Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ბლოგ პოსტები დაპოსტილი tvati -ს მიერ

  1. tvati
    გერმანიის პარლამენტმა Panzerhaubitze 2000-ის თვითმავალი ჰაუბიცებისთვის, Leopard 2-ის ტანკებისთვის და Puma-ს ქვეითთა საბრძოლო მანქანებისთვის საბრძოლი მასალის შეძენას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას უკრაინული მედია გერმანიის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
    მათივე ინფორმაციით, საბრძოლო მასალის შეძენა გათვალისწინებულია როგორც ბუნდესვერის, ასევე უკრაინის საჭიროებისთვის.
    "რუსეთის ფედერაციის თავდასხმამ უკრაინაზე მნიშვნელოვნად შეცვალა უსაფრთხოების პოლიტიკა. ეს აუცილებელს ხდის დამატებით საბრძოლო მასალის შეძენას - როგორც გერმანიის შეიარაღებული ძალებისთვის, ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის", - ნათქვამია ინფორმაციაში.
    მათი განმარტებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ფრონტზე იყენებს Panzerhaubitz 2000 და Leopard 2 ტანკებს, ამიტომ მოთხოვნა ჰაუბიცების 155 მმ-იან საარტილერიო ჭურვებსა და საბრძოლო ტანკების 120 მმ-იან ჭურვებზე გერმანიის დახმარებით კმაყოფილდება.
    გერმანიის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ომის დაწყებიდან უკრაინას ბუნდესვერის საწყობებიდან მნიშვნელოვანი რაოდენობის საბრძოლო მასალა აქვს მიღებული.

    IPN
  2. tvati
    უკრაინაში, ომის 500 დღის განმავლობაში, რუსეთმა ვერცერთ დასახულ მიზანს ვერ მიაღწია, - ამის შესახებ ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ანგარიშშია აღნიშნული.
    "500 დღის წინ რუსეთმა წამოიწყო არაპროვოცირებული დაპყრობითი ომი უკრაინის წინააღმდეგ. რუსი სამხედროები აპირებდნენ კიევის აღებას სამ დღეში, მაგრამ ვერ მიაღწიეს ვერცერთ დასახულ მიზანს უკრაინაში", - ნათქვამია ანგარიშში.
    ორგანიზაციის ანალიტიკოსების შეფასებით, უკრაინელების მტკიცე და ოსტატურმა წინააღმდეგობამ შეაჩერა რუსეთის მრავალი შეტევა, მათ შორის კიევზე და გაათავისუფლა სუმისა და ჩერნიგოვის ოლქები, ასევე ხარკოვის, მიკოლაივის და ხერსონის ოლქების ნაწილი, რომლებიც რუსებს ჰქონდათ დროებით დაპყრობილი.
    „უკრაინულმა ძალებმა დაიბრუნეს ინიციატივა და აწარმოებენ კონტრშეტევის ოპერაციებს ფრონტის უმეტესი ნაწილის გასწვრივ, ხოლო რუსული ძალები თითქმის მთლიანად არიან ორიენტირებული შეინარჩუნონ უკრაინის ის მიწები, რომლებსაც ჯერ კიდევ აკონტროლებენ“, - აცხადებენ ანალიტიკოსები.

    პალიტრა
  3. tvati
    საქართველოში ჩეხეთის ელჩი პეტრ მიკისკა თბილისში „პრაიდის ფესტივალთან“ დაკავშირებულ მოვლენებს „ტვიტერზე“ ეხმაურება.
    „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით დღეს დაგეგმილი ფესტივალი ჩაიშალა, პოლიციამ ორგანიზატორები ლისის მიმდებარე ტერიტორიიდან სამარშრუტო ტაქსებითა და ყვითელი ავტობუსებით გაიყვანა. „პრაიდში“ ამბობენ, რომ პოლიციამ ვერ შეძლო ტერიტორიის დაცვა.
    ორგანიზატორები ფესტივალის წინა დღეებში ამბობდნენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ღონისძიების დაცვის გარანტია მიიღეს. ლისის ტბასთან, ფესტივალის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიცია იყო მობილიზებული, მაგრამ სამართალდამცველების მიერ გაკეთებულმა მცირე კორდონმა აგრესიულ ჯგუფებს სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია, რის შემდეგაც ამ ჯგუფებმა ფესტივალის ტერიტორიამდე მიაღწიეს, პრაიდის ორგანიზატორები კი შსს-მ გაიყვანა.

