უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა, რუსულმა ძალებმა ქვეყნის წინააღმდეგ კიდევ ერთი თავდასხმა განახორციელეს, ხმელნიცკსა და სხვა ოლქებში აფეთქებების ხმები ისმოდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ მოწინააღმდეგემ რაკეტები სტრატეგიული თვითმფრინავებიდან ისროლა.
"ყურადღება! რაკეტები (სავარაუდოდ X-101/X-555) მიემართებიან სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით. კურსი შეიძლება შეიცვალოს. საჰაერო განგაშის შემთხვევაში გაემართეთ თავშესაფრისკენ!" - ნათქვამია საჰაერო ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე ცნობით, ხერსონის ოლქთან რამდენიმე ფრთოსანი რაკეტა აღმოაჩინეს და ფრთოსანი რაკეტები მოძრაობენ კრივი-რიჰის მიმართულებითაც.
გაერო-მ რუსეთი, 2022 წელს უკრაინაში 136 ბავშვის მკვლელობისთვის, დამნაშავეთა გლობალურ სიაში შეიყვანა, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ნათქვამია გაერო-ს უშიშროების საბჭოს ანგარიშში, რომლის შინაარსი სააგენტოსთვის ცნობილი გახდა.
Reuters-ის ცნობით, ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსულმა ძალებმა და მათთან დაკავშირებულმა ჯგუფებმა „დაასახიჩრეს 518 ბავშვი და განახორციელეს 480 თავდასხმა უკრაინის სკოლებსა და საავადმყოფოებზე“. დოკუმენტის თანახმად, რუსეთის სამხედრო ძალებმა 91 ბავშვი ცოცხალ ფარად გამოიყენეს.
ანგარიშის ავტორია გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის სპეციალური წარმომადგენელი ბავშვთა და შეიარაღებული კონფლიქტების საკითხებში ვირჯინია გამბა. ის გასულ თვეში უკრაინასა და რუსეთს ეწვია.
ვირჯინია გამბა რუსეთში ბავშვთა უფლებების დამცველს, მარია ლვოვა-ბელოვას შეხვდა, რომლის მიმართაც ჰააგის სასამართლომ, უკრაინიდან ბავშვების უკანონო დეპორტაციის გამო, დაპატიმრების ორდერი გასცა.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის მთავრობის პორტალის, Children of War-ის ცნობით, უკრაინაში, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად, 2023 წლის ივნისის მონაცემებით 490 ბავშვი დაიღუპა და 1028 დაშავდა.
"კომპანია მზად არის, თანამშრომელთა პასუხისმგებლობის გათავისებისა და სრული კონსესუსის შემთხვევაში, ჭიათურის მაღაროები მაღაროელებს მართვაში გადასცეს," - აამის შესახებ ნათქვამია კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" მიერ გავრცელებულ საგანგებო განცხადებაში, სადაც აღნიშნულია, რომ კომპანიისთვის თანამშრომლების ჯანმრთელობის და უსაფრთხოება დაცვა მთავარი ღირებულებაა.
"ჯორჯიან მანგანეზის არაერთი მცდელობისა და შეთავაზების მიუხედავად, რომ დასაქმებულებსა და დამსაქმებელს შორის შეთანხმება შემდგარიყო, თანამშრომელთა ნაწილმა პროტესტის რადიკალურ ფორმას მიმართა.
კომპანიისთვის თანამშრომლების ჯანმრთელობის დაცვა და მათი უსაფრთხოება ჩვენი მთავარი ღირებულებაა. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანია ეხმაურება მიმდინარე აქციებზე არაერთგზის გაჟღერებულ მოთხოვნას, რომ ჭიათურის მაღაროები მაღაროელებს გადაეცეთ.
ჩვენი მიზანია, შექმნილი კრიზისული სიტუაცია დროულად მოგვარდეს, შეწყდეს პროტესტის რადიკალური ფორმა, თანამშრომლები სამუშაო პროცესს დაუბრუნდნენ, აღდგეს ქალაქის ყოველდღიური ცხოვრების რიტმი. ამისათვის კომპანია მზად არის, თანამშრომელთა პასუხისმგებლობის გათავისებისა და სრული კონსესუსის შემთხვევაში, ჭიათურის მაღაროები მაღაროელებს მართვაში გადასცეს," - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ტურისტული კომპანია OceanGate Expeditions-ის ცნობით, დაკარგული წყალქვეშა ნავის პილოტი და ოთხივე მგზავრი დაიღუპნენ. ინფორმაციას აშშ-ის სანაპირო დაცვაც ავრცელებს.
იქამდე ცნობილი გახდა, რომ მაშველებმა დაკარგული წყალქვეშა ნავის „ნამსხვრევების ველი“ აღმოაჩინეს.
ვინ იმყოფება წყალქვეშა ნავში
წყალქვეშა ნავში 5 ადამიანი იმყოფება. მიუხედავად იმისა, რომ ბორტზე მყოფთა ვინაობას ხელისუფლება არ აცხადებს, CNN-ის ინფორმაციით, დადასტურებულია, რომ წყალქვეშა ნავში ბრიტანელი ბიზნესმენი ჰამიშ ჰარდინგი, პაკისტანელი მილიარდერი შაჰზადა დავუდი, მისი ვაჟი სულაიმან დავუდი და ფრანგი მყვინთავი პოლ-ჰენრი ნარგეოლე იმყოფებიან.
წყალქვეშა მისიის გეგმაზე ინფორმაციის მქონე წყარო CNN-ს უდასტურებს, რომ მეხუთე ადამიანი, რომელიც წყალქვეშა ნავშია, ექსპედიციის ხელმძღვანელი Ocean Gate-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი – სტოკტონ რაშია.
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ნიკა გვარამიას წინააღმდეგ უსამართლობა გამოასწორა, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
“ეს გულწრფელად მისასალმებელი ამბავია. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ნიკა გვარამიას წინააღმდეგ უსამართლობა გამოასწორა, რომლის დაპატიმრებაც სამართლის დაცინვა იყო”, - წერს ლექსმანი.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია შეიწყალა. ნიკა გვარამია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გასული წლის 16 მაისს დააკავეს. მას სასჯელის სახით 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ქვეყნის ყველა ინსტანციის სასამართლომ ძალაში დატოვა.
შეგახსენებთ, გენერალურმა პროკურატურამ 2020 წლის 6 სექტემბერს, „რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას წაუყენა. ნიკა გვარამიას ბრალად ედებოდა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ნიკა გვარამიას ასევე ბრალი ედება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.
