დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის (DRI) განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში ქვეყნის უსაფრთხოების გამოწვევებს არ პასუხობს.
დღეს, 7 ივლისს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქართველოს პარლამენტს 3 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე 2022 წლის საქმიანობის ანგარიშის წარადგენს.
წინა წლების პრაქტიკის მსგავსად, პარლამენტს ანგარიშს სუს-ის უფროსის მოადგილე აცნობს, რაც DRI-ის შეფასებით, პარლამენტის რეგლამენტის დარღვევაა. რადგან ორგანიზაციის განცხადებით, სწორედ მათი ინიციატივით შევიდა რეგლამენტის ჩანაწერში ცვლილება, რომლის მიხედვითაც პარლამენტს ანგარიში
რაც შეეხება ანგარიშს, DRI-ის შეფასებით, 2022 წლის საქმიანობის ანგარიში მნიშვნელოვნად არ განსხვავდება 2021 წელის ანგარიშისგან, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომმა საქართველოსთვის უსაფრთხოების გამოწვევები მნიშვნელოვნად გაზარდა და გარკვეულწილად, შეცვალა.
ანგარიშში უსაფრთხოების ძირითად პრობლემებს შორის რუსული ოკუპაცია და ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ განთავსებული რუსეთის სამხედრო ბაზებია მითითებული. გამოწვევადაა მითითებული „უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების სადაზვერვო საქმიანობა“ ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენებით. DRI ხაზს უსვამს, რომ რუსეთის სპეცსამსახურები ამ კონტექსტში ნახსენები არაა.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დაკვირვებით, ანგარიშის არც ერთ ნაწილში, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული თავის გარდა, არაა ნახსენები რუსეთის ფედერაციის უკანონო მოქმედებები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.
„ნიშანდობლივია, რომ რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზე არაა საუბარი ისეთ ქვეთავებში, როგორებიცაა: „დეზინფორმაცია და „ჰიბრიდული ომის“ სხვა საფრთხეები“, „დეზინფორმაცია და პროპაგანდა“, „ე.წ. რბილი ძალა და ფარული ოპერაციები“ და „კიბერუსაფრთხოება“. იმ ფონზე, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციები, განსაკუთრებით უკრაინის წინააღმდეგ ომის კონტექსტში, რუსეთს დეზინფორმაციის გამავრცელებელ მთავარ აქტორად ასახელებენ, ანგარიშის დუმილი რუსეთის როლზე საქართველოში მიმდინარე ინფორმაციით მანიპულაციის ოპერაციებზე, კითხვებს იწვევს“, – ნათქვამია DRI-ის განცხადებაში.
ორგანიზაციის შეფასებით, ანგარიშის დიდი ნაწილი კვლავ გაჯერებულია ზოგადი შინაარსის ფრაზებით, სათანადო კონკრეტიკის გარეშე.
„თუ მაგალითად, ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით ჩატარებული საქმიანობის აღწერისას ანგარიში შედარებით დეტალურია – დასახელებულია ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული პირის ვინაობა, მოყვანილია კონკრეტული ფაქტები, სტატისტიკური მონაცემები, ანგარიშის ის ნაწილი, რომელიც ჰიბრიდულ ომს შეეხება, უკიდურესად ბუნდოვანი და ორაზროვანია. ანგარიშში ზოგადად მითითებულია საზოგადოებაში პოლარიზაციის გაღრმავებისკენ მიმართულ ქმედებებზე, სახელმწიფო ინსტიტუტების დაზიანების მცდელობებზე და სოციოლოგიურ გამოკითხვებზე, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები უცხო ქვეყნების დაფინანსებით ატარებენ, შესაბამისი ორგანიზაციების და სახელმწიფოების დასახელების გარეშე.
ეს ყოველივე აჩენს კითხვას – თუ სუსს აქვს ინფორმაცია რომელიმე ორგანიზაციის სახელმწიფო ინსტიტუტების დამაზიანებელ მოქმედებებში მონაწილეობის შესახებ უცხო ქვეყნის დაფინანსებით ან მათი სხვაგვარი ხელშეწყობით, რატომ არ არიან ეს ორგანიზაციები დასახელებული, მაშინ როდესაც ანგარიშის სხვა თავში, მაგალითად, საჯაროა ტერორიზმში ბრალდებული ადამიანის ვინაობა“, – ნათქვამია DRI-ის განცხადებაში.
ორგანიზაციის განცხადებით, მიუხედავად ღიად პრორუსი ულტრამემარჯვენე ჯგუფების უკიდურესად გააქტიურებისა და მათი მხრიდან პოლიტიკურ დღის წესრიგზე მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენის მოხდენის მცდელობისა, ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყება, ამ საკითხსაც ყურადღების მიღმა ტოვებს.
„ტექსტის ბუნდოვანი ფორმულირების გამო, გაუგებარია, „ორგანიზაციებზე“ მითითება უბრალო სპეკულაციაა, თუ აქვს რამე რეალური საფუძველი. ბუნდოვანია, სუს-ი საფრთხედ მხოლოდ რუსეთის ფედერაციის მიერ დაფინანსებულ პოლიტიკურ ორგანიზაციებს მიიჩნევს, თუ ოპოზიციის (მათ შორის საპარლამენტო) მიერ ჩატარებულ საპროტესტო გამოსვლებში ხედავს სახელმწიფო უსაფრთხოების რისკს“, – ნათქვამია DRI-ის განცხადებაში.
DRI-ის განცხადებით, მნიშვნელოვანი იქნება, თუ სუს-ის საქმიანობის ანგარიში ამ საკითხზე ორაზროვნების სივრცეს არ დატოვებს.
„მით უფრო რომ „უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების“ კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული კონტექსტი კიდევ უფრო გაუგებარს ხდის, თუ ვის მიიჩნევს ხელისუფლება საფრთხედ“, – ნათქვამია DRI-ის განცხადებაში.
“როცა ბიძინა ივანიშვილის ფინანსურ ინტერესებს ეხება საქმე მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდებიან ხოლმე სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოები. ერთი ადამიანის მსახურებაშია გადასული ყველა სახელმწიფო ინსტიტუცია. მთავარი ის არის, რომ სახელმწიფოს დახმარებით მიღებული სიკეთეები ელიტური ოჯახების ჯიბეებში ილექება.
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელისუფლებამ უკვე დაიწყო წინასაარჩევნო მზადება და საზოგადოებას სიგნალი გაუგზავნა, როგორი იქნება ეს პერიოდი. მათ აწყობთ მოცემულობა, რომ ნაციონალური მოძრაობა არის მტრის ხატი, რომელსაც უსწორდებიან ფიზიკურად და თუ გავიხსენებთ 2012 წელს ნაციონალური მოძრაობაც მსგავსად იქცეოდა. ეს არის მეთოდი, რომელიც განწირულ ხელისუფლებებს ახასიათებთ ხოლმე და ყველამ
ვიცით მათი ლოგიკური დასასრული.”
ბერდია სიჭინავა, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი
358619896_661016488800888_2501685516992950177_n.mp4
ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) ალცჰაიმერის სამკურნალო პრეპარატს სრული ავტორიზაცია მიანიჭა, რაც გულისხმობს, რომ სადაზღვევო კომპანიები ამ პრეპარატით დაავადების მკურნალობის ხარჯების დაფარვას დაიწყებენ.
