Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ბლოგ პოსტები დაპოსტილი tvati -ს მიერ

  1. tvati
    საქართველოში ორი მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბიძგები პირველად 2:38 საათზე, დედოფლისწყაროსთან დაფიქსირდა და მისი სიმძლავრე 3.2 მაგნიტუდა იყო.
    რაც შეეხება მეორე მიწისძვრას, 04:54 საათზე დაფიქსირდა და მისი ეპიცენტრი თბილისიდან 57 კმ-ში ქალაქ დმანისთან იყო. მიწისძვრის სიმძლავრემ 3.1 მაგნიტუდა შეადგინა.

    იპნ
  2. tvati
    იტალიის საავადმყოფოებში მკვეთრად გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებსაც სიცხესთან დაკავშირებული დაავადებების გამო გადაუდებელი დახმარება სჭირდებათ, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
    გამოცემის ცნობით, რომში ჰაერის ტემპერატურამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. კერძოდ, გუშინ ქალაქში 41.8 გრადუსი ცელსიუსი დაფიქსირდა, რაც 2022 წლის ივნისში დაფიქსირებულ რეკორდულ მაჩვენებელს - 40.7 გრადუს ცელსიუსს აჭარბებს. სიცილიააში ჰაერის ტემპერატურამ დაახლოებით 41 გრადუსს მიაღწია, ხოლო სარდინიაში - 45 გრადუსს.
    სამხრეთ ქალაქ ნეაპოლში, კარდარელის საავადმყოფომ განაცხადა, ბოლო 24 საათის განმავლობაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევა 231 პაციენტს დასჭირდა.
    იტალიის ჯანდაცვის სამინისტრომ 23 ქალაქში, მათ შორის რომში, ფლორენციაში, ბოლონიაში, ბარიში, კატანიაში, კალიარიში, პალერმოსა და ტურინში განგაშის წითელი დონე გამოაცხადა. სამინისტრომ მოუწოდა მოსახლეობას, მოერიდონ გარეთ გასვლას ყველაზე ცხელ საათებში და უარი თქვან ალკოჰოლზე, ყავასა და გაზიან სასმელებზე.
    შეგახსენებთ, ევროპაში სიცხის ტალღებმა იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, სერბეთში, ხორვატიასა და საბერძნეთში ტემპერატურის ზრდა და ტყის ხანძრები გამოიწვია.

    იპნ
  3. tvati
    მსუბუქად რომ ვთქვა, საკუთარი ქვეყნისთვის სანქციების მოთხოვნა არასწორია და წერტილი! - მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობას ვუსურვებ, მაგრამ არ შეიძლება 24/7-ზე „ნაცმოძრაობის“ მხრიდან პოლიტიკური დღის წესრიგი ეს იყოს, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა გააკეთა.
    ბუჩუკურის შეფასებით, „ქართული ოცნება" სწორედ ამით იკვებება და ურჩევნია, სააკაშვილზე ილაპარაკოს, ვიდრე იმაზე, თუ რატომ გაუშვა საქართველომ ისტორიული შესაძლებლობა იმისა, რომ ნატო-ს სამიტზე პროგრესს მიგვეღწია.
    „ქართულ ოცნებას“ ურჩევნია, ამის ნაცვლად, სააკაშვილსა და ლობისტურ კამპანიაზე ისაუბროს. სააკაშვილს ჯანმრთელობას ვუსურვებ, მაგრამ ჩემთვის ეს თემა საინტერესო არ და ვერ იქნება. შეიძლება ვიღაც თვლის, რომ თუ საქართველოს დასანქცირდება, ამით ხელისუფლება დასუსტდება, მაგრამ სამწუხაროდ, საბოლოო ჯამში, ქვეყანა ზიანდება“, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
  4. tvati
    უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მზად არ არის რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სასაუბროდ, რადგან ის ფაშისტი და სადისტია.
    აფრიკულ მედიასთან ინტერვიუში ზელენსკიმ გაიხსენა, რომ როდესაც რუსული ძალები შეიჭრნენ უკრაინაში და გაემართნენ კიევისკენ, უკრაინის ხელისუფლებამ უარი თქვა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბარზე მისი ულტიმატუმების საფუძველზე. "როდესაც მან ჩემი, ჩემი ოჯახის და გარემოცვის მკვლელობის ბრძანება გასცა, ჩვენ ვთქვით, რომ ეს ულტიმატუმიც არ გაუვიდოდა", - აღნიშნა ზელენსკიმ.
    მისი თქმით, ყველა მზად იყო მიეღო, რომ ომის დასრულება შესაძლებელი იყო დიპლომატიის გზით უკრაინის სუვერენიტეტის პატივისცემით, მაგრამ ბუჩას გათავისუფლების შემდეგ ყველამ ნახა ნაწამები მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი ძალადობრივი მკვლელობების კვალი. "ვინ არის მზად ამ მანიაკთან სალაპარაკოდ? და შემდეგ ჩვენ ვთქვით, რომ დადგებოდა დრო და ომი მაინც დიპლომატიური გზით დამთავრდებოდა, მაგრამ ამ კაცთან საუბარი - ბოდიში, მას ხელები იდაყვებამდე სისხლში აქვს", - აღნიშნა ზელენსკიმ.
    მისი თქმით, რუსული არმია დატყვევების ისეთივე გზებს იყენებს, როგორიც ნაცისტურმა გერმანიამ გამოიყენა, მაგრამ პუტინმა კიევი ვერ აიღო.
    „ყველა სოფელში, რომლის დეოკუპაცია განვახორციელეთ, იყო ნაწამები უკრაინელების მასობრივი საფლავები, ყველაში, გამონაკლისის გარეშე და ყოველ ნაბიჯზე ვამბობდით, როგორ უნდა დავამყაროთ მასთან ურთიერთობა? ყოველ ნაბიჯზე, სულ უფრო ცოტა ადამიანმა სჯეროდა, რომ ის პრეზიდენტი იყო და სულ უფრო მეტი ხვდებოდა, რომ ის უბრალოდ სადისტია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

