Jump to content
Planeta.Ge

analgin

პლანეტელი
  • პოსტები

    2.789
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    11

ყველა პოსტი analgin

  1. ლაშა პირველივე წინადადებაში არ გეთანხმები. თან კატეგორიულად. ვის და რის საფუძველზე უნდა სცოდნოდა, რომ ალასანია სხვებზე მაღალრეიტინგულია? ვინმემ, სადმე, რამე გამოიკვლია? რატომ არ დათანხმდა ალიანსი სოციოლოგიურ კვლევებს??? 4 დღის წინ ვესაუბრე "გორბის" ხელმძღვანელებს და იცი რა მითხრეს? უკანასკნელი 5 წელია საქართველოდან შეკვეთა არ მიგვიღიაო. სხვათაშორის ალასანიას ძალიან, ძალიან, ძალიან ახლობელი ადამიანია გორბის ხელმძღვანელი. მიდით, რა კითხეთ, ვის აქვს ოპოზიციაში ყველაზე მაღალი რეიტინგი. აი, ალასანიამ კითხა და როცა მიიღო პასუხი იმიტომაც გადადგა ნაბიჯები გასაერთიანებლად და ვისთან ერთად გადადგა ეგეც გაიხსენეთ, მაგრამ რა, დაიწყო მერე მისი ტვინის არევა და შანტაჟი. მართლა კარგი ბიჭია და დადებითად ვარ განწყობილი მის მიმართ, მაგრამ მეტი პრინციპულობა და ობიექტურობა რომ გამოეჩინა მეც მიხილავდით მის აქტიურ მხარდამჭერთა რიგებში. ასე კი ვერ დავუჭერ მხარს ჯერჯერობით.
  2. shamili მე შემთხვევით არ მიხსენებია, რომ ვიღაცეები ტვინს გირევენ თქო. გივი თარგამაძე მხედრიონელი იყო სხვათაშორის. პირველ ხაზზე კი ყოველთვის შეგნებულად მიდის პროვოკაციის გამოსაწვევად ("თავისუფლების ინსტიტუტის" საფირმო მეთოდია). შემდეგ კი ყოველთვის ზურგს ეფარება და პირდაპირ სალაროში მიდის ფულის ასაღებად. გივი თარგამაძე სერიოზული ბიზნესმენია მაგ მხრივ. რევოლუციებზე და პროვოკაციებზე დიდ ფულს აკეთებს, შემდეგ კი ამ ფულს სიგარეტის, სპირტის, სამშენებლო და სხვა ბიზნესებში აბანდებს.
  3. FRIDRIX რაც დაწერე ჩემთვის სიახლე არ ყოფილა, მაგრამ შენ მოგწონს "ოპოზიციურ მიდრეკილებებს" რომ ამოწმებენ? სხვათაშორის ის სქემა, რაც შენ აღწერე არა მხოლოდ შსს-ში მოქმედებს. ყველა სახელმწიფო სამსახურში და ბევრს კერძო მსხვილ კომპანიებშია, რომელთა მეპატრონეებიც ხელისუფლების მაღალჩინოსნები არიან (ყაზტრანსგაზი, საქართველოს ბანკი, რუსთავი2, იმედი, ბილაინი და ა.შ.). თუმცა თუ სამსახურის უფროსი წონიანია, შეუძლია ნებისმიერი სიების და შეხედულებების გვერდის ავლით აიყვანოს ადამიანი. საერთოდ სახელმწიფო სამსახურებში კადრების საკითხს ზურაბ ადეიშვილი და ვანო მერაბიშვილი წყვეტენ. ქვედა დონეზე ვინ იმუშავებენ ამას შსს-ს ანალიტიკური სამსახური გადაწყვეტს უშუალოდ იმ სამსახურის კადრების სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. რაც შეეხება მაღალ დონეებს (მინისტრის მოადგილე, მრჩეველი, დეპარტამენტის უფროსი) ასეთ საკითხებს პირადად ზურაბ ადეიშვილს, მინიმუმ მის მოადგილეს უთანხმებენ. ნებისმიერ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე კადრების წარდგენას, დაწყებული საჯარო რეესტრის ხელმძღვანელობიდან, დამთავრებული პარლამენტის წევრობით თუ პრემიერ-მინისტრობით, წყვეტს 4 კაცი: მიშა სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, ზურა ადეიშვილი და კახა ბენდუქიძე. ამ უკანასკნელს დღემდე უზარმაზარი გავლენა აქვს, ხშირად ვანოზე და ზურაზე მეტიც. რომ იცოდეთ საქართველოს პრემიერ მინისტრი პრაქტიკულად ბენდუქიძეა ეხლა. გილაური უუფლებო კაცია. მის თითოეულ გადაწყვეტილებას მისი მრჩეველთა უფროსი ვახტანგ ლეჟავა იღებს, რომელიც კახას კადრია, მისი პირველი მოადგილე იყო. ანუ ნებისმიერ საკითხზე გადაწყვეტილებას გილაური უთანხმებს ლეჟავას, ლეჟავა ბენდუქიძეს. ბენდუს ბეჭდის გარეშე არ მიიღება გადაწყვეტილება და პირიქით. ბენდუს