-
პოსტები
2.789 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
11
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი analgin
-
ეხლა ჯერ ძნელია მაგის თქმა, მაგრამ იქნება. ელემენტარული კანონზომიერებაა - გაჭირვებული ყოველთვის ეჭიდება ხავსს. იმის თქმა მინდა, რომ რაც უფრო მაღალია ხელისუბლების მიმართ უკმაყოფილება, მით მაღალია აქტივობა.
-
იცით, ადრე ეს მართლა მუშაობდა: ზუგდიდში "გახსნილ" ქარხანას იმედის თვალით შეჰყურებდა რუსთავი, ჩვენთანაც გახსნიანო; გურიაში აშენებულ ხიდს რაჭა, ჩვენთანაც ააშენებენო; სვანეთში დაგებულ გზას ფშავ-ხევსურეთი, ჩვენთანაც გაიყვანენო. მაგრამ წლები გადის, კუთხე აღარ დარჩა საიდანაც ამგვარი სპექტაკლების ტელეტრანსლირება არ მომხდარიყო და ყველა ზემოთ ჩამოთვლილმა კუთხემ ნახა, რომ არათუ "მათთანაც" გაკეთდება რამე, არამედ სახელდახელო ბუტაფორიების აგება მიმდინარეობს, ჩამოივლიან ჯიპების კოლონით, იქეიფებენ, იცეკვებენ, იმღერებენ და... ერთი ანეგდოტი გამახსენდა: მიხოს მეზობელი, რომელსაც უაღრესად უჭირდა, გაყიდის სახლ-კარს, მიწებს, ყველაფერს და წავა ამერიკაში, ერთ თვეში ჩამოვა მაგარი გაზმანული, ბოლო მოდელი მერსედესით, მაგარ სახლს აიშენებს, მოკლედ ძალიან დიდი ფულით და ქონებით ბრუნდება. მიზო ეკითხება, რა იშოვე ამნაირი, რა ქენი ამერიკაშიო? რა ვქენი და მივედი თეთრ სახლთან, დავდექი მუხლებზე და ბალახის ჭამა დავიწყე, გადმოიხედა კლინტონმა ფანჯრიდან და მკითხა რას აკეთებო? მე ვუთხარი, რა ვქნა მშია და საჭმელი არ მაქვსო. შეწუხდა კაცი ძალიან და მილიონი დოლარი მაჩუქაო. მიხოსაც ჭკუაში დაუჯდება, თვითონაც გაყიდის ყველაფერს, მაგრამ ვიზას არ ჩაურტყამენ და მივა თბილისში, მთავრობის სახლთან, დადგება მუხლებზე და დაიწყებს ბალახის ძოვას. გადმოხედავს შევარდნაძე და რას შვრებიო? ესე და ესე, მიჭირს, მშია, არაფერი არ მაქვს და რა ვქნაო? მერე შე უბედურო,სულ რო გადაძოვე ყველაფერი, შეინახე ცოტა, ზამთარში რა უნდა ჭამოო? ასე ჩვენი საქმე, პირში ჩალაგამოვლებულები დაგვტოვა ყველა. ვატყობ მე, დაიცლება საქართველო ჯანსაღი ნაწილისგან და დარჩებიან აქ შევარდნაძეები, მძოველები და რამდენიმე სტატისტი, ლენტის დასაჭერად და ფონზე "კასკით" და უნიფორმით დასადგომად. გუშინ ერთი, ოდესღაც დიდი და ბედნიერი, უპატიოსნესი და უწესიერესი ოჯახი გავაცილეთ საქართველოდან, სამუდამოდ დატოვეს ქვეყანა და პოლიტიკური თავშესაფარი მიიღეს ავსტრიაში. ჯერ თებერვალი არ მილეულა და უკვე მეორე ოჯახს გამოვემშვიდობე. ცრემლებიც აღარ მაქვს უკვე. შენი დედა ვატირე მიშა! შენი დედაც ვატირე ვანო! თქვენი დედები ვატირე კიდევ ყველასი ვინც ერთგულად მსახურებთ ამათ. თქვენი ფეშქაში იყოს ჩემი წილი ქართული მიწა, ცა, ჰაერი და წყალი, ოღონდ ერთმანეთი არ დაძიძგნოთ და დაკორტნოთ მის გასაყოფად. საბუთები გამზადებული მაქვს უკვე, მაისის ბოლომდე ვაცდი და თუ არაფერი შეიცვალა მეც ვტოვებ ამ ქვეყანას. რაც მაქვს ყველაფერს ბოლო კაპიკამდე გაჭირვებულ ოჯახებს დავურიგებ და წავალ. ორი ძმაკაცის გარდა აღარავინ დამრჩა ამ ქვეყანაში, სული და სიცოცხლე გაუმწარეს ყველას და აღარ მესამშობლოება მე ეს ქვეყანა, ცარიელი ქვები, ბალახი და ღრუბლებია ჩემთვის.
