Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ბლოგ პოსტები დაპოსტილი tvati -ს მიერ

  1. tvati
    პრიგოჟინმა პუტინი თითქმის გაანულა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
    “პრიგოჟინის ფენომენალური არჩევანი… თითქმის პუტინი გაანულე, ხელისუფლების ცენტრალური ორგანოები აიღე კონტროლის ქვეშ, მოსკოვამდე მიხვედი და უცებ… უკან იხევ. ვინაიდან ერთმა ძალიან სპეციფიკურმა შუამავალმა საეჭვო რეპუტაციით (ლუკაშენკომ) უსაფრთხოების გარანტიები მოგცა ადამიანისგან (პუტინისგან), რომელმაც დილით შენი განადგურების ბრძანება გასცა. და იმ შიშისთვის, რომელიც პუტინის ელიტამ განიცადა ბოლო 24-საათის განმავლობაში, შენ ბრძანება აუცილებლად იქნება შესრულებული…”, - წერს პოდოლიაკი.
    ამავდროულად, პოდოლიაკი აღნიშნავს, რომ "პრიგოჟინმა პუტინი და სახელმწიფო დაამცირა და აჩვენა, რომ ძალადობაზე მონოპოლია აღარ არსებობს".


    იპნ
  2. tvati
    პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეწყდება, იგი ბელარუსში წავა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
    პესკოვმა არ დააკონკრეტა „ვაგნერის“ ლიდერი ევგენი პრიგოჟინი ბელარუსში რას გააკეთებს.
    მისი თქმით, პრიგოჟინთან სიტუაციის მოგვარება შემდგომი დანაკარგებისა და დაძაბულობის დონის ზრდის გარეშე მოხერხდა.
    როგორც პესკოვმა აღნიშნა, „ვაგნერის” კერძო სამხედრო კომპანიის მსურველ მებრძოლთა ნაწილი თავდაცვის სამინისტროსთან გააფორმებს კონტრაქტებს.
    მან ასევე თქვა, რომ ეს წინადადება მხოლოდ მათზე ვრცელდება, ვინც დღევანდელ მოვლენებში არ მონაწილეობდა.

    იპნ
  3. tvati
    დღეს მსოფლიომ დაინახა, რომ რუსეთის ბოსები არაფერს აკონტროლებენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
    „დღეს მსოფლიომ დაინახა, რომ რუსეთის ბოსები არაფერს არ აკონტროლებენ. საერთოდ არაფერს. სრული ქაოსი. პროგნოზირებადობის სრული არარსებობა. უპირველეს ყოვლისა, მსოფლიოს არ უნდა ეშინოდეს. ჩვენ ვიცით რა გვიცავს. ჩვენი ერთიანობა. უკრაინას ნამდვილად შეეძლება ევროპის დაცვლა ნებისმიერი რუსული ძალისგან და მნიშვნელობა არ აქვს მათ ვინ ხელმძღვანელობს. ჩვენ დავიცავთ. ევროპის აღმოსავლეთ ფლანგის უსაფრთხოება მხოლოდ ჩვენს თავდაცვაზეა დამოკიდებული. უკრაინელი ჯარისკაცები, უკრაინული იარაღი, უკრაინული ტანკები, უკრაინული რაკეტები არის ის, რაც ევროპას ასეთი მარშებისგან იცავს, როგორსაც დღეს რუსეთის ტერიტორიაზე ვხედავთ. და როდესაც მოვითხოვეთ, F-16 ავიაგამანადგურებლები ან ATACMS მოგვცეთ, ჩვენს საერთო თავდაცვას ვაძლიერებთ. ნამდვილ თავდაცვას. მეორე, ყველაფერი ნამდვილი უნდა იყოს.
    დროა, მსოფლიოში ყველამ გულწრფელად თქვას, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის კრიმინალური ქმედებები არაპროვოცირებული იყო და არის და ყველა ექსკლუზიურად, ჩვენი უსაფრთხოების საერთო პრიორიტეტებზე უნდა ვფოკუსირდეთ. ნატო მხოლოდ სიტყვა ან ფორმალური დაპირებების კრებული არაა. ეს სანდო გარანტიებია ყველასთვის, რომ მშვიდობა არ იქნება განადგურებული. უკრაინის გარეშე ასეთ გარანტიებს ფასი არ აქვს. უკვე ივლისში ვილნიუსის სამიტზე ისტორიული შანსია რეალური გადაწყვეტილებებისთვის. ნებისმიერ ერი, რომელიც რუსეთს ესაზღვრება, ამას მხარს უჭერს. რას ვიზამთ ჩვენ, უკრაინელები? ჩვენს ქვეყანას დავიცავთ. ჩვენს თავისუფლებას დავიცავთ. ჩუმად და პასიურად არ ვიქნებით. ვიცით როგორ გავიმარჯვოთ და ეს მოხდება და რას იზამთ თქვენ, რუსები? რაც უფრო დიდხანს რჩებიან თქვენი ჯარები უკრაინულ ტერიტორიაზე, მით უფრო მეტ განადგურებას მოიტანენ რუსეთში. რაც უფრო დიდხანს არის ეს პიროვნება კრემლში, მით უფრო მეტი უბედურება იქნება“, - წერს ზელენსკი.

    იპნ
  4. tvati
    ევგენი პრიგოჟინმა დაადასტურა, რომ დათანხმდა თავისი ძალების შეჩერებას. რამდენიმე წუთის წინ ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს პრესამსახურმა განაცხადა, რომ პრიგოჟინი „ვაგნერელების“ შეჩერებას და დეესკალაციას დათანხმდა.
    პრიგოჟინის თქმით, „ვაგნერს“ მოსკოვამდე 200 კილომეტრი დააკლდა და ამ გზაზე „ერთი წვეთი სისხლიც კი არ დაღვარა“, მაგრამ ახლა „რუსული სისხლის“ დაღვრა არ სურს და „უკან აბრუნებს კოლონებს“.
  5. tvati
    საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსეთში შექმნილ ვითარებაზე საგანგებო ბრიფინგი გამართა დღეს, 24 ივნისს. მან სხვადასხვა სახელმწიფო უწყება მწვავედ გააკრიტიკა და პრემიერმინისტრს უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დაუყოვნებლივ მოწვევა მოსთხოვა.
    პრეზიდენტი ამბობს, რომ შექმნილ ვითარებაზე ინფორმაციის მიღება მხოლოდ თავდაცვის ძალებიდან შეძლო.
    ამის შემდეგ მან პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საჯაროდ მიმართა:
    კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერმა“, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ იბრძოდა, 23 ივნისის ღამით განაცხადა, რომ კორუფციისა და ომის არასათანადო მართვის გამო უპირისპირდება რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას — თავდაცვის მინისტრსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელს.
    მათი გადმოცემის მიზნით კი, როგორც პრიგოჟინი ამბობს, 25-ათასიანი არმიით გაემართება მოსკოვისკენ.
    უკვე 24 ივნისის დილით ცნობილი გახდა, რომ „ვაგნერი“ შევიდა უკრაინის მოსაზღვრე ქალაქ დონის როსტოვში, დაიკავა სტრატეგიული ობიექტები და გზას აგრძელებს მოსკოვისკენ, სადამდეც 1000 კილომეტრია.
    რუსეთის ხელისუფლებამ პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო, მოსკოვისა და ვორონეჟის ოლქებში „ანტიტერორისტული ღონისძიების რეჟიმი“ გამოაცხადა, მოსკოვის მიმართულებით კი რამდენიმე მაგისტრალი დაკეტა.
    თავად დონის როსტოვში შეფერხებულია როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო მმართველობის საქმიანობა, ქალაქის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგებია, ხელისუფლება კი მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.
    ვლადიმერ პუტინმა დონის როსტოვში შექმნილ ვითარებას „რთული“ უწოდა, „ვაგნერელებს“ — მოღალატეები და თქვა, რომ ყველაფერს გააკეთებს კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად.