ნებისმიერი ინიციატივა იქნება თუ ბრძანება, კანონია ლეჟავასთვის, ლეჟავასი კი გილაურისთვის. საერთოდ უცნაური კაცია ეს ბენდუქიძე. ვერ გავიგე საიდან და რატომ ამდენი "ვესი", 7 ნოემბერს მთავრობის საგანგებო სხდომაზე სულ "Y"-ები ეძახა მის ვანოს და მის ძმებს; 6 აგვისტოს გვიან ღამით კი რაც მან გააკეთა მთელს კანცელარიას დღემდე პირზე აკერია, ჰოლში დადიოდა ნერვიულად, ლიფტს მუშტებს ურტყამდა და ბოლო ხმაზე იგინებოდა : "ამათი დედა მ...! ხო ვუთხარი, არა? რამდენჯერ ვუთხარი ეგ არ გააკეთოთ, არ გააკეთოთ თქვენი დედა... თქვე ყ...ბო. ეხლა დედას მოგ...ენ, ქვეყანა აღარ იქნება. ესენი ვინ არიან?". მთავრობის სხდომებზე თურმე ერთადერთი კაცი იყო, ვინც მიშას სიტყვას აწყვეტინებდა, არ ეთანხმებოდა და უხეშად ეკამათებოდა ხოლმე. მიშა რო დიღომში ცხოვრობდა, სანამ რეზიდენციას აუშენებდნენ, მის გვერდზე იყო ბენდუ და კვირაში 2-3ჯერ ქეიფობდნენ. რამდენიმე მაღალჩინოსნის მძღოლის თქმით "შეჩემა"-თი, "შე კარგმ...ო"-თი და Y-თი მიმართავს ხოლმე ბენდუ მიშას. ბევრს ეღიმება, ზოგს გულწრფელად და ზოგს ცინიკურად, მაგრამ მართლა არსებობს ყოველდღიურად განახლებადი მონაცემთა ბაზა ე.წ. "შავი სია", სადაც მოქალაქეები არიან შეყვანილნი მათი ოპოზიციური პოლიტიკური შეხედულებების გამო. კაროჩე ქვეყანა კი არა კოშმარია რა. კუბურ-კოლუმბიურ-რუსული ჰიბრიდი.
  4. shamili სწორი შენიშვნა მოგცა ბატონმა ძუკუმ. მსგავსი ტიპის დამოკიდებულება მხოლოდ რადიკალ ისლამისტებს ახასიათებს. ჰამასს, ჰეზბოლას, თალიბანს. ჰოდა შეხედე რა დღეში არიან და რამდენი ხანია ეგეთ დღეში არიან ავღანელები, პალესტინელები, ჩეჩნები, ქურთები ხო საერთოდ, საკუთარი ქვეყანაც არ აქვთ...და იქნებ გგონია რომელიმე ზემოთჩამოთვლილი ერი საქართველოზე ნაკლებ მეომრულ ტრადიციებს ატარებს ან ნაკლები ისტორია აქვს (ჩეჩნების გამოკლებით) ანაც იქნებ ავღანეთს, თუნდაც პალესტინას ნაკლები გეოსტრატეგიული მდებარეობა და მნიშვნელობა აქვს მსოფლიოსთვის ჩვენთან შედარებით? ყოველგვარი რადიკალური მოძრაობის და სისხლიანი ზვარაკებით ბედნიერების შეპირების ბოლო ავღანეთიზაცია, პალესტინიზაცია, იჩქერიიზაცია და ვინძლო ქურთისტანიზაციაც კია. ქვა ქვაზე აღარ დარჩება მაგ გზით ჩვენი ქვეყნისგან, ყოველგვარი ინფრასტრუქტურა და განვითარების პერსპექტივა თავზე დაგვექცევა, რადგან ეჭვი არ შეგეპაროს მთელი მსოფლიო შეგვიყვანს ტერორისტული ქვეყნების სათავეში, ეს ერთი. მეორეც, მუსულმანურ ქვეყნებში პოლიგამიაა (მრავალცოლიანობა), პრაქტიკულად 6 შვილზე ნაკლები არცერთ ოჯახს არ ყავს, 10-12 შვილი ჩვეულებრივი მოვლენაა. ეს ასულდგმულებს და იცავს მათ გადაშენებისგან. ჩვენ კი იცოდე მაგ გზაზე შედგომა რამოდენიმე ათწლეულში დემოგრაფიულად გაგვანადგურებს. ქურთებივით უსამშობლოდ და უსახლკაროდ, მომთაბარე ტომებად ნუ აქცევინებთ ჩვენს თავს ნურავის. თუ ძმა ხარ, კაცურად გთხოვ, ლაჩრობას ნუ დაგვწამებ ვისაც შენი გზის არ გვწამს. სადაც საომარი იყო, იქ ყველა ქართველის ოჯახიდან (უახლოესი წრიდან მაინც) ერთმა კაცმა მაინც იომა, აფხაზეთში და სამაჩაბლოში, მაგრამ გაებუტო სიცოცხლეს, მშენებლობას, განვითარებას, დაემშვიდობო მშვიდობას და ფიცვერცხლით შეეკრა სიკვდილს, ომს, ტირილს, უბედურებას, ნგრევას, არ მესმის!!! დიდ იმპერიებს პატარა ქვეყნები ვერასოდეს ანადგურბენ, ამას მხოლოდ მათზე დიდი და ძლიერი იმპერიები ახერხებენ. გადახედე ისტორიას. ძალიან დიდ პატივს გცემ, როგორც გულანთებულ ქართველს, მაგრამ ვაი, რომ უღირსებს თუ უღირსებისგან წაქეზებულ შეშლილებს ტვინი აურევიათ და თვალები აუხვევიათ შენთვის.