როგორც გამოცემა ABC წერს, წამალ Leqembi-ის გამოყენება შეეძლებათ დემენციისა და ალცჰაიმერით გამოწვეული სხვა სიმპტომების მქონე ადამიანებს. ესაა პირველი პრეპარატი, რომელმაც აჩვენა, რომ მას დანამდვილებით შეუძლია შეანელოს დაავადებით გამოწვეული კოგნიტური დაქვეითება.
წამლების დამამზადებელმა იაპონურმა კომპანია Eisai-მა თანხმობა იანვარში მიიღო, რაც Leqembi-ის მიერ ნაჩვენებმა შედეგებმა განაპირობა. FDA-მა ეს შედეგები დაადასტურა 1,800 პაციენტზე ჩატარებული კვლევის გადახედვის შემდეგ, რომლის თანახმადაც, მედიკამენტმა 5-თვიანი მკურნალობის ფარგლებში, შეანელა მეხსიერებისა და აზროვნების დაქვეითება.
”ამ კვლევამ დაადასტურა, რომ ეს არის უსაფრთხო და ეფექტური მკურნალობა ალცჰეიმერის დაავადების მქონე პაციენტებისთვის”, - თქვა FDA-ის ნევროლოგიის პრეპარატების დირექტორმა, ტერეზა ბურაჩიომ.
წამლის რეცეპტში შეტანილი იქნება ინფორმაცია და სერიოზული გაფრთხილება, რომ მისმა გამოყენებამ, იშვიათ შემთხვევებში, შესაძლოა, გამოიწვიოს თავის ტვინის შეშუპება და სისხლდენა.
აღსანიშნია, რომ პაციენტები დიდი ხანია ითხოვენ FDA-სგან მიანიჭოს მედიკამენტს სრული ავტორიზაცია, რადგან სადაზღვევო კომპანია Medicare უარს ამბობდა ხარჯების დაფარვაზე, თუ Leqembi-ის ავტორიზაცია არ ექნებოდა.
ახლა კი სადაზღვევო პაკეტში ეს მედიკამენტიც შევა, თუმცა გაგრძელდება მასზე დაკვირვება და ინფორმაციის მოგროვება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მუშაობს ის.
რაც შეეხება მეორე ანალოგიურ პრეპარატს, Aduhelm-ს, მას ავტორიზაციას ჯერ წლები აშორებს.
საავადმყოფოებისა და სამედიცინო კლინიკების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ადამიანების მიერ წამლის მიღების დაწყებას, შესაძლოა, გარკვეული დრო დასჭირდეს.
აუცილებელია, პრეპარატი მხოლოდ იმ პაციენტებმა მიიღონ, რომლებსაც ეს ნამდვილად სჭირდებათ. ექთნები უნდა გადამზადდნენ და პაციენტები მონიტორინგის ქვეშ იყვნენ განმეორებით ტვინის სკანირებით, რათა შეამოწმონ შეშუპების ან სისხლდენის შემთხვევებს ხომ არ აქვს ადგილი.
Eisai-მა ინვესტორებს განუცხადა, რომ შესაბამისი დიაგნოზის მქონე, დაახლოებით, 100,000 ამერიკელს შეეძლება მიიღოს Leqembi 2026 წლისთვის.
ავტორი:
კახი ჩაკვეტაძე
ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორად დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს საჩხერის სამედიცინო ცენტრში დაუდასტურა.
ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრის პოსტს 2019-2021 წლებში იკავებდა. მინისტრად დანიშვნამდე კი ის 2015–2019 წლებში „საჩხერის რაიონული საავადმყოფო პოლიკლინიკური გაერთიანების“ გენერალური დირექტორი იყო.
ჯანდაცვის მინისტრის პოსტიდან წასვლის შემდეგ კი ის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილედ დაინიშნა.
ზესტაფონი-თერჯოლას გზაზე, „რომპეტროლის“ ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა.
როგორც ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი თხევადი აირის ავზის აფეთქებამ გამოიწვია. მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა, რომელიც სასწრაფო დახმარებამ კლინიკაში გადაიყვანა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
ფოტო: ფორმულა
აფხაზური მედიის ცნობით, დე ფაქტო ვიცე პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ აფხაზეთის აღმოსავლეთ ნაწილში განთავსებული სამხედრო ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაათვალიერა.
როგორც apsadgil.info წერს, გალის რაიონში მშენებარე ინფრასტრუქტურის ინსპექტირება ასევე უშიშროების საბჭოს მდივანის, სერგეი შამბას და ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩევლის, რაულ ლოლუას მიერ განხორციელდა.
რა ტიპის სამხედრო ინფრასტრუქტურულ პროექტზეა საუბარი, აფხაზურ მედიაში დაკონკრეტებული არაა.
ამასთან, დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ აფხაზეთის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ნაციონალური უსაფრთხოება და მაღალი თავდაცვისუნარიანობა დაასახელა.
“იცით, რომ ეს ძალიან ხარჯიანი სფეროა და გვჭირდება კოლოსალური რესურსების მოძიება თავდაცვისუნარიაობის გარკვეულ დონემდე გასაზრდელად. ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ და შესაბამისი შეიარაღებული ძალები გვჭირდება, რისთვისაც მთლიანი ქვეყნის ბიუჯეტია საჭირო”.
მისივე თქმით, რამდენიმე წლის წინ აფხაზეთის შეიარაღებული ძალების მოდერნიზებისთვის [რაც ხელმოწერილი შეთანხმებით, ოჩამჩირეში რუსული ბაზის მშენებლობას ითვალისწინებდა], რუსეთის მიერ შემოთავაზებულ დახმარებაზე აფხაზეთმა უარი თქვა იმ მოტივით, რომ სანაცვლოდ რუსეთი იჯარით იღებდა ამ ტერიტორიებს, რაც, ბჟანიას თქმით, არასწორი ნაბიჯი იყო სოხუმის მხრიდან.
შიდა ქართლის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარე ტერიტორიიდან ოკუპანტებმა საქართველოს 6 მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირველი მოადგილის, ალექსი ბატიაშვილისგან გახდა ცნობილი. საკითხზე მან პარლამენტში, სუს-ის ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.
მისი ცნობით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ჩართული არიან საერთაშორისო პარტნიორები.
5 ივლისს, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ დისევის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე ლაშა ხეთერელი.
საქართველოს მოსახლეობა თავის მომავალს მხოლოდ ევროპასთან ერთად და ევროპაში ხედავს და მას არასოდეს გადაუხვევია ამ ეგზისტენციური არჩევანიდან, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 48-ე პლენარული სესიის მონაწილეებს, რომლებისთვისაც პრეზიდენტის სახელით მიღება გაიმართა.
ამასთან, ზურაბიშვილის თქმით, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის თაობაზე მოსალოდნელმა გადაწყვეტილებამ, „კიდევ უფრო უნდა მიაბას საქართველო ევროპას, გააძლიეროს მისი დემოკრატია და სტაბილურობა“.
