Jump to content
Planeta.Ge

analgin

პლანეტელი
  • პოსტები

    2.789
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    11

ყველა პოსტი analgin

  1. Saturn ჩემთან როგორ უნდა მოზომოს ნორმალურმა ადამიანმა? შენ სუფრის ამბები თქვი, თორე ისე არ გაპატიებ
  2. lasha_alo რა მოხერხება მაგას უნდა კაცო? პოლიციელებს რა ეკრძალებათ ხორცის ჭამა და ღვინის დალევა? დროს რაც შეეხება უსაქმურები არავინ ვართ და ყველა დაკავებული ვართ მეტ-ნაკლებად. ამიტომაც შევთავაზე დრო თავად აარჩიონ, თუ რომელიმე მათგანი 24 საათიან ცვლაში მუშაობს დღე თვითონ დათქვან, თორე ისე 18:00 სთ-ის შემდეგ სამუშაო დღე სრულდება საჯარო სამსახურებში. ლ ი ც ი მართალს გეუბნებათ ძუკუ. სუფრაზე და პირად ურთიერთობებზე იმედია უარს არ იტყვით და დანარჩენი გადაწყვეტილება თქვენი მისაღებია. იმედი მაქვს ეყოფა ჭანოს ღირსება და გამბედაობა და აჯობებს საკუთარ თავს. ასაკის მიუხედავად კაცები ვართ ყველანი ბოლოს და ბოლოს და უპატიებელი საქციელი არ არსებობს თუ გულწრფელ სინანულს დავინახავთ.
  3. ლიც, შემოიხედება ალბათ ჭანოც ამ თემაში, დედამოდერიც და ყველა. იმედი მაქვს (მხოლოდ იმედი, არავის მოვუწოდებ) მცირე მაგალითს აიღებენ ჩემგან. მითუმეტეს ჭანო შვილიშვილად თუ არა შვილად გეკუთვნით მგონი. თხოვნა არც მეზარება და ბარემ ძალიანაც მინდა - დარჩით თქო, მაგრამ ამ პოსტის მერე, რა ვიცი...ისევ ისინი თუ მოგაბრუნებენ, ვის გამოც ნაწყენი ხართ. სუფრაზე მობრძანდით ყველა და იქ გავარკვიოთ...მტყუან-მართალი კი არა, ვინ რა ბიჭია და რა ქალია. :bushti:
  4. lasha1997 ეგ შეცდომებზე და მაგის მიზეზებზე ფიქრია ადამიანურ ურთიერთობებს რო ანგრევს. :bushti: ვინ, როდის და რა შეცდომა დავუშვით, დავუშვით თუ არა, რა იყო მიზეზი და ა.შ. მაგაზე ლაპარაკი ძალიან შროს წაგვიწყანს, ისე შორს, რო უკან რო ვიხედებით ვხვდებით დაბრუნება გვიანია უკვე...ორი წუთია ცხოვრება :nekro: ნურც ჩემი ამ თემის გახსნის მიზეზებზე შეიწუხებთ ძალიან თავს. :nekro: მე არავინ მეზიზღება. არც არავის ცუდი გამიხარდება და არც არავის კარგი მეწყინება ცხოვრებაში. ლიცის რაც შეეხება მგონი ძუკუს უნდა ქონდეს კოორდინატები და მიაწვდენს ხმას, იმედია. თუ არ პოსტავს და კითხულობს წაიკითხავს ალბათ ამ თემას და იქნებ იმოქმედოს, არ ვიცი.
