Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ბლოგ პოსტები დაპოსტილი tvati -ს მიერ

  1. tvati
    “თუ ვინმე ამჩატდა, თუ ვინმემ გამოავლინა სრულიად უპასუხისმგებლო დამოკიდებულება მთელ ამ პროცესებთან მიმართებაში, ეს არის ბატონი კობახიძე და შემდეგ “ქართული ოცნების” დანარჩენი წევრები. ბატონი კობახიძე წარმოადგენს იმ პარტიის თავმჯდომარეს, რომელიც ორი წლით ადრე ემზადება არჩევნების რეკორდული გაყალბებისთვის. ძლიერი ხელისუფლების ქმედება ეს არ არის. მათი ტაქტიკაა, ვინც ჩვენთან არ არის, ყველა ჩვენი მტერია. აღნიშნული მკაფიოდ ახასიათებს ავტორიტარულ რეჟიმებს, რომელსაც გზა და გზა აფორმებს ხელისუფლება, რაც საკუთარი პარტიის დასრულებამდე მიყვანის გარანტიაა. სხვა ლოგიკური დასასრული მათ ქმედებებს არ აქვს, როგორც არ ჰქონდათ 2012ში “ნაცებს”. “

      ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი 357847562_1231518440863278_1760445248809647005_n.mp4
  2. tvati
    „თუ ხელისუფლებას კომპრომისზე წასვლის არანაირი საშუალება არ გააჩნია, ეს მხოლოდ მის სისუსტეზე მეტყველებს... იმის შიშებშია, რომ ოდნავადაც ვერ გააკონტროლოს ვინმე ან რამე. ერთადერთი მიზანი აქვს საარჩევნო კოდექსის ცვლილებას - “ქართულ ოცნებას” დაწყებული აქვს მომავალი არჩევნების გაყალბება. გაგახსენებთ, რაც კი რამ თავისუფალი ინსტიტუტები გვქონდა, ხელისუფლებამ ან გააუქმა, ან პარტიულ ვერტიკალს დაუქვემდებარა. მნიშვნელოვანია, რომ ასევე ხდება პრეზიდენტის როლის ჩახსნა ამ პროცესებიდან. მანამდე პრეზიდენტის ფუნქცია იყო, პარლამენტისთვის წარედგინა ცესკოს ხელმძღვანელთა კანდიდატები, თუმცა ახლა ამ უფლებასაც ართმევენ. “ქართულ ოცნებას” კარგად აქვს გააზრებული, რომ 12 რეკომენდაციაზე უარყოფით ზეგავლენას იქონიებს აღნიშნული გადაწყვეტილებები.” 

    ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი ბუჩუკური.mp4
  3. tvati
    მთავარი პროპაგანდისტის - ი. კობახიძის პირით გაჟღერებული -„თანამედროვე დემოკრატია ეფუძნება უმრავლესობის მმართველობას და არა კონსენსუსის კულტურას“ - შესანიშნავად გამოხატავს ოცნების განზრახვას, გააყალბოს არჩევნები და მოატყუოს საზოგადოება თითქოს უმრავლესობის მხარდაჭერა აქვს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი წერს.
    მისი თქმით, კონსენსუსზე დაფუძნებული დემოკრატია ამ ქვეყნის მომავალია, რომლის წართმევასაც ოცნება არჩევნების გაყალბებით აპირებს.