    palitranews.ge
  5. tvati
    ფრანგი მსახიობი და მომღერალი - ჯეინ ბირკინი, 77 წლის ასაკში პარიზში გარდაიცვალა. მას მონაწილეობა აქვს მიღებული ათეულობით ფილმში, ჩაწერილი აქვს მუსიკალური ალბომები. მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ბირკინი აქტიურად ეხმარებოდა ჩეჩენ ლტოლვილებს და სიმღერაც კი ჩაწერა ჩეჩნურ ენაზე, რომელსაც შემდეგ თავის კონცერტებზე ასრულებდა. ისტორიკოსი მაირბეკ ვაჩაგაევი გვიყვება, თუ როგორ ცდილობდა ჯეინ ბირკინი ყურადღების მიპყრობას ჩეჩნეთის ომსა და ჩეჩნების ცხოვრებაზე.
    პრეზიდენტმა, ემანუილ მაკრონმა 16 ივლისს გარდაცვლილ ჯეინ ბირკინს „საფრანგეთის სიმბოლო“ უწოდა და ეს ის იშვიათი გამონაკლისი შემთხვევაა, როცა მას ბევრი თანამოქალაქე დაეთანხმება. ვიღაც მას იცნობდა, როგორც ცნობილი ბრენდის Hermes-ის სახეს, ვიღაც იცნობდა, როგორც დიდებული სერჟ გენსბურის მუზას. თუმცა ცოტამ თუ იცის ბირკინის ჩეჩნებთან თბილი და ამაღელვებელი ურთიერთობების შესახებ. ჩვენ გვახსოვს ის არა როგორც ცნობილი ადამიანი, არამედ როგორც უბრალო ქალი, რომელიც ომის წინააღმდეგ გამოდიოდა.
    2000 წლის ბოლოს, როდესაც ჩეჩნეთის რესპუბლიკას რუსული ჭურვები ანადგურებდა, მე საფრანგეთში ჩამოვედი და აღმოვჩნდი პირველ მასობრივ აქციაზე პარიზის ცენტრში. მიტინგი რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მებრძოლი ჩეჩნების მხარდასაჭერად იმართებოდა. მახსოვს, მაშინ როგორ გამაოცა აქციაზე პოლიტიკოსების, კინოს ხალხისა და მუსიკოსების სიმრავლემ.
    იმპროვიზებულ ტრიბუნაზე მიკროფონი ფილოსოფოს ანდრე გლუქსმანისგან კინოვარსკვლავ კეტრინ დენევს გადაეცა, შემდეგ ბერნარ-ანრი ლევის, შემდეგ კი სიტყვით გამოვიდა ევროპარლამენტის დეპუტატი ოლივიე დიუპუი და სხვები.
    აქციის ორგანიზატორი - Amnesty International-ი აკავებდა წამყვანი ფრანგული მედიასაშუალებებიდან ჟურნალისტების იერიშს. ისინი გარშემორტყმულნი იყვნენ განსხვავებული პოლიტიკური თუ კულტურული შეხედულებების მქონე ადამიანებით, თუმცა ყველა ერთიანად გმობდა სასტიკ ომს ჩეჩნეთში.
    როდესაც მიკროფონი დაუთმეს პატარა, გამხდარ ქალს, რომელმაც შეკრებილებს დაბალი ხმით მიმართა, მითხრეს: „ეს ჯეინ ბირკინია“. მე არ შევიმჩნიე, თითქოს ვიცნობდი მას, თუმცა რეალურად, გლუქსმანისა და დენევის გარდა, არავინ ვიცოდი იმ ათასობით ადამიანს შორის, ვინც შეკრებილი იყო ჟორჟ პომპიდუს ხელოვნებისა და კულტურის ეროვნული ცენტრის წინ, ბანერებით: „არა ომს ჩეჩნეთში“, „პუტინი - მკვლელია“.
    მნიშვნელოვანია განვმარტოთ, რომ ფრნაგების უდიდესი ნაწილი აქტიურად ეწინააღმდეგებოდა რუსეთის ახალი პრეზიდენტის მიერ პატარა ჩეჩნეთის წინააღმდეგ გაჩაღებულ ომს. იმდროინდელი ფრანგი ინტელექტუალი, რომელიც ჩეჩნეთს მხარდაჭერას არ უცხადებდა, პრაქტიკულად განწირული იყო საზოგადოებრივი დაგმობისთვის. ეს იყო საფრანგეთის მთავარი განმასხვავებელი სხვა ნებისმიერი ევროპული ქვეყნისგან, რეგიონში ომთან დაკავშირებით.
    2000 - 2005 წლების განმავლობაში ომის საწინააღმდეგო აქციები ჩვეულებრივ მოვლენად იქცა საფრანგეთის დედაქალაქისთვის. პოლიტიკოსებთან, ბიზნესმენებსა თუ შოუბიზნესის წარმომადგენლებთან, არავისთან იყო მოლაპარაკებები საჭირო იმისთვის, რომ მხარი დაეჭირათ ჩეჩნების დამოუკიდებლობისთვის ბრძოლისთვის. საკმარისი იყო გაეგოთ, რომ კონკრეტულ რიცხვში კონკრეტულ ადგილას იქნება ჩეჩნების მხარდასაჭერი აქცია და მსოფლიო მასშტაბით ცნობილი ადამიანები თავისით მიდიოდნენ და მორიდებულად იდგნენ აქციებზე, ზოგჯერ მათ ვერც კი ცნობდნენ და ხელს ჰკრავდნენ აქციის სხვა მონაწილეები.
    ერთ-ერთი ვარსკვლავი, რომელიც გინათებდა გზას ახალ ცხოვრებაში, ჯეინ ბირკინი იყო.
    2002 წელს მეც კი მოვახერხე გაკვრით, თუმცა მაინც მასთან გასაუბრება. მაშინ ფრანგმა ჟურნალისტმა მილენ სალოიმ საფრანგეთში ჩეჩნური ცეკვის საბავშვო ანსამბლის „დაიმოხკის“ ჩამოყვანა დააორგანიზა. ამ ღონისძიებას მეც ვესწრებოდი. ბირკინთან წარმადგინეს, როგორც ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის ყოფილი გენერალური წარმომადგენელი რუსეთში - დაკავების გამო იძულებული გავხდი ქვეყანა დამეტოვებინა. ის დეტალურად მეკითხებოდა ჩეჩნეთზე. ბირკინს აინტერესებდა, თუ როგორ მოახერხა წინააღმდეგობის გაწევა ჩეჩნეთმა ქვეყანასათან, რომლისაც მსოფლიოში ყველას ეშინოდა. აინტერესებდა ჩეჩნების ოჯახური სტრუქტურა და რა ადგილი ეკავა ქალს. ნათელი იყო, რომ მას არ ჰქონდა ინფორმაცია პირველწყაროდან და ბევრ შეკითხვას სვამდა, თუმცა, ამავდროულად, ასწრებდა ბავშვებზე თვალყურის მიდევნებასაც: ფიქრობდა, რომ ბავშვები ცუდად ჭამდნენ, ჯეინი ძალიან ღელავდა ანსამბლის წევრებზე.
    რესპუბლიკის სოფლებში შეკრებილი ორი ათეული ბავშვი, შესაბამისი მომზადების გარეშე ჩამოიყვანეს პარიზში - ომის პირობებში შეუძლებელი იყო გროზნოში რეპეტიციების ჩატარება. საფრანგეთის დედაქალაქში, ახალგაზრდა ჩეჩენი მოცეკვავეები, ფაქტობრივად ომს გამოქცეულები, მთელი საზოგადოების მზრუნველობითა და მხარდაჭერით, ყურადღების ცენტრში აღმოჩნდნენ.
    გავიგეთ, რომ ბავშვები შორეულ მოგზაურობაში მომზადებული საკვებით გამოემგზავრნენ - კონსერვების და სასმელების იმ რაოდენობით, რაც საფრანგეთში ჩასვლამდე უნდა ჰყოფნოდათ. და როგორც ბავშვების შემთხვევაში ხდება, ყველაფერი, რაც ერთი კვირისთვის იყო განკუთვნილი, ორ-სამ დღეში შეჭამეს.
    პარიზში ყველა ცდილობდა ბავშვების გამასპინძლებას. ფრანგები საკუთარ შვილებს ხედავდნენ ამ ბავშვებში, ასე რომ, კვების პრობლემა მყისიერად მოიხსნა. ჯეინმა, როდესაც ამის შესახებ შეიტყო, მაშინვე გადაწყვიტა ახალგაზრდა სტუმრებისთვის სადილი მოეწყო. ჯეინის დედა, რომელიც ერთი შეხედვით მკაცრი ინგლისელი ქალი ჩანდა, სინამდვილეში წარმოუდგენლად საყვარელი ქალი აღმოჩნდა. ის ფუსფუსებდა, დარდობდა, რომ ყველასთვის საკმარისი საჭმელი არ იქნებოდა და დაიწყო ახალი სენდვიჩების მომზადება, უკვე მზა მაგიდასთან. თავად ჯეინი მიდიოდა ყველა პატარა სტუმართან, ამოწმებდა, თუ ჭამდნენ და მათ სასმელს უსხამდა. ბავშვებმა, რომლებიც ანსამბლის ხელმძღვანელმა წინასწარ გააფრთხილა, რომ „სათანადოდ მოქცეულიყვნენ“, დაივიწყეს მკაცრი გაფრთხილება და ისეთები გახდნენ, როგორებიც იყვნენ - ბავშვები.
    ჯეინი მათ, როგორც თანატოლებს, ისე ეთამაშებოდა და ბავშვებმაც დაივიწყეს, რომ სულ რაღაც ნახევარი საათით ადრე ცდილობდნენ თავი ზრდასრულებად მოეჩვენებინათ. ისინი ერთად დარბოდნენ, ერთობოდნენ და ხმამაღლა იცინოდნენ. ამ საღამოს მათ დაივიწყეს, რომ ომიდან მოდიოდნენ.