„საქართველო მოხარულია, რომ პირველად მასპინძლობს ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეასა და პლენარულ სესიას. მაქვს პატივი, მოგესალმოთ ყველას: დელეგატებს, რომლებიც 28 წევრ და ასოცირებულ სახელმწიფოსა და 10-ზე მეტ რეგიონს წარმოადგენენ.
საქართველო, რომელიც თქვენი 48-ე სესიის მასპინძელია, ამაყობს, იმით, რომ ერთ-ერთი ქვეყანაა, სადაც ფრანგულმა, როგორც კულტურისა და ევროპისადმი ღიაობის ენამ, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. უნივერსალური, მოწოდების ენის გამოყენება აშკარად წარმოადგენს აუცილებლობას მსოფლიოში ნაკლებად გავრცელებული და იშვიათი ენის მქონე ქვეყნისთვის.
საბჭოთა კავშირის დახურულ სივრცეში, რუსული დაგვიწესდა, როგორც კომუნიკაციის სავალდებულო ენა, თუნდაც როგორც მორჩილების ენა. თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ დაბრუნება დაემთხვა ახალი სივრცეების გახსნას, ახალ ორგანიზაციებში შესვლას, სადაც ინგლისური დღეს კომუნიკაციის მთავარი, თუმცა არა ექსკლუზიური ენაა ამ გლობალიზებულ სამყაროში. თუმცა, ფრანგული განსაკუთრებულ ადგილს ინარჩუნებს, განსაკუთრებულ ადგილს აქ, როგორც კულტურის ენა, უპირველეს ყოვლისა, არჩევანის ენა და კვლავაც ევროპისადმი ღიაობის ენა.
მაგრამ, ფრანკოფონიის ასამბლეა გაცილებით მეტია, ვიდრე იმ ქვეყნების შეხვედრა, რომლებიც სხვადასხვა ხარისხით იზიარებენ ფრანგული ენის გამოყენებას. ბევრი სხვა, მულტილატერალური ფორმების მსგავსად, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეა დროთა განმავლობაში, იქცა სივრცედ, რომლის წევრ ან ასოცირებულ სახელმწიფოებს აერთიანებთ ბევრად უფრო მეტი, ვიდრე ენა, და ეს საერთო პროექტები და საერთო ღირებულებებია.
დღეს მსოფლიოში და სხვადასხვა ადგილას მულტილატერალიზმისა და საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპები - საზღვრების, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემა, თავდასხმის ქვეშაა, ან პირდაპირ ირღვევა.
ეს დარღვევები და არსებითი პრინციპების ეჭვქვეშ დაყენება აშკარაა უკრაინაში, სადაც რუსული აგრესია განაგრძობს რუსული იმპერიალიზმის ნამდვილი სახის გამოვლენას. ეს რეალობა, რომლის ხილვის საშუალება თქვენ თავად მოგეცათ აქ, საქართველოში, სადაც რუსეთი კანონისა და სამართლიანობის დარღვევით იკავებს ჩვენი ტერიტორიის 20%-ს.
5 ივლისს საოკუპაციო ხაზთან თქვენი ვიზიტი მნიშვნელოვანია ჩვენთვის, როგორც სოლიდარობის ნიშანი და მნიშვნელოვანია თქვენთვისაც, რადგან ეს საშუალებას მოგცემთ წარმოიდგინოთ ეს მიუღებელი რეალობა და გაზომოთ, თუ როგორ არ აქვს ალტერნატივა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს: მხოლოდ უკომპრომისო პატივისცემით შეგვიძლია ავაშენოთ ხანგრძლივი მშვიდობა და სამართლიანი სამყარო.
ასეთი ფორუმების არსებობა, რომლებიც გვაერთიანებს საერთო იდეალების გარშემო, იმის შეხსენებაა, რომ კანონის უზენაესობა და დემოკრატია ჩვენი საერთო და განუყოფელი სიკეთეა.
თქვენ სტუმრობთ საქართველოს თავისი ისტორიის გადამწყვეტ ეტაპზე და დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ევროპისკენ მტკიცე მსვლელობისას; მოსალოდნელმა გადაწყვეტილებამ, რომელსაც ევროპული პერსპექტივის მინიჭების შემდეგ, ამ წლის ბოლოს ველოდებით, კიდევ უფრო უნდა მიაბას საქართველო ევროპას, გააძლიეროს მისი დემოკრატია და სტაბილურობა; ნებისმიერ შემთხვევაში, ეს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის სურვილი და ნებაა, რომელსაც არასოდეს გადაუხვევია ამ ეგზისტენციური არჩევანიდან და თავის მომავალს მხოლოდ ევროპასთან ერთად და ევროპაში ხედავს.
ამ გლობალიზებულ, მაგრამ კონფლიქტებითა და ძალადობით გაჟღენთილ დაუწყნარებელ სამყაროში, კულტურების მრავალფეროვნება და მათ შორის დიალოგი უფრო აუცილებელია, ვიდრე ოდესმე: ეს არის გაკვეთილი, რომელსაც ჩვენ ვატარებთ ჩვენი ისტორიის, ჩვენი ტრადიციების ნაწილით, რომელთა შორის ტოლერანტობა გამორჩეულია.
სწორედ ამიტომ, მოხარული ვარ, რომ დღეს თქვენს ასამბელას, რომელიც თავისი მრავალფეროვნებითა და მულტიკულტურალიზმით გამოირჩევა, ჩვენს დედაქალაქში - თბილისში ვმასპინძლობ, რომლის ისტორია კულტურებს, რელიგიებს შორის მრავალსეკულარული დიალოგის ცოცხალ ნიშანს ატარებს. თავად არქიტექტურაში შეიძლება ამის ამოკითხვა. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ გექნებათ დრო, თქვენი საქმის გარდა, რათა აღმოაჩინოთ მისი სიმდიდრე.
თქვენი დღის წესრიგის თემები ასევე ჩვენი პრიორიტეტებიცაა. ქალები და მე მათგან ვიწყებ, რადგან ისინი კონფლიქტების, დაუცველობისა და ძალადობის პირველი მსხვერპლნი არიან: თქვენმა ასამბლეამ ეს თემა დღის წესრიგში შეიტანა, ეს თემა იყო სწორედ თბილისის მე-2 ქალთა საერთაშორისო კონფერენციის ცენტრალური საკითხიც, რომელიც სამი დღის წინ დავხურე. და ძალიან ბედნიერი ვიქნები მომავალ წელს თქვენს დელეგატებს ვუმასპინძლო რიგით მე-3 საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც ქალებს, კონფლიქტებსა და უსაფრთხოებას ეხება.
გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლა ყველა ჩვენგანის პრობლემაა, რაც გარკვეულწილად, გვაკავშირებს. ეს არის საკითხი, რომელიც პრიორიტეტულია ამ პატარა ქვეყნისთვისაც, რადგან იგი გამოირჩევა ბიომრავალფეროვნებით, აქვს ეს სიმდიდრე, რომელიც არ არის მხოლოდ ჩვენი, ეს ჩვენი საერთო პლანეტის ნაწილია და ის უნდა შევინარჩუნოთ.
დეზინფორმაციისა და ყველა სახის ჰიბრიდული საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენი საზოგადოებისთვის განსაკუთრებულ გამოწვევას წარმოადგენს, სტრატეგიულ გამოწვევას ჩვენი ძალიან ძლიერი მეზობლის ამბიციებისა და საშუალებების გათვალისწინებით. ამიტომ დიდ წარმატებას გისურვებთ 48-ე სესიაზე ამ თემებზე მუშაობისას.