    "ვეტო დაძლეულია. ცესკო დამორჩილებულია. არჩევნების გაყალბება დაწყებულია.   აქვე, არ დაგვავიწყდეს, უმრავლესობის მმართველობამ, რომელსაც მუდამ თან სდევს ძალაუფლების ბოროტად გამოყენების რისკები და გამორიცხავს ქმედით checks & balance-ს, მიგვიყვანა ავტორიტარულ მმართველობამდე (წინა ხელისუფლების დროსაც და ახლაც). მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს ის, რომ ოცნების მიერ 2 წლის წინ დაწყებული დამოუკიდებელი/მაკონტროლებელი ინსტიტუტების გაუქმების-პარტიაზე დაქვემდებარების პროცესი დასრულებულია და კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების სივრცე სრულად მომსპარია.", - წერს მეზვრიშვილი. 
  4. tvati
    უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ოლექსანდრ შულგანსი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა.
    როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო უწყებაში განუცხადეს, შეხვედრაზე ავიაკომპანია “აირზენა - საქართველოს ავიახაზებისა” და მისი მფლობელის სანქციების სიაში შეყვანის საკითხი განიხილეს.
    ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 190 პირსა და 290 კომპანიას სანქციები პირველ ივლისს დაუწესა, მათ შორის მოხვდნენ „ჯორჯიან ეარვეისი“ და თამაზ გაიაშვილი.
  5. tvati
    საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს გაუქმება და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების 9-დან 11-მდე გაზრდა ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელმწიფო ტელევიზიად ჩამოყალიბებას.
    ქარტია მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, ვეტო დაადოს მაუწყებლობის შესახებ კანონში მიღებულ ცვლილებებს.
    ქარტია ხაზს უსვამს, რომ თავდაპირველად  „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში მისაღები ცვლილებები ითვალისწინებდა სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობის 9-დან 11-მდე გაზრდას, სამეურვეო საბჭოს წევრად ერთ ვადაზე მეტი ხნით არჩევის აკრძალვას, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის და მოადგილის უფლებამოსილების ვადების გაზრდასა და საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების აჭარის ტელევიზიაში დასაქმებას.
    პარლამენტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მრჩეველთა საბჭო უქმდება.
    საუბარია კანონპროექტზე, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში მაისის ბოლოს შეიტანა. თუმცა კანონპროექტის თავდაპირველ ვერსიაში აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მრჩეველთა საბჭოს გაუქმება ნახსენები არ იყო.

    ნეტგაზეთი
  6. tvati
    ვლადიმერ პუტინის პასუხი „ვაგნერის“ შეიარაღებულ ამბოხებაზე სუსტი იყო - რუსეთის პრეზიდენტი საკუთარ ხალხზე კონტროლს კარგავს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
    „ჩვენ ვხედავთ პუტინის რეაქციას. ეს რეაქცია სუსტია. პირველ რიგში, ჩვენ ვხედავთ, რომ ის არ აკონტროლებს ყველაფერს. „ვაგნერის“ რუსეთის ტერიტორიაზე ღრმად შეღწევა და გარკვეული რეგიონების აღება აჩვენებს, თუ რამდენად ადვილია ამის გაკეთება. პუტინი არ აკონტროლებს სიტუაციას რეგიონებში. ძალაუფლების მთელი ვერტიკალი, რომელიც მას ჰქონდა, უბრალოდ იშლება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
    მისი თქმით, რუსეთის ნახევარი მხარს უჭერდა „ვაგნერის“ ხელმძღვანელსა და გასამხედროებული დაჯგუფების ამბოხებას.
    შეგახსენებთ, 24 ივნისს „ვაგნერის“ გასამხედროებული დაჯგუფების ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა შეიარაღებული ამბოხება წამოიწყო, რუსეთის ორ ქალაქში, დონის როსტოვსა და ვორონეჟში სამხედრო ობიექტებზე კონტროლი მოიპოვა და მოსკოვისკენ დაიძრა. ამბოხების მცდელობა, ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს შუამავლობით შეთანხმებით დასრულდა, პრიგოჟინმა მოსკოვისკენ მიმავალი დაქირავებული მებრძოლების რაზმები უკან დააბრუნა, მის წინააღმდეგ შეიარაღებული ამბოხის ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდა ევგენი პროგოჟინი ბელარუსში გადავიდა.

