-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, ემიგრაციაში მყოფი და აღრიცხვაზე დამდგარი ამომრჩევლის რაოდენობის გათვალისწინებით, სხვადასხვა ქალაქში 7 დამატებითი საარჩევნო უბანი გაიხსნება. ცესკოს თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის ინფორმაციით, საარჩევნო უბნები გაიხსნება 7 ქალაქში - ნიუ-იორკში, ბერლინში, ბარსელონაში, რომში, ათენში, სალონიკსა და პარიზში. „არსებული საარჩევნო უბნების რაოდენობას ყველა აღნიშნულ 7 ლოკაციაზე დაემატება თითო-თითო საარჩევნო უბანი, რაც, ვფიქრობ, არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. მნიშვნელოვანია, რომ დროულად განხორციელდეს კომისიების დაკომპლექტება აღნიშნულ ლოკაციებზე კენჭისყრის დღის ადმინისტრირების მიზნით, რისთვისაც 2 დღის ვადა აქვთ დაინტერესებულ პირებს მიმართონ კომისიას. ასევე, აღსანიშნავია, რომ 3 დღის ვადაში ექნებათ შესაბამის უფლებამოსილ პოლიტიკურ გაერთიანებებს, დანიშნონ აღნიშნულ უბნებზე თავიანთი წევრები“, - განაცხადა კალანდარიშვილმა. როგორც ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, სხვადასხვა სახელმწიფოში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს 42 ქვეყნის 53 ქალაქში 67 საარჩევნო უბანი მოემსახურება. ipn
-
სამცხე–ჯავახეთში მოუწესრიგებელ საგზაო ინფრასტრუქტურასა და წლობით გაჭიანურებულ პროექტებზე „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატობის კანდიდატმა, სოფიო ხორგუანმა ბრიფინგი გამართა. იგი მიმართავს ინფრასტრუქტურის სამინისტროს, დროულად მოაწესრიგოს საგზაო ინფრასტრუქტურა და ეფექტურად განახორციელოს პროექტებზე ზედამხედველობა. ხორგუანის განცხადებით, სავალალო მდგომარეობაშია ხაშური–ახალციხის, ახალციხე–ასპინძის, საროსა და ხიზაბავრის, ასევე სოფელ ტაბაწყურთან და უტყისუბანთან დამაკავშირებელი გზები. „ჩვენ, ცოტა ხნის წინ ვნახეთ პრემიერად წოდებულის ყელყელაობა და თავის მოწონება, რომ ჩვენ გვაქვს წარმატებული ეკონომიკა, ტრანზიტი, ტურიზმი, მაგრამ, რეალურად, ადამიანებს, რომლებსაც უნდათ მშობლიურ სოფლებში ცხოვრება, საკუთარი შვილების გაზრდა, არ აქვთ ამის შესაძლებლობა, შესაბამისი პირობები. ვსაუბრობ გზაზე! პირველადი საჭიროება არის! 21–ე საუკუნეა! მოვუწოდებ ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რომ გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები, ვინც დასაჯარიმებელია დააჯარიმოს, თუ შესაწყვეტია ხელშეკრულება/სამუშაოები შეწყვიტოს და ტენდერი გამოაცხადოს და ახალი კომპანია იპოვოს! შეუძლებელია ასეთი ტურისტული შესაძლებლობების,ტრანზიტული ფუნქციის მქონე რეგიონში გზები იყოს ასე სავალალო მდგომარეობაში!“,–აცხადებს სოფიო ხორგუანი. sknews.ge
-
ცესკოს განცხადებით, უახლესი მონაცემით, საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლების მქონე ამომრჩეველთა რაოდენობა 95 834-ს შეადგენს. უწყების ცნობით, ეს მონაცემები საბოლოო არაა და ჯერ კიდევ მიმდინარეობს ინფორმაციის დაზუსტება სხვადასხვა უწყებასთან. თუმცა, ცესკოს ცნობითვე, „განახლებული მონაცემების საფუძველზე ხვალინდელ სხდომაზე განიხილება დამატებით 7 საარჩევნო უბნის გახსნის საკითხი“. „ცესკოს სხდომაზე ასევე განიხილება ისრაელში უკვე გახსნილი საარჩევნო უბნის საკითხი. აღნიშნულის საფუძველს წარმოადგენს საგარეო უწყების წერილი, სადაც საუბარია იმ გარემოებებისა და რისკების შესახებ, რომელიც უკავშირდება ისრაელში, ქალაქ რამათგანში შექმნილ ვითარებას და ამ ვითარებაში საარჩევნო უბნის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საკითხებს“, – თქვა უწყების წარმომადგენელმა. ნეტგაზეთი
-
ვაიმარის სამკუთხედის წევრი ქვეყნების (გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი) საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ვეიმარის სამკუთხედის მინისტრებმა ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების მიმართ თავის მხარდაჭერას და გვერდში დგომას კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს. განცხადებაში ასევე ხაზი გაესვა მომავალი საპარლამენტო არჩევნების თავისუფალი და სამართლიანი ჩატარების მნიშვნელობას. „ჩვენ მოველით საქართველოს ხელისუფლებისგან, რომ უზრუნველყოფს მოახლოებული არჩევნების სამართლიან და თავისუფალ ჩატარებას და ეუთო/ODIHR-ის რეკომენდაციების დაცვას, განსაკუთრებით, რაც შეეხება საარჩევნო კამპანიის თავისუფლად და უსაფრთხოდ წარმართვის შესაძლებლობას”. – წერია განცხადებაში. პუბლიკა
-
გერმანიის ბუნდესტაგმა საქართველოს საკითხზე რეზოლუციას მხარი დაუჭირა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
გერმანიის ბუნდესტაგმა საქართველოს საკითხზე რეზოლუციას - "საქართველოს ევროპული მომავლისთვის“ მხარი დაუჭირა. ამის შესახებ განცხადებას გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) ვებგვერდი ავრცელებს. რეზოლუციას მმართველ უმრავლესობის პარტიებმა დაუჭირეს მხარი - "სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ", "მწვანეებმა" და "ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ". ოპოზიციური პარტიები - "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი", ულტრამემარჯვენე "ალტერნატივა გერმანიისთვის" და ულტრამემარცხენე "სარა ვაგენკნეხტის კავშირი" წინააღმდეგ წავიდნენ. "მემარცხენეებმა" კი თავი შეიკავეს. როგორც რეზოლუციაშია აღნიშნული, ავტორიტარული და ანტიევროპული კურსი, რომელსაც საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა დაადგა, საქართველოს ევროპულ მომავალს რისკის ქვეშ გამიზნულად აყენებს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეგრეთ წოდებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ კანონით ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში შემდეგი წინსვლა ვერ და არ იქნება. აქვე ხაზგასმულია "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის როლი და ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლების შენარჩუნების მიზანი საქართველოს ევროპულ მომავალსა და დემოკრატიულ სტაბილურობაზე მაღლაა დაყენებული. -