არ ვაპირებ, რომ რამე ახსნა-განმარტება გაგიზიაროთ - მინდა, მხოლოდ გაგახსენოთ, რომ პრეზიდენტის დისკრეციული უფლება არ ექვემდებარება ვინმეს ზეწოლას, რჩევას, რეკომენდაციას, თუ სხვა ტიპის მუქარას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რა დროსაც "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა.
"დღეს მოვაწერე ხელი ნიკოლოზ გვარამიას შეწყალების აქტს. ეს გადაწყვეტილება მივიღე იმის შემდეგ, რაც 19 ივნისს ამოიწურა ყველა სამართლებრივი საფეხური, როცა უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო განსახილველად სარჩელი. ამ გადაწყვეტილებაზე არ ვაპირებ, რომ რამე ახსნა-განმარტება გაგიზიაროთ, რამეთუ ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება, რომელსაც ვიყენებ დღეს.
მინდა მხოლოდ ის გაგახსენოთ, რაც ასევე ევროპარლამენტში ვთქვი, ბრიუსელში, რომ ასეთი გადაწყვეტილება, პრეზიდენტის დისკრეციული უფლება, არ ექვემდებარება ვინმეს ზეწოლას, რჩევას, რეკომენდაციას, თუ სხვა ტიპის მუქარას, რომ ამას "თუ არ იზამთ, ის მოხდება" და "იმას თუ არ იზამთ, ეს მოხდება". ეს არის პრეზიდენტის გადაწყვეტილება ", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია “მთავარის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეიწყალების აქტს ხელი მოაწერა. შესაბამისი განცხადება პრეზიდენტმა რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგზე გააკეთა.
პრეზიდენტის თქმით, ის არ აპირებს, გადაწყვეტილების თაობაზე ახსნა-განმარტების გაკეთებას, რადგან შეწყალება მისი დისკრეციული უფლებაა.
"დღეს მოვაწერე ხელი ნიკოლოზ გვარამიას შეწყალების აქტს. ეს გადაწყვეტილება მივიღე იმის შემდეგ, რაც 19 ივნისს ამოიწურა ყველა სამართლებრივი საფეხური, როცა უზენაესმა სასამარტლომ არ მიიღო განსახილველად სარჩელი. ამ გადაწყვეტილებაზე არ ვაპირებ, რომ რამე ახსნა-განამრტება გაგიზიაროთ, რამეთუ ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება, რომელსაც ვიყენებ დღეს.
მინდა მხოლოდ ის გაგახსენოთ, რაც ასევე ევროპარლამენტში ვთქვი, ბრიუსელში, რომ ასეთი გადაწყვეტილება, პრეზიდენტის დისკრეციული უფლება, არ ექვემდებარება ვინმეს ზეწოლას, რჩევას, რეკომენდაციას, თუ სხვა ტიპის მუქარას, რომ ამას თუ არ იზამთ ის მოხდება და იმას თუ არ იზამთ, ეს მოხდება. ეს არის პრეზიდენტის გადაწყვეტილება ", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, 19 ივნისს, „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას, ასევე, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის საქმეზე უზენაესმა სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
ქვეყნის უმაღლესი ინსტანციის სასამართლომ როგორც ბრალდების მხარის, ასევე დაცვის მხარის საკასაციო საჩივრები დაუშვებლად მიიჩნია. შესაბამისად, ნიკა გვარამიასთვის 3 წლითა და 6 თვის ვადით მისჯილი თავისუფლების აღკვეთა ძალაშია.
რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტით, შეზღუდვები, სხვა კომპანიებთან ერთად, გავრცელდება 2015 წელს ცხინვალში დაარსებულ „საერთაშორისო საანგარიშწორებო ბანკის“ (MRB Bank).
სანქციების განახლებულ პაკეტში, რომელიც რადიო თავისუფლებამ მოიპოვა, აღნიშნულია, რომ MRB ბანკმა ოფისები გახსნა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ხერსონსა და ზაპოროჟიეში, სადაც მომხმარებელს საბანკო მომსახურებას რუსეთის ცენტრალური ბანკის კონტროლქვეშ სთავაზობს. გარდა ამისა, პაკეტში წერია, რომ ბანკმა რეგიონში გახსნა ბანკომატები და ფილიალს ამუშავებს ლუგანსკშიც.
შედეგად, ევროკომისიამ მიიჩნია, რომ MRB ბანკის ფინანსური ქმედებები ძირს უთხრის და საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.
ოკუპირებულ ცხინვალში „საერთაშორისო საანგარიშწორებო ბანკის“ გახსნის შესახებ რადიო თავისუფლების პროგრამა ეხო კავკაზა 2015 წელს წერდა. მაშინ გახდა ცნობილი, რომ ე.წ. „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა“ რუბლის ზონაში გადადის და ცხინვალში მდებარე ბანკის მეშვეობით „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ მიღმა უნაღდო ანგარიშსწორების დაწყებას აპირებდა.
„საერთაშორისო საანგარიშწორებო ბანკმა“ ე.წ. "დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში" ფუნქციონირება 2018 წელს დაიწყო. მაშინ პოლიტოლოგები და ჟურნალისტები აცხადებდნენ, რომ რუსეთი ცხინვალის ბანკის მეშვეობით სანქციების გვერდის ავლით ახორციელებს ანგარიშსწორებას.
„საერთაშორისო საანგარიშწორებო ბანკზე“ "ვაშინგტონ პოსტი“ ჯერ კიდევ 2018 წელს წერდა, რომ ფინანსური მაქინაციების მეშვეობით მოსკოვი თავს არიდებს დასავლეთის მკაცრ სანქციებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
„ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, ფინანსური ნაკადები აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტულ ტერიტორიებზე მიემართება ცხინვალიდან, სტალინის ქუჩიდან, სადაც „საერთაშორისო საანგარიშწორებო ბანკის“ ოფისია განთავსებული. მისი მეშვეობით ცხინვალში რეგისტრირებულმა 146-მა შპს-მ ხელი შეუწყო რუსეთის ვაჭრობას ლუგანსკისა და დონეცკის სეპარატისტულ ჯგუფებთან.
ასევე ნახეთ
„ვაშინგტონ პოსტის“ გამოძიება: ცხინვალი, როგორც კრემლის ოფშორი
სანქციების მე-11 პაკეტზე ევროკავშირი 21 ივნისს შეთანხმდა - შეზღუდვები ჯამში 71 პირს შეეხება, მათ შორის იმათ, ვინც დაკავშირებული იყო უკრაინელი ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციასთან. შეზღუდვები ვრცელდება ასევე 33 კომპანიაზე.
