Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ბლოგ პოსტები დაპოსტილი tvati -ს მიერ

  1. tvati
    აშშ-ს ყოველთვის შეუძლია უკრაინის, როგორც მოკავშირის, იმედი ჰქონდეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
    “მსოფლიო ნათლად ხედავს, რომ ახლა ის, ვინც უკრაინასთან დგას, თავისუფლებას იცავს. და ჩვენი გამარჯვების შემდეგ მსოფლიო კიდევ ერთხელ დარწმუნდება, რომ ყოველთვის იმარჯვებს ის, ვინც თავისუფლებას აფასებს. გილოცავთ 4 ივლისს, ამერიკა! და, გთხოვთ, გახსოვდეთ, რომ თავისუფალთა და მამაცთა კოალიციაში თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ უკრაინის, როგორც მოკავშირის, იმედი გქონდეთ”, - განაცხადა ზელენსკიმ.
    უკრაინის პრეზიდენტის თქმით, “უკრაინული გამბედაობა ამერიკულ იარაღს ითვისებს” და დემოკრატიას იცავს, რომელსაც ორივე ქვეყანა თანაბრად აფასებს.
    “უკრაინულმა თავისუფლების სიყვარულმა თქვენი მხარდაჭერით ევროპის ჩვენს ნაწილში თავისუფლების ახალი ძლიერი ალი გააჩინა, რომელიც არ ჩაქრება და გარანტიას იძლევა, რომ ტირანია აღარასდროს გადაუვლის ევროპას,” - განაცხადა ზელენსკიმ.

    იპნ
  2. tvati
    სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბოლო ორი თვის განმავლობაში საქართველოში ტრიქინელოზის მეოთხე დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა.
    სააგენტო განმარტავს, რომ 3 ივლისს, სურსათის ეროვნულ სააგენტოში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან შევიდა შეტყობინება ტრიქინელოზის კლინიკურად დადასტურებული შემთხვევის შესახებ.
    პაციენტების განცხადებით, ისინი რეგულარულად ყიდულობდნენ ღორის ხორცს ხუდადოვის ქუჩაზე, სადაც სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფლებამოსილმა პირებმა 21 ივნისს არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს.
    ინფორმაციის თანახმად, სახელმწიფო კონტროლისას აღნიშნულ ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, კერძოდ, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა; კოროზირებული ინვენტარი, არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია; ბიზნესოპერატორს არ აქვს დანერგილი საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა (HACCP); დარღვეულია ეტიკეტირებისა და მიკვლევადობის წესი, რის გამოც ინდმეწარმე დაჯარიმდა 1000 ლარით და შეუჩერდა საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე და საქმიანობა - ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციამდე. ამასთან, 21 მაისიდან 15 ივნისის ჩათვლით ბიზნესოპერატორმა ვერ წარმოადგინა ფორმა N2.
    „თბილისის საქალაქო სამსახურმა ხორცის სარეალიზაციო ობიექტში მორიგი შეტყობინებისთანავე განახორციელა განმეორებითი სახელმწიფო კონტროლი; დღეისათვის ბიზნესოპერატორს გამოსწორებული აქვს ყველა შეუსაბამობა, თუმცა, სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს სახელმწიფო კონტროლს იმ სასაკლაოებში, საიდანაც აღნიშნული ობიექტი ღორის ხორცით მარაგდებოდა.
    ბოლო ორი თვის განმავლობაში ქვეყანაში დაფიქსირდა ტრიქინელოზის მეოთხე დადასტურებული შემთხვევა.
    ტრიქინელოზი არის დაავადება, რომელიც ადამიანს შესაძლოა დაემართოს მიკროსკოპული პარაზიტით ტრიქინელათი ინფიცირებული ცხოველების (ღორი, სხვა გარეული ცხოველი და ცხენი) ხორცის საკვებად მიღებისას.
    ხორცის დამარილება, შებოლვა და გაშრობა პარაზიტს არ კლავს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

    იპნ
  3. tvati
    სამხედრო სავალდებულო სამსახურის ერთი წლით გადავადების მოსაკრებელი 5 ათასი ლარი იქნება.
    ამჟამად სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებელი, 18 თვით გადავადებისათვის 2 000 ლარს შეადგენს. „თავდაცვის კოდექსის“ პროექტის პირვანდელი ვარიანტით მოსაკრებლის ოდენობა 10 ათასი ლარის ოდენობით იყო განსაზღვრული, რაც საკანონმდებლო ინიციატივის საკომიტეტო განხილვის დროს პროექტიდან ამოიღეს.
    დღევანდელ სესიაზე კი ცნობილი გახდა, რომ კანონით ჯარში გაწვევის გადავადების მოსაკრებელი 5 ათასი ლარი იქნება.
    „თავდაცვის კოდექსის“ განხილვა მეორე მოსმენით მიმდინარეობს.