  5. რაც დრო გადის უფრო იძაბება სიტუაცია ამ ფორუმზე და ყველასათვის არაკომფორტული ხდება. პირველ რიგში მე და შემდეგ თითოეული ჩვენგანი დიდ შეცდომას ვუშვებთ იმით, რომ ამ დისკომფორტის მიზეზებს სხვადასხვა ლოგიკურ თეორემებში ვეძებთ, რადგან ადამიანთა ურთიერთობა და მათ შორის დამოკიდებულება არც ხელშესახები მატერიაა და არც ზუსტი მეცნიერების სფეროს განეკუთვნება. ურთიერთობების მოსაწესრიგებლად გადავწყვიტე ამ ფორუმის პოლიტიკის გაბყოფილების, მისი მოდერატორის არჩევისა და ქცევის წესები დამეწერა, მაგრამ მივხვდი, რომ იდეალურამდე სრულყოფილი წესებით აგებული ურთიერთობებიც კი არ იქნებოდა მყარი, რადგან ადამიანების ურთიერთობებს წესები (ნებისმიერი) მხოლოდ მაშინ წაადგება სასიკეთოდ, როცა ყველას უნდა, რომ ეს წესები სხვასაც ზუსტად ისე გამოადგეს, როგორც მას. აი ამის მიღწევა კი ძალიან ძნელია, თუ შეუძლებელი არა, როცა ეს ადამიანები ერთმანეთის მიმართ კეთილგანწყობილნი არ არიან. ამიტომ მე ასეთი გადაწყვეტილება მივიღე და ვისაც გნებავთ დაიჯერეთ ჩემი გულწრფელობისა, ვისაც არა და ძალიან გთხოვთ, რომ დაიჯეროთ: Saturn FRIDRIX შავლეგო, იგივე ბიმო ბოდიშს გიხდით ყველაფრისთვის თუ ოდესმე რამე ვერ მოვზომე და უკადრებელი გაკადრეთ. გთხოვთ მაპატიოთ. ბოდიშს გიხდით კაცურადაც, სახალხოდ და საჯაროდ და ბოდიშს გიხდით ქრისტიანულადაც , ღმერთის წინაშეც. ნამდვილად ვნანობ. ძალიან გთხოვთ დათქვით ერთი დღე და აუცილებლად მოდით ფორუმულ შეკრებაზე, ჭიქა ღვინით გადღეგრძელებთ და პირადადაც მოგიხდით ბოდიშს. ბოდიშის მოხდისკენ ვერა, მაგრამ ერთმანეთის პატიებისკენ და იმავე სუფრაზე მობრძანებისკენ მოვუწოდებ ლიცემერს და ჭანოსაც, აგრეთვე ყველას, ვისაც არ გაქვთ მთლად მოწესრიგებული და დალაგებული ურთიერთობები. უმორჩილესად ვთხოვ მოსვლას ფორუმელ ქალბატონებსაც, კისას, ტატს, აირენს, მაჭკატელას, მაკას, ირუშას და ა.შ. აი, ამის შემდეგ ექნება აზრი იმ წესების დაწერას და მუშაობას, ზემოთ რომ დავწერე. :bushti: პატივისცემით, ირაკლი ჯაფარიძე (analgin)
  6. FRIDRIX მოგეკითხება ფრიდრიხ! თან აუცილებლად მოგეკითხება. შენ არაფრის მტკიცებას არ დაგიწყებ, იმიტომ, რომ ასჯერ რომ გითხრას ასმა სხვადასხვა კაცმა მაინც იმავეს იტყვი, რომ 7 ნოემბერს რუსული საფრთხე და ბლაბლაბლა იყო, რომ იმ ხალხს ვიღაცეები ფულს უხდიდნენ. მაგრამ ღმერთი ნამდვილად არსებობს, სინდისიც ყველას გვაქვს მეტ-ნაკლები და ყველამ გადასარევად იცის, რომ 7 ნოემბერს კაპიკი არავის ჰქონია აღებული მომიტინგეებიდან და რუსეთზე ხომ საუბარიც ზედმეტია. სამაგიეროდ შენ აიღე 400-დან 2000 ლარამდე პრემია იმაში, რომ დედაჩემისტოლ ქალებს უბრაგუნებდით ან ჯგუფურად, ცხოველებივით სცემდით 40 კაცი ერთ კაცს. გააჩნია რა ზვანია გქონდა მაშინ და რომელ ბანდაში იყავი. იმიტომ მძულს ეს ხელისუფლება, რომ ერთი შენნაირი არ დაუსჯია. და რომელი მოსახლეობა უნდა გაყოფილიყო? 85-15 ზე გაყოფას თქვენ გაყოფას ეძახით? თუმცა ეძახით და ეგაა :nekro:
  7. ბადრი_წიქორაძე სოზარი წლების განმავლობაში პატრიარქის სტიქაროსანი იყო. უაღრესად მორწმუნე მართლმადიდებელია.