-
უღრმესი პატივისცემით და დიდი სიყვარულით გილოცავთ! იხარეთ და იბედნიერეთ! http://www.mynewsletterbuilder.com/ex/template_content_corner/ex74/images/wine.jpg
-
Saturn არ ვთვლი რომ ომს მოვუგებთ რუსებს მინიმუმ უახლოესი 20-30 წლის განმავლობაში. რეალურად კი 50-ზე მეტი წლის განმავლობაში. შენ არ მიგულისხმიხარ მაგ ფრაზაში ჩემი ბავშვობის ძმაკაცი ვიგულისხმე, ტრუსიკის ძმაკაცს რომ ეძახიან ეგეთი, მეჯვარე ვარ მისი. და ქონების რაოდენობას არ აქვს მნიშვნელობა, თუ ვინმე მასავით ფიქრობს, რომ დამნაშავეებთან, მკვლელებთან, ყაჩაღებთან, ქურდებთან ერთად მუშაობს, რომლებიც აშკარად სხვების უბედურების ხარჯზე მილიარდებს აგროვებენ და მაინც მზად არის მათთან იმუშავოს, იმიტომ, რომ მისი ოჯახის კეთილდღეობისთვის ასეა უმჯობესი, მე ამას სინდისის გაყიდვას ვეძახი. რა მნიშვნელობა აქვს 1200 ლარი ხელფასის გამო იქნები ჩუმად და დახუჭავ თვალებს თუ მილიონიანი ატკატების და ბიზნესის რეკეტიდან მირებული შემოსავლების გამო. ეგ უკვე იმაზეა დამოკიდებული ვის რისი ტრაკი აქვს და ვინ რამხელაზე შეტოპავს. განავალს პინცეტით შეჭამ, კოვზით თუ მათლაფით, მაინც განავლის ჭამაა სამივე. პირად შეურაცხყოფად ნურავინ იღებთ, მე არ გამტყუნებთ იმის გამო რომ სხვა გზა არ გაქვთ და ოჯახის კეთილდღეობა პირველ რიგში დგას თქვენთვის. უბრალოდ ვამბობ იმას მე რატომ არ მოვიქცეოდი ასე და როგორ მოვიქცეოდი თქვენს სიტუაციაში. ეგ არის და ეგ.
-
newstudio ეჰ, მოდი შევთანხმდეთ და ნურა ვკითხავთ სატურნს ნურაფერს. ან თუ რამე დაგაინტერესებს მე მკითხე და სიტყვა-სიტყვით იმავეს გეტყვი რასაც ეგ გიპასუხებს. ჩემი ძმაკაცი აღარ მელაპარაკება უკვე 2 თვეა. მაგრად ვიჩხუბეთ: საკმაოდ მაღალი თანამდებობა აქვს, ერთერთ სამინისტროში უმნიშვნელოვანესი დეპარტამენტის ხელმძღვანელია. ხოდა ყველა ნახვაზე ისეთ რამეებს მიყვება ამათ ბოდიში და მძ...რის ჭამაზე, თმები ყალყზე მიდგება. გავუტრაკე, მე რო მიყვები გამოდი და საჯაროდ თქვი ეგ ყველაფერი, მე რომ მაჩვენებ მაგ ვიდეოებს და დოკუმენტებს, თან მანამუსებ არ თქვა არსად თორე დავიღუპებიო. რატო უნდა ეგონო ვიღაცას პავლე კუბლაშვილის ან გოკა გაბაშვილისნაირი ახვარი თქო?! დამიწყო მერე, შენ ხო იციო, რამდენ ოჯახს ვინახავო (საკუთარს, მშობლების და ძმის), დეიდაშვილი ლონდონში გავუშვი სასწავლებლადო, აქეთ რემონტიო, იქით ისო. ეხლა მე რო ავყვირდე, არავინ არ ამყვება, შეეშინდებათ, არავის მოხსნიან, არავინ დაისჯება და