    იპნ
  4. tvati
    უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ 494 ბავშვია დაღუპული.
    გარდა ამისა, ბავშვთა საქმეებზე მომუშავე პროკურორების თქმით, სხვადასხვა სიმძიმის ხარისხის დაზიანებები არა ნაკლებ 1036 ბავშვს აქვს მიღებული.
    უწყების მონაცემებით, დაზარალებული ბავშვების ყველაზე დიდი მაჩვენებელი დონეცკის - 472, ხარკოვის - 285, კიევის - 129, ხერსონის - 113, ზაპოროჟიეს - 91, ნიკოლაევის - 89, დნეპროპეტროვსკის - 83, ჩერნიგოვის - 71 და ლუგანსკის ოლქებზე - 67 მოდის.
    „მოცემული ციფრები საბოლოო არ გახლავთ. გრძელდება მუშაობა საბრძოლო მოქმედებების ჩატარების ადგილებში, დროებით ოკუპირებულ და აწ გათავისუფლებულ ტერიტორიებზე მსგავსი ფაქტების დასადგენად“, - ნათქვამია უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის განცხადებაში.
  5. tvati
    სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმები, ექთნები და მძღოლები, რომლებიც რამდენიმე თვის განმავლობაში ანაზღაურების ზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვდნენ, ამბობენ, რომ მათ წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები დაიწყო.
    მორიგი საპროტესტო აქცია მათ დღეს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ტრენინგცენტრთან გამართეს.
    მათი თქმით, ქვეყნის მასშტაბით 200-მდე თანამშრომელი გამოცდებში მიზანმიმართულად ჩაჭრეს და სამსახურიდან უსამართლოდ გაათავისუფლეს. გათავისუფლებულები კი ის პირები არიან, რომლებიც აქტიურად გამოდიოდნენ ქუჩაში პროტესტის გამოსახატავად.
    ექიმები ამბობენ, რომ 1 თვის წინ სასწრაფოს მძღოლი ტრენინგიდან პირდაპირ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ის  გარდაიცვალა. 65 წლის კაცის გარდაცვალებას სასწრაფოს ექიმები ნერვიულობას უკავშირებენ.
    ექიმების პროტესტს 29 ივნისს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი გამოეხმაურა. უწყებაში ამბობენ, რომ ცენტრის თანამშრომელს გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა სამჯერ აქვს. თუ პერსონალი გამოცდის მინიმალურ ბარიერს ვერც ერთ ჯერზე ვერ გადალახავს, მასთან შრომითი ურთიერთობები წყდება.
    ცენტრის ინფორმაციით, საქმე ეხება 63 თანამშრომელს, რომლებმაც გამოცდის ჩაბარება ვერ შეძლეს.
  6. tvati
    2023 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.6 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2023 წლის ივნისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.1 პროცენტი შეადგინა.
    „საქსტატის“ მონაცემებით ივნისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საკვებ პროდუქტებს შორის ყველაზე მეტად - 50%-ით გაძვირდა კიტრი.
    „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა თუ როგორი იყო კიტრის იმპორტის მაჩვენებელი საქართველოში.
      საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-მაისში წლიურად კიტრის იმპორტი გაზრდილია. კერძოდ, მიმდინარე წლის 1-ელ 5 თვეში იმპორტმა 9 130 ტონა შეადგინა, რაც ღირებულებით ნაწილში 3 559 340 აშშ დოლარი იყო. რაც შეეხება გასული წლის იანვარ-მაისის მაჩვენებლებს, ქვეყანაში 2 781 360 აშშ დოლარის 8 429 ტონა ახალი და გაცივებული კიტრი და კორნიშონები შემოვიდა.
    მიმდინარე წლის 1-ელ 5 თვეში კიტრის იმპორტი სულ 4 ქვეყნიდან განხორციელდა. საიმპორტო ქვეყნების ჩამონათვალი ასეთია:
    აზერბაიჯანი - 5 480 აშშ დოლარი; სომხეთი - 10 580 აშშ დოლარი; ირანი - 356 600 აშშ დოლარი; თურქეთი - 3 186 670 აშშ დოლარი.   ავტორი: თაია არდოტელი
  7. tvati
    საქართველოში მსესხებლების 11,8%-ს ვადაგადაცილება უფიქსირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი კრედიტს ვერ იხდიან.
    „კრედიტინფოს“ 2023 წლის მაისის სტატისტიკის მიხედვით, 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება, 228 183 მსესხებელს უფიქსირდება, კონტრაქტების რაოდენობა კი 463 440 -ს შეადგენს. საერთო ჯამში, მაისის მდგომარეობით საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი 1 932 796 ადამიანს აქვს, ჯამში 40 106 806 146 ლარის მოცულობის.
    აღსანიშნავია, რომ მსესხებლების 82.7% საბანკო სექტორზე მოდის, კერძოდ, მაისის მდგომარეობით, ბანკებიდან 36 487 196 387 ლარის მოცულობის კრედიტი სულ 1 599 006 მსესხებელს აქვს აღებული. ვადაგადაცილება კი ბანკის მსესხებლების 7.9 %-ს უფიქსირდება, რაც რაოდენობრივად 126 340-ია.
      ამასთან, სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების (მიკროსაფინანსო, სესხის გამცემი სუბიექტი) კრედიტორი 766 214 ადამიანია, გაცემული სესხების მოცულობა კი 3 151 409 269 ლარს შეადგენს. ხოლო ვადაგადაცილება ამ საფინანსო ინსტიტუტების 132 811 მსესხებელს უფიქსირდება.
    კიდევ 22 406 ადამიანს კი, ჯამში 468 200 490 ლარის სესხი აღებული აქვს სალიზინგო, სამშენებლო და სხვა ტიპის კომპანიისგან. აქ ვადაგადაცილება 4 278 ადამიანს უფიქსირდება.
     
