Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ბლოგ პოსტები დაპოსტილი tvati -ს მიერ

  1. tvati
    ბებიამ მთელი ცხოვრება აფხაზეთში გაატარა. შვილი ომის დროს წამებით მოუკლეს. მისი საფლავი არც მაშინ მიატოვა, როდესაც სოფელში არავინ იყო და ჯიუტად ყოველდღე დადიოდა სასაფლაოზე. მის სიფრიფანა სხეულში ძლიერი ნებისყოფისა და ვაჟკაცობის ქალი ცხოვრობდა – აი, ისეთი, ზოგიერთ წიგნში რომ აღწერენ. ტრაგედია ჩაანაცვლა მომავალზე, შვილიშვილებზე ზრუნვით  და ამისთვის იბრძოდა. როდესაც 2023 წლის მაისში თბილისში  გარდაიცვალა, უმთავრესი პრობლემა მისი აფხაზეთში გადასვენება და შვილის და მეუღლის გვერდით დაკრძალვა იყო. ეს მისი ბოლო და ერთადერთი თხოვნა იყო ცხოვრებაში.
    ჩემი ბებია ყველა ბებიაზე მეტად ბებია იყო. ის არ მწყევლიდა და არ მეჩხუბებოდა, მისთვის სამყაროს ცენტრი ვიყავი და ყველაფერი საუკეთესო ჩემთვის უნდოდა. ხშირად  ჰქონდა უთანხმოება ჩემს მშობლებთან, რადგან ჩემი კრიტიკის და აუგის არც აღქმა შეეძლო და არც მოსმენა. ამ შემთხვევაში ცალსახად სუბიექტური იყო და სხვისი აზრი არც აინტერესებდა.  მის  ვერც ამაგს დავაფასებ და არც მადლობას  გადავუხდი. ჩემი მხრიდან ეს მხოლოდ ფარისევლობა გამოვა.
    ადამიანი რომ გარდაიცვლება, ჭირისუფალი მას ემშვიდობება, განიცდის, დარდობს და რიტუალს აღასრულებს.  ჩვენი საფიქრალი კი ერთადერთი იყო, როგორ გადაგვესვენებინა  ბებია გალში? რა გზას ვეწიოთ და ვის ვთხოვოთ  დახმარება? ეს ის პრობლემებია, რის შესახებაც დანარჩენ საქართველოში მცხოვრებ ადამიანთა უმრავლესობამ არც იცის და არც გაუგია. გალელებს კი ამ ყველაფერთან გამკლავება უწევთ. როგორ ახერხებენ ამას, როგორ უძლებენ უკანასკნელი 30- წლიან უსამართლობას და ყველა მხრიდან ჩაგვრას, გაოცებას იწვევს. 
    რამდენიმედღიანი გაურკვევლობის, საბუთების შეგროვებისა და ნერვიულობის შემდეგ მისი გადასვენება მაინც მოხერხდა. ერთი შეხედვით რიტუალი შესრულდა და ჩვენც მშვიდად უნდა ვიყოთ, თუმცა ეს ასე არააა.
    საქართველოში საზოგადოების უმრავლესობისათვის აფხაზეთი არის ზღვა, კურორტი და დროსტარება, ნაწილისთვის – ისტორია და მიწა-წყალი. აფხაზეთიდან დევნილებისთვის,  ყოველდღიურ ცხოვრებაში რომ ლტოლვილებს ვეძახით, ის ამ ორივეზე მეტია და ცხოვრების ნაწილია.
    აფხაზეთის ომის შემდეგ, ათასობით დევნილისთვის, ყოველდღიურ ცხოვრების სირთულეებთან, საზოგადოების მხრიდან დაცინვის, დამცირების, ბულინგისა და უარყოფასთან ერთად, მნიშვნელოვანი განსაცდელი გახდა დაკრძალვის ადგილები, სასაფლაოები.
    სოციალურ ქსელებში ხშირად ნახავთ ვიდეოებს, სადაც აფხაზეთში ქართველების სასაფლაოები მიტოვებული და ხშირ შემთხვევაში გაძარცვულია.  ჭირისუფლებისგან იქ თითქმის არავინ ცხოვრობს და ამიტომ მიმსვლელიც ცოტაა. საფლავზე გასვლის ტრადიციული რიტუალები ამ შემთხვევაში ვერ სრულდება. ვინც ოჯახის წევრთა სასაფლაოები აფხაზეთში დატოვა, დროთა განმავლობაში მეორე სასაფლაო სხვა ადგილას გააკეთა.  ტრადიციული აღქმა, რომ საოჯახო საფლავი ერთ ადგილას უნდა იყოს,  აქ დარღვეულია. ეს დევნილთა დიდ ნაწილში წუხილისა და შფოთის ნაწილია. რომელიც ერთგვარი უთქმელი განსაცდელია, ბევრს აწუხებს, მაგრამ ამაზე არ ლაპარაკობენ, არ აფიშირებენ, რადგან გამოსავალი დიდი არაა, რეალობას უნდა შეეგუონ.
    ამაზე გაცილებით დიდი პრობლემაა უსაფლავობა. ნებისმიერ ომს ახასიათებს, რომ დაღუპულთა ნაწილის ცხედრები არ აქვს ოჯახებს. 
    უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების ხსოვნა კომპლექსურია. ზოგიერთმა ადამიანმა დღემდე არ იცის, მისი ოჯახის წევრი ცოცხალია თუ  გარდაცვლილი.  ამ ადამიანებს საკუთარი ახლობლები გამოუგლოვებელი ჰყავთ და ეს ფსიქოლოგიური ტრამვა მთელი ცხოვრება თან სდევთ. როგორც ერთმა ადამიანმა მითხრა, მისი შვილი „არც ცოცხლებში წერია და არც მკვდრებში“.
    2017 წელს, როდესაც თბილისში გადმოასვენეს 1993 წელს სოხუმში მოკლული გურამ გაბესკირიას, მამია ალასანიას და კიდევ 23 ადამიანის ცხედარი, გურამ გაბისკირიას შვილმა ვლადიმერ გაბესკირიამ სოციალურ ქსელში დაწერა „ …. 24 წელი გელოდე, მამა… პატარა ბიჭი ვიყავი და ჩვენი ერთოთახიანის კარზე ყველა დაკაკუნება შენი მეგონა, ტელეფონის ყველა ზარი შენი მეგონა! გელოდებოდი, გელოდებოდით ყველანი…“. ირაკლი ალასანიამ კი დრო, როდესაც ოჯახს გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი არ ჰქონდა, „დაუსრულებელი გლოვის პერიოდი“ უწოდა. ეს განცდა ბევრს აქვს.
    შიდა ქართლში რუსეთის ოკუპაციური ჯარების მიერ ბორდერიზაციის პროცესის დროს არის შემთხვევები, როდესაც სასაფლაო სოფელს მოსწყდება და მავთულხლართები გაივლის მათ შორის.  მოსახლეობა, ვისაც უშუალოდ ეხება ბორდერიზაცია, ვის სოფლებზე და მიწის ნაკვეთებზე გადის ის,  ხშირად საფლავებზე უფრო დარდობს, ვიდრე საკუთარ ქონებასა და შემოსავალზე. აქა-იქ  აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდანაც  გაიგებთ ამბებს, როგორ უვლიან მიტოვებული ქართველების საფლავებს, მერე ფოტოებს უგზავნიან და ხდება ამ სიხარულის გაზიარება. უცნაურია, სიკვდილის ადგილს სიხარული უწოდო, მაგრამ ეს ნამდვილად ასეა და ამიტომ არ ჩავსვი სიტყვა სიხარული ბრჭყალებში.
    სასაფლაოების საკითხი  არამარტო საქართველოში არსებულ კონფლიქტებს ახლავს თან. 2015 წელს, სომხეთში ვიზიტისას მუსლიმთა სასაფლაოები ვნახე.  ეს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან მდებარე სოფელი იყო, სადაც ყარაბაღის პირველ ომამადე ეთნიკური აზერბაიჯანელები ცხოვრობდნენ.
    კონფლიქტის შემდეგ აზერბაიჯანელებმა სომხეთიდან და სომხებმა აზერბაიჯანიდან საკუთარი სოფლები გაცვალეს.  სოფლების წარმომადგენლებმა, რომლებიც ამ გაცვლას კოორდინირებდნენ, პირობად სასაფლაოებიც ჩადეს. სომხებს აზერბაიჯანული სასაფლაოსთვის, ხოლო აზერბაიჯანელებს სომხური სასაფლაოსთვის უნდა მოევლოთ.  ადგილობრივი მცხოვრებლები მაშინ სიამოვნებით გვიყვებოდნენ,  რომ ორივე სოფლის წარმომადგენლები დადებულ პირობას პატიოსნად ასრულებენ და ერთმანეთის საფლავებს უვლიან, მერე ფოტოებს, ვიდეოს უღებენ და მესამე ქვეყანაში, ძირითადად რუსეთში, აჩვენებენ ერთმანეთს. 
    ფოტო: დავით ჯიშკარიანი
    ბებიას გალში დაკრძალვას ენგურს გამოღმა მცხოვრები ვერც ნათესავები, შვილიშვილები და ახლობლები დაესწრნენ.  ამ რიტუალის შემდეგ ჩვენ კიდევ ერთი მიცვალებული მიემატა იმას, რასაც გაყოფილი საფლავი ჰქვია, ჩვენ იქ ვეღარ მივდივართ და არც ის ვიცით, როდის ჩავალთ მათ საფლავზე.
    p.s. ეს ბლოგი ისედაც ემოციურია ადამიანებისთვის, რომლებსაც ეს პრობლემა აწუხებთ. სამწუხაროდ, კონფლიქტის ბუნების, ბევრი შიდა კონტექსტისა და მგრძობელობის გამო, ბევრ დეტალზე საუბარი არ შემეძლო. არ მინდა, ჩემმა უნებურმა სიტყვამ კიდევ მეტი პრობლემა შეუქმნას ისედაც მძიმე დღეში მყოფ გალელებს. 