    ნეტგაზეთი
  6. tvati
    მოსკოვში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმია გამოცხადებული, სიტუაცია რთულია. ამის შესახებ მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი „ტელეგრამის” პირად გვერდზე წერს.
    „ძვირფასო ქალაქელები, მოსკოვში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმია გამოცხადებული. სიტუაცია რთულია. რისკების მინიმიზაციის მიზნით ოპერატიული შტაბის ფარგლებში ჩემს მიერ მიღებულია გადაწყვეტილება ორშაბათი უქმე დღედ გამოცხადდეს - სახელმწიფო უწყებებისა და უწყვეტი ციკლის სამრეწველოების, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის, ქალაქის სამსახურების გამონაკლისით. გთხოვთ, ქალაქში მგზავრობისგან მაქსიმალურად შეიკავოთ თავი. ცალკეულ კვარტლებში და ცალკეულ გზებზე მოძრაობის გადაკეტვაა შესაძლებელი“, - წერს სობიანინი.

    იპნ
  7. tvati
    სეპარატისტებს საშუალება არ მივცეთ, ეს მოვლენები იმისათვის გამოიყენონ, რომ მოსახლეობაში საქართველოს მიმართ უადგილო შიშები გააღვივონ. ჩვენი პოლიტიკა არ შეცვლილა და არ შეიცვლება, საქართველო არ აპირებს ძალის გამოყენებით ტერიტორიების დაბრუნებას, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
    მან პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს უსაფრთხოების საბჭოს მოწვევისკენ მოუწოდა.
    ამასთან, როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ქვეყნის პარტნიორებთან მჭიდრო კომუნიკაციის გაგრძელებაა აუცილებელი.
    „ასევე, საბჭომ უნდა განიხილოს, არსებული რეაქციები აფხაზეთსა და ცხინვალში, რათა სეპარატისტებს საშუალება არ მივცეთ, ეს მოვლენები იმისათვის გამოიყენონ, რომ მოსახლეობაში საქართველოს მიმართ უადგილო შიშები გააღვივონ. ჩვენი პოლიტიკა არ შეცვლილა და არ შეიცვლება, საქართველო არ აპირებს ძალის გამოყენებით ტერიტორიების დაბრუნებას, ეს უნდა ითქვას და უნდა გავიმეოროთ. და ბოლოს, აუცილებელია, ჩვენს პარტნიორებთან გაგრძელდეს ინფორმაციის გაცვლა და მჭიდრო კომუნიკაცია“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

    იპნ
  8. tvati
    პროფკავშირების ჩართულობით, მაღაროელებსა და დამსაქმებელს შორის, შეთანხმება შედგა. სპეციალური რეჟიმი გაუქმდა და ჭიათურის მაღარო მუშაობას პირველი აგვისტოს ნაცვლად, პირველი ივლისიდან განაახლებს, - ამის შესახებ ინფორმაციას პროფესიული კავშირების გაერთიანება ავრცელებს.
    მათივე ცნობით, მიღწეულია შეთანხმება, რომლის თანახმადაც, 1-დან 5%-ის ჩათვლით, ხელფასები ავტომატურ მატებას ექვემდებარება, ხოლო, თუ ინფლაციას მაჩვენებელი ამ პროცენტულ მაჩვენებლებს გაცდა, მოლაპარაკების საგანი გახდება.
    „პროფკავშირების ჩართულობით, მაღაროელებსა და დამსაქმებელს შორის, შეთანხმება შედგა! შესაბამის დოკუმენტს ხელი უკვე მოეწერა. სპეციალური რეჟიმი გაუქმდა და ჭიათურის მაღარო მუშაობას პირველი აგვისტოს ნაცვლად, პირველი ივლისიდან განაახლებს!
    2022 წლის ინფლაციის მაჩვენებელი 11,9 % იყო. შეთანხმების მიხედვით, პირველი იანვრიდან 2023 წლის ივნისის ჩათვლით, დასაქმებულებს ინფლაციის ინდექსის გათვალისწინებით, დაემატებათ 100%-იანი ხელფასის 5% იმ 60%-იან ხელფასზე, რომელზეც თებერვლიდან მუშაობდნენ. პირველი ივლისიდან კი დამატებით 6,9 %. აღნიშნული შეთანხმება მოხდა პროფესიულ კავშირებისა და დამსაქმებელს შორის არსებული კოლექტიური ხელშეკრულების ფარგლებში, სადაც 6.7 პუნქტის თანახმად გაწერილია ინფლაციის ინდექსის მატება ხელფასზე - ,,1-დან 5%-ის ჩათვლით, ხელფასები ავტომატურ მატებას ექვემდებარება. ხოლო, თუ ინფლაციას მაჩვენებელი ამ პროცენტულ მაჩვენებლებს გაცდა, იქნება მოლაპარაკების საგანი".
    იქიდან გამომდინარე, რომ ეს არ იყო მშვიდობიანი პროტესტის ფონზე მოლაპარაკება, პროფკავშირებმა დამსაქმებელს მიმართა თხოვნით, 2022 წლის მაჩვენებლის ათვისება სრულად მომხდარიყო. დამსაქმებელმა, კოლექტიური შეთანხმების ფარგლებში, გაითვალისწინა თხოვნა და ინფლაციის მაჩვენებლის მიხედვით, დასაქმებულებს ანაზღაურება სრულად ემატებათ.
    ნიშანდობლივია, რომ მოთხოვნილ დანარჩენ 13 პუნქტზეც, დამსაქმებლის მხრიდან ძალაში რჩება პრინციპული თანხმობა, შეიქმნას ერთობლივი კომისია: დასაქმებულების, პროფესიული კავშირების, სახელმწიფოს წარმომადგენლის, შრომის ინსპექციის წარმომადგენლებისგან და შესაბამისად მოხდეს ამ საკითხების განხილვა, მოწესრიგება და აღმოფხვრა”, - აღნიშნულია პროფკავშირებს გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
  9. tvati
    ვლადიმერ პუტინმა მოსკოვი დატოვა, მისი თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა.ასევე, უკრაინის სპეცსამსახურებში შემოდის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის დედაქალაქი პანიკამ მოიცვა და მისასვლელი ხიდების დანაღმვის მომზადება არის დაწყებული, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის დაზვერვის სამსახური ავრცელებს.
    „სამხედრო კომპანია „ვაგნერთან“ შეიარაღებული კონფლიქტის ფონზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ექსტრემულ რეჟიმში დატოვა მოსკოვი“, - ნათქვამია განცხადებაში.
    რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანი დიმიტრი პესკოვი კი ამ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ პრეზიდენტი „კრემლში მუშაობს“.
    დიმიტრი პესკოვის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სამუშაო ადგილზე რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევიც იმყოფება.
    თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მედვედევმა რუსეთის დედაქალაქი ოჯახთან ერთად დატოვა.
    "უნიანი" უკრაინის დაზვერვის სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვალდაიზე გაემგზავრება.
    „ჩვენ გვაქვს მონაცემები, რომ ვლადიმერ პუტინი მოსკოვიდან მიდის. ის ვალდაიზე გადაჰყავთ", - აცხადებენ უკრაინის დაზვერვაში.
    კერძოდ, საუბარია იმის შესახებ, რომ ვლადიმერ პუტინის თვითმფრინავმა Ил96-300ПУ მოსკოვის დროით 14:16-ზე სანქტ-პეტერბურგის მიმართულებით გაფრინდა.