ერთადერთი შედეგი იქნება ის რო მე გამოვალ დებილი და ამდენი ხალხი უნდა ვაშიმშილო მერეო. ამაზე უფრო ავკრიფე, მაგას გერცივნა გეთქვა რო ესენი მირჩევნიან, ეგ გამოდის ფულის გამო ხარ მაგათთან და ოღონდ შენ და შენი ოჯახი იყო კარგად და თუ ეს სხვების უბედურების ხარჯზე მოხდება ფეხებზე დაიკიდებ თქო. ის სხვა რო მოვა მერე მე დამიკიდებს და დებილი ხო არ ვარო, მირჩევნია ოჯახი მყავდეს კარგად, ერთხელ დავიბადეო, ყველა ასე ფიქრობს და ეგ არი სწორი აზროვნებაო, ბლაბლაბლა... ნუ დავცხე მაგარი, მივაგინე და ნაწყენია ეხლა. ყველამ თავის გზა იცის. უბრალოდ ისეთი ხალხიც არსებობენ ვისაც გაცილებით მეტი შეთავაზება ჰქონიათ, მაგრამ სინდისი არ გაუყიდიათ. სხვისი შვილის შიმშილის ხარჯზე ჩემი შვილის მაძღრობას მე მირჩევნია ჩემიც მშიერი იყოს. ვიცი სიგიჟე და არანორმალურობაა, მარა ეგრე ვარ მე. მე, აბსოლუტურად კანონმორჩილ მოქალაქეს, ნუ გამხვევ შენი ძმაკაცების ბინძურ საქმეებში გეთაყვა. პატივისცემით, Saturn
-
ლ ი ც ი ხო, მაგრამ ეს ოხერი ურემი რამდენჯერ უნდა გადაბრუნდეს, რო გზა დავინახოთ?... :TAT: გვინდა, არ გვინდა, რით ვერ შევიგნეთ, ჩვენ ვერ დავშლით ამხელა რუსეთს, რომელსაც აგერ უკვე ასეული წელია ამხელა ამერიკა შლის, ტრილიონები დაახარჯა და ჯერ მხოლოდ შეასუსტა. არც იმას გამოვრიცხავ სწორედ ამერიკისვე წაქეზებით ეს ყველაფერი ერთ-ერთი მორიგი უროსცემა იყოს რუსულ კედელზე რომ სულ მცირედით, მაგრამ მაინც მოაყანყალონ. რით ვერ შევიგნეთ, ჩვენნაირი პატარა ქვეყანას გადარჩენა მხოლოდ მაშინ უწერია თუ ნებისმიერი საშუალებით ყველა მონსტრთან მშვიდობას შეინარჩუნებს, ამავდროულად კი აგურ-აგურ ააშენებს ეკონომიკას, სწავლა-განათლებას მიიღებს და დოვლათს შექმნის. არააა!!!!! ბოღმა! ბოღმა ხო უნდა ამოვანთხიოთ, ოღონდ აივნიდან თავზე დავაფურთხოთ, უკნიდან პანღური ამოვკრათ, მანქანის კარები ამოვუკაწროთ ლურსმნით და მერე თუნდ გავიქცეთ და დავიმალოთ. ამ ჩვენს ფეხებს თუ ჩვენს გამო სხვას მოარტყამს ბრაზიანი ძია. რა, ასე არ არის??? აბა, სხვა რა იყო აგვისტო? მიდი, დაე მოკვდი რიგითო უბედურისძევ, გმირულად მოკვდი რიგითო უგზოშვილო, სამშობლოს სჭირდება ასე. ისევე როგორც სამშობლოს სჭირდება, რომ მე ამ დროს მერიოტის აპარტამენტებში ჭიქა ყავაზე მილიონების გარიგებას ვდებდე პირად საქმეებზე. შენ ჩემი ბოღმა ამოანთხიე და მოკვდი გმირად. მე მასაჟებს გავიკეთებ ბოზი ქალის ძუძუსთავებით და მერქვას საძულველი. ოღონდ ფული და სითბო არ დავკარგო.