  5. ბატონო რამაზ, მტყუან-მართლის გარჩევას არ დავიწყებ, მაგრამ აბა, ქალთან ჩხუბი რა კაცის საკადრისია? მითუმეტეს თქვენი თაობის თბილისელისთვის. მე თუ მაქვს რამე უფლება, რომ თქვენს საქციელზე ჩემი აზრი მქონდეს, ვერაფრით მოგიწონებთ მაგ საქციელს. დაუთმეთ, გაატარეთ, გაიღიმეთ. ბოდიში.
  6. ძუკუ მაგა ბერმუდის სამკუთხედში ერთი წვერო მაინც თუ არ დაიკავა სხვამ, მაშინ ამ ქვეყანაში სამართლის პოვნის შანსი ყოველთვის ნული იქნება და სხვათაშორის არა 2013-მდე, არამედ კიდევ ძალიან დიდ ხანს, რადგან ჯერ კიდევ ყმაწვილია მიხო...მაშინ ტყვიით მოუწევს საქართველოს ნაცებთან განშორება.
  7. proletari აბა, როგორ? ზატო მე ებრაელი ბიზნესმენები რო მყავდა კახეთში, წინანდლის მუზეუმში შესვლამდე დაცვამ ბუჩქებში მოაფსმევინა, ტუალეტი არა გვაქ აქაო და შესვლისას უკან გამოგვყარეს პანღურებით, დროზე წადით ღუბერნატორი მოდის საქეიფოდო. მაშ?!
  8. ლ ი ც ი აბა, როგორ არ დაგეთანხმოთ? უბრალოდ მე მას ცოტა ადრე ვიცნობდი პირადად და მასზე ასეთი აღმატებული წარმოდგენა არ მქონია. მხოლოდ შევარდნაძეს მერჩივნა და ახლაც მირჩევნია, გარდა პოლიტიკური შორსმჭვრეტელობისა და დიპლომატიურობისა. ვერ ვინელებ, რომ მივდივარ დასკვნამდე, ცხინვალი პრაქტიკულად დაბრუნებული ჰქონია შევარდნაძეს, ოღონდაც უსტატუსოდ. ხალხის ნახევარზე მეტი დაბრუნებული იყო, გზა და მოძრაობა გახსნილი და შეუზღუდავი, ქართული სკოლები ფუნქციონირებდა და ქართული ფული რუსულთან "პაპალამ" ტრიალებდა. მეტიც, მათი ეკონომიკა სასიცოცხლოდ იყო დამოკიდებული ჩვენსაზე (ერგნეთის წყალობით). აფხაზეთშიც თითქმის მთელი გალი დაბრუნებული იყო. ჩემი მეზობლები არიან წალენჯიხელები, მაგათი ნათესავი გათხოვდა გალში 2000-ში თუ 2001-ში და 100 კაცი მაყარი იყვნენ წასულები დაუბრკოლებლად. მოკლედ მიშაზე ჩემს თავს ნაკლებად ვუსაყვედურებ. მხოლოდ იმას ვერ ვპატიობ საკუთარ თავს, შევარდნაძის მართლა დედამოხნულ მთავრობის წევრებს და ბიზნესმენებს, მართლა უკანონოდ ნაშოვნ ფულს და ქონებას რომ ართმევდნენ, მაშინ არ ვხაოდი ბოლო ხმაზე და არ ვაგინებდი მიშას. უნდა მივმხვდარიყავი, რომ უკანონობას სჩადიოდნენ. დაჭერა ხო, მაგრამ ქონების კონფისკაცია და გაკულაკება არაა დემოკრატიული მოვლენა და ეს სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანდა. უნდა მივმხვდარიყავი, რომ მათ წართმეულ ბიზნესებზე აუცილებლად წასძლევდა სული ვინმეს. უნდა მივმხვდარიყავი, რომ კეზერა და ტახირიჩა რო თანამდბობებზე დანიშნეს აი მანდ დაერხა საქართველოს, რადგან მაგათზე ფულისტი ხალხი იშვიათად შემხვედრია ცხოვრებაში და მაგათ კი გადასარევად ვიცნობდი მანამდეც... და მაშინ უნდა მომეთხოვა მათი მოსპობა. ეხლა გვიანღაა თითზე კბენანი.
