Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ბლოგ პოსტები დაპოსტილი tvati -ს მიერ

  1. tvati
    “თუკი რამე განსხვავება არსებობდა “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის, “ქართულმა ოცნებამ” ეს განსხვავება თავისი ხელით წაშალა. მთავარი პრობლემა რა იყო? მთავარი პრობლემა იყო დაშინება, მუქარა, ძალადობა. დღეს, ეს ყველაფერი ხდება და ხდება ისევ პოლიტიკური მოტივით.
    პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი მიხეილ დაუშვილი. 355464089_942356546970467_1460149526452992137_n.mp4
  2. tvati
    ვერ ვხედავ რესურსებს ან სურვილს, რომ ახალი ფრონტი გამოცადონ დასავლეთის წინააღმდეგ საქართველოში, მაგრამ შეიძლება „რბილი ძალის” პოლიტიკას ცდიდნენ. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან ინტერვიუში რუსეთთან დაკავშირებით განაცხადა.
    მისი თქმით, იმ ფონზე, როდესაც პუტინი ვერ მართავს ომს უკრაინაში, საქართველოზე სამხედრო ზეწოლის საფრთხეს ვერ ხედავს, თუმცა, რაც შეიძლება მოხდეს არის ის, რომ საქართველოში გამოცადოს „რბილი ძალა“.
    “რა თქმა უნდა, შეშფოთების გარეშე ვერ იქნები, განსაკუთრებით როდესაც [პუტინის] რეჟიმი დასასრულ პერიოდში შედის და ნათელია, რომ პუტინი დღეს ყველაფერს ვერ მართავს და ნამდვილად ვერ მართავს უკრაინაში ომს. ყოველთვის შეგიძლია შეშფოთებული იყო თუ რა შეიძლება მოხდეს, ექსცენტრული გადაწყვეტილებებით, რომლებიც შეიძლება იქნას მიღებული.
    ჩვენს შემთხვევაში, ამ ეტაპზე, მე ვერ ვხედავ, რომ სამხედრო ზეწოლა არსებობდეს, ვინაიდან, ჩვენთან სამხედრო ოკუპაციაა, რომელიც 2008 წლიდან გრძელდება და მანამდეც 1991 წლიდან სხვადასხვა ფორმებით. ასე რომ, ორი რეგიონი ოკუპირებულია რუსეთის სამხედრო ბაზებით. მაგრამ ვფიქრობ, რაც შეიძლება, მოხდეს არის ის, რომ ახლა რუსეთი გამბედაობას ამოწმებს და ამოწმებს „რბილი ძალის” ფრონტს, რაც არის პროპაგანდა, ყველა ის რუსი, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა და გავიმეორებ, რომ ეს უნდა კონტროლდებოდეს - არ შეგვიძლია ამდენი რაოდენობით რუსი შემოვუშვათ საქართველოს ტერიტორიაზე იმის ცოდნის გარეშე თუ ვინ არიან. უმრავლესობა, როგორც თქვით, ის ხალხია, რომელიც დღევანდელ რუსეთს გაურბის და პროპუტინული მოსახლეობა არ არის, მაგრამ ასევე ვიცით რუსეთის მუქარები, რომ თუ რუსულენოვანი ხალხი ნორმალურად არ იქნება დაცული - ეს შეიძლება რუსეთის შემოჭრის მიზეზად იქნას გამოყენებული.
    ამიტომ ეს ყველაფერი შეიძლება რუსეთის მიერ იქნას გამოყენებული, მაგრამ მე ვერ ვხედავ რესურსებს ან სურვილს, რომ ახალი ფრონტი გამოცადონ დასავლეთის წინააღმდეგ საქართველოში. მაგრამ, შეიძლება „რბილი ძალის” პოლიტიკას ცდიდნენ - პროპაგანდას - რომელიც საბჭოთა დროიდან რუსეთის ჩვეულებრივი ინსტრუმენტია”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

    palitranews
  3. tvati
    დღეს დილით უკრაინელმა მაშველებმა დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში, რუსული რაკეტით განადგურებული შენობის ნანგრევებში იპოვეს კიდევ 1 ადამიანის ცხედარი. დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია, რომლის შედეგად 11 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, დასრულებულია.
    რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კრამატორსკსა და მის შემოგარენზე სარაკეტო დარტყმა 27 ივნისს, საღამოს განახორციელეს. ერთი რაკეტა მოხვდა ქალაქის ცენტრში მდებარე პიცის რესტორანს.
    12 დაღუპულიდან 3 არასრულწლოვანი იყო, მათ შორის 14 წლის ტყუპი დები. დაიჭრა 60 ადამიანი.
    რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კრამატორსკზე შეტევა 28 ივნისს დაადასტურა, თუმცა, ისევ არ აღიარა სამოქალაქო ობიექტზე დარტყმა და სამიზნედ დაასახელა უკრაინის არმიის 56-ე ქვეითი ბრიგადის სამეთაურო შემადგენლობის დროებითი დისლოკაციის ადგილი.
    უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კრამატორსკზე სარაკეტო დარტყმას უწოდა ტერორის კიდევ ერთი გამოვლინება, რომელიც უკრაინას და მსოფლიოს აჩვენებს, რომ რუსეთი იმსახურებს მხოლოდ დამარცხებას და ტრიბუნალს.

    radio tavisupleba
  4. tvati
    სპეცოპერაცია ფონიჭალაშიც მიმდინარეობს. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, დაკავებულები არიან ნარკორეალიზატორები და ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა-ტარებაში ბრალდებული პირები.
    ცნობისთვის, ამ დროისთვის, სპეცოპერაცია მიმდინარეობს, ასევე გორის მუნიციპალიტეტში.
     
    ipn
  5. tvati
    შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვალერი თელიას განცხადებით, გორში მიმდინარე სპეცოპერაციის ფარგლებში, ერთი მოქალაქის ჩხრეკის შედეგად, გარკვეული სახის ნივთიერება ამოიღეს.
    მისივე ინფორმაციით, საპოლიციო ღონისძიება გორის გარდა მიმდინარეობს სხვა ტერიტორიაზეც.
    „ამ ეტაპზე სხვადასხვა ლოკაციაზე საპოლიციო ღონისძიება მიმდინარეობს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე ერთ მოქალაქეს შიდა ქართლის რეგიონში ჩხრეკა ჩაუტარდა. აღმოჩენილ იქნა გარკვეული სახის ნივთიერება, რომელიც ექსპერტიზაზე გაიგზავნება. ასევე, მიმდინარეობს ღონისძიება სხვა ლოკაციაზეც“, - განაცხადა ვალერი თელიამ.
    ცნობისთვის, ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ადგილზე სპეცოპერაცია დილიდან მიმდინარეობს, მათ შორის, გორის მუნიციპალიტეტში, სადაც „ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, საპოლიციო ღონისძიება სავარაუდოდ, ნარკოდანაშაულს უკავშირდება.
    სპეცოპერაცია ტარდება ფონიჭალაშიც.
    არსებული ინფორმაციით, დაკავებულები არიან ნარკორეალიზატორები და ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა-ტარებაში ბრალდებული პირები.

    palitranews
  6. tvati
    უკრაინის თავდაცვის ძალებმა ფრონტზე სტრატეგიული ინიციატივის ხელში ჩაგდება შეძლეს და წინ მიიწევენ, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ აშშ-ის შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელთან, გენერალ მარკ მილისთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.
    „განვიხილეთ ფრონტზე არსებული ვითარება. ჩვენ მოვახერხეთ სტრატეგიული ინიციატივის ხელში ჩაგდება, უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალები განაგრძობენ შეტევითი ოპერაციების ჩატარებას, გვაქვს პროგრესი. მტერი ძლიერ წინააღმდეგობას გვიწევს, ამავდროულად დიდ დანაკარგებს განიცდის. ის ცდილობს შეინარჩუნოს თავისი პოზიციები ტერიტორიის უწყვეტი დანაღმვით“, - წერს ზალუჟნი „ტელეგრამზე“.
    მისი თქმით, მარკ მილისთან ასევე ისაუბრა უკრაინის შეიარაღებული ძალების გადაუდებელ საჭიროებებზე იარაღის, საბრძოლო მასალისა და განაღმვისთვის საჭირო აღჭურვილობის შესახებ და მადლობა გადაუხადა სამხედრო დახმარების პაკეტისთვის, რომელიც შეერთებულმა შტატებმა წინა დღეს გამოაცხადა.
    „შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ კონტაქტს და კოორდინაციას გავიწევთ ქმედებებს უკრაინის ტერიტორიის დეოკუპაციისთვის“, - განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა.

    ipn
  7. tvati
    უკრაინის გამარჯვება მოლდოვასა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარანტიაა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადაში გამოსვლისას განაცხადა.
    უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის გამარჯვება უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარანტიაა მოლდოვასა და საქართველოსთვის, ახალი ძალაა სამხრეთ კავკასიისთვის, თავისუფლება და სიმშვიდეა ბელარუსისთვის, ენერგიაა ბალტიისა და შავი ზღვის რეგიონისთვის, უსაფრთხოების გარანტია და მანიპულაციებისგან დაცვაა ცენტრალური აზიისთვის, შანსია ახლო აღმოსავლეთისთვის და გარანტიაა, რომ აფრიკის ქვეყნებს რუსები აღარ გაძარცვავენ.
    "ასეთ პრინციპს ვთავაზობ უკაინული დოქტრინისთვის, მისი გლობალური უსაფრთხოების კომპონენტისთვის - არ ვიფიქროთ იმაზე, თუ რას ველოდოთ რუსეთისგან, არამედ ნებისმიერი სიბოროტისთვის მზად ვიყოთ, რათა რუსეთში ნებისმიერი ბოროტება ყოველთვის დარწმუნებული იყოს, რომ უკრაინასთან ყოველთვის დამარცხდება", - განაცხადა ზელენსკიმ.

    ipn
  8. tvati
    ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი ორმხრივი დღის წესრიგი საქართველოსა და ევროკავშირს შორის და ვიმედოვნებთ, რომ ოდესმე მივესალმებით, როგორც ევროკავშირის წევრს და არ უნდა დავუშვათ, რომ სანქციების საკითხი გახდეს ჩვენი მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისთვის გამაღიზიანებელი ან დაბრკოლება. სიამოვნებით ვიტყვი იმას, რასაც ბოლო ორი დღე ვხედავთ ადასტურებს, რომ ეს აბსოლუტურად ასე არ არის , - ამის შესახებ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, დევიდ ო’სალივანმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
    „როგორც იცით, თბილისში ბრიტანელ და ამერიკელ კოლეგებთან ერთად ვიმყოფები. რაც შეეხება ზოგად კონტექსტს, უკრაინაში რუსეთის უკანონო, სრულმასშტაბიანი და არაპროვოცირებული შეჭრის შემდეგ საერთაშორისო საზოგადოება აწესებს სანქციებს, ამ სანქციების მიზანია, ძირი გამოუთხაროს რუსეთის უნარს აწარმოოს ეს ომი, რუსეთის მთავრობას ჩამოერთვას შემოსავალი ამ ომის საწარმოებლად, იმისთვის, რომ რუსეთს დააწესოს მძიმე ეკონომიკური საფასური ამ სასტიკი და არაპროვოცირებული ომისთვის. ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ სანქციების შესაძლო გვერდის ავლის საკითხს და განსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებთ იმ 38 პროდუქტზე, რომელიც ბრძოლისველზე გამოიყენება და რომელიც უკრაინელებმა ბრძოლის ველზე დააფიქსირეს. ეს პროდუქტები რუსეთის იარაღს უფრო ლეტალურს, ჭკვიანს და სასიკვდილოს ხდის. ჩვენ განსაკუთრებით გვაშფოთებს ამ პროდუქტებზე დაწესებული სანქციების ნებისმიერი გვერდის ავლა“, - აღნიშნა დევიდ ო’სალივანმა.
    მისი თქმით, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ უერთდება, თუმცა ესმით ის სპეციფიკური ვითარება, რომელშიც საქართველო იმყოფება ეკონომიკურად, გეოგრაფიული თვალსაზრისით.
    „საქართველო, რა თქმა უნდა, არ ახორციელებს სანქციებს, ჩვენ, შესაძლოა იმედგაცრუებული ვართ, რომ ასე არ იქცევა ქვეყანა, რომელსაც აქვს მისწრაფება იყოს ევროკავშირის წევრი. ვისურვებდით მაღალი ხარისხის შესაბამისობას საგარეო პოლიტიკაშიც. მაგრამ ჩვენ ასევე გვესმის სპეციფიკური ვითარება, რომელშიც საქართველო იმყოფება ეკონომიკურად, გეოგრაფიული თვალსაზრისით და რუსეთთან მჭიდრო კონტაქტების თვალსაზრისით. ასე რომ, ჩვენ გვესმის, რომ ისინი არ აპირებენ ჩვენი სანქციების განხორციელებას, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ იმან, რაც ვნახეთ ბოლო ორი დღის განმავლობაში, დაგვაჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება ძალიან სერიოზულად ეკიდება საკითხს, რომ მისი ქვეყანა სანქციების გვერდის ასავლელ პლატფორმად არ გამოიყენონ. მათ განახორციელეს მნიშვნელოვანი ღონისძიებები, რომლის საშუალებითაც კონტროლდება ექსპორტი, ყველაზე სენსიტიური 38 პროდუქტის შესაძლო ექსპორტი საქართველოდან. იგივე ეხება ფინანსურ სანქციებს, სადაც სიფხიზლეს იჩენენ და ჩვენ გულწრფელად აღფრთოვანებული ვართ მათ მიერ მიღებული ზომებით.
    მინდა ნათლად განვაცხადო, რომ ჩვენ აქ ვართ პარტნიორობისა და თანამშრომლობის პერიოდში, განსაკუთრებით ევროკავშირის მხრიდან. ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი ორმხრივი დღის წესრიგი საქართველოსა და ევროკავშირს შორის და ვიმედოვნებთ, რომ ოდესმე მივესალმებით, როგორც ევროკავშირის წევრს და არ უნდა დავუშვათ, რომ სანქციების საკითხი გახდეს ჩვენი მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისთვის გამაღიზიანებელი ან დაბრკოლება. სიამოვნებით ვიტყვი იმას, რასაც ბოლო ორი დღე ვხედავთ ადასტურებს, რომ ეს აბსოლუტურად ასე არ არის”, - განაცხადა დევიდ ო’სალივანმა.
    მისი თქმით, თბილისში ვიზიტი ნაყოფიერი იყო და ქვეყნიდან პოზიტიური შთაბეჭდილებებით მიდიან.

    ipn
  9. tvati
    წინ ზაფხული გველოდება – სეზონი, როდესაც ბავშვები დასასვენებლად წავლენ და გაცილებით მეტი თავისუფალი დრო ექნებათ გაჯეტებისთვის. პოტენციური ვირტუალური საფრთხისგან დასაცავად, მნიშვნელოვანია, რომ მათ შევახსენოთ ინტერნეტში ქცევის წესები. სწორედ ასეთი რჩევების მარტივი სია მოგიმზადეთ მესენჯერებისთვის, რომელიც მოიცავს იმ გამოყენებადი ფუნქციების მაგალითებს, რომლებიც Viber პოპულარულ საკომუნიკაციო აპლიკაციაში გვხვდება. 

    1. შევისწავლოთ კონფიდენციალურობის პარამეტრების მენიუ
    პირველი რჩევაა, შეისწავლოთ მესენჯერის კონფიდენციალურობის პარამეტრების მენიუ თქვენს შვილთან ერთად, გააცანით მას უსაფრთხო ონლაინ კომუნიკაციისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციები და ერთად გააქტიურეთ ისინი.
    Viber-ში, გადადით მენიუში, არჩიეთ “More” (“მეტი“), შემდეგ გადადით “Settings” (“პარამეტრებში“) და აირჩიეთ ჩანართი  “Privacy” (“კონფიდენციალურობა“). აქ შეგიძლიათ დამოუკიდებლად მართოთ ისეთი პარამეტრები, როგორიცაა ფარული ჩატები “Share Online Status” („ონლაინ“) და “Send Seen Status („ნანახი“)  სტატუსების ჩვენება, მიმოწერის მოთხოვნები, ფოტოების ჩვენება, ჯგუფებში დამატების პარამეტრები და მრავალი სხვა.
    2. არ ვესაუბრებით უცნობებს ონლაინ
    ზუსტად ისევე, როგორც რეალურ ცხოვრებაში, ვირტუალურ სივრცეშიც, ბავშვი არ უნდა ეკონტაქტებოდეს უცხო ადამიანებს. ბავშვმა მკაფიოდ უნდა იცოდეს უსაფრთხოების ძირითადი წესი – ნუ დაეკონტაქტებით უცნობებს და მით უმეტეს, ნუ მოუყვები მათ შენი, შენი ოჯახის წევრებისა ან მეგობრების შესახებ.
    თუ თქვენი ოჯახი იყენებს Viber-ს, ისარგებლეთ კონფიდენციალურობის მოსახერხებელი პარამეტრებით, რომლებიც მესენჯერშია ჩაშენებული. მშობლებს შეუძლიათ დააყენონ მრავალი ფუნქცია, რათა დაიცვან შვილების უსაფრთხო მიმოწერა და აარიდონ ისინი იმ ადამიანების, რომლებიც არ არიან მათი კონტაქტების სიაში. ეს ფუნქციები მოიცავს: 
    Message requests (მიმოწერის მოთხოვნა) როდესაც ბავშვი მიიღებს შეტყობინებას ან მოწვევას უცნობი კონტაქტისგან, ის გადაინაცვლებს მიმოწერის მოთხოვნის საქაღალდეში, რომელიც შეგიძლიათ ნახოთ მესენჯერის ჩატების მთავარ სიაში. მშობლებს შეეძლებათ ნახონ ეს შეტყობინება ბავშვის სმარტფონზე და მასთან ერთად გადაწყვიტონ, დაბლოკონ კონტაქტი თუ გახსნან მისგან გამოგზავნილი შეტყობინება.
    Silence unknown callers (არასასურველი ზარებისგან დაცვა) ამ ფუნქციის გააქტიურებით მენიუში “More” (“მეტი“), შემდეგ “Settings” (“პარამეტრები“), “Calls and Messages” (“ზარები და შეტყობინებები“), მშობლებს შეუძლიათ დაიცვან შვილი უცნობი კონტაქტების ზარებისგან. ეს ზარები გამოჩნდება მხოლოდ ჩატის სიაში და ბოლო ზარებში.

    Block contact (კონტაქტის დაბლოკვა) არის შემთხვევები, როდესაც მესენჯერში კონკრეტული კონტაქტის დაბლოკვა გჭირდება. ამისათვის გახსენით ჩატი კონკრეტულ მომხმარებელთან და დააწკაპუნეთ მისი პროფილის ჩატის ზედა პანელზე. ფანჯარაში, რომელიც გამოჩნდება, აირჩიეთ “კონტაქტის დაბლოკვა“. ხოლო თუ ეს ანგარიში არ არის კონტაქტების სიაში, Viber მის პირდაპირ დაბლოკვას შემოგთავაზებთ.
    3. არ ვაზიარებთ პირად ინფორმაციას
    Viber მესენჯერი ჩვეულებრივ ზრუნავს თავისი მომხმარებლების უსაფრთხოებაზე. ყველა ძირითადი ფუნქციისთვის (მათ შორის, პირადი და ჯგუფური ჩატები, აუდიო და ვიდეო ზარები, მედიის გაზიარება და ყველა დაკავშირებული მომხმარებლის მოწყობილობების უსაფრთხოება) ბოლოდან ბოლომდე დაშიფვრის ტექნოლოგიის გამოყენებით, Viber უზრუნველყოფს, რომ პირადი საუბრები ხელმისაწვდომი იყოს მხოლოდ ჩატის მონაწილეებისთვის. 
    გარდა ამისა, Viber-ს აქვს რამდენიმე დამატებითი სასარგებლო ფუნქცია უსაფრთხო კომუნიკაციისთვის:
    Share online status (“ონლაინ” სტატუსი) თუ მშობლებს არ სურთ, რომ მათი შვილის თანამოსაუბრეებმა იცოდნენ, როდის არის ის ინტერნეტში, მენიუში “Settings” (“პარამეტრები“), “Privacy” (“კონფიდენციალურობის“) ჩანართში, შეგიძლიათ გამორთოთ “Online status” (“ონლაინ“) სტატუსი. ამის შემდეგ, ბავშვი ონლაინ ინკოგნიტოდ დარჩება.
    Show your photo (“აჩვენე შენი ფოტო“) თუ ამ პარამეტრს გამორთავთ, მომხმარებლები, რომლებიც არ არიან ბავშვის კონტაქტებში, ვერ ნახავენ მის ფოტოს.
    4. გამორთეთ მოსაწვევები ჯგუფურ ჩატებში
    ბავშვები ხშირად ამატებენ ერთმანეთს სხვადასხვა ჯგუფურ ჩატში. რაღაც მომენტში, ამ ჩატების რაოდენობა იმდენად ბევრია, რომ ბავშვი იბნევა. მშობლებს შეუძლიათ შვილთან ერთად განიხილონ და დაადგინონ, ვის შეუძლია მისი ნომრის დამატება ჯგუფურ ჩატებში და ვის არა. “Privacy” (“კონფიდენციალურობის“) პარამეტრების მენიუში აირჩიეთ “Control who can add you to groups” (“აკონტროლეთ ვის შეუძლია დაგამატოთ ჯგუფებში”) და გააკეთეთ არჩევანი “Everyone” (“ნებისმიერ“) ან “My Contacts” (“ჩემს კონტაქტებს“) შორის.

    ნეტგაზეთი
  10. tvati
    სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დეივიდ ო’სალივანმა საქართველოში ჩატარებული შეხვედრების შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
    ბრიფინგის დასაწყისში მან აღნიშნა, რომ ევროკავშირში იმედგაცრუებულნი არიან იმით, რომ საქართველო არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს და რომ ბრიუსელში წევრობის მსურველთაგან ევროკავშირის პოლიტიკასთან მეტ შესაბამისობას ელიან, თუმცა დაამატა, რომ ესმის,  საქართველო სპეციფიურ სიტუაცია.
    რაც შეეხება საქართველოს გზით რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლას – ო’სალივანის თქმით, „საქართველოს ხელისუფლება სერიოზულად უდგება იმას, რომ საქართველო არ იქცეს სანქციების ავლის პლატფორმა და იღებს მნიშვნელოვან ზომებს“ სანქციების გვერდის ავლის პრევენციისთვის.
    ო’სალივანმა, ბრიტანელი და ამერიკელი კოლეგების მსგავსად, ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი არ ითხოვს რუსეთთან ვაჭრობის სრულიად შეწყვეტას და მხოლოდ სურს, რომ რუსეთმა ვერ მიიღოს სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა უკრაინაში ომის წარმოებისთვის.
    სანქციების გვერდის ავლისთვის ყველაზე სუსტი წერტილი, მისი თქმით, არის პოტენციურად ნებისმიერი წერტილი, რომლიდანაც მეზობელი ქვეყნიდან რუსეთში შესვლა შეიძლება. ფრენების აღდგენაზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ ამით გაიზარდა ამგვარი წერტილების რაოდენობა. მისივე თქმით, ასეთი წერტილი არაა იმაზე სუსტი საქართველოში, ვიდრე სხვა ქვეყნებში.
    ო’სალივანს ასევე ჰკითხეს საქართველოს ვაჭრობის მაჩვენებლის ზრდაზე, მათ შორის მანქანების რეექსპორტის ზრდაზე. მისი განმარტებით, სანქციების თავიდან არიდებად ჩაითვლება, თუ საქართველოს მოქალაქე ევროპაში ავტომობილს რუსეთში გადაყიდვისთვის შეიძენს. თუმცა, როგორც მან განაცხადა, ასეთი შემთხვევების შესახებ არაა ცნობილი.
    სხვა საკითხებზე, როგორებიცაა პერსონალური სანქციები, მან არ ისაუბრა.

    ნეტგაზეთი
  11. tvati
    მიმდინარე თვეში ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსა და ხელისუფლების სხვა კრიტიკოსებზე თავდასხმებმა მკვეთრად იმატა. თითქმის ყველა შემთხვევაში ნათელია ანგარიშსწორების მიზეზი: დაზარალებულთა პოლიტიკური საქმიანობა და მათ მიერ კონკრეტული ინსტიტუციებისა თუ პერსონების კრიტიკა.
    ინციდენტების შეფასებისას “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ ძალადობა ცუდია, თუმცა არც ის ავიწყდებათ, თავდასხმების მსხვერპლთა ბრალეულობაზეც ისაუბრონ და პროცესის წახალისებაში ისევ ოპონენტები დაადანაშაულონ.
    ამასობაში, ძალადობრივი აქტები გრძელდება.
    ვის სად და რატომ დაესხნენ თავს
    უკანასკნელი პერიოდის თავდასხმების ერთ-ერთი ობიექტი მეცნიერი ლევან ბერძენიშვილი გახდა. როგორც ჰყვება, 20 ივნისს თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მოქალაქე მიუახლოვდა და დედის გინება დაუწყო, შემდეგ კი ჯიბიდან კვერცხიც ამოიღო.
    მეცნიერის გადმოცემით, ხსენებული პირი ქართლ-კახეთის მეფეს, ერეკლე მეორეს იცავდა, რომელსაც ბერძენიშვილი ხშირად აკრიტიკებს.  ამ პოზიციის გამო მეცნიერი ხელისუფლებისა და მისი მხარდამჭერების მხრიდან მწვავე კრიტიკისა და შეურაცხყოფის ობიექტი არაერთგზის გახდა.
    უკანასკნელი შემთხვევისას ბერძენიშვილი არ დაშავებულა, თუმცა გაცილებით მძიმე იყო 3 დღით ადრე მომხდარი ინციდენტი, რომელიც “გირჩი — მეტი თავისუფლების” ლიდერს, ოპოზიციონერ ზურაბ ჯაფარიძეს შეემთხვა.
    პარტიის ინფორმაციით, ჯაფარიძეს 17 ივნისს დაესხნენ თავს და სცემეს. ეს მაშინ მოხდა, როცა ბორჯომისკენ, “ლიბერალური აკადემიის” ახალგაზრდულ ბანაკში მიმავალი ჯაფარიძე და პარტიის წევრები გორის “სმარტთან” გაჩერდნენ.
    აღნიშნული თავდასხმის დღესვე, ძალადობრივი ჯგუფები მიიჭრნენ ბორჯომის იმ ბანაკში, სადაც ჯაფარიძე სპიკერი უნდა ყოფილიყო. ისინი ყვიროდნენ, იგინებოდნენ და სხვადასხვა საგანს ისროდნენ ბანაკის მიმართულებით, სადაც არასწრულწოვნებიც იმყოფებოდნენ.  სხვებთან ერთად იქ იყო “ქართული ოცნების” ყოფილი წევრი და ახლად დაფუძნებული კონსერვატიული გაერთიანების “საქართველო უპირველეს ყოვლისა” ლიდერი ვატო შაქარიშვილი.

    ზურა ჯაფარიძე თავდასხმის შემდეგ
    ასევე 17 ივნისს, ხელჩართული ჩხუბი მოხდა თსუ-ში, სადაც “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, ლექცია ჰქონდა. სტუდენტების ნაწილს საპროტესტო ბანერების გაშლა სურდა, რისი საშუალებაც არ მიეცათ. ხელჩართული ჩხუბის დროს “ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრს, ლუკა შველიძეს სცემეს.
    მოგვიანებით, 27 ივნისის ღამით, თბილისში კიდევ ერთი თავდასხმა მოხდა. ამჯერად ხელისუფლების მიმართ კრიტიკული ტელეკომპანიის, “ფორმულას” თანადამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს სცემეს. მშვილდაძის თქმით, თავდამსხმელმა მას უთხრა, „შენ პატრიარქს როგორ აგინებო“.

    მიშა მშვილდაძე თავდასხმის შემდეგ 
    მშვილდაძე, რომელსაც დაზიანებები სახის არეში აქვს, მომხდარს პოლიტიკური კონტექსტით ხსნის.
    საყურადღებოა, რომ როგორც ჯაფარიძეზე, ისე მშვილდაძეზე თავდასხმის შემდეგ, “ფეისბუკზე” გამოჩნდა იდენტური სტილის პოსტები, რომელთა ავტორებიც საჯაროდ ამბობენ, რომ თავად იყვნენ თავდამსხმელები. ორივე პოსტში წერია, რომ თავდასხმის ობიექტი ეკლესიისა და პატრიარქის შეურაცხყოფისთვის იცემა.
    “დარწმუნებული ვარ, ის, რაც დაიძახეს, იყო სპეციალურად დასწავლილი ფრაზა, რათა პროპაგანდას ჰქონოდა სათქმელი, რომ აი, ეს მოხდა. თორემ, პატრიარქს ვაგინებ, [რას ნიშნავს?] არ შემიგინებია პატრიარქისთვის. ვაგინებ მდინარაძეს, კობახიძეს, ბიძინა ივანიშვილს და ა.შ. პატრიარქისთვის მე არ მიგინებია”, — დასძენს მშვილდაძე.

    27 ივნისის ღამეს კიდევ ერთ ინციდენტზე გავრცელდა ცნობა: “ნაციონალური მოძრაობის” თანახმად, პარტიის სამეურნეო სამსახურის თანამშრომელს, დავით ოსიყმიშვილს საცხოვრებელ სახლთან ნიღბიანები დახვდნენ და სცემეს.
    პარტიაში თავდასხმას ხელისუფლებას უკავშირებენ და ამბობენ, რომ ოსიყმიშვილს ცხვირი აქვს გატეხილი და მიღებული აქვს ტვინის შერყევა.
    “ამ რუსებს, ამ პუტინისტებს, პატარა კაცუნებს, არაფერი დარჩენიათ, გარდა იმისა, რომ თავს დაესხან ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს და ეცადონ, რომ დააშინონ”, — აცხადებს პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი.

    დავით ოსიყმიშვილი თავდასხმის შემდეგ 
    გუშინვე, 27 ივნისს, ხაბეიშვილმა “ფეისბუკზე” დაწერა, რომ გარდაბანში ჩასულს ავტომობილის საბურავები დაუჭრეს.
    რას ამბობენ მმართველ პარტიასა და ეკლესიაში
    მმართველ პარტიაში, საჯარო განცხადებებში, ძალადობას უარყოფითად აფასებენ, თუმცა არა — ყველა:
    თუ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სიტყვიერად მაინც გმობს ასეთ პრაქტიკას, მმართველი გუნდის წევრი დიმიტრი სამხარაძე პირდაპირ ამბობს, რომ “საქართველოს მტრებზე” ძალადობას არ დაგმობს. ის ღიად მოუწოდებს მოქალაქეებს, “სამშობლოს მტრებს საკადრისი პასუხი გასცენ”.
    რაც შეეხება კობახიძეს, ის ამბობს, რომ ძალადობა მიუღებელია, თუმცა მისი თქმით, ამ პროცესს ისევ ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და ელჩები ახალისებენ.
    კობახიძის მტკიცებით, ადამიანებს, რომლებიც ზურაბ ჯაფარიძესა თუ მიშა მშვილდაძეს თავს დაესხნენ, ხელისუფლების ოპონენტებმა და სხვებმა “დააჯერეს”, რომ ეს სამოქალაქო აქტივიზმია. მას არ დაუსახელებია იმ ადამიანების ვინაობა, ვინც, როგორც თავად ამტკიცებს, ძალადობას აქტივიზმად წარმოაჩენს.

    ირაკლი კობახიძე 
    “როცა ადამიანები გამოდიოდნენ რუსთაველზე და დედას იგინებოდნენ, უწმაწური სიტყვებით შეურაცხყოფას აყენებდნენ ადამიანებს, ეს კონკრეტული ელჩის მხრიდან შეფასდა, როგორც გამოხატვის თავისუფლება. არ შეიძლება, დედის გინება და უწმაწურობა შეაფასო, როგორც გამოხატვის თავისუფლება.
    არამხოლოდ ძალადობის წახალისება ხდება, ამ ყველაფერს არქმევენ სამოქალაქო აქტივიზმს…  ვინც იძალადა ზურა ჯაფარიძესა და მიშა მშვილდაძეზე, მათ დააჯერეს სწორედ ამ ადამიანებმა, ოპოზიციამ, ენჯეოებმა, ელჩებმა, რომ ფიზიკური თუ ვერბალური ძალადობა არის სამოქალაქო აქტივიზმი”, — დასძინა მან.
    თავდასხმებთან დაკავშირებით განცხადება საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმაც გაავრცელა. დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე საპატრიარქოს მიმართ “აგრესიულ კამპანიაზე” საუბრობს და დასძენს, რომ ადვილი მისახვედრია, “ვისი მიზეზით იზრდება დაპირისპირება, შუღლი და შეურაცხყოფა საზოგადოებაში”.

    დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე 
    მისივე სიტყვებით, “რა თქმა უნდა, აღსანიშნავია, რომ ძალადობა არ არის ქრისტიანული საქციელი და ეკლესიის ძალისხმევა და მოწოდება სწორედ მოყვასისადმი სიყვარულის ქადაგებაა”.
    სასულიერო პირის აზრით, “რჩება შთაბეჭდილება, რომ პროვოკაცია ხშირ შემთხვევაში წინასწარ იგეგმება, რათა შემდეგ თუ ვინმე მის საპასუხოდ ძალას გამოიყენებს, კვლავ საპატრიარქოს წინააღმდეგ იქნეს მომართული მედიასაშუალებები”.
    “5 იყო სულ ბოლო ხანებში ჩემს შემთხვევაში”
    17 ივნისის ინციდენტი არ ყოფილა ერთადერთი შემთხვევა, როცა მეცნიერ ლევან ბერძენიშვილს საჯაროდ მიაყენეს შეურაცხყოფა ან სხვა ფორმით შეუქმნეს დისკომფორტი.
    იანვარში ეს გააკეთა პროსამთავრობო “პოს ტვ”-ს პროპაგანდისტმა ნათია ბერიძემ, რომელმაც ბერძენიშვილი ქუჩაში გალანძღა და თან ვიდეოს უღებდა. მაისში კი მეცნიერმა თქვა, რომ მის სახლთან 15-20 ნიღბიანი პირი იმყოფებოდა.
    “5 [ინციდენტი] იყო სულ ბოლო ხანებში ჩემს შემთხვევაში”, — ეუბნება ბერძენიშვილი “ნეტგაზეთს” და აღნიშნავს, რომ ფიზიკურად არც ერთ შემთხვევაში დაზარალებულა.
    ლევან ბერძენიშვილს უჭირს იმის დაზუსტებით თქმა, რამდენად ორგანიზებულია ინციდენტები, თუმცა როგორც აღნიშნავს, ეს პროცესი  “გარეგნულად ძალიან ჰგავს მმართველი პარტიის მიერ დაგეგმილ საქმიანობას”.
    “[ამაში] მონაწილეობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რამდენადაც, კარგად იციან ჩვენი გადაადგილება, დღის წესრიგი და ა.შ. და ცალკეული მოქალაქეები”, — დასძენს ბერძენიშვილი.
    “არ გამოვრიცხავ, რომ ზოგიერთი მოქალაქე ენთუზიასტია და არ არის სახელმწიფოს მიერ მართული”, — ამატებს მეცნიერი, თუმცა დანამდვილებით აღნიშნავს, რომ ხელისუფლების მიერ იყო ორგანიზებული როგორც “პოს ტვ”-ის პროპაგანდისტის მხრიდან შეურაცხყოფა, ისე ბოლო ინციდენტი, რომლის დროსაც ახალგაზრდა კაცმა აგინა და ჯიბიდან კვერცხიც ამოიღო.
    “წარმოიდგინეთ, მიდიხართ ქუჩაში და შეგხვდათ ტიპი, რომელიც არ მოგწონთ. და ამ დროს ჯიბიდან აძრობთ ორ ცალ კვერცხს. ხელში არაფერი ჭერია. ჯიბიდან ამოიღო კვერცხი ან ვიღაცამ მიაწოდა”, — დასძენს ლევან ბერძენიშვილი.
    მისი თქმით, არ გეგმავს, მომხდარის გამო პოლიციას მიმართოს, რადგან მიიჩნევს, რომ მის მიმართ აგრესია სწორედ სახელმწიფოს მიერაა მართული.

    ლევან ბერძენიშვილი 
    მეცნიერის აზრით, მის წინააღმდეგ თავდასხმების რეალური მიზეზი არა ერეკლე მეორის კრიტიკა, არამედ მოქმედი ხელისუფლებისადმი და ბიძინა ივანიშვილისადმი მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულებაა.
    ამის საილუსტრაციოდ ის ახსენებს მმართველი პარტიის თავმჯდომარისა და ფონდ “ქართუს” მმართველის მიერ მაისში გავრცელებულ, ფაქტობრივად, იდენტურ განცხადებებს, რომლებშიც ბერძენიშვილი მწვავედაა გაკრიტიკებული არამხოლოდ ქართლ-კახეთის მეფის, არამედ ივანიშვილის აუგად მოხსენიების გამოც.
    “ყოველთვის, როცა ავტორიტარული ან ავტორიტარიზმთან მიახლოებული ხელისუფლება გრძნობს, რომ შეიძლება წააგოს, სულ ასე ხდება ხოლმე. ეს მარტო საქართველოს მოვლენა არ არის”, — დასძენს ის.
    მისი სიტყვებით, მოქმედი ხელისუფლების დამარცხებაა უნდა იყოს ის, რაც ამ პროცესს შეაჩერებს.
    “ისინი პოლიტიკურად უნდა დამარცხდნენ არჩევნებში, მანამდე კი ამას ვერაფერი შეაჩერებს… ხომ ხედავთ, იმ კაცმა, ვინც გუშინ [მიშა მშვილდაძეს თავს დაესხა], დღეს “ფეისბუკით” შეატყობინა საზოგადოებას, მე ვქენიო და მოუწოდა [შსს-ს], დამიჭირეთო. მან იცის, რომ არაფერი ემუქრება. დაიჭერენ, რაღაცას მიუსჯიან და მერე ჩუმად… როგორც ყოველთვის”, — აღნიშნავს ბერძენიშვილი.
    “ამას შეიძლება ჰქონდეს ორგანიზებული სახე”
    “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში” აღნიშნავენ, რომ თავდასხმების წარმომავლობა გამოსაძიებელია, თუმცა მოვლენათა დროში დამთხვევა აჩენს ეჭვს, რომ პროცესს “შეიძლება ჰქონდეს ორგანიზებული სახე”.
    ორგანიზაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის თქმით, ამ პირობებში თითოეული ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეიძლება საფრთხის ქვეშ დადგეს კრიტიკული მოსაზრებების ან განსხვავებული შეხედულებების გამო.
    ქურდოვანიძის სიტყვებით, საჭიროა როგორც ეფექტური გამოძიება, ისე პროცესების ადეკვატური შეფასება “მაღალი ტრიბუნებიდან”. თუმცა, “საიას” თავმჯდომარე პოლიტიკური ლიდერებისაგან საპირისპირო რიტორიკას ხედავს.

    ნონა ქურდოვანიძე 
    “სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ პოლიტიკური ლიდერები თუ თანამდებობის პირები თავიანთი რიტორიკით ასეთ ქმედებებს ახალისებენ კიდეც”, — ეუბნება ის “ნეტგაზეთს”.
    “საიას” თავმჯდომარე არ იზიარებს კობახიძის მტკიცებას იმის შესახებ, რომ ამგვარ ძალადობას ქვეყანაში ის ადამიანები ახალისებენ, ვინც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე ლაპარაკობენ და ამ კონტექსტში ხელისუფლებას აკრიტიკებენ.
    “ჩვენ გამოხატვის თავისუფლებას ვარქმევთ იმას, რაც ჰქვია მას კონსტიტუციის საფუძველზე და არავითარ სხვა ქმედებას. ის ქმედებები, რომლებსაც ვაფასებთ გამოხატვის თავისუფლებად, სრულად არის თანხვედრაში საქართველოს კანონმდებლობასთან”, — ამბობს ქურდოვანიძე.
    ჯაფარიძესა და მშვილდაძეზე თავდამსხმელები, რომლებმაც საჯაროდ დაწერეს ძალადობის შესახებ, დააკავეს. ორივე მათგანს სსკ-ის 126-ე მუხლით ედავებიან, რაც ძალადობას გულისხმობს. ჯერ ბუნდოვანია, დამძიმდება თუ არა ბრალი დაკავებულთა მიმართ, რომელთაც ღიად განაცხადეს დანაშაულის მოტივის შესახებ.
    ენმ-ის წევრზე, დავით ოსიყმიშვილზე თავდასხმასთან დაკავშირებით ამავე მუხლითაა დაწყებული გამოძიება, თუმცა ჯერ არავინ დაუკავებიათ.

    ნეტგაზეთი
  12. tvati
    „არ ვაპირებ, ვისაუბრო შესაძლო სანქციებზე ან კონკრეტულ შემთხვევებზე. ჩვენ ვხედავთ, რომ დიდი სამუშაო შესრულდა საქართველოს მთავრობის მიერ და არის შექმნილი კომპლექსური სისტემა, რომელიც, თუ მუშაობას გააგრძელებს, მოგვცემს შესაძლებლობას, მოვახდინოთ იდენტიფიცირება, თუ რუსეთთან ხდება აკრძალული ნივთებით ვაჭრობა“, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა, ელჩმა ჯეიმს ო’ბრაიენმა ისაუბრა.
    მან და გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალური დირექტორმა, კუმარ აიერმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს და მედიის შეკითხვებს უპასუხეს.
    ჟურნალისტების შეკითხვები შეეხებოდა იმას, არსებობს თუ არა დასავლეთის მხრიდან პერსონალური სანქციების დაწესების საფრთხე, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ.
    მედია ასევე დაინტერესდა, ხედავენ თუ არა სივრცეს, რომ საქართველო გახდეს რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის საშუალება ან ეხმარება თუ არა საქართველო რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში.
    შეკითხვები ასევე შეეხებოდა უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ საქართველოდან ელექტრონული აღჭურვილობის, მიკროჩიპების ექსპორტს.
    კუმარ აიერმა აღნიშნა, რომ მათი საქართველოში ვიზიტის მიზანი იყო 38 დასახელების ელექტრონული საქონელი და მათზე საუბარი.
    ელჩ ო’ბრაიენს სთხოვეს განმარტება გამოცემა Politico-სთან მის ინტერვიუსა, რომელშიც მან თქვა, რომ საქართველო და კიდევ 4 ქვეყანა რუსეთის მხრიდან სანქციებისთვის თავის არიდების კუთხით პრობლემას ქმნიან.
    რაც შეეხება რუსეთთან ფრენების აღდგენის კავშირს სანქციებისგან თავის არდიებასთან, კუმარ აიერმა განაცხადა, რომ უმეტესად, სანქციებისგან თავის არიდება ხდება სახმელეთო გზით და მეტი ფოკუსი დამატებითი მექანიზმების შემოღებაზეა.
  13. tvati
    ჩვენ გვაქვს ამბიციური ამოცანა, რომ “ოცნების” ხელისუფლება გავუშვათ ისე, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არ დაბრუნდეს ხელისუფლებაში, ეს არის მნიშვნელოვანი ამოცანა და სტრატეგიული მიზანი, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ გადაცემაში "პოლიტიკური სივრცე" განაცხადა.

    მისივე თქმით, “ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” აუცილებლად გააფორმებენ კოალიციურ მმართველობას თუ ამის საჭიროება დადგა.

      "მაქვს განცდა იმისი, დარწმუნებულიც ვარ, თუ მოცემულობა დაუდგებათ, “ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” აუცილებლად გააფორმებენ კოალიციურ მმართველობას, თუ არ გააფორმებენ ათხოვებენ მაინც ერთმანეთს დეპუტატებს, რომლებიც შეუვსებენ მათ იმ კვოტას, რომ მთავრობის ფორმირება შეძლონ. ჩვენ თუ გვინდა 2024 წლიდან ნორმალური სამუშაო ვითარება დაბრუნდეს პოლიტიკაში და პოლიტიკა დაემსგავსოს პოლიტიკას, შინაარსი დაუბრუნდეს პოლიტიკას, ვიმსჯელოთ იმ პრობლემებზე, იმ იდეებზე, იმ ხედვებზე, რომლებიც გაგვაჩნია, იმისთვის, რომ მოქალაქეებმა კონკრეტულ იდეებს მისცენ ხმა და არა ვინმეს წინააღმდეგ, ამისთვის აუცილებელია, რომ ეს პოლიტიკური პარტიები 50%-ზე ქვევით იყვნენ, იმისთვის რომ სხვა მოთამაშეებს გაეხსნათ გზა და ეს ჩაკეტილი წრე გავარღვიოთ, შესაბამისად ეს იქნება ჩვენი სტრატეგიული ამოცანა.” , - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
      356791452_279103838002853_2432182339763777964_n.mp4
  14. tvati
    პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია წერს.
    ვიზიტის ფარგლებში დუდა მოლაპარაკებებს გამართავს უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან, რა დროსაც განხილული იქნება უკრაინის კონსტიტუციის დღის აღნიშვნის საკითხები.
    ასევე, პრეზიდენტები განიხილავენ საბრძოლო მოქმედებების ზონაში არსებულ ვითარებას და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რუსეთის თავდასხმის საფრთხეს. ამასთან, ანჯეი დუდა და ვოლოდიმირ ზელენსკი იმსჯელებენ ვილნიუსში ნატო-ს სამიტისთვის მზადებაზე.
    შეგახსენებთ, დღეს კიევში ასევე ჩავიდა ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა.
     

    ავტორი - ქეთი ჩოხელი
  15. tvati
    მოქალაქე ნიკოლოზ გუგეშაშვილი ფეისბუქპოსტს აქვეყნებს, რომელშიც აცხადებს, რომ მიშა მშვილდაძეს მან სცემა.
    როგორც ნიკოლოზ გუგეშაშვილი წერს, არსად დამალვას არ აპირებს.
    „მე ვარ ნიკოლოზ გუგეშაშვილი, გლდანელი კაცი, ოთხი შვილის მამა. გუშინ ვიყავი ვაჟა-ფშაველაზე, „კარფურთან“, სადაც ვცემე მიშა მშვილდაძე. ცემის მიზეზია ის, რომ ეკლესიას მოიხსენიებს კრიმინალად და იძახის, რომ ჯვარი არის ძალადობის სიმბოლო, აგინებს პატრიარქს, ქართველ ერს და იცავს მამათმავლებს. ასევე, „ფეისბუქით“ გვაგინებს მე და ჩემს მეგობრებს. ამიტომაც მოხვდა. არსად დამალვას არ ვაპირებ“, – წერს ნიკოლოზ გუგეშაშვილი.
    ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით, მიშა მშვილდაძეს ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრთან უცნობი პირი დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა. როგორც შსს-ში აცხადებენ, მიშა მშვილდაძის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყეს.

    1ტვ
  16. tvati
    21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წარმატებულ თამაშსა და მეოთხედფინალში გასვლას უცხოურ მედიაში დიდი რეზონანსი მოჰყვა.
    „2023 წლამდე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე არასდროს უთამაშია. მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტმა ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა და ისტორიული შედეგი დააფიქსირა. მასპინძელთა ნაკრებმა ბოლო ტურში ნიდერლანდებთან ფრედ ითამაშა. საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში ზურიკო დავითაშვილის გოლმა გაიყვანა“.
    „ზურიკო დავითაშვილმა ნიდერლანდებთან დიდებული გოლი გაიტანა. საქართველომ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, დავითაშვილის შეცვლისას ტრიბუნებზე წარმოუდგენელი ოვაცია იყო“.
    „ზურიკო დავითაშვილმა ნიდერლანდების ნაკრებს ბრწყინვალე გოლი გაუტანა. ქართველმა ფეხბურთელმა დრიბლინგით ჩამოიცილა მეტოქის ხუთი მცველი და ზუსტი დარტყმით თავისი გუნდი დააწინაურა. ტურნირის ერთ-ერთი მასპინძელი საქართველო მეოთხედფინალში გასვლით ტურნირზე თავის ყოფნას ამართლებს“.
      „ევროპის ჩემპიონატზე თბილისში, „დინამო არენაზე“ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს გულშემატკივართა უდიდესი მხარდაჭერა ჰქონდა – თამაშს რეკორდული რაოდენობის მაყურებელი (43 004) დაესწრო. მასპინძლებს ქულა ზურიკო დავითაშვილის შესანიშნავმა გოლმა მოუტანა – შემტევმა ბურთი მოედნის ცენტრში მიიღო, შესანიშნავი სოლორეიდით ხუთ მეტოქეს გასცდა და ზუსტად დაარტყა“.
    „ზურიკო დავითაშვილი საქართველოს ნაკრებთან ერთად ნიდერლანდებს დაუპირისპირდა და პირველ ტაიმში შესანიშნავი გოლი გაიტანა, რომელმაც საქართველოს მეოთხედფინალის საგზური მოუტანა. ასეთი სოლორეიდები დავითაშვილის შესრულებით „ბორდოშიც“ არაერთხელ გვინახავს“.
    „ნიდერლანდების 21-წლამდელთა ნაკრებთან შეხვედრაში ზურიკო დავითაშვილმა ფენომენალური დრიბლინგი ლეო მესის სტილში შეასრულა. 22 წლის ქართველმა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ერთ-ერთი ულამაზესი გოლი გაიტანა, რომელიც ამ ტურნირის ისტორიაში სამუდამოდ დარჩება.
    ნიჭიერმა გარემარბმა პირველი ტაიმის მიწურულს ანგარიში გახსნა. შეხვედრა 1:1 დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის A ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და მეოთხედფინალში ითამაშებს. დავითაშვილის შთამბეჭდავი სოლორეიდი ტურნირის ისტორიაში სამუდამოდ ჩაიწერება“.

    „საქართველომ და პორტუგალიამ 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი დაძლიეს. ტურნირის თანამასპინძელმა საქართველომ ბოლო ტურში ნიდერლანდებთან ფრედ 1:1 ითამაშა, დაუმარცხებელი დარჩა და მეოთხედფინალში გავიდა, როგორც ჯგუფის გამარჯვებული.
    ზურიკო დავითაშვილმა 42-ე წუთზე შესანიშნავი გოლი გაიტანა. დრიბლინგი მოედნის ცენტრიდან დაიწყო და ლამაზი გოლით დააგვირგვინა. დავითაშვილი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. საქართველო კი შვედეთის შემდეგ (2009 წელს) პირველი მასპინძელი ქვეყანაა, რომელიც 21-წლამდელთა ჩემპიონატის პლეიოფში გავიდა“.

    „საქართველოს ნაკრები A ჯგუფში დაუმარცხებელია და ხუთი ქულით პირველ ადგილზე გავიდა. 2009 წლის შემდეგ 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი პლეიოფში არასდროს გასულა, ეს ამჯერად საქართველომ შეძლო. კიდევ ერთი ფაქტი: თბილისში, შეხვედრას 43 004 მაყურებელი დაესწრო, რაც 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მატჩებზე დასწრების რეკორდია.
    შეხვედრის მთავარი „არქიტექტორი“ ზურიკო დავითაშვილი იყო – „ბორდოს“ 22 წლის ფეხბურთელის გოლი კვარაცხელიას მიერ „ნაპოლის“ შემადგენლობაში „ატალანტასთან“ გატანილ გოლს გაგახსენებდათ“.
     

    ავტორი - მერაბ მამულაშვილი
  17. tvati
    სხვისი ნივთის დაზიანებაზე შესაძლოა სასჯელი გაიზარდოს. სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისთვის კანონპროექტი დაარეგისტრირეს “ქართული ოცნების” დეპუტატებმა.
    ანრი ოხანაშვილის, მაია ბითაძის, დავით მათიკაშვილისა და თენგიზ შარმანაშვილის ავტორობით შედგენილი კანონპროექტის თანახმად, სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების შემთხვევაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სასჯელის ზომად განისაზღვრება თავისუფლების აღკვეთა 1-დან 5 წლამდე. ამჟამად გათვალისწინებულია პატიმრობა 1-დან 3 წლამდე.
    იგივე ქმედება ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით, არაერთგზის და ჯგუფურად, დაისჯება 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
    ამასთან, სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლში ამჟამად არ არის გამოყოფილი სხვისი ნივთის ჯგუფურად დაზიანება, კანონპროექტი კი აღნიშნული ცვლილების დამატებას ითვალისწინებს. ასევე, ამჟამინდელი კანონის თანახმად, ზემოთ აღნიშნული ქმედება ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე.
    სხვისი ნივთის დაზიანების შემთხვევაში კანონპროექტი არ ითვალისწინებს ცვლილებას ჯარიმის, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის, გამასწორებელი სამუშაოსა და შინაპატიმრობის შემთხვევაში.
    პლენარულ სხდომაზე განხილვის სავარაუდო თარიღად განისაზღვრა 30 ივნისი. ავტორებმა კანონპროექტი 21 ივნისს დაარეგისტრირეს.
    აღნიშნული კანონპროექტთან დაკავშირებით ჟურნალისტებმა “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს დაუსვეს შეკითხვები. კობახიძის თქმით ამ ინიციატივას კარგად არ იცნობს, მაგრამ ვარაუდობს, რომ ეს ვანდალიზმს უკავშირდება.
    “არის ვანდალიზმის კატასტროფული შემთხვევები, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, სხვადასხვა ქალაქში. ამას სჭირდება სათანადო სამართლებრივი რეაგირება”, — განაცხადა კობახიძემ.
    ჟურნალისტის შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა, რომ ეს ცვლილება აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენოს ხელისუფლებამ, კობახიძემ უპასუხა:
    “თუნდაც… რა თქმა უნდა, რომ ავიღოთ პარლამენტისთვის მიყენებული ზიანი, აქაც უფრო მკაცრი რეაგირებაა საჭირო. ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ როდესაც ისინი სხვის კერძო ქონებას, ან სახელმწიფო ქონებას აზიანებენ, მათზე სათანადო სამართლებრივი რეაგირება იქნება. რა თქმა უნდა, მკაცრი რეაგირება არის საჭირო”, — განაცხადა მან.

    ნეტგაზეთი
  18. tvati
    ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილ დავით ბაქრაძეს და დიმიტრი ჯაფარიძეს არც პლენარულ სხდომაზე დაუჭირეს მხარი.
    მათი კანდიდატურების მომხრე მხოლოდ 5 დეპუტატი იყო, წინააღმდეგ კი ხმა სამმა დეპუტატმა მისცა, შედეგად კენჭისყრაზე ორივე საკითხი ჩავარდა.
    პლენარულ სხდომაზე საკითხის ჩაგდებამდე ბაქრაძეს და ჯაფარიძეს 26 ივნისს საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზეც არ დაუჭირეს მხარი.
    პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დავით ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე 16 ივნისს წარადგინა.
    7 ივნისს „ქართული ოცნების“ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა ვრცელი განცხადება, რომელშიც მმართველი პარტია აცხადებდა, რომ პრეზიდენტი მიზანმიმართულად უქმნის პრობლემებს ეროვნულ ბანკს. ერთ-ერთ პრობლემად „ოცნებამ“ ისიც დაასახელა, რომ პრეზიდენტს ბანკის საბჭოს წევრებობის კანდიდატები არ ჰყავდა დასახელებული.
    „ოცნებას“ უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც დაადასტურა, რომ განიხილავდა მოქმედი ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად წარდგენას, თუმცა კანდიდატის დამოუკიდებლობა შეკითხვებს აჩენდა, რადგან მთავრობა მის წარდგენას პრეზიდენტს კატეგორიულად სთხოვდა ზეწოლის და შანტაჟის გზით.

    პუბლიკა
  19. tvati
    შინაგან საქმეთა სამინისტრო სასაზღვრო პოლიციის ,,MI – 8” ტიპის ვერტმფრენის ავარიულ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
    განცხადებას „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:
    „გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ,,MI – 8” ტიპის ვერტმფრენის ავარიულ ინციდენტთან დაკავშირებით. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა, მყინვარწვერზე, მეტეოსადგურზე, პოლონელი მაშველების დახმარების გაწევის დროს, ავარიული ინციდენტი განიცადა. აღნიშნული ქარის სწრაფი და დაღმავალი მასების უეცარმა გადაადგილებამ განაპირობა. დაღმავალი ჰაერის მასების ცვალებადობის შედეგად, მოხდა ვერტმფრენის წინა შასის მიწასთან შეხება, რამაც გამოიწვია საფრენი აპარატის ამორტიზება, თუმცა გამოცდილმა და პროფესიონალმა, მფრინავებმა მოახერხეს ვერტმფრენის სტაბილიზება, მეორე წრის განხორციელება, მყინვარწვერიდან თბილისის მიმართულებით გამოფრენა და სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის ბაზაზე მშვიდობიანად დაშვება”, - ნათქვამია განცხადებაში.
  20. tvati
    უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კრამატორსკზე რუსეთის მიერ განხორციელებულ თავდასხმას „ტერორის გამოვლინებად“ აფასებს.
    „ტერორის ყოველი ასეთი გამოვლინება არაერთხელ გვიმტკიცებს ჩვენ და მთელ მსოფლიოს, რომ რუსეთი მხოლოდ ერთს იმსახურებს იმ ყველაფრის შედეგად, რაც გააკეთა - დამარცხებასა და ტრიბუნალს, სამართლიან და კანონიერ სასამართლოს ყველა რუსი მკვლელისა და ტერორისტის წინააღმდეგ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
    შეგახსენებთ, გუშინ რუსეთმა კრამატორსკის ცენტრში სარაკეტო თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაშავდა. უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, დაღუპულთა შორის 17 წლის გოგონაა, დაშავებულებს შორის კი 8 თვის ბავშვია.

    იპნ
  21. tvati
    ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, მოსკოვსა და მინსკს გაეგზავნა მკაფიო გზავნილი, რომ ალიანსიდაიცავს ყველა მოკავშირეს, ნატო-ს ტერიტორიის ყოველ ინჩს.
    „ჩვენ გავუგზავნეთ მკაფიო მესიჯი მოსკოვსა და მინსკს, რომ ნატო დაიცავს ყველა მოკავშირეს, ნატო-ს ტერიტორიის ყოველ ინჩს. ჩვენ უკვე გავზარდეთ ჩვენი სამხედრო ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში და მივიღებთ შემდგომ გადაწყვეტილებებს, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი კოლექტიური თავდაცვის უფრო მაღალი მზადყოფნის ძალებითა და მეტი შესაძლებლობებით მომავალ სამიტზე“, – განაცხადა სტოლტენბერგმა ჰააგაში, ნატო-ს შვიდი ქვეყნის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
    მისი თქმით, ალიანსი მზადაა დაიცვას მოკავშირეები ბელარუსისა და რუსეთისგან და რომ „ვაგნერის“ ამბოხებასთან დაკავშირებული მოვლენები რუსეთის შიდა საქმეებია".
    ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ჰააგაში ნატო-ს შვიდი მოკავშირის ლიდერებს შეხვდა. მათ ალიანსის ვილნიუსში დაგეგმილი სამიტის მომზადების საკითხებზე იმსჯელეს. შეხვედრას ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე, ალბანეთის პრემიერ-მინისტრი ედი რამა, ბელგიის პრემიერ- მინისტრი ალექსანდრე დე კროო, ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იონას გარ შტორე, პოლონეთის პრეზიდენტი ანდჯეი დუდა და რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი ესწრებოდნენ.
    ამასთან, ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, ამბოხებამ აჩვენა, რომ უკრაინის წინააღმდეგ პუტინის უკანონო ომმა რუსეთში განხეთქილება გააღრმავა.
    „ამავდროულად, ჩვენ არასათანადოდ არ უნდა შევაფასოთ რუსეთი. ასე რომ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

    ipn
  22. tvati
    8 საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ რიგით მეოთხე შეფასების დოკუმენტი წარმოადგინა, თუ როგორ მიდის საქართველო ევროკომისიის 12 პირობის შესრულებისკენ.
    საზოგადოებრივი ორგანიზაციების შეფასებით, 2023 წლის 30 აპრილიდან 15 ივნისამდე პერიოდში სრულად არის შესრულებული ერთი პირობა, მეტწილად შესრულებულია ორი პირობა, ნაწილობრივ შესრულებულია ხუთი პირობა და შესასრულებელია ევროკავშირის ოთხი პირობა. კერძოდ, შესრულდა - ECHR-ის გადაწყვეტილებების გათვალისწინება; მეტწილად შესრულდა - ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, გენდერული თანასწორობა; ნაწილობრივ შესრულდა - საარჩევნო და ინსტიტუციური რეფორმები, დამოუკიდებელი სასამართლო, ანტიკორუფციული ზომები, მოწყვლადი ჯგუფების დაცვა, დამოუკიდებელი სახალხო დამცველი; შესასრულებელია - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა, მედიის თავისუფლება, დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია.
    მათივე ცნობით, სტატუსმეტრის წინა ანგარიშებმა ცხადყო, რომ სამოქალაქო საზოგადოების შეფასებები დიდწილად თანხვედრაშია ევროკავშირის მიერ 2023 წლის 22 ივნისს წარმოდგენილ შუალედურ შეფასებასთან.
    პირობების შესრულების კუთხით, 2023 წლის 30 აპრილიდან 15 ივნისის ჩათვლით, მცირე, თუმცა არასაკმარისი პროგრესია.
    „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარე ედუარდ მარიკაშვილის განცხადებით, აღნიშნულ დოკუმენტში ნიკა გვარამიას გათავისუფლების საკითხი არ არის ასახული, რადგან 15 ივნისამდე პერიოდს მოიცავს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ნიკა გვარამიას გათავისუფლება არის ამ გზაზე გადადგმული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც აისახება შემდეგ დოკუმენტებში. როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, დოკუმენტში თავმოყრილია შემდეგი ორგანიზაციების შეფასებები: "ღია საზოგადოების ფონდი", "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი", "სასამართლოს გუშაგი", "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა", "საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი", "მმართველობის მონიტორინგის ცენტრი", "საქართველოს რეფორმების ასოციაცია", "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის", "საფარი".
    „დაახლოებით ოთხი თვე რჩება იმისთვის, რომ ხელისუფლებამ ეს ისტორიული შესაძლებლობა გამოიყენოს და ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ყველა პირობა შეასრულოს. საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები აგრძელებენ ხელისუფლების მიერ 12 პირობის შესრულების პროგრესის შეფასებასა და ამ შეფასებების საქართველოს მოქალაქეებისთვის გაზიარებას, რადგან ევროკავშირში გაწევრიანება სწორედ ქართველი ხალხის ურყევი არჩევანია", - აღნიშნავენ ორგანიზაციები.

    ipn
  23. tvati
    საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით, 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალურ მატჩს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, შაბათს, 1 ივლისს, დინამო არენაზე გამართავს.
    მათივე ცნობით, ბილეთების ყიდვა ხვალ, 28 ივნისს, 12:00 საათიდან www.under21tickets.ge-ზე იქნება შესაძლებელი.
    რაც შეეხებათ იმ გულშემატკივრებს, რომელთაც ბილეთები უკვე შეძენილი ჰქონდათ მიხეილ მესხის სტადიონზე დაგეგმილ მეოთხედფინალურ მატჩზე დასასწრებად, იმავე კატეგორიის ბილეთს დინამო არენაზე მიიღებენ. ახალ ბილეთს ისინი თამაშამდე 1 დღით ადრე სმს-ის სახით მიიღებენ.

    netgazeti
  24. tvati
    თბილისის მერი, კიევის „დინამოსა“ და „მილანის“ ყოფილი ფეხბურთელი, კახა კალაძე ამბობს, რომ უკრაინის სოლიდარობის საფეხბურთო მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
    „მოწვევა არ მიმიღია და მონაწილეობასაც ვერ მივღებ. ბოლოს როდის გახსოვთ, მეთამაშოს ეგეთ შეხვედრაში? “ — უთხრა კალაძემ ჟურნალისტებს 27 ივნისს.
    კითხვას, მოწვევა რომ გქონოდათ, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას, კალაძემ უპასუხა:
    „თუ მექნებოდა დროის თვალსაზრისით შესაძლებლობა, რატომაც არა“.
    Game4Ukraine არის საფეხბურთო მატჩი, რომელიც 5 აგვისტოს ლონდონში, სტემფორდ ბრიჯზე იმართება. საქველმოქმედო მატჩის ორგანიზატორები არიან უკრაინელი ფეხბურთელები — ანდრეი შევჩენკო და ოლეკსანდრ ზინჩენკო.
    მატჩში ფეხბურთის ლეგენდები მონაწილეობენ, მათ შორის, ქართველი ფეხბურთელი შოთა არველაძე.
    საქველმოქმედო მატჩის ფარგლებში მოგროვებული თანხა ჩერნიჰივის ოლქში, მიჰაილო-კოტსიუბინსკის სკოლის აღდგენას მოხმარდება. აღნიშნილი სკოლა რუსულმა ავიაციამ 2022 წლის 4 მარტს მიწასთან გაასწორა.

    netgazeti
  25. tvati
    თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, ძველი კინოსტუდიის შენობაში ფასიანი პარკინგია გახსნილი.
    ამის ამსახველი ფოტოსურათი თავდაპირველად „მაუწყებელმა“ გაავრცელა. პარკინგის სივრცის ფოტოები გადაიღო „პუბლიკამაც“. ტერიტორიაზე არავინ დაგვხვდა, თუმცა პარკინგის ნიშნულის გარდა შენობაში შესამჩნევი იყო თოკზე გადაფენილი ტანსაცმელი და სწრაფი კვების ცარიელი ჯიხური.
          01 / 06       რეესტრის მონაცემებით, ძველი კინოსტუდიის შენობა „სოდი ინვესტმენტს“ ეკუთვნის. კომპანიის დირექტორი თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანიაა. კომპანიის 100%-იანი წილის მესაკუთრე გამარტივებული ტიპის სააქციო საზოგადოება GUIBOR-ია/საფრანგეთი/;
    შენობის რეაბილიტაციის სამომავლო გეგმებზე ინფორმაცია „სოდი ინვესტმენტის“ ვებგვერდზეა განთავსებული. კომპანია წერს, რომ მათი მიზანია, „ძველი კინოსტუდიის უნიკალური შენობის თბილისისთვის ახალი დატვირთვით დაბრუნება“. რეაბილიტაციის დაწყების თარიღად 2021 წლის 15 სექტემბერია მითითებული.
    „პუბლიკა“ „სოდი ინვესტმენტის“ დირექტორს, ირაკლი ალასანიასაც დაუკავშირდა.
    „პუბლიკა“: „აღმაშენებლის გამზირზე ძველი კინოსტუდია „სოდი ინვესტმენტის“ საკუთრებაა…. პარკინგი რატომ გაიხსნა, როცა რეაბილიტაციის დიდი გეგმა გაქვთ, როგორც ვებგვერდზეა მითითებული?“
    ირაკლი ალასანია: „გვაქვს ეს გეგმა და ეს გეგმა გამოცხადდება ხვალ-ზეგ, მადლობა.“
    „კინოსტუდიის ისტორიულ ცვლილებაზე“ ინფორმაცია გაავრცელა 2022 წლის 22 სექტემბერს კულტურის სამინისტრომაც.
    ინფორმაციის მიხედვით, სამინისტროს ინიციატივით დაწყებულია აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე კინოსტუდიის ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
    „დიახ, იყო ხმაური და კრიტიკა, მაგრამ ამ კრიტიკის ფონზე, კინოსტუდიის ტერიტორიიდან 70-მდე კომპანია გავიყვანეთ და დავიწყეთ 4 ჰექტრამდე ტერიტორიის რეაბილიტაცია. აღნიშნული კინოსტუდიის გადარჩენა ძალიან დიდი განაცხადია ქართული კინოს ისტორიაში, რადგან მისი უნიკალური ისტორია 1920-იან წლებიდან იღებს სათავეს. სამინისტროს მიზანია ორი პავილიონის გადარჩენა, რომელიც ჩამოქცევის პირასაა”,  – მოყვანილია განცხადებაში მინისტრ თეა წულუკიანის ციტატა საპარლამენტო მოსმენიდან.
    ამავე ინფორმაციით, „კინოსტუდიის ერთ-ერთი შენობა მალე გაიხსნება და მასში განთავსდება ცნობილი ფოტოგრაფის იური მეჩითოვის სტუდია. ასევე, სტუდიის ტერიტორიაზე გამოიყოფა სივრცე სამხატვრო აკადემიის პროექტისთვის „ლურჯი სუფრა”, რომლისთვისაც მოეწყობა გამოფენა-გაყიდვის სივრცე.
    მინისტრის განცხადებით, ამ შენობაში, რომლის რეაბილიტაციაც ეტაპობრივად დასრულდება მიმდინარე წლის ბოლომდე, შეიქმნება და აღიჭურვება მულტიფუნქციური სტუდია. ასევე, მოეწყობა კლუბური სტილის კინოდარბაზი კინოჩვენებებისა და დისკუსიებისთვის“.
    კინოგადაღების პავილიონი 1930 წელს ააშენა არქიტექტორმა მიხეილ ბუზოღლიმ. ის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.


    publika
×
×
  • შექმენი...