მე არ შემიძლია ეს გამოსვლა ისე დავასრულო, რომ არ მივულოცო ჩვენს თავს და არ აღვნიშნო თქვენი გადაწყვეტილების მნიშვნელობა, საქართველო დამკვირვებლის სტატუსიდან ასოცირებულ წევრობაზე გადაიყვანოთ. მადლობას გიხდით ამ გადაწყვეტილებისთვის, რომელიც გვაფასებს და გვავალდებულებს. წარმატებულ მუშაობას გისურვებთ!“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო უკრაინის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რამდენიმე ტერიტორიის შემოწმებაში პროგრესს აღწევს, - ამის შესახებ სააგენტოს ხელმძღვანელმა, რაფაელ გროსიმ განაცხადა.
„ვფიქრობ, პროგრესს ვაღწევთ“, - განუცხადა გროსიმ ტოკიოში ჟურნალისტებს.
მისივე თქმით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლებმა გარკვეული ადგილები, მათ შორის ატომური ელექტროსადგურის გამაგრილებლები მოინახულეს და „ასაფეთქებელი ნივთიერების ან ნაღმის ნიშნები არ უნახავთ“.
ამასთან, გროსის განმარტებით, გაერო-ს ატომური ენერგიის სააგენტოს ენერგობლოკების სახურავებზე წვდომის საშუალება ჯერჯერობით არ ჰქონიათ. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ელექტროსადგური აქტიურ საომარ ზონაშია და დაშვებას დრო სჭირდება.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა სადგურის რამდენიმე ენერგობლოკის სახურავზე ასაფეთქებელი მოწყობილობის მსგავსი საგნები განათავსეს.
შეერთებული შტატები, სავარაუდოდ, დღეს უკრაინის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოაცხადებს, რომელიც კასეტურ საბრძოლო მასალასაც მოიცავს, - ინფორმაციას CNN-ი აშშ-ის თავდაცვის უწყების ოფიციალურ წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
CNN-მა პირველად გასულ კვირას გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია საკამათო იარაღის უკრაინისთვის გადაცემის საკითხს განიხილავდა, რადგან უკრაინელები კონტრშეტევაში მნიშვნელოვანი წარმატებების მიღწევისთვის იბრძოდნენ.
აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა CNN-ს განუცხადეს, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ბრძოლის ველზე პირობების შეცვლამ აშშ-ის ოფიციალური პირები აიძულა, კასეტური საბრძოლო მასალის საკითხის სერიოზული განხილვა დაეწყოთ.
კასეტური საბრძოლო მასალები 100-ზე მეტ ქვეყანაშია აკრძალული, რადგან ისინი ავრცელებენ მცირე ბომბებს დიდ ტერიტორიებზე, რომლებიც შეიძლება ვერ აფეთქდეს დარტყმის დროს და რისკი, ნაღმების მსგავსად, შესაძლოა, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შექმნას. აშშ და უკრაინა ამ აკრძალვის ხელმომწერები არ არიან.
ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტის წარმომადგენლებმა საბრძოლო მასალის წარმოების მხარდაჭერის აქტზე (ASAP) წინასწარ შეთანხმებას მიაღწია, - ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.
შეთანხმებული რეგულაცია ითვალისწინებს ევროკავშირის ბიუჯეტიდან 500 მილიონი ევროს მობილიზებას, რათა ხელი შეუწყოს სახმელეთო და საარტილერიო საბრძოლო მასალის, ასევე, რაკეტების წარმოების საწარმოო შესაძლებლობების გაძლიერებას.
„ამ გზით ის განახორციელებს 2023 წლის მარტში საბჭოს მიერ შეთანხმებულ გეგმას, რათა უზრუნველყოს ევროპული საბრძოლო მასალის წარმოების გრძელვადიანი ზრდა უკრაინისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების სასარგებლოდ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
„დღევანდელი შეთანხმების წყალობით, ევროკავშირი გააძლიერებს და დააჩქარებს ევროპის საკუთარი საბრძოლო მასალისა და რაკეტების წარმოებას. ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ ევროკავშირის ვალდებულება, მხარი დაუჭიროს უკრაინას, გააძლიეროს ევროკავშირის თავდაცვის ტექნოლოგიური და სამრეწველო ბაზა, და საბოლოო ჯამში, უზრუნველყოს ევროკავშირის მოქალაქეების გრძელვადიანი უსაფრთხოება”, - განაცხადა ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა, მარგარიტა რობლესმა.
წინასწარი შეთანხმება ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა უნდა დაამტკიცონ და ოფიციალურად მიიღონ. შეთანხმების ხელმოწერა და ძალაში შესვლა ივლისის ბოლომდე იგეგმება.
საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველომ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, სამსახურებრივი სიყალბისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების ფაქტებზე, შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ ყოფილი ფინანსური დირექტორი, ამავე კლინიკის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი და ინდივიდუალური მეწარმე დააკავა.
როგორც გენერალურ პროკურატურაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე პროკურორმა თამარ ვახანიამ განაცხადა, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ანგარიში.
„საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ „საუნივერსიტეტო კლინიკის’’ ფინანსურმა დირექტორმა, საავადმყოფოს შენობის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად, ამავე კლინიკის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის თანამშრომლის ახლო ნათესავი შეარჩია და მასთან ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, თავის დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომელს მისცა უკანონო დავალება, რომ ძველი თარიღებით შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტები შეედგინა.
აღნიშნულის საფუძველზე, 2020-2021 წლებში საუნივერსიტეტო კლინიკასა და ინდ.მეწარმეს შორის გაფორმდა ხელშეკრულებები, რომლის მიხედვით კლინიკის ოთხი სართულის, 3 060 496 ლარის ღირებულების სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები უნდა ჩატარებულიყო.
დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა შეადგინეს და „საუნივერსიტეტო კლინიკას“ ყალბი მიღება-ჩაბარებისა და შესრულებული სამუშაოების აქტები წარუდგინეს, რომლის მიხედვითაც ინდ.მეწარმემ თითქოსდა შეასრულა 3 055 770.67 ლარის სამუშაოები, რის საფუძველზეც მას კლინიკიდან 2 618 849.07 ლარი ჩაერიცხა. სინამდვილეში კი, გამოძიების ფარგლებში ჩატარებული საინჟინრო-სამშენებლო ექსპერტიზის დასკვნის შედეგად, დადასტურდა, რომ შესრულებული სამუშაოების ღირებულება 2 475 003.03 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, შესრულებული სამუშაოების აქტებში დაფიქსირებულ თანხებსა და რეალურად შესრულებული სამუშაოების თანხებს შორის სხვაობამ 580 767.64 ლარი შეადგინა, საიდანაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დაეუფლნენ სახელმწიფო კომპანიის კუთვნილ 143 846 ლარს და სცადეს დარჩენილი 436 921.60 ლარის დაუფლებაც.
