Jump to content
Planeta.Ge

analgin

პლანეტელი
  • პოსტები

    2.789
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    11

ყველა პოსტი analgin

  1. Nukriko ჭკვიანი ბიჭი ხარ შენ და ამ საკითხში 100% ხარ. ტყუილად იპრანჭება ადმინისტრაცია. ნამდვილად მაგ მიზეზით იყო 3 მოდერი გადაწყვეტილი. დღეს ბევრი ვიკამათეთ მაგაზე. უშუალოდ არჩევნების თემაზე არ გვიკამათია, მაგრამ ადმინისტრაცია მიმტკიცებდა, რომ მათთვის ასე ვთქვათ მარკეტინგულად უკეთესია თუ ერთი მოდერი ნაციონალი იქნებოდა...ნუ მიშას მომხრე თუ როგორცაა. მკიდია რა. დავიღალე. ფორუმი მაგათია და უნდა წითლად შეღებავენ და უნდათ კოპლებს მიახატავენ. ისე, ძალიან შავ დღეშია ადმინისტრაცია. გულწრფელად "ეშინიათ" სამივე მოდერი მიშმოძულე არ გახდეს. :mad:
  2. ვააჰ. გილოცავთ ბატონო გიორგი. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი. ჯანმრთელობას, ბედნიერებას და სანუკვარი ოცნებების ასრულებას გისურვებთ. http://offthepole.files.wordpress.com/2009/02/chivas-regal.jpg
  3. ეეე, ეს რა მაიმუნობაა ამის დედა ვატირე რა... ოფიციალურად მხოლოდ სატურნმა მოითხოვა 3 მოდერი და იმანაც გადათქვა და დათანხმდა 2-ს. დანარჩენი ყველა 2-ს მიემხრო და აჰა. აქვს ეხლა ამას ახსნაა ან მართლა ოთხი კაციდან სამის არჩევას??? ნამდვილად არ მაქვს რომელიმე კანდიდატის საწინააღმდეგო თუ მას ხალხი აირჩევს (თუნდაც ოთხიდან სამს ირჩევდეს). უბრალოდ სამი მოდერატორი არის უსაშველოდ ბევრი და მორჩა. ჩემი ხმა კისას. მიღებულია
  4. lasha_alo ნუ, როგორ უნდა დავჭამოთ ერთმანეთი? მე ვიხელმძღვანელებ წესებით, რომლებსაც დავწერ, ამ დაწერილს შევათანხმებ და დავაკორექტირებ მომხმარებლებთან და თქვენ დაამტკიცებთ. ანალოგიური ვალდებულება დაეკისრება ნებისმიერ სხვა მოდერატორსაც. გპირდებით, რომ საქმეს ძალიან გაგიადვილებთ იმ წესებით და არავის მიეცემა ინტერპრეტირების საშუალება. თუ იქნება რომელიმე მოდერატორის მხრიდან გადაცდომა, მისი მოხსნის პროცედურა იქნება უმარტივესი. თუ თქვენი სურვილი იქნება შემიძლია შევიმუშავო ისეთი სისტემაც, რომლის საშუალებითაც თავად იუზერებს მიეცემათ მოდერატორის ჩამოლაბორანტების და დასჯის უფლება, თუ არა და თქვენი გადასაწყვეტი იქნება ვის როგორ მოექცეთ, იქნება ეს ადმინისტრაციის მხრიდან თუ მოდერ-ომბუდსმენის მხრიდან.ისე კი ჩემი მოკრძალებული რჩევა იქნება, რომ ამის უფლება პირდაპირ მომხმარებლებს მისცეთ, ყოველგვარი ბიუროკრატიის გარეშე, რათა თავიდან აირიდოთ ბრალდებები, რომ ადმინისტრაცია და მოდერაცია რაღაც ბუდოვან კავშირებშია შსს-სთან. მოკლედ ჩემი მთავარი მესიჯი როგორც ამომრჩევლების, ისევე ადმინისტრაციის მიმართ არის ის, რომ მოდერატორად არჩევის შემთხვევაში ვაპირებ მომხმარებელთა მაქსიმალურ ჩართულობას განყოფილებაში ყველასთვის თანაბრად მისაღები გარემოს შექმნაში. მე ვიქნები მათი დაქირავებული მოხელე. კიდევ გავიმეორებ ჩემი პროგრამის მიხედვით მოდერატორს გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა დაეკისრება ვიდრე იუზერს და დარღვევაზე პასუხისგებაც უფრო მკაცრად მოეთხოვება. თუ მომხმარებელს დარღვევაზე პირველად ვთხოვ, რომ თავი შეიკავოს, მეორედ სიტყვიერ შენიშვნას მივცემ, მესამედ 20% ვორნს და ა.შ. ბანს კი მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გამოვიყენებ (ფორუმელის გინებაზე მაგალითად), მოდერატორი პირველივე წესების დარღვევაზე დაკარგავს პოსტს + მიეცემა ადეკვატური სასჯელი. თუ მიკერძოებულად იმოქმედებს მხოლოდ მოდერატორობას დაემშვიდობება.
