Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ბლოგ პოსტები დაპოსტილი tvati -ს მიერ

  1. tvati
    დასხივებული და მოწამლული, მომაკვდავი სააკაშვილი გაცოცხლდა და გამოჯანმრთელდა, პოლიტიკიდან არსად წასული ისევ ქართულ პოლიტიკაში “დაბრუნდა” და უკვე ჩრდილოეთ კავკასიის განმათავისუფლებელი სარდალიც გახდა! ეს ყველა ქაოსსა და ალიაქოთზე თანახმა იქნება, ოღონდ ხელისუფლებაში დაბრუნდეს!

    პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი - ბერდია სიჭინავა.

    Facebook    
  2. tvati
    გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგი 10 დღეში ერთხელ 9 სადგურზე ჩატარდება.
    როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კვლევების შედეგად განისაზღვრება ზღვის წყლის ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები მარილიანობის ჩათვლით, ასევე, ბიოგენური ელემენტები და სხვა მაჩვენებლები.
  3. tvati
    7-9 მარტის აქციების საქმეზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისგან მორალური ზიანის ანაზღაურებასა და ბოდიშის მოხდას მოითხოვს. "ადამიანის უფლებათა ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის განცხადებით, ადვოკატებმა შესაბამისი სარჩელი სასამართლოში უკვე შეიტანეს - მორალური ზიანის სახით ისინი 15-15 ლარის დაკისრებას ითხოვენ.
    "პირველივე დღეებიდან დაიწყო მისი დისკრედიტაცია, დემონიზება, შეურაცხყოფა. ამ კამპანიას დირიჟორობდნენ მაღალი თანამდებობის პირები, პირველ რიგში - უშუალოდ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.
    ამ სარჩელით ვითხოვთ, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების სახით, 15-15 ლარის ოდენობით, სიმბოლური თანხა დაეკისროთ ირაკლი ღარიბაშვილსა და ირაკლი კობახიძეს. ასევე, რაც მთავარია, და ამაზეა ორიენტირებული ჩვენი სამოქალაქო სარჩელი, რომ ბოდიში მოიხადონ", - თქვა ალეკო ცქიტიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
    ლაზარე გრიგორიადისი სასამართლო პროცესზე 
    ასევე ნახეთ
    რატომ არის ლაზარე "იდეალური დამნაშავე"
    3 აპრილს, როცა 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე სასამართლო განხილვა ჯერ დაწყებულიც კი არ იყო, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ დაკავებულია 7-9 მარტის აქციების დროს პოლიციელზე თავდამსხმელი.
    "რამდენიმე დღის წინ პოლიციამ დააკავა პოლიციაზე თავდამსხმელი - გახსოვთ, ყველამ ნახა კადრები, ერთ-ერთმა ანარქისტმა როგორ ესროლა პოლიციას "მოლოტოვის კოქტეილი". ამ ადამიანს განზრახული ჰქონდა პოლიციელის ცოცხლად დაწვა", - თქვა მაშინ ირაკლი ღარიბაშვილმა.
    ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც პოლიციამ 29 მარტს ე.წ. აგენტების შესახებ კანონის მიღების საწინააღმდეგო აქციებისას პოლიციელზე თავდასხმისა და სხვისი ქონების განადგურების ბრალდებით დააკავა, ბრალი ოფიციალურად წინასწარი დაკავების იზოლატორში 30 მარტს წარუდგინეს.
    ლაზარეს ბრალად ედება სამართალდამცველებისთვის „მოლოტოვის კოქტეილის" სროლა (საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმასა და მისი ჯანმრთელობის ხელყოფას და სხვისი ნივთის დაზიანებას).
    ლაზარე გრიგორიადისის დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ ამ საქმეში არ არსებობს არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებულის ბრალეულობას დაასაბუთებს. ადვოკატს როგორც საქალაქო, ისე სააპელაციო სასამართლოებმა უარი უთხრეს ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის ჩატარებაზე.

    რადიო თავისუფლება
  4. tvati
    უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე იუწყება უკრაინელი სამხედროების მიერ დონეცკის ჩრდილოეთში მდებარე სოფელ როვნოპოლის გათავისუფლებას. "მივდივართ წინ" - წერს ჰანა მალიარი ტელეგრამით.
    როვნოპოლი მცირე ზომის დასახლებული პუნქტია, ომამდე მისი მოსახლეობა 100 ადამიანამდე იყო. ის მდებარეობს ე.წ. ვრემიევსკის შემაღლებიდან ჩრდილოეთით, და უკრაინის კონტრშეტევის დაწყებიდან, ივნისის პირველ რიცხვებში ფაქტობრივად ნახევრად იყო ალყაში. ცნობა თუ დადასტურდება, ეს ნიშნავს, რომ უკრაინის ძალებმა ფაქტობრივად "ჩაჭრეს" შემაღლება საზღვარზე დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქებს შორის.
    როვნოპოლის დაკარგვას რუსეთის წყაროები ჯერ არც ადასტურებენ და არც უარყოფენ.
    მანამდე უკრაინის მეომრებმა ამ რაიონში დაიკავეს კიდევ რამდენიმე დასახლებული პუნქტი, რომლებსაც შარშანდელი გაზაფხულიდან რუსეთი აკონტროლებდა - თუმცა ღრმა გარღვევა არ მომხდარა.
    არის ცნობები შეტაკებებზე ხერსონის ოლქში და მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე.

    რადიო თავისუფლება
  5. tvati
    უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრძოლაში გამოჩენილი თავდადებისთვის, სიკვდილის შემდგომ მესამე ხარისხის „მამაცობის ორდენით“ დააჯილდოვა უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი მიხეილ ყაფლანიშვილი (კაპლანი).
    ჯილდოსა და უკრაინის პრეზიდენტის ხელმოწერილი სიგელის სურათებს თავიანთ ფეისბუკის გვერდებზე აქვეყნებენ უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისეები. ისინი წერენ, რომ ორდენს მიშა კაპლანის დედას საქართველოში უკრაინის დიპლომატიური წარმომადგენლობა გადასცემს.
       
    მიხეილ ყაფლანიშვილის (კაპლანი) დაღუპვის ამბავი 2022 წლის 21 ოქტომბერს სოციალური ქსელების საშუალებით გაავრცელეს მისმა მეგობრებმა. რუსეთის არმიასთან ბრძოლას ყაფლანიშვილი ლუგანსკის ოლქში შეეწირა.
    უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი 2022 წლის 29 ოქტომბერს თბილისში, ვარკეთილის სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალეს.
     