    იპნ
  10. tvati
    ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარ რინკევიჩსმა ტვიტერზე რუსეთში შექმნილ ვთარებაზე განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ქვეყანა რუსეთის მოქალაქეებს საზღვარს არ გაუხსნის.
    „ლატვია ყურადღებით აკვირდება რუსეთში მიმდინარე მოვლენებს და პარტნიორებთან ინფორმაციას ცვლის. საზღვრის კონტროლი გაძლიერებულია, რუსების მოქალაქეებზე ვიზის გაცემა, ან საზღვარზე შემოშვება რუსეთში მიმდინარე მოვლენების გამო, არ განიხილება“, — წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი.
    ის ასევე დასძენს, რომ ლატვიამ რუსეთის მოქალაქეებზე ყველა სახის ვიზის გაცემა ჯერ კიდევ 2022 წლის 19 თებერვალს შეწყვიტა და შესაბამისად, ამ შეზღუდვის მოხსნას არ აპირებს.
    რაც შეეხება საქართველოს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთთან საზღვარზე მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება და „ამ ეტაპზე, საზღვრის დაკეტვის საჭიროება არ არის“.
    კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერმა“, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ იბრძოდა, 23 ივნისის ღამით განაცხადა, რომ კორუფციისა და ომის არასათანადო მართვის გამო უპირისპირდება რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას — თავდაცვის მინისტრსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელს.
    მათი გადმოცემის მიზნით კი, როგორც პრიგოჟინი ამბობს, 25-ათასიანი არმიით გაემართება მოსკოვისკენ.
    უკვე 24 ივნისის დილით ცნობილი გახდა, რომ „ვაგნერი“ შევიდა უკრაინის მოსაზღვრე ქალაქ დონის როსტოვში, დაიკავა სტრატეგიული ობიექტები და გზას აგრძელებს მოსკოვისკენ, სადამდეც 1000 კილომეტრია.
    რუსეთის ხელისუფლებამ პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო, მოსკოვისა და ვორონეჟის ოლქებში „ანტიტერორისტული ღონისძიების რეჟიმი“ გამოაცხადა, მოსკოვის მიმართულებით კი რამდენიმე მაგისტრალი დაკეტა.
    თავად დონის როსტოვში შეფერხებულია როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო მმართველობის საქმიანობა, ქალაქის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგებია, ხელისუფლება კი მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.
    ვლადიმერ პუტინმა დონის როსტოვში შექმნილ ვითარებას „რთული“ უწოდა, „ვაგნერელებს“ — მოღალატეები და თქვა, რომ ყველაფერს გააკეთებს კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად.
    სახელმწიფო გადატრიალება რუსეთში?! – რა ვიცით [განახლებადი] გახარია რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვას ითხოვს „ჩვენი საზღვრები მკაცრად უნდა გაკონტროლდეს“ — პრეზიდენტი ზურაბიშვილი ფოტოზე: ლატვია-რუსეთის საზღვარი / Ivars Soikāns/LETA

    ნეტგაზეთი
  11. tvati
    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიფინგს გამართავს.
    როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი დღეს, 20:00 საათზე ორბელიანების სასახლეში გაიმართება.
    ბრიფინგის თემა უცნობია.
  12. tvati
    მოსკოვიდან პირდაპირი ფრენების ბილეთები „ვაგნერის“ მოახლოებასთან ერთად ამოიყიდა, - ამის შესახებ „გარდიანი“ გერმანულ გამოცემა „შპიგელზე“ დაყრდნობით იუწყება.
    „შპიგელის“ ცნობით, მოსკოვიდან თბილისის, ასტანასა და სტამბოლის მიმართულებით პირდაპირი ბილეთები ხელმისაწვდომი აღარ არის.
    ამას გარდა, როგორც „გარდიანი“ წერს, „Google Maps“-ის მიხედვით, რუსეთის M4 მაგისტრალზე, მოსკოვის სამხრეთით, გზები გადაკეტილია.
    შეგახსენებთ, რომ „ბიბისის“ ცნობით, აღნიშნულ მაგისტრალზე „ვაგნერის“ კოლონა გამოჩნდა.

    იპნ
  13. tvati
    ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, ის რუსეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ევროპელ და დიდი შვიდეულის ლიდერებთან კონტაქტზეა.
    „რუსეთში მიმდინარე მოვლენებს ყურადღების ვაკვირდები ევროპელ და დიდი შვიდეულის ლიდერებთან ერთად“, - განაცხადა მიშელმა.
    აღნიშნულ თემაზე კომენტარი გააკეთა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმაც.
    როგორც სუნაკმა „ბიბისის“ განუცხადა, ის მოკავშირეებთან რუსეთში მიმდინარე შეიარაღებული აჯანყების განხილვას გეგმავს.
    „ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს, რომლებიც ამ წუთებში ვითარდება. ჩვენ მოკავშირეებთან კონტაქტზე ვართ. რამდენიმე მათგანთან მალევე საუბარს ვაპირებ. ყველაზე მნიშვნელოვანი, ისაა, რომ ყველა მხარემ პასუხისმგებლობა გამოიჩინოს და სამოქალაქო პირები დაიცვას“, - განაცხადა სუნაკმა.

    იპნ
  14. tvati
    საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით,  სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახურ “დარიალ” – ზე 24 ივნისის მდგომარეობით, სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მუშაობა მიმდინარეობს ჩვეულ რეჟიმში.
    „ამ დროის მონაცემებით, მგზავრთა და ავტომობილთა ნაკადების ზრდა არცერთი მიმართულებით არ ფიქსირდება.
    შინაგან საქმეთა სამინისტროს, შესაბამისი დანაყოფების მხრიდან სიტუაცია სრულად კონტროლდება, მიმდინარეობს არსებული მდგომარეობის ანალიზი და ამ ეტაპზე, საზღვრის დაკეტვის, ან სხვა ღონისძიებების გატარების საჭიროება არ არის”. – ამბობენ უწყებაში.
    შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადებით საზღვარი მკაცრად უნდა გაკონტროლდეს შესაძლო მიგრაციის ტალღის გამო. თუმცა ხელისუფლებაში პასუხობენ, რომ ერთადერთი, რაც საქართველომ უნდა გააკეთო, ისაა, რომ  დააკვირდეს მოვლენებს.