    ნეტგაზეთი
     
  2. tvati
    უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ვილნიუსში ნატო-ს ორდღიანმა სამიტმა გააქარწყლა ყოველგვარი ეჭვი და გაურკვევლობა იმასთან დაკავშირებით, იქნება თუ არა უკრაინა ნატო-ს წევრი.
    „ძალიან მნიშვნელოვანია: სამიტის ამ ორი დღის განმავლობაში წავშალეთ ყოველგვარი ეჭვი და გაურკვევლობა, იქნება თუ არა უკრაინა ნატო-ში. იქნება! ადრე არასდროს არ გაჟღერებულა ნატო-ს სხვა წევრების მხრიდან სიტყვები : "თქვენ თანასწორები ხართ თანასწორთა შორის". ახლა ყველას ესმის: ეს ფაქტია - თანასწორთა შორის თანასწორი. და ამ ფაქტს აუცილებლად დავადასტურებთ ჩვენი გამარჯვებით და ნატო-ში შევალთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
    მისი თქმით, რუსეთს ახლა არ აქვს შესაძლებლობა, ქვეყნებს ნატო-ში გაწევრიანებისთვის საკუთარი პირობები წაუყენოს.
    „ოდესღაც რუსეთის ბატონებს ძალიან სურდათ ნატო-ს კართან საკუთარი ბარიერი ჰქონოდათ. ჩვენ დავტოვეთ ეს რუსული ამბიცია ევროპის ისტორიის ზღურბლზე - ჩვენი ერთიანობის გალავნის მიღმა ევროპაში და, უფრო ფართოდ, თავისუფალ მსოფლიოში“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

    palitranews.ge
  3. tvati
    საკუთარი მომავლის განსაზღვრის უფლება ძვირფასია ხალხისთვის არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ ბელარუსშიც, მოლდოვაშიც, საქართველოშიც. შესაბამისი განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვილნიუსის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
    მისი თქმით, „ლიეტუველი ძმები ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ჩემპიონები არიან“ უკრაინის უფლების დაცვაში, რომ თავად აირჩიოს საკუთარი მომავალი - ისეთი, რომელიც თავისუფალია.
    „ ვინც უფროსები ხართ, სხვებზე უკეთ იცით, თუ რამდენად ძვირფასია უფლება, თავად განსაზღვრო საკუთარი მომავალი… და ეს ძვირფასია ხალხისთვის ყველგან, ყველგან. არა მხოლოდ უკრაინაში - ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოში, მსოფლიოს ყველა ადგილში, სადაც ხალხი ბრძოლას აგრძელებს იმისთვის, რომ მათი ხმა გაგონილ იყოს. ასე რომ, ამაღამ ყველა თქვენგანისთვის ჩემი "მესიჯია" - გააგრძელეთ, გააგრძელეთ მსოფლიოსთვის იმ იმედის შეხსენება, რომელსაც ლიეტუვა წარმოადგენს, და ეს არის ის, რასაც თქვენ განასახიერებთ ამ ქვეყანაში”, - განაცხადა ბაიდენმა.

