-
პოსტები
2.789 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
11
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი analgin
-
განყოფილებაში არჩევნებთAნ დაკავშირებით
analgin replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Saturn არასწორად გამიგე ეტყობა. იმას კი არ ვამბობ 95% ვერ ახერხებს შენთან ურთიერთობას თქო, იმას გეუბნები შენ რომ ამბობ 95% ნორმალურად მეურთიერთობა და 5% ვერაო, ეგრე არ არის თქო. -
განყოფილებაში არჩევნებთAნ დაკავშირებით
analgin replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Saturn შენ ჯობია მაგ პროცენტების წერას და აბსოლუტური უმრავლესობის ხსენებას გადაეჩვიო, თორე დეპრესას ანგარიშების წერასავით გამოგდის. შენთან ნორმალურ ურთიერთობას ნაღდად ვერ ახერხებს 95%. რას ქვია იცის რო დაისჯება და ჯინაზე იმეორებს კაცო? კაცი არაფერს აშავებდეს და მაგაზე სჯიდე იასნია ჯინაზე იგივეს იზამს მერე. ეგ ის პონტია რა მანქანაში პიონერის მაგნიტოფონი რატო გიდგას სონი ჩაიდგიო პატრული რო გაჯარიმებდეს და შენ მაინც ისევ პიონერს იდგამდე. ის კიდე ისევ გაჯარიმებდეს. -
განყოფილებაში არჩევნებთAნ დაკავშირებით
analgin replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
irene მაპატიეთ, მაგრამ ... ჯერ ერთი არ მგონია კარგი ტონი იყოს სხვები ირიბად "ისტერიჩკობაში" დაადანაშაულოთ და მეორეც თქვენ დამოკიდებულებას კი არა პოზიციას ემიჯნებით. არსებითი განსხვავებაა. რომ გითხრათ ცოტა, სულ ცოტა ნარცისიზმი გახასიათებთ თქო, ხომ არ გეწყინებათ? "ამას ვემიჯნები, იმას ვემიჯნები, გაწონასწორებული ვარ, რაციონალური, პრაგმატული, რელისტი, პატიოსანი, ობიექტური, ბოღმა არ მაქ, სნობი არ ვარ, ესე, ისე"...ლარიც დამიკელი და სულ ავიღებ თქო რეაქცია მიჩნდება ხოლმე არა. ყველაფერს ვფიცავარ მართლა დადებითი წარმოდგენა მაქვს თქვენზე. თანაც საკმაოდ. უბრალოდ აშკარად და ცხადად გეტყობათ, რომ მაინცდამაინც ცუდი წარმოდგენის არ ხართ ამ ხელისუფლებაზე და მათ მიმართ ბრალდბების არ გჯერათ. მახსოვს მე ყაზტრანსგაზზე თქვენი პოზიცია. რომელიც გაცილებით "ზემოთ" გადავამოწმე ვიდრე მანამდე მქონდა გაგებული. ხოდა პასუხი მივიღე: რა ვუყო რომ შავი ვაარ, დამწვარი ვარ მზისაგაან, მეც ხომ ადამიანი ვარ, გაჩენილი ღვთისაგაან. ნამდვილად მართალი აღმოვჩნდი. მაპატიეთ რომ ასე ყოფილა. -
უგულავა მერობის კანდიდატად წამოაყენეს!