ჩატარებული გამოძიების შედეგად ასევე დადგინდა, რომ 2021 წელს, „საუნივერსიტეტო კლინიკასა“ და „ნიუმშენს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, უნდა ჩატარებულიყო კლინიკის ცალკეული კომპონენტების 452 842.48 ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში, ამავე კლინიკის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის თანამშრომელმა და „ნიუმშენის“ დირექტორებმა დაამზადეს და „საუნივერსიტეტო კლინიკას“ წარუდგინეს ყალბი მიღება-ჩაბარებისა და შესრულებული სამუშაოების აქტები, რომლითაც თითქოს შპს „ნიუმშენმა“ შეასრულა 452 842.48 ლარის სამუშაოები, რის საფუძველზეც კომპანიას 362 273.67 ლარი ჩაერიცხა. რეალურად, გამოძიების ფარგლებში ჩატარებული საინჟინრო-სამშენებლო ექსპერტიზის დასკვნის შედეგად დადგინდა, რომ შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენდა მხოლოდ 284 241.65 ლარს. შესაბამისად, შესრულებული სამუშაოების აქტებში დაფიქსირებულ თანხებსა და რეალურად შესრულებული სამუშაოების თანხებს შორის სხვაობამ 168 600.83 ლარი შეადგინა, საიდანაც ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის თანამშრომელი და შპს „ნიუმშენის“ დირექტორები დაეუფლნენ სახელმწიფო კომპანიის კუთვნილ 78 032.02 ლარს და სცადეს დარჩენილი 90 568.81 ლარის დაუფლებაც.
შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ ყოფილ ფინანსურ დირექტორს და ამავე კლინიკის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ყოფილ თანამშრომელს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლება), სსკ-ის 19, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობა) და სსკ-ის 341-ე მუხლით (სამსახურებრივი სიყალბე) მუხლებით წარედგინათ. ასევე, საუნივერსიტეტო კლინიკის“ ყოფილ ფინანსურ დირექტორს ბრალდება წარედგინა სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება).
ინდივიდუალურ მეწარმეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის ბ“ ქვეპუნქტებით, (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლება), სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობა) და სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების მიზნით დამზადება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის წარედგინა.
სამივე ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით - პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენისა და გამოვლენის მიზნით”, - განაცხადა თამარ ვახანიამ.
,,დემოკრატიის ჰაბად“ მონათლულ წალენჯიხაში პარტიული დაპირისპირება კულმინაციას აღწევს. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გახლეჩილ და ისედაც ორ პოლუსად ქცეულ საზოგადოებაში ეს ამბავი ვერავის გააკვირვებდა, რომ არა ერთი მთავარი გარემოება. საქმე ის არის, რომ აქ ერთმანეთს არა სახელისუფლებო და ოპოზიციური პარტიები, არამედ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული ,,ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა ფრთა ებრძვის.
დაპირისპირება, რომელიც ნაციონალებში ჯერ კიდევ მათი პარტიის თავმჯდომარის არჩევნებამდე დაიწყო და ისინი ხაბეიშვილის და მელიას შტოებად დაჰყო, წალენჯიხაში აქამდე ფარულად მიმდინარეობდა, ახლა კი ამ ბრძოლამ უკვე გამოცხადებული ხასიათი მიიღო.
სწორედ ეს ფაქტი გახდა იმის მიზეზი, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ თემში მერის რწმუნებული თანამდებობიდან გაანთავისუფლეს, ზოგან კი აიძულეს, სამსახურიდან წასვლაზე განცხადება თავადვე დაეწერათ.
როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები ამბობენ, პირადად მათ თავიანთი გამგებლების მიმართ პრეტენზია არ ჰქონიათ და გაუგებრად მიაჩნიათ ხელმძღვანელობის ასეთი გადაწყვეტილება. სოფლებში მერის რწმუნებულების განთავისუფლებაზე მეტად იმაზე საუბრობენ, რომ გამოთავისუფლებული პოსტის დაკავების სურვილს არავინ გამოთქვამს. უფრო მეტიც, წალენჯიხელების თქმით, მუნიციპალიტეტის მმართველობაში იმდენად არაჯანსაღი ვითარებაა, შეთავაზებულ თანამდებობას ,,ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეებიდანაც კი არავინ თანხმდება და ყველა თავს არიდებს. ამიტომ, ამჟამინდელი ხელისუფლება პიროვნების ცენზს და სამუშაო გამოცდილებასაც აღარ დაგიდევთ, ოღონდ კი ვინმე პასუხისმგებლობის აღებაზე დაიყოლიოს. ასე დანიშნეს ერთ-ერთი მოზრდილი თემის გამგებლად 19 წლის სტუდენტი, სხვა თემის შემთხვევაშიც არანაკლებ მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღეს, რის გამოც უკმაყოფილებას ადგილობრივი ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც ხმამაღლა გამოთქვამენ.
მათი განსაკუთრებული აღშფოთება გამოიწვია წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას ბოლო გადაწყვეტილებამ, რომლის ძალითაც მან გუშინ თანამდებობიდან ქალაქ ჯვარის რწმუნებული, ირაკლი ხარჩილავა გაანთავისუფლა და მის ადგილას პაატა წურწუმია დანიშნა.
ინფორმაცია ამის შესახებ წალენჯიხის მერიის ფეისბუკგვერდზე გუშინვე გავრცელდა.
,,იმ დროს, როცა საქართველოში ერთადერთ ოპოზიციურ მერს ებრძვის მთელი სახელისუფლებო მანქანა, მერს და მერიას მთელი ეს პერიოდი პრობლემებს შიგნიდან უქმნიდა საკუთარი რწმუნებული, რომელიც თვითონ უნდა იყოს მერის პოლიტიკის მთავარი დამცველი.
თვეების განმავლობაში ირაკლი ხარჩილავამ, ფაქტობრივად, მოშალა თანამშრომლობა მერიასთან, შექმნა საკუთარი პიროვნული დღის წესრიგი და შეეცადა მერიის, ხალხის საბიუჯეტო რესურსებით განხორციელებული ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები, საკუთარი პიროვნული ინტერესისთვის მორგებას; მან სრულიად გამორიცხა მერია, ის არ ესწრებოდა მერიის თათბირებს, მათ შორის სტიქიასთან დაკავშირებით, არ კონტაქტობდა მერთან, აიგნორებდა დავალებებს, სრულიად მოშალა ჯვარის მოსახლეობის საქმიანი კონტაქტი მერიასთან. ბოლო სამი თვის განმავლობაში არ ქონია არც ერთი მცდელობა კონტაქტის აღდგენისა და საერთოდაც, მერთან და მერიასთან, კომუნიკაციის საშუალებად.
აირჩია სოციალური ქსელი, კერძოდ, ფეისბუკი, სადაც გამოირჩეოდა აგრესიული რიტორიკით მერის მოადგილეების, საკუთარი გუნდის მიმართ, მერის რწმუნებული(!) მუდმივად ილაშქრებდა მერის საქმიანობის წინააღმდეგ, შიგნიდან არღვევდა ერთობას, ჰქონდა კონფლიქტი მერის სამსახურებთან და მუდმივი გაურკვევლობა კოლეგებთან! მას მერის მიერ რამდენჯერმე განემარტა მდგომარეობა, მიეცა დრო და არაერთჯერადი შანსი! თუმცაღა, უშედეგოდ! საბოლოოდ, მისი პოზიცია გახდა სრულიად არაადეკვატური, როგორც რწმუნებულისა, პირადად, მერის და მერიის მიმართ! მერს და რწმუნებულს შორის დაირღვა ის მთავარი ღერძი, რაზეც დგას საქმის სწორი ორგანიზება!