გადაწყვეტილება ითვალისწინებს ბანკებისთვის იმავე სანქციების დაწესებას, რაც წარსულში გამოიყენა ევროკავშირმა, მათ შორის - აქტივების გაყინვა და ეკონომიკურ რესურსებსა და ფონდებზე ხელმისაწვდომობის აკრძალვა.
სანქციების განახლებული პაკეტის დამტკიცება ხვალ, 23 ივნისს, იგეგმება.
„ღირსეული შრომის პლატფორმა“, რომელიც დამოუკიდებელ პროფკავშირებს, ადამიანის უფლებების ორგანიზაციებსა და აქტივისტებს აერთიანებს, ეხმიანება მაღაროელთა გაფიცვას და ამბობს, რომ სახელმწიფოს უმოქმედობა მაღაროელთა გაწირვის ფორმას იღებს.
პლატფორმა მოუწოდებს:
საქართველოს მთავრობას:
გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, კომპანიასთან რეალური მოლაპარაკების ჩათვლით, რათა თავიდან იქნას აცილებული მოსალოდნელი ტრაგედია, რომელიც შესაძლოა პროტესტის უმწვავესი ფორმების გამოყენებას მოჰყვეს; იმოქმედოს დაუყოვნებლივ და ეფექტურად, რათა კომპანიამ შეასრულოს მაღაროელებთან კოლექტიური ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები, რომ დაკმაყოფილდეს ჭიათურელი მაღაროელების ბაზისური და სამართლიანი მოთხოვნები;
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს:
გაააქტიუროს და არსობრივად წარმართოს მედიაციის პროცესი; პროტესტის მიმდინარეობისას უზრუნველყოს მოშიმშილე და თვითდაზიანების რეჟიმში მყოფი მაღაროელების მუდმივი სამედიცინო კონტროლი შიმშილობისა და პროტესტის სხვა ფორმებით გამოწვეული თანხმლები გართულებების თავიდან აცილების მიზნით.
განცხადებას ხელს აწერენ:
„ღია საზოგადოების ფონდი“
„ერთობა 2013“
„სოციალურ მუშაკთა გაერთიანება“
„Სოციალური სამართლიანობის ცენტრი“
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“
„სოლიდარობის ქსელი“
„მეცნიერების, განათლების და კულტურის პროფკავშირი“
„გილდია“
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომაზე ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე ნათია თურნავა აირჩიეს.
როგორც თურნავამ სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მას მხარი საბჭოს 7 წერვიდან 5-მა დაუჭირა, ხოლო 2-მა თავი შეიკავა.
„დღეს ჩატარდა ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომა და ხმათა უმრავლესობით, საბჭომ მხარი დამიჭირა და ამირჩია პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე.
ძალიან დიდი მადლობა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს, მიუხედავად იმისა, დამიჭირა თუ არა რომელიმე მათგანმა მხარი, თუ თავი შეიკავა. 7 წევრიდან 5-მა მხარი დამიჭირა და 2-მა თავი შეიკავა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ყველას გვაერთიანებს ეროვნული ბანკის მიმართ ერთგულება, გვაერთიენბს საერთო მიზანი - ვემსახუროთ ქვეყნის ფინანსურს სტაბილურობას. ჩვენი გუნდი, ამ მიმართულებით კვლავინდებურად გააგრძელებს მუშაობას ეროვნულ ბანკში“, - განაცხადა თურნავამ.
ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის ოლივერ ვარჰეის განცხადებით, საქართველომ დეოლიგარქიზაციის ნაწილში შეზღუდულ პროგრესს მიაღწია, მედია პლურალიზმის მიმართულებით კი საერთოდ ვერ მიაღწია პროგრესს.
ამის შესახებ ვარჰეიმ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, სადაც წარადგინა ზეპირი ანგარიში იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ასრულებენ საქართველო უკრაინა და მოლდოვა მათთვის მიცემულ რეკომენდაციებს.
„დეოლიგარქიზაციის მიმართულებით საქართველომ მიაღწია შეზღუდულ პროგრესს. ამ მიმართულებით ვენეციის კომისიამ თავის უკანასკნელ რეკომენდაციაში, რომელიც ივნისში გამოქვეყნდა, კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კანონპროექტი არ უნდა იქნას მიღებული არსებული ფორმით და აქედან გამომდინარე, მე მივესალმები გუშინ და გუშინწინ მმართველი პარტიის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ეს კანონპროექტი არ იქნება მიღებული. ახლა საქართველო უნდა კონცენტრირდეს კანონის მიღებაზე, რომელიც ჩამოაყალიბებს სისტემურ მიდგომას, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, მათ შორის, კონკურენციის პოლიტიკისა და პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წესების გაძლიერების მიმართულებით.
რაც შეეხება მედია პლურალიზმისა და მედია მფლობელების წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურების სტანდარტებს, საქართველომ ვერ მიაღწია ვერანაირ პროგრეს. იმისთვის, რომ ეს პუნქტი შეასრულოს, საქართველომ მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილები უნდა შეიტანოს ევროპული საბჭოს მოსაზრების შესაბამისად და უნდა უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხოება, ამასთან უნდა გაზარდოს როგორც ჟურნალისტების, ასევე, მედია ორგანიზაციების მფლობელების დაცულობა და თავისუფლება“,- განაცხადა ვარჰეიმ.
საქართველომ სასამართლო რეფორმა უნდა წარუდგინოს ვენეციის კომისიას მეორე დასკვნისთვის, რათა მიიღოს უფრო ფართო რეფორმა სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით და საბოლოოდ დანიშნოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დარჩენილი არამოსამართლე წევრები, - ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა.
მისივე განცხადებით, საქართველოს მთავრობამ ასევე უნდა უზრუნველყოს ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებელი ფუნქციონირება და უნდა განაახლოს კონსტრუქციული დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასთან.