    პუბლიკა
  15. tvati
    ხელისუფლება ინსტრუქციებს აშკარად მოსკოვისგან ელოდება. თუ ასე არაა, სად არის პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტო რესპუბლიკაში? სად არის პრემიერი? სად არის სუს-ის უფროსი? სად არის შს მინისტრი (იმავდროულად, უსაფრთხოების საბჭოს მდივანი)? სად არიან ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელები?, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი წერს.


    მისი განცხადებით, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, როცა ქვეყანას რეალური საფრთხე ემუქრება, ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვის ნაცვლად, ოცნების არაფორმალური ლიდერის ფულის დაცვითაა დაკავებული.

      "ამის ნაცვლად, გამოდის პარტიის თავმჯდომარე (ისიც არაფორმალური), სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის ლოგიკასთან აბსოლუტურად შეუთავსებელ კომენტარებს აკეთებს და ახლაც, როცა ქვეყანას რეალური საფრთხე ემუქრება, ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვის ნაცვლად, ოცნების არაფორმალური ლიდერის ფულის დაცვითაა დაკავებული. ესაა, როცა ვამბობ, რომ სახელმწიფო აღარ გვაქვს და ყოველდღიურად დაუცველები, საფრთხეში ვართ.", - წერს ნათია მეზვრიშვილი. 
  16. tvati
    დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ „ვაგნერი” მოსკოვისკენ მიიწევს – ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სმაინისტროს ინფორმაციაშია საუბარი.
    მანამდე გავრცელდა სამხედრო დაჯგუფება ვაგნერის ლიდერის, ევგენი პრიგოჟინის განცხადება, სადაც იგი ეხმაურება ვლადიმერ პუტინს და ამბობს, რომ ღალატთან დაკავშირებით პრეზიდენტი ცდება, და რომ იგი დანებებას არ აპირებს.
    ამ დროისთვის ვორონეჟის ოლქში თავდაცვის ძალებსა და ვაგნერს შორის შეტაკებები მიმდინაროებს. რუსეთის თავდაცვის ძალებმა დაბობმეს ვაგნერის კოლონა, ვაგნერმა ჩამოაგდო თავდაცვის ძალების სამგზავრო თვითმფრინავი.

    პუბლიკა
  17. tvati
    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტვიტერზე გამოეხმაურა რუსეთში მიმდინარე პროცესებს.
    „ყურადღებით ვაკვირდები რუსეთში დაწყებულ პროცესებს. ჩვენი საზღვრები მკაცრად უნდა გაკონტროლდეს მიგრაციის შესაძლო ახალი ტალღის კონტექსტში“,  — დაწერა პრეზიდენტმა.
    ჯერჯერობით, საქართველოს მთავრობას განცხადება არ გაუკეთებია შეიარაღებულ ამბოხზე, რომელიც რუსეთში 23 ივნისის ღამეს დაიწყო.
    კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერმა“, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ იბრძოდა, 23 ივნისის ღამით განაცხადა, რომ კორუფციისა და ომის არასათანადო მართვის გამო უპირისპირდება რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას — თავდაცვის მინისტრსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელს.
    მათი გადმოცემის მიზნით კი, როგორც პრიგოჟინი ამბობს, 25-ათასიანი არმიით გაემართება მოსკოვისკენ.
    უკვე 24 ივნისის დილით ცნობილი გახდა, რომ „ვაგნერი“ შევიდა უკრაინის მოსაზღვრე ქალაქ დონის როსტოვში, დაიკავა სტრატეგიული ობიექტები და გზას აგრძელებს მოსკოვისკენ, სადამდეც 1000 კილომეტრია.
    რუსეთის ხელისუფლებამ პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო, მოსკოვისა და ვორონეჟის ოლქებში „ანტიტერორისტული ღონისძიების რეჟიმი“ გამოაცხადა, მოსკოვის მიმართულებით კი რამდენიმე მაგისტრალი დაკეტა.
    თავად დონის როსტოვში შეფერხებულია როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო მმართველობის საქმიანობა, ქალაქის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგებია, ხელისუფლება კი მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.
    ვლადიმერ პუტინმა დონის როსტოვში შექმნილ ვითარებას „რთული“ უწოდა, „ვაგნერელებს“ — მოღალატეები და თქვა, რომ ყველაფერს გააკეთებს კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად.
    სახელმწიფო გადატრიალება რუსეთში?! – რა ვიცით [განახლებადი] როსტოვს „ვაგნერი“ აკონტროლებს — პრიგოჟინი ახალ მიმართვას ავრცელებს პუტინის პირველი მიმართვა სამხედრო ამბოხის შემდეგ: „მოღალატეები აგებენ პასუხს“

    ნეტგაზეთი
  18. tvati
    რუსეთის ხელისუფლებამ დედაქალაქ მოსკოვში, ასევე მოსკოვისა და ვორონეჟის ოლქებში 24 ივნისის დილიდან „კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი“ გამოაცხადა.
    აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ დაპირისპირება რუსეთის არმიის ხელმძღვანელობასთან და ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით ქალაქ დონის როსტოვის დაკავება. „ვაგნერმა“ თავის საბოლოო მიზნად მოსკოვამდე ჩასვლა და თავდაცვის მინისტრის, ასევე გენშტაბის ხელმძღვანელის დაკავება დაისახა.
    „კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი“ რუს ძალოვან უწყებებს, ფაქტობრივად, შეუზღუდავ ძალაუფლებას ანიჭებს იმ რეგიონებში, სადაც მსგავსი რეჟიმია დაწესებული.
    კერძოდ, „მედუზას“ ცნობით, ძალოვან უწყებებს შეუძლიათ:
    ნებისმიერი პირის გაჩერება, მისთვის დოკუმენტების შემოწმება, გაჩხრეკა, ასევე, იდენტიფიცირების მიზნით პოლიციაში გადაყვანა; ნებისმიერი ადგილიდან ნებისმიერი პირის გადაყვანა, ასევე ავტომობილების წაყვანა; ნებისმიერი სახის კომუნიკაციის კონტროლი, მათ შორის, ინტერნეტმიმოწერის; ნებისმიერი კერძო პირისა თუ ორგანიზაციის ავტომობილების გამოყენება პირველადი დახმარების აღმოჩენის, ან პოტენციური დამნაშავის დევნისთვის; ქიმიური, რადიაქტიური, ან ასაფეთქებელი მასალების საწარმოების დახურვა; საავტომობილო გადაადგილების შეზღუდვა ნებისმიერ ადგილზე; მოსახლეობის ევაკუაცია უსაფრთხო ტერიტორიაზე; ალკოჰოლის გაყიდვის შეზღუდვა და ა.შ. სოციალურ ქსელებში, ასევე ადგილობრივი მედიასაშუალებებით ვრცელდება ცნობები, რომ ვორონეჟის ოლქიდან მოსკოვის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია. ასევე შეზღუდულია ქალაქ დონის როსტოვში გადაადგილება, ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრიანი რიგები დგას.
    დონის როსტოვის ქუჩებში „ვაგნერელები“ თავდაცვით პოზიციებს ამაგრებენ. ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ ყველაფერს გააკეთებს ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის შესანარჩუნებლად.
    კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ ლიდერმა ევგენი პრიგოჟინმა 23 ივნისის საღამოს რუსეთის რეგულარული არმია და თავდაცვის მინისტრი შოიგუ დაადანაშაულა„ვაგნერელების“ ბაზის დაბომბვაში. იგი ამბობს, რომ 25-ათასიან ჯართან ერთად აპირებს გაარკვიოს, „რატომ ხდება ქვეყანაში აურზაური“ და მოაწყოს „სამართლიანობის მარში“. პრიგოჟინი უარყოფს, თითქოს სახელმწიფო გადატრიალება აქვს განზრახული და ირწმუნება, რომ უამრავი სამხედრო მას მხარს უჭერს.
    პრიგოჟინისა და თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს ხანგრძლივი კონფლიქტი, რომელიც აქამდე ცივ ომს წააგავდა – შემოიფარგლებოდა მხოლოდ განცხადებებით, ისიც პრიგოჟინის მხრიდან — როგორც ჩანს, რეალურ შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რომელსაც კრემლი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად მიიჩნევს.
    თავდაცვის სამინისტროში უარყოფენ პრიგოჟინის ბრალდებებს, ხოლო რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის თქმით, „შეიარაღებული აჯანყების მოწოდების ფაქტზე“ რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა [ფსბ] სისხლის სამართლის საქმე აღძრა. პუტინის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ვითარების საქმის კურსშია რუსეთის პრეზიდენტიც.

