Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ბლოგ პოსტები დაპოსტილი tvati -ს მიერ

  1. tvati
    უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, აღმოსავლეთ ფრონტზე ვითარება გაუარესდა.
    „მტერი ორი დღეა ხარკოვის ოლქში კუპიანსკის მიმართულებით აქტიურ შეტევას ახორციელებს, თავდაცვაზე ვართ, სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს, მხარეთა პოზიცია დღეში რამდენჯერმე დინამიურად იცვლება. ბახმუტის მიმართულებით თანდათან წინ მივდივართ. ბახმუტის ირგვლივ სამხრეთ ფლანგზე ყოველდღიური წინსვლაა. ჩრდილოეთ ფლანგზე ვცდილობთ პოზიციების შენარჩუნებას, მტერი თავდასხმას ახორციელებს“, - განაცხადა მალიარმა.
    მისი თქმით, რუსული ძალები ავდეევკასა და მარინკას მიმართულებებით შეტევით მოქმედებებს ახორციელებენ, მაგრამ ფრონტის ხაზი არ იცვლება.

    იპნ
  2. tvati
    ქართველ მოდელ მატილდა გვარლიანთან ერთად ვემზადებით მომავალი დასვენებისთვის და მეგობრებთან ერთად პიკნიკზე წასასვლელად. ესპანელი ფოტოგრაფის, ხავიერ რუისის ფოტოსესია ძალიან ზუსტად გადმოსცემს ჩვენს მხიარულ განწყობას: მზიანი ამინდი, მსუბუქი საზაფხულო კაბა, ახლად დაკრეფილი ყვავილები და წვნიანი, მწიფე კენკრა.









    ბომონდი
  3. tvati
    24 წლის სპორტსმენი,  ოზურგეთელი  მსაჯი, მზეკო შარაშენიძე ახლა პარიზშია.
    მასთან ერთად არიან ქართველი მსაჯები, ელენე ელოშვილი და სოფო წულაია. ისინი,  ტურნირის ისტორიაში პირველად საქართველოდან მიწვეული იქნენ საერთაშორისო ტურნირზე,  სადაც შეჯიბრებები ტარდება სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში (9- დან 20 წლამდე).
    „მოხდა ისე, რომ 22  წლის ოზურგეთელი, მზევინარ  შარაშენიძე  უკვე გამოცდილი მსაჯია და ფიფას  წოდებაზეც   ოცნებობს.  თუმცა, მას მშობლიურ ოზურგეთში,  როგორც ფეხბურთის ფანატიკოს მსაჯს, არ იცნობენ. მზეკოს კი   უკვე თვალი ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციისკენ  უჭირავს“, _  წერდა „გურია ნიუსი“ სამი წლის წინ.

    მას შემდეგ მზეკო მოტივირებულად წინ მიიწევს საყვარელი საქმის კიდევ უფრო დასაუფლებლად. ახლა კი პარიზშია. სულ გოგოებმა აღნიშნულ ტურნირზე 25–მდე მატჩი იმსაჯეს.  მათ შორის,  20- წლამდელთა ნახევარფილი ბიჭებში და 17 წლამდელთა ფინალი გოგოებში.
    ასეთი დიდი საერთაშორისო გამოცდილების მიღება, მათ ნამდვილად გამოადგებათ საქართველოში მსაჯობის დროს.
    „გურია ნიუსი“ დიდი წარმატებებს უსურვებს მზეკოს და მის კოლეგებს. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ჩვენ მას შევხვდებით და  ჩვენს მკითხველებს საინტერესო სტატიას მივაწვდით.

    gurianews
  4. tvati
    არსებული ინფორმაციით, ფონიჭალაში, ბიჭმა, ცოლად შერთვის მიზნით, არასრულწლოვანი ბიძაშვილი მოიტაცა.
    როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შსს-მ გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, დაკავებულია 4 პირი.