„ასევ, უნდა ვისაუბროთ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე, ამ პუნქტის სრულად შესასრულებლად, ქართლმა მხარემ უნდა უზრუნველყოს, რომ ანტიკორუფციული ბიურო მუშაობდეს დამოუკიდებლად და რომ ვენეციის კომისიასთან მიმდინარეობს კონსულტაციები კანონპროექტთან დაკავშირებით. ჩვენ, ასევე, ვთხოვთ საქართველოს, გადაეხედოს თავის გადაწყვეტილებას, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელიდან გასვლასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას, საქართველომ წინ წაწია თავისი თანამშრომლობა ევროპოლთან და წევრ ქვეყნებთან. ახლა საქართველომ უნდა დააკმაყოფილოს ევროკომისიის სახელმძღვანელოს ყველა რეკომენდაცია.
რაც შეეხება მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვას, საქართველომ უნდა უზრუნველყოს, რომ ადამიანის უფლებების სტრატეგიის სამოქმედო გეგმა მომზადებულია ინკლუზიური გზით და უნდა უზრუნველყოს LGBTQI ჯგუფის წევრების შეკრებისა და დაცვის უფლება.
ასევე, რაც შეეხება სამოქალაქო ორგანიზაციების მონაწილეობის უზრუნველყოფას გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საქართველომ უნდა განაახლოს კონსტრუქციული დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასთან და დანერგოს რეგულარული და გამჭვირვალე კონსულტაციები“,- განაცხადა ვარჰეიმ.
„ტიტანიკის“ დასათვალიერებლად ჩასულ წყალქვეშა ნავზე – TITAN, რომელიც დაიკარგა, ჟანგბადის რაოდენობა კრიტიკულად მცირეა ბორტზე მყოფი ხუთი ადამიანისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
„ტიტანიკის“ შესასწავლად ეს ამ ხომალდის პირველი წყალქვეშა მოგზაურობა არ არის და ამგვარ ექსპედიციას ნავი დაახლოებით 96 საათისთვის სამყოფი ჟანგბადით იწყებს.
წყალქვეშა აპარატი, რომელსაც Ocean Gate-ის ექსპედიცია მართავდა, ჩაძირული „ტიტანიკის“ მიმართულებით 18 ივლისს, კვირა დილას დაიძრა. დამხმარე გემთან – Polar Prince – კონტაქტი, რომელსაც ხომალდი ჩრდილო ატლანტიკის მიმართულებით გადაჰყავდა, მან ექსპედიციის დაწყებიდან 1 საათსა და 45 წუთში დაკარგა.
სამძებრო სამუშაოები ამავე დღეს დაიწყო. არ არის ცნობილი, რა დაემართა წყალქვეშა ნავს და როგორ დაკარგა კონტაქტი. ასევე უცნობია, გაუჩინარების მომენტში რამდენად ახლოს იყო წყალქვეშა ნავი „ტიტანიკთან“. გემი Polar Prince ძებნის დასრულებამდე ოკეანეში რჩება.
წყალქვეშა ნავში 5 ადამიანი იმყოფება. მიუხედავად იმისა, რომ ბორტზე მყოფთა ვინაობას ხელისუფლება არ აცხადებს, CNN-ის ინფორმაციით, დადასტურებულია, რომ წყალქვეშა ნავში ბრიტანელი ბიზნესმენი ჰამიშ ჰარდინგი, პაკისტანელი მილიარდერი შაჰზადა დავუდი, მისი ვაჟი სულაიმან დავუდი და ფრანგი მყვინთავი პოლ-ჰენრი ნარგეოლე იმყოფებიან.
წყალქვეშა მისიის გეგმაზე ინფორმაციის მქონე წყარო CNN-ს უდასტურებს, რომ მეხუთე ადამიანი, რომელიც წყალქვეშა ნავშია, ექსპედიციის ხელმძღვანელი Ocean Gate-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი – სტოკტონ რაშია.
სამშაბათს და ოთხშაბათს დილით კანადურმა საჰაერო მოწყობილობებმა სამძებრო სამუშაოების დროს წყლიდან დარტყმის ხმები დააფიქსირა. დისტანციურად მართვადი მანქანები გადაიტანეს იქ, საიდანაც ხმები გავრცელდა, თუმცა აშშ-ს სახმელეთო დაცვის კაპიტნის, ჯეიმი ფრედერიკის განცხადებით, გაურკვეველია, იყო თუ არა ეს ხმები დაკარგული წყალქვეშა ნავიდან. ძებნამ შედეგი ვერ გამოიღო.
ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ ბორტზე მყოფ ხუთ ადამიანს საკვებისა და წყლის შეზღუდული რაოდენობა აქვთ. ყოფილმა საზღვაო კაპიტანმა დევიდ მარკეტმა CNN-ს განუცხადა, რომ ამ სიღრმეზე წყალი თითქმის გაყინულია და სიტუაცია რთულია.
„წყალქვეშა ნავის ნაწილები შიგნიდან იყინება. ექსპედიციის მონაწილეები ერთმანეთზე იქნებიან მიკრული ტემპერატურის შესანარჩუნებლად. მათ ძალიან ცოტა ჟანგბადი აქვთ“, – თქვა მან.
საზღვაო ტექნოლოგიების საზოგადოების წარმომადგენელმა, უილ კონენმა CNN-თან თქვა, რომ მსოფლიოში სულ 10 წყალქვეშა ნავია, რომლებსაც 12 000 ფუტის სიღრმეზე ჩასვა შეუძლიათ და, Ocean Gate-ის გარდა, ყველა მათგანი სერტიფიცირებულია. შესაბამისად, Ocean Gate-ის ექსპედიციამ ნორმები დაარღვია.
CNN-ის ცნობით, სასამართლოს ჩანაწერებმა აჩვენა, რომ Ocean Gate-ს წლების წინაც ჰქონდა გემის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები და უწევდა ექსპედიციების გაუქმება ან გადადება.
გერმანიის ბრემენის უნივერსიტეტის საზღვაო გარემოს ტექნოლოგიისა და ზღვის სიღრმის ინჟინერიის პროფესორმა, რალფ ბახმაიერმა CBS News-ს განუცხადა, რომ არსებობს ორი ძირითადი გზა, რომლითაც წყალქვეშა ნავის გადარჩენაა შესაძლებელი, თუ ის უბრალოდ ზღვის ფსკერზეა. შესაძლოა, TITAN გაჭედილიც იყოს, რაც საქმეს ბევრად უფრო გაართულებს.
„ტიტანიკის“ ექსპერტი ტიმ მატლინი გადარჩენის ოპერაციას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს და Reuters-თან ამბობს, რომ არ არსებობს საშუალება, რომელიც წყალქვეშა ნავს მისწვდება, რადგან ის ძალიან მძიმე იქნება ამოსაწევად.