    პუბლიკა
  4. tvati
    დღევანდელმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ქვეყანაში თავის ფუნქციას ვერ ასრულებს, პარტიას ექვემდებარება და პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედებს,- ასე ეხმაურება პარტია „საქართველოსთვის“ „პრაიდ ფესტივალის“ ირგვლივ გუშინ  განვითარებულ მოვლენებს.
    როგორც პარტიის განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს ხელისუფლება ძალადობრივი ჯგუფებისგან განუყოფელია.
    „დღევანდელმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ქვეყანაში თავის ფუნქციას ვერ ასრულებს, პარტიას ექვემდებარება და პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედებს. ხელისუფლებამ, რომელიც განუყოფელია ძალადობრივი ჯგუფებისგან, ადამიანები მოატყუა, რომ დაიცავდა, რათა შეკრების ადგილზე რაც შეიძლება მეტი მოძალადე მიეყვანა და შემდგომ ეს მათ გამარჯვებად გაეფორმებინა. „ოცნებამ“ ერთი ხელით ადამიანებს უსაფრთხოების ცრუ გარანტიები მისცა და მეორე ხელით ძალადობა დააორგანიზა. ეს არის მკაფიო გზავნილი ხელისუფლების მხრიდან, რომ როცა დასჭირდებათ და ვის წინააღმდეგაც დასჭირდებათ იძალადებენ თუ ეს მათ პოლიტიკურ ინტერესშია. ეს არის კიდევ ერთი გაფრთხილება, ხელისუფლება წინასაარჩევნო პროცესის ძალადობრივ გარემოში წარმართვას აპირებს. დღევანდელმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ოცნებისთვის“ ფასეულობები არ არსებობს. თუ დასჭირდათ იძალადებენ, თუ დასჭირდათ სახელმწიფოს გააუქმებენ. მათთვის მთავარია პირადი კეთილდღეობა და პარტიული ინტერესი“,- ნათქვამია განცხადებაში.
  5. tvati
    საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის ძირითადი უფლებები. ძალადობა, დაშინება ან მუქარა განსხვავებული შეხედულებების გასაჩუმებლად არის არადემოკრატიული,- ასე გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში „პრაიდ ფესტივალის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.
    საელჩომ ხელისუფლებას მოუწოდა პასუხისგებაში მისცეს ყველა, ვინც კანონი დაარღვია და ნათლად აჩვენოს, რომ ძალადობა მიუღებელია.
    „დღეს თბილისი პრაიდი იძულებული გახდა, გაეუქმებინა დაგეგმილი დახურული ღონისძიება, რადგან უმართავმა ხალხის მასამ, რომელიც ძალადობით იმუქრებოდა, დამსწრეებს მშვიდობიანი შეკრების შესახებ კონსტიტუციით დაცული უფლება წაართვა. საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის ძირითადი უფლებები. ძალადობა, დაშინება ან მუქარა განსხვავებული შეხედულებების გასაჩუმებლად არის არადემოკრატიული და ეწინააღმდეგება საქართველოს ტოლერანტობის, თანაგრძნობისა და პლურალიზმის ისტორიას. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, პასუხისგებაში მისცეს ყველა, ვინც კანონი დაარღვია და ნათლად აჩვენოს, რომ ძალადობა მიუღებელია“,- ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
  6. tvati
    „აზოვის” პოლკის მეთაურის, დენის პროკოპენკოს განცხადებით, თურქეთიდან უკრაინაში დაბრუნების შემდეგ „აზოვსტალის“ გათავისუფლებული ხუთივე მეთაური ყველაფერს გააკეთებს ომის დასასრულებლად.
    კითხვაზე, გეგმავენ თუ არა გმირები ფრონტზე დაბრუნებას, პროკოპენკომ უპასუხა: „რა თქმა უნდა, ამისათვის დავბრუნდით უკრაინაში, ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი. "
    „ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არმია გუნდური მუშაობაა და დღეიდან თქვენთან ერთად გავაგრძელებთ ბრძოლას, აუცილებლად ისევ ვიტყვით ჩვენს სიტყვას ბრძოლაში. დღევანდელი დღისთვის მთავარია რომ უკრაინის არმიამ ფრონტის ხაზზე სტრატეგიული ინიციატივა ჩაიგდო ხელში, ყოველდღე წინ მივდივართ, ვანადგურებთ მტერს, ვათავისუფლებთ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებს, დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს პროცესი დაჩქარდეს და ომი ლოგიკურ დასასრულამდე მივიდეს“, - განაცხადა “აზოვის” მეთაურმა.
    შეგახსენებთ, გუშინ თურქეთიდან უკრაინაში დაბრუნდნენ ის მეთაურები, რომლებიც მარიუპოლში „აზოვსტალის“ დაცვას ხელმძღვანელობდნენ. თურქეთში ისინი რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ იმყოფებოდნენ.