  5. Saturn OK. ისე, მათემატიკისგან ძალიან შორს არ დგახარ და აბსოლუტური უმრავლესობა რას ნიშნავს ხომ არ იცი?
  6. shavlego91 ერთი თხოვნა მექნება, მეტი კითხვისგან და მეტის გაგებისკენ ნუ მიმითითებთ. თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია არახალია არც ჩემთვის და არც ქართული საზოგადოებისთვის და ეგ არის ერთერთი ყველაზე დიდი შეცდომა რაც დაუშვა გამსახურდიას ხელისუფლებამ. არარაციონალური, ურაპატრიოტული, აგრესიული და პოლიტიკურად ბეცი ნაბიჯი იყო ეგ. იმის მაგივრად შეერგოთ ის, რაც ჰქონდათ და ავტონომია ან არ გაეუქმებინათ ან მაქსიუმ უშიშროების საბჭოზე შეემუშავებინათ გრძელვადიანი სტრატეგია ამ ავტონომიის გასაუქმებლად, გრიფით "საიდუმლო", ერთი ხელის დაკვრით ადგნენ და ბენზინის ცისტერნაში ანთებული ასანთის ღერი ჩააგდეს. მარტო ეროვნულობა და პატიოსნება, თუნდაც ვაჟკაცობაც არ კმარა იმისთვის, რომ ქვეყანა წარმატებით მართო. ჯოკერი გითამაშიათ ალბათ და ასეთ რამეს გეტყვით: ეგ საქციელი იცით რას მაგონებს 9 დარიგებაზე ერთი ჯოკერი და რვა გული რომ მოგივიდეთ და ცხრა თქვათ ბოლო კაცის გახიშტვის სურვილით აღგზნებულმა, შემდეგ პირველი კარტი ყვავი რომ ატარონ და თქვენ ის დაჯოკროთ. ეხლა თქვენ განსაჯეთ იმ ბოლო კაცსაც რომ ყავდეს ჯოკერი რა გელით. მითუმეტეს თუ წინა ორმა პასი თქვა უნდა მიხვედრილიყავით. ეს არ იყო ის შემთხვევა, როცა ორმა დიდოსტატმა ჭადრაკი ითამაშა და 9 საათიანი ბრძოლის შემდეგ წააგო ერთმა. ეს სწორედ ჩემს მიერ ზემოთაღწერილ მაგალითს გავდა.
  7. მე იმიტომ "მინდა" მოდერატორობა, რომ საკუთარ თავზე ავიღო მომხმარებელთა უფლებების დაცვა. რაკიღა სვხადასხვა მიზეზის გამო ფორუმის ადმინისტრაცია და ამ განყოფილების მოდერატორთა უმრავლესობა ვერ უზრუნველყოფს მომხმარებელთა შორის სამართლიანობის განცდის სტიმულირებას, შევეცდები თავად ვცადო ეს. იმედი მაქვს თქვენთან ერთად ამას მოვახერხებ.