    ჯეინმა ისიც კი სცადა, ჩეჩნურად ემღერა. მილენის დახმარებით ჰქონდა ნასწავლი და მომზადებული ჩეჩნურად სიმღერა. ჯეინის სასაცილო ბრიტანულ-ფრანგულ აქცენტზე ბიჭებს ეცინებოდათ. მაშინ არავინ იცოდა, რომ ეს მხიარული შესრულება სტუდიურ ჩანაწერად გადაიქცეოდა და ჩეჩნური სიმღერების კრებულად გამოსცემდა ფრანგული ორგანიზაცია Marcho dogila. ამ სიმღერას რამდენიმე წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ჯეინ ბირკინი ასრულებდა.
    სანამ ჯეინი ბავშვებთან ერთად ატარებდა დროს, დედა უკვე მერამდენედ ამზადებდა სენდვიჩებს: ამჯერად იმისთვის, რომ ბავშვებს თან წაეღოთ. უნდა დაგენახათ მისი თვალები, თანაგრძნობითა და თანაგანცდით სავსე…
    ორგანიზატორების წინადადებით გადაწყდა, რომ ბავშვები პროფესიონალურ დარბაზში გამართავდნენ კონცერტს. არავინ ითხოვდა ფულს დარბაზისთვის, ან ინსტრუმენტებისთვის: თთქოს მთელი ფრანგული სამყარო მებრძოლი ჩეჩნეთიდან ჩამოსული ბიჭების ირგვლივ დატრიალდა. ერთ-ერთ დარბაზში მოცეკვავეების გამოსვლა აცრემლებული დიდების წინაშე გაიმართა. ჯეინ ბირკინი, გლუქსმანების წყვილი და სხვები მალულად იწმენდნენ ცრემლებს.
    ახალგაზრდა მთიელთა მიერ შესრულებული ყოველი ცეკვა მებრძოლი ჩეჩნების ეროვნული ხასიათისა და სიმტკიცის დემონსტრირებად იქცა. ანსამბლის ყველაზე პატარა, 5 წლის მოცეკვავემ ბევრი მაყურებელი აატირა. ამ ბავშვის ყოველ მოძრაობაში ისეთი ექსპრესია იყო, თანაც იმდენად არაბავშვურად გამოხატავდა ცეკვით თავისუფლებისა და ღირსების ურღვევ სულისკვეთებას, რომ მაყურებელი მოაჯადოვა და აღაფრთოვანა. მათ იკითხეს: „და პუტინს ამ ბიჭის დაპყრობა სურს?“
    მილენ სალოიმ და ჯეინ ბირკინმა ერთად მრავალი ღონისძიება გამართეს ჩეჩენთა დასახმარებლად. 2003 წელს ჯეინი ანსამბლ „დაიმოხკის“ წევრებთან ერთად, რომლებიც მილენის ინიციატივით ისევ სტუმრობდნენ პარიზს, კონცერტებს აწყობდა პარიზის პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზში - Cabaret Sauvage.
    მილენი მადლიერებით იხსენებს, რომ იმ წლებში მას ეხმარებოდნენ ჯეინ ბირკინი, ანდრე გლუქსმანი და კინორეჟისორი რომელ გუპელი და ბევრი სხვა. ჯეინი ჩეჩენი ბავშვებით იყო აღფრთოვანებული და მან მილენს გააცნო არიანა მნუშკინა, რომელმაც თავის მხრივ დააორგანიზა 40 ახალგაზრდა მოცეკვავისთვის, 5 მუსიკოსისა და 2 ქორეოგრაფისთვის მოგზაურობა და ასევე რამდენიმე წარმოდგენა საფრანგეთში. ჯეინმა ყველას ცეკვის ჩუსტები მოუტანა და ასევე თითოეული ბავშვისთვის დედასთან ერთად ნახატები დახატა მათი სახელებით. სწორედ ამ ვიზიტის დროს ჯეინმა, არიანამ, გლუქსმანმა და მილენმა დააფუძნეს ასოციაცია „Марша Догiийла“ (რაც ითარგმნება როგორც - „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება“).
    2007 წელს ჯეინმა მხარი დაუჭირა მილენის იდეას „სოლიდარობის კულტურის ქარავნის“ შექმნაში და გახდა ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი პროექტისა Babel Caucasus. პროექტმა სამი ქვეყანა მოიცვა: საქართველო, აზერბაიჯანი და პოლონეთი. მოგზაურობის დროს მათ ისაუბრეს ჩეჩნეთის ომზე. ბირკინს არ დაუმალავს ის ფაქტი, რომ სურდა გროზნოში წასვლა, იქ გამოსვლა და მათთვის ჩეჩნურ ენაზე სიმღერა.
    და მოგვიანებით, ნებისმიერ საკითხზე, რაც ეხებოდა ჩეჩნების დახმარებას, პირველ რიგში ჯეინს უკავშირდებოდნენ. ჯეინის ხელმოწერა აქვს წერილსაც რუსეთის ხელმძღვანელობისადმი. ის მიმართავდა თხოვნით, დახმარებოდნენ მომღერალ ზელიმხან ბაკაევის მოძებნაში, რომელიც 2017 წელს გაუჩინარდა ჩეჩნეთის რესპუბლიკაში.
    ბევრი იხსენებს მას, როგორც სიფრიფანა ქალს, თუმცაღა ძლიერი ხასიათით. ის დაუღალავად და დაჟინებით იცავდა სამართლიანობას, ეწინააღმდეგებოდა რა ძლიერთა ნებას.
    ბელგიის ღია უნივერსიტეტის პროფესორ ოდ მერლინისთვის ჯეინი ბრძოლის სიმბოლო იყო. ოდი იხსენებს, თუ როგორ მოხვდა ჯეინი შემთხვევით ქალაქ კლერმონ ფერანში, სადაც იმ დღეებში ჩეჩნეთის ომის შესახებ გამოფენა იმართებოდა. „ყველასთვის მოულოდნელად, ის მოვიდა კონცერტის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე, დაუკავშირდა მის თითოეულ ორგანიზატორსა და სტუმარს, გულწრფელად თანაუგრძნობდა მათ ტკივილს“, - იხსენებს ოდი. „ჯეინმა თავისი კონცერტის პირველი ნაწილი მიუძღვნა ჩეჩნეთს და ჩეჩნებს. კვლავ იმღერა სიმღერა ჩეჩნურ ენაზე“.
    ოდი იხსენებს, რამდენად ღრმად და პირადად განიცადა ჯეინმა ჩეჩნების ტანჯვა და ტრაგედია. „ის ავად იყო ამით“, - ამბობს ოდი.
    ადამიანის უფლებათა ცენტრის - „მემორიალის“, გამგეობის წევრმა ალექსანდრ ჩერკასოვმა მოკლედ ისაუბრა ბირკინის შესახებ: „ძალიან ღირსეული ადამიანი, რომელიც ებრძოდა ბოროტებას მაშინაც კი, როცა ეს არ იყო მეინსტრიმი“. ალექსანდრი დარწმუნებულია, რომ ჯეინი იაზრებდა თავის პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე, რაც დამახასიათებელია საფრანგეთის არტისტთა წრისთვის. ბირკინი ცდილობდა ყურადღების მიპყრობას იმაზე, თუ რა ხდებოდა ჩეჩნეთში: ის პირველი იყო ფრანგ ინტელექტუალთა სიაში, რომლებმაც ხელი მოაწერეს წერილს 1999 წელს. წერილი ანდრე გლუქსმანმა შეადგინა და ამან ის, მრავალი წლის განმავლობაში - რუსეთის მიერ ჩეჩნეთში გაჩაღებულ ომში ჩეჩნების უფლებების დაცვის მოძრაობის წევრად აქცია, იხსენებს ალექსანდრი.
    როგორც ჩერკასოვი იხსენებს, პირველად ჯეინს მაშინ შეხვდა, როდესაც ის პარიზში ჩავიდა პრესკონფერენციაზე, სადაც ცდილობდა მსოფლიოსთვის მოეყოლა 2000 წლის თებერვალში ნოვიე ალდიში მომხდარი ტრაგედიის საშინელება. ალექსანდრი აღნიშნავს, რომ ამ ღონისძიებაში ჯეინის მონაწილეობამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.
    „მან თავის თავზე აიღო ფრანგულ საზოგადოებაში სიმართლის გამავრცელებლის როლი ნოვიე ალდიში მომხდარის შესახებ“, - ამბობს უფლებადამცველი.
    როგორც ჩერკასოვი იხსენებს, მოგვიანებით კი, 2005 წელს, როცა ის მოსკოვში ჯეინ ბირკინს შეხვდა, ისეთი შთაბეჭდილება შეექმნა, თითქოს იგი მთლიანად იყო ჩართული ჩეჩნურ ტრაგედიაში. „ჯეინს არ ჰქონდა ამ საკითხის ზოგადი ცოდნა, მას შეეძლო ღრმად განეხილა ეს თემა, როგორც ადამიანს, რომელიც ამას დიდი ხანია მეტია აკეთებს“, - ამბობს ალექსანდრი.
    „ის არ იყო მხოლოდ თავისუფლების სიმბოლო, - ამბობს ჩერკასოვი, - ის ავრცელებდა სიმართლეს ჩეჩნეთის შესახებ, გრძნობდა თავის პასუხისმგებლობას - ეს იშვიათი ფენომენია, ასეთი დონის ვარსკვლავისთვის“.
    საფრანგეთის ცაზე ვარსკვლავები ერთმანეთის მიყოლებით ქრებიან, მაგრამ მათი ნათელი შუქი სამუდამოდ დარჩება. და უსაზღვრო მადლიერება მათ იმათგან, ვისაც დახმარების ხელი გაუწოდეს, სიცოცხლის რთულ მომენტებში მხურვალე გულების სითბო აჩუქეს. ჯეინ ბირკინი კი ერთ-ერთი ასეთი ვარსკვლავია.

