიორიტის, ტეშენიტის და გაბროს მოპოვება ხდება. ვინც ამ სამშენებლო მინერალებში ერკვევა, მან იცის, რომ ამის ბაზარი პრაქტიკულად მხოლოდ რუსეთშია. ზემოთაღნიშნული კარიერები (ორი წყალტუბოშია, ერთი თეთრიწყაროში) 2005 წლის შემდეგ დაკეტილი იყო. რატომ შეიტანა მან ეს განცხადება პრაქტიკულად მეორე დღესვე, რაც მისი ქალიშვილი პუტინს შეხვდა?
-
გადაავლეთ თვალი http://maestro.ge/?address=sakani5&id=203 სადღაც 50-ე წუთის მერე არის ძალიან მაგარი
-
prologic იმიტომ, რომ მართალია სასაცილო რამეებს ამბობს ხოლმე, მაგრამ ჭკუა ბევრ გამართულად მოსაუბრეზე უკეთ უჭრის და იცის აზრი არა აქვს ეგეთ მხარდაჭერას. ისე, ის ხალხი ვინც დღეს ალასანიას დაუჭირა მხარი, სწორედ მისი მხარდამჭერები იყვნენ და მასთან კონსულტაციების შემდეგ გადადგეს ეგ ნაბიჯი. არ გამოვრიცხავ მალე თვითონაც ეგრე მოიქცეს. თუმცა ამას მისგან ხელის ჩაქნევად მივიღებ მე პირადად. ძალიან ადვილი მისახვედრი და დასანახია რა მოხდება ხვალ და რა საფრთხე გველის. დარწმუნებული ვარ გრეჩიხაც ზუსტად იმას ხედავს რასაც მე და ამიტომ იბრძვის გამწარებული ერთობისთვის, თორე რომელი დებილი დამარწმუნებს, რომ მაგაზე მეტად ვინმესთვის არის ნოღაიდელი მიუღებელი??? ბევრს დაავიწყდა ეტყობა რა დღეში ჩააგდო უცნობმა თავის საკანში...
-
5 წელი ერთად რატომ იყავით მოღალატეებთან?
analgin replied to Nukriko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Saturn მუა ჰა ჰა ჰა ჰა ჰა ჰააააააააააააააააააა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! ნუ გაძალებს მაგის თქმას ვინმე? გადავირიე რა. რათ იგდებ მასხრად საკუთარ თავ ბჯოუ, რათა? -
5 წელი ერთად რატომ იყავით მოღალატეებთან?
analgin replied to Nukriko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Saturn ხოხ, არ გვინდა ეხლა ეს დასტოინი სტოიკები. საკუთარ სინდისთან გარიგებაზე მხოლოდ ისინი არ მიდიან, ვისაც სინდისი საერთოდ არა აქვს. დანარცენი ყველა მივდივართ მეტ-ნაკლებად. -
Saturn კონფლიქტი კი. ომი არა. და სროლასა და სამხედრო ოპერაციას შორის დიდი განსხვავებაა. მანდ ყოველდღე ეგრე ისროდნენ წლებია უკვე, მარა კასეტური ბომბებით იერიშის მიტანა და მერე ამას მძიმე ტექნიკისა და ქვეითების მთელი ბატალიონების მიყოლება უკვე ომს ნიშნავს მე მგონი. ტალიავინის დასკვნაშიც ზუსტად ეგ წერია.
-
5 წელი ერთად რატომ იყავით მოღალატეებთან?
analgin replied to Nukriko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Saturn არც ის ქართველი, რომელმაც ეგ აგვისტო მოგვიტანა და ერთ კვირაში ბოზი ქალი ჩამოიყვანა საკუტარი თვითმფრინავით, რომ წელზე ძუძუს თავები გაესმევინებინა? არც ის, რომელიც მაგ აგვისტოს გამო უსახლკაროდ დარჩენილ და ჩეჩმებში შესახლებულ ადამიანებს დენი ჩაუჭრა დავალიანების გამო? ეეჰ, დავით. მე და შენ სანამ მიშა და ვანო არიან შენი უფროსები, ვერასოდეს მივალთ საერთო აზრამდე. აი რომ წავლენ მერე შეიძლება მითხრა ხო იცი რატომაც ვერ გეუბნებოდი სიმართლესო. -
Saturn დიახ ჩვენ დავიწყეთ. ეს ტალიავინის დასკვნაშიც ნათლად წერია. დავუწყეთ სროლა ოსებს და შემოვიდა ოკუპანტი. რა, ასე არ იყო? ასე იყო იმ ინფორმაციის მიხედვითაც რაც მე ვიცი, რაც ტალიავინის დასკვნაში წერია და რასაც თავად ხელისუფლება ავრცელებს. აღარ გვინდა მაგ თემაზე რა. ეგ ის საკითხია, რომელსაც სანამ ცოცხალი ვარ ვერ ვაპატიებ მიშას და ნაციონალებს, მაგათ რო მოვუტყან მე 6 აგვისტო ! არ მეშელება, 6 აგვისტო.