    ipn
  7. tvati
    უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინული ძალები რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის დასაბრუნებლად მიმდინარე კონტრშეტევაში წინსვლას აღწევენ.
    მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც უკრაინას იცავს და გამარჯვებამდე მიჰყავს.
    „გასული კვირა რთული იყო ფრონტზე, მაგრამ პროგრესს ვაღწევთ. წინ მივდივართ, ნაბიჯ-ნაბიჯ! მადლობას ვუხდი ყველას, ვინც იცავს უკრაინას, ყველას, ვისაც ეს ომი უკრაინის გამარჯვებამდე მიჰყავს!“, - დაწერა ზელენსკიმ „ტელეგრამზე“.

    ipn
  8. tvati
    მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რეკორდები დაამყაროს საკუთარი ხალხის ნების აღსრულებაში და არა, ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლაში, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის’ დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
    მისი თქმით, "ოცნება" ატარებს ისეთ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც მიზნად ისახავს არჩევნების გაყალბებას და ქვეყანაში არსებული ყველა დამოუკიდებელი ინსტიტუტის პარტიულ დაქვემდებარებას.
    მისივე თქმით, "ქართული ოცნება" არჩევნების გაყალბებისთვის 2 წლით ადრე ემზადება.
    "ოცნებამ" გადაწყვიტა გააგრძელოს მორიგი ანტი-რეკორდების მოხსნა ამ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესის ძირის გამოსათხრელად. დღეს შეიძლება ითქვას, რომ ორი ასეთი მიზნის მქონე ანტირეკორდი უკვე სახეზე გვაქვს:
    პირველი, ეს არის ამ ქვეყნის საპარლამენტო ისტორიაში, ვეტო-დადებული კანონის პროექტების რაოდენობა და მათი დაძლევა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ, რაც პირდაპირ მიუთითებს, ერთპარტიული მმართველობის შედეგად, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაზე.
    დღეს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, "ოცნებას" განზრახული აქვს დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო საარჩევნო კოდექსის ცვლილებებზე, რომლის მიხედვით, "ოცნება" უკვე მერამდენედ არღვევს ცალკეულ საკითხებზე მიღწეულ მყიფე პოლიტიკურ კონსესუსს, რომელიც გამოიხატა 19 აპრილის შეთანხმებაში და ამით დამატებით აღრმავებს პოლიტიკურ პოლარიზაციას.
    საზოგადოებას შევახსენებ, რომ ეს ცვლილებები გულისხმობს ცესკოს პირდაპირ, "ქართული ოცნების" ქვეშ ფორმალურ დაქვემდებარებას და ცესკოს ხელმძღვანელის დანიშვნას არა მოქმედი კანონით 100 ხმით, არამედ უმრავლესობის 76 ხმით, ასევე, კანდიდატების წარდგენის პროცესიდან პრეზიდენტის ჩახსნას და მის ნაცვლად კანდიდატების წარდგენას პარლამენტის თავმჯდომარის მიერ.
    მეორე ანტირეკორდი არის ის, რომ უკვე რამდენიმე თვეა, ჩვენ ვაკვირდებით "ოცნების" მხრიდან ისეთ საკანონმდებლო ცვლილებებს, მათ შორის ჩემს მიერ ზემოაღნიშნულს, რომელიც მიზნად ისახავს არჩევნების გაყალბებას. ამაში შედის, ქვეყანაში არსებული ყველა დამოუკიდებელი ინსტიტუტის პარტიულ დაქვემდებარება, დაწყებული სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან, გაგრძელებული საქართველოს სასამართლოებით, ეროვნული ბანკითა და ცენტრალური საარჩევნო კომისიით.
    ანტი რეკორდი მყარდება, არჩევნებამდე 1.6 წლით ადრე, არჩევნების გაყალბებაზე მუშაობის დაწყებით ხელისუფლების მხრიდანაც.
    მოვუწოდებთ ხელისუფლებას - რეკორდები დაამყაროს საკუთარი ხალხის ნების აღსრულებაში და არა, ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლაში, ხალხის დაკვეთის შესრულებაში და ქვეყნისთვის ევროპული მომავლის უზრუნველყოფაში.
    არცერთი ძლიერი და სათანადო ლეგიტიმაციის მქონე ხელისუფლება არ ემზადება არჩევნების გაყალბებისთვის, მითუმეტეს 2 წლით ადრე.
    ჩვენ საზოგადოებას კი მოვუწოდებთ, ერთადერთი გზა, რომ ამ ლეგიტიმაცია შემცირებულმა ხელისუფლებამ დათმოს ძალაუფლება, არის უპრეცედენტო მობილიზება არჩევნებზე და იმის უზრუნველყოფა, რომ ერთად დავასრულოთ ნაც-"ქოცური" კარუსელი იმით, რომ ამ ორმა ძალამ ვერც ცალ-ცალკე და ვერც ერთად ვერ შეძლოს ქვეყნის ინტერესების დაზიანება. ამიტომ გავერთიანდეთ მთავარი მიზნის ირგვლივ, ოცნებამ და ნაციონალურმა მოძრაობამ ვერ გადალახოს ერთად 50% შემდეგ არჩევნებზე", - განაცხადა ლილუაშვილმა.