    radio tavisupleba
  6. tvati
    ”ჩვენთვის წითელი ხაზი არის „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“, იმიტომ რომ ამ პარტიებს არ აქვთ მომავლის რესურსი, რაც ორივემ ბევრჯერ დაადასტურა. ჩვენს გუნდი მუშაობს იმაზე, თუ როგორ დავიცვათ მომავალი არჩევნები იმიტომ, რომ “ოცნებას”არჩევნების გაყალბება უკვე აქვს დაწყებული. ჩვენ ვართ ორიენტირებული შედეგზე. პოლიტიკა ბიზნესი ან მათემატიკა არ არის. ამ ხელოვნურ გაერთიანებებს ფიზიკურად არ მოაქვს შედეგი და ეს ბევრჯერ ვიხილეთ.”

      ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი 361666648_137607049367963_8622127692262468521_n.mp4
  7. tvati
    ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებით, დარწმუნებული არაა, რომ საქართველოს მთავრობას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება სურს.
    ევროპარლამენტარის თქმით, ამის ვარაუდის საფუძველს მას აძლევს საქართველოს ხელისუფლების ქმედებები. ამის შესახებ ანდრიუს კუბილიუსმა „ფორმულასთან“ განაცხადა.
    ანდრიუს კუბილიუსი მიხეილ სააკაშვილის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა არა პოლიტიკური, არამედ ჰუმანიტარული საკითხია.
    „ცხადია, რომ მიხეილ სააკაშვილი მძიმედ იტანჯება ციხეში, ამიტომ მივმართეთ საქართველოს მთავრობას, მმართველ პარტიას, რომ გამოიჩინონ ჰუმანურობა, არ ვილაპარაკებ სამართლის პოლიტიზებაზე, მაგრამ საკითხი უბრალოდ ჰუმანიტარულია. ვნახე, როგორ გაბრაზდნენ მმართველი პარტიის ლიდერები ჩვენი მიმართვის შემდეგ, მათ შორის იყო პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებები, ასევე, პრემიერ-მინისტრიც ძალიან გაბრაზდა ევროპარლამენტარებზე – ეს მათი მხრიდან არ მიკვირს, თუმცა ასეთი საქციელი ძალიან განსხვავდება იმისგან, რასაც ველით ქვეყნისგან, რომელიც ისწრაფვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი.
    ჯერ კიდევ არ ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს მთავრობას ნამდვილად სურს, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. ხანდახან ისე ჩანს, რომ ისინი ყველაფერს აკეთებენ, არ მიიღონ კანდიდატის სტატუსი, მათი ყოველდღიური ქმედებები ოპოზიციის, მედიისა თუ უმცირესობების ჯგუფების მიმართ აჩვენებს, რომ თითქოს ცდილობენ დაარწმუნონ ევროკავშირი, რომ არ მისცენ საქართველოს კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.

    ნეტგაზეთი
  8. tvati
    პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეხმაურება თავიანთი ყოფილი თანამშრომლის, პიერ-ალექსანდრე კრევოს განცხადებებს, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუერთდა.
    ალექსანდრ კრევო ენმ-ში გაწევრიანებამდე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კომუნიკაციის სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე  მუშაობდა.
    დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ალექსანდრ კრევო „ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. ენმ-ში დანიშვნის შემდეგ მან „ტვ პირველთან“ სალომე ზურაბიშვილზე ისაუბრა. მისი თქმით, პრეზიდენტობის პირველ წლებში ზურაბიშვილს ხშირად ჰქონდა კომუნიკაცია ბიძინა ივანიშვილთან , ახლა  კიმას პრემიერთან და მთავრობასთან აქვს დაპირისპირება, რადგან „ქართული ოცნება“ ღიად ანტიდასავლური ძალა გახდა.
    გარდა ამისა, ალექსანდრ კრევომ არ გამორიცხა, რომ სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს.
    პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ალექსანდრ კრევოს არ აქვს არც უფლება და არც ლეგიტიმაცია, გაავრცელოს ჭორები პრეზიდენტის თითქოსდა პოზიციებსა და მოსაზრებებზე.
    ამასთან, პრეზიდენტის ადმიანისტრაცია ხაზს უსვამს, რომ კრევო არასდროს იკავებდა პრეზიდენტის მრჩევლის პოზიციას.
    „ალექსანდრ კრევო 2019 წლის 1 აპრილიდან 2022 წლის 31 დეკემბრამდე მუშაობდა კომუნიკაციის სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე შრომითი ხელშეკრულებით. მისი საჯარო მოხელის პოზიციაზე დასაქმება არ მოხდა, რადგან ვერ წარმოადგინა უმაღლესი განათლების დამადასუტერებელი დოკუმენტი. 2023 წლიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციამ არ გააგრძელა მასთან შრომითი ხელშეკრულება, ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო მისი მხრიდან კოვიდრეგულაციების უხეში დარღვევა, რითაც საფრთხე შეუქმნა თანამშრომლების ჯანმრთელობას.
    აღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ მას არ აქვს არც უფლება და არც ლეგიტიმაცია, გაავრცელოს ჭორები პრეზიდენტის თითქოსდა პოზიციებსა და მოსაზრებებზე. ყველაზე გასაკვირი და ნამდილად სამწუხაროა, თუ რა სისწრაფით აღიქვა, აითვისა და გაითავისა უცხოეთში გაზრდილმა ახალგაზრდამ საქართველოს პოლიტიკური სივრცის ყველაზე მახინჯი და უღირსი თვისებები“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
    „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის ახალგაზრდა წევრები სხვადასხვა პოზიციაზე დაინიშნენ.
    მათ შორისაა ალექსანდრე კრევო-ასათიანი, რომელიც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციაში მუშაობდა. თუმცა ახლა „ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.

    ნეტგაზეთი
  9. tvati
    საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიაში, ვახტანგ მახარობლიშვილი ამბობს, რომ ბელგიის მხრიდან საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოღება შეიძლება, დაკავშირებული იყოს ტექნიკურ შეცდომასთან.
    მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებებს იღებენ წელიწადში ერთხელ, თუმცა ნამდვილად ვერ გამოვრიცხავ, რომ სხვადასხვა მოცემულობიდან გამომდინარე მოხდეს გადახედვა და უფრო დაჩქარებულად მოხდეს რაიმე გადაწყვეტილებების მიღება. რაც შეეხება უვიზო რეჟიმს, შემიძლია გითხრათ, რომ მას საფრთხე არ ემუქრება, აღნიშნულთან დაკავშირებით არანაირი კომუნიკაცია ევროკავშირის მხრიდან არ ყოფილა“, – განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა. ელჩის ამ კომენტარს, რომელიც ბრიუსელშია ჩაწერილი, ტელეკომპანია „რუსთავი-2“ ავრცელებს.



    პუბლიკა
  10. tvati
    თბილისის ზღვაზე მაშველებმა ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს, რომელიც არაოფიციალური ინფორმაციით, 22 წლის ლუკა ლაცაბიძეა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ოჯახის ნათესავებიც ადასტურებენ.
    ლუკა ლაცაბიძეს ოჯახი ბოლო რამდენიმე დღეა ეძებდა.
    როგორც „პუბლიკას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მიმდინარეობს ცხედრის ექსპერტიზა.