მამუკა მდინარაძის დღევანდელი განცხადება მათემატიკურ ციფრებზე დაყრდნობილი შიშიდან გამომდინარეობდა - ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრმა კახა ქემოკლიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” განაცხადა. ქემოკლიძის შეფასებით, “ქართული ოცნების” წევრები შიდა კვლევებზე დაყრდნობით გრძნობენ ამ შიშებს და ამიტომ, გიორგი გახარიასა და სხვა პარტიის ლიდერების წინააღმდეგ აწარმოებენ ე.წ. შავ პიარს. “მათემატიკურ ციფრებზე დაყრდნობილი შიშიდან გამომდინარე, ისინი ხვდებიან, რომ რეალურად “ქართული ოცნების” ელექტორატი უკიდურესად გაბრაზებულია მათზე ფუნდამენტური ტექტონიკური ტიპის შეცდომებიდან გამომდინარე, რომელიც დაუშვეს. რეალურად, ეს ხალხი იწყებს გადადინებას სხვა პარტიებში და განსაკუთრებით, ეს არის ნამდვილად ნომერი 25 და მე მინდა, ვუთხრა ამ ხალხს, რომ არ შეეშინდეთ “ნაციონალური მოძრაობის” უკან დაბრუნების, იმიტომ, რომ ერთადერთი რეალური ჩამკეტი, ისინი რომ ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდნენ, ეს არის 25 და ჩვენი კარი მათთვის არის ღია. ისინი (“ქართული ოცნების” წევრები) გრძნობენ ამ შიშებს, ისინი ხედავენ ამ შიდა კვლევების დონეზე და ეს ბრიფინგი სწორედ გამომდინარეობდა აქედან. ისინი ცდილობენ, რომ ნეგატიური, ე.წ. შავი პიარი აწარმოონ გიორგი გახარიასა და სხვა პარტიის ლიდერების წინააღმდეგ”, - განაცხადა კახა ქემოკლიძემ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ასევე გამოეხმაურა მამუკა მდინარაძის განცხადებას გიორგი გახარიას შს მინისტრობიდან პრემიერად დაწინაურებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ პირადად ბიძინა ივანიშვილმა შესთავაზა მას პრემიერობა. “ქართულ ოცნებას” ჰგონია, რომ გებელსის სიტყვებიდან გამომდინარე, რაც უფრო დაუჯერებელ ტყუილს იტყვი, მით უფრო დაჯერებადი გახდება საზოგადოებისთვის, ეს “ქართული ოცნების” კონტექსტში არ მუშაობს იმიტომ, რომ ბატონი მდინარაძე, არ მგონია, რომ გებელსი იყოს, მას ამის ინტელექტუალური რესურსი არ გააჩნია და არც არასოდეს გააჩნდა და ყველაზე კარგად, სხვათა შორის, ეს იციან “ქართულ ოცნებაში”, ამიტომ იმისთვის, რომ ყველაზე აბსურდული ტყუილი დაჯერებადი გახდეს, ჯერ ინტელექტუალმა უნდა ილაპარაკოს ეს ტყუილი. გიორგი გახარიას დაწინაურება “ქართული ოცნების” უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და, რა თქმა უნდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის იდეა იყო იმიტომ, რომ ბატონ ივანიშვილს ეს იდეა რომ არ გასჩენოდა, ცხადია, ვერავინ მიიღებდა ასეთ გადაწყვეტილებას. სწორედ ის იყო პარტიის თავმჯდომარე, რომელიც ოფიციალურად წარადგენდა კონკრეტულ პიროვნებებს. გახარიას პირადად შესთავაზა ივანიშვილმა და დღეს გახარიამ ძალიან კონკრეტულად უპასუხა, იმიტომ, რომ მას წარმოდგენა არ ჰქონდა, გადაწყვეტილებები როგორ მიიღებოდა იმ პერიოდში, ვის მიერ მიიღებოდა პრემიერის დანიშვნაზე თუ სხვა მსხვილკალიბრიან საკითხებზე გადაწყვეტილებები. “ქართულ ოცნებას” სტრატეგიული ნარატივები იმდენად აერია, რომ შთაბეჭდილება გამიჩნდა, ამ ადამიანებმა არ იციან, რა ილაპარაკონ შემდეგი დღეების განმავლობაში არჩევნებამდე. უბრალოდ, მედიაველის შევსების მიზნით, საუბრობენ ურთიერთგამომრიცხავ, აბსურდულ ვერსიებს. ადამიანი, რომელიც იყო ბიზნესომბუდსმენი, შემდეგ გახდა ეკონომიკის მინისტრი, ამის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრი, ამის პარალელურად დაწინაურდა და გახდა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, შემდეგ გახდა პრემიერ-მინისტრი, ამასობაში წამოეწია კოვიდი. პანდემიის დროს დაიმალა ყველა, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილი და გაუჩინარდა მთლიანად პირველი ორი კვირის განმავლობაში, როდესაც სრულიად პლანეტა დაინგრა. წარმოდგენა არ ჰქონდა არცერთ პოლიტიკურ ლიდერს, სისტემურ სახელმწიფოებში რასთან ჰქონდათ საქმე, რას ებრძოდნენ, დარჩა მხოლოდ გახარია და ეს ბრძოლა მიიღო გახარიამ და ისეთი გადაწყვეტილებები მიიღო, რომლებსაც ეწინააღმდეგებოდნენ ბატონ ივანიშვილთან დაახლოებული კადრები და ამის მომსწრე მე ვარ. ის ამბობდა, რომ კოვიდთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობას იღებდა თავის თავზე. გახარიამ საკუთარი პერსონალური რისკის ფასად, ქვეყანა გაიყვანა საბოლოო ჯამში სამშვიდობოზე. გახარიასთან დაკავშირებული დღევანდელი განცხადებები გათვლილი არის დეზინფორმაციის წარმოებაზე”, - აღნიშნა ქემოკლიძემ. იპნ
-
გასულ წელს ევროკავშირმა EU4Business ინიციატივის მეშვეობით, მცირე და საშუალო საწარმოების (SMEs) ზრდისა და განვითარების მხარდასაჭერად საქართველოში 44 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელა - ინვესტიციის შედეგად შეიქმნა სამუშაო ადგილები, გაიზარდა ექსპორტი, დაინერგა ინოვაციები, რამაც ხელი შეუწყო საქართველოს ეკონომიკის მდგრადობის გაძლიერებასა და განვითარებას,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მხოლოდ გასულ წელს, 50 სხვადასხვა პროექტის მეშვეობით, საქართველოში მოქმედმა 39,000-ზე მეტმა მცირე და საშუალო ბიზნესმა მიიღო მხარდაჭერა. ამასთან, მათივე ცნობით, აღნიშნულმა პროექტებმა ხელშესახები შედეგები მოიტანა როგორც თავად მეწარმეებისთვის, ასევე ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, კერძოდ: მხარდაჭერილი მცირე და საშუალო საწარმოების ბრუნვა 12.8%-ით გაიზარდა, რაც თითქმის 37,000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნაში აისახა. „გარდა ამისა, ბიზნესებმა 200 მილიონი ევროს ოდენობის დამატებითი შემოსავალი მიიღეს, რაც ეკონომიკური ზრდის სტიმულირებაში ამ ინიციატივის ეფექტიანობაზე მეტყველებს. ევროკავშირის მხარდაჭერა სამი ძირითადი ღერძის გარშემოა აგებული: ფინანსებზე წვდომა: 2023 წელს განხორციელდა 2 მილიონი ევროს ინვესტიცია (ჯამური ბიუჯეტის 52.9%) შეღავათიანი სესხების, მიკროფინანსირებისა და მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსური ცნობიერების ამაღლების მხარდასაჭერად. ბიზნესის განვითარების სერვისები: 10.9 მილიონი ევროს ინვესტიცია (ბიუჯეტის 24,8%) კონსულტაციების, ტრენინგებისა და ბიზნეს კლასტერების განვითარებისთვის, რაც ხელს უწყობს მეწარმეობის განვითარებასა და ინოვაციების დანერგვას. ბიზნესის ხელშემწყობი გარემო: 9.7 მილიონი ევროს ინვესტიცია (ბიუჯეტის 22,2%) მარეგულირებელი გარემოს რეფორმის ხელშესაწყობად, პოლიტიკის შემუშავების შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად, ამასთან, საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის წასახალისებლად, რაც ბიზნესს მისი განვითარებისათვის უფრო ხელსაყრელ გარემოს უქმნის. 