-
ლ ი ც ი + მიშა პარლამენტს ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკების პარლამენტებისადმი რუსეთის გვერდის ავლით თანამშრომლობის შესახებ მიმართვას ამზადებინებს, რაც, ჩემი აზრით, აშკარა პროვოკაციის მატარებელია და შეიძლება რუსეთის მხრიდან სამხედრო აგრესიის საბაბი გახდეს. მოკლედ, აშკარაა რომ მიშა ხელოვნურად ძაბავს სიტუაციას. უზერებო, რატომ? ხანდახან როგორ არ მინდა ხოლმე დავიჯერო რომ რაც პრეზიდენტი გახდა მას მერე მხოლოდ რუსეთის ინტერესებს ატარებს შეგნებულად...მე ხელოვნურს არ დავარქმევდი მაგას. სპეციალურად აკეთებს ყველაფერს რომ აგრესიის მიზეზი მისცეს და ეს ბრმა მიმდევრები ხმას კი არ ამოიღებენ?! "პოლიქრონიონ-პოლიქრონიონს" უბღავიან! მორალზე და ა.შ. არ დავიწყებ ლაპარაკს და სრული სამართლებრივი უფლება ექნება რუსეთს მერე თავდასხმის. აბა, ეგრე სადაა??? ეგ ხო აშკარად სხვა სახელმწიფოს დასაშლელად მიმართული, ღია, აგრესიული და დესტრუქციული ნაბიჯია?
-
Saturn ხო შენ გიკვირს 7 ნოემბერს იქ რომ ვიყავი, რადგან თქვენებური საზომით იქ, რიყეზე მაქსიმუმ 1000-1500 კაცი იქნებოდა და მე ასე 70-80 ჯერ მეტი მომეჩვენა მე მაპატიეთ რომ იმდენ ხალხში მეც ვიყავი. რას ამბობ, რა ავიცილე, 2 დღის გამოსული ვიყავი კაპეზედან და მუხლებზე სერიოზული პრობლემები მქონდა ვერ დავდიოდი, 2 ძმაკაცი დამათრევდა. რიყე ყველაზე ბოლომ მე დავტოვე ამის გამო. ყველაზე მეტი მე მომხვდა. სამი ცალი გაზის კაფსულა მარტო რიყეზე მომხვდა, 2 ფეხში და ერთი მხარში. რეზინის ტყვიები არ დამითვლია, ათზე მეტი სამებასთან ერთი გაზის კაფსულა გამარტყეს მარტო, მუცელში. მარა იქ ხო რუსეთუმე მოღალატეები და გზააბნეული კრავები ვიყავით მხოლოდ, ღირსები ვიყავით. ეს ქვეყანა მხოლოდ სატურნებს უყვართ და მათ უკეთ იციან რა სჯობს ჩვენთვის. მოგვიტევეთ, კიდევ შეგვაგინეთ, კიდევ გვესროლეთ და ბრძანდებოდეთ ნუ გააციებთ თბილ სკამებს, ხელფასი მოიმატეთ აუცილებლად, თქვენ ამას იმსახურებთ მთელი ერისგან!
-
Saturn "კავკასიაზე" ვერ დავდებ თავს რადგან იშვიათად ვუყურებ, მაგრამ როცა "იმედი" "კავკასიობდა" კარგად მახსოვს მისი საინფორმაციო გადაცემები. სპეც დანიშნულების რაზმი აპირებს ტაძარში ხალხის დარბევასო რომ კიოდა მაგათი ჟურნალისტი პირდაპირ ეთერში, ეგეც მახსოვს. ეხლა სტოპ! თორე მაგაზე გინების კორიანტელს ავტეხავ. ზუსტად მანდ ვიყავი მაშინ! ტაძრის გარშემო იდგნენ და ეკლესიის ეზოში ისროდნენ იმ ცრემლსადენ კაფსულებს, იმდენს, რომ ეკლესიაშიც კი შემოდიოდა და თვალები გვეწვოდა, თან აუტანელი, უშვერი სიტყვებით გვაგინებდნენ. რამდენჯერმე ვცადე ტაძრიდან გამოსვლა და რამდენჯერაც ფეხი გამოვდგი იმდენჯერ მესროლეს. ნამდვილად აპირებდნენ დარბევას, შემოვარდნენ კიდეც ეზოში, მამაოები გადაეჭობნენ წინ და რამდენიმეს მამაოს კაი გვარიანი მუჯლუგუნიც მოხვდა ამის გამო. მერე ბრძანება მიიღეს და უკან გავიდნენ, თუმცა არც ეკლესიიდან გვიშვებდნენ. იმედის ეთერში ეგ განცხადება რო არ გასულიყო მართლა დაგვარბევდნენ. ეტყობა მიხვდნენ მერე რო სამების დარბევა და მათი დამთავრება ერთი იქნებოდა. სხვა მაგალითი მაინც მოგეყვანა, ათასობით შეგეძლო. ეგ რამ გათქმევინა...