    პუბლიკა
  11. tvati
    რუსი ბლოგერი დმიტრი შილოვი, რომელიც ცოტა ხნის წინ მამასთან ერთად თბილისში იმყოფებოდა, ქართულ მედიას ცილისწამებაში ადანაშაულებს.
    საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ, თბილისის აეროპორტში დმიტრი შილოვმა ვიდეო ჩაწერა და ტიკტოკის არხზე გაავრცელა. ვიდეოში ისმის მისი ფრაზა. ის გაკვირვებით ამბობს, რომ აქამდე არ იცოდა, რომ საქართველოში არ უშვებენ "აფხაზეთში ნამყოფებს".
    სადაო გახდა მისი ერთი წინადადება, რომელიც ვიდეოს სუბტიტრში ასე წერია: „აღმოჩნდა, რომ აფხაზეთში ჩასვლა არ შეიძლება, ჩვენ არც ვყოფილვართ“ ("Оказывается, в Абхазию нельзя ездить. А мы не ездили“ - რ.თ.).
    სოციალური ქსელების მომხმარებლებისა და მედიის ნაწილმა მიიჩნია, რომ სუბტიტრში გადმოცემულ წინადადებას ავტორი სხვაგვარად ამბობს: „აღმოჩნდა, რომ აფხაზეთში ჩასვლა არ შეიძლება, ჩვენ კი ნამყოფი ვართ“ ("Оказывается, в Абхазию нельзя ездить. А мы ездили“ - რ.თ.).
    შესაბამისად, გამოითქვა ვარაუდი, რომ მამა-შვილს დარღვეული ჰქონდა საქართველოს კანონი ოკუპაციის შესახებ.
    სოციალური ქსელის მეშვეობით ქართული საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოხვედრილმა რუსმა ბლოგერმა ინტერვიუ მისცა კრემლის პროპაგანდისტი ჟურნალისტის, ვლადიმირ სოლოვიოვის გადაცემას. „Соловьев Live-ში" მან თქვა, რომ აფხაზეთში მხოლოდ ბავშვობაშია ნამყოფი.
    „შემოწმებისას ჩვენ გვკითხეს, ახლო წარსულში თუ ვყოფილვართ აფხაზეთში. აფხაზეთში ბოლოს 1984 წელს ვიყავი, 4 წლის ასაკში, დედას გაგრაში დავყავდი ხოლმე. ჩავედით [თბილისში] უბრალოდ დასასვენებლად, საქართველოს ეკონომიკაში ფულის ჩასასხმელად“, - ამბობს შილოვი.
    ბლოგერის თქმით, მედიაში შექმნილი აჟიოტაჟის გამო „დასვენება ჩაშხამდა“ და კალინინგრადში დაბრუნდა.
    შილოვი არ მალავს, რომ ის „ვატნიკია (რუსეთის ხელისუფლების მხარდამჭერთა მეტსახელი - რ.თ.) - ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ პუტინის გულმხურვალე მხარდამჭერი“.
    ქართული მედიის კრიტიკისას ბლოგერი ამბობს, რომ ის არხები, რომლებმაც მას სიუჟეტები მიუძღვნეს, „უმცირესობების არხებია“ და „იგივე ხალხი და ტელეარხებია, რომლებიც ავიაკომპანია „Georgian Airways-ს" ლანძღავდნენ“, მოსკოვში პირდაპირი რეისების შესრულებისთვის.
    შილოვი დარწმუნებულია, რომ 30 წელს გადაცილებული საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა რუსეთთან და რუსებთან უფრო მჭიდრო ურთიერთობის მომხრეა.
    2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოში მიღებული „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შესვლის უფლება აქვთ ზუგდიდისა და გორის მუნიციპალიტეტების გავლით, სხვა შემთხვევაში სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულია ჯარიმა ან პატიმრობა 2-დან 4 წლამდე ვადით.
    არასამთავრობო ორგანიზაციის, "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) მიერ შსს-დან გამოთხოვილი სტატისტიკის თანახმად, 2009-2016 წლებში ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის წესი უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სულ 363 შემთხვევაში დაირღვა. სტატისტიკა მიანიშნებს, რომ რეგისტრირებული დარღვევების რაოდენობა მცირდება (2009 წელს 78 შემთხვევა იყო, ხოლო 2016 წელს - მხოლოდ 19). უფრო ახალი მონაცემები ღია წყაროებში არ იძებნება.
    საქართველოს საზღვრის კვეთისას მესაზღვრე ადგილზე წყვეტს უცხო ქვეყნის მოქალაქის საქართველოში შემოშვება-არშემოშვების საკითხს. მათ შორის, საქართველოში შემოშვებაზე უარის თქმის საფუძველი შესაძლოა, გახდეს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დარღვევა.