     
  9. tvati
    “ჩვენი გუნდის მხარდაჭერა ქალბატონ პრეზიდენტს ამ მავნებლურ კანონზე ვეტოს უფლების გამოყენებასთან დაკავშირებით. ნაცვლად იმისა, რომ ინსტიტუტებს ვაძლიერებდეთ, კონკრეტული სახელმწიფო ინსტიტუტის დასუსტებას ვუყურებთ, რაც პარტიულ ვერტიკალზე დაქვემდებარებას გულისხმობს.”
      ანა ბუჩუკური , პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი 358096590_575660981445890_745980998879988025_n.mp4
  10. tvati
    საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა. სპორტსმენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ.
    საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპული თამაშების გამარჯვებულია. პოლონეთის ქალაქ კრაკოვში გამართულ მესამე ევროპულ თამაშებზე ძიუდოს გუნდურ ასპრეზობაში საქართველოს ნაკრები ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ტურნირის ფინალში სპორტსმენებმა გერმანელები მარტივად – 4:1 დაამარცხეს.
    საჩემპიონო შეხვედრაში წარმატებულად იჭიდავეს ლაშა ბექურმა (-90), ლაშა შავდათუაშვილმა (-73), გურამ თუშიშვილმა (+90) და ეთერ ლიპარტელიანმა (-57).
    მესამე ევროპულ თამაშებზე გამართული გუნდური შეჯიბრება ამავდროულად ევროპის გუნდური ჩემპიონატიც იყო. ტურნირზე 22 ქვეყნის ნაკრებმა იასპარეზა.
     