    იპნ
  5. tvati
    საქართველოში 16 წლამდე 230 865 ბავშვი 200-ლარიან საარსებო შემწეობას იღებს – ასეთია სოციალური მომსახურების სააგენტოს ივნისის ოფიციალური მონაცემები. ეს რიცხვი ამ ასაკის ბავშვების 28%-ზე მეტია. შესაბამისად, გამოდის, რომ საარსებო შემწეობას 16 წლამდე ბავშვებიდან ყოველი მეოთხე იღებს.
    საქართველოში არსებული სოციალური დაცვის სისტემა სხვადასხვა ტიპის ბენეფიტისგან შედგება, მათ შორისაა, სოციალური შემწეობა და არასრულწლოვანებისთვის განკუთვნილი სოციალური შემწეობა.
    საარსებო შემწეობის მიღების უფლება აქვს ოჯახს, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომლის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65 000-ს, დამატებით ბავშვის დახმარების მიღების უფლება კი აქვს 65 000-დან 120 000 ქულების მქონე ოჯახებსაც. ანუ შესაძლოა, რომ ოჯახი არ იღებდეს თითოეულ წევრზე სოციალურ დახმარებას, მაგრამ თუ აქვს 120 000-მდე ქულა, მიიღებს მხოლოდ ბავშვის დახმარებას.
    ოჯახის თითოეულ წევრზე გათვალისწინებული ფულადი გასაცემელი სარეიტინგო ქულას უკავშირდება და თვეში 30-60 ლარის ფარგლებში მერყეობს, ხოლო 16 წლამდე არასრულწლოვანზე გასაცემი თანხა, როგორც აღვნიშნეთ, 200 ლარია.
    რაც უფრო დაბალი ქულა აქვს მინიჭებული ოჯახს, მიიჩნევა, რომ სოციალურად უფრო მოწყვლადია. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების იდენტიფიცირება ხდება სოციალურ-ეკონომიკური შეფასების პროცედურის (კეთილდღეობის ირიბი შეფასების ინსტრუმენტით – ე.წ. proxy means test) საშუალებით, რაც თავის თავში სხვადასხვა საკითხის შეფასებას მოიცავს; მათ შორისაა დასაქმების სტატუსი და შემოსავლები, საცხოვრისისა თუ სხვა უძრავი ქონების არსებობის საკითხი; კომუნალური გადასახადები, ჯანმრთელობის მდგომარეობა და სხვა.
    აღსანიშნავია, რომ 200-ლარიანი დახმარების გარდა, რომელიც, ბოლო მონაცემებით, 230 865 ბავშვზე გაიცა, ქვეყანაში სოციალურ დახმარებას 660 265 ადამიანი იღებს. მათგან 186 256 საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაშია ჩართული.
    არსებული რეგულაციების მიხედვით, სოციალური შემწეობის დანიშვნის პროცესი რამდენიმე საფეხურიანია. თავდაპირველად ოჯახის წარმომადგენელი საარსებო შემწეობის დანიშვნის მოთხოვნით მიმართავს სოციალური მომსახურების სააგენტოს, რომელიც ვითარების ადგილზე შესაფასებლად სოციალურ აგენტს გზავნის. ამის შემდგომი  ნაბიჯია: ვიზიტის შედეგად შეგროვებული ინფორმაციის ასახვა კომპიუტერულ პროგრამაში და მონაცემების გადამოწმება შესაბამის ბაზებში, სარეიტინგო ქულის მინიჭება, გადაწყვეტილების მიღება ოჯახზე შემწეობის დანიშვნის ან დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ და ოჯახთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება.
    კანონმდებლობაში არსებული განმარტებით, საარსებო შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც განკუთვნილია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
    როგორც აღინიშნა, რაც უფრო დაბალი ქულა აქვს ოჯახს მინიჭებული, მით მეტად შეჭირვებულია ის. სოცსააგენტოს მონაცემებით, ყველაზე ღარიბთა კატეგორიაში (ნულიდან 30 000 ქულამდე) დახმარების მიმღებ ბავშვთა რაოდენობა 56 234-ია. მომდევნო სარეიტინგო კატეგორიაშიც დაახლოებით ამდენივე ბავშვი ხვდება – 52 094;
    როგორც ვიცით, სოციალურ დახმარებას 65 000-მდე ქულის მქონე ოჯახები იღებენ და სწორედ მათ მოიხსენიებენ სოციალურად დაუცველ მოსახლეობად. დამატებით შეგვიძლია, ამავე კატეგორიაში დახმარების მიმღებ ბავშვთა რაოდენობაც დავაჯამოთ – სოცსააგენტოს მონაცემებით, ასეთი 126 469-ია (55%), ანუ ნახევარზე მეტი მათგან, ვინც 200-ლარიან დახმარებას იღებს.
    საარსებო შემწეობის მიმღები ბავშვების რაოდენობა სარეიტინგო ქულების მიხედვით, დიაგრამაზე ასე გამოიყურება:

    გარდა ამ სტატისტიკური მონაცემებისა, ასევე ხელმისაწვდომია მონაცემები, თუ რამდენ ადამიანს სურს, მიიღოს სტატუსი და დაენიშნოს დახმარება – ამას სოციალური მომსახურების სააგენტო ბაზაში რეგისტრაციას უწოდებს. აქ თავს იყრის იმ ადამიანთა რაოდენობა, რომელთაც სურთ, მიიღონ სოციალური დახმარება, შეავსეს განაცხადი და მინიჭებული აქვთ სარეიტინგო ქულა. როგორც ვიცით, სარეიტინგო ქულით განისაზღვრება, მიიღებენ თუ არა ისინი სოციალურ დახმარებას და თუ მიიღებენ, რა ოდენობით.
    როგორც მოსალოდნელია, ბაზაში რეგისტრირებულთა რიცხვი ბევრად აღემატება მათ რაოდენობას, ვინც საარსებო შემწეობას იღებს. კერძოდ, ამ ბაზაში რეგისტრირებულია 18 წლამდე 340 281 ბავშვი (37.7%) და ქვეყნის მოსახლეობის მესამედი – 1 202 105 ადამიანი. სოცსააგენტოს ეს მონაცემი წარმოდგენილი აქვს ოჯახების რაოდენობის მიხედვითაც – კერძოდ, ბაზაში რეგისტრირებულია 373 421 ოჯახი, რაც 35%-ს შეადგენს.
    „ის, რომ თითქმის ყოველი მე-3 ბავშვი საარსებო შემწეობის მიმღებია, არის შემაშფოთებელი ფაქტი. ამასთან, რეალურად, 100 000-ზე მეტი ბავშვი ვერ იღებს ამ დახმარებას, ვინაიდან ვიცით, რომ  341 000-ზე მეტი ბავშვია სოციალურ დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული, ეს არის მთლიანად საქართველოში მცხოვრები ბავშვების 38%. ბაზაში რეგისტრირება არ ნიშნავს იმას, რომ ისინი სოციალურ შემწეობას იღებენ“, – ამბობს „პუბლიკასთან“ საუბრისას „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ წარმომადგენელი, მარიამ ჯანიაშვილი.
    „სოციალური შემწეობის სისტემა იმისთვის არსებობს, რომ უზრუნველყოს ყველაზე ღარიბი მოსახლეობის იდენტიფიცირება და შესაბამისი დახმარებების უზრუნველყოფა. სოციალური შემწეობა სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანებისთვის არის გათვალისწინებული და ეს პროგრამა 2004-2005 წლებში ზუსტად სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი, ყველაზე გაჭირვებული მოსახლეობისთვის შეიქმნა. ცხადია, ამდენი წლის განმავლობაში სისტემა შეიცვალა და გარკვეული ცვლილებებიც შევიდა, თუმცა ერთი რამ არის მთავარი, რომ ეს არის უშუალოდ სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობისთვის განკუთვნილი დახმარება. იმიტომ ენიჭებათ ქულები ოჯახებს, რომ გაზომონ, რამდენად მძიმე მდგომარეობაში არიან და იმის მიხედვით დაენიშნოთ სოციალური შემწეობა.
    შეიძლება [მთავრობისა და პროსახელისუფლებო ექსპერტების] რიტორიკა იმით იყოს განპირობებული, რომ ცალკეულ შემთხვევებში, შესაძლოა, სისტემაში მოხვდნენ ისეთი ბავშვები, რომლებიც არ საჭიროებენ დახმარებას, თუმცა ეს არანაირად არ გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ სოციალური შემწეობა სიღარიბეში მცხოვრები ბავშვებისთვის არ არის განკუთვნილი“, – ამბობს მარიამ ჯანიაშვილი.
    Unicef-ის კვლევაში აღნიშნულია, რომ ბავშვებში აბსოლუტური სიღარიბის დონე – 19.6%-ია [ყოველი მეხუთე], (სიღარიბის ეს დონე დათვლილია გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ HIES მეთოდოლოგიისა და 2022 წლის მესამე კვარტლის მონაცემების გამოყენებით).
    ბავშვის უფლებების დამცველებს, პოლიტიკის შემქმნელებსა და განმახორციელებლებს შორის სულ უფრო მზარდი კონსენსუსია იმაზე, რომ, მიუხედავად დიდი მნიშვნელობისა, სიღარიბის მონეტარული საზომები არ არის საკმარისი იმ დანაკლისის მრავალგანზომილებიანი ხასიათის სრულად გასაგებად, რაც ბავშვებს აქვთ და რაც, თავის მხრივ, უარყოფით გავლენას ახდენს მათ განვითარებასა და ცხოვრების სამომავლო შანსებზე, – ვკითხულობთ გაეროს ბავშვთა ფონდის (Unicef) კვლევაში.
    ბავშვების საჭიროებების მიმართ სწორედ ამგვარმა მიდგომამ შეუწყო ხელი ბავშვის დანაკლისის რამდენიმე მრავალგანზომილებიანი ინდექსის შექმნას, რომელიც ევროკავშირში გამოიყენება.
    მცირე ჩასწორებების შემდეგ ევროკავშირის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგია საქართველოში ბავშვის მატერიალური და სოციალური დანაკლისის გასაზომადაც გამოიყენეს.
    „საქართველოს ბავშვის დანაკლისის ინდექსი“ 16 საჭიროებისგან შედგება. მიიჩნევა, რომ ბავშვს აქვს დანაკლისი, თუ ფინანსური პრობლემების გამო ოჯახი ვერ ახერხებს ბავშვის უზრუნველყოფას 16-დან, სულ მცირე, 3 საჭიროებით.