analgin replied to vitaminC's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
გიგი უგულავა "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატად ოფიციალურად დარეგისტრირდა. როგორც უგულავამ Hჟურნალისტებს ცესკოში შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ განუცხადა, მისი თითოეული დაპირება, რომელსაც ის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში თბილისელებს მისცემს რეალისტური იქნება. "ოფიციალურად დავრეგისტრირდი "ნაციონალური მოძრაობის" გუნდთან ერთად, როგორც თბილისის მერობის კანდიდატი. მომავალი 34 დღის განმავლობაში ჩვენ შევეცდებით ავუხსნათ თბილისელებს, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ. თითოეული დაპირება იქნება მოკრძალებული, საქმიანი და რეალისტური. რაც დედაქალაქს ახლა ყველაზე მეტად სჭირდება, ეს დასაქმება, უფრო მეტი უსაფრთხოება და სტაბილურობაა", - განუცხადა მერობის კანდიდატმა ჟურნალისტებს. მისივე განმარტებით, ის საარჩევნო კამპანიას ხვალიდან შეუდგება, რის ფარგლებშიც ამომრჩევლების ყველა პრობლემას მოისმენს. აღსანიშნავია, რომ თბილისის მერობის კანდიდატის გარდა, მმართველმა გუნდმა ცესკოში დღეს საარჩევნო სიაც წარადგინა. აღსანიშნავია, რომ 68 კაციან სიას, რომელშიც 25 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია, დანარჩენი კი პროპორციულ სიას წარმოადგენს, კვლავ თბილისის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილი ხელმძღვანელობს. მეორე ნომერია არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალი თაობა - ახალი ინიციატივის" ყოფილი თავმჯდომარე კოკი იონათამიშვილი, მესამე - ხელოვნებათმცოდნე მარიან დიდებულიძე, მეოთხე - მწერალი ლაშა იმედაშვილი, ხოლო სიის მეხუთე ნომერი მერიის დასუფთავების სამსახურის უფროსი ტარიელ ხიზანიშვილია. http://www.ghn.ge/news-13177.html ბოლო საპრეზიდენტო, საპარლამენტო და ახლა უკვე ადგილობრივ არჩევნებში ნაციონალები ხალხს დასაქმებას ჰპირდებიან. გახსოვთ ალბათ დაგინებული და ლეგენდარული 50 000 სამუშაო ადგილი და ბავშვური ოცნებასავით გამქრალი ათეობით მილიონი, რომელიც ამაში დაიხარჯა. კაცი არ დასაქმებულა. სამაგიეროდ აგერ ჩემს ძმაკაცს თანამდებობაზე დანიშვნისთანავე დირექტივა გაატანეს მინიმუმ 50% გაანთავისუფლე სამსახურიდანო. მერე ეგეც არ იკმარეს და ამჟამად 71 კაციდან 26 დატოვეს და იმ 26-ს ხელფასებსაც კი არ უმატებენ. ნუ რადგან გიგიმ თქვა რო რეალურია ზნაჩიტ რეალურია... P.P.S. რაის უსაფრთხოება და სტაბილურობა? ეს საპრეზიდენტოზე ხო არ იყრის კენჭს? თუ კი, მაშინ რაღა ედვარდის სლოგანებით მოგვმართავს. ხო, მართლა სტაბილურობაზე გამახსენდა: ყველაზე მაგარი კი კოკი იონათამაშვილის სიაში მეორე ნომრობაა. გია ნოდია, თემურ იაკობაშვილი, ეხლა კოკი...პრიზია გაყალბებული არჩევნების გაპრავებაზე ამის დედა ვატირე? უსაქმურები ვინც ხართ წადით ბიძიკო დააკვირდით არჩევნებს და დაუწერეთ ნაცებს ხუთიანი! არადა, მახსოვს GMP (ფორუმ.ჯი-ელი ცნობილი იუზერია, კოკისთან ერთად მუშაობდა) მიმტკიცებდა ერთ სუფრასთან გაცხარებული, რას ამბობ კაცოო, კოკია მიშისტიო? კაი რაო, ჩემი ძმაკაცია მე მასწავლიო? რაოოო??? ფული აიღოო? არა ძმაო, რაც სიმართლე იყო ის იბაზრაო, რეალური შედეგები დავდეთ არჩევნებზეო, გეფიცები შენ სილამაზესო და ...ა! ა, თურმე! საზიზღრები ხართ რა. ფულზე იყიდებით, იყიდებით, სუფრაზე რაღას იტყუებით ამის დედა ვატირე? წავალ და გიჩივლებთ თუ ჩაგიშვებთ? თქვენგან განსხვავებით მე რო მომკლან მაგას არ ვიზამ. მოვუკლივართ და არ მიქნია კიდეც... -
განყოფილებაში არჩევნებთAნ დაკავშირებით
analgin replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
vitaminC გვაქვს: :irusha: -
akkai პეტრე ცისკარიშვილის. Saturn არა, მე ვაბრალებ ბიჭი გყავს თქო. :irusha: ყავს. კი.