    იპნ
  7. tvati
    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, რომ ყველანაირი ძალადობრივი ქმედება აღკვეთოს.
    როგორც მან საგანგებო ბრიფინგზე, პრაიდის კონტრაქციის მონაწილეების მიერ „პრაიდ ფესტივალის“ ჩაშლასთან დაკავშირებით განაცხადა, მმართველი გუნდი თავისი მესიჯბოქსებით სიძულვილის ენასა და დაპირისპირებას აქეზებს, რაც უნდა შეწყდეს.
    „მინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვუწოდო, რომ აღკვეთოს ყველანაირი ძალადობრივი ქმედება. ეს მისი მოვალეობაა და ამას სამართლის დაცვა ჰქვია. მმართველ გუნდს კი მოვუწოდებ, რომ სიძულვილის ენისა და დაპირისპირების წაქეზება შეწყვიტოს. ეს მარტივად ხდება იმ მესიჯბოქსებით, რომლებიც სრულიად გაკონტროლებულია“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
    შეგახსენებთ, რომ დღეს „პრაიდ ფესტივალის“ მოწინააღმდეგეებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და ლისის ტბის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, სადაც „პრაიდ ფესტივალი“ უნდა გამართულიყო. აღნიშნულს პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოჰყვა. პრაიდის მოწინააღმდეგეებს ფესტივალის მონაწილეები ადგილზე არ დახვდათ, რადგან ისინი ტერიტორიიდან ევაკუაციის გზით გაიყვანეს.
    არსებული ინფორმაციით, ლისის ტერიტორიაზე რამდენიმე პირი დააკავეს.

    იპნ
  8. tvati
    უკრაინამ თურქეთიდან „აზოვის” ლიდერები დაიბრუნა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს და შესაბამის ვიდეოს აქვეყნებს.
    „თურქეთიდან სახლში ვბრუნდებით და ჩვენს გმირებს ვაბრუნებთ სახლში. უკრაინელი ჯარისკაცები დენის პროკოპენკო, სვიატოსლავ პალამარი, სერჰი ვოლინსკი, ოლეგ ხომენკო, დენის შლეხა. ისინი საბოლოოდ თავიანთ ახლობლებთან იქნებიან. დიდება უკრაინას!” - წერს ზელენსკი.

    იპნ
  9. tvati
    „შეძრწუნებული ვარ, რომ მიუხედავად მზადების და პრევენციული ზომებისა, „პრაიდის ფესტივალი“ ჩაიშალა“, – ამის შესახებ საქართველოს ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი „ტვიტერზე“ წერს.
    „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით დღეს დაგეგმილი ფესტივალი ჩაიშალა, პოლიციამ ორგანიზატორები ლისის მიმდებარე ტერიტორიიდან სამარშრუტო ტაქსებითა და ყვითელი ავტობუსებით გაიყვანა. „პრაიდში“ ამბობენ, რომ პოლიციამ ვერ შეძლო ტერიტორიის დაცვა.
    ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფის წევრები ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე რჩებიან.

    პუბლიკა
  10. tvati
    ხელისუფლება და ძალადობრივი ჯგუფები ერთნი არიან. თავიდანვე ცხადი იყო, რომ ოცნება ერთი ხელით (ინსტიტუტების პირით) უსაფრთხოების დაცვის ცრუ გარანტიებს იძლეოდა და მეორე ხელით (ძალადობრივი ჯფუგების გამოყენებით) ძალადობას აორგანიზებდა., - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი წერს.


    მისივე განცხადებით, "ქართულმა ოცნებამ" ბოლომდე დაასუსტა ძალოვანი უწყებებისადმი (მათ შორის) საზოგადოების ნდობა.



    "ამიტომ, ცოტა მიკვირდა იმ ადამიანების ოპტიმიზმი, რომლებმაც უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ხელისუფლების დაპირებები დაიჯერეს. მოხდა ის, რაც დაგეგმილი იყო. ოცნებამ ინსტიტუტებისადმი (მათ შორის ძალოვანი უწყებებისადმი) საზოგადოების ნდობა ბოლომდე დაასუსტა - ისეთ მდგომარეობაში აგდებს, ურთულესი იქნება ნდობის აღდგენა. ინსტიტუტები მხოლოდ მაშინ „რეაგირებენ“, როცა ბიძინა ივანიშვილის ინტერესები და ფულია დასაცავი. ხალხი დაუცველია და წინასაარჩევნოდ კიდევ უფრო დამძიმდება მდგომარეობა.", - წერს ნათია მეზვრიშვილი. 
  11. tvati
    პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი შესაბამის ორგანოებს „პრაიდის ფესტივალის” უსაფრთხოდა ჩატარებისკენ მოუწოდებს.
    2023 წლის პრაიდის კვირეული თბილისში 2 ივლისს დახურული ღონისძიებით გაიხსნა, 6 ივლისს კი საერთაშორისო ლგბტქი კონფერენცია გაიმართა აქტივისტების, დიპლომატების, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებისა და სხვათა მონაწილეობით. 8 ივლისს დასკვნითი ღონისძიება პრაიდ ფესტივალი გაიმართება.
    ჰომოფობიური ჯგუფები აორგანიზებენ ძალადობას და ფესტივალის  ჩაშლა სურთ.

