-
პოსტები
2.789 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
11
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი analgin
-
მოდერატორობის შემთხვევაში პირველი რასაც გავაკეთებ ის იქნება, რომ არჩევიდან მაქსიმუმ ერთი კვირის განმავლობაში შემოგთავაზებთ პოლიტიკის განყოფილების მოდერატორთა და მომზმარებელთა ქცევის წესებს, რომელსაც ექნება ვირტუალური ხელშეკრულების სახე და ნათლად და კონკრეტულად იქნება გაწერილი მხარეთა (მოდერატორების და მომხმარებლების) უფლება-მოვალეობები და ამ ხელშეკრულების დამრღვევთა სადამსჯელო ზომები. ვეცდები წესები იყოს იმდენად ცალსახა, რომ არავის აძლევდეს მისი ინტერპრეტირების საშუალებას. წინდაწინ მოგახსენებთ, რომ წესები მომხმარებელთათვის იქნება გაცილებით შემწყნარებლური, ვიდრე მოდერატორთა მიმართ. გამარტივდება მოდერატორთა პასუხისგების და იმპიჩმენტის პროცედურები. წესების დამრღვევ მომხმარებლებთან ურთიერთობას დავიწყებ არა პირდაპირ ბანით და ვორნით, არამედ ჯერ თხოვნით, შემდეგ კი სიტყვიერი გაფრთხილებით. გაცილებით შეუწყნარებელი ვიქნები პროვოკატორთა მიმართ, ვიდრე პროვოკაციაზე პასუხის გამცემებისადმი. კატეგორიულად ავკრძალავ მოდერატორთა მხრიდან თემების სათაურის თუ პოსტების ჩასწორებას, გარდა იმ შემთხვევებისა თუ მასში გამოყენებული იქნება უცენზურო სიტყვები. წესებიდან ამოვიღებ მომხმარებლის პროფესიული საქმიანობის განხილვის აკრძალვას. დანარჩენი უფრო ვრცლად და კონკრეტულად იქნება იმ წესებში, რომელთაც შემოგთავაზებთ ჩემი მოდერატორად არჩევის შემთხვევაში. lasha_alo "იქითა" თემა რომელია, ეს? http://planeta.ge/index.php?showtopic=22288
-
განყოფილებაში არჩევნებთAნ დაკავშირებით
analgin replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ნუ გადამრიეთ, მე და შსს ტანდემში? ეგ იგივეა არეტა ფრანკლინი და მაიკ ტაისონი ამღეროთ ერთად. -
ღმერთო დაიფარე საქართველო. რა ჭირთ ამ ხალხს, ვის ეწელებიან, გადამრევენ რა. კი, შამილ მე მგონია. მგონია კი არა დარწმუნებული ვარ, რომ უდიდესი სამხედრო პოტენციალი აქვს რუსეთს. გამორიცხულია ოდესმე რუსეთს რომელიმე ძლიერმა სახელმწიფომ ფართომასშტაბიანი ომი გამოუცხადოს, ვინაიდან ეს იქნება სამყაროს დასასრული. ეს ყველას ესმის მთელს მსოფლიოში, როგორც ჩანს თქვენს გარდა. ცივილიზიაცია ყველაფერს შეეხო, მათ შორის სამხედრო ტექნოლოგიებსაც. გსმენია რამე ბირთვული, ატომური, ბიოლოგიური, ქიმიური იარაღის შესახებ? ისიც გეცოდნიება, რომ რუსეთი ყველა მათგანს ფლობს, თანაც უზარმაზარი რაოდენობით. ჩემი თამადობით როგორც არ უნდა გვძულდეს რუსეთი, უნდა ვაღიაროთ, რომ ისინი ამაყი და თავზეხალაღებული ხალხია, დამარცხებას არ შეეგუებიან, თუნდაც ამისთვის მთელი მსოფლიო გაწყვიტონ და პირველები გამოიყენებენ აკრძალულ და დამანგრეველ იარაღს. ამიტომ ეჩალიჩება აშშ ამ იარაღის შემცირებაზე. მეორე მსოფლიო ომში მილიონობით ადამიანი დაიღუპა, მაგრამ მაშინ არ იყო ბირთვული შეიარაღება (ამ მასშტაბის და ძალის). ეხლა რომ იომონ არათუ ადამიანები, დედამიწა განადგურდება საერთოდ. სიცოცხლე მოისპობა. შეეშვით მამლაყინწობას. გეხვეწებით.