2023 წლის მთავარი მიღწევები: საქართველოში მოქმედმა 39,072-მა მცირე და საშუალო საწარმომ მიიღო სხვადასხვა სახის მხარდაჭერა, მათ შორის საკონსულტაციო მომსახურება, ფინანსებზე წვდომა და ჩართულობა შესაძლებლობების განვითარების პროგრამებში; შეიქმნა 36,973 ახალი სამუშაო ადგილი მცირე და საშუალო საწარმოებში ევროკავშირის მხარდაჭერით; 458-მა მცირე და საშუალო საწარმომ ევროკავშირის მხარდაჭერით, საკუთარი პროდუქცია ექსპორტზე გაიტანა, რამაც ექსპორტის ჯამური მოცულობა 6.8%-ით გაზარდა; 17,275-მა მცირე და საშუალო საწარმომ სესხი მიიღო; 371-მა მცირე და საშუალო საწარმომ მიიღო გრანტი; ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი საწარმოების 4%-ის მფლობელი ან მმართველი ქალია, რაც ბიზნესში გენდერულ თანასწორობას უწყობს ხელს; ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ მცირე და საშუალო საწარმოებში თანამშრომლების რაოდენობა 5%-ით გაიზარდა. „ევროკავშირი კვლავ უჭერს მხარს საქართველოს ეკონომიკის ზრდასა და კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას. ევროკავშირის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ფარგლებში განხორციელებულმა პროექტმა საკუთარ მიზანს, რომელიც 80 ათასი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას ითვალისწინებდა, უკვე გადააჭარბა. 2021-2023 წლებში ევროკავშირის დახმარება 100 000-ზე მეტმა მცირე და საშუალო ბიზნესმა მიიღო. ჩვენ მოხარული ვართ, რომ ეს შედეგები EU4Business-ის ანგარიშში აისახება: კერძოდ, ის, რომ ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ მცირე და საშუალო საწარმოებში ამდენი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, აგრეთვე ის, რომ ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი საწარმოების 40.4%-ის მფლობელი ან მმართველი ქალია, რაც ბიზნესში გენდერულ თანასწორობას უწყობს ხელს. ევროკავშირის მიერ საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში განხორციელებული ინვესტიცია ქვეყნის მომავალში განხორციელებული ინვესტიციაა“, – განაცხადა ნიკოლას სენდროვიჩმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა. ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ EU4Business ინიციატივის მეშვეობით, ევროკავშირი წლების განმავლობაში წარმატებით უჭერს მხარს საქართველოში მოქმედ მცირე და საშუალო საწარმოებს და აძლიერებს მათ. „ამაზე ინიციატივის შედეგებიც მეტყველებს, კერძოდ, 2021-იდან 2023 წლამდე: ინიციატივის ფარგლებში მხარდაჭერილ იქნა 100,000-ზე მეტი მცირე და საშუალო ბიზნესი; შეიქმნა 77,000 ახალი სამუშაო ადგილი; შემოსავლის სახით მიღებულ იქნება დამატებით 550 მილიონი ევრო. საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოებში ევროკავშირის მიერ განხორციელებული ინვესტიცია მეტყველებს იმაზე, რომ ევროკავშირი განაგრძობს საქართველოში ეკონომიკური ზრდის, ინოვაციებისა და ქვეყნის ინკლუზიური განვითარების ხელშეწყობას. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სრული ანგარიში ან ეწვიეთ ვებგვერდს. დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიოთ EU4Georgia-ს ვებგვერდს“,- ნათქვამია ინფორმაციაში. იპნ
-
თეონა აქუბარდია - “ოცნებას” ყველაზე მეტად ეშინია ჩვენი პოლიტიკური გუნდის (ვიდეო)
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
“ოცნებას” ყველაზე მეტად ეშინია ჩვენი პოლიტიკური გუნდის. ჩვენ საქართველოს დავაბრუნებთ ევროპულ გზაზე, საიდანაც “ოცნებამ” გადაიყვანა ქვეყანა. თეონა აქუბარდია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/589939703355895/ -
ტელეკომპანია „იმედი“ აცხადებს, რომ ეთერში აღარ განათავსებს „კოლექტიური ნაცმოძრაობის” საარჩევნო ვიდეოებს, სანამ „მთავარი“, „ტვ პირველი“და „ფორმულა“ არ გაუშებენ „ოცნების” კლიპს. „მთავარმა არხმა“, „ტელეკომპანია პირველმა“ და „ფორმულამ“ კლიპის გაშვებაზე უარის მიზეზად დაასახელეს ის, რომ რგოლი არაეთიკურია, შეიცავს ომის პროპაგანდას, ეროვნული შუღლის გაღვივებისკენ მოწოდებას და ამომრჩევლის ომით დაშინებას. ეს არხები კომუნიკაციების კომისიამ სამართალდამრღვევად ცნო და მათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა. „იმედის” განცხადებით: „ქართულმა ოცნებამ” წინასაარჩევნოდ საქართველოს ქალაქების ქუჩებში განათავსა პროპაგანდისტული ბანერები, რომლების ერთ მხარეს ჩანს რუსეთის მიერ 2022 წელს დაბომბილი უკრაინა და ფოტოები შავ-თეთრია, მეორე მხარეს კი – საქართველოს ფერადი ფოტოები. მმართველმა პარტიამ გამოუშვა ანალოგიური შინაარიის, ამ ბანერების ამსახველი ვიდეოც. „მთავარი არხის“, „ფორმულას“ და „ტვ პირველის“ გადაწყვეტილებაა, არ გაუშვას ეთერში „ოცნების“ კონკრეტული ვიდეო. ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ, რომელიც წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაციაა და 300-ზე მეტ ჟურნალისტს აერთიანებს. ასევე, „მედიაკოალიციამ“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” და „საქართველოს ევროპულმა ორბიტამ“. publika
-