    აღნიშნული მეთოდოლოგიით დათვლის შედეგად კი აღმოჩნდა, რომ ბავშვების 37.8%-ს 16 საჭიროებიდან აქვს სამის ან მეტის დანაკლისი. დანაკლისის დონე საგრძნობლად მაღალია სოფლად (47.1%), ვიდრე ქალაქში (31.2%). შესაბამისად, შეგვიძლია, ეს ბავშვები მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონედ მივიჩნიოთ.
    ამავე კვლევით, ბავშვების 23.4%-ს აქვს მხოლოდ მატერიალური და სოციალური დანაკლისი, 5.3%-ს – მხოლოდ აბსოლუტური სიღარიბე და 14.3%-ს ერთდროულად აქვს ორივე ეს მდგომარეობა.

    Unicef-ის კვლევა ასევე მოიცავს შემდეგ მონაცემებს – მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონე ბავშვების თითქმის ნახევარი (47%) არ იღებს დახმარებებს პროგრამიდან, რადგან, სავარაუდოდ, აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს ზემოთ იმყოფებიან.

    პუბლიკა
  6. tvati
    რეჟისორმა, სცენარისტმა და მსახიობმა ნინო კირთაძემ კინემატოგრაფისტების პროტესტის ფონზე, საქართველოს ეროვნულ კინოცენტრთან თანამშრომლობა შეწყვიტა. ეს ინფორმაცია ნეტგაზეთს თავად რეჟისორმა დაუდასტურა.
    მისი თქმით, განცხადება 11 ივლისს დაწერა და 13-ში დაკმაყოფილდა.
    ნინო კირთაძე იყო საქართველოს წარმომადგენელი ფონდ „ევრიმაჟსა“ და „ევროპული კინო პრომოუშენში“. იგი ამ პოზიციებს ტოვებს.
    ევრიმაჟი არის ევროპული ფონდი, რომელიც აფინანსებს ერთობლივ კინოწარმოებებს. საქართველო ევრიმაჟის წევრი ქვეყანა 2011 წელს გახდა და მას შემდეგ მილიონობით ევროს ღირებულების არაერთი ქართულ-უცხოური კოპროდუქცია დაფინანსდა.
    ნინო კირთაძე 1997 წლიდან ცხოვრობს და მუშაობს პარიზში და ამ პერიოდის განმავლობაში კინოს სფეროში არაერთი პრესტიჟული ჯილდო აქვს მიღებული.
    უკვე რამდენიმე კვირაა, კინემატოგრაფისტები ეროვნულ კინოცენტრში მიმდინარე პროცესებს აპროტესტებენ. მიიჩნევენ, რომ კულტურის სამინისტრო და მინისტრი თეა წულუკიანი კინოში ცენზურის დამკვიდრებას ცდილობენ.
    მათ არაერთი აქცია გამართეს, რომლის მთავარი მოთხოვნებია:
    შეჩერდეს კინოცენტრში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესი შეიცვალოს კინოცენტრის დირექტორის არჩევის წესი – კინოცენტრის დირექტორი დაინიშნოს მხოლოდ კონკურსის საფუძველზე და პროტესტის ჯგუფი ჩართული იყოს ყველა იმ ეტაპზე, რომელიც ამ ინიციატივამ უნდა გაიაროს. საკამათო რეორგანიზაციის ფარგლებში, გაუქმდა კინოცენტრის დირექტორის მოადგილეების თანამდებობები, რის შედეგადაც ორივე მათგანი გაათავისუფლეს სამსახურიდან.
    ამას წინ უძღოდა თანამშრომლების ნაწილის კრიტიკული ფეისბუკ პოსტები და კინოცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული განცხადება, სადაც თანამშრომლები წუხილს გამოთქვამდნენ ბოლოდროინდელი მოვლენების გამო და კინოცენტრის დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ითხოვდნენ.
    რეორგანიზაცია დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, კობა ხუბუნიას პირობებში მიმდინარეობს. მანამდე ის კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის პოზიციას იკავებდა, უფრო ადრე კი იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ის, დანაშაულის პრევენციის სააგენტოში საქმიანობდა.
    სანამ მოვალეობის შემსრულებლებს მიავლენდნენ, თეა წულუკიანმა კინოცენტრის აწ უკვე ყოფილი დირექტორი, გაგა ჩხეიძე გაათავისუფლა თანამდებობიდან. ეს გასული წლის მარტში მოხდა.
    ხუბუნაიასთან ერთად კინოცენტრში კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა პროპაგანდისტული ტელეკომპანიის, POSTV-ის წამყვანი ბაჩო ოდიშარიაც, რომელიც “ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერია. ოდიშარიამ 13 ივნისს ტელეკომპანია “ფორმულასთან” განაცხადა, რომ რეორგანიზაციის საკითხებში ისიც ჩაერთვებოდა.
    12 ივლისს ცნობილი გახდა, რომ კინოცენტრიდან კიდევ ორი თანამშრომელი — დავით დავითიანი და ლევან აბდუშელიშვილი გაუშვეს.