    ავტორი - ნიკა მუხიგულაშვილი
  11. tvati
    საქართველოს რკინიგზაზე მოძრაობა დღეს, 17:00 საათიდან განახლდება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
    „სადგურ მარელისთან ჩამოწოლილი მეწყრისაგან სრულად გაწმენდილია ლიანდაგები და აღდგენილია საკონტაქტო ქსელი. შესაბამისად, 3 ივლისის 17:00 საათიდან საქართველოს რკინიგზაზე მოძრაობა განახლდება. კერძოდ, დღის მეორე ნახევარში შესრულდება შემდეგი რეისები:
    მაგისტრალური მიმართულებით მოძრავი მატარებლები: #804 თბილისი-ბათუმი 17:05; #807 ბათუმი-თბილისი 17:15; #801 ბათუმი-თბილისი 18:20; #812 თბილისი-ბათუმი 0:35; #811 ბათუმი-თბილისი 0:45; #869 ზუგდიდი-თბილისი 17:25; #874 თბილისი-ფოთი 17:30“, – აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის ინფორმაციაში.
  12. tvati
    „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონზე საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს და არ გაიზიარეს.
    კენჭისყრისას მოტივირებულ შენიშვნებს კომიტეტის წევრებმა მხარი არ დაუჭირეს, რის შემდეგაც თავიდან უყარეს კენჭი და მხარი დაუჭირეს კანონპროექტის პირვანდელ რედაქციას.
    იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განხილვის შემდეგ საკითხი პარლამენტის ბიუროს გადაეგზავნა.
    „აპარატს ვთხოვ, საკითხი გაეგზავნოს ბიუროს. აქ მთავარი არგუმენტაცია ამ საკითხთან დაკავშირებით მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენთვის არ იქნა წარმოდგენილი საუკეთესო ევროპული მიდგომა, ვერ იქნა დასახელებული ვერც ერთი დემოკრატიული ქვეყანა, თუ რომელ მიდგომას ეფუძნება ე.წ. მოტივირებული შენიშვნები. ვერ იქნა ახსნილი, რატომ ექვსი თვე და რატომ არა სხვა და პირიქით, ეს ნიშნავს თუ არა და საფრთხეს ქმნის თუ არა დამოუკიდებლობისთვის, ვიდრე უფრო ხანგრძლივი ვადა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იქნება დასკვნაში ასახული და მსჯელობას განვაგრძობთ პლენარულ სხდომაზე“,- განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა.
     

    ავტორი - ეკატერინე კოპალიანი
  13. tvati
    “ფრენების აღდგენა ემსახურებოდა ერთი კონკრეტული ბიზნესისა და მასთან დაკავშირებული ელიტების შემოსავლების გაათმაგებას და არა საქართველოს მოქალაქეების ინტერესების გატარებას. საქართველომ უნდა გადაწყვიტოს საით უნდა ყოფნა, რუსეთის მხარეს, თუ დასავლური ცივილიზებული სამყაროს მხარეს. დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში იქმნება შთაბეჭდილება, რომ რუსეთი საქართველოს გავლით ეფექტურად იყენებს შავ ხვრელებს. ხოლო საქართველოს ხელისუფლება ან არაფერს აკეთებს, რომ ეს შავი ხვრელები ამოიქოლოს ან პირდაპირ ეხმარება რუსეთს.”

      კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი 10000000_591705616421273_7335341817670312567_n.mp4
  14. tvati
    „კიდევ ერთი რუსული კანონის დაანონსებაა ეს ყველაფერი და ცენზურის”, – ასე პასუხობს „ფორმულასთან“ ინტერვიუში სულაკაურის გამომცემლობის დირექტორი, თინა მამულაშვილი გამომცემლობის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას.
    თინა მამულაშვილი მიიჩნევს, რომ ეს შესაძლოა იყოს ლიტერატურაში ცენზურის დაანონსება. მისივე შეფასებით, მნიშვნელოვანია მწერლებმა და გამომცემლებმა თავისუფალ სიტყვას დაუჭირონ მხარი.
    დღეს „სულაკაურის“ გამომცემლობას მხარდაჭერა გამოუცხადეს მწერალთა სახლმა და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ.
    27 ივნისს, სულაკაურის გამომცემლობას რამდენიმე ქალი „დედების სახელით“ მიუვარდა და თანამშრომლები „ლგბტ პროპაგანდაში” დაადანაშაულა.
    30 ივნისს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სულაკაურის გამომცემლობა ე.წ ლგბტ პროპაგანდაში დაადანაშაულა.
    ამის შესახებ ღარიბაშვილმა მაშინ განაცხადა, როდესაც ბავშვებში „ლგბტ პროპაგანდაზე“ გამოთქვამდა შეშფოთებას და ამის საილუსტრაციოდ „მაკდონალდსი“ და სულაკაურის გამომცემლობა დაასახელა.
    „ქართულმა ოცნებამ“ პროპაგანდა ააგო შარლ პეროს მე-17 საუკუნის ერთ-ერთ ზღაპარზე, რომელიც გამომცემლობამ, დაახლოებით, 10 წლის წინ თარგმნა და დღეს გაყიდვაშიც აღარ არის, რადგან სრულად ამოყიდულია.
    „მიუღებელია ერთ-ერთ წიგნში, თუ არ ვცდები, სულაკაურის გამომცემლობაში იყო ასევე, ვფიქრობ, საგანგაშო ფაქტი, ამაზე საზოგადოების რეაქცია იყო ძალიან მკვეთრი და მძაფრი“, – თქვა ღარიბაშვილმა.