    პუბლიკა
  12. tvati
    დღეს პოლიციის მაქსიმალური რაოდენობა იყო მობილიზებული, თუმცა ყველა აქციაზე შეუძლებელია, 100%-იანი უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი, განსაკუთრებით როდესაც გაშლილ ტერიტორიაზეა საუბარი - ამ რისკებზე ვსაუბრობდით, მაგრამ კონტრაქციის მონაწილეების ძალიან დიდი რაოდენობა მოვიდა და ყველაფერი გავაკეთეთ, რომ თითოეული ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა დაცული ყოფილიყო, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ ჟურნალისტებს ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე განუცხადა, სადაც „პრაიდ ფესტივალი“ უნდა გამართულიყო.
    დარახველიძის ინფორმაციით, პოლიცია შესაბამის საპოლიციო ღონისძიებებს ახორციელებს, რათა სიტუაციის სტაბილიზება მოხდეს და კონკრეტულ პირებზე თავდასხმა არ იყოს.
    „დილიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები ადგილზე იყვნენ მობილიზებული. აქ იყვნენ შესაბამისი დანაყოფები - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, ქალაქ თბილისის პოლიცია, საპატრულო პოლიცია. თუმცა თქვენ ნახეთ, რომ კონტრაქციის მონაწილეების საკმაოდ დიდი რაოდენობა მოვიდა. შესაბამისი კორდონები გვქონდა გზებზე, მაგრამ ვინაიდან, ეს გაშლილი ტერიტორიაა, აქციის მონაწილეებმა მოახერხეს, რომ შემოვლითი გზებით შემოეღწიათ და პოლიციის კორდონები გაერღვიათ. მოვახერხეთ ის, რომ „თბილისი პრაიდის“ ღონისძიების ორგანიზატორები და მონაწილეები, უსაფრთხოდ გავიყვანეთ ტერიტორიიდან, არავითარი დაზიანება არ მიუღიათ. ახლა პოლიცია ახორციელებს შესაბამის საპოლიციო ღონისძიებებს, რათა სიტუაციის სტაბილიზება მოხდეს და კონკრეტულ პირებზე თავდასხმა არ იყოს“,- განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
    შეგახსენებთ, რომ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ლისის ტბის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. ისინი ცდილობდნენ „პრაიდ ფესტივალის” მონაწილეები ენახათ, თუმცა ადგილზე არ დახვდათ. ამის შემდეგ „პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა სცენა და სასცენო მოწყობილობები დაარბიეს, ინვენტარის ნაწილი კი დაწვეს. ლისის ტბის როგორც შიდა ისე გარე ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია.
  13. tvati
    „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა ლისის ტბის ტერიტორიაზე “პრაიდ ფესტივალისთვის” გამაგრებული სცენა და სასცენო მოწყობილობები დაარბიეს, ინვენტარის ნაწილი კი დაწვეს.
    მას შემდეგ, რაც მოწინააღმდეგეთა ჯგუფი ლისის ტბის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, ცდილობდნენ „პრაიდ ფესტივალის” მონაწილეები ენახათ, თუმცა ისინი მათ ადგილზე არ დახვდათ.
    ამის შემდეგ „პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა ტერიტორიაზე განლაგებული ინვენტარი დააზიანეს.
    ლისის ტბის როგორც შიდა ისე გარე ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია.