პროფესორი ბახმაიერის აზრით კი, სხვა შესაძლებლობას მოტივტივე მოწყობილობა წარმოადგენს, რაც შეიძლება იყოს ე.წ. ასაწევი ტომარა, რომელიც შესაძლოა შეცურდეს წყალქვეშა ნავის ქვეშ და დაეხმაროს მას ზედაპირზე ამოსვლაში.
თუმცა, ასევე ამბობს, რომ TITAN შესაძლოა მოექცეს „ტიტანიკის“ ნაწილების ველში და ამ ტიპის ოპერაციას დასჭირდეს დისტანციურად ოპერირებული მანქანები.
ინგლისის საუთჰემპტონის უნივერსიტეტის საზღვაო ავტონომიის პროფესორმა, ბლერ თორნტონმა განაცხადა, რომ თანამედროვე დისტანციურად ოპერირებულ მანქანებს „როგორც წესი, აქვთ მაღალი გარჩევადობის კამერები, განათებები და ის ფიზიკურად იქნება დაკავშირებული გემთან. მათ ძალიან გამოცდილი პილოტები მართავენ“.
სამაშველო ოპერაცია „ტიტანიკის“ ჩაძირვის ადგილის მიმდებარე სიღრმეზე, თორნტონის თქმით, სავარაუდოდ, მოიცავს კაბელის მიმაგრებას დაზიანებულ ხომალდზე დისტანციურად ოპერირებული მანქანებით, და შემდეგ ნელ-ნელა ზედაპირზე ამოქაჩვას.
თუმცა თორნტონი ასევე საუბრობს, რომ ეს კონკრეტული სცენარი უჩვეულო ამოცანა იქნება ხელმისაწვდომი დისტანციურად ოპერირებული მანქანებისთვის და, სავარაუდოდ, მათ ხელახალ ადაპტირებას მოითხოვს.
ექსპერტ ტიმ მატლინის განცხადებით, „ტიტანიკი“ ორ ნახევარი მილის სიღრმეზეა.
„იქ უკუნეთი სიბნელე და ყინვაა. საკუთარი სახის წინ საკუთარი ხელიც დანახვაც კი შეუძლებელია. ერთადერთი, რითაც შეგიძლიათ გაიგოთ, სად ხართ, არის სონარია (ხმით ნავიგაცია). ყველა რადარი არ მუშაობს. ეს მთვარისკენ რაიმეს სროლას ჰგავს. ამიტომ ვღელავ იმ ადამიანების სიცოცხლის გამო, რომლებიც ხომალდზე იმყოფებიან“, – ამბობს ის. ამის შესახებ ექსპერტმა CNN-თან ისაუბრა.
ეროვნული მუზეუმის ამჟამინდელი დირექტორი თანამდებობაზე კიდევ 4 წლის ვადით დარჩება.
ამას მოწმობს კულტურის სამინისტროს მიერ გაცემული ბრძანება, რომელიც ტელეკომპანია „ფორმულამ“ დღეს, 22 ივნისს გაასაჯაროვა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ 1 თვის განმავლობაში ლორთქიფანიძემ კულტურის სამინისტროს უნდა წარუდგინოს სამოქმედო გეგმა.
ნეტგაზეთთან კომენტარში დავით ლორთქიფანიძემ დაადასტურა ეს გადაწყვეტილება და განმარტა, რომ ბრძანებას 21 ივნისს მოეწერა ხელი.
სხვა კითხვებზე, მაგალითად, იმაზე, გაგრძელდება თუ არა რეორგანიზაცია ეროვნულ მუზეუმში, ლორთქიფანიძე გვპასუხობს, რომ გეგმის წარსადგენად მას 1 თვე აქვს და ამჟამად სამომავლო გეგმებზე საუბარი არასერიოზულია.
„ჯერჯერობით არასერიოზული იქნება, რომ გითხრათ, რას ვაპირებ, დეტალები. ზოგადად, შემიძლია გითხრათ, რომ ყოველთვის ჩემი გეგმა იყო განვითარებაზე და ასეც იქნება. სახელმწიფოს ხედვა უნდა იყოს… სახელმწიფოს უნდა მიყვებოდე და ჩვენც ასე გავაკეთებთ. უმაღლესი სტანდარტის სამეცნიერო დაწესებულება უნდა იყოს, რომელსაც აქვს საზოგადოებრივი ნდობის მაღალი ხარისხი და ეს არის ჩვენი ამოცანა“, – გვითხრა ლორთქიფანიძემ.
კითხვაზე, ხომ არ გეგმავს გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში დაბრუნებას, ლორთქიფანიძე ამბობს:
თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ, კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებიდან, მათ შორის, ეროვნული მუზეუმიდან ათეულობით თანამშრომელი გაუშვეს — კურატორები, მკვლევრები, საზოგადოებასთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი პირები.
ამასთანავე, წულუკიანმა დანიშვნის შემდეგ ბრალდებები წაუყენა ეროვნულ მუზეუმს სხვადასხვა საკითხზეც, მათ შორის, ექსპონატების დაკარგვასთან დაკავშირებითაც. ამის მაგალითი იყო 2022 წლის თებერვლის პრესკონფერენცია, რომლის დროსაც დავით ლორთქიფანიძეს კითხვებს უსვამდა ხელოვნების მუზეუმის დირექტორად დანიშნული ნიკა ახალბედაშვილი. ის ასევე აკისრებდა პასუხისმგებლობას ლორთქიფანიძეს მუზეუმიდან გასულ და უკან არდაბრუნებულ რიგ ექსპონატებზე.
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთი სავარაუდოდ ემზადება ტერორისტული თავდასხმისთვის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, რამაც შეიძლება, რადიაციის გავრცელება გამოიწვიოს.
„ჩვენ ახლახან მივიღეთ ანგარიში ჩვენი დაზვერვისა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისგან. დაზვერვამ მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთი განიხილავს ტერორისტული თავდასხმის სცენარს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე. მათ ამისთვის ყველაფერი მოამზადეს“, — განაცხადა ზელენსკიმ 22 ივნისს, საგანგებო ვიდეომიმართვისას.
უკრაინის პრეზიდენტმა შეახსენა, რომ რადიაცია არ იცნობს სახელმწიფო საზღვრებს და რომ „ვის დაარტყამს, მხოლოდ ქარის მიმართულება განსაზღვრავს“.
ზელენსკიმ დასძინა, რომ უკრაინა ყველა არსებულ ინფორმაციას და ყველა მტკიცებულებას გადასცემს პარტნიორებს ევროპაში, ამერიკაში, ჩინეთში, ბრაზილიაში, ინდოეთში, არაბულ სამყაროსა და აფრიკაში.