    ipn
  4. tvati
    გოგა რაზმაძე 12 წელია შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია. 20 წლის იყო საპატრულო პოლიციელის ფორმა რომ ჩაიცვა. 2018 წლიდან კი როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტში შეიქმნა, გოგა რაზმაძე, კონკურსის გავლის შემდეგ, ამ დეპარტამენტის თანამშრომელი გახდა.
    ის დღესაც დეპარტამენტის თანამშრომელია, უფრო ზუსტად კი დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოს უფროსი. თუმცა, კიდევ რამდენ ხანს დარჩება ის შინაგან საქმეთა სამინისტროში სამუშაოდ, არ იცის.
    12 ივლისის ღამეს, გოგა რაზმაძემ სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ღიად ამხელს როგორც ზოგადად სისტემაში, ისე, ადამიანის უფლებათა დეპარტამენტში არსებულ პრობლემებს და რთულ ვითარებას. წერს სამინისტროს მაღალჩინოსნების მხრიდან მის მიმართ გამოვლენილ დამამცირებელ მოპყრობაზე, ადანაშაულებს მათ აზრის გამოხატვის შეზღუდვაში და არ გამორიცხავს, რომ უახლოეს პერიოდში, ე.წ. რეორგანიზაციის საბაბით, დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა სამსახურიდან დაითხოვონ მათთვის არასასურველი თანამშრომლები.
      ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერ კიდევ მოქმედი თანამშრომელი, საჯაროდ ალაპარაკდა უწყებაში არსებულ პრობლემებზე და ის არ მოერიდა არც იმ მაღალჩინოსნების დასახელებას, რომლებსაც მისი თქმით, წვლილი მიუძღვით ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის ფუნქციების შეზღუდვასა და თანაშრომლებისთვის დაწესებულ ცენზურაში.
    ერთ-ერთი ასეთი მაღალჩინოსანი გოგა რაზმაძის პოსტის თანახმად შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძეა:
    „დეპარტამენტის კურატორად მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძის დანიშვნის შემდეგ, შეიცვალა დეპარტამენტისა და მისი თანამშრომლების მიმართ დამოკიდებულება. დეპარტამენტი აღარ მოიაზრებოდა ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტრუქტურულ ერთეულად. დეპარტამენტს აღარ ჰქონდა მონიტორინგის განხორციელების რეალური ბერკეტები. შესუსტდა კომუნიკაცია გარე აქტორებთანაც. ასევე, თანამშრომლები დავექვემდებარეთ ცენზურას. დაიწყო ჩვენი, მათ შორის, ჩემი საჯარო პოსტების კონტროლი და Facebook-ზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით დადებული პოსტების აღების მოთხოვნა, რომელიც სრულად ჯდებოდა საჯარო მოხელის ეტიკეტსა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. უფრო მეტიც, ამ დეპარტამენტის დანიშნულება სწორედ ადამიანების უფლებების დარღვევის ფაქტების შემჩნევა და მათზე რეაგირება იყო“.
    როგორც გოგა რაზმაძე წერს, მას არაერთი მცდელობა ჰქონდა, რომ დეპარტამენტის საქმიანობის უკუსვლასა და იქ არსებულ გამოწვევებზე პირისპირ ელაპარაკა დეპარტამენტის მოდგილეებთან, უფროსთან, მინისტრის მოადგილესთან, მაგრამ უწყების თანამშრომლის თქმით, ამის გამო, ის დაექვემდებარა დისკრიმინაციას, რაც იმაში გამოიხატა, რომ ის ვეღარ იღებდა მონაწილეობას დეპარტამენტის საქმიანობაში - შეხვედრებში, ტრენინგებში, თათბირებსა და ა.შ.
    „ამ ფონზე, დეპარტამენტში დაიწყო აუდიტის ჩატარება. აღნიშნული პროცესი დაიგეგმა სპონტანურად - 2023 წლის აუდიტის სამოქმედო გეგმით დეპარტამენტის შემოწმება საერთოდ არ იყო გათვალისწინებული“, - წერს გოგა რაზმაძე, რომელიც დარწმუნებულია, რომ დეპარტამენტში არსებული ვითარების გათვალისწინებით, აუდიტის მიზანია რეორგანიზაცია, რომელსაც შედეგად მოჰყვება დეპარტამენტიდან ხელმძღვანელებისთვის „არასასურველი“ თანამშრომლების გაშვება და დეპარტამენტის ფუნქციების კიდევ უფრო შესუსტება:
    „დეპარტამენტში მიმდინარე მოვლენებისა და დაგეგმილი აუდიტის შესახებ, არაერთხელ მქონდა მცდელობა ჩემთვის მოესმინა მინისტრის მოადგილეს, თუმცა ჩემთვის დრო ვერც ერთხელ გამონახა. ამიტომ, ჩემი მოსაზრებები იმეილის მეშვეობით გავუგზავნე მინისტრის მოადგილესა და დეპარტამენტის მენეჯმენტს. 16 ივნისს იმეილით გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით, რომელშიც მქონდა დაფიქსირებული ჩემი წუხილები დეპარტამენტში მიმდინარე მოვლენებზე, 11 ივლისს დამიბარეს შსს-ს გენერალურ ინსპექციაში“.
    სწორედ 11 ივლისს, გენერალურ ინსპექციაში განვითარებული მოვლენები გახდა გოგა რაზმაძის საჯარო წერილის საფუძველი, რომელიც მან სოციალურ ქსელში ინსპექციიდან გამოსვლის შემდეგ, რამდენიმე საათში გამოაქვეყნა.
    ამბობს, რომ გამოკითხვაზე ყოფნისას ის დამამცირებელ და ღირსების შემლახავ გარემოში აღმოჩნდა. ასე კი მას შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე მოექცა:
    „მზად ვიყავი ახსნა-განმარტების მისაცემად (იმ პირობით, რომ ოქმის ასლს გადმომცემდნენ), თუმცა მოულოდნელად ოთახში შემოვიდა შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე, დავით მინდიაშვილი. მან გააგრძელა ჩემთან გასაუბრება, რაც 3 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. მან საქმე გამირჩია იმის გამო, რომ ხელმძღვანელებისთვის მიწერილ წერილში დავაფიქსირე ჩემი მოსაზრებები დეპარტამენტში არსებულ ხარვეზებთან დაკავშირებით. მთელი გასაუბრების განმავლობაში, იგი მეპყრობოდა დამამცირებლად და შეურაცხყოფდა ჩემს ღირსებას. აგდებულად მოიხსენიებდა იმ დეპარტამენტს, სადაც ვმუშაობ. მეძახდა ამბიციურს. მეუბნებოდა, თუ რა მიკეთებია ცხოვრებაში. ფსიქოლოგიური ზეწოლის გზით მაიძულებდა ახსნა-განმარტების დაწერას. რამდენიმე თანამშრომელთან ერთად განიხილავდა ჩემს პირად Facebook პოსტებს და აკრიტიკებდა მათ. მიუხედავად იმისა, რომ ვთხოვე, სხვა დროისთვის გადაგვეტანა ახსნა-განმარტების მიცემა (რაც ნებაყოფლობითია), იგი არ მიშვებდა ოთახიდან და მეუბნებოდა, რომ თუ არ დავწერდი განმარტებას, „სამსახურიდან გამაგდებდა.“ ეს პროცესი ჩემთვის ძალიან მძიმე იყო“.
    ფეისბუქში გამოქვეყნებულ წერილში გოგა რაზმაძე წერს, რომ სამსახურის თავისი ნებით დატოვებას არ აპირებს. გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართავს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მის მიმართ 11 ივლისს განხორციელებული დამამცირებელი მოპყრობის შესახებ.
    გოგა რაზმაძემ მიმართა სახალხო დამცველს, საერთაშორისო თუ ადგილობრივ ორგანიზაციას, უცხო ქვეყნის ელჩებს, მედიას - „დაინტერესდნენ აღნიშნული ფაქტით და არ დაუშვან ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების უსაფრთხოების ხელყოფა“.
    რას პასუხობს გოგა რაზმაძეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე?
    გოგა რაზმაძის საჯარო წერილს 12 ივლისს გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე, რომელმაც მისი თანამშრომლის ფეისბუკ-პოსტს „სიცრუე და სრული ტყუილი“ უწოდა. სწორედ ამ სიტყვებით უპასუხა მან ჟურნალისტების დასმულ კითხვას გოგა რაზმაძის ბრალდებების შესახებ:
    ალექსანდრე დარახველიძე „არანაირ მტკიცებულებას და სამართლებრივ საფუძვლებს არ ეფუძნება. მინდა, საზოგადოებას ვუთხრა, რომ ადამიანის უფლებების დეპარტამენტი ხუთი წელია რაც შეიქმნა შინაგან საქმეთა სამინისტროში და ჩვენ მივიღეთ არაერთი რეკომენდაცია საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, როგორიცაა გაერო, ევროკავშირი და ა.შ., რომ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ამ დეპარტამენტის გაძლიერების მიმართულებით“, - ამბობს ის და განაგრძობს, რომ 2023 წელს, დეპარტამენტში აუდიტის შესვლა სწორედ ამ მიზნებს ემსახურებოდა:
    „მხოლოდ გოგა რაზმაძე აღმოჩნდა ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ეს პროცესი რაღაც დისკომფორტს უქმნის. არანაირი კონკრეტული ფაქტი იმის შესახებ, რომ ვინმეს ზეწოლას ან შევიწროებას ჰქონდა ადგილი, გარდა გოგა რაზმაძის ზოგადი განცხადებებისა, ჩვენ არ მოგვისმენია“.
    რაც შეეხება გოგა რაზმაძის მიერ ნახსენებ ცენზურასა და მენეჯმენტის მხრიდან მათთვის მიუღებელი ფეისბუკის პოსტების წაშლის მოთხოვნას, ალექსანდრე დარახველიძე ასე განმარტავს:
    „ზოგადად, შსს-ში არის ეთიკა და ეთიკის კოდექსი, რომელიც იმ საქმეებზე, რაზეც თითოეული ჩვენთაგანი ვმუშაობთ, წინასწარ გამოხატული პოზიციის დაფიქსირება არ არის ეთიკური საქციელი. ჩვენ არავისთვის მიგვითითებია რაიმე პოსტის აღება. ჩვენ ყველას მოვუწოდებთ, რომ იმ ეთიკის კოდექსის შესაბამისად იმოქმედონ, რაც არის პოლიციის შესაბამისი დანაყოფებისთვის დადგენილი“.
    რა ფუნქცია აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტს და როგორ შეიქმნა ის?
    ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი 2018 წლის იანვარში შეიქმნა. იმ პერიოდში შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია იყო. თავდაპირველად დეპარტამენტში სულ 13 თანამშრომელი მუშაობდა. მათ შორის იყო გოგა რაზმაძეც.
    პირველი ერთი წლის განმავლობაში, დეპარტამენტის უმთავრესი ფუნქცია და მოვალეობები იყო მიმდინარე გამოძიების მონიტორინგი ისეთ დანაშაულებზე, როგორიცაა:
    ოჯახური დანაშაული ქალთა მიმართ ძალადობა დისკრიმინაციის ნიშნით და შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაული ტრეფიკინგი არასრულწლოვანთა მიერ/მიმართ ჩადენილი დანაშაული თუმცა, 2019 წელს, დეპარტამენტის გაფართოების შემდეგ, ჩამოთვლილ დანაშაულებს დაემატა სიცოცხლის წინააღმდეგ და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების გამოძიების ხარისხის მონიტორინგიც. გაიზარდა თანამშრომლების რიცხვიც.
    დეპარტამენტის პირველი ხელმძღვანელი ლონდა თოლორაია იყო. სწორედ მასთან ერთად იმუშავა გოგა რაზმაძემ წელიწადი და სამი თვე, სანამ 2019 წელს, ლონდა თოლორაია სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე არ აირჩია პარლამენტმა:
    ლონდა თოლორაია „ამ დეპარტამენტს ჰქონდა სრული თავისუფლება, სრული დამოუკიდებლობა. ერთადერთი მითითება, რომელიც ჩვენ გვქონდა მინისტრისგან, იყო შემდეგი, რომ გვქონოდა პროგრესი და არ უნდა ყოფილიყო ადამიანი, რომელი მიმართავდა პოლიციას და ვერ მიიღებდა სამართლებრივ დახმარებას და სათანადო რეაგირებას იმ დანაშაულებზე, რომელიც ამ დეპარტამენტის ძირითად კომპეტენციას წარმოადგენდა. მენეჯმენტი აქტიურად ზრუნავდა იმაზე, რომ სისტემის შიგნით ამ დეპარტამენტს ჰქონოდა ავტორიტეტი. ყველამ იცოდა, რომ დეპარტამენტის საქმიანობა იყო პრიორიტეტი და დეპარტამენტის თანამშრომლებთან კომუნიკაცია, მათი მოსაზრებები გამოძიების ხარისხთან დაკავშირებით, უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული“, - გვეუბნება ლონდა თოლორაია.
    როგორც დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ყვება, მათ აქტიური კომუნიკაცია ჰქონდათ ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ერთობლივი თანამშრომლობის ფონზე ხდებოდა საქმეების გამოძიების პროცესის ეფექტიანი მონიტორინგი:
    „ყოველდღიურ რეჟიმში გვქონდა მათთან სატელეფონო კომუნიკაცია კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით. თუკი რაიმე პრობლემა იყო, ნებისმიერს შეეძლო აეღო ყურმილი, დაერეკა და ეთქვა, რომ რომელიღაც საგამოძიებო ორგანოში პრობლემაა, ან გამოძიებას არ იწყებენ, ან ცუდად მოექცნენ დაზარალებულს. დეპარტამენტს ჰქონდა მყისიერი რეაგირება. ჩვენ იმდენი მოვახერხეთ ერთ წელში, რომ ყველა საერთაშორისო ანგარიშში, სახალხო დამცველის ანგარიშში, არასამთავრობო ორგანიზაციების დღის წესრიგში გაჩნდა ჩანაწერები, მოსაზრებები, რომ ამ დეპარტამენტის შექმნა იყო უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯი ისეთი მძიმე დანაშაულების გამოძიების პროცესში, როგორიცაა ოჯახში ძალადობა, ქალზე ძალადობა, დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაული და ა.შ.“.
    ლონდა თოლორაია ამბობს, რომ ამ პროცესის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრი სწორედ გოგა რაზმაძე იყო, რომელმაც დეპარტამენტის განვითარების გზაზე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. არც ერთი სიტყვაში, რომელიც გოგა რაზმაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, მას ეჭვი არ ეპარება. ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორი, რომელიც ახლა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,კანონის უზენაესობის ცენტრის” დირექტორია, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ გოგა რაზმაძე გამორჩეული ადამიანია თავისი ღირსებით, პრინციპებით, პროფესიონალიზმითა და საქმისადმი დამოკიდებულებით:
    „ამ სამსახურში, აბსოლუტურად ყველა კადრი, მათ შორის, გოგა რაზმაძე, აყვანილია კონკურსის წესით. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არცერთი ადამიანი იქ ნეპოტიზმით არ მოხვედრილა. ითქვა, რომ ამ დეპარტამენტში უნდა ემუშავათ ადამიანებს, რომლებსაც სწამდათ ადამიანის უფლებების, ჰქონდათ გამოცდილება ადამიანის უფლებების ან საგამოძიებო მიმართულებით მუშაობის და ასეც მოხდა. ასეთია გოგაც“.
    ლონდა თოლორაია ვარაუდობს, რომ გოგა რაზმაძემ სისტემის რეპუტაციის დასაცავად, სრულად არ გაასაჯაროვა ის დეტალები, რისი გადატანაც მას მოუწია:
    „ვფიქრობ, რომ თავის პოსტში მან ბევრი რამ შეამსუბუქა. როგორ შეიძლებ ასეთი ადამიანი მიიყვანო იმ მდგომარეობამდე, რომ მან ამაზე ღიად დაწეროს, არ ვიცი. ამ ადამიანმა თქვა, რომ სისტემის შიგნით გაიარა ყველა ეტაპი. მივიდა დეპარტამენტის უფროსთან, მივიდა მოადგილესთან, მივიდა მინისტრის მოადგილესთან. ცდილობდა, რომ სისტემის შიგნით მოეგვარებინა პრობლემა, მაგრამ ალბათ კიდევ არ გამოიტანდა გარეთ, რომ არა, ის მეთოდი, რა მეთოდებითაც მუშაობს თურმე გენერალური ინსპექცია შსს-ს თანამშრომლებთან, ეს ალბათ იყო მის ღირსებაზე დადებული ბოლო ქვა, რომელსაც ამ ადამიანმა ვეღარ გაუძლო“.
    გოგა ხატიაშვილი, უფლებადამცველი და იურისტი, ადამიანის უფლებათა დეპარტამენტში სამუშაოდ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან“ გადავიდა. ამ დეპარტამენტში გოგა რაზმაძესთან ერთად მან თითქმის სამი წელი იმუშავა და იმუშავა არაერთი გახმაურებული საქმეების მონიტორინგზე, რის შესახებაც ის არ ერიდებოდა საკუთარი მოსაზრების დაფიქსირებას, მათ შორის, სოციალურ ქსელშიც. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი საქმე იყო ნიკოლოზ ბასილაშვილის მიერ ყოფილ ცოლზე ძალადობის საქმე:
    „მაშინ მე დავწერე პოსტი, სადაც ჩემი პოზიცია დავაფიქსირე იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ყოველდღიურად ვისმენთ მსხვერპლების გასაჭირს ოჯახში ძალადობაზე და რომ მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა. ჩემი მოსაზრება მაშინ ღიად დავაფიქსირე იმიტომ, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ბასილაშვილის ყოფილს ცოლს ძალიან დაუპირისპირდა“, - ყვება გოგა ხატიაშვილი.
    სწორედ ამიტომ, მისთვის აბსოლუტურად მიუღებელი და გაუგებარია შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განმარტება, თუ რატომ არ უნდა დააფიქსიროს დეპარტამენტის თანამშრომელმა საკუთარი მოსაზრება ამა თუ იმ საქმეზე, რომელიც სწორედ ადამიანის უფლებების დეპარტამენტის თანამშრომლის კომპეტენციის ფარგლებში ჯდება:
    გოგა ხატიაშვილი „პირველ რიგში, თქვენ რომ ნახოთ გოგა რაზმაძის პოსტები, ის არის ძალიან ზოგადი, არ ეხება კონკრეტულ საქმეებს და ეს პოსტები ეხება სწორედ იმ თემებს, რომელზე ზედამხედველობაც თავად დეპარტამენტის კომპეტენციაა. დეპარტამენტის თანამშრომელმა თავი კი არ უნდა შეიკავოს, არამედ პირიქით, ადამიანის უფლებებზე ის ღიად უნდა აფიქსირებდეს საკუთარ პოზიციას. სამწუხაროდ, შსს არ არის გამონაკლისი, როდესაც საჯარო უწყებებში აქტიურად დაიწყეს ადამიანების დევნა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო. ისინი აკვირდებიან სოციალურ ქსელში ადამიანების პოზიციონირებას და თუკი მცირე კრიტიკასაც კი აღმოაჩენენ, შემდეგ იწყებენ ანგარიშსწორებას. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, დეპარტამენტის პრაქტიკაშიც იქნა შემოღებული ეს წესი“.
    გოგა რაზმაძე და გოგა ხატიაშვილი ჩინარას საქმეში
    გოგა ხატიაშვილმა და გოგა რაზმაძემ ერთად არაერთ გახმაურებულ საქმეზე იმუშავეს, მათ შორის, იყო ეთნიკურად აზერბაიჯანელი, არასრულწლოვანი ჩინარა კოჯაევას საქმე, რომელსაც მამა დაქორწინებას აიძულებდა:
    „ეს ინფორმაცია რომ მივიღეთ, ძალიან ცოტა დრო გვქონდა სამოქმედოდ. მახსოვს, ოთხშაბათი იყო და წერილში, რომელიც მივიღეთ, ეწერა, რომ შაბათს უკვე ქორწილი იყო დანიშნული. გადავწყვიტეთ, რომ მხოლოდ ადგილობრივი პოლიციის იმედად არ უნდა დაგვეტოვებინა ეს საქმე. მე და გოგა მეორე დღესვე ჩავედით ქვემო ქართლში, დაველაპარაკეთ ჩინარას და სწორედ მაშინ გვითხრა, რომ მამა აიძულებდა დაქორწინებას. როდესაც ჩინარა გადაიყვანეს თავშესაფარში, მე და გოგა დავრჩით ჩინარას მშობლებთან სალაპარაკოდ და შესაბამისი პროცედურების გასავლელად“.
    „გენინსპექციის მოადგილემ მას და დეპარტამენტის ფუნქციებს დასცინა. ეს არ არის შემთხვევითი“
    გოგა ხატიაშვილი ამბობს, რომ ბოლო ორ წელში, განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა დეპარტამენტის ინერტულობა, რაც მისი თქმით, იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც დღეს ოჯახში ძალადობასა თუ არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებს უკავშირდება, აბსოლუტურად გაუმართლებელია:
    „პირადად მქონდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც დამიკავშირდა სავარაუდო მსხვერპლი და ვთხოვე დახმარება დეპარტამენტს, თუმცა, წავაწყდი იმ ფაქტს, რომ დეპარტამენტს აღარ ჰქონდა სათანადო დამოკიდებულება და შემოიფარგლნენ ზოგადი პასუხებით. ამასვე ამბობენ ჩემი კოლეგები სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიდან. მენეჯმენტის დონეზე შეიცვალა დამოკიდებულება - მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის და მისი მოადგილეების დონეზე. მათ არ აქვთ სათანადო მგრძნობელობა დეპარტამენტის საქმიანობის მიმართ. ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ როდესაც მენეჯმენტის დონეზე აღარ არის ესა თუ ის საკითხი პრიორიტეტული, შემდგომში, უკვე თანამშრომლების დონეზეც იკლებს ეს ძალისხმევა. სწორედ ეს პროცესი განვითარდა დეპარტამენტში“.
    გოგა ხატიაშვილისთვის ასევე გაუგებარია მინისტრის მოადგილის განცხადება იმის თაობაზე, რომ დეპარტამენტში დაუგეგმავი აუდიტის ჩატარება სამინისტროს ხელმძღვანელობამ იქ არსებული პრობლემების და გამოწვევების შესწავლის საბაბით გადაწყვიტა.
    ის დარწმუნებულია, რომ აუდიტს მოჰყვება დეპარტამენტის რეორგანიზაცია, რაც კიდევ უფრო მძიმედ აისახება მის ფუნქციონირებაზე:
    „როგორც გოგა წერს საჯარო პოსტში, მას ჰქონდა არაერთი მცდელობა, რომ ამ გამოწვევების და პრობლემების შესახებ ინფორმაცია მიეტანა ხელმძღვანელობამდე და ფაქტობრივად, მზა მასალა მიეწოდებინა მათთვის, მაგრამ წერს, რომ არ მოუსმინეს, დროც კი ვერ გამონახეს მასთან სალაპარაკოდ. არ არის შემთხვევითი ისიც, რომ აუდიტის ჩატარება მოხდა სპონტანურად. ეს გარემოებები ხომ ლოგიკურად აჩენს კითხვებს, თუ რა შეიძლება იყოს ხელმძღვანელის რეალური მიზანი. ეჭვგარეშეა, რომ ამას მოჰყვება რეორგანიზაცია, ამ გზით, არასასურველი თანამშრომლების გაშვება და არც იმას გამოვრიცხავ, რომ დეპარტამენტის ფუნქციები სამართლებრივ დონეზეც შეიზღუდოს“.
    კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ეკიდება სათანადოდ დეპარტამენტის საქმიანობის მნიშვნელობას, გოგა ხატიაშვილის თქმით, ეს არის მისი ყოფილი კოლეგის საჯარო პოსტში ამოკითხული ფრაზა, როდესაც ის გენერალურ ინსპექციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა:
    „როგორც გოგა აღწერს, გენინსპექციის მოადგილემ მას და დეპარტამენტის ფუნქციებს დასცინა. ეს არ არის შემთხვევითი. სათანადო სერიოზულობით ვერ აღიქვამენ იმ საქმეებს, რომლებსაც დეპარტამენტი უწევს ზედამხედველობას. ბოლო პერიოდში, მაშინ, როდესაც, სამწუხაროდ, ფიქსირდება არაერთი დანაშაული ოჯახში ძალადობის, არასრულწლოვნების მიმართ ჩადენილი დანაშაულების, გახსენდებათ ამ დეპარტამენტის კურატორის მიერ გავრცელებული რაიმე განცხადება, პრესკონფერენცია? მაშინ, როდესაც სწორედ ეს თემებია მისი კომპეტენციის ერთ-ერთი სფერო?“.
    შსს-ს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის თანამშრომლის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ნათია მეზვრიშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე. 2018 წელს, როდესაც დეპარტამენტი შეიქმნა, სწორედ ის იყო ამ დეპარტამენტის კურატორი და იმ კომისიის წევრი, რომელმაც ახლადშექმნილი დეპარტამენტის თანამშრომლები შეარჩია:
    ნათია მეზვრიშვილი „გოგა რაზმაძე კონკურსით ავიყვანეთ. საპატრულო პოლიციაში რიგითი იყო და გასაუბრებაზე გამაოცა მისმა სენსიტიურობამ ადამიანის უფლებებისადმი. იმდენად კეთილსინდისიერი და პროფესიონალი მოხელეა, დეპარტამენტის გაფართოებისთანავე დაწინაურდა. ყოველთვის თავს ვიკავებ ამ დეპარტამენტის კრიტიკისგან, იმდენად გული შემტკივა. თავი შევიკავე მაშინაც, როცა ანალოგიური მიზეზით სხვები წამოვიდნენ. მაგრამ ახლა სიჩუმე, დანაშაულია. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს პასუხისმგებლობა პირველ რიგში მინისტრის კურატორ მოადგილეზე და დეპარტამენტის უფროსზეა. ყველაზე მეტად მათზე იყო დამოკიდებული დეპარტამენტის გამართული მუშაობა და იქ თავმოყრილი ენთუზიასტების, კეთილსინდისიერი მოხელეების დაფასება. ეს დეპარტამენტი არაერთი ადამიანის იმედი იყო და გარკვეულწილად დღემდე არის. შეაჩერეთ ეგ სიგიჟე! ამ ადამიანს თმის ღერი არ ჩამოუვარდეს!“ - წერს ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში.
      გოგა რაზმაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას 12 ივლისს სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, რომელიც შემაშფოთებელს უწოდებს იმ ფაქტს, რომ შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტში, რომელიც თავად ზედამხედველობს გამოძიების პროცესში ადამიანის უფლებათა დაცვის სათანადო ხარისხის უზრუნველყოფას, სამმართველოს უფროსი თავს მიიჩნევს დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლად და ხელი ეშლება სამსახურებრივი უფლებამოსილების ჯეროვნად განხორციელებაში.
    არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყოს მის სტრუქტურულ ერთეულებში გამოხატვის თავისუფლების სათანადო დაცვა და არ დაუშვას, რომ უწყების მოხელეები დაექვემდებარონ ზეწოლას, მათ მიერ გამოთქმული აზრისა და პროფესიული შეფასებების გამო;
    „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ასევე მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება 2023 წლის 11 ივლისს, შსს-ს გენერალურ ინსპექციაში გამოკითხვის დროს, გოგა რაზმაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტზე და ასევე მიმართავს საქართველოს სახალხო დამცველს, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, დროულად შეისწავლოს გოგა რაზმაძის საჯარო განცხადება და მიიღოს ზომები მისი უფლებების დასაცავად.
    სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის პრეს-ცენტრში რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ ჯერ არ აქვთ პასუხი, ხომ არ დაიწყო უწყებამ გამოძიება გენერალურ ინსპექციაში გამოკითხვის დროს, გოგა რაზმაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტზე.
    რაც შეეხება სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანის განცხადებით, ომბუდსმენის ოფისმა გოგა რაზმაძის საქმეზე მოკვლევა ერთი კვირის წინ დაიწყო:
    „ერთ კვირაში ვერაფერი გამოვლინდება, იმიტომ რომ საქმის შესწავლას აქვს თავისი პროცედურა. ამას რაღაცა დრო დასჭირდება“, - უთხრა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებს.
    ნინო თარხნიშვილი