საკუთარი მიდგომებით, ფაქტობრივად, ირაკლი ხარჩილავა, არ წარმოადგენდა ხალხის არჩეული მერის, გია ხარჩილავას, რწმუნებულს ქ. ჯვარის ტერიტორიულ ერთეულში, მისი პოზიციის გამო, ფაქტობრივად, არ მუშაობდა კანონი "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ", არ მუშაობდა მერიის დებულება, ის არ გაუფრთხილდა ერთადერთი ოპოზიციური მერიის დემოკრატიულ მონაპოვარს, იმყოფებოდა და დღესაც იმყოფება მუდმივი შანტაჟის და მუქარის რეჟიმში საკუთარ ნდობის გამომცხადებელთან და საკუთარ გუნდთანაც აირჩია მუდმივი დესტრუქციის რეჟიმი! შესაბამისად მერმა მიიღო გადაწყვეტილება აღედგინა თვითმმართველობის წესრიგი და დანიშნა ისეთი პიროვნება, ვინც მერიასთან მჭიდრო თანამშრომლობით გახდება ხიდი მერიას და ჯვარის მოსახლეობას შორის და მკაფიოდ გაატარებს მერის და მერიის პოლიტიკას!” - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში, რომელსაც თავად ,,ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეები გმობენ და უარყოფით კომენტარებს არ იშურებენ.
მერის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელშივე, საჯაროდ უპასუხა ირაკლი ხარჩილავამ: ,,როგორც მერს ისე გწერ!
ყველაფერი დეტალურად წაიკითხე,არაფერი გამოგრჩეს.
იქიდან დავიწყებ ყველაფერს,როცა პირველად შემეხმიანე და ჩემი გაცნობა ისურვე.აჰ,მოგეწონა ხომ ჩვენი აქტიურობა.თურმე დასაყრდენს ეძებდი,რომ აქამდე მოსულიყავი. დაგავიწყდა დღეში- 10 ჯერ ,რომ მირეკავდი.აჰ მაშინ მარტო იყავი და დახმარება გჭირდებოდა. დაგავიწყდა დახმარებას რომ მთხოვდი არჩევნებზე? აჰ ,მაშინ გჭირდებოდა ,რომ აქამდე მოსულიყავი. დაგავიწყდა სახლში ,რომ მაკითხავდი და რჩევებს ითხოვდი,ისიც დაგავიწყდა ალბათ დედაშენს დამალაპარაკე უნდა ვუთხრა რა მაგარი შვილი ჰყავსო,თუ ისიც დაგავიწყდა პარტიაში მერის კანდიდატობას რომ ითხოვდი,ჩემს მიერ მოწოდებული ინფორმაციით დადიოდი. ისიც დაგავიწყდა ახალგაზრდები ,რომ გაგაცანი,მარტო რომ იყავი და გჭირდებოდა.აჰ,აქამდე რომ მოსულიყავი. ისიც დაგავიწყდა ალბათ ,დაანებე გია ჩემს თემას პარტიულ სიებზე ,მე ბოლომდე დაგიდგებითქო.აჰ,მაშინ გჭირდებოდა. მაშინაც გჭირდებოდა მერობის კანდიდატი იყავი და არ იცოდი საიდან ,როგორ დაგეწყო საარჩევნო კამპანია, აჰ მაშინ გჭირდებიდა,რომ აქამდე მოსულიყავი. შენ ისიც დაგავიწყდა,როცა მე კარვებში 5 თვე ვიცხოვრე რა არ გამოვიარე ,შენ 2 წუთით რომ მაკითხავდი თვეში ერთხელ. საკბვები პროდუქტები ,რომ მოიტანე ერთხელ ისიც წამოგიყვედრებია, საჭმელი მივიტანო კარავში არჩევნების მეორე ტურში ყველა რომ გაგექცა და დახმარებას ითხოვდი დაგავიწყდა? აჰ,მაშინ გჭირდებოდა ,გჭირდებოდა აქამდე რომ მოსულიყავი.
მოხვედი და რა ქენი? ზემოდან დაიწყე ყურება, რატომ? იმიტომ რომ გეშინია, გეშინია იმ რეიტინგის რომელიც არჩევნებამდე შენზე მეტი გვქონდა და ახლაც შენზე მეტი გვაქვს.შენივე შიშების მსხვერპლი გახდი.გარშემო მიმოიხედე არავინ დაგრჩა ,საერთოდ არვინ.მარტო ხარ მერიაში. მოინდომე ისე გეყურებინა ჩემთვის ,როგორც დანიშნულს ,მაგრამ არ მოგეცი ამის უფლება,რადგან არც არასოდეს მოგცემდი.იცოდი ეს ძალიან კარგად,მაგრამ მაინც სცადე.პასუხიც მიიღე. შენგან განსხვავებით პირობა არასოდეს დამირღვევია, დათვლაც კი მიჭირს რამდენი ერთად დაარღვიე. რატომ გეწინააღმდეგებოდი? იმიტომ რომ მთავარ გზას ასცდი,გადათელე ის იდეები და ხედვები რითაც მოვედით,ყველაფერს გადაუარე. (ჯვარში რაც გაკეთდა ყველაფერი დიდი კამათის შემდეგ მოხდა,შენი ინიციატივით არც ერთი თეთრი არ მიგიცია ჯვარისთვის, ერთ ეთერში ისიც კი თქვი ჯვარი ენგურჰესის დასახლება არისო)
გარდა ჯვარისა,რადგან აქ არ მოგეცით ამისი უფლება,მოინდომე მოგეპოვებინა მაგრამ უშედეგოდ.იცი რატომ? არასოდეს არ გქონდა და არ გექნება ჩვენზე უფრო მაღალი რეიტინგი პოლიტიკაში. ბაღებზე? თამთაზე? ბიუჯეტზე? ლევანზე?დარღვეულ დაპირებებზე,ყველაფერზე ასე გიპასუხებ .ყველგან შეცდი ,როგორც მერი.
თურმე აიპში მთავაზობდი ადგილს( ანუ რწმუნებულობიდან აიპში გადავიყვანო, ამით მერიის გვერდზე შენი დავალებით დაწერილ პოსტზე გიპასუხებ! ჰა,ჰა,ჰა,ჰა
აი ასე რომ ფიქრობ ,მაგიტომაც დაგამარცხებ ყველგან და ყოველთვის,ხალხის წინ საჯაროდ. გეგონა მერობა შენ შენით მოიპოვე? გულის სიღრმეში მშვენივრად იცი ,როგორ გახდი მერი და სწორედ ამისი აღიარება ,რომ გიჭირს მაგიტომაც დარჩი მარტო მერიაში. იმ მერიაში,რომელშიც ყველაფერი კეთდება საქმის გარდა. რამდენი რაღაცის თქმა შემიძლია ,მაგრამ ამით დავასრულებ. ჩემი შეტანილი უდიდესი წვლილით მოხვედი და ჩემივე შეტანილი უდიდესი წვლილით წახვალ.