„ამჯერად არ უნდა მოხდეს იგივე, რაც კახოვკას შემთხვევაში — მსოფლიო გაფრთხილებულია, რაც ნიშნავს, რომ მსოფლიოს შეუძლია და უნდა იმოქმედოს“, — თქვა ზელენსკიმ.
2023 წლის 6 ივნისს, გამთენიისას, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა „ნოვა კახოვკის“ კაშხალი ააფეთქეს.
ოფიციალურად 45 ადამიანი დაიღუპა რუსების მიერ აფეთქებული კაშხლის ჩამონგრევის შედეგად წარმოქმნილი წყალდიდობისას. ათიათასობით ადამიანს შეუწყდა სუფთა წყლის მიწოდება, დაინგრა სოფლები და დაიტბორა სასოფლო-სამეურნეო მიწები.
„ზემო ლარსზე [რუსეთ-საქართველოს საზღვარზე] მიმდინარეობს ეკონომიკური ბლოკადის გარღვევა“, – განაცხადა რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან დავიდოვმა.
„ახლა ზემო ლარსზე მიმდინარეობს ჩვენთვის ევროპის ქვეყნების მიერ მოწყობილი ეკონომიკური ბლოკადის გარღვევა. „ჩრდილოეთი-სამხრეთის“ კორიდორით 15 მილიონი ტონა ტვირთის გატარება შეგვიძლია“, – ციტირებს მას „რია ნოვოსტი“.
მისი განცხადებით, წინა, 2022 წლის 5,5 თვის განმავლობაში [რომელი თვეების, დავიდოვს არ დაუზუსტებია], ჩრდილოკავკასიის საბაჟო სამმართველოში უწყებამ ორივე მხარეს მიმავალი 5,6 მილიონი ტონა ტვირთი დაამუშავა, ხოლო 2023 წლის იმავე პერიოდში – 7,8 მილიონი ტონა.
დავიდოვის ვარაუდით, 2023 წელს ამ საბაჟო პუნქტზე ტვირთის ბრუნვა 15 მილიონ ტონას გადააჭარბებს. „მხოლოდ ზემო ლარსზე ტვირთბრუნვის 20 პროცენტზე მეტი ზრდა გვაქვს“, — აღნიშნა მან.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ვაჭრობა საქართველოსა და რუსეთს შორის მკვეთრად გაიზარდა. აშშ-ის სახდეპის სანქციების კოორდინატორის, ჯიმ ო’ბრაიენის თქმით, საქართველო ერთ-ერთია იმ სახელმწიფოთა შორის, ვინც რუსეთისთვის დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლის პრობლემას იწვევს.
სანქციების მეთერთმეტე პაკეტის საფუძველია მესამე ქვეყნების მეშვეობით შეზღუდვების გვერდის ავლის თავიდან აცილების ღონისძიებების ერთობლიობა, რომელიც შემოთავაზებული იყო გერმანიის ვიცე-კანცლერის, ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის მინისტრის რობერტ ჰაბეკის მიერ. ამის შესახებ ნათქვამია გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ამ პაკეტის მეშვეობით ევროკავშირი ზრდის სანქციების გვერდის ავლის წინააღმდეგ მდგრადი მოქმედების ინსტრუმენტთა პაკეტს“, - ნათქვამია განცხადებაში.
მასში მოყვანილია ჰაბეკის სიტყვები, რომ შეზღუდვების თავიდან აცილება "მიუღებელია". "ამას მტკიცედ უნდა ვებრძოლოთ. ამიტომ, თებერვალში წარვადგინე წინადადებები, რომლებიც ითვალისწინებს დღეს მიღებული მე-11 პაკეტის ძირითად საკითხებს", - ამბობს მინისტრი.
გეგმაში, რომელიც შემდეგ ევროკავშირს გაეგზავნა განსახილველად, ჰაბეკმა შესთავაზა 10 პუნქტი, რომელიც შეიცავს წინადადებებს სანქციების რეჟიმის გვერდის ავლის სფეროში ზომების გამკაცრების შესახებ.
„მე-11 პაკეტის ბირთვი არის ზომების ერთობლიობა მესამე ქვეყნების მეშვეობით სანქციების გვერდის ავლის თავიდან ასაცილებლად. გათვალისწინებულია, რომ ჩვენ კიდევ უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლებთ მათთან და ერთად ვიმოქმედებთ თავიდან აცილების წინააღმდეგ საბრძოლველად“, - ნათქვამია გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში. უფრო მეტიც, მათი ცნობით, ახლა „შესაძლებელი იქნება ზომების შემოღება მესამე ქვეყნების ცალკეული კომპანიების მიმართ, ასევე საექსპორტო შეზღუდვები თავად მესამე ქვეყნების მიმართ. “, - აცხადებენ გერმანულ უწყებაში.
პირველ რიგში, ევროკავშირი აპირებს დაეყრდნოს დიპლომატიურ ძალისხმევას და თანამშრომლობას მესამე ქვეყნებთან სანქციების თავიდან აცილების საკითხში. თუ ის ხელშესახებ შედეგებამდე არ მიგვიყვანს, მოსალოდნელია შეზღუდვების დაწესება ცალკეული კომპანიების მიმართ. ისინი ვეღარ იქნებიან ევროკავშირიდან საექსპორტო პროდუქციის მიმღებები. მომავალში, გარკვეული საქონლის მიწოდების შეზღუდვამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მთელ სახელმწიფოებზე.
რუსეთის ფედერაციის გავლით ტრანზიტის შეზღუდვა
გარდა ამისა, კიდევ უფრო შეიზღუდება კრიტიკული საქონლის ტრანზიტი რუსეთის გავლით მესამე ქვეყნებში. ამიერიდან ტრანზიტის აკრძალვა გავრცელდება არა მხოლოდ ორმაგი დანიშნულების საქონელზე, არამედ ე.წ. მაღალტექნოლოგიურ საქონელზე. მათ შეუძლიათ წვლილი შეიტანონ რუსეთის სამხედრო და ტექნოლოგიურ გაძლიერებაში. „რუსეთის გავლით ტრანზიტი განსაკუთრებულ რისკებს შეიცავს, ამიტომ ტრანზიტის აკრძალვა აუცილებელი ღონისძიებაა“, - ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, დეპარტამენტის ცნობით, მე-11 პაკეტი ითვალისწინებს ყველას ე.წ. პასუხისმგებლობის შემოღებას რუსეთში აკრძალული პროდუქტების მიწოდების საკითხში. ეს ნიშნავს, რომ თითოეული პირი ვალდებული იქნება, შესაბამისი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში აცნობოს კომპეტენტურ ორგანოებს სანქციების დარღვევის შესახებ.