    ნეტგაზეთი
  7. tvati
    რუსებმა შავ ზღვაში მაღალი სიზუსტის „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტების მზიდების რაოდენობა გაზარდეს.
    უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალების ინფორმაციით, რუსეთმა შავ ზღვაში სამხედრო ხომალდების რაოდენობა 9-დან 11 ერთეულამდე გაზარდა, მათ შორის არის ორი რაკეტების მზიდი, რომლებსაც ერთდროულად 12 „კალიბრის“ გასროლა შეუძლია.
    "ოპერაციული ვითარება შეიცვალა. შავ ზღვაში უკვე 11 ხომალდია. ხმელთაშუა ზღვაში კი „კალიბრის“ ფრთოსანი რაკეტების ერთი მზიდია", - განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალების პრესსპიკერმა დიმიტრი პლეტენჩუკმა.

    იპნ
  8. tvati
    "ეს ომი რომ დასრულდება, ამ ზავის ნაწილი თუ არ იქნა საქართველო, საქართველო თუ არ აღმოჩნდა ცივილიზებული სამყაროს მხარეს, გამოდის, რომ ფუჭია 30 წლის განმავლობაში ამდენი დაკარგული სიცოცხლე, ამდენი დაღვრილი სისხლი, ამდენი დამოუკიდებლობისთვის გაწირული ახალგაზრდა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, 2008 წელს - ვინ იხდის ამის ფასს? ხალხს რას ეუბნებიან? მაშინ როდესაც უბრალოდ არაფერი რომ არ მოიმოქმედო - გაჩუმდე, ხმა არ ამოიღო, იმ ხალხის ოცნება ასრულდება."


    ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე, გიორგი გახარია 
    361558741_2198077480402707_554975460642051578_n.mp4
  9. tvati
    მაშინ, როცა ხელისუფლება ეკონომიკური ზრდით იწონებს თავს, ეს ზრდა არ აისახება საზოგადოების მრავალ სეგმენტზე, მაგალითად - არაფერი შეცვლილა სტუდენტებისთვის. უფრო სწორად, შეიცვალა უარესობისკენ - უძრავი ქონების ფასის გაზრდის გამო, მათ ბინის ქირა გაუძვირდათ., - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი ანა ბუჩუკური წერს.

    ანა ბუჩუკურის განცხადებით, ბაიდენის ადმინისტრაციამ 800 000 ამერიკელ სტუდენტს სესხი გაუუქმა., ჩვენთან კი, ხელისუფლებას არ აქვს სტუდენტების პრობლემების მოგვარების არავითარი სისტემური ხედვა.

      "რა ვითარება გვაქვს საქართველოში ამ კუთხით?   ცოტა ხნის წინ განათლების სამინისტროდან მონაცემები გამოვითხოვე და აღმოჩნდა, რომ: ბაკალავრიატის საფეხურზე სულ რეგისტრირებულია 178 450 სტუდენტი. აქედან ფინანსური დავალიანების გამო, თითქმის 12%-ს სტუდენტის სტატუსი აქვს შეჩერებული, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ამას ემატება ისიც, რომ „საქსტატის“ ოფიციალური მონაცემებით, სტუდენტების ასაკობრივ კატეგორიაში დასაქმების ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ის სტუდენტები კი, რომლებიც ახერხებენ მუშაობას, ხშირად მუშაობა ისეთი გრაფიკით უწევთ, რაც სწავლასთან შეუთავსებელია. ხელისუფლებას არ აქვს სტუდენტების ამ პრობლემების მოგვარების არავითარი სისტემური ხედვა. ან უფრო მარტივად - პრიორიტეტი არ არის.", - დასძენს ანა ბუჩუკური.     
  10. tvati
    ომის დასრულების სიჩქარე პირდაპირ დამოკიდებულია უკრაინის მიმართ გლობალურ მხარდაჭერაზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
    „ახლა, როდესაც ომის დასრულების სიჩქარე პირდაპირ დამოკიდებულია უკრაინის გლობალურ მხარდაჭერაზე, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ასეთი მხარდაჭერა იყოს მაქსიმალურად ინტენსიური და შინაარსიანი,“ – აღნიშნა ზელენსკიმ.
    უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამ თვეში მოლაპარაკებები გამართა აშშ-ის, საფრანგეთის, გერმანიის, ნიდერლანდების, დიდი ბრიტანეთის, თურქეთის, ჩეხეთის, პოლონეთისა და სხვა ქვეყნების ლიდერებთან.
    „უკრაინას არ შეუძლია, დატოვოს არცერთი უკრაინელი მოქალაქე, არცერთი ქალაქი და სოფელი რუსეთის ტყვეობაში, სადაც არ უნდა გაგრძელდეს რუსული ოკუპაცია, ხალხზე ძალადობა და მათი დამცირება. მე მადლობელი ვარ ყველა ჩვენი პარტნიორის – ყველა ლიდერის, ყველა პოლიტიკოსის, საზოგადო მოღვაწის, ყველა ქვეყნის, რომელიც ნამდვილად გვიჭერს მხარს, რათა სრული ძალით დავუბრუნდეთ საერთაშორისო წესრიგს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
     