  9. Saturn კი დადასტურებულია სატურნ, გუშინ ვუყურებდი მაესტროზე ბორდის ორი წევრი ლაპარაკობდა მაგაზე (შორენა შავერდაშვილი და გიგა ნასარიძე იგივე კარდუ), დოკუმენტიც აჩვენეს მაგ გადაწყვეტილების. მთავრობის დადგენილებით პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა ფულიო... ვის უნდა 50 000-ში ამდენ გაუაბედურებულ ადამიანებს რო გვანახებენ, ზოგს 15 000 და ზოგსაც 40 000 ლარი რო ესაჭიროება ინვალიდის ეტლიდან წამოსადგომად, ლეიკემიისგან თავდასაღწევად, ცრემლის შესაშრობად, გასაღიმებლად, მზის დასანახად, სასიცოცხლოდ... რამდენ ასულ ეგეთ ადამიანს უშველიდა ეგ 800 000 ევრო და კიდევ რამდენ ათეულ ათას ადამიანს ხელახლა დაბადებდა ის მილიარდები მიშას კომფორტზე, ვნებიანი ფანტაზიების დაკმაყოფილებაზე, მუცლის ამოყორვაზე, მისტრების ცოლების მანქანებზე და სამკაულებზე, მათი სასახლეების და აგარაკების დამშვენებაზე, ქალაქის მერების ნაშების ძუძუ-ტრაკის გადიდებაზე რომ იხარჯება? ხო "იხარჯება", როგორც მაგალითად ბარათაშვილის ხიდზე წამოსკუპებულ სტატუეტებზე დაიხარჯა 500 000, ფილარმონიის წინ შადრევანზე 400 000, მიშამ რო პესკებზე ერთხელ ისიამოვნა იმ ჯოხის დადგმაზე 700 000 და ეხლა ინდაურით რო უნდა სიამოვნება ის არ ვიცი რა ჯდება. არ არი ეგ სამყოფიო ხო თქვა კარდუმ, კაცო? რას ეყოფათ?! ყველა პარლამენტარს თითო ესეთი ავტობუსი უნდა გამოუყონ ოჯახისთვის და ფული აკლდებათ: http://thekexperience.okeiweb.com/images/stories/Image/pictures/luxury-motorhome-stores-car.jpg http://4.bp.blogspot.com/_jhf-7wU76qc/SMl_qramWOI/AAAAAAAAAUU/rQEAbzZ2h-4/s400/luxury%20bus%202.jpg
  10. ერთი შეკითხვა მაქვს. პასუხი რას გავცე, მე როგორ მინდა და რისი მომხრე ვარ, თუ რეალურად როგორ შეიძლება მისი მოშორება? ხმა არ მიმიცია პოლში. რეალურად მისი მოშორება მხოლოდ ძალით შეიძლება. სულ კუტუზე კიდია მაგას არჩევნებიც და მიტინგებიც. არც საარჩევნო გარემოს შეცვლის არასოდეს (გიჟIა შეცვალოს?!) და მიტინგებიდან მისი გინება იგივეა, ჩამპალ ნარკომანს დედა აგინო მოპარული ნივთის გამო. ნუ ძალით უნდა გააგდო რა, ოღონდ ავტომატების გარეშე. თუმცა ეს მეთოდი თავშივე განწირულია ქვეყნის დაქცევისთვის. არავის და არაფრის წინაშე არ მოერიდებათ მიშა-ვანოს, ასე ადვილად არავის დაუთმობენ თავიანთ მილიარდებს და საიმპერატორო რეგალიებს, აუცილებლად, დაუნანებლად და დაუფიქრებვლად გახსნიან ცეცხლს. რასაც კი მოყვება მათი დამხობა 2-3 დღეში, მაგრამ ქვეყანა ჩაცურდება 20 წლით უკან. მოკლედ თითქოს და ჩიხში ვართ, თუმცა ჩემთვის გამოსავალი არის ის, რაც 2001-ში მიშამ გააკეთა, თუმცა დიდი ხნის წინათ უნდა ექნა ეს ოპოზიციას: ვანო, ადეიშვილი და კუბლაშვილი (კოტე) უნდა გაუშვან და აქედან მინიმუმ ერთ პოსტზე თავისი წარმომადგენელი დანიშნონ. მაგალითად სოზარ სუბარი. ასეთ პირობებში მე მზად ვარ ავიტანო მიშა 2013-მდე, რადგან დარწმუნებული ვარ ამას თითქმის მომენტალურად მოყვება პოლიციის ბეზპრედელის შეჩერება, უკანონო მოსმენების შეწყვეტა, ბიზნესის მარწუხებიდან განთავისუფლება და ვანოების, ადეიშვილების, კეზერაშვილების, კოდუების, ახალაიების, გივი თარგმაძეების, არსოშვილების და მსგავსი ნაძირალების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა. იყოს ასეთ პირობებში მიშა და ვინმე გიჟია, რომ დავიდარება მოსწონდეს და სიამოვნებდეს?
