Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. დღეს, იურიდული კომიტეტი “ოცნებამ” გადააქცია “შულავერის კომიტეტად”, რომელმაც უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და პარლამენტის წევრებს შეუზღუდა საკანონმდებლო ინიცირების უფლება, კერძოდ უარი თქვა ჩვენი ალტერნატიული კანონის პროექტის “ოკუპანტი ქვეყნის- რუსეთის ფედერაცის გავლენებისგან დაცვის შესახებ” განხილვაზე, როცა ამის პირდაპირი საკანონმდებლო ვალდებულება გააჩნდა, - ამის შესახებ, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი, ბერდია სიჭინავა სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, “ოცნება” იღებს კანონებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების წინააღმდეგ. "ყველაფერი ნათელია: “ოცნება” იღებს კანონებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების წინააღმდეგ, ჩვენი მტრის - ოკუპანტი ქვეყნის წინააღმდეგ კანონების განხილვაზე კი უარს აცხადებს! “ოცნების” გასაბჭოება დაწყებულია!", - წერს ბერდია სიჭინავა.
  2. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა დატოვეს. ანა ბუჩუკურმა, მიხეილ დაუშვილმა და ბექა ლილუაშვილმა საკუთარი პროტესტის თაობაზე განცხადება ჟურნალისტებთან კომიტეტის დარბაზის მიღმა გააკეთეს. მათი თქმით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა რეგლამენტის დარღვევით დაიწყო, ვინაიდან მათ საკითხი დააყენეს იმის თაობაზე, რომ „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებულ კანონპროექტებთან ერთად განხილულიყო მათ მიერ მომზადებული ალტერნატიული კანონპროექტიც, რაზეც მათ კომიტეტის ხელმძღვანელობისგან მიიღეს უარი. პარტია „საქართველოსთვის“ წევრებს მიაჩნიათ, რომ ეს არის რეგლამენტის დარღვევა. დეპუტატები ამბობენ, რომ „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებული კანონპროექტები რუსულ ინტერესებს ატარებს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ ორივე კანონპროექტზე მსჯელობს. ავტორი - თეონა მანაგაძე
  3. პარლამენტში იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციონერ დეპუტატებს დარბაზი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. სხდომაზე აგენტების შესახებ რუსულ კანონპროექტებს განიხილავენ. იურიდიული კომიტეტის სხდომაზე იყო ფიზიკური დაპირისპირებაც. ერთმანეთს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარესა ლევან ხაბეიშვილსა და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს შორის მოხდა. დარბაზი ასევე დაატოვებინეს სხვა ოპოზიციონერ დეპუტატებსაც; გიორგი ვაშაძეს, სალომე სამადაშვილს, ხათუნა სამნიძეს, თამარ კორძაიას.
  4. მიმდინარე წლის 6 მარტს საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. როგორც განცხადებაში წერია, აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის წევრებისა, აპარატის თანამშრომლების და პარლამენტის ვიზიტორების უსაფრთხოების დაცვა და სამუშაო პირობების უზრუნველყოფა. მათივე თქმით, შეზღუდვა არ შეეხება აკრედიტებულ ჟურნალისტებს და ღონისძიებებზე შესაბამის კომიტეტთან წინასწარ შეთანხმებულ დამსწრე პირებს. ასევე იხილეთ „არა რუსულ კანონს“ - ორშაბათს პარლამენტთან დილიდან აქცია დაიგეგმა 04 მარტი, 2023 6 მარტს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა აგენტების შესახებ რუსული კანონპროექტები პირველი მოსმენით უნდა განიხილოს. დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოების წევრები აქციას აანონსებენ.
  5. ეხლა ოცნება პარლამენტში კონსტიტუციისა და რეგლამენტის დარღვევით განიხილავს რუსულ კანონპროექტებს, = ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" და პარლამენტის წევრი ბექა ლილუაშვილი წერს. მისი თქმით, "ქართულ ოცნებას" არ აქვს უნარი და ეშინიათ ოკუპანტ სახელმწიფოს გავლენებს ებრძოლონ. "ეშინიათ რომ ალტერნატიული კანონის პროექტი "ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის გავლენის შემცირების შესახებ" რომელიც ჩვენ დავაინიცირეთ, პირველ რიგში შესაძლოა მათ ეხებოდეს!", - წერს ბექა ლილუაშვილი.
  6. რეგლამენტის უხეში დარღვევით, ოცნებამ უარი თქვა განეხილა ჩვენი კანონპროექტი “ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ", განაჩენი გამოტანილია!, - წერს სოციალურ ქსელში "პარტია "საქართველოსთვის" და პარლამენტის წევრი ანა ბუჩუკური.
  7. ჩვენი ერთადერთი მტერი რუსეთია. ოცნებამ მტრად სტრატეგიული პარტნიორები გამოაცხადა. მაინტერესებს სად არიან ის მოქმედი თანამდებობის პირები, ვინც დასავლეთის დახმარებით აშშ-სა და ევროპაში განათლება მიიღო, ვის პროფესიულ განვითარებაშიც დასავლეთმა ათასობით ფული ჩადო, ვინც შესანიშნავად იცის, რომ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი რეფორმები დასავლეთის დახმარების გარეშე უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა., - წერს პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში. მისი თქმით, ახლა არის მომენტი, როცა ხალხმა მხარე უნდა აირჩიოს. "ჩუმად ვერ იქნები. ხვალინდელ, უკეთეს საქართველოში თითოეული ჩვენგანის ადგილი იმის მიხედვით განისაზღვრება, როგორია ჩვენი პოზიცია დღეს. 2007 წლიდან 2021 წლამდე საჯარო სამსახურში გავატარე. ამერიკელების და ევროპელების დახმარებით გახდა შესაძლებელი: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა, რამაც უამრავ არასრულწლოვანს მისცა ნასამართლობის გარეშე ცხოვრების და რესოციალიზაციის შესაძლებლობა; ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის დანერგვა, რამაც სასამართლოს მიმართ ნდობის არარსებობის პირობებში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მართლმსაჯულების სისტემისადმი ნდობის მეტნაკლებად გაზრდაში; ელექტრონული სამაჯურების დანერგვა, რამაც შესაძლებელი გახადა ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ქმედითი ბრძოლა; წამების და არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლა, რამაც დაკავების ადგილებში შექმნა ღირსეული პირობები და ადამიანებს გაუჩინა დაცულობის მეტი განცდა. რომ არა დასავლეთი, შეუძლებელი იქნებოდა პოლიციის, პროკურატურის, სასამართლოს რეფორმები, უწყებების ტექნიკური აღჭურვა და თანამედროვე სისტემებად გარდაქმნა. და ეს მხოლოდ ძალიან მცირედი ჩამონათვალია. ამ საქმეში ბევრი ადამიანი მახსოვს ჩემთან ერთად და რატომ ხართ დღეს ჩუმად? თუ თვლით, რომ მტერი გვეხმარებოდა? ან ამ სიჩუმის პირობებში, როგორ აპირებთ ხვალ კონფერენციებზე ჯდომას და დონორული დახმარების მიღებას ისე, თითქოს არაფერი მომხდარა. მოგიწოდებთ, რომ ხმა ამოიღოთ, მაღალი, პოლიტიკური თანამდებობის პირებმა მაინც. უბრალოდ დღევანდელი სიჩუმით გამოწვეული სირცხვილის გრძნობა არ მოგასვენებთ. აღარაფერს ვამბობ იმ ხალხზე პარლამენტიდან, რომლებიც პარტიონრებთან პირად საუბრებში თავს პრო-დასავლელებად ასაღებთ, ხელს ივანიშვილისკენ იშვერთ და ამ დრომდე არათუ ხმა არ ამოგიღიათ, აუღელვებლად დაუჭირეთ მხარი კანონპროექტებს. როგორ აპირებთ ამ სირცხვილის ტარებას?", - წერს ნათია მეზვრიშვილი.