    რადიო თავისუფლება
  5. tvati
    - ხელისუფლება, რომელიც მზად არის ერთი ადამიანის ინტერესისთვის ქვეყნის ევროპული მომავალი სასწორზე დადოს, ყველაფრის მკადრებელია. - ოცნებამ გადალახა, მათ შორის, ის ზღვარიც, რითაც ის ნაციონალური მოძრაობისგან განსხვავდებოდა - ხელისუფლებაში მოსვლისას მისთვის მთავარი ადამიანის უფლებების დაცვა იყო და ახლა ვხედავთ ადამიანების ჩაგვრას, ძალადობას, მოქალაქეების ერთმანეთზე გადაკიდებას.

    ნათია მეზვრიშვილი, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე 347557499_629582912458289_2365375448670932361_n.mp4
  6. tvati
    რეგიონში მნიშვნელოვანი ცვლილებებია, უკრაინის მომავალი რომ ნატოშია და ამ ქვეყნის გზა გასცდა გაწევრების სამოქმედო გეგმის საჭიროებას, - ამის შესახებ ვილნიუსის ნატოს სამიტის კომუნიკეშია ნათქვამი. ამასთან, ერთი შეხედვით, ადგილიდან დაიძრა ევროკავშირში თურქეთის გაწევრების საკითხიც. ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თურქეთისა და შვედეთის ლიდერებს შორის ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ ერდოღანი თანახმაა, შვედეთის ნატო-ში გაწევრების განაცხადს მხარი დაუჭიროს, შვედეთი კი აქტიურად დაუჭერს მხარს თურქეთის ევროკავშირში გაწევრების პროცესის გააქტიურებას. რა ხდება ამ დროს საქართველოსთან დაკავშირებით, სად, რომელ ალიანსში შეიძლება აღმოჩნდეს ჩვენი ადგილი, რატომ არ მიიწვიეს პრემიერი ღარიბაშვილი ვილნიუსის სამიტზე? - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე საქართველოს ყოფილი ელჩი, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგში, ასევე, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი ნატა საბანაძე გვესაუბრება:
     
    - ვილნიუსში ძალიან მნიშვნელოვანი სამიტი გაიმართა, გადაწყდა შვედეთის ნატოში გაწევრების საკითხი, რაზეც ერთმნიშვნელოვნად არის დამოკიდებული თურქეთის საკითხიც. რატომ არის ეს ძალიან მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ ეს მოცემულობა ზრდის ბალტიის ქვეყნების უსაფრთხოებას, ე.ი. ბალტიის ქვეყნები მთლიანად და ბალტიის ზღვა ხდება ნატო. შესაბამისად, ეს დიდი შენაძენია არა მხოლოდ ნატოსთვის, არამედ - ჩვენი ბალტიისპირელი მეგობრებისთვის, ვინაიდან მათი უსაფრთხოება ყოველთვის სერიოზული რისკის ქვეშ იდგა. თურქეთი, როგორც ერდოღანს სჩვევია, დიდხანს ვაჭრობდა. საბოლოოდ, გადაწყვიტა, რომ ევროკავშირის კუთხით რაღაც დათმობებზე წამოეყვანა პარტნიორები. მე არ ვიტყოდი, რომ ეს გაწევრებას ძალიან დააჩქარებს. როგორც იცით, თურქეთი კანდიდატი ქვეყანაა, მაგრამ გაწევრების პროცესი დიდი ხნის წინ გაიჭედა. ერდოღანს ახლა რამდენიმე თემა აინტერესებს, ევროკავშირთან საბაჟო კავშირის განახლება და უვიზო მიმოსვლა. თუ გახსოვთ, როდესაც ევროკავშირი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის საკითხს განიხილავდა, მაშინ თურქეთზეც იყო საუბარი. როგორც ჩანს, ახლა ეს თემა ისევ დადგება დღის წესრიგში, ე.ი. არის საკითხები, რისი „წამოღებაც“ თურქეთს ევროკავშირში გაწევრებამდე უნდა. თავად ევროკავშირისთვის განსაკუთრებული არაფერია, თუმცა საინტერესოა. ასეა თუ ისე, თურქეთმა ივაჭრა, თავისი როლი შეასრულა და ვილნიუსის სამიტზე პოზიტიური გარემო შექმნა.
    - ამ პროცესების კვალდაკვალ, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ევროპაში თურქეთს არავინ ელოდება და ამასთან დაკავშირებით ოფიციალურ ანკარას ცრუ იმედები არ უნდა ჰქონდეს.
      - ეს არის ნარატივი, რომელსაც რუსეთი დიდი მონდომებით აღვივებს. სამწუხაროდ, ამ ნარატივმა ჩვენთანაც მყარად მოიკიდა ფეხი, თითქოს ჩვენთვის ნატოსა და ევროკავშირის კარი დაკეტილია და ა.შ. არადა, სწორედ ახლა გაიღო ყველაზე ფართოდ ევროკავშირისა და ნატოს კარი. ვინაიდან ევროკავშირში უსაფრთხოების საკითხი მწვავედ დადგა, მთავარ გამოწვევად კი რუსეთი დასახელდა. ბრიუსელში ყოფნის დროს, მე და ჩემი უკრაინელი კოლეგა დიდი მონდომებით ვცდილობდით, აგვეხსნა, რომ რუსეთი საფრთხეა არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ - ზოგადად ევროპული უსაფრთხოებისა და საერთაშორისო წესრიგისთვის. მართალია, მე და ჩემმა უკრაინელმა კოლეგამ დასავლელი პოლიტიკოსების დარწმუნება ვერ შევძელით, მაგრამ ეს შეძლო თავად პუტინმა! შეიძლება ითქვას, რომ ევროპა ახლა, უკრაინის მხარში დგომით, საკუთარ თავს იცავს. უკრაინამ ალიანსს დაანახა, რომ მისი ნატოში გაწევრება გარდაუვალი აუცილებლობაა. ახლა მხოლოდ იმაზე მიმდინარეობს მსჯელობა - როდის და როგორ უნდა მოხდეს ეს. საუბარია იმაზე, რომ მოიხსნას საგზაო რუკის ანუ მაპის საკითხი, რომელიც თავის დროზე საქართველოსა და უკრაინისთვის ერთგვარ დაბრკოლებად იქცა. ახლა ერთადერთი, მაგრამ სერიოზული დაბრკოლებაა ომი. სამწუხაროდ, გამორიცხულია ომში მყოფი უკრაინის ნატოში მიღება, იმიტომ, რომ ეს თავისთავად ნიშნავს ნატოს ომში ჩართვას. შესაბამისად, ომის დასრულების შემდეგ უკრაინას გარანტირებული აქვს ნატოს წევრობა. უკრაინამ დაამტკიცა, რომ ის რისკების შემცველი კი არა, პირიქით - ძალიან ღირებული შენაძენი იქნება ნატოსთვის. ჩვენც ამის დამტკიცებას ვცდილობდით, წლების განმავლობაში ვიყავით კონტრიბუტორი, ერთ-ერთი უპირობო ლიდერი, ნატოს ასპირანტ ქვეყნებს შორის. ჩვენმა ჯარისკაცებმა საკუთარი სისხლი გაიღეს, რათა დაემტკიცებინათ, რომ საქართველო დამატებითი ღირებულების მქონე ქვეყანაა ალიანსისთვის, რომ ჩვენ შეგვიძლია უსაფრთხოების გარემოს შექმნა, პარტნიორებთან ერთად. დიახ, ქართველები საკუთარ სიცოცხლეს სასწორზე დებდნენ, იმის იმედით, რომ ოდესმე ნატოს კარი ჩვენთვისაც გაიღებოდა. ამიტომ ძალიან მძიმე, სევდიანი იყო იმის ნახვა, რომ გუშინ სამიტზე, ჩვენი ქვეყანა წარმოდგენილი იყო საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე, რომ ამ სამიტიდან არაფრის მოლოდინი არ გვქონდა...
    - რა მოხდება იმის შემდეგ, როდესაც ომი დასრულდება და უკრაინა ნატოს წევრი გახდება, საქართველო სად აღმოჩნდება?
    - წესით, დღეს საქართველო უკრაინასთან ერთად უნდა საუბრობდეს უსაფრთხოების გარანტიებზე, უნდა ვიყოთ იქ, რისთვისაც ამდენი ხანი ვიბრძოდით და რისთვისაც ამდენი რესურსი გავიღეთ! რატომ გვინდოდა ჩვენ ასე ძალიან ნატოში და რატომ უნდა დღეს უკრაინას? იმიტომ, რომ ეს ალიანსი არის უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია ამ სამყაროში. სხვა არაფერი მუშაობს და არაფერს აქვს ძალა! არ მესმის რატომ არ ვართ იქ, სადაც უნდა ვიყოთ! არ არის მართალი თქმა იმისა, რომ ყველაფრის მიზეზი ჩვენი პარტნიორების პარტიული პოლიტიკაა. მაშინ, როდესაც საქმე საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს ეხებოდა, არანაირ პარტიულ გაყოფას არ ჰქონდა ადგილი. ჩვენ აშკარად გვყავდა მეგობრები და ამაზე მეტყველებს, როგორც ევროკავშირის უამრავი რეზოლუცია, ასევე - ნატოს დასკვნები. განსაკუთრებით, ნატოსთვის ჩვენ ერთ-ერთი წამყვანი ასპირანტი ქვეყანა ვიყავით და ბოსნია, მოლდოვის გვერდით დგომა ნამდვილად არ არის იმ ძალისხმევის შესაბამისი, რაც ჩვენ ამ დრომდე გავწიეთ. ძნელია საუბარი იმის შესახებ, თუ როგორ შეიცვლება საუბარი ომის შემდეგ, ვინაიდან ახლა ცალსახად ვერ ვიტყვით, რა შეიძლება ჩაითვალოს უკრაინისთვის ომის მოგებად და წაგებად. ვფიქრობ, რომ როგორც უნდა დასრულდეს ომი, რუსეთის სტრატეგიული მარცხი უკვე იქნება იმის გარანტია, რომ უკრაინა ნატოს წევრიც გახდება და - ევროკავშირისაც. უკრაინამ ეს დაიმსახურა, ჩვენც დავიმსახურეთ, უბრალოდ, ბოლო დროს, საქმეს ძალისხმევა დავაკელით და მეგობრები მოვიმდურეთ. იმისათვის, რომ რაიმე ტიპის ალიანსში მიგიღონ, მეგობრებს შენი ერთგულების იმედი უნდა ჰქონდეთ. ჩვენი ხელისუფლების დღევანდელი პოზიციონირება მთელ რიგ კითხვის ნიშნებს აჩენს. ღარიბაშვილის განცხადებამ იმის შესახებ, რომ ომი ნატოს გამო დაიწყო, დასავლეთში ძალიან სერიოზული ეჭვები გააჩინა.
    - ხელისუფლების წარმომადგენლებს აქვთ მთელი რიგი არგუმენტები, ისინი ამბობენ და ეს თქვენც აღნიშნეთ, რომ საქართველომ ძალიან დიდი რესურსი გაიღო, ნატოსა და ევროკავშირის კარის გაღების მოლოდინში, თუმცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დასავლეთს ამუნათებს, რომ ჩვენთვის კარის გაღება ძალიან დააგვიანა.
    ასევე დაგაინტერესებთ პუტინის ახალი მუქარა ათი წლის წინანდელის "შესრულების" ფონზე... ჩაკეტილი წრე - NATO-სთან "მიჩოჩებას" ოკუპაციის "ჩამოჩოჩება" მოჰყვება - დიახ, მეც ვაკვირდები ამ რიტორიკას და ერთი რამ არ მესმის, მაშინ როდესაც ყველაფერი გაცილებით რთული იყო და დასავლელი პარტნიორები კარს არ გვიღებდნენ, ჩვენ უკან არ ვიხევდით, ყველაფერს ვაკეთებთ, პოლიტიკა იყო ეს, დიპლომატია თუ სამხედრო კონტრიბუცია, ყველაფერი ჩართული გვქონდა ამ საქმეში, ახლა კი, როდესაც ეს კარი გაიღო, ჩვენ ვამბობთ, რომ უკვე აქ ძალიან დიდი ხანი ვიდექით და ახლა აღარ გვინდა შემოსვლა! ეს ძალიან უცნაურია! დიახ, ჩვენ გვიჭირდა დასავლელი პარტნიორების დარწმუნება იმაში, რომ რუსეთი მხოლოდ ჩვენთვის არ წარმოადგენდა საფრთხეს, მაგრამ ახლა მათ ხომ შეცვალეს პოზიცია?! დღეს არაფერს განსაკუთრებულს არ ითხოვენ ჩვენგან, პარტნიორებს უნდათ, რომ უკრაინას მორალური თვალსაზრისით გულწრფელად ვუჭერდეთ მხარს და არა - ცალყბად და ომის დაწყებას ნატოს არ ვაბრალებდეთ! ჩემთვის ეს გაუგებარია!
    - როგორც დიპლომატი, როგორ აფასებთ, რუსეთთან ჩვენი ხელისუფლების ურთიერთობას, რომელსაც თავად "მოთმენის პოლიტიკას" უწოდებენ და რამდენად შესაძლებელია რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობებით დეოკუპაციის განხორციელება, როგორც ამას „ქართული ოცნება“ გვპირდება?
    - აბსოლუტურად არარეალურია რუსეთთან მშვიდობიანი, დიპლომატიური ურთიერთობებით ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციის მიღწევა. ადრეც ფიქრობდნენ, რომ რუსეთთან სტრატეგიული მოთმინებით რაიმე შედეგის მიღება შესაძლებელი იყო, მაგრამ უკვე ხომ დავინახეთ, რომ რუსეთს არ სჭირდება მიზეზი აგრესიისთვის. რუსი პოლიტიკოსები მხოლოდ საკუთარ ქვეყანას მიიჩნევენ სუვერენულ სახელმწიფოდ, ყველა სხვა დანარჩენი, სამეზობლოში, ნახევრად სუვერენულად მიაჩნიათ და ფიქრობენ, რომ ყველგან მათი გავლენა უნდა იყოს. თუ ჩვენს ხელისუფლებას უნდა, რომ კვაზი სუვერენული სახელმწიფო ვიყოთ, რუსეთის გავლენის ქვეშ, გვითხრან, ჩაგვაყენონ საქმის კურსში. სინამდვილეში, ჩვენ ეს არ გვინდა, იმიტომ, რომ უკვე ძალიან ბევრი გვაქვს გაღებული რეალური დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად და უსაფრთხოებისთვის. ჩვენი დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების ერთადერთი გარანტი არის ნატო, სხვა ალტერნატივა უბრალოდ არ არსებობს.
    (სპეციალურად საიტისთვის)
    ხათუნა ბახტურიძე