      ავტორი: თაია არდოტელი
  8. tvati
    ზელენსკი მოუწოდებს ბაიდენს უკრაინის ნატო-ში დაუყოვნებლივ მიწვევისკენ, თუნდაც ალიანსში გაწევრიანება ომის დასრულებამდე არ მოხდეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.
    „ბაიდენი მხარს უჭერს ჩვენს მომავალს ნატო-ში, მაგრამ ახლა უკრაინის ალიანსში მიწვევა უკრაინელი ჯარისკაცებისთვის განსაკუთრებით დიდი მოტივაცია იქნება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
    ზელენსკის თქმით, მას ესმის, რომ უკრაინა ვერ გაწევრიანდება ნატო-ში ომის დასრულებამდე, თუმცა აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია იმის შეგრძნება, რომ მომავალში უკრაინა ნამდვილად მოკავშირეების გვერდით იქნება.
    „სიენენთან“ ინტერვიუში ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი არის გადაწყვეტილების მიმღები, იქნება თუ არა უკრაინა ნატო-ში.
    „ჩვენ ყველაფერი გვესმის, მაგრამ ეს სიგნალი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია და ეს დამოკიდებულია ბაიდენის გადაწყვეტილებაზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.
     

    ავტორი - მარიამ ახალაია
  9. tvati
    შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ფ. დამამძიმებელ გარემოებაში ორი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
    სამინისტროს ცნობით, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
    „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე თანასოფლელებს – 1952 წელს დაბადებულ გ.კ.-ს და ამავე წელს დაბადებულ მ.ზ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
    სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.
    გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
     