    ავტორი - მარიამ ახალაია
  11. tvati
    მარიამ ჭაჭიასა და ნიკ ვოიგთის დოკუმენტური ფილმი “ჯადოსნური მთა” ერევნის საერთაშორისო კინოფესტივალზე ვერცხლის გარგრის მფლობელი გახდა.
    ამის შესახებ ინფორმაციას სტუდია Opyodoc ავრცელებს.
    სტუდიის ცნობით, “ფილმი აბასთუმნის ტუბერკულოზის საავადმყოფოს შესახებ გვიყვება, რომლის არსებობის ერთადერთი და უკანასკნელი დოკუმენტი, დღეს სწორედ ეს ფილმია”.
    ”საქართველოს ხელისუფლება ცენზურას აწესებს. ქართველი კინორეჟისორები ამას თითქმის სამი კვირაა აპროტესტებენ. ივანიშვილის მიერ დაფინანსებულ მთავრობას განსხვავებული აზრი არ მოსწონს. მმართველმა ძალამ ღიად განაცხადა, რომ არ უყვართ აბსურდული და არასწორი ფილმები. მაგრამ რა არის სწორი და არასწორი კინო?”, – განაცხადა მარიამ ჭაჭიამ, რომელსაც დღეს ამავე წყაროს თანახმად ფეისბუკი გაუტეხეს.




    ნეტგაზეთი
  12. tvati
    15 ივლისს, უკრაინის ბავშვთა დაცვის ცენტრში, უკრაინელ მოზარდებს შეხვდნენ უკრაინის პირველი ლედი ელენა ზელენსკაია და სამხრეთ კორეის პირველი ლედი, კიმ კონ ჰი.
    როგორც უკრაინის სახალხო დამცველი, დმიტრო ლუბინეცი წერს საკუთარ ტელეგრამ არხზე, ცენტრში მისულ სტუმრებს მან მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში ბავშვთა უფლებების დარღვევისა და ასევე ომის შედეგად დაღუპული და დაშავებული ბავშვების შესახებ.
    დმიტრო ლუბინეცის თქმით, ამ ხნის განმავლობაში, უკრაინამ რუსეთში დეპორტირებული მხოლოდ 383 ბავშვის დაბრუნება მოახერხა. ის ამბობს, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინას არ აწვდის ინფორმაციას დეპორტირებული ბავშვების შესახებ და არ არის დაინტერესებული ოჯახების გაერთიანებით:
    „სტუმრებმა გაიცნეს რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნებული პატარა დები. უკრაინის ხალხის სახელით მადლობა მინდა გადავუხადო სამხრეთ კორეას იმ ფასდაუდებელი მხარდაჭერისთვის, რასაც ისინი უკრაინის მიმართ გამოხატავენ“.
      27 აპრილს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმად, რუსეთის მიერ უკრაინელი ბავშვების დეპორტაცია გენოციდთანაა გათანაბრებული.
    უკრაინის პრეზიდენტის, ზელენსკის ინფორმაციით, კიევისთვის ცნობილია რუსეთის რეგიონებში ძალით წაყვანილი 20 ათასამდე უკრაინელი ბავშვის მონაცემები, თუმცა რეალურად მათი რიცხვი გაცილებით მეტია. მათი ნაწილი მშობლებს დააშორეს, ნაწილი კი, უკრაინის ბავშვთა სახლებიდან გაიტაცეს და რუსეთში გააშვილეს.
    15 ივლისს, სამხრეთ კორეის პრეზიდენტი, იუნ სოკ ელი დაუგეგმავი ვიზიტით ჩავიდა უკრაინაში.
    სამხრეთმა კორეამ, რომელიც მსოფლიოში მეათე ადგილზეა იარაღის ექსპორტის მხრივ, ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა უკრაინას და ტანკები და ჰაუბიცები მიჰყიდა პოლონეთს, რომელიც უკრაინის საკვანძო მოკავშირეა რუსეთთან ომში.
    ახლახან გავრცელდა ცნობა, რომ სეული კიევს განაღმვის აღჭურვილობას მიაწვდის. სამხრეთი კორეა, ამასთან, ნატოს ფონდის მონაწილეა, რომელიც უკრაინას უწევს მხარდაჭერას.
    მასპინძელთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, იუნ სოკ ელი უკრაინას დაჰპირდა, რომ ჰუმანიტარულ და არასასიკვდილო სამხედრო დახმარების „მასშტაბებს გააფართოებს“.