  8. FRIDRIX მქონდა დაწერილი და წამეშალა ეხლა ცოტა მეზარება. ხელახლა დავწერ არჩევნების შემდეგ. კაი ბატონო. გეწვევი მერე შენს განყოფილებაში. ოღონდ შენც გვეწვიე ხვალ სახინკლაოდ. დაწვრილებით ძუკუ გეტყვის. http://planeta.ge/index.php?s=&showtop...st&p=234318
  9. Saturn რეებს ლაპარაკობ კაცი, რა პირს ამოგიკერავენ, რა ატამი, რი ატამი, რა გარგლი კურკი ტოლა ჭერამი, რი ჭერმი კურკი ტოლა გარგალი?! მანია გჭირთ ამ პოლიციელებს რა და კიდევ მე ჩავიციკლე? ჩემი აზრით მარტივია: დაინიშნება არჩევნები მოიგებს ხალხის რჩეული. მე კი ის უპირატესობა მაქვს, რომ კანონების წერა კარგად ვიცი და კარგ კანონებს დავწერ, რითიც გავამარტივებ სამართლიანობის დადგენის შესაძლებლობას და მომხმარებელს მივცემ ძლიერ ბერკეტებს უსამართლო მოდერაციისგან თავდასაცავად.
  10. FRIDRIX რად გვინდა ეს მოსადის ჩერეზ ჟოპუ სქემები? არცევნები იმის არჩევნებია, რომ ხალხმა თვითონ გადაწყვიტოს ვინ ვისი ზედამხედველი იყოს. ეს ალო კიდე როგორ დაიკარგება ხოლმე სამალიოტის მაჩვივით რა...
  11. ენამ მიყივლა... მარა ზედამხედველად დანიშნული სატურნი... :) ალო, მოგიწევს აწი მოდერატორების რაოდენობის ორამდე შემცირება, თვარა ჯანყი დაიწყება ფორუმზე.
  12. უცხო_პლანეტელი პარდონ? აბა, აბუჩად აგდება? ეს თემა ყურადღებით რომ წაგეკითხა ნახავდი, რომ იყო აქ ისეთი აზრი განვიტარებული, რომ ადმინისტრაციას იმიტომ უნდა 3 მოდერი, რომ როგორმე სატურნი დატოვოსო (შსს-სთან კავშირის პონტში), სხვანაირად სატურნი ვერ მოიგებს არჩევნებსო. მე ეს ვიგულისხმე და შენ რა იფიქრე არ ვიცი. ისა...კონკურენტი არა ის კიდე...
  13. ჯერჯერობით ერთადერთი ადამიანი, რომელიც 3 მოდერს უჭერს მხარს დიქტატორი ალოა. ღმერთმა არ ქნას ეხლა სატურნი და ფრიდრიხი შემოვიდეს და მიემხრონ, თორე აქ ამბავი ატყდება დედა შვილს არ აიყვანს ხელში. Pariz მაკლარენი არ მონაწილეობს სამწუხაროდ, თორემ ჩემი ფავორტიც იყო.
  14. Pariz რატომ უსწორებ? ორივე სწორია. "ჰ"-თი ძველქართულიდან შემორჩენილი ფორმაა, მის გარეშე თანამედროვე და არცერთი არაა შეცდომა. მაშინ ქენის მაგივრადაც ჰქენი ვიხმაროთ და გაქრას მაგივრად გაჰქრა. P.S. ფილოლოგი ვარ პროფესიით.
  15. იქნებ კანდიდატთა საარჩევნო პროგრამები თავში მოგეთავსებინათ პირველ პოსტებად? lasha_alo რას არევს 2 კანდიდატი??? კარგი რა...
  16. კაცოუ, რა ზარმაცები ხართ? გააერთიანეთ რა ეს ოხერი ტემები. დამაწყდა ფეხები.