„რასაც ახლა მამუკა მდინარაძე უბრალოდ ბოდავს, რჩება მამუკა მდინარაძის ბოდვად“, – ასე ეხმაურება პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის განცხადებას. მისივე თქმით, ტექსტი, რომელიც დღეს ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ წაიკითხა, „ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დაწერილია. როგორც გიორგი გახარია ამბობს, „ოცნება“ ძალიან სახიფათო ველში შედის“ და ის „ისტერიკა“, რომელიც „ოცნებას“ სჭირს, პირდაპირ მიუთითებს პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ მზარდ მხარდაჭერაზე. დღეს, 10 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა, სადაც კიდევ ერთხელ ისაუბრა ოპოზიციის ლიდერებზე და მიჰყვა მტკიცებას, რომ ისინი „გარე დირექტივებზე არიან დამოკიდებულნი“. მდინარაძემ „ნაციონალური მოძრაობის“, „ახალის“ და „ლელოს“ ლიდერების შემდეგ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო „ქართული ოცნების“ ყოფილ შინაგან საქმეთა და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, რომელიც დღეს ოპოზიციაშია. „ის არაფრით განსხვავდება კოლექტიური აგენტურის რიგითი წევრებისგან. დავალებებს ისიც საერთო პატრონისგან იღებს და უსიტყვოდ ემორჩილება“, – განაცხადა მდინარაძემ და გაიხსენა ის შემთხვევები, როცა გახარიამ „მიზანმიმართულად დააზიანა ხელისუფლების იმიჯი, რაც ქვეყნის გარედან მიღებული დავალების შესაბამისად გააკეთა“. ამ შემთხვევებს შორის მდინარაძემ ჩამოთვალა კლუბებში სპეცოპერაცია, პანკისში სპეცოპერაცია, მესტიაში სპეცოპერაცია, „ჩორჩანას ინციდენტი“, 20 ივნისი და ეს ყველაფერი პოლიციის დისკრედიტაციის მცდელობას დაუკავშირა. შემდეგ კი თქვა: publika
-
ევროკომისიამ მოლდოვასთვის 1.8 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტი მიიღო
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ევროკომისიამ მოლდოვასთვის 1.8 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტი მიიღო. დახმარების პაკეტი ქვეყანას ევროკავშირისკენ გზაზე დაეხმარება. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მოლდოვაში ვიზიტის დროს განაცხადა, რის შემდეგაც დახმარების შესახებ დეტალური ინფორმაცია ევროკომისიამ გაავრცელა. განცხადების თანახმად, ევროკომისიას მოლდოვისთვის 1.8 მილიარდი ევროს ოდენობის “ზრდის გეგმა” მიიღო, რაც ევროკავშირისგან ყველაზე დიდი ფინანსური დახმარების პაკეტია ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში. ევროკომისია აღნიშნავს, რომ დახმარების პაკეტი გაზრდის მოლდოვის ეკონომიკას, დააახლოებს რეფორმების დაჩქარებით ევროკავშირის წევრობასთან და ქვეყანას მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას გაუწევს. “ევროპა მყარად უდგას მოლდოვის გვერდში - დღეს და ჩვენს კავშირამდე გზის ყოველ ნაბიჯზე. მოლდოვური ეკონომიკის ჩვენთან დაახლოება უკვე ახლავე შეგვიძლია. დღეს კიშინიოვში ვარ, რათა დახმარების პაკეტი წარვადგინო, რომელსაც ათწლეულის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკის გაორმაგების პოტენციალი გააჩნია. ამის გასაკეთებლად ინვესტირებას ვაკეთებთ სამუშაო ადგილებში, მომსახურებაში და ინფრასტრუქტურაში- ბალტიში და კაჰულში ახალი საავადმყოფოებიდან დაწყებული, დედაქალაქიდან ოდესამდე გზით დამთავრებული. მოლდოვური კომპანიებისთვის ჩვენი საერთო ბაზრის კარებს ვაღებთ. მხარს ვუჭერთ მოლდოვის სარეფორმო ძალისხმევებს”, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიშინიოვში. აღინიშნება, რომ ევროკომისიის ფინანსური დახმარების პაკეტი სამ ელემენტს მოიცავს. პირველია ფინანსური დახმარების გაზრდა, რაშიც მოიაზრება ახალი გზები, ხიდები და სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკული უსაფრთხოება, ენერგეტიკის სუბსიდიები, ახალი საავადმყოფოების აშენება, მოლდოვის ევროკავშირის საროუმინგო სივრცეში ინტეგრაცია, ქვეყანაში ინტერნეტის წვდომის გაზრდა და ბიზნესებისთვის დაფინანსებაზე წვდომის გაზრდა. მეორე ელემენტია მოლდოვისთვის ევროკავშირის საერთო ბაზარზე წვდომის გაზრდა, რაც მოიცავს: საქონლის თავისუფალ მიმოსვლას და მიწოდების ჯაჭვში ინტეგრაციას, სავაჭრო და სატრანსპორტო კავშირების გამარტივებას, ევროკავშირის ენერგეტიკულ ბაზარზე ინტეგრაციას და დეკარბონიზაციას, ციფრულ ბაზარზე ინტეგრაციას და ერთიანი ევრო გადახდების სივრცეზე (SEPA) წვდომას. მესამე ელემენტია მოლდოვის სოციო-ეკონომიკური და ფუნდამენტური რეფორმების მხარდაჭერა. ევროკომისია აღნიშნავს, რომ მოლდოვა სოციო-ეკონომიკურ სივრცეში ატარებს რეფორმებს, რომლებიც უცხოურ ინვესტიციებს მოიზიდავს, ბიზნეს გარემოს გააუმჯობესებს, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებს დაეხმარება, გაზრდის ვაჭრობასა და ექსპორტს. ევროკომისია აღნიშნავს, რომ მოლდოვისთვის თანხების გადაცემა მას შემდეგ დაიწყება, რაც წინასწარ შეთანხმებული რეფორმები იქნება განხორციელებული. ამოქმედებისთვის ევროკომისიის “ზრდის გეგმა” ევროპარლამენტმა და ევროპულმა საბჭომ უნდა შეისწავლონ და დაამტკიცონ. ipn -
უკრაინა კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, თავი შეიკავოს ჩვენი სახელმწიფოსა და უკრაინის მოქალაქეების საქართველოს შიდაპოლიტიკურ პროცესებში ჩათრევისგან, ასევე უკრაინელი ხალხის სისხლსა და ტანჯვაზე მასხარაობისგან, - ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელსაც საქართველოში უკრაინის საელჩო ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უკრაინულ უბედურებაზე თავხედურმა სპეკულაციებმა ამხილა სიმართლე საქართველოს მმართველი პარტიის შესახებ, „რომელიც მოიცავს უკრაინელი ხალხისადმი სრულ უპატივცემლობას და მზადყოფნას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს უკრაინელი და ქართველი ხალხების ტრადიციულ მეგობრულ ურთიერთობებს პოლიტიკური ქულების გამო“. „უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს საქართველოს ხელმძღვანელობის მორიგ მცდელობებს, ჩაითრიოს უკრაინა თავისი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში 26 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებების აგდებული ტონის გათვალისწინებით, იძულებული