-
5 წელი ერთად რატომ იყავით მოღალატეებთან?
analgin replied to Nukriko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
asesino_141 მართლა? მე ჩამოგითვალო თუ თვითონ იცი იმ ადამიანების გვარები, ვინც არანაკლებ და ზოგიერთი გაცილებით მეტად უზნეოცაა მაგათზე და დღესაც უმაღლესი პოსტები უჭირავთ ხელისუფლებაში? -
prologic ჯერ ერთი არანაირად არ ვგულშემატკივრობ გრეჩიხას, არანაირად. უბრალოდ ნერვები მეშლება როცა იმ ადამიანს, რომელსაც ყველაზე ნაკლები დანაშაული მიუძღვის ოპოზიციის წარუმატებლობაში და ყველაზე ნაკლებად აწევს ცოდვები კისერზე, ახოცავენ ხელს. ჩვენს სურვილზე და მორალზე რომ იყოს დამოკიდებული არათუ ყველაფერი, საერთოდ რამე, კი ვიცით მე და შენ როგორ ქვეყანაშიც ვიცხოვრებდით. მე იმის მეშინია და სრული საფუძველი მაქვს ვივარაუდო, რომ ნოღაიდელის ანუ რუსული ინტერესების ასე გარიყვა უარეს შედეგს მოიტანს. ისეთ შედეგს, რაც 1922 წელს დადგა. მითი (რომლისაც მეც გულწრფელად მჯეროდა!), რომ დღეს 21-ე საუკუნეა და ასე აშკარა ინტერვენციას რუსეთი ვერ განახორციელებს და რომ ჩვენ ისეთი გეოპოლიტიკურ-სტრატეგიული ფუნქცია გვაქვს ძია სემი, ნატო და ევროკავშირი შეგვაკვდებიან აგვისტოში არათუ დაიმსხვრა, არამედ აღმოჩნდა, რომ უდაბნოს ხვატისგან გულშეწუხებული ადამიანების მირაჟი იყო. ამას დაუმატე ეხლა 4 ცალი მისტრალის ყიდვა და ამაზე ნატოს გენერალური მდივნის კომენტარი. ცუდი სუნი ასდის იმ ამბებს რაც ბოლო ხანს ხდება რუსეთთან მიმართებაში და ვიცი შენ მაინც არ აზროვნებ ისე, რომ გაჯგიმვა და გულზე მუშტის ბრახუნი დაიწყო, მოვიდნენ და დავხვდებით, ვისაც გეშინიათ გაიქეცით, ჩვენ არ დავუთმობთ ჩვენს მიწასო... ღმერთმა ქნას მე ვცდებოდე და ჩემი შიში ჩემივე ფანტაზიის ნაყოფი იყოს, მაგრამ გამორიცხულია. თქვენ თუ შემთხვევითი გგონიათ ეს მოსკოვური ვოიაჟები და ხელისუფლების გაუგონარი უმოქმედობა ამ ყველაფერზე, თქვენი ნებაა. დარაბებს მიღმა გაზაფხული კი არა დენთის სუნია. P.S. ნოღაიდელის ფულზე არაა ლაპარაკი. ჯობია ფულით მოვიდეს, ვიდრე ტანკით მოიყვანონ. ჩვენს სურვილზე ეგ არაა დამოკიდებული, მითუმეტეს მისი მოწინააღმდეგე პოლიტიკოსების სურვილზე.
-
Grig რაღა შთაბეჭდილება უნდა, მაგაზეა გული რომ მისკდება და აქ ხალხი რაღაცეებს ისე მიხსნის, კაცს გეგონება საქართველოში კი არ ვცხოვრობთ, არამედ მინიმუმ სლოვენიაში...მაგიტომ გავყვირივარ, სოფლის გიჟივით, სანამ დროა გაურიგდით ყველას მეთქი, იქნებ რამის გამოსწორების შანსი მაინც დარჩეს, მაგრამ... ნეტარ არიან მორწმუნენი...