  17. Saturn asesino_141 თანახმა ხართ სააგიტაციო თემები გაერთიანდეს? http://planeta.ge/index.php?s=&showtop...st&p=244891 (იხ. პოსტის მაკლარენისადმი მიმარტული ნაწილი) http://planeta.ge/index.php?s=&showtop...st&p=244919
  18. Nukriko მორალური ცენზურა რას ნიშნავს? მაგას ერთი სიტყვით სინდისი ქვია და ყველა ადამიანს თავისი აქვს. მეც მათ შორის და ვერავის მივცემ. რაც შეეხება ნაფტას მიერ საპატრიარქოს შესახებ გახსნილ თემებს. არაა პრობელმა თუ: 1. დასაბუთებული იქნება, რომ თემა პოლიტიკასთან კავშირშია. სხვა შემთხვევაში თემა გადავა რელიგიაში ან Fლეიმში. 2. იქნება კორექტული და არ შეურაცხყოფს სხვა ადამიანთა (მართლმადიდებელთა) სიწმინდეებსა და ღირსებას (პატრიარქის, საპატრიარქოს და სამღვდელოების ლანძღვა, ქილიკი და ა.შ.). სამართლიან გარემოში ყველა აზრს აქვს არსებობის და გამოხატვის უფლება და თავისუფლება თუ ის არ შეურაცხყოფს სხვებს. მოკლედ no problem თუ ზემოხსენებულ ორ პუნქტს ეთანხმებით.
  19. T_A_T მგლები ვინ არიან??? შენს ინიციატივას რაც შეეხება ორი ხელის აწევით გიჭერ მხარს. სამი მოდერატორი ამ ეტაპზე მართლაც ძალიან ბევრია. ისედაც შენც გაქვს აქ მოდერირების უფლება და ორ ადმინისტრატორს საშუალება. ამ განყოფილებაში აქტიურად ალბათ 20 ადამიანი პოსტავს და აქედან 6 კაცს მოდერატორის ფუნქცია ქონდეს, 2-ს VIP და 1-ს PR მენეჯერი თუ რაცხა "ზვანია" ნამეტანია. თითო ჯარისკაცზე თითო ოფიცერი მოდის. არა, მართლა სერიოზულად ვემხრობი მაგ ინიციატივას და იქნებ დღეს გადაწყვიტოთ ადმინისტრაციამ ეს საკითხი? გნებავთ გამოკითხვა გახსენით და დაეკითხეთ იუზერებს.
  20. Saturn ყველა შენს მიერ დასჯილი არის შენი მხრიდან ამოჩემებული იუზერი, რომლის შეხედულებებსაც არ ეთანხმები. ზუსტადაც რომ შენს მიერ ზემოთნახსენები ტაქტიკა და ამ უაზრო წესის გამო უხვად დარიგებული ბანები იწვევს გაღიზიანებას და პირადულ გარჩევებს. თანაც ამ პირადულ გარჩევებს ვერცერთი წესით ვერ აღკვეთ. თუ ადამიანს შენი "ზუბი" აქვს, მისთვის წესებს მნიშვნელობა არ აქვს. აბა, შენ ისე გამოგდის ყველა, ვისაც შენი სამსახურის მიმართ სიმპათიები არ ამოძრავებს პერმანენტულად დაბანილ-დავორნილი გყავს და "არაპრიმიტივებად" და ნორმალურ იუზერებად მხოლოდ ის ადამიანები მიგაჩნია ვისაც ჭადრაკი უყვარს და არცერთ კონტექსტში არ ახსენებს შენს სამსახურს. განსაკუთრებით რთულად ფრიდრიხის შემთხვევაშია საქმე. როცა გამოდიხარ და ამაყად აცხადებ, რომ 7 ნოემბერს არაერთს ჩაულეწე ნეკნები და კვალვაც იგივეს გააკეთებ თუ ვინმემ ამ ხელისუფლების მოშორება განიზრახა, ბუნებრივია, რომ ეს აშკარა პროვოკაციაა იმ იუზერთათვის (რომლებიც აქ არც თუ ისე ცოტანი არიან), ვინც ეგებ ერთერთი მათგანია, ვისაც მაშინ ნეკნები ჩაულეწა და ვისაც სურს და აპირებს, რომ მონაწილეობა მიიღოს ამ ხელისუფლების წასვლაში. შენ რას შვრები ასეთ შემთხვევაში? ფრიდრიხზე იგნორი და მის სიტყვებზე სამართლიანად აღშფოთებულ-გამწარებულ ადამიანებზე ბანი, იმიტომ, რომ უარყოფითი დამოკიდებულება გამოთქვეს ფრიდრიხის სამსახურზე და იმიტომ, რომ ეს იდიოტური წესი გაძლევს ამის უფლებას? სხვათაშორის ძლიან ცუდია, რომ წესებში არ არის განსაზღვრული რომელ დარღვევაზე რა სასჯელი ეკუთვნის დამნაშავეს და ამას მოდერატორი წყვეტს საკუთარ ხოშზე. ჩემი არჩევის შემთხვევაში მკაფიოდ და ზუსტად იქნება გაწერილი სასჯელთა ზომები და ვადები თითოეულ დარღვევაზე ცალცალკე. McLaren მოიცა რა კონკურენტის კაცო? ყველამ ცალცალკე უნდა გახსნას? არ ჯობია არ დაიზარო და ყველა ეს თემა გააერთიანო? თავში საარჩევნო პროგრამები დადო ყველა კანდიდატის და მერე იყოს საერთო თემა. დავიღალე აქეთ იქით სირბილით.
  21. Saturn ჯერ ერთი ახლა არაა ასე არანაირად სატურნ. განსაკუთრებით შენი მხრიდან და გეხვეწები ნუ განვავრცობთ ამ თემას აქ. ასე რომ ყოფილიყო არავინ დანიშნავდა არჩევნებს. მეორეც ეგ წესი არის აბსოლუტური იდიოტობა. ეგ იგივეა ადამიანს აუკრძალო შენზე ნებისმიერი აზრის გამოთქმა ან უფრო მეტიც, აუკრძალო მაგალითად სიტყვა შეურაწყოფის თქმა, იმიტომ, რომ გაღიზიანებს. რადგან შენ არ გსიამოვნებს, რომ როვა მაგალითად მაგალითად შსს-ზეა საუბარი ვიღაცამ შეიძლება მიგითითოს, რომ სუბიექტური ხარ და არ სჯერა შენი შეფასების? ასე არ შეიძლება. ეგეთი აკრძალვა ბუნებაში არ არსებობს არსად. ვიცი, რომ ფორუმის ზოგად წესებს ეწინააღმდეგება და აქ მაგ წესების შემოღება წინდაწინვე გულისხმობს, რომ ზოგადი წესებიდან ამოვაღებინებ მაგ პუნქტს. დაახლოებით ისეთი პონტია მაჟორიტარი კანდიდატი რომ შეპირდეს ამომრჩეველს, მე თუ ამირჩევთ ამა და ამ კანონპროექტს მივაღებინებო. ჩემი მხარდაჭერა ამ ინიციატივის მხარდაჭერასაც ნიშნავს ავტომატურად და ადმინისტრაციას მოუწევს ამისთვის ანგარიშის გაწევა. მითუმეტეს, რომ არ არიან ამის კატეგორიულად წინააღმდეგნი.
  22. shavlego91 ჯერ ერთი ამას გადაავლეთ თვალი: http://planeta.ge/index.php?showtopic=20682&hl= მეორეც, აფხაზეთი და სამაჩაბლო (განსაკუთრებით) რუსებმა შევარდნაძემდე მიიღეს რამდენადაც მახსოვს და თუ შეიძლება აქ ნუ ვილაპარაკებთ იმაზე ვისი არასწორი ნაბიჯების და განცხადებების გამო დაიწყო იქ ომები. მესამეც, უკრაინას მტკაველი არ მიუცია რუსებისთვის და თუ ყირიმს გულისხმობთ იქ რუსები იმაზე მეტი ხანია დგანან, ვიდრე საქართველოში, თანაც კაცმა რომ თქვას რუსებმა მიუერთეს ეგ ტერიტორია უკრაინას, ისევე როგორც მაგალითად აჭარა საქართველოს.