    2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ რუსეთ-უკრაინის ომში 47 ქართველი სამხედრო დაიღუპა.

    radio tavisupleba
  6. tvati
    რუსეთში შაბათ-კვირას განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრით "დიდი სტრატეგიული შეცდომა" დაუშვა, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში ვიზიტისას განაცხადა, რითაც რუსეთში „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის მიერ სამხედრო ხელმძღვანელობის წინააღმდეგ განხორციელებულ ამბოხების მცდელობას გამოეხმაურა.
    „შაბათ-კვირის მოვლენები რუსეთის შიდა საქმეა და კიდევ ერთი დემონსტრირება იმისა, თუ რა დიდი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა პრეზიდენტმა პუტინმა ყირიმის უკანონო ანექსიით და უკრაინის წინააღმდეგ ომით“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
    მისი თქმით, რაც უფრო მეტ ტერიტორიას დაიბრუნებს უკრაინა, მით უფრო ძლიერი იქნება ის მოლაპარაკების მაგიდასთან სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად.
    „ვინაიდან რუსეთი აგრძელებს თავდასხმას, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერის გაგრძელება. უკრაინელებმა წამოიწყეს კონტრშეტევა ოკუპირებული მიწების დასაბრუნებლად. რაც უფრო მეტი ტერიტორიას დაბრუნებას შეძლებენ, მით უფრო ძლიერი იქნება ის მოლაპარაკების მაგიდასთან სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
    მისი თქმით, ომის დასრულების შემდეგ, საჭიროა უკრაინის უსაფრთხოებისთვის ზომების მიღება, „რათა ისტორია არ განმეორდეს“.
    „ვგმობთ რუსეთის განცხადებას ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ. ეს არის უგუნური და უპასუხისმგებლო. ვერ ვხედავთ იმის ნიშანს, რომ რუსეთი ემზადება ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად, მაგრამ ნატო სიფხიზლეს ინარჩუნებს", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

    იპნ
  7. tvati
    ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მოვალეობაა, შეაფასოს შიდა და გარე საფრთხეები და აღნიშნული ინფორმაცია ანალიტიკური სახით ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალს და ქვეყნის ხელმძღვანელობას მიაწოდოს, - ასე პასუხობს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე უსაფრთხოების საბჭოს შეკრების ინიციატივაზე "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს.
    კონსტიტუციასთან და პრეზიდენტის მოვალეობებთან დაკავშირებით უმრავლესობის ლიდერის განცხადებას გიორგი მსხილაძე ჟურნალისტებთან გამოეხმაურა.
    "ვფიქრობ, მოსახლეობის შეგნებულად შეცდომაში შეყვანა ხდება. ამ კონსტიტუციის თანაავტორმა უნდა იცოდეს, რომ პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური. ის არის ქვეყნის ერთიანობის და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი. ის წარმოადგენს სახელმწიფოს საგარეო ურთიერთობებში და არის ქვეყნის უმაღლესი სარდალი.
    ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მოვალეობაა, შეაფასოს შიდა და გარე საფრთხეები და აღნიშნული ინფორმაცია ანალიტიკური სახით ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალს და ქვეყნის ხელმძღვანელობას მიაწოდოს", - განაცხადა გიორგი მსხილაძემ.

    იპნ
  8. tvati
    "ვაგნერის" ბოევიკებმა, ამბოხების დროს, რუსული IL-22M ტიპის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია Oryxspioenkop-ის ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს.
    ამავდროულად, რუსულ სოციალურ ქსელებში გამოჩნდა ვიდეო, სავარაუდოდ, ამ თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილიდან, რომლის ავთენტურობის გადამოწმება ჯერჯერობით არ არის შესაძლებელი. კადრები მოწმობს, რომ IL-22M-სგან პრაქტიკულად არაფერი დარჩა.
    ამასთან, რუსი ჟურნალისტი, ირინა კუკსენკოვა „ტელეგრამში“ წერს, რომ რომ აღნიშნული IL-22M ტიპის თვითმფრინავის ბორტზე 10 ადამიანი იმყოფებოდა და ყველა მათგანი დაიღუპა.

    იპნ
  9. tvati
    - რა ვითარებაა სკოლებში 
    - როგორ ექცევა განათლების სამინისტრო სკოლის დირექტორებს პარტია "საქართველოსთვის" წევრი, განათლების ექსპერტი -  რუსუდან თევზაძე 356155005_1472893323445737_5461265967697010698_n.mp4
  10. tvati
    პარტია "საქართველოსთვის" საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი მიმართავს თავდაცვის მინისტრს, წარდგეს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის უახლოეს სხდომაზე და სათანადოდ განმარტოს ვაზიანის სამხედრო ბაზის მიმდებარედ სამოქალაქო აეროპორტის მშენებლობის მიზანშეწონილობა და შესაძლო რისკები.

      "საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ვაზიანის ტერიტორიაზე სამოქალაქო აეროპორტის მშენებლობასთან დაკავშირებით განცხადება პრემიერ-მინისტრმა გააკეთა, რის შემდეგაც არ მოგვისმენია არანაირი ოფიციალური განმარტება, თუ რატომ შეირჩა აეროპორტისთვის სამხედრო ბაზის ტერიტორია; შეაფერხებს თუ არა აღნიშნული სამხედრო ბაზა მომავალში განვითარებასა და გაფართოვებას და საერთოდ, რამდენად უსაფრთხო და დაცული იქნება სამოქალაქო აეროპორტი, რომელიც განთავსდება სამხედრო ბაზის მიმდებარედ, რაც ასევე კითხვებს აჩენს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენლებში.  პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, ჩვენ გამოვიყენეთ პარლამენტის მიმართ ანგარიშვალდებული სუბიექტის (სამინისტროს) ხელმძღვანელის საკომიტეტო მოსმენაზე მოთხოვნის კანონით გათვალისწინებული ინსტრუმენტი. მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ მოისმინოს მკაფიო განმარტებები, ხომ არ ხორციელდება სამხედრო ინფრასტრუქტურის პოტენციალის მიზანმიმართული შეზღუდვა. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, "ოცნების" ხელისუფლების მიერ გადადგმული იქნა ნაბიჯები ქვეყნის დასავლეთთან დაშორებისა და რუსეთთან დაახლოების მიმართულებით. არანაკლებ მნიშვნელოვანია განიმარტოს, განიხილეს თუ არა აეროპორტის განთავსების ალტერნატიული ლოკაციები , რა ნიშნით და მოტივით შეირჩა ვაზიანის ტერიტორია.  კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ კომიტეტის თავმჯდომარეს, იშუამდგომლოს და მოიწვიოს მინისტრი კომიტეტის უახლოეს სხდომაზე.", - ვკითხულობთ განცხადებაში. 
  11. tvati
    უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, ამჟამინდელი კონტრშეტევა „მოსამზადებელი ოპერაციაა“ და ის წარმატებული იქნება, როდესაც სრულად ამოქმედდება.
    "ეს არის ერთგვარი მოსამზადებელი ოპერაცია. თუმცა მან დასძინა, რომ როგორც კი ის სრულად ამოქმედდება, წარმატებული იქნება და გამარჯვებამდე ერთი ნაბიჯით მიგვაახლოებს“, - აღნიშნა რეზნიკოვმა.
    მისი თქმით, უკრაინა ძალიან ფრთხილია, როცა საქმე მის მამაც და მოტივირებულ მებრძოლებს ეხება და ცდილობს, მათი სიცოცხლის გადარჩენას მაშინ, როცა რუსეთი თავის ჯარისკაცებს „ხორცსაკეპ მანქანად“ იყენებს.
    „ჩვენ მოვიგებთ ამ ომს, რადგან ჩვენ ვიბრძვით ჩვენი ქვეყნისთვის. წლევანდელი წელი გარდამტეხი იქნება ომში”, - განაცხადა რეზნიკოვმა.