    ავტორი - ჟანა დიდებაშვილი
  10. tvati
    კანდიდატის სტატუსზე საბოლოო გადაწყვეტილებამდე ოთხი თვით ადრე, დღეს, შესასრულებელი 12 რეკომენდაციების სრულად შესრულების გეგმის ნაცვლად, მოვისმინეთ სულ მცირე 12 ტყუილი. ხელისუფლება განაგრძობს კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესის დივერსიას და ამით ალიბის შექმნას პასუხისმგებლობისგან გაქცევისთვის, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
    მისივე თქმით, ხელისუფლება ცდილობს, მსგავსი მანიპულაციების საშუალებით საზოგადოების ყურადღება კვლავ მიმართოს სტატუსის მიღებაზე და  ხელოვნურად აუფასურებს ხალხის მთავარ ამოცანას – რეკომენდაციების შესრულებით მოხდეს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება და არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსის მიღება.
    „დღევანდელი სპექტაკლის მთავარი მიზანია, ფაქტები გასაღდეს შეფასებებად, ფაქტებზე გაიხსნას დისკუსია და შემდეგ, საზოგადოებამ ხელისუფლებას მოსთხოვოს პასუხი სტატუსის ვერმიღებაზე, ან ჩაუთვალოს მას ეს გამარჯვებად, როცა ხელისუფლება უკვე გაწევრიანებების მოლაპარაკებებს უნდა ახორციელებდეს. ფაქტი და არა შეფასებაა ის, რომ შესრულდა სამი რეკომენდაცია და ხელისუფლებამ მიიღო 3-იანი, ისიც მინუსით ამ დავალებაში. ფაქტია ის, რომ მმართველი პარტიის ფორმალური თავმჯდომარე იტყუება, როცა ამბობს, რომ ინსტიტუტების გაძლიერების, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის, საარჩევნო ჩარჩოს დახვეწის, დეოლიგარქიზაციის და ა.შ. რეკომენდაციები შესრულდა მაშინ, როცა დამოუკიდებელი ინსტიტუტები გააუქმეს ან პარტიას დაუქვემდებარეს; იუსტიციის საბჭოს რეფორმა არ განახორციელეს, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები არ შეასრულეს; საბჭოში სანქცირებული მოსამართლეები ჰყავთ, რომელთა კორუფციის გამოსაძიებლად საგამოძიებო კომისიის შექმნაზე უარი თქვეს; ანტიკორუფციულ ბიუროს მთავარი – საგამოძიებო ფუნქცია არ მიანიჭეს; დამოუკიდებელი სახალხო დამცველი არ აირჩიეს; დეოლოგარქიზაციის ისეთ კანონის პროექტი შეიმუშავეს, რომელიც ვენეციის კომისიის შეფასების მიხედვით, არ უნდა იქნას მიღებული და სხვ. თითქოს გააძლიერეს საპარლამენტო ზედამხედველობა, თუმცა ვერც კი ბედავს, ქოლცენტრებზე ან სასამართლოზე შექმნას საგამოძიებო კომისია. ამ პირობებში კობახიძე რეკომენდაციებს შესრულებულად აცხადებს.
    პარტია „საქართველოსთვის“ პირველივე დღიდან მონაწილეობდა სამუშაო ჯგუფებში, სადაც წარვადგინეთ რეკომენდაციების რეალური შესრულებისკენ მიმართული კონკრეტული ინიციატივები, რომელთაგან „ოცნებამ“ არცერთი გაითვალისწინა. ეს მოცემულობა კვლავაც ადასტურებს, რომ ხელისუფლებას აღარ აქვს უნარი, შეასრულოს მთავარი დაკვეთა, გააწევრიანოს ქვეყანა ევროკავშირში და როგორც ჩანს, მიზანმიმართულად კარგავს ამ უპრეცედენტო შესაძლებლობას. ამის პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა და ჩვენგან, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეებისგან მიიღებს შესაბამის პასუხს“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
    პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით დღეს ანგარიში წარადგინა.
    როგორც კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პრიორიტეტები პრინციპულად შესრულდა და საბაბიც კი არ არსებობს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭოს.
     

    ავტორი - მანანა დევაძე
  11. tvati
    გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, გასულ კვირას განხორციელებული კვლევების შედეგების მიხედვით, შავი ზღვის წყლის სინჯებში ბიოგენური ელემენტების, მძიმე მეტალებისა და ჯამური ნავთობის ნახშირწყალბადების კონცენტრაციები ნორმის ფარგლებშია
    უწყებაში აცხადებენ, რომ გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს უკვე 10 დღეში ერთხელ, 9 სადგურზე ახორციელებს.
    სააგენტოს ცნობით, კვლევების შედეგად ისაზღვრება ზღვის წყლის ქიმიური პარამეტრები. კერძოდ, აღებული სინჯები საანალიზოდ გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში იგზავნება, რომელიც სააგენტოს განცხადებით, აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს.