-
ძირითადად ფეხბურთს ვუყურებ. საინფორმაციოების ყურებას მხოლოდ ის აზრი აქვს, რომ რასაც იტყვიან უკვე ვიცი რომ ე.ი. სიმართლე ზუსტად იმის საპირისპიროა ანუ რაღაც აზრი მაგასაც აქვს :ravic:
-
babuagiorgi რამდენიმე შენიშვნა მაქვს: 1. ძალიან ცუდი ფოტოგრაფები გყავთ. ცუდი სურათები დევს ყოველთვის. 2. აშკარად ჯობია მთავარ გვერდზე მხოლოდ დღის ახალი ამბები იდოს, ტან სტატიკურად (ანუ არ მოძრაობდეს) და ქრონოლოგიურად. ინფორმაციის დადების მიხედვით, ხოლო ყველა სხვა ქვეკატეგორიაში ცაკე ჩამონათვალში, სათაურებზე დაწკაპუნებით ხდებოდეს გადასვლა. ეს ჩამონათვალი კი ჯობია გვერდით მოათავსოთ ერთად, სვეტის სახით. 3. დიზაინი ვერ ქაჩავს. არ უნდა ეს მომრგვალებული კუთხეები და სათითაოდ ყველა ინფოს შემოსაზღვრა, თითქოს ცალცალკე ფურცლები ყრია მაგიდაზეო. ჯობია ერთ ფონზე ეწეროს ყველაფერი. 4.ყველაზე მეტად კი ის არის გამაღიზიანებელი, რომ დღის ნიუსები თავისით რო დარბის, ვერ ასწრებს ადამიანი წაკითხვას და ან რაღაც ნიუსი საერთოდ გამორჩება ან მერე ზედმეტი დაწკაპუნება და გვერდის გახსნაა საჭირო, რომ ნორმალურად წაიკითხოს. ამიტომ ვთქვი ზემოთ, რომ მთავარ გვერდზე ჯობია დღის ინფოები იდოს სტატიკურად და ქრონოლოგიურად თქო. ჩემთვის ასე უფრო უკეთესი, მოსახერხებელი და მიმზიდველი იქნება და აბსოლუტურ ჭეშმარიტებად ან პროფესიულ რჩევად ნუ მიიღებთ
-
წინასწარ მარჩიელობას აზრი არა აქვს. მთავარია სწორ დროს სწორი გადაწყვეტილებები მიიღონ პოლიტიკოსებმაც და ხალხმაც. მე ის ვიცი რომ სულ რომ ნაკერავზე გაიხენ თბილისში ნაციონალები ლეიბორისტებასც კი ვერ მოუგებენ არჩევნებს, არათუ ალიანსს. ასე რომ თუ გააყალბებენ მაგის მოთმენა მართლა აუტანელი და შეუძლებელი იქნება. ამიტომ სულ ორი გზაღა დაგვრჩება: ან ვაღიაროთ, რომ არაფრით განვსხვავდებით თურქმენეთისგან გარდა იმისა, რომ იქ ხალხს არ ყვლიფავენ; გაზი უფასო აქვთ (ზატო ჩვენ წყალში ფულს ვიხდით, თან ძალიან ძვირს), პირველადი მოხმარების პროდუქტები ან უფასოა ან კაპიკები ღირს. (პური, მარილი, შაქარი, ზეთი, საპონი უფასოა...იყიდება კიდეც, მაგრამ ვისაც უნდა გარკვეულ სახეობებს, გარკვეული პერიოდულობით და რაოდენობით უფასოდ მიიღებს), სამედიცინო მომსახურეობა უფასო აქვთ. დავხუროთ ყველა პოლიტიკური თოქ-შოუ, მედია, პრესა ფორუმები და უბრალოდ აღარ ვილაპარაკოთ არაფერზე + მოვითხოვოთ არჩევნების გაუქმება და შემოვიღოთ მონარქია, თანაც არა კონსტიტუციური, არამედ ისეთი, რომელიც მონარქს მისცემს უფლებას ერთპიროვნულად გადაწყვიტოს ყველა საკითხი. გვირგვინი დავადგათ სააკაშვილს და ჩვენ კი ნაწილმა უღელი დავიდგათ, ნაწილმა სამუდამოდ დავტოვოთ ეს ქვეყანა, ოჯახებიანად. არ ვხუმრობ სრული სერიოზულობით ვამბობ. ან ნებისმიერი საშუალებით მოვაშოროთ ეს ჟულიენ სორელის და ჯაყოს ჰიბრიდები.