-
განყოფილებაში არჩევნებთAნ დაკავშირებით
analgin replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Saturn ხოდა მაგას ვამბობ ზუსტად. შეურაცხმყოფელი მანდ არაფერია და არც ბრალდება. "ნაციონალს" რო გეძახიან ამაზე არიგებ ბანებს. არადა სავსებით ბუნებრივია, რადგან ხალხშიც ასეა: ხელისუფლების მოწინააღმდეგეებს ოპოზიციონერებად მოიხსენიებენ, მის მომხრეებს ნაციონალებად. იმიტომ, რომ "პოზიციონერი" ვერ ჟღერს ნორმალურად და არ იხმარება. და რას მაჩვენებ, რა გამონაკლისებს ეძებ? :irusha: ერთი მაკლარენის ჭიკჭიკი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო არ გაგიგია? და ლიცემერი რამდენადაც ვიცი თავის გახსნილ თემებში მოდერირებს მხოლოდ. irene სატურნისთვის ხმის მიცემა ნამდვილად არ ნიშნავს ამას. მიშიზმიც ცალკე მძიმე დიაგნოზია და ასეთები ცოტანი არიან. მაგალითად კარდუ, გაგი67, 4l2M ანუ ისინი ვინც მუდმივად ზეაღმატებულ კონტექსტში ახსენებენ მიშას, მის ყველა ნაბიჯს მოწონებით, უფრო ხშირად აღფრთოვანებით ხვდებიან, მის ყველა ნათქვამს იჯერებენ, მისი მოწინააღმდეგეები კი მათთვის აუტანელი, საძულველი, მოღალატე ტიპები არიან. თქვენ უბრალოდ, თქვენი პოსტებიდან გამომდინარე, რაკიღა თითქმის არასოდეს აკრიტიკებთ ხელისუფლებას რამე კონკრეტული ბრალდებებით ხოლო თუ ამას სხვა აკეთებს ეკამათებით, ასე აღიქმებით. აი, ზემოთ რომ სატურნს ავუხსენი "ნაციონალი" რას ნიშნავს ხალხში. დაახლოებით ასე. ოღონდ თქვენ ლაითი "ნაციონალი" ხართ. და ვინმემ მაჩვენეთ კარდუსი არ იყოს სატურნი ერთხელ მაინც მსჯელობდეს სადმე და გულწრფელ მადლობას გიძღვნით. -
DonCaredo ვეფხია მარგოშვილი გეხსომება. მაგის სასტავს ყავდა გატაცებული და ეგ ჯერ კიდე ედიკას დროს მოკლეს. :TAT: ოღონდ მიშამ არა, ედიკამ.