  8. თავხედობის აპოგეა. ოეეეე ადმინისტრაცია! ამაიღეთ ხმა! ფორუმია თუ რუსთავი2 ამის დედა ვატირე რეებს გვაყურებინებთ???
  9. kf7_j6_KRW4 აი მალადეეეც რა ადმინისტრაციას! გვიქენით ბარეღამ თავზე. კიდეც რომ კითხულობენ უმანკო სახეებით რა მოხდა მერე შსს და 7 ნოემბრის "შავები" რატო არ უნდა იყოს მოდერაციაშიო. ჰმ ნუ ეს წამდაუწუმ სხვისი აზრის "სისულელედ" მოხსენიებაც არაფერი, არც "ისტერიჩკის" იარლიყის აკვრა. ლინკი უნდა დავუდოთ, ლინკი. აჰა თქვენ ლინკი : http://www.orthodoxy.ge/tserili/gadasatseri/biblia.zip
  10. მგონი დამთავრდა ჩემი მეგობრობა ადმინისტრაციასთან. კარგად ბრძანდებოდეთ! მე მიჩალიჩებთ ამის დედა ##################??? თუ ვინმემ შეგაშინათ მითხარით და იცით ასე თუ ისე რაც შემიძლია; თუ იმდენ ფულს იღებთ ამ ####ობებში რო ამ ყველაფრად გიღირთ ეგეც მითხარით და ნუ მაყრით თვალებში ნაცარს. სხვა შემთხვევაში მკაცრად მოვითხოვ ნათლად და მკაფიოდ განსაზღვროთ ამ გადაწყვეტილებების მიზეზები! ეს რა ცინიზმია?! კანონის, სამართლის და ადამიანის უფლებების მოდერად ნიშნავთ პირს, რომელიც ცხოვრებაში მხოლოდ იმით ამაყობს, რომ 7 ნოემბერს ნეკნები ჩაულეწა მშვიდობიან მომიტინგეებს და რუსული ჯარის შემოსვლის შემთხვევაში პირველი აპირებს თურქეთში გაქცევას. მე ისე ვატყობ პირველი მტერი გავხდები ამ ფორუმის და ძაღლისშვილი ვიყო თუ ყველა ნორმალური იუზერი არ გავიყოლო აქედან და მარტო სატურნი, ფრიდრიხი, გაგი და შავლეგო არ დაგიტოვოთ აქ რა.
  11. ვაჰ, შენც ბრუტ...უტუფურს? :bushti: გილოცავ. გამრავლდი და გაიხარე ბედნიერ საქართველოში. ჯანმრთელობა და ბევრი http://www.poker-freak.eu/fr/images/dollars.jpg
  12. გილოცავ! :bushti: გაიხარე და იბედნიერე მეუღლესთან ერთად.
  13. maka machkatela asesino_141 thecontrolge Nukriko prologic Lo Janko babuagiorgi დიდი მადლობა გაიხარეთ, იხარეთ და იდღეგრძელეთ. ჩემი დაბრუნების შანსი ამ ეტაპზე = 0 % ...ყველამ მაპატიეთ, მაგრამ სხვისი გადაფურთხებულის ალოკვას ნაღდად არ ვაპირებ მე. ;) ზოგი სუსტი და მშიშარაა, ზოგი ნაგლი და მათხოვარი. P.S. ვინც ვერ გაიგო ცივი წყალი ეძიკას დროიდან მოდის კრანში და დაეწაფეთ P.P.S. ძაღლს რა უნდა ინტერნეტში? შეაბით ჯაჭვი და დაუყარეთ ბალანდა. :
  14. lasha_alo lasha1997 ლ ი ც ი ძუკუ kisa McLaren Siknadmo Saturn დიდი მადლობა. ...ქვეყანა არ დამიტოვებია, ჯერჯერობით...ეს ფორუმი დავტოვე.