    ნეტგაზეთი
  12. tvati
    უკრაინელი მწერალი ვიქტორია ამელინა, რომელიც უკრაინაში რუსეთის ომის დანაშაულებს სწავლობდა, მოსკოვის მორიგ იერიშს თავად შეეწირა. 37 წლის ქალს, სხვებთან ერთად, ქართველმა მწერლებმაც მიაგეს პატივი კიევის ეკლესიაში მიტანილი სამგლოვიარო თაიგულით.
    უკრაინის პენცენტრის თანახმად, ვიქტორია ამელინა 27 ივნისს, კოლუმბიელი მწერლებისა და ჟურნალისტების დელეგაციასთან ერთად, ქალაქ კრამატორსკის ერთ-ერთ რესტორანში სადილობდა, როცა რუსეთმა ქალაქზე სარაკეტო დარტყმა მიიტანა. ექიმების მცდელობის მიუხედავად, მძიმედ დაჭრილი ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
    ის პირველ ივლისს, კლინიკაში გარდაიცვალა.
    “ჩემი მეგობარი გვანცა ჯობავა შემხვდა რამდენიმე დღის წინ, რომელიც ახალი დაბრუნებული იყო კიევის წიგნის ფესტივალიდან. მან მითხრა, რომ ვიქტორია ამელინა, რომელიც ძალიან გამორჩეული მწერალი და აქტივისტია, იყო საკმაოდ მძიმედ დაჭრილი.
    უკვე გუშინ, დაგვეწია ამბავი ყველაზე ცუდი დასასრულით”, — ეუბნება “ნეტგაზეთს” მწერალი და სცენარისტი ნენე კვინიკაძე, რომელიც უკრაინელი კოლეგის დაღუპვის ამბავს აფასებს “გამოუთქმელად მძიმე დარტყმად” ქართველი მწერლებისათვის.
    “გარდა იმისა, რომ საუბარია ჩვენს კოლეგაზე და ასეთ საჭირო აქტივისტზე, ადამიანურად ძალიან მძიმე იყო ახალგაზრდა გოგოს ასეთი ტრაგიკული დაღუპვა”, — ამატებს ის.
    ქართველ მწერლებს სურდათ, პატივი მიეგოთ დაღუპული კოლეგის ხსოვნისათვის ისე, როგორც შეეძლოთ: ისინი კიევში მყოფ ქართველ აქტივისტს, გიგა მაქარაშვილს დაუკავშირდნენ და სთხოვეს, ეკლესიაში, სადაც ვიქტორიას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა, მწერლების სახელით გვირგვინი მიეტანა.
    “გიგას დახმარებით შევძელით, რომ ეკლესიაში არის ქართული დროშით გაფორმებული გვირგვინი, ქართველი მწერლების გამოსამშვიდობებელი სიტყვით. ეს ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია”, — აღნიშნავს ნენე კვინიკაძე.
    მისი თქმით, სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ სხვადასხვაგვარად წარიმართა იმ უკრაინელი მწერლების ცხოვრება, რომლებთანაც კონტაქტი აქვს: ზოგიერთი ახლაც უკრაინაშია, ზოგი კი, შვილებთან ერთად, სხვა ქვეყნებში გადავიდა. თუმცა, კვინიკაძის სიტყვებით, ყველა ამ ადამიანს ტკივილი და ბრძოლა აერთიანებს.
    “მათი ყოველდღიურობა ორხაზიანია: ერთი, როგორც სამოქალაქო აქტივისტების და მეორე, ეს არის პროფესიული ხაზი, რადგან ყველანი ყოველდღიურად ვრწმუნდებით იმაში, რომ ხელოვნებას, ლიტერატურასა თუ თეატრს ზემოქმედების ძალიან დიდი ძალა აქვს.
    მათ ეს ძალიან კარგად იციან და არ აჩერებენ [შემოქმედებით] პროცესს, რაც თითქოს მეტ ძალასა და სიცოცხლისუნარიანობას მატებთ როგორც თავად, ისე სხვებს. ის, რომ კიევში რამდენიმე დღის წინ წიგნის ფესტივალი ჩაატარეს, მიუთითებს იმაზე, რამდენად ძლიერები არიან და როგორ არ ნებდებიან”, — გვეუბნება ქართველი მწერალი.
    ვიქტორია ამელინა 1986 წლის პირველ იანვარს, ლვოვში დაიბადა. მისი სადებიუტო წიგნი 2014 წელს გამოქვეყნდა, 2015 წლიდან კი თავისი კარიერა, რომელიც საინფორმაციო ტექნოლოგიებთან იყო დაკავშირებული, მიატოვა და მთლიანად ორიენტირდა წერაზე.
    ამელინას შემოქმედება პოლონურ, ჩეხურ, გერმანულ, ნიდერლანდურ და ინგლისურ ენებზეა ნათარგმნი.
    2022 წლიდან მწერალი ერთ-ერთ უფლებადამცველ ორგანიზაციას შეუერთდა, რის შემდეგაც რუსეთის ომის დანაშაულებს აღწერას შეუდგა უკრაინის იმ ტერიტორიებზე, რომლებიც არმიამ ოკუპანტებისაგან გაათავისუფლა. ის ასევე მოუწოდებდა მსოფლიოს ქვეყნებს, იარაღი მიეწოდებინათ რუსეთის თავდასხმის ქვეშ მყოფი უკრაინისთვის.
    ამავე პერიოდში ვიქტორია ამელინამ იმუშავა წიგნზე, რომელიც რუსეთის ომის დანაშაულების შესწავლაში ჩართული უკრაინელი ქალების ცხოვრებას აღწერს. უკრაინის პენცენტრის ცნობით, წიგნი ინგლისურ ენაზეა და ის მალე უნდა გამოქვეყნდეს საზღავრგარეთ.