-
ნიფო ჩემთვის საკითხი ასე დგას (იმ ინფორმაციებიდან გამომდინარე, რომელსაც მე ვფლობს): ან ყველა გაერთიანდება და უარესი რეჟიმი შეიცვლება ცუდით ან ეს რეჟიმი შეიცვლება და მოვა ყველაზე უარესი - რუსეთი. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული და იმიტომ ვარ თანახმა თუნდაც ნოღაიდელ-ბურჯანაძესთან შევიდნენ გარკვეულ გარიგებებში შედარებით სუფთა ძალები, უფრო სწორად ნაკლებად ბინძური ძალები. ჭკვიანი ადამიანი ეცდებოდა ქვეყანა არ გადაეყოლებინა ღორობას, არ დაენგრია და შემდგომში სიტუაციის შეცვლის რაღაც საშუალებები მაინც დაეტოვებინა. მაგალითად მოითხოვონ სასამართლო ხელისუფლება + მაგალითად იუსტიციის მინისტრის ან შსს მინისტრის სავარძელი. უნდა გაენაწილებინათ რაღაც-რაღაცეები. ბოლო ბოლო "ან ყველაფერი ან არაფერი" პრინციპით მხოლოდ იდიოტები და ხარბები მოქმედებენ.
-
ნიფო მიაღწევს. ის ხომ ბრიუს ლია და დახოცავს მაგ კრაზანებს ეს ხუმრობით. და სერიოზულადაც მიაღწევს. ჩემი ალეგორიის აზრიც მაგაშია, რომ გასავლელი გზა კარგად უნდა იქნეს შესწავლილი და ჩახრგილ ჩანგრეულ გზაზე ფერარით მოძრაობის უპირატესობაში არ უნდა მარწმუნებდეს ვინმე. კრაზანებისგან თავის დაცვის საშუალებაც მოგონილი აქვს კაცობრიობას, საბედნიეროდ. ასე, რომ თუ ამ ყველა წინაღობას გავითვალისწინებთ, ნებისმიერი გზის გავლაა შესაძლებელი. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ყველას რესურსის მობილიზებაა საჭირო. ვიღაც კრაზანებს დახოცავს, ვიღაც ლოდებს გადააგორებს, ვიღაც ფარანს დაიჭერს და გზას მიანათებს და ა.შ.
-
აუ, ვერ ვინელებ რა: უნიკალური შანსი ქონდათ ისე საშვილიშვილოდ და იმხელა უპირატესობით მიენგრიათ ნაცები ამ არჩევნებში, რომ მეტი არ შეიძლება. მინიმუმ 75/25-ზე თანაფარდობით, თავის გაყალბებიანად კი ჯამში 65/35-ზე. მარა რად გინდა ბოდიში და ჩაასაქმეს კომპოტში იმ ხალხმა ვისზეც ასე ვარ გაცოფებული და გადარეული. ავი ძაღლის გარდა სხვა შედარებას ვერ ვპოულობ მათზე.
-
ენ დი აის, კაჭკაჭიშვილის და ცქიტიშვილის ჩატარებულ სოციოლოგიურ კვლევებზე მე ეხლა მხოლოდ იმ კომენტარს გავაკეთებ, რომ ნუ აბავთ ქოთანს ყურს იქიდან საიდანაც გჭირდებათ. თავის დროზე მიშას რო ეგზითპოლებში 65%-ს უწერდნენ, მაშინ იტყუებოდნენ და ეხლა მართალს ამბობენ??? ყველა რესურსი გასაერთიანებელია ამ რეჟიმის დასამხობად! ყველა! ალიანსისაც, რუსებისაც, დედამოტყნულებისაც და ისეთი ხალხისაც ვისაც ჩვენ ვკიდივართ. ცალცალკე ვერავინ ვერ შეძლებს ვერაფერს. დავიღალე უკვე ახსნით რა. და რამდენჯერ გავიმეორო - გრეჩიხას მხარდამჭერი არ ვარ და ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ალასანია მიმაჩნია ყველაზე უკეთესად? ჩემი სურვილი და შეხედულება ერთია და რეალობა მეორე. სატურნისგან გასხვავებით ჩემი ცხოვრება სახლი-სამსახური მარშრუტისგან არ შედგება. უამრავ ხალხს ვხვდები ყოველდღიურად და ვიცი მათი აზრი. გრეჩიხაში მატყუარას, გადამგდებს, ღორს ვერ ხედავენ, არც რამე საშიშროებას მოელიან და ამიტომ საქმე საქმეზე რომ მიდგეს სხვებს ურჩევნიათ. ალასანიას კი სანამ მარტო იყო მეტი მხარდაჭერა ქონდა. ალიანსში შესვლით რესპების და ახლების მოძულეების, რომლებიც მრავლად არიან ხმები დაკარგა. ამის გარდა ხალხს უნდა რადიკალური და ტრაკიანი ქმედებები, რომლებიც მაქსიმალურად მოკლე ვადაში და ეფექტურად მოიშორებს ამ რეჟიმს და ხალხმა გადასარევად იცის, რომ ეს მხოლოდ ყველას და ყველანაირი რესურსის გაერთიანებით მოხდება. სატურნ! დიახ, მე ჩემს თავს ხალხთან ვაიგივებ. ვაიგივებ, იმიტომ, რომ ხალხის ნაწილად მივიჩნევ თავს, "ბნელად და აგრესიულად" და არა "სახელმწიფოს სამსახურში მდგარ პროგრესულად მოაზროვნე მამულიშვილად". მე მხოლოდ ჩემი გარემოცვიდან გამომდინარე არ გამომაქვს დასკვნები. ჩემი დროის უმეტესი ნაწილი, ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ჩემთვის ახალ გაცნობილ და სრულიად უცხო ხალხს ეთმობა. თანაც ყველა სოციალური ფენის წარმომადგენლებს, დაწყებული სახელმწიფო მუშაკებიდან და ბიზნესმენებიდან, გაგრძელებული ჟურნალისტებით და სპორტსმენებით, დამთავრებული გამყიდველებით და დამლაგებლებით. დავიღალე თავის მართლებით. არაფერი მჭირს სამაგისო.