    პალიტრა
  14. tvati
    “ყველა ადამიანს აქვს უფლება რამე მოსწონდეს ან არ მოსწონდეს, ამის უფლებას ვერავინ ვერავის წაართმევს, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ძალადობა აბსოლუტურად მიუღებელია, როგორც მორალურად, ასევე კანონმდებლობითაც. ხელისუფლების და შინაგან საქმეთა სამინისტროს ვალდებულებაა ერთის მხრივ ძალადობის პრევენცია, როცა ნიშნებს წინასწარ ხედავს და მეორეს მხრივ, თუ მაინც განხორციელდა მსგავსი ქმედება, მყისიერი რეაგირება და მოძალადეების დასჯა. მნიშვნელოვანია ერთი ფაქტი, “ოცნება” ცდილობს ნებისმიერი თემა, რომელიც არის მოსახლეობისთვის სენსიტიური, აქტუალური გახადოს და გამოიყენოს საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად. რასაც ჩვენ დღეს ვისმენთ არის “ოცნების” პროპაგანდისტული ხაზი.”
      მიხეილ დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი 358600719_7289517437741381_2446340505678643427_n.mp4
  15. tvati
    უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ კუნძულ ზმეინიზე ჩავიდა.
    უკრაინის პრეზიდენტმა ომში დაღუპული მებრძოლების საფლავებს პატივი მიაგო და მადლობა გადაუხადა თითოეულ უკრაინელს, რომელიც ომის 500 დღის განმავლობაში ქვეყანას იცავს.
    „დღეს ჩვენ კუნძულ ზმეინზე ვიმყოფებით, ჩვენს კუნძულზე, რომელსაც არასოდეს დაიპყრობს ოკუპანტი ისევე, როგორც მთელს უკრაინას. დღეს ჩვენ პატივი მივაგეთ ჩვენს უკრაინელ გმირებს, ყველა მეომარს, ვინც იბრძოდა ამ კუნძულისთვის, ვინც გაათავისუფლა ის. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის პატარა მიწის ნაგლეჯი ჩვენი შავი ზღვის შუაგულში, ეს არის დიდი დასტური იმისა, რომ უკრაინა დაიბრუნებს თავისი ტერიტორიის ყველა ნაწილს!“ - განაცხადა ზელენსკიმ.

    იპნ
  16. tvati
    უკრაინაში, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ 9 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 500-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა, - ამის შესახებ უკრაინაში გაერო-ს ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, ნოელ კალჰუნმა განაცხადა.
    ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ დაღუპულთა რეალური რიცხვი შეიძლება ბევრად მეტი იყოს, ვიდრე ოფიციალურადაა დადასტურებული.
    ამასთან, გაერო-ს მონაცემებით, მაისსა და ივნისში დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის რაოდენობის ზრდა დაფიქსირდა მას შემდეგ, რაც წლის პირველ ოთხ თვეში დაღუპულთა რიცხვი შედარებით შემცირდა.
    „დღეს ჩვენ აღვნიშნავთ კიდევ ერთ საშინელ ეტაპს ომში, რომელიც უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაში საშინელ დანაკარგებს იწვევს“, - აღნიშნა ნოელ კალჰუნმა.

    იპნ
  17. tvati
    უკრაინის თავდაცვის ძალები ბახმუტის მიმართულებით ერთ დღეში წინ ერთ კილომეტრზე მეტით წაიწიეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ სარდლობის სპიკერმა, სერჰი ჩერევატიმ განაცხადა.
    „თავდაცვის ძალები ბახმუტის მიმართულებით აგრძელებენ ინიციატივის შენარჩუნებას, მტერზე ზეწოლას, თავდასხმის ოპერაციებს და ჩრდილოეთ და სამხრეთ ფლანგებზე გადაადგილებას. კერძოდ, გასული 24 საათის განმავლობაში იქ კილომეტრზე მეტი დაიფარა”, - განაცხადა ჩერევატიმ.
    მისი თქმით, რუსები ამ მიმართულებით მცირე კონტრშეტევების განხორციელებას ცდილობენ, მაგრამ ინიციატივა მთლიანად თავდაცვის ძალებს ეკუთვნის.
    „უნდა გავაცნობიეროთ, რომ წინ მივდივართ, მიუხედავად იმისა, რომ ძალებითა და საშუალებებით მათზე უპირატესობა არ გვაქვს“, - აღნიშნა ჩერევატიმ.

    იპნ
  18. tvati
    “ჩემი აზრით, წელს ეს დოკუმენტი არის მკაფიოდ პოლიტიზირებული. ასეთი ტიპის ყოველწლიური ანგარიშისთვის ეს თავისთავად პრობლემაა, რადგან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კანონმდებლობით არის ნეიტრალური ინსტიტუცია. იმის ნაცვლად, რომ ანგარიშით საზოგადოებას ეჭვებს უქარწყლავდეს, პირიქით ეჭვების ინსტუმენტალიზებას უწყობს ხელს უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, როგორც ინსტიტუციის პრობლემა რა არის იცით?! პრობლემა არ არის არაპროფესიონალიზმი საშუალო და დაბალ რგოლში, პრობლემაა პოლიტიკური ხელმძღვანელობა და ხედვა. ეს ხედვა კი შემდეგნაირია- პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ანუ “ოცნებას” არ სჯერა, რომ საქართველოს მსგავს პატარა ქვეყანას შესაძლებელია ჰქონდეს ძლიერი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ორიენტირებული ნამდვილ უსაფრთხოებაზე.”

      კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი 358672088_762296805643561_578592438906272028_n.mp4
  19. tvati
    თეთრი სახლი საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერს, მთავრობას რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ თეთრი სახლის განცხადებაშია ნათქვამი.
    ექსკლუზიურ კომენტარში, რომელიც თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა „ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციას მისცა, ნათქვამია, რომ საქართველო რჩება ნატოს „ურყევ პარტნიორად“.
    „ბაიდენის ადმინისტრაციის საქმიანობის დასაწყისიდანვე მან პრიორიტეტად დაისახა ამერიკის ლიდერობის აღდგენა მსოფლიო ასპარეზზე და ჩვენი ალიანსების აღორძინება, მათ შორის ნატოს გაძლიერებით. [ამერიკის] ლიდერობით ნატო ახლა უფრო ძლიერი და ერთიანია, ვიდრე ის ათწლეულების განმავლობაში იყო. პრეზიდენტი ბაიდენი მოუთმენლად მოელის ივლისში, ვილნიუსის სამიტზე ამ ერთიანობის ჩვენებას. საქართველო ნატოს ურყევი პარტნიორია, რომელიც ამერიკელ და ნატოს სხვა ქვეყნების ჯარებთან ერთად მსახურობდა“, განაცხადა თეთრმა სახლმა.
    ბაიდენის ადმინისტრაცია მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, თუმცა დასძენს, რომ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს ალიანსის წევრობისთვის საჭირო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეფორმები გაატაროს.
    „შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ნატოსკენ სწრაფვას. შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოსთან მუშაობას ნატოსთან მისი თავსებადობის გასამყარებლად და მტკიცედ მოუწოდებს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს წინ წაწიონ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმები, რომლებიც აუცილებელია ნატოში გაწევრიანებისთვის“, - ნათქვამია თეთრი სახლის მიერ "ამერიკის ხმისთვის" გაკეთებულ განცხადებაში.

    ipn
  20. tvati
    უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთში ჩავიდა. ამის შესახებ იგი “ტელეგრამის” პირად არხზე წერს.
    ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე საკითხი დაასახელა, რომელსაც თურქეთის პრეზიდენტთან განიხილავს, მათ შორის „მშვიდობის ფორმულას“, უსაფრთხოების გარანტიებს და ე.წ. მარცვლეულის ინიციატივას.
    “მოვლენებით სავსე დღეს თურქეთში ვამთავრებთ. მოლაპარაკებები პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან. პოზიციების კოორდინაცია მშვიდობის ფორმულაზე, ნატო-ს სამიტზე, უსაფრთხოების გარანტიებსა და მარცვლეულის ინიციატივაზე. უკრაინის აღდგენა, ჩვენს მრეწველობებს შორის თავდაცვითი კონტრაქტები”, - წერს ზელენსკი.