  8. პუტინმა უნდა გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან, ეს არის მოლაპარაკების საფუძველი, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა. გერმანიის მთავრობის მეთაურის თქმით, ერთწლიანი რუსეთ-უკრაინის ომი ჩიხში შევიდა, რაც უზარმაზარ ზიანს აყენებს უკრაინას, მაგრამ არავინ უნდა აიძულოს უკრაინელები, წავიდნენ არაკომფორტულ კომპრომისებზე. შოლცმა ასევე დადებითად ისაუბრა აშშ-ის პრეზიდენტ, ჯო ბაიდენსა და მიმდინარე საერთაშორისო კრიზისის დროს მის ლიდერობაზე. „ჩემი აზრით, აუცილებელია, პუტინმა გააცნობიეროს, რომ თავისი შეჭრით და იმპერიალისტური აგრესიით წარმატებას ვერ მიაღწევს და ჯარები უნდა გაიყვანოს. ეს არის მოლაპარაკების საფუძველი. უკრაინელების გარეშე გადაწყვეტა არ იქნება. პუტინმა აშკარად არასწორად შეაფასა უკრაინის სიძლიერე, ისევე როგორც უკრაინის ყველა მეგობრის ერთიანობა რუსეთის შეჭრისთვის წინააღმდეგობის გაწევაში. ძნელია, ვიმსჯელოთ, რა მოხდება შემდეგ უკრაინაში, მაგრამ არის რაღაც აბსოლუტურად ნათელი: ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას ფინანსური, ჰუმანიტარული დახმარებით, ასევე იარაღით. ბაიდენი ძალიან ინფორმირებულია საერთაშორისო ურთიერთობებზე. ვფიქრობ, ის არის ერთ-ერთი ყველაზე კვალიფიციური პრეზიდენტი, რომელმაც იცის, როგორ არის საქმე მსოფლიოში, რაც მნიშვნელოვანია იმ დროს, როცა ვითარება სულ უფრო და უფრო საშიში ხდება“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა. ავტორი - გივი ბარამიძე
  9. პარლამენტის აპარატმა „პუბლიკის“ 3 აკრედიტირებულ ჟურნალისტს, ნათია ამირანაშვილს, ქეთი გოგუაძესა და ნათია ლევერაშვილს ერთი თვით აკრედიტაცია შეუჩერა. „პუბლიკას“ პარლამენტის აპარატიდან აცნობეს, რომ გადაწყვეტილების წერილობითი დასაბუთება სამუშაო დღეს ჩაგვბარდება, თუმცა სიტყვიერად განგვიმარტეს, რომ გადაწყვეტილება 2 მარტს პარლამენტში გამართულ პროტესტს უკავშირდება. „პუბლიკის“ ჟურნალისტები, სხვა მედიასაშუალებებთან ერთად, ხუთშაბათს, 2 მარტს პარლამენტის შენობაში გაერთიანებული კომიტეტის სხდომის გამო იმყოფებოდნენ. კომიტეტზე „აგენტების შესახებ“ კანონპროექტებს განიხილავდნენ. ჟურნალისტების ნაწილი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, ნაწილი კი კანონპროექტის განხილვას აპროტესტებდა. „პუბლიკისთვის“ ცნობილია, რომ აკრედიტაციის შეჩერების შესახებ აცნობეს სხვა მედიაორგანიზაციების თანამშრომლებსაც. 1 მარტიდან პარლამენტში მედიისთვის ახალი წესები ამოქმედდა. წესების მიხედვით, აკრედიტებული ჟურნალისტისთვის აკრედიტაციის შეჩერება დასაშვებია პარლამენტის აპარატის უფროსის გადაწყვეტილებით, თუ ჟურნალისტი დაარღვევს შემდეგ წესებს: ხელი არ შეუშალოს საქართველოს პარლამენტში მიმდინარე ღონისძიების მსვლელობას; საქართველოს პარლამენტის წევრის ან აპარატის თანამშრომლის წინასწარი ნებართვის გარეშე არ გადაიღოს მისი სამუშაო ოთახი; საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეწყვიტოს ინტერვიუ; საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის თანხმობის გარეშე არ გადაიღოს მისი დოკუმენტი, მისი ტელეფონის ან სხვა ელექტრონული მოწყობილობის ეკრანი ისე, რომ მასზე არსებული ინფორმაციის ან გამოსახულების აღქმა შესაძლებელი იყოს; არ დაუშვას მისი მხრიდან საქართველოს პარლამენტში მყოფი პირისადმი უხამსი, სექსისტური, დისკრიმინაციული მიმართვა ან მოქმედება; დაემორჩილოს დაცვის თანამშრომლისა და აპარატის მანდატურის სამსახურის მანდატურის კანონიერ მითითებებს; სააკრედიტაციო მოწმობა არ გადასცეს სხვა პირს; სააკრედიტაციო მოწმობა ატაროს გამოსაჩენ ადგილზე. ბრძანებაში აღნიშნულია, რომ დარღვევის განმეორების შემთხვევაში აკრედიტებულ ჟურნალისტს აკრედიტაცია შეუჩერდება 6 თვით. დაუშვებელია, ჟურნალისტი, რომელსაც ამ პერიოდში აკრედიტაცია შეჩერებული აქვს, სხვა ჟურნალისტით ჩანაცვლდეს. პუბლიკა
  10. „სულ რომ გჯეროდეს, რომ ეს შესანიშნავი კანონია, როცა ამდენ ვნებათაღელვას გამოიწვევს, მგონი, უკან უნდა დაიხიო. თუმცა ამ ვითარებაში ამ კანონის მიღების არავითარი საჭიროება არ არის, ჩემი აზრით“, – ასე აფასებს აკადემიკოსი რისმაგ გორდეზიანი „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის ანალოგს, რომლის მიღებასაც „ქართული ოცნება“ აპირებს. „ნეტგაზეთმა“ აკადემიკოსს ჰკითხა, თუ რა საფრთხეს ხედავდა კანონის მიღებაში. „ჩვენს დროში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აღქმას. როგორ აღიქვამს ესა თუ ის ადამიანი ამა თუ იმ ფაქტს. შეიძლება საზოგადოების ნაწილმა აღიქვას ცუდად. როდესაც ყველა უცხოური წყარო გეუბნება, გთხოვ, შეიკავე თავი ამ კანონის მიღებისგან, მე პირადად, გავუწევდი ამას ანგარიშს და მერე დავფიქრდებოდი, რატომ? რაშია საქმე? თუ ამჯერად არ მაქვს ეს ყველა საფრთხე გააზრებული, დავფიქრდებოდი, რატომ ხდება ეს ასეთნაირად. ჩემი აზრით, ეს არის, ფაქტობრივად, არასათანადო დროს არასათანადო კანონის წამოყენების შედეგი“, – უთხრა რისმაგ გორდეზიანმა „ნეტგაზეთს“. კითხვაზე, ამ კანონპროექტის მიღება, რომელსაც საქართველოს პარლამენტი გეგმავს, შეიძლება თუ არა მივიჩნიოთ რუსეთის ჰიბრიდული ომის გამოძახილად, რისმაგ გორდეზიანი პასუხობს: „მე არ მინდა ეს დავუკავშირო რუსეთის კანონს. რუსეთში აბსოლუტურად სხვა შედეგები ჰქონდა. თქვენ იცით, რომ ბოლოს და ბოლოს რუსეთში ადამიანი რომ გამოვიდეს, შეიძლება 15 წელი ციხეში ჩასვან ამის გამო. მე არ მგონია, რომ ჩვენი კანონი ამ საფრთხეს რაღაცნაირად შეიცავდეს… მაგრამ ფაქტი ერთია, მე არ შემიძლია მოვიწონო რაღაც, რომელიც არ მოსწონს ჩვენს ყველა კეთილისმოსურნე სახელმწიფოს. ეს არ შემიძლია მოვიწონო. ჩავთვლი, რომ მე რაღაცაში ვცდები, მე თუ მომწონს [მარტო], რაღაცაშია საქმე. არ შეიძლება, რომ ჩემი ყველა კეთილისმოსურნე ჩავთვალოთ არაკეთილისმოსურნეებად“, – ამბობს რისმაგ გორდეზიანი. როგორ უნდა მოიქცეს საზოგადოება და რა შეიძლება მოქალაქეებმა გააკეთონ მაშინ, როდესაც ხედავენ, რომ კანონმდებლები ხალხის აზრს არ ითვალისწინებენ, ჰკითხა „ნეტგაზეთმა“ აკადემიკოსს. „მე არ მგონია, რომ ისეთი წინდაუხედავები იყვნენ პარლამენტში, რომ არ გრძნობდნენ, საზოგადოებაში როგორი დამოკიდებულება არის ამ კანონის მიმართ. სიმართლე გითხრათ, მე დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოოდ ამ კანონის მიღება არ მოხდება. ამაში ვარ დარწმუნებული. გუშინ კამათს ვუსმენდი [საკომიტეტო მოსმენას], რა აზრიც იქნა წამოყენებული [სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძის მხრიდან], რომ „ნუ ეცდებით, პირველი მოსმენით მივიღოთ, ჩავთვალოთ, რომ შედგა კამათი და გავაგზავნოთ ეს ტექსტები ვენეციის კომისიაში“. მე დარწმუნებული ვარ, რომ ვენეციის კომისიიდანაც მოვა დაახლოებით იგივე, რაც ახლა მოდის სხვადასხვა უცხოური წყაროდან ჩვენთან ამ კანონის მიმართ. თუ ვენეციის კომისიიდან ასეთი რაღაც მოვიდა, მაშინ ცხადია, რომ ვერავინ ვერაფერს ვეღარ იტყვის და უკან გაწვევა უნდა მოხდეს. ამ კანონის გამო ქვეყანაში არეულობა დაიწყოს და რაღაც ემოციურ კრეტინიზმში გადავიდეს ეს ყველაფერი, მე, მაგალითად, არ მიმაჩნია გამართლებულად“, – გვითხრა რისმაგ გორდეზიანმა. საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი სრულად აკრძალეს. „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც. ამჟამად უმრავლესობის წევრებს „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ორი კანონპროექტი აქვს ინიციირებული: 1. როგორც თავად ამბობენ, აშშ-ში მოქმედი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ [FARA] “უფრო შერბილებულ” ვერსია და 2. “ალტერნატივის სახით ამერიკული კანონის ანალოგი”. საქართველოში მსგავსი კანონის მიღებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მისი არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო. ევროკავშირის საგარეო სამსახური „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ნეტგაზეთი