    radio tavisupleba
  13. tvati
    უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი კომენტარს აკეთებს რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე, რომლის თანახმადაც უკრაინა გეგმავდა კრემლის პროპაგანდისტის, მარგარიტა სიმონიანისა და ჟურნალისტ ქსენია სობჩაკის მკვლელობას.
    ამ ინფორმაციას პოდოლიაკი უკრაინის სატელევიზიო ეთერში, ტელემარათონის დროს გამოეხმაურა:
    „ისინი აბსოლუტურად არაფერში გვჭირდება. ეს ცხადია. ისინი აბსოლუტურად არაფერზე ახდენენ გავლენას“.
    15 ივლისს, რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც მათ აღკვეთეს კრემლის პროპაგანდისტის მარგარიტა სიმონიანისა და ჟურნალისტ ქსენია სობჩაკის მკვლელობა. მკვლელობას ნეონაცისტური ჯგუფი „პარაგრაფი-88“ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის დავალებით გეგმავდა.
    ФСБ აცხადებს, რომ ბრალდებული ნეონაცისტები 14 ივლისს მოსკოვსა და რიაზანის რეგიონში დააკავეს:
    „მათ დაადასტურეს მკვლელობის მცდელობის მომზადება SBU-ს დავალებით, თითოეული მკვლელობისთვის 1,5 მილიონი რუბლის ჯილდოსთვის“.
    მალევე, RT-მ გამოაქვეყნა 18 წლის მოსკოვის მკვიდრის დაკითხვის ამსახველი კადრები. ახალგაზრდა კაცის თქმით, მან შექმნა ნეონაცისტური ჯგუფი Paragraph-88 და მასში არასრულწლოვნები ჩაერთნენ. ჯგუფის შექმნის შემდეგ კი მას დაუკავშირდნენ უკრაინის სპეცსამსახურები, რომლებმაც შეუკვეთეს სიმონიანისა და სობჩაკის მკვლელობა.

    radio tavisupleba
  14. tvati
    რუსული ძალები ძირითადად ხუთი მიმართულებით, კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკასა და მარინკას მიმართულებებით კონცენტრირდებიან, სადაც, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 39 შეტაკება მოხდა, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
    გენშტაბის ანგარიშში აღნიშნულია, რომ წუხელ რუსები უკრაინას საზენიტო მართვადი რაკეტებით დაესხნენ თავს, თავდასხმის შედეგები ჯერჯერობით უცნობია.
    გარდა ამისა, რუსულმა ძალებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინას Shahed-ის ორი დრონით, Х-22 ტიპის ორი ფრთოსანი რაკეტითა და ორი საზენიტო მართვადი რაკეტით შეუტიეს. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ორი დრონი გაანადგურეს.
    „ოკუპანტებმა, ასევე, განახორციელეს 40 საჰაერო დარტყმა და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 46-ჯერ გახსნეს. უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო და საჰაერო დარტყმების განხორციელების ალბათობა კვლავ მაღალია“, - აცხადებენ გენშტაბში.
    ამასთან, ანგარიშის თანახმად, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მტრის პოზიციებს მნიშვნელოვანი დარტყმები მიაყენეს. კერძოდ, უკრაინის შეიარაღებული ძალების ავიაციამ, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 9 დარტყმა მიაყენა რუსების ცოცხალი ძალის კონცენტრაციის უბნებს და 7 სადაზვერვო დრონი გაანადგურა.
    ამასთან, სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა საბრძოლო მასალის 2 საცავი, 5 საარტილერიო იარაღი, ცოცხალი ძალის კონცენტრაციის 4 ტერიტორია, საჰაერო თავდაცვის 2 სისტემა და მტრის კიდევ 3 მნიშვნელოვანი სამიზნე გაანადგურეს.

    ipn
  15. tvati
    რუსეთის ეფ-ეს-ბე ირწმუნება, რომ დააკავა ნეონაცისტური ორგანიზაციის წევრები, რომლებიც პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანის და ტელეწამყვან ქსენია სობჩაკის მკვლელობას გეგმავდნენ.
    მოსკოვი ტრადიციულად აცხადებს, რომ ამ დანაშაულის უკან კიევი იდგა და უკრაინის სპეცსამსახურები თვითეული მკვლელობისთვის დაკავებულებს გარკვეულ თანხას ჰპირდებოდნენ. ეფ-ეს-ბე-ს განცხადებით, დაკავებულებმა ბრალი “აღიარეს”.
    თუმცა გამოცემა “ინსაიდერი” ნეონაცისტურ გაერთიანებაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ დაკავებულებისაგან აღიარებითი ჩვენება ეფ-ეს-ბემ წამების საფუძველზე მიიღო.
    “აწამებენ ელექტრო მოწყობილობით, ახრჩობენ, ერთს ხელიც მოტეხეს”, – აცხადებს “ინსაიდერის” წყარო.
    რაც შეეხება უკრაინასთან თანამშრომლობის ბრალდებას, დაკავებულების თანამოაზრე ამბობს, რომ ისინი ამ ომში უკრაინის მხარეს არ არიან და კონკრეტულად ის ადამიანები, ვისაც ეფ-ეს-ბე ტერაქტებს ედავება, არასდროს ყოფილან უკრაინის ტერიტორიაზე, თუმცა “ზოგიერთ ჩვენგანს ჰყავს უკრაინელი მეგობრები”.
    ეფ-ეს-ბე ირწმუნება, რომ დაკავებულებს ჩხრეკისას ავტომატები და სხვა სახის იარაღი აღმოაჩნდათ.