    ipn
  12. tvati
    უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ, გასული დღის განმავლობაში, მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის დისლოკაციის ადგილებს 8 დარტყმა მიაყენა, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.
    უწყების ცნობით, უკრაინელმა დამცველებმა, ერთ დღეში, მტრის კუთვნილი ოპერატიულ-ტაქტიკური დონის 6 სადაზვერვო დრონი გაანადგურეს.
    გარდა ამისა, გენერალური შტაბის ანგარიშში საუბარია უკრაინელი არტილერისტების წარმატებებზე.
    „სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, მართვის 2 პუნქტს, პერსონალისა და სამხედრო ტექნიკის თავშეყრის 3 ტერიტორიას, საბრძოლო მასალის 4 საწყობს, 10 საარტილერიო ქვედანაყოფს და მტრის კიდევ 3 მნიშვნელოვან სამიზნეს დაარტყეს“, - აცხადებენ გენშტაბში.
    ამასთან, გენერალური შტაბის ანგარიშში საუბარია უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ძალების მიერ განხორციელებულ თავდასხმებზე.
    „ოკუპანტებმა, გასული დღის განმავლობაში, ზაპოროჟიეს ოლქში სამოქალაქო სამიზნეების წინააღმდეგ S-300 ტიპის 6 მართვადი რაკეტა გამოიყენეს. გარდა ამისა, მტერმა განახორციელა 33 საჰაერო დარტყმა და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 45-ზე მეტჯერ გახსნა“, - აცხადებენ გენშტაბში.

    ipn
  13. tvati
    ლიეტუვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას განცხადებით, ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერება დასჭირდება, თუ ბელარუსი „ვაგნერის“ ხელმძღვანელს, ევგენი პრიგოჟინს მიიღებს.
    „თუ პრიგოჟინი ან „ვაგნერის“ ჯგუფის ნაწილი ბელორუსში აღმოჩნდება გაურკვეველი გეგმებითა და გაურკვეველი ზრახვებით, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ჩვენ დაგვჭირდება კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი აღმოსავლეთის საზღვრების უსაფრთხოება“, - აღნიშნა ლიეტუვის პრეზიდენტმა.
    შეგახსენებთ, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ამბოხება სცადა. 24 ივნისს დილით, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ კონტროლი აიღეს დონის როსტოვისა და ვორონეჟის სამხედრო ობიექტებზე და მოსკოვისკენ დაიძრნენ. შაბათს საღამოს, ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან საუბრის შემდეგ, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ საველე ბანაკებში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ რუსეთში პრიგოჟინის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე დაიხურება და ის "ბელარუსში გაემგზავრება". ამჟამად პრიგოჟინის ადგილსამყოფელის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ არსებობს.

    ipn
  14. tvati
    კიევის განცხადებით, უკრაინულმა ჯარებმა ბახმუტის მიმართულებით 1 კილომეტრამდე წინ წაიწია. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია უკრაინის ჯარის აღმოსავლეთ სარდლობის მეთაურზე დაყრდნობით ავრცელებს.
    როგორც kyivindependent წერს, უკრაინული მხარის განცხადებით, მართ ჯარს სამხრეთ და ჩრდილოეთ მიმართულებებზე 600-დან 1000 მეტრამდე წინსვლა აქვს.
    გამოცემა წერს, რომ დღის განმავლობაში უკრაინულმა ჯარებმა 186 სამხედროს განეიტრალება შეძლეს, 224 დაჭრეს, 8 კი დააკავეს.
    როგორც თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჯანა მაილერმა 24 ივნისს განაცხადა, უკრაინის ჯარებს წინსვლა ყველა მიმართულებაზე აქვთ, მათ შორის ბახმუტში, დონეცკის და ვასილკას ოლქებში და ზაპოროჟიის ოლქის დასავლეთ ნაწილში.
    უკრაინის პროგრესს ადასტურებს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროც. ბრიტანული უწყების განცხადებით, უკრაინას ეტაპობრივი, თუმცა სტაბილური ტაქტიკური პროგრესი აქვს საკვანძო ტერიტორიებზე.
    ბახმუტისთვის ბრძოლა 10 თვეა გრძელდება. რუსეთი აცხადებს, რომ ქალაქი ბახმუტი აღებულია, თუმცა უკრაინული მხარე ამბობს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ თავდაცვით ოპერაციას ბახმუტის მიმართულებაზე.

    netgazeti
  15. tvati
    “გალში რუსული პროპაგანდა ძალას იკრებს. რუსული პროპაგანდა და ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის იდეოლოგიური გადაბირება აფხაზეთში ახალ ფაზაშია შესული”, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის [DRI] მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
    ორგანიზაციის ცნობით, რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები გალის მოსახლეობას გეგმაზომიერად და ეტაპობრივად სთავაზობენ ახალ პროექტებსა და ღონისძიებებს.
    როგორც DRI აცხადებს, ამ ფონზე, უცნობია, რას უპირისპირებს საქართველოს ხელისუფლება რუსეთის გაძლიერებულ გავლენებს გალის რეგიონში.
    დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მოსაზრებით, ხელისუფლებამ უნდა შექმნას მექანიზმები გალში გამძაფრებული იდეოლოგიური კამპანიის შესაკავებლად და შეიმუშაოს დამატებითი სოციალური პაკეტები გალის მოსახლეობისთვის.