    ნეტგაზეთი
  13. tvati
    საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა 8 მარტს პარლამენტთან ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების საქმეზე შსს სამართალდარმღვევად ცნო და სახდელის სახით 500 ლარის გადახდა დააკისრა.
    „საქმე შეეხება 2023 წლის 8 მარტს, ქალაქ თბილისში, საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა) მუხლების სავარაუდო დარღვევისათვის დაკავებულ პირებს.
    კერძოდ, დაკავებული პირების საქმეების სასამართლოში წარდგენის ეტაპზე, თითოეული პირის საქმის მასალებში მტკიცებულების სახით წარდგენილი იყო „შეტყობინება“, რომელშიც მითითებული იყო 43 დაკავებული პირის პერსონალური მონაცემები – სახელი, გვარი, დაბადების წელი და ადმინისტრაციული წესით დაკავების სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, იმის მიუხედავად, რომ საქმეების განხილვა ინდივიდუალურად მიმდინარეობა ყველა პირის საქმეში იყო სხვა პირების შესახებ ხსენებული ინფორმაციები.
    პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ „კონკრეტული პირის მიმართ მიმდინარე საქმისწარმოების ფარგლებში საჭიროებას არ წარმოადგენდა სხვა დაკავებული პირების შესახებ ინფორმაციის დამუშავება“. შესაბამისად, დაკავებული პირების მიმართ არსებულ საქმეებში სხვა პირების შესახებ ინფორმაციის დაუფარავი ფორმით განთავსება მიჩნეულ იქნა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სამართალდარღვევად.
    აღსანიშნავია, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ უკვე არაერთი გადაწყვეტილება აქვს მიღებული მონაცემების უკანონო დამუშავებასთან დაკავშირებით. ამის მიუხედავად, დღემდე პრობლემურია უწყებაში მსგავსი პრობლემების სისტემური გადაწყვეტა.
    განმცხადებლების ინტერესებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში საია წარმოადგენდა. გადაწყვეტილება ამ ეტაპზე არ არის შესული კანონიერ ძალაში“, – ნათქვამია საიას განცხადებაში.

    პუბლიკა
  14. tvati
    შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ195-196 (ქ. ზესტაფონი) მონაკვეთზე, 2023 წლის 3 - 7 ივლისს, დაგეგმილია პირველი და მეორე მთავარი სარკინიგზო ლიანდაგების კვეთაზე არსებული გადასასვლელების კაპიტალური შეკეთება, რის გამოც, 3, 4, 5, 6 და 7 ივლისს, ყოველდღე 10:00 სთ-დან, 18:00 სთ-მდე, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
    დროის აღნიშნულ პერიოდში, მსუბუქი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ქალაქ ზესტაფონის გავლით, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
    ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
  15. tvati
    უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის მდივნის, ალექსეი დანილოვის განცხადებით, ნომერ პირველ ამოცანას უკრაინის ჯარისთვის რუსული არმიის ცოცხალი ძალის, ტექნიკის, საწვავის საწყობების, საბრძოლო კომპლექტების, სამეთაურო პუნქტების, არტილერიის და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების განადგურება წარმოადგენს.
    მისივე თქმით, უკრაინული მხარე მოქმედებს მშვიდად, აწონ-დაწონვით და ნაბიჯ-ნაბიჯ.
    „მეტი ტექნიკაა განადგურებული - მეტი ტერიტორია არის გათავისუფლებული. რაც უფრო ეფექტურია პირველი, მით მეტია მეორე. ვმოქმედებთ მშვიდად, აწონ-დაწონით, ნაბიჯ-ნაბიჯ“, - განაცხადა ალექსეი დანილოვმა.

    იპნ
  16. tvati
    დონბასში რუსული სპეცრაზმის მეთაური, პოლკოვნიკი ევგენი პისარენკო, მეტსახელად „დიდი“ მოკლედ.
    პისარენკოს ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაციას სპეციალური დანიშნულების რაზმის, „ახმატის“ ხელმძღვანელი აფთი ალაუდინოვი ავრცელებს.
    ჩეჩნური სპეცდანიშნულების რაზმი „ახმატი“ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის პირველი დღიდან იღებს.

    იპნ
  17. tvati
    უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლის, ანდრეი კოვალიოვის განცხადებით, ბახმუტის მიმართულებაზე უკრაინის არმია წარმატებით აღწევს დასახულ მიზნებს.
    მისივე თქმით, რუსულ ჯარს დიდი დანაკარგი აქვს. კერძოდ, მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში ლიკვიდირებულია 770 რუსი სამხედრო, განადგურებულია 32 საარტილერიო სისტემა, 29 უპილოტო და 9 საბრძოლო ჯავშანმანქანა.
    „ქალაქის ჩრდილოეთით და სამხრეთით თავდაცვის ძალები აგრძელებენ ზეწოლას, წარმატებით იბრუნებენ მოწინააღმდეგის მიერ ადრე დაკავებულ პოზიციებს”, - განაცხადა ანდრეი კოვალიოვმა.