    ipn
  21. tvati
    შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში, ზღვაში 16 წლის ლუკა აბულაძის მკვლელობის საქმეზე სამი პირი დააკავა.
    ერთ-ერთს ბრალად არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება, ორს კი დანაშაულის შეუტყობინებლობა.
    უწყების ინფორმაციით, ზ.ს.-მ მკვეთრი მანევრით, ე.წ. გასაბერ ბანანზე მჯდომი ოთხივე პირი, მათ შორის ლუკა აბულაძე განზრახ გადაყარა წყალში, ისე რომ მათ სამაშველო ჟილეტების გამოყენების საშუალება არ მისცა, თავად კი კატერზე მყოფ თანხლებ პირებთან, ამჟამად აღნიშნული დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულის სახით დაკავებულ ნ.მ.-სთან და ლ.მ.-სთან ერთად სვლა განაგრძო.
    ლუკა აბულაძის ცხედარი საგანგებო სიტუაციების მართის სამსახურის თანამშრობლებმა რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ დღეს იპოვეს.
    „შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ ბათუმში გაუჩინარებული მოზარდის, 2007 წელს დაბადებული ლ.ა. - ს ცხედარი, ნაპირიდან დაახლოებით 2 კილომეტრის მოშორებით იქნა ნანახი.
    ლ.ა. - ს გაუჩინარების თაობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტს განცხადებით, მიმდინარე წლის 5 ივლისს მიმართეს, რის შემდეგაც არასრულწლოვნის სამძებრო სამუშაოებში უწყების შესაბამისი დანაყოფები ჩაერთვნენ. ფაქტზე დაიწყო გამოძიება.
    გამოძიების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამი პირი: 1989 წელს დაბადებულ ზ.ს., 2004 წლს დაბადებული ნ.მ. და 2005 წელს დაბადებული ლ.მ. დააკავეს.
    ზ.ს.-ს ბრალად ედება არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა.
    ხოლო ნ.მ. და ლ.მ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით არიან დაკავებულები.
    გამოძიების მსვლელობისას ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ზ. ს.-მ მიმდინარე წლის 4 ივლისს, ბათუმში, ლ.ა. და კიდევ სამი პირი მისი მართვის ქვეშ არსებულ კატერზე გამობმული ე.წ. გასაბერი ბანანით ზღვაში გაიყვანა.
    მოგვიანებით ზ.ს.- მ მკვეთრი მანევრით, ე.წ. გასაბერ ბანანზე მჯდომი ოთხივე პირი, მათ შორის ლ.ა. განზრახ გადაყარა წყალში, ისე რომ მათ სამაშველო ჟილეტების გამოყენების საშუალება არ მისცა, თავად კი კატერზე მყოფ თანხლებ პირებთან, ამჟამად აღნიშნული დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულის სახით დაკავებულ ნ.მ.-სთან და ლ.მ. - სთან ერთად სვლა განაგრძო.
    წყალში აღმოჩენის შემდეგ, სამმა ახალგაზრდამ ნაპირზე გამოსვლა შეძლო, ხოლო ლ.ა. - ს სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა.
    მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
  22. tvati
    ევროპის სიმტკიცე ჩვენთვის ფუნდამენტურია, რათა ევროპული პერსპექტივა კანდიდატის სტატუსად გადაიქცეს, რეალობაში, როცა რუსეთი ცდილობს ომი, რომელსაც უკრაინაში აგებს, ჰიბრიდული ფორმით აქ განახორციელოს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Rencontres Économiques d'Aix-en-Provence-ის ეკონომიკური ფორუმზე განაცხადა.
    სალომე ზურაბიშვილმა ვრცლად ისაუბრა ევროპის ერთიანობაზე, მისი თქმით, ევროპამ უკვე აჩვენა, რომ ძალა შეინარჩუნა და შეინარჩუნებს.
    ეკონომიკური გამოწვევების კონტექსტში სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა საქართველოს მაგალითზეც და განაცხადა, რომ რუსების „შემოდინებასთან“ დაკავშირებული ეკონომიკური მდგრადობა სახიფათოა.
    „მრავალი პროგნოზი გაკეთდა, რომ ზამთარი ძალიან მძიმე იქნებოდა, დღეს ამბობენ, რომ მომდევნო ზამთარი იქნება ძალიან მძიმე, მაგრამ რეალურად, ევროპამ უკვე აჩვენა, რომ ძალა შეინარჩუნა და შეინარჩუნებს. ასევე ვხედავთ, ძლიერი ევროპის პერსპექტივის ხელახლა გახსნას, რომელიც დიდი ხანია არ გვინახავს და რასაც ველოდებით, ეს თავდაცვითი ევროპაა. ამ მომენტში ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობის წარმოჩენა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია ჩვენთვის, ვინც ჯერ კიდევ ამ ევროპული ერთობის გარეთაა, რადგან უსაფრთხოების მოლოდინი ისაა, რაც მნიშვნელოვნად განაპირობებს ჩვენს მიდგომას.
    საქართველოსთვის, რომელიც ამ ერთობის გარეთაა, (თავის მხრივ, გაუძლო ეკონომიკურ ზეწოლას, ჩვენ შედარებით განსხვავებული ეკონომიკური ზეწოლა გვაქვს) ეკონომიკური მდგრადობა რუსების შემოდინებასთანაა დაკავშირებული, რომლებმაც შემოიტანეს ვალუტა და ასე რომ ვთქვათ, შექმნეს ახალი ბაზარი. ეს საკმაოდ სახიფათოა, რადგან ეს დამოკიდებულების ერთ-ერთი ახალი ფორმაა და განსხვავებული, რომელიც საყურადღებოა. ეს არ არის ერთადერთი რისკი, რომელიც ჩვენს წინაშეა.
    თქვენ იცით, რომ საქართველოს გამოვლილი აქვს ორი ომი რუსეთთან, ბოლო 2008 წელს, მისი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, ნათელია რუსეთის პირდაპირი ზეწოლა. ევროპის სიმტკიცე ჩვენთვის ფუნდამენტურია, რათა გასულ წელს მინიჭებული ევროპული პერსპექტივა კანდიდატის სტატუსად გადაიქცეს, იმ რეალობაში, როცა დღეს რუსეთი ცდილობს, რომ ომი, რომელსაც ის უკრაინაში აგებს, ჰიბრიდული ფორმით აქ განახორციელოს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ფორუმზე.