  11. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთი 31:07 დაამარცხა. ამით ბორჯღალოსნებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალის საგზური მოიპოვეს. მატჩი თბილისში, „ავჭალის“ სტადიონზე გაიმართა. პირველ ნახევარში ქართველმა მორაგბეებმა ორი ლელო დადეს, საერთო ჯამში ტაიმი ქართველმა მორაგბეებმა 17:0 გაიმარჯვეს. ქართველი მორაგბეები მეორე ტაიმის დასაწყისში ტექნიკური ლელოთი კიდევ დაწინაურდნენ. საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა 31:07 გაიმარჯვა და ფინალის საგზურთან ერთად, ანთიმოზ ივერიელის თასი უკვე მეთექვსმეტედ მიიღო. ბორჯღალოსნები 19 მარტს ბადახოსში (ესპანეთი) რაგბი ევროპის ფინალში პორტუგალიას შეერკინებიან. 2018 ყველა უფლება დაცულია იპნ
  12. გაერთიანებულ სამეფოში არალეგალურად თუ ჩამოხვალთ, დარჩენის შესაძლებლობა არ გექნებათ,- ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა ბრიტანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. „არავის შეეპაროს ეჭვი, რომ თუ არალეგალურად მოდიხართ, თქვენ დარჩენის საშუალება არ გექნებათ“, – განაცხადა რიში სუნაკმა. სუნაკის ეს განცხადება წინ უსწრებს ახალი კანონპროექტის წარდგენას, რომელიც ლა მანშის გავლით ევროპიდან დიდ ბრიტანეთში მიმავალი მიგრანტების პრობლემის გადაჭრას უნდა მოემსახუროს. შარშან ამ გზით გაერთიანებულ სამეფოში 45 000 ადამიანი მოხვდა. ავტორი - ლევან ახალაია
  13. "ამერიკის ბარის ასოციაციის" იურისტი მეთიუ სანდერსონი, რომელიც შეერთებულ შტატებში "ფარას" რეფორმირებაზე მომუშავე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იურისტია, ამერიკული კანონის არსს და მიზნებს განმარტავს. ის ამბობს, რომ რუსული კანონისგან განსხვავებით, 85 წლის განმავლობაში ამერიკაში "ფარა" სამოქალაქო საზოგადოების არცერთი ორგანიზაციის წინააღმდეგ არ ყოფილა გამოყენებული. სანდერსონი ამბობს, რომ კანონის ტექსტი რეალური ასლი რომც იყოს, თუ საერთო სურათის და ისტორიის გათვალისწინება არ მოხდება, ის სხვა ქვეყანაში ვერ იქნება ამერიკული კანონის ექვივალენტი. "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი ია მეურმიშვილი სანდერსონს ამერიკული ფარას არსზე და მიზნებზე ესაუბრა. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განმარტება შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტი 1938 წელს მიღებულ უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტზე ["ფარა"] ამბობს, რომ "უცხოური მთავრობები უწყვეტად ეწევიან ძალისხმევას გავლენა იქონიონ ჩვენს საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, კანონმდებლობაზე, დემოკრატიულ პროცესებსა და საზოგადოებრივ აზრზე. ეს მთავრობები ზოგჯერ ახდენენ ამ გავლენას ლობისტების, საზოგადოებასთან ურთიერთობის პროფესიონალების, ცნობილი ბიზნესმენების ან აშშ-ის ყოფილი მაღალჩინოსნების დასაქმებით. ასეთი მცდელობები კანონიერია - თუ ისინი გამჭვირვალეა". "უცხოეთის აგენტი" - წარწერა ირკუტსკში, "ბაიკალის ეკოლოგიური ტალღის" ოფისზე, 2015 წელი კანონი სთხოვს უცხო ქვეყნის მთავრობების ან სხვა უცხოელი მმართველების სახელით მომუშავე პირებს, გაამჟღავნონ საკუთარი ურთიერთობები უცხოელ მმართველებთან და ინფორმაცია მათი საქმიანობის შესახებ. აგენტების წინააღმდეგ, რომლებიც უცხო ქვეყნის ინტერესების გატარების შემთხვევაში მიზანმიმართულად არ დარეგისტრირდებიან და დაარღვევენ ამ კანონს, შესაძლოა სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყოს. ამ გავლენების თავიდან ასაცილებლად, "ფარა" "ეხმარება ამერიკელ ხალხს და მათ არჩეულ ოფიციალურ პირებს გააცნობიერონ, თუ ვინ დგას სინამდვილეში ასეთი გავლენის მოქმედების უკან". საქართველოში ინიცირებული კანონპროექტი "ხალხის ძალის" მიერ საქართველოში ინიცირებული კანონპროექტი უცხოელი აგენტების შესახებ, მათი და მმართველი პარტია "ქართული ოცნების" განცხადებით, ამერიკული "ფარას" მსგავსია. კანონპროექტის სპონსორები ასევე აცხადებენ, რომ ქართული კანონპროექტი ამერიკულის უფრო მსუბუქი "ნათარგმნი" ასლია. ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება კი ამბობს, რომ კანონპროექტის ინიცირებით მთავრობა კრემლის სახელმძღვანელოდან იმეორებს იგივე ნაბიჯებს ქვეყანაში თავისუფალი აზრის ჩასახშობად. საქართველოს დასავლელი პარტნიორებიც მოუწოდებენ არ მიიღოს ეს კანონი, რომელიც რუსულს უფრო ჰგავს, ვიდრე ამერიკულს. EMBED SHARE ვინ არიან "უცხოეთის აგენტები" ამერიკაში EMBED SHARE The code has been copied to your clipboard. width px height px გაიზიარეთ ფეისბუქზე გააზიარეთ თვითერზე The URL has been copied to your clipboard No media source currently available 0:000:09:570:00 ბმული იურისტის განმარტება: ბატონო მეთიუ, დიდი მადლობა ჩვენთან სასაუბროდ დრო რომ გამონახეთ. თუ შეიძლება აგვიხსნათ, რას წარმოადგენს უცხო ქვეყნის აგენტის რეგისტრაციის აქტი შეერთებულ შტატებში. როგორ და რატომ დაიწყო ის და რა არის მისი მიზანი? დიახ, უცხოეთის აგენტის რეგისტრაციის აქტი იგივე „ფარა“, შეერთებულ შტატებში მეორე მსოფლიო ომის წინ ამოქმედდა. პირველ რიგში მისი მიზანი იყო ნაცისტური და საბჭოთა პროპაგანდისტებისთვის საკუთარი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება, რომლებიც აქტიურობდნენ მეორე მსოფლიო ომის წინ. კანონის მთელი არსი იმაში მდგომარეობს, რომ გამოავლინოს ისინი, ვინც შეერთებული შტატების პოლიტიკასა და საზოგადოებრივ აზრზე უცხო მთავრობების და პოლიტიკური პარტიების სახელით, გავლენის მოხდენას ცდილობენ. EMBED SHARE შაჰინი: ეს კანონი არ არის ამერიკულის მსგავსი, ის რუსულის ანარეკლია EMBED SHARE The code has been copied to your clipboard. width px height px გაიზიარეთ ფეისბუქზე გააზიარეთ თვითერზე The URL has been copied to your clipboard No media source currently available 0:000:08:160:00 მათ მოეთხოვებათ შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტში შეიტანონ ანგარიშები და მთავრობას მათი საქმიანობის შესახებ მუდმივად მიაწოდონ ინფორმაცია, სანამ არ დასრულდება ასეთი წარმომადგენლობა ან აგენტის სტატუსი. კანონი ამერიკაში უკვე 80 წელზე მეტია არსებობს, თუმცა მთავრობა მას მხოლოდ ეპიზოდურად იყენებს და ძალზე ფრთხილად აღასრულებს. ეს იმის გამო, რომ ხელი არ შეეშალოს კონსტიტუციის პირველ შესწორებას და სიტყვისა და ასოცირების თავისუფლებას. იმან, რომ ეს ძველი კანონია და ძალიან ბუნდოვნად არის დაწერილი, შეერთებულ შტატებში გარკვეული შეშფოთება გამოიწვია, რომ არ შეზღუდულიყო ადამიანის თავისუფლებები მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის დეპარტამენტი კანონს ძალიან ფრთხილად აღასრულებს. თქვენ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი ახსენეთ. ერთი არის აღსრულება. იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე ბოლო წლების რამდენიმე საქმეა მოცემული და თითოეული მათგანი ძალიან მასშტაბურია. შეგიძლიათ ცოტა მეტი ისაუბროთ „ფარას“ აღსრულების ასპექტზე? იუსტიციის დეპარტამენტი ცდილობს გამოავლინოს ინდივიდუალური პირები, ლობისტური