    ნეტგაზეთი
  19. tvati
    სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინისა და თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს ხანგრძლივი კონფლიქტი, რომელიც აქამდე ცივ ომს წააგავდა – შემოიფარგლებოდა მხოლოდ განცხადებებით, ისიც პრიგოჟინის მხრიდან — როგორც ჩანს, რეალურ შეიარარებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რომელსაც კრემლი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად მიიჩნევს.
    პრიგოჟინმა 23 ივნისის საღამოს რუსეთის რეგულარული არმია და შოიგუ დაადანაშაულა „ვაგნერელების“ ბაზის დაბომბვაში. იგი ამბობს, რომ 25-ათასიან ჯართან ერთად აპირებს გაარკვიოს, „რატომ ხდება ქვეყანაში აურზაური“ და მოაწყოს „სამართლიანობის მარში“. პრიგოჟინი უარყოფს, თითქოს სახელმწიფო გადატრიალება აქვს განზრახული და ირწმუნება, რომ უამრავი სამხედრო მას მხარს უჭერს.
    თავდაცვის სამინისტროში უარყოფენ პრიგოჟინის ბრალდებებს, ხოლო რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის თქმით, „შეიარაღებული აჯანყების მოწოდების ფაქტზე“ რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა [ფსბ] სისხლის სამართლის საქმე აღძრა. პუტინის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ვითარების საქმის კურსშია რუსეთის პრეზიდენტიც.
    ამ ეტაპზე უცნობია, მართლაც დაიწყო თუ არა პრიგოჟინმა შეიარაღებული მოქმედებები ხელისუფლების წინააღმდეგ, ან რამდენად აპირებს რუსეთის ოფიციალური ხელისუფლება მასთან სამხედრო დაპირისპირებაში შესვლას.
    რა და როგორ ხდება – ქრონოლოგია
    შენიშვნა: ქრონოლოგია ასახულია თბილისის დროით; ბოლო სიახლის სანახავად გვერდი განაახლეთ [დაარეფრეშეთ].
    24 ივნისი, 11:50: რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „ვაგნერის“ წამოწყებული ამბოხის შემდეგ პირველი ვიდეომიმართვა გაავრცელა.
    პუტინმა სამხედროების დაპირისპირებაში თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს მხარე დაიჭირა და თქვა:
    „ყველა, ვინც გაცნობიერებულად დაადგა ღალატის გზას, ვინც მოამზადა შეიარაღებული აჯანყება, დადგა ტერორისტული მეთოდებისა და აჯანყების მხარეს, აუცილებლად მიიღებს სასჯელს, პასუხისგება მოუწევთ ხალხისა და კანონის წინაშე“, — თქვა პუტინმა.
    24 ივნისი, 09:25: კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერი“ უკვე უკრაინის მოსაზღვრე ქალაქ როსტოვშია და აკონტროლებს მის ქუჩებს, სამხედრო-სტრატეგიულ ობიექტებს, მათ შორის, აეროდრომს.
    დილით გავრცელდა ვიდეომიმართვა, სადაც „ვაგნერის“ ლიდერი ევგენი პრიგოჟინი რუსეთის მოსახლეობას მიმართავს და ამბობს, რომ ქალაქი მის ხელშია.
    24 ივნისი, 08:55: ტელეგრამარხებით გავრცელდა ვიდეო, რომელზეც აღბეჭდილია დონის როსტოვში ევგენი პრიგოჟინის შეხვედრა თავდაცვის მინისტრის მოადგილე იუნუს-ბეკ ევკუროვთან და გენშტაბის უფროსის მოადგილე ვლადიმირ ალეკსეევთან.
    ვიდეოშ პრიგოჟინი ამბობს, რომ სანამ არ „მიიღებს“ გენშტაბის უფროს ვალერი გერასიმოვსა და თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს, ვაგნერის მებრძოლები გააგეძელებენ ქალაქ როსტოვის ბლოკირებას და „წავლენ მოსკოვისკენ“. როგორც დამოუკიდებელი რუსული მედიასაშუალება „მედუზა“ იუწყება, ვიეო რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის ადმინისტრაციის შენობაშია გადაღებული.
    სოციალური ქსელებით გავრცლებულ ვიდეოებსა და ფოტოებში ჩანს, რომ კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ მებრძოლები უკვე დონის როსტოვის ქუჩებს აკონტროლებენ.
    24 ივნისი, 04:53: როსტოვის ოლქის გუბერნატორი ვასილ გოლუბევი სთხოვს მოსახლეობას, არ დატოვონ საცხოვრებელი სახლები. მისივე თქმით, მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სამართალდამცავები ყველა საჭირო ზომას იღებენ.
    24 ივნისი, 04:45: როსტოვის ოლქში საგანგებო სამსახურის სახელით დაიგზავნა ყალბი შეტყობინებები კომენდანტის საათის დაწესებაზე, ნათქვამია უწყების ოფიციალურ განცხადებაში.
    24 ივნისი, 04:43: პრიგოჟინის თქმით, ვერტმფრენი, რომელმაც ცეცხლი გაუხსნა სამოქალაქო პირებს, „ვაგნერელებმა“ ჩამოაგდეს. კვლავაც არ მოიპოვება მისი სიტყვების რაიმე სახის მტკიცებულება.
    24 ივნისი, 04:33: რუსული მედიის ცნობით, როსტოვში, რომელშიც, როგორც პრიგოჟინი ამბობს, „ვაგნერელები შედიან“, ერთ საათზე მეტია ქუჩის კამერები არ მუშაობს.
    24 ივნისი, 04:24: პრიგოჟინი მორიგ განცხადებას აქვეყნებს: „გენშტაბის უფროსი არ წყნარდება. ნებისმიერი აფრიკელი დიქტატორის შეცდომა – ავიაციური დარტყმა საცხოვრებელ რაიონებზე. ახლა ჰაერშია ორი ხომალდი ნომრებით — 522 და 546. ბიჭებო, დიამახსოვრეთ: სამშობლო არ გაპატიებთ საკუთარ ტერიტორიაზე დარტყმას. სიმამაცე უნდა გამოიჩინოთ და დაარტყათ მოწინააღმდეგის ტერიტორიას, როცა ჩვენი ქვეითები წინ მიიწევენ. ასე რომ, ვარაუდები, თითქოს ვინმეს ფრონტზე ბრძოლაში ვუშლით ხელს, ვარაუდებია. ჩვენ ხელს არავის ვუშლით. ჩვენ ხელს ვუშლით დამნაშავეებს, – გერასიმოვს და შოიგუს, – რომლებმაც დაახლოებით 100 000 რუსი ჯარისკაცი გაანადგურეს, თავიანთი ტრ*კის [საჯდომის] გადარჩენაში“. პრიგოჟინი არ აკონკრეტებს, რომელ რაიონებზე საუბრობს. მისი განცხადების დამადასტურებელი ცნობა ამ ეტაპზე არ მოიპოვება.
    24 ივნისი, 04:02: უმსხვილესმა რუსულმა სოციალურმა ქსელმა „ვკონტაქტემ“ პრიგოჟინის ზოგი განცხადების ბლოკირება დაიწყო, საბაბი რუსეთის პროკურატურის დადგენილებაა.