    netgazeti
  16. tvati
    დღეს, 26 ივნისს სანქციების საკითხებში ვროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო’სალივანი ორდღიანი ვიზიტით თბილისს ეწვევა.
    ოფიციალური ცნობითვე, ის საქართველოს ხელისუფლებასთან განიხილავს საერთო ინტერესების სფეროში შემავალ საკითხებს, კერძოდ, სანქციებსა და მათ ეფექტიან განხორციელებას.
    “ვიზიტის მიზანია პირდაპირი საკომუნიკაციო არხის გახსნა და სამომავლო თანამშრომლობაზე დაფუძნებლული დიალოგის ჩამოყალიბება. საქართველოს ხელისუფლებამ თანამშრომლობის დიდი მზადყოფნა გამოხატა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც განსაკუთრებული მნიშვნელობისაა  სპეციალური წარმომადგენლის ვიზიტისთვის და არის იმედი, რომ მჭიდრო თანამშრომლობა  გაგრძელდება”, – ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციაში.
    ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან  ილია დარჩიაშვილთან, ვიცე-პრემიერთან და ეკონომიკის მინისტრთან ლევან დავითაშვილთან, ფინანსთა მინისტრთან ლაშა ხუციშვილთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან არჩილ მესტვირიშვილთან და გენერალურ პროკურორთან ირაკლი შოთაძესთან.  დევიდ ო’სალივანი, ასევე, ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდება. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ო’სალივანის შეხვედრა პრესასთან.
    ოფიციალური ინფორმაციით, ვიზტიში ასევე მონაწილეობენ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ელჩი ჯიმ ო’ბრაიენი და გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის გენერალური დირექტორი ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში, კუმარ აიერი.

    netgazeti
  17. tvati
    ეს კაცი, ირაკლი კობახიძე, რომელმაც შესანიშნავად იცის, რომ ქვეყნის უსაფრთხოების საკითხები კონსტიტუციის მის მიერ დაწერილი კომენტარებითაც კი არ არის მისი საქმე, პრეზიდენტს უწუნებს მანდატის ცოდნას (რომელიც სხვათაშორის გუშინ სწორედ რომ მის მანდატში მოქმედებდა), მაგრამ არ მიკვირს, ასეთია მისი ბუნება - რასაც ჩასძახებ, იმას ამოსძახებს, ავტომატურ რეჟიმზეა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრისვილი წერს.