  11. machkatela როგორ და რატომ უნდა აღვშფოთდე პატრულის თანამშრომელს რომ მოკლავენ? მე შემიძლია მწუხარება გამოვთქვა, დამენანოს და ა.შ., მაგრამ ყველამ იცის, რომ პოლიციელის პროფესია ერთერთი ყველაზე სარისკოა. თითოეულმა პოლიციელმა თავის დროზე თავადვე მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც გამოთქვა მზადყოფნა, რომ ხელფასი ჩვენგან სწორედ იმაში მიეღო, რომ საზოგადოებისთვის საშიშ დამნაშავეებთან ებრძოლა. მათ შორის მკვლელებთან, ყაჩაღებთან და ხულიგნებთანაც. მოკლედ შეიარაღებული დამნაშავის ხელით სიკვდილი ამ პროფესიის თანმდევი და დამახასიათებელი, ბუნებრივი რისკია. ერთია ეს და მეორე ის, როცა ვიღაც სნოუბორდისტი დათვრება, სადღაც ბარში ვიღაცას შეაგინებს და ამის გამო ეს "პოლიციელები" ბანდიტსკი პეტერბურგის პერსონაჟი მაფიოზებივით მას გაიტაცებენ, აწამებენ და მოკლულს სადღაც ხრამში ჩააგორებენ. პოლიციელს მხოლოდ მაშინ აქვს ცეცხლის გახსნის უფლება თუ დამნაშავე შეიარაღებულია ან რაიმე საშუალებით ვინმეს სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. უიარაღო ადამიანს, თუნდაც დამნაშავე იყოს ის (ქურდი, ნარკომანი, თაღლითი, ხულიგანი...) და თუნდაც გარბოდეს. არავითარ შემთხვევაში არ უნდა ესროლოს პოლიციელმა! ის კი არა და შეიარაღებულიც, რომ იყოს დამნაშავე თუ პოლიციელის მეტს არავის ემუქრება, პოლიციელი ვალდებულია მოსთხოვოს მას იარაღის დაყრა და მაქსიმალურად ეცადოს პირველმა არ გაუხსნას ცეცხლი. თუმცა რად გინდა? როდესაც პრეზიდენტი ნულოვან ტოლერანტობას ქადაგებს, დღისით მზისით ბიზნესმენებს პირადი ანგარიშსწორების მიზნით ფარშივით აბეგვინებს (ვალერი გელაშვილს), როდესაც შსს-ს მაღალჩინოსნები იგივეს იმეორებენ, როდესაც რამის წელიწადში ერთხელ იგივე ხელისუფალნი ამ პოლიციელებს კარტ ბლანშს აძლევენ უდანაშაულო მოქალაქეების "დრინებით", "შტირებით", "ცეპებით", "ბიტებით" გასალახად და დედის საგინებლად, ის პოლიციელი სხვანაირად ვერც მოიქცევა ვერანაირ სიტუაციაში. ასეთ პოლიციელს ყველანაირი ღირსება დაკარგული აქვს უკვე და ინტელექტი არც არასოდეს ჰქონია. "ყველაფერი ხდება" ცუდი პასუხია და მაგ გამოთქმას ისევე კატეგორიულად არ ვეთანხმები, როგორც იმას, "არასოდეს თქვა არასოდეს".
  12. ძალიან ბევრს (გ)აჯობა(თ) ღირსებით და კაცობით. თანაც არაერთხელ.
  13. Saturn ეგენი მითუმეტეს (ჩემები). :uh: დიდი თავადები იყვნენ, მაგათი წინაპრები რაღაც პერიოდი რაჭის ერისთავები. პარიზში სწავლობდნენ და რამე
  14. shavlego91 ბატონო? მე ვარ მარიონეტი? :bushti: ისე, თქვენ ერთი აქეთ მობრძანდით: http://planeta.ge/index.php?showtopic=20682 ოღონდ აუცილებლად წაიკითხეთ და აუცილებლად მობრძანდით.