-
ძუკუ ამ შემთხვევაში არცევნებზე არც ვლაპარაკობ ბატონო ძუკუ. ზოგადად, მხარდაჭერაზე და ერთმანეთისთვის ხელის არშეშლაზე ვსაუბრობ, თორემ ეგრე არც ნოღაიდელი, ბურჯანაძე, ოქრუაშვილი, ედპ და მე თვითონ არ მონაწილეობენ არჩევნებში. ერთიან სტრატეგიაზე ვლაპარაკობ, რომლითაც ეს შავი ჭირი მოგვშორდება.
-
უგულავა საცოლეს თბილისის ბიუჯეტის ხარჯზე ანებივრებდა?
analgin replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მაგარია, მაგარი...ციფრები და ფაქტები ამ ჩემ ფეხებს, მთავარია ეგო რას გვეტყვის... -
უგულავა საცოლეს თბილისის ბიუჯეტის ხარჯზე ანებივრებდა?
analgin replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ვიძახი ზარმაცები ხართ ყველა თქო, რა :ravic: რად უნდა მაგას გიგის ნაშის 2000 ლარი და ამბავი. შედიტ საიტებზე და დევს ინფორმაცია ბიუჯეტის შესახებ. ასე მაგალითად: მერიის თანამშრომლები ხელფასის სახით იღებენ 45 398 400 ლარს; რატომღაც პოლიცია და სახანძრო, რომელიც ისედაც ფინანსდება შსს-დან, მერიიდანაც იღებს 12 250 000 ლარს; ტრანსპორტისა და გზების მომსახურებაზე 151 179 400 ლარია გამოყოფილი; :ravic: დასუფთავების ღონისძიებებზე 49 754 000 ლარი. გამწვანებაზე 15 626 500 ლარი. ბინათმშენებლობაზე (:ravic:) 77 038 600 ლარი. გარეგანათებაზე 21 265 100 ლარი. ნაავარიები შენობების კვლევა-შეკეთებაზე 15 626 200 ლარი. სპორტზე 4 000 000 ლარი. კულტურაზე 14 529 500 ლარი. საბავშვო ბაღებზე 40 468 100 ლარი. ( ჩემს უახლოეს წრეში დაახლოებით 20 სკოლამდელი ასაკის ბავშვია და აქედან მხოლოდ 2 დადის კერძო ბაღში, დანარჩენები სახელმწიფო ბაღში. ერთის გარდა ყველას ფულს ახდევინებენ ისედაც, 20 ლარს). (ხო, კინაღამ დამავიწყდა, 40 მილიონი საბავშვო ბაღებზე და არცერთი თეთრი სკოლებზე, უნივერსიტეტებზე, სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებზე). ჯანდაცვაზე 14 590 600 ლარი. ოჯახების და ბავშვების სოციალურ დაცვაზე 32 102 100 ლარი. უპატრონოთა თავშესაფრებზე 1 289 600 ლარი. (აი რატომ დადის ამდენი მათხოვარი!) ხანდაზმულთა სოციალურ დაცვაზე 19 430 600 ლარი (ცნობისთვის შარშან ამაზე 28 000 ლარი იყო გამოყოფილი!!! არ მეშლება მხოლოდ ოცდარვა ათასი). AND LADIES AND GENTLEMEN! "სხვა" ანუ "გაუთვალისწინებელი" ხარჯები 140 191 505 ლარი. ეხლა აქედან 2000 ლარი რა მოსატანია??? :ravic: ვყვირივარ ამდენი წელია ყველაზე დიდი მაყუთი გზებზე და მშენებლობებზე ტყდება და იმიტო აიტეხეს თქო და აჰა...შეადარეთ ეხლა ამათი ხელფასები, "სხვა" ხარჯები, გზებზე და მშენებლობებზე გამოყოფილი ხარჯები, ფერადი ნათურების და ტაშ-ფანდურების ხარჯები სოციალურ დახმარებაზე, ჯანდაცვაზე და განათლებაზე გამოყოფილ ხარჯებს და მითხარით მერე" 35 კილომეტრში რუსები დგანან, პატრიარქი კაგებეშნიკია და ამიტო ოპოზიციის დედა ##################, ჯობია ისევ მიშა, გიგი და ვანოო..." ან ერთი რაგბის მოედანი მაინც გაეკეთებინათ ამ ნაგლებს -