    მეზვრიშვილის განცხადებით, გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ "ქართული ოცნება" რუსეთს გულშემატკივრობს.
      "ერთ რამეში ვეთანხმები - დიახ, საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ. ხოდა სად იყვნენ დამალულები პარლამენტის თავმჯდომარე და პრემიერი, სად იყვნენ სუს-ის უფროსი და შს მინისტრი. სახელმწიფო მოწყობის რომელ საფუძვლებში წერია, რომ უსაფრთხოების საკითხებზე თბილისის მერმა უნდა ილაპარაკოს (თანაც სისულელეები). ასე მოარღვიეს სახელმწიფო - გამოძიების დაწყებაზე საგამოძიებო ორგანოების ნაცვლად პარტიის თავმჯდომარე ლაპარაკობს, კადიროველების თარეშზე უსაფრთხოების სამსახურის ნაცვლად უზრდელური ლექსიკით გამორჩეული პარტიის წევრები, ქვეყნის უსაფრთხოების გამოწვევებზე თბილისის მერი და ა.შ. რუსეთის შიდა საქმეებში ჩარევა კი არა, ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვისკენ მოვუწოდეთ და კონკრეტული ნაბიჯები შევთავაზეთ და პრაქტიკულად გაუჩინარდნენ. ამ დროს მაგალითად ბალტიის ქვეყნები (ანუ ვისაც სახელმწიფო აქვს) საზღვარზე კონტროლს ამკაცრებდნენ და საზღვრებს კეტავდნენ. ძალიან მარტივია, გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ოცნება რუსეთს გულშემატკივრობს და ღმერთმა ნუ ქნას მიზანში ამოგვიღონ, 1 საათიც არ დასჭირდება ხელისუფლებას ისე მოკურცხლავს - სხვათაშორის გაქცევაში კობახიძე ჩემპიონია. ეს სიმხდალე, არაკომპეტენტურობა და ოკუპანტის გულშემატკივრობა რომ გადაფარონ, ავრცელებენ ტყუილებს - პარტიის თავმჯდომარე მთავარ პროპაგანდისტად აქციეს. დაასახელოს აბა კობახიძემ სად ნახა ამ პარტიის საქართველოსთვის / For Georgia რომელიმე წევრის კომენტარი აფხაზეთში ან ცხინვალის რეგიონში შესვლაზე. გარანტიას გაძლევთ, პირდაპირ ეთერში, დებატებში ამდენ ტყუილს უბრალოდ ვერ გაბედავს, იცის რომ 100-ით 0-ს წააგებს (გასაქცევი გახდება), ამიტომ ჩამოდგება ხოლმე მარტო, დაცვით გარშემორტყმული. ასეთია მისი მშიშარა ბუნება.", - წერს ნათია მეზვრიშვილი. 
  18. tvati
    თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე დააკავეს. ინფორმაცია ამის შესახებ ყოფილი გამომძიებლის ოჯახმა ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს შეატყობინა. შუბითიძე გუშინ ღამით კახეთში დააკავეს.
    სერგო შუბითიძე საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც ყოფილმა გამომძიებელმა ტელეკომპანია „ფორმულასთვის“ მიცემულ ინტერვიუში საქმეში საეჭვო გარემოებებსა და მტკიცებულებების შესაძლო გაყალბებაზე ისაუბრა. როგორც ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტმა დავით ქაშიაშვილმა „ნეტგაზეთს“ უთხრა, აღნიშნულის შემდეგ პარასკევს შუბითიძესთან ინტერვიუ კვლავ ჩაწერეს, რა დროსაც ის აცხადებდა, რომ უთვალთვალებდნენ და ინტერვიუში მოთხრობილი ფაქტების უარყოფას სთხოვდნენ:
    „ჩვენ შევხვდით მას პარასკევს და პარასკევს თქვა ჩვენთან, რომ უთვალთვალებდნენ და გადაღებულიც ჰქონდა თვალთვალის ეპიზოდები. ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი რაც დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე ჩვენ გვითხრა, დაასახელა კიდეც პირი, რომელმაც უთხრა, რომ ეთქვა თითქოს აფექტის მდგომარეობაში იყო როცა პირველად ისაუბრა მტკიცებულებების შესაძლო ფალსიფიცირებაზე.
    ასეთი სიტყვები გაიმეორა „რადგან ისინი, ანუ გამოძიებამ ჩუმად არიან შენც გაჩუმდი, თქვი რომ ფსიქიკური პრობლემები გქონდა, და ის ინტერვიუ აფექტის მდგომარეობაში მიეციო“ . თუმცა შუბითიძემ თქვა, რომ რაც თქვა იყო სიმართლე და ბოლომდე ამას იტყოდა და ვერაფერი გადაათქმევინებს“ — გვიყვება დავით ქაშიაშვილი.
    საქართველოს პროკურატურის განცხადებით, შუბითიძე პროკურატურამ მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის ბრალდებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავა.
    რას ამბობენ პროკურატურაში
    საქართველოს პროკურატურის განცხადებით, შუბითიძე მოწმის მიერ ცრუ ჩვენებით მართლმსაჯულების ხელის შეშლის ბრალდებით დააკავეს.
    კერძოდ, უწყების განცხადებით, 2023 წლის 29 აპრილს, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებიდან თითქმის 3 წლის შემდეგ, დაკავებულმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ინტერვიუ მისცა, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტის გამოძიებასთან დაკავშირებული გარკვეული გარემოებების შესახებ.
    პროკურატურაში აცხადებენ, რომ ინტერვიუს მიმდინარეობის დროს გაცხადებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება და სასამართლოში მოწმედ დაკითხვისას ბრალდებულმა, ტელეკომპანიისთვის მიწოდებული ინფორმაცია გაიმეორა, რაც უწყების განცხადებით, არაერთ ტყუილს შეიცავდა და მიზნად ისახავდა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის, საზოგადოების, საგამოძიებო უწყებისა და მართლმსაჯულების შეცდომაში შეყვანას.
    პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ინტერვიუს მიმდინარეობისას, ისევე როგორც სასამართლოში დაკითხვის დროს, ბრალდებულმა განაცხადა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის გვამის აღმოჩენის შემდგომ, საქმეზე გამოძიება უშუალოდ მან დაიწყო. თუმცა, უწყებაში ამბობენ, რომ საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის გაუჩინარების ფაქტზე გამოძიება დაიწყო 2020 წლის 19 ივლისს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოში.
    პროკურატურაში ამბობენ, რომ მოცემული მომენტისთვის ბრალდებული პოლიციის ხსენებულ განყოფილებაში საერთოდ არ მუშაობდა და სისხლის სამართლის საქმის მასალებით დადგენილია, რომ გამოძიება დაიწყო არა ბრალდებულმა, არამედ გამომძიებელმა ჯიმშერ აფციაურმა.
    უწყების განცხადებით, ბრალდებულმა ასევე განაცხადა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის გვამის აღმოჩენის დღეს, დაახლოებით 16:00-16:30 დროის პერიოდში, სანამ შემთხვევის ადგილის დათვალიერება დასრულდებოდა, მასთან გამომძიებელი ელგუჯა აპუაშვილი მივიდა, რომელმაც თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ტელეფონი დაულუქავ მდგომარეობაში მოუტანა. ბრალდებულის მონათხრობით, თითქოს, ელგუჯა აპუაშვილმა მას ასევე გადასცა ლუქი და უთხრა, რომ ბრალდებულს უნდა დაელუქა თამარ ბაჩალიაშვილის ტელეფონი.
    უწყების თქმით, ბრალდებულის ჩვენებით, მობილური ტელეფონი იყო გაწმენდილ მდგომარეობაში, რომელიც მან დალუქა და ელგუჯა აპუაშვილს უკან გაატანა და მისივე განმარტებით, 2020 წლის 23 ან 24 ივლისს, მობილური ტელეფონის დათვალიერების მიზნით, გახსნა მის მიერვე დალუქული პაკეტი, რის თაობაზე შეადგინა შესაბამისი ოქმი.
    „ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 22 ივლისს, 13:35 საათიდან 19:20 საათამდე დროის მონაკვეთში, დათვალიერდა თეთრიწყაროს რაიონის სოფელ მაწევანის ტერიტორია და თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანა. საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანიდან, სხვა ნივთებთან ერთად, ექსპერტ-კრიმინალისტებმა ამოიღეს მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, გამომძიებელი ელგუჯა აპუაშვილი საგამოძიებო მოქმედებაში არ მონაწილეობდა.
    უფრო მეტიც, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას უწყვეტად მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედების პროცესის ვიდეოგადაღება, ასევე განხორციელდა ადგილმდებარეობის და შემთხვევის ადგილის ფოტოგრაფირება. ვიდეოჩანაწერში ნათლად და მკაფიოდ ჩანს, რომ გამომძიებელი ელგუჯა აპუაშვილი არ მონაწილეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში“ — აცხადებენ პროკურატურაში.
    ამასთან, პროკურატურა აცხადებს, რომ რაც შეეხება იმას, რომ თითქოს ელგუჯა აპუაშვილმა თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი მობილური ტელეფონი ბრალდებულს მიუტანა დაულუქავ მდგომარეობაში, გასუფთავებული და მასზე არ აღინიშნებოდა არანაირი ლაქა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ფოტო და ვიდეომასალით დასტურდება, რომ ავტომანქანიდან ამოღებული მობილური ტელეფონი, შესაბამისი პროცედურის დაცვით, შემთხვევის ადგილზევე დაილუქა. უწყების განცხადებით, ტელეფონი დასვრილი იყო გვამიდან გამოჟონილი სითხით და მატლებით, რის გამოც ექსპერტების მიერ სპეციალურ მაგიდაზე არსებულ თაბახის ფურცელზე მოთავსების შემდგომ, შეხვეულ იქნა დოლბანდში და დაილუქა სპეციალურ პაკეტში.