-
DonCaredo ხო, მარა მიშა იუსტიციის მინისტრი იყო მაშინ :TAT:
-
განყოფილებაში არჩევნებთAნ დაკავშირებით
analgin replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
DonCaredo უფ, ვერ ვიტან მაგ ლოთს ქაფიანიძეზე ვამბობ. ჩვენთანაც მოსულა რამდენჯერმე და ტვინს ბურღავს მაგრად. კაი კაცია, მარა თავი მართლა ივანე კოტორაშვილი გონია მგონი. ...ე, ბიჯო, სკაიპში უცხოებს ხო არ ველაპარაკები მერე? მითუმეტეს ღმერთმა დამიფაროს და ვანოს პოლიციას? :TAT: ნუ. არ შეიძლება რა. აი მაგალითად ხო არი ვიღაც, რომ რაღაც ისეთი კონფიდენციალური გახეთქა რო გააღიზიანა რომელიმე მაღალჩინოსანი, ვინც შემთხვევით წაიკითხა აქ. აი იმან იცის რო სატურნა შსს-ში მუშაობს. მივა და კითხავს მითხარი მაგის IP-იო. ეს თვალს არ დაახამხამებს ისე ეტყვის. იმიტო რო ეგეთ სისტემაში მუშაობს. და მაგასაც რო გავეშვათ ვთქვი უკვე მილიონჯერ. პროსტა ძალიან ცუდი მოდერატორია. ამოჩემება იცის ადამიანების და გაუგონარ რაღაცეებზე აძლევს უმძიმეს სასჯელებს. მაგალითად რამეზე რო უთხრა აი ეგეთი ხართ თქვენ ნაციონალებიო, ეგრევე 24 საათიან ბანს დაგადებს. მეტი ვერაფერი გასწავლეს შსს-შიო რო უთხრა მაგაზე ხო საერთოდ...პახოდუ გამორიცხულია მაგალითად ფრიდრიხს საერთოდ რამეზე 20% ვორნიც კი მიცეს, ვითომც არ დაუნახია. მარა ეხლა იმ ჭკუაზე ვარ ჯობია ისევ ეგ იყოს მოდერატორი, თორე ადმინისტრაციას კატეგორიულად ნაციონალი უნდა ერთი მოდერი და ... შეჩვეული ჭირი ჯობია. -
DonCaredo ხო, აბა გაიტაცეს?! აგერ კისას უბნელი იყო და კითხოს თავის ბიჭს. ყველამ იცოდა რო "წამლის ამღები" იყო. ანუ ნარკომანი არა, პროსტა უბანში ფული აუგროვეს და გაატანეს წამალი ჩამოგვიტანეო. ნუ ვითომ იმ პონტში შენ ხო მიშას იცნობ, ნაციონალი ხარ, ბლატები გაქ და რამეო რა, პოლიცია არ დაგიჭერსო. ხოდა ესეც ავიდა და რო ნახეს, კაი ზმანზე დგას, ვაკელი ბიჭია, თან მანქანაში შეყვარებული უზის, ეს კაი მაყუთს გამოვაო და დაიტოვეს. :TAT:
-
ეგრე მარტივად არაა საქმე. :TAT: საიდან მოიტანეთ რო ხელისუფლება მაინცდამაინც ვანოს და უგულავას სასტავებად იყოფა? უფრო ბევრი კლანია და არც ისე მარტივი სათქმელია ვისი კლანი უფრო ძლიერია. 1. პირადად მიშას კლანი (გიორგი არველაძე, კეზერაშვილი, ძმები კუბლაშვილები, ძმები ბეჟუაშვილები, კობა სუბელიანი...) 2. ვანოს კლანი (შსს, ძმები ახალაიები, გიორგი ბარამიძე, მიშა მაჭავარიანი, გიგი წერეთელი, ხათუნა გოგორიშვილი და პარლამენტის თითქმის ნახევარი) 3. ზურაბ ადეიშვილის და კახა ბენდუქიძის კლანი (ყველა მინისტრი (გილაურის ჩათვლით) და მათი მოადგილეები ვანოს და ახალაიას გარდა, კანცელარიის 80% და 10-15 პარლამენტარი) 4. თავისუფლების ინსტიტუტელების კლანი (ბოკერია, გივი თარგამაძე, დარჩიაშვილი, თემურ იაკობაშვილი და რამდენიმე პარლამენტარი) 5. ნაციონალური მოძრაობის პარტ.აქტივი (პეტრე ცისკარიშვილი, კირკიტაძე, ვარძელაშვილი, ნამგალაური და ეგეთი პაჭაპუჭა სასტავი) 6. უგულავა-კოდუა-არსოშვილი...აი ესენი ახალი გამილიონერებული ხალხი არიან. წინა 5 კლანიდან წამოსული სასტავი. ეს ახალი გუნდია, რომელმაც ძალაუფლების ხელში ჩაგდება მოინდომა, მარა ჯერ ვერ ახერხებს. პირველი სამი უფრო გამოკვეთილი კლანებია და ჯერჯერობით ამათი ინტერესები არ გადაკვეთილა. ეხლა იწყებს მეორე-მესამე... დანარჩენებს ეგეთი გავლენა არა აქვთ და ცდილობენ წინა სამს ემეგობრონ. თუმცა თავისუფლების ინსტიტუტელები უფრო ვანოს უძვრებიან, ნაცები იასნია მიშას.