-
SSDK რესპუბლიკელებთან ძალიან ახლო ურთიერთობა მაკავშირებს პირადი. თანაც აბსოლუტურად სუფთა. მე მათი ახალგაზრდულის წევრი ვიყავი 2006 წლამდე. თან არც მთლად უბრალო წევრი. და თან იქიდან არც ჩხუბის გამო წამოვსულვარ, არც წყენის, არც გაუგებრობის და არც რამის ვერგაყოფის გამო. ასაკის გამო და პირადი საქმეების გამო წამოვედი. დიდების პარტიაში კი არასოდეს შევსულვარ, რადგან ჩემს მომავალს პოლიტიკაში ვერ ვხედავდი და ვერ ვხედავ. მათ ძალიან კარგად ვიცნობ, მოხარშულს და თვალდახუჭულმა ვიცი ვინ რას და რატომ აკეთებს. ალასანია ყველაზე ნაკლებადაა დამნაშავე ალბათ. დამნაშავე რესპებუბლიკელები და ახლები არიან. ვინმეს გგონიათ ნოღაიდელს მართლა იმიტომ არ ეკარებიან, რომ არიქა და რუსები, მიშა და ა.შ.? როგორც დორბლიანი იტყოდა - ნურას უკაცრავად! და იმდენი მაგათ მზეს რამდენი კულუარული ვაჭრობაც მაგათთან ჰქონიათ აქამდე! იმ კაცს აქვს ფული და აქვს კონტაქტები, საიდანაც უფრო მეტი ფულის მოზიდვა შეუძლია. ამ ფულის სანაცვლოდ მას რა თქმა უნდა სურს, რომ ის ერთერთი მთავარი ლიდერი იყოს, მისი ხალხი კი მინიმუმ იმ დონეზე ერეოდეს გადაწყვეტილების მიღებაში, როგორც მაგალითად დათო ზურაბიშვილი და დათო საგანელიძე, აღარას ვიტყვი უსუფაშვილზე, ხიდაშელზე, ძმებ ბერძენიშვილებზე, გამყრელიძეზე და სხვა "ლოკომოტივებზე". ხოდა არააა! არ უნდათ ამ ღორებს! გრეჩიხა გრეჩიხა კიდე, ვისაც მიზეზებზე ფიქრი ეზარება, სამაგიეროდ მუქთა ხელსაწმენდზე ჭუჭყის შეხოცვა არ ეზარება, ყველა მას აბრალებს ყველაფერს და აგინებს. ალასანიას ყველაზე მაგარი ბალელშიკი გრეჩიხაა! თან ალალად. შეიძლება დალაგებულად ვერ ლაპარაკობს, ეთიკას არ იცავს და კიდევ ბევრი მინუსი აქვს, მაგრამ ჭკუა კი ძალიან რეალურად უჭრის და გადასარევად იცის, რომ ამ რეჟიმის დამარცხება მხოლოდ ერთი გზით შეიძლება - ერთიანობით! და თუ კიდევ გააყალბეს ძალით დამხობით!!! ამ ყველაფერს უნდა ფული. ხოდა იცის ამან რომ თუ ყველას რესურსი არ გაერთიანდა, ისე აზრი არა აქვს არაფერს. რესპუბლიკელებმა ეს ყველაზე უკეთ იციან, მარა კიდიათ. სხვისთვის პურის გატეხვას (რომელიც ჯერ არ აქვთ და აწი ვერც ვერასოდეს ექნებათ) ურჩევნიათ ავი ძაღლებივით თავადაც უპუროდ დარჩნენ. ხოდა ისე, ვინც რამდენი არ უნდა იქილიკოს ან იპროფესოროს: ძაღლიშვილი ვიყო ალასანიას კი არა რომელიმე კანდიდატს თუ ქონდეს ლევანაზე მაღალი რეიტინგი თბილისში! შეიძლება ის აღარ იყოს იმხელა, რამდენიც საპრეზიდენტოზე