ისიც მახსოვს ,თუ შენ მოგიწევს წასვლა მეც წავალო, ჰოდა გელოდები.
დემოკრატიული ჰაბი“
როგორ დასრულდება ,,ნაციონალური მოძრაობის“ შიდა პარტიული ჭიდილი წალენჯიხაში და შეინარჩუნებს თუ არა ,,დემოკრატიული ჰაბის“ სახელს მუნიციპალიტეტი, უახლოეს მომავალში ვნახავთ.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან მიიღო მორიგი შეტყობინება ტრიქინელოზის კლინიკურად დადასტურებული შემთხვევის შესახებ, - ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„შეტყობინების მიღებისთანავე სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა განახორციელეს სახელმწიფო კონტროლი ქუთაისის ე.წ. ცენტრალურ ბაზარში და ხორცის რეალიზატორ ბიზნესოპერატორებთან. მოკვლევა გრძელდება. ამჯერად პაციენტი წყალტუბოს მუნიციპალიტეტიდანაა. მისი განმარტებით, ფარში შეიძინეს ქუთაისის ე.წ. ცენტრალურ ბაზარში, თუმცა, ზუსტ ადგილს ვერ აკონკრეტებს. ბოლო ორი თვის განმავლობაში ქვეყანაში დაფიქსირდა ტრიქინელოზის მეხუთე დადასტურებული შემთხვევა.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, არ შეიძინოს ხორცი არაორგანიზებულ სავაჭრო ობიექტებში, სადაც არ არის წარმოდგენილი ვეტერინარული ზედამხედველობის დამადასტურებელი დოკუმენტი - ფორმა 2!
ტრიქინელოზი არის დაავადება, რომელიც ადამიანს შესაძლოა დაემართოს მიკროსკოპული პარაზიტით ტრიქინელათი ინფიცირებული ცხოველების (ღორი, სხვა გარეული ცხოველი და ცხენი) ხორცის საკვებად მიღებისას.
ხორცის დამარილება, შებოლვა და გაშრობა პარაზიტს არ კლავს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებულ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით 2 მილიონ 500 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა.
მას ასევე, საქმის გამოძიების დასრულებამდე, ქვეყნის დატოვება აეკრძალა და მისი კუთვნილი საქართველოს და რუსეთის ფედერაციის პასპორტების საგამოძიებო უწყებისთვის ჩაბარება დაევალა.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
ცნობისთვის, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით 3 მილიონი ლარის გამოყენებას მოითხოვდა. თავად ბრალდებულმა, გიორგი ბაჩიაშვილმა პროცესზე განაცხადა, რომ დანაშაული არასდროს ჩაუდენია და მისთვის გაურკვეველია, რატომ არის ამ პროცესში. ცნობისთვის, საქმე არ ეხება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას. კერძოდ, პროკურატურის ცნობით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა.
საქართველოს პროკურატურა "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას მოითხოვს.
ბრალდების მხარემ სასამართლო სხდომაზე ბაჩიაშვილისთვის 3 მილიონ ლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენა.
ამასთან, პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ ორი დამატებითი ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობაც დააყენა, კერძოდ, საქმის გამოძიების დასრულებამდე, ბაჩიაშვილის კუთვნილი პასპორტების საგამოძიებო ორგანოსთვის ჩაბარება და საქართველოს ტერიტორიის დატოვების აკრძალვა.
მანამდე, თავად ბრალდებულმა, სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ბოლო 2-3 კვირაა, მას სამართალდამცავები დაბურულმინებიანი მანქანებით უთვალთვალებენ.
ცნობისთვის, საუბარია, 2017 წელს განხორციელებულ ქმედებაზე. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა.
სვანეთს, კერძოდ მესტიის მუნიციპალიტეტს, რომელიც აერთიანებს ერთ დაბასა და 152 სოფელს დღემდე არ ემსახუება რეანომობილი, რაც არაერთხელ გამხდარა ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანებისა და სამწუხაროდ ფატალურად დასრულების მიზეზი, - ვკითხულობთ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დაშავებული ადამიანისთვის რეანომობილის გამოძახება ხდება ზუგდიდიდან და ქუთაისიდან, რაც კარგ შემთხვევაში 10-12 საათს მოითხოვს, რის გამოც ადამიანი სიცოცხლისთვის გადამწყვეტ საათებს რეანომობილის ლოდინში კარგავს.
"პარტია ,,საქართველოსთვის'' მესტიის საკრებულოს წევრმა, ვიკა ფილფანმა, საკითხი დააყენა მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოშიც. ჩვენ ვითხოვთ რეანომობილს სვანეთისთვის#რეანომობილისვანეთს", - წერია განცხადებაში.
„მეუფე შიოს სისხლის ანალიზში არის გარკვეული ცვლილებები, აღმოჩნდა მძიმე მეტალების შემცველობა დაშვებულზე უფრო მეტი, სხვა დაზუსტებით რაიმეს თქმა დღესათვის რთულია“,- ამის შესახებ საპატრიარქოს პრესსპიკერმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურანლისტებს განუცხადა.
გუშინ, 6 ივლისს „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მისი წყაროების ინფორმაციით მეუფე შიო მოწამლეს.
ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ მეუფე შიო შეუძლოდ იყო, რის გამოც გაიკეთა ანალიზები და სწორედ ამ ანალიზემბა აჩვენა მძიმე მეტალების შემცველობა. მისივე თქმით, მეუფე შიოს ქვეყანა არ დაუტოვებია, საქართველოშია და სახლში იმყოფება.
დეკანოზი ასევე ამბობს, რომ მეუფე შიოს ანალიზები უცხოეთშია გადაგზავნილი და დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.
მისივე თქმით, ჯერ სამართალდამცავლი უწყებებისთვის ოფიციალურად არ მიუმართავთ. ამ დრომდე იყვნენ „კვლევის რეჟიმში“ რათა გაერკვიათ საკვების შემადგენლობაში ხომ არ იყოს რაიმე მავნე ნივთიერება. მისი განმარტებით, საკვები რომელსაც მეუფე შიო „მაზაღიაში ყიდულობდა მისთვის არის ჯანმრთელი.“
შეკითხვაზე ვის ინტერესში შეიძლება შედიოდეს მეუფე შიოს მოწამვლა ჯაღმაიძე პასუხობს, რომ :
4 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველმა პლატფორმა „ვოლტ ჯორჯიას“ შრომით ურთიერთობაში განსხვავებული მოსაზრების გამო განხორციელებული დისკრიმინაციის აღმოფხვრის რეკომენდაციით მიმართა.
როგორც სახალხო დამცველის ოფისის მიერ გავრცელბულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქმეში არსებული მასალების მიხედვით, კომპანიამ ორ კურიერს პრობლემების შესახებ საჯაროდ საუბრისა და სხვა საპროტესტო აქტივობების გამო, აპლიკაციაზე წვდომა დაუბლოკა.
სახალხო დამცველმა „ვოლტ ჯორჯიას“ მიმართა, რომ დაუყოვნებლივ აღუდგეთ კურიერებს აპლიკაციაზე წვდომა; მომავალში არ დაუშვას შრომით ურთიერთობაში განსხვავებული მოსაზრების ან/და სხვა ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობა და უზრუნველყოს თანასწორობის პოლიტიკის გატარება კომპანიაში.