    kvirispalitra.ge
  7. tvati
    ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს , - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მირიამ ლექსმანმა სტრასბურგში, „მთავარი არხის“ დამფუძნებელთან, ნიკა გვარამიასთან და სხვა ევროპარლამენტარებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
    როგორც ლექსმანმა აღნიშნა, საქართველოში ღრმა პოლარიზაციაა.
    „ჩვენ ყველანი ვართ საქართველოს მეგობრები და გვიხარია, რომ ნიკა გვარამია დღეს ჩვენ გვერდით არის. ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს დავეხმაროთ გახდეს ევროკავშირის წევრი და გახდეს ევროპული ქვეყნების ოჯახის სრულყოფილი წევრი. მეორე მხრივ, საქართველოში ძალიან ღრმა პოლარიზაციაა, ვფიქრობთ, რომ სიტუაცია საქართველოში უნდა შეიცვალოს, ჩვენ ვიცით, რომ ჟურნალისტებს თავს ესხმიან ფიზიკურად და ვიცით, რომ მთავრობა ქვეყნის პოლარიზაციას ახდენს, ეს ყველაფერი ჯანსაღი არაა, ჩვენ არაერთხელ ვთხოვეთ საქართველოს მთავრობას, რომ ქვეყანამ თავისი ვალდებულებები შეასრულოს, რადგან საქართველოს ხალხი თავის მომავალს ევროკავშირს უკავშირებს. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ჩვენ ვხედავთ, რომ ნიკა გარეთაა, მისი აზრი ძალიან მნიშვნელოვანია.
    მე დავასრულებ იმით, რომ იმედი გვაქვს, მიხეილ სააკაშვილს სამკურნალოდ გამოუშვებენ, მის ჯანმრთელობას მოევლება და ის დაძლევს იმ სენს, რომელიც პატიმრობაში დაემართა“, - განაცხადა ლექსმანმა, რომლის განცხადების თარგმანიც „მთავარ არხს” ეკუთვნის.

    ipn
  8. tvati
    ძლიერი ალიანსი საქართველოსა და უკრაინისთვის ერთადერთი გზაა მშვიდობისა და თავისუფლებისთვის , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი “ტვიტერზე“ წერს.
    მისი თქმით, ვილნიუსში ატლანტიკურმა ალიანსმა უკრაინისადმი თავისი ერთიანობა და ურყევი მხარდაჭერა აჩვენა.
    „გულითადად მივესალმები ამ გადაწყვეტილებებს, რომლებიც აძლიერებენ უკრაინის უსაფრთხოებასა და მიზანდასახულობას.
    ძლიერი ალიანსი საქართველოსა და უკრაინისთვის ერთადერთი გზაა მშვიდობისა და თავისუფლებისთვის.
    არჩევანი ჩვენზეა და არანაირი რუსული ვეტო ნებადართული არ უნდა იყოს”, - წერს პრეზიდენტი.

    ipn
  9. tvati
    ერთ სოფელსაც კი, რომელშიც ერთი ბაბუა ცხოვრობს, არანაირ სტატუსში არ გავცვლით. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატო-ს ვილნიუსის სამიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
    უკრაინის პრეზიდენტმა იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი, თითქოს აშშ და გერმანია განზრახ არიდებენ თავს უკრაინისთვის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისთვის მკაფიო დროის ჩარჩოს მიწოდებას იმ შემთხვევისთვის, თუ სამომავლოდ წევრობის საკითხი რუსეთთან მოლაპარაკებების საგანი გახდება.
    “დარწმუნებული ვარ, რომ მოღალატეობრივი პოზიცია არც ბაიდენისგან და არც შოლცისგან არ იქნება, მაგრამ ამასთან ერთად უნდა ვთქვა, რომ არასდროს არ გავცვლით არანაირ სტატუსს ჩვენს ნებისმიერ ტერიტორიაზე. თუნდა ეს ერთი სოფელი იყოს, რომელშიც ერთი ბაბუა ცხოვრობს.
    ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს ტერიტორიებს და არასდროს გავცვლით გაყინულ კონფლიქტში. ეს არასდროს არ იქნება. ჩემი პოზიცია მკაფიოდ იციან ჩვენმა პარტნიორებმა”,-განაცხადა ზელენსკიმ.

    ipn
  10. tvati
    ნიდერლანდები დამატებით 8 მილიონ ევროს გამოყოფს ნატოს ფონდისთვის, რომლიდანაც მათ შორის საქართველოც მიიღებს დახმარებას. ამის შესახებ ალიანსის ვილნიუსის სამიტზე ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვოპკე ჰუკსტრამ განაცხადა.
    მისივე თქმით, მოსკოვი აქტიურად ცდილობს ჩაერიოს იმ სამი ქვეყნის [საქართველო, მოლდოვა, ბოსნია და ჰერცოგოვინა] შიდა საქმეებში, ვინც ზემოთ ხსენებული ფონდიდან დახმარებას მიიღებს. ეს დახმარება მოიაზრებს მომარაგებას დრონების საწინააღმდეგო სისტემებით, კიბერუსაფრთხოების გაუმჯებესებასა და შეიარაღების უსაფრთხოდ შენახვის უზრუნველყოფას. ფონდიდან დახმარება საქართველოსა და მოლდოვას აქამდეც აქვთ მიღებული.


    ნეტგაზეთი
  11. tvati
    „დიდი შვიდეულის“ წევრები უკრაინას უსაფრთხოების განმტკიცებაში დაეხმარებიან. როგორც ამ ქვეყნებისა და უკრაინის ლიდერების პრესკონფერენციაზე ითქვა, დახმარება მოიაზრებს თითოეული ქვეყნის ორმხრივ შეთანხმებას კიევთან.
    „შვიდეულის“ წევრები მოუწოდებენ სხვა მსურველ ქვეყნებსაც, მათაც დადონ მსგავსი შეთანხმებები უკრაინასთან.
    აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ამ გარანტიების ფარგლებში უკრაინა მიიღებს თანამედროვე საჰაერო, სამხედრო და საზღვაო სამხედრო ტექნიკას. „შვიდეულის“ ქვეყნები უკრაინას ეკონომიკურადაც დაეხმარებიან.
    აქამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ეს შეთანხმებები არ ანაცვლებს უკრაინის ნატოში გაწევრიანებას და ამ მიზნის მიღწევამდე გამოყენებული ინსტრუმენტი იქნება.
    „დიდ შვიდუელში“ შედიან:
    აშშ; გაერთიანებული სამეფო; კანადა; იაპონია; იტალია; საფრანგეთი; გერმანია.