-
სატურნ - არ არსებობს! შენი ვარიანტი აშკარად დისკრიმინაციულ ხასიათს ატარებს. რას ნიშნავს კაცო ვიღაცას 40 000 პოსტი აქ და ამიტომ მას რამდენიმე ხმის უფლება აქვს??? მითუმეტეს დარეგისტრირების თარიღი საერთოდ სისულელეა...ერთადერთი რაც საჭიროა არის მინიმალური პოსტების რაოდენობა პოლიტიკის განყოფილებაში და ჩემის აზრით 300 სავსებით საკმარისია. ისე, ნუ მოვიგონებთ ახალ ველოსიპედს. არჩევნები ყველგან მარტივი სისტემით ტარდება და მხოლოდ მარტივი არითმეტიკაა საჭირო ხმების დასათვლელად. არავითარი +1-ები 0-ები და -1-ები(ჭანოს ვარიანტი), ავირჩიოთ პირდაპირ თითო იუზერმა მისცეს ხმა მისთვის სასურველ კანდიდატს და პირველი სამი გაიმარჯვებს. თუ მაინცდამაინც, მაშინ თითო იუზერმა სამ კანდიდატს მისცეს ხმა, ოღონდ პრიორიტეტების მიხედვით: http://planeta.ge/index.php?s=&showtop...st&p=244156
-
განყოფილებაში არჩევნებთAნ დაკავშირებით
analgin replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მოდი იყოს ასე: იუზერებს მიეცეთ სამი ხმის უფლება, ოღონდ პრიორიტეტების მიხედვით ანუ დაასახელონ პირველი (ყველაზე სასურველი), მეორე და მესამე კანდიდატი. ხმების დათვლის პროცესში პირველს მიენიჭოს სამი ქულა, მეორეს ორი, მესამეს ერთი. თანაბარი ქულების შემთხვევაში გაიმარჯვებს ის კანდიდატი, ვისაც უფრო მეტმა იუზერმა მისცა ხმა. თუ აქაც თანაფარდობა იქნება (რაც ნებისმიერი ტიპის არჩევნებში შეიძლება მოხდეს) მაშინ ადმინისტრაციამ დაუშვას გამონაკლისი და ორივეს ჩაურთოს მოდ. სიპი. -
განყოფილებაში არჩევნებთAნ დაკავშირებით
analgin replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
+1 ანალგინი შეპირებისამებრ ვაყენებ საკუთარ კანდიდატურას. გპირდებით მაკლარენზე ნაკლებად ობიექტური მოდერატორი არ ვიქნები (ანუ მაკლარენი ჩემის აზრით ნამდვილად საუკეთესო მოდერატორია და ვეცდები დავეწიო და გავუსწრო მაკლარენს ) -
ამერიკელების ნომერ პირველი ეროვნული გმირია რუდი ჯულიანი, 11 სექტემბრის შემდეგ განსაკუთრებით შეუყვარდათ ამერიკელებს. აი ეს წააკითხეთ მაგ ჩიტირეკიას რა. ინგლისური მაინც იცის კარგად... http://www.guardian.co.uk/world/2001/nov/16/september11.usa1
-
სააკაშვილი აღიარებს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას
analgin replied to analgin's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Siknadmo ჩემს კორპუსში ორი ცალი ასწელს გადაცილებული ქალი ვიპოვეთ. :ravic: ერთი 1980 წელს გარდაიცვალა, მეზობლის (51 წლის კაცის) ბებია. მეორე ხ.ზ. მოგონილი ვიღაცა. 4 კაცი მკვდრები. 6 საზღვარგარეთ წასული 10-15 წელია უკვე, 12 კაცი წლების წინ რო ბინა გაყიდეს და გადავიდნენ. მათ შორის ერთი 8 სულიანი ოჯახი. გამაგებინეთ რომელი ნორმალური არ ამოწერს 8 უცხო ადამიანს და იხდის იმის ნალოგებს წლები? 