"ოცნება" ძალადობის ორგანიზებული კამპანიით "ნაციონალების" ხელისუფლებაში დაბრუნებას უწყობს ხელს., - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" ბათუმის საკრებულოს წევრი აკაკი გვიანიძე წერს.
მისი თქმით, ამ პროცესების მართვა უკვე შეუძლებელია.
"თითქოს აბსურდულად ჟღერს, მაგრამ ქართველი ხალხის უმრავლესობა ყოველთვის დაჩაგრულს გულშემატკივრობს, ვერ იტანს რა უფრო სუსტის ჩაგვრას.
რა საჭიროა პოლიტიკურად განადგურებულ და ხაბეიშვილის პირველკაცობას (თუნდაც ფორმალურად) შეგუებულ ორგანიზაციასთან სამკვდრო - სასიცოცხლო "ბრძოლა".
რა თქმა უნდა, რიტორიკული კითხვაა, წაქცეული პოლიტიკური "სპარინგ პარტნიორის" წამოყენება უნდათ, მაგრამ ამ პროცესების მართვა შეუძლებელია, მითუმტეს "ოცნების" უსუსური "ბოსების" მიერ.
საბოლოოდ დაღუპავენ იმათ, ვინც "ნაცების" მობრუნების შიშის გამო ინარჩუნებენ "ოცნებას" ხელისუფლებაში.", - აცხადებს აკაკი გვიანიძე.
უკრაინაში საქართველოს ელჩმა, გიორგი ზაქარაშვილმა კიევი დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში მიაწოდეს.
გიორგი ზაქარაშვილს კიევის დატოვება უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით მოუწია.
კერძოდ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 3 ივლისს, უკრაინის საგარეო უწყებას დაავალა, საქართველოს ელჩს დაკავშირებოდა და 48 საათის განმავლობაში კიევის დატოვებისა და მიხეილ სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციებისთვის თბილისში დაბრუნების გადაწყვეტილების შესახებ ეცნობებინა.
"ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ოფიციალურ თბილისს, შეწყვიტოს ეს დაცინვა და შეთანხმდეს სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე. ჩვენმა პარტნიორებმა ასევე შემოგვთავაზეს სხვადასხვა სამაშველო ვარიანტები. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი უკრაინას გადასცეს საჭირო მკურნალობისა და ზრუნვისთვის და მე მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორებს, არ უგულებელყოთ ეს ვითარება და გადაარჩინოთ ეს ადამიანი. ევროპაში არცერთ ძალას არ აქვს უფლება სიკვდილით დასაჯოს ადამიანები, სიცოცხლე არის ძირითადი ევროპული ღირებულება”, - განაცხადა ზელენსკიმ 3 ივლისს.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ბულგარეთში ჩავიდა, სადაც ქვეყნის მაღალჩინოსნებთან და პოლიტიკოსებთან შეხვედრებს გამართავს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, განსახილველ საკითხებს შორისაა თავდაცვის მხარდაჭერა, უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ნატო-ს მოახლოებული სამიტი, უსაფრთხოების გარანტიები და უკრაინის სამშვიდობო ფორმულის განხორციელება.
„სოფია. ბულგარეთი. გავმართავ დეტალურ მოლაპარაკებებს პრემიერ-მინისტრ ნიკოლაი დენკოვთან, შევხვდები პრეზიდენტ რუმენ რადევს“, - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
უკრაინის პრეზიდენტი, ასევე, შეხვდება ბულგარელ ოფიციალურ პირებს, პარლამენტარებს, პოლიტიკოსებსა და მედიის წარმომადგენლებს.
პროკურატურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინაღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებულმა, თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა 39 215 820 აშშ დოლარის ღირებულების ბიტკოინი მიითვისა.
უწყების ცნობით, ბრალდებულმა განახორციელა მითვისებული აქტივების ფლობა და სარგებლობა, გადაცემა, კონვერსია, უძრავი და მოძრავი ქონების შეძენა, ასევე საწარმო-სუბიექტების მეშვეობით სხვადასხვა ქონებებისა და აქტივების შეძენა/ფლობა და სხვა მოქმედება, რითაც მოახდინა მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული კრიპტოვალუტის და მისი განკარგვის შედეგად მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების ლეგალიზაცია.
„ბრალდებულმა, რომლის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაშიც იმყოფებოდა მაინინგის შედეგად გამომუშავებული სრული კრიპტოვალუტა, 2017 წლის ოქტომბერში, ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების შემდეგ, ბრალდებულმა დაუფლებული აქტივების უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, კრიპტოვალუტის სხვადასხვა საფულეებზე გადატანის ოპერაციების, განაღდების, სხვადასხვა ეკონომიკური თუ სხვა სახის ურთიერთობაში ჩართვის, მისით სარგებლობის, ქონებების შეძენისა და ფლობის, კონვერსიის და სხვა ქმედებების განხორციელებით, დამალა და შენიღბა მისი ნამდვილი ბუნება, წარმოშობის წყარო, ადგილმდებარეობა, განთავსება, მოძრაობა, მასზე საკუთრების და მასთან დაკავშირებული უფლებები, რითაც მიღებული უკანონო აქტივების თავისუფლად განკარგვისა და გამოყენების შესაძლებლობა მიეცა. აღნიშნულის შემდეგ, ბრალდებულმა განახორციელა მითვისებული აქტივების ფლობა და სარგებლობა, გადაცემა, კონვერსია, უძრავი და მოძრავი ქონების შეძენა, ასევე საწარმო-სუბიექტების მეშვეობით სხვადასხვა ქონებებისა და აქტივების შეძენა/ფლობა და სხვა მოქმედება, რითაც მოახდინა მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული კრიპტოვალუტის - 8 253.13 ოდენობის ბიტკოინისა და მისი განკარგვის შედეგად მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების ლეგალიზაცია“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინაღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
თუ რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს დაარტყამს, პოლონეთი სათანადო რეაგირებას მოახდენს, - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზბიგნევ რაუმ განაცხადა.
„ეს იქნება სრულიად ახალი ვითარება. ამიტომ ჩვენ სათანადო რეაგირებას მოვახდენთ“, - აღნიშნა რაუმ.
მისი თქმით, ამ ტიპის იარაღის გამოყენება სრულიად ახალ ვითარებას შექმნის არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ ნატო-ს წევრი ქვეყნების ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილზეც აისახება.
„ასე რომ, ეს ადეკვატურ რეაქციას მოითხოვს. ნუ ელით, რომ გეტყვით, კონკრეტულად როგორი იქნება ეს რეაქცია“, - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
კაცი, რომელმაც ცოლს 30-ზე მეტი ჭრილობა მიაყენა, დააკავეს. შემთხვევა, დაახლოებით, 5 დღის წინ გლდანში მოხდა.
რუსთავი 2-თან საუბარში საავადმყოფო ამბობს, რომ ქალის გადარჩენისთვის რამდენიმე საათის განმავლობაში იბრძოდნენ. ტელეკომპანიის ცნობითვე, ქალი ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
შსს-ს ინფორმაციით, კაცი ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.