  15. T_A_T კი. საჯარო ინფორმაციაა, მარა აზრი?
  16. T_A_T შანსი არაა. გიორგი ცაგარეიშვილი მთელი წელია მაგას ითხოვს. პარლამენტარია და კანონით ეკუთვნის. ზუსტად მაგ შეკითხვით 2 წერილი მისწერა პირადად მიშას, კიდევ რამდენიმე მის ადმინისტრაციას. იუსტიციის მინისტრს (ადეიშვილს). ბოლოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებაზე უთხრა მიშას. ესე და ესე ვჩალიჩობ და ვერაფრით მივიღე პასუხი და გთხოვთ განსაკუთრებით ამ შეკითხვაზე მიპასუხეთ აუცილებლადო, მარა ყურიც არ შეუბერტყია არ უპასუხა მაინც. )
  17. T_A_T არ დაუხურავს. არც ყოფილა მგონი. ყოველ შემთხვევაში დანამდვილებით ვიცი, რომ ისლამი მკაცრად კრძალავს აზარტულ თამაშებს და არცერთ მუსულმანურ ქვეყანაში კაზინო არ არის. იმიტო ქაჩავენ ესე თბილისის კაზინოები. მთელი აზერები, თურქები და ირანელები აქ დადიან სათამაშოდ. Gambling in any form is prohibited in Islam, whether it takes place in a Casino, or it is in the form of a lottery or for a charitable organization, any game of chance is considered gambling. The reason for this being that the person who gambles, depends on his winnings to support him and in the process gives up honest, hard work. Gambling because of its addiction is also a danger to the individual, because it dulls his sense of value; and in turn he becomes a danger to society. http://www.essortment.com/all/islamhalaalhar_rdep.htm
  18. T_A_T შესაბამისი თემა აფეთქდა უკვე, მარა არ კადრულობთ იქ შეხედვას არც ადმინისტრაცია, არც შენ და ომბუდსმენი საერთოდ სადაა კაცმა არ იცის.
  19. აუ, როგორ მაღიზიანებს ეს, უაზროდ ჩახვეული რო აქვთ თითქოს რუსეთი ისე ეზიზღებათ, ისე რომ მზად არიან შეაკვდნენ და თან ვითომ თავის ქვეყანა ისე უყვართ რო აი და უი რა. სინამდვილეში კი ფსევდოჯოკრად აქციეს ეს რუსეთი, რომელიც თითქოს ყველა სხვა არგუმენტს ჭრის. "აი, ვსიო, ის რუსებს დაელაპარაკა ზნაჩიტ მოღალატეა! ამან რუსებზე კარგი თქვა რაღაც - მოღალატეა! იმან ცუდი არ თქვა რუსებზე - ეგეც მოღალატეა! ეს რაღაც ხმადაბლა აგინებს რუსებს - მოღალატეაააააა!" არადა ამ დროს 80% ამას იმიტომ აკეთებს, რომ ფიზიკურად არა აქვთ არგუმენტი, რომლითაც ხელისუფლების მხარდაჭერას გაამართლებდნენ. ხოდა ეს ჯაან ტაკოი პოზების მიღება მაგარი დაამუღამეს რა - "არა, ბრატ მე მიშას კი არ ვუჭერ მხარს, პროსტა ამ ოპოზიციის დედა ################## რა. აღარ მინდა მე რუსულ ორბიტაზე დაბრუნება და მაგ პონტში ვინუჟდენში ისევ მიშა მირჩევნია რა". დაჟე ამაზე მტყვანის დედაო რო უთხრა, ეგრე იყოსო გეტყვიან, იმდენად დაკარგული აქვთ ნამუსი სინამდვილეში გადასარევად ვიცი, რომ მხოლოდ ხელფასსა და შემოსავალს არიან ჩაბღაუჭებული და მიშამდე ედოსთან