    იპნ
  18. tvati
    “დღეს არანაირი უპირატესობა “ქართულ ოცნებას” “ნაციონალურ მოძრაობასთან” აღარ შერჩა. 2010, 2011, 2012 წლის, მათთვის კარგად ნაცნობი ავტორიტარული რეჟიმის ელემენტებს იყენებს ყოველდღიურად. შესაბამისად, როგორც დაასრულა ნაციონალურმა მოძრაობამ, ისე დაასრულებს ეს ხელისუფლებაც მმართველობას. რაც უფრო მეტად გაამყარებს ამ რეჟიმს, მით უფრო სწრაფად მოხდება ეს ყველაფერი.”

      ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი 358064276_1959152757791125_8795509724744753292_n.mp4
  19. tvati
    მე და საქართველოს ყველა მოქალაქემ ვიცით და არავისგან  გვესწავლება, რომ პატიმრის მიმართ არ შეიძლება დამცინავი დამოკიდებულება გქონდეს - არ შეიძლება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ემპათია არ გაგაჩნდეს, მაგრამ მე ასევე ვიცი, რომ ამ ადამიანის (სააკაშვილის) დამოკიდებულება, როგორც საკუთარი ჯანმრთელობის, ისე პარტიის მიმართ, პოლიტიკაში დაბრუნებაზე საუბრით არის პარაზიტული, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ გადაცემაში "პირველი ხაზი" განაცხადა.


    მისი თქმით, მიხეილ  სააკაშვილი “ოცნებისთვის” არის მაშველი რგოლი, რათა ამ უკანასკნელმა  ძალაუფლება შეინარჩუნოს.


    "კითხვის ნიშნები ამ ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ხელოვნურად შექმნა “ოცნებამ” და “ნაციონალურმა მოძრაობამ. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებების მესმის. ის საუბრობს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეზე და ბუნებრივია შესაძლოა წუხდეს მასზე. მაგრამ ყველაზე დიდი დამნაშავე, რომ სააკაშვილი დღეს ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებში ფაქტორია, არის “ქართული ოცნება”, რომელმაც ეს ბუდნოვანება შექმნა სააკაშვილის ჯანმრთელობის გარშემო და მათ შორის თავად სააკაშვილი, “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად, რადგან ხელს უწყობს ამ ყველაფერს. “ნაციონალური მოძრაობისთვის” ამ ქვეყნის ისტორია 2003 წლიდან იწყება, “ოცნებისთვის” 2012 წლიდან, ხოდა გვაცადეთ საქართველოს მოქალაქეებს, ვისაც არსებობის უფრო დიდი ისტორია გვაქვს .”, - განაცხადა  ბერდია სიჭინავამ.  10000000_304605305351988_6068056544030767633_n.mp4
  20. tvati
    გერმანიის თავდაცვის მინისტრის ბორის პისტორიუსის განცხადებით, უახლოეს კვირებში უკრაინა გერმანიისა და დანიისგან ათობით Leopard 1-ის ტიპის ტანკს მიიღებს.
    მისივე განმარტებით, ამა წლის მაისში გერმანიამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მიიღო.
    „უახლოეს მომავალში უკრაინა ათობით საბრძოლო ტანკს მიიღებს. ამ ქვეყნისთვის 2,7 მლრდ. ევროს ღირებულების დახმარების ახალი პაკეტი მივიღეთ, რომელიც შეიარაღებაში მის მოთხოვნილებას ითვალისწინებს, მათ შორის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები IRIS-T SLM“, - განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.

    ipn
  21. tvati
    გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ორი მეზობელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
    შემთხვევა 1 საათის წინ მოხდა. მკვლელობის მოტივი უცნობია, თუმცა, როგორც ადგილობრივები ამბობენ, მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
    ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

    ipn
  22. tvati
    უკრაინა საქართველოს ელჩს 48 საათის განმავლობაში კიევის დატოვებას სთავაზობს.
     
    როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, უკვე დაავალა საგარეო საქმეთა სამინისტროს, დაუკავშირდეს საქართველოს ელჩს უკრაინაში, გამოხატოს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ძლიერი პროტესტი და შესთავაზოს უკრაინის დატოვება 48 საათის განმავლობაში საქართველოს დედაქალაქთან კონსულტაციებისთვის.
     