გერმანიისა და პოლონეთისთვის გამონაკლისი აღარ იქნება
ახალი სანქციების პაკეტი წყვეტს გერმანიისა და პოლონეთის გამონაკლისებს „დრუჟბას“ მილსადენით რუსული ნავთობის მიწოდების საკითხში. "სანქციების მე-11 პაკეტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ეხება ნავთობის იმპორტის აკრძალვას. გამონაკლისი აღარ მოქმედებს რუსული მილსადენით ნავთობის შემდგომ მიღებას პოლონეთსა და გერმანიაში", - ნათქვამია გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში. „ამგვარად, ის, რაც გერმანიაში წლის დასაწყისიდან განხორციელდა, ახლა იურიდიულად კონსოლიდირებულია“, - აცხადებენ უწყებაში. მათივე ცნობით, წელს გერმანიაში რუსული ნავთობის იმპორტი აღარ ხდება, მათ შორის, მილსადენით.
სანქციების ახალი მე-11 პაკეტი
რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიან შეჭრასთან დაკავშირებით, ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტი შეათანხმეს.
პაკეტი მოიცავს რუსეთის წინააღმდეგ ადრე შემოღებული შეზღუდვების თავიდან არიდების ზომებს და, ასევე, ახალი პირების და ორგანიზაციების დამატებას სასანქციო სიაში.
შეთანხმება გულისხმობს 71 პირისა და 30 ორგანიზაციის შავ სიაში დამატებას. მათ შორის არიან ისინი, ვისაც უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციაში მონაწილეობა აქვთ მიღებული.
გარდა ამისა, აიკრძალა რუსეთში რეგისტრირებული ავტოფურგონების მიერ ევროკავშირის საზღვრის გადაკვეთა და ასევე ნავთობის ტრანსპორტირება „დრუჟბა“-ს მილსადენის ერთ-ერთ ტოტზე.
ევროკავშირი ასევე შეშფოთებულია თავისი პროდუქციის მკვეთრი ზრდით რუსეთთან არსებულ პერიფერიებზე: სომხეთი, უზბეკეთი და ყაზახეთი, რომელიც შემდგომ კრემლის ხელში ხვდება.
ახალი სანქციები გააძლიერებენ საექსპორტო კონტროლს და შემოიღებენ იმ არარუსულ კომპანიებზე ზემოქმედების ახალ მექანიზმს, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან წინა სანქციების თავის არიდებაში.
რეკომენდაციების შესრულება, პირველ რიგში, „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობაა - თუ ამ შესაძლებლობას დააკარგვინებენ ქვეყანას, ამაზე პასუხს აგებენ,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მოლოდინი არ აქვს, რომ ევროკომისიის ზეპირი ანგარიში, რომელსაც დღეს წარადგენენ, პოზიტიური იქნება.
„მოლოდინები სამწუხაროდ, პოზიტიური არ არის, რადგან ყველამ კარგად ვიცით, „ოცნებას“ მნიშვნელოვანი რეკომენდაციები არ შეუსრულებია. ამიტომ, სამწუხაროდ, იმის მოლოდინი, რომ დადებითი შეფასება იქნება, არ მაქვს. ამის მიუხედავად ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველომ ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვას. ვფიქრობ, აბსოლუტურად ყველა პუნქტი იქნება განმსაზღვრელი, მათ შორის, დეპოლარიზაცია. საბოლოო ჯამში, იმის შესაძლებლობა, რომ რეკომენდაციების არასრულფასოვნად შესრულების შემთხვევაშიც მივიღოთ სტატუსი, არსებობს, მაგრამ „ოცნებისგან“ მზაობა რომ რეკომენდაციები შესრულდეს არ არსებობს. უნდა გვესმოდეს, რომ 12 რეკომენდაციის არშესრულება არის ძალიან წინაღობა და რისკი იმისა, რომ სტატუსი ვერ მივიღოთ“, - განაცხადა დაუშვილმა.
"ოცნებასთან და ნაცმოძრაობასთან კოალიციას გამოვრიცხავთ, როგორც არჩევნებამდე, ისე არჩევნების შემდეგ. ეს ორი პარტია აფერხებს ქვეყანას. ამიტომ პარტიები, რომლებსაც უნდათ ოცნების და ნაცმოძრაობის „დასრულება“ და მოჯადოებული წრის გარღვევა, უნდა გაძლიერდნენ ისე, რომ პარლამენტში დამოუკიდებლად მოხვდნენ და მათი კოალიცია გამორიცხონ. მათი კოალიცია სავსებით მოსალოდნელია, თუ მაგალითებს გადავხედავთ."
პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი
355644740_1574582646404134_2552644541232666117_n.mp4
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განცხადებით, ფრონტზე სასტიკი ბრძოლები გრძელდება, მაგრამ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთით წინ წაიწიეს.
„ფრონტი. სასტიკი ბრძოლები. სამხრეთი - ვანადგურებთ მტერს. დონეცკის ოლქი - ვანადგურებთ მტერს. კუპიანსკის მიმართულება - რაც არ უნდა დაგეგმონ რუსმა ტერორისტებმა - გავანადგურებთ მტერს. სამხრეთში წინსვლა გვაქვს. მადლობა მეომრებო! აღმოსავლეთში თავდაცვის ხაზს ვინარჩუნებთ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელ ჯარისკაცებს მადლობა გადაუხადა 21 ივნისს რუსული ვერტმფრენის ჩამოგდების გამო და აღნიშნა, რომ მოწინააღმდეგის თითოეული საფრენი აპარატის განადგურება მნიშვნელოვანია.
ჩვენ, ჩვენ თავს მივხედავთ ხაბეიშვილის რჩევის გარეშე. ხაბეიშვილმა თავის თავს მიხედოს, - ასე გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის წევრი ანა ბუჩუკური „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომ ოპოზიციურ პროდასავლურ პარტიებს კიდევ ერთხელ სთავაზობს საერთო სტრატეგიას და არა გაერთიანებას, „რადგან კვლევაც აჩვენებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არავისთან გაერთიანება არ სჭირდება“.
როგორც ბუჩუკურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, პარტია „საქართველოსთვის“ ხაბეიშვილის განცხადებას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.