    24 ივნისი, 03:50: „თეთრი სახლი აკვირდება რუსეთში მიმდინარე მოვლენებს“, ჯო ბაიდენს კი უკვე მოახსენეს პრიგოჟინის „ამბოხზე“, უთხრა „სი-ენ-ენს“ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერმა ადამ ჰოჯმა. მისივე თქმით, ვაშინგტონი „კონსულტაციებს გაივლის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან“ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
    24 ივნისი, 03:30: პრიგოჟინის თქმით, გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა გასცა ბრძანება, თვითმფრინავებიდან დაებომბათ „[ვაგნერელების] კოლონები, რომლებიც მოძრაობენ მშვიდობიან მანქანებთან, სატვირთოებთან ერთად“.
    24 ივნისი, 03:26: დიმიტრი პესკოვის თქმით, გენერალურმა პროკურორმა იგორ კრასნოვმა ვლადიმერ პუტინს პრიგოჟინის წინააღმდეგ საქმის აღძვრის შესახებ მოახსენა.
    24 ივნისი, 03:03: ევგენი პრიგოჟინის ახალი განცხადება გამოქვეყნდა. მისი თქმით, ამ მომენტისთვის ვაგნერელებმა „გადაკვეთეს სახელმწიფო საზღვარი ყველა წერტილში“.
    24 ივნისი, 02:49: მოსკოვში პრეზიდენტის ადმინისტრაციისკენ მიმავალი გზა გადაიკეტა, წერს ჟურნალისტი ვასილ პოლონსკი და ვიდეოსაც აქვეყნებს.

    24 ივნისი, 02:32: რუსეთის პირველ არხზე დაიწყო დაანონსებული „ახალი ამბების სპეციალური გამოშვება“. წამყვანმა ეკატერინა ანდრეევმა ოფიციალური განცხადებები გაიმეორა, ახალი არაფერი თქმულა.

    სპეციალური გამოშვების სქრინშოთი რუსეთის პირველი არხის პირდაპირი ეთერიდან.
    24 ივნისი, 02:30: ამერიკელი ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ პრიგოჟინის ამბოხი „რეალურია“ და არა ინსცენირებული, იუწყება „სი-ენ-ენი“.
    24 ივნისი, 02:28: პრიგოჟინის „ამბოხის“ ფონზე მკვეთრად დაეცა რუსული კომპანიების აქციების ფასები საფონდო ბირჟაზე, იტყობინება „ერ-ბე-კა“.
    24 ივნისი, 02:21: რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ პრიგოჟინის „გადატრიალება“ სათავისოდ გამოიყენა უკრაინამ და ბახმუტის მიმართულებაზე იერიშზე გადასასვლელად ძალების კონცენტრაცია დაიწყო.
    24 ივნისი, 02:19: სამთავრობო წყარომ გამოცემა „მოსკოვ თაიმსს“ უთხრა, რომ ჯერ კიდევ რამდენიმე საათის წინ როსტოვში სპეცდანიშნულების რაზმის რამდენიმე თვითმფრინავი გაფრინდა.
    24 ივნისი, 02:06: მედიის ცნობით, რუსეთის პირველმა არხმა დააანონსა, რომ რამდენიმე წუთში „ახალი ამბების სპეციალური გამოშვება“ დაიწყება. სქრინშოთი გამოაქვეყნა მედიასაშუალება „ფონტანკამ“. „ნეტგაზეთმა“ ეს შეტყობინება რუსეთის პირველი არხის ვებ-გვერდზე ვერ აღმოაჩინა. თუმცა ტელეგრამ-არხ „ბაზას“ გამოქვეყნებულ ვიდეოში ეს შეტყობინება ფიქსირდება.

    24 ივნისი, 02:03: „ვაგნერს“ გაჩერებისკენ მოუწოდა კიდევ ერთმა გენერალმა ვლადიმერ ალექსეევმა. უკანა ფონი გამოქვეყნებულ მიმართვაში ძალიან ჰგავს ფონს, რომელიც სერგეი სუროვკინის მიმართვაშია.
    24 ივნისი, 01:58: სახელისუფლებო მედიის, „ტასსის“ ცნობით, მოსკოვში გაძლიერებულია უსაფრთოხების ზომები „ყველა უმნიშვნელოვანეს ობიექტზე, ხელისუფლების ორგანოების [შენობებზე] და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე“. მზადყოფნაში მოიყვანეს სპეცდანიშნულების რაზმებიც.
    24 ივნისი, 01:56: სამხედრო ტექნიკა მოსკოვში კიდევ ერთ ადგილას, ბოლშაია დმიტროვკაზეც შეამჩნიეს.
     
    24 ივნისი, 01:40: „ბი-ბი-სის“ რუსული სამსახურის წყაროს ცნობით, მოსკოვში შესასვლელ გზაზე, მაგისტრალ „დონზე“ [როსტოვი-ვორონეჟი-მოსკოვი], ბლოკპოსტების მოწყობა დაიწყეს.
    24 ივნისი, 01:28: გენერალი სერგეი სუროვკინი, რომელსაც პრიგოჟინი ხშირად აქებდა, მოუწოდებს მას, „შეჩერდეს“ და აღნიშნა, რომ „ზუსტად ამას ელის მოწინააღმდეგე“. სუროვკინის მოწოდება „სამხედრო ტექნიკის დისლოკაციის ადგილას დაბრუნებაზე“ მიანიშნებს, რომ პრიგოჟინმა მოქმედება მართლაც დაიწყო.
    24 ივნისი, 01:21: ვრცელდება მოსკოვში, სახელმწიფო დუმის შენობასთან სამხედრო ტექნიკის გადაადგილების ვიდეო.