8 კაცი კიდე ისეთი იპოვეს კაცმა რო არ იცის ვინაა, თანაც ერთი ბუნჩულა კაცის ბინაში. მაგარი პრიკოლია რა, ერთ მისამართზე 40-დან 50 წლამდე 9 მამაკაცი როა ჩაწერილი, 2 სომხური გვარის (სხვადასხვა), 3 მეგრული (სხვადასხვა) და თითო კიდე სხვადასხვა გვარი. პიდერების გარემია ბლიად, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს რო ესეთი ასორტი ნათესაურ კავშირში არ არიან. უი კიდე ერთი უცხოა, იმას ვაბშე ბინის ნომერი არა აქ მითითებული. ალბათ კრისაა და ბუნკერში ცხოვრობს. -
http://www.finchannel.com/Main_News/Politi...urces%E2%80%99/ მოკლედ გეტყვით: ხო, ვიყენებთ ადმინისტრაციულ რესურსებს, მარა რა ვქნათ ეხლა არაფერი აღარ ავაშენოთ იმის შიშით, რომ ეს არჩევნებს არ დაუკავშირონო? ააშენეთ, ბატონო. ააშენეთ, მაგრამ ააშენეთ ივნისში, ივლისში, აგვისტოში, სექტემბერში, ოქტომბერში...ამ პერიოდში რატომ არაფერს აშენებთ? მაინცდამაინც ექსპერტობა არ უნდა იმის ცოდნას, რომ სწორედ ჩემს მიერ ჩამოთვლილი თვეებია მშენებლობის სეზონი. :ravic: და ნუ აბოლებთ "საცოდავ" უცხოელებს. ჩემს სადარბაზოში გაფუჭებული ლიფტის აღდგენისთვის, შარშან სექტემბერში რომ აკრიფა მერიამ 150-150 ლარი და ამდენი თვე რომ გვატყუებდნენ ერევანში ვართ წასულები მოტორის საყიდლადო, დღეს რატომ მოდიან და მაისის შუა რიცხვებში გაგიკეთებთო, რატომ გვეუბნებიან? გუშინ რატომ დაიწყეთ ჩემი ეზოს კეთილმოწყობა, რომელზე თხოვნა-განცხადებაც კორპუსის ამხანაგობამ ჯერ კიდევ შარშან გაზაფხულზე შემოიტანა? სოციოლოგიურ კვლევებს რომ ატარებდით, ვის მისცემთ არჩევნებში ხმასო, ის მერიიდან რატო დაფინანსდა და რატომ არ ამხელთ შედეგებს? ჯერ კიდევ მარტში ბრძანდებოდით ჩემთან?! ეს რაც ჩანს, დოკუმენტალურად და სახელმწიფო სამსახურებში რა ზეწოლას ახდენთ ხმის მიცემაზე, ეგ სხვა საკითხია კიდევ.
-
Siknadmo რა ახლები, კარგი რა. :ravic: ახლებს კიდე მრეწველები ჯობიან ორი თავით.
-
DonCaredo მეც ერთერთი მათგანი ვარ ვისაც ძალიან დიდი სიმპათიები ჰქონდა ალსანიას მიმართ, მაგრამ მისი გადადგმული ნაბიჯები აკარგინებს ამ წარმოდგენას... უკვე 50%-ზე მაქვს ჩამოსული გადაწყვეტილება, მივცე თუ არა ხმა.
-
analgin არა მგონია გიგის მისცენ ხმა. ისეთი და იმდენი ხალხი მუშაობს ნოღაიდელის პარტიაზე აქამდე რომ არჩევნები მაგრად ეკიდათ და ჩვენი ჩხუბი ძირითადად რუსეთთან ურთიერთობის თემას შეეხება. იმის იქით არაფრის გაგონება არ უნდოდათ და არ აინტერესებდათ. "რუსებთან კარგია და მორჩა" იყო მაგათი ლოგიკა. გადაცოფებული ვარ რა...და ალასანია რო ვახსენე კინაღამ ჩამქოლეს. ძალიან დიდი აგრესია აქვთ მისი და რესპების მიმართ. თვლიან, რომ ყოველთვის ყველგან პირველებმა დაარღვიეს ერთობა. "გამყიდველებად და მიშასთან შეკრულებად" მიაჩნიათ. ხალხის რაოდენობამ და აქტიურობამ მართლა დამშოკა გუშინ. ეგრე დაჟე ნაცებს არ უჩალიჩიათ არცერთ არჩევნებზე. თან უბნის მასშტაბით ავტორიტეტული კაცები და ქალები უყენიათ სათავეში. რა გვეშველება არ ვიცი.