იყო, მაგრამ მეტია, გაცილებით მეტია ვიდრე ნებისმიერი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის. მოუღიათ ყბა ამ რესპუბლიკელებს და ნებისმიერ გამოკითხვაში დიდი უპირატესობით ლიდერობს ალასანიაო. აბა გამოკითხვა??? ფორუმ ჯის და პლანეტა ჯის ლინკი არ დამიდოთ ოღონდ რა... ალასანიას რეალური რეიტინგი თბილისში 15%-ს თუ აღწევს მადლობა უნდა თქვას. მე პრინციპებს არ ვიცვლი. ამ ხელისუფლებასთან ბრძოლას ყოველთვის გავაგრძელებ, ოღონდ არა არჩევნებით.
-
kisa იმიტომ, რომ ამოვიდა ყელში ამათი ღორობა! ჩემი დაკვეთა არის ერთობა. ერთობა ერთობა ნებისმიერი გზით და საშუალებით. არ ესმით ან არ უნდათ? არც მე არ მესმის და არ მიდა მაშინ და იმიტომ. გაატრაკეს უკვე რა (ბოდიში), ამას ვემიჯნები, იმასთან არ მინდა, ესე არ მინდა, ისე არ მინდა, მარტო მე როგორც გეტყვით ისე გააკეთეთ და დამიჭირეთ მხარი. ეგრე სადაა??? მაგის იმედად არიან??? და ჩემზე უკეთ კიდე ბევრმა ნამდვილად არ იცის ვინ რის გამო და რატომ ამბობს უარს ერთობაზე. პაშლი ანი ვსე ნა ხ...!!! გამოდის ეს ჩემისა დათო ზურაბიშვილი და რატო უნდა გავუერთიანდეთ სხვებსო, ჩვენ ძალიან დიდი მხარდაჭერა გვაქვს და ამას აშკარად ვგრძნობთ, რად გვინდა სხვებიო, თუ უნდათ მოვიდნენ თვითონ და მხარი დაგვიჭირონო. იქ ვიღაც ახტება - ნოღაიდელთან მე არ გავივლიო, აქ ვიღაც - რაში მჭირდება ორპროცენტიანი კობა და ძიძიგურიო. გაურიგდნენ! ყველას! არადა ყველაფერს გავაკეთებ მაგათ გასაფარჩაკებლად. რაც აქამდე მაგათ საკეთილდღეოდ გამიკეთებია ეხლა მაგათ საწინააღმდეგოდ გავაკეთებ. მთელი ჩემი ახალგაზრდობა, დრო, ფული, ნერვები, თავისუფლებაც კი შევწირე ამ რეჟიმთან ბრძოლას და რისთვის, რო ამ ღორებმა ერთ ადგილას დაიკიდონ ჩემი აზრი? ვანახებ როგორ უნდა დაკიდება!
-
SSDK კონკრეტული სახელი და გვარი თუ გაინტერესებს ალასანიაზე უკეთესს ვერავის ვერ ვხედავ ნამდვილად, მაგრამ ამ დედამოტყნული რეჟიმის პირობებში უკეთესი ხარ თუ საუკეთესო აზრი არა აქვს და გამარჯვება მხოლოდ ერთობას შეუძლია. მხოლოდ ე რ თ ო ბ ა ს ! არ ესმით მაგდენი ან ნებისმიერი მიზეზით არ უნდათ ეს? - წავალ მაგათ წინააღმდეგ! შენ არ მიცნობ ეტყობა კარგად. ამდენი წელი ჩემზე რადიკალი ოპოზიციონერი ამ ქვეყანაზე ორი არ დადის და კიდევ ბარე ორზე მეტი მაქვს გაკეთებული და გადატანილიც ამ ხელისუფლებასთან ბრძოლაში, მარა წიხლზე მკიდია არ დავუდგები გვერდში ამ ღორობის გამო!!! ამოვიდნენ ყელში უკვე რა!