    პუბლიკა
  15. tvati
    ქუთაისის აეროპორტთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რასაც 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
    „რუსთავი 2-ის“ ცნობით, როგორც თვითმხილველები ამბობენ, ავტომანქანა გზიდან გადავარდა და აფეთქდა.
    შემთხვევა გამთენიისას მოხდა.

    publika
  16. tvati
    უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ წინსვლას ბახმუტის, მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით - გასული კვირის განმავლობაში მათ 37 კვ. კმ. გაათავისუფლეს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი „ტელეგრამზე“ წერს.
    „აღმოსავლეთით გრძელდება როგორც შეტევითი, ასევე თავდაცვითი მოქმედებები. მივიწევთ ბახმუტის მიმართულებით, ხოლო მტერი აგრძელებს შეტევას ლიმანის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებით. მტერი ცდილობს განდევნოს ჩვენი ჯარები დაკავებული პოზიციებიდან, მაგრამ ღირსეულ პასუხს იღებს. იქ მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს“, - წერს მალიარი.
    თავდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, გასული კვირის განმავლობაში, ოპერატიული მდგომარეობის გაუმჯობესების შედეგად, გათავისუფლებული ტერიტორია 9 კვადრატული კილომეტრით გაიზარდა.
    მისივე თქმით, აღმოსავლეთით, რუსულმა ძალებმა დაბომბვის ინტენსივობა გააორმაგა. კერძოდ, გასული კვირის განმავლობაში მათ უკრაინის ტერიტორია, ამ მიმართულებით, 11 753-ჯერ დაბომბეს.
    „სამხრეთით თავდაცვის ძალები უტევენ მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით, კერძოდ, ნოვოდაროვკას, პრიუტნოეს, ნოვოდანილოვკას, რობოტინოს, ნოვოსელკას, სტარომაიორსკის მიმართულებებით“, - აცხადებს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე.
    მისი თქმით, უკრაინის დამცველებმა ყველა მიმართულებით წარმატებას მიაღწიეს და გასული კვირის განმავლობაში 28.4 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია გაათავისუფლეს. სამხრეთით, საერთო ჯამში, გათავისუფლებულია 158.4 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია.

    ipn
  17. tvati
    ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარელისში მიწის მასაში მოყოლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს. მაშველებმა ცხედარი ცოტა ხნის წინ ამოიყვანეს.
    72 წლის კაცს მაშველები მესამე დღეა ეძებდნენ.
    მამაკაცი მეწყერში 1-ელ ივლისს მოყვა. ძლიერი წვიმის შედეგად მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც სარკინიგზო ინფრასტრუქტურა დაზიანდა.

    ipn
  18. tvati
    უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კიდევ 600 რუსი სამხედრო, რუსეთის ერთი ვერტმფრენი და 5 ტანკი გაანადგურეს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
    გენშტაბის ცნობით, უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის საერთო დანაკარგები მოიცავს: 230 260 ჯარისკაცს, 4 057 ტანკს, 7 899 ჯავშანტექნიკას, 4 220 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 315 საბრძოლო თვითმფრინავს და 309 ვერტმფრენს, 6 834 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 18 გემს/ნავს, 3 573 უპილოტო საფრენ აპარატს, 590 ერთეულ სპეცტექნიკას და 1 264 ფრთოსან რაკეტას.