  23. მოდერატორობის შემთხვევაში პირველი რასაც გავაკეთებ ის იქნება, რომ არჩევიდან მაქსიმუმ ერთი კვირის განმავლობაში შემოგთავაზებთ პოლიტიკის განყოფილების მოდერატორთა და მომხმარებელთა ქცევის წესებს, რომელსაც ექნება ვირტუალური ხელშეკრულების სახე და ნათლად და კონკრეტულად იქნება გაწერილი მხარეთა (მოდერატორების და მომხმარებლების) უფლება-მოვალეობები და ამ ხელშეკრულების დამრღვევთა სადამსჯელო ზომები. -ვეცდები წესები იყოს იმდენად ცალსახა, რომ არავის აძლევდეს მისი ინტერპრეტირების საშუალებას. -წინდაწინ მოგახსენებთ, რომ წესები მომხმარებელთათვის იქნება გაცილებით შემწყნარებლური, ვიდრე მოდერატორთა მიმართ. -გამარტივდება მოდერატორთა პასუხისგების და იმპიჩმენტის პროცედურები. -წესების დამრღვევ მომხმარებლებთან ურთიერთობას დავიწყებ არა პირდაპირ ბანით და ვორნით, არამედ ჯერ თხოვნით, შემდეგ კი სიტყვიერი გაფრთხილებით. -გაცილებით შეუწყნარებელი ვიქნები პროვოკატორთა მიმართ, ვიდრე პროვოკაციაზე პასუხის გამცემებისადმი. -კატეგორიულად ავკრძალავ მოდერატორთა მხრიდან თემების სათაურის თუ პოსტების ჩასწორებას, გარდა იმ შემთხვევებისა თუ მასში გამოყენებული იქნება უცენზურო სიტყვები. -წესებიდან ამოვიღებ მომხმარებლის პროფესიული საქმიანობის განხილვის აკრძალვას. დანარჩენი უფრო ვრცლად და კონკრეტულად იქნება იმ წესებში, რომელთაც შემოგთავაზებთ ჩემი მოდერატორად არჩევის შემთხვევაში.
  24. kisa ფაჩარანი ბასკური ნაციონალური სასმელია. ღოღნაშოს ლიქიორია. არ ვხუმრობ ოღონდ.
  25. ეს რა ისტერიაა, რა არის? რა წააგო? სერიოზულად გეკითხებით! ტერიტორიები დაკარგა? - არა. მატერიალურად აზარალა საკუთარი ქვეყანა? - არა. რომელიმე სტრატეგიულ, მითუმეტეს არასტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობა და მომავალი პერსპექტივები გაიფუჭა? - არა. უმუშევარი დატოვა ვინმე? - არა. ხალხი დახოცა? - არა. მატერიალური დოვლათი მიაღებინა საკუთარ ქვეყანას? - კი. სტრატეგიულ პარტნიორთან და მეზობელთან ურთიერთობა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა? -კი. ძაღლი შინ არ ვარგოდა, სანადიროდ გარბოდაო რა...ევროკავშირთან, ნატოსთან, აშშ-სთან ურთიერთობა არ გაფუჭებია ამის გამო, იმ ბაზებს მაინც ვერ გააყვანინებდა ვერაფრით. ხოდა ადგა და ორი კურდღელი ერთად დაიჭირა თან დიდ ფულს იღებს მისი ქვეყანა იმაში რასაც მიჩვეულები არიან და ვერც შეცვლიან, თან დაძაბული ურთიერთობის ნორმალიზება მოახდინა. P.S. ვინც მე ჩემი ამ მოსაზრების გამო რუსეთუმედ, მოღალატედ და ა.შ. ჩამთვალოს, მის სინდისზე იყოს და ჩემზე მოღალატე და რუსეთუმე კაცი არ ანახოს და არ გააგონოს ღმერთმა ცხოვრებაში.
×
×
  • შექმენი...