    რადიო თავისუფლება
  12. tvati
    ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი TDI საქართველოში უცხოელთა უფლებრივ მდგომარეობაზე ანგარიშს აქვეყნებს და ამ კუთხით გასული წელს აჯამებს.
    დოკუმენტის ავტორები აღნიშნავენ, რომ საანგარიშო პერიოდში მკვეთრად გაუარესდა საჯარო უწყებებიდან საჯარო ინფორმაციის მიღების ხელმისაწვდომობა. საჯარო უწყებების ამგვარი პრაქტიკა დაბრკოლებებს უქმნის არასამთავრობო და კვლევით ორგანიზაციებს, რომ მათ სრულად შეაფასონ სახელმწიფო პოლიტიკა ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით.
    ამასთან, TDI აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს საზღვრის კვეთის პროცესში სერიოზული დაბრკოლებები ექმნებათ რუსეთის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეებს. კერძოდ, 2022 წელს საზღვრის კვეთაზე უარი ეთქვა კრემლისადმი კრიტიკულად განწყობილ ათობით რუს ჟურნალისტს, უფლებადამცველსა და პოლიტიკოსს. ასევე, ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ 2021 წლიდან ხელისუფლება საქართველოში შემოსვლაზე დაბრკოლებებს უქმნიდა უკრაინელ საჯარო პირებსაც.
    ანგარიშის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ გაიზარდა რუსეთის მოქალაქე ჩრდილოკავკასიელების სავარაუდო დისკრიმინაციისა და სხვადასხვა გარეგნული, რელიგიური და კულტურული ატრიბუტის, ასევე, წარმოშობის გამო საქართველოს საზღვრის კვეთაზე უარის მაჩვენებელი.
    TDI-მ ჩაატარა ორი ჩაღრმავებული ინტერვიუ ყაბარდო-ბალყარეთსა და ჩეჩნეთში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებთან. ორივე მათგანი საზღვარზე სავარაუდო რელიგიური ნიშნით განსხვავებულ მოპყრობასა და გამორჩევაზე საუბრობდა:
    „რასაც შევესწარი, იყო დამამცირებელი და ღირსების შემლახავი მოპყრობა, მუყაოს ყუთები ჰქონდათ გაშლილი ადამიანებს და იქვე ეძინათ. კაცები წვერს იპარსავდნენ და ამბობდნენ, უწვეროდ უფრო მარტივად გაგვიშვებენო. მხოლოდ ჩრდილოკავკასიელებს ეპყრობოდნენ ასე“ ,– ამბობს 35 წლის ბულატი TDI-სთან.
    32 წლის ნინა კი აცხადებს, რომ ყურადღება ჰიჯაბზე გაუმახვილეს და გამოჰკითხეს, როდის მიიღო ისლამი:
    „ჩემს გვარზე გაამახვილეს ყურადღება, ჰიჯაბი მეხურა და მკითხეს, ასეთი ჩაცმულობა რატომ გაქვსო. შემდეგ დაწვრილებით გამომკითხეს, როდის მივიღე ისლამი, მოძღვარი მყავდა თუ არა, ჩემი ქმარიც მუსლიმი იყო თუ არა და მან ხომ არ მიმაღებინა ისლამი. ჩემი ქმარი ბათუმში ცხოვრობს და მასთან ჩავდიოდი ექვსი წლის შვილთან ერთად. სხვა თავსაფრიანი ქალებიც ამბობდნენ, რომ რელიგიაზე ზედმეტად ამახვილებენ ყურადღებასო“, – 32 წლის ნინა.
    ამასთან, ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია ბინადრობის ნებართვის გაცემის პრობლემურ პოლიტიკაზე, რადგანაც, ორგანიზაციის განცხადებით, კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ნებართვის გაცემაზე დაუსაბუთებელი უარის გამოცხადების პრაქტიკა, რასაც – თითქმის ყველა შემთხვევაში – საფუძვლად უდევს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაცემული უარყოფითი დასკვნა.
    „აფრიკისა და აზიის ქვეყნების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ მათ მიმართ სახელმწიფოს პოლიტიკა კვლავ დისკრიმინაციულია და ისინი ხშირად დაუსაბუთებელ უარს იღებენ ბინადრობის ნებართვაზე. მათ შორის არიან უცხოელი სტუდენტებიც, რომლებსაც დაბრკოლება ექმნებათ სწავლის გაგრძელებაში. ხელისუფლებამ TDI-ს არ მიაწოდა დეტალური სტატისტიკური მონაცემები“, — ვკითხულობთ ანგარიშში.
    დოკუმენტის ავტორების თქმით, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 11 აპრილამდე რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებმა ბინადრობის ნებართვის მოთხოვნით წარადგინეს 10,304 განცხადება, რომელთა 32,5% (3,340), სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის ინტერესებზე მითითებით, არ დაკმაყოფილდა, ხოლო ნახევარზე მეტი, 56% (5,759) დაკმაყოფილდა.
    2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რუსეთის მოქალაქეების მიმართვიანობა 54%-ით, ხოლო დაკმაყოფილების მაჩვენებელი 25%-ით გაიზარდა.
    იმავე პერიოდში ბინადრობის ნებართვის მოთხოვნით უკრაინის მოქალაქეებმა წარადგინეს 943 განცხადება, რომელთა 5%, სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის ინტერესებზე მითითებით, არ დაკმაყოფილდა, ხოლო 85% დაკმაყოფილდა. 1925 განცხადება წარადგინეს ბელარუსის მოქალაქეებმა. მათი 28% (543), სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის ინტერესებზე მითითებით, არ დაკმაყოფილდა, ხოლო 61% (1167) დაკმაყოფილდა.
    ანგარიშში ვკითხულობთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ელექტრონული ვიზების გაცემის სერვისი შეიცავს გარკვეულ ხარვეზებს: მისით სარგებლობა საერთოდ არ შეუძლიათ ნიგერიის მოქალაქეებს, რომელთათვისაც ამ სერვისით სარგებლობა უაღრესად მნიშვნელოვანია.
    TDI აღნიშნავს, რომ ელექტრონული ვიზების გაცემა Covid-19-ის პანდემიის გამო შეჩერებული იყო იმ უცხოელთათვისაც, რომლებსაც, ზოგადად, შეუძლიათ მისით სარგებლობა. მიუხედავად იმისა, რომ სერვისის შეჩერების მიზეზი პანდემია იყო, ორგანიზაციის განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ მისი მიწოდება 2023 წლის მაისამდე (პანდემიის დასრულებიდან თითქმის ერთი წლის განმავლობაში) არ განაახლა ინდოეთის მოქალაქეებისთვის.
    ანგარიშის ავტორების თქმით, წინა წლებთან შედარებით გაორმაგებულია თავშესაფრის პროცედურის ფარგლებში განხილული საქმეების რაოდენობა და საანგარიშო პერიოდში სტატუსის მინიჭების მაჩვენებელი ძირითადად გაზრდილია უკრაინის მოქალაქეებისათვის ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებით.
    ამასთან, დოკუმენტში ნათქვამია, რომ სახელმწიფო არ აწარმოებს ზუსტ სტატისტიკას საქართველოში შემოსული, საქართველოდან გასული და ქვეყანაში მყოფი უკრაინელების შესახებ. ასევე, TDI-ს თქმით, საქართველოს მთავრობას ამ დრომდე არ გააჩნია ერთიანი და ქმედითი სტრატეგია და პოლიტიკა მათ დასახმარებლად.
    ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR) 2023 წლის თებერვლის მონაცემებით, საქართველოში 25,101 უკრაინელი იმყოფებოდა, ხოლო 2023 წლის 9 მაისის მონაცემებით – 24,182. მათი დიდი ნაწილი მარიუპოლიდან და ხარკივიდანაა, ქალაქებიდან, რომლებიც ომის შედეგად განსაკუთრებით მძიმედ დაზარალდა. Сare Caucasus-ის 2023 წლის კვლევის თანახმად, უკრაინელი ლტოლვილების მთავარი გამოწვევები ფინანსური შემოსავალი და უმუშევრობაა.
    დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ, რომ ეროვნული, ეთნიკური ან/და რასობრივი მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2022 წელს სულ გამოტანილ იქნა 5 გამამტყუნებელი განაჩენი.
    „სახელმწიფოს მიერ წარმოებული სტატისტიკის მიზნებისათვის, „რასის“ ცნებაში მოაზრებულია: „რასა“, კანის ფერი, ენა, მოქალაქეობა, ეროვნული და ეთნიკური კუთვნილება, წარმოშობა, რაც გამორიცხავს იმის ზუსტი აღრიცხვის შესაძლებლობას, თუ კონკრეტულად რომელი მოტივით იქნა დანაშაული ჩადენილი. შსს-მ გამოძიება დაიწყო სულ 56 სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც რასობრივი დისკრიმინაციის ნიშანი იკვეთებოდა.
    პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო რასობრივი შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულის 14 ფაქტზე, დაზარალებულად კი ცნეს სულ 18 პირი“,— ვკითხულობთ ანგარიშში.
    TDI-ს განცხადებით, რასობრივი შეუწყნარებლობით ჩადენილი დანაშაულების გამო საანგარიშო პერიოდში მსჯავრდებულ იქნა 7 პირი (რომელთაგან 5 საქმეზე გამოძიება საანგარიშო პერიოდში დაიწყო).
    ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით, კვლავაც პრობლემად დარჩა ეთნიკური შეუწყნარებლობისა და ანტისემიტიზმის მოტივით ჩადენილი ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე დანაშაულის კვალიფიცირების საკითხი.
    „კვლავ პრობლემურია ცალკეული ქვეყნების წარმომადგენლების მიმართ გამოვლენილი რასიზმი საჯარო და კერძო ურთიერთობებში. აფრიკისა და აზიის ქვეყნების წარმომადგენელი მიგრანტები, გარდა სახელმწიფო სერვისების მიღებისას შექმნილი დაბრკოლებებისა (საზღვარზე შემოშვება, ბინადრობის ნებართვის მიღება), საუბრობენ დისკრიმინაციულ გამოცდილებებზე საჯარო სივრცეებში, ბინის დაქირავებისას შექმნილ წინააღმდეგობებზე, განსხვავებულ მოპყრობაზე კომერციულ ბანკებში და სხვა“,— ვკითხულობთ დოკუმენტში.