-
განყოფილებაში არჩევნებთAნ დაკავშირებით
analgin replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
DonCaredo 1. არაფერი მაქვს საწინააღმდეგო. ვისაც ვის უნდა იმას მისცემს ხმას. ხომ არ მითქვამს და არც კი მიმინიშნებია შენთვის მე მომეცი ხმა მეთქი კაცო? 2. კისა უფროსი ასაკის ქალბატონია. ერთი კარგი და ბევრისთვის ცნობილი ოჯახის წარმომადგენელი. ნუ მე დედად მეკუთვნის ასაკით და სხვების არ ვიცი. :TAT: 3. სატურნს ორ რამეს "ვერჩი". ერთი რომ ძალიან ცუდი მოდერატორია. აი, ფეხბურთში რო მსაჯი თამაშს აფუჭებს უაზრო წითელი ბარათების ფრიალით, ოფსაიდიდან ჩათვლილი გოლებით ან პირიქით მოგონილი ოფსაიდებით, აი ზუსტად ეგეთი. მეორეც ძეხორციელი ვერ გადამარწმუნებს კატეგორიულად, რომ შსს-ს თანამშრომელს არათუ წესით, არამედ მორალურადაც კი ეკრძალება თავისუფალი საზოგადოების IP-ების თვალთვალი. მეტი არაფერი. წესიერია კაცია ვიცი. -
განყოფილებაში არჩევნებთAნ დაკავშირებით
analgin replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ამათმა კოლეგიალობამ ხო შემჭამა ყველა პოლიციელის, ზვიადისტის და მოდერატორის ხმა სატურნს. ერთი დონ კარედომ გამოყო ბოტასი. დანარჩენი ლოგიკურადაა ყველაფერი. -
უცხო_პლანეტელი ოჰ, მაგარი ინტელექტუალები იყვნენ ხევისბერები. ერთია ინტელექტი და განათლება და მეორე სიბრძნე, გამოცდილება და ალღო. ერთი მეორეს არ გამორიცხავს არცერთ შემთხვევაში, მაგრამ არცერთი არ არის ერთმანეთის არც დასაბამი და არც აუცილებელი პირობა. ...ზუსტად აღარ მახსოვს რომელი ფილოსოფოსი იყო. თუ არ ვცდები ჟან ჟაკ რუსო, რომელმაც დატოვა ქალაქი, კომფორტი და ა.შ. და დასახლდა შორს, სოფლად. არცერთ შვილს არ მიაღებინა არანაირი განათლება. მხოლოდ მიწაზე მუშაობდნენ მთელი ოჯახი და საქონელს უვლიდნენ. რადგან იგი მივიდა დასკვნამდე, რომ არაფრის ცოდა არ არის საჭირო, ყველაფერი უსარგებლოა, გარდა იმისა, რაც გარჩენს და რაც მეტი იცი, ხვდები, რომ არაფერი იცი და ხარ უბედური. რაც ნაკლები იცი უფრო ბედნიერი ხარ. რა ვიცი, რაღაც სიმართლის მარცვალი დევს ამ ფილოსოფიაში ჩემი აზრით.
-
უცხო_პლანეტელი თეორიულად რა თქმა უნდა შეიძლება. სწორედ ბუნებაზე დაკვირვებით განვითარდა ნებისმიერი მეცნიერება და ზოგადად ცივილიზაცია, რამაც შემდგომში შობა განათლება, მაგრამ ამის უნარი პრაქტიკულად ერთეულებს აქვთ და ეს განსაკუთრებულ ნიჭს, ფაქტიურად გენიოსობას მოითხოვს. ყველა არისტოტელე, გალილეი და ნიუტონი ხომ ვერ იქნება?