  15. გიორგი, ან ეხლა არ მოგცემ ამის გაკეთების უფლებას და ძალიან გაგიბრაზდები. იმიტომ, რომ მე სწორედ ის ქართველი ვარ - მართლმადიდებელი ანუ ბნელი, არჩამშვები და არაბოზი ანუ არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე, ზაფხულში მდინარეში ფეხებჩალაგებულს და წელსზემოთ გახდილს ქეიფი მიყვარს და ამის გამო პიდარასტები პიდარასტს და ჩამორჩენილს მეძახიან. რუსულად ორ სიტყვას ვერ ვაბამ, სამაგიეროდ ინგლისურს თავისუფლად ვფლობ, ისინი პირიქით არიან და მე რუსეთუმე ვარ, ისინი პატრიოტები, რუსის ჯარში არც მე მიმსახურია, არც მამაჩემს, იმათ იმსახურეს, ქვეყნის სიყვარულის გამო მეც ვიჯექი ციხეში (2007-ში) და მამაჩემიც (1978-ის 14 აპრილს), 89-ის 9 აპრილს მამაჩემმა რამოდენიმე ათასი კაცი გადაარჩინა სიკვდილს, როცა მხატვრის სახლის კარაი გააღო და იქ ხალხი შეაფარა, მე კი ყურთასმენის 80% დავკარგე და დღემდე ასე ვარ). არც მე და არც ჩემს ოჯახს არასოდეს გვისარგებლია იმით, რომ აქამდე არსებულ ოთხივე ხელისუფლებასთან ერთი ხელისგაწვდენა მანძილი გვეკლდა ზე-პრივილეგიების, რეგალიებისა და ქონების მისაღებად, რაკიღა ოთხივეს უმაღლეს პირებთან (კენწეროების თამადობით, შევარდნაძე კენწეროს გამოკლებით) არათუ ნაცნობობა, მათზე ამაგი გვაკავშირებდა. არ დავასახელებ რამდენიმე აქაურს, გინდაც იქაურს, მე რომ საქართველოს რაობას, მის სიყვარულს მასწავლიან და მტყუან-მართალს მირჩევენ, ბედავენ და მოღალატეს და ეფესბეს გოშიასაც მიწოდებენ, მათგან არ მწყინს, ვიცი არცერთ მათგანს არ გაუკეთებია ამ ქვეყნისთვის იმის მეათედი, რაც მე და ჩემს ოჯახს, მარა შენგან ცოტა საწყენია. ეს ის საქართველო არაა, რომელიც მე დავტოვე და მენატრებაო. როგორი გენატრება გიორგი? მე თუ არ ვარ ის საქართველო რაც შენ გენატრება და ის საქართველო თუ არ გენატრება რაც მე ვარ, წადი მაშინ და ისემც გიქნია 120 წლამდე სულ ფუფუნებაში, სიგარის წევაში და ჩივას რეგალის წრუპვაში გაგიტარებია მთელი ცხოვრება პალმის ჩრდილქვეშ ჰამაკზე წამოწოლილს. ან არა და კარგად იყავი მაშინ. სერიოზულად გეუბნები.
  16. ჯერ ერთი ვერაფერი გავიგე. მართლა. მეორეც არასოდეს არავინ გამიპიარებია. მესამეც მანდ ერთადერთი კითხვა გაქვს დასმული და ჩავიხედე ჩემს გულში და ცამდე მართალი ვარ. ხოდა ისა, მაშ რა ვქნათ?
  17. akkai მე ვარ ჩახედული ტელევიზიებში. თან ძალიან კარგად. რაღაცეებში გეთანხმები. რაღაცეებში არა. მთელი რეალ TV გადაბარგდება მაესტროში დიდი სიამოვნებით თუ უკეთეს პირობებს შესთავაზებენ ალბათ. ნუ 80-90% მაინც. ვინმე იზას მსგავსების გამოკლებით. ოღონდ ვერ დაგეთანხმები, რომ ისინი იქ მხოლოდ პრაგმატული თუ რაციონალური მოსაზრებებით მუშაობენ და თითქოს მორალი არაფერ შუაშია. მორალი თავშია. რაც კისამ ვერ თქვა მე ვიტყვი პირდაპირ: ამას ბოზობა ქვია - როცა იმას მისცემ ვინც ფულს გადაგიხდის (განმარტება - მუშაობ იქ, სადაც მეტს გიხდიან, მიუხედავად იმისა სამუშაო პატიოსანია თუ ბინძური), თუ დამატებით მაგარ ფულს გადაგიხდიან კარგ მინეტსაც გაუკეთებ რაც არ უნდა გული გერეოდეს ( გააკეთებ ისეთ რამეს, რაც არ გსიამოვნებს და გული გერევა. მაგალითად ვიღაცეებს რაღაცეებს დააბრალებ ან უბრალოდ საზიზღრობებს ილაპარაკებ მასზე). ასე შეიქმნა "ნოემბრიდან-ნოემბრამდე ", ასე შეიქმნა "მოდელირებული ქრონიკა", ასე შუქდება ნებისმიერი ადამიანი და მოვლენა, რომელიც პარტიის და პრეზიდენტის მხარდასაჭერად არ არის გამიზნული. ასე არსებობენ თენგო გოგოტიშვილები... აქ არ გამოდგება თქვენი ლოგიკა, რომ მედალს ორი მხარე აქვს, რადგან მორალის მეორე მხარე უზნეობაა. რაც შეეხება მაესტროს და კავკასიას, იქ არავინ გამოდის და არ დგამს ზოოპარკში დაფას, სადაც ხელისუფლების წარმომადგენელთა სურათებია, არ მოყავს ხალხი და არ ალაპარაკებს რომ პეტრე აქლემს გავს, იმიტო, რო დორბლიანია, პავლე ტურას, იმიტო, რო ახვარია და ივანე კიდევ გველს, იმიტო, რო ყველას ეზიზღება...