    ნეტგაზეთი
  12. tvati
    სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი ამბობს, რომ ინფორმირებულია შსს-ს თანამშრომლის საჯარო განცხადების შესახებ, რომელშიც გოგა რაზმაძე მის მიმართ ზეწოლაზე საუბრობს.
    მისივე თქმით, რაზმაძემ მას პირადად მიმართა და  სახალხო დამცველის აპარატმა  მოკვლევა დაიწყო.
    შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, გოგა რაზმაძე სამინისტროში არსებულ პრობლემებსა და ღირსების შემლახველ დამოკიდებულებაზე საუბრობს. ამის შესახებ მან ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა Facebook-ზე.
    გოგა რაზმაძე ამბობს, რომ შსს-ს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტში მუშაობს და ამ დეპარტამენტში ყველაფერი შეიცვალა მას შემდეგ, რაც კურატორად მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე დაინიშნა.
    ის ასევე წერს, რომ, როდესაც მან თავისი მოსაზრებები დეპარტამენტში არსებულ პრობლემებზე ელექტრონული ფოსტის საშუალებით გაუგზავნა მინისტრის მოადგილესა და დეპარტამენტის მენეჯმენტს, 11 ივლისს შსს-ს გენერალურ ინსპექციაში დაიბარეს.
    გოგა რაზმაძე ჰყვება, რომ მას სამი საათის განმავლობაში დამამცირებელ და შეურაცხმყოფელ პირობებში „საქმეს ურჩევდა“  შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე, დავით მინდიაშვილი.

    publika
  13. tvati
    ეროვნული კინოცენტრიდან მიმდინარე რეორგანიზაციის საფუძველზე კიდევ ორი თანამშრომელი, დავით დავითიანი ლევან აბდუშელიშვილი გაათავისუფლეს.
    ამის შესახებ ინფორმაცია ორივე მათგანმა თავადვე გაავრცელეს facebook პოსტით.
    როგორც დავით დავითიანმა „პუბლიკას“ უთხრა მათ გარდა კიდევ 3 თანამშრომელია გათავისუფლებული, თუმცა ამ ეტაპზე დაზუსტებული ინფორმაცია არ აქვს.

    11 ივნისს ცნობილი გახდა, რომ კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში რეორგანიზაცია გამოცხადდა.
    რეორგანიზაციის შედეგად შტატი გაუქმებულია და 12 ივლისიდან თანამდებობიდან გათავისუფლდნენ დირექტორის მოადგილის პოზიციიდან მაკო ჭილაშვილი და ნინო კუხალაშვილი.
    გუშინ ცნობილი გახდა, რომ ეროვნული კინოცენტრის ყოფილი მოადგილე ნინო კუხალაშვილი ცენტრში მიმდინარე რეორგანიზაცისთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართავს. პროცესში ჩართულია გილდია – დამოუკიდებელი პროფკავშირები კულტურისა და მედიის სფეროში.

    PUBLIKA
  14. tvati
    “ადამიანის უფლებების დაცვა აღარ არის პრიორიტეტი ხელისუფლებისთვის, გამქრალია პოლიტიკური დღის წესრიგიდან. სახელმწიფო ერთი ხელით ატყუებდა საზოგადოებას, რომ დაიცავდა, მეორე ხელით კი ძალადობას აორგანიზებდა. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ადამიანები ერთმანეთს დააპირისპიროს.”

      ნათია მეზვრიშვილი, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე 358564018_662240105368823_3791000711391891317_n.mp4
  15. tvati
    გორელმა დავით კლდიაშვილმა მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ოქროს მედალი აიღო.

    ოლიმპიადა ,,IMO-2023'' იაპონიაში იმართება, დაიწყო 2 ივლისს და დამთავრდება 13 ივლისს.
     
      ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, რომ მათემატიკური საერთაშორისო ოლიმპიადა უნიკალური შესაძლებლობაა, რომელიც აერთიანებს ყველაზე ნათელ ახალგაზრდა გონებას მთელი მსოფლიოდან. ოლიმპიადა წარმოადგენს მრავალწლიანი მათემატიკური ძალისხმევისა და პრობლემების გადაჭრის ასობით მცდელობის კულმინაციას.

    ,,ვიმედოვნებთ, რომ ყველა მონაწილეს ექნება შესაძლებლობა გაიცნონ თანამოაზრე ახალგაზრდები მთელი მსოფლიოდან და დამეგობრდნენ, რომელიც გაგრძელდება მთელი ცხოვრება.'' - აღნიშნულია ვებ-გვერდზე.

    იხ. შედეგები:
     
       


    გორელი დავით კლდიაშვილი კომაროვის სკოლის მოსწავლეა. მას არაერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი წარმატებისთვის აქვს მიღწეული:

    2023 წლის ჟაუტიკოვის მათემატიკის ოლიმპიადის (IZHO) ოქროს მედლის მფლობელი და მეორე ადგილოსანი.

    2023 წელს რუმინეთის მათემატიკის მასტერზე (RMM) ვერცხლის მედალი მოიპოვა.

    2023 წლის ბალკანეთის მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა (BMO) - ოქროს მედალი და მეორე ადგილი.

    2023 წელს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული „ოილერის ოლიმპიადის“ გამარჯვებული.

    2022 წლის კომაროვის სკოლის მათემატიკის ჩემპიონატის სუპერლიგის გამარჯვებული.

    2022 წლის ფიზიკისა და მათემატიკის ეროვნული ოლიმპიადების გამარჯვებული.

    2022 წლის საერთაშორისო მათემატიკის ოლიმპიადის (IMO) მონაწილე და ბრინჯაოს მედალოსანი.

    2022 წელს ირანის გეომეტრიის საერთაშორისო ოლიმპიადის (IGO) ვერცხლის მედალოსანი.

    2021 წელს ფიზიკის ეროვნული ოლიმპიადის ფინალისტი და რეზერვისტი.

    2021 წელს ევროპის მათემატიკური თასის (EMC) მეორე ხარისხის პრიზის მფლობელი.

    2021 წლის კომაროვის სკოლის მათემატიკის ჩემპიონატის მე-9 კლასის ლიგის გამარჯვებული.

    QARTLI.GE
  16. tvati
    უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გერმანია უკრაინას დამატებით Patriot-ის გამშვებ დანადგარებს და რაკეტებს მიაწვდის. აღნიშნული განცხადება ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
    მისივე თქმით, უკრაინის მხარდაჭერის გრძელვადიანი პროგრამები ძალზედ მნიშვნელოვანია რუსეთის ტერორისგან დაცვისთვის და ასევე, საუკეთესო სიგნალია იმის შესახებ, რომ ევროპა უსაფრთხოებისა და მშვიდობის დაცვის სივრცედ დარჩება.
    „მადლობას ვუხდი გერმანიას უკრაინის მრავალ და მრავალწლიანი მხარდაჭერის მზადყოფნისთვის. მხარდაჭერის გრძელვადიანი პროგრამები ყველასთვის საუკეთესო სიგნალია იმის შესახებ, რომ ჩვენი ევროპა უსაფრთხოებისა და მშვიდობის დაცვის სივრცედ დარჩება“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

    IPN
  17. tvati
    ბათუმში 13 წლის გოგონას გაუპატიურების ფაქტთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაცია „იალქანში” აცხადებენ, რომ მოზარდს ექსპერტიზა თბილისში უტარდება.
    როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი თიკო აბაშიძე “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას ამბობს, მომხდარის შესახებ გოგონამ მეგობარს უამბო, რის შემდეგაც, შინაგან საქმეთა სამინისტროს აცნობეს.
    თიკო აბაშიძის თქმით, 13 წლის გოგონა ბებიასთან ერთად ცხოვრობდა და მასზე სოციალური სამსახური მონიტორინგს ახორციელებდა.
    „აღნიშნული მოზარდის კლასის ხელმძღვანელმა გვთხოვა, რომ აკადემიური უნარების გაუმჯობესების მიზნით ის ჩვენს ორგანიზაციაში მიგვეღო. პანდემიის პერიოდში ჩვენთან იმყოფებოდა და მასზე სოციალური სამსახური მონიტორინგს ახორციელებდა. რვა თვეა გოგონას ჩვენი სერვისი შეწყვეტილი აქვს, მზრუნველობას ბებია უწევდა, იგი მამის დედასთან ცხოვრობდა. მამა ამ ხნის განმავლობაში პატიმრობაში იმყოფებოდა. მეზობლების ინფორმაციით, ბებია და მამა სისტემატურად ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და სახლიდან ხმაური ისმოდა. გაუპატიურების შესახებ გოგონამ მეგობარს უამბო და შემდეგ შეატყობინეს შინაგან საქმეთა სამინისტროს. რაც შეეხება დედას, მას სხვა ოჯახი ჰყავს და ბავშვს მინიმალური კონტაქტი ჰქონდა დედასთან, ასე ვიცით, სტუმრად მიდიოდა. ბავშვს ამ დროისათვის თბილისში ექსპერტიზა უტარდება”, - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია „იალქანის“ ხელმძღვანელი.

    IPN
  18. tvati
    რა საჭიროა გარემოსდაცვითი განათლება?

      რუსუდან თევზაძე - პარტია #საქართველოსთვის  განათლების საკითხებზე მომუშავე ექსპერტი

    "მწვანე ზონა" 10000000_291400693261172_5610078392353772858_n.mp4
  19. tvati
    "მეჩვენება, რომ აღმოსავლეთის გაფართოვებისკენ მიმავალი გეოპოლიტიკური ქარავანი მიდის და საქართველო რჩება სადღაც სამხრეთ კავკასიურ უდაბნოში, რომელიც გამომდინარეობს ამ არ გამოყენებული გეოპოლიტიკური შესაძლებლობებიდან.”

      კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი 358600169_309617614751219_3862484031219318498_n.mp4
  20. tvati

    გაერთიანებული სამეფო უკრაინას 64.7 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მხარდაჭერის პაკეტს გადასცემს, რომელიც აღჭურვილობის შეკეთებისა და უკრაინაში სამხედრო სარეაბილიტაციო ცენტრის შესაქმნელად იქნება განკუთვნილი, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
    გამოცემის ინფორმაციით, ახალი ტრანშის ფარგლებში, რომელსაც ნატო-ს სამიტზე განიხილავენ, გაერთიანებული სამეფო და „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები უზრუნველყოფენ Challenger 2-სთვის ათასობით დამატებით საბრძოლო მასალას და 70-ზე მეტ საბრძოლო და ლოგისტიკურ მანქანას. პროგრამებს ნატო-ს ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტი დააფინანსებს.
    „ნატო-ში გაწევრიანების გზაზე უკრაინის პროგრესის მხარდაჭერა, ფორმალურ, მრავალმხრივ და ორმხრივ შეთანხმებებთან ერთად და ნატო-ს წევრების აბსოლუტური მხარდაჭერა ძლიერ სიგნალს გაუგზავნის პრეზიდენტ პუტინს და ევროპაში მშვიდობას დააბრუნებს“, - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა.