T_A_T კი საჭიროა თუ ჩვენივე ნებით უარს არ ვიტყვით აფხაზეთზე სამუდამოდ. სამრთლებრივად, დე-იურე საჭიროა რომ ქვეყნის ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულს ლეგიტიმური მმართველი ორგანო ყავდეს. სხვა შემთხვევაში ეს ჩვენივე კონსტიტუციის ფარგლებიდან გასვლას ნიშნავს და ფაქტიურად აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას. საერთაშორისო სამართლის სპეციალისტები უკეთ განმარტავენ ამას. მეც მაინტერესებდა ადრე ეგ თემა და კაკ რაზ მაგ ხალხს ვკითხე და იმიტომ გეუბნები. უნდა არსებობდეს, მაგრამ მიზერული ფინანსებით. ლტოლვილებზე ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო ზრუნავს (დე-იურე) ისედაც, მოლაპარაკებებს და დაზვერვასაც შესაბამისი სტრუქტურები აწარმოებენ და ამიტომ უფუნქციოა ეგ მთავრობა. სიმბოლური თანამდებობები და სიმბოლური ხელფასები უნდა ჰქონდეთ. არადა ახლობლის მეგობარი მუშაობს მანდ და 1600 ლარს იღებს ხელზე სულ არაფერში. მაგათი საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში აქვს რაღაც ჩინი. თითქმის არ დადიან საერთოდ და მუქთაზე, თვეში ერთხელ ერიცხებათ ხელფასი.
-
როგორ გაასავსავებენ ხოლმე ხელებს რა. :ravic: რატომ გწყინს სატურნ? ოღონდ მართლა. თქვენვე დაამკვიდრეთ ჩვენს ცნობიერებაში პოლიტიკური და საჯარო პირების გაიგივება. დაამკვიდრეთ თქვენი მუდმივი თუთიყუშიზმით. ერთი ერთში იმას იმეორებთ ყოველთვის, რასაც პრეზიდენტი და მისი რაზმი. არასოდეს გაგაჩნიათ მათი საწინააღმდეგო აზრი და მითუმეტეს არასოდეს დააფიქსირებთ თქვენს პროტესტს რაც არ უნდა თვალნათლივ იკვეთებოდეს მათი დანაშაულის ნიშნები. ამაში დაახლოებით ისეთივე განსხვავებაა, როგორც ცეკა-რაიკომში და კგბ-მვდ-ში მუშაობას შორის.
-
არაა მისაღები :ravic: დაამატონ მინუსები. მინუს ე.წ. საპარლამენტო ოპოზიცია, მინუს ბურჯანაძე და მინუს ოქრუაშვილი. დანარჩენზე ია ზა. ალიანსი, ფორუმი, ლეიბები, კონსერვატორები, მრეწველები, სალომე, კობა თუ გაერთიანდებიან ეს ისედაც იმხელა ძალა იქნება ეგდონ მერე დანარჩენები და რაც უნდა ის ქნან. ქდმ, ედპ, მე თვითონ, ნოღაიდელი-ბურჯანაძე-ოქრუაშვილი არ დამანახოთ. ისე, მიკვირს ნოღაიდელი და ბურჯანაძე რატო არ ერთიანდებიან ან სად დაიკარგა ქალბატონი ანზოროვნა, რატომ აღარ ჩანს რას აპირებს?
-
FRIDRIX ვაააააჰ! :mamao: თქვი ეხლა რომ ლაშა1997-ის პოსტში რაღაც მოგეჩვენა, თორე ვიფიქრებ რომ აღიარებ საკუთარი სტრუქტურის წესების გარეშე თამაშს...