ეხლა კიდევ ერთი რაღაც გამახსენდა. აპრილის აქციების დროს პირველად რო დაიძრა ხალხის ნაკადი პარლამენტის შენობიდან ტელევიზიის მიმართულებით. ათობით ათასი ადამიანი მიდიოდა გეხსომებათ ვინც იქ იყავით. ხოდა, მე და ჩემი მეგობარი მივჩანჩალებთ ამ რიგის სულ ბოლოში, ჩვენს უკან ასე 30-40 მოხუცი ქალი თუ იქნებოდა კანტი-კუნტად. სამაგიეროდ წინ გზა არ ჩანდა საერთოდ. სავსე იყო ხალხით. ერთიც ვნახოთ და ოფიცერთა სახლთან ჩემი მეგობარი დავინხაე, იმედის ოპერატორი, მოაჯირზე ამძვრალა, კამერა კიდევ უფრო ზემოთ უჭირავს და ზედხედით მიღებს მე და ჩემ უკან მომავალ 30 ბებოს. ვინც ძალიან პრაფანი არაა ტელე-კინო ხელოვნებაში, უცბად მიხვდება ასეთი რაკურსით გადაღებული კადრები რა ეფექტს შექმნის. მივედი, მივესალმე, გადავკოცნე, მოვიკითხე და ვეუბნები რას აკეთებ, რას იღებ შეჩემა. ეს უნდა ანახოთ ეხლა ვითომ ამდენი ვიყავით მეთქი? აბაო, რამდენი ხართო და ვერ ვეწევი მე რო ამხელა კამერით ვირბინო და რიგის თავში მოვექცეო. რასაც ვასწრებ იმას ვიღებო. მეთქი შენ რო პატიოსანი კაცი იყო, წინიდან თუ ვერ ასწრებ, უკნიდან ხო ხედავ, პროსტა მიატრიალებდი კამერას და გადაიღებდი იქითა მხარეს თქო. თან ღობეზე ამძვრალი კი არა ჩვეულებრივად გადაიღებდი თქო. ბოლოს მითხრა რო პროდიუსერი მირეკავს ხოლმე და მეუბნება ესეთი კადრი მომეცი, ისეთი კადრი მომეციო და რა ვქნა, ამაში მიხდიან ფულსო. ცუდს რას ვაკეთებო? აკეთებთ ბატონებო. არ გინდათ აღიარება, მაგრამ ძალიან ცუდს აკეთებთ. ღირსება 1000 და 1500 ლარი არ ღირს. მე რომ მაგ ჟურნალისტებივით მეფიქრა და თავის სამართლებელი მიზეზები მეძებნა, დღეს ძალიან დიდი თანამდებობა უნდა მქონოდა. ყოველ შემთხვევაში მე როცა სერიოზული შემოთავაზება მქონდა (2001-ში, ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდულის ხელმძღვანელობა+კეზერაშვილთან ერთად ქუჩის ბიჭებისგან ზონდერ ბრიგადის შეკრება), მაშინ კოდუა, ახალაიები, არსოშვილი, ცისკარიშვილი, კირკიტაძე ვინ იყვნენ და სად იყვნენ (კირკიტა მაშინ ასლანასთან ყოფილა აღორძინებაში მერე გავიგე) ალბათ წებოებს ათრევდნენ ვედროებით. მე პირველივე ბინძურ შეთავაზებაზე უარი ვთქვი და ამის გამო კაი ბარაქიანი ხელუკუღმაც მიიღო ტახირიჩმა (დღევანდელი იმედის ხელმძღვანელმა, არველაძემ) და კეზერას უმადლოდეს რომ პანღური არ მიყვა კიდევ. იმ დღის მერე (თარგამაძე რო გადააყენეს მაგის მეორე-მესამე დღე იყო) ფეხი აღარ მიმიდგავს ნაცებთან. ხო, ისა...ჩემს შემთხვევაში თვეში 10 000$-ზე იყო ლაპარაკი. ამხელა პოსტით იცი რისი თქმა მინდა მეგობარო? გგონია მე ვარ ძალიან მაგარი და განსხვავებული? ჩემსავით ჩემი ორი მეგობარი მოიქცა, მაშინ სამნი ვიყავით მოლაპარაკებაზე, ჩვენს უკან კი რამდენიმე ათეული ადამიანი იდგა. შემოთავაზება მათგან (ნაცები-მიშა) წამოვიდა. მე მაშინ ცხვირი კი არ ამიბზუებია? თუ გგონია ჩემთვის არ იყო საცდური (ან ეხლა არ იქნება) ამხელა თანხა და ასეთი პრივილეგიები? უბრალოდ ჩვენში მაშინ სინდისმა გადასძალა და მივხვდით, არანაირ თანხად არ გვიღირდა ვიღაცეების მოტყუება, მათზე რაღაცეების დაბრალება, მათი დაპადიეზდება და ათასი სიბინძურის გაჩალიჩება. არსებით განსხვავებას ვერ ვხედავ ამ ყველაფერს და იმას შორის, რასაც მიშაTV-ები აკეთებენ. ცალკე შევეხები იმას და ამით ამოვწურავ ამ თემას, რომ მსოფლიოში არცერთ ქვეყანაში, არცერთ არხზე, არცერთ გადაცემაში, ოპოზიციის კრიტიკა არ მიდის. ამის გაკეთება არის იდიოტიზმი და იმიტომ. ხელისუფლების კრიტიკა კი სავალდებულო და აუცილებელია და სწორედ ეს არის ობიექტურობა. მარტივ მაგალითს მოგიყვანთ. წარმოიდგინეთ, რომ საქართველო არის მადრიდის რეალი, ფლორენტინო პერესი მიშა, მანუელ პელეგრინი გილაური, რონალდო ვანო, კასილიასი ახალაია და ა.შ. გულშემატკივრები ვართ ჩვენ, საქართველოს მოსახლეობა. ქვეყანა (გუნდი) მიყავს ხელისუფლებას, პრეზიდენტს, მთავრობას (პრეზიდენტს, მწვრთნელს, ფეხბურთელებს). ხოდა ამიხსენით ეხლა ამ გულშემატკივარმა რატომ უნდა აკრიტიკოს მაგალითად უეინ რუნი, ლუი ვან გაალი და სილვიო ბერლუსკონი? რა აზრი აქვს მათ კრიტიკას, ვისთვისაც მოსათხოვი არაფერი გვაქვს? და ვისაც პასუხისმგებლობა არ ეკისრება ჩვენს წინაშე? თუ ასე გვინდა რომ მათ დავაკისროთ პასუხისმგებლობა, მაშინ ჯერ უნდა მოვიყვანოთ ისინი მადრიდის რეალშე, ხო? საკმაოდ გარკვევით ავხსენი მგონი და დავღეჭე. არ დაიწყოთ ეხლა სხვადასხვა რამეაო და ა.შ.