-
განყოფილებაში არჩევნებთAნ დაკავშირებით
analgin replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
რას წვალობთ კაცო, ვაა. პოლიტიკაში არა აქ მეთქი პოსტები. -
ისე, ყოველთვის მაინტერესებდა: რატომ უნდა დაიხუროს თუდაც ჭორის დონეზე გახსნილი თემები? მითუმეტეს თუ ამაზე მთელი თბილისი ლაპარაკობს? ან ეს რითი უნდა დავადასტუროთ? ვიდეოზე უნდა გადაიღოს ვინმემ?
-
lasha_alo პოლიტიკაში 50 პოსტი არა აქვს ლაშა. პოსტების 90% რელიგიაში აქვს გაკეთებული...
-
განყოფილებაში არჩევნებთAნ დაკავშირებით
analgin replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
კაცოუ, არა გრცხვენია? სხვა სიტყვა მაინც გეხმარა რამე. ვანოს პატრონი შეიძლება ბლუყუნს ვინმეს მისამართით ამბობდეს? -
http://www.gurmani.com.ge/
-
უცხო_პლანეტელი არა მგონია. წიგნის, გაზეთის, ინტერნეტის გარეშე რა ვიცი...შეიძლება ჭკვიანი კაცი იყო, მაგრამ ინტელექტის და განათლების მიღების რა მოგახსენო.
-
უცხო_პლანეტელი ხო ეგ მარადიული საკამათო თემაა. IMHO არის, რადგან თუ ნაკითხი კაცს კიდევ ზოგ შემთხვევაში შეიძლება როგორღაც გაუნათლებელი დაუძახო, განათლებულ კაცზე უწიგნურიაო ვერ იტყვი; თუ უწიგნურია, აბა განათლებული როგორაა, "ფლეშკა" უდგას?
-
კი, ვიცი, გამიკეთებია ეგრეც, მაგრამ მე არ მომწონს ეგრე. იმიტომ, რომ საწებელს ვასხამ მერე ძალიან ბევრს და ზომაზე მეტად მწარეს (ხორცს და კარტოფილს საერთოდ ვერ ვჭამ საწებლის გარეშე. ვერც მაკარონს), ხოდა წიწაკით რო შევწვა და მერე ცხარე საწებელი მოვასხა მაზოხიზმი გამოვა.
-
ვა. რა კაი თემა კი არა და განყოფილებაა?! ისე, ბოლოს კარტოფილი შევწვი. ჩემი მეთოდი მაქვს კარტოფილის შეწვის. ძალიან ორიგინალურობით ვერ დავიკვეხნი, მაგრამ ხალხს მოსწონს. კარტოფილს ვჭრი თხელ, ოღონდ არა წვრილ ნაჭრებად, ტაფაში ვასხამ იმდენ ზეთს, რომ ჩემი დაჭრილი კარტოფილის სისქეზე ოდნავ მეტი იყოს. მერე ვყრი კარტოფილს და ზემოდანაც ვასხამ ამ კარტოფილებზე იმის ნახევარ ზეთს რაც მანამდე დავასხი. ვახურავ თავსახურს და ვწვავ. ბევრი ტრიალი და მორევა არ უნდა. მაქსიმუმ 3-4 ჯერ, გააჩნია რამდენს ვწვავ ერთად. თავსახური სულ უნდა ეხუროს. გამოდის მოყვითალო-ღია ყავისფრად შებრაწული, ოღონდ არა მთლად ჩიფსი. თითქმის ყველა საჭმელს ვამზადებ დამოუკიდებლად. ფარშით რაც მზადდება იმის გაკეთება არ ვიცი (ხინკალი, ტოლმა, კატლეტი) და ცხობა. დანარჩენი ჩახოხბილი, ჩაშუშული, ყაურმა, სუპ-ხარჩო, ოსტრი გამიკეთებია...სხვა კერძებიც ალბათ გამომოვა რეცეპტი თუ მეცოდინება.