„თავის პარტიას მიხედოს, იცით ახლა რა ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“. ხაბეიშვილი რას იტყვის ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. იცით ჩვენი გუნდის დამოკიდებულება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით“, - განაცხადა ბუჩუკურმა.
მან ასევე ისაუბრა მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების საკითხზე და აღნიშნა, რომ სააკაშვილი ქართული პოლიტიკიდან წასული არ იყო.
მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ქართულ ოცნებას“ აწყობს, რომ მათ გარეშემო იტრიალოს მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა.
„დღევანდელი მოცემულობით, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართულო ოცნება“ არის ერთი ჯოხის ორი ბოლო. მათ ძალიან კარად იციან, რომ ერთმანეთის ენერგიის წყაროები არიან. ყოველ ჯერზე, როდესაც „ქართულ ოცნებას“ რაღაც უჭირს, სააკაშვილი გამოვა და რაღაცას იტყვის, ან საქართველოში ჩამოდის. 2021 წლის არჩევნებში, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლამ ყველაზე ძლიერ დააზარალა ოპოზიცია და გააძლიერა ბიძინა ივანიშვილი. „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ქართულ ოცნებას“ აწყობს, რომ მათ გარეშემო იტრიალოს მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა“, - განაცხადა მან.
გადაცემაში ბუჩუკურმა Edison Research-ის კვლევას და პარტია „საქართველოსთვის“ რეიტინგზე ისაუბრა. მისი თქმით, 2024 წლის არჩევნებზე გიორგი გახარიას პარტია ისეთ შედეგს დადებს, რომ ძალიან ბევრს მოულოდნელად მოეჩვენება.
„ჩვენ ვიცოდით რომ ეს ასე იყო, მაგრამ კიდე უფრო მეტი სასიამოვნო მოულოდნელობა ელოდება ჩვენს მაყურებელს წინ. კვლევები ეს პირობითია და ამაზე, არც აჟიტირება ღირს და არც პირიქით. ისეთი კვლევები რომლებიც პოლიტიკური პარტიების ინტერესებს წარმოადგენენ, განსაკუთრებული ყურადღება არ უნდა მივაქციოთ. გიორგი გახარიას მიმართ ნეგატივის დაბალი დონე IRI-ის კვლევითაც დასტურდება. მე გარწმუნებთ, რომ გიორგი გახარიას პარტია ისეთ შედეგს დადებს, რომ ძალიან ბევრს მოულოდნელად მოეჩვენება. მე ამაში გარწმუნებთ.
ჩვენი გუნდი ჩვენს თავზე ვმუშაობთ, ჩვენს გუნდს ბარიერის გადალახვის პრობლემა, რომ არ აქვს ყველა ხედავს“,- განაცხადა ბუჩუკურმა.
ევროკომისია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიერ რეფორმების კუთხით მიღწეულ პროგრესთან დაკავშირებით ზეპირ ანგარიშს 22 ივნისს წარადგენს. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრესრელიზშია აღნიშნული.
ევროპულ საბჭოში აცხადებენ, რომ ანგარიშის წარდგენა 22 ივნისს ევროკავშირის გენერალურ საქმეთა საბჭოზე მოხდება.
ცნობილია, რომ საქართველოს მიერ წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად ევროკავშირის მიერ გაცემული 12 პრიორიტეტის შესრულებასთან დაკავშირებულ ოფიციალურ ანგარიშს ევროკომისია ოქტომბერში წარადგენს. დეკემბერში კი ევროკავშირის წევრი ქვეყნები საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს.
უკრაინელებმა, გასული დღის განმავლობაში, რუსული ძალების 3 მართვის პუნქტი, ცოცხალი ძალების დისლოცირების 13 ტერიტორია და სხვა მნიშვნელოვანი სამიზნეები გაანადგურეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.
„მტერმა, გასული დღის განმავლობაში, 44 საჰაერო და სარაკეტო დარტყმა განახორციელა, მათ თავდასხმებისთვის ირანული Shahed-ის დრონები გამოიყენეს. ყველა მათგანი ჩვენმა დამცველებმა გაანადგურეს. მტერმა ასევე მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 47-ჯერ გახსნა“, - აცხადებენ გენშტაბში.
უწყების ცნობით, თავდასხმების შედეგად მშვიდობიან მოსახლეობაში არიან დაღუპულები და დაჭრილები.
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსული ძალების ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია ლიმანის, ბახმუტის, ავდიიკასა და მარინკას მიმართულებებზე და მძიმე ბრძოლა გრძელდება. აღნიშნული მიმართულებებით, რუსებსა და უკრაინელებს შორის, გასული დღე-ღამის განმავლობაში 40-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა.
„თავდაცვის ძალების ავიაციამ, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 12 დარტყმა მიაყენა მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის დისლოცირების ტერიტორიებს და 6 - მტრის საზენიტო სარაკეტო სისტემებს. ასევე, ჩვენმა დამცველებმა გაანადგურეს რუსული “მი-24“ ტიპის ვერტმფრენი და 7 სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი. გასული დღის განმავლობაში, სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა 3 სამეთაურო პუნქტს, 1 საზენიტო-სარაკეტო სისტემას, მტრის პერსონალი და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის 2 ტერიტორიას, 13 საარტილერიო დანადგარს და მტრის საბრძოლო მასალის საწყობს დაარტყეს“, - აცხადებენ გენშტაბში.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად, რიკოთზე ჩამოსულმა მიწის შვავმა მოძრაობის შეზღუდვა გამოიწვია.
„საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 169 კმ-ზე (რიკოთის მონაკვეთი) ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ადგილზე ჩამოსულმა მიწის შვავმა შეაფერხა საავტომობილო მიმოსვლა.
ამ დროისათვის მიმდინარეობს აქტიური გაწმენდითი სამუშაოები, რათა უმოკლეს ვადებში სრულად აღდგეს საავტომობილო მოძრაობა“, - ნათქვამია გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
“კონკრეტულ საკითხებზე პარტიების გაერთიანება მნიშვნელოვანია, თუმცა გაერთიანება იმისთვის, რომ გადავლახოთ 5%-იანი ბარიერი, ჩვენს ინტერესებში არ შედის.”
ანა ბუჩუკური, პარტია #საქართველოსთვის, პარლამენტის წევრი
რადიო "პალიტრას" პირდაპირ ეთერში
10000000_1484152415718310_533588962788939283_n.mp4