  18. რომ დამთავრდეს ეს მუდმივი დავა რომელი გამოკითხვაა ობიექტური და რომელი მიკერძოებული, გთავაზობთ: ჩვენივე რესურსებით ჩავატაროთ სოციოლოგიური გამოკითხვა ქალაქ თბილისში. მზად ვარ პირადად ავიღო პასუხისმგებლობა ამ ყველაფრის ორგანიზების. ამისათვის: 1. საჭიროა 50 მოხალისე ფორუმელი. 25 ოპოზიციურად განწყობილი და 25-იც არაოპოზიციური. ამის დადგენა ფორუმში მარტივია. ყველამ ვიცით ამა თუ იმ იუზერის მოსაზრებები. მარტო პლანეტა ამას ვერ გაწვდება, მეზობელი ფორუმიც დავიხმაროთ. 2. ეს 50 ადამიანი დაიყოფიან წყვილებად, თითოელი ოპოზიცია-არაოპოზიციის შემადგენლობით, რათა გამოირიცხოს რომელიმეს მიერ შედეგების გაყალბება. 3. თითოეული წყვილი დანიშნულ დღეს გაემართება გარკვეულ ადგილას, რომელსაც წინასწარ არ დავასახელებ აგრეთვე წინასწარ მომზადებული ჯგუფების იქ მიგზავნის თავიდან არიდების მიზნით. თითოეული წყვილი გამოკითხვის დღეს პირადად ჩემგან მიიღებს დანიშნულების კოორდინატებს. 4. წყვილებს აეკრძალებად ცალ-ცალკე მოქმედება. თითოეულ მოქალაქეს გააჩერებენ ერთად და ერთად გამოკითხავენ. 5. თითო წყვილს დაევალება 100 ადამიანის გამოკითხვა. ამრიგად ჩვენ შევძლებთ 2500 ადამიანის გამოკითხვას თბილისის ყველა წერტილში თანაბრად. არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ სუბიექტებს მოვუწოდებ დააფინანსონ მოხალისეები. თითო სუბიექტმა გამოყოს 100-200 ლარი, რათა გაიზარდოს მოტივაცია. თუ შეფროვდა იმდენი თანხა, რომ თითოეულ მოხალისეს 50 ლარი მაინც გადავუხადოთ, მაშინ მათ მოვთხოვთ მინიმუმ 200 ადამიანის გამოკითხვას და მივიღებთ 5000 გამოკითხულ მოქალაქეს და ეს იქნება მართლაც ყველაზე ობიექტური გამოკითხვა!
  19. ძუკუ ძალიან შეყავხართ ვიღაცას შეცდომაში მიშა ბატონო.
  20. T_A_T ჭორები საიდან უნდა ვიცოდე? ყავას სახლში ვსვამ ხოლმე დილით, შარდენზე კი არა. მომიყევი აბა.
  21. სავსებით ბუნებრივი მოთხოვნაა და კაცმა რომ თქვას სამართლიანიც, მაგრამ ამ იდიოტებმა არ გაბედონ და მართლა არ აღიარონ, თორე მერე ნახეთ ჩვენი დარხევა. ოფიციალურად ალყაში ვიქნებით. ოთხი მეზობლიდან სამი დაუძინებელი მტერი გვეყოლება და სომხების იმედზე ჩემი მტერი იყოს.
  22. T_A_T ნუ მაშინ ხო გააპიარებდა და აბა სადაა პიარი? ორი დღე გასულა უკვე. თუ შეშინება უნდოდათ ე.ი. პოლიტიკურია. აბა ქალის გულობიზა ხო არ მოხდებოდა მაი ამბავი?
  23. kisa მეც ეგ მაინტერესებს და მიკვირს. ერორებმა ეგ გამაზეს ვითომ?
×
×
  • შექმენი...