ვართ, კიდევ ერთხელ გამოვთქვათ უკრაინის პოზიცია. გასაკვირია საქართველოს მოქმედი ხელისუფლების დაჟინებული მცდელობა, წაშალოს ქართველი ხალხის მეხსიერებიდან რუსეთის უამრავი დანაშაული, რომელიც მან ჩაიდინა და აგრძელებს ჩადენას როგორც საქართველოს, ისე უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. სამარცხვინოდ მიგვაჩნია, რომ „ქართული ოცნება“ თავის პოლიტიკურ რეკლამაში იყენებს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დაუნდობელი ომის სურათებს. უკრაინულ უბედურებაზე თავხედურმა სპეკულაციებმა ამხილა სიმართლე საქართველოს მმართველი პარტიის შესახებ, რომელიც მოიცავს უკრაინელი ხალხისადმი სრულ უპატივცემლობას და მზადყოფნას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს უკრაინელი და ქართველი ხალხების ტრადიციულ მეგობრულ ურთიერთობებს პოლიტიკური ქულების გამო. 14 ოქტომბერს საქართველოში დიდი მართლმადიდებლური დღესასწაულის, მცხეთობა-სვეტიცხოვლობის წინ, განსაკუთრებულ აღშფოთებას იწვევს მმართველი პარტიის "ქართული ოცნების" პოლიტიკურ რეკლამაში რუსი სამხედრო დამნაშავეების მიერ განადგურებული უკრაინული რელიგიური სიწმინდეების გამოსახულება. მწუხარებით ვაცხადებთ, რომ რუსეთის მიდგომების მიბაძვით ქვეყნის დემოკრატიული განვითარების უზრუნველყოფასა და კონკურენტული საარჩევნო გარემოს მხარდაჭერაში სამოქალაქო საზოგადოებისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების მონაწილეობის შეზღუდვაში, საქართველოს მთავრობა გადაიქცა კრემლის ქსეროქსად. კიდევ ერთი სიმართლე უნდა შეგახსენოთ, რომლის გამჟღავნებაც დაავიწყდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს. უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი აგრესიის საპასუხოდ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების მხარდაჭერაზე საქართველოს ხელისუფლების უარმა, რუსეთთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენამ, 2000-იანი წლების დასაწყისში შემოღებული სავიზო რეჟიმის გაუქმებამ და ორმხრივი ვაჭრობის გააქტიურებამ საქართველო დააბრუნა მოსკოვზე ეკონომიკური და პოლიტიკური დამოკიდებულების ფორმატში. საქართველოს ქალაქებში რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე აკრედიტებული კერძო რუსული სკოლების გამოჩენა არა მხოლოდ აჩენს ეჭვს განათლების ხარისხთან დაკავშირებით, არამედ რაშისტული პროპაგანდით ქართველი ახალგაზრდების დამუშავების საფრთხეს წარმოქმნის. მოვუწოდებთ მათ, ვისაც სიმართლის გამჟღავნება სურს, საკუთარ ხალხსაც აუხსნას, თუ რატომ არის რუსი ოკუპანტების მიერ დანგრეულ ხერსონში, სადაც განზრახ განადგურდა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები, ამჟამად უფრო ნაკლები შეფერხება სინათლისა და გაზის მიწოდებაში, ვიდრე მშვიდობიან თბილისში. უკრაინა კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, თავი შეიკავოს ჩვენი სახელმწიფოსა და უკრაინის მოქალაქეების საქართველოს შიდაპოლიტიკურ პროცესებში ჩათრევისგან, ასევე უკრაინელი ხალხის სისხლსა და ტანჯვაზე მასხარაობისგან. ვიმედოვნებთ, რომ საპარლამენტო არჩევნები საქართველოში ჩატარდება მშვიდობიან და დემოკრატიულ პირობებში და ქართველი ხალხი გააგრძელებს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების სტრატეგიულ კურსს“,- ნათქვამია განცხადებაში. ipn
-
კირ სტარმერის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე „გამარჯვების გეგმა“ განიხილა. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს, დაუნინგ სტრიტზე შეხვდა. კირ სტარმერმა ნატო-ს გენერალურ მდივანს, მარკ რუტესაც უმასპინძლა. „ჩვენ ახლახან პრეზიდენტ ზელენსკის შევხვდით. თუ უკრაინის კონფლიქტი რაიმეს გვაჩვენებს, ეს არის ის, რომ ნატო დღეს ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც დაარსების დღეს“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა. ipn
-
„ვაიმარის სამკუთხედის“ წევრი ქვეყნების [გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი] საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და წუხილს გამოთქვამენ საქართველოს მთავრობის ქმედებების გამო, რამლებმაც გამოიწვეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დეფაქტო შეჩერება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საფრთხის ქვეშ დგას ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებისა და თანამშრომლობის ფარგლები და სიღრმე. "ვაიმარის ქვეყნები" კვლავ მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, შეცვალოს თავისი მიმდინარე ქმედებები. ამასთან, განცხადებაში გამოთქმულია შეშფოთება ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების მიმართ აგრესიული რიტორიკის თაობაზე, განცხადებაში მინისტრები აღნიშნავენ, რომ ევროკავშირი არ დაუშვებს, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა გაავრცელონ ცრუ ნარატივები ევროპული პოზიციებისა და პოლიტიკის შესახებ. “ჩვენ, ვაიმარის სამკუთხედის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების მიმართ. ჩვენ ვწუხვართ საქართველოს მთავრობის ქმედებების გამო, რამლებმაც გამოიწვეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება, როგორც ეს გამოაცხადა ევროპულმა საბჭომ 27 ივნისს, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოსა თუ მთავრობის მეთაურებს. ნეგატიური ტენდენცია მას შემდეგ მხოლოდ გაუარესდა, რეპრესიების შემაშფოთებელი მუქარით, ეგრეთ წოდებული „გამჭვირვალობის კანონის“ ძალაში შესვლით, - რომელიც სტიგმატირებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც იღებენ დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან და აცხადებს მათ, როგორც უცხო ძალის ინტერესების გამტარებს,- ახლახან მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ზღუდავენ LGBT+ ადამიანების უფლებებს, ასევე თავდასხმებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და დამოუკიდებელ ჟურნალისტებზე. გარდა ამისა, ჩვენ მზარდი შეშფოთებით აღვნიშნავთ ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების მიმართ აგრესიული რიტორიკის გაძლიერებას. ევროკავშირი არ დაუშვებს რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა გაავრცელონ ცრუ ნარატივები ევროპული პოზიციებისა და პოლიტიკის შესახებ. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეცვალოს თავისი მიმდინარე ქმედებები. საფრთხის ქვეშ დგას ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებისა და თანამშრომლობის ფარგლები და სიღრმე. ჩვენ ველით საქართველოს ხელისუფლებისგან უზრუნველყოს, რომ მომავალი არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი და შეესაბამებოდეს ეუთოს ODIHR-ის რეკომენდაციებს, განსაკუთრებით რაც შეეხება საარჩევნო კამპანიის თავისუფლად და უსაფრთხოდ წარმართვის შესაძლებლობას. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა ხელახლა აიღებს ვალდებულებას განახორციელოს პრიორიტეტული რეფორმები, რომლებიც განსაზღვრულია ქვეყნის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსით. ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ ქართული საზოგადოების მხარდაჭერა ევროპული მომავლისკენ მიმავალ გზაზე. ჩვენი ხელი გამოწვდილი რჩება. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცებას და მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, - ნათქვამია "ვაიმარის სამკუთხეთის" ქვეყნების - გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის, საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებაში. ipn
-
JWT Metro-ს თანამშრომლები ტოვებენ — დამფუძნებლის თქმით, „ოცნების“ კლიპი მან გადაიღო
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
კრეატიულ სააგენტო JWT Metro-ს თანამშრომლები ტოვებენ. თანამშრომლებმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც დღეს, 10 ოქტომბერს, JWT Metro-ს დამფუძნებელმა, ნიკა ბოჭორიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი გადაღებულია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კლიპი. ნიკა ბოჭორიშვილი წერს: „ეს რგოლი გადაღებულია ჩემი ხელმძღვანელობით მოწვეულ ფრილანსერ გუნდთან ერთად“. კომპანიის სტრატეგიის ხელმძღვანელი სანდრო ჯავახიშვილი წერს, რომ არაფერი იცოდა მმართველი გუნდის მხარდამჭერ პროექტზე. ის ამბობს, რომ სააგენტოს თანამშრომლები ამ პროექტში არ მონაწილეობდნენ. სანდრო ჯავახიშვილის გარდა, ჩვენთვის ცნობილია, რომ სამსახური დატოვეს: გიკა მიქაბაძემ, ლიკუნა ხაზარაძემ, სალი ნიკოლაიშვილმა, გიგი სარჯველაძემ, ბიკო ვარშანიძემ, გიორგი აბულაძემ, ნინო დვალმა, გიორგი კვიტატიანმა. JWT Metro-ს აღმასრულებელი პროდიუსერი, სანდრო ბაილაია სოციალურ ქსელში წერს, რომ არც მას და არც სააგენტოს გუნდს არ ჰქონია პროექტთან შეხება: JWT Metro-ს კრეატიული დირექტორი, ეკა ყიფინი იგივეს ამბობს „ფორმულასთან“ და ყვება, რომ სააგენტოს თანამშრომლებმა პროექტზე გუშინ გაიგეს. მისივე თქმით, არ ეთანხმებიან ნიკა ბოჭორიშვილის გადაწყვეტილებას. „ეს ვიდეორგოლი არ გადაღებულა სააგენტოს ფარგლებში. შესაბამისად, არც არავის დაუძალებია ჩვენთვის არასდროს, რამე რომ გაგვეკეთებინა, ან არ გაგვეკეთებინა. ჩვენ ერთად ვნახეთ გუშინ. ახლა რომ ტყდება ყველაფერი ერთ ადამიანზე, რომელმაც ყველაფერი თავის თავზე აიღო, დანარჩენები იმალებიან. ეს ადამიანი ჩვენი მეგობარია, მაგრამ ჩვენ ვთვლით, რომ არასწორად მოგვექცა და ვერ ვეთანხმებით მაგ გზაში და არ აქვს მნიშვნელობა, ვერ გავაგრძელებთ ასე მუშაობას. არ მინდა, იფიქროთ, რომ ჩვენ მას ცეცხლში ვაგდებთ. ყოველ შემთხვევაში ის ერთადერთი მაინცაა, ვინც გამოვიდა და თავის თავზე აიღო, რომ მონაწილეობა აქვს მიღებული ამ პროექტში. ამისთვის მადლობას ვუხდი მას. ვიდეო ხომ მარტო არ კეთდება, ერთი ადამიანის ჩართულობით? ამ ადამიანს არც კამერა აუღია და არც რეჟისორი ყოფილა… მადლობა მას, რომ ჩვენ არ შეგვეხო ეს პროექტი, მაგრამ მეორე მხრივ, არ გამოდის… ჩვენი სააგენტო, ფაქტობრივად, დაიშალა… ყველაფერი ხანდახან უკეთესობისთვისაც ხდება“, – ამბობს ყიფიანი „ფორმულასთან“. JWT Metro ერთ-ერთი იყო იმ კრეატიულ სააგენტოებს შორის, რომლებმაც გაზაფხულზე, პროტესტის დროს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და თქვეს, რომ არ ითანამშრომლებდნენ ბრენდებთან, რომლებიც მხარს უჭერენ რუსულ კანონს. პუბლიკა -
შამბა: თუ საქართველო ბოდიშს მოიხდის, აფხაზეთი მიესალმება ასეთ ნაბიჯს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა აცხადებს, რომ თუ „საქართველო ბოდიშს მოიხდის, მიესალმებიან”. შამბა აქვე აღნიშნავს, რომ „აფხაზეთის რესპუბლიკის სტატუსი განხილვას არ ექვემდებარება”. ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრაზე მან აღნიშნა ისიც, რომ დღის წესრიგში განხილვის მთავარი საკითხები ეხება „სამხედრო მოქმედებების განუახლებლობას და საქართველოსა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერას”. 14 სექტემბერს ბიძინა ივანიშვილმა გორში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრისას თქვა, რომ „ომის გამჩაღებელი „ნაციონალური მოძრაობაა” და ამის „არაერთი სამტკიცი” არსებობს. მისივე თქმით, „აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები”. გაეროს გენერალური ასამბლეის პრესკონფერენციაზე რუსეთი საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა, „საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ურთიერთობის ნორმალიზების პროცესში დაეხმაროს, თუ ქვეყნები ამით დაინტერესებულები იქნებიან“. ლავროვის ეს განცხადება „პოზიტიურად” შეაფასა თბილისის მერმა, კახა კალაძემ და აქვე აღნიშნა, რომ „პოზიტიური განცხადების” პარალელურად „ქმედითი ნაბიჯებიც” უნდა გადაიდგას. კერძოდ, კალაძის განცხადებით, უნდა დაიწყოს საუბარი „სამოქმედო გეგმის შექმნაზე, რათა მოხდეს დეოკუპაცია, ჯარების გაყვანა”. პუბლიკა -