    ნეტგაზეთი
  16. tvati
    შემდგომი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტი, რომელიც აშშ-ში ჩატარდება, მისი ქვეყნისთვის გამარჯვებით დასრულდება
    უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, მისმა ქვეყანამ ძალიან ბევრი მიიღო ნატო-ს ვილნიუსის სამიტიდან, ხოლო შემდგომი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტი, რომელიც აშშ-ში ჩატარდება, მისი ქვეყნისთვის გამარჯვებით დასრულდება.
    „ძალიან ბევრი მივიღეთ. რასაკვირველია, როგორც ყოველთვის, უფრო მეტი გვინდოდა, მაგრამ, რაც ახლა მივიღეთ, - ჩვენთვის, ჩვენი ერისთვის, ჩვენი პრეზიდენტისთვის, უდიდესი გამარჯვებაა“, - განაცხადა დანილოვმა.
    მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ალიანსში გაწევრიანება ომის პირობებში მყოფი ქვეყნისთვის, თითქმის შეუძლებელი ამოცანაა და უკრაინელებს მოთმინების უნარი აქვთ.
    „ჩვენ „საშინაო დავალება“ უნდა შევასრულოთ იმისთვის, რომ ნატო-ს წევრობისთვის საჭირო კრიტერიუმი „ხუთიანზე“ შესრულდეს“, - განაცხადა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა.

    ipn
  17. tvati
    უკრაინამ რუსეთში დეპორტირებული 383 ბავშვის დაბრუნება მოახერხა. ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარი დმიტრი ლუბინეცი „ტელეგრამის“ პირად არხზე წერს.
    „დღეისთვის სამშობლოში მხოლოდ 383 უკრაინელი ბავშვის დაბრუნება შევძელით. რუსეთის ფედერაცია ჩვენი ბავშვების შესახებ ინფორმაციას არ გვაწვდის და არაა დაინტერესებული იმაში, რომ ოჯახები ხელახლა გაერთიანდნენ“, - წერს ლუბინეცი.
    ლუბინეცი უკრაინის პირველ ლედის ოლენა ზელენსკას და სამხრეთ კორეის პირველ ლედის კიმ კონ ჰის შეხვდა, რომლებიც ბავშვთა უფლებების დაცვის ცენტრს ეწვივნენ.

    იპნ
  18. tvati
    შემოსავლების სამსახურმა კატალიზატორის ან/და მისი მაკომპლექტებელი ნაწილების (მათ შორის, ამორტიზებული მაყუჩის ფილტრის ან/და მაყუჩის კერამიკული ფილტრის) ნარჩენის/ჯართის ექსპორტზე კილოგრამზე 6 ლარიანი საფასური დააწესა.
    როგორც ცნობილია, მთავრობის გადაწყვეტილებით 2026 წლის 1-ელ მაისამდე საქართველოდან კატალიზატორების ექსპორტი აიკრძალა. შესაბამისად, „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ ვის მოუწევს ექსპორტზე დაწესებული ახალი საფასურის გადახდა.
    შემოსავლების სამსახურის ცნობით, კატალიზატორის ექსპორტის აკრძალვა არ ვრცელდება 2023 წლის 1-ელ მაისამდე გაცემულ ნებართვებზე, რა დროისთვის ექსპორტზე აქტიური ნებართვა გაცემული იყო რვა კომპანიაზე (184.2 ტონა კატალიზური კონვერტორის ნარჩენების ექსპორტის ნებართვა). ამასთან, მათივე განმარტებით, ამ ნებართვებით გათვალისწინებული ნარჩენების ექსპორტი 2023 წლის 2 დეკემბრამდე პერიოდში უნდა განხორციელდეს.
      შესაბამისად, კილოგრამზე შემოღებული 6 ლარიანი საფასური გავრცელდება მხოლოდ 2023 წლის 1-ელ მაისამდე გაცემული ნებართვის ფარგლებში ექსპორტის განხორციელებაზე.
      ავტორი: თაია არდოტელი
  19. tvati
    ევროპის ქვეყნებში ჰაერის ტემპერატურამ მნიშვნელოვნად მოიმატა. BBC-ის ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურამ რეკორდულ ნიშნულებს იტალიის სამხრეთ რეგიონებში მიაღწია, სადაც 15 ქალაქში განგაშის წითელი ნიშნული გამოცხადდა.
    ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს ქუჩაში გასვლისგან თავი მაქსიმალურად შეიკავონ.
    მეტეოროლოგების პროგნოზით, მომდევნო კვირაში იტალიაში ქვეყნის ისტორიაში რეკორდული ტემპერატურა, 48.8 გრადუს ცელსიუსი დაფიქსირდება. მედიის ინფორმაციით, მაღალმა ტემპერატურამ შესაძლოა იტალიაში, ესპანეთსა და საბერძნეთში ტყის ხანძრები გამოიწვიოს.

    ipn
  20. tvati
    ”არჩევნებზე ჩვენი მოქალაქეების სრული მობილიზება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ოცნებამ“ ერთად ვერ შეძლონ 50%-ის აღება. ეს არის ჩვენი მთავარი გზავნილი, ჩვენი მოქალაქეებისთვის.”   ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი 360126813_200414903000953_6832515970818419995_n.mp4
  21. tvati
    მომდევნო 10 წლის განმავლობაში უკრაინას დამატებით 4,5 მილიონი მუშახელის მოზიდვა მოუწევს, რათა ომის შემდგომ ქვეყნის აღდგენა მოახერხოს. ამის შესახებ უკრაინის ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს.
    სამინისტროს განცხადებით, უკრაიანაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდეც კი, ქვეყანა მუშახელის დეფიციტს განიცდიდა. თუმცა ახლა 6 მილიონზე მეტი უკრაინელი იძულებული გახდა, საზღვარგარეთ წასულიყო და ამიტომ სამუშაო ძალის მხრივ მდგომარეობა კიდევ უფრო კრიტიკული გახდა.
    უკრაინის ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით,  ამ საკითხზე კონსულტაციებს აწარმოებენ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (IOM) და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (ILO). აღნიშნული ორგანიზაციები გეგმავენ, გააგრძელონ ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერა შრომის ბაზრის აღდგენის გზაზე, რათა ქვეყანამ საკვანძო პრიორიტეტების შესრულება შეძლოს.