იყვნენ შემძვრალები და ამერიკას აგინებდნენ, იგივე ოპოზიციას აშშ-ს აგენტებად და სოროსის მონებად მოიხსენიებდნენ. დაგავიწყდათ??? ხოდა ეს სულაც არ არიას ადამიანთა ახალი ჯიში. პირიქით ეს ადამიანთა ყველაზე ძველი მოდგმაა - ხარბი, ვერცხლისმოყვარე, მშიშარა, მლიქვნელი და მატყუარა! კომუნისტების დროს კომკავშირის და კომპარტიის წევრები იყვნენ, ღმერთის არ სწამდათ, ქურდების ეშინოდათ და პატივს სცემდნენ. მერე 9 აპრილს მუხლებზე დაჩოქილი პირჯვარს იწერდნენ , მეწამულ დროშას იქნევდნენ და გულზე მჯიღს იცემდნენ, "ენა, მამული, სარწმუნოებაო!" გვიკიჟინებდნენ. სამოქალაქო ომის დროს სახლებიდან ცხვირს არ ყოფდნენ, კანკალებდნენ და ქვეშ ისველებდნენ, პოზიცია საერთოდ არ ქონდათ, რადგან ჯერ ვერ გარკვეულიყვნენ ვის მხარეს იყო ძალა და ვისთვის ეგინებინათ, ვისთვის კი ტრაკზე ეკოცნათ. შემდეგ შევარდნაძეს შეუძვრნენ, იგივე სახელმწიფო სამსახურებში მუშაობდნენ, მაშინაც ქვეყანას ემსახურებოდნენ რო გეკითხათ და შევარდნაძის დიდ პოლიტიკოსობაზე საუბრობდნენ, ბერლინის კედლის დანგრევაზე, ევროსაბჭოში გაწევრიანებაზე, ნავთობსადენზე, სტაბილურობაზე...ზუსტად ეგენი არიან ეხლაც - მონიტორის ლომები, იაზვები, ურწმუნოები, "სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, კანონმორჩილი, პატრიოტი, რუსთმოძულე, ქურდების მაგინებლები".
  20. irene კარგით. თუ ბავშვობის მეგობრები ინფორმატორები არიან და თანაც მატყუებენ ხოლმე მაშინ გულუბრყვილო ვყოფილვარ. ჭორი ნამდვილად არ არის და დედის დაფიცებებს არ დავიწყებ.
  21. irene გენაცვალე, არ ვიცი თქვენ ვინ ბრძანდებით, მაგრამ მე გუშინ შევხვდი კანცელარიის ჩინოვნიკებს, რომლებსაც უშუალო შეხება აქვთ ყველა სახელმწიფო ობიექტის გასხვისებებთან და გადასარევად ამიხსნეს სქემა ,როგორ და ვინ იმალება ყაზახური, არაბული და ებრაული კომპანიების უკან. ერთი რაკიინია არაბების და მეორე ეგ ყაზახების. ამის დოკუმენტალურად დამტკიცება ბუნებაში შეუძლებელია, რადგან ყველაფერი სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე ხდება. ვანოს ბიზნესები მე კითხეთ - ზეპირად ვიცი. ხო, ეგ ჭორია და აჩიკო გეგენავას რესტორანი ("ნაცნობი") რომ უცნობისაა, ის მართალი. ხო. პოსტი დარედაქტირდა. მომავალში ეცადე კორექტულად ჩამოაყალობო აზრები.
  22. Saturn უკეთესი მეთოდები არ იცით პოლიციაში, როგორ გამოსცინცლოთ ადამიანს საჭირო ინფორმაცია? არ ვაპირებ წყაროს დასახელებას. კაროჩე ძალისმიერი მეთოდების გამოყენების გარეშე საერთოდ ვერ მუშაობს ეს ჩვენი შუშის პოლიცია რა.
  23. ვა, მეც მინდა. ოდესღაც კარგად ვთამაშობდი დაეხლაც ერთი 5-10 წუთი გამოგადგებით სანამ დავიხრჩობი.
  24. lasha_alo და ალასანია? ლავროვს რომ შეხვდა? და უახლოეს მომავალში პუტინს ან მედვედევს რომ ხვდება?
×
×
  • შექმენი...