ოსური მედიის ცნობით, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების პერიოდში სამხრეთ ოსეთი [დე ფაქტო] ე.წ. საზღვრებს დაკეტავს. ეს გადაწყვეტილება მიიღეს ხუთშაბათს ცხინვალში, რესპუბლიკის [დე ფაქტო] ე.წ. უშიშროების საბჭოს ოპერატიული სხდომაზე, რომელსაც დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ალან გაგლოევი თავმჯდომარეობდა. “სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და საქართველოს პროდასავლური და ნაციონალისტური რადიკალური ძალების მხრიდან შესაძლო პროვოკაციების გამორიცხვის მიზნით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ოქტომბერში “რაზდახანსა” და “პერევში” სახელმწიფო სასაზღვრო გამშვები პუნქტების ფუნქციონირების გამარტივებული წესით შეჩერების შესახებ”, – იტყობინება დე ფაქტო რესპუბლიკის მეთაურის პრესსამსახური. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. ნეტგაზეთი
-
რასაც ახლა მამუკა მდინარაძე უბრალოდ ბოდავს, რჩება მამუკა მდინარაძის ბოდვად - ძალიან სახიფათო ველზე შედიან, - ამის შესახებ პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებას გამოეხმაურა. მისივე თქმით, ის ისტერიკა, რომელიც „ოცნებას“ სჭირს, პირდაპირ მიუთითებს პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ მზარდ მხარდაჭერაზე და მათ თავისუფალ ვარდნაში მყოფ მხარდაჭერაზე. „მამუკა მდინარაძე იმ დროს, ახლა არ ვიცი და ალბათ ახლაც, იმ ოთახში შემოშვებაზე საუბარი კი არა, სადაც გადაწყვეტილებები მიიღებოდა, იმ სართულზე ახლოსაც ვერ მოვიდოდა და რასაც ახლა მამუკა მდინარაძე უბრალოდ ბოდავს, რჩება მამუკა მდინარაძის ბოდვად. ეს ტექსტი, რა თქმა უნდა, ივანიშვილის დაწერილია, რომელსაც შიშები ამოძრავებს. იმიტომ, რომ მან ძალიან კარგად იცის, რომ როდესაც წინასაარჩევნოდ სერიოზულ თემებზე ვსაუბრობთ, როდესაც შენ შენი ხალხისგან გაურკვეველი მიზეზების გამო ითხოვ ბოდიშის მოხდას, ამის შემდეგ შენი დავალებით, განკარგულებით, შენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, შენს ქვეყანას აბრალებს ომის დაწყებას და ფაქტობრივად, უმძიმეს დარტყმას აყენებს არაღიარების პოლიტიკას, საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს არაღიარების პოლიტიკას, რაც პირდაპირ ნიშნავს ქვეყნის სუვერენიტეტის დაზიანებას; როდესაც შენ შენი ფინანსური ინტერესების გამო, ფულის გამო, რიგში აყენებ სახელმწიფო თანამდებობის უმაღლეს პირებს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, მინისტრებსა და შენი ფინანსური, კერძო დავის გამო ამ მონებს ალაპარაკებ, შემდგომ სახელმწიფოს შესაბამისად იყენებ იმისთვის, რომ როგორმე რაღაც ფული უკან დაიბრუნო, ამაში ძალიან სერიოზული ნიშნებია ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატის. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე, ივანიშვილს ექნება იმის შესაძლებლობა, რომ რაღაც განმარტებები გააკეთოს. მერწმუნეთ, ეს განმარტებები იქნება ბევრად უფრო საჭირო მისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ იქნება განმარტებები, იქნება სხვა ქმედებები. ეს კითხვები საზოგადოებაში არსებობს. როგორ შეიძლება შენს ქვეყანასა და მოქალაქეებს, რომლებმაც ეთნიკური წმენდა გამოიარეს, მოსთხოვო ბოდიშის მოხდა; როგორ შეიძლება შენ შენს სახელმწიფოს დააბრალო ომის დაწყება, მაშინ, როცა იცი არაღიარების პოლიტიკა არის უზარმაზარი რისკის ქვეშ, ისევ შენ გამო იმიტომ, რომ დაანგრიე დასავლეთთან ნორმალური ურთიერთობა და აქ პირდაპირ თანმიმდევრული მოვლენების ჯაჭვია. ამის შემდეგ დაუწერო ტექსტი და შენი მონა, კლოუნი გამოვიდეს... ძალიან სახიფათო ველზე შედიან და გეტყვით რატომ - მე უკვე ვიწყებ ფიქრს იმაზე, ხომ არ მოვიდა დრო, არჩევნების შემდეგ, შეიქმნას საპარლამენტო კომისია, რომელზეც დადგება ყველა ის საკითხი, რომელიც ამათ ჩამოთვალეს. დარწმუნებული ვარ, ამ საპარლამენტო კომისიის ფარგლებში, ძალიან ბევრ საინტერესო რამეს გაიგებს საზოგადოება, ოღონდ არჩევნების შემდეგ. იმიტომ, რომ მე არ ვარ ისეთი მდაბიო, როგორც ზოგიერთი, წინასაარჩევნო ინტერესებში მსგავსი თემები გამოვიყენო. იმიტომ, რომ ამის გარეშეც, მერწმუნეთ, ის ისტერიკა, რომელიც „ოცნებას“ სჭირს პირდაპირ მიუთითებს ჩვენს მზარდ მხარდაჭერაზე და მათ თავისუფალ ვარდნაში მყოფ მხარდაჭერაზე“, - განაცხადა გახარიამ. ცნობისთვის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მოვლენათა ქრონოლოგია და გიორგი გახარიას გადაწყვეტილებების ჯაჭვი მარტივად ადასტურებს, რომ ის არაფრით განსხვავდება კოლექტიური აგენტურის რიგითი წევრებისგან. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, დავალებებს ისიც საერთო პატრონებისგან იღებს და უსიტყვოდ ემორჩილება. „როგორ მოხდა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრობიდან ის პრემიერ-მინისტრად დაწინაურდა? პასუხი მარტივი არ არის, თუმცა შეგვიძლია ეს მივიჩნიოთ ჩვენი მხრიდან გახარიას პატრონებთან გადახდილ ერთგვარ ხარკად“, - განაცხადა მდინარაძემ. იპნ
-
ალბათ „ქართულ ოცნებას” პატარ-პატარა წარმატებები სჭირდება რათა დაგვანახოს, რომ რაღაცას კიდევ აკონტროლებენ, უწყებები კვლავ მის ხელშია - არჩევნებამდე გაუჭირდებათ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მსუსხავი ეფექტის მოქმედება, - ამის შესახებ “კანონის უზენაესობის ცენტრის” ხელმძღვანელმა, ლონდა თოლორაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე. როგორც მან განმარტა, გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება ძალიან სუსტი იყო. „ჩემთვის მოულოდნელი არ იყო ეს გადაწყვეტილება. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, სასამართლომ ძალიან ბევრ საქმეზე დამოუკიდებლობის მინიმალური ტესტიც კი ვერ ჩააბარა. გადაწყვეტილებაში სამართლებრივი არგუმენტები, თუ რატომ არ უნდა შეჩერდეს კანონის მოქმედება, ვერ ვნახე. ძალიან სუსტია სამართლებრივად გადაწყვეტილების დასაბუთება. რაც შეეხება დროს, რატომ გამოიტანეს ახლა გადაწყვეტილება, ალბათ „ქართულ ოცნებას” პატარ-პატარა წარმატებები სჭირდება რომ დაგვანახოს, რომ რაღაცას კიდევ აკონტროლებენ, უწყებები კვლავ მის ხელშია. ამ კანონზე არასამთავრობოებს იგივე პოზიცია გვექნება, უმრავლესობა არ ვრეგისტრირდებით. ვნახოთ, რა ნაბიჯები იქნება ხელისუფლების მხრიდან. ალბათ, არჩევნებამდე ცოტა დროში გაუჭირდებათ ამ კანონის მსუსხავი ეფექტის მოქმედება, თუმცა, ვნახოთ რა მოხდება არჩევნებზე, რა ახალი სტრატეგია ექნებათ აღსრულების პროცესში”,- აღნიშნა თოლორაიამ. ცნობისთვის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. სასამართლომ წარდგენილი სარჩელები ნაწილობრივ დასაშვებად ცნო, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი არსებითი განხილვები დაიწყება. ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ორმა მოსამართლემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მოსამართლეების – გიორგი კვერენჩხილაძის და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული მოსაზრებაც გამოაქვეყნა. გიორგი კვერენჩხილაძე და თეიმურაზ ტუღუში მიიჩნევენ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა დაეკმაყოფილებინა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის სადავო ნორმების მოქმედება. საუბარია ნორმებზე, რომლებიც ითვალისწინებს: ორგანიზაციების „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად“ სახელდებისა და ამავე სტატუსით რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულებას, ასევე, ორგანიზაციებში დაცულ ინფორმაციაზე წვდომასა და პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას. იპნ
-
რას ამბობდა „ქართული ოცნება" გახარიაზე წარსულში და რას ამბობს ახლა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების” ოფისში ბრიფინგზე თქვა, რომ გიორგი გახარიას დაწინაურება შს მინისტრობიდან პრემიერმინისტრის პოზიციაზე იყო „მისი პატრონებისთვის გადახდილი ერთგვარი ხარკი”. მდინარაძემ გახარია გააკრიტიკა შს მინისტრობის დროს, 2018 წელს ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციების გამო, სადაც ის, მდინარაძის თქმით, „ნარკორეალიზატორებს ეძებდა, თუმცა, ვერ იპოვა. დაზიანდა სამართალდამცავი სტრუქტურების იმიჯი და გახარიამ ბოდიში სწორედ სამართალდამცველების სახელით მოიხადა”. მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ გახარიამ „მიზანმიმართულად დააზიანა ხელისუფლების იმიჯი, რაც ქვეყნის გარედან მიღებული დავალების შესაბამისად გააკეთა“. ამ შემთხვევებს შორის მდინარაძემ ჩამოთვალა კლუბებში სპეცოპერაცია, პანკისში სპეცოპერაცია, მესტიაში სპეცოპერაცია, „ჩორჩანას ინციდენტი“ და 20 ივნისი. თუმცა, სანამ გიორგი გახარია მმართველ პარტიას წარმოადგენდა, „ქართული ოცნების” წევრები, მათ შორის, მამუკა მდინარაძე მის პიროვნებას და ქმედებებს იწონებდნენ. 20 ივნისის გავრილოვის ღამიდან რამდენიმე დღეში, 2019 წლის 29 ივნისს, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ გიორგი გახარია „ასეთია პირად ურთიერთობებშიც – ის არასდროს გაექცევა პასუხისმგებლობას”. გახარია პრემიერ-მინისტრად 2019 წლის 8 სექტემბერს დაამტკიცეს. მდინარაძის მიერ ხსენებული მოვლენები მისი შს მინისტრობის დროს მოხდა. რამდენიმე დღით ადრე, 2019 წლის 3 სექტემბერს მდინარაძემ თქვა: 2019 წლის 8 ოქტომბერს ასევე მდინარაძემ განაცხადა: მისივე თქმით, „დასავლურ პრესაში უკვე იწერება, რომ გიორგი გახარია არის ევროპელი ლიდერი და მას საკმაოდ რთული გზა ელოდება ერთდროულად ორი გამოწვევის დასაძლევად”. ასევე, 2020 წლის საპარლამენტო სიის წარდგენისას, 1 ოქტომბერს, ირაკლი კობახიძემ გიორგი გახარია ასე დაახასიათა: 2020 წლის 13 ოქტომბერს ირაკლი კობახიძემ გიორგი გახარიაზე თქვა: ასევე იხილეთ მდინარაძე გახარიას გაპრემიერებაზე: ეს შეგვიძლია მივიჩნიოთ გახარიას პატრონებთან გადახდილ ერთგვარ ხარკად პუბლიკა -
მაქსიმალურად ზღუდავენ ჩვენს საარჩევნო კამპანიას, ზოგჯერ ფარულად ხდება ეს, ზოგჯერ დაშინებით, ზოგჯერ ხალხის დათხოვნით სამსახურებიდან, შევიწროვებით, ესმით, რომ ერთ-ერთი ძლიერი პოლიტიკური დარტყმა ჩვენ შეგვიძლია მივაყენოთ მათ და ამიტომაც სამიზნეში ვყავართ ამოღებული. დიმიტრი ცქიტიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1491806441523166/
-
"ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან “არსებულ” პროტონული მედიცინის ცენტრს ფუნქციონირება უნდა დაეწყო 2024 წლიდან და ის უნდა გამხდარიყო ქართული მედიცინის სავიზიტო ბარათი. სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილის და მისი გარემოცვის ტოტალური უნიათობის გამო ეს დიდებული პროექტი დროში გაიყინა. გასაგები მიზეზების გამო, ვერც სხვა ინვესტორები ბედავენ ანალოგიური ცენტრის მშენებლობას თუნდაც დედაქალაქში. ქვემოთ მოცემული სიუჟეტი ნათლად გვიჩვენებს, რომ მოცემული მომენტისთვის სამუშაოები შეჩერებულია გაურკვეველი ვადით: დაუსრულებელია მიწის სამუშაოებიც კი… ონკოლოგიური სენით შეპყრობილი ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელია მაღალტექნოლოგიური სერვისი, “ქართული ოცნება” კი უტიფრად აგრძელებს პიარ-კამპანიას ამ მიმართულებით… ჩვენ გთავაზობთ მხოლოდ სიმართლეს!" კახა ნურალიძე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/61565567500358/videos/529449739793656
-
“პაპუაშვილი საარჩევნო გარემოზე იტყუება, მოვუწოდებ დამიჯდეს "იმედის" ეთერში, სადაც წარვადგენ მტკიცებულებებს ძალადობრივ, უსამართლო საარჩევნო გარემოზე და გასცეს პასუხი.” ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1226384338697357/
-
ჩვენს მოქალაქეებს არ უნდა დარჩეთ განცდა, რომ ოპოზიცია წინასწარ ინაწილებს რაღაც ადგილებს. ჩვენი პოლიტიკური პარტიის მიზანი არ ყოფილა არც ერთი პოლიტიკური თანამდებობა წარსულში, არ დგას დღეს და არ იდგება მომავალში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ქართველმა ხალხმა გაიმარჯვოს და “ოცნება” გავუშვათ ხელისუფლებიდან ისე, რომ “ნაციონალური მოძრაობის” რევანშით დაბრუნება ვერ მოხდეს. ბერდია სიჭინავა, პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/905651808137846/