    იპნ
  23. tvati
    აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი უკრაინისთვის კასეტური ბომბების გადაცემას ადასტურებს.
    ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივნის პოლიტიკურ საკითხებში მოადგილემ კოლინ კალმა ბრიფინგზე განაცხადა.
    მისი თქმით, სამხედრო დახმარების პაკეტში, რომელიც უკრაინას აშშ-ის არმიის მარაგებიდან გადაეცემა, შედის კასეტური ბომბები, 155 მმ კალიბრის საბრძოლო მასალა (ორმაგი დანიშნულების DPICM საბრძოლო მასალა), 105 მმ ჭურვები, ასევე საბრძოლო მასალა Patriot და HIMARS სისტემებისთვის.
    ამას გარდა, აშშ კიევს დამატებით Bradley და Stryker ჯავშანტექნიკას, მაღალი სიზუსტის საავიაციო ჭურვებს, ასევე რემონტისთვის და მომსახურებისთვის ნაწილებს გადასცემს.
    კალის თქმით, სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი შესაძლებელს გახდის უკრაინას “საბრძოლო მასალის ასობით ათასი ერთეული დაუყონებლივ” გადაეცეს.

    იპნ
  24. tvati
    პრეზიდენტის ადმინისტრაცია „საარჩევნო კოდექსზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის პროცედურასთან დაკავშირებით პარლამენტს მიმართავს და 3 ივლისს ჩატარებულ კენჭისყრაზე დეტალურ ინფორმაციას მოითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
    ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესის ცვლილებასთან დაკავშირებით პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო 3 ივლისს დაძლია.
    თავდაპირველად კენჭი პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ კანონის პროექტს ეყარა, რომელსაც მხოლოდ 22-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგ ხმა პარლამენტის 33-მა წევრმა მისცა.
    ამის შემდეგ კენჭისყრაზე პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღებული და პრეზიდენტის მიერ ვეტოდადებული კანონპროექტი დადგა, რომელიც მმართველმა უმრავლესობამ 78-ხმით დაამტკიცა (14 წინააღმდეგი).
    “სარჩევნო კოდექსსა“ და პარლამენტის რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურსს გამოაცხადებს და საკონკურსო კომისიას პარლამენტის თავმჯდომარე შექმნის, ნაცვლად პრეზიდენტისა. ცვლილებების მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრების კანდიდატურებს პარლამენტს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს. ამავდროულად, გათვალისწინებულია საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობა ცესკოს თავმჯდომარეობისა და ცესკოს წევრობის კანდიდატურების წარდგენის პროცესში, თუ საქართველოს პარლამენტი პირველივე ჯერზე ვერ შეძლებს ვაკანტურ თანამდებობებზე პირთა არჩევას.
    ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრები 5 წლის ვადით, პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევიან.

    იპნ
  25. tvati
    პროკურატურის ინფორმაციით, დააკავეს კაცი, რომელიც თავისი შვილის 9 წლის გერზე ფიზიკურად ძალადობდა.
    უწყების თქმით, კაცს ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს.
    ძალადობის შესახებ პირველად ორი დღის წინ სოციალურ ქსელში მეზობელმა დაწერა. ქალი იხსენებდა, რომ 9 წლის ბავშვს მამინაცვლიოს მამა ფიზიკურად თვითმხილველების თვალწინ გაუსწორდა.
    „ნაცემმა ბავშვმა თავის მეგობრებს უთხრა, 10 წუთში ეზოში თუ არ ჩამოვედი ესე იგი კიდევ მცემენ და პატრულში დარეკეთო. ერთ-ერთი ჩუმად ავიდა მესამე სართულზე, კარზე ყური მიადო და ტირილის ხმა რომ გაიგო, დარეკა პოლიციაში,“ – წერდა ის და აცხადებდა, რომ ბავშვს თავდაპირველად ცრუ ჩვენება მიაცემინეს.
    ქალი ასევე ამბობს, რომ ბავშვს სხვა ოჯახის წევრების ემუქრებოდნენ, „მეხვეწებოდა შენთან სახლში წამიყვანეო, ამათთან წასვლა არ მინდაო“.

    ნეტგაზეთი
×
×
  • შექმენი...