    ipn
  19. tvati
    უკრაინის თავდაცვითი ძალები თანდათან მიიწევენ წინ ბერდიანსკისა და მელიტოპოლის მიმართულებებით, ამავდროულად, აღმოსავლეთში რუსები რამდენიმე მიმართულებით უტევენ, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა.
    „ბერდიანსკის და მელიტოპოლის მიმართულებით მძიმე ბრძოლებით, მაგრამ თანდათან წინ მივიწევთ. ჩვენს ჯარს ხვდება მტრის ძლიერი წინააღმდეგობა, დისტანციური დანაღმვა, მაგრამ დაჟინებით და დაუღალავად ქმნის პირობებს სწრაფი წინსვლისთვის”, - განაცხადა მალიარმა.
    ამასთან, მისი თქმით, რუსული ძალები რამდენიმე მიმართულებით - ავდიივკას, ლიმანისა და მარინკას - მიმართულებებით უტევენ და წინ წავიდნენ სვატოვსკის მიმართულებით.
    „იქ სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს. მტერი უტევს ბელოგოროვკას, სერებრიანკას. სიტუაცია საკმაოდ რთულია", - განაცხადა მალიარმა.

    ipn
  20. tvati
    ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს:  "აბიტურიენტებო, წარმატებები! გახსოვდეთ, ეს ქვეყანა თქვენია, როგორიც იქნებით თქვენ - ისეთი იქნება საქართველო"
    357195153_229994323294704_8463348673689453465_n.mp4
  21. tvati
    2022 წელს ბავშვების მიმართ სექსუალური ძალადობის მაჩვენებელი გაორმაგებულია - 247 ბავშვი გახდა სხვადასხვა სახის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, 2021 წელს - 187 ბავშვი და ეს მხოლოდ ოფიციალური მაჩვენებელია... დაფარული დანაშაულის მასშტაბებები გაცილებით დიდია, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი წერს.

    მისი განცხადებით, პრემიერს თავის გამოსვლაში ამ თემაზე არც ერთი სიტყვა არ დასცდენია.

      "ამაზე აღშფოთებული ხელისუფლება არ გვინახავს. არც ერთი სიტყვა პრემიერს თავის გამოსვლაში ამაზე არ დასცდენია. ადამიანის (მათ შორის ბავშვების) უფლებების დაცვაზე პირდაპირ პასუხისმგებელ არც ერთ ოფიციალურ პირს ბავშვების მიმართ სექსუალური ძალადობის ბოლო დღეების უმძიმეს ფაქტებზე სახელმწიფოს არასათანადო რეაგირებაზე თავი ვალდებულად არ ჩაუთვლია რაიმე კომენტარი გაეკეთებინა. ამ ფონზე, ხელისუფლებამ ხელოვნურად გახსნა ბავშვებში თითქოსდა ლგბტ პროპაგანდის თემა, არსაიდან მოტანილი პროპაგანდისტული ხაზი, რომელიც წინასაარჩევნო ნარატივის ფორმირებისთვის და კანდიდატის სტატუსისთვის საფრთხის შესაქმნელად სჭირდება. ორჯერ ორი ოთხია რომ სკოლებში პროპაგანდას არაფერი ესაქმება. მაგრამ ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ მეტი ძალადობა და მეტი შეზღუდვა სჭირდება. ამიტომ თვითონ ქმნის „კუდიანებს“ და მათზე ნადირობას აცხადებს, რომ ძალადობა და მეტი შეზღუდვების დაწესება გაამართლოს. ყველაზე ამორალური ის არის, რომ პოლიტიკური მიზნებისთვის ხელისუფლება ბავშვებს ამოეფარა. ამ დროს ბავშვების რეალური პრობლემები - სექსუალური ძალადობა, შიმშილი, განათლებაზე ხელმისაწვდომობა და ა.შ. ყურადღების მიღმა რჩება.", წერს ნათია მეზვრიშვილი. 
  22. tvati
    96 წლის ასაკში გარდაიცვალა საოპერო მომღერალი და მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი და ღირსების ორდენის კავალერი თენგიზ მუშკუდიანი. ინფორმაცია თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრმა გაავრცელა და გარდაცვლილის ოჯახსა და კოლეგებს სამძიმარი გამოუცხადა. „ფასდაუდებელია მისი წვლილი ქართული მუსიკალური ხელოვნების განვითარების, მისი პოპულარიზაციისა და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობის საქმეში“ - ნათქვამია განცხადებაში.
    თენგიზ მუშკუდიანი 1954 წლიდან იყო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი და ასრულებდა ბანის პარტიებს. გადაღებულია ფილმებში „აბეზარა“ და „დიდოსტატის მარჯვენა“.