    ნეტგაზეთი
  13. tvati
    სახალხო დამცველის აპარატის შეფასებით, 2023 წლის 15 იანვარს შსს-ს წარმომადგენლებმა არ შეასრულეს თავიანთი ვალდებულება და არ უზრუნველყეს ლევან ბერძენიშვილის ლექციის უსაფრთხოება.
    ამის შესახებ ლევან იოსელიანი შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის სახელზე დაწერილ წერილში წერს. იოსელიანი განმარტავს, რომ აპარატი აქტიურად ადევნებს თვალს გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის კუთხით არსებულ მდგომარეობას:
    აპარატი მიმართავს წინადადებით სამინისტროს, მომავალში გაატაროს ყველა აუცილებელი ღონისძიება უფლებით სრულფასოვნად სარგებლობის უზრუნველსაყოფად.
    15 იანვარს ყვარლის „ევრო კლუბში“, სადაც ფუნქციონირებს „ამერიკული კუთხე“, ლევან ბერძენიშვილის ლექცია ძალადობრივმა ჯგუფებმა ჩაშალეს.
    სრულად ეს წერილი იხილეთ ამ ბმულზე.
    15 იანვარს ყვარლის „ევრო კლუბში“, სადაც ფუნქციონირებს „ამერიკული კუთხე“, ლევან ბერძენიშვილის ლექცია უნდა გამართულიყო, რომელიც ძალადობრივმა ჯგუფებმა ჩაშალეს. უსაფრთხოების ზომების გამო, ორგანიზატორებს მოუწიათ, ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია გაეუქმებინათ. მიზეზი იქ შეკრებილი უცხო პირები იყვნენ, რომლებმაც გზა გადაკეტეს. როგორც შეხვედრის ორგანიზატორმა, ნიკა გურინმა უთხრა ნეტგაზეთს, უცხო პირები ნახევარი საათით ადრე “კოორდინირებულად” მივიდნენ იმ ადგილას, სადაც ლექცია უნდა გამართულიყო და შეხვედრის ჩატარების შესაძლებლობა არ მისცეს: “ისინი იდგნენ და ეუბნებოდნენ, რატომ მიდიხარ, არ გრცხვენია, რომ მიდიხარო?! ძირითადად ბავშვებს ეუბნებოდნენ ამას. როდესაც ბატონი ლევანი მოვიდა, ფიზიკურად ვერ შემოვიყვანეთ, რადგან შემოსასვლელში იდგნენ…იძახდნენ, ჩვენ ერეკლეს შვილიშვილები ვართო, ახსენებდნენ, თითქოს ლგბტ სწავლებისთვის იყო ჩამოსული.მსგავს მანიპულაციებსა და დეზინფორმაციას ავრცელებდნენ“, – განაცხადა ნიკა გურინმა.პრორუსული “კონსერვატიული მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, შოთა მარტინენკო აცხადებს, რომ ლევან ბერძენიშვილს ყვარელში ლექცია ჩაუშალეს “ალტ-ინფო – კონსერვატიული მოძრაობის” კახეთის განყოფილების წევრებმა.წაიკითხეთ ასევე:  
    გზა გადაკეტეს, ერეკლეს შვილიშვილები ვართო იძახდნენ – ყვარელში ბერძენიშვილის ლექცია ჩაშალეს; „ამ კამპანიის უკან ივანიშვილია, სხვა ვერავინ მისცემდა ასეთ მასშტაბს ამ საქმეს“ — ინტერვიუ ბერძენიშვილთან;

    ნეტგაზეთი
  14. tvati
    უკრაინის დაზვერვის ცნობით, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ კრასნოდარის მხარეში მდებარე ბაზას ხურავს და ბელარუსის ტერიტორიაზე გადადის.
    გავრცელებული ინფორმაციით, „ვაგნერის“ მებრძოლები ბელარუსის ტერიტორიაზე 100-ზე მეტ სატრანსპორტო საშუალებისგან შემდგარი კოლონით, შეიარაღების გარეშე შევიდნენ.
    სამონიტორინგო ჯგუფის ცნობით, ბოლო დღეების განმავლობაში ეს კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ უკვე მესამე კოლონაა, რომელიც ბელარუსის ტერიტორიაზე შევიდა და მოგილევის ოლქში მდებარე საველე ბანაკში დაბინავდა.
    შეგახსენებთ, რომ ბელარუსის არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, ბანაკი 5 000 სამხედროზეა გათვლილი.

    იპნ
  15. tvati
    გაგიკვირდებათ, რომ არჩევნების შემდეგ კოალიცია „ნაცებმა“ და „ქოცებმა“ შექმნან?! - ეჭვიც არ მეპარება, რომ იზამენ! გაიხსენეთ, როდესაც "ქართულ ოცნებას" იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ლევან მურუსიძის გამყარება დასჭირდა, ვინ დაეხმარა მათ, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა გააკეთა.
    ბუჩუკურის შეფასებით, ფაქტები ადასტურებს, რომ როდესაც "ქართულ ოცნებას" უჭირს, მას ყოველთვის "ნაციონალური მოძრაობა" ეხმარება.
    მისივე თქმით, პარტია „საქართველოსთვის“ კოალიციას ამ ორ პარტიასთან არ შექმნის არც არჩევნებამდე და არც არჩევნების მერე, რადგან ორივე პარტია წარსულია და მათ სამომავლო რესურსი არ გააჩნიათ.
    „შექმნის დღიდან ჩვენი გუნდის პოზიცია უცვლელია - ჩვენ არავისთან გაერთიანებას არ ვაპირებთ! ჩვენთვის განსაკუთრებული წითელი ხაზია "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა". ჩვენი გუნდის მიზანია "ნაცებმა" და "ქოცებმა" ჯამში ხმების 50%-ზე მეტი არ აიღონ. ვისურვებდი, რომ სხვა პარტიების მიზანიც ეს იყოს. საზოგადოება "ნაც-ქოცური" პოლიტიკური დღის წესრიგით დაიღალა.
    როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენ „ქოცებთან“ და „ნაცებთან“ კოალიცია არ გვექნება, ამაში იგულისხმება, რომ კოალიცია არ გვექნება როგორც არჩევნებამდე, ასევე არჩევნების შემდეგ", - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

    ipn
  16. tvati
    ორგანიზაცია „საფარი“ ქალის გაუპატიურების საქმეზე სამართალდამცველებს გულგრილობაში ადანაშაულებს. ორგანიზაციაში მოითხოვენ,  ჩატარდეს ყველა  საგამოძიებო მოქმედება საქმის ეფექტიანად გამოძიებისთვის.
    მათივე თქმით, ორგანიზაციის  ჩართვის შემდეგ გამოძიება დაიწყო და ქალს ექსპერტიზა ჩაუტარდა. თუმცა, როგორც ამბობენ, პოლიციის გულგრილი, არაპროფესიონალური და დისკრიმინაციული დამოკიდებულების გამო, მთელი რიგი მნიშვნელოვანი მტკიცებულებები განადგურდა.
    ორგანიზაცია, როგორც ქალის ინტერესების დამცველი, მოითხოვს, საქმე გამოსაძიებლად თბილისის საგამოძიებო სამმართველოს გადაეცეს, დაიკითხოს ყველა მოწმე, ამოიღონ ყველა მტკიცებულება, რისი ამოღებაც ამ დრომდეა შესაძლებელი და ჩატარდეს ყველა სხვა საგამოძიებო მოქმედება საქმის ეფექტიანად გამოძიებისთვის.
    გარდა ამისა, როგორც იურისტები ამბობენ, „საფარმა“ უკვე შეტანა საჩივარი საქმეში ჩართული პოლიციელების მიერ ჩადენილი სამოხელეო დანაშაულების ფაქტზე და ითხოვს მათ სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას.

    პუბლიკა
  17. tvati
    „ქართული ოცნების“ შემომწირველის კომპანიამ შპს „დ-კ ქონსტრაქშენმა“ დაარსებიდან თვენახევარში 214,524 ლარის კონტრაქტი გამარტივებული (პირდაპირი) შესყიდვის გზით მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო“ ავრცელებს.
    ორგანიზაციის ცნობით, შპს „დ-კ ქონსტრაქშენი“ 2023 წლის 4 აპრილს დაარსდა და თვენახევარში, 18 მაისს, ქუთაისის მერიისგან 214,524 ლარის კონტრაქტი მიიღო.
    „საერთაშორისო გამჭვირვალობაში“ აცხადებენ, რომ მერიამ პირდაპირი შესყიდვით ხელშეკრულება ბიზნესსაქმიანობის გამოცდილების არმქონე კომპანიას გაუფორმა.
     