-
ჯონათან, კაცო, წაშალე ეგ სიგნაჩა! ველი პლუს ერთებს ამ პოსტზე. http://mypenmypaper.files.wordpress.com/2008/01/smoking-20smoking-small.jpg
-
რა მიშა 2 ? აბსოლუტურად სხვა ტიპაჟია, როგორც პიროვნება, ასევე პოლიტიკოსიც. არ არის კარგი ორატორი, მისი სიტყვები აუდიტორიის გულს არ ხვდება, არ იწვევს ტესტოსტერონის ან ადრენალინის მომატებას, კაროჩე ვერ მუხტაობს რა; სამაგიეროდ დემაგოგი არ არის, ლაპარაკობს მარტივად და არაორაზროვნად, პირდაპირი და მოკლე გზით აღწევს აუდიტორიის გონებაში. დინჯი, დალაგებული, გაწონასწორებული და ფრთხილი ადამიანია. ამბობს მხოლოდ იმას, რისი "სპასობნი" და "ატვეჩაიცაა", არასოდეს ამბობს იმას რაზეც პასუხს ვერ აგებს და მომავალში შეიძლება წინ დახვდეს. ეს ყველაფერი ჩემი აზრით ადამიანისთვის, განსაკუთრებით პოლიტიკოსისთვის უაღრესად საჭირო თვისებებია. მოყოლა ძნელია, რამე ახალი და სკანდალური არ უთქვამს რომელზედაც ყურადღების გამახვილება შეიძლება ღირდეს. ძირითადად ხაზი გაესვა რეალური ოპოზიციური ძალების ერთიანობის მნიშვნელობას, გეგმაზომიერი და მიზანდასახული მუშაობის აუცილებლობას, საზოგადოების ყველა ფენის ჩართულობას და კომპეტენციის მიხედვით ფუნქციების განაწილებას. აბსოლუტურად ვეთანხმები ზემოთ ლაშას მიერ დაწერილ მის დახასიათებას და დავამატებდი, რომ არის უშუალო, მაგრამ არა ფამილარული, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ადამიანების პრობლემები და ტკივილი რეალურად მიაქვს გულთან და აფიქრებს, თუმცა ამაზე ცრემლებს არ აღვარღვარებს, სხვას არ აბრალებს და ლანძღავს და არც რკინის ქალამნების ჩაცმასა და 100%-ით მოგვარებას პირდება. იყო იქ ერთი ჩემთვის უცნობი ქალბატონი, რომელმაც თავის მძიმე პრობლემებზე შესჩივლა. ძალიან მომეწონა რომ უბრალო, ადმიანური ენით ანუგეშა, ჩაიწერა მისი პრობლემები და შესაძლებლობის ფარგლებში დახმარებას შეპირდა. ეს დეტალი ძალიან კარგად მენიშნა. აშკარად ყველა პრობლემაზე ნაფიქრი აქვს, წვრილმანზეც კი და თავისი ჩამოყალიბებული ხედვა აქვს, ოღონდ რაციონალური. ლოზუნგებით არ ლაპარაკობს და არავის ლანძღავს. უბრალოდ ამბობს "მე ასე ვფიქრობ და ამ გზით მივდივარ და მერე ხსნის მარტივად თუ რატომ. ეხლა ეს ყველაფერი ერთად შეჯერებული, გნებავთ ცალცალკე, რამდენად ამსგავსებს მას მიშას, თქვენ იფიქრეთ. P.S. დიტოსთან ბოდიში, ასე 50 კაცი იყო და შენი კითხვები კი არა ჩემი ვერ ჩავაკვეხე ვერსად.
-
lasha1997 რომელ "იმ" თემაში კაცო? ამირან გულში მღეროდაო?
-
lasha1997 რა კითხვები გაქ დიტო? მე არ ვიცი, მითხარი და ყველანაირად ვეცდები მივაწოდო და მერე მოგიტანო ამბავი.
-
ეჰ, თქვენ აქ ხუმრობთ და გაუგონარი ვანდალიზმი ხდება იქ...სოფლის დედაკაცებივით იქცევიან. წესით არ შეიძლება ადამიანები, მითუმეტეს მიცვალებულები დაახარისხო და კატეგორიებად დაყო, მაგრამ ქვეყნის პრეზიდენტი იყო, თანაც პირველი. ესე როგორ შეიძლება, მერე რა რო ცოლია??? ეხლა, რეიგანის შვილი რო დააპატიმრონ, თუნდაც უკანონოდ და ნენსი რო გაიჩითოს და საფლავის თხრა დაიწყოს, მიაკარებს ვინმე? პოლიციაზე არ მაქვს, ხალხზე მაქვს ლაპარაკი თანაც...რამის არის ავუვარდე და დავერიო. შამილ და შავლეგო, აქ რომ გვმოძღვრავთ, იქნებ ასულიყავით სასწრაფოდ და იმ ხალხს თუ არ გალახავთ, თხოვოთ მაინც შეაჩერონ ეს ამორალურობის და ხანიგობის აპოთეოზი? ფუ, მერამდენედ და როგორ ვიბანძებთ თავს მთელი მსოფლიოს თვალში...ხო ხედავენ ეხლა ამას საელჩოები?...პრეზიდენტს საფლავიდან თხრის საკუთარი ცოლი და ვიღაც დუჟმორეული სასტავი.