    radio tavisupleba
  23. tvati
    3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება, 26 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება.
    გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრირებულია გამოსაცდელთა რეკორდული რაოდენობა - 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი.
    2023 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ 24 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. ცენტრები იფუნქციონირებს თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავსა და ხულოში. წელს პირველად საგამოცდო ცენტრი გაიხსნება ამბროლაურშიც.
    წელს აღარ მოქმედებს გამოცდებთან დაკავშირებული კოვიდ რეგულაციები.
    2023 წლის არჩევითი საგნების სტატისტიკა აბიტურიენტთა არჩევანის მიხედვით ასე გამოიყურება: ისტორია აირჩია 22 200-მდე აბიტურიენტმა; მათემატიკა - 15 700-ზე მეტმა აბიტურიენტმა; ბიოლოგია - 3 600-ზე მეტმა აბიტურიენტმა; ქიმია - 2 600-ზე მეტმა აბიტურიენტმა; გეოგრაფია - 2 200-ზე მეტმა აბიტურიენტმა; ფიზიკა - 700-მდე აბიტურიენტმა; ლიტერატურა - 1 300-მდე აბიტურიენტმა; სამოქალაქო განათლება - 2 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა; სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება კი - 300-ზე მეტმა აბიტურიენტმა.

    radio tavisupleba
  24. tvati
    რუსული ავიაკომპანია “აზიმუტი” და ქართული ავიაკომპანია Georgian Airways მოსკოვსა და თბილისს შორის ფრენების სიხშირეს ზრდიან.
    გამოცემა „ეხო-კავკაზა“ “აზიმუტის” ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ კომპანია კვირაში შვიდი რეისის ნაცვლად 14 რეისს შეასრულებს.
    „ამჟამად ფრენები ყოველ დილით სრულდება, ხოლო 5 ივლისიდან განრიგში გამოჩნდება საღამოს რეისიც“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
    „ეხო-კავკაზას“ ინფორმაციით, „თბილისი-მოსკოვი-თბილისის“ მიმართულებით კვირაში სამ რეისს დაამატებს Georgian Airways-ი.
    გამოცემა წერს, რომ მოსკოვსა და თბილისს შორის ფრენების სიხშირე, საერთო ჯამში, კვირაში 24 რეისამდე გაიზარდება.
  25. tvati
    პოლონეთის ქალაქ კრაკოვში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე ქართველმა კიკბოქსიორმა ლუკა შონიამ -75 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა.
    სპორტსმენმა პირველ ტურში იტალიელი ანდრეა მარი ნანიო 3:0 დაამარცხა, იმავე ანგარიშით კი პოლონელ იაკუბ პოკუსას სძლია. ფინალში კი შონიამ უკრაინელი ტიმურ ბრიკოვი 3:0 დაამარცხა.
    შეგახსენებთ, ევროპულ თამაშებზე საქართველოს ნაკრებმა ჯამში 4 ოქროს, 2 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

    ipn
×
×
  • შექმენი...