    „შპს „დ-კ ქონსტრაქშენის“ 50-50%-ს დავით ყიფიანი და დიმიტრი კუბლაშვილი ფლობენ. დავით ყიფიანმა, რომელიც ამავე დროს კომპანიის დირექტორია, 2020 წლის აგვისტოში „ქართულ ოცნებას“ 5,000 ლარი შესწირა. ნიშანდობლივია, რომ ამ დროს პანდემია იყო და კომპანიებს რთული პერიოდი ჰქონდათ.
    სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, დიმიტრი კუბლაშვილს სამეწარმეო გამოცდილება არ გააჩნია, ხოლო დავით ყიფიანი რამდენიმე კომპანიის დირექტორია.
    ხელშეკრულების მიხედვით, შპს „დ-კ ქონსტრაქშენს“ ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის არეალში მდებარე ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია განახორციელა.
    სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული წესით ჩატარების საფუძვლად გადაუდებელი აუცილებლობაა მითითებული. შენობის რეაბილიტაცია უეფას 21-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე (21 ივნისამდე) უნდა დასრულებულიყო, რადგან ქუთაისის სტადიონი აღნიშნული ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელია. საქართველო რომ უეფას 21-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა იქნებოდა, ეს ცნობილი 2020 წლის 2 დეკემბერს გახდა და ბუნებრივია, მოსამზადებელი სამუშაოების სათანადო დაგეგმვის შემთხვევაში, ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი თვით ადრე, სასწრაფოდ, გამარტივებული შესყიდვით კონტრაქტის გაფორმება საჭირო არ იქნებოდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

    იპნ
  18. tvati
    ”ცალკე აღებული „ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე არ არსებობს, როგორც სახელისუფლებლო პარტია და არც „ნაციონალური მოძრაობა“ არ არსებობს „ოცნების“ გარეშე. ეს შემდგარი მოცემულობაა. ნაც-ქოცური კარუსელი, რომელიც ორივე მხარისთვის სარფიანი შეთანხმებაა, უნდა დამთავრდეს მომდევნო არჩევნებზე.”

      ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი 10000000_274494255201097_7780686750980229236_n.mp4
  19. tvati
    მეორე დღეა ზესტაფონის სოფელ ქვედა საზანოში 18 წლის ბიჭს ეძებენ.  არსებული ინფორმაციით, ახალგზარდა სამცვერას ჩანჩქერიდან გადახტა და მდინარეში გაუჩინარდა.
    როგორც ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მეორე დღეა ბიჭის საპოვნელად სამაშველო სამსახურის მიერ სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
    ფოტო: Georgian Travel Guide

    netgazeti
  20. tvati
    პუტინის კრიტიკოსი, ცნობილი რუსი ჟურნალისტი და მწერალი, ვიქტორ შენდეროვიჩი საქართველოში არშემოშვების გამო სასამართლოს მიმართავს. ამის შესახებ მან თავად დაწერა Facebook-ზე. 
    ამის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას ვიქტორ შენდეროვიჩის უფლებადამცველიც მარია არხიპოვაც. ის ამბობს, რომ ადმინისტრაციული სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 17 ივლისს შეიტანეს.

    publika
  21. tvati
    უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, რუსეთის მიერ ოდესასა და მიკოლაევზე რაკეტების და „კამიკაძე“ დრონების გამოყენებით განხორციელებული თავდასხმა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ტერორისტი ქვეყანა უკრაინის სურსათის ექსპორტისგან დამოკიდებულ ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის, მსოფლიოს მასშტაბით კი, ასეთი ადამიანების რაოდენობა 400 მილიონს აღწევს.
    მან ასევე ეფექტური მუშაობისთვის უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალებს მადლობა გადაუხადა.
    „მსოფლიომ უნდა გაიგოს, რომ რუსეთის ფედერაციის მიზანს შიმშილი და ადამიანების დაღუპვა წარმოადგენს. მათ ლტოლვილთა ნაკადები სჭირდებათ, რათა დაასუსტონ დასავლეთი“, - განაცხადა ერმაკმა.

    ipn
  22. tvati
    უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივიდან რუსეთის გასვლის შემდეგ გაერო-ში „სასწრაფო კონსულტაციებს“ მართავს.
    „ვოლოდიმირ ზელენსკის დავალებით, ნიუ-იორკში სასწრაფო კონსულტაციებს ვაწარმოებ გაერო-ში ჩვენს პარტნიორებთან რუსეთის მარცვლეულის ინიციატივიდან გასვლის შემდეგ ჩვენი შემდგომი ნაბიჯების შესახებ,“ - დაწერა კულებამ „ტვიტერზე“.
    მისი თქმით, რუსეთი გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას საფრთხეში აყენებს.
    „ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის შესანარჩუნებლად“, - აღნიშნა კულებამ.
    შეგახსენებთ, რუსეთის ხელისუფლებამ გუშინ განაცხადა, რომ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებას ტოვებს.

    ipn
  23. tvati
    ევროკავშირი ცალსახად გმობს რუსეთის გადაწყვეტილებას შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის შეწყვეტის შესახებ, - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებაშია აღნიშნული.
    „რუსეთი თავისი გადაწყვეტილებით კიდევ უფრო ამწვავებს სასურსათო უსაფრთხოების გლობალურ კრიზისს, რომელიც შეიქმნა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის გაჩაღებისა და უკრაინის საზღვაო პორტების ბლოკადის შედეგად. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს უკრაინის საზღვაო პორტების უკანონო ბლოკირება და დაუშვას შავ ზღვაზე ნაოსნობის თავისუფლება. რუსეთი აგრძელებს საკვების იარაღად გამოყენებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
    ჯოზეფ ბორელი ხაზს უსვამს, რომ შეთანხმების შეწყვეტით, რუსეთი ცალმხრივად ბლოკავს უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის ერთ-ერთ მთავარ გზას და მხოლოდ ის არის პასუხისმგებელი მსოფლიოში მარცვლეულის მიწოდების შეფერხებასა და გლობალურად სურსათის ფასების ინფლაციაზე.
    „ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს გადახედოს გადაწყვეტილებას და დაუყოვნებლივ განაახლოს შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის განხორციელება. ევროკავშირი ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა გააგრძელოს ყველა საქონლის, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის პროდუქტების დროული და სტაბილური მიწოდების მხარდაჭერა გლობალურ ბაზრებზე ევროკავშირი-უკრაინის „სოლიდარობის გზების“ მეშვეობით. ევროკავშირი გააგრძელებს შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის განახლებისთვის ყველა მცდელობის მხარდაჭერას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
    ცნობისთვის, რუსეთმა გუშინ განაცხადა, რომ აჩერებს მონაწილეობას შეთანხმებაში, რომელიც ომის ფონზე უკრაინული მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტის საშუალებას იძლეოდა. გაერო-ს მონაცემებით, შეთანხმების ფარგლებში, რომელიც თავდაპირველად ერთი წლის წინ თურქეთისა და გაერო-ს შუამავლობით გაფორმდა, უკრაინის პორტებით თითქმის 33 მილიონი ტონა საკვების ექსპორტი განხორციელდა.

    ipn
  24. tvati
    რუსეთი უკრაინას Shahed-ის დრონების გამოყენებით წუხელ კიდევ ერთხელ დაესხა თავს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
    მათივე ინფორმაციით, აფეთქებების ხმა თავდაპირველად მიკოლაივში გაისმა, შემდეგ კი - ოდესაში. საჰაერო ძალების ცნობით, მიკოლაივისა და ოდესის გარდა უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის საფრთხე არსებობს ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში. ბალისტიკური იარაღის გამოყენების საფრთხე კი პოლტავას, ჩერკასის, დნეპროპეტროვსკის, ხარკოვის, კიროვოგრადის ოლქებში.
    მიკოლაივის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის განცხადებით, თავდასხმის შემდეგ ქალაქში ხანძარი გაჩნდა, თუმცა მსხვერპლი არ მოჰყოლია. ქალაქის მერმა, ალექსანდრე სენკევიჩმა ხანძარს საკმარისად სერიოზული უწოდა. „ადგილზე სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის მაშველები მუშაობენ“, - აღნიშნა მან.

    ipn
  25. tvati
    სტიქიამ კახეთის ორი მუნიციპალიტეტი დააზარალა. ყვარელსა და ლაგოდეხში მოსახლეობა ზარალს დილიდან ითვლის.
    ყვარელში ქინძმარულის ზონაში ჰექტრობით ვენახია დასეტყვილი. მევენახეების თქმით, განადგურებულია მოსავლის 80%. გარდა ვენახებისა, დასეტყვილია ერთწლიანი კულტურები, მათ შორის საზამთროს და ნესვის ბაღები.

    ლაგოდეხში კი რამდენიმე სოფელში ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა. დაზიანებულია 60-ზე მეტი საცხოვრებელი სახლის სახურავი. მოგლეჯილია ელექტროგადამცემი ბოძები.
    სტიქიის ზონაში იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მათი თქმით, სპეციალურმა კომისიამ მუშაობა დღეს დილიდან უკვე დაიწყო და მოხდება ზარალის დათვლა.

    ipn
×
×
  • შექმენი...