Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ბლოგ პოსტები დაპოსტილი tvati -ს მიერ

  1. tvati
    თბილისში, კულტურის სამინისტროსთან კინოცენტრის თანამშრომლების, მათი მხარდამჭერების, ასევე მხატვრული და დოკუმენტური კინოს წარმომადგენლების აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები კინოცენტრში მიმდინარე პროცესებს აპროტესტებენ.
    აქციის მონაწილეებს ორი მოთხოვნა აქვთ:
    შეჩერდეს კინოცენტრში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესი; შეიცვალოს კინოცენტრის დირექტორის არჩევის წესი – კინოცენტრის დირექტორი დაინიშნოს მხოლოდ კონკურსის საფუძველზე და პროტესტის ჯგუფი ჩართული იყოს ყველა იმ ეტაპზე, რომელიც ამ ინიციატივამ უნდა გაიაროს.
    კინოცენტრის თანამშრომლები, კინემატოგრაფისტები მესამე კვირაა კინოცენტრში დაწყებულ რეორგანიზაციას აპროტესტებენ. მათ 22 ივნისს ოფიციალური წერილიც შეიტანეს კულტურის სამინისტროში, მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნით. თუმცა სამინისტრო პროტესტში ჩართულ მოქალაქეებს არ შეხვდა, რის შემდეგაც უწყებასთან მათ აქციის გამართვა გადაწყვიტეს.

    publika
  2. tvati
    ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის მესამე ტურში საქართველოსა და ნიდერლანდების ნაკრების მატჩი 1:1 დასრულდა და ჩვენი გუნდი მეოთხედფინალში ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა.

    სტუმრები თავიდანვე დაეუფლენ უპირატესობას და ტეილორის ორჯერ თავით დარტყმული ბურთი ორივეჯერ ძელს მოხვდა. საქართველოს ნაკრებს შეტევების განხორციელება უჭირდა, თუმცა სადღაც მე-15 წუთზე თამაშის გათანაბრება და მეტოქის ნახევარზე აწევა შეძლო. შემდეგ ეკელენკამპს გატანა მეკარე მამარდაშვილმა არ დაანება. შეხვედრა რამდენიმეჯერ გაჩერდა - მოედანზე ძაღლის შერბენის და ფეხბურთელთა მცირე ტრავმების გამო. 43-ე წუთზე კი დავითაშვილმა ბრწყინვალე დრირბლინგის მერე ჩვენი გუნდი დააწინაურა. სამწუხაროდ, მეექვსე   დამატებულ წუთზე ტეილორმა გაგვიტანა და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.

    მეორე ტაიმიც ნიდერლანდელების შეტევებითდაიწყო, ტეილორს ახლო მანძილიდან დარტყმული მცველებმა დაუბლოკეს. ჩვენი გუნდი სახიფათო კონტრიერიშებით პასუხობდა, რომელსაც გულშემატკივრები აქტიურად უჭერდნენ მხარს. მოწინააღმდეგე შტურმზე გადმოვიდა, დაწოლა გააძლიერა, მსაჯის მიერ დამატებულ დროში ვიზავის მეკარე ჩვენს საჯარიმოში ჩამოვიდა, ბურთს გოჩოლეიშვილი დაეუფლა, მაგრამ შორიდან ცარიელ კარში გატანა ვერ შეძლო და საბოლოოდ ფრე დაფიქსირდა.  
    საქართველოს ნაკრები 1-ელ ივლისს „დინამო არენაზე“ მეოთხედფინალში იმ გუნდს შეხვდება, რომელიც C ჯგუფში მეორე ადგილზე გავა.  
    თბილისი. „დინამო არენა“
    საქართველო - ნიდერლანდები 1:1
    გოლები: 1:0 დავითაშვილი (43), 1:1 ტეილორი (45+6)

    საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი, კალანდაძე, გელაშვილი, საზონოვი, ლომინაძე (გაგნიძე 46), მექვაბიშვილი, დავითაშვილი (ო. მამაგეიშვილი 90+2), წიტაიშვილი (ხვადაგიანი 58), აზაროვი, გაგუა (გულიაშვილი 79)

    sportall.ge
  3. tvati
    აშშ უკრაინას 500 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
    განცხადების თანახმად, პაკეტში შევა: დამატებითი საბრძოლო მასალა Patriot-ი ანტისაჰაერო სისტემებისთვის, Stinger-ის ანტისაჰაერო სისტემები, დამატებითი რაკეტები HIMARS-ის სისტემებისთვის, განაღმვითი აღჭურვილობა, 155 მმ და 105 მმ საარტილერიო ჭურვები, Bradley-ს ტიპის 30 ქვეითი საბრძოლო მანქანა, 25 Stryker-ის ჯავშანმანქანა, TOW-ი რაკეტები, Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსები, HARM-ის რაკეტები, და ა.შ.
    აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის თანახმად, სამხედრო დახმარების აღნიშნული პაკეტი უკრაინას კონტრშეტევით ოპერაციებს დაეხმარება, მის საჰაერო თავდაცვას გააძლიერებს, ხოლო დამატებითი ჯავშანტექნიკა, ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემები, და კრიტიკული მნიშვნელობის საბრძოლო მასალა კიევს საშუალებას მისცემს რუსეთს მის აგრესიულ ომში წინააღმდეგობა გაუწიოს.

    იპნ
  4. tvati
    - დღეს მთავარი პრობლემა ამ ქვეყანაში, რის გამოც მოქალაქემდე სარგებელი ვერ მიდის, პოლიტიკური კორუფციაა.   - 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი ძირითადი რეკომენდაცია, ანტიკორიფციული დამოუკიდებელი სააგენტოს შექმნა იყო.   - „ოცნების'' პასუხიდან გამომდინარე კი გავიგეთ, რომ კორუფციასთან ბრძოლის ეფექტური მექანიზმები არ არსებობს. ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკური კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, ქვეყანას ეფექტური ნაბიჯები არ გადაუდგამს. მმართველმა ძალამ პოლიტიკური კორუფციის არსებობა დაადასტურა.
      პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი - მიშა დაუშვილი 356853073_1739052476529329_8942573995973395576_n.mp4
  5. tvati
    "ნუ ეცდებით მიგვაწებოთ "ნაციონალურ მოძრაობას" - ეს ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც თქვენივე შეთითხნილი "კოკაინშიკობის" კამპანია იყო."

    ”ჩვენთვის და რაც მთავარია ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის, განსხვავება თქვენ ორ პარტიას შორის აღარ არსებობს. ორივე ხართ წარსული და ამ ქვეყანას წარსულში ექაჩებით. სწორედ ამიტომ, არც დღეს, არც ხვალ და ზეგ, ჩვენ არ ვაპირებთ არანაირ კოალიციას არც ნაციონალურ მოძრაობასთან, არც ქართულ ოცნებასთან. ახლა, ოცნების წარმომადგენლები შემოტრიალდებით და იტყვით, აბა საკრებულოებში ნაცებთან თქვენი თანამშრომლობაო?! - როგორც ფეიკ-ნიუსებში გაშალეთ ეგ საკითხი. დაარქვით ყველაფერს თავისი სახელი, საკრებულოებში დაგვჭირდა? გამოგიყენეთ, თქვენც და ნაციონალური მოძრაობაც- ხალხის ინტერესებისთვის. მომავალშიც ასე იქნება, მერწმუნეთ.”
      ბექა ლილუაშვილი, პარტია “საქართველოსთვის” 356659131_1201604470510253_1271947101856880508_n.mp4
  6. tvati
    მთავრობა ყოველწლიურად რთველის სუბსიდირებაზე არასწორად ხარჯავს ასეულობით მილიონ ლარს და უფრო მეტიც, ჩაუბარებელ ჭარბ მოსავალს მთლიანად ყიდულობს სასპირტე მასალის წარმოებისთვის, - ამის შესახებ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, პარტია "საქართველოსთვის" წევრმა და დეპუტატმა, შალვა კერესელიძემ განაცხადა.

    შალვა კერესელიძემ მმართველ გუნდს მოუწოდა, ძალაუფლების შენარჩუნების ნაცვლად, უმჯობესია საქართველოს მოსახლეობისა და ფერმერების წინაშე არსებული გამოწვევების მოგვარებაზე იფიქრონ.



    ”სანამ ჯერ კიდევ ხელისუფლებაში ხართ, უმჯობესია იფიქროთ საქართველოს მოსახლეობისა და ფერმერების წინაშე არსებული გამოწვევების მოგვარებაზე, ვიდრე ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ერთმანეთის ლანძღვასა და ნაც-ქოცურ ღია, თუ ფარულ კოალიციურ თანამშრომლობაზე. მთავრობა ყოველწლიურად რთველის სუბსიდირებაზე არასწორად ხარჯავს ასეულობით მილიონ ლარს და უფრო მეტიც, ჩაუბარებელ ჭარბ მოსავალს მთლიანად ყიდულობს სასპირტე მასალის წარმოებისთვის. საბოლოოდ მივიღეთ ის, რომ მევენახეების ხარჯზე მდიდრდებიან სუბსიდიის მიმღები კომპანიები, რომლებიც სუბსიდიებთან ერთად იღებენ გრანტებს სახელმწიფო პროგრამებიდან და სარგებლობენ უპროცენტო აგროსესხებით.”, - განაცხადა შალვა კერესელიძემ.  355865732_581415754109131_6823421175582199248_n.mp4
  7. tvati
    ”ოცნებამ სამართლებრივ დონეზე გადაიფორმა ცენტრალური საარჩევნო კომისია. ამითი რეალურად რა გვითხარით ჩვენ? რა უთხარით მოქალაქეებს? რა უთხარით ჩვენს საერთადორისო მეგობრებს და პარტნიორებს? უთხარით ის, რომ პატიოსნად ჩატარებული არჩევნების შემთხვევაში უბრალოდ შანსი არ გაქვთ იმისთვის, რომ გაიმარჯვოთ. კიდევ ერთხელ ნათლად დავინახეთ, თქვენ „ოცნება“ რამდენად დაემსგავსეთ „ნაციონალურ მოძრაობას“ და რამდენად ერთი-ერთში გადაიღეთ მათი მეთოდები და მიდგომები.”
      მიხეილ დაუშვილი, პარტია “საქართველოსთვის”
  8. tvati
    ფეხბურთის სხვადასხვა დროის ვარსკვლავების ამხანაგური მატჩი უკრაინის მხარდასაჭერად 5 აგვისტოს ლონდონის „ჩელსის“ სტადიონზე გაიმართება. ერთმანეთს ანდრეი შევჩენკოსა და ოლეკსანდრ ზინჩენკოს გუნდები დაუპირისპირდებიან. ზინჩნენკოს გუნდში ქართველი ვეტერანი ფეხბურთელი შოთა არველაძეც ითამაშებს. 

    რადიო თავისუფლება
  9. tvati
    მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, კასპის მუნიციპალიტეტში კაცი 11 წლის ბიჭს აქეზებდა, რომ 9 წლის ბავშვი ეცემა და მოეკლა, გამოძიება დაიწყო.
    როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
    თვითმხილველთა ინფორმაციით კი, დაშავებულ მოზარდს სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები აღენიშნება და მას სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
    სოფლის მცხოვრებთა განცხადებით, ბავშვების ჩხუბის ამსახველ ვიდეოს აღნიშნული მამაკაცი მობილური ტელეფონით იღებდა.

    იპნ
  10. tvati
    თვითმფრინავი Embraer Legacy 600 (ბორტის ნომერი – RA-02795), რომელიც, დიდი ალბათობით, ევგენი პრიგოჟინს ეკუთვნის, მინსკთან, სამხედრო აეროდრომ მაჩულიშისთან, დილით, ადგილობრივი დროით 07:40-ზე დაეშვა, იტყობინება სამონიტორინგო ჯგუფი „ბელარუსკი გაიუნ“.
    ამავე წყაროს ცნობით, 07:58-ზე აეროდრომზე დაეშვა კიდევ ერთი ბიზნეს-ჯეტი სანქტ-პეტერბურგიდან.
    აქამდე, „ვაჟნიე ისტორიი“ და OCCRP წერდნენ, რომ სავარაუდოდ პრიგოჟინის ბიზნეს-ჯეტი „ამბოხის“ მეორე დღეს როსტოვიდან სანქტ-პეტერბურგში გაფრინდა, იქამდე კი ფიქსირდებოდა იმ ქალაქებში, სადაც პრიგოჟინი მაისსა და ივნისში იმყოფებოდა.
    სავარაუდოდ, პრიგოჟინის თვითმფრინავი 2019 წელს აშშ-ის სანქციების სიაში მოხვდა.
    პრიგოჟინის ერთდღიანი „ამბოხის“ სამშვიდობო შეთანხმებით, „ვაგნერი“ შეჩერდა, მისმა მებრძოლებმა უსაფრთხოების შესახებ „გარანტია“ მიიღეს, თავად პრიგოჟინს კი ბელარუსში წასვლის პირობა მისცეს.  რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, “ვაგნერელებს” სამი არჩევანი აქვთ: მათ შეუძლიათ კონტრაქტი გააფორმონ თავდაცვის სამინისტროსთან, უარი თქვან ბრძოლაზე და დაბრუდნენ სახლებში ან წავიდნენ ბელარუსში.

    netgazeti
  11. tvati
    „ღირსეული შრომის პლატფორმა“ რიკოთის უღელტეხილზე ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული მუშის დაღუპვის ფაქტს ეხმიანება.
    პლატფორმა ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული საავტომობილო გზის მშენებლობაზე დასაქმებულების სამუშაო ადგილზე დაშავებისა და გარდაცვალების პირველი შემთხვევა არ არის — 2021 წლის იანვრის ბოლოს სამუშაო ადგილზე დაშავდა რიკოთის საავტომობილო გზების მშენებელი კომპანია „ჩინეთის სახელმწიფო შპს“-ის ერთი დასაქმებული, რისი შეუტყობინებლობის გამოც კომპანია 1000 ლარით დაჯარიმდა.
    „ღირსეული შრომის პლატფორმის“ ინფორმაციით, თებერვალში, კომპანიაში ჩატარდა შრომის პირობებისა და უსაფრთხოების ნორმების ინსპექტირება და გაიცა მრავლობითი დარღვევების აღმოსაფხვრელი მითითებები.
    „ღირსეული შრომის პლატფორმა“ შრომის ინსპექციას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ განახორციელოს სამუშოების შემსრულებელი კომპანიის ინსპექტირება/რეინსპექტირება, გამოიკვლიოს მომხდარი ფატალური შემთხვევა და დააკისროს კომპანიას კანონით გათვალისწინებული უმკაცრესი პასუხისმგებლობა; განიხილოს საქმიანობის შეჩერების საკითხიც, სანამ ბოლომდე არ იქნება აღმოფხვრილი შრომის უსაფრთხოების რისკები, მომავალი ფატალური შემთხვევების გარანტირებულად თავიდან აცილების მიზნით;
    პლატფორმა პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, გონივრულ ვადებში, სრულყოფილად და ეფექტურად გამოიძიონ მომხდარი, უზრუნველყონ ბრალეული პირების გამოვლენა და მიიღონ ზომები მათთვის კანონმდებლობის შესაბამისად პასუხისმგებლობის დასაკისრებლად.
    Საქართველოს მთავრობას პლატფორმა საგზაო და სხვა საჯარო ინფრასტრუქტურის სამუშაოების განმახორციელებელ კომპანიებისთვის შრომის კანონმდებლობასთან შესაბამისი მკაცრი მოთხოვნების დაწესებისკენ მოუწოდებს.
    განცხადებას ხელს აწერენ:
    ერთობა 2013 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი სოციალური სამართლიანობის ცენტრი გილდია 21 ივნისს რიკოთის უღელტეხილზე, უბისის მონაკვეთთან, გზის მშენებლობაზე სამუშაოს შესრულების დროს, მუშა მშენებარე ხიდიდან მდინარეში გადავარდა და დაიღუპა. ცხედარი სამაშველო სამსახურმა 24 საათის შემდეგ, შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრში, შროშასთან იპოვა.
  12. tvati
    გლდანის პარკში ცისარტყელას ფერებში ქოლგები ჩამოხსნეს.
    ქოლგის ფერის გამო „საზოგადოებაში შექმნილ აჟიოტაჟს” პარკი დღის განმავლობაში სოციალურ ქსელში განცხადებითაც გამოეხმაურა, თუმცა როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ქოლგების ჩამოხსნის გადაწყვეტილება მაინც მიიღეს.
    „ფერადი ქოლგები ცისარტყელას ფერებში ბავშთა მხიარული განწყობისთვის შეირჩა და მას სხვა არანაირი დატვირთვა ჩვენთვის არ აქვს, არ ვეწევით არანაირ პროპაგანდას. თქვენ ჩვენ ქართველობას არ გართმევთ და მოდით, ნუ წავართმევთ ბავშვებს ბავშვობას და ცისარტყელის ფერებს და მხიარულებას”, – ეწერა მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ქოლგები გლდანის პარკის გადახალისების სამუშაოების ფარგლებში შეიძინეს.
    როგორც „პუბლიკასთან” საუბრისას პარკის ადმინისტრაციაში ამბობენ, ქოლგები საზოგადოებაში აგრესიის გაღვივების თავიდან არიდების მიზნით ჩამოხსნეს.
    პარკის ადმინისტრაციის წარმომადგენლის თქმით, პარკში ფერადი ქოლგების გამოჩენის შესახებ გლდანის გამგეობასაც მიმართეს. აგრეთვე, დაწერეს facebook-ჯგუფშიც.
  13. tvati
    საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო „საარჩევნო კოდექსში“ მიღებულ ცვლილებებს, რომლითაც იცვლება ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევის პროცედურა, – ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
    ზურაბიშვილის შეფასებით, 100 ხმის ნაცვლად, თავმჯდომარისა და წევრების 76 ხმით არჩევა აუქმებს კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების საჭიროებას და ზრდის პოლარიზაციის რისკს.
    პრეზიდენტი სთავაზობს პარლამენტს, რომ ცესკოს თავმჯდომარე და წევრები არჩეულ იქნენ არანაკლებ 90 ხმით.
  14. tvati
    ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად წვრილმან ხულიგნობაში ცნო.
    მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ბექა გრიგორიადისს ადმინისტრაციული სახდელის სახით 800 ლარი დააკისრა.
    მოსამართლის განმარტებით, ბექა გრიგორიადისის მხრიდან პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს ადგილი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს არ ჰქონია, შესაბამისად, ის აღნიშნულ ნაწილში სამართალდამრღვევად არ ცნო, თუმცა, სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი სიტყვების გამოთქმის გამო, ის წვრილმან ხულიგნობაში ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად მიიჩნია.
    ბექა გრიგორიადისს პროტესტის ნიშნად, პირი და ცალი თვალი აქვს ამოკერილი. სასამართლოსთან შეკრებილი არიან ბექა და ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერები.
    ცნობისთვის, ბექა გრიგორიადისმა 3 ივნისს, სოციალურ ქსელში პოლიციელის მიმართ შეურაცხმყოფელი ტექსტი გააჟღერა. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდნენ.

    იპნ
  15. tvati
    „ქართულ ოცნებას“ დაწყებული აქვს 2024 წლის არჩევნების გაყალბება და ამისთვის სრულად იქვემდებარებს ცესკოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა, რითაც საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს გამოეხმაურა.
    როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტის ვეტოს იზიარებს, თუმცა, არ აქვს მოლოდინი რომ „ქართული ოცნება“ სალომე ზურაბიშვილის მოტივირებულ შენიშვნებს გაიზიარებს.
    „პრეზიდენტის ვეტოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე ვიზიარებ და მივესალმები. ეს არის კანონპროექტი, რომელიც ერთადერთ მიზანს ისახავს, ეს არის ის, რომ „ქართულ ოცნებას“ დაწყებული აქვს 2024 წლის არჩევნების გაყალბება და სრულად იქვემდებარებს ყველა სახელმწიფო უწყებას პარტიულ ვერტიკალში, მათ შორის, ცესკოს“,- განაცხადა ბუჩუკურმა.
    ის ასევე გამოეხმაურა რამდენიმე დღის წინ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით ოლივერ ვარჰეის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელმაც გადასადგმელ ნაბიჯებს შორის დაასახელა საარჩევნო კოდექსში იმ ჩასწორების შეცვლა, რომლის შედეგადაც, ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესი შეიცვალა.
    ბუჩუკური მიიჩნევს, რომ ეს ცვლილებები კიდევ ერთი დამაზიანებელი ნაბიჯია ევროინტეგრაციის გზაზე.
    „ეს ცვლილებები არ აზიანებს მხოლოდ შიდა კონტექსტში არსებულ ვითარებას და მხოლოდ ერთ კონკრეტულ სახელმწიფო ინსტიტუტს. ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდანაც მოვისმინეთ მძიმე შეფასებები ამ ცვლილებებთან დაკავშირებით და იმ პირობებში, როცა დაკვირვების ქვეშ ვართ და გამადიდებელი შუშით აკვირდებიან რამდენად სრულდება რეკომენდაციები, ეს ცვლილებები კიდევ ერთი დამაზიანებელი ნაბიჯია ხელისუფლების მხრიდან“, - განაცხადა ბუჩუკურმა.
    პრეზიდენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს ვეტო დაადო და პარლამენტს სთავაზობს ცესკოს თავმჯდომარე და წევრები არანაკლებ 90 ხმით აირჩეს.

    იპნ
  16. tvati
    უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელი სამხედროები ფრონტის ყველა მიმართულებით წინ წავიდნენ.
    ზელენსკის თქმით, დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქებს ეწვია.
    "ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი მოწინავე პოზიციები, ფრონტზე აქტიური ოპერაციების ზონები. დღეს ჩვენმა ჯარისკაცებმა მიაღწიეს წინსვლას ყველა მიმართულებით და ეს ბედნიერი დღეა. ბიჭებს ვუსურვე მსგავსი დღეები", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
    მისი თქმით, შეხვედრები გამართა გენერლებთან : ვასილი ზუბანიჩთან, ალექსანდრე ტარნავსკისთან, იური სოდოლთან და ალექსანდრე სირსკისთან და რამდენიმე ოპერატიული გადაწყვეტილება მიიღეს.
    პრეზიდენტმა ასევე მადლობა გადაუხადა უკრაინის ყველა დამცველს, რომლებიც ახლა იბრძვიან, საბრძოლველად ემზადებიან, ჯარისკაცებს წვრთნიან და მიღებული ჭრილობების გამო მკურნალობენ.
    "გმადლობთ! მე ვამაყობ თქვენით! დიდება თქვენ, ჩვენო გმირებო! და მარადიული და ნათელი ხსოვნა ყველას, ვინც სიცოცხლე გაწირა უკრაინისთვის!" - აღნიშნა ზელენსკიმ.

    პალიტრანიუსი
  17. tvati
    "მიხეილ სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებებით და მოქმედებებით რომ სარგებლობს ძალიან ხშირად "ქართული ოცნება", ეს უკვე უბრალოდ მოცემულობაა."

     
    ”ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა, რატომ თამაშობენ ოცნების თამაშს? საჭირო დროს რატომ გამოჩნდებიან და ყველაზე მეტად რომ უჭირს ოცნებას, მაშინ რატომ მოაქვთ ეს მაშველი რგოლი? “

    პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი - მიხეილ დაუშვილი 356615040_263666482917601_7906528792947620498_n.mp4
  18. tvati
    “რა გააკეთა ოცნებამ რუსეთში მიმდინარე პროცესების დროს? ოცნებას შეეშინდა და დაიმალა. მხოლოდ მაშინ გამოჩნდა, როცა გაირკვა რომ ე.წ “ვაგნერის” დაჯგუფება მოსკოვში ვეღარ შევიდა.”

      პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი -  მიხეილ დაუშვილი 356591568_930216628147818_6826040482296644503_n.mp4
  19. tvati
    “ეს ხელისუფლება გახდა ძალიან საშიში ამ ქვეყნის მომავლისთვის. არ იკმარეს ის, რომ მაქსიმალურად დიდი ზიანი მიაყენეს  ქვეყნის ევროპული განვითარების გზას, კანდიდატის სტატუსის მოპოვების პერსპექტივას და სანქციების ბენეფიციარიც გახადეს.”
      პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი -  ბექა ლილუაშვილი 356554572_246785534741807_7906175858497667879_n.mp4
  20. tvati
    რეალურად, ეს ყვითელი ბარათები უკვე ნაჩვენებია ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიმართ.

    - ბუნებრივია, ისინი შეეცდებიან შეცდომაში შეიყვანონ სანქციების ჯგუფის წარმომადგენლები, მაგრამ ეს იქნება უსუსური მცდელობა იმიტომ, რომ ყველამ ყველაფერი კარგად იცის შეერთებულ შტატებშიც, ევროკავშირშიც, რომ საქართველო შესაძლებელია იმ ნაცრისფერ ზონაში შედიოდეს, რომელიც გამოიყენება რუსეთისთვის დაწესებული სანქციებისთვის თავის ასარიდებლად.


    - შესაბამისად, ჩვენ უნდა ველოდოთ მწვავე გადაწყვეტილებებს იმ შემთხვევაში თუ "ქართული ოცნების" ხელისუფლება არ მოეგება გონს და ადეკვატურ პასუხებს არ გასცემს იმ კითხვებს, რომელიც არსებობს მის მიმართ

    პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი - ბერდია სიჭინავა.

  21. tvati
    დღეს დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ გიორგი გახარიას პოლიტიკური გუნდი, ერთადერთია პოლიტიკურ ველზე, რომელსაც შესწევს როგორც მორალური, ასევე კომპეტენციით და ინსტიტუციური მეხსიერებით დაგროვილი უნარები, ქვეყნის მართვის სადავეები ჩამოართვას ,,ოცნებას” და მასზე ფითრივით შეზრდილ ,,ნაცმოძრაობას”, რითაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ცალსახად გადაჭრის ქვეყნის წინაშე არსებულ უდიდეს გამოწვევას: “ქოცები” გაშვებული იქნებიან ხელისუფლებიდან “ნაცების” ხელისუფლებაში დაბრუნების გარეშე, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე და პარტია "საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს წევრი ზაზა თავაძე წერს.

    მისივე განცხადებით, ,,ოცნება" და ,,ნაციონალური მოძრაობა" რეალურად კოალიციაში არიან, ერთმანეთს კვებავენ,  ქმედებებითაც აღარ განსხვავდებიან და ტანდემში ცდილობენ "ქვეყნის ბნელ წარსულში" დაბრუნებას. 

      "კარგად რომ დავფიქრდეთ, საერთოდ არ არის საჭირო 10-11 წლის წინანდელ წიაღსვლებში წასვლა, რათა დავრწმუნდეთ, რომ ,,ოცნება" და ,,ნაციონალური მოძრაობა" რეალურად კოალიციაში არიან, ერთმანეთს კვებავენ და ქმედებებითაც აღარ განსხვავდებიან, ტანდემში ცდილობენ ქვეყნის ბნელ წარსულში დაბრუნებას. საკმარისია გავიხსენოთ თუ როგორ ვირტუოზულად გამოიყენეს ფაქტიურად საარჩევნო კამპანიის დასაწყებად სააკაშვილის ბოლოდროინდელი განცხადება, მისი პოლიტიკაში დაბრუნებისა და პოლიტიკური რეინკარნაციის მცდელობის შესახებ, ისევ მტრის ხატის გასაცოცხლებლად... ცალკე აღნიშვნის ღირსია ,,ნაცმოძრაობის" 5 წევრის ხმების მიხმარება ოლიგარქის ,,ოცნებისთვის”, რათა მათთან ფარულ გარიგებაში შესვლით, აშშ-ის მიერ ,,მნიშვნელოვან კორუფციაში ჩართულობისთვის" დასანქცირებული ჩინჩალაძე-მურუსიძის კორუფციული სინდიკატი კიდევ დამატებით სამი არამოსამართლე წევრის არჩევით გაემდიდრებინათ, რათა კიდევ მეტად გაძლიერებულიყვნენ იუსტიციის საბჭოში, რითაც სამართლიანობას და სამართალს კიდევ ერთხელ გამოუსვეს ყელში დანა... აქვე გავამახვილებდი თქვენს ყურადღებას ქოლ-ცენტრებზე საგამოძიებო კომისიის ,,ნაც-ქოცების" საერთო ინტერესების გამო არშექმნის ფაქტზე. იმის შიშით, რომ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნით საზოგადოება გაიგებდა, ოცნების ოლიგარქი როგორ მფარველობს ,,ნაცმოძრაობის" მთავარ სპონსორს, მის ტყვეობაში მყოფი მართლმსაჯულების სისტემა როგორ ვერ ინძრევა ამ უმძიმეს დანაშაულზე, ორგანიზებული დანაშაულით და პოლიტიკური კორუფციით ნაშოვნი მილიონებით და ამ შავი ფულით როგორ უნდათ კვლავ იყიდონ არჩევნები, რათა ამ უკანონო და ბინძური მეთოდებით კვლავ შეინარჩუნოს ძალაუფლება ,,ნაც-ქოცურმა" დანაშაულებრივმა სინდიკატმა . ორივე ბინძურმა პოლიტიკურმა მოთამაშემ იცის გიორგი გახარიას პოლიტიკური გუნდის შესაძლებობლები, ამ ფონზე ბუნებრივია ,,ნაც-ქოცური" შიშები, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შემთხვევაში, ისენი ორივე ერთად ვერ აიღებენ 50%-ზე მეტს და ერთად აღმოჩდებიან ოპოზიციაში.", - წერს ზაზა თავაძე. 
  22. tvati
    რუსული შეიარაღებული ძალების მიერ ოკუპირებულ ბერდიანსკში ორი უკრაინელი არასრულწლოვნის, ტიგრან ოგანესიანისა და ნიკიტა ხანგანოვის მკვლელობა 25 ივნისს დაადასტურა ბერდიანსკის საოკუპაციო ხელისუფლებამ. მოზარდების ლიკვიდაციის შესახებ გავრცელებულ ინფორმაცია დაადასტურა უმაღლესი რადის კომისარმა ადამიანის უფლებების საკითხებში, ომბუდსმენმა დმიტრი ლუბინეცმაც.
    მანამდე, 24 ივნისს, რუსული მედიასაშუალებები იტყობინებოდნენ, რომ „ორმა მოზარდმა, რომლებიც ავტომატებით იყვნენ შეიარაღებულნი, ცეცხლი გახსნეს“, დაჭრეს ორი ადამიანი, ადგილზე მისულმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალებმა და სამხედრო პოლიციამ „დამსვენებლებისგან გაათავისუფლეს სანაპირო და შეძლეს თავდამსხმელების განეიტრალება“.
    მოზარდების „განეიტრალების“ შესახებ ინფორმაციის გავრცელების პარალელურად, სოციალური ქსელი მოიცვა ვიდეომ. 10-წამიან, ე.წ. სელფ-ვიდეოს, ტიგრან ოგანესიანი იღებს: „ორი ნამდვილად. მორჩა, ეს სიკვდილია, ბიჭებო, მშვიდობით, დიდება უკრაინას!“ - ამბობს ბიჭი, რომელსაც ხელში ავტომატი უჭირავს. ბიჭი ტელეფონის წინა კამერაში იყურება, ვიდეოს ბოლოში ზევით გაიხედავს და ჩანაწერი წყდება. გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდმა ვიდეო სიკვდილამდე რამდენიმე წამით ადრე გადაიღო.
      უკრაინის ომბუდსმენი, დმიტრი ლუბინეცი საკუთარ ტელეგრამ არხზე ეხმაურება მოზარდების მკვლელობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას და წერს:
    „დროებით ოკუპირებულ ბერდიანსკში ოკუპანტებმა ორი არასრულწლოვანი მოკლეს მათი პროუკრაინული პოზიციის გამო. 24 ივნისს, 2006 წელს დაბადებული მოზარდები, ტიგრან ოგანესიანი და ნიკიტა ხანგანოვი ოკუპანტებთან ბრძოლაში ჩაერთვნენ. როგორც ცნობილია, მათ გაანადგურეს რუსეთის ფედერაციის სამხედრო და კოლაბორანტი-პოლიციელი. სროლის შემდეგ, დამპყრობლებმა ბავშვების „ლიკვიდაციის“ შესახებ განაცხადეს. დღეს ორი 16 წლის უკრაინელი გმირად იქცა. ერთ-ერთი მათგანის უკანასკნელი სიტყვები იყო, „დიდება უკრაინას“. სიტყვები არ მყოფნის გადმოვცე ის სიამაყე, რომელსაც ოკუპანტების წინააღმდეგ მებრძოლი მოზარდების გამო განვიცდი“, - წერს ის.
      ევროპარლამენტის რეზოლუცია ტიგრანისა და ნიკიტას დასაცავად
    2023 წლის 24 მაისს, რუსული საოკუპაციო ძალების გამომძიებლებმა, მოზარდებს ბრალი წაუყენეს რკინიგზაზე დივერსის მოწყობის მცდელობისთვის (რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 281-ე მუხლი), რაც 10-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გამოძიების რწმუნებით, 2022 წლის სექტემბრის დასაწყისში, მოზარდები უკრაინის შეიარაღებულ ძალებს კონსპირაციულად ეხმარებოდნენ. გამომძიებელი აცხადებდა, რომ მათ ერთად დააზიანეს სარკინიგზო ლიანდაგი, რათა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ვერ მიეღოთ სხვადასხვა სახის დახმარება.
    მოგვიანებით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გავრცელებული ცნობებით, მოზარდების სისხლის სამართლის საქმე გაიყო და ნიკიტას ქურდობა, ტიგრანს კი დივერსიის მოწყობა დაედო ბრალად.
    მალევე, 15 ივნისს, უკრაინელი არასრულწლოვნების მიმართ წაყენებულ ბრალს რეზოლუციით გამოეხმაურა ევროპარლამენტი. „რუსეთის ფედერაციის მიერ არასრულწლოვანი უკრაინელების, ტიგრან ოგანესიანისა და ნიკიტა ხანგანოვის წამება და სისხლის სამართლის დევნა“, - ასე დაასათაურეს ევროპარლამენტარებმა რეზოლუცია და რუსეთის ფედერაციას მოუწოდეს, დაუყოვნებლივ შეეწყვიტა ბავშვების წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმე და მიეცა მათთვის უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლის უფლება.
    ევროპარლამენტარებმა მოუწოდეს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს ხელი შეეწყო მოზარდების უსაფრთხო გადაადგილებისთვის.
    რეზოლუციის თანახმადვე, ევროპარლამენტარებმა მიმართეს გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელს წამებისა და ბავშვთა უფლებების საკითხებში, აღნიშნულ საკითხზე ჩაეტარებინა დეტალური გამოძიება.
    ვინ არიან ტიგრანი და ნიკიტა?
    კლასელების, ტიგრანისა და ნიკიტას ამბავი, გასული წლის 30 სექტემბრიდან იწყება.
    ბიჭების საქმეზე 9 თვეა მუშაობს უკრაინული არასამთავრობო ორგანიზაცია „მედია ინიციატივა ადამიანის უფლებებისათვის“.
    ორგანიზაცია ივნისის დასაწყისში დაუკავშირდა ტიგრანის დედას, ოკსანა სტაროვეროვას, რომელიც მათ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ შვილის დევნის შესახებ ესაუბრა.
    ტიგრანის ოჯახი, მშობლები და უმცროსი და-ძმები, უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე, გერმანიაში წავიდნენ. ოჯახი მოგვიანებით ტიგრანის წაყვანასაც გეგმავდა, თუმცა, უმცროსი შვილის ავადმყოფობის გამო, მათი გეგმები დროებით შეიცვალა. გარდა ამისა, ბიჭი წინააღმდეგი იყო დაეტოვებინა უკრაინა და ამბობდა, რომ მას ბებიასთან სურდა დარჩენა.
    2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა 16 წლის ტიგრანი საკუთარი სახლიდან გაიტაცეს. იმ დროს ის დროებით ოკუპირებულ ბერდიანსკში, ბებიასთან ერთად, მარტო იყო სახლში.
    ღამით მათ სახლთან „კამაზი“ და რვა ჯიპის ტიპის ავტომობილი გაჩერდა, საიდანაც რუსეთის შეიარაღებული ძალების 20-მდე ჯარისკაცი და ძაღლები გადმოვიდნენ. კაცები რუსულად ლაპარაკობდნენ, მათ ნაწილს კავკასიური აქცენტი ჰქონდა.
    „ღამის 2 საათიდან დილის 4:50-მდე რუსები სახლს ჩხრეკდნენ, დედაჩემი და ჩემი შვილი ავტომატით სცემეს“, - უყვება „მედია ინიციატივა ადამიანის უფლებებისათვის“ წარმომადგენელს ოკსანა სტაროვეროვა, - „სახლიდან წაიღეს კომპიუტერი, ლეპტოპი, ტელეფონები და საჭმელი. რაც არ წაუღიათ, დალეწეს“.
    რუსმა სამხედროებმა ტიგრანის ბებიას უთხრეს, რომ მათი ინფორმაციით, ამ მისამართზე ცხოვრობდა საშიში კრიმინალი. ვინ - არ აუხსნიათ. ტიგრანს ტომარა ჩამოაცვეს თავზე და მანქანაში შეტენეს. თქვეს, რომ მოზარდი იზოლატორში გადაჰყავდათ.
    თავდაპირველად ბიჭი საკანში სხვა პირებთან ერთად მოათავსეს, თუმცა, მოგვიანებით, სამარტოო საკანში გადაიყვანეს. ტიგრანის ბებია ყოველ დღე მიდიოდა პოლიციის განყოფილებაში და შვილიშვილის გათავისუფლებას ითხოვდა. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები მას არ აძლევდნენ ტიგრანის ნახვის უფლებას. 2022 წლის 2 ოქტომბერს, დაკავების მესამე დღეს, ბებიას სამხედრო პირმა უთხრა, რომ ბიჭს სიცხე ჰქონდა და მისთვის მაისურის მიტანის უფლება მისცა:
    „სამხედრო პირმა, რომელსაც დედაჩემმა ტიგრანის ნივთები გადასცა, ტელეფონში აჩვენა დედას ჩემი შვილის ფოტო, რომელიც იჯდა კუთხეში, კედელთან, პლედში გახვეული და გვერდით, ბებიის შეგზავნილი პარკი ედო. კაცმა უთხრა დედაჩემს: „ნუ დარდობ, მოსწონს ჩვენთან“, - ყვება ოკსანა.
    5 ოქტომბერს ბიჭი მოულოდნელად გაათავისუფლეს. სავარაუდოდ, მას შემდეგ, რაც ტიგრანის ბებიამ შვილიშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია მედიას მიაწოდა. სახლში დაბრუნების შემდეგ, ოჯახმა შეიტყო, რომ გამოკითხვების დროს ბიჭს რუსები აწამებდნენ:
    „ჩემს შვილს აწამებდნენ ელექტრო შოკით. გაჰყავდათ მინდორში და სიმულაციას აწყობდნენ, თითქოს უნდა დაეხვრიტათ. რუსები ეკითხებოდნენ: „აბა, პარტიზანობა გადაწყვიტე?“ და უბრძანებდნენ, რომ დამშვიდობებოდა სიცოცხლეს“, - ამბობს ტიგრანის დედა.
    იმავე დღეს, როცა რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საკუთარი სახლიდან გაიტაცეს ტიგრანი , მათ ბიჭის კლასელს, 16 წლის ნიკიტა ხანგანოვსაც მიაკითხეს. ოჯახი სახლში არ დახვდათ. თუმცა, ორ კვირაში სამხედროები კვლავ დაბრუნდნენ. ნიკიტა და მამამისი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, გამოკითხეს და მალევე გაათავისუფლეს.
    იმ დღიდან მოყოლებული, საოკუპაციო ძალები ტიგრანსა და ნიკიტას პერმანენტულად იბარებდნენ გამოკითხვაზე და პერიოდულად, მათ სახლებში ატარებდნენ ჩხრეკას. ბავშვები ვალდებულნი იყვნენ, ყოველ დღე გამოცხადებულიყვნენ პოლიციის განყოფილებაში.
    2023 წლის იანვარში, ოკსანა სტაროვეროვა ქმართან და უმცროს შვილებთან ერთად ბერდიანსკში, ტიგრანის წასაყვანად დაბრუნდა:
    „მანქანით წამოვედით ბერდიანსკიდან. მე, ჩემი ქმარი, ტიგრანი და ორი უმცროსი შვილი“, - იხსენებს ოკსანა. ოჯახმა თავდაპირველად, მანგუშში (მარიუპოლთან მდებარე ქალაქი) გაიარა საფილტრაციო ბანაკი. შემდეგ გადაკვეთეს როსტოვის საზღვარი: „თუმცა, ტაგანროგში რუსეთის საგზაო პოლიციამ გაგვაჩერა. ტიგრანი მანქანიდან გადაიყვანეს და პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს, სადაც 5 საათის განმავლობაში ჰყავდათ გამოკითხვაზე. ამის შემდეგ, მე და ტიგრანი რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტში, სოფელ პოკროვსკეში (ბახმუტთან) გადაგვიყვანეს. რამდენიმე ხანში სამხედროები მოვიდნენ კრასნოდარიდან. როცა დაგვინახეს, გაუკვირდათ. გვითხრეს, შეტყობინება მივიღეთ, რომ საშიში კრიმინალი ცდილობს ტერიტორიის დატოვებასო. მე და ტიგრანი სამხედრო მანქანაში ჩაგვსვეს“.
    ოჯახი ჯერ მარიუპოლში გადაიყვანეს, ამის შემდეგ კი კვლავ ბერდიანსკში დააბრუნეს: „უმცროსი ბავშვები ბებიასთან ერთად გაუშვეს. მე, ჩემი ქმარი და ტიგრანი ერთი დღე იზოლატორში ვიყავით, შემდეგ ხელწერილი დაგვაწერინეს, რომ ტერიტორიას არ დავტოვებდით და გამოგვიშვეს სახლში“.
    ოკსანა და მისი ქმარი ყოველ დღე მიდიოდნენ კომისარიატში და ბერდიანსკის დატოვების უფლებას ითხოვდნენ. საბოლოოდ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ტიგრანის მშობლებს უმცროს შვილებთან ერთად ბერდიანსკის დატოვების უფლება მისცეს, თუმცა, ტიგრანს ტერიტორიიდან გასვლა აეკრძალა.
    ტიგრანი და ნიკიტა დე ფაქტო შინა პატიმრობაში დარჩნენ.
    „ტიგრანი და ნიკიტა დაბადების დღის აღსანიშნავად ემზადებოდნენ“ - უფლებადამცველი
    ოლჰა რეშეტილოვა, „მედია ინიციატივა ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი, სოციალურ ქსელში ეხმაურება მოზარდების მკვლელობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას და წერს, რომ არასრულწლოვნების მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე, ისინი საოკუპაციო ძალების პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდნენ:
    „შუადღისას, მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, ისინი პოლიციის განყოფილებაში დაფიქსირდნენ. საათნახევრით ადრე, ვიდრე მშობლებს გამომძიებელი დაუკავშირდებოდა და ბიჭების სიკვდილს შეატყობინებდა, ტიგრანს დედა ტელეფონით ელაპარაკა. ტიგრანი მშვიდად იყო, დედას უთხრა, რომ ნიკიტასთან ერთად სეირნობდა და ფიქრობდნენ, როგორ აღენიშნათ ნიკიტას დაბადების დღე, რომელიც იმ დღეს 17 წლის გახდა“.
      ოლჰა რეშეტილოვას თქმით, ტიგრანისა და ნიკიტას მშობლები ფიქრობენ, რომ საოკუპაციო ძალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია და ტიგრანის მიერ გადაღებული ვიდეო, დადგმულია, რათა რუსეთის საოკუპაციო ძალებს მოზარდები მოეკლათ და შემდეგ ეს მკვლელობა გაემართლებინათ.
    ოლჰა რეშეტილოვას ინფორმაციითვე, უკრაინის საგამოძიებო ორგანოებმა აღძრეს სისხლის სამართლის საქმე მოზარდების მკვლელობის ფაქტზე.
    ზაპოროჟიეს ოლქის, აზოვის ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქი ბერდიანსკი, რუსეთის ჯარებმა ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს, 28 თებერვალს დაიკავეს. სამთავრობო შენობები საოკუპაციო ძალებმა მალევე აქციეს საკუთარ შტაბებად.
    ბერდიანსკის ოკუპაციის პირველ დღეებში არაერთი მიტინგი ჩატარდა ქალაქში რუსეთის საოკუპაციო ძალების შეჭრის გასაპროტესტებლად. 2022 წლის მარტის შუა რიცხვებში დემონსტრაციები შეწყდა - რუსმა ჯარისკაცებმა ცეცხლი გახსნეს. გაუჩინარდა აქციების რამდენიმე ორგანიზატორი და აქტივისტი. დააკავეს არაერთი ადამიანი. მოგვიანებით, როდესაც რამდენიმე დაკავებული გაათავისუფლეს, ისინი ყვებოდნენ, რომ მათ სცემდნენ და ელექტროშოკით აწამებდნენ.

    რადიო თავისუფლება
    ნინო თარხნიშვილი
  23. tvati
    აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები აცხადებენ, რომ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, თამარ გაბუნიას 5 და 6 ივნისს წერილებით მიმართეს, რომლებზეც პასუხი დღემდე არ მიუღიათ. ისინი განცხადებების შინაარსს ასაჯაროებენ და მისგან პასუხს მოითხოვენ:
    „1. როდის დაარეგისტრირებთ მედიკამენტ ვოზორიტიდი (Voxzogo) საქართველოში. პრეპარატს აქვს FDA და EMA ლიცენზიები, რათა არ შეფერხდეს მისი ქვეყანაში შემოტანა და ჩვენი შვილებისთვის მკურნალობის დაწყება?
    2. რა სახის სამედიცინო გამოკვლევები უნდა ჩაუტარდეთ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებს, რომელ კლინიკებში, ასევე რომელი თარიღიდან არის შესაძლებელი გამოკვლევების დაწყება, რათა არ დაგვიანდეს მედიკამენტ ვოზორიტიდით მკურნალობა?
    3. როდის დაინიშნება საბჭოს მორიგი სხდომა? (ბოლო სხდომის, 2 ივნისის შემდეგ უკვე საკმაო დრო გავიდა და პროტოკოლი მზად არის).
    4. საბჭოს მომავალ სხდომაზე ველოდებით კონკრეტულ შედეგებს და არა ფრაზის „გაუთქმელობის ხელშეკრულება“ კიდევ ერთხელ გაჟღერებას. მოვითხოვთ რომ საბჭოზე დასახელებულ იქნას 2023 წლის ის თვე, როდესაც მედიკამენტი ვოზორიტიდი (Voxzogo) საქართველოს საზღვარს გადმოკვეთავს და ჩვენი შვილები მიიღებენ ამ სამკურნალო მედიკამენტის პირველ დოზას???“, – ნათქვამია წერილში.


    პუბლიკა
  24. tvati
    საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე  პრეზიდენტის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი ორი კანდიდატი – დავით ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე განიხილეს და მხარი არ დაუჭირეს.
    კანდიდატები კომიტეტს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ გააცნო, დეპუტატებმა მოუსმინეს თავად კანდიდატებსაც.
    პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დავით ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე 16 ივნისს წარადგინა.
    7 ივნისს „ქართული ოცნების“ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა ვრცელი განცხადება, რომელშიც მმართველი პარტია აცხადებდა, რომ პრეზიდენტი მიზანმიმართულად უქმნის პრობლემებს ეროვნულ ბანკს. ერთ-ერთ პრობლემად „ოცნებამ“ ისიც დაასახელა, რომ პრეზიდენტს ბანკის საბჭოს წევრებობის კანდიდატები არ ჰყავდა დასახელებული.
    „ოცნებას“ უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც დაადასტურა, რომ განიხილავდა მოქმედი ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად წარდგენას, თუმცა კანდიდატის დამოუკიდებლობა შეკითხვებს აჩენდა, რადგან მთავრობა მის წარდგენას პრეზიდენტს კატეგორიულად სთხოვდა ზეწოლის და შანტაჟის გზით.

    პუბლიკა
  25. tvati
    ვისაც ჯერ კიდევ ეჭვი გეპარებათ, რომ მიხეილ სააკაშვილი და ნაცმოძრაობა წყალწაღებული ოცნების საუკეთესო მაცოცხლებელია, დაელოდეთ მისი ბოლო პოსტზე (კავკასიის გამოცოცხლებაზე) ხელისუფლების პასუხს. აი ასე იქმნება სახელისუფლებო ნარატივი „დასავლეთს ომი უნდა“. ასე იქმნება ოცნების სამარცხვინო fake სტრატეგია - ჩვენ თუ არ აგვირჩევთ, უარესი გელოდებათ ნაცების სახით. ორივე ერთმანეთზე უარესია. პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე - ნათია მეზვრიშვილი. 

    Facebook  
×
×
  • შექმენი...