    „ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ოფიციალურ თბილისს, შეწყვიტოს ეს დაცინვა და შეთანხმდეს სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე. ჩვენმა პარტნიორებმა ასევე შემოგვთავაზეს სხვადასხვა სამაშველო ვარიანტები.
    დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს დავავალე, რომ დაურეკოს საქართველოს ელჩს უკრაინაში, გამოხატოს მის წინაშე ძლიერი პროტესტი და შესთავაზოს უკრაინის დატოვება 48 საათის განმავლობაში საქართველოს დედაქალაქთან კონსულტაციებისთვის.
    კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი უკრაინას გადასცეს საჭირო მკურნალობისა და ზრუნვისთვის და მე მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორებს, არ უგულებელყოთ ეს ვითარება და გადაარჩინოთ ეს ადამიანი. ევროპაში არცერთ ძალას არ აქვს უფლება სიკვდილით დასაჯოს ადამიანები, სიცოცხლე არის ძირითადი ევროპული ღირებულება“, - წერს ზელენსკი.

    ipn
  23. tvati
    აქონდროპლაზიის მართვის პროტოკოლზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის წევრის, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, აქონდროპლაზიის მართვის პროტოკოლი სავარაუდოდ, 15-20 ივლისს დამტკიცდება. ამის შესახებ მან აქონდროპლაზიის მართვის პროტოკოლზე მომუშავე სამუშაო ჯგუფისა და იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
    მისივე თქმით, საქართველო იქნება მესამე ქვეყანა, რომელსაც აქონდროპლაზიის მართვის ეროვნული პროტოკოლი ექნება.
    „დღევანდელ შეხვედრაზე განხილული იყო პროტოკოლის საბოლოო ვერსია და ასევე, ის შენიშვნები, რაც იყო მიღებული ექსპერტებისგან, რეცენზენტებისგან პროტოკოლის ცალკეულ დებულებებთან დაკავშირებით. საბოლოო ჯამში, ჩვენ ალბათ, უკვე უახლოეს დღეებში გვექნება ეროვნული პროტოკოლის საბოლოო ვერსია და შემდეგი ეტაპი არის ამ პროტოკოლის განხილვა და დამტკიცება „გაიდლაინებისა“ და პროტოკოლის ეროვნულ საბჭოზე. მოსალოდნელია, რომ ეს პროცესი, როგორც დღეს აღინიშნა, უახლოესი კვირის ან ორი კვირის განმავლობაში დასრულდება და „გაიდლაინების“ საბჭო საბოლოოდ დაამტკიცებს პროტოკოლის იმ ვერსიას, რომელიც შემდეგ უნდა იყოს ხელმოწერილი ჯანდაცვის მინისტრის მიერ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პროტოკოლის ამ ვერსიას განიხილავს ექსპერტი და საბოლოო ჯამში, ამ პროტოკოლს ექნება როგორც სამუშაო ჯგუფის, ისე ქართველი და უცხოელი ექსპერტების შეფასება, რაც იქნება, ალბათ, უკვე საბოლოო შესაძლებლობა იმისა, რომ მივიღოთ ყოველმხრივ შეფასებული და ლიცენზირებული ეროვნული პროტოკოლი. კონკრეტული ვადა არ იყო დასახელებული. წინასწარი მოლოდინია, რომ 15-20 ივლისისთვის უკვე იქნება პროტოკოლი გატანილი და მიღებული „გაიდლაინების“ ეროვნულ საბჭოზე“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

    ipn
  24. tvati
    ევროკომისიის თავმჯდომარის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი უკრაინის, მოლდოვას და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გარეშე წარმოუდგენელია.
    მან ასევე ხაზი გაუსვა ევროკავშირის გაფართოების მხარდაჭერისა და რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის წინააღმდეგ კიევის დახმარების მნიშვნელობას და აღნიშნა „უკრაინელი ხალხის შთამბეჭდავი გამძლეობა და დაჟინება“.
    „უკრაინაში ომის დაწყებიდან უკვე 500 დღე არის გასული, ახლა ჩვენს ვალდებულებას ამ ხალხის მხნეობის შესაბამისობა წარმოადგენს. შემდგომი ექვსი თვის განმავლობაში უკრაინის კონტექსტში ჩვენი ფინანსური დახმარება 50 მლრდ. ევროს შეადგენს და მასში რეფორმების ხელშეწყობა, სამხედრო დახმარება და რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციები წარმოადგენს“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

    ipn
  25. tvati
    რუსთავში დაკარგული 14 წლის მოზარდი მტკვარში გარდაცვლილი იპოვეს. მას 5 დღე ეძებდნენ.
    მოზარდის ცხედარი გაუჩინარების ადგილიდან, დაახლოებით 23 კილომეტრში იპოვეს მაშველებმა.

    ნეტგაზეთი
×
×
  • შექმენი...