    იპნ
  21. tvati
    რუსეთმა უკრაინაზე ბოლო ორი დღის განმავლობაში მეორედ მიიტანა იერიში უპილოტო საფრენი აპარატებით.
    უკრაინის საჰაერო ძალების მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინას ირანული წარმოების 15 დამრტყმელი დრონით შეუტიეს ჩრდილო-აღმოსავლეთიდან (კურსკი). საჰაერო ძალების ცენტრალური და აღმოსავლეთის სარდლობების პასუხისმგებლობის ზონაში განადგურებულია 11 დრონი. ჯერჯერობით უცნობია 4 უპილოტო საფრენი აპარატით დარტყმის შედეგები.
    დრონებით წუხანდელი შეტევის ერთ-ერთი სამიზნე ისევ კიევი იყო. საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციაში რაოდენობის დაკონკრეტების გარეშე განაცხადეს, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა ყველა უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.
    ერთი დღით ადრე, 11 ივლისს, უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ განაცხადა, რომ მოიგერიეს მოწინააღმდეგის მიერ გამოყენებული 28 დამრტყმელი დრონიდან 26.

    რადიო თავისუფლება
  22. tvati
    საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატ დავით სერგეენკოს, რომელიც სხდომებს ე.წ. აგენტების კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ არ დასწრებია, დეპუტატის უფლებამოსილება უწყდება. საკითხი განსახილველად შეტანილია საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 14 ივლისის სხდომის დღის წესრიგში.
    რამდენიმე თვის წინ საპარლამენტო უმრავლესობის ცხრა დეპუტატმა დაარეგისტრირა კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ". ამ კანონპროექტით ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალება, რომლებიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისგან იღებდნენ დაფინანსებას (შემოსავლის 20% პროცენტზე მეტს), "უცხოური გავლენის აგენტად" უნდა დარეგისტრირებულიყო.  
    კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა, "ინტერპრესნიუსს" უთხრა, რომ საკითხის დაყენების მიზეზია დეპუტატის მიერ სხდომების ნახევარზე მეტის არასაპატიოდ გაცდენა.
    საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად შუალედური არჩევნები არ ჩატარდება. საარჩევნო კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, "თუ პარლამენტის წევრს უფლებამოსილება 15 იანვრიდან 15 ივნისამდე შეუწყდა, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება იმავე წლის ოქტომბერში, ხოლო თუ პარლამენტის წევრს უფლებამოსილება 15 ივნისიდან 15 იანვრამდე შეუწყდა − უახლოეს აპრილში". აქვე აღნიშნულია, რომ "საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების წელს საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები არ იმართება".
    დავით სერგეენკო "ნაციონალური მოძრაობის" "ქართული ოცნების" ხელისუფლებით შეცვლის შემდეგ, 2012 წლიდან 2019 წლამდე ჯანდაცვის მინისტრი იყო. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ის საბურთალოს მაჟორიტარად აირჩიეს, იკავებდა ვიცე-სპიკერის თანამდებობასაც.
    საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ. აგენტების კანონპროექტი პირველი მოსმენით მარტში მიიღო - ამ დღეს ამერიკის საელჩომ თქვა, რომ ეს "საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღე" იყო, ათასობით ადამიანი კი პარლამენტთან შეიკრიბა. პროტესტის გამო "ქართულ ოცნებას" კანონპროექტის ჩაგდება მოუწია.
    ასევე ნახეთ დეპუტატები მიდიან, მანდატები რჩება - "ოცნების" აწმყო სრული და წარსული განუსაზღვრელი
    ამ კანონპროექტის გაწვევიდან რამდენიმე დღეში, 18 მარტს, საპარლამენტო უმრავლესობამ და საქართველოს მთავრობის წევრებმა ბორჯომში შეხვედრა გამართეს, რომელსაც არ დასწრებიან პარლამენტის მაშინდელი დეპუტატები დავით სერგეენკო, ვლადიმერ ჩაჩიბაია, გიორგი ხელაშვილი, ირაკლი კოვზანაძე და ნინო იობაშვილი. მათ ამ კანონპროექტისთვის ხმა არ მიუციათ. მედიასაშუალებები მაშინ იტყობინებოდნენ, რომ მათი ინფორმაციით, ეს დეპუტატები აღარ იქნებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობაში. სერგეენკოს გარდა, ამ მოცემულობით, ზემოთ ჩამოთვლილი არცერთი პირი აღარ არის პარლამენტის წევრი.

    რადიო თავისუფლება
  23. tvati
    ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, უკრაინის გაწევრიანება როგორც ევროკავშირში, ისე ნატოში ამ ქვეყნისგან სიღრმისეულ შიდა გარდაქმნას, ინსტიტუტების და სამართლის უზენაესობის გაძლიერებას მოითხოვს და ევროკავშირი მზად არის დაეხმაროს ოფიციალურ კიევს იმაში, რომ ალიანსში გაწევრიანების გზა, რაც შეიძლება მალე გაიაროს.
    მისივე თქმით, ევროკავშირს აქვს შესაძლებლობა იმისთვის, რომ უკრაინის სურვილი გახდეს არამარტო ევროკავშირის, არამედ ნატოს წევრი ქვეყანა, ასრულდეს.
    „ჩვენ გვაქვს მთავარი შესაძლებლობა - შევიტანოთ ჩვენი წვლილი უკრაინის სურვილის ასრულებაში, გახდეს არამარტო ევროკავშირის, არამედ ნატოს წევრიც. ამისთვის რეფორმების გატარება, ინსტიტუტების გაძლიერება, კორუფციასთან ბრძოლა არის საჭირო. ევროპული კომისია ინტენსიურად ეხმარება უკრაინას ამ რეფორმების გატარებაში“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

    ipn
  24. tvati
    ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, ევროკავშირი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სამშვიდობო ფორმულას მხარს უჭერს და მზად არის უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის საერთაშორისო ძალისხმევაში მონაწილეობა მიიღოს.
    მისივე თქმით, ევროკავშირი აგრძელებს მუშაობას იმისთვის, რომ ნატო-სთან კოორდინირებით უსაფრთხოების გარანტი გახდეს.
    „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ერთად ვიყოთ იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ უკრაინას. ევროკავშირსა და ნატო-ს შორის ჩინებული თანამშრომლობაა ჩამოყალიბებული. ამავდროულად, ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ ნატო-სთან სრული კოორდინირებით ევროკავშირიც უსაფრთხოების გარანტი გახდეს.
    ჩვენ მზად ვართ იმისთვის, რომ უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები მივცეთ და ამ მიმართულებით ყველა ძალისხმევაში მივიღოთ მონაწილეობა“, - განაცხადა შარლ მიშელმა.

    ipn
  25. tvati
    ვილნიუსში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტი იმართება. სამიტი ხვალ დასრულდება, მაგრამ ძირითად საკითხებზე მოკავშირეები დღეს უკვე საუბრობენ, დღესვე გამოქვეყნდა კომუნიკე, რომელშიც საქართველოც არის ნახსენები. თუმცა ვილნიუსის სამიტზე ცენტრალური ადგილი უკრაინის საკითხს ეკავა.
    უკრაინის გზა ალიანსის წევრობამდე
    კიევმა გასულ წელს NATO-ში დაჩქარებული წესით გაწევრება მოითხოვა და განაცხადი შეიტანა. უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამიტამდე რამდენჯერმე განაცხადა, რომ კიევი NATO-ს სამიტისგან მათთვის მკაფიო პოზიტიურ გზავნილს მოელოდა. უკრაინის ხელისუფლებას სურს, რომ ქვეყანა NATO-ში მიიწვიონ და ალიანსისგან კონკრეტული ვადა მიიღონ, თუ როდის გახდება უკრაინა NATO-ს წევრი.
    სამიტის დაწყებამდე ზელენსკიმ მოკავშირეები გააკრიტიკა კიდეც, რომ უკრაინის ალიანსში წევრობის შესახებ მათ უკრაინის გარეშე მიიღეს გადაწყვეტილებები. ზელენსკიმ სამიტის დაწყებამდე კიდევ ერთხელ მოითხოვა მკაფიო გზავნილი უკრაინის ალიანსში წევრობის შესახებ.
    თუმცა, NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განცხადა, რომ ალიანსის მოქმედ წევრებს ასეთი ვადები არ მიუღიათ და NATO-ს წევრობა დამოკიდებულია არა ვადებზე, არამედ პირობებზე, რომელიც უკრაინამაც უნდა დააკმაყოფილოს. მაგრამ კიევი ალიანსისგან მნიშვნელოვან მხარდაჭერას მიიღებს, მათ შორის, ინტეგრაციის გამარტივების კუთხითაც.
    იენს სტოლტენბერგმა უკრაინის NATO-ში ინტეგრაციის კუთხით სამი მიმართულება წარადგინა:
    იენს სტოლტენბერგის თქმით, უკრაინა NATO-ს წევრი გახდება ომის დასრულების შემდეგ, რომელიც ერთ-ერთი წინაღობაა. თუმცა ამის გარდა, უკრაინამ უნდა გაატაროს საჭირო რეფორმები, უკრაინის შეიარაღებული ძალები კი მეტად თავსებადი უნდა გახდეს ალიანსთან.
    სამხედრო მხარდაჭერა უკრაინისთვის
    უკრაინის NATO-ში გაწევრების გარდა ვილნიუსის სამიტზე რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინის მხარდაჭერაზეც იმსჯელეს. ახალი გრძელვადიანი სამხედრო დახმარების პროგრამის გარდა, ვილნიუსის სამიტის დაწყებისას საფრანგეთმა და გერმანიამ უკრაინისთვის მორიგი სამხედრო მხარდაჭერის პაკეტები დააანონსეს.
    სამხედრო დახმარების მსხვილი პაკეტი გამოაცხადა გერმანიამაც. ბერლინში უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების დამატებითი გამშვები დანადგარების გადაცემა გადაწყვიტეს. Patriot-ებთან ერთად გერმანია უკრაინას ქვეითთა საბრძოლო მანქანებს, უპილოტო საფრენ აპარატებსა და სხვა ტიპის შეიარაღებას გადასცემს.

    ნეტგაზეთი
×
×
  • შექმენი...