    პროკურატურაში აცხადებენ, რომ იმავე დალუქული სპეციალური პაკეტით, ისე, რომ არ მომხდარა მისი გახსნა, 2020 წლის 23 ივლისს, თამარ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონი, მასზე არსებული კვალის ნიმუშების აღების მიზნით, არა ბრალდებულის, არამედ სხვა გამომძიებლის მიერ იგზავნება შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში.
    უწყებაში ამბობენ, რომ აღნიშნული დეპარტამენტის 2020 წლის 24 ივლისის წერილით ირკვევა, რომ გამომძიებელს თამარ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონი, დალუქული სახით, სამ სხვა პაკეტთან, მათ შორის – მობილური ტელეფონიდან აღებულ ე.წ. „შემკვრივებულ მასასთან“ ერთად უბრუნდება.
    „დალუქული მობილური ტელეფონი, იმავე დღეს, იგზავნება ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში საექსპერტო კვლევისთვის, საიდანაც, ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად, საგამოძიებო ორგანოს უბრუნდება 2020 წლის 12 აგვისტოს. 2020 წლის 22 ივლისიდან 12 აგვისტომდე პერიოდში, დალუქული მობილური ტელეფონის გახსნა არცერთი გამომძიებლების მიერ არ მომხდარა“ — ვკითხულობთ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
    უწყებაში აცხადებენ, რომ ჩატარებული გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა ექსპერტი, რომელმაც 2020 წლის 23 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი მობილური ტელეფონიდან ნიმუშები აიღო.
    პროკურატურის თქმით, ექსპერტმა გამოკითხვისას განმარტა, რომ გამომძიებლის მიერ წარმოდგენილი ნივთიერი მტკიცებულება – მობილური ტელეფონი იყო დალუქული შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის სპეციალურ პაკეტში და მისი მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა.
    „ექსპერტის ჩვენებით, ნივთმტკიცების გახსნისას აღმოჩნდა, რომ მობილური ტელეფონი ჭრელი ფერის დამცავით მოთავსებული იყო თეთრი ფერის ქაღალდის კონვერტში, შეხვეული იყო სამედიცინო დოლბანდში, ნივთმტკიცების პაკეტში იყო მატლები. ექსპერტის ჩვენება სრულ თანხვედრაშია საექსპერტო დასკვნის ფოტოილუსტრაციასთან, საიდანაც დასტურდება, რომ ექსპერტთან მობილური ტელეფონი მივიდა შემთხვევის ადგილზე მისი დალუქვისას არსებული მდგომარეობით და შუალედში ლუქის გახსნას ადგილი არ ჰქონია – შემთხვევის ადგილზე გამოყენებული სპეცპაკეტის გახსნის შემთხვევაში, შეუძლებელი იქნებოდა მისი პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა. ასევე, აღსანიშნავია, რომ ბრალდებულის მიერ ინტერვიუს დროს ხსენებული ლუქის გამოყენება, სპეცპაკეტის შემთხვევაში საერთოდ არ ხდება – სპეცპაკეტი განკუთვნილია ნივთების დასალუქად და ცალკე ლუქის დაწებებას/დაკვრას არ საჭიროებს“ — წერია განცხადებაში.
    შესაბამისად, პროკურატურაში მიიჩნევენ, რომ უტყუარად დასტურდება, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონი დაილუქა შემთხვევის ადგილზე და ამავე, დალუქულ მდგომარეობაში, მეორე დღეს, 23 ივლისს, გადაიგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში, ხოლო შემდგომ – ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საიდანაც დაბრუნდა 2020 წლის 12 აგვისტოს:
    „ამდენად, ცალსახაა, რომ 22 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონი, დაულუქავ მდგომარეობაში, ბრალდებულთან ვერ მოხვდებოდა და ის მომდევნო დღეებში ტელეფონს ვერ დაათვალიერებდა.
    რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, მობილური ოპერატორებიდან გამოთხოვილი ინფორმაციით დგინდება, რომ 2020 წლის 22 ივლისს, 16:46 საათამდე ბრალდებული იმყოფება რუსთავში, ხოლო 16:48 საათზე უკვე ფონიჭალაშია და მოემართება თბილისისკენ, სადაც რჩება 23 ივლისის 01:29 საათამდე. შესაბამისად, იმ პერიოდში, როდესაც სერგო შუბითიძე უთითებს ელგუჯა აპუაშვილის მიერ ტელეფონის მიტანას, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი მობილური ტელეფონი არის შემთხვევის ადგილას და გამომძიებლების, ექსპერტების და ადვოკატის მონაწილეობით ხორციელდება მობილური ტელეფონის ამოღების პროცედურები. თავად სერგო შუბითიძე კი ამ დროს იმყოფება თბილისში.
    ბრალდებულმა სასამართლოში ჩვენების მიცემისას ასევე ისაუბრა, რომ თითქოსდა თამარ ბაჩალიაშვილის ტელეფონში შენახული იყო მხოლოდ 2020 წლის 18 ივლისის შემდგომი პერიოდის ინფორმაცია, ხოლო მანამდე არსებული ინფორმაცია წაშლილი იყო“ — ვკითხულობთ განცხადებაში.
    უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებითაც გამოძიებით დადასტურდა, რომ ბრალდებული სასამართლოს აწვდის ცრუ ჩვენებას, ვინაიდან, პროკურატურის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი მობილური ტელეფონი არ გახსნილა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაგზავნამდე. შესაბამისად, არ დათვალიერებულა არც ერთი გამომძიებლის მიერ, მათ შორის – არც სერგო შუბითიძის მიერ.
    უწყების განცხადებით, ვინაიდან, არ იყო ცნობილი თამარ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონის ე.წ. ფასკოდი, სამხარაულის ბიუროს ექსპერტებმა, მხოლოდ სპეციალური პროგრამის მეშვეობით შეძლეს მობილური ტელეფონის მეხსიერებაში შეღწევა, რის შედეგადაც ტელეფონში არსებული ინფორმაციის ამოღება მოხდა.
    პროკურატურაში ამბობენ, რომ ამოღებული ინფორმაციით ცალსახად დასტურდება, რომ 2020 წლის 18 ივლისამდე პერიოდის ინფორმაცია თამარ ბაჩალიაშვილის მობილურ ტელეფონში არსებობდა.
    გარდა ამისა, უწყებაში ამბობენ, რომ ბრალდებულმა სატელევიზიო ინტერვიუში და სასამართლოში მიცემული ჩვენებისას განმარტა, რომ მან თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოკითხა იმ კომპანიის თანამშრომლები, სადაც დასაქმებული იყო თამარ ბაჩალიაშვილი. კერძოდ, მას წინასწარ განუსაზღვრეს ის კითხვები, რომლებიც უნდა დაესვა მოწმეებისთვის. ბრალდებულის განმარტებით, მან გამოკითხა კომპანიის 4-6 თანამშრომელი:
    „აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმიდან ამოღებულ იქნა კომპანია „ზეგის“ თანამშრომლების გამოკითხვის ოქმები, რომელთა მიხედვით დადგინდა, რომ არცერთი მათგანი არ არის შედგენილი ბრალდებულის მიერ. მიუხედავად ამისა, გამოძიების ფარგლებში ხელახლა გამოიკითხა აღნიშნული კომპანიის ყველა, 45-ვე თანამშრომელი, რის შედეგადაც კიდევ ერთხელ დადგინდა, რომ ბრალდებულს არც ერთ მათგანთან არანაირი შეხება არ ჰქონია. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილშიც, დაკავებულმა, სასამართლოს, მიაწოდა ცრუ ინფორმაცია“ — აცხადებენ პროკურატურაში.
    უწყებაში აცხადებენ, რომ დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარედგინება, რაც მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლას გულისხმობს.
    პროკურატურა აცხადებს, რომ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
    სერგო შუბითიძემ „შაბათის ფორმულასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ არ სჯერა ბაჩალეიშვილის თვიმკვლელობის. მან ისაუბრა საქმის გარემოებებზე, რომელიც საეჭვოდ მიაჩნია და მიანიშნებს, რომ საქმე შესაძლოა გაყალბებული იყოს.
    აღნიშნული ინტერვიუს შემდეგ, სერგო შუბითიძის მიერ „ფორმულასთვის“ მიცემული ინტერვიუს საფუძველზე, თბილისის პროკურატურაში დაიწყო გამოძიება მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე.
    თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. ის ხუთდღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს, შემდეგ კი გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლი დაემატა, რაც თვითმკლელობამდე მიყვანას ითვალისწინებს. ოჯახი თვითმკვლელეობის ვერსიას არ იზიარებს და გამოძიებას არასათანადო მუშაობაში ადანაშაულებს.
    საქართველოს პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა, თქვა რა, რომ ადგილი თვითმკვლელობას ჰქონდა.