-
მე უკვე მაგრად მკიდია ყველაფერი და ბევრი თქვენგანი მაღლა ცაში დაფრინავს. ხომ იცით, რომ ამჟამად გარეუბანში, ვარკეთილში ვცხოვრობ. ჩემს კორპუსში 90 ოჯახი ცხოვრობს, გვერდზე უზარმაზარი კორპუსია, იქ ორასამდე. ხოდა გუშინ ინფარქტი თუ არ მრეკავდა არ მეგონა. მაგრად ვიჩხუბე, მარა დავიჩაგრე...ნოღაიდელი ევასებათ ნახევარზე მეტს...თუმცა ამას აქვს ალბათ ახსნა - მათი საკმაო ნაწილი არაქართული მოსახლეობაა, თითქმის ყველას ოჯახის წევრი ჰყავს რუსეთში. მომკალით და დარწმუნებული ვარ, რომ ალასანიაზე მეტი ხმის აღება არაერთ კანდიდატს შეუძლია. ქართულ რეალობაში ის სუსტი კანდიდატია. წყნარი და დასტოინი ტიპები არ ევასება ქართულ ელექტორატს. ვისაც ევასება და მაგიტომ მოსწონდა ალასანია, ახლებთან და რესპებთან ალიანსის გამო დაეკარგა მაგაზე წარმოდგენა. ფორუმთან უნდა გაერთიანებულიყო. შეცდა მაგრად IMHO.
-
იმთავითვე ცხადი იყო ეგ პროცესი, როცა ალიანსმა კუდი აბზიკა და საკუტარი თავი უალტერნატივოდ, საუკეთესოდ და ელიტად გამოაცხადა. რა უნდა ვქნათ და ან ვაიძულოთ ყველა, რომ გაერთიანდნენ ან დავიკიდოთ ან...ბიშკეკი.
-
გამოცხადდეს 31 მარტი - ზვიადობის დღესასწაულად
analgin replied to shamili's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
McLaren ეგრე თამარ ჩხეიძეზე და ნანა კაკაბაძეზე მეტი ღვაწლი ბევრმა არ დაიტრაბახოს ეროვნულ მოძრაობაში, მაგრამ ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა მართლა განყენებული თემებია და მათი როლი ყველაზე განსაკუთრებულია. მერაბის, როგორც სიწმინდის, ქართველობის, ღირსების, ვაჟკაცობის, ერთგულების, ეროვნულობის, ერთგულობის სიმბოლოსი და ზვიადის, როგორც ქარიზმატული ლიდერის, წინამძღოლის, გამბედაობის. ზვიადი სტიმულს და მუხტს აძლევდა ხალხს, მერაბი მისაბაძ მაგალითს. დანარჩენები მეტ-ნაკლებად წარჩინებული მხედართმთავრები თუ მეომრები იყვნენ. ძალიან, ძალიან ცუდი და მკრეხელური შედარებაა, მაგრამ როგორც ბოლშევიკებში ლენინი და სტალინი იყვნენ ზეგამორჩეულები, ისე ესენი ჩვენთვის. იმედია მიმიხვდით რა ვიგულისხმე. -
გამოცხადდეს 31 მარტი - ზვიადობის დღესასწაულად
analgin replied to shamili's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
vitaminC არა. მაგისი არა. საქართველოს პირველი პრეზიდენტის. გარდა ამისა მას საზოგადოების საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი დღემდე თავისუფლების და დამოუკიდებლობის სიმბოლოდ აღიქვამს. არც მე მსიამოვნებს მაგალითად მეჩეთებს და სინაგოგებს რომ ვხედავ ჩემს ქვეყანაში, მაგრამ პატივს ვცემ იმ ადამიანებს, რომელთათვისაც ეს საჭიროა და მათი არსებობა აუცილებლად მიმაჩნია. ...ძეგლი გაყურებინო რა, სახელმწიფო დაცვაში მუშაობ კაცო, იქ რო სეირნობენ ხოლმე კიბეებზე? ნუ უყურებ შენც. სადაც მიშას უყურებ როგორც ცოცხალ პრეზოს, იქ ზვიადის ძეგლიც აიტანე (თუმცა მე არ ვთვლი, რომ ეს ასატანია. მე მართლა ვთვლი საჭიროდ, რომ მისი ძეგლი იდგეს კოსტავასთან ერთად). -
ზოგადად არ არის ცუდი თუ ეგეც იქნება, მაგრამ არ მომწონს. ჯერ ერთი, რომ 20 000 ლარი არ არის ის ფული, რომელიც ბიზნესის ნებისმიერიმიმართულებისთვის კომერციული ფართის, საბრუნავი საქონელის, დასაქმებული პერსონალის და კომუნალური გადასახადებისთვის საკმარისია. მერე მეორეც, რატომ ასაქმებს ყველას მაინცდამაინც ვაჭრობაში, რომელიც საკმაოდ რთული საქმეა და მისი გაძღოლა ცოტას შეუძლია, რადგან სხვადასხვა უნარებს, ცოდნას, სათადარიგო ფინანსებს და კიდევ უამრავ ნიუანსს მოითხოვს. ...იმის არ იყოს მიშა რომ გზების დამგებებად გვასაქმებს ყველას, ვიცით თუ არ ვიცით, შეგვიძლია თუ არ შეგვიძლია და ბოლო-ბოლო გვინდა თუ არ გვინდა. ეს თუ იქნება მხოლოდ ერთერთი მიმართულება, მივესალმები და რჩევასაც მივცემ, რომ 20000 ოჯახის მაგივრად 5000 დაასაქმოს, სამაგიეროდ 20000-ის მაგივრად 80000 მისცეს და ის 5000 მაგ ფულით თავად დაასაქმებს არათუ დანარჩენ 15000-ს უფრო მეტსაც.