    netgazeti
  22. tvati
    ომში მტრის მის ტერიტორიაზე მოკვლა შეიძლება და საჭიროა კიდეც, თუ პარტნიორებს თავიანთი იარაღის გამოყენების ეშინიათ, საკუთარით მოვკლავთ. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ Washington Post-თან ინტერვიუში განაცხადა.
    გამოცემის თანახმად, ზალუჟნი ახლა საკუთარი თავის წინაშე აყენებს კითხვას: “როგორ შემცირდეს დანაკარგები? როგორ შემიძლია შევამცირო დანაკარგები?”
    ზალუჟნის თქმით, შეიარაღების უკმარისობის, დასავლური ავიაციის არმიწოდებისა და შორი მანძილის რაკეტების გამოყენებაზე მოკავშირეების პირობები გამო “უკრაინის შეიარაღებული ძალები საზღვარს მიღმა ხშირი დარტყმებისთვის უკრაინული წარმოების იარაღს იყენებენ, რომლებსაც კიევი ოფიციალურად არასდროს არ აღიარებს”.
    “საკუთარი ხალხის გადასარჩენად, რატომ უნდა ვეკითხებოდე ვინმეს ნებართვას, თუ რა ვაკეთო მტრის ტერიტორიაზე? რატომღაც უნდა ვფიქრობდე, რომ იქ არაფრის გაკეთების უფლება არ მაქვს. რატომ? იმიტომ რომ პუტინი… ბირთვულ იარაღს გამოიყენებს? ბავშვებს, რომლებიც კვდებიან, ეს არ აინტერესებთ…
    ეს ჩვენი პრობლემაა, და ჩვენი გადასაწყვეტია როგორ მოვკლათ ეს მტერი. ომში შეიძლება და საჭიროა [მტრის] მის ტერიტორიაზე მოკვლა. თუ ჩვენს პარტნიორებს საკუთარი იარაღის გამოყენების ეშინიათ, საკუთარით მოვკლავთ. მაგრამ მხოლოდ იმდენის, რამდენიც საჭირო იქნება”, - განაცხადა ზალუჟნიმ.

    ipn
  23. tvati
    ამ წუთებში, ძალზე სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა. 39 წლის ასაკში, საბერძნეთში, გარდაიცვალა მარიკუნა მიქატაძე, მსახიობ გია ფერაძისა და ირინა მიქატაძის ქალიშვილი.
    ჩვენი ინფორმაციით, მარიკუნა მეგობართან იმყოფებოდა. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. 
    მარიკუნას ჰყავს ერთი ქალიშვილი, ირინა. 

    ttimes.ge
  24. tvati
    იაპონიის პოლიცია საქართველოს ელჩზე თემურ ლეჟავაზე შესაძლო თავდასხმას იძიებს. ამის შესახებ ინფორმაციას იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებელი NHK ავრცელებს.
    გამოცემის თანახმად, ლეჟავას მძღოლმა პარასკევს შუადღეს პოლიციას დაურეკა და განაცხადა, რომ საქართველოს საელჩოსთან მამაკაცმა მას საყელოში სტაცა ხელი.
    მედიას პოლიციისა და საელჩოს მძღოლის სიტყვები მოჰყავს, რომ აღნიშნულმა მამაკაცმა ელჩის მანქანის წინ საკუთარი მანქანა გააჩერა და მძღოლის მხრიდან კარი გააღო.
    ლეჟავას “ტვიტერ” პროფილზე გამოქვეყნებულ ვიდეოზე ჩანს, რომ მამაკაცი ელჩის მანქანაში ყოფს ხელს.
    გამოცემა აღნიშნავს, რომ ინციდენტის შედეგად მძღოლი და ელჩი არ დაშავებულან.
    პოლიცია ვარაუდობს, რომ ინციდენტი სატრანსპორტო გაუგებრობას მოყვა. ამ მომენტში მამაკაცი დაკითხვაზე იმყოფება.

    პალიტრანიუსი
  25. tvati
    ურალის ელექტროქიმიურ კომბინატში სვერდლოვსკის რეგიონში, ურანის გამდიდრების ცეხში ბირთვული საწვავის ცილინდრის ჰერმეტიზაცია დაირღვა. მომხდარის შედეგად, ცნობილი გახდა, რომ ერთი ადამიანი დაიღუპა, პერსონალი ევაკუირებულია.
    ქარხნის მფლობელი სახელმწიფო კორპორაცია „როსტომი“ აცხადებს, რომ ინციდენტი ლოკალიზებულია, მოსახლეობას რისკებს არ უქმნის და ცეხი გაწმენდილია.
    სააგენტო „რია ნოვოსტი“ ერთი გარდაცვლილის შესახებ იუწყება და მის სახელსა და თანამდებობას არ ასახელებს.
    „როსატომი“ კი, ამ ადამიანს „დაჭრილს“ უწოდებს, მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს.
    გამოცემა „E1“ იტყობინება, რომ ქარხნის 100-ზე მეტი თანამშრომელს სამედიცინო კვლევა ჩაუტარდება. გამოცემის მიერ გამოკითხული ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ურანის ჰექსაფტორიდის შემცველი კონტეინერის დაზიანების შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ეს არა რადიოლოგიური, არამედ ქიმიური საფრთხეა.
    ნოვოურალსკის ხელმძღვანელმა, სადაც ქარხანა მდებარეობს, ვიაჩესლავ ტიუმენსევმა მოუწოდა ქალაქის მაცხოვრებლებს, „პანიკას არ აყვნენ" და „არ გაავრცელონ შეტყობინებები მესინჯერების საშუალებით".
    „იზრუნეთ თქვენს საყვარელ ადამიანებზე, აუხსენით მეგობრებს და ოჯახის წევრებს, რომ საფრთხე არ არსებობს. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება“, - წერს ის VKontakte-ის საკუთარ გვერდზე.
    დამოუკიდებელ წყაროებს ახალი ამბების გამოქვეყნების მომენტში საწარმოს ტერიტორიაზე რადიაციული ფონის ცვლილება არ დაუფიქსირებიათ.
×
×
  • შექმენი...