    24 ივნისი, 01:20: უშიშროების ფედერალური სამსახურის [ფსბ] განცხადებით, პრიგოჟინის ქმედებები უკრაინაში მებრძოლი რუსი ჯარისკაცებისთვის „ზურგში დარტყმაა“. უწყება ყველას მოუწოდებს, არ დაუშვან „გამოუსწორებელი შეცდომები“, ხოლო პრიგოჟინის ბრძანებებს „დანაშაულებრივად და მოღალატეობრივად“ აფასებს. „ფსბ“ აგრეთვე მოუწოდებს „ვაგნერელებს“, ზომები მიიღონ პრიგოჟინის დასაკავებლად.
    24 ივნისი, 01:11: რუსეთის გენერალური პროკურატურა ადასტურებს პრიგოჟინის წინააღმდეგ საქმის აღძვრას – მას ედავებიან შეიარაღებული ამბოხის ორგანიზაციას. „მისი ქმედებები სამართლებრივად შეფასდება. ეს დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 12-დან 20 წლამდე“, – ამბობენ უწყებაში.
    24 ივნისი, 01:06: კრემლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მიმართვაში პუტინი „ახალგაზრდობის დღეს“ ულოცავს მოსახლეობას. სავარაუდოდ, ვიდეო წინასწარ იყო ჩაწერილი და მისი გამოქვეყნება გეგმიურია.
    24 ივნისი, 00:37: ადგილობრივი მედიასაშუალების, „161.რუს“ ცნობით, ქალაქ როსტოვის ქუჩებში გამოიყვანეს სამხედრო ტექნიკა, მიმდინარეობს ქუჩების გადაკეტვა.

    24 ივნისი, 00:19: ტელეგრამარხი „ასტრა“ იუწყება, რომ მოსკოველ ძალოვნებს მიუვიდათ შეტყობინება, „კავშირზე იყვნენ და არსად წავიდნენ“.
    24 ივნისი, 00:14: ტელეგრამარხ „ბაზას“ ცნობით, როსტოვის პოლიციის რიგ განყოფილებებში გამოცხადდა გეგმა „ციხესიმაგრე“ – პირადი შემადგენლობის შეკრება და სტრატეგიული ობიექტების დაკავება.
    23 ივნისი, 23:47: რუსეთის ეროვნულ ანტიტერორისტულ კომიტეტში ამბობენ, რომ პრიგოჟინის ქმედებებთან დაკავშირებით „შეიარაღებული აჯანყების მოწოდების ფაქტზე“ რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა [ფსბ] სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
    23 ივნისი, 23:42: დიმიტრი პესკოვის თქმით, ვლადიმერ პუტინი ვითარების საქმის კურსშია.
    23 ივნისი, 23:39: პრიგოჟინი საუბრობს „სამხედროთა უმრავლესობის“ მხარდაჭერაზე.
    23 ივნისი, 23:19: პრიგოჟინი ირწმუნება, რომ სამხედრო გადატრიალებას არ აწყობს.
    23 ივნისი, 23:15: პრიგოჟინის თქმით, შოიგუ სპეციალურად ჩავიდა როსტოვში „ვაგნერის“ გასანადგურებლად.
    23 ივნისი, 22:49: პრიგოჟინი აცხადებს, რომ ისინი [ვაგნერელები] 25-ათასნი არიან, გაარკვევენ, „რატომ ხდება ქვეყანაში აურზაური“ და მოაწყობენ „სამართლიანობის მარშს“.
    23 ივნისი, 22:41: პრიგოჟინის თქმით, თავდაცვის მინისტრი შოიგუ როსტოვიდან [„ვაგნერელების“ ბაზასთან და ფრონტის ხაზთან ახლოს მდებარე ქალაქი] გაიქცა და პირობა დადო, რომ „ეს არამზადა შეჩერებული იქნება“.
    23 ივნისი, 22:25: პრიგოჟინი აცხადებს, რომ „ვაგნერელებმა“ მიიღეს გადაწყვეტილება, შეაჩერონ ბოროტება, რომელიც ქვყენის სამხედრო ხელისუფლებას მოაქვს. „ვინც დღეს ჩვენი ბიჭები გაანადგურეს, მრავალი ათასი რუსი ჯარისკაცის სიცოცხლე გაანადგურა, დაისჯება“, – ხაზს უსვამს იგი და „ყველას“ მოუწოდებს, არ გაუწიონ წინააღმდეგობა „ვაგნერელებს“.
    23 ივნისი, 22:09: პრიგოჟინი ირწმუნება, რომ თავდაცვის სამინისტრომ იერიში მიიტანა „ვაგნერელების“ ბაზაზე და აანონსებს, რომ „შემდეგი ნაბიჯი ჩვენია [ვაგნერის]“.
    23 ივნისი, 11:50: პრიგოჟინის ტელეგრამ არხში ქვეყნდება მისი ინტერვიუს პირველი ნაწილი. იგი კვლავაც აკრიტიკებს სერგეი შოიგუს და ირიბად, სავარაუდოდ, ვლადიმერ პუტინსაც კი და ამბობს, რომ უკრაინაში შეჭრის ოფიციალური მიზეზები სიმართლეს არ შეესაბამება. 
    დეტალურად: „ზელენსკი 2019 წელს მოლაპარაკებისთვის მზად იყო…“ – პრიგოჟინის ახალი ინტერვიუ
    მთავარ ფოტოზე ჩანს პრიგოჟინის, პუტინის, კადიროვის და სხვების ნიღბები, რომლებიც პეტერბურგში სუვენირების მაღაზიაში იყიდება © ეპა

    ნეტგაზეთი
  20. tvati
    „ვაგნერის“ მებრძოლებმა ქალაქ ვორონეჟში ყველა სამხედრო ობიექტზე აიღეს კონტროლი. ამის შესახებ „ბიბისის“ რუსული რედაქციის წყაროები იუწყებიან.
    „ბიბისის“ ცნობით, ქალაქ ვორონეჟის ოფიციალურ პირებს აღნიშნულზე ჯერ საჯარო კომენტარი არ გაუკეთებიათ. იმავდროულად, ვორონეჟის რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრე გუსევმა განაცხადა, რომ რეგიონში ჯავშანტექნიკის გადაადგილების შესახებ ბევრი ყალბი ინფორმაცია ვრცელდება.
    მისივე თქმით, რუსეთის შეიარაღებული ძალები ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში ვორონეჟის რეგიონში ახლა "ოპერატიულ და საბრძოლო ქმედებებს“ ახორციელებენ.