-
გამოცხადდეს 31 მარტი - ზვიადობის დღესასწაულად
analgin replied to shamili's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
არავითარ შემთხვევაში!!! მომხრე ვარ პარლამენტის წინ, 9 აპრილის მემორიალის გვერდზე დაიდგას მისი და მერაბ კოსტავას ძაგლები (ოღონდ არა გრანდიოზული!). მე მას პატივს ვცემ როგორც ადამიანს, რომლის დროსაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა და როგორც საქართველოს პირველ პრეზიდენტს, მაგრამ არ შეიძლება ადამიანი, რომელმაც ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიიყვანა, გავაკერპოთ და მისი დღეობა ვიზეიმოთ. -
prologic DATA TUTASXIA ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი. არ მომწონს მათი მიდგომა საკითხებისადმი. ასე თუ ისე ჩახედული ვარ კუხნიაში, განსაკუთრებით რესპების. აქ არ მოვყვები დეტალებს. ვიხინკლაოთ მართლა სადმე და გეტყვით.
-
სიკვდილთან შერიგებულთა თავისუფლების ორდენი
analgin replied to shamili's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
შეაყარე კედელს ცერცვი. -
FRIDRIX ოპოზიციური მიდრეკლებები მოწმდება უსაფრთხოების მიზით რუსეთის აგენტები ვერ დაიწყებენ მუშაობას ორგანოებში აჰა. ე.ი. რუსეთის აგენტები ოპოზიციური მიდრეკილების მოქალაქეებში უნდა ვეძებოთ. აბა, ხელისუფლების მომხრეებში მაგათ რა უნდათ კაცო...გავიგეთ.
-
სიკვდილთან შერიგებულთა თავისუფლების ორდენი
analgin replied to shamili's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
shamili მოკლედ გეტყვი: გამაგიჟებ შენ მე. რა, რა და უშიშარი კაცის შეფასება-დაფასება არა მგონია არ შემეძლოს. ანტონოვსკაიაზე (პავლოვის კუთხეში ჩასახვევია, ინფექციურთან) დაიბადა და გაიზარდა "გივიკო" და სულ იქ ცხოვრობდა. ვარდების რევოლუციიდან რამდენიმე წელიწადში შეიძინა ფეშენებელური ბინა ვაკეში, მოსაშვილზე. მიბრძანდი და კითხე უბანს და სამეზობლოს. ვაჰ?! -
lasha_alo რა, კარგი რა. გნებავთ ვისაუბროთ ჭეშმარიტ...სოციოლოგიაზე? თუ ფიქრობ, რომ რამეს ვიგონებ, შემიძლია შეგახვედრო ნამდვილ სოციოლოგებს.
-
FRIDRIX რა მასონთა ლოჟა? კაცო, მძღოლებს არ მიყავთ-მოყავთ საქეიფოდ? ხოდა სანამ უფროსები ქეიფობენ მძღოლები ერთად უცდიან. სუფრას არ უსხედან, მაგრამ ხშირად ხდებიან ძალიან ინტიმური საუბრების შემსწრენი. ისე, კითხვას რატომ აარიდე თავი? შენ მოგწონს "ოპოზიციურ მიდრეკილებებს" რომ ამოწმებენ?