კომპანიები და საზოგადოებასთან ურთიერთობის ფირმები, რომლებიც მუშაობენ, ასე ვთქვათ, რადარის ქვეშ, ფარულად, სხვა ქვეყნის მთავრობის ან პარტიების ინტერესებიდან გამომდინარე იმ მიზნით, რომ შეცვალონ შეერთებული შტატების პოლიტიკა ან საზოგადოებრივი აზრი ქვეყანაში. არსებობს შემთხვევები, როდესაც ადამიანებს ავიწყდებათ დარეგისტრირება, ან განზრახ არ დარეგისტრირდნენ. ასეთ შემთხვევებში დეპარტამენტი მათ აიძულებს დარეგისტრირდნენ და მათ მიმართ სამართლებრივ დევნას არ იწყებს. თუმცა, თუ ეს დარღვევა მიზანმიმართულად ხდება, იუსტიციის დეპარტამენტმა მათ შეიძლება სასამართლოში უჩივლოს. ეს ძალიან იშვიათად ხდება და ისიც იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალური პირი ან ფირმა პოლიტიკურ კამპანიებს ფულს სწირავს, ან საქმე ეხება რაიმე ფულის გათეთრების რაიმე მასშტაბურ სქემას. როგოც წესი, „ფარა“ მაშინ ამუშავდება ხოლმე, როცა საქმე დანაშაულებრივ საქმიანობას ეხება. „ფარას“ ასევე აქვს კონტრდაზვერვის განზომილებაც, არა? დიახ ასეა. “ფარა“ უბრალოდ გამოვლენისკენ მიმართული კანონმდებლობაა იმ მიზნით, რომ გამოავლინოს ძალისხმევა, რომელიც მაგალითად, ამერიკის საელჩოს, ან სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის გვერდის ავლით, ცდილობს ამერიკის პოლიტიკაზე გავლენის მოხდენას. ის არ ეხება ნებისმიერ საქმიანობას, არამედ, როგორც უკვე ვთქვი, ცდილობს გამოავლინოს ისეთი საქმიანობა, რომელიც მიზნად ისახავს შეცვალოს ამერიკის პოლიტიკა, იქნება ეს საგარეო თუ საშინაო პოლიტიკა და ასევე ცდილობს შეცვალოს შეერთებულ შტატებში საზოგადოებრივი აზრი უცხო ხელისუფლების ან სხვა ქვეყნის პოლიტიკური პარტიის ინტერესებზე დაყრდნობით. თქვენ აღნიშნეთ, რომ კანონი ძალიან ფართო და ბუნდოვანია. ამის გათვალისწინებით, როგორ განსაზღვრავს შეერთებულ შტატების მთავრობა იმას, თუ რა არის საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენის მცდელობა? ასევე ნახეთ: რუსული პროპაგანდა ზოგადად რომ ვთქვათ, კანონი არ შეხებია იმ არაკომერციულ ან სხვა სუბიექტებს, რომლებმაც შეიძლება მიიღოს სახელმწიფო გრანტები საზღვარგარეთიდან. მოდით ვთქვათ, რომ მაგალითად, ევროკავშირი ფულს აძლევს ამერიკაში დაფუძნებულ არასამთავრობო ორგანიზაციას. მხოლოდ ეს საკმარისი არ არის იმისთვის, რომ კომპანიას „ფარას“ რეგისტრაცია მოეთხოვოს და მითუმეტეს, მის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაიწყოს. მაგრამ, ეს საჭირო გახდება, თუ უცხოური მთავრობა ამერიკულ არასამთავრობო კომპანიას, ან ლობისტურ თუ პიარ ფირმას ფულთან ერთად კონკრეტულ ინსტრუქციებსაც აძლევს, რომ საზოგადოების მშენებლობაში მონაწილეობის ნაცვლად, ეცადოს კონკრეტული კანონპროექტების გატანას, ან ამერიკის მთავრობის გარკვეული ნაბიჯების გადადგმაზე დაყოლიებას, ან ფულის გადამხელი მთავრობის ამერიკაში უფრო დადებითად წარმოჩენას. ასე რომ მხოლოდ გრანტის ან დაფინანსების მიღება საკმარისი არ არის იმისთვის, რომ მარეგულირებელი ან სასამართლო ყურადღება მიექცეს. თუ შეიძლება უფრო დეტალურად რომ აგვიხსნათ რა ხდება იმ შემთხვევებში, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები ან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, მედია უხცო ქვეყნის დაფინანსებას ან გრანტებს იღებენ? რა შემთხვევაში უნდა დარეგისტრირდნენ ისინი უცხო ქვეყნის აგენტად? იუსტიციის დეპარტამენტი კონკრეტულად ამბობს, რომ უცხო ქვეყნიდან მიღებული მხოლოდ დაფინანსება საკმარისი არ არის იმისთვის, რომ „ფარა“ ამოქმედდეს. ამის მთავარი მიზანი ის არის, რომ არ მოხდეს სამოქალაქო საზოგადოების სამიზნედ ქცევა, ან სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა. მთავრობა ამ საკითხს ძალიან ფრხილად უდგება. თქვენ იცით, რონ „ბი-ბი-სი“უცხო ქვეყნის მთავრობის - დიდი ბრიტანეთის მიერ ფინანსდება, მაგრამ ამის მიუხედავად მას უცხო ქვეყნის აგენტად დარეგისტრირება არ სჭირდება. საქმე სხვაგვარად უნდა იყოს, მაგალითად, როგორც ეს „არ-თის“ (ყოფილი „რაშა თუდეი“) და რუსეთის მიერ დაფინანსებულ სხვა ქსელებთან დაკავშირებით მოხდა. ეს არის ფულს პლუს სარედაქციო პოლიტიკა, როცა უცხო ქვეყნის მთავრობისგან მედიაში მოდის კონკრეტული საუბრის თემები და აქცენტები. ასეთ შემთხვევაში მედია ვალდებულია დარეგისტრირდეს და იგივე ეხება არასამთავრობო სექტორსაც - მხოლოდ ფულის მიღება არ არის რეგისტრაციის საფუძველი, თუ ფულს ინსტრუქციები არ მოჰყვება ამერიკის პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად. შეგიძლიათ მოკლედ ისაუბროთ ლობირებაზეც? ლობირება, რა თქმა უნდა, ამ კანონდებლობის დიდი ნაწილია. გვითხარით, რით განსხვავდება ლობისტური საქმიანობა „რაშა თუდეის“ ან „სპუტნიკის“ საქმიანობისგან, რომლებიც ისევე უნდა დარეგისტრირდნენ, როგორც ლობისტები. ასევე ნახეთ: პრაისი: "შეშფოთებული ვართ ამ კანონის პოტენციური გავლენით დემოკრატიაზე და სიტყვის თავისუფლებაზე" ლობირებამ შეიძლება მოითხოვოს რეგისტრაციის გააქტიურება იმის გამო, რომ შესაძლოა ის ცდილობდეს შეცვალოს ამერიკის პოლიტიკა რაიმე მიმართულებით და ამისთვის აწარმოებს ლობისტურ საქმიანობას. ეს რეგისტრაციის ერთ-ერთი გზაა. მაგრამ „ფარა“ ცოტა უფრო ფართოა და ის პროპაგანდისტული ძალისხმევის გამოსავლენად უფროა მიმართული. რა თქმა უნდა, კანონი დიდი ხნის წინ დაიწერა და ძალიან ბუნდოვანია, მაგრამ ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტი ძალიან გულდასმით ცდილობს, არ მოხდეს ამ კანონის ზედმეტად გამოყენება სამოქალაქო საზოგადოების დასუსტების თავიდან ასაცილებლად. ეს საერთო სურათის მნიშვნელოვანი ნაწილია. უნგრეთსაც ჰქონდა მსგავსი კანონმდებლობა, რომელიც საბოლოო ჯამში შეიცვალა. საინტერესოა, რომ ყოველთვის, როცა ვინმე უცხო ქვეყნის აგენტის რეგისტრაციის კანონის მიღებას ცდილობს, ამიერიკის უცხო ქვეყნის აგენტის კანონს მოიშველიებენ ხოლმე და ამბობენ, რომ მათი კანონი ამერიკულის მსგავსია. თუმცა, ისინი გამოტოვებენ ხოლმე იმ მნიშვნელოვან დამცავ მექანიზმებს, რომლებზეც თქვენ საუბრობთ, იქნება ეს ადამიანის უფლებების, სიტყვის თავისუფლების, პირველი შესწორების თუ სხვა დემოკრატიული პრინციპების დაცვა. გახსენდებთ თუ არა რაიმე შემთხვევა, როცა სასამართლომ იუსტიციის დეპარტამენტის საქმე არ მიიღო იმ მიზეზით, რომ ის ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ, კონსტიტუციის პირველ შესწორებას არღვევდა? დიახ. ასეთი შემთხვევები არსებობს. ეს თემა უკავშირდება იმას, თუ რას მოითხოვს „ფარა“, რაც არის ის, რომ ის უწყებები დარეგისტრირდნენ, რომლებსაც რეგისტრაცია ეხება. „ფარას“ არ მოჰყვება განმეორებადი ჯარიმები ამ უწყებებისთვის. აგენტად დარეგისტირირების შემთხვევაში, არ არსებობს ამ სტატუსთან დაკავშირებული ჯარიმები. ეს არის კანონი - საქმიანობის გამოსამჟღავნებლად. ბოლო დროს იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც სასამართლოებმა შეწყვიტეს ამერიკის მთავრობის მიერ შეტანილი საქმეები. მაგრამ ეს, როგორც წესი, ძალიან იშვიათია, რადგან იუსტიციის დეპარტამენტი ძალიან შერჩევითია სასამართლოში საქმეების გაგზავნაზე. როდესაც ასეთი საქმის გაგზავნა ხდება, ისინი მეტწილად, არა მედიის ან სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ არის მიმართული, არამედ კრიმინალური საქმიანობის აღკვეთისკენ, იქნება ეს ფულის გათეთრება, პოლიტიკურ კამპანიებში უკანონოდ ფულის შეწირვა და სხვა მსგავსი ტიპის საქმიანობა, რომელსაც შემდგომ სამართლებრივი დევნა მოჰყვება. „ფარას“ ერთ-ერთი განსაზღვრება