    netgazeti
  19. tvati
    2023 წელს 5 თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დედაქალაქში პარკირებისთვის გამოწერილი ჯარიმების მოცულობა თითქმის, 276%-ით ანუ თითქმის 4-ჯერ გაიზარდა.
    კერძოდ, საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, 2023 წლის იანვარ-მაისში დედაქალაქში პარკირების წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებით ბიუჯეტში 6,360 მლნ ლარი შევიდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში - 1,690 მლნ ლარი.
    ამასთან, გაზრდილია ზოგადად საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობაც. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, წელს 5 თვეში სანქციებიდან, ჯარიმებიდან და საურავებიდან ბიუჯეტში 87,262 მლნ ლარი შევიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში - 63,776 ლარი.
      ცნობისთვის, გასული წლის შემოდგომიდან პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა, შესაბამისად, მოცულობის ზრდა ნაწილობრივ სწორედ ამ ცვლილებით არის განპირობებული.

    bpn.ge
  20. tvati
    შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს.
    როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საერთაშორისო სანქციების დაწესების დღიდან, ჩვენი ქვეყანა სრულად იცავს დადგენილ წესებს და მკაცრ მონიტორინგს უწევს ყველა ტიპის საბაჟო ფორმალობას.
    „ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ეხმაურება საქართველოს მიერ, საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესთან დაკავშირებით, ტელეკომპანია ,,TV პირველის" გადაცემა - ,,ნოდარ მელაძის შაბათი"-ით გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციას და კიდევ ერთხელ, კატეგორიულად აცხადებს, რომ საერთაშორისო სანქციების დაწესების დღიდან, ჩვენი ქვეყანა სრულად იცავს დადგენილ წესებს და მკაცრ მონიტორინგს უწევს ყველა ტიპის საბაჟო ფორმალობას.
    აღნიშნულის გათვალისწინებით, ყველა იმ პროდუქციის გატანა, ამ შემთხვევაში სიუჟეტში დასახელებული საყოფაცხოვრებო ელექტრო-ტექნიკის, რომელიც მოხვედრილია სანქციების მონაწილე ქვეყნების მიერ განსაზღვრულ სიაში და რომელზეც ვრცელდება ევროპის საბჭოს მიერ 2014 წლის 31 ივლისის (EU) №833/2014 მიღებული რეგულაციის მოთხოვნა, (რომელიც გულისხმობს ელექტრო-საქონლის ევროკავშირიდან ექსპორტის აკრძალვას რუსეთის ფედერაციის მიმართულებით) დასაშვებია იმ შემთხვევაში თუ საქონლის საცალო ღირებულება არ აღემატება 750 ევროს.
    ამასთან, ნებისმიერი საბაჟო ოპერაცია, რომელიც ხორციელდება საქართველოში რეგისტრირებული კომპანიების მიერ და საქონელი მიემართება რუსეთის რესპუბლიკის ან ბელარუსის დანიშნულებით (მათ შორის, ექსპორტი და რეექსპორტი), ექვემდებარება განსაკუთრებულ საბაჟო კონტროლს, მოწმდება ყველა მსგავსი ოპერაცია და კომპანიის ან პროდუქციის სანქციების სიაში არსებობის შემთხვევაში არ ეძლევა ოპერაციის განხორციელების უფლება.
    სანქციების აღსრულების კუთხით, საბაჟო კონტროლის პროცედურების შესახებ, ინფორმირებულია ყველა ჩვენი პარტნიორი უწყება და საერთაშორისო ორგანიზაცია. აგრეთვე, დამატებით გადამოწმებას ექვემდებარება საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის შემთხვევები, რათა საქართველოს ტერიტორია არ იქნას გამოყენებული დაწესებული სანქიებისგან თავის არიდების საშუალებად.
    ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ, მოუწოდებს ყველას თავი შეიკავონ ქვეყანაში ტვირთების კონტროლთან დაკავშირებით, დაუსაბუთებელი და ქვეყნისთვის საზიანო ინფორმაციის გავრცელებისგან“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

    იპნ
  21. tvati
    “ვაგნერის“ ქვედანაყოფები ვორონეჟის ოლქის ტერიტორიას ნორმალურ რეჟიმში და ექსცესების გარეშე ტოვებენ, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრე გუსევმა განაცხადა.
    „ვორონეჟის ოლქის ტერიტორიაზე „ვაგნერის“ ქვედანაყოფების გადაადგილება მთავრდება. ის გადის ნორმალურ რეჟიმში და ექსცესების გარეშე", - წერს გესევი.
    გუბერნატორის თქმით, სიტუაციის საბოლოო მოგვარების შემდეგ ყველა შეზღუდვა მოიხსნება.

    იპნ
  22. tvati
    პარტია "საქართველოსთვის" ტელეკომპანია "იმედს" ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და განცხადებას ავრცელებს, რომელსაც planeta.ge უცვლელად გთავაზობთ:


    "ვეხმაურებით „იმედზე“ გასულ ცრუ (ფეიკ) სიუჟეტს, სადაც „იმედი“ საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიზანმიმართულად ატყუებს, თითქოს პარტიას „საქართველოსთვის“ საკრებულოებში აქვს კოალიციური მმართველობა „ნაციონალურ მოძრაობასთან“. - როგორც სჩანს, „იმედი“ ამ ცრუ სიუჟეტით „ნაციონალურ მოძრაობასთან“ „ოცნების“ ალიანსის გადაფარვას ცდილობს, ალიანსის, რომლის შედეგებიც ქვეყანაზე მძიმედ აისახება და რომელიც ქვეყანას მომავალს უსპობს. - საზოგადოებას გვსურს შევახსენოთ როგორ გაურიგდა „ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ და ხელისუფლებისადმი ლოიალური საბჭოს წევრების არჩევით როგორ მოსპო სასამართლოს დამოუკიდებლობის მცირედი შანსი; როგორ ჩააგდო „ოცნებამ“ ქოლ-ცენტრებზე საგამოძიებო კომისიის შექმნა საკუთარი თავის და „ნაციონალური მოძრაობის“ დასაცავად; როგორ აბარებენ ოცნების წევრები ანგარიშებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს და ა.შ. - სულ რაღაც 2 კვირის წინ „ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთობლივი გადაწყვეტილებით, ჩვენი წინააღმდეგობის მიუხედავად, რუსთაველებს დასუფთავების მოსაკრებელი გაუორმაგდათ! - ფაქტია, „ოცნებას“ ჰაერივით სჭირდება „ნაციონალური მოძრაობა“ და პირიქით. ამის დასტურია, მათი მხრიდან ორპოლუსიანობის გასაღრმავებლად ყოველდღიურად გადადგმული ნაბიჯები. პარტია „საქართველოსთვის“ დარწმუნებულია, რომ „ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების შემდეგაც გარიგდებიან. შესაბამისად, ჩვენი პოლიტიკური ამოცანაა წარსულის ამ ორმა პარტიამ 2024 წლის არჩევნებში ერთად არ მიიღოს 50%. ამ მიზნის მიღწევის გზაზე, ბუნებრივია, კატეგორიულად გამოვრიცხავთ ნებისმიერ კოალიციას როგორც ერთთან, ისე მეორესთან, როგორც არჩევნებამდე, ისე არჩევნების შემდეგ და ამავეს მოვუწოდებთ სხვა პარტიებსაც. - სამწუხაროდ, „იმედი“ ჩამოყალიბდა სიცრუის გამავრცელებლად, განსაკუთრებით პარტია „საქართველოსთვის“ და მისი ლიდერის - გიორგი გახარიას წინააღმდეგ. „ოცნების“ დაკვეთით, იმედი აქტიურად აშუქებს „ნაციონალურ მოძრაობას“ და ყველა სხვა ოპოზიციურ პარტიას, ჩვენს გარდა. „იმედზე“ თუ რამე ინფორმაცია ჟღერდება პარტია „საქართველოსთვის“ შესახებ, მხოლოდ სიცრუე. ჩვენი პარტიის წევრების კომენტარებს ისე ამონტაჟებენ, რომ მაყურებელმა ვერ გაიგოს სიმართლე. პარტიის დაფუძნების დღიდან, ჩვენი გუნდის არცერთი წევრი „იმედს“ არცერთი ფორმატის გადაცემაში არ მიუწვევია იმ ცილისმწამებლურ კამპანიაზე საპასუხოდ, რასაც აქტიურად ეწეოდა და დღესაც ეწევა. - ტელეკომპანია „იმედს“ ვთავაზობთ, ამ საკითხთან დაკავშირებით მიგვიწვიოს პირდაპირ ეთერში! იმედია „ოცნება“, რომელიც 2 წელია დებატებს გაურბის, ახლა მაინც გადალახავს შიშს, და დაგვიჯდება დებატებში, რათა მაყურებელმა გაარჩიოს სიმართლე და სიცრუე. #სიმართლეესარის", - წერია განცხადებაში. 
  23. tvati
    გერმანია, ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობით, უკრაინას წლის ბოლომდე Gepard-ის ტიპის კიდევ 30 თვითმავალ საზენიტო დანადგარს გადასცემს, - ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის სამინისტროსთან არსებული უკრაინის საკითხებზე მომუშავე ცენტრის ხელმძღვანელმა, გენერალმა კრისტიან ფროიდინგმა Welt am Sonntag-თან ინტერვიუში განაცხადა.
    „გვსურს, რომ უკრაინას, აშშ-სთან თანამშრომლობით, წლის ბოლომდე Gepard-ის კიდევ 30-მდე ერთეული მივაწოდოთ“, - აღნიშნა გენერალმა ფროიდინგმა.
    ამასთან, მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების ამჟამინდელ კონტრშეტევაში მთავარ სუსტ წერტილად საჰაერო თავდაცვა მიაჩნია.
    "ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, მაგრამ ამის მიუხედავად, აქვს თუ არა უკრაინას საკმარისი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა? ნამდვილად არა!" - აღნიშნა გენერალმა.
    მისი თქმით, გერმანია უკრაინის შეიარაღებულ ძალებს წელს კიდევ ორ IRIS-T SLM ტიპის საზენიტო სარაკეტო სისტემას გადასცემს, 2024 წელს კი, კიდევ ოთხს.
     
    ipn
  24. tvati
    ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „ხელისუფლება“ რუსეთთან და საქართველოსთან ე.წ. „საზღვარზე“ კონტროლს აძლიერებს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
    მათივე ინფორმაციით, გადაწყვეტილების შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ვიცე-პრეზიდენტის, ბადრა გუნბასა და „სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელების“ შეხვედროს შემდეგ გახდა ცნობილი.
    აფხაზეთის ე.წ. „ვიცე-პრეზიდენტის“ დავალებით, რუსეთში სამხედრო ამბოხის მცდელობასთან დაკავშირებით, რესპუბლიკის ძალოვანი სტრუქტურების პერსონალი გაძლიერებულ სამუშაო რეჟიმზე გადაიყვანეს. ასევე, ე.წ. აფხაზეთის „თავდაცვის სამინისტროსა“ და „სახელმწიფო უსაფრთხოების“ სამსახურს დაევალა, „მუდმივ კონტაქტზე იყვნენ აფხაზეთში რუსეთის შეიარაღებული ძალების მე-7 სამხედრო ბაზისა და რუსეთის სასაზღვრო დაცვის წარმომადგენლებთან“.

    ipn
  25. tvati
    უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი - მალხაზ კვიჟინაძე და ჯონი ოდიშვილი დაიღუპა.
    როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, უკრაინაში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია საქართველოს მოქალაქეების გარდაცვალების შესახებ.
    მათივე ცნობით, ყველა შესაბიმისი პროცედურა განხორციელდება.
    2022 წლის 24 თებერვლის, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინაში 46 ქართველი მებრძოლია დაღუპული.

    ipn
×
×
  • შექმენი...