    იპნ
  21. tvati
    კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის განცხადებით, არც ერთი მისი მებრძოლი არ დანებდება, როგორც ამას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ითხოვს.
    "სამშობლოს ღალატთან დაკავშირებით, პრეზიდენტი ცდება. ჩვენ სამშობლოს პატრიოტები ვართ, ვიბრძოდით და ვიბრძვით. პრეზიდენტის, უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მოთხოვნით, არავინ დანებდება. ჩვენ არ გვინდა, რომ ჩვენმა ქვეყანამ ისევ კორუფციაში, მოტყუებაში და ბიუროკრატიაში იცხოვროს... როდესაც გვეუბნებოდნენ, რომ, უკრაინასთან ვიბრძვით, ჩვენ მივდიოდით და ვიბრძოდით, მაგრამ გაირკვა, რომ საბრძოლო მასალა, შეიარაღება და ყველა ფული, რომელიც ამაზეა განკუთვნილი, ჩინოსნების ჯიბეებში ილექება", - განაცხადა პრიგოჟინმა.

    ინტერპრესნიუსი
  22. tvati
    შაბათს დილით „Telegram“-ზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში ევგენი პრიგოჟინი ამბობს, რომ რუსი სამხედროების წინააღმდეგ მოქმედებებში, „ვაგნერის“ დაქირავებულ მებრძოლთა ჯგუფის ყველა წევრი "მზადაა სიკვდილისთვის“, - ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.
    „ყველა ჩვენგანი მზად არის სიკვდილისთვის. 25,000-ვე, შემდეგ კი მომდევნო 25 000", - თქვა მან აუდიოგზავნილში და დასძინა, რომ ეს "რუსი ხალხისთვის" ხდება.
    შეგახსენებთ, რომ გუშინ „ვაგნერის” ლიდერმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ძალებმა „ვაგნერის“ ბანაკები დაბომბეს. აღნიშნულის გამო პრიგოჟინი განხორციელებული დარტყმის ავტორებს დასჯით დაემუქრა. დღეს დილით კი მანვე განაცხადა, რომ „ვაგნერმა“ სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა, ხოლო მოგვიანებით თქვა, რომ მისმა სამხედრო კომპანიამ დონის როსტოვის სამხედრო ობიექტები და აეროდრომი კონტროლზე აიყვანა.
    პრიგოჟინის განცხადებები გამო, რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვში სამხედრო მზადყოფნის ბრძანება გაიცა, როსტოვის ქუჩებში კი ჯავშანტექნიკა გამოჩნდა. ამასთან, რუსული გამოცემის ცნობითვე, რუსეთში, შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების მუხლით ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
    რუსეთში არსებულ ვითარებას უკვე გამოეხმაურა პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი. ის მიმდინარე პროცესებს „სამხედრო ამბოხს“ უწოდებს და ამბობს, რომ სამოქალაქო ომის განმეორებას არ დაუშვებენ.
    „ნებისმიერი შიდა არეულობა ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის, ჩვენთვის, როგორც ერისთვის, მომაკვდინებელ საშიშროებას წარმოადგენს. ეს რუსეთზე, ჩვენს ხალხზე მიტანილი დარტყმაა და ჩვენი ქმედებები სამშობლოს დაცვისთვის მკაცრი იქნება. როგორც რუსეთის პრეზიდენტი და მოქალაქე ყველაფერს გავაკეთებ, რომ დავიცვა ქვეყანა, კონსტიტუცია, მოქალაქეების უსაფრთხოება და თავისუფლება“, - განაცხადა პუტინმა.

    იპნ
  23. tvati
    ვორონეჟის ოლქში „ვაგნერისა“ და სამთავრობო ძალებს შორის საბრძოლო შეტაკებები მიმდინარეობს.
    "ვორონეჟის ოლქის სოფელ ვერხნი მამონში აფეთქებების ხმა გაისმის. სოფელი როსტოვი-ვორონეჟის გზაზე მდებარეობს. ოლქში აფეთქებებია. ისმის სროლის ხმა. ავიაცია М-4-ის ტრასას ბომბავს, რომელზეც „ვაგნერის“ მებრძოლები გადაადგილდებიან", – იუწყება ადგილობრივი ტელეგრამ-არხები.
    ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, „ვაგნერელები“ ვორონეჟის ოლქის გავლით მოსკოვისკენ დაიძრნენ. დაზვერვის წარმომადგენლების თქმით, კონფლიქტი უახლოეს დროში შეიძლება გადაწყდეს, ბევრი რამ კი როსგვარდიის ქმედებებზე იქნება დამოკიდებული.

    იპნ
  24. tvati
    რუსეთში შესაძლო სამოქალაქო დაპირისპირების პარალელურად, ზემო ლარსზე დილიდან ხალხმრავლობა შეინიშნება. როგორც ტელეგრამ-არხში „ზემო ლარსი“ აქტიურად იწერება, დილიდან არ წყდება ხალხის ნაკადი, რომლებიც გაურკვევლობისგან გაქცევას ცდილობენ.
    თავდაპირველად, სიტუაციის დაძაბვისთანავე ლარსთან დიდი საცობი შეიქმნა, ამჟამად ის შედარებით განეიტრალებულია და მუშაობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
    ტელეგრამზე რუსეთის მოქალაქეები ერთმანეთს რჩევებსაც აძლევენ: „თუ ახლა საქართველოში მოდიხართ, როსტოვის შემოვლას ვოლგოგრადიდან გირჩევთ“, - წერს მოქალაქე, რომელიც დიდი ალბათობით უკვე საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება.
      შეგახსენებთ, რომ 23 ივნისს „ვაგნერის” ლიდერის ევგენი პრიგოჟინის განცხადებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ძალებმა „ვაგნერის” ბანაკები დაბომბეს. შედეგად, ის თავის მებრძოლებთან ერთად რუსეთის ქალაქებში „სიტუაციის გასარკვევად“ წავიდა. მოსკოვში უსაფრთხოების მაქსიმალური ზომებია მიღებული, გაძლიერებული დაცვის ქვეშ არის აყვანილი სამთავრობო შენობები.
    შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების მუხლით ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
      ავტორი: ეკა დარჩიაშვილი
  25. tvati
    რუსეთის მთავარი სახელმწიფო სანიტარული ექიმი რეგიონებს მოუწოდებს, შავი ჭირის პრევენციისთვის მოემზადონ.
    აღნიშნულ განცხადებამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მონღოლეთის 17 რეგიონში, მათ შორის რუსეთის საზღვართან ახლოს, შავი ჭირის 137 კერაა აღმოჩენილი.
    ამასთან, რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის (“როსპოტრებნადზორის”) ინფორმაციით, რუსეთში ჭირის შემთხვევები 2017 წლიდან არ დაფიქსირებულა.
    „უზრუნველყოფილი იყოს რუსეთის ფედერაციის სუბიექტის აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანოებისა და სამედიცინო ორგანიზაციების მზადყოფნა ღონისძიებების განხორციელებისთვის, რომლებიც მიზნად ისახავს ჭირის წარმოშობისა და გავრცელების პრევენციას, იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს ბუნებრივი კერების აქტიურობის ეპიდემიური რისკები, რომლებიც რუსეთის ფედერაციის სუბიექტის ტერიტორიაზე მდებარეობს“, - წერია განცხადებაში.
    ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის რეგიონებს რჩევა ეძლევათ შავი ჭირის პრევენციის შესახებ მოსახლეობის ინფორმირება დააორგანიზონ, მათ შორის ეპიდემიოლოგიური მონაცემებით იმუნიზაციის აუცილებლობის შესახებ.

    იპნ
×
×
  • შექმენი...