ამბობს, რომ ის ეროვნულ უსაფრთხოებაზე მტრული გავლენების წინააღმდეგ არის მიმართული. თქვენ როგორ აფასებთ ამ განმარტებას? ვფიქრობ, რომ მოწინააღმდეგეების მიმართ პრიორიტეტი უფრო მაღალია. ვფიქრობ, შეზღუდული რესურსების პირობებში დეპარტამენტი უფრო მეტ ყურადღებას აქცევს მოწინააღმდეგე მთავრობებს, როგორიცაა ჩინეთი, როგორიცაა რუსეთი, რომლებიც შეერთებულ შტატებში მტრული მიზნებით მოქმედებენ. თქვენ ახსენეთ რუსეთი და ჩინეთი. რუსული კანონმდებლობის თანახმად, უცხო ქვეყნის აგენტები არიან რუსული სამოქალაქო საზოგადოების ის წარმომადგენლები, რომლებსაც ქვეყანაში დემოკრატია სურთ, ასევე დასავლური მედია სუბიექტები. რას იტყვით რუსულ და ამერიკულ კანონმდებლობას შორის არსებულ განსხვავებებზე და მსგავსებაზე? შეერთებული შტატების უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის შექმნის ფუნდამენტური მიზანი ის არის, რომ აცნობოს საზოგადოებას უცხოური მთავრობების და პოლიტიკური პარტიების მიერ, მათზე გავლენის მოხდენის მცდელობის შესახებ. მისი სამიზნე არასდროს ყოფილა სამოქალაქო საზოგადოება. რამდენადაც მე მესმის ამ კანონის რუსული ვერსია, მისი მიზანი სწორედ სიტყვის თავისუფლებისა და იმ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წინააღმდეგ მოქმედებაა, იმ ორგანიზაციების, რომლებიც ცდილობენ რუსეთში დემოკრატია გააძლიერონ. რამეს ხომ არ დაამატებდით ისეთს, რაზეც აქამდე არ გვისაუბრია და თქვენი აზრით, მნიშვნელოვანია ამ დისკუსიისთვის? უბრალოდ ვიტყოდი, რომ შეიძლება არსებობდეს მცდარი მოსაზრება, რომ თუ კანონმდებლობის ტექსტი იგივეა, ან გარკვეულწილად ჰგავს შეერთებული შტატების კანონს, ის ვერ იქნება მისი ეკვივალენტური თუ არ მოხდა მთლიანი სურათის და კანონის ისტორიის გათვალისწინება. ამასთან იმისიც, რომ ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტი ძალიან შერჩევითია სასამართლოში საქმეების გაგზავნის თვალსაზრისით და ამას სწორედ სიტყვის თავისუფლებისადმი და სამოქალაქო საზოგადოების სიჯანსაღისადმი მგრძნობელობით აკეთებს. ამასთან ერთად, ამ უფლებების დაცვაზე დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემაც ზრუნავს, არა? დიახ, სწორედ ასეა. ამერიკის ხმა
  14. ენათმეცნიერი, აკადემიკოსი მზექალა შანიძე „ნეტგაზეთთან” ამბობს, რომ კანონი, რომლის მიღებასაც ხელისუფლება გეგმავს და რომელიც საქართველოს მოქალაქეებს „უცხო ქვეყნის გავლენის აგენტებად“ გამოაცხადებს, ხელს შეუშლის მეცნიერების განვითარებას. „საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა მიერ ინიციირებული კანონპროექტი უცხოური გავლენის აგენტების შესახებ ყოველმხრივ საზიანოა ჩვენი ქვეყნისათვის. ამ დღეებში ბევრი გამოვიდა, ვინც სერიოზულად ფიქრობს საქართველოს წინსვლასა და კეთილდღეობაზე, და ღიად გამოთქვა თავისი უარყოფითი აზრი ამ კანონპროექტზე. მეც მიმაჩნია, რომ ეს ანტისაზოგადოებრივი კანონპროექტი, თუ ის კანონად იქცევა, დიდ ზიანს მოუტანს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს. ამგვარი კანონები ავტორიტარული რეჟიმებისათვის არის დამახასიათებელი, რასაც რუსეთის მაგალითზე ვხედავთ,“ – უთხრა მზექალა შანიძემ „ნეტგაზეთს“. აკადემიკოსის თქმით, მრავალ სხვა უარყოფით შედეგთან ერთად ეს კანონი ხელს შეუშლის ჩვენში მეცნიერების განვითარებას. მე იურისტი არა ვარ და ამიტომ გამიჭირდება ე. წ. აგენტების კანონის კონსტიტუციური და იურიდიული თვალსაზრისით განხილვა, მაგრამ აშკარად ვხედავ, რომ იგი დემოკრატიის ყველა ძირითად პრინციპს ეწინააღმდეგება,“ – აცხადებს “ნეტგაზეთთან” მზექალა შანიძე. საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, წლების შემდეგ კი სრულად აკრძალეს. „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც. ამჟამად საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს “ხალხის ძალიდან” „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ორი კანონპროექტი აქვთ ინიციირებული: 1. როგორც თავად ამბობენ, აშშ-ში მოქმედი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ [FARA] “უფრო შერბილებულ” ვერსია და 2. “ალტერნატივის სახით ამერიკული კანონის ანალოგი”. საქართველოში მსგავსი კანონის მიღებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მისი არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო. ევროკავშირის საგარეო სამსახური „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ნეტგაზეთი
  15. რუსული ძალების მიერ, ამ დროისთვის, სულ მცირე 13 000 უკრაინელი ბავშვის რუსეთში დეპორტაცია მოხდა. ამის შესახებ ბრიტანულ მედიასთან საუბრისას უკრაინელმა დეპუტატმა ივანა კლიმპუშ-ცინცაძემ განაცხადა. „ეს არის გენოციდის ნაწილი, რომელსაც რუსები უკრაინელი ერის წინააღმდეგ ახორციელებენ“, - განაცხადა კლიმპუშ-ცინცაძემ. უკრაინელი დეპუტატის თქმით, ზოგიერთი უკრაინელი ბავშვი ერთი კვირით ე.წ საზაფხულო ბანაკებში ან საარდადეგო ბანაკებში წაიყვანეს, შემდეგ კი აღარ დაბრუნებულან. ამასთან, კლიმპუშ-ცინცაძის განცხადებითვე, ზოგიერთი უკრაინელი ბავშვი გასაშვილებლად უკვე გადასცეს რუსულ ოჯახებს, „თითქოს უკრაინაში საკუთარი ოჯახები არ ჰყავდათ“. ცნობისთვის, ბრიტანული გამოცემა The Sunday Times-ის ცნობით, უკრაინელ ბავშვებს განუცხადეს, რომ ისინი სასკოლო ექსკურსიაზე მიჰყავდათ, მაგრამ ბევრი მათგანი უკან აღარ დაბრუნებულა. იპნ
  16. მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების და საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნების საფუძველზე, პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ფაქტზე, ,,ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ სპეციალისტს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. ასევე აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდება წარედგინა სამ იურიდიულ პირს -“გრინსერვის +”-ს, "ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინს“ და ,,მშენექსპერტს“. გამოძიების ინფორმაციით, საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნების მიღებამ საქმეში უკვე არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთად ცალსახად დაადასტურა აღნიშნულ სისიხლის სამართლის საქმეზე უკვე დაკავებული ცხრა პირის ბრალეულობაც. "კერძოდ, ჩატარებული ექსპერტიზებით დადგინდა, რომ გაყალბებული პროექტი, რომელიც ,,გრინსერვის+“-ის დირექტორმა მერიის საქალაქო სამსახურში წარადგინა იყო უხარისხო, ვინაიდან მასში არ იყო დაცული ელექტროდანადგართა მოწყობის უსაფრთხოების წესები. ტუმბოების მოწყობის ინსტრუქციაში არ იყო მითითებული, რომ ტუმბოები უნდა დამონტაჟებულიყო დამცავი გათიშვის მოწყობილობის გამოყენებით, ასევე პროექტში არ იყო ასახული ელექტროტუმბოს დახურვის მეთოდი ისე, რომ ელექტროტუმბო ყოფილიყო მიუწვდომელი. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველი პროექტიც არ შეესაბამებოდა უსაფრთხოების ნორმებს, მასში ტუმბოები განთავსებული იყო შადრევნის აუზის გარეთ, ხოლო კორექტირებულ პროექტში ტუმბოები შეტანილია შადრევნის აუზში",- აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში. პროკურატურის ცნობით, ექსპერტიზამ ასევე დააგინა, რომ თუ სამუშაოები შესრულდებოდა თავდაპირველი პროექტით და ტუმბოს ძრავის მკვებავი კაბელები არ განთავსდებოდა შადრევნის აუზში, უშუალოდ ძრავების მკვებავი კაბელიდან ელექტროდენის გაჟონვა ვერ მოხდებოდა. ექსპერტიზებით ასევე დადასტურდა, რომ ,,გრინსერვის+“-მა ცენტრალურ შადრევანზე სამუშაოები უხარისხოდ შეასრულა, რაც არ შეესაბამებოდა ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის უსაფრთხოების მოთხოვნებს. "კერძოდ, შადრევნის შიდა აუზში მოწყობილი იყო 220 ვოლტ ძაბვაზე მომუშავე მართვის აპარატურა, საკაბელო ხაზები არ იყო მოწყობილი შესაბამისი დაცვის მქონე მილებში. ამასთან, არ იყო დამონტაჟებული რელე, რომელიც დენის გაჟონვის შემთხვევაში კვების წყაროს ავტომატურ გათიშვას უზრუნველყოფდა, ასევე არ იყო დამიწებული ტუმბოს დამცავი ხუფი (ცხაური)",- აღნიშნულია ინფორმაციაში. პროკურატურა აღნიშნავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით კიდევ ერთი დანაშაულებრივი ეპიზოდი დადგინდა. კერძოდ, 2021 წლის 22 ოქტომბერს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურსა და შპს ,,გრინსერვისი +“-ს შორის თბილისში, ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოების თაობაზე სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებელი ვალდებული იყო, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე წარედგინა ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული დასკვნა, ფაქტიურად მოწყობილი ელ.ქსელის საშემსრულებლო ნახაზი, დამიწების კონტურების გაზომვის და უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. სამუშაოების მიმდინარეობისას, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში ,,გრინსერვის+“-მა გაყალბებული პროექტის ცვლილებები წარადგინა, სადაც არ იყო დაცული ელექტროდანადგართა მოწყობის უსაფრთხოების წესები. აღნიშნულ ცვლილებებს თან არ ახლდა სავალდებულო ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადასტურდებოდა მათი შესაბამისობა ხელშეკრულების პირობებთან, მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან. მიუხედავად აღნიშნულისა, 2022 წლის 16 მარტს და 15 აგვისტოს, მერიის საქალაქო სამსახურის უფროსსა და შპს ,,გრინსერვის+“-ის დირექტორს შორის გაფორმდა შეთანხმებები და ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილებები, რომლითაც სავალდებულო ექსპერტიზის დასკვნის გარეშე უკვე დამტკიცებული პროექტი შეიცვალა. საბოლოოდ, შპს ,,გრინსერვის+“-მა ცენტრალურ შადრევანზე სამუშაოები უხარისხოდ შეასრულა, რაც არ შეესაბამებოდა ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის უსაფრთხოების მოთხოვნებს. მიუხედავად იმისა, რომ შპს ,,გრინსერვის+“-ს მერიის საქალაქო სამსახურისთვის არ ჰქონდა წარდგენილი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სავალდებულო დოკუმენტაცია, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გულგრილად მოეკიდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას და შესრულებული სამუშაოები აღნიშნული დოკუმენტების გარეშე მიიღო. 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკის ტერიტორიაზე მისულ მოზარდებს, თამაშის დროს შადრევნის აუზში ბურთი გადაუვარდათ. ბურთის ამოსატანად წყალში ჩასულმა ანდრია ლორთქიფანიძემ და ლაზარე ლობჟანიძემ დაზიანებული კაბელიდან წყალზე გადასული ელექტროდენისგან ელექტროტრავმა მიიღეს, რის შედეგადაც შეუძლოდ გახდნენ და აუზში წაიქცნენ. მეგობრების დასახმარებლად აუზში მარიტა მეფარიშვილი ჩავიდა, რომელმაც ასევე ელექტროტრავმა მიიღო, რის შედეგადაც შეუძლოდ გახდა. საბოლოოდ ბავშვები აუზიდან იქვე მყოფმა ვაკის პარკის მებაღემ დევი მეზურნიშვილმა ამოიყვანა, რის შემდეგაც ისინი სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. ელექტროტრავმის შედეგად მიღებული დაზიანებებით, მარიტა მეფარიშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ანდრია ლორთქიფანიძემ და ლაზარე ლობჟანიძემ კი, ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღეს. რაც შეეხება კიდევ ერთ დანაშაულებრივ ეპიზოდს, შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა ასევე, რომ 2020 წლის 18 მაისს, ქალაქ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურსა და შპს LMC -ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნებისა და კასკადის რეაბილიტაციის სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურეობის თაობაზე. პროექტის შედგენის შემდგომ, შპს LMC -მ სათანადო ექსპერტიზის დასკვნის გაცემის მიზნით, რაც ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოქმედი ტექნიკური რეგულირების დოკუმენტებთან შესაბამისობის დადგენას მოიცავდა, შპს ,,ექსპერტიზა, მშენებლობა დაზიანს“ მიმართა. 2020 წლის 15 სექტემბერს და 2021 წლის 2 ივნისს, შპს ,,ექსპერტიზა, მშენებლობა დაზიანის“ ინჟინერ-კონსტრუქტორმა დაამზადა ყალბი ინსპექტირების ანგარიში, რომლის თანახმად პროექტი თითქოს შესრულებული იყო სამშენებლო და უსაფრთხოების ნორმების დაცვით. მან ინსპექტირების ჩამტარებელ ექსპერტებად ანგარიშში მიუთითა ისეთი რვა პირი რომლებსაც შპს ,,ექსპერტიზა, მშენებლობა დიზაინში“ არასდროს უმუშავიათ, შესაბამისად არც ინსპექტირების ჩატარებაში მიუღიათ მონაწილეობა. რეალურად ხსენებულ დოკუმენტებზე 8 ექსპერტის ნაცვლად, ხელი მოაწერა შპს ,,ექსპერტიზა, მშენებლობა დაზიანის“ ინჟინერ-კონსტრუქტორმა და შპს LMC -ის წარმომადგენლებს გაყალბებული დასკვნები გადასცა. პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე, ბრალდებული 9 პირის, საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში მიმდინარეობს.
  17. „რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი აანალიზებს ამერიკულ კანონს უცხოური გავლენის შესახებ და ასევე განმარტავს, არის თუ არა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიციირებული კანონპროექტები ამერიკული კანონის მსგავსი და რა შემთხვევაში იმუშავებს ის ქართულ პრაქტიკაში. „ძალიან საინტერესო ფაქტებს მოვიყვან, რაც ამ რეესტრის დათვალირებისას ვნახე. რეესტში ამ ეტაპზე მხოლოდ 736 ორგანიზაციაა დარეგისტრირებული მათი უდიდესი უმეტესობა (ალბათ 90 პროცენტი) კომერციული ორგანიზაციები და ფირმებია. ასევე სხავდასხვა ქვეყნების საინფორმაციო სააგენტოები და ლობისტური ორგანიზაციები. სულ 1938 წლიდან მთელი ისტორიის მანძილზე დარეგისტრურებული იყო 6 ათასი ორგანიზაცია. პრაქტიკულად ვერ ნახავთ არასამთავრობო ორგანიზაციებს. საერთოდ ვერ ნახავთ ადგილობრივ მედია საშუალებებს. მიაქციეთ ყურადღება, აშშ საქართველოზე 100-ჯერ დიდი ქვეყანაა. 736 რომ ასზე გავყოთ მივიღებთ მხოლოდ 7-8 ორგანიზაციას! თანაც ძირითადად კომერციულ ფირმებს და არა სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს. მარტივი ანალოგიით, დაახლოებით ამდენივე ორანიზაცია (7) იქნება ჩვენ რეესტრში, თუ ამერიკულ კანონს მიიღებენ და მას ისევე აღასრულებენ, როგორც ეს ამერიკაში ხდება. ანუ, იმათ კი არ აიძულებენ დარეგისტრირებას, ვინც უცხოეთიდან შემოსულ გრანტებზე მუშაობს, არამედ ვინც უცხოური სახელმწიფოს ან ორგანიზაციის ინტერესს იცავს და ატარებს საქართველოში, ატარებს მათ პოლიტიკას, სრულად ფინანსდება მისგან. საქართველოს ორგანიზაციების ძირითადი ნაწილი კი გრანტებს მოიპოვებს ხან ერთი ხან მეორე დონორისგან ახდენს და არავითარი დონორის წარმომადგენელი არ არის. ასეთ მაგალითს ამერიკულ რეესტრში ვერ ნახავთ! განსაკუთრებით ახალგაზრდებს, ასევე იურიდიული განათლების პირებს მოვუწოდებ დაათვალიერონ და კარგად ჩაწვდნენ ამ ბმულზე მოცემულ რეესტრს და მაქსიმალურად გაუზიარონ მეგობრებს. თავადაც გამოიჩინონ სამოქალაქო აქტიურობა. არ დავუშვათ მანიპულაციებით საკანონმდებლო სივრცის მორგება მმართველი გუნდის და, შესაძლოა, მტრული სახელმწიფოს ინტერესებზე“, – წერს გოგოლაშვილი სოციალურ ქსელში.
  18. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მასწავლებლები რუსულ კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ უკიდურესად შეწუხებულნი არიან „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტებით, რომლებსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს. „მიგვაჩნია, რომ კანონპროექტი არ ემსახურება საქართველოს მოსახლეობის საჭიროებებს და ზიანს მოუტანს მის უდიდეს უმრავლესობას. რაც მთავარია, მისი განხილვაც კი, საფრთხეს უქმნის საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას.
  19. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, ოფიციალური ანკარა ბევრს მუშაობს გაერო-ს მიერ მხარდაჭერილი შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის გასაგრძელებლად. მედიის ცნობით, შეთანხმება გასული წლის ნოემბერში გაგრძელდა და მისი ვადა ამა წლის 18 მარტს იწურება. „ჩვენ ბევრს ვმუშაობთ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების შეუფერხებლად განხორციელებისთვის და შემდგომი გაგრძელებისთვის“, - აღნიშნა ჩავუშოღლუმ დოჰაში სიტყვით გამოსვლისას. ამასთან, თურქეთის საგარეო მინისტრმა განაცხადა, რომ მან გაერო-ს გენერალურ მდივანთან განიხილა შეთანხმების გაგრძელების მცდელობები. შეგახსენებთ, გასული წლის ივლისში გაეროსა და თურქეთის შუამავლობით შემუშავებულმა შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივამ უკრაინის სამი პორტიდან მარცვლეულის ექსპორტი დაუშვა. იპნ
  20. ზაფხულიდან ჰააგაში შეიქმნება საერთაშორისო ცენტრი, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის სამართლებრივ დევნას უზრუნველყოფს, – ამის შესახებ ლვოვში გამართული ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის შეხვედრაზე უკრაინის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა. მისი თქმით, ცენტრის მიზანი კრემლის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების გამოძიება და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემაა. როგორც უკრაინის გენერალური პროკურორი აცხადებს, უკრაინა აქტიურად თანამშრომლობს ევროკავშირთან და შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტთან დანაშაულების დროულად გამოძიებისათვის. ამავე თემაზე ისაუბრა უკრაინის პირველმა ლედიმაც. მან ლვოვში გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. ოლენა ზელენსკას თქმით, უკრაინის პროკურატურა ომის დროს ჩადენილ სექსუალური ძალადობის 171 შემთხვევას იძიებს. „ვერდიქტები რუსების მიერ ჩადენილი გაუპატიურებებისთვის საჭიროა, როგორც პრეცედენტი, რომ ყველა პოტენციურმა აგრესორმა, ნებისმიერმა კოლექტიურმა მოძალადემ მსოფლიოში იცოდეს, რომ ასეთი რამ დაუსჯელი არ დარჩება. ეს უნდა იყოს ასევე მაგალითი მათთვის, ვინც ჯერ კიდევ მიანიშნებს აგრესორთან დათმობაზე წასვლისკენ. ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ ჩვენი მიწა დამპყრობლებისგან და ეს არა მხოლოდ იმიტომ უნდა გავაკეთოთ, რათა გვსურს დავუბრუნდეთ საყოველთაოდ აღიარებულ საზღვრებში, არა, ეს არ არის ბრძოლა ტერიტორიებისთვის ან კვადრატული კილომეტრებისთვის, ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ მიწა, რადგან ოკუპირებულ ტერიტორიებზე სიტუაციას მართავენ მოძალადეები და მკვლელები. ვიდრე ისინი იქ რჩებიან, ძალადობა გრძელდება“, – განაცხადა უკრაინის პირველმა ლედიმ. ავტორი - ლევან ახალაია
  21. “არ მინდა მოსკოვი!” – ასე ეხმაურება მწერალი ალეკო შუღლაძე მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს. “ქართული ოცნება” აპირებს მიიღოს „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის ანალოგი, რაც როგორც ევროკავშირის არაერთი განცხადებიდან დასტურდება, წინააღმდეგობაში მოვა კანდიდატის სტატუსისთვის საჭირო 12-პუნქტიან პირობასთან ალეკო შუღლაძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: “დიდი ხანია ასეთ მდგომარეობაში არ ვყოფილვარ: ჩემი ქვეყნის, ჩემი სამშობლოს კურსი საერთოდ აცდენილია ჩემს სურვილებს. ასეთ წვალებას მხოლოდ კომუნისტური წყობილების დროს განვიცდიდი – ისინი აკეთებდნენ იმას, რაც უნდოდათ (და ასევე წინა ხელისუფლებას დაეწყო ეს კოშმარული სინდრომი და რის ვაი-ვაგლახით გადაილახა, მაგრამ თურმე სად ხარ). მე მინდა ევროპაც და მინდა აღმოსავლეთიც. ორივე მიყვარს. ხან ეს, ხან ის – მათი კულტურითა და გამოცდილებით მე ვივსები. ორივე პოლუსი მიყვარს, დიდი არჩევანის საშუალებას ვაძლევ მთავრობას… ასეთი ფართო მიმართულებები გვაქვს, ამათ კი მოსკოვში მივყავარ! არ მინდა მოსკოვი! დღეს არ მინდა! არ მინდა დღეს რუსეთი! მოწამლულია იქაურობა. არ მიყვარს ლავროვი! ბლიაძ! ინდოეთში ჩავიდა და იქაც დასცინეს და დაუსტვინეს. ვერაფერს ვაკეთებ. ამ წუთას სახელმწიფოს გარეშე ვარ. ვერაფერს ვირჩევ, დემოკრატიის გინებას დავიწყებ მალე! ჩემი მეგობრები, ბევრი მათგანი, მეც მათ შორის, უმუშევრები ვართ… თქვენც თქვით, გამოტყდით, რომ გაგიჭირდათ. მე ვხედავ ამას. ევროკავშირამდე შეიძლება ავტომობილმა გაგვიტანოს, წითლებზე გადი-გამოდიან, შეიძლება წამლის ფული არ გქონდეს და ინსულტმა სახე მოგიღრიცოს. და ამ დროს ბარნაულში მეპატიჟებიან ისე, რომ არც კი მეკითხებიან. არავინ ვარ. სად ვცხოვრობ, ვერ ვხვდები. გამოჭერილი ვარ, დამწყვდეული, შებორკილი. ნორმალურ სახელმწიფოს კურსი ასე რადიკალურად რატომ უნდა ეცვლებოდეს? ქვეყნის მოსახლეობის 60 პროცენტმა (პირობითად) რატომ უნდა დაისახოს მიზნად სიქთივკარში ცხოვრება (არც კი ვიცი, როგორ იწერება – სიკტივკარი…). უფაში რა უნდა ვაკეთოთ? თქვენ რანაირი ჩემი თანამემამულენი ხართ, როცა პერმი ედინბურგს და დუბლინს გირჩევნიათ? რატომ არ ვართ უფრო მეტნი ისინი, ვისაც ბერლინი გვირჩევნია ორიოლს. ვისაც მუშაობა გვინდა, დალაგებული ცხოვრება გვიყვარს და არა მღვრიე წყალში და სხვის ჯიბეებში ხელის ფათური და ბომჟობა და ყრილობები და 200 გრამ კარაქზე გაცვლილი თავისუფლება და დამპალი ჩებურეკები. გუდრონის დედა ვატირე! მოკლედ, როგორც ვხვდები, ჩემი სამშობლო მალე სურგუტი იქნება და მინდა, მანამდე მოვასწრო და ისტერიულად, თუ გნებავთ, ისტორიულადაც კი დავიწივლო: „ძირს ნახერხიანი და ნავთიანი სკოლები! ძირს 72%-იანი ქონის საპონი! ძირს დაჭრილი ფილმები! ძირს შავი პური, რომელშიც თაგუნა ვიპოვე! ძირს საბჭოთა ბატონჩიკი ნაყინი, გაყინული წყალი! ძირს ჯინსებზე და ჟუვაჩკაზე ნძრევა!”. საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი სრულად აკრძალეს. „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც. ამჟამად უმრავლესობის წევრებს „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ორი კანონპროექტი აქვს ინიციირებული: 1. როგორც თავად ამბობენ, აშშ-ში მოქმედი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ [FARA] “უფრო შერბილებულ” ვერსია და 2. “ალტერნატივის სახით ამერიკული კანონის ანალოგი”. საქართველოში მსგავსი კანონის მიღებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მისი არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო. ევროკავშირის საგარეო სამსახური „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ნეტგაზეთი
  22. კარდიოლოგიის, რითმოლოგიის და საქართველოს გულის რიტმის ასოციაციის გამგეობის წევრი, ექიმი გიორგი პაპიაშვილი ეხმაურება „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის ანალოგს, რომლის მიღებასაც საქართველოს პარლამენტი აპირებს. “მე ექიმი ვარ და თუ დღეს პაციენტების ნდობას ვიმსახურებ და შემიძლია მათ ხარისხიანი, დასავლური სტანდარტების მკურნალობა შევთავაზო, იმის დამსახურებაა, რომ თავის დროზე ჩემი პროფესიული განათლება ევროპაში ჯერ გულის მსოფლიო ფედერაციამ, ხოლო შემდეგ ევროპის გულის რიტმის ასოციაციამ დააფინანსა, რომ აღარაფერი ვთქვათ დღემდე უწყვეტად მიმდინარე უამრავ ტრენინგსა თუ საგანმანათლებლო აქტივობებზე ახალი მეთოდებისა და ტექნოლოგიების ასათვისებლად, და ჩემი მაგალითი მხოლოდ ზღვაში წვეთია. უამრავი ჩემი კოლეგის პროფესიული განათლება და განვითარება დაფინანსებულია სწორედ დასავლური ორგანიზაციებისა და დონორების მიერ. ეს ხალხი შემდეგ ბრუნდება აქ და იქ მიღებულ ცოდნას ჩვენს პაციენტებს ახმარს. არა მხოლოდ ჩემი დარგის, არამედ პრაქტიკულად ყველა სფეროს განვითარება დასავლურ ტექნოლოგიებს, ცოდნას და მათგან მიღებულ დახმარებას ეფუძნება და ჩვენი ხელისუფლება ისევ მათ აცხადებს მტრად და რუსეთში მიგვათრევს, რომლისგანაც ზიანის მეტი არაფერი გვახსოვს”, – აცხადებს ექიმი და იყენებს ჰეშთეგს – #არარუსულკანონს. საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი სრულად აკრძალეს. „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც.ამჟამად უმრავლესობის წევრებს „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ორი კანონპროექტი აქვს ინიციირებული: 1. როგორც თავად ამბობენ, აშშ-ში მოქმედი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ [FARA] “უფრო შერბილებულ” ვერსია და 2. “ალტერნატივის სახით ამერიკული კანონის ანალოგი”.საქართველოში მსგავსი კანონის მიღებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მისი არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო.ევროკავშირის საგარეო სამსახური „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ნეტგაზეთი
  23. საქართველოს ბანკებში რუსეთის მოქალაქეების დეპოზიტების მოცულობა 4-ჯერ გაიზარდა, ამის შესახებ IDFI-ს ანგარიშშია აღნიშნული. მათივე ცნობით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველოს კომერციულ ბანკებში ანგარიში გახსნა რუსეთის 109.9 ათასმა მოქალაქემ. ამასთან, 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, რუსეთის მოქალაქეების საქართველოს კომერციულ ბანკებში განთავსებული ჰქონდათ 2.87 მლრდ ლარის დეპოზიტები. ეს რიცხვი კი ომამდე პერიოდში 4-ჯერ ნაკლები იყო. ავტორი: თაია არდოტელი
  24. „ქართული ოცნება“ მზად არის, დაარღვიოს კონსტიტუცია და უხეში პროცედურული თაღლითობით, თავიდან აირიდოს ჩვენ მიერ რეგისტრირებული ალტერნატიული კანონის პროექტის განხილვა,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ საპარლამენტო გუნდმა და დამოუკიდებელმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ პარლამენტში, ბრიფინგზე განაცხადეს. „პარტია „საქართველოსთვის" წევრებმა, პარლამენტის დამოუკიდებელ წევრ თეონა აქუბარდიასთან ერთად, 2 მარტს, დავარეგისტრირეთ და ბიუროზე გავიტანეთ „ოცნების“ რუსული კანონპროექტების ალტერნატიული პროექტი „ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის გავლენების შემცირების შესახებ“. პირადად, მე გახლდით ბიუროზე. ეს ალტერნატიული კანონი ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ დევნას ყველა იმ პირის მიმართ, რომელიც წარმოადგენს ოკუპანტი ქვეყნის ძალას და რუსეთის ინტერესებით ცდილობს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული საგარეო პოლიტიკის მიზნების შეცვლას ან ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში ღიად/ფარულად ჩარევას. ეს არის ერთადერთი გამართლებული საკანონმდებლო პასუხი „რუსული მიზნების“ აგენტურულ კანონპროექტზე, რომლითაც ხელისუფლება საკანონმდებლო დივერსიას ამზადებს ქვეყნის ევროპული მომავლისთვის - სამიზნედ აქცევს არა ოკუპანტ ქვეყანას, არამედ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს და მეგობრებს", - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა. მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ მზად არის, დაარღვიოს კონსტიტუცია და უხეში პროცედურული თაღლითობით, თავიდან აირიდოს რეგისტრირებული ალტერნატიული კანონის პროექტის განხილვა. პარტიამ "საქართველოსთვის" წევრებმა და დამოუკიდებელმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ, დეპუტატების კონსტიტუციური უფლების დასაცავად, პარლამენტის თავმჯდომარეს და იურიდიულ საკითხთა კომიტეტს წერილით მიმართეს. „საქართველოს კონსტიტუციის 45.1 მუხლითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, ალტერნატიული კანონის პროექტი უნდა იქნას განხილული წამყვან კომიტეტზე (ამ შემთხვევაში იურიდიულ კომიტეტზე) ძირითად კანონის პროექტებთან ერთად და ეს უფლება - ვიმეორებ - გარანტირებულია კონსტიტუციით. პარლამენტის ბიუროსა და შესაბამისი კომიტეტის ვალდებულებაა, დაგეგმონ პროცედურები ამ უფლების უზრუნველსაყოფის შესაბამისად. როგორც ჩანს, ქართული ოცნება მზად არის, დაარღვიოს კონსტიტუცია და უხეში პროცედურული თაღლითობით, თავიდან აირიდოს ჩვენს მიერ რეგისტრირებული კანონის პროექტის განხილვა. ამას აკეთებენ მაშინ, როცა მათ კანონზე მსჯელობაც კი ევროინტეგრაციას ხელს უშლის და ამას გვეუბნება ის ხალხი, ვინც სტატუსზე გადაწყვეტილებას იღებს. ჭკუა რომ ჰქონდეთ, „ოცნება“ მხოლოდ ჩვენს კანონპროექტს უნდა განიხილავდეს. თუმცა, მათ არ უნდათ რომ საზოგადოებისთვის ნათლად გამოჩნდეს ის არჩევანი, რომელსაც ხელისუფლება აკეთებს ოკუპანტსა და ქვეყნის მეგობრებს შორის. ჩვენ, დღეს, წერილით მივმართეთ ბატონ პაპუაშვილს და ბატონ ოხანაშვილს ამ საკითხზე. ვიმედოვნებთ, რომ ისინი გადადგამენ საჭირო ნაბიჯებს ჩვენი კონსტიტუციური უფლების დასაცავად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს სარჩელით მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს, კონსტიტუციის დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა. იპნ
  25. გერმანული კონცერნი მზად არის, უკრაინის ტერიტორიაზე ტანკების ქარხანა ააშენოს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს. საუბარია გერმანულ მანქანათმშენებელ კონცერნ Rheinmetall-ზე. კონცერნის ხელმძღვანელის, არმინ პაპერგერის თქმით, კონცერნი მზადყოფნას გამოთქვამს, უკრაინაში ქარხანა ააშენოს, რომელიც წელიწადში 400 Panther-ის ტიპის საბრძოლო ტანკს გამოუშვებს. მისივე თქმით, ქარხნის მშენებლობა 200 მილიონი ევრო დაჯდება, ხოლო მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა ადვილადაა შესაძლებელი ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემებით. „დასავლელი მოკავშირეები უკრაინას საკმარისი რაოდენობით შეიარაღებას აწვდიან, რომ უკრაინამ თავდაცვა შეძლოს, მაგრამ ტერიტორიების სრულად დაბრუნებისთვის აუცილებელი ტექნიკა დღეს უკრაინას არ აქვს“, – ამბობს კონცერნ Rheinmetall-ის ხელმძღვანელი. მისივე მოსაზრებით, უკრაინას რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად რამდენიმე წელი დასჭირდება და აუცილებელია, სამხედრო ტექნიკის წარმოება უკრაინაში დაიწყოს. პაპერგერის თქმით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გამარჯვებისთვის 600-დან 800 ტანკამდე დასჭირდება. როგორც გერმანული კონცერნის ხელმძღვანელი აცხადებს, უკრაინის მთავრობასთან მოლაპარაკებები იმედის მომცემი იყო და უკრაინაში ტანკების ქარხნის მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილება უახლოეს 2 თვეში უნდა იყოს მიღებული. ავტორი - ლევან ახალაია
×
×
  • შექმენი...