Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ბლოგ პოსტები დაპოსტილი tvati -ს მიერ

  1. tvati
    გიორგი დანელია საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა და აღნიშნა, რომ საქმიანობას კერძო სექტორში, კონკრეტულად კი საბანკო სფეროში განაგრძობს.
    ამასთან, დანელიამ საპენსიო სააგენტოში მუშაობის პერიოდი შეაჯამა.
    „ძვირფასო მეგობრებო! საპენსიო რეფორმა ჩვენი ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფეხურია, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს, როგორც ეკონომიკის მდგრად განვითარებაში, ასევე საფუძველი უნდა დაუდოს მოქალაქეთა სოციალურ უსაფრთხოებას.
    ვამაყობ, რომ ბოლო 2.5 წლის განმავლობაში ვმუშაობდი საპენსიო სააგენტოს გუნდთან ერთად, რომლის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა ამ დიდი სამუშაოს განხორციელება!
    ცხადია, რომ ისევე როგორც ყველა მნიშვნელოვან საქმეს, საპენსიო რეფორმასაც უამრავი ადგილობრივი თუ საერთაშორისო კონტექსტიდან გამომდინარე სირთულე და გამოწვევა ახლდა თან. მაგრამ ჩვენმა გუნდმა ამ პერიოდში არა მხოლოდ დასძლია ყველა ეს სირთულე, არამედ ასევე განახორციელა არაერთი საიმედო ინვესტიცია და სქემის მონაწილეებს მოუტანა 500 მილიონ ლარზე მეტი მოგება.
    პარალელურად, ჩვენი მოქალაქეებისთვის უფრო ეფექტური, სანდო და ხარისხიანი მომსახურებისთვის, ჩვენ დავიწყეთ სააგენტოს სერვისების სრული დიჯიტალიზაცია, დავხვეწეთ საოპერაციო მიმართულება, გავაფართოვეთ სერვისის მიწოდების გეოგრაფიული არეალი. ამის შედეგად მოქალაქეებს უკვე შეუძლიათ მთელი ქვეყნის მასშტაბით იუსტიციის სახლებში მიიღონ სააგენტოს ნებისმიერი მომსახურება.
    ჩვენ ასევე დავნერგეთ საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტები, რის შედეგადაც უკვე ამ წლის მაისში სააგენტომ წარმატებით გაიაროა ISO27001 სერტიფიცირების პროცესიც.
    სააგენტო არის მაქსიმალურად ღია და გამჭვირვალე. მის მიერ განხორციელებული ყველა აქტივობა ასახულია საინვესტიციო თუ საოპერაციო დოკუმენტებში, რომელიც პროაქტიულად ქვეყნდება სააგენტოს ვებ-გვერდზე და სხვადასხვა სოციალურ პლატფორმებზე.
    მიმაჩნია, რომ საპენსიო ფონდში ჩემი მისია დასრულებულია. უწყება უკვე ჩამოყალიბდა ძლიერ სახელმწიფო ინსტიტუტად, რომელიც ღირსეულ როლს ითამაშებს ქვეყნის შემდგომ განვითარებაში და რომელსაც (დარწმუნებული ვარ) კარგად გაუძღვებიან ჩემი შემცვლელები. ამ ეტაპზე, მე ვინაცვლებ კერძო სექტორში, კონკრეტულად კი საბანკო სფეროში და იქიდან ვეცდები ჩემი წვლილი შევიტანო ეკონომიკის შემდგომ განვითარებაში!
    მინდა მადლობა გადავუხადო რეფორმის განვითარებაში ჩართულ ყველა ადამიანს! მადლობა მედიას თანამშრომლობისთვის. მადლობა ჩვენს პარტნიორებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, მსოფლიო ბანკს, საერთაშორისო სავალუტო ფონდს, აზიის განვითარების ბანკს და სხვებს. ასევე, მადლობა USAID-ს, რომელთან ერთადაც შევქმენით სააგენტოს განვითარების 3-5 წლიანი სტრატეგია.
    მადლობა სააგენტოს სამეთვალყურეო და საინვესტიციო საბჭოებს ნდობისთვის, მუდმივი მხარდაჭერისთვის და გვერდში დგომისთვის!
    და ბოლოს, კიდევ ერთხელ, განსაკუთრებული მადლობა სააგენტოს მთელ გუნდს! თქვენი საქმისადმი დამოკიდებულება, პროფესიონალიზმი და თავდადება არის რეფორმის წარმატების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი! დარწმუნებული ვარ, თქვენი შრომის შედეგებს კიდევ ბევრი წლის განმავლობაში დავინახავთ სქემის მონაწილეები! წარმატებები!“, - წერს გიორგი დანელია.
  2. tvati
    პარლამენტთან, სადაც სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ, სავარაუდოდ, ორი პირი დააკავეს. აღნიშნული პირები "ნაციონალური მოძრაობის" წევრები არიან. ისინი მას შემდეგ დააკავეს, რაც მათ აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მისამართით კონკრეტული სიტყვის სკანდირება დაიწყეს.
    მანამდე კი, აქციის მონაწილეებთან საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე სერგი ბზიშვილი სამართალდამცველებთან ერთად მივიდა და სთხოვა, კონკრეტული სიტყვის სკანდირება შეეწყვიტათ, რადგან, მისი შეფასებით, ის უცენზურო შინაარსისაა.
    „იმ შინაარსის სიტყვები, რასაც აქციის მონაწილეები სკანდირებენ, არის შეურაცხმყოფელი. მოგმართავთ აქციის მონაწილეებს, დაიცავით კანონი, ჩვენ არ დავუშვებთ, რომ საზოგადოების შეკრების ადგილზე მსგავსი უცენზურო სიტყვები იყოს. გაფრთხილებთ ყველას!” - განაცხადა სერგი ბზიშვილმა.
    მას შემდეგ რაც, აქციის მონაწილეებმა კითხვით მიმართეს საპატრულო პოლიციის ერთ-ერთ ხელმძღვანელ პირს, თუ რომელი სიტყვა იყო შეურაცხმყოფელი, სერგი ბზიშვილმა ასე უპასუხა: „მე იმ სიტყვას შეგნებულად არ გავიმეორებ. გაგაფრთხილეთ, რომ უცენზურო შინაარსის სიტყვები და რეპლიკები არ გამოხატოთ. მშვიდობიანად და ყოველგვარი კანონის დარღვევის გარეშე ჩაატარეთ აქცია… მაგ სიტყვებს არ გავიმეორებ”, - განაცხადა სერგი ბზიშვილმა.
    „ყაველაშვილი რომ გვაგინებს არაა ცენზურა?“ „უკაცრავად, მარტო პრემიერს ჰქვია ირაკლი?” - მიმართეს აქციის მონაწილეებმა სერგი ბზიშვილს.

    იპნ
  3. tvati
    უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილო ბუდანოვის განცხადებით, რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა [ფსბ] მიიღო ევგენი პრიგოჟინის ლიკვიდაციის დავალება.
    მან აგრეთვე აღნიშნა, რომ რუსეთში შიდა დესტაბილიზაციის გამომწვევი ნებისმიერი ქმედება უკრაინისთვის სასარგებლოა.
    ვაგნერის“ ლიდერმა ევგენი პრიგოჟინმა 23 ივნისის საღამოს განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტრომ დაბომბა რუსეთში მდებარე „ვაგნერელების“ ბანაკი და დაიწყო „სამართლიანობის მარში“ მოსკოვისკენ, „დამნაშავეთა დასასჯელად“. მარში კრემლმა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად შეაფასა.
    24 ივნისს მიღწეული შეთანხმებით, პრიგოჟინმა ამბოხი იმ დროს შეაჩერა, როცა მოსკოვს თითქმის 200 კილომეტრით მიუახლოვდა. ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ თქვა, რომ ამბოხის შეწყვეტის სანაცვლოდ „ვაგნერის“ წევრებს ამბოხისთვის არ დასჯიდნენ და საშუალებას მისცემდნენ, საქმიანობა ბელარუსში გაეგრძელებინათ.
    პრიგოჟინის ერთდღიან ამბოხს რუსეთის არმიის, სულ მცირე, 8 საფრენი აპარატი შეეწირა, მათ შორის, კომუნიკაციისა და თავდასხმისთვის განკუთვნილი ვერტმფრენები და თვითმფრინავი. დაიღუპნენ პილოტებიც, თუმცა რაოდენობა უცნობია.
    პრიგოჟინის ამბოხის შესახებ გირჩევთ:
    პრიგოჟინის „ამბოხი” – გამარჯვებულები და დამარცხებულები პრიგოჟინი გამოჩნდა და “ხალხის მთავარ კითხვებს” უპასუხა 24 საათი, რომელმაც კრემლი შეაზანზარა | ნინა ხრუშჩოვა პუტინმა რუსეთი დაკარგა? | ვაცლავ რაძივინოვიჩი

    ნეტგაზეთი
  4. tvati
    შალვა კერესელიძე: მთავრობა რთვლის სუბსიდირებაზე ყოველწლიურად არაეფექტურად ხარჯავს ასეულ მილიონობით ლარს
    ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, შალვა კერესელიძის განცხადება არის სიმართლე.
    რეზიუმე: საქართველოში ყურძნის ფასის სუბსიდირება 2008 წლიდან იწყება, როდესაც რუსეთმა ქართულ ღვინოზე ეკონომიკური ემბარგო დააწესა. ვინაიდან იმჟამინდელი ქართული ღვინის ძირითადი საექსპორტო ბაზარი რუსეთის ფედერაცია გახლდათ, ემბარგომ იმდროინდელ ქართულ მეღვინეობას უდიდესი სოციალური და ეკონომიკური ზიანი მოუტანა. ამ ზიანით გამოწვეული ნეგატიური შედეგების აღმოსაფხვრელად და იმისთვის, რომ მევენახეებისთვის საქმიანობას რენტაბელობა შეენარჩუნებინა, ყურძნის ფასის სუბსიდირება გახდა საჭირო. 2008 წლიდან მოყოლებული რთვლის სუბსიდირებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გარკვეული სახსრები გამოიყოფა. თანხის რაოდენობა განსაკუთრებით ხელისუფლების ცვლილების შემდეგ - 2013 წლიდან იზრდება. შემდგომ 2016-2018 წლებში კლების ტენდენცია იკვეთება. მთავრობამ 2018 წლიდან სუბსიდირებიდან გასვლის გადაწყვეტილებაც მიიღო, თუმცა საბოლოო ჯამში, ბაზარზე არსებული ჭარბი ყურძნის შეძენა მაინც განახორციელა. რთვლის სუბსიდირების თანხები განსაკუთრებით ბოლო წლებში არის გაზრდილი, რაც იმით არის განპირობებული, რომ ყურძნის ფასის სუბსიდირების გარდა, მთავრობა ბაზარზე არსებული ჭარბი ყურძნის შესყიდვასაც ახორციელებს. ყურძნის გაზრდილი მოსავლის გამო კი ყოველწლიურად ბაზარზე დარჩენილი სულ უფრო მეტი ჭარბი ყურძნის შესყიდვა უწევს.
    ბოლო წლებში ყურძნის ფასის სუბსიდირება სოციალური დახმარება უფროა, ვიდრე დარგის განვითარების ხელშეწყობა და დარგზე ერთგვარ უარყოფით გავლენასაც კი ახდენს. საბაზრო ეკონომიკის პირობებში პროდუქტის ფასს მოთხოვნასა და მიწოდებას შორის თანაფარდობა განსაზღვრავს. საქართველოში სუბსიდიას მიჩვეული ფერმერთა ნაწილი ყურძნის ფასით ყოველწლიურად უკმაყოფილო რჩება. აღნიშნულის სათავე წლების განმავლობაში პოლიტიკოსების მიერ გაცემული უხვი დაპირებები და სუბსიდირების პოლიტიკაა, რაც მევენახეებს მუდმივად გადაჭარბებულ მოლოდინებს უჩენს. გარდა ამისა, იმის იმედად, რომ მთავრობა ჭარბ და უხარისხო ყურძენს მაინც შეისყიდის, ფერმერების ნაწილი ხარისხზე ნაკლებად ზრუნავს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ყურძნის სუბსიდირება მევენახეობის დარგს უპირატეს მდგომარეობაში აყენებს და მას უფრო მიმზიდველს ხდის. აქედან გამომდინარე, ფერმერი ხშირად არჩევანს ვენახის გაშენებაზე აკეთებს, რაც თავის მხრივ ჭარბ წარმოებას იწვევს.
    განხილულიდან გამომდინარე, შალვა კერესელიძის განცხადება არის სიმართლე.
     
    ანალიზი
    საქართველოს პარლამენტის სხდომაზე დეპუტატმა შალვა კერესელიძემ რთვლის სუბსიდირების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა: „მთავრობა რთვლის სუბსიდირებაზე ყოველწლიურად არაეფექტურად ხარჯავს ასეულობით მილიონ ლარს და უფრო მეტიც, ჭარბ, ჩაუბარებელ ყურძენს მთლიანად ყიდულობს სასპირტე მასალის წარმოებისთვის“.
    საქართველოში ყურძნის ფასის სუბსიდირება 2008 წლიდან იწყება, როდესაც რუსეთმა ქართულ ღვინოზე ეკონომიკური ემბარგო დააწესა. ვინაიდან იმჟამინდელი ქართული ღვინის ძირითადი საექსპორტო ბაზარი რუსეთის ფედერაცია გახლდათ, ემბარგომ იმდროინდელ ქართულ მეღვინეობას უდიდესი სოციალური და ეკონომიკური ზიანი მოუტანა. ამ ზიანით გამოწვეული ნეგატიური შედეგების აღმოსაფხვრელად და იმისთვის, რომ მევენახეებისთვის საქმიანობას რენტაბელობა შეენარჩუნებინა, ყურძნის ფასის სუბსიდირება გახდა საჭირო. 2008-2012 წლამდე ყურძნის სუბსიდირების პროგრამა მცირე მასშტაბის იყო. კერძოდ, 1 კგ რქაწითლის ჯიშის ყურძნის დასუბსიდირება საქართველოს ბიუჯეტს 0.15 ლარი უჯდებოდა, საფერავის ჯიშის - 0.25 ლარი და მუჯურეთული/ალექსანდროული კი 1 კგ -1 ლარი. ბიუჯეტიდან რთვლისთვის აღნიშნულ წლებში საშუალოდ 6-7 მილიონი ლარი იხარჯებოდა.
    სიტუაცია 2013 წლიდან შეიცვალა, როდესაც ხელისუფლების ცვლილების შემდგომ, მუჯურეთულ/ალექსანდროულის სუბსიდირებისთვის გამოყოფილი 1 ლარი უცვლელი დარჩა, თუმცა რქაწითელსა და საფერავის ჯიშებზე სუბსიდირება შესაბამისად 0.4 და 0.35 ლარამდე გაიზარდა. აქედან გამომდინარე, ბიუჯეტიდან ჯამურად გამოყოფილი თანხის მოცულობაც მნიშვნელოვნად გაიზარდა და 2013 წელს 32 მილიონ ლარს მიაღწია.
    სუბსიდირების სტრუქტურა 2017 წლიდან რადიკალურად შეიცვალა, რაც იმას გულისხმობდა, რომ მთავრობა ყურძნის ფასის სუბსიდირებიდან გავიდა, თუმცა ბაზარზე დარჩენილი ჭარბი ყურძნის შესაძენად სახელმწიფო საწარმოებს თანხა მაინც გამოუყო. შესაბამისად, 2017 წლის მთავრობის გადაწყვეტილებით, ხარისხიან ყურძენზე სუბსიდია არ გაიცა. სუბსიდია მხოლოდ ალექსანდროულსა და მუჯურეთულზე შენარჩუნდა (1 კგ. ყურძენზე - 2 ლარი). როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კომპენსაცია იმ ღვინის კომპანიებმა მიიღეს, რომელთაც საბრენდე სპირტის და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის დასამზადებლად, ერთი კილოგრამი ყურძენი (რქაწითელი და კახური მწვანე) არანაკლებ 70 თეთრად შეისყიდეს. საკომპენსაციო თანხა 1კგ. ყურძენზე 0.35 ლარი იყო.
    2018-2019 წლებში მთავრობას ყურძნის ფასის სუბსიდირება აღარ განუხორციელებია, თუმცა ბაზარზე ჭარბი ყურძნის შესაძენად სახელმწიფო საწარმო „აკურას“ ორივე წელს 10-10 მილიონი ლარი გამოუყო, რაც, შეიძლება ითქვას, რთვლის ირიბი სუბსიდირება იყო. 2019 წელს გამოყოფილი 10 მლნ საკმარისი არ აღმოჩნდა და ჭარბი ყურძნის შესაძენად აკუმულირებულმა თანხამ ჯამში 80 მლნ ლარი შეადგინა.
    2020 წელს, კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობამ ყურძნის ფასის სუბსიდირების გადაწყვეტილება კვლავ მიიღო. ამ მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან 40 მილიონი ლარი გამოიყო. გარდა აღნიშნულისა, ბაზარზე არსებული ჭარბი ყურძნის შესაძენად დამატებითი თანხები გამოიყო და საბოლოო ჯამში, რთვლის სუბსიდირებამ 87.1 მლნ ლარი შეადგინა. აღნიშნულ წელს მთავრობამ 95 000 ტონა ყურძენი შეისყიდა.
    2021 წელს რთვლის სუბსიდირებისთვის ჯამში 138 მლნ ლარი დაიხარჯა. სუბსიდიის ძირითადი თანხა სახელმწიფოს კუთვნილ შპს „მოსავლის მართვის“ კომპანიას ჩაერიცხა (107 მლნ ლარი). კომპანიას აღნიშნული თანხის სანაცვლოდ როგორც საღი, ასევე სეტყვისგან დაზიანებული ყურძენი უნდა ჩაებარებინა და ასევე მიღებული მოსავალი გადაემუშავებინა.
    გასულ წელს, მთავრობის გადაწყვეტილებით, რთვლის სუბსიდირებისთვის 150 მლნ ლარი იყო გათვალისწინებული (განხორციელდა როგორც თეთრი ყურძნის, ასევე რაჭის ზონაში შავი ყურძნის ფასის სუბსიდირება და ბაზარზე დარჩენილი ჭარბი ყურძნის შესყიდვა).
    2008 წლიდან მოყოლებული ყურძნის სუბსიდირებაზე ჯამურად დახარჯული თანხები შემდეგნაირად გამოიყურება:
    ცხრილი 1: 2008-2022 წლებში ყურძნის ცალკეული ჯიშების სუბსიდირებისთვის გამოყოფილი თანხა და ჯამური ხარჯი (ლარებში)

    როგორც სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, სუბსიდირების თანხები 2013 წლიდან იზრდება, შემდგომ 2016-2018 წლებში კლების ტენდენცია იკვეთება. მთავრობამ 2018 წლიდან სუბსიდირებიდან გასვლის გადაწყვეტილებაც მიიღო, თუმცა საბოლოო ჯამში ბაზარზე არსებული ჭარბი ყურძნის შეძენა მაინც განახორციელა. რთვლის სუბსიდირების თანხები განსაკუთრებით ბოლო წლებში არის გაზრდილი, რაც იმით არის განპირობებული, რომ ყურძნის ფასის სუბსიდირების გარდა, მთავრობა ბაზარზე არსებული ჭარბი ყურძნის შესყიდვასაც ახორციელებს. ყურძნის გაზრდილი მოსავლის გამო კი ყოველწლიურად ბაზარზე დარჩენილი სულ უფრო მეტი ჭარბი ყურძნის შესყიდვა უწევს.
    ზოგადად სუბსიდირება მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია და იგი რეალურად დარგის გადარჩენას, განვითარებას და ინვესტიციების მოზიდვას უნდა ემსახურებოდეს. საქართველოში მდგომარეობა სხვაგვარადაა. სუბსიდირების პირველ ეტაპზე, როდესაც ქართულმა ღვინომ გასაღების ძირითადი ბაზარი დაწესებული რუსული ემბარგოს გამო დაკარგა, სუბსიდირება გამართლებული იყო. მაგრამ უკვე 2018 წლიდან აღნიშნულმა სხვა შინაარსი შეიძინა.
    ბოლო წლებში ყურძნის ფასის სუბსიდირება სოციალური დახმარება უფროა, ვიდრე დარგის განვითარების ხელშეწყობა და დარგზე ერთგვარ უარყოფით გავლენასაც კი ახდენს. საბაზრო ეკონომიკის პირობებში პროდუქტის ფასს მოთხოვნასა და მიწოდებას შორის თანაფარდობა განსაზღვრავს. საქართველოში სუბსიდიას მიჩვეული ფერმერების ნაწილი ყურძნის ფასით ყოველწლიურად უკმაყოფილო რჩება. აღნიშნულის სათავე წლების განმავლობაში პოლიტიკოსების მიერ გაცემული უხვი დაპირებები და სუბსიდირების პოლიტიკაა, რაც მევენახეებს მუდმივად გადაჭარბებულ მოლოდინებს უჩენს. გარდა ამისა, იმის იმედად, რომ მთავრობა ჭარბ და უხარისხო ყურძენს მაინც შეისყიდის, ფერმერების ნაწილი ხარისხზე ნაკლებად ზრუნავს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ყურძნის სუბსიდირება მევენახეობის დარგს უპირატეს მდგომარეობაში აყენებს და მას უფრო მიმზიდველს ხდის. აქედან გამომდინარე, ფერმერი ხშირად არჩევანს ვენახის გაშენებაზე აკეთებს, რაც თავის მხრივ ჭარბ წარმოებას იწვევს.
    უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ხშირად სუბსიდირებას მმართველ პარტიასთან დაახლოებული მსხვილი კომპანიები იღებენ (ამის შესახებ იხილეთ „გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევა), რაც მცირე მარნებს არაკონკურენტულ გარემოში ამყოფებს.
    იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო წლების განმავლობაში ყურძნის წარმოება მზარდია, ასევე ღვინის ექსპორტშიც ზრდის ტენდენცია იკვეთება, სასურველია სახელმწიფო ყურძნის და რთვლის სუბსიდირებიდან გავიდეს და დარგს დამოუკიდებლად განვითარების საშუალება მისცეს. სუბსიდირებაში დახარჯული რესურსი კი ქართული ღვინის პოპულარიზაციის ზრდას და ბაზრების დივერსიფიცირებას მოახმაროს, რაც სახელმწიფო სახსრების უფრო გონივრული და მიზნობრივი მოხმარება იქნება.
    რაც შეეხება ჭარბი ყურძნის შესყიდვას, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბაზარზე დარჩენილი ჭარბი ყურძნის შესყიდვას ჯერ სახელმწიფო საწარმო „აკურა“ ახორციელებდა, რომლის ქარხნის ბაზაზე მთავრობამ 2020 წლის 4 აგვისტოს შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ შექმნა და ჭარბი ყურძნის ჩაბარებაც აღნიშნულმა კომპანიამ გადაიბარა. ტენდერების მონიტორის მონაცემების მიხედვით, კომპანიამ დაარსების დღიდან 11 გამოცხადებულ ტენდერში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც რვა შემთხვევაში გამარჯვებულად გამოცხადდა. კომპანიის ანგარიშზეა ასევე 202 გამარტივებული შესყიდვა, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ 15 750 333 ლარი შეადგინა, გარდა ამისა „მოსავლის მართვის კომპანიამ“ 42 კონსოლიდირებული ტენდერი განახორციელა, ჯამში 333 270 ლარის ღირებულების. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ფინანსური ანგარიშგების პორტალზე გამოქვეყნებული კომპანიის ანგარიშგების (2021 წლის) მიხედვით, 2021 წელს კომპანიის წმინდა მოგებამ 65 718 670 ლარი შეადგინა, 2020 წელს იგივე მონაცემი 8 418 340 ლარი იყო (როგორც აღვნიშნეთ, კომპანია ფუნქციონირება 2020 წლის აგვისტოში დაიწყო).
    განხილულიდან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, შალვა კერესელიძის განცხადება არის სიმართლე.
        ვერიკო სუხიაშვილი
  5. tvati
    უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს განცხადებით, რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიის ბირთვული ელექტროსადგურის დატოვება დაიწყეს, ხოლო ადილზე დარჩენილმა თანამშრომლებმა მიიღეს დავალება, ნებისმიერი ავარიულ სიტუაციაში ბრალი უკრაინას დასდონ.
    გარდა ამისა, უკრაინული მხარის ცნობით, სადგურის თანამშრომლებს ოკუპირებულ ყირიმში წასვლას ურჩევენ, ხოლო სადგურის ტერიტორიაზე და იქვე მდებარე ქალაქ ენერჰოდარში თანდათანობით მცირდება რუსული ძალების პატრულთა რაოდენობა.
    აქამდე სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ ზაპოროჟიის სადგურის აფეთქების სცენარი ბოლომდე დამუშავებული და დამტკიცებულია. 25 ივნისს იგივე გაიმეორა პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმაც და დაამატა, რომ მსოფლიო ამას საკმარის ყურადღებას არ აქცევს.

    ნეტგაზეთი
  6. tvati
    23 არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მათთვის, ქალთა უფლებებსა და გენდერულ თანასწორობაზე მომუშავე ორგანიზაციებისთვის, მიუღებელია გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარის, ნინო წილოსანის, ბოლოდროინდელი პოლიტიკური ქმედებები და განცხადებები, რომლებიც მათი შეფასებით, ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება თანასწორობის პრინციპს, დისკრიმინაციულია და აღვივებს ძალადობას.
    ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ გენდერული თანასწორობის საბჭოს მოქმედი თავმჯდომარე ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას, ვერ იაზრებს პროფესიულ პასუხისმგებლობას, ბოროტად და არამართებულად იყენებს გენდერული თანასწორობის იდეას, ხოლო როცა თანასწორობის ღირებულებები წინააღმდეგობაში მოდის პარტიულ დღის წესრიგთან, განცხადების ავტორების თქმით, ნინო წილოსანი უპირატესობას პარტიულ ინტერესებს ანიჭებს.
    ხელმომწერ ორგანიზაციებში აცხადებენ, რომ აღნიშნული შეფასება ეყრდნობა ქვემოთ მოყვანილ რამოდენიმე ფაქტს ახლო წარსულიდან:
    განცხადებაში ნათქვამია, რომ ნინო წილოსანმა საჯაროდ მხარი დაუჭირა შალვა რამიშვილს, რომელიც რამდენიმე ქალმა მნიშვნელოვანი მტკიცებულებების წარმოდგენით სექსუალურ ძალადობაში ამხილა იმ ფონზე, რომ სასამართლომ ერთხელ უკვე დაამტკიცა რამიშვილის მიერ სექსუალურ შევიწროების ჩადენა.
    „ნინო წილოსანი არის 78 დეპუტატთაგან ერთ-ერთი, რომელმაც დაჩქარებული წესით ხმა მისცა რუსული კანონის ანალოგს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ”, რომლის მთავარი მიზანიც არასამთავრობო სექტორის მარგინალიზაცია და დევნა იყო. გასული წლის მიწურულს მან მხარი დაუჭირა და წარმატებულ ინიციატივად შეაფასა „საქართველოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფცია”, რომელიც გენდერულად არამგრძნობიარე და არაინკლუზიური დოკუმენტია, უკიდურესად ვიწროდ განიხილავს გენდერს და აიგივებს სქესთან.
    ამა წლის 27 ივნისს კი ნინო წილოსანმა პარლამენტის ტრიბუნიდან თანაპარტიელ კაცებს დეპუტატი ანა წითლიძის მიმართ ძალადობისკენ მოუწოდა, კერძოდ, მან განაცხადა: „ქალბატონმა ანა წითლიძემ მამუკა მდინარაძის და ბექა ოდიშარიას დაპირება გაიხსენა და მე დარწმუნებული ვარ, რომ მამუკაც და ბექაც თავის დაპირებას აუცილებლად შეასრულებენ მათ მიმართ, ვინც გაბედავს და პრორუსებს დაგვიძახებს.” აქვე შეგახსენებთ ოდიშარიას ციტატას: „ჩვენ ვინც პრორუსს დაგვიძახებს, მიიღებს ცხვირ-პირში“ — წერია განცხადებაში.
    ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე განცხადების ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ არსებული თავმჯდომარის პირობებში გენდერული თანასწორობის საბჭოსთან თანამშრომლობის შესაძლებლობა ამოწურულია. შესაბამისად, NGO-ები ნინო წილოსან მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ დატოვოს გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა.
    ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებში მოითხოვენ, რომ გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის არსებითია მის ხელმძღვანელად დაინიშნოს ადამიანი, ვინც არა მხოლოდ დეკლარირებულად, არამედ საქმით ემსახურება თანასწორობისა და თანასწორუფლებიანობის იდეებს.
    განცხადებაზე ხელისმომწერი ორგანიზაციები:
    ქალთა მოძრაობა ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG) ქალები საერთო მომავლისათვის (WECF) – საქართველო ქალების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის (ფემეა) თბილისი პრაიდი პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) თანასწორობის მოძრაობა ქალთა ფონდი საქართველოში ქალები საქართველოდან საფარი რაჭის სათემო ორგანიზაცია ახალგაზრდა ფემინისტები GrlzWave ფემინა ღია სივრცე კავკასია ქალი და განვითარება ფემინისტური ინიციატივების ფონდი მწვანე ალტერნატივა საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა საქართველოს სასამართლოს გუშაგი წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT) სოციალური სამართლიანობის ცენტრი უფლებები საქართველო

    ნეტგაზეთი
  7. tvati
    პარტია „ქართული ოცნება“ აღარ არის  PES-ის (ევროპის სოციალისტური პარტია) წევრი.
    როგორც პარტის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში ვკითხულობთ, PES-ის პრეზიდენტმა განიხილა საქართველოში განვითარებული მოვლენები, გაიმეორეს წინა შეხვედრებზე გამოთქმული შეშფოთება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ პოზიციებზე და პარტიის ხელმძღვანელობის ბოლო საჯარო განცხადებებთან დაკავშირებით.
    აქედან გამომდინარე, PES-ის ხელმძღვანელობამ დაადგინა, რომ ქართული ოცნების საქმიანობა და პოზიციები PES-ის ღირებულებებს მიღმა დარჩა. ამ გადაწყვეტილების გათვალისწინებით, PES-ის ხელმძღვანელობამ შესთავაზა პრეზიდენტს, რომ PES-მა შეწყვიტოს ყოველგვარი ურთიერთობა ქართულ ოცნებასთან, რაც დაუყოვნებლივ ამოქმედდება.
    „ქართულმა ოცნებამ“ ევროპარლამენტში მათი პარტნიორი პარტიის, „ევროპის სოციალისტური პარტიის“ (PES) დატოვების გადაწყვეტილება 11 მაისს მიიღო.
    პარტიის სათავო ოფისში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ PES მათ გარიცხვით დაემუქრა იმიტომ, რომ მიიღეს მონაწილეობა იმ კონფერენციაში, რომლის დევიზი იყო „ღმერთი, სამშობლო, ოჯახი“. კობახიძე საუბრობს 4 მაისს უნგრეთში გამართულ კონსერვატიულ კონფერენციაზე.
    მისი მტკიცებით, 2015 წლიდან, რაც „ოცნება“ PES-ის დამკვირვებელი წევრია, „ევროპის სოციალისტურ პარტიას“ არ გაუკეთებია არც ერთი მხარდამჭერი განცხადება, მისი ცალკეული წარმომადგენლები კი უერთდებოდნენ „რადიკალური ოპოზიციის პოლიტიკურ კამპანიებს“, მხარს უჭერდნენ „აბსურდულ რეზოლუციებს ივანიშვილის სანქცირებაზე და დამნაშავეების გათავისუფლებაზე“.
    კობახიძისვე თქმით, პარტია იდეოლოგიურ ტრანსფორმაციას განიცდის და გადადის ფსევდოლიბერალურ პლატფორმაზე. მისი თქმით, „ოცნებისთვის“ ამ პარტიასთან თანამშრომლობა ევროინტეგრაციის გზაზე კონტრპროდუქტიული იყო.

    პუბლიკა
  8. tvati
    ხარაგაულში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. ადიდებულმა მდინარემ მოლითის, ვახანის, ლეღვანისა და წიფის ადმინისტრაციულ ერთეულებში საუბნო გზები დატბორა და მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა.
    შექმნილ ვითარებას ადგილზე ხარაგაულის მერი გაეცნო.
    მისი ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და სამუშაოები დაიწყება.
    ამასთან, „საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბაბის მიმდებარედ ძლიერი წვიმის გამო, სანიაღვრე ჭებიდან გადმოსულმა უხვმა რაოდენობის წყალმა ლიანდაგები დატბორა, ასევე გამოიწვია ლიანდაგების მიმდებარედ ნიადაგის ჩამოშლა, რის გამოც, ზუგდიდი-თბილისისა და ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლები გაჩერებულია.
    როგორც რკინიგზის განცხადებაშია აღნიშნული, ამ ეტაპზე ზუსტი პროგნოზის გაკეთება მოძრაობის აღდგენასთან დაკავშირებით შეუძლებელია.

    იპნ
  9. tvati
    ”ქართული საზოგადოება საქართველოს ხელისუფლების ქმედებებისგან მკაფიოდ გაიმიჯნა. სამწუხაროდ, დღეს საქართველოს ხელისუფლება რეალურად მოქმედებს პრორუსულად და ქართული საზოგადოება აზროვნებს ევროპულად, რადგან ყოველთვის ევროპული კულტურის ნაწილი ვიყავით. ”

      კახაბერ ქემოკლიძე, პარტია “საქართველოსთვის” პოლიტიკური მდივანი 356811818_259936243314204_5883983042765521035_n.mp4
  10. tvati
    უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ პერსპექტივებზე „ინტერპრესნიუსი“ ნატოში საქართველოს ყოფილ ელჩს, საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) დამფუძნებელს, ლევან დოლიძეს ესაუბრა.
     
    - ბატონო ლევან, პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინის რადაში გამოსვლისას საკმაოდ მნიშვნელოვანი და საინტერესო განცხადებები გააკეთა.
    მან აღნიშნა, რომ უკრაინის გამარჯვება უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარანტიაა მოლდოვასა და საქართველოსთვის. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივაზე ქართველმა პოლიტიკოსებმაც არაერთი პროგნოზი და შეფასება გააკეთეს ბოლო დღეებში.
    ამ თემაზე საქართველოში ურთიერთგამომრიცხავი, ხშირ შემთხვევაში გაუგებარი კომენტარებიც კი გაკეთდა. თქვენ როგორ შეაფასებდით პრეზიდენტ ზელენსკის ამ განცხადებას?
    - უკრაინის გამარჯვება და შესაბამისად რუსეთის, როგორც საფრთხის განეიტრალება ცხადია, უაღრესად დადებით გავლენას იქონიებს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე და ამავდროულად საფუძველს დაუდებს არაერთ პოზიტიურ პროცესს, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხითაც.
    აქვე აღვნიშნავ, რომ ზოგადად საყურადღებოა პოლიტიკური განცხადებები, რომელიც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე საქართველოდან ისმის ან მომავალში გახმოვანდება. მნიშვნელოვანია, ვიწრო პოლიტიკური ინტერესებით გაკეთებულმა შეფასებებმა და განცხადებებმა ხელი არ შეუწყოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობაში იმ აღქმების გაძლიერებას, რომელთა დანერგვას რუსეთი უკვე ათეულობით წლებია ცდილობს.
    არ უნდა მოხდეს ამ ტერიტორიებზე ჩვენს მიმართ შიშის კიდევ უფრო მეტად კულტივაცია. პირიქით, ყველაზე სწორი, რაც ჩვენ ამ ეტაპზე შეგვიძლია გავაკეთოთ, ეს არის ნდობის აღდგენის მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა და მეტი პროგრესის მიღწევა ყველა ფლანგზე, მათ შორის ევროპული ინტეგრაციის მხრივ.
    ასევე, აღნიშნული პროცესიდან მიღებული სარგებლის შესახებ ეფექტიანი კომუნიკაცია და ზოგადად იმ გარემოს შექმნა, რაც კიდევ უფრო მეტად მიმზიდველს გახდის იქ მცხოვრები მოსახლეობისთვის ერთიან სახელმწიფოში ჩვენთან თანაცხოვრებას.
    ამიტომაც ვფიქრობ, უკიდურესად მცდარია მოსაზრება, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღება არ ეჩქარება. იმ პროცესების ფონზე, რაც შესაძლოა, მომავალში რუსეთში განვითარდეს, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მოქმედმა გავლენიანმა ჯგუფებმა შესაძლოა, შეიცვალონ ის ხისტი პოზიცია, რაც დღეს აქვთ ჩვენთან განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით.
    ცხადია, ამას არ უნდა შევხედოთ, როგორც მარტივ პროცესს. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ მნიშვნელოვანი იქნება, თუ რა ეტაპზე ვიქნებით ჩვენ ამ დროს როგორც ეკონომიკური განვითარების, ისე დემოკრატიისა და ჩვენი ევროპული მისწრაფებების რეალიზების მხრივ. შესაბამისად, ვფიქრობ, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება შესაძლოა, ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი გახდეს ჩვენი ტერიტორიული პრობლემების მოგვარების პროცესში.
    - არაერთხელ მოგვისმენია, რომ კანდიდატის სტატუსი არაფერს არ ნიშნავს. თურქეთს უკვე 30 წელზე მეტია რაც აქვს? რას ფიქრობთ ამ შეფასებებზე?
    - პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ ჩვენი სტრატეგიული მიზანი არა კანდიდატის სტატუსი ან თუნდაც რომელიმე ორგანიზაციის წევრობა, არამედ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, სუვერენიტეტის დაცვა და ჩვენს ტერიტორიებზე მშვიდობიანი და უსაფრთხო განვითარების უზრუნველყოფაა.
    შესაბამისად, როგორც ევროპული ისე ევროატლანტიკური ინტეგრაცია საერთაშორისო ასპარეზზე ამ მიზნების მიღწევის საშუალებებად განისაზღვრა ქვეყნის მიერ ჯერ კიდევ ათეულობით წლების წინ. ასეა განსაზღვრული დღესაც ხელისუფლების მიერ დამტკიცებული ყველა იმ კონცეპტუალური დოკუმენტით, რომელიც ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს ეხება და ეს ერთადერთი სწორი არჩევანია.
    ბუნებრივია, ჩვენს ამ ვექტორს საფუძვლად უდევს საუკუნეების წინანდელი ისტორიული კონტექსტი და ის საერთო ფასეულობები, რაც ქრისტიანული ცივილიზაციიდან მომდინარეობს.
    აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯია ევროკავშირში წევრობის „პერსპექტივის“ მიღება, რამაც ევროკავშირში უკვე ფორმალურადაც მოხსნა კითხვები ჩვენს გეოგრაფიაზე, ევროპულ იდენტობაზე და საქართველო გაფართოების პოლიტიკის ნაწილად აქცია.
    რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, ის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გასავლელი სავალდებულო ეტაპია. შესაბამისად, კითხვა იმის შესახებ, არის თუ არა მნიშვნელოვანი კანდიდატის სტატუსის მიღება, ჩემთვის იგივეა, რაც კითხვა გვჭირდება თუ არა ევროკავშირში გაწევრიანება, ვინაიდან როგორც აღვნიშნე, ამ სტატუსის გარეშე ევროკავშირისკენ ვერ განვაგრძობთ სვლას.
    არც თურქეთთან პარალელი მგონია მართებულად ამ შემთხვევაში. ბევრ ფაქტორს შორის, ისიც აღსანიშნავია, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, ჩვენთვის ამ სტატუსის მიღება უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, შავი ზღვის ქვეყნების ინტეგრაციული პროცესში ადგილის შენარჩუნების და დამკვიდრების საშუალებაა, რაც გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი ამოცანაა, ვიდრე ერთი კონკრეტული, თუმცა მნიშვნელოვანი ნაბიჯის წინ გადადგმაა. - როგორი თქვენი მოლოდინები სამიტის წინ? რამდენად შეიძლება მოახდინოს გავლენა სამიტის გადაწყვეტილებაზე, რუსეთში რამდენიმე დღის წინ განვითარებულმა პროცესებმა, რაც ბევრი ანალიტიკოსის მიერ პუტინის რეჟიმის დასუსტების მორიგ გამოვლინებად შეფასდა?
    რამდენად მოსალოდნელია, რომ ამან შესაძლოა დააჩქაროს უკრაინის ნატოში მიწვევა? საქართველოს რა უნდა ჰქონდეს დასახული მიზნად ვილნიუსის სამიტისთვის და რამდენად მომზადებულები ვხდებით და შესაბამისად, რა მოლოდინები შეიძლება გვქონდეს სამიტისგან?
    - გასულ კვირას განვითარებულმა პროცესებმა კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოაჩინა ის მძიმე პრობლემები, რომლის წინაშეც რუსეთი აღმოჩნდა. ვფიქრობ, ეს ეტაპობრივად აისახება რუსეთ-უკრაინის ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზეც, რაც თავისთავად მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება ნატოსთვის უკრაინასთან მიმართებით გადაწყვეტილებების მიღებისას. ამის მიუხედავად, არ მგონია, რომ რუსეთის ეს კონკრეტული კრიზისი ივლისში დაგეგმილ ვილნიუსის სამიტზე უკრაინის ალიანსში მიწვევის წინაპირობად იქცეს.
    ვფიქრობ, სამიტზე მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთდება უკრაინის სამხედრო მხარდაჭერაზე და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის გადასადგმელ შემდგომ ნაბიჯებზე. აგრეთვე, მოკავშირეები, სავარაუდოდ, ძლიერ გზავნილებს გაახმოვანებენ უკრაინის ალიანსთან დაახლოებაზე და გაწევრიანების პერსპექტივაზეც.
    უნდა აღნიშნოს, რომ ჩვენ ნათლად ვხედავთ, დასავლეთის მკვეთრად შეცვლილ პოლიტიკას რუსეთის და ასევე აღმოსავლეთ ევროპის ნატოს არაწევრი ქვეყნების მიმართ. ამის ყველაზე ნათელი გამოვლინება რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის გაწევაა, თუმცა ნატოსთვის ჯერ არ დამდგარა ის ეტაპი, რომ აღმოსავლეთის მიმართულებით გაფართოებაზე მიიღოს გადაწყვეტილება. ამ მხრივ გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება პროცესებს, რომელიც რუსეთ-უკრაინის ფრონტზე განვითარდება.
    რაც შეეხება საქართველოს, ვფიქრობ, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, ამ სამიტისთვის მთავარ ამოცანებად განსაზღვრული უნდა იყოს რუსეთიდან დამატებითი საფრთხეების თავიდან არიდება და სტრატეგიულ პარტნიორებთან კოორდინაციით ჩვენი თავდაცვისუნარიანობის მექანიზმების გაძლიერება.
    აგრეთვე, წევრობამდე არსებული ყველა ფორმალური ბარიერის მოხსნა და იმ გადაწყვეტილებების მომზადება, რამაც სათანადო შესაძლებლობის გაჩენისთანავე უნდა მოგვცეს უსაფრთხოების ქოლგის მიღების საშუალება.
    ისიც უნდა ითქვას, რომ ამ ტიპის ამოცანების მიღწევა მოითხოვს მთავრობის, ასევე ყველა სახელისუფლებო შტოს და სამოქალაქო სპექტრის მაქსიმალურ კონსოლიდაციას და კონკრეტულ სტრატეგიაზე დაფუძნებული თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე.
    ამ მხრივ ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სტრატეგიულ პარტნიორებთან უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე აქტიურ და კონკრეტულ ამოცანაზე ორიენტირებულ კომუნიკაციას.
    რაც შეეხება მოლოდინებს, ვფიქრობ - იმ მხარდამჭერ გზავნილებთან ერთად, რასაც ალიანსი საქართველოსთან მიმართებით ტრადიციულად ახმოვანებს, ნატო დიდი ალბათობით დაადასტურებს თავის ერთგულებას საქართველოს გაწევრიანებაზე ბუქარესტის გადაწყვეტილების მიმართ. არსებული რეალობის, მათ შორის, ზემოაღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, გამიჭირდება სხვა მიმართულებებით პროგნოზების გაკეთება .
    - როგორ ფიქრობთ, რას ემსახურებოდა პუტინის გუშინდელი განცხადება და მის მიერ გადადგმული სხვა ნაბიჯები ვაგნერის მიმართ? რა გავლენას იქონიებს ამბოხის მცდელობა პუტინის მომავალზე?
    - პუტინს ჰქონდა მცდელობა, თავისი განცხადებებით დაპირისპირდებოდა ყველა იმ სისუსტეს, რომელიც ამბოხის მცდელობისას გამოიკვეთა. მხედველობაში მაქვს უსაფრთხოების სისტემის არაეფექტიანობა, იმ სამხედრო რესურსის ნაკლებობა, რომელსაც წინააღმდეგობა უნდა გაეწია ვაგნერის დაჯგუფებისთვის, ასევე მოქალაქეების მკაფიოდ გამოხატული მხარდაჭერის ნაკლებობა და სხვა.
    ბუნებრივია, მისი ძალისხმევის მთავარი სამიზნე რუსეთის მოქალაქეები იყვნენ და რთულია იმის შეფასება, თუ კონკრეტულად რა გავლენას იქონიებდა ეს განცხადებები ამ მხრივ. თუმცა, იმდენად დამაზიანებელი იყო პუტინისთვის კითხვების გაჩენა მის უძლეველობასთან დაკავშირებით და იმდენად დიდი იყო კონტრასტი მის განცხადებებსა და იმ სურათს შორის, რაც რუსეთის მოქალაქეებმა თავად იხილეს, ვფიქრობ, მისი და სახელისუფლებოს პროპაგანდისტული მანქანის მცდელობა ამჯერად უფრო ნაკლებად შედეგიანი იქნებოდა, ვიდრე სხვა შემთხვევებში ყოფილა.
    თავად პუტინის ამ განცხადებისას შექმნილი სურათის ხელოვნურობამ და გაკეთებულმა აქცენტებმა ვფიქრობ, დაინტერესებული პირები, რომლებიც გარედან აკვირდებოდნენ ამბოხისას განვითარებულ პროცესებს, უფრო დაარწმუნა ყველა იმ პრობლემის არსებობაში, რომლის უარყოფა პუტინის მთავარ მიზანს წარმოადგენდა.
    ვფიქრობ, მაღალია ალბათობა იმისა, რომ შეუქცევადი სახე მიიღოს მსგავსი სისუსტეების გამოვლინებამ. ცხადია პუტინის მომავალი დიდწილადაა დამოკიდებული რუსეთ უკრაინის ომის შედეგებზე. ამასთანავე, სულ უფრო მეტად ცხადი ხდება, რომ ამ ომის დაწყებით, რუსეთი შევიდა სპირალში, საიდანაც უკიდურესად დაზიანებული გამოვა.
    მოგეხსენებათ, პუტინი მუდმივად უპირისპირდებოდა ნატოს გაფართოებას და ომის შემდეგ დამატებით თითქმის 1400 კილომეტრიანი საზღვარი მიღო ნატოსთან, მას ფაქტობრივად სტრატეგიულ ამოცანად ჰქონდა დასახული ბზარის შეტანა დასავლეთის ერთიანობაში და დასავლეთის და თითქმის მთელი თავისუფალი სამყაროს უპრეცედენტო ერთობა მიიღო მის წინააღმდეგ.
    აშკარად შეინიშნება მისი გავლენის შესუსტების ნიშნები არაერთ რეგიონში, მათ შორის ცენტრალურ აზიაში. ეს მხოლოდ ნაწილია იმ სერიოზული პრობლემებისა, რომელიც რუსეთს მის სტრატეგიულ მიზნებთან დაკავშირებით ქვეყნის გარეთ შეექმნა. პუტინი აგრეთვე, საუბრობდა უკრაინის დემილიტარიზაციის აუცილებლობაზე და დღეს მაღალ დონეზე შეიარაღებულ უკრაინასთან უწევს დაპირისპირება.
    რაც ყველაზე მთავარია, დასავლური ქვეყნების ლიდერების ძირითად ნაწილს კარგად აქვთ გააზრებული, რომ კონკრეტული შედეგის მიღწევამდე რუსეთთან პოლიტიკის და უკრაინის მხარდაჭერის შენარჩუნება თავად პოლიტიკური დასავლეთის სტრატეგიულ ინტერესებშია.
    იმის გათვალისწინებით, რომ პუტინის მიმართ მისი მოქალაქეების მხარდაჭერა მეტწილად მის უძლეველობის და მსოფლიო მასშტაბით არსებული გავლენების მითს ეფუძნება, ცხადია ამ მიმართულებით სისუსტეების გამოვლენა რეჟიმს სერიოზული რისკების წინაშე აყენებს.
    აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ დასავლეთში ამ პროცესში ხედავენ არა მხოლოდ შესაძლებლობებს, არამედ ამავდროულად რისკებსაც, რომ ჩიხში მოქცეულმა რეჟიმმა შესაძლოა არაადეკვატური ნაბიჯებიც გადადგას და დიდი საფრთხის წინაშე დააყენოს მთელი ევროატლანტიკური თანამეგობრობა. სწორედ აქედან გამომდინარეობს, დასავლეთის მოზომილი ნაბიჯები და სიფრთხილე, მათ შორის ნატოს გაფართოების ვადებთან მიმართებით.
    - ამბოხის მიმდინარეობისას ბევრი მოწოდება გაკეთდა ოპოზიციის მხრიდან, თუმცა არ მოხდა მათი გათვალისწინება და ეს მოწოდებები ოპოზიციის მიმართ ბრალდებების საფუძვლადა იქცა.
    როგორ შეაფასებდით საქართველოს ხელისუფლების რეაქციებს ამბოხის დღეს რუსეთში მიმდინარე პროცესების პასუხად? რამდენად იზიარებთ ოპოზიციის რეკომენდაციებს, რომელიც ამ დღეებში კეთდებოდა?
    - როდესაც მსგავსი კრიზისები დგება, ხელისუფლების უპირველესი პასუხისმგებლობაა განსაზღვროს მოვლენათა განვითარების სხვადასხვა სცენარები და მათზე რეაგირების გზები. ასევე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოქალაქეებთან სწორი კომუნიკაცია და იმ განცდის შექმნა, რომ ხელისუფლება ვითარებას აკონტროლებს.
    როდესაც კრიზისულ ვითარებაში ხელისუფლება დუმს, იქმნება საინფორმაციო ვაკუუმი, რომელსაც ხშირად ავსებს ინფორმაცია და შეფასებები, რამაც შესაძლოა მოსახლეობა დაბნეულობამდე ან თუნდაც პანიკამდე მიიყვანოს.
    ასევე მნიშვნელოვანია, რომ ასეთ ვითარებაში მოქალაქეებს ესაუბრებოდეს არა პარტიის, არამედ მთავრობის წარმომადგენელი, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუციასთან ასოცირდება.
    ისიც უნდა ითქვას, რომ არაერთი მცდარი და გადაჭარბებული შეფასება და მოთხოვნა გაისმა ოპოზიციის მხრიდანაც. როდესაც მოსაზღვრე ქვეყანაში რომელსაც ამავდროულად ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები ხდება სამხედრო ამბოხი და იქმნება სამხედრო ესკალაციის რეალური საფრთხე, მნიშვნელოვანია საზღვარზე კონტროლის გაძლიერება და სულ მცირე შესაბამისი რეკომენდაციების მიცემა საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ამ ქვეყანაში იმყოფებიან ან გეგმავენ გამგზავრებას.
    ამ კრიზისმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ბევრი გამოწვევა გვაქვს, რომელიც დროულად საჭიროებს სათანადო ყურადღების მიქცევას. მეტიც, უსაფრთხოების საკითხებზე უნდა არსებობდეს რეგულარული დიალოგი და კოორდინაცია ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.
    გამოწვევები რომლის წინაშეც ჩვენ ვართ მოითხოვს არა პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაციას, არამედ ხელისუფლების, სამოქალაქო და პოლიტიკური სპექტრის მაქსიმალურ კონსოლიდაციას.
    ჩვენს უახლოეს ისტორიას თუ კარგად გადავხედავთ, დავრწმუნდებით, რომ შიდაპოლიტიკური დაპირისპირებების გამო არაერთი ტრაგიკული შეცდომა დავუშვით, რის გამოც ბევრი ისტორიული შესაძლებლობა ვერ გამოვიყენეთ. აღარ უნდა გავიმეოროთ იგივე შეცდომები.
     
    „ინტერპრესნიუსი“
    კობა ბენდელიანი
  11. tvati
    დეპუტატმა ლევან მგალობლიშვილმა „ტვ პირველის“ ჟურნალისტს, ნანუკა ქაჯაიას აგინა.
    შემთხვევა დღეს, 30 ივნისს, პარლამენტთან მოხდა. კადრებში, რომელიც ტელეკომპანიამ გაავრცელა, ჩანს, რომ მგალობლიშვილი აქციის ფონზე პარლამენტში შედის. ამ დროს მას კითხვებს უსვამს ნანუკა ქაჯაია, მგალობლიშვილი კი მათ არ პასუხობს. ჟურნალისტის კითხვაზე, „რატომ გარბიხართ?“, მგალობლიშვილი მას აძახებს – „წადი შენი დედაც..“.

    თავად ლევან მგალობლიშვილმა ამავე ტელეკომაპნიასთან შემდგომ უარყო, რომ ჟურნალისტს აგინა.
    „ვინაა ნანუკა ქაჯაია? ვისაც ვაგინე, მან გაიგო. კაცი დგას ძალიან უწმაწური წარწერით..,“  —თქვა მან და კატეგორიულად უარყო, რომ ჟურნალისტს აგინა.
    დამატებით კითხვაზე, რამდენად მისაღებია დეპუტატისთვის დემონსტრანტის გინება – „ჩემი საქმეა, მე როგორ ვუპასუხებ. ჩემს საქციელზე მე ვაგებ პასუხს.“

    netgazeti
  12. tvati
    გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პარტია, მათ შორის TRML-4D ტიპის საჰაერო სათვალთვალო რადარი გადასცა, - ინფორმაცია გერმანიის მთავრობის ვებგვერდზეა განთავსებული.
    ამასთან, დახმარების ახალი პარტია მოიცავს: Biber-ის ტიპის ხიდის გამდებ სამ ტანკს, განაღმვის მოძრავ სისტემას, სასაზღვრო ავტომობილებსა და Zetros-ის სატვირთო მანქანებს.

    ipn
  13. tvati
    უკრაინელმა სამხედროებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, მოწინააღმდეგის სამეთაურო პუნქტებს, კონცენტრირების რაიონებსა და 13 საარტილერიო ქვედანაყოფს დაარტყეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
    უწყების ცნობით, რუსულმა ძალებმა წუხელ უკრაინაზე Shahed-ის ტიპის დრონებისა და S-300 ტიპის საზენიტო მართვადი რაკეტების გამოყენებით მორიგი სარაკეტო და საჰაერო დარტყმა განახორციელეს.
    „ამ ტერაქტის შედეგების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე ზუსტდება“, - აცხადებენ გენშტაბში.
    გარდა ამისა, უწყების ცნობით, რუსებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში ზაპოროჟიესა და ჩუგუევის სამოქალაქო ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე თავდასხმისთვის S-300 ტიპის ექვსი რაკეტა გამოიყენეს.
    „რუსმა ოკუპანტებმა, გასული დღე - ღამის განმავლობაში, საერთო ჯამში, 29 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და უკრაინის ჯარების პოზიციებსა და დასახლებებს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 60-ჯერ გაუხსნეს“, - აცხადებენ გენშტაბში.
    უწყების ცნობით, მოწინააღმდეგის ქმედებების საპასუხოდ, უკრაინის საავიაციო ძალებმა ერთ დღეში 11 დარტყმა მიაყენეს იმ რაიონებს, სადაც მტრის პერსონალი იყო კონცენტრირებული.
    „გასული დღე-ღამის განმავლობაში სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა მოწინააღმდეგის მართვის 3 პუნქტს, ცოცხალი ძალის კონცენტრაციის 2 რაიონს, სარადარო სადგურსა და 13 საარტილერიო ქვედანაყოფს დაარტყეს“, - აღნიშნულია გენშტაბის ანგარიშში.

    ipn
  14. tvati
    ახლა, როგორც არასდროს, ჩვენ გვჭირდება ამერიკის შეერთებული შტატები და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ისტორიის ამ ძალიან მნიშვნელოვან მომენტში თქვენი მხარდაჭერა გვექნება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
    „მინდა ყველას აშშ-ისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე მოგილოცოთ. ეს საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანი დღეა. მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან ეს ასე არ ჩანს, ჩვენ ვიცით, გვესმის და ვაფასებთ, რომ აშშ ჩვენი დამოუკიდებლობიდან 30 წელზე მეტია ჩვენს გვერდით დგას როგორც მეგობარი. იმ მომენტებში, რომლებიც რბილად რომ ვთქვათ რთული იყო, მაგრამ აშშ ყოველთვის ჩვენს მხარეს იყო. იგი ჩვენს გვერდით იყო სახელმწიფოს მშენებლობის ამ ძალიან გრძელ მარშში, რომელიც არავინ არ იცის როდის დასრულდება. ეს პროცესია, მაგრამ ამ სახელმწიფოს მშენებლობაში ჩვენ დახმარება გვაქვს, რომელიც ასე მნიშვნელოვანია დამოუკიდებლობისას… ახლა, როგორც არასდროს, ჩვენ გვჭირდებით თქვენ [აშშ] და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ისტორიის ამ ძალიან მნიშვნელოვან მომენტში თქვენი მხარდაჭერა გვექნება. გვჭირდებით, რათა ევროინტეგრაციის შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ, რომელიც ხელთ არის, აქ არის, ჯერ წევრობა არ არის, მაგრამ ძალიან არსებითი ნაბიჯია მანამდე, რომელიც ჩვენამდე უკრაინის მეშვეობით მოვიდა, უკრაინის იმ დაუჯერებელი ბრძოლის გამო მოვიდა. მაგრამ ჩვენ ასევე გასაკეთებელი გვაქვს საქმე და ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან ერთად თქვენი მხარდაჭერაც გვჭირდება ამ პოლიტიკურ მომენტში. თქვენი იმედი უნდა გვქონდეს, რათა ნატო-ში ინტეგრაციაში წინ წაგვწიოთ, რათა უსაფრთხოების მეტი გარანტიები მივიღოთ, რათა მივიღოთ გზა, რომელიც მიგვიყვანს იქამდე, სადაც უსაფრთხოება, მშვიდობა და სტაბილურობა ნამდვილად უზრუნველყოფილია და აღარ არის საფრთხის ქვეშ… თქვენი იმედი უნდა გვქონდეს დღეს, როგორც არასდროს, როდესაც მსოფლიო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ამ აგრესიას უმკლავდება. იმედი გვაქვს, რომ რუსული იმპერიალიზმის რუსეთის ეს ახალი მანიფესტაცია ოდესმე წარსულში დარჩება, მაგრამ ახლა აქ არის და ისეთივე აქტიურია. თქვენი იმედი უნდა გვქონდეს რუსული პროპაგანდასთან დაპირისპირებაში, მათ მცდელობაში განავითარონ არახალი „რბილი პოლიტიკა”, როდესაც დასავლურ ღირებულებს თავს ესხმიან, რასაც ვხედავთ, რომ აქ, ამ ქვეყანაში ვითარდება“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

    იპნ
  15. tvati
    თქვენი იმედი უნდა გვქონდეს ხვალაც, ვინაიდან უკრაინა მოიგებს, უკრაინის სუვერენიტეტი აღდგება და მაგ მომენტში სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა იყოს, რათა მსოფლიოს ახალი წესრიგი შეიქმნას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
    „თქვენი იმედი უნდა გვქონდეს ხვალაც, ვინაიდან უკრაინა მოიგებს, უკრაინის სუვერენიტეტი აღდგება და მაგ მომენტში სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა იყოს, რათა მსოფლიოს ახალი წესრიგი შეიქმნას. მსოფლიოს ახალი წესრიგი, რომელიც აღადგენს იმას, რაც ასეთი საფრთხის ქვეშ იყო - საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, ადამიანის უფლებებს, ქვეყნების თანაარსებობას - ეს ყველაფერი თავიდან უნდა შეიქმნას. და როდესაც ეს თავიდან შეიქმნება, და ეს ნამდვილად შეიქმნება, თქვენი იმედი უნდა გვქონდეს, ვინაიდან არავინ არ უნდა დაუშვას, რომ ამის შემდეგ ზოგიერთი ტერიტორია ოკუპაციის ქვეშ დარჩეს. ვინაიდან ეს თუ იქნება დაშვებული, ჩვენი პარტნიორები თუ ამას დაუშვებენ, მაშინ რამდენიმე წელიწადში აღმოვაჩენთ, რომ ეს რუსეთი იმავეს აკეთებს, რასაც ახლა უკრაინაში. არჩევანი არსებობს, არჩევანი ყველას გვაქვს, უფრო გაერთიანებულები უნდა ვიყოთ, ჩვენი ფრონტი არ უნდა დაიშალოს. გაერთიანებულები უნდა ვიყოთ ერთ რამეში, რაც ხვალ უნდა მოხდეს - მშვიდობიანი, სტაბილური, დემოკრატიული სამყარო, რომელიც ადამიანის უფლებებს, მეზობლების პატივისცემას, ერთად ცხოვრებაზე არის დაფუძნებული. ეს სამყარო ერთად უნდა შევქმნათ და ამისთვის თქვენი იმედი უნდა გვქონდეს, ვინაიდან ამერიკა თავისუფალთა მიწა და მამაცთა სახლია და საქართველოც ასე აღიქვამს საკუთარ თავს,” - განაცხადა ზურაბიშვილმა.

    იპნ
  16. tvati
    მათ, ვინც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამერიკელებისა და ქართველების მიერ დემოკრატიის არჩევანს, ან ვინც უარს აცხადებს საერთო ღირებულებებზე, ვეტყვი, რომ გაიხსენონ ისტორია, გაიხსენეთ, რა მოიმოქმედა რუსეთმა იმისათვის, რომ ძირი გამოეთხარა ქართული ენის, თქვენი რელიგიის, კულტურისა და დამოუკიდებლობისთვის, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის მიღებაზე განაცხადა.
    როგორც აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, ამერიკელი ხალხი მუდამ მზად არის ქართველთა თანადგომისთვის.
    მისივე თქმით, ამერიკა და საქართველო მაგალითია იმისა, რომ თავისუფლებისმოყვარე ხალხი საბოლოოდ უარს იტყვის უიმედობისა და სიბნელის სამყაროში ცხოვრებაზე.
    „საქართველოს ლიბერალურ-დემოკრატიული სისტემის განვითარების ხანგრძლივი და შთამბეჭდავი ისტორია აქვს: იქნებოდა ეს კანონის უზენაესობის მეშვეობით უძველეს დართლოს სასამართლოში, თუ თანასწორობით, რასაც ადასტურებს 1918 წლის კონსტიტუციით განსაზღვრული ქალთა და უმცირესობათა უფლებები, ან კიდევ ადამიანის უფლებების პატივისცემაზე ხაზგასმა დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწეების, ჭავჭავაძის, წერეთლის ფშაველას, ცისფერყანწელების, ჯავახიშვილისა და ბარათაშვილის ნაწერებში. საუკუნეების მანძილზე ქართველი ლიდერები იცავდნენ ქართულ ენას, რელიგიას და კულტურას-მათ შორის დემოკრატიულ ღირებულებებს. როგორც ნოე ჟორდანიამ 1921 წელს თქვა „ რა უნდა შევთავაზოთ ევროპული ერების კულტურულ საგანძურს? საქართველოს 2000 წლიანი ეროვნული კულტურა, დემოკრატიული სისტემა და ბუნებრივი სიმდიდრე“.
    მათ, ვინც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამერიკელებისა და ქართველების მიერ დემოკრატიის არჩევანს, ან ვინც უარს აცხადებს საერთო ღირებულებებზე, ვეტყვი, რომ გაიხსენონ ისტორია. გაიხსენეთ, რა მოიმოქმედა რუსეთმა იმისათვის, რომ ძირი გამოეთხარა ქართული ენის, თქვენი რელიგიის, კულტურისა და დამოუკიდებლობისთვის. გაიხსენეთ დეპორტაციები და იძულებითი შრომა. დღეს, კი ვხედავთ, თუ რას აკეთებს რუსეთი უკრაინის თვითმყოფადობისა და სუვერენიტეტის გასანადგურებლად; გაიხსენეთ მჩაგვრელი ავტოკრატია რუსეთში. ქართველი ხალხი ვისთანაც შეხვედრის პატივი მქონია, არ იზიარებენ ასეთ ღირებულებებს. მათ არ სურთ რუსული სტილის ავტოკრატიაში ცხოვრება და ამას ცხადყოფს ისტორია ქართველი ხალხის მიერ გამოხატული მრავალი პროტესტით კულტურული იდენტობის, ადამიანის უფლებების, რელიგიური თავისუფლების, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დასაცავად.
    ქართველ ხალხს კარგად ახსოვს ისტორია. ისინი არაერთხელ დაუპირისპირდნენ ავტოკრატიასა და ჩაგვრას და მკაფიოდ აირჩიეს დემოკრატიული ცხოვრების წესი. საქართველოს დამოუკიდებლობის ძლიერი სულისკვეთება და თავისუფლების სიყვარული ჩვენი მჭიდრო პარტნიორობისა და მეგობრობის საძირკველია. სწორედ ამიტომ დგანან ერთად ქართველები და ამერიკელები უკვე 30 წელია, როგორც მტკიცე პარტნიორები, ერთგულნი საქართველოს წარმატებისა, როგორც აყვავებული, უსაფრთხო და ევროპული დემოკრატიის ქვეყნისა.
    ამერიკა და საქართველო მაგალითია იმისა, რომ თავისუფლებისმოყვარე ხალხი საბოლოოდ უარს იტყვის უიმედობისა და სიბნელის სამყაროში ცხოვრებაზე. როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა: „სიბნელე, რომელიც ამოძრავებს ავტოკრატიას, ვერ შეედრება თავისუფლების ბრწყინვალებას, რომელიც ყველა თავისუფალი ადამიანის სულს ანათებს“.
    ვზეიმობთ რა ამერიკის 247-ე დამოუკიდებლობის დღეს, გვახსოვდეს რომ, ჩვენ ერთიანნი ვართ-ამერიკელები და ქართველები-მშვიდობისა და თავისუფლების სახელით.
    ჩემო სტუმრებო, ჩემო მეგობრებო. ამერიკელი ხალხი მუდამ მზად არის ქართველთა თანადგომისთვის! როგორც სულხან-საბა ამბობდა „ძალა ერთობაშია“.
    ღმერთმა დალოცოს ამერიკა. ღმერთმა დალოცოს საქართველო
    დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ”, - განაცხადა კელი დეგნანმა.
     
    იპნ
  17. tvati
    ხელისუფლებამ კორუფციას ოფიციალურად კიდევ ერთხელ გაუხსნა გზა! ამჯერად უარი თქვა OECD-ის ანტიკორუფციული ქსელის მონიტორინგში მონაწილეობაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება პოლიტიკური კორუფციის ჭაობშია, სისტემური/ელიტური კორუფციით გეგმავს მართვას წინასაარჩევნო წელს, უკანონო/შავი ფულით ემზადება არჩევნების გასაყალბებლად და არ უნდა ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა ვითარება ობიექტურად შეაფასონ, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი წერს.


    მისი განცხადებით, ამის ნათელ დასტურია ისიც, რომ 2023 წელს ანტიკორუფციულ ქსელს მათ შორის უნდა შეეფასებინა მაღალი დონის კორუფციული შემთხვევების გამოძიების ეფექტურობა და სასამართლოსა და პროკურატურის სისტემების ფუნქციონირება, რაზეც "ქართულმა ოცნებამ" უარი თქვა.

      "ბუნებრივია, ხელისუფლების ინტერესში არაა ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ შეაფასოს კორუფციისთვის სანქცირებული მოსამართლეები, უარი სასამართლოს რეფორმაზე და კორუფციის ირგვლივ საგამოძიებო კომისიის შექმნაზე, პოლიტიკური კორუფციის წყაროს - ქოლ-ცენტრების გამოუძიებელი საქმე და უარი საგამოძიეო კომისიის შექმნაზე, ფიქტიური ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა (რომელსაც არ მისცეს საგამოძიებო ფუნქცია). ბუნებრივია, ანტიკორუფციული ქსელის დასკვნა უარყოფითი იქნებოდა და წინასაარჩევნოდ, ოფიციალურად, კიდევ ერთხელ, ამოიტანდა ზედაპირზე კორუფციული მმართველობის მანკიერ მხარეებს. OECD ის ორგანიზაციაა, რომელიც წლები ითხოვდა გამოძიების დამოუკიდებელი და ეფექტიანი მექანიზმების შექმნას და უკმაყოფილო იყო არსებული მექანიზმების (პროკურატურა, სუსი) მუშაობით.", - წერს მეზვრიშვილი და დასძენს, რომ მონიტორინგზე უარით ხელისუფლება წინასაარჩევნოდ ბოლომდე გზას უხსნის კორუფციას. 
  18. tvati
    გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის განცხადებით, ევროკავშირმა უკრაინის მხარდაჭერა უნდა გააგრძელოს.
    მისივე თქმით, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომი კიდევ დიდხანს შეიძლება გაგრძელდეს, ამიტომ ევროკავშირის ქვეყნები უნდა გაერთიანდნენ და აჩვენონ რუსეთს, რომ დიდხანს გაძლებენ.
    „დასავლეთის ქვეყნების მიზანს არა რუსეთში ხელისუფლების შეცვლა, არამედ უკრაინის დამოუკიდებლობა წარმოადგენს“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა.
  19. tvati
    2022 წელს საზღვარგარეთ მივლინებებში პარლამენტის 84 წევრზე 1,739,782 ლარი დაიხარჯა. ამის შესახებ ინფორმაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“(TI) ანგარიშშია მოცემული, რომელიც პარლამენტის 2022 წლის საქმიანობას აფასებს.
    რაც შეეხება პარლამენტის წევრთა აქტიურობას, TI-ის ანგარიშის თანახმად:
    2022 წელს საკანონმდებლო ინიციატივის უფლებით ისარგებლა პარლამენტის 99-მა წევრმა, აქედან ყველაზე მეტი კანონპროექტის ინიციატორია ოპოზიციიდან დავით უსუფაშვილი (39 კანონის პროექტი) და უმრავლესობიდან რატი იონათამიშვილი (38 კანონის პროექტი); 2022 წელს სიტყვით გამოსვლის უფლებით პარლამენტის 126-მა წევრმა ისარგებლა. პლენარულ სხდომაზე ყველაზე მეტი გამოსვლა ჰქონდა უმრავლესობიდან მიხეილ სარჯველაძეს (242), ხოლო ოპოზიციიდან რომან გოცირიძეს (93); სიტყვით გამოსვლის უფლებით არ ისარგებლა პარლამენტის 18-მა წევრმა, აქედან 10 იყო უმრავლესობის (ელგუჯა გოცირიძე, ისკო დასენი, სუმბატ კიურეღიანი, ლევან კობიაშვილი, სამველ მანუკიანი, გოგი მეშველიანი, დიმიტრი სამხარაძე, გოდერძი ჩანქსელიანი, ვასილ ჩიგოგიძე, ვიქტორ ჯაფარიძე) ხოლო 8 ოპოზიციის დეპუტატი (გრიგოლ ვაშაძე, აბდულა ისმაილოვი, მანუჩარ კვირკველია, კობა ნაყოფია, რამაზ ნიკოლაიშვილი, ბაჩუკი ქარდავა, ცეზარ ჩოჩელი, დილარ ხაბულიანი); 2022 წელს პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით ყველაზე მეტჯერ გააცდინა ოპოზიციიდან კობა ნაყოფიამ (13 გაცდენა), ხოლო უმრავლესობიდან ელისო ბოლქვაძემ (11 გაცდენა); 2022 წელს პარლამენტის 25 წევრს, დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველზე, ხელფასიდან საერთო ჯამში დაექვითა 68 704.69 ლარი; გაიზარდა სადეპუტატო კითხვების რაოდენობა, საანგარიშო პერიოდში პარლამენტის 52 წევრმა დასვა 5093 კითხვა; ყველაზე მეტი, 1005 კითხვა სადეპუტატო კითხვა დასვა ანა წითლიძემ ოპოზიციიდან. რაც შეეხება 2022 წლის საკანონმდებლო პროცესს:
    განხილული კანონპროექტებისა და ჩატარებული სხდომების რაოდენობების მიხედვით ყველაზე აქტიური იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებების კომიტეტები იყო, ხოლო პასიური – დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი; გაიზარდა კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვის შემთხვევები. დაჩქარებული წესით პარლამენტმა 125 კანონის პროექტი მიიღო; გაგრძელდა კანონპროექტთა განხილვის ვადის გაგრძელების პრაქტიკა. 79 საკანონმდებლო პაკეტთან (363 კანონის პროექტი) დაკავშირებით ვადის გაგრძელება 174-ჯერ იქნა გამოყენებული. საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტჯერ (5-ჯერ) გაუგრძელდა განხილვის ვადა ოპოზიციის მიერ წარდგენილ ინიციატივას ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის შესახებ; უკანასკნელი წლების ტენდენციის მიხედვით, პარლამენტი მხარს უჭერს მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურების მიერ წარდგენილ საკანონმდებლო წინადადებებს, რაც TI-ის შეფასებით, მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელოვან მექანიზმს აზრს უკარგავს. TI-ის ანგარიშში ასევე შეფასებულია ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში პარლამენტის მუშაობა.
    „2022 წელს ქვეყნისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, საქართველოს მიერ, ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის წარდგენა იყო. 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესის წარმართვა პარლამენტმა ითავა, შექმნა სამუშაო ჯგუფები და წარადგინა საკანონმდებლო ინიციატივები. რეკომენდაციების შესრულების მიზნით განხორციელებული აქტივობებიდან აღსანიშნავია ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა და საპარლამენტო კონტროლისა და გენდერული თანასწორობის გაძლიერებისთვის განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები.
    თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ პარლამენტმა ვერ უზრუნველყო პროცესის საკმარისი ინკლუზიურობა, მასში ოპოზიციის წარმომადგენლებისა და სამოქალაქო საზოგადოების საკმარისი ჩართულობა“, – აღნიშნულია TI-ის ანგარიშში.
    ანგარიშის თანხმად, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულწილად, საკანონმდებლო დონეზე მოხდა საპარლამენტო კონტროლის მარეგულირებელი კანონმდებლობის გაუმჯობესება, პარლამენტი არ დგამს ნაბიჯებს ოპოზიციისთვის საკმარისი მაკონტროლებელი ფუნქციების მინიჭებისა და მისი ფუნქციური გაძლიერებისთვის.
    „პირიქით, საპარლამენტო უმრავლესობა ცდილობს ოპოზიციის დასუსტებას, რისი მაგალითიცაა ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა, მაგალითად, ბადრი ჯაფარიძის შემთხვევაში“, – აღნიშნულია TI-ის ანგარიშში.
    რაც შეეხება პარლამენტის ანგარიშვალდებულებას და ღიაობას, TI-ის შეფასებით, 2022 წელს კვლავ პრობლემას წარმოადგენდა მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის პარლამენტის შენობაში შესვლა.
    პარლამენტის შენობაში შესვლასა და კომიტეტის სხდომაზე დასწრებაზე უარის თქმა დაუსაბუთებლად, მხოლოდ პარლამენტის უსაფრთხოების წესებზე ზოგადი მითითებით ხდებოდა;პარლამენტმა მუდმივი საშვები გაუუქმა ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს, რომლებიც პარლამენტის მონიტორინგს ახორციელებენ, რაც მნიშვნელოვანი დაბრკოლებაა პარლამენტის საქმიანობის მონიტორინგის განსახორციელებლად“, – აღნიშნულია TI-ის ანგარიშში.
    როგორც პარლამენტის მუშაობის შეფასების ანგარიშშია აღნიშნული, ეთიკის კოდექსის მიღების მიუხედავად, დღემდე არ არის ჩამოყალიბებული ეთიკის საბჭოს შემადგენლობა და შედეგად, ვერ ხდება ეთიკის კოდექსის მოთხოვნების აღსრულება.

    ნეტგაზეთი
  20. tvati
    ქართველი მებრძოლები უკრაინაში ქალაქ ზაპოროჟიეს დაცვის მედლით დააჯილდოვეს, იტყობინება „ქართული ლეგიონი“.
    ლეგიონის გამოქვეყნებული ფოტოების თანახმად, მედლით დაჯილდოვდნენ:
    ლევან ფიფია; დიმიტრი კუჭავა; ზაქარია შუბითიძე; მიხეილ კამლაძე. ბრძანება მათი დაჯილდოვების შესახებ 18 მაისითაა დათარიღებული. მას ხელს აწერს გენერალ-მაიორი სერჰიი ლიტვინოვი, ზაპორიჟიის ოპერატიული საჯარისო ჯგუფის ხელმძღვანელი.

    ნეტგაზეთი
  21. tvati
    უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, ქვეყნის შეიარაღებული ძალები აგრძელებს შეტევით ოპერაციას მელიტოპოლის, ბერდიანსკის და ბახმუტის მიმართულებებზე.
    "შეტევითი ოპერაცია გრძელდება. მიმდინარეობს სასტიკი ბრძოლა ჩვენი მიწის თითოეული მეტრისთვის. წარმატებით მივიწევთ წინ", - განაცხადა ანა მალიარმა.
    მისივე თქმით, რუსი სამხედროები აგრძელებენ წარუმატებელ შეტევას ლიმანის, ავდეევკის და მარიინკის მიმართულებებზე.
    "როვნოპოლი - ვოლოდინოს მიმართულებაზე გვაქვს წარმატება, ახლა მიმდინარეობს გამაგრება დაკავებულ პოზიციებზე, რუს სამხედროებს სერიოზული დანაკარგები აქვთ. ფაქტობრივად ნადგურდება მოწინააღმდეგის შეტევითი პოტენციალი, ტექნიკა, საწყობები, მართვის პუნქტები და პირადი შემადგენლობა", - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.
     
    ipn
  22. tvati
    უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა გამარჯვებისკენ გზას გაივლის და დღეს ეს ოცნება აღარ არის.
    როგორც ზელენსკი "ტელეგრამ" გვერდზე წერს, გზის სირთულის მიუხედავად, უკრაინის გამარჯვების შესაძლებლობა უკვე "სიმართლეა".
    „ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენი გზა გამარჯვებისკენ რთულია და დღეს არავის შეუძლია იმის თქმა, თუ როდის გავივლით ამ გზას ბოლომდე, მაგრამ, როდესაც მიზანი მკაფიოა, სამართლიანია, მაშინ არც ისე მნიშვნელოვანია, თუ რამდენად რთული იქნება გზა ამ მიზნისკენ. უკრაინა გამარჯვებისკენ ამ გზას გაივლის და ეს აღარ არის ოცნება, ეს სინამდვილეა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

    იპნ
  23. tvati
    რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, რუსეთი აფხაზეთის გავლით სომხეთის რესპუბლიკაში მიმავალი რკინიგზის გახსნისთვის ძალისხმევას არ დაიშურებს.
    მისივე თქმით, სომხური მხარის განცხადებების მიუხედავად, რომლის თანახმად, საქართველოს გავლით რკინიგზის გახსნა აფხაზეთს არ სურს, რუსეთი ყველაფერს გააკეთებს „ამ მასშტაბური საგზაო რუკის რეალიზებისთვის“.
    „ეს საგზაო რუკა, თუ შეიძლება ასე ითქვას, შეიცავს სახელმწიფოების ხელმძღვანელების დონეზე ხელმოწერილ დოკუმენტებს და შესაბამის კომისიებს ჩვენი ქვეყნების მთავრობების წარმომადგენელთა ეგიდით. ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს ამის რეალიზებისთვის", - განაცხადა ზახაროვამ.

    ipn
  24. tvati
    როგორც ვივარაუდეთ ოპერაცია “დიალოგის გახსნა”, თითქოსდა ოფიც. მოსკოვი თბილისთან აფხაზეთზე და შესაძლოა ცხინვალის რეგიონზე(ც) გარკვეულ “დათმობებზე”მიდის, აქტიურ ფაზაშია… ამ პროექტის არსი მდგომარეობს იმაში, რომ რუსეთ-სომხეთის დამაკვაშირებელი რკინიგზის (ოკუპ. აფხაზეთზე და საქართველოზე გამავალი) გახსნა გასაღდეს როგორც მოსკოვის “დათმობა” თბილისთან, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი კახაბერ ქემოკლიძე წერს.

    მისი თქმით, "ქართულ ოცნებას" გამიზნული აქვს ამ თემის ირგვლივ სტატეგიული ნარატივის ფორმირება, თითქოს თავისი “სამშვიდობო” პოლიტიკით ახერხებს რუსეთის მხრიდან კომპრომისების დაშვებას და სწორედ  აღნიშნული გზავნილი იქნება სავარაუდოდ ერთ-ერთი ცენტრალური ნარატივი 2024-ის არჩევნებისთვის.

      "შიდა პოლიტ. კონტექსტში კონტურები მკაფიოა: გამიზნულია ამ “ფაქტის” ირგვლივ სტატეგიული ნარატივის ფორმირება თითქოსდა ოცნება, თავისი “სამშვიდობო” პოლიტიკით ახერხებს რუსეთის მხრიდან კომპრომისების დაშვებას”. აღნიშნული გზავნილი სავარაუდოდ იქნება ერთ-ერთი ცენტრალური ნარატივი 2024-ის არჩევნებისთვის. სინამდვილეში ხდება აბსოლუტურად პირიქით!!! გ ა მ ო ს ა ვ ა ლ ი: - საზოგადოება უნდა იყოს ინფორმირებული ოცნების და რუსეთის ამ გეგმებზე რათა თავი არ მოვატყუებინოთ 2024 წელს! - უნდა ვიცოდეთ, რომ დღეს მოშლილია დეოკუპაციის ისედაც მყიფე პოლიტიკა თუკი რამე გააჩნდა ცენტრალურ მთავრობას! - მოშლილია სტრატეგიული პარტნიორების ერთი მხრივ ნდობა თბილისისადმი (ოცნებისადმი), მეორე მხრივ თანამშრომლობის პრაქტიკული მექანიზმები რომელიც ითვალისწინებდა ფინანსების გამოყოფას და მათ მიზნობრივ ხარჯვას ოკუპ. რეგიონებთან დაკავშირებულ პროექტებზე; - ნებისმიერი კოლაბორაცია დღეს მოსკოვთან არათუ ტრანსპორტის კორიდორის გახსნაზე არამედ, ნებისმიერი საშუალო კალიბრის თანამშრომლობის მექანიზმებზე საჭიროებს ეროვნული უსაფრთხოების პრიზმაში განხილვას და ფართე საზოგადოებრივ კონსესუს (წინააღმდეგ შემთხვევაში “მოღალატის” იარლიკი ოცნებისთვის უნდა გახდეს მათთვის სანატრელი!); - სამოქალაქო სექტორმა და ანალიტ. წრეებმა პროექტულად უნდა გააძლიეროს ოკუპ რეგიონებში მიმდინარე პროცესების ანალიტიკური შესწავლა. ეს საკითხი პირდაპირ დაპარალელდება 2024 ის არჩევნებთან! ბევრი ინფორმაცია გამოდის ღია წყაროების სადაზვერვო საშუალებებით (OSINT) და ეჭვი მაქვს ეს ინფო მედია და ანალიტ. წრეების ყურადღების მიღმა რჩება ქართული შიდა პოლიტ. ქაოსის შემხედვარე; - საღად მოაზროვნე ოპოზიციამ საზოგადოებას ობიექტურად უნდა აჩვენოს, რომ ოცნების ნარატივი “ამათ ომი უნდათ” არის პოლიტ. ტექნოლოგიური ბ ლ ე ფ ი, ისევე როგორც მ. სააკაშვილის “ჩრდილო კავკასიაზე” გაკეთებული განცხადება წარმოადგენდა მისი პოლიტიკური “შიზოფრენიის”, არაადეკვატურობის და არარაციონალური ანალიზის მორიგ “შედევრს”!  - ფორმულა: “გამოაშკარავე, დაასახელე და შეარცხვინე” უნდა მოერგოს როგორც ოცნების ისე ენმ-ის უგუნურებებს, პოლიტ. გარყვნილობებს და მანკიერებებს! - მ ი ზ ა ნ ი :!!!! ვერც ოცნებამ და ვერც ენმ-მა ჯამურად 51 % ვერ აიღოს 2024 წელს!!!, - წერს კახაბერ ქემოკლიძე. 
  25. tvati
    ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა კულტურის სფეროში მიმდინარე პროცესზე პროტესტი პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე გამოხატეს, სადაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის საქმიანობის მოსმენა მიმდინარეობს.
    "სოლიდარობა მწერლებს," "დამოუკიდებლობა კინოცენტრს", "არა ცენზურას", "კინო საფრთხეშია", "ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია", "ყოველ სამ კაცში ოთხი მოღალატეა" - ისინი ამ შინაარსის საპროტესტო გზავნილების მქონე წარწერების მაისურებით მივიდნენ კომიტეტზე, რის შემდეგაც თავმჯდომარემ შესვენება გამოაცხადა და მათ მოუწოდა დარბაზი დაეტოვებინათ. მას შემდეგ, რაც ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა დარბაზი დატოვეს, მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ ეს მათი კოლეგის მიერ დადგმული პერფორმანსია, რომელმაც თავად კომიტეტზე მისვლა ვერ გაბედა.

    "ეს რეალურად არის ჩვენი ერთ-ერთი კოლეგის მიერ დადგმული პერფორმანსი, ვინც თავად მოსვლა ვერ გაბედა, რაც ლამაზად და კორექტულად არ გამოიყურება.
    სამწუხაროა, რომ რაც მისი პირდაპირი მოვალეობაა, ამის ნაცვლად, სხვა რაღაც გართობით არის დაკავებული,"- განაცხადა სარჯველაძემ.
    ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა კი კომიტეტის დატოვების შემდეგ მედიასთან განაცხადეს, რომ მათი პროტესტი მთლიანად კულტურის სფეროში მიმდინარე პროცესებს უკავშირდება.
    "ქართული კულტურა საფრთხეშია. ჩვენ ასე ვცდილობთ მივაწვდინოთ მათ ჩვენი სათქმელი. კულტურის სამინისტრო კონტაქტზე არ გამოდის. ზოგადად რაც ხდება კულტურაში, ყოვლად წარმოუდგენელია, ამაზე უნდა იყოს რეაგირება", - აღნიშნავს კინომცოდნე ლევან აბდუშელიშვილი.
    კინოსექტორის მოთხოვნაზე ისაუბრა მედიასთან რეჟისორმა გიორგი თავართქილაძემ და აღნიშნა, რომ მათი მოთხოვნაა, შეწყდეს რეორგანიზაციის პროცესი და შეიქმნას დირექტორის დემოკრატიულად არჩევის წესი. ამასთან, თავართქილაძე აღნიშნავს, რომ ძველ კინოსტუდიაში ასწლოვანი კინოპავილიონი უცბად იქცა ავტოპარკინგად და მინისტრი ცდილობს მთელი კულტურა ავტოპარკინგად აქციოს, რაც არ გამოვა. მისი თქმით, კულტურის მინისტრმა დაახშო ყველა საკომუნიკაციო არხი და იძულებულები არიან სათქმელი ასე გამოხატონ.
    "ჩვენს მაისურებზე შეგიძლიათ წაიკითხოთ რა გვინდა გადავცეთ მას და "ქართული ოცნების" სხვა ჩინოვნიკებს, რომელიც არაერთია ამ დარბაზში. ბატონმა მიხეილ სარჯველაძემ ერთხელ ახსენა, რომ "ცისფერი მთები" მოსწონს ძალიან და "ცისფერ მთებს" ჰგავს მთელი სისტემა, რომელიც მათ შექმნეს. მე მათ ვურჩევდი უფრო კარგად ნახონ ვიდრე "ცისფერი მთები ნახეს" და უყურონ "მონანიებას". მე მაწერია "სამ კაცში ოთხი მტერია", მხოლოდ ფრაზები არ დაამახსოვრდეთ, უფრო ღრმად ჩაუღრმავდნენ ფილმებს", - განაცხადა